CDD: პრეს-რელიზი 12;00

Page 1

A. Shanidze Str. N 8, 0179, Tbilisi

ა.შანიძის ქ. N 8, 0179, თბილისი ტელ /Hot Line: (995) 790 333 111 Cell/მობ: (995) 599 333 936

www.Facebook.com/CDD.ge 28 ოქტომბერი, 2018 წელი / 12:00 საათი

12:30 საათისათვის, CDD-ს სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში. უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცესის დაწყების პერიოდში, CDD-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ დაფიქსირებულია მცირე პროცედურული ხასიათის დარღვევები: 

 

წილისყრის პროცედურის არათანმიმდევრული განხორციელება (აღსანიშნავია, კომისიის წევრების მხრიდან გადასატანი ყუთის წილისყრის პროცესში მონაწილეობაზე უარის ფაქტები, რაც წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის დარღვევას) საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება (მათ შორის: საკონტროლო ფურცლის არასათანადო შევსება) დამკვირვებლების მიერ თავიანთი უფლების განხორციელების შეზღუდვა და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანზე დაგვიანებით დაშვება, თუმცა ზემდგომი საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმირების შემდეგ აღნიშნული შეფერხება მალევე გამოსწორდა.

CDD-ში ფუნქციონირებს არჩევნების დღის ცხელი ხაზი (790 333 111), რომლის მეშვეობით, მოქალაქეებს, შეუძლიათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. ასევე, ცხელი ხაზის მეშვეობით ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

CDD არჩევნების დღეს, 100 კაციანი სადამკვირვებლო მისიით აკვირდება კენჭისყრის დღის პროცედურებს (საარჩევნო უბნის გახსნას, კენჭისყრის პროცესს, უბნის დახურვასა და შედეგების შეჯამებას) თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ოზურგეთში, რუსთავსა და თელავში მობილური ჯგუფების მეშვეობით. მისია სრულად ფარავს გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ 11-ვე საარჩევნო უბნებს.


A. Shanidze Str. N 8, 0179, Tbilisi

ა.შანიძის ქ. N 8, 0179, თბილისი ტელ /Hot Line: (995) 790 333 111 Cell/მობ: (995) 599 333 936

www.Facebook.com/CDD.ge განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი: ქეთევან ჩაჩავა

CDD არჩევნების დღეს, 100 კაციანი სადამკვირვებლო მისიით აკვირდება კენჭისყრის დღის პროცედურებს (საარჩევნო უბნის გახსნას, კენჭისყრის პროცესს, უბნის დახურვასა და შედეგების შეჯამებას) თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ოზურგეთში, რუსთავსა და თელავში მობილური ჯგუფების მეშვეობით. მისია სრულად ფარავს გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ 11-ვე საარჩევნო უბნებს.


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.