მრავალეროვანი საქართველო: უბნის გახსნის,მოწყობის და კენჭისყრის პროცესი 11:30 საათისთვის

Page 1

საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ 28.10. 2018

განცხადება 07: 00-დან 08 : 00-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის, ასევე ხმის მიცემის პროცესის მიმდინარეობის შესახებ 28 ოქტომბერი 11:30 საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე სამონიტორინგო პროგრამას, რომელიც მოიცავს როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგს. არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა მოიცავს 16 საარჩევნო ოლქს, კერძოდ: რუსთავის #20, გარდაბნის #21, მარნეულის #22, ბოლნისის #23, დმანისის #24, წალკის #25, თეთრიწყაროს #26, (ქვემო ქართლი), ბორჯომის #36, ახალციხის #37, ადიგენის #38, ასპინძის #39, ახალქალაქის #40, ნინოწმინდის #41, (სამცხე-ჯავახეთი), საგარეჯოს #11 (კახეთი), ასევე ისნის #5 და კრწანისის #4 (თბილისი) საარჩევნო ოლქებს. არჩევნების დღის სამონიტორინგო პროგრამაში ჩართულია 190 მოკლევადიანი დამკვირვებელი, მათ შორის 132 საუბნო, 41 მობილიური ჯგუფის, 16 საოლქო საარჩევნო კომისიისა და 1 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი. არჩევნების

დღეზე

სამონიტორინგო

პროგრამის

ხელშეწყობის

მიზნით

„მრავალეროვანი

საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს ინციდენტების ცენტრი. ინციდენტების ცენტრის

ოპერატორები

მუშაობენ

საგანგებო

რეჟიმში.

ოპერატორები

მოკლევადიანი

დამკვირვებლებისაგან იღებენ და ამუშავებენ საარჩევნო ხასიათის ინფორმაციას. გარდა აღნიშნულისა, „მრავალეროვანი საქართველოს“ ოფისში მოქმედებს ცხელი ხაზი, რითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს და არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამას მიაწოდოს მის ხელთ არსებული საარჩევნო ხასიათის ინფორმაცია. არჩევნებზე დღეზე სამონიტორინგო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევენ პროგრამის იურისტები.


*** 07:00-დან 08:00-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესბამისად:  ყველა

დამკვირვებელი

დაუბრკოლებლად

დაუშვეს

საარჩევნო

უბანზე,

გარდა

ერთი

გამონაკლისისა.  ყველა დამკვირვებელს მიეცა შესაძლებლობა თავისუფლად დაკვირვებოდა უბნის გახსნისა და მოწყობის პროცედურებს.  ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა კანონმდებლობით დადგენილ დროს, კერძოდ 07:00 საათზე, გარდა ერთი უბნისა.  ყველა საარჩევნო უბანი მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისათვის, გარდა ერთი უბნისა.  არ დაფიქსირდა ძირითადი სახის დარღვევები უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შესაძლოა დავასკვნათ, რომ ზოგადად უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი წარიმართა მშვიდ გარემოში, თუმცა გარკვეული ხარვეზებით, მათ შორის: დაფიქსირებული ინციდენტები

უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა (2 შემთხვევა) ახალქალაქის #40

საარჩევნო ოლქის, #62 სააჩევნო უბანზე ადგილი ქონდა ინციდენტს, რის

შესაბამისადაც უბანზე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირის ყოფნა, რაც გაპროტესტებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ. ინციდენტი აღმოიფხვრა. არაუფლებამოსილ პირს დაატოვებინეს საარჩევნო უბანი. მარნეულის # 22 საარჩევნო ოლქის #89 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დაწყებამდე „მრავალეროვანი საქართველოს„

დამკვირვებელმა

აღმოაჩინა,

რომ

საარჩევნო

უბანზე

იმყოფებოდნენ

არაუფლებამისილი პირები, რის თაობაზეც მან შენიშვნა მისცა საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეს და ამ უკანასკნელმა არაუფლებამოსილ პირებს დაატოვებინა საარჩევნო უბანი.

კომისიის წევრთა შორის ფუნქციების განაწილების პროცედურების დარღვევა (4 შემთხვევა) ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #62 სააჩევნო უბანზე არ ჩატარდა წილისყრა კომისიის წევრთა შორის ფუნქციების გადასანაწილებლად. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი, რის საფუძველზეც დარღვევა აღმოფხვრილ იქნა. ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #69 საარჩევნო უბანზე ჩანაწერთა წიგნში კომისიის მდივნის მიერ არ იქნა შეტანილი ინფორმაცია კომისიის წევრთა შორის ფუნქციების გადანაწილების შესახებ. ინციდენტი გაპროტესტდა დამკვირვებლის მიერ, რის შედეგადაც ჩანაწერთა წიგნში შეტანილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია.


ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #10 საარჩევნო უბანზე ჩანაწერთა წიგნში არ იქნა შეტანილი ინფორმაცია კომისიის წერვრთა შორის ფუნქციების დროებით შეცვლის თაობაზე. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე ინციდენტი აღმოფხვრილ იქნა. მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის #89 საარჩევნო უბნის (ყიზილაჯლო) გახსნის შემდეგ კომისიის წევრთა შორის ფუნქციების განაწილების წილისყრა ჩატარდა წესების დარღვევით. „მრავალეროვანი საქართველოს„ დამკვირვებლის სიტყვიერი პროტესტის საფუძველზე ინციდენტი აღმოიფხვრა და წილისყრა ჩატარდა ხელმეორედ.

