ანაბეჭდი #2

Page 1

#2 12 დეკემბერი, 2014წ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო სტუდენტური გაზეთი

და, კითხვა ეკრანზე...

საქართველო განათლების ხარისხის მიხედვით 105-ე ადგილს იკავებს

ერთად ვისწავლოთ გეოგრაფია

18 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ, გაეროს 2014 წლის გლობალური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. მოცემული ანგარიშის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის განათლების ხარისხის მიხედვით 105-ე ადგილს იკავებს. ჩვენს რეგიონში განსაკუთრებით მაღალია ახალგაზრდების უმუშევრობის დონე, ახალგაზრდების 31% არც მუშაობს და არც სწავლობს, არ დადის სასწავლო დაწესებულებებში რაიმე პროფესიის ან ხელობის შესასწავლად. განათლების სისტემა ვერ უპასუხებს შრომითი ბაზრის მოთხოვნებს. დასავლეთ ევროპასთან შედარებით, ჩვენი რეგიონის ქვეყნებში განათლებაზე დახარჯული თანხები ბევრად ნაკლებია. მაგალითისათვის: 2012 წელს საქართველოში მთლიანი ეროვნული პროდუქტის 2%-მდე დაიხარჯა, მაშინ, როცა მოლდოვაში - 7%-მდე.

ბოიკოტი „ბიზნესკურიერის’’ წამყვანს აკაკი გოგიჩაიშვილს! - ასე გამოეხმაურნენ სოციალურ ქსელებში 29 ნოემბერს გასულ გადაცემას. ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის ყველაზე არაყვითელ გადაცემას 2,100-ზე მეტი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. რამ გააღიზიანა ამდენი ხალხი? მიკერძოებულობამ? ყველა არხს თავისი პოლიტიკური იდეოლოგია აქვს და ამბავს ამის მიხედვით აშუქებენ. სტუმრის უპატივცემულობამ? მითხარით ერთი ტოკ-შოუ, „პროფილის“ გარდა, სადაც მიწვეულ ადამიანს ლაპარაკს აცდიან. არაპროფესიონალიზმმა? უფრო წამყვანის მიდგომამ, რომ უნდა გვასწავლოს, გაგვანათლოს. მაყურებელს აღიზიანებს პატეთიკა, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ის მისი გამოსწორებისკენ არის მიმართული.

გვ. 3

გვ. 8

რა ელის თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებს?

ნაადრევი ქორწინება - „მარადმწვავე“ პრობლემა საქართველოში

რა შეღავათებით სარგებლობენ სოციალურად დაუცველები?

თავისუფალი უნივერსიტეტის დამაარსებელი კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა. საქართველოში ყველაზე რეიტინგულ საგანმანათლებლო უნივერსიტეტებს მმართველი რგოლი გამოაკლდა. სწორედ ამიტომ, ჩნდება ლოგიკური კითხვა - შეძლებს კი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები მაღალი სასწავლო სტანდარტების შენარჩუნებას? „საშინელი დარტყმაა კახა ბენდუქიძის სიკვდილი. ერთი მხრივ, ეს დიდი დანაკლისია უკრაინისთვის, რომელსაც იგი ბოლო დროს საქმიან, სასარგებლო რჩევებს აძლევდა, მეორე მხრივ - უფრო დიდი უბედურებაც არსებობს: რა ბედი ელის მის უნივერსიტეტს, რომელსაც პატრონაჟს უწევდა და რომელსაც აფინანსებდა. ახლა, მის შექმნილს დაიტაცებენ, გაძარცვავენ და გაანადგურებენ, ყველას გაყრიან და არაფერი დარჩება - ასეთია ახლა საქართველო,“ - განაცხადა მატვეი განაპოლსკიმ.

ადრეული, იგივე ნაადრევი ქორწინება არის ორი ადამიანის არაოფიციალური ან ოფიციალური კავშირი, რომელთაგან ერთ-ერთი მაინც არის არასრულწლოვანი. საქართველოში ნაადრევი ქორწინების საკითხი დღემდე მწვავედ დგას. 2013 წლის კვლევების თანახმად, საქართველო მე-2 ადგილს იკავებდა მოლდოვას შემდეგ, გოგონათა ნაადრევი გათხოვების ჭრილში. მას მოსდევდა ტაჯიკეთი და თურქეთი. როგორც აღმოჩნდა, 20-დან 24-წლამდე ასაკის გოგონების 19% არასრულწლოვნობის ასაკში იყვნენ დაქორწინებულნი. სახალხო დამცველმა 2012 წლის საპარლამენტო ანგარიშში წარმოადგინა ადრეული ქორწინების შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკა.

საქართველოში ბევრი სოციალურად დაუცველი ადამიანია. სოციალურად დაუცველი ადამიანების პრობლემა ძირითადად აქტუალურია განვითარებად და ღარიბ ქვეყნებში. ჩვენთან ეს პრობლემა თითქმის გადაუჭრელ საკითხად იქცა. რაც წლები გადის, ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რაოდენობა იზრდება. ამ სატუსის მქონე ოჯახების უმეტესობა იმყოფება უკიდურეს გაჭირვებაში, რომელთაც პურის ფულიც არ აქვთ და, სამწუხაროდ, ხშირად, ეს სიკვდილის მიზეზიც ხდება. სოციალურად დაუცველთა პროგრამა საქართველოში სულ რამდენიმე წელია ამოქმედდა. ოჯახთან, რომელიც საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს, როგორც სოციალურად დაუცველი, ავსებს განცხადებას დახმარებისთვის, რის შემდეგაც მასთან მიდის სოციალური აგენტი, ანიჭებს მათ ქულებს, რის მიხედვითაც ოჯახს ყოველთვიურად ენიშნება დახმარება.

გვ. 3

გვ. 6

გვ. 7


განათლება

უწარწერო კარებს მიღმა

ვარდების მოედანზე, ველოსიპედის ძეგლის მოპირდაპირე მხარეს, ერთი, უწარწერო მინის კარია. თუ არ იცი შიგნით რა ხდება, იქ შესვლა აზრად არასდროს მოგივა და, შესაძლოა, კარი ვერც შენიშნო. კვირის სხვა დღეებისგან განსხვავებით, იგი ხუთშაბათობით გვიანობამდე ღიაა, რადგან ფორმალური ლექციების შემდეგ, სტუდენტები აქ არაფორმალური განათლების მისაღებად მიდიან. მინის უწარწერო კარს მიღმა საშუალო ზომის დარბაზია. აქ, ხან ლევან გიგინეიშვილი, გიორგი მაისურაძე, ლევან ბერძენიშვილი, ან ვინმე, უფრო ნაკლებად ცნობილი დაგხვდება. ლექციები იმ პროექტის ფაგლებში ტარდება, ცოტა მოუხერხებელი სახელი რომ ჰქვია-ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი. მოკლედ, ლიბცენტრს ეძახიან. აუდიტორია ზოგჯერ გადავსებულია, ზოგჯერ - ნაკლებად. ეს იმაზეა დამოკიდებული, ვინ კითხულობს ლექციის ანონსს. ლექციაზე დამსწრე უამრავი სტუდენტებისგან 20-ს სხვებთან შედარებით უპირატესობა აქვს - ისინი "ლიბცენტრის" წევრები არიან. "ლიბცენტრი" ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტია, რომელიც 2013 წლიდან ხორციელდება ამერიკული დონორი ორგანიზაციის "ეროვნული ქველმოქმედება დემოკრატიისთვის" ფინანსური მხარდაჭერით. თავდაპირველად, პროექტს ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძაია ხელმძღვანელობდა. ქარტიაში მასთან ერთად მოვიდა იურისტი, დავით კლდიაშვილი, რომელსაც ქარტიის მდივნის პოზიცია ეკავა. 2013 წელს თამარ კორძაიამ დატოვა ქარტია და, შესაბამისად - პროექტიც. საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა და ამჟამად ნაძალადევის რაიონის მაჟორიტა-

რია ქართული ოცნების ფრაქციიდან. თამარ კორძაიას პოზიცია მისი წასვლის შემდეგ დავით კლდიაშვილმა დაიკავა, რომელიც პარალელურად ქარტიის საბჭოს მდივანია. "ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრება და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება კეთილი ნების მქონე საერთო საქმეა, ამ პროექტით მე და ცენტრის სხვა წევრებს, მასში ჩადებული შრომითა და მონდომებით, ჩვენი წვლილი შეგვაქვს. მიმაჩნია, რომ რაღაც უნდა ვაკეთოთ არა მხოლოდ პირადი, არამედ, საერთო კეთილდღეობისთვის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ პროექტში მონაწილეობა"- აცხადებს დავით კლდიაშვილი. "ლიბცენტრში" სტუდენტები ესწრებიან ცენტრის მიერ ორგანიზებულ საჯარო ლექციებს,გეგმავენ დისკუსიებს, სადაც ამა თუ იმ პრობლემაზე სპეციალისტებთან ერთად მსჯელობენ, ატარებენ გამოკითხვებს, მუშაობენ გადაცემებზე (LibTime) და წერენ ბლოგ-პოსტებს, რომლებიც ცენტრის ბლოგზე იტვირთება ( http://liberalizmi. wordpress.com/ ). მათი რეიტინგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მკითხველები აქტიურად აზიარებენ სოციალურ ქსელებში. ცენტრის წევრი სტუდენტების ნამუშევრები აქტუალურ თემებსა და პრობლემებს ეხება. მაგალითად - წერენ ადამიანის უფლებებზე, გამოხატვის თავისუფლებაზე, რელიგიურ ტოლერანტობასა თუ სხვა პრობლემებზე, მათი თვალით დანახულ სამოქალაქო საზოგადოებაზე, ქვეყნის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ა.შ. ყველაზე მეტ პოპულარობას, რეიტინგების მიხედვით, ის გამოკითხვა თუ ბლოგ-პოსტი იმსახურებს, რომელიც რელიგიურ საკითხებსა და სოციალურ პრობლემაზე კეთდება. ერთი სიტყვით,ლიბცენტრში ფორმალურ სივრცეში მიღებულ ყველა თეორიულ

ცოდნას სტუდენტები პრაქტიკულ საქმიანობაში იყენებენ. ცენტრის მთავარი მიზანიც სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარება და ისეთ პრობლემებზე ყურადღების გამახვილებაა, რომლებიც საზოგადოებაში აქტუალურია. კობა მჭედლიშვილი 2 თვეა, რაც ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის სტუდენტია. აქამდეც ხშირად ესწრებოდა პროექტის ფარგლებში გამართულ საჯარო ლექციებს, კითხულობდა სტუდენტთა სტატიებს და გადაწყვიტა თვითონაც გამხდარიყო "ლიბცენტრელი". "ჩემთვის ლიბცენტრი პირველი ჟურნალისტური პროექტია, რომელიც არასაუნივერსიტეტო სივრცეში ხორციელდება და იმას, რაც რამდენიმე წლის მანძილზე უნივერსიტეტმა თეორიული ცოდნის სახით მომცა, პირველად ვიყენებ პრაქტიკულ საქმიანობაში. არ ჰგავს ტიპურ სტაჟირებას, როდესაც მკაცრ დედლაინში მასალა უნდა მოამზადო და აქ არასდროს გრჩება განცდა, რომ გამოგიყენეს, ამიტომ ჩემთვის ძალიან კომფორტულია ამ პატარა გუნდში საქმიანობა. პროექტი 2 თვეზე მეტია, ხორციელდება და ჩემს მოლოდინებს ნამდვილად ამართლებს" - ამბობს კობა მჭედლიშვილი. ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის კოორდინატორი, ჟურნალისტი ნატა ძველიშვილია. მას პროექტში მონაწილეობა, თამარ კორძაიამ შესთავაზა: " ისე დავთანხმდი, პროექტი წაკითხული არ მქონდა და არც ჩემი მოვალეობები ვიცოდი. აღმოჩნდა, რომ ცენტრისთვის უნდა მეხელმძღვანელა. ეს იყო პირველი სერიოზული პროექტი ჩემთვის. რამდენჯერმე ვკითხე კიდეც თამარ კორძაიას, დარწმუნებული ხარ, რომ მე ამ ცენტრის ჩამოყალიბებას შევძლებ-მეთქი. რატომღაც სჯეროდა" - იხსენებს ნატა ძველიშვილი. ცენტრის ხელმძღვანელსა და პროექტის დირექტორს განსხვავებული ფუნქცია-მოვალეობები აქვთ. უშუალოდ სტუდენტებთან ურთიერთობა,მათთვის დავალებების მიცემა, ამ დავალებების დარედაქტირება, ბლოგის მართვა უშუალოდ კოორდინატორს ევალება, ხოლო დავით კლდიაშვილი ფინანსური საკითხებსა და დონორებთან ურთიერთობას აგვარებს. თუმცა, ისეთი საკითხები, როგორიცაა სადისკუსიო თემის არჩევა, ლექტორის მოწვევა, საჭირო ცვლილებების განხორციელება და სტუდენტთა შერჩევა ერთობლივი გადაწვეტილების საფუძველზე ხდება. სტუდენტები გასაუბრების გზით შეირჩევიან. " ორი მნიშვნელოვანი ეტაპია - სტუდენტების შერჩევა და შემდეგ მათთან მუშაობა.

თუ პირველს არ გააკეთებ სწორად, მეორე არ იქნება შედეგიანი. ამიტომაც ყველაზე ძალიან გასაუბრების ეტაპს განვიცდი ხოლმე. თითოეულ აპლიკანტზე უნდა მქონდეს დასაბუთებული პასუხი რატომ ავირჩიეთ ან არ ავირჩიეთ. მაინც მგონია ლატარიასავითაა, ყველა სტუდენტი არ ამართლებს. ზოგი იმაზე მეტად აქტიურია, ვიდრე ელოდები და ზოგი - ნაკლებად" - აღნიშნავს ნატა ძველიშვილი. ალექსანდრე ქეშელაშვილი, ლიბცენტრის პირველი ჯგუფის სტუდენტი იყო, დღეს კი ცენტრის ტექნიკური ასისტენტია. საჭიროების შემთხვევაში იგი ისეთ ტექნიკურ საკითხებზე მუშაობას ასწავლის სტუდენტებს, როგორებიცაა: კამერასთან მუშაობა, მონტაჟი და ა.შ. " აქ მომეცა საშუალება მემუშავა ისეთ გარემოებებში, რომელშიც მოქმედება პროფესიონალისთვისაც რთულია. როგორც სტუდენტი, მოვხვდი 2013 წლის პირველ და 17 მაისის აქციებზე, რომლებზე გადაღებულმა კადრებმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა. ის საქმე, რაშიც ვეხმარები სტუდენტებს, იქნება ეს მულტიმედია აქტივობა თუ ჟურნალისტიკის პრაქტიკული ასპექტების გაცნობა, სწორედ ლიბცენტრში ვისწავლე", - იხსენებს ალექსანდრე ქეშელაშვილი. ცენტრი აპირებს ლექციების ბეჭდური სახით გამოცემას, რაც პროექტის დასასრულისთვის იგეგმება და რის განხორციელებაში სტუდენტებიც მონაწილეობენ. " საუკეთესო ლექციები ირჩევა, კეთდება მისი ტრანსკიფტი, რედაქტირდება და ამ გზით სულ სხვა ხიბლს იძენს თემა, რომელსაც ესა თუ ის ლექტორი განიხილავს ლექციაზე. წიგნის გამოცემა პროექტით გათვალისწინებული არ არის. ამიტომ, ჯერ კიდევ უცნობია დონორი ორგანიზაცია დააფინანსებს თუ არა წიგნის იდეას. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ცენტრის წევრები საკუთარ ხარჯებს გავიღებთ ამ ჩანაფიქრის განსახორციელებლად", - ამბობს დავით კლდიაშვილი. პროექტი 2015 წლის იანვარში სრულდება. კურსი 6 თვიანია და მის ფარგლებში 60-მდე სტუდენტმა უკვე გაიარა უფასო სასერთიფიკაციო კურსი, ხოლო ნაწილი ახლაც ჩართულია სწავლის პროცესში. ცენტრი დაარსებიდან დღემდე ავითარებს რესურსებს, რომლებიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს თავიანთი შესაძლებლობები გამოიყენონ და იდეები განახორციელონ. მიზანიც ზუსტად აქტიური თაობის მაქსიმალური ხელშეწყობაა. ქეთევან კანდელაკი

ახალი მულტიმედია ცენტრი სტუდენტებს „განათლების მულტიმედია ცენტრი“ გაიხნა 2012 წელს, ალ. ჭავჭავაძის #10-ში. იგი G-MEDIA (ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას) პროგრამის ნაწილია, რომელსაც IREX (საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო) USAID-ის (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) დაფინანსებით ახორციელებს. ცენტრი უზრუნველყოფს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების წვდომას ტექნიკასთან, რაც ხელს უწყობს სტუდენტებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. ცენტრში არსებულ ტექნიკას დღეისათვის იყენებენ საქართველოს ჟურნალისტიკის სკოლები: კავკასიური სკოლის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის (CSJMM) და ახალი მედიის სკოლა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება - G-MEDIA სტუდენტები, ასევე GIPA და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ე.წ. SMART ლაბორატორია ის სივრცეა, რომელიც იცვლის პროპორციას - საჭიროებისამებრ იკუმშება და ფართოვდება. ის იძლევა საშუალებას, რომ მასწავლებლებმა და სტუდენტებმა, მაგალითად, სულ რამდენიმე წუთში საკლასო ოთახებიდან სტუდიურ გარემოში გადაინაცვლონ. შეიძლება ითქვას, რომ აქ თითოეული კვადრატული მეტრი დამოუკიდებელი სტუდიაა, სადაც შესაძლებელია როგორც ინტერვიუს ჩაწერა, ასევე მონტაჟი თუ სხვა საჭირო ფუნქ-

2

ციების გამოყენება. ცენტრის განსაკუთრებული და უნიკალური მახასიათებელი კი ის არის, რომ აღჭურვილობა, ფერადი ავეჯი და ლურჯი კედლებიც კი ადვილად გადაადგილდება, რაც სივრცის განაწილებისა და დიზაინის შეცვლის შესაძლებლობას იძლევა. 50 სამუშაო ადგილი, ვიდეოკამერები, მიკროფონები აუდიოჩამწერები, IPad -ები და სხვა მობილური მოწყობილობები სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თანამედროვე მედიაში არსებულ უახლეს მიღწევებს გაეცნონ. „უკვე ორი წელიწადია, ცენტრი ფუნქციონირებს. მისი დაარსების ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ IREX-მა ჩაატარა კვლევა, თუ

