თბილისის ტრამვაელთა დასახლება

Page 1

არქიტექტურის პოლიტიკური კონტექსტი (თბილისის არქიტექტურის მაგალითზე) თბილისის ტრამვაელთა დასახლება სტუდენტი: საბა ქობულაძე ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი არქიტექტურის პროგრამა კურსის ხელმძღვანელი: თამარ ამაშუკელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი, 2021 წელი

იყო

, პატარა თემების დაარსება, რაც გულისხმობდა ადამიანთა გაერთიანებას სოციალურ კომუნებში, სადაც მათ ექნებოდათ საერთო მეურნეობა, საერთო სახელოსნოები და იცხოვრებდნენ საერთო სახლებში - ფალანსტერებში (phalanstère or phalanstery). ფურიემ ეს სახელი შეარჩია ფრანგული სიტყვის ფალანგის (phalange, phalanx - ფალანგა, სამხედრო ნაწილი ძველ საბერძნეთში) და სიტყვა მონასტერის (monastère, monastery) გაერთიანებით. ფურიე

ტრამვაელთა დასახლება მეოცე საუკუნეში სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ცვლილებებიდან გამომდინარე არქიტექტორები პირველად იწყებენ ურბანული სივრცის დეტალურ ორგანიზებასა და დაგეგმარებას. სწორედ ასეთი ცვლილებების გამო საბჭოთა კავშირშის ტერიტორიაზე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში პოპულარული იყო საცხოვრებელი კომბინატების, იგივე სახლი კომუნების იდეა, რომლებსაც უნდა აესახათ კომუნისტური იდეოლოგია და ფასეულობები. საბჭოეთში მსგავსი სახლი კომუნების იდეის წარმოშობა უკავშირდება შარლ ფურიეს (1772-1837) იგი იყო ფრანგი, უტოპიური სოციალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი და კაპიტალისტური წყობილების მოწინააღმდეგე ფურიე უარყოფდა რევოლუციას და კლასთა ბრძოლას, იგი პოლიტიკური ბრძოლის გარეშე, მშვიდობიანი გზით ფიქრობდა სოციალიზმის
მიიჩნევდა, რომ ფალანსტერების საშუალებით ადამიანები მიეჩვეოდნენ კოლექტიურ საქმიანობას, რაც გააიოლებდა მათ მძიმე ყოფით შრომას. ფურიეს კონცეფცია საერთო საკუთრებასთან ერთად აღიარებდა კერძო საკუთრებასაც. აღნიშნული კოლონიების შექმნა დაიწყო ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა ინგლისი და ამერიკა. თავდაპირველად ეს პროექტები წარმატებით ვითარდებოდა. კომუნათა რაოდენობამ გადააჭარბა რამოდენიმე ათასს და იქმნებოდა კომუნათა ასოციაციებიც. ფურიეს სურდა ფალანსტერებს საკუთარ თავში გაეერთიანებინა როგორც ქალაქური, ასევე სოფლის ცხოვრების წესი ფალანსტერი შედგება სამი ნაწილისგანცენტრალური ნაწილისაგან და ორი ფრთისგან. ცენტრალური ნაწილი განკუთვნილია დასვენებისა და ინტელექტუალური სამუშაოსთვის აქ არის სასადილო ოთახები, მისაღები ოთახები, ბიბლიოთეკები და სტუდიები. ერთ-ერთ ფრთაში განლაგებულია სახელოსნოები და ხმაურიანი საქმიანობისთვის განკუთვნილი სხვა სივრცეებიც ასევე აქ არის საბავშვო ოთახებიც, იმის გამო, რომ ბავშვები ხმაურობენ თამაშის დროს. მეორე ფრთა შექმნილია როგორც დიდი სასტუმრო ოთახი, სადაც არის სამეჯლისო დარბაზები და მოსასვენებელი ოთახები სტუმრებთან შეხვედრისათვის, რომლებმაც უნდა გადაიხადონ ერთგვარი გადასახადი იმისათვის, რომ შეხვდნენ ფალანგის წევრებს. ეს შენატანები კი ფალანგის სახაზინო ფონდში უნდა გადავიდეს, რათა ხელი
განხორციელებას მისი აზრით საჭირო
ფალანგების
შეუწყოს მის ეკონომიკას. ფალანსტერებში ასევე მრავლადაა კერძო ბინები და საზოგადოებრივი სივრცეები

