სკოლა: მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის საჯარო კლასი:მე-10 სახელი გვარი:ანნა რეზესიძე თემა: „თამარს ვაქებდეთ...“
იდგა 1204 წელი... დილის სურნელმა შეაღწია ღია სარკმელში, ნიავმა ფარდა ააფრიალა და განთიადის შუქი