როგორ განათლებას იღებდნენ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები სხვადასხვა სასწავლებლებში. აღმოჩნდა, რომ უნივერსიტეტები, ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტების ვერ აძლევენ პრაქტიკული განათლებას. გარდა თეორიული სწავლებისა, არც ერთ სასწავლებელს არ ჰქონია შესაბამისი გარემო პრაქტიკული მუშაობისთვის. ამიტომ, გადაწყდა შექმნილიყო ცენტრი, რომელიც სტუდენტებს მისცემდა შესაძლებლობას, ესწავლათ ნიუს-რუმის პირობებში. ლექტორები დადებითად აფასებენ ცენტრის შექმნის იდეას. თსუ-ის ლექტორი, თამარ ბელქანია კმაყოფილია ცენტრის მუშაობით. „წელს პირველად ვკითხულობ ახალ

მულტიმედია ცენტრში ლექციას. ტექნიკური რესურსი ძალიან დიდია: კამერა, მიკროფონი, სამონტაჟო ბაზა და ყველაფერი, რაც აუცილებელია ამ საგნის სწავლებისათვის,“აღნიშნა მან. თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ხატია ყურაშვილი საუბრობს პრაქტიკული სამუშაოების აუცილებლობაზე და აღნიშნავს, რომ აქამდე მას და მის კურსელებს მსგავსი შესაძლებლობები არ ჰქონიათ. „წელს პირველად გვაქვს ასეთი ახლო შეხება ტექნიკასთან. ასე მგონია, 3 წელი თეორის ფუჭად შევალიეთ. ისეთი პროფესია, როგორიც ჟურნალისტიკაა, მოითხოვს პრაქტიკას, რომლის საშუალება უნივერსიტეტში ფიზიკურად არ გვქონია. უბრალოდ, სასწავლებელს არ აქვს იმის რესურსი რომ ყველა სტუდენტის მუშაობა უზრუნველყოს ტექნიკით. მოხარული ვარ, რომ მოვესწარი მულტიმედია ცენტრში სწავლის პროცესს და იმედი მაქვს აქ შეძენილი ცოდნა შემდეგში აუცილებლად წამადგება,“- ამბობს ხატია. “განათლების მულტიმედია ცენტრი“ არის ადგილი, სადაც სტუდენტებს თავისუფლად შუძლიათ გამართონ დისკუსიები, ღია ლექციები, კონკურსები, პოლიტიკური დებატები. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, შუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესებში. თათია გითოლენდია

10 დეკემბერი

განათლება

შეძლებს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტი მაღალი სასწავლო სტანდარტების შენარჩუნებას?! თავისუფალი უნივერსიტეტის დამაარსებელი კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა. საქართველოში ყველაზე რეიტინგულ საგანმანათლებლო უნივერსიტეტებს მმართველი რგოლი გამოაკლდა. სწორედ ამიტომ, ჩნდება ლოგიკური კითხვა - შეძლებს კი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები მაღალი სასწავლო სტანდარტების შენარჩუნებას? კახა ბენდუქიძის გარდაცვალების დღიდან საზოგადოებაში სხვადასხვა მოსაზრება ფიგურირებს. ცნობილი რუსი ჟურნალისტის, მატვეი განაპოლსკის მოსაზრებით, უნივერსიტეტი განადგურების საფრთხის წინაშე დგას. „საშინელი დარტყმაა კახა ბენდუქიძის სიკვდილი. ერთი მხრივ, ეს დიდი დანაკლისია უკრაინისთვის, რომელსაც იგი ბოლო დროს საქმიან, სასარგებლო რჩევებს აძლევდა, მეორე მხრივ - უფრო დიდი უბედურებაც არსებობს: რა ბედი ელის მის უნივერსიტეტს, რომელსაც პატრონაჟს უწევდა და რომელსაც აფინანსებდა. ახლა, მის შექმნილს დაიტაცებენ, გაძარცვავენ და გაანადგურებენ, ყველას გაყრიან და არაფერი დარჩება - ასეთია ახლა საქართველო,“ - განაცხადა მატვეი განაპოლსკიმ. მართლა ასეთია საქართველო თუ არა, ამ ეტაპზე ჩვენი გამოსარკვევი ეს არაა. მაგრამ, საინტერესოა, რეალურად რა ხდება კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის კედლებში? რა განწყობა აქვთ თანამშრომლებსა და სტუდენტებს? თავისუფალი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ბექა კოკაიას განმარტებით, მართალია, დიდი დანაკლისია დამაარსებლის და მთავარი იდეოლოგის გარდაცვალება, მაგრამ რეალურად უნივერსიტეტებში უარესობისკენ არაფერი შეიცვლება. პირიქით, სწორად აწყობილი მენეჯმენტი და გუნდი, რომელიც კახა ბენდუქიძემ დატოვა, ორმაგი მოტივაციით აგრძელებს მუშაობას, რათა ის ჩანაფიქრები, რომელიც პირველივე დღიდან არსებობდა, წარმატებით განხორციელდეს. „ამის მარტივი მაგალითია, თუნდაც ის ფაქტი, რომ მისი გარდაცვალების მეორე

დღეს, პარასკევს, 9 საათზე დანიშნულ გამოცდაზე სტუდენტების 100 %-იანი დასწრება აღინიშნა,“-განაცხადა ბექა კოკაიამ. Free uni-ის პროექტების მენეჯერის, ნათია გულისაშვილის განცხადებით, უნივერსიტეტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და არავითარი დაბრკოლება არ არსებობს. „უნივერსიტეტები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. არსებობენ მმართველები, მენეჯერები. ასევე არის კანცლერი, რექტორი, პრორექტორი და ა.შ. ბატონმა კახამ ისე ააწყო მენეჯმენტი, რომ გადაწყვეტილება მუდამ კონსესუსის საფუძველზე მიიღწეოდა და ასე იქნება მომავალშიც. ბატონი კახა იყო უნივერსიტეტის იდეის ავტორი და სულის ჩამდგმელი და ასევე დარჩება. უნივერსიტეტებს კი ისევ მართავს ის ხალხი, ვინც აქამდე მართავდა. სამწუხაროდ, ბატონი კახას გამოკლებით,“ - ამბობს ნათია გულისაშვილი. სტუდენტებშიც იგივე განწყობა იგრძნობა, როგორიც თავისუფალი უნივერსიტეტის თა-

ნამშრომლებში. გვანცა ხაბელაშვილი, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის გარდამავალი დაფინანსებით სარგებლობს, დღეს, ბიზნეს სკოლის მესამე კურსზე სწავლობს და ამაყობს იმ სტატუსით, რომელიც მას ამ უნივერსიტეტის სტუდენტის წოდებას ანიჭებს. „...რაც შეეხება ბატონი კახას გარდაცვალებას. ხუთშაბათ საღამოს მოვიდა მეილი - ბატონი კახასთვის მოვიტანოთ სანთლები. რა სანთლები უნდა მოვიტანო-მეთქი, გავიფიქრე. დაახლოებით ამ მომენტიდან გავიდა 5 წუთი, რაც ეს მეილი მოვიდა და უკვე აჭრელებული იყო ჩემი Facebook გვერდი და ამ ყველაფრის შესახებ წუხდნენ. ის სტუდენტებიც კი, რომლებიც ბატონ კახას პირადად არ იცნობდნენ, ხვდებოდნენ, რა დანაკარგის წინაშე აღმოჩნდნენ და ეს ძალიან კარგია. რელურად მიმართულებას ვინც აძლევდა და ვინც ხედავდა წინასწარ, როგორი უნდა ყოფილიყო განვითარების ეტაპები თავისუფალ უნივერსიტეტში, ეს იყო ბატონი

კახა. თუმცა, რა თქმა უნდა, წინდახედულიც იყო იგი და ბევრი ნაბიჯი, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში წინასწარ განსაზღვრული ჰქონდა. მისმა გუნდის წევრებმა იციან, როგორ უნდა იმუშავონ,“აღნიშნა თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა გვანცა ხაბელაშვილმა. თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებიც თითქმის იგივე პოზიციას აფიქსირებენ. „სამწუხაროდ, არ ვიცნობდი ბატონ კახას კარგად, მაგრამ როცა გავიგე, რა თქმა უნდა, ცუდად მივიღე. რაც შეეხება რამის შეცვლას, მეშინოდა, რომ შეიძლებოდა ქაოსი დაწყებულიყო, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ მსურდა. ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა. ვიმედოვნებ, ბატონი კახას გარდაცვალება არ იმოქმედებს უნივერსიტეტში სწავლის ხარისხზე,“ - აღნიშნა სტუდენტმა ივანე ტყემალაძემ. ზოგიერთი სტუდენტი კი მაინც ვარაუდობს მცირე ცვლილებებს. „ეს იყო მოულედნელობა და ერთგვარი შოკიც. პირადად არ ვიცნობდი, სამწუხაროდ. ვფიქრობ, ბატონი კახას გარდაცვალება გარკვეულ ზეგავლენას იქონიებს, მაგრამ იმედი მაქვს, რადიკალურს არა,“ - განაცხადა სტუდენტმა ზვიად არობელიძემ. როგორც ცნობილია, უნივერსიტეტში უახლოეს მომავალში დაიგეგმება მრჩეველთა საბჭოს პერიოდული სხდომები, რომელზეც მომავალ გეგმებს დასახავენ. თუმცა, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ბექა კოკაიას თქმით, კახა ბენდუქიძის გარდაცვალების ფაქტი მნიშნელოვან საკადრო ცვლილებებს არ გამოიწვევს. თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებს ამიერიდან, დამფუძლებლის გარეშე მოუწევთ საგანმანათლებლო ასპარეზზე მოღვაწეობა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. შეძლებს თუ არა უნივერისტეტის გუნდი, ადრინდელივით, მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას, ამას დრო გვიჩვენებს. გიორგი ურუშაძე

საქართველო განათლების ხარისხის მიხედვით 105-ე ადგილს იკავებს 18 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ, გაეროს 2014 წლის გლობალური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. მოცემული ანგარიშის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის განათლების ხარისხის მიხედვით 105-ე ადგილს იკავებს. ჩვენს რეგიონში განსაკუთრებით მაღალია ახალგაზრდების უმუშევრობის დონე, ახალგაზრდების 31% არც მუშაობს და არც სწავლობს, არ დადის სასწავლო დაწესებულებებში რაიმე პროფესიის ან ხელობის შესასწავლად. განათლების სისტემა ვერ უპასუხებს შრომითი ბაზრის მოთხოვნებს. დასავლეთ ევროპასთან შედარებით, ჩვენი რეგიონის ქვეყნებში განათლებაზე დახარჯული თანხები ბევრად ნაკლებია. მაგალითისათვის: 2012 წელს საქართველოში მთლიანი ეროვნული პროდუქტის 2%-მდე დაიხარჯა, მაშინ, როცა მოლდოვაში - 7%-მდე. ლადო ბიწაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია. მას ერთი წლის წინაც ისევე ეზარებოდა დილით ადრე ადგომა, როგორც ახლა. მაშინ გაღვიძებულსა და მაინც დაღლილს სკოლის ჩამონგრეული კედლები და „ სალიარკით“ მოწმენდილი იატაკი ელოდა. მასწავლებლები, რომლებიც, ან ჩაატარებდნენ გაკვეთილს, ან „საპატიო მიზეზით“ გააცდენდნენ და მოსწავლეები, რომლებიც, ან „შატალოზე“ წავიდოდნენ, ან მთელ დღეს მის დაგეგმვაში გაატარებდნენ. იმ დროს სწავლის გაგრძელებაში უნივერსიტეტზე ფიქრი ეხმარებოდა. ამბობს, რომ მის წარმოდგენებში უნივერსიტეტი იყო ადგილი, სადაც უამრავი მოტივირებული ახალგაზრდა ეცდებოდა უფრო მეტი ესწავლა და უკეთესი გამხდარიყო. იცოდა, რომ აქ სწავლა ადვილი არ იქნებოდა და ამ აზრს სკოლის ასაკიდანვე შეეგუა, თუმცა არც

10 დეკემბერი

იმ პრობლემებს ელოდა, რომლებზეც ახლა გვესაუბრება: „ თსუ-ში ბევრი პრობლემაა, რომლებსაც სტუდენტები ყოველდღიურად ვაწყდებით: გაუმართავი ინფრასტრუქტურა პირველ კორპუსს თუ არ ჩავთვლით, დანარჩენ კორპუსებში საშინელი მდგომარეობაა. საგნების არჩევა ხომ საერთოდ ცალკე თემაა, ქართულ ენაზე არსებული მასალების სიმცირე, ასევე შეიმჩნევა ბიუროკრატიის მაღალი დონე. მაგალითად, თუ რაიმე პრობლემა მაქვს და მისი მოგვარება მინდა, ერთი კორპუსიდან მეორეში გადამამისამართებენ, მეორედან - მესამეში და ასე დაუსრულებლად. საბოლოოდ კი პრობლემა პრობლემად რჩება,“- ამბობს ლადო ბიწაძე.

საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს თსუ-ის რექტორის მოადგილე, იოსებ სალუქვაძეც. მისი აზრით, საქართველოში არსებული განათლების ხა-

რისხი არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომლებიც დასავლეთის უნივერსიტეტებშია. ამის მიზეზად დაფინანსების ნაკლებობას ასახელებს, სტუდენეტების დაბალი მოტივაციაც დიდ პრობლემად მიაჩნია და ამბობს იმასაც, რომ უნივერსიტეტის პროფესურის დონე, თავისი კვლევებითა და პუბლიკაციებით, არ არის, თუნდაც, აღმოსავლეთი ევროპის უნივერსიტეტების დონის შესაბამისი, თუმცა განმარტავს, რომ გამონაკლისები, რა თქმა უნდა, არიან. როგორც განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელთან საუბრისას გაირკვა, აპარატი სრულიად აცნობიერებს ამ პრობლემებს და სწორედ განათლების ხარისხის ასამაღლებლად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშავა განათლების სისტემის განვითარების გრძელვადიანი ხედვა. „ანალიტიკური დოკუმენტი მოიცავს განათლებისა და მეცნიერების ყველა დონეს -სკოლამდელ, ზოგად და უმაღლეს განათლებასა და მეცნიერების განვითარებას. ასევე, გათვალისწინებულია ისეთი ძირითადი პრინციპები, როგორიცაა ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება და უწყვეტი განათლების პრინციპი. ყოველივე ეს შეესაბამება, როგორც ბოლონიის პროცესის მოთხოვნებს, ასევე, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს რეკომენდაციებს,“- ამბობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ლალი როზომაშვილი. იგი ასევე საუბრობს იმაზე, რომ ხანგრძლივი კვლევების შედეგად შექმნილი დოკუმენტი მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების გამოცდილებასთანაა შეჯერებული. მასში გაწერილია განათლების სფეროში არსებული გამოწვევები და გასატარებელი საკვანძო ცვლილებები. იგი წარმოადგენს ძი-

რითადი მიმართულების გამაერთიანებელ დოკუმენტს, რომლის სამოქმედო გეგმად გარდაქმნაზე თემატური ჯგუფი უწყვეტად იმუშავებს. საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ანანო წიტაიშვილი იმედოვნებს, რომ ამჯერად დაგეგმილი ცვლილებები უმტკივნეულოდ განხორციელდება და უარყოფითად არ აისახება ახალგაზრდებზე: „ აუცილებელია გრძელვადიანი პერსპექტივის დასახვა და ერთი კონკრეტული კურსის აღება, რომელიც მთავრობის ცვლილებასთან ერთად რადიკალურად არ შეიცვლება. არ იქნება გადაჭარბებული, თუკი ვიტყვი, რომ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული ცვლილებები სხვა არაფერი იყო, თუ არა ცდების ჩატარება მოსწავლე-ახალგაზრდობაზე.“ იქამდე, სანამ საქართველოს სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორი პრიორიტეტებს განსაზღვრავს და სამოქმედო გეგმის წერილობით ჩამოყალიბებასა და უკვე განხორციელებას შეუდგება, ლადო ბიწაძე, ისევე, როგორც ბევრი ახალგაზრდა, საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას აპირებს. ის ფიქრობს, რომ სხვა ქვეყანაში უფრო მაღალი ხარისხის განათლების მიღებას შეძლებს, უკეთესი სასწავლო გარემო ექნება და დასაქმების მეტი პერსპექტივაც, თუმცა საქართველოში დაბრუნებას აპირებს. ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი რაღაც, თუნდაც საგანმანათლებლო სისტემაში, ახლიდან არის შესაქმნელი, ბევრი კი გამოსასწორებელი და გამოთქვამს სურვილს, რომ უკეთესის დანერგვაში თავადაც მიიღოს მონაწილეობა. სალომე აბულაშვილი

3


პოლიტიკა

უცხოური ამბები

G20-შეჯამება: მთავარი მოვლენები

ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში 15 და 16 ნოემბერს გამართულმა ლიდერთა დიდი ოცეულის სამიტმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. მას 4 000-მდე დელეგატი და 3 000მდე მედიის წარმომადგენელი დაესწრო. უკრაინა, კლიმატის ცვლილებები, ებოლასთან ბრძოლა და ეკონომიკური გამოწვევები - ის ძირითადი თემები იყო, რომელზეც ისაუბრეს. 19 vs 1: მთელი სამიტის მანძილზე ვლადიმერ პუტინი იზოლირებული ჩანდა მსოფლიო ლიდერებისგან, რომელთაც იგი უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო გაკიცხეს. ეს ყველაფერი გულცივი დახვედრით დაიწყო, ავსტრალიაში ჩასულ რუსეთის პრეზიდენტს აეროპორტში ტონი ებოტის მთავრობიდან მხოლოდ ნაკლებად გავლენიანი პოლიტიკოსები დახვდნენ. მომდევნო დღეს კი კანადის პრემიერ-მინისტრი, სტეფენ ჰარპერი, მას შემდეგი სიტყვებით მიესალმა: „ხელს კი ჩამოგართმევ, მაგრამ ერთს გეტყვი - უკრაინას თავი დაანებე.“

საბოლოო კომუნიკეში მსოფლიო ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მათი მიზანი ხალხისთვის ცხოვრების დონის ამაღლება და სამუშაო ადგილების შექმნაა. დიდი ოცეული 2018 წლისთვის თავისი ეკონომიკის, სულ მცირე, 2%-ით გაზრდას გეგმავს, რაც ნიშნავს რომ გლობალურს ორი ტრილიონი დოლარი შეემატება. ამის მისაღწევად ისინი 800-მდე მიდგომის დანერგვას შეეცდებიან, მათ შორის - ინვესტიციების გაზრდას, ვაჭრობისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და სამართლიანი საერთაშორისო საგადასახადო სისტემის დაწესებას. კომუნიკეში ასევე წერია, რომ დიდი ოცეული 2025 წლამდე 100 მილიონი ქალის დასაქმებაზეც იზრუნებს. ქართული გამოხმაურება: თსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ასოცირებული პროფესორი სერგი კაპანაძე, G20-ის სამიტზე მსოფლიო ლიდერების მიერ პუტინის გაკიცხვას აფასებს:

სოლიდარობის თვე „Movember“

2003 წლის ნოემბერში, ავსტრალიაში, დაიწყო საქველმოქმედო აქცია „Movember“. მამაკაცთა დასახმარებლად წამოწყებული კამპანია მიზნად ისახავს პროსტატის კიბოს მკურნალობის დაფინანსებისათვის თანხის შეგროვებას. აქციის მთავარი სახეები მსოფლიო სპორტის ვარსკვლავები არიან, მხოლოდ მამაკაცები. საქმე ისაა, რომ ამ მოძრაობაში მონაწილეობისათვის აუცილებელია სახის თმა. აქციის პოპულარიზების მიზნით, ყოველი წლის ნოემბერში, მთელი თვის განმავლობაში, სპორტსმენი მამაკაცები ატარებენ ულვაშს. 2014 წელიც არ აღმოჩნდა გამო-

2 გასაღები: ბრძოლა სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებისთვის თუ პოლიტიკური ძალაუფლებისთვის?

