PMMG: უბნის გახსნისა და მოწყობის შესახებ

Page 1

საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ 28.11. 2018

განცხადება 07:00-დან 08: 00-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის, ასევე ხმის მიცემის პროცესის მიმდინარეობის შესახებ 28 ნოემბერი 11:30 საერთო-სამოქალაქო

მოძრაობა

„მრავალეროვანი

საქართველო“

ახორციელებს

2018

წლის

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისათვის არჩევნების დღის სამონიტორინგო პროგრამას. არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა მოიცავს გარდაბნის #21, მარნეულის #22, ახალციხის #37, ახალქალაქის #40, ნინოწმინდის #41 და ისნის #5 საარჩევნო ოლქებს. არჩევნების დღის სამონიტორინგო პროგრამაში ჩართულია 234 მოკლევადიანი დამკვირვებელი, მათ შორის საუბნო, მობილური ჯგუფის, საოლქო საარჩევნო კომისიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი. არჩევნების

დღეზე

სამონიტორინგო

პროგრამის

ხელშეწყობის

მიზნით

„მრავალეროვანი

საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს ინციდენტების ცენტრი. ინციდენტების ცენტრის

ოპერატორები

მუშაობენ

საგანგებო

რეჟიმში.

ოპერატორები

მოკლევადიანი

დამკვირვებლებისაგან იღებენ და ამუშავებენ ინფორმაციას. გარდა აღნიშნულისა, „მრავალეროვანი საქართველოს“ ოფისში მოქმედებს ცხელი ხაზი, რითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს და არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამას მიაწოდოს მის ხელთ არსებული საარჩევნო ხასიათის ინფორმაცია. არჩევნებზე დღეზე სამონიტორინგო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევენ პროგრამის იურისტები. *** 07:00-დან 08:00-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის, ასევე ამ დრომდე ხმის მიცემის პროცესში „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად:  ყველა

დამკვირვებელი

გამონაკლისისა.

დაუბრკოლებლად

დაუშვეს

საარჩევნო

უბანზე,

გარდა

ერთი


 ყველა

დამკვირვებელს

მიეცა

შესაძლებლობა

თავისუფლად

დაკვირვებოდა

საარჩევნო

პროცედურებს, გარდა ორი გამონაკლისისა.  ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა კანონმდებლობით დადგენილ დროს, კერძოდ 07:00 საათზე, გარდა ერთი უბნისა.  ყველა საარჩევნო უბანი მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისათვის, გარდა ერთი უბნისა.  არ დაფიქსირდა ძირითადი სახის დარღვევები უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შესაძლოა დავასკვნათ, რომ ზოგადად უბნის გახსნის, მოწყობის და ხმის მიცემის

პროცესი ამ დრომდე წარიმართა მშვიდ გარემოში, თუმცა

გარკვეული ხარვეზებით, მათ შორის:

კომისიის წევრთა ინცინდენტი)

შორის

ფუნქციების

გადანაწილების

პროცედურის

დარღვევა

(2

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #49 სააჩევნო უბანზე დაფიქსირდა ინციდენტი. კერძოდ, დარღვევით ჩატარდა წილისყრის პროცესი. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის შენიშვნის საფუძველზე დარღვევა აღმოიფხვრა. მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #9 სააჩევნო უბანზე წილისყრის პროცედურის დროს დაფიქსირდა ინცინდენტი. კერძოდ, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ,ნაციონალური მოძრაობის“ და ,,ევროპული საქართველოს“ კომისიის წევრებმა უარი განაცხადეს გადასატანი საარჩევნო ყუთის წაღებაზე.

