saqarTvelos erovnuli universiteti - seu saswavlo
eqspresia

პარიზული ხუთი დღე
Tebervali 2024
“შაშვი შაშვი მაყვალი” ჟენევის საერთაშორისო კინოფესტივალი. გერმანია საქართველოში, ელიზაბეტთალი თბილისიდან 45 წუთის გზაზე ულამაზეს ხეობაში
გზა ბავშვობის ტრავმებიდან სერიულ მკვლელობამდე - როგორ ხდება სერიული მკვლელების რომანტიზება?
რუბრიკა: ფსიქოლოგია

გზა ბავშვობის ტრავმებიდან
სერიულ მკვლელობამდე
საქართველოს სისხლის სამართლის ისტორიას სერიული მკვლელები თითზე ჩამოსათვლელად თუ ახსოვს. მსოფლიო სტატისტიკა სხვაგვარია, განსაკუთრებით აშშ-ში. მედიის მეშვეობით პერმანენტულად სერიული მკვლელების საქმიანობის რომანტიზება ხდება. მათი ისტორიები მუსიკალურ ნაწარმოებს, ფილმს, პროზასა თუ პოეზიას ედება საფუძვლად. ყოველდღიურ ცხოვრებაში, საშუალო სტატისტიკური, კანონმორჩილი ადამიანი ნებისმიერ დროს რომელიმე რადიოსადგურზე შეიძლება წააწყდეს ცნობილი მუსიკოსის მიერ სერიულ მკვლელზე შექმნილ კომპოზიციას (მაგ: “Stay Wide Awake” – Eminem).
შეიძლება მანვე სოციალურ ქსელში სტატუსად გამოაქვეყნოს რომელიმე მკვლელის ფრთიანი გამონათქვამი ან ძილის წინ უყუროს გახმაურებული მკვლელობების სერიებზე გადაღებულ ფილმს (მაგ: „დამერი“). ასე და ამგვარად, ნებით თუ უნებლიეთ, სერიული მკვლელები
თავიანთი კრიმინალური ისტორიებით აქტიურად იჭრებიან საზოგადოების ცხოვრებაში. ამ საკითხთან დაკავშირებით ფსიქოლოგ თემურ ღამბაშიძეს გავესაუბრეთ.
თემურ ღამბაშიძე:
_სერიულ მკვლელად ადამიანი ნებისმიერ ასაკში შეიძლება ჩამოყალიბდეს. ამას მრავალი მიზეზი იწვევს: ფსიქოლოგიური ტრავმები, მძიმე ბავშვობა და ფსიქიკური პრობლემები. ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქმედებებივიდეოთამაშებიდან რეალობაში გადაუტანიათ.
ამიტომ ბავშვები მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ ისეთ მძაფრსიუჟეტიან კომპიუტერულ თამაშებს, რომელთა სტრატეგია და გეგმა ვირტუალურ მკვლელობებს მოიცავს.
_შეიძლება თუ არა მანიაკური გადახრების გამოვლენა ბავშვობიდანვე?
_ბავშვის ქცევაზე დეტალური დაკვირვების
შედეგად მანიაკური გადახრების დადგენა სრულებით შესაძლებელია. დაკვირვება ცხადყოფს, რომ მანიაკური გადახრების გამოვლენა სამი წლის ასაკშიც შესაძლებელია. საკმარისია ბავშვს აღენიშნებოდეს მიდრეკილება ხანძრის გაჩენის მიმართ, დამაჯერებელი ტყუილის თქმის უნარი, ცხოველებისადმი მკვეთრად გამოხატული აგრესია, სადიზმი, ბულინგი, შარდშეუკავებლობა, თანადგომისა და/ან სინანულის გრძნობის არქონა, წესების მიმართ დაუმორჩილებლობა და ა.შ. ის აუცილებლად საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, ფსიქოლოგის პროფესიონალურ ჩარევასა და აღზრდის მეთოდის სწორ შერჩევას, რათა თავიდან ავიცილოთ გართულებები მომავალში.
_როგორ აისახება ზრდასრულ ადამიანზე ის ფაქტი, რომ მასზე ბავშვობაში ძალადობდნენ?

_მნიშვნელოვანია შევთანხმდეთ იმაზე, რომ აღზრდის პროცესში ძალადობა დაუშვებელია. ამას ცხადყოფს სერიული მკვლელების ბიოგრაფიული ცნობები. მათი ბავშვობა სავსეა სხვადასხვა სახის ძალადობით და შეუძლებელია ეს დამთხვევა იყოს. მათი

უმრავლესობა ბავშვობაში ბულინგის, მშობლების ნარკო თუ ალკოდამოკიდებულების მსხვერპლი იყო. ისინი ასევე მათი მხრიდან ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ თუ სექსუალურ ძალადობას განიცდიდნენ.
_არსებობს თუ არა პრევენციის გზა?
_რა თქმა უნდა. პრევენციის გზა ისევ და ისევ აღზრდაში უნდა ვეძებოთ. თუ მშობელი სწორად შეითავსებს თავის ბიოლოგიურ როლს, კარგად შეისწავლის საკითხს, საკუთარი შვილის ინდივიდუალიზმს მოარგებს აღზრდის მეთოდოლოგიას და საჭიროების შემთხვევაში არ შეუშინდება ფსიქოლოგისა თუ ფსიქიატრის პრფესიონალურ ჩარევას, მაღალი ალბათობით ის თავიდან აიცილებს გართულებებს და ექნება შემაკავებელი ეფექტი. მაშასადამე საჭიროა გარკვეული სახელმძღვანელოს შექმნა მშობლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, რათა თავიდანვე სწორად შეირჩეს აღზრდის მეთოდები. ადრეულ ასაკშივე აღმოაჩინონ მანიაკური გადახრები და მიიღონ შესაბამისი ზომები.
თითოეული ბავშვის უკან დგას მშობელი, აღმზრდელი თუ მეურვე, რომელიც ვალდებულია თავიდანვე იზრუნოს მის მომავალზე,
შეუქმნას ცხოვრებისთვის საჭირო პირობები და კომფორტის ზონა. ესაუბროს, თანაუგრძნოს, მასთან ერთად გაუმკლავდეს შიშებს, საჭიროებებს და უყვარდეს ის ისეთი, როგორიც არის.
ავტორი: გურამ მჭედლიშვილი
გამკლავება მომიხდა. ზაფხულის არადადეგების დროს ამ პროგრამით სარგებლობა ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია, რაც ნამდვილად კარგი შემოთავაზებაამათთვის,ვისაც ზაფხულის მრავალფეროვნად