ნაკლისი. გასული 30 დღის განმავლობაში უამრავმა ცნობილმა სპორტის ვარსკვლავმა გაიღო მოწყალება. ფინანსურ ქველმოქმედებასთან ერთად, 1-თვიანი ულვაშის ტარებით მათ სხვებსაც მოუწოდეს ამ აქციაში ჩასთვისკენ. ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი ჯო ჰარტი, ოქროს ბურთის მფლობელი მაიკლ ოუენი, ლეგენდარული გარი ლინეკერი, პიტერ კრაუჩი, ჯოი ბარტონი, ტეო უოლკოტი და აქციის მთავარი ვარსკვლავი - დევიდ ბექჰემი უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ულვაშს ატარებდნენ. ედი ბარამაშვილი

რუსული რუბლის კრიზისი

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რეპორტიორებთან თქვა, რომ რუსეთი უკრაინაში სეპარატისტებისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემით საერთაშორისო კანონმდებლობასა და მინსკის შეთანხმებას არღვევდა. ობამამ ასევე დასძინა, რომ თუ პუტინი კურსს არ შეიცვლიდა, ეკონომიკური იზოლირება კვლავ გაგრძელდებოდა. ვლადიმერ პუტინმა გამოუძინებლობის მიზეზით ბრისბენი მსოფლიო ლიდერებიდან პირველმა დატოვა, მანამ სანამ შეხვედრის მიღწევებზე ისაუბრებდნენ. ებოტის პრობლემა: დიდი ოცეულის სამიტი ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ, ტონი ებოტისთვისაც, რთული აღმოჩნდა. გლობალურ პრობლემებზე კონცენტრაციის მაგივრად, მან მსოფლიოს ლიდერებს საშინაო პრობლემებზე მოუყვა, რის გამოც ზოგიერთმა ის გააკრიტიკა. ებოტმა არც ობამას ახალ 3-მილიარდიან მწვანე ფონდს დაუჭირა მხარი ფინანსურად, რომლის მიზანი განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ შედეგებთან ბრძოლაა. წარმატებული ვიზიტი ობამასთვის: ბარაკ ობამამ კლიმატის ცვლილებები და აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების დაცვა დიდი ოცეულის სამიტის დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხად აქცია. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ებოლას ეპიდებიასთან ბრძოლაზე. სამიტის ოფიციალურ გახსნამდე, აშშ-ის პრეზიდენტი ქვინსლენდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა, სადაც სტუდენტები მას როკ ვარსკვლავივით შეეგებნენ. ობამამ პირობა დადო, რომ ამერიკა 3 მილიარდ დოლარს გამოყოფდა იმ ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად, რომლებიც კლიმატური ცვლილებით დაზარალდნენ. ეკონომიკური დაპირებები:

4

„რუსეთი, კონკეტულად კრემლი, უკვე ყველა ზღვარს გადავიდა. მან უხეშად შელახა საერთაშორისო სამართალი 2008 წელს საქართველოში, 2014-ში კი - უკრაინაში. პრაქტიკულად, რუსეთი სისტემურად დაუპირისპირდა ცივილიზებულ მსოფლიოს, მიზნად დაისახა რა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლა. ამიტომ, ის, რომ პუტინი “არახელჩამორთევად“ ლიდერად იქცა, სრულიად გასაგები და ლოგიკურია. მას ძალიან გაუჭირდება თავისი პრესტიჟისა და რენომეს აღდგენა და დასავლეთის ლიდერებთან ერთად ერთი კლუბის წევრობა. ამიტომ, G20-ი თუ სხვა ფორმატები, დიდი ალბათობით, პუტინისთვის გარიყვის და პირადი შეურაცხოფის ადგილებად დარჩება მომავალშიც.“ საქართველოს ბანკების ასოციაციის დირექტორი, გიორგი ცუცქირიძე, დიდი ოცეულის სამიტზე გაჟღერებულ ეკონომიკურ დაპირებებს აფასებს: „თუ დათქმულ ვადაში რამე გლობალური პოლიტიკური რყევა არ მოხდა, მიმაჩნია, რომ დაპირება ეკონომიკის მინიმუმ 2%-ით გაზრდასა და 2 ტრილიონი დოლარის ინვესტიციაზე, სავსებით შესაძლებელია. მით უმეტეს, როგორც ჩანს, ამ წლებში ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდება და ის 55-60 აშშ დოლარის ფარგლებში იქნება ბარელზე. სწორედ ნავთობზე მაღალი ფასი აფერხებდა ეკონომიკის ზრდის ვექტორს. 2025 წლისათვის 100 მილიონი ქალის დასაქმება ეკონომიკის განვითარების ტენდენციებზე იქნება დამოკიდებული; აღნიშნული ციფრის რეალურობა ცოტა ძნელად პროგნოზირებადია, თუმცა ქალთა შრომითი უფლებების მზარდი მხარდაჭერა იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ კერძო და სახელმწიფო სექტორებში მეტი მანდილოსანი დასაქმდება.“ სალომე ფხალაძე

რუსეთის პრემიერ–მინისტრი, დიმიტრი მედვედევი, აღიარებს, რომ რუბლის გაუფასურება ქვეყნის ეკონომიკას აზარალებს. ამის შესახებ მედვედევმა ფედერალური არხებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „გაუფასურება გამოწვეულია უკრაინის კრიზისის შედეგად დასავლეთის მიერ წაყენებული სანქციების გამო, ამის შედეგად ათობით მილიარდობით დოლარი დავკარგეთ,“ – განაცხადა მან. „შეზღუდვების გამო რუსეთთან ერთად იზარალა ევროკავშირმაც, რომელმაც მიმდინარე წელს 40 მილიარდი ევრო დაკარგა,“ – განაცხადა პრემიერმა, რითაც

დაადასტურა პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, განცხადება იმის თაობაზე, რომ სანქციებმა არამარტო რუსეთი, არამედ სანქციის გამცემი ქვეყნებიც აზარალა. მისივე თქმით, სერიოზული ცვლილებების შემთხვევაში არ არის გამორიცხული, ქვეყნის ბიუჯეტიც გადაიხედოს. შეგახსენებთ, რომ რუსული ეროვნული ვალუტა ივნისის შემდეგ დოლართან მიმართებით 40%–ით დაეცა, რამაც ინფლაცია და სამომხმარებლო ფასების სწრაფი ზრდა გამოიწვია. გუგა როგავა

ადგილი თქვენი რეკლამისთვის 10 დეკემბერი

უკვე რამდენიმე კვირაა აქტიურად მიმდინარეობს ფარულ მოსმენებზე წვდომის შესახებ კანონპროექტის განხილვა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველშვილმა, ერთხელ უკვე დაადო ვეტო კანონპროექტს, რომელიც თებერვლამდე საგამოძიებო ორგანოებს საშუალებას აძლევს კვლავ ჰქონდეთ პირდაპირი წვდომა სატელეფონო მოსმენების მოწყობილობებზე და რომელიც პარლამენტმა 30 ოქტომბერს დაამტკიცა. „მე მოვუწოდებ პარლამენტს, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს კანონი და გააკეთოს მთავარი – აღადგინოს ნდობა სახელმწიფოს აღმასრულებელ სტრუქტურებსა და საზოგადოებას შორის. ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა დემოკრატიულ საზოგადოებაში, მათ შორის, კრიმინოგენული საკითხების გადალახვა, ხდება საზოგადოების მაქსიმალური ნდობით და ჩართულობით,“- აღნიშნა პრეზიდენტმა. პარლამენტმა უნდა განიხილოს ორი კანონპროექტი: პირველი - ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ე.წ. 2-გასაღებიანი სისტემის შემოღებას, რომელთაგან ერთი „გასაღები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დარჩება, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება. ამ კანონპროექტის ავტორების მტკიცებით მათი პროექტით გათვალისწინებულია ორი მნიშვნელოვანი რამ – ადამიანის უფლებების დაცვა პირადი ცხოვრების ხელყოფისგან და სახელმწიფო უსაფრთხოება. რაც შეეხება მეორე ინიციატივას, ეს არის დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის მიერ მომზადებული კანონპროექტი. იგი ე.წ. ერთგასაღებიანი სისტემის შემოღებას გულისხმობს, რომლის მიხედვითაც, ფარულ მოსმენებზე წვდომის უფლება უნდა ჰქონდეს მხოლოდ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. კერძოდ, ხმალაძის პროექტის თანახმად, ფარულ მოსმენაზე სასამართლოს შესაბამისი განჩინება კომუნიკაციების კომისიაში მივა და სწორედ ეს ორგანო, ელექტორონული გასაღების მეშვეობით,

გახსნის კომპანიასა და შსს-ს შორის დამაკავშირებელ არხს. ამასთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს პროცესის კონტროლის ვალდებულება დაეკისრება. გარდა ამისა, ე.წ. გასაღების საკითხზე პარლამენტში წარდგენილია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, თუმცა იგი კანონპროექტად არ არის დარეგისტრირებული. არასამთავრობოთა შეთავაზება ასევე ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, ერთი გასაღები აქვს სასამართლოს, მეორე– ელექტრონულ კომპანიებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მმართველ კოალიციაში აზრი გაიყო. ცნობილია, რომ პრემიერ-მინისტრი ბესელიაფოფხაძე-სესიაშვილის ინიციატივას უჭერს მხარს და ეწინააღმდეგება არასამთავრობოების ინიციატივას და ამის გამო მათ ნაციონალური მოძრაობის ლობირებაში ადანაშაულებს. „ეს ყველაფერი ყოვლად მიუღებელია. მათი მთავარი მიზანია შსს–ს პარალიზება. ისინი ებრძვიან სახელმწიფო

ინსტიტუტებს და ვის ინტერესებშიცაა სახელმწიფო ინსტიტუტებთან ბრძოლა, ძალიან კარგად ვიცით. ჩვენი მთავარი მიზანი, როგორც ოპოზიციის, ისე პოზიციის უნდა იყოს, რომ სახელმწიფო გავაძლიეროთ და არ დავასუსტოთ. მანამ, ვიდრე პრემიერ-მინისტრი ვარ, არავის მივცემ უფლებას ექსპერიმენტები ჩაატარონ ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობაზე, ეს გამორიცხულია. ჩვენ მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც მორგებულია ჩვენს რეალობაზე,“–აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორც პრემიერმა განაცხადა, დემოკრატიულ ქვეყნებში აპრობირებულია, რომ „გასაღებს“ ფლობს შსს და „ექსპერიმენტების უფლებას არავის მისცემს.“ ღარიბაშვილის პოზიციას იზიარებს უმრავლესობის წევრი გია ვოლსკიც და მხარს ბესელიაფოფხაძე-სესიაშვილის ინიცატივას უჭერს. უმრავლესობის სხვა წარმომადგენლები კი განხვავებულად ფიქრობენ და მხარს ვახტანგ ხმალაძის ინიციატივას უჭერენ. დავით ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ გასაღები არც პროვაიდერების ხელში უნდა იყოს და არც შსს-ს. „არ იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვი, რომ ვახტანგ

ხმალაძის მიერ წარმოდგენილ პროექტს მივიჩნევ პრიორიტეტულად. ვინც ასე ვართ განწყობილი, მიგვაჩნია რომ არც პროვაიდერებს, თუმცა ევროპის ქვეყნების დიდ უმრავლესობაში მანდ არის გასაღები, არც შსს–ს არ უნდა ჰქონდეს ეს გასაღები, არამედ ეს გასაღები უნდა იყოს ძალიან მაღალი ნდობის მქონე სახელმწიფო სტრუქტურაში. სახელმწიფო სტრუქტურას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენს ვითარებაში და ხმალაძემ ასეთ სტრუქტურად შეარჩია მარეგულირებელი კომისია, რომელიც პრეზიდენტის მიერ მთავრობის თანხმობით პარლამენტის კენჭისყრით კომპლექტდება. ამიტომ ნდობა მისადმი არის მაღალი,“ - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის ინიციატივას პრეზიდენტმა ვეტო დაადოს. მათი ნაწილი გამოთქვამს ეჭვს, რომ შსს–ს არ სურს მნიშვნელოვანი ძალაუფლებრივი ბერკეტის დაკარგვა და სწორედ ამიტომ უჭერენ მხარს გასაღების შსს–თვის დატოვებას. არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ ხელმძღვანელმა ზვიად დევნარიანმა აღნიშნა: „ჩვენ ჩვენი პრინციპული პოზიცია გვაქვს და ვამბობთ, რომ შსს–ს არცერთი გასაღები არ უნდა ჰქონდეს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ხმალაძის ინიციატივაში მივიღებთ მონაწილეობას, ვინაიდან პრინციპების დონეზე ეს მოდელი ჩვენს ვერსიასთან ახლოსაა. მაგრამ, სავარაუდოდ, უმრავლესობა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტს დაუჭერს მხარს, რაზედაც ხაზგასმით ვამბობთ, რომ ეს რეალურად შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივაა“. აღსანიშნავია, რომ ვახტანგ ხმალაძის ინიციატიავს მხარს უჭერენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ფრაქცია „ქართული ოცნებარესპუბლიკელები“, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები.“ ასევე ამ ინიციატივისთვის ხმის მიცემას აპირებს საპარლამენტო უმცირესობა. ანა სარალიძე

ნაცემი პატიმრები და ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 17 ნოემბერს ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსთვის მთავარ პრიორიტეტებზე გააკეთა აქცენტი. “ჩვენი მთავარი პრიორიტეტია დემოკრატიის კონსოლიდაცია, კანონის უზენაესობისა და სამაგალითო მმართველობის განმტკიცება, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზრუნველყოფა. ამ მიზნით, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებით საქართველო საბოლოოდ იქცევა სტაბილურ და ქმედით პლურალისტული დემოკრატიის ქვეყანად, რომელშიც უზრუნველყოფილია კონტროლისა და ბალანსის ეფექტიანი მექანიზმები და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები.“, - განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, რომ ასოცირების ხელსეკრულებაში საქართველოს ნაკისრი ვალდებულებებიდან ერთ-ერთია მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ჯერ კიდევ ამა წლის ოქტომბერში წუხილს გამოთქვამდა პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების სიტემის გამო. ბრიუსელში პრემიერის ვიზიტს კი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომიტორინგისას, საშხაპე ოთახში სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ ორი ნაცემი პატიმრის აღმოჩენა უძღოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, კახა კახიშვილმა პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე ატეხილ ხმაურთან დაკავშირებით განცხა-

10 დეკემბერი

დება გააკეთა: “ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სრულყოფილი გამოძიება პროკურატურის მიერ წარიმართოს. მიუხედავად იმისა, რომ სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი მიმდინარე წლის 12 ნოემბრიდან აწარმოებდა გამოძიებას და სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმება სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და იმ შეკითხვების გათვალისწინებით, რაც შეიძლება გაჩენილიყო შიდა გამოძიების მიმართ, საქმეზე სრულყოფილ გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს,“- განაცხადა კახიშვილმა. კახიშვილის პოზიციას არ ეთანხმებიან სახალხო დამცველის წარმომადგენლები. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ ნაცემ პატიმრებზე სხეულის დაზიანებები მათი თანდასწრებით დაადასტურა ადგილობრივმა ექიმმა. სახალხო დამცველი მოითხოვს, რომ დროულად ჩატარდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ბრალდებულების სხეულზე არსებული დაზიანებების ხარისხის, ხასიათის, ხანდაზმულობის, წარმოშობისა და განვითარების მექანიზმის დასადგენად, ასევე საგამოძიებო ორგანომ დროულად ამოიღოს მითითებული ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები. მომხდარს არასამთავრობო ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ. ათი არასამთავრობო ორგანიზაცია სასჯელაღსრულების მინისტრს განცხადებით მიმართავს: „აღნიშნული ფაქტი, გარდა იმისა, რომ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, იგი წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შელახვას და ადამიანის უფლებათა და ძირითადად თავისუფლებათა დაცვის ევროპული