თუ მათი როლის შესახებ. ასეთი იდეები იყო მაგალითისთვის ქალაქი პარაბოლა, ქალაქი-ბაღი, მფრინავი ქალაქი, ვერტიკალური ქალაქი. ასეთი ქალაქების ორგანიზების ერთ-ერთი იდეა ეკუთვნით ლეონიდ საბსევიჩსა და ნიკოლაი მალუტინს, რომლებმაც შექმნეს სოციალისტური ქალაქის კონცეფცია, შემდგომში კი ისინი მალევე გავრცელდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. 1930 წელს გამოვიდა მალუტინის წიგნი „სოცქალაქი“ სადაც დეტალურად იყო

როგორც ავღნიშნეთ სწორედ ფალანსტერების იდეა ედო საფუძვლად საბჭოთა კავშირში გავრცელებულ სახლ კომუნებსა, საცხოვრებელ კომბინატებსა (Жилкомбинат) და მუშათა დასახლებების მშენებლობას. ამას მიუთითებს ის ფაქტიც, რომ პირველი საერთო საცხოვრებლების პროექტებს თვითონ არქიტექტორები ფალანსტერებად მოიხსენიებდნენ. ასეთი ნაგებობები პოპულარული იყო 1920-30-იან წლებში, რადგან სწორედ ამ პერიოდში ხდებოდა დაჩქარებული ინდუსტრიალიზაცია, კოლექტივიზაცია და საწარმოებში იზრდებოდა მუშახელი. ამ მიზეზების გამო უამრავი ადამიანი გადმოასახლეს სოფლიდან ქალაქში და ხელისუფლებისათვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გახდა ამ ადამიანებისათვის კომუნალური პრობლემების მოგვარება და საჭირო გახდა იაფი და სწრაფი საცხოვრებლების მშენებლობა. სწორედ ასეთი ვითარებიდან გამომდინარე ურბანისტებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხები იყო ქალაქის რაიონების დაგეგმარება, ფუნქციური ზონირება, გასართობკულტურული დაწესებულებებისა და კომუნალური სერვისების ქსელის შექმნა, ქალაქის ვერტიკალური ზონირების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე მრავალი იდეა და კონცეფცია შეიქმნა ქალაქების განლაგების, ფუნქციური ზონირების
წესები, რაც სრულად ეთანხმებოდა საბსევიჩის იდეოლოგიას. მათი სოცქალაქის მთავარი მახასიათებელი და იდეა საბსევიჩის თქმით მდგომარეობდა იმაში რომ მას უნდა აესახა სოციალისტური და კომუნისტური იდეოლოგია და სულისკვეთება, ამიტომ სოცქალაქი განსხვავებული უნდა ყოფილიყო კაპიტალისტური ქალაქებისაგან თავისი ზომებით, სოციო-კულტურული მომსახურებებით, ზონების დაყოფით და ა.შ. ამგვარ ქალაქებში უნდა ეცხოვრათ 4050-დან 80-100 ათასამდე ადამიანს თვითონ ქალაქი კი შედგებოდა ერთი ტიპის საცხოვრებელი კომბინატებისაგან, რომლებიც თავისმხრივ გათვლილი იყო 2-4 ათას ადამიანზე აქ თითოეული მაცხოვრებლისათვის მრავალი სივრცე იყო საერთო, მათ შორის იყო სასადილოები, სამრეცხაოები, დასვენებისა და თავისუფალი დროის გატარებისათვის განკუთვნილი სივრცეები, ხოლო კერძოდ 1 პიროვნებისათვის გამოყოფილი იყო 6-7 კვმ ფართის ოთახი, რომელიც განკუთვნილი იყო დასაძინებლად. ასეთი იდეოლოგიის მატარებელი კვარტლების პროექტები განხორციელდა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის იყო მოსკოვი, ბაქო, ერევანი, ხარკოვი.
აღწერილი სოციალისტური ქალაქის მშენებლობის
სახლი კომუნა მოსკოვში, ორჯონიკიძის ქუჩა. არქიტექტორი - ი. ნიკოლაევი 1929 წელი საცხოვრებელი კომბინატები ხარკოვში არქიტექტორი - პ ალეშინი 1929 წელი

და ორნამენტები. აღსანიშვანია რომ ეს ნაგებობა შესრულებულია კონსტრუქტივისტულ სტილში, თუმცა როგორც უკვე ავღნიშნეთ ავტორმა სცადა და შემოიტანა მასში ქართული ეროვნული მოტივები, ეს კი განსაკუთრებით კარგად შეგვიძლია დავინახოთ მთავარ ქუჩებზე გამომავალი ფასადებზე დაკვირვებითაც, რადგან მათი ფორმები