სამოგზურო ნარკვევი
ჩემი გერმანული თავგადასავალი
მსოფლიოს მოსახლეობის 90%-ის სურვილი სხვადასხვა ქვეყნის მონახულებაა, მეც იმათ რიგს მივეკუთვნები, ვისთვისაც მოგზაურობა სიამოვნებასთან, ახალ განცდებსა და აღმოჩენებთან ასოცირდება. როდესაც მოგზაურობაზე საუბარს ვიწყებ, არ შემიძლია არ ვახსენო ევროპის ერთერთი ქვეყანა, გერმანია, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. ეს ქვეყანა ყველა გემოვნების ადამიანს ერგება. არქიტექტურისა და ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის კი სამოთხეა დედამიწაზე.
სტუდენტური დასაქმების პროგრამით გერმანიის ერთ-ერთ პატარა ქალაქში 3 თვით გავემგზავრე.
ამ თვეების განმავლობაში ძალიან ბევრ სირთულესთან
გატარება სურს და არც ახალ გამოცდილებებს უშინდება. მეც სწორედ ამ მიზეზით ავდექი, ჩემოდანი შევკარი და გერმანიის აღმოსაჩენად გავეშურე.
სტუდენტური პროგრამით სარგებლობისთვის, პირველ რიგში, დაგჭირდებათ სტუდენტის აქტიური სტატუსი, პასპორტი და უნივერსიტეტის მიერ ბეჭედდარტყმული ფურცელი, სადაც თქვენ შესახებ მცირე ინფორმაცია წერია. ასევე საჭიროა ინგლისური ენის სულ მცირე B1 დონეზე ცოდნა, გერმანულის ცოდნა უპირატესობად მიიჩნევა. საბუთების მოგროვებაში, გაგზავნასა და დასაქმებაში დაგეხმარებათ აგენტი, რომელსაც დაახლოებით 350 ევრომდე გადაუხდით.
21.02.2024
„ლივაისის“ შარვალი 30 ევროდ შევიძინე. ასეთი აუთლეტები ძალიან ბევრია და ყველა შეძლებს მისთვის სასურველი ნივთის შეძენას.
ჩემი გერმანიაში ყოფნის ბოლო დღე ერთდროულად სასიხარულო და სევდიანი იყო. თითქოს არ მინდოდა იქაურობის დატოვება, მაგრამ უკვე მეგობრებისა და ოჯახის ნახვის სურვილიც მკლავდა. ავტობუსში ასვლისას ცრემლიც კი მომერია, მაგრამ საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდი უკან.
ავტორი: ელენე ნადირაძე
წინ დავინტერესდი, როდესაც თბილისის ეროვნულ გალერეაში გამოფენილი ფოტოები ვიხილე. ნამუშევრებზე აღბეჭდილი იყო ულამაზესი გერმანული სახლები, რომლებიც დასახლებაში დღემდე შემორჩა. გერმანელებმა ელიზაბეტთალში საუკუნეზე მეტხანს იცხოვრეს, გამართეს ინფრასტრუქტურა, ეწეოდნენ მეღვინეობას და საკუთარი ელექტროსადგურიც კი ააშენეს.
გერმანელი კოლონისტები მისდევდნენ:

რუბრიკა: ფოტორეპორტაჟი
ელიზაბეტთალი
– გერმანია საქართველოში
ელიზაბეთტალი თეთრიწყაროს რაიონის, სოფელი ასურეთის, ძველი დასახელებაა, ის თბილისიდან 40-45 წუთის სავალზე, ულამაზეს ხეობაში მდებარეობს. მას გარს შემოკრული მთის ფერდობები ქარისგან იცავს, ამიტომაც აქ მოსულთ ყოველთვის სიმშვიდისა და დაცულობის შეგრძნება ეუფლებათ.
ამ ადგილით ორი წლის
მევენახეობას, მესაქონლეობას, მეღვინეობას, ასევე მუშაობდნენ ხეზე, ქვაზე, ჰქონდათ სკოლა და ჰყავდათ ორკესტრიც. შაბათ-კვირას კი მუსიკის ჰანგების ფონზე ცეკვებს მართავდნენ. ომის პერიოდში, 1941 წლის ერთ ღამეს, ისინი აყარეს და ყაზახეთში გადაასახლეს. უამრავი ადამიანი გზაში დაიღუპა, ბევრიც გერმანიაში დაბრუნდა. მეტ-ნაკლებად გაუმართლა იმ ნაწილს,

რომელსაც შერეული ოჯახები ჰქონდათ (ქორწინებაში იყვნენ ქართველებთანთურუსებთან). სოფელში შემორჩენილია მათი აშენებული, კირხე, ლუთერანული ტაძარი, სასაფლაო. ეს არის საქართველოში მცხოვრები გერმანელების ერთადერთი სასაფლაო, რომელიც დღემდე შემორჩა. ასევე უნიკალური მარანი, რომელშიც ქართული ყურძნისგან ღვინო გერმანული ტექნოლოგიით მზადდებოდა. გერმანელების მზრუნველობის შედეგად ელიზაბეტთალი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სოფელი იყო და დღესაც მნიშვნელოვანი კულტურული ლოკაციაა საქართველოში.
ავტორი: თინათინ
დონაძე

რუბრიკა: ფსიქოლოგია

სირთულეები თინეიჯერების ცხოვრებაში
თინეიჯერობა რთულია, როგორც მშობლების, ასევე მოზარდებისთვის. ამ ასაკში ორგანიზმში ინტენსიური ჰორმონალური ცვლილებები მიმდინარეობს, რაც მათ გარეგნობაზე, ხასიათსა და შეხედულებებზე აისახება.
ისინი ხშირად ვარდებიან დეპრესიულ მდგომარეობაში.
ამ დროს მოზარდი მუდმივად სევდიანია, კარგავს ინტერესს სხვადასხვა აქტივობების მიმართ, ეს ყველაფერი კი ცვლის მის გრძნობებს, ქცევას, ემოციებს. პრობლემები ექმნება სკოლაში, სახლსა და სხვა ადგილებში.
დეპრესიის სიმპტომები შეიძლება განსხვავებული
იყოს, თუმცა ძირითადად ემოციური ცვლილებებით გამოიხატება, როგორიცაა: წუხილი, სევდა, უიმედობის განცდა, ახლობელ ადამიანებთან გაუცხოება, მეხსიერების პრობლემები და ფიქრები სუიციდზე.
დეპრესიის გამომწვევი
მიზეზი ზუსტად არავინ იცის, თუმცა რამდენიმე ფაქტორი მკვეთრადაა გამოხატული.
ორგანიზმის ჰორმონალური
ბალანსის ცვლილება შეიძლება დეპრესიის გამშვებ
მექანიზმად მოგვევლინოს. ეს დაავადება ხშირია ისეთ პირებში, რომელთა სისხლით ნათესავებსაც აღენიშნებოდათ. ადრეული ასაკის ტრავმა შესაძლოა მოზარდობის პერიოდში დეპრესიის მიზეზი გახდეს.
მაგალითად, ძალადობა ბავშვზე, ახლობელი ადამიანის დაკარგვა, მშობლების განქორწინება და სხვა ცხოვრებისეული პრობლემები. ამ ყველაფერმა შეიძლება ტვინში ცვლილები გამოიწვიოს, რაც მოგვიანებით დეპრესიის განვითარების საფუძველს იძლევა.
ფსიქოთერაპევტი, თამუნა სიხარულიძე ამ საკითხთან დაკავშირებით დაწვრილებით გვესაუბრება:
_რას ურჩევდით მშობლებს, როგორ შეიძლება შეუმსუბუქონ შვილებს გარდატეხის პერიოდი ?
_არსებობს მრავალი რეკომენდაცია: აკონტროლეთ სტრესი, იმუშავეთ თვითშეფასების ამაღლებაზე, რომ შემდგომში მოზარდს პრობლემების გადაჭრა გაუმარტივდეს.
მნიშვნელოვანია კარგი საქციელის შექება. ბავშვისთვის აუცილებელია ცოდნა, რომ მშობელი აფასებს მას და სჯერა მისი შესაძლებლობების. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრების თანადგომა და სოციალური მხარდაჭერა.
_რომელია ის ფრაზები, რომლებიც მოზარდთან საუბრისას არ უნდა გამოვიყენოთ ?
_ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც მოზარდს მიუთითებენ მის სტილსა და გემოვნებაზე, რაც ყოვლად დაუშვებელია. არ უნდა გამოვიყენოთ შემდეგი ფრაზები: „რა გაცვია“, „რას გავხარ“, „არ გიხდება“, „მოგწონს შენი თავი ასეთი?!“, „რა უყურადღებო და დაბნეული ხარ“, „არაფერი არ გამოგდის“,