კონვენციის დარღვევას. არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ ციხეში პატიმართა მიმართ წამებისა და არაადამიანურად მოპყრობის ფაქტს და მოვუწოდებს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს პროკურატურას, გაატარონ დაუყოვნებლი საგამოძიებო მოქმედებები და გამოვლენილ და დასჯილი იქნეს პატიმართა წამებაში მხილებული ყველა პირი. “ ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მომხდარს ეხმაურება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე და აცხადებს, რომ ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მონიტორინგის არსებობის დადებითი მხარე. „იმედს გამოვთქვამ, რომ კამერები ჩართული იყო და მათ დამნაშავეები დააფიქსირეს“, - აცხადებს კოჟორიძე. შეგახსენებთ, რომ შიდა კვლევას ატარებს ასევე სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციაც. სახალხო დამცველმა პროკურატურას გლდანის ციხის ყველა იმ თანამშრომლის გვარი გადასცა, რომლებიც შესაძლოა პატიმრების მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტში მონაწილეობდნენ. მათ შორის არიან მერვე დაწესებულების ხელმძღვანელი პირები. როგორც ჩანს ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთ ვალდებულებას სერიოზული პრობლემები აქვს. ეს მხოლოდ გლდანის #8 დაწესებულებას არ ეხება. არეულობაა ბათუმის მესამე საპყრობილეშიც, სადაც პატიმრები შიმშილობენ, ზოგიერთმა მათგანმა კი თვითდაზიანებები მიიყენა. ჩვენ შევეცადეთ დამოუკიდბელი ექსპერტების აზრიც გაგვეგო, ამიტომ დავუკავშირდით ა.ა.ი.პ. “ადვოკატები”-ს პრეზიდენტს, ქალბატონ ნონა საღარეიშვილს: “12 ნოემბერს სახალხო დამცველმა გაასაჯაროვა ის ფაქტი, თუ როგორ აწამეს ორი პატიმარი გლდანის #8 საპყრობილეში ციხის ადმი-

ნისტრაციამ. მე, როგორც უფლებადამცველი, ა.ა.ი.პ. “ადვოკატები”-ს პრეზიდენტი და ამ ქვეყნის მოქალაქე, ვგმობ ამგვარ ქმედებას. სამწუხაროდ, პატიმრების მიმართ ძალადობა ხორციელდებოდა და კვლავ ხორციელდება,რაც ადამიანის უფლებათა და ყველა საერთაშორისო კონვენციის უხეში დარღვევაა, რაც აუცილებლად საჭიროებს სათანადო რეაგირებას. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი კრძალავს ადამიანის წამებას. ამ ვითარებიდან უკვე იკვეთება, რომ ასოცირების ხელშეკრულების პირობები ჩვენი მხრიდან, ფაქტობრივად დარღვეულია. რომ აღარაფერი ვთქვათ საქართველოს უზენაესი კანონის კონსტიტუციის დარღვევებზე, რომლის თანახმად ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე, განურჩევლად რაიმე განსხვავებისა. არავის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული წამება ან და ღირსების დამამცირებელი მოპყრობა და სასჯელი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ჩვენ ვაწარმოებთ მონიტორინგს და მსგავსი მოვლენების აღმოჩენის შემთხვევაში, ჩვენ დაუყოვნებლივ მივმართავთ შესაბამის ორგანოებს და მოვუწოდებთ სასწრაფო რეაგირებისკენ.”_ განაცხადა ა.ა.ი.პ. “ადვოკატები”-ს პრეზიდენტმა ჩვენთან საუბარში. ხატია ზაკალაშვილი

5


საზოგადოება

საზოგადოება

ადგილი, სადაც უანგაროდ ზრუნავენ თბილისი, ავლაბარი, ფერისცვალების დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორია. აქვე არსებული მოწყალების ცენტრი, წლების განმავლობაში რომ ეწევა სოციალურ საქმიანობას, მათ შორის პალიატიურ მზრუნველობას - განუკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანთა მოვლას და მათ სათანადო დახმარებას. მოწყალების ცენტრი სამი ნაწილისგან შედგება: ბინაზე მოვლის სამსახური, ცენტრის სასწავლებელი და ჰოსპისი. ჰოსპისში განუკურნებელი სენით დაავადებული ადამიანები მოდიან. მოდიან მაშინ, როცა მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. დრო კი - ცოტა. ექთნები ზრუნვენ მათზე და ცდილობენ, ცოტათი მაინც გაულამაზონ დარჩენილი დრო. ფოიეში ორი პაციენტია, ორივე ეტლში; მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებით სუსტადაა. პაციენტი, რომელიც შედარებით უკეთაა, დაკვირვებით მათვალიერებს. მის სახეზე შეგრძნებების ამოცნობა რთულია, ფიქრების მითუმეტეს. ფოიეს პირდაპირ სამზარეულოა, სადაც მზარეული ტრიალებს. სწორედ მან შემამჩნია პირველმა და ერთ-ერთ ექთანს, რუსუდანს დაუძახა. „ცოტა ხანს უნდა დამელოდო, კურთხევას ავიღებ, აქ კურთხევის გარეშე არაფერი კეთდება,“ - მითხრა მან და გავიდა, კურთხევა რომ აეღო. მე დერეფანში დამტოვა. დერეფანში ოციოდე წლის გოგონა იატაკს წმენდს. ეს ნინოა, მოწყალების ცენტრის სასწავლებლის სტუდენტი. „ახლა პრაქტიკა მაქვს, მართალია, საექთნო საქმეს ვერ ვასრულებ, მაგრამ დალაგებაში, დასუფთავებასა და პაციენტების მოვლაში დახმარებას ვცდილობ. ამჯერად მხოლოდ დღის მორიგეობას ვასრულებ, მაგრამ ხშირად ღამეც

ვმორიგეობ და სიამოვნებით ვაკეთებ ამას,“ - თქვა მან. მალე მოწყალების დებიც გამოჩნდნენ, ლანგრებით ხელში. პაციენტებს ჭამის დრო მოვიდა. ამასობაში, რუსუდანი ბრუნდება და მთხოვს გავყვე. ვემორჩილები. „ამჟამად ჰოსპისში 5 პაციენტია, აქედან 4 მონასტრის მსახურია: დედა ევა, დედა იოანა, დედა მარიამი და მორჩილი ქეთევანი. ჩვენთან არის ქალბატონი მაყვალაც, რომელიც ეტაპობრივად, საჭიროების მიხედვით ცენტრში გადმოგვყავს და შემდეგ ისევ საკუთარ სახლში ბრუნდება. თითოეული მათგანის მდგომარეობა თავის მხრივ რთულია: ინსულტის შემდგომი პერიოდი, სპინო ცერებრალური ატაქსია, გერიატრია, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა და სიმსივნე - მოგეხსენებათ, ყველა ეს დაავადება როგორი მძიმეა,“ - მიხსნის იგი. დერეფნის ბოლოში პატარა სამლოცველოა, მის პირდაპირ კი პაციენტთათვის განკუთვნილი ერთ-ერთი ოთახი, ახლა ის ცარიელია. „სულ, ჰოსპისში, ექვსი ადგილია, ამჟამად მხოლოდ ერთი პაციენტისთვისაა ადგილი დარჩენილი, რომელსაც ორ დღეში ველო-

დებით და მის დასახვედრად ვემზადებით, ამიტომაა ახლა ეს ოთახი თავისუფალი. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, გაფართოვებას ვერ ვახერხებთ, პაციენტთა მოვლა ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ჩვენი ცენტრი კი მხოლოდ შემოწირულობებზეა დაფუძნებული. კარგი იქნებოდა, სახელმწიფოს მხრიდანაც მიგვეღო დახმარება, თუმცა არა უშავს. საბედნიეროდ, ჩვენს ცენტრს ბინაზე მოვლის სამსახურიც აქვს, რისი საშუალებითაც, ჩვენი მოწყალების დები ახერხებენ დახმარების გაწევას იმ ადამიანებისთვის, ვისაც დახმარება ნამდვილად სჭირდება.“ როცა რუსუდანი ამ ამბებს მიყვებოდა, ნინოც შემოვიდა. თავისი საქმე დაუმთავრებია, დაგვეშვიდობა და წავიდა. ნინო ერთ-ერთია, ცენტრის სასწავლებლის სტუდენტთაგან, ვინც ყოველდღე მოდის ჰოსპისში, ეხმარება მოწყალების დებს და ამავდროულად, გამოცდილებას იღებს. თუ მომავალში მას ენდომება ამ საქმის გაგრძელება, მოწყალების ცენტრშივე დაასაქმებენ. ჰოსპისის გარდა, სასწავლებლის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ, ბინაზე მოვლის სამსახურშიც ჩაერ-

თონ. „სამწუხაროდ, ყველა სტუდენტი ვერ უმკლავდება იმ ყველაფერს, რისი გაკეთებაც ჩვენ გვიწევს, თუმცა არც მიკვირს, ეს ემოციებთანაა დაკავშირებული. ამიტომ სტუდენტები, ძირითადად კურსის დასრულების შემდეგ მიდიან ცენტრიდან.“ რუსუდანი სამლოცველოსკენ გამიძღვა. გარდა სამედიცინო დახმარებისა, აქ პაციენტებს სულიერ თანადგომასაც უცხადებენ - მიხსნის ის. ყოველ კვირას მოდის მამაო, ესაუბრება პაციენტებს, ლოცავს; მონასტრიდან ყოველ დღე ამოდის მონაზონი, რომელიც პაციენტებს უკითხავს სასულიერო ლიტერატურას, რომელიც პაციენტებისავე თქმით მათ სულიერ სიმშვიდეს ანიჭებს. დერეფნიდან რუსუდანს დაუძახეს. გავიდა, თუმცა მალევე დაბრუნდა. „პაციენტთან მნახველია მოსული, ერთ-ერთს შვილმა მოაკითხა, აქ ყველას ჰყავს ახლობლები, მეგობრები, ნათესავები, რომლებიც ხშირად აკითხავენ მათ. თუმცა, ის, რომ ეს დედათა მონასტერია და ყოველდღიური ვიზიტები მიზანშეწონილი არ არის გათვალისწინებულია,“- ამბობს იგი. მოსაღამოვდა, ჩემი წამოსვლის დროც მოახლოვდა. ფოიეში პაციენტი შევნიშნე, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, ყველა კუნთი გათიშული აქვს და მოძრაობა მისთვის შეუძლებელია. მოწყალების დებმა უნდა აბანაონ იგი. ექთნები პაციენტის სურვილებს ინტუიციით იცნობენ. ეტლში მჯდომი ქალბატონი, რომელიც აქ მოსვლისას მაკვირდებოდა ისევ თავის ადგილასაა, შემოსასვლელთან. იგი კვლავ მიმზერს და წინანდელისგან განსხვავებით მიღიმის. მისი ფიქრები და შეგრძნებები ჩემთის კვლავ გაუგებარია. ელზა ელბაქიძე

რა შეღავათებით სარგებლობენ სოციალურად დაუცველი ადამიანები?

საქართველოში ბევრი სოციალურად დაუცველი ადამიანია. სოციალურად დაუცველი ადამიანების პრობლემა ძირითადად აქტუალურია განვითარებად და ღარიბ ქვეყნებში. ჩვენთან ეს პრობლემა თითქმის გადაუჭრელ საკითხად იქცა. რაც წლები გადის, ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რაოდენობა იზრდება. ამ სატუსის მქონე ოჯახების უმეტესობა იმყოფება უკიდურეს გაჭირვებაში, რომელთაც პურის ფულიც არ აქვთ და, სამწუხაროდ, ხშირად, ეს სიკვდილის მიზეზიც ხდება. სოციალურად დაუცველთა პროგრამა საქართველოში სულ რამდენიმე წელია ამოქმედდა. ოჯახთან, რომელიც საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს, როგორც სოციალურად დაუცველი, ავსებს განცხადებას დახმარებისთვის, რის შემდეგაც მასთან მიდის სოციალური აგენტი, ანიჭებს მათ ქულებს, რის მიხედვითაც ოჯახს ყოველთვიურად ენიშნება დახმარება. ერთ სულზე 30 ლარი. ქულების მინიჭებისას სოციალური აგენტი ითვალისწინებს, როგორც ქონებრივ მდგომარეობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსს, ოჯახის წევრისების ჯანმრთლელობის მდგომარეობას და სხვა. აღწერის შედეგად იქმნება მონაცემთა ბაზა, ხოლო სპეციალური ფორმულის გამოყენებით, ითვლება პირისათვის თუ ოჯახისთვის მისანიჭებელი ქულა. იმ შემთხვევაში თუ ქულა არ აღემატება 57000–ს ინიშნება ფულადი დახმარება და ასეთი პირი ითვლება სოციალურად დაუცველად. ხშირად ხდება მონაცემთა ბაზის გადამოწმება. ხოლო, რაც შეეხება კონტროლის მექანიზმებს, ოჯახის

ნაადრევი ქორწინება - „მარადმწვავე“ პრობლემა საქართველოში

ადრეული, იგივე ნაადრევი ქორწინება არის ორი ადამიანის არაოფიციალური ან ოფიციალური კავშირი, რომელთაგან ერთ-ერთი მაინც არის არასრულწლოვანი. საქართველოში ნაადრევი ქორწინების საკითხი დღემდე მწვავედ დგას. 2013 წლის კვლევების თანახმად, საქართველო მე-2 ადგილს იკავებდა მოლდოვას შემდეგ, გოგონათა ნაადრევი გათხოვების ჭრილში. მას მოსდევდა ტაჯიკეთი და თურქეთი. როგორც აღმოჩნდა, 20დან 24-წლამდე ასაკის გოგონების 19% არასრულწლოვნობის ასაკში იყვნენ დაქორწინებულნი. სახალხო დამცველმა 2012 წლის საპარლამენტო ანგარიშში წარმოადგინა ადრეული ქორწინების შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკა. ანგარიშის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე, საჯარო და კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის დასრულებამდე, 7 367 გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება, რისი მიზეზიც, უმრავლეს შემთხვევაში, ადრეული ქორწინებაა. განათლების შეწყვეტის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი იყო ქვემო ქართლის რეგიონში. მიუხედავად ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენ-

6

დაციებისა, ადრეული ქორწინების თემა კვლავ აქტუალურია და, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. ექსპერტთა და ფსიქოლოგთა აზრით, ნაადრევ ქორწინებას თან სდევს პრობლემათა ფართო სპექტრი. ისეთები, როგორებიცაა: ორსულობის გართულება, ძალადობის დიდი რისკი, განათლების შეწყვეტა და ა.შ. სწორედ განათლების შეწყვეტაზე გაამახვილა ყურადღება სახალხო დამცველმა 2013 წლის ანგარიშში, რომელშიც ნათქვამია: „მიუხედავად არსებული ეროვნული თუ საერთაშორისო სამართლებრივი რეგულაციებისა, ხშირია სკოლების მიტოვების ფაქტები ადრეული ქორწინების მიზეზით. განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელია რეგიონებსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიეულ ერთეულებში.“ 27 წლის ანა ერთ-ერთია მათგან, რომელმაც ნაადრევად, 17 წლის ასაკში შექმნა ოჯახი. ახლა მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და მარტოხელა დედაა. როგორც თვითონ ამბობს, ნებით და სიყვარულით გათხოვდა მისსავე თანატოლზე. ქორწინება სამართლებრივად ვერ დაარეგისტრირეს, რადგან მშბლებისგან მალულად გაპარულებმა, მათი თანხმო-

ბა ვერ მიიღეს. სწავლა ვერ გააგრძელა, რადგან ფინანსებიც ხელს უშლიდა და მეუღლეც. შემდეგ დაფეხმძიმდა და მისი თქმით, რეალური მიზეზიც მიეცა იმისთვის, რომ უმაღლეს განათლებაზე ფიქრისთვის თავი დაენებებინა. მეუღლესთან განქორწინების შემდეგ მშობლებთან ცხოვრობს და სწავლის გაგრძელებაზეც ფიქრობს, თუმცა ხელისშემშლელი ფაქტორები კვლავ მრავლად აქვს. პრობლემა კომპლექსრულ მიდგომებს საჭიროებს. სახელმწიფოში უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ ურთიერთობებს კანონი არეგულირებს. კონსტიტუციაში მითითებულია, რომ პიროვნება 18 წლამდე ითვლება ბავშვად, არასრულწლოვნად, ხოლო სამოქალაქო სამართლის მიხედვით, 18 წლამდე ასაკის ადამიანთათვის ქორწინება იკრძალება. გამონაკლის შემთხვევაში ქორწინება დასაშვებია 16 წლიდან, მშობლის ან მეურვის ნებართვით. მშობლის თანხმობის ვერ ან არ მიღების შემთხვევაში, წყვილს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოიპოვოს ნებართვა. როგორც იურისტები, სერგი ჯორბენაძე და სალომე ბერიშვილი აღნიშნავენ, ქართულ რეალობაში საკანონმდებლო დონეზე პრობლემა არ გვაქვს. სალომე ბერიშვილის თქმით, ქორწინება სამართლებრივად არსებობს

მხოლოდ ქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან. ქორწინება დაუშვებელია თუ წყვილი ან ერთ-ერთი მაინც არის 16 წლამდე. ეს კანონდარღვევა. ასეთ შემთხვევაში პრობლემის მოგვარების ერთადერთი მექანიზმი სახელმწიფოს მხრიდან მეურვეობისა და მზრუვნელობის ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია განაცხადოს, რომ მშობელი ან მეურვე ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას სათანადოდ, ან მშობლის უფლების შეზღუდვით მიმართოს სასამართლოს. სერგი ჯორბენაძის განცხადებით, სახელმწიფო მაქსიმალურად იყენებს იმ ბერკეტებს, რომელიც გააჩნია ნაადრევი ქორწინების პრობლემას, რომელსაც რამდენიმე სავარაუდო მიზეზი განაპირობებს: ერთ-ერთია (რასაც სალომე ბერიშვილიც უსვამს ხაზს ) ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიეულ ერთეულებში ნაადრევი ქორწინების განმაპირობებელი ტრადიციები, რომელსაც რელიგიური ფაქტორიც ამყარებს. ომბუდსმენის 2013 წლის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ნაადრევი ქორწინება რიგ შეთხვევაში განპირობებულია ეკონომიკური სიდუხჭირით. არასრულწლოვნები ნებით, მოტაცებით და ხშირად მშობელთა ზეწოლითაც თხოვდებიან. ქართულ რეალობაში ღრმად ფესვგადგმული „ქალიშვილობის ინსტიტუტიც’’ განსჯის საგნად იქცევა ხოლმე მაშინ, როდესაც არასრულწლოვნები ქორწინდებიან. საზოგადოების ნაწილი ნაადრევ ქორწინებას „ქალიშილობის ინსტიტუტსაც“ უკავშირებს და მკაცრად ეწინააღმდეგება, თუმცა ნაწილი კვლავ რჩება მის მომხრედ. „მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული აქტივობები და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს მასწავლებლების, მშობლებისა და სამართალდამცავი უწყებების ცნობიერების ამაღლებას, ადრეული ქორწინებით გამოწვეული პრობლემებისა და ქვეყანაში არსებული სამართლებრივი რეგულაციების შესახებ,’’ - ასე სრულდება ომბუდსმენის 2013 წლის მოხსენება და ეს არის უპირველესი, რითიც იწყება მისი პრევენცია. დაველოდოთ 2014 წლის შედეგებს. გულიკო ფაცაცია

10 დეკემბერი

გადამოწმება ხდება შერჩევითი მეთოდის გამოყენებით, რაც 5 წელიწადში ერთხელ არის რეკომენდირებული. იმ შემთხვევაში კი როცა ოჯახს შემოსავლების სამსახურიდან უფიქსირდებათ სტაბილური შემოსავალი მათ მაშინვე ეხსნებათ სოციალური დახმარება. სულ სოციალურად დაუცველთა პროგრამაში ჩართულია 15100 ოჯახი და მათი სრულად გაკონტროლება შუძლებელია. მთავრობამ, 2013 წლიდან სიახლე შეიტანა კანონში, ეს არის სატელიტური ანტენისა და კომპიუტერის ამოღება, რაც აღარ ითვლება ფუფუნების საგნად და აღარ ახდენს გავლენას ქულებზე.