მარკირების წესის დარღვევა (1 შემთხვევა) ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #10 საარჩევნო უბანზე ნაკადის მარეგულირებელი ამომრჩეველს უკეთებდა მარკირებას, რაც კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული. ინციდენტი გაპროტესტდა დამკვირვებლის მიერ, რის შედეგადაც აღმოფხვრილ იქნა.

აგიტაციის წარმოება (2 შემთხვევა) ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის იმყოფებოდნენ

პრეზიდენტობის

#42 საარჩევნო უბნის შესასვლელთან სააგიტაციო მასალით

ერთ-ერთი

კანდიდატის,

კერძოდ

სალომე

ზურაბიშვილის

მხარდამჭერი აქტივისტები. „მრავალეროვანი საქართველოს„ დამკვირვებლის სიტყვიერი მოთხოვნის საფუძველზე

ინციდენტი აღმოფხვრილ იქნა, რის შესაბამისადაც საუბნო საარჩევნო კომისიის

თავჯდომარემ აქტივისტებს დაატოვებინა საარჩევნო უბანი. ~ მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #59 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა აგიტაციის ინციდენტი. კერძოდ იდენტიფიცირებულ იქნა პირი, რომელსაც ეცვა პრეზიდენტობის ერთერთი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი მაისური. ინციდენტი აღმოფხვრილ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“

დამკვირვებლის

სიტყვიერი

მითითების

საფუძველზე,

რის

შედეგადაც

ზემოაღნიშნულ პირს დაატოვებინეს საარჩევნო უბანი.

დამკვირვებლისათვის უფლების შეზღუდვა (2 შემთხვევა) ისნის #5 საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა დამკვირვებლის კანონით დადგენილი უფლების შეზღუდვას. კერძოდ, მას არ მიეცა სადემონსტრაციო ოქმისათვის ფოტოს გადაღების უფლება. ინციდენტის საფუძველზე

„მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის

მიერ დაიწერა საჩივარი. მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #74 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ინციდენტი, რის შესაბამისადაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელს არ უშვებდა საარჩევნო უბანზე. დამკვირვებლის სიტყვიერი პროტესტის საფუძველზე ინციდენტი აღმოფხვრილ იქნა და იგი დაუშვეს საარჩევნო უბანზე.


საარჩევნო უბნის დაგვიანებით გახსნა (1 შემთხვევა) მარნეულის # 22 საარჩევნო ოლქის, # 59 საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა.

საარჩევნო უბნის გახსნა და მოწყობა (4 შემთხვევა) მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #59 საარჩევნო უბანი არ იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისათვის. კერძოდ, პირველი ამომრჩევლის მიღება განხორციელდა 09:30 სათვის. მარნეულის # 22 საარჩევნო ოლქის კომისიის

მიერ

ადგილი

საქართველოს„ დამკვირვებლის

# 89 საარჩევნო უბანზე

ჰქონდა

უბნის

(ყიზილაჯლო) 6:48 წუთზე უბნის

გახსნის

მცდელობას.

„მრავალეროვანი

სიტყვიერი პროტესტის საფუძველზე უბანი გაიხსნა კანონით

დადგენილ დროზე, კერძოდ 7 სთზე. მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #59 საარჩევნო უბანზე არ იწარმოებოდა სადემონსტრაციო ოქმი. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის სიტყვიერი მითითების საფუძველზე ინციდენტი აღმოფხვრილ იქნა. მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის # 59 საარჩევნო უბანზე (სოფ. იმირი) 8:14 წუთისთვის სადემონსტრაციო ოქმში ამომრჩევლის საერთო რაოდენობასთან დაკავშირებით შესაბამისი გრაფები არ იყო შევსებული. „მრავალეროვანი საქართველოს „

დამკვირვებლის სიტყვიერი მითითების

საფუძველზე, დარღვევა აღმოფხვრილი იქნა კომისიის მდივნის მიერ.

სხვა ხარვეზები (1 შემთხვევა) ახალქალაქის

#40

საარჩევნო

ოლქის,

#67

საარჩევნო

უბანზე,

ნაკადის

მარეგულირებელი

არასათანადოდ ასრულებდა უფლებამოვალეობას. „მრავალეროვანი საქართველოს„ დამკვირვებლის სიტყვიერი

მითითების

საფუძველზე,

უბნის

კომიის

თავჯდომარემ

მოახდინა

ნაკადის

მარეგულირებლის ჩანაცვლება კომისიის სხვა წევრით.

*** 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე სამონიტორინგო პროგრამის ფარგლებში, “მრავალეროვანმა საქართველომ” დაასრულა წინასაარჩევნო პროცესზე სამონიტორინგო საქმიანობა 6 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით, რომელმაც მოიცვა გარდაბნის # 21, მარნეულის # 22, ბოლნისის # 23, დმანისის # 24, (ქვემო ქართლი), ბორჯომის # 36, ახალციხის # 37, ადიგენის # 38, ახალქალაქის # 40, ნინოწმინდის # 41, (სამცხე-ჯავახეთი) და საგარეჯოს # 11 (კახეთი) საარჩევნო ოლქები. “მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტურად რეალიზების პროცესში. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს.


არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED) ფინანსური მხარდაჭერით. განცხადების შინაარსზე პასუხისმგებელია საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ და იგი შესაძლოა არ ასახადეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებსა და მოსაზრებებს.

საქართველო, 0102, თბილისი, დ. უზნაძის ქ. 117, II სად., 1 სართ. ტელ/ფაქსი : (+995 32) 296 21 25 e-mail: pmmg@pmmg.org.ge web-page : www.pmmg.org.ge


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.