„დამოუკიდებლად არ გამოგივა“ და ა.შ. მსაგვსი დამამცირებელი ფრაზებით მოზარდი ითრგუნება და მისი განვითარება ფერხდება.
სწორი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. მშობელმა უნდა შეძლოს და გამონახოს მოზარდთან სასაუბრო ენა. კორექტულად უნდა

კლანსმა და სიუზან იმესმა პირველებმა დაადგინეს იმპოსტერის სინდრომი 1970-იანი წლების ბოლოს. კლენსის სამნაწილიანი წიგნი იწყება ფენომენის ბუნების შესწავლით და განიხილავს, თუ როგორ და რატომ უვითარდებათ ადამიანებს იმპოსტერის სინდრომი.
ავტორი იძლევა მითითებებს, რათა დაგეხმაროთ შიშისა და შფოთვის დამარცხებაში.
შეიცავს რამდენიმე პრაქტიკულ სავარჯიშოს.
დოქტორ ლიზა ორბეოსტინისა და დოქტორ რიჩარდ ორბე-ოსტინის მიერ დაწერილი სავარჯიშოები „დაეუფლე შენს სიდიადეს“ დაგეხმარებათ გაეცნოთ თქვენი პრობლემების წყაროს და გაიგოთ, რა არის თქვენი რეალური ძლიერი მხარეები.
ასევე, ისწავლით, თუ როგორ მიიღოთ კომპლიმენტი მოხდენილად.
წიგნში „გამარჯვების წელი“ სატელევიზიო შოუს წამყვანი და რეჟისორი შონდა რაიმსი თავის ბრძოლას აღწერს. მან გადაწყვიტა, მთელი წლის განმავლობაში ეთქვა თავისთვის დიახ, იმაზე, რასაც ადრე ვერ გაბედავდა. მან დაამარცხა ეჭვი. რაიმსი შეგახსენებთ, რომ ყველას შეუძლია თავდაუჯერებლობის წინააღმდეგ ბრძოლა.
იმპოსტერის სინდრომის დასაძლევად შეადგინეთ თქვენი კონკრეტული მიღწევების სია. შეიძლება გაგიკვირდეთ, რამდენს მიაღწიეთ რეალურად, შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ თქვენ ხართ ღირებული. თქვენს გრძნობებზე საუბარი სანდო მეგობართან ან მენტორთან დაგეხმარებათ სოციალური იზოლაციის შემცირებაში და უფრო რეალისტურ წარმოდგენას მოგცემთ ძლიერ მხარეებსა და მიღწევებზე. იზეიმეთ თქვენი წარმატება, როდესაც მიზანს მიაღწევთ ან პროექტში

წვლილს შეიტანთ, აღიარეთ თქვენი შრომისმოყვარეობა და ტაში დაუკრათ საკუთარ თავს.
აქციეთ თავის შექება ჩვევად.
შეახსენეთ საკუთარ
თავს, რომ წარმატების ღირსი ხართ, ბევრს მუშაობთ და თქვენი შეცდომები არ განგსაზღვრავთ თქვენ. იმპოსტერის სინდრომის დაძლევა შეიძლება მიუღწეველი ჩანდეს, მაგრამ თუ საქმეს შეუდგებით, შეძლებთ. ზემოთხსენებული წიგნები დაგეხმარებათ გადადგათ პირველი ნაბიჯი თქვენი თვითშეფასების გასაუმჯობესებლად.
მაკუნა (20)წლის:
_მაკუნა მოგვიყევი შენი გამოცდილების შესახებ.
_მას შემდეგ, რაც საქართველოდან ესპანეთში სასწავლებლად გადავედი, საკუთარ შესაძლებლობებში დავეჭვდი, ხშირად მქონდა შეგრძნება, რომ, რასაც მივაღწიე არდამიმსახურებია. მეშინოდა, რომ ჩემი ლექტორები და სტუდენტები აღმოაჩენდნენ, რომ სინამდვილეში არაფერი ვიცი და მათ გვერდით ყოფნას არ ვიმსახურებ. ამის შესახებ ჩემს ერთ-ერთ იქაურ მეგობარს ვესაუბრე, რომელმაც თავის გამოცდილებაზე მიამბო და მივხვდი, რომ შიშები იმპოსტერ სინდრომით იყო გამოწვეული.
_რას ურჩვედი იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ დაამარცხონ

იმპოსტერ სინდრომი?
_პირველ რიგში, ვეტყოდი, რომ ისინი ამ პრობლემის წინაშე მარტო არ არიან, დღეს უამრავი ადამიანი ებრძვის იმპოსტერ სინდრომს, მნიშვნელოვანია გაიაზრონ თავიანთი შესაძლებლობები. მეტი დრო გაატარონ მათთვის სასიამოვნო გარემოში და დააფასონ ყოველი წუთი.
ავტორი მარიამ კვარაცხელია

სირთულეები თინეიჯერების ცხოვრებაში ლიტერატურული ნარკვევი
ერიხ მარია (პაულ) რემარკი გერმანელი მწერალი გახლავთ. იგი ცნობილია ანტიფაშისტური რომანებით, რომლებიც ყველა თაობის წარმომადგენელზე დიდ გავლენას ახდენს. მის შემოქმედებაში ძირითადად პირველი და მეორე მსოფლიო ომებია ასახული. რემარკის შემოქმედებას სახელი გაუთქვა რომანებმა: „სამი მეგობარი“, „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ , „ტრიუმფალური თაღი“ და ა.შ. ერიხ მარია პაულ რემარკი ქალაქ ოსნაბრიუკში კათოლიკე მუშების ოჯახში დაიბადა. მას ჰყავდა ორი და და ერთი ძმა. რემარკი სახალხო
სკოლაში სწავლობდა. 3 წელი კათოლიკურ სამასწავლებლო
სემინარიაში გაატარა. 1915 წელს კი გაწევრიანდა ახალგაზრდულ ჯგუფში „სიზმრების მანსარდა“.
რემარკი 4 წელი ჯარში მსახურობდა, რამაც მთლიანად შეცვალა მისი მსოფლმხედველობა.
I მსოფლიო ომში დაჭრილი რემარკი სხვადასხვა პანსიონებში მკუნალობდა. მშობლიურ ქალაქში დაბრუნებული პირველი ხარისხის რკინის ჯვრით დააჯილდოვეს. მათი ოჯახი ხაკენშტრასეზე ცხოვრობდა, სადაც მისი რომანების მოქმედებები ვითარდება.
„დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ _ ამ წიგნმა რემარკს დიდი აღიარება მოუტანა, რადგან წრფელი,
მართალი, ადამიანური და, ამავდროულად, სასტიკია. ეს არის წიგნი „დაკარგული თაობის“, ანუ ახალგაზრდების, შესახებ, რომელთაც ომის საშინელებამ ცხოვრების აზრი დაუკარგა და მიახვედრა, რომ „საზარბაზნე ხორცად“ გამოიყენეს. რემარკი გახლდათ ომგამოვლილი თაობის წარმომადგენელი. 1931 წელს გამოვიდა ნაწარმოების „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ პირველი ეკრანიზაცია. მის პრემიერაზე, ფილმის აკრძალვის მოთხოვნით, მოეწყო ნაციონალ-სოციალისტების აქცია, რის შედეგადაც სურათი მთელ გერმანიაში აიკრძალა. რემარკის შემოქმედების წაკითხვისას გონებით ხვდები და გულითაც გრძნობ, რა საშინელი აბსურდია ომი. ნაცისტებმა მისი წიგნები იმიტომ დაწვეს, რომ მსოფლიო ომისთვის ემზადებოდნენ. მიიჩნევდნენ, რომ ის პატრიოტი არ იყო. ამ დროისთვის მწერალი შვეიცარიაში თავის ვილაში ცხოვრობდა, სადაც გერმანიიდან ლტოლვილებს იფარებდა. 1930 წელს „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ ნობელის პრემიაზე იყო ნომინირებული, თუმცა ჯილდო ვერ მიიღო. თავიდან ის გამომცემლობამ დაიწუნა, რადგან ეგონა, რომ გერმანიაში არავის მოუნდებოდა წაეკითხა რომანი ომზე.
ერთ წელიწადში ამ წიგნის ნახევარი მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. ავტორმა ევროპას ომის შესახებ სინამდვილე დაანახა, ხოლო მისი რომანი „დასავლეთის ფრონტი უცლელია“ პაციფიზმის