სოციალურად დაუცველის სტატუსი 21 წლის თამარ მეტრეველსაც აქვს მინიჭებული. მისი ქულა 48250 შეადგენს. ოჯახის არცერთი წევრი არ მუშაობს. ამასთან, ჰყავს ძმა, მეორე ჯგუფის ინვალიდი. როგორც სოციალურად დაუცველს, მას და მისი ოჯახის წევრებს აზღვევს „ალფა“. დაზღვევაში შედის სასწრაფო დახმარების მიერ გაწეული მომსახურება და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო მომსახურებით უზრუნველფოფა. შესაბამისი პროფილის უახლოეს კლინიკაში კრიტიკული და გადაუდებელი მდგომარეობის რეფერა-

ლური შემთხვევების მართვა. გეგმიური ქირურგიული ოპერაციების წლიური ლიმიტი შეადგენს 15000ლარს. ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა და დიაგნოსტიკა, კერძოდ, ქიმიოთერაპია, გამოკვლევები და მედიკამენტები სადაზღვეო წლიური ლიმიტი შეადგენს 12000 ლარია. დაზღვეულია აგრეთვე მშობიარობა, რომლის სადაზღვევო ლიმიტია 500 ლარი, საკეისრო კვეთა - 800 ლარი. „2012 წელს, ჩემი ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გამო, შევიტანე განაცხადი გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების სააგენტოში, სოციალური დახმარების დასანიშნად. ოჯახში ვცხოვრობთ მე, დედა და ძმა და არ გვაქვს არანაირი შემოსავალი. ამასთან, ჩემს ორი წლით პატარა ძმას აქვს შაქრიანი დიაბეტი და არის II ჯგუფის ინვალიდი. ყოველივე ამის გათვალისწინებისა და შეფასების შემდეგ, დაგვინიშნეს სოციალური დახმარება - 156 ლარის ოდენობით. ასევე მაქვს სამგზავრო ბარათი, რომლითაც მეტროში და ავტობუსში ვიხდი მხოლოდ 10 თეთრს, ხოლო სამარშუტო ტაქსით ნახევარ ფასად ვმგზავრობ. ვსწავლობ ტექნიკურ უნივერსიტეტში და სოციალური პაკეტი მიფინანსებს სწავლის საფასურის ნახევარს. რაც ყველაზე მთავარია, გვაქვს საოჯახო დაზღვევა. მე ძალიან მადლობელი ვარ რომ სახელმწიფო ზრუნავს იმ ადამიანებზე, რომელთაც არ გაააჩნიათ არანაირი შემოსავალი და ყველანაირად ეხმარება მათ,“ - ამბობს თამარ მეტრეველი. მარიამ ბერიძე

განათლება უძილობის ფასად „ერთი ჩვეულებრივი სტუდენტი ვარ და ვცდილობ, საკუთარი მიზნების მისაღწევად ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენო„ - ეს 23 წლის თიკო მახათაძეა, რომელიც სწავლის გამო, უკვე ოთხი წელია, ქალაქ გორში დასუფთავების სამსახურში მუშაობს. იგი ღამით მეეზოვეა და ხელფასით უნივერსიტეტის გადასახადს იხდის. „სხვა არჩევანი არ მქონია. ეს სამსახური ჩემთვის უალტერნატივო იყო. აქ შემეძლო, ღამით მემუშავა, დღე კი სწავლისთვის დამეთმო და ლექციებს დავსწრებოდი. მართალია, რთულია ასეთი გრაფიკით ხოვრება, მაგრამ იმისთვის, რომ რამეს მიაღწიო, გარკვეული მსხვერპლიც უნდა გაიღო- ჩემი მსხვერპლი ის არის, რომ თავისუფალ დროს ვწირავ, კონკრეტულად კი ძილს.“ მებრძოლი სული, გამბედაობა, მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა- ეს არის თიკო მახათაძის ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც მას ბავშვობიდან მოსდევს. სკოლაში ყოველთვის აქტიური და გამორჩეული იყო. არასოდეს უთქვამს, მეზარება, ვერ გავაკეთებ, არ შემიძლიაო. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, წარმატებული ადამიანი გამხდარიყო და ამ მიზნის განსახორციელებლად ბავშვობიდანვე მზად იყო. ხასიათის ეს თვისებები სწორედ იმ დროს გამოიყენა, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა. კერძოდ, უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადასახდელად, დასუფთავების სამსახურში დაიწყო მუშაობა, მეეზოვედ. 2010 წელს ხაშურის მეცხრე საჯარო სკოლა დაამთავრა და ერთიანი ეროვნული გამოცდებით გორის სახელწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა, ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, ისტორიის სპეციალობთ. „სტუდენტობა რატომღაც ჩემი ერთ-ერთი დიდი ოცნება იყო. გამოცდების შედეგების გამოცხადების დღიდან ჩემთვის ახალი, ბედნიერი ხანა დაიწყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი ისეთი კარგად არ გამოვიდა, როგორც მინდოდა.“ სტუდენტური წლები ყველა ახალგაზრდისთვის რაღაც უჩვეულოსთანაა დაკავშირებული. ახალი ურთიერთობები, სამეგობრო, მრავალფეროვანი გარემოეს ის მცირედია, რაც სტუდენტურ წლებს ახასიათებს და რაზეც ყველა ახალგაზრდა ოცნებობს. თუმცა, თიკო მახათაძისთვის სტუდენტობა ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც წარმოედგინა. პრობლემები სწავლის დაწყებისთანავე გაჩნდა. მისი სწავლა-არსწავლის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თიკოს

10 დეკემბერი

ოჯახს ფინანსურად უჭირდა და გადასახადს ვერ გადაუხდიდა. ერთადერთი იმედი განათლების სამინისტროს განცხადება იყო, რომლის მიხედვითაც, სოციალურად დაუცველებს სწავლის საფასურს სახელმწიფო დაუფინანსებდა. თიკო მთელი სემესტრის განმავლობაში ელოდა პასუხს სამინისტორდან და დეკემბერში გაირკვა, რომ მას არ აფინანსებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალი აკადემიური მოსწრება ჰქონდა, მაინც მიიღო გადაწყვეტილება, სწავლა აღარ გაეგრძელებინა და იმავე დღეს დაწერა განცხადება სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე. „აქედან დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი. საერთოდ არაფერი არ მინდოდა ამქვეყნად, მაგრამ ბოლოს, ისევ საკუთარ თავში მოვძებმე ძალა და მივიღე გადაწყვეტილება, რომ კეთილმოწყობის სამსახურში დამეწყო მუშაობა, გადამეხადა გადასახადი და არ მეთქვა უარი სწავლაზე, ეს ხომ ჩემი უდიდესი ოცნება იყო.“ მიუხედავად იმისა, რომ პირველი კურსელი გოგონასთვის ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია, მან შეძლო, დაეთმო ყველაფერი სწავლის მიღების სანაცვლოდ და აგერ უკვე მეოთხე წელია, ღამის პირველი საათიდან დილის ხუთ/ექვს საათამდე გორის ქუჩებს ასუფთავებს. სხვა სამსახურზე არც უფიქრია, რადგან მეეზოვედ მუშაობაზე უკეთესი ალტერნატივა მისთვის არ გამოჩნდებოდა. აქ შეეძლო, ღამით ემუშავა, დღე კი ლექციებს დასწრებოდა. „რთულია და თავიდან ძალიან გამიჭირდა ასეთი გრაფიკით ცხოვრება, მაგრამ შემდეგ მივეჩვიე, რადგან იმისთვის, რომ ცხოვრებაში რამეს მიაღწიო, გარკვეული მსხვერპლიც უნდა გაიღო. ჩემი მსხვერპლი კი ის არის, რომ თავისუფალ დროს ვწირავ, კონკრეტულად კი ძილს,“ - ამბობს იგი. მიუეხედავად იმისა, რომ ამ სამსახურის გამო ღამით მხოლო ორი საათი სძინავს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რთული რეჟიმი აქვს, ის უნივერსიტეტში მაინც ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტია. მართალია, თავად ამას ვერ ამჩნევს, მაგრამ ლექტორების, თანაკურსელების, გარშემომყოფების თვალში იგი განსაკუთრებული ადამიანია. ლექტორები აღფრთოვანებულები არიან თიკოს შემართებითა და მიზანდასახულობით. აფასებენ მის შრომისმოყვარეობას და პასუხისმგებლობის გრძნობას, რასაც არასოდეს კარგავს. უნივერსიტეტში ყოველთვის მომზადებული მიდის და არასოდეს

შეიმჩნევს იმას, რომ ღამით არ უძინია, ყოველთვის აქტიურია. „მე ამ ყველაფერს ნამდვილად ვერ შევძლებდი. არ ვიცი, საიდან შეუძლია ამ გოგოს ამდენი. სულ მიკვირდა, როგორ ახერხებს, იცხოვროს ასეთი რეჟიმით და მაინც ერთ-ერთი საუკეთესო იყოს უნივერსიტეტში-მეთქი. ვფიქრობ, ეს მხოლოდ განსაკუთრებულ,რჩეულ ადამიანებს შეუძლიათ. ამას სრულიად დარწმუნებით ვამბობ, რადგან ასე რომ არ იყოს, ყველა სტუდენტი იქნებოდა ისეთივე მაგარი, როგორიც თიკოა,“ - ამბობს მისი თანაკურსელი. ერთია, რას ფიქრობენ მასზე გარშემომყოფები, თავად თიკო კი სულაც არ თვლის, რომ რაიმე განსაკუთრებულს აკეთებს. „ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ და ვცდილობ, საკუთარი მიზნების მისაღწევად ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენო. სტუდენტი ვარ, სწავლის საფასური მაქვს გადასახდელი და ვმუშაობ, ამაში ვერაფერს ვხედავ განსაკუთრებულს,“ - ამბობს იგი. მხოლოდ გორის უნივერსიტეტში სწავლა და დასუფთავების სამსახურში მუშაობა არ არის თიკოს საქმიანობა. მას არაერთხელ უთქვამს, რომ მიზნის მისაღწევად შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოიყენებს და ამას საქმითაც ამტკიცებს. იგი ცდილობს, იყოს ძალიან აქტიური, მრავალმხრივ გაიზარდოს და წინ წავიდეს ცხოვრებაში. ახლა ის ორგზის სტუდენტია. 2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, პროფესიულზე, ფოტოგრაფიის სპეციალობით.

ღამით ქუჩების დასუფთავება, დილიდან გორის უნივერსიტეტში, დღის მეორე ნახევარში კი ილიას უნივერსიტეტში ლექციებზე დასწრება. მაქსიმალისტი ვარო, ამბობს და ეს თვისება არ ასვენებს- თიკო არასამთავრობო ორგანიზაციის, მეგობრობის ხიდი „ქართლოსის“ ერთ-ერთი აქტიური წევრია. უშუალოდ, პროექტის „ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება რეგიონალურ დონეზე საქართველოში“ კოორდინატორია ქალაქ ხაშურში. არასამთავრობო ორგანიაზაციაში ძირითადად შაბათ-კვირასაა. „მეგობრობის ხიდი “ქართლოსი” ძალიან მეხმარება პიროვნულ გაზრდაში. აქ მიღებული ცოდნა და პრაქტიკა ძალიან მეხმარება. ჩემთვის კი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანივისწავლო, მივიღო გამოცდილება და ნაბიჯნაბიჯ მივიდე ჩემს მიზნამდე,“ -ამბობს იგი. თიკოს სამომავლო გეგმებიც განათლების მიღებასთან არის დაკავშირებული. ახლა იგი მეოთხე კურსზეა და სწავლის დასრულების შემდეგ, მაგისტრატურაში აპირებს ჩაბარებას. მიაჩნია, რომ ბაკალავრიატში მიღებული ცოდნა საკარისი არ არის იმისთვის, რომ იყო შენი საქმის პროფესიოანალი. „დიდი სურვილი მაქვს, საზღვარგარეთ წავიდე და იქ გავიღრმავო ცოდნა. ამისთვის, ძალიან დიდი შრომა დამჭირდება, მაგრამ თავს არ დავზოგავ, რომ თუნდაც კუს ნაბიჯებით, მაგრამ მაინც მივიდე დასახულ მიზნამდე,“- ამბობს იგი. ელზა ელბაქიძე

7


მედიათვალსაზრისი

და, კითხვა ეკრანზე...

ბოიკოტი „ბიზნესკურიერის’’ წამყვანს აკაკი გოგიჩაიშვილს! - ასე გამოეხმაურნენ სოციალურ ქსელებში 29 ნოემბერს გასულ გადაცემას. ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის ყველაზე არაყვითელ გადაცემას 2,100ზე მეტი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. რამ გააღიზიანა ამდენი ხალხი? მიკერძოებულობამ? ყველა არხს თავისი პოლიტიკური იდეოლოგია აქვს და ამბავს ამის მიხედვით აშუქებენ. სტუმრის უპატივცემულობამ? მითხარით ერთი ტოკ-შოუ, „პროფილის“ გარდა, სადაც მიწვეულ ადამიანს ლაპარაკს აცდიან. არაპროფესიონალიზმმა? უფრო წამყვანის მიდგომამ, რომ უნდა გვასწავლოს, გაგვანათლოს. მაყურებელს აღიზიანებს პატეთიკა, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ის მისი გამოსწორებისკენ არის მიმართული. მე ვარ „რუსთავი-2-ელი“, მაშასადამე მე ვარ ობიექტური და მიუკერძოებელი. ქართველები „პრაგმატული“ ხალხი ვართ. ნოემბრიდან სოციალურ ქსელებზე წინასაახალწლო სტატუსებს ვწერთ, ერთი დღისთვის მთელი თვე ვდიეტობთ, ხოლო ჩვენი ტელევიზიები მიმდინარე წლის კურიოზებს აგროვებენ. როგორც ჩანს, აკაკი გოგიჩაიშვილმა და „რუსთავი 2-მა“ ეგ პროცესი უკვე დაიწყო. 29 ნოემბერს გასულ „ბიზნესკურიერს“ სერიოზულ გადაცემად ვერ აღიქვამდი. უფრო „ეტალონს“ ან „ყველაზე ჭკვიანს“ ჰგავდა. მხოლოდ ისღა აკლდა, წამყვანს ომახიანად დაეყვირა - „კითხვა ეკრანზე’’. ქრონოლოგიურად მივყვეთ გადაცემას, ხოლო „ბიზნესკურიერის“ 8-წუთიანი მონაკვეთი, რომელმაც ფეისბუკ-სივრცე მოიარა, პირობითად, ორ ნაწილად გავყოთ. ნაწილი #1: კომპეტენტური-არაკომპეტენტური - საკითხავი აი, ეს არის. წარმოიდგინეთ, რომ ხართ აკაკი გოგიჩაიშვილი და პატიჟებთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახლადარჩეულ პრეზიდენტს. როგორ წარადგენდით? რა შესავალს გაუკეთებდით? რა კუთხით გააცნობდით მაყურებელს/თქვენს სამიზნე აუდიტორიას? ჟურნალისტიკის ძირითადი ნორმების დამცველი წამყვანი სტუმარს ასე წარადგენდა - „გიორგი ჩოგოვაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახლადარჩეული პრეზიდენტი’’, შემდეგ მცირე ბიოგრაფიულ ცნობებს დაუმატებდა. ყველაფერი მარტივადაა, ხოლო სტუმრის განათლების დონე და კომპეტენცია უკვე ინტერვიუში გამოჩნდებოდა. ერთი მხრივ, ადვილი შესასრულებელია, მაგრამ არარეიტინგულია, „არარუსთავი-2-სეულია.“ ბიზნესკურიერის წამყვანის ტაქტიკა ის იყო, რომ პირდაპირ მიადგა ჩოგოვაძის კომპეტენტურობა-არაკომპეტენტურობის შესახებ მსჯელობას. თურმე, სტუმარი მხოლოდ მენეჯერი ყოფილა ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში და ამაზე მაღალი თანამდებობა არც ეკავა. ამას თავი რომ დავანებოთ, ხალხი კი არ ჩამოჰყავდა ქვეყანაში, პირიქით, გაჰყავდა. აშკარა ფაქტია, წამყვანი ცდილობს, დაუმტკიცოს ტელემაყურებელს, რომ ტურიზმის

8

დეპარტამენტის ახლადარჩეული ხელმძღვანელი ტურიზმის გაგებაში არაა. ზოგადად, მინისტრების განათლების დონის შემოწმება ბოლო 2 წლის ტრენდია. ამაში პოლიტიკური სარჩული დევს. ჭიკაიძე, ოდიშარია - ახლანდელი მთავრობის შეცდომებს რა გამოლევს, მაგრამ არაკომპეტენტური მინისტრები და დეპარტამენტის უფროსები არასდროს გვაკლდა. საინტერესო იქნებოდა, გოგიჩაიშვილს, თავის დროზე, ბაკურ კვეზერელი დაეპატიჟებინა და ზოგადი კითხვები დაესვა ზოოლოგიიდან, მაგალითად, ძროხა რა სქესისაა და ა.შ. ნაწილი #2 : და, წამზომი ჩაირთო. გაუგებრობა მაშინ დაიწყო, როცა ჩოგოვაძე პირდაპირ ეთერში ჩართეს. საუბრის დასაწყისშივე ჩანდა, რომ სტუმარი არ იყო ინფორმირებული, რა ფორმით წაიყვანდა გოგიჩაიშვილი გადაცემას. ჩოგოვაძე თავისი ხედვითა და მიზნებით მოვიდა, წამყვანს კი მხოლოდ დედოფისწყაროს ტურისტული დანიშნულება აინტერესებდა. მედიასამართლის კუთხით რომ გავაანალიზოთ სიტუაცია, დაირღვა „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-20 მუხლი, რომელიც გულისხმობს სტუმრისადმი სამართლიან მოპყრობას. ჩოგოვაძის სტუმრობა „ბიზნესკურიერში“ პირობით ხასიათს ატარებდა და მხოლოდ იმისთვის, რომ გეოგრაფიის ცოდნა შეემოწმებინათ. არ გაუფრთხილებიათ, რომ ეს აკაკის გადაცემაა და წესებს ის ადგენს. ალბათ, არც დაფიქრებულა, რომ „რუსთავი-2-ში“ მიდიოდა, სადაც ჟურნალისტურ ქარტიას ხელს არ აწერენ. და ეს პირველი შემთხვევა არაა ქართულ მედიასივრცეში. აკაკი გოგიჩაიშვილის საქციელი ძალიან წააგავს ეკა კვესიტაძის საუბარს თეა წულუკიანთან. წამყვანს კითხვები არ დაუსვამს რესპოდენტისთვის, ყოველგვარი შესავლის, ახსნა -განმარტების გარეშე, პირდაპირ მოითხოვა დიპლომი სტუმრისგან. ეროსი კიწმარიშვილისა და ნინო ჟიჟილაშვილის პირდაპირი ეთერი დიდხანს განიხილებოდა მედიაწრეებში. მართალია, მაესტროს წამყვანს დიპლომი არ მოუთხოვია, მაგრამ რესპოდენტის უფლებების შელახვა მაინც მოახერხა. ჟიჟილაშვილი არ უსმენდა სტუმარს, არ აძლევდა პასუხის გაცემის საშუალებას, ის მხოლოდ კითხვებს სვამდა. აქედან გამომდინარე, თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკა შორს დგას „მოდარაჯე ძაღლის“ იმიჯისგან. ყველა ტიპისა და რანგის ჟურნალისტი, კორესპონდენტით დაწყებული, საინფორმაციო გამოშვების წამყვანით დამთავრებული, ცდილობს, საერთოდ არაფრისგან შოუ გააკეთოს, თუნდაც „ბიზნესკურიერისგან’’. ქართველი ჟურნალისტები ნაკლებად ფიქრობენ ინფორმაციის გადამოწმებაზე, ჩვენი, როგორც მკითხველის, მსმენელისა თუ მაყურებლის უფლებებზე, მივიღოთ ხარისხიანი მედიაპროდუქტი. „მოდარაჯე ძაღლს“ ცოფი შეეყარა და ამ ცოფს რეიტინგი ჰქვია.