შეწეულია სიღრმეში, ხოლო გვერდის სექციების კუთხეები ჩაჭრილია. რიგით სექციებში ოროთახიანი, ხოლო გვერდის სექციებში 3-4 ოთახიანი ბინებია; ბინათა ნახევარი არის ოროთახიანი, სამოთახიანი - 37.5%, ხოლო ოთხ ოთახიანი -
ყველა ბინა ორმხრივ გადის, ე.ი. განიავება უზრუნველყოფილია. კიბის უჯრედი ნახევრად ღიაა. ბინათა დაგეგმარების ეკონომიურობა მიღწეულია კეთილმოწყობის გაუარესების ხარჯზე (არ არის აბაზანები, საზაფხულო სამეურნეო-ყოფითი სადგომები, საკუჭნაო, სამ და ოთხ ოთახიან ბინებში მცირეა წინა დერეფანთა ფართობი და სხვა.) ფასადის ტეხილი ხაზი ზოგი ოთახის მოუხერხებელ მოხაზულობას იწვევს, ფართობიც იკარგება და ავეჯის განლაგებაც გაძნელებულია ერთ-ერთი სერიოზული ნაკლი ამ სახლებისა ბინების არასწორი ორიენტაციაა მთავარ ფასადზე რომელიც ჩრდილო-დასავლეთისკენაა მიმართული მოთავსებულია ძირითადი ოთახები, მაშინ როცა სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ კიბის უჯრედი, სამარეულო და მხოლოდ თითო ოთახია არქიტექტორი გეგმის ტეხილს ხაზებს ფასადზეც ავლენს მთავარი ნაწილი ცენტრალური ნაწილის ლოჯიებზეა გადატანილი
შეტანა, გვერდის რიზალიტების სისადავე კიდევ უფრო გამოყოფს მათ.“ (ნოდარ ჯანბერიძე) მიუხედავად პირვანდელი პროექტით გათვალისწინებული 12 კორპუსიდან აშენდა მხოლოდ 8, რომელთა დეკორში გამოყენებულია ეროვნული არქიტექტურის თემები, სამყურა თაღები, რელიეფები
და ორნამენტი მისდევს ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ფორმებს. აქ ასევე პირველად ვხვდებით თბილისური ხის აივნების გადმოტანის მცდელობას ბეტონის კონსტრუქციაში. საყურადღებო და აღსანიშნავია ისიც რომ საქართველოში ავანგარდული არქიტექტურა რუსეთიდან შემოვიდა და საკმაოდ სწრაფად გავრცელდა. თავიდანვე გაჩნდა ტენდენცია, რომ ეს თვისობრივად ახალი არქიტექტურა ეროვნული ელემენტებით გაჯერებულიყო, რაც არ იყო მხოლოდ სახელოვნებო წრეების მოთხოვნა, არამედ ეს ასევე იყო სახელმწიფო სტრუქტურებში შემუშავებული დირექტივაც. ამის დამადასტურებელია 1926 წელს თბილისის აღმასკომის მიერ მიღებული დადგენილება, რომელშიც წერია, რომ „ამიერიდან ქალაქში ყოველგვარი შენობა შესრულებული და აგებული უნდა იქნას ქართული სამოქალაქო ხუროთმოძღვრების სტილზე... ქალაქის ამ დადგენილებას აზრად აქვს, ქალაქს მისცეს ეროვნული ელფერი და აღადგინოს ქართული ხუროთმოძღვრების სტილი“. ეროვნული ელფერის თემა აქტუალურია სხვა საბჭოთა რესპუბლიკებშიც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს ტენდენცია ცენტრალიზებული გადაწყვეტილების შედეგია.
12.57%
: მათი ფორმების დამუშავება, სივრცობრივი ელემენტების
ტრამვაელთა დასახლება 1926-28 წელი ტრამვაელთა დასახლება დღევანდელი მდგომარეობა ტრამვაელთა დასახლების ფასადი 1
ტრამვაელთა დასახლება ფასადი 2