გარ¬და¬იც¬ვა¬ლა.
2. მწერალს უც¬ნა¬უ¬რო¬ბე¬ბიც ახა¬სი¬ა¬თებ¬და. ის კა¬ტე¬გო¬რი¬უ¬ლად არ სცნობ¬და სა-ბეჭდ მან¬ქა¬ნებს და ტექ¬სტებს ხე¬ლით წერ¬და. მას არც ბუმ¬ბუ¬ლის კალ¬მე¬ბი უყ¬ვარ¬და, ამი¬ტომ ჩვე¬უ¬ლებ¬რივ ფან¬ქარს იყე¬ნებ¬და.
3. ახალ¬გაზ¬რდა მწერ¬ლის მიერ ფრონტზე თვე¬-ნა¬ხევ¬რის გან¬მავ¬ლო¬ბა¬ში მი¬ღებუ¬ლი სამ¬ხედ¬რო შთა¬ბეჭ¬დი¬ლე¬ბე¬ბი და¬ე¬დო სა¬ფუძ¬ვლად რო¬მანს „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“. წიგ¬ნი სწრა¬ფად¬ვე გახ¬და ბესტსე¬ლე¬რი და ავ¬ტორს პო¬პუ¬ლა¬რო¬ბა მო¬უ¬ტა¬ნა. მხო¬ლოდ გერ¬მა¬ნულ ენა¬ზე ის 1 500 000 ეგ¬ზემპლა¬რად და¬ი¬ბეჭ¬და და მოკ¬ლე დრო¬ში 36 ენა¬ზე ითარ¬გმნა. ერთი წლის შემ¬დეგ რო¬მა¬ნის ეკ¬რა¬ნი¬ზა¬ცია გა¬და¬ი¬ღეს. ფილმმა ორი ოს¬კა¬რი მი¬ი¬ღო.
4. მო¬რი¬გი მყი¬სი¬ე¬რი ბესტსე¬ლე¬რი,
რო¬მლის თით¬ქმის 5 მლნ ეგზემპლარიც გაი¬ყიდ¬ა, გახ¬ლავთ „აჩ¬რდი¬ლე¬ბი სა¬მო¬თხე¬ში“. რო¬მა¬ნი რე¬მარ¬კმა ნიუ-იორკში ცხოვ¬რე¬ბის პე¬რი¬ოდ¬ში და¬წე¬რა. მწერ¬ლის კორ¬პუ¬სი რო¬მან¬ში განსაკუთრებულს ადგილს იკავებს.
ავტორი: სოფია დოლიძე
გაემეორებინა, შედუღების აპარატით ხმალი ქარქაშში ჩაუჭედეს. პატარა ბიჭმა ღამეები გაათია, რათა ისინი ერთმანეთისგან განეცალკევებინა. შეჯიბრების დასრულების შემდეგ, ჩოხაში გამოწყობილმა გუჯა ბურდულმა ხმალი ისევ იშიშვლა და ეს ფოტო მედიამ ქვეყანას მოსდო.
მისი ახალგაზრდობა სავსე იყო თავგადასავლებით.

პორტრეტული ნარკვევი
გუჯა ბურდული (1941-2022)
ქართველ კინომსახიობს, ელგუჯა ბურდულს, 2021 წლის მარტში თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიენიჭა. მას თავისი მეტყველი თვალებითა და დამახასიათებელი გარეგნობით ყველა კარგად იცნობს. ის 2022 წლის 5 მარტს 81 წლის ასაკში კორონა ვირუსის გამო გარდაიცავალა.
გუჯა ბურდული 1941 წელს დაიბადა. იზრდებოდა თბილ, მოსიყვარულე, ოჯახში. ბავშვობიდანვე პატრიოტიზმის გამძაფრებული გრძნობით გამოირჩეოდა. სპორტის ყველა სახეობის ტურნირზე, რომელშიც კი მონაწილეობდა, გამარჯვებას საქართველოს უძღვნიდა. შემდეგ ჩოხაში გამოწყობილი ცერებზე დგებოდა და ხმალს ატრიალებდა. ეს რომ აღარ
ჯერ სამაშველო სამსახურში მუშაობდა, შემდეგ _ ბენზინგასამართ სადგურზე. ასევე იყო სუხიშვილების მოცეკვავე. მისი მოღვაწეობა ქართულ კინოში თემურ ბაბლუანის „ბეღურების გადაფრენით“ დაიწყო. მის უკეთ გასაცნობად ჩემს კითხვებს გუჯა ბურდულის შვილი, ლადო ბურდული უპასუხებს.
_ როგორი იყო გუჯა ბურდული ოჯახში?
_გუჯა დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ყველა საკითხს. უნდოდა ყოფილიყო ახლის შემომტანი და ამავდროულად ტრადიციების მიმდევარი ქართველი. თურმე მამას ჩაცმის სტილი ბაბუაჩემს ყოველთვის აღიზიანებდა,