15 ნოემბერი რა გვაჩვენა მედიამ?! 15 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის წინ გაიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია, რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ. ოპოზიციური ძალის მიერ ჩატარებულ მიტინგს აქტიურად აშუქებდნენ ქართული მედიასაშუალებები. მოვლენა არ გამოპარვიათ ცნობილ უცხოურ ტელეკომპანიებსა და გამოცემებსაც. განსხვავებული შეხედულებების, პოლიტიკური მრწამსისა თუ დამკვიდრებული სტანდარტის გამო, გამოიკვეთა ფაქტების გადმოცემის სხვადასხვანაირი ტენდენცია. აქციას, რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ, გვერდი არ აუარა უცხოურმა მედიამ. “ბი-ბისი-მ“ 1:17-იანი სიუჟეტი მიუძღვნა „თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მოვლენებს“ და შეაჯამა საპროტესტო აქცია. სიუჟეტში არ გვხვდებოდა კომენტარები, რომლებშიც მრავლად იყო ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბარი და კრიტიკა. უშუალოდ ის ფაქტი იყო გადმოცემული , რომ ათასობით ადამიანმა გაპროტესტა რუსეთის ანექსია. „ბი-ბი-სი“ არ აჩვენებდა შეფასებებს, მან აღწერა მოვლენა. ფაქტებზე ორიენტირებული, დაბალანსებული, ობიექტური, მიუმხრობელი - ასეთია დასავლური ჟურნალისტიკის სახელმძღვანელოების მიდგომა მედიისადმი, თუმცა რასაც კოვაჩი და როზენსტილი ან თუნდაც რებკოვა წერს, ნაკლებად შეგხვდებათ ჩვენს რეალობაში. ქართული ჟურნალისტიკისთვის მნიშვნელოვანია რეიტინგი და ექსკლუზივი, ამიტომაც აუდიტორია ხშირად ე.წ „იხვის“ (გადაუმოწმებელი ინფორმაციის) მომხმარებელი ხდება. ის, რაც ერთმანეთისგან მიჯნავს ფაქტისა და კომენტარის ჟურნალისტიკას, არის ანალიზის უნარი. რამდენად პრიორიტეტულია ეს უკანასკნელი ქართული მედიასაშუალებებისთვის, ძნელი სათქმელია, რადგან იგი ორიენტირებულია შეფასების, კომენტარის ჟურნალისტიკაზე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული 15 ნოემბრის აქციამ დიდი რეზონანსი გამოიწვია ქართულ მედიაში. პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციას შეუძლია აქციების მოწყობა და ამაში აჟიოტაჟის ასატეხი არაფერი არ არის“. მედიისათვის მიწოდებულმა მესიჯმა ადრესატამდე მიღწევაც ვერ მოასწრო, როცა „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებმა პოზიცია-ოპოზიციის კომენტარებით დახუნძლული სიუჟეტები მოამზადეს და ყველაზე მწვავე შეფასებები მიაწოდეს მაყურებელს, აქცია კი სპეციალური გამოშვებებითა და პირდაპირი ეთერებით მთლიანად აჩვენეს. და ეს მაშინ, როცა ორი წლის წინ კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ მიტინგებს ნაწყვეტებად ფიქსირებულ გამოშვებებში აშუქებდა. საღამოს ცხრა საათიან „კურიერში“ გიორგი გაბუნიამ საქართველოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ თავისუფლების მოედანზე ათობით ათასი ადამიანი აპროტესტებდა რუსეთის ოკუპაციას. საინტერესოა, როგორ მოახერხა „რუსთავი 2-მა“ პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანების დათვლა. რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედს“, რომელიც მოკლე სიუჟეტებითა და კომენტარებით შემოიფარგლა და ასეთი ყურადღება არ გაამახვილა აქციაზე, ექს-პრეზიდენტმა კრიტიკა არ დააკლო და მისი ჩართვის წინა კადრების გაშვების გამო განაცხადა: „ისე გაუჭირდა ივანიშვილს, რომ მუმიფიცირებული ჟურნალისტები საიდანღაც დააბრუნა

და “რუსთავი 2-ის“ კადრებს იპარავს, რომლის გაშვება იმით გაამართლეს, რომ საახალწლო კურიოზებს შეადარეს. ერთადერთი პრობლემა აქ ის არის, რომ საახალწლო კურიოზებად ტელევიზიები, როგორც წესი, საკუთარ კადრებს უშვებენ და არა მოპარულს, ხოლო ივანიშვილის ნაყიდ ტელევიზიებს ნოემბერის შუა რიცხვებში ახალი წელი ელანდებათ. ან უბრალოდ ისე დაშინდნენ გუშინდელით, რომ ჰგონიათ ახალ წლამდე ვეღარ მიატანენ.“ ტელეკომპანია „იმედი“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების დამოკიდებულებას ნაჩვევიც კია, მაგალისთისთვის გამოდგება სპეცრაზმის შეჭრა და ტელევიზიის შენობის დარბევა. თუმცა, ამ ატიტუდებსა და პოლიტიკურ სიმპატიებს, როგორც წესი, მედიის ობიექტურობაზე გავლენა არ უნდა ჰქონდეს, მითუმეტეს მაშინ, როცა ობიექტურობასა და მაღალ სტანდარტებზეა საუბარი. საზოგადოებრივ მაუწყებელსაც განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია საპროტესტო აქციისთვის, როგორც სხვა მოვლენებს აშუქებს ხოლმე, სწორედ ისე გააშუქა - არადინამიკურად და ქაოსურად. მითქმა-მოთქმაზე დაფუძნებული სიუჟეტებისა და შეფასებების გარდა, რომლებსაც ჟურნალისტები არ იშურებდნენ, გაზეთმა „ალიამაც“ გადაწყვიტა სტატისტიკისთვის მიემართა. გამოაქვეყნებული მონაცემებით, თავისუფლების მოედანზე ცხრა ათასი ადამიანი გამოვიდა. წყარო მითითებული არ არის, შესაბამისად ინფორმაცია გადაუმოწმებელია. ფაქტების მოპოვებისა და მისი გაშუქების მცდელობასთან ერთად, ყველაზე რეიტინგულმა მედიასაშუალებებმა შეძლეს, რომ კომენტარებზე დაყრდნობით შეექმნათ რიცხვები და ფაქტები, მაყურებლისთვის და მკითხველისთვის მიეწოდებინათ შეფასებები და არა მოვლენები. მედიასაშუალებები, რომელიც აშუქებენ საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, გარკვეულ ზეგავლენას ახდენენ უცხოურ საინფორმაციო სააგენტოებზე. დაზუსტებით თქმა ძნელია, მაგრამ საინტერესოა, საიდან აქვთ უცხოურ გამოცემებს „დოიჩე ველეს“, რადიო „თავისუფალ ევროპასა“ და „ლიბერასიონს“ ინფორმაცია, რომ 30 000-მა ადამიანმა გააპროტესტა რუსეთის ანექსია და ხელისუფლების ქმედებები „თავისუფლების მოედანზე.“ ერთი რამ ფაქტია, რომ ამ მეტად დაბალანსებულ და ობიექტურ მედიასაშუალებებს გადმოცემული აქვთ ფაქტები, შეფასებას კი აუდიტორიისგან ელოდებიან. მათ მიერ მომზადებული „ნიუსები“ ყოვლისმომცველია და აღწერს ყველაფერს, რაც აქციაზე პროტესტის მონაწილეების მიერ იყო გაკეთებული, პოზიცია-ოპოზიციის კომენტარებს და მითქმა-მოთქმას კი არ უპირისპირებს ერთმანეთს. ბოლოს და ბოლოს, აღნიშნული მედიასაშუალებები აუდიტორიას არ ძაბავენ და პათეტიკურად არ საუბრობენ ერთ საპროტესტო აქციაზე, რომელსაც ოპოზიცია გეგმავს (ოპოზიციის მიერ აქციის ჩატარება ხომ თითქმის ყველგან ჩვეულებრივი მოვლენაა და ამით ქვეყნის დასასრულს არ ელოდებიან). ქართულმა მედიამ, თავის მხრივ, დამოკიდებულებების შექმნასა და სიტუაციის ესკალაციაზე იზრუნა. აუდიტორია კი, რომელიც შეჩვეულია იმ ფაქტს, რომ მედიამ უნდა შეაჯამოს და შეაფასოს ყველაფერი და მას გააზრების საშუალება აღარ დაუტოვოს, კიდევ ერთხელ ააფორიაქა. მარიამ მენაბდიშვილი

ანა მებურიშვილი

10 დეკემბერი

კულტურა

„ფოტო უნდა იყოს ან ყავასავით ცხელი, ან კონიაკივით ძველი“ გოგა ჩანადირმა ფოტოგრაფიამდე მოგზაურობა დაიწყო, თუმცა მისთვის ეს ორი სფერო ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ამბობს, ფოტოგრაფმა ბევრი უნდა იაროს თუ უნდა რომ გაიზარდოს, ახლებურად დაინახოს სივრცე, გამოუმუშავდეს დაკვირვების უნარი და გაიზარდოს პროფესიულად-ო. 14 წლის განმავლობაში 5 მილიონზე მეტი ფოტო გადაიღო და თვლის, რომ ფოტოგრაფის მთავარი დანიშნულებაა ასახოს რეალობა. ადამიანის სიცოცხლეს მეტად აფასებს, ვიდრე კადრს. თუ დაინახავს, ვინმე ხიდან ვარდება მიეშველება, და არ დაელოდება მის გადმოვარდნას, იმისთვის, რომ გადაიღოს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სოციალური ადამიანია, სოციალურ ქსელებს არ სწყალობს, თუმცა უახლოეს მომავალში ფეისბუკზე გამოჩენას მაინც გვპირდება. ფოტოაპარატი, წიგნი და წყალი - ის ატრიბუტებია, რომლებიც ყველა მოგზაურობაში თან დააქვს. უკვე 100-მდე ქვეყანაშია ნამყოფი და მაცივარზე მაგნიტებიც აღარ ეტევა, თუმცა გაჩერებას არ აპირებს, სანახავი და გადასაღები, ჯერ კიდევ ბევრია. ოცნებობს ანტაქრტიდაზე მოხვედრაზე, რათა ყინულის მთებისა და პინგვინების ბევრი ფოტო გადაიღოს. - გოგა, არის რამე ისეთი, რისი ასახვაც ფოტოგრაფიას არ შეუძლია? - არა. ნებისმიერი ხელოვანი მოახერხებს ყველაფრის ასახვას. ქარი არ ჩანს, მაგრამ მისი გამოსახვაც შესაძლებელია გადახრილი ხეების, ან ბალახის ჩვენებით. ემოციებს კიდევ ყოველთვის ჩადებ შენს ნაშრომში. მაგალითად, როცა საქართველოს ვიღებ დიდი სიყვარულით, ღრმა პატივისცემით და მოკრძალებით ვმუშაობ. დამთვალიერებელი აუცილებლად დაინახავს ფოტოში ჩემს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. - რა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის ფოტოში - იდეა თუ მისი განხორციელება? - ორივე. ფილმში, მაგალითად, იდეაც და განხორციელებაც არის რეჟისორის შედეგი, რის გამოც მან გადაიღო ეს ფილმი. თუ გაქვს იდეა და ვერ განახორციელე, ჩანაფიქრი ჩანაფიქრად დარჩება. თუ იდეა არ არის და კადრები გადაიღე, ვერ მიხვდება ადამიანი რატომ გადაიღე. ჩემი მოტივაცია არის და მამოძრავებელი ძალაა ავსახო სინამდვილე. ავსახო ის, თუ როგორები ვართ და რა გარემოში ვცხოვრობთ ქართველები. მე არ მიჭირს ამის ასახვა. პირიქით. - შენი გადაღებები, ძირითადად, დაგეგმილია თუ ექსპრომტი? - ვცდილობ ხოლმე დავგეგმო. ვთქვათ, ჩავიდე, ეს ადგილი ვნახო, განათება სწორად შევარჩიო. ეს დამოკიდებულია

იმაზე, რის გადაღებას ვაპირებ. უცაბედადაც ძალიან ბევრი გადამიღია. პრინციპში, არსებითი არ არის დაგეგმილია თუ მოულოდნელად გადავიღებ, მთავარია ავსახო რეალობა. - ოდესმე თუ გქონია შემთხვევა, როცა გიფიქრია, ახლა რომ აპარატი მქონდეს, მაგარ კადრს გადავიღებდიო? - აპარატი სულ თან დამაქვს, ამიტომ ასეთი სიტუაცია არ მქონია. მაგრამ რამდენჯერმე მიფიქრია, აქ სხვა დროს კიდევ მოვხვდები და მერე გადავიღებ-მეთქი. თუ, მაგალითად, განათება არ მიწყობს ხელს. ვიღებ შემორჩენილი საბჭოთა ხელოვნების ნიმუშების სერიას. ცხვარიჭამიასკენ მიმავალ გზაზე არის საბჭოთა მოზაიკა, რომელზეც 2004 წლიდან ვამბობ, სხვა დროს გადავიღებ-მეთქი, მაგრამ ჯერაც არ გადამიღია. - რამდენად ხშირად გაქვს უკმაყოფილების შეგრძნება, ფოტოების დათვალიერებისას და შლი თუ არა მათ? - ზოგჯერ, როცა ფოტოებს ვახარისხებ, მგონია, რომ რაღაც ისე ვერ გამომივიდა როგორც მინდოდა. უკმაყოფილების შეგრძნება ხშირად მაქვს ხოლმე. ვთვლი, რომ თვითკრიტიკა კარგია, მაგრამ გადაჭარბებული არ ვარგა და არც თვითრწმენა უნდა დაგაკარგინოს. თუ საქმე დოკუმენტთან მაქვს, არ ვშლი. არ არსეობს ცუდი ფოტო, ცუდად გადაღებული ფოტოც კი შეიძლება კარგი და საჭირო იყოს ისტორიისთვის. ფოტო უნდა იყოს ან ყავასავით ცხელი, ან კონიაკივით ძველი ეს გამოთქმა მიყვარს. მე ვიღებ მაგალითად საფლავის ქვის ეპიტაფიებს, ლექსად დაწერილს. ეს წარწერები ფასეულია, რადგან იქ

გადმოცემულია ემოციები, ისიც, თუ რის გამო დაიღუპა ადამიანი და დოკუმენტის სახეს იღებს. ხელნაწერებს, რომლებიც ჩვენამდეა მოღწეული, არავინ უყურებს კარგი კალიგრაფიითაა დაწერილი თუ ცუდით. მნიშვნელოვანია რა წერია მასზე. შეიძლება ცუდად გადაღებული კადრები არსებობდეს, მაგრამ ცუდი ფოტო არა. - გაქვს ფოტო, რომლის გადაღებითაც ამაყობ და რომელიც განსაკუთრებულად გიყვარს? - სვანეთში გადავიღე ანგელოზის ტბა, რომელსაც საქართველოს რუკის ფორმა აქვს. ეს რომ დავინახე, გული შემიქანდა. ხანდახან არის ხოლმე შემთხვევები, როცა გადაღებამდე ვტკბები კადრით. ასეთი რამ ხშირად სპორტულ მატჩებზე მემართება. თუმცა ეს არაპროფესიონალური საქციელია. ასე იყო სვანეთშიც, ჯერ ტკბობა განვიცადე, რა სილამაზეა-მეთქი, მერე გავიაზრე, რომ უნდა გადამეღო და პროფესიულ ჩვევებს დავუბრუნდი.