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა (4 ინცინდენტი) გარდაბნის #21 საარჩევნო ოლქის, #52 სააჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ინციდენტს. კერძოდ, უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიან დამკვირვებელს არ მისცეს უბანზე შესვლის უფლება. მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #49 სააჩევნო უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში კომისიის წევრის

მიერ

ადგილი

ჰქონდა

მუქარას

„მრავალეროვანი

საქართველოს“

მოკლევადიანი

დამკვირვებლის მიმართ. გარდაბნის #21 საარჩევნო ოლქის, #52 სააჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ინციდენტს. კერძოდ, „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიან დამკვირვებელს არ მიეცა ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის გაკეთების

უფლება,

რითაც

დაირღვა

საქართველოს

საარჩევნო

კოდექსის

90-ე

მუხლით

გათვალისიწნებული უფლება. აღნიშნულის თაობაზე დამკვირვებლმა დაწერა საჩივარი. გარდაბნის #21 საარჩევნო ოლქის, #42 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ინციდენტს. კერძოდ, ყოველგვარი

სამართლებრივი

„მრავალეროვანი დამკვირვებლის

საფუძვლის

საქართველოს“ საარჩევნო

გარეშე

დამკვირვებელი.

უბნიდან

გამოძევება

საარჩევნო

უბნიდან

საგულისხმოა მოხდა

უბანზე

არაუფლებამოსილი პირის (დამკვირვებლის) მოთხოვნის საფუძველზე.

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა (7 ინცინდენტი)

ის

გამოძევებულ

იქნა

გარემოაბეაც,

რომ

არარეგისტრირებული

-


მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #40 და #42 სააჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, კერძოდ ამომრჩეველმა რეგისტრაციის მაგიდასთან გააკეთა არჩევანი. ნინოწმინდის #41 საარჩევნო ოლქის, #3 სააჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევის 2 შემთხვევა, კერძოდ ამომრჩეველმა რეგისტრაციის მაგიდასთან გააკეთა არჩევანი. ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #42 სააჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, კერძოდ ამომრჩეველმა რეგისტრაციის მაგიდასთან გააკეთა არჩევანი. გარდაბნის #21 საარჩევნო ოლქის, #61 სააჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევის 2 შემთხვევა, კერძოდ ამომრჩეველმა ხმის მისაცემ კაბინაში, არჩევანის გაკეთების დროს, მოახდინა ბიულეტენის მობილური ტელეფონის მეშვეობით ფოტოს გადაღება.

ხმის მიცემის მცდელობა შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე (3 ინცინდენტი) მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #40 სააჩევნო უბანზე დაფიქსირდა ხმის მიცემის მცდელობა, საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისიწნებული სათანადო დოკუმენტის წარდგენის გარეშე. აღნიშნული დარღვევა ოპერატიულად აღმოიფხვრა ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე. მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #46 სააჩევნო უბანზე დაფიქსირდა საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისიწნებული სათანადო დოკუმენტის წარდგენის გარეშე ხმის მიცემის მცდელობა. რომელიც დაუყოვნებლივ აღმოიფხვრა ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის სიტყვიერი შინიშვნის საფუძველზე. მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #46 სააჩევნო უბანზე დაფიქსირდა საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისიწნებული სათანადო დოკუმენტის წარდგენის გარეშე ხმის მიცემის მცდელობა. რომელიც დაუყოვნებლივ აღმოიფხვრა ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის სიტყვიერი შინიშვნის საფუძველზე. ამომრჩევლის მიერ კენჭისყრის პროცესის ხელის შეშლის მცდელობა (2 ინციდენტი) გარდაბნის #21 საარჩევნო ოლქის, #46 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ორ ინციდენტს. პირველ შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ადგილობრივი მაცხოვრებლები, ხოლო მეორე შემთხვევაში რუსთავში რეგისტრირებული ამომრჩევლები ცდილობდნენ კენჭისყრის პროცესში მონაწილეობის მიღებას. მას შემდეგ, რაც მათ კანონიერად შეეზღუდათ ხმის მიცემა, ისინი შეეცადნენ, ხელი შეეშალათ კენჭისყრის პროცესის მშვიდ გარემოში მიმდინარეობას. *** “მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტურად რეალიზების პროცესში. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს.

არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED), ა.შ.შ.-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.


განცხადების შინაარსზე პასუხისმგებელია საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ და იგი შესაძლოა არ ასახადეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებსა და მოსაზრებებს.

საქართველო, 0102, თბილისი, დ. უზნაძის ქ. 117, II სად., 1 სართ. ტელ/ფაქსი : (+995 32) 296 21 25 e-mail: pmmg@pmmg.org.ge web-page : www.pmmg.org.ge


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.