მაგრამ ის თავისას მაინც არ იშლიდა. 21 წლის ასაკში გუჯამ ორივე მშობელი დაკარგა და შეუდგა ოჯახის საქმიანობას. ცოტა მთიული ქმარი იყო. დედაჩემი იხსენებს ხოლმე: „ბიჭი რომ არ გაგეჩინა, გაგეყრებოდიო“ მაგრამ ამასთანავე ყველაზე წრფელი სიყვარული იცოდა.
გაცნობის მერე გადაწყვიტა, რომ დედა ცოლად მოეყვანა. ის ამ დროს თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა. სასწავლებლის გვერდით კინოთეატრი „სპარტაკი„ მდებარეობდა. ბილეთების შოვნა ძალიან ძნელი იყო. გუჯა ყოველთვის ახერხებდა, რომ ინსტიტუტიდან გამოსულ დედაჩემს 4 ბილეთით ხელში დახვედროდა (მისთვის და მისი 3 მეგობრისთვის).
შეყვარებული გუჯა ძალიან მესაკუთრე იყო. უნივერსიტეტთან ხვდებოდა დედას, წინ გაუშვებდა მას და მეგობრებს, უკან კი თვითონ მიჰყვებოდა. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, ეს განსაკუთრებით წლების მერე გამოჩნდა. ოჯახის ბედნიერებას ყოველთვის დედაჩემის დამსახურებად
მიიჩნევდა.
_გუჯა, როგორც მამა?
_მუდმივად სპორტით იყო დაკავებული, მისი წყალობითაა, რომ არ ვეწევით სიგარეტს, ყოველ დილას გვავარჯიშებდა. მამამ დიდი როლი ითამაშა ჩვენს პიროვნებად ჩამოყალიბებაში, ყოველთვის გვერდით გვედგა. ფიქრობდა,რომმამაკაცისვალი ოჯახის ყოლა და შვილების აღზრდაა. ყოველთვის გვასწავლიდა თავის დაცვას და ამის გამო კარატეზე შემიყვანა. იმის მიუხედავად, რომ ერთი დიდი ოჯახი ვიყავით, მაინც სხვადასხვა სათქმელი გვქონდა და ეს ჩემს პროფესიაზეც აისახა. მისი დამსახურებაა ისიც რომ, ფილმებში გადამიღეს.
როცა პატარა ვიყავი, მეგონა, რომ მამაჩემს ამოჰყავდა მზე. ბაკურიანში როცა ვისვენებდით, კოხტაზე ადიოდა ხოლმე და ხელებით მზის ამოყვანის იმიტირებას აკეთებდა. ამ ყველაფერს ვხედავდით და გვჯეროდა, რომ მას ამოყავდა მზე ჩვენთვის.
-ჯერ იყო როლი და მერე განათლება თუ პირიქით?
მამაჩემს სამსახიობო განათლება არ ჰქონია. მან ტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა. მისი გამსახიობება მეგობრის დამსახურებაა. გადასაღებ მოედანზე ძმაკაცმა მოტყუებით მიიყვანა, მას სიმღერა უნდა შეესრულებინა. რეალურად კი როლი შერჩა, ამაზეც ძალიან გაბრაზდა.
_ბატონი გუჯა საკუთარი როლებიდან რომელს გამოარჩევდა?
_ძალიან ბედნიერი იყო, როცა დავით აღმაშენებელი ითამაშა. შესრულების დროს მძიმე ტრავმა მიიღო, ცხენიდან ჩამოვარდა და ნეკნები დაიზიანა, მაგრამ ამ როლით ყოველთვის ამაყობდა.
_რომელ პერსონაჟთან გრძობდა თავს ყველაზე ახლოს?
_თემურ ბაბლუანის ფილმებში მან საკუთარი თავი ითამაშა. „ბეღურების გადაფრენაში“ მისი გმირი ძალიან ჰგავს ახალგაზრდა გუჯას. სიუჟეტში სულ ჩხუბი და გაწევ-გამოწევაა. ხოლო „უძინართა მზეში“ ხანშიშესული მამა ზუსტად ისეთი პიროვნება იყო, როგორიც ექიმი გელა. მთელ ქვეყანას ამ როლით უყვარს.
_ყოფილა პერსონაჟი რომლის განსახიერებაზეც უარი უთქვამს ?
_ძალიან მძიმე ხასიათის იყო. ბევრ ისეთ როლზე უთქვამს უარი, რომელიც მის ფასეულობებს
21.02.2024
ეწინააღმდეგებოდა. ერთხელ, ახალ ფილმში როლი შესთავაზეს, სცენარში პროტოგონისტი „ბუდულა“ უნდა ყოფილიყო და ანტიპოლისტი _ გუჯა, სადაც ის ფინალში უნდა მომკვდარიყო. ამიტომ მონაწილეობაზე სასტიკი

უარი განაცხადა.
_დაახასიათეთ ელგუჯა ბურდული, როგორც მთის შვილი.
_ტრადიციებს გადაყოლილი ადამიანი. 60-იანი წლებიდან ბოლომდე მთიულეთის ყველა ღონისძიებაში მონაწილეობდა. აქტიურად იყო ჩართული ლომისობის დღესასწაულში. მთასთან ძალიან დიდი სიახლოვე ჰქონდა. ასევე გახლდათ
ბურდულების საგვარეულო კავშირის ხელმძღვანელი.
ბავშვობიდან დავყავდით ლომისობაზე და გვასწავლიდა, ყველაფერს, რაც გვარს ეხებოდა. ყოფილა შემთხვევა, როცა საზღვარეთიდან ამ დღესასწაულისთვის ორი დღით დაბრუნებულა.
_რა კავშირშია გუჯა ბურდული 300 არაგველის ხატის დაწერასთან ?
_ისტორიიდან ვიცით, რომ 300 არაგველთაგან ბევრი ბურდული ყოფილა. სწორედ ამის გამო მამამ ხატის დაწერა მოინდომა, ასევე იმ ტრადიციის აღდგენა, რომელიც კრწანისობას, ხატის ჩამობრძანებასა და შემდეგ მის ლომისის ეკლესიაში დასვენებას გულისხმობს.
სახეები სრულიად მხატვრის
წარმოსახვაა 300-ვე არაგველი წმინდანადაა შერაცხული. კრწანისობის ტრადიციის გაგრძელება მისი დანაბარებია და აუცილებლად ჩავერთვები ამ საქმეში.
ძალიან დიდი რწმენის პატრონი იყო. ტაძარში დადიოდა, თავისი შემოსავლის დიდ ნაწილს ეკლესიას ახმარდა. მახსოვს, როცა ტაძარში ავყავდით შესაწირში ხურდებს გვაყრევინებდა ხოლმე. ერთხელ მე ვუთხარი : „მამა, მგონი, მარტო ჩვენ ვყრით ფულს-მეთქი“, გაეცინა, არაფერი უთქვამს. შემდეგ მისვლაზე, კი სანამ ჩვენ ხურდას ჩავყრიდით, მანამ ქაღალდის ფული ჩაუფენია, რომ რბილად დაცემულიყო და აღარ გამჩენოდა კითხვა, თუ რატომ ვყრიდით ამ შესაწირში ხურდას მარტო ჩვენ.
ასევე ძალიან ამაყობდა იმ ფაქტით, რომ მთიული იყო. ერთხელ უკითხავთ: „მეორედ რომ დაიბადო, ვინ იქნებოდიო? მას კი უპასუხია - ისევ ქართველი, ისევ მთიული და ისევ ქრისტიანიო“.
ავტორი: ქეთი ბურდული

დღე პარიზში სამოგზურო ნარკვევი
ხუთი
არ მეგულება ადამინი, რომელიც ადრეული ასაკიდან პარიზში მოგზაურობაზე არ ოცნებობს. ეს არის ქალაქი არქიტექტურით გატაცებულთათვის, მათთვის, ვისაც ისტორიულ წყაროებში ძრომიალი არასდროს ბეზრდება და მათთვისაც, ვინც დაზუსტებით იცის ხელოვნების ფასი. აქ მოდის მიმდევრებისთვის, ესთეთიკოსებისთვის, რომანტიკოსებისა და გურმანებისთვის ნამდვილი სამოთხეა.
პარიზი ულევი სიამოვნებაა, ამიტომ რამდენიმე დღე სიყვარულის ქალაქისთვის საკმარისი არასდროს იქნება. ჩემი მოგზაურობა5დღესმოიცავდა. ვიცოდი, რომ გეგმას სრულად ვერ შევასრულებდი, მაგრამ ჩასვლისთანავე დანებება