აღნიშნული მიზნის მიღწევა ქართველი არქიტექტორებისათვის არ იყო იოლი, რადგან მათ უნდა გაეთვალისწინებინათ, გაეაზრებინათ ქართული ტრადიციული არქიტექტურის მახასიათებლები, სპეციფიკა, ხასიათი და ამ მემკვიდრეობის გააზრების შემდეგ ისინი შესაბამისად უნდა შეერწყათ ახალ მოდერნისტულ არქიტექტურულ სტილთან და შეექმნათ სრულიად ახალი, სპეციფიკური არქიტექტურული ფორმები, ისე რომ არ გაწყვეტილიყო კავშირი ქართულ ხუროთმოძღვრებასთან. შეიძლება ითქვას, რომ ტრამვაის მუშათა ეს დასახლებაც აღნიშნული მიდგომებითა და მოტივებითაა განხორციელებული. ჩემი აზრით ეს იყო საინტერესო და ექსპერიმენტალური არქიტექტურული გადაწყვეტა, რადგან აქ შეგვიძლია ნათლად დავინახოთ არქიტექტორის მცდელობა, შეერწყა კონსტრუქტივისტული სტილი ეროვნულ მოტივებთან, რის შედეგადაც შეიძლება ითქვას, რომ შეიქმნა გამორჩეული და უნიკალური ნაგებობა, რომელიც დამახასიათებელი იყო მხოლოდ ქართული სივრცისათვის. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაგებობა იყო საწყისი ეტაპი, იმისათვის რომ შექმნილიყო ქართული კონსტრუქტივიზმის განვითარების წინაპირობა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ნაგებობას შემდგომში უამრავი კრიტიკა და უარყოფითი შეფასება მოჰყვა, შემდგომში კი არქიტექტურისადმი ასეთი მიდგომა და საერთოდ ავანგარდული სტილი იქნა დაგმობილი და საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გავრცელდა სოცრეალისტური არქიტექტურა, რომელმაც თავისმხრივ იარსება 1954 წლამდე. აღსანიშნავი და საყურადღებოა ისიც, რომ დროთა განმავლობაში ტრამვაელთა დასახლებამ, ისევე როგორც მრავალმა სხვა ნაგებობამ თბილისში განიცადა სახეცვლილებები და შეიცვალა მისი ფორმები. ეს მოხდა არა მხოლოდ ოფიციალურად, სახელმწიფოს მიერ, არამედ არაოფიციალურადაც, მოსახლეობის
მიერ მიშენებების სახით და შეიქმნა არაერთგვაროვანი ფასადები და სივრცეები. როგორც ვთქვით ეს იყო საერთო მუშათა დასახლება, კორიდორული სისტემის საცხოვრებელი სახლებით, საერთო სამზარეულოებითა და საპირფარეშოებით. 90იანი წლებიდან კი აქ მაცხოვრებლებმა დაიწყეს შეძლებისდაგვარად გაფართოება და აღნიშნული ლოჯიების მიშენება ნაგებობაზე. ჩარევების შედეგად შენობის გვერდით სექციებზე გაჩნდა მანსარდები, მოხდა ღიობების გაუქმება და არაერთგვაროვანი ფანჯრებისა და კარების ჩასმა. ამის შემდეგ სახლებმა დაკარგეს პირველადი იერსახისათვის მოსაწონი ელემენტიც კი. ერთიანობის განცდა ფასადებზე შეცვალა ქაოტურმა ჩარევებმა, ასევე შეიცვალა ფასადების ფერებიც. შემდეგ როდესაც 2012 წელს მოხდა აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქცია, აღნიშნული ეზო მოყვა პროექტში და მისი გარეგანი შელამაზებით, სხვადასხვა სტილების მიბაძვითა და აღრევით ამ ნაგებობამ შეიცვალა იერსახე, რასაც მოყვა უცნაური შედეგი. ძნელი სათქმელია რამდენად მართებული გადაწყვეტილება იქნა მიღბული, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო აღნიშნული მიშენებების დიზაინად ქცევის მცდელობა, რამაც უცნაური და ერთიმხრივ საინტერესო ფასადის შექმნაც კი გამოიწვია თუმცა შეცვალა თავდაპირველი ფორმები და ის ღირებულება, რომელიც გააჩნდა აღნიშნული ნაგებობის პროექტს.