- პროფესიით ხარ კინოსცენარისტი. როდის მიხვდი, რომ მაინცდამაინც ფოტოგ-

რაფია იყო ის, რითაც შენი სათქმელი უნდა გეთქვა? - წერა ძალიან მიყვარს და კინოსასცენაროზე ჩაბარების გადაწყვეტილებაც, სწორედ, წერის სიყვარულმა მიმაღებინა. ახლაც ხშირად ვწერ, ძირითადად მოგზაურობისას გადახდენილ ამბებს. 2010 წელს დავიწყე ფოტოგრაფობა. მაშინ დილის გაზეთში ვმუშაობდი, ჟურნალისტად. ერთხელაც, როცა ხანძრის გასაშუქებლად მივდიოდი, რედაქტორმა მითხრა, რომ ჩემი მასალებისთვის ფოტოებიც უნდა გადამეღო. მოეწონათ. შემდეგ უკვე დავალებებსაც მაძლევდნენ, სხვადასხვა თემატიკაზე. 2003 წელს, ვარდების რევოლუციის დროს, როცა პარლამენტში შევედი და ფოტოები გადავიღე, საზოგადოებამ გამიცნო, როგორც ფოტორეპორტიორი. მიუხედავად იმის, რომ თვითნასწავლი ფოტოგრაფი ვარ, მაინც მომზადებული მოვედი ფოტოგრაფიაში. ჟურნალისტური გამოცდილება ბევრ რამეში დამეხმარა. - რისი გადაღება გიყვარს ყველაზე მეტად? - თითქმის ყველაფერს ვიღებ და ძალიან ბევრ თემაზე ვმუშაობ. მაგალითად: სოც. არტი, 100 წელს გადაცილებული ადამიანები, საქართველოს გზები და ხიდები, დაცული ტერიტორიები, ყოფა-ცხოვრება... მიყვარს აეროგადაღებები. საქართველოს თავზე ბევრჯერ მიფრენია და ძალიან დიდი არქივი დამიგროვდა. სხვადასხვა ქვეყნის კულტურითაც ვინტერესდები. ძალიან მიყვარს ეთნოგრაფიაზე მუშაობა - ესაა შენი ცხოვრების სტილი, შენი ჩააცმულობა, შენი მუსიკა, შენი სამზარეულო და ა.შ. ეთნოგრაფია, როგორც წესი, იცვლება და შემდეგ, ეს ფოტო რჩება ისტორიას. მე რომ მეცხოვრა რომაელების პერიოდში და გადამეღო რომაელების ჩამულობა, რამხელა ფასეულობა იქნებოდა დღეს ისტორიისთვის! განსაკუთრებულად მიყვარს ფოტოდოკუმენტალისტიკაზე მუშაობა. - რა არის შენი მთავარი მოტივი ფოტოების გადაღებისას? - ვიღებ იმიტომ, რომ ადამიანებმა ნახომ, გაიაზრონ, შეუყვარდეთ საქართველო და გაიცნონ მსოფლიო. ჯერ კიდევ კარჩაკეტილ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ვერ გავდივართ ვიზების და მწირი შემოსავლების გამო საზღვარგარეთ. ფოტოები იძლევა საშუალებას მეტი გაიგო და არ გვეგონოს, რომ ყველაზე კარგები და ლამაზები ჩვენ ვართ. ფოტოები უნდა დაეხმაროს ადამიანებს უფრო მართლები და ობიექტურები იყვნენ შეფასებაში. მაია ჭანტურიძე

ხრიდოლი - ქართული საბრძოლო ხელოვნება „ვინც შეგვიწუხებს სამშობლოს მგელივით შავეტანებით!“ – ამ ფრაზით იწყებენ და ამთავრებენ ხრიდოლიონები ყოველდღიურ ვარჯიშს. „ყველა ქართველი მხედრული წესით უნდა აღიზარდოს,“ – ასე ფიქრობს ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „ხრიდოლის“ პრეზიდენტი, ნუკრი მჭედლიშვილი. ამიტომ არ ივიწყებენ 365 სამამაცო ზნიდან ერთ-ერთს, ვაჟების მეომრად აღზრდას პატარა ასაკიდან, არა მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით, არამედ გონებრივადაც. ხრიდოლი დღეს წარმოადგენს ქართული საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთ სახეობას. ამ სახელწოდების საბრძოლო ხელოვნება ძველ საქართველოში არ არსებობდა. იოსებ გრიშაშვილის გადმოცემით, ხრიდოლი იყო შერკინების წესი, ერთგვარი დუელი, სადაც გამომწვევი თავს იყენებდა დაჩაგრულ მდგომარეობაში და ცალი ხელით ებრძოდა ორი ხელით მოქმედ მეტოქეს. 1997 წელს, ქართული საბრძოლო სისტემის აღდგენისას, ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია ხრიდოლის ერთ-ერთმა ჯგუფმა („იბერიელი მგლები“), “ხრიდოლი“ გამოიყენა ქართული საბრძოლო სისტემის კრებით სახელწოდებად. ამ სახელის ქვეშ გაერთიანდა ოთხი უძველესი სახეობა: ჭიდაობა, რკენა, კრივი და ფარიკაობა. თანამედროვე სპორტულ ხრიდოლში, ძველი საბრძოლო სახეობისგან განსხვავებით, ამოღებულია ის ილეთები, რომელთა

10 დეკემბერი

შესრულება მეტოქის სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენს - კისრისა და კიდურების მეყსეული მოტეხა, სხეულის დაუცველ ადგილებში შეტევა. „ხრიდოლის საბრძოლო სისტემას გააჩ-

ნია 365 წესისაგან შემდგარი მხედრული კოდექსი, „სამამაცო ზნე“, რომელიც უძველესი დროიდან თითოეული ქართველის ცხოვრების კანონს წარმოადგენდა. 365 „სამამაცო ზნე“ ხრიდოლის მერძოლს ავალდებუ-

ლებს შეისწავლოს არა მარტო საბრძოლო მიმართულებები, არამედ მისი ცხოვრების წესი და ყოველდღიური ყოფა, მუდმივად მხედრული მზადყოფნისათვის იყოს მიმართული,“ – ამბობს ნუკრი მჭედლიშვილი. 2008 წლიდან დაიწყო ხრიდოლის ეტაპობრივი დანერგვა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ამჟამად მიმდინარეობს სამხედრო ინტრუქტორთა გადამზადება და, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ყველა სამხედრო ნაწილს სასწავლო პროგრამაში ექნება ხრიდოლი, როგორც ხელჩართული ბრძოლის ქართული სისტემა. ხრიდოლიონები საკმაოდ წარმატებულად გამოდიან საქართველოს, კავკასიის, ევრაზიისა და მსოფლიო მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებში და საკუთარ ქვეყანაში, ხშირად, გუნდურ პირველობაში მოპოვებული თასებითაც ბრუნდებიან. 2012 წელს, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ხრიდოლიონებმა საქართველო წარადგინეს საერთაშორისო ტურნირზე „სპორტი ყველასათვის.“ ღონისძიება ჩატარდა ლიტვაში, სადაც მონაწილეობას იღებდა 63 ქვეყანა. მსგავსი მიმართულების გუნდებს შორის საქართველოს წარმომადგენლებმა საუკეთესო გუნდის წოდება მოიპოვეს. დღეს ხრიდოლით ათასზე მეტი ვაჟია დაკავებული. საბრძოლო ხელოვნება ისწავლება სკოლებშიც, როგორც რიგითი საგანი. ანა მინდიკაური

9


სპორტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წარუმატებლობა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში დალაგებულად რომ არაა საქმე, ფაქტია. ბაჰრეინი, ბურუნდი, ლესოტო, სენტ კიტსი, ნიგერი, სუდანი, პალესტინა, ბოტსვანა და სხვა არასაფეხბურთო ქვეყანებიც ჩვენ წინ არიან. ფარერებმაც კი გაგვასწრეს, რომელსაც გამანადგურებელი ანგარიშით უგებს ყველა, ჩვენი ნაკრებიც კი. წინა თვის შემდეგ, საქართვველოს ნაკრები კიდევ 7 საფეხურით დაქვეითდა, რაც ნამდვილად არაა სახარბიელო შედეგი. ახლა 126-ე ადგილზე ვართ და ევროპაში მხოლოდ 7 გუნდს ვუსწრებთ. მწვრთნელის გარეშე დარჩენილი ნაკრები ახალი თავკაცის მოლოდინშია. საინტერესოა, რას ფიქრობს საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი, ლევან მჭედლიძე გუნდის წარუმატებლობაზე. -ფიფას ბოლო რეიტინგში, საქართველოს ნაკრები 9 ადგილით დაქვეითდა, რას იტყვით ამის შესახებ, რამდენად სამართლიანად აისახა ნაკრების თამაში რეიტინგზე? - თავის მართლებას არ დავიწყებ და არც მაქვს არაფერი თავის გასამართლებელი. ფაქტი სახეზეა, შედეგი არ არის და ფიფას რეიტინგშიც გაგვისწრო ისეთმა ნაკრებებმა, როგორებიცაა ფარერები, ბაჰრეინი, ბოცვანა და ა.შ. სამწუხაროა ეს ყველაფერი, მაგრამ მე მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს და იმედი მაქვს, ნაკრებში ჩასული ფეხბურთელი

იფიქრებს თამაშზე და არა ქართული ფეხბურთის გაუთავებელ პრობლემებზე. ამაზე უნდა იფიქრონ არა მაშინ, როცა სანაკრებო მატჩები მოახლოებულია, არამედ მანამდე. ვიტყვი იმასაც, რომ ეს ჩვენი პრობლემაა და არავის არ ვაბრალებ, მეტი უნდა გავაკეთოთ წარმატების მისაღწევად. მაგრამ ქაოსი, რაც ნაკრებში გვხვდება ჩამოსულ ფეხბურთელებს, ნამდვილად არ უნდა გვხვდებოდეს, მითუმეტეს, როცა თამაშამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. -მთავარი მწვრთნელის წასვლის შესახებ რას იტყვით, ფიქრობთ, რომ ახალი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ შეიცვლება სიტუაცია ნაკრებში? -თუ ეს სიტუაცია არ დალაგდა, არაფრის არ მჯერა. ნაკრების მწვრთნელს უნდა მისცენ მშვიდად მუშაობის საშუალება. რა თქმა უნდა, მწვრთნელზე ბევრი რამეა დამოკიდებული და დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი მწვრთნელი დაგვეხმარება წარმატების მიღწევაში. აქამდე, ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ქართველებს, 2009 წელს, არგენტინელი ექტორ რაულ კუპერის დროს ჰქონდათ – 124-ე ადგილი. ამრიგად, ქეცბაიამ პოლონეთთან საშინაო 0:4 წაგების გარდა, მოღვაწეობა კიდევ ერთი ანტირეკორდით დაასრულა. თათია გითოლენდია

თსუ–ის საფეხბურთო ტურნირს ახალი გამარჯვებული ჰყავს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით მინი–ფეხბურთის ტურნირი ჩატარდა. პირველი ეტაპი საფაკულტეტო დონეზე გაიმართა, სადაც ფაკულტეტზე გამარჯვებული გუნდები გამოვლინდნენ. ამის შემდეგ საუკეთესო 16–მა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე განაგრძო ასპარეზობა. ფინალში კი ერთმანეთს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები დაუპირისპირდნენ. მატჩი ჰუმანიტარების გამარჯვებით, ანგარიშით 3–2 დასრულდა. „ამ ტურნირში მონაწილეობას ყოველთვის ვიღებდი. მიხარია, რომ გავიმარჯვეთ. ტურნირი იყო ძალიან კარგად ორგანიზებული, რისთვისაც სტუდენტურ თვითმმართველობას მინდა მადლობა გადავუხადო,“ – განაცხადა გამარჯვებული გუნდის კაპიტანმა, ბექა ონიანმა.

10

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად მეორეადგილოსანი გუნდის მოთამაშე, ლევან გზირიშვილი დასახელდა. „იმის ფონზე, რომ დავმარცხდით, საუკეთესო მოთამაშის წოდების მიღება ცოტა მოულოდნელი იყო, მაგრამ ეს ფაქტი მაინც ძალიან გამიხარდა. რაც შეეხება ფინალურ შეხვედრას, ამინდმა ხელი არ შეგვიწყო, თუმცა ბოლომდე ვიბრძოდით, რათა სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია. მოწინააღმდეგე ჩვენზე ერთი თავით მაღლა იდგა,“ - განაცხადა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელმა აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო ტურნირი თსუ–ში ტრადიციულად იმართება, თუმცა წელს მასში მონაწილეობა რეკორდული რაოდენობის, 85–მა გუნდმა მიიღო. „ტურნირი 3 კვირის მანძილზე მიმდინარეობდა და ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა. გამოვლინდა ტურნირის 3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო მოთამაშეები, რომლებიც დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფულადი პრიზებით. სტუდენტების მხრიდან ყოველ წელს დიდი მოთხოვნაა და ვიმედოვნებ, რომ შემდეგ სემესტრშიც ასევე გაგრძელდება,“ – განაცხადა სტუდენტური თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამარ ჯავახიშვილმა. სპორტის დეპარტამენტი ამაზე არ ჩერდება და შაბათ - კვირას სტუდენტებს სთავაზობს ტურნირს ლაზერლენდში, შემდეგ კი – მაგიდის ჩობგურთში. ასევე იგეგმება კალათბურთის ტურნირი, რომელიც, სავარაუდოდ , არანაკლებ მასშტაბური და საინტერესო იქნება. გუგა როგავა

უბის წიგნაკი

ქეცბაია წავიდა, ვინ იქნება შემდეგი?! 2010 წლის პირველ იანვარს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს სათავეში, ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, თემურ ქეცბაია ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა – 2010 წელს თამაში არ წაუგია. ნაკრებმა ქეცბაიას თაოსნობით სულ 40 მატჩი ჩაატარა. აქედან 13 მოიგო, 9 ფრედ დასრულდა,18 კი წააგო. ამ პერიოდს არც სკანდალებისა და დაპირისპირების გარეშე ჩაუვლია. სანამ ქეცბაია თამაშებს იგებდა საზოგადოებაც და ფეხბურთის ფედერაციაც კმაყოფილი იყო. წარმატების პერიოდში არავინ ინტერესდებოდა მისი ხელფასით, თუმცა რამდენიმე მარცხის შემდეგ განხილვის თემად ესეც იქცა. თემურ ქეცბაიას და მისი სამწვრთნელო შტაბის ანაზღაურება საკმაოდ დიდი იყო - 200 000 ლარი ყოველთვიურად. საქართველოს მთავრობისგან მათ ეს თანხა 3 წლის განმავლობაში ერიცხებოდათ. წარუმატებელი სერიების შემდეგ კი, მთავრობამ უარი თქვა ამ თანხის გადახდაზე, რის შემდეგაც ფეხბურთის ფედერაციამ ვალდებულება საკუთარ თავზე აიღო. მიუხედავად ამისა, ანაზღაურება 30 %-ით შეამცირეს. გოგუა, ყენია, ხიზანიშვილი, კობიაშვილი, კალაძე, სირაძე, ამისულაშვილი და ა.შ. ის ფეხბურთელება, ვისთანაც თემურ ქეცბაიას პრობლემები ჰქონდა. გარდა ამისა, ქეცბაია ჟურნალისტების ლანძღვაგინებასაც არ ერიდებოდა, მის წარუმატებლობაში სწორედ მათ ადანაშაულებდა და ბრალს სდებდა საქმის მიმართ არაპროფესიონალურ დამოკიდებულებაში. საბოლოდ, ყველაფერი 14 ნოემბერს დასრულდა. საქართველოს ნაკრების ისტორიაში ჩვენმა ნაკრებმა ყველაზე დიდი მარცხი განიცადა პოლონეთთან თამაშისას. 0-4 - ამ ანგარიშით დაასრულა თემურ ქეცბაიამ 5 წლიანი მოღვაწეობა ნაკრებში. საზოგადოება ახალი მთავარი მწვრთნელის მოლოდინშია. კანდიდატები მრავლად არიან, საქართველოს მოქალაქეებიც და უცხოელებიც. თუმცა, ვინ დაიკავებს თემურ ქეცბაიას ადგილს, ჯერ კვლავ უცნო-

ბია. საზოგადოება ქართველ მწვრთნელს ითხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ მას უკეთ ეცოდინება ქართული ფეხბურთის მდგომარეობა და საქმესაც მეტი პასუხისმგებლობით გაუძღვება. ქართველი კანდიდატები არიან: გია გეგუჩაძე, ალექსანდრე ჩივაძე, კახა ცხადაძე და გია ცეცაძე. უცხოელებიდან აქცენტი გერმანელებზე კეთდება. ერთერთი მათგანია ლოთარ მათეუსი. განიხილება ასევე 4 გერმანელი დამრიგებლის კანდიდატურაც . ზვიად სიჭინავას თქმით, ნაკრების ხელმძღვანელად ოცამდე სპეციალისტი მოიაზრება. „უეფას“ მოთხოვნით, მთავარი მწვრთნელი იანვრის ბოლომდე უნდა დაინიშნოს. ნიკა ფირცხალაიშვილი

სლოვენიელები ფრთხილობენ – საქართველოს ყველას გაოცება შეუძლია

სანამ ყავა გაცივდებოდეს... შაქარი - სამი კოვზი. ყავა - ბრაზილიური, პატენტი. ფინჯანი - თეთრი, ყავა - ნახევრამდე. განწყობა - ამას მხოლოდ მაშინ გავიგებ, როცა ფინჯანში ნალექი გამოჩნდება. ყავას ვუსუნე, ერთი ყლუპი მოვსვი, ცხელი იყო. სამზარეულოში დავჯექი და მის გაციებას დაველოდე. სისულელეა, როცა ამბობენ, ყავის სმის დროს მიადვილდება ფიქრიო. რეალურად ეს მაშინ ხდება, როცა ელოდები, ყავა როდის გაცივდება. ახლაც ეგ დრო იყო. ფიქრებში ჩავიძირე, ზუსტად ისე, როგორც შაქრის ნატეხი ჩემს ფინჯანში ფიქრის პირველი წუთი ყავის თერმოსი, „ქენონი“ და დოსტოევსკი - ის ნივთებია, რომელიც ყოველ დღე ჩანთით დამაქვს. ვერ გეტყვით, რომელი უფრო მიყვარს, მაგრამ რამე რომ იყოს, ზუსტად ვიცი, რომელს ამოვირჩევდი. რა თქმა უნდა, ყავას. რადგან, ერთხელ სწორედ მან გადამარჩინა. ეს მაშინ იყო, როცა აივნის მოაჯირზე ვიდექი და თავის მოკვლა მინდოდა. დაღლილი ვიყავი ადამიანებით, სიტყვებით, სიკეთისა და ბოროტების ბრძოლით, ფეისბუკით. მოაჯირზე ავედი. ასე ვიყავი რამდენიმე წუთი, შემდეგ გავიცინე და ჩამოვედი. არ გადამხტარვარ და იცით რამ მიშველა? - ყავამ. მოაჯირზე მდგომმა რომ წარმოვიდგინე ჩემს საყვარელ კაფეში, ჩემს საყვარელ მეგობრებთან დავლევდი ესპრესოს და ბევრს ვისაუბრებდით ლიტერატურაზე, რემაკზე, ევროპულ ფილმებზე. მერე აქედან გამოსული შევხვდებოდი ქალს, რომელიც მიყვარს და მთელ საღამოს მასთან ცეკვაში გავატარებდი, შემდეგ კი სოლოსაკის ერთ-ერთი იტალიური ეზოს კიბეებზე მივირთმევდით ამერიკანოს. სახლში მისულს ბებია დამხვდებოდა, რომელთან ერთადაც დავლევდი ნალექიან ყავას. ჩვენ იმ ღამეს არ დავიძინებდით და ბევრს ვისაუბრებდით ღმერთზე, სამყაროზე, სიყვარულზე. მოკლედ, ყველაფერზე პოლიტიკის გარდა. შემდეგ გათენდებოდა, მე კი ხელში ყავის ჭიქა მეჭირებოდა. აი, ასე გადამარჩინა ყავამ. ამ ნივთებს: ყავის თერმოსს, „ქენონს“ და დოსტოევსკის ცალ-ცალკე ვერ ვიყენებ, რადგან მათი მოქმედება ერთმანეთზეა დამოკიდებული. დოსტოევსკი აზროვნებაა, „ქენონი“ - ამ აზროვნების განხორციელების საშუალება, ყავა კი - შთაგონება. ერთი კომპონენტიც რომ დააკლდეს, არტი აღარ გამოვა. სულ დამავიწყდა მეთქვა, მე ფოტოგრაფი ვარ. უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა, რომ ჩემი ჰობია. თუ უფრო დავკონკრეტდები ხანდახან, ვიღებ ფოტოებს. მაგრამ, ამას რა მნიშვნელობა აქვს. ყველა გასხვავებულად ვურჩევთ სახელს ჩვენ საყვარელ საქმეს. ფოტოგრაფია სრულიად შემთხვევით შემიყვარდა. ეს მაშინ მოხდა, როცა ვიგრძენი, რომ ის წამი დავიჭირე, რომელიც მარადიულობის ნაწილი მინდოდა გამხდარიყო. მას შემდეგ,

ვარვარ, რატომ გამიბირბიხარ-მეთქი, მანაც ვერ მიპასუხა. ღმერთს ვუთხარი: ღმერთო, ვიცი რომ არსებობ, შენ გამაჩინე და შენვე უნდა მომკლა და ჩემსავით მილიარდობით ადამიანის სიცოცხლეს წყვეტ, ამხელა პასუხიმგებლობა გაკისრია, ამიტომ მგონია, რომ კაცი ხარ, რადგან ქალი პასუხისმგებლობებს მუდმივად თავს არიდებს-მეთქი. მისთვის შეკითხვა არ დამისვამს, რადგან ღმერთი თავად პასუხია. ბოლოს ჩემს თავს შევეკითხე: ბადრი, რატომ სვამ შეკითვებს? არც ჩემგან ისმოდა პასუხი. შემდეგ მივხვდი, რომ ჭეშმარიტება არა პასუხებში, არამედ კითხვების დასმაშია. კითხვების დასმა გავაგრძელე.

ამ წამების კოლექციას ვაგროვებ. როგორც ერთი მსახიობის ლექსშია - როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა, წამი გაჩერდაო. ეს მართალია, მაგრამ არაა მარტო მოცარტის გენიოსობა საჭირო, რომ წამი გავაჩეროთ. ეს ყოველთვის ხდება, როცა ბედნიერები ვართ. იყო ბედნიერი - ეს გენიოსობაა. ფიქრის მეორე წუთი მახსოვს, პირველ კურსზე ლექტორმა მითხრა, შენ ყველაზე უნიჭო ჟურნალისტი გახდებიო. მაშინ გავბრაზდი. მეორე კურსზე ამ ამბავზე გავიცინე, ახლა კი მესამე კურსზე ვარ და ვხვდები, რომ მართალი იყო. მეოთხე კურსის ბოლოს კი, ალბათ, მადლობასაც გადავუხდი ამ სიტყვებისთვის. ის რომ არა, მე თვითდაჯერებული იდიოტი ვიქნებოდი და ვერ გავიზრდებოდი. მართლაც, ყველაზე მეტად ეს მადარდებს. არ ვიცი ვინ ვარ, უფრო სწორად, რომელი ვარ - ჩემში ორივეა, მოცარტიც და სალიერიც. როცა რაღაცას ვქმნი, საკუთარი თავისვე მშურს. მინდა რაღაც ღირებული შევქმნა, თუნდაც რეკვიემი და მერე მოვკლა ჩემში გენიალურობა. განა მხოლოდ მე ვარ ასეთი? თითოეული თქვენგანიც ასეა. ყველა წერს ამ ცხოვრებაში მე-40 სიმფონიას და მერე, ჩვენ თვითონ ვკლავთ ჩვენს თავში მოცარტს და სალიერები ვრჩებით. ფიქრის მესამე წუთი მახსოვს, როცა ოსკარის დაჯილდოებას პირველად ვუყურე, ვიფიქრე, ამხელა მსახიობები, რეჟისორები არიან და რა სისულეებს ლაპარაკობენ ჯილდოს აღებისას-მეთქი. იმ დღიდანვე დავიწყე მოფიქრება, თუ რას ვიტყოდი ოსკარის გადმოცემისას. საბოლოოდ, მოვიფიქრე და სიმართლე გითხათ, კარგიც გამომივიდა, მაგრამ ოსკარი არავის მოუცია. ამას რატომ გიყვებით და მივხვდი, რომ არაა

საჭირო ყველაფერი დაგეგმო. პირიქით, როცა გეგმა არ გაქვს და ისე მიჰყვები ცხოვრებას, თითქოს, სამყაროს ელემენტი ხდები. შენც ისეთივე ბუნების ნაწილი ხარ, როგორც მცენარეები, ფრინველები... განა მათ გეგმა აქვთ, როგორ გაზარდონ ან როგორ იშოვონ საჭმელ? - არა, მაგრამ შიმშილით არ იხოცებიან. მათ ბუნებასთან ახლო კავშირი აქვთ, ადამიანებისგან განსხვავებით. ღმერთო ჩემო, არც კი მახსოვს, ბოლოს როდის შევხედე ცას. მოკლედ, ვინც წინასწარ მოამზადებს ტექსტს, ის ოსკარს ვერასდროს მიიღებს. ვინც წინასწარ დაწერს სიყვარულის ახსნის ტექსტს, მას „კი-ს“ არ ეტყვიან. ვინც წინასწარ მოამზადებს აღსარების ტექსტს, მას ცოდვები არ მიეტევება. ფიქრის მეოთხე წუთი ქვეყანაში არავინ არაფერი არ იცის. მუდმივად ვსვამ კითხვებს, მაგრამ პასუხს ვერავინ მცემს. აქციაზე მყოფ ხალხს შევეკითხე: აქ რატომ დგახართ-მეთქი, ვერ მიპასუხეს. მრევლს შევეკითხე: რატომ მარხულობთმეთქი, ვერ მიპასუხეს. ქალებს შევეკითხე: კაცებს რატომ კლავთ-მეთქი, მიპასუხეს, ჩვენ კი არა, ისინი გვკლავენო. მაგრამ მე სულ სხვა სიკვდილს ვგულისხმობდი(შეხვედრაზე უარის თქმას, სიყვარულზე დაცინვას). არც მათ ჰქონდათ პასუხი. პოლიტიკოსებს შევეკითხე: ომს რატომ იწყებთ და უამრავ ადამიანს რატომ წირავთ პირადი ამბიციების გამო-მეთქი, ვერ მიპასუხეს. დედას შევეკითხე: მე ყველაზე წარუმატებელი ჟურნალისტი ვარ, ჩემს სატიტიებს გაზეთში არ აქვეყნებენ, არც მოთხრობებს მიბეჭდავენ და ჩემით მაინც რატომ ამაყობ-მეთქი, ვერც მან მიპასუხა. მარის შევეკითხე: მარი, ხომ ვიცი რომ გიყ-

ფიქრის მეხუთე წუთი ჩვენ, ჟურნალისტები, უამრავ ონფორმაციას ვიღებთ და ამ ინფორმაციებში ვიხრწნებით. თითოეულ ამბავს, რომელიც მოდის ჩვენამდე არ ვაანალიზებთ. იქნებ დრო არ გვაქვს, იქნებ გონება. მოკლედ, ფაქტია, რომ გვიგროვდება ფაქტები და საბოლოოდ ამ ინფორმაციებში ვიხრჩობით. თითოეული ჟურნალისტი კლავს. ჩვენ ვკლავთ ომის ვეტერანებს, ჩვენ ვკლავთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ძალადობის მსხვერპლ ქალებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს. თქვენ მეტყვით: კი მაგრამ, ამას როდის ვაკეთებთო. მე გიპასუხებთ: სწორედ მაშინ, როცა გონებაში მასალას ეძებთ სიუჟეტისთვის, სტატიისთვის, ინტერვიუსთვის. ძალადობის მსხვერპლი ქალი რესპოდენტი მაშოვნინაო, რომ ფიქრობთ. დანაშაულს მაშინ ჩავდივართ, როცა რესპოდენტთან მივდივართ, რომელსაც ხუთი შვილი ჰყავს და ერთ ოთახში ცხოვრობს. ამ დროს კი ვფიქრობთ, მას სახელმწიფო დახმარება ნეტა არ ჰქონდესო. რადგან, მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოგივა კარგი სტატია. ჩვენი ბრალია რომ ვკლავთ თუ სისტემის, არ ვიცი. დიახ, ბატონებო! ჩვენ ამას ყოველდღე ჩავდივართ, ვკლავთ მორალურად და ვიცით, რომ მორალური სიკვდილი ბევრად უარესია ვიდრე ფიზიკური. აი, ეს უხარია მედიას, ეს გვიხარია ჩვენ! ბებიამ რაღაც დაიყვირა და ფანჯარას მივარდა. ფიქრებიდან გამოვერკვიე: -ბებო რა ხდება? -ბადრი, ჩქარა გამოდი, ნახე, ჩვენს მეზობლად ხანძარია. პირველი რაც გავიფიქრე, ნეტავ, საბავშვო ბაღს ეკიდოს ცეცხლი, კარგი ფოტორეპორტაჟი გამომივიდოდა-მეთქი. ჩემი თავის შემრცხვა. ყავის ფინჯანი ავიღე და მოვსვი. ყავა გაციებული იყო. ბადრი ცხომარია

ქვეყანაში ყვირილია...

„თუკი საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სრული შემადგენლობით ჩამოვა, მათ ყველას გაოცება შეუძლიათ,“ - ასე გამოეხმაურა სლოვენიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი, იურე ზდოვცი ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის წილისყრის შედეგებს, რომლის თანახმადაც სლოვენიის და საქართველოს ნაკრებები, ზედიზედ, მე-3 ევრობასკეტზე ერთ ჯგუფში მოხვდნენ. ზდოვცის კომენტარი ფიბა-ევროპას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა და მან სხვა მეტოქეებიც შეაფასა: „ძნელი სათქმელია, წილისყრის დროს რამდენად გაგვიმართლა. ტურნირისთვის ახალი სისტემა იქნა შემუშავებული და ეს, ბევრ რამეს ცვლის. შესაძლოა, ჯგუფში ბრწყინვალედ ითამაშო,

შემდეგ კი, ერთი მატჩი წააგო და ყველაფერი დასრულებული იქნება. ჩვენი მეტოქეებიდან ჰოლანდიის გარდა, ყველას ვიცნობთ. ხორვატია შინ თამაშობს და უმთავრესი ფავორიტი იქნება. ძლიერი გუნდი ჰყავთ ბერძნებსაც. გამიჭირდება მაკედონიის ნაკრების შეფასება. მათ შემადგენლობაში არაერთი ცვლილება მოხდა, ამდენად, ევრობასკეტზე რა გუნდით ჩამოვლენ, ძნელი სათქმელია.“ შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფის მატჩებს ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები მიიღებს. საქართველოს და სლოვენიის მატჩი კი, ჯგუფური ეტაპის მე-2 დღეს, 6 სექტემბერს შედგება. გიორგი საგინაძე

10 დეკემბერი

გაღვიძებისას, როდესაც თვალს ახელ და ღმერთს მადლობას ეუბნები კიდევ ერთი დღისთვის, იმის მაგივრად, რომ მშვიდობიანი დილა გისურვონ - გიყვირიან. წინა თაობის წარმომადგენელი აღშფოთებულია ახლანდელი ახალგაზრდობით და ყვირის. სოციალურ ქსელში შედიხარ, იქაც ყვირილია. ზოგი ყვირის, რომ კახა მოკვდა, ზოგი საბის მისტირის, ზოგი თავის არასრულფასოვნების კომპლექსს იკმაყოფილებს და ამიტომ ყველაფერზე ყვირის. ასეთი ადამიანის პროვოკაციას წამოეგება ის, ვისაც თავი ჭკვიანი ჰგონია და ისიც დაუზარებლად ყვირის. ქუჩაში გახვალ, საღამო - წყნარი, ლამპიონების მბჟუტავი სინათლე და შენს ნაბიჯებს აყოლილი საკუთარი ფეხსაცმლის კაკუნის ხმა, რომელიც საღამოს მშვიდად გასეირნების და საკუთარ თავთან განმარტოების საშუალებას გაძლევდა, მაგრამ უკვე აქაც ყვირიან. ვითომ წარსულს ჩაბარებული ნაციონალები გამოსულან და ანექსიის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მიშას ყვირიან, მათ მოპირდაპირედ მეოცნებეები დგანან და ისინიც ყვირიან. ამის მერე ყველა ეს ადამიანი შეიკრიბება, რომელიმე გადაცემაში მივა და რეგლამენტირებულ ყვირილს დაიწყებს. ქვეყანაში ისეთი ყვირილია, თავი გამწარებული ფუტკრების სკაში გეგონება. გამოვა ჩვენი ლამაზქალაქის დარაჯი პირდაპირ ეთერში და სიხარულით გვაცნობებს,

10 დეკემბერი

რომ დღის სამი საათია და ყველაფერი იდეალურადაა. არადა, ქვეყანაში ისეთი ყვირილია, ფოთლები შრიალის მაგივრად უკვე ყვირიან. ახლაც, ამ ბლოგს რომ ვწერ, მგონია, რომ ვყვირი. ქვეყანაში ისეთი ყვირილია, გაჭირვებულთა, საშველად ატეხილი ყვირილი არ გვესმის.

აგერ, გვერდით კაცს გული რომ წაუვიდა და შველას ითხოვენ, არც ეგ გვესმის. ისეთი ხმაურია, რომ ცოლის ყვირილი აღარ გვესმის, ქმარი რომ კლავს. არც იმ ბავშვის ძახილი გვესმის, დედა რომ სცემს. ქვეყანაში ისეთი ყვირილია, ჩვენი გულისთქმისაც აღარ გვესმის, ჩვენი მეგობრისა აღარ გვესმის გვედით რომ დგას, ხმას ვერ ვაწვდენთ და ისევ ვყვირით.

ქვეყანაში ისეთი ყვირილია, ბავშვი რომ იბადება, უფრო ხმამაღლა ტირის, რომ მისი ხმა გაიგონ, მკვდარი არ ეგონოთ და სანაგვეზე არ გადააგდონ. თუ გაუმართლა და თავიდან არ მოიშორეს, მაშინ ყვირილში გაზრდიან, რომ „ ნორმალური“ გამოვიდეს და ოჯახი არ შეარცხვინოს. თუ გოგოა - გაათხოვებენ, პატრონს ჩააბარებენ, პატრონს- ანუ ადამიანს, რომელიც მეტად თუ არა ნაკლებად მაინც არ უნდა ყვიროდეს, რომ ცოლმა მისი შიში არ დაკარგოს და თავს ზედმეტის უფლება არ მისცეს. თუ ბიჭია, მაშინ ყვირილში დააოსტატებენ, რომ რძალი თავზე არ დაისვან და მეზობლები არ აალაპარაკონ კი არა, არ აყვირონ. ოჯახში თუ კაცი არ მუშაობს, შიმშილის ყვირილია, თუ ქალი მუშაობს, ამპარტავნობის ყვირილის ჯერი მოდის. მოხუცდები და იმიტომ გიყვირიან, რომ ან ყურთ დაგაკლდა, ან ფეხებში ედები ადამიანებს და უკვე ახალგაზრდების ისედაც გაფუჭებულ ნერვებზე ცუდად მოქმედებ. მოკვდები და ქართული ტრადიციების გამოსავლენად ისეთ ყვირილის ატეხენ, საკუთარი თავის მნიშვნელობას საიქიოში გარწმუნებინებენ. მოკლედ, ქვეყანაში ისეთი ყვირილია, რომ უკვე ქვეყანაც ყვირის. სალომე აბულაშვილი

11


ფოტოპროექტი

ქალაქი, როგორც უდაბნო ქალაქი არის სივრცე, რომლის თითოეული ნაწილი ათვისებულია. ქალაქში, ფაქტობრივად ჩვენივე გამოგონილ რეალობაში ვცხოვრობთ, მოწყვეტილი ვართ ბუნებრიობას, რადგან არ ვეხებით მიწას და ვერ ვხედავთ ცას. ქალაქი სავსე არის და ცარიელიც, ცარიელია -ემოციებისგან . ქალაქში მილიონობით ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ისისნი მაინც მარტონი არიან როგორც უდაბნოში. ამ ფოტოპროექტში სწორედ ასეთ ადამიანებს ნახავთ.

სტილისტ-კორექტორი -

მთავარი რედაქტორი -

ქეთევან კანდელაკი

მაია ჭანტურიძე

ნომრის რედაქტორი ქეთევან კანდელაკი

ტექნიკური რედაქტორი ანა მებურიშვილი

12

ჟურნალისტები: მარიამ მენაბდიშვილი, ანა სარალიძე, თათია გითოლენდია, ხატია ზაკალაშვილი, ელზა ელბაქიძე, ქეთა კანდელაკი, ანა მინდიკაური, თამარ ეძგვერაძე, მარიამ ბერიძე, ბადრი ცხომარია, ანა მებურიშვილი, სალომე აბულაშვილი, მაია ჭანტურიძე, ნიკა ფირცხალაიშვილი, გიორგი საგინაძე.

დამკაბადონებელი ზაზა ნიკოლოზიშვილი

ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე

10 დეკემბერი


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.