მკაცრად გაწერილ დღის წესრიგში არ შედიოდა.
მოგზაურობა მეგობრებთნ ერთად გადავწყვიტე. რა თქმა უნდა, იდეის ჩასახვისთანავე ვცდილობდით, ბილეთები ძალიან იაფად შეგვეძინა. ყველფერი თვეებით ადრე დავგეგმეთ და ყოველ ხელფასზე ერთ გეგმას ვასრულებდით. ვიპოვეთ 70 ლარად ღირებული ბილეთი პარიზის მიმართულებით და უკან დასაბრუნებელი კი _ 140 ლარად. ეკონომიურად მოგზაურობის შემთხვევაში, ყოველთვის დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას ვარჩევთ.
შემდეგ ვიქირავეთ ბინა, 4
ადამიანზე, რომლის დღიური ღირებულება კაცზე 30 ევრო იყო. პარიზში საცხოვრებლის ქირაობის შემთხვევაში უნდა იხელმძღვანელოთ უსაფრთხოების რუკით, რომელიც ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომია. მასზე დატანილია პარიზის რაიონები, რომელიც დანომრილია და მითითებულია უსაფრთხო დასახლებები.
პარიზის აეროპორტი ქალაქიდან ძალიან შორს მდებარეობს, ამიტომ გადავწყვიტეთ გვექირავებინა მანქანა, რომელიც ტრანსფერს უზრუნველყოფდა. მძღოლი ქართველი იყო და ფასზეც მარტივად შევთხმდით. ერთ
ადამიანს 25 ევროს გადახდა გვიწევდა. გავაკეთეთ სამოგზაურო დაზღვევვა, ჩავალაგეთ ჩანთა და ოცნების ქალაქში გავემგზავრეთ. თუ გეგმა კარგად გაწერილი არ გაქვს, პარიზში მოგზაურობა მარტივი არ არის. ლოკაციებზე მოსახვედრად აუცილებლად გჭირდება ტრანსპორტი, პარიზის მეტრო ყველაზე პრაქტიკული საზოგადოებრივი ტრანსპორტია, მაგრამ რაიონების მიხედივთ სხვადასხვა დროს იკეტება. ამიტომ გამორიცხული არაა, რომელიმე საღამოს უბრალოდ ქუჩაში დარჩე. მეტროს რუკა ძლიან რთულია და ბევრი დაკვირვება გმართებთ. ჩვენ ბილეთს ერთჯერადად ვიყენებდით, გამოფრენის დღეს კი შევიტყვეთ, რომ მისით სარგებლობა რამენიმე საათი ან მთელი დღეც შეგვეძლო.
დღე პირველი დაღლილები შებინდებისას შევედით სასტუროში და დავბინავდით, შეთანხმებისთანავე გავეშურეთ პარიზის სავიზიტო ბარათის სანახავად. გზად ვატყობდით, რომ გეგმას აუცილებლად გადავუხვევდით და ფეხით შემოვივლიდით ქუჩებს, რომელსაც ულამაზესი არქიტექტურა აქვს. ფრანგული აივნები ყვავილებით სავსე, ჭრელი და ძალიან პატარაა. ქუჩაში ლამაზად ჩაცმული, სამკაულებშესხმული მოხუცები დადიან. ახალგაზრდები ფერადად იმოსებიან.
მათ თვალიერებაში დრო ისე სწრაფად გავიდა,
21.02.2024
ეიფელის კოშკთანაც მივედით. იქ ფრანგებს იშვიათად შეხვდებით, ძირითადად არაბები არიან ან შავკანიანები. თუ გაგიმართლა და მიგრანტთა ბაზარს თავი დააღწიე, მის უდიდებულესობასაც იხილავ. კოშკს, რომელიც ფილმებში გინახავს, ის ძალიან დიდია და ლამაზი. რაც უფრო უახლოვდები, მით უფრო დიდია. გიზიდავს და წყდები ყველაფერს, რაც შენ ირგვლივ ტრიალებს. ეიფელი ქალაქის თითქმის ყველა წერტილიდან კარგად ჩანს, შეგიძლია ვიწრო ქუჩები აარჩიო, საიდანაც ძალიან ლამაზი ფოტოები გამოდის. ასევე, შეეგიძლიათ დასხდეთ ელისეის მინდორზე და საათობით დააკვირდეთ კოშკს, რომელიც 2 წელი და 2 თვე შენდებოდა.
სახლისკენ მიმვალ გზაზე აღმოვაჩინეთ, რომ ახლოს იყო ტრიუმფალური თაღი. დროის დაკარგვა არ გვინდოდა და პირველივე ღამეს მისი ნახვა გადავწყვიტეთ, ელექტრონული რუკის დახმარებით ადგილამდე ფეხით მივედით. შეგვხვდა „Le Macaron Ladurée” - პარიზის ყველაზე ცნობილი საცხობი, სადაც დიდი რიგი იდგა. ამდენი დრო არ გვქონდა, მეტრო მალე დაიკეტებოდა. ამიტომ მას მხოლოდ თვალი შევავლეთ.
თუ შოპინგი გაქვთ დაგეგმილი, „Champs-slyséesის“ გამზირი სათქვენოა, იქ მდიდრული კაფეებიც არის და ცნობილი დიზაინერების მაღაზიებიც. ვიდეო და ფოტოსესიის შემდეგ „შარლ დე გოლის“ მოედანზე აღმოვჩნდით, სადაც
ტრიუმფალური თაღია. მისგან გამავალი ქუჩები ზემოდან რომ ნახოთ, აუცილებლად გაგახსენდებათ მოკაშკაშე მზე. თაღი სამშობლოსთვის თავგანწირული გმირების პატივსაცემად აშენდა. მის გასწვრივ სწრაფად მოძრაობენ ავტომობილები, თუმცა შუქნიშნების სისტემა ელისეის მინდვრებზე ისე არის მოწყობილი, რომ შუაგულში გაჩერებისა და ფოტოს გადაღების შესაძლებლობა გეძლევა.
დრო პარიზში ძალიან სწრაფად გადის, ამიტომ შესაძლოა მეტროც მოულოდნელად დაიხუროს, მისი კონტროლი საჭიროა. სახლისკენ მიმვალ გზაზე მეტრო მიწისქვეშაც გვხდება და მიწის ზემოთაც. ამიტომ ეიფელის კოშკის ხედით ტკბობის შესაძლებლობა გეძლევათ.
დღე მეორე
15 ევროდ კრუასანების,
ფრანგული ფუნთუშების, ცხელი ყავისა და მარილიანი ორცხობილების შეძენა შეგიძლიათ. „დისნეილენდში“ ეს ყველაფერი ძვირია, ამიტომ მოვიმარაგეთ, რაც გვჭირდებოდა. თუ გადამყიდველებს მოძებნით, შესასვლელ ბილეთებს 50 ევროდაც იშოვით, მაგრამ ეს სანდო არაა და შესაძლოა ცენტრის უსაფრთოების სამსახურმა ტერიტორიაზე არც შეგიშვათ. ამიტომ აუცილებლად ოფიციალურ წყაროებს მიმართეთ. შიდა სივრცე ყველა იმ ზღაპარს გვაგონებს, რომელთაც ბავშვობაში გვიყვებოდნენ და რაზეც გვიოცნებია. ყველა მულტფილმის გმირი, რომელიც ტელეეკრანებზე გვინახავს, „დისნეილენდში“ დაგვხვდა.
დისნეის ყველა მულტფილმს საკუთარი პავილიონი აქვს, არის თემატური სივრცეები,


ატრაქციონები და ზუსტად ისეთი თამაშები, როგორიც მულტფილმებში. ასევე, არის მაღაზიები, რომლებშიც საყვარელი გმირების სათამაშოები და კაბები იყიდება. შიდა სივრცეში გადაადგილება სრულიად უფასოა, მაგრამ ფასიანია კვება. 11 საათითვის ლაზერ შოუ იწყება, ირთვება მულტფილმების საუნტრეკები დაუვიწყარი სანახაობა კი ერთი საათი გრძელდება.
დღე მესამე
მესამე დღეს ლუვრში წავედით. დროის სიმცირის გამო მუზეუმის რუკის დახმარებით, პირდაპირ მონა ლიზას სანახავად რიგში ჩავდექით. ფოტოების გადაღებისთვისა და ნახატის დაკვირვებისთვის დროს გაძლევენ, პროცესს დაცვა
აკონტროლებს. ლუვრიდან გამოსვლისთანავე სანაპიროს ფეხით გავუყევით, „ნოტრდამის“ ტაძართან მივედით. ჩემს წარმოსახვაში პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ყოველთვის იქნება ასოცირებული ესმერალდასა და კვაზიმოდოსთან. ხანძრის შემდეგ შიგნით შესვლის საშუალება არ მოგვეცა, ამიტომ გარეთ დამონტაჟებულ ხის ამფითეატრთან დავსხედით და ასე შორიდან დავიწყეთ დაკვირვება. „ნოტრ-დამის“ ტაძრის გასწვრივ სანაპიროა, იქვე შეგიძლიათ ბილეთი შეიძინოთ და გემით გაისეირნოთ.
ხომალდიდან გამოსულები „კაფე დე ფლორის“ მიმართულებით წავედით. უდიდესი რიგი იყო, მაგრამ ვიცოდით,
რომ მსოფლიოს ნომერ 1-ლ კრუასანს, კაპუჩინოსთან ერთად მხოლოდ აქ მივირთმევდით. ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ ევროპის ყველაზე პოპულარულ კაფეში შევედით. თითოეულმა 18 ევრო გადავიხადეთ. იქვე მდებარე ფრანგულ რესტორანში ვივახშმეთ, რომელიც წინა საუკუნიდან არსებობს. ავარჩიეთ ყველაფერი ფრანგული, სადილიც, დესერტიცა და ტკბილი ღვინოც. 4-მა ადამიანმა ყველაფერში ერთად 180 ევრო გადავიხადეთ.
დღის ბოლოს გავისეირნეთ ლუქსემბურგის პარკში, იქვე დავსხედით შადრევნის ირგვლივ, ცნობილ მწვანე მეტალის სავარძლებზე. დღე მეოთხე ვერსალამდე მისვლა მარტივი არაა. რაიონი უსაფრთხოდ არ მიიჩნევა, თანაც პარიზიდან შორსაა. გირჩევთ, დღე სრულად ვერსალს დაუთმოთ და სხვა არაფერი დაგეგმოთ, რადგან დასათვალიერებელი ძალიან ბევრია. წარმოიდგინეთ, მოჩუქურთებული სასახლე, ბილიკებით, უამრავი მცენარით, ტერასებით, შადრევნები,

21.02.2024
გედებიანი აუზებით. ეს კადრები არასდროს დაგავიწყდებათ. სრულად დასათვალიერებლად ველოსიპედებიც კი ქირავდება. დილაადრიან თუ მიხვალთ, შესვლა უფასოა, შემდეგ კი ბილეთის შეძენას ონლაინ გირჩევთ. უკან დასაბრუნებლად აუცილებლად დაიმახსოვრეთ ან მოინიშნეთ მატარებლის განრიგი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა იქ დარჩეთ.
მეხუთე დღე მონმარტი 1800-იან წლებში სოფელი იყო. შემდეგ კი პარიზის საზღვრებში მოექცა. მთაზე გაშენდა ულამაზესი ეკლესია, იქ ასვლა ფეხით და საბაგიროთიც არის შესაძლებელი.
ძალიან მოგეწონებათ სუვენიერების მაღაზიები, რომლებიც გზად შეგხვდებათ, ის ქუჩის მხატვრებიც ადგილზე რომ ტურისტებს ხატავენ და ქალაქის ის ნაწილიც, რომელიც თან ჰგავს და თან რადიკალურად
განსხვავდება საფრანგეთის დედაქალაქისგან.
თუ მონმარტს ზურგს შეაქცევთ, აუცილებლად დაინახავთ პარიზს, მაგრამ ეიფელის კოშკი ამ წერტილიდან ძალიან შორია. ორსეის მუზუმის ნახვის გარეშე პარიზი არ უნდა დატოვოთ, ეს დანაშაულია! ბილეთის ფასი აქ 13 ევრო იყო. მუზეუმი ლუვრთან შედარებით ბევრად უფრო პატარაა, შესვლისთანავე ვან გოგის ძიება დავიწყე, მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები აქ არის დაცული. რა თქმა უნდა, ვნახეთ ამ მუზეუმის ცნობილი საათიც, მაგრამ ის ფოტოებში უფრო შთამბეჭდავი იყო, ახლა კი იმ სივრცეში რესტორანია. მუზეუმში გამოფენილია მანეს ნახატებიც.
ჩემი თვალით დანახული პარიზი შემოდგომის ფერია. აუცილებლად დავბრუნდები უკან სიყვარულისთვის, ხელოვნებისთვის, მუსიკისა და ფრანგული სურნელისთვის.
ავტორი მარიამ ქუმსიაშვილი

გამორჩეული სტილის ქართველი კინორეჟისორის

რუბრიკა: კულტურა
შავი შავი მაყვალი
ელენე ნავერიანის „შაშვი შაშვი მაყვალი“ ქალზე ორიენტირებული რომანტიკული დრამაა. ფილმი გადაღებულია თამთა მელაშვილის იმავე სახელწოდების რომანის მიხედვით. მთავარ როლებს ეკატერინე ჩავლეიშვილი და თემიკო ჭიჭინაძე ასრულებენ. „შაშვი შაშვი მაყვალი“ ელენე ნავერიანის მესამე სრულმეტრაჟიანი ფილმია. პრემიერა შედგა „კანის კინოფესტივალის“ პარალელურ განყოფილებაში 2023 წელს. მოგვიანებით, კი „სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის“ ტრიუმფატორი გახდა, სადაც საუკეთესო მხატვრულ ფილმად დასახელდა. ასევე „კოსტბუსის საერთაშორისო ფესტივალზე“ ორი ჯილდო გადაეცა. ჩავლეიშვილმა კი

საუკეთესო შესრულებისთვის, როგორც „სარაევოს“ ისე „კოტბუსის“, „ბელფალტისა“
და სხვა კინოფესტივალების
ჯილდები მიიღო. „შაშვი შაშვი მაყვალი“ ოსკარის კანდიდატ ფილმებს შორისაც იყო, თუმცა ჟიურიმ უპირატესობა „მოქალაქე წმინდანს“ მიანიჭა.
ნავერიანის ფილმებში სიუჟეტი ნელნელა იხსნება. რეჟისორი განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის და აქცენტი უჩვეულო, თამამ ფერებზე გადააქვს. „შაშვი შაშვი მაყვალში“ ძალიან საინტერესოდ არის გადმოცემული სამყაროს ჟღერადობაც.ესიქნებაჩიტების გალობის, ძაღლების ყეფის, მდინარეებისა თუ წვიმის ხმა. ასევე ძალიან საინტერესოდ არის გადმოცემული ხმები შენობაში, რაც დახვეწილად მიანიშნებს მთავარი გმირის გუნება-განწყობილების ცვალებადობაზე. ასევე, ძალიან რეალისტურად არის გადმოცემული ადამიანების სახე. ნაჩვენებია, თუ რამდენად
მწარე და საშინელი შეიძლება იყოს მათი არსება. კაცისა და ქალის ურთიერთობა, შიშველი სცენები, ეთეროსა და მურმანის კავშირი _ ეს დეტალიზება ფილმს მეტად საინტერესოსა და დასაფიქრებელს ხდის. ელენე ნავერიანი ეთეროს ერთი შეხედვით ერთფეროვან ყოველდღიურობას მშვიდი, თითქმის ლეთარგიული და დეპრესიული გამოსახულებებით წარმოაჩენს. უარია ნათქვამი გლამურზე, ხშირად ჩანს სიშიშვლე და არასრულყოფილება, რაც ფილმს უფრო მეტად აახლოვებს რეალობასთან.
მაყურებელს არ უჭირს მთავარ გმირთან საკუთარი თავის გაიგივებაც.
ეთერო მარტო ცხოვრობს პატარა, ტრადიციულ სოფელში, რომელიც ჯერ კიდევ წარსულის, ცრურწმენებისა და გადავიწყებული
კულტურის კარნახით ცხოვრობს, მაგრამ ამავე დროს პროგრესსა და განვითარებას ვეღარ ეწინააღმდეგება. ეთერო არასოდეს იღიმება, არ ლაპარაკობს იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროა და სიამოვნებს მარტო ყოფნა. ოჯახი არ ჰყავს, მხოლოდ პატარა საყოფაცხოვრებო მაღაზია აქვს. იგი ტკბება საკუთარი თავისუფლებითა და მშვიდი, კომფორტული სიბერისთვის ემზადება. ეთეროს აზრით, კაცები, ქორწინება, შვილები არავის სჭირდება და ამ ყველაფერს მხოლოდ ტანჯვა მოაქვს. თავისი მეგობრების ყოველდღიურობა, კი რომელიც სავსეა სტრესითა და ვალდებულებებით გაუსაძლისად მიაჩნია. ის დარწმუნებულია, რომ მარტო ყოფნა უკეთესია და ამაყობს თავისი არჩევანით. თუმცა ეთეროს თვალები რეგულარულად ღალატობს მის გრძნობებს.
ფილმის, ყურებისას შეიძლება, რაღაც სხვას ელოდები, ისტორიას ქალის ჩაგვრაზე, რომელსაც არ მოწონს ის რეალობა რაშიც უწევს ცხოვრება. ზუსტად ეს ხდის ფილმისს საინტერესოს, რადგან ეს ფიქრები მალევე ქრება ჩვენი გონებიდან და ვხედავთ ქალს რომელიც თავის პატარა ბუნაგში მომავლისთვის მდიდრულ და სასიამოვნო სიბერეს აშენებს. ღრმა ხევთან მაყვლის კრეფისას საბედისწერო დაცემა კი აიძულებს ცხოვრებას სხვაგვარად შეხედოს და

რომანს აბამს მურმანთან თითქოს არაფრით გამორჩეულ დისტრიბუტორთან, რომელიც ძალიან მზრუნველი და მგრძნობიარე კაცი აღმოჩნდება.
ეთერო ყველანაირად ცდილობს ურთიერთობის გასაიდუმლოებას.
მეორეს მხრივ, კი მან
უნდა გააცნობიეროს, რომ ზოგიერთი შეხედულება, რაც გააჩნია, შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს ურყევი.
ფილმში ნაჩვენებია ბევრი დეტალი, რომელსაც, ვფიქრობ, რომ ამ თაობის რეჟისორები ხშირად იყენებენ. კი საინტერესოა მაგრამ ზოგჯერ ზედმეტიც კი მგონია, რომ არის. რაც შეეხება ელენე ნავერიანის ნამუშევარს ვიტყოდი, რომ ეს დეტალები კიდე უფრო საინტერესოსა და ლამაზს ხდის ფილმს.
ქალის სიძლიერე წარმოსახული სხვადასხვა დაპრკოლებიდან, იმ ბაშვობის ტკივილიდან, რომელშიც მოძალადე მამა
და ძმა ფიგურირებს, იმ რეალობამდე, მარტოხელა ქალის სითავისუფლით, სადაც ნებისმიერი ქალური მოვლენა ხდება თავისუფლების მთავარი ფიგურა. მისი სიმარტოვე ტკივილს კი არა, ბედნიერებას წარმოადგენს. ნავერიანი ყველა პერსონაჟს სიფრთხილით ხატავს, და მაყურებელსაც ამავე დინამიკით აწვდის ფილმის კულმინაციას.
წიგნში ეთეროს თვალით აღვიქვამთ ყველაფერს, მისი მონოლოგები, რითმული კომბინაციით კიდევ უფრო გვაგრძნობინებს რას განიცდის გმირი, ხოლო ფილმში ეს ყველაფერი ზუსტად იმ დისტანციით არის გადმოცემული რაზეც ზემოთ გესაუბრეთ, ფრთხილი და დელიკატური კადრებით.
რაც შეეხება, იმ სიშიშვლეს, რომელიც ფილმშია ნაჩვენები. ეროვნული კინოს ისტორიაში ქართველი რეჟისორი პირველად ეხება თემას,
სადაც ქალის სექსუალური იდენტობა ასე მკვეთრად და თამამად არის წარმოჩენილი. იმასაც არ ვუარყოფ, რომ ზოგიერთისთვის, შეიძლება ზედმეტად თავისუფალი იყოს, მაგრამ ვფიქრობ რომ ფილმის ერთერთი სავიზიტო ბარათიც, ზუსტად ამ სახით გადმოცემული სიშიშვლეა. თავიდან გგონია, თითქოს და ვულგარულია, მაგრამ მერე აცნობიერებ, რომ ეს არის ცხოვრება და აქ იგრძნობა თავისუფლება. სულ რომ იმ ყველა დეტალსა და ემოციაზე არ მეთანხმებოდეთ და ყველა იმ ღარიბ, თუ მდიდარი კადრს რაც ჩემი აზრით ფილმს განსაკუთრებულს ხდის, ვფიქრობ, რომ „შაშვი შაშვი მაყვალის“ ეს ეკრანიზაცია წიგნის კარგი კინემატოგრაფიული ვერსიაა. არა მარტო რეჟისორის ოსტატობა, არამედ მსახიობების, მთელი გადამღები ჯგუფისა და პოსტპროდუქციის პროფესიონალიზმისა და დაუღალავი შრომის დიდი მაგალითია.
ავტორი: ნინი წულაია

saqarTvelos erovnuli universiteti - seu
eqspresia

საქართველოს ეროვნული
უნივერსიტეტი
სარედაქციო კოლეგია:
სოფია დოლიძე ნინი წულაია
ქეთი ბურდული მარიამ ქუმსიაშვილი
ელენე ნადირაძე
გურამ მჭედლიშვილი
თინათინ დონაძე
მარიამ კვარაცხელია
რედაქტორები: რედაქტორები
სოფია დოლიძე ნინი წულაია ციცინო ბუკია
ნინი წულაია
საბა ტაბატაძე