მკვეთრად

რაც შეეხება ტრამვაელთა კორპუსების მთლიან და ოფიციალურ სახეცვლილებას, როგორც უკვე ავღნიშნეთ ეს პროექტი განხორციელდა 2012 წელს, როდესაც მოხდა აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია - რეკონსტრუქცია. სარეაბილიტაციო სარეკონსტრუქციო დავალება გულისხმობდა ქუჩის პირველადი სახის აღდგენას და ახალი ჩარევებით ისტორიული შენობების სტილურ თავისებურებებთან მაქსიმალურ მისადაგებას. თუმცა აღნიშნულის განხორციელება გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა, რადგან ამ სახლებში დასახლდა უფრო მეტი მოსახლე, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო გათვლილი და მათი საბინაო ფართით დაკმაყოფილება გარკვეულ წინაღობებს ქმნიდა. ამიტომ სარეაბილიტაციო პროექტის ავტორებმა გადაწყვიტეს აღედგინათ და ისტორიული სახე მიეცათ იმისათვის რაც შესაძლებელი იყო და ასევე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საბინაო ფართი გაეზარდათ ახლებური სტილით ნაგები შენობებით და თანამედროვე მასალით. ამგვარად შეიქმნა ერთმანეთისგან განსხვავებული და კონტრასტული ნაგებობები, ეს იყო ერთგვარი მცდელობა შეერწყათ ძველი და ახალი ერთმანეთთან, როგორც პროექტის ავტორები აღნიშნავენ ამგვარი კონტრასტული
კედლის სივრცე, რომელიც კონსტრუქტივისტული ნაგებობებისთვისაა
აივნები და ამით ასევე დაიკარგა ავტორის ის თავდაპირველი კონცეფცია, რაც გულისხმობდა ტრადიციული თბილისური აივნის თემის გადმოტანას ბეტონში. აგრეთვე ამ რეკონსტრუქციის შედეგად დაიკარგა ის ფასადის სიბრტყე, რომელიც ისე იყო დამუშავებული, რომ მისი პროპორციები ორ რეგისტრს ქმნიდნენ, ეს იყო დიდი ორდერით შედგენილი ქვედა იარუსი, რომელიც ორ სართულს აერთიანებდა და ზედა ასე ვთქვათ ატიკის სართული. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ჩარევა წარმატებული გამოდგა საცხოვრებელი ფართის გაფართოებისა და გაზრდისათვის, თუმცა შედარებით წარუმატებელი გამოდგა კონსტრუქტივისტული ელემენტებისა და თავდაპირველი კონცეფციის შენარჩუნებისათვის.
ჩარევები აქტუალურია ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, როდესაც საქმე ეხება ისტორიული ნაგებობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას. აღნიშნულ პროექტზე მუშაობდა სტუდია ,,არქიტექტურული ბიურო“, მათ გადაწყვიტეს, რომ აღნიშნულ ტრამვაელთა სახლებზე ამოშენებული მანსარდები ჩენაცვლებინათ ახალი შუშაბანდებით და ასევე ამ კონსტრუქციას დაამატეს ერთი სართული. აღსანიშნავია, რომ ამან გაზარდა ბინათა ფართი, თუმცა
შეამცირა ფასადზე კონსტრუქტივისტული სტილის მახასიათებლები და გარკვეულწილად დაიკარგა ის
დამახასიათებელი. ასევე ამოაშენეს ბეტონის
ტრამვაელთა დასახლება რეაბილიტაციის განხორციელებამდე ტრამვაელთა დასახლება რეაბილიტაციის პროცესში
რეაბილიტაციის პროექტის რენდერი 1 რეაბილიტაციის პროექტის რენდერი 2 რეაბილიტაციის პროექტის რენდერი 3
განხორციელებული პროექტი მსგავსად შეიცვალა კონსტრუქტივისტული სტილის არაერთი ნაგებობა თბილისში, მაგალითად ასეთია ასევე დავით ჩისლიევის „ზარია ვასტოკას“ შენობა. მსგავსი დასახლებებია არქიტექტორ ნ. სევეროვის პროექტი - სტუდენტთა ქალაქი (თბილისი 1929-30წლები), ზაჰესის კომპლექსი და მასთან არსებული მუშათა კვარტალი, არქიტექტორები ა. კალგინი, მ. მაჭავარიანი, კ ლეონტიევი (1923-27წლები), კვარტალი მაუდის ფაბრიკის მუშებისათვის დიდუბეში, კვარტრული კომპლექსური განაშენიანება ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მუშებისათვის ბათუმში (არქ. გაუზნერი, 1930 წელი) მთავარნავთობმომმარაგებელი სამმართველოს საცხოვრებელი კვარტალი ასევე ბათუმში და ა.შ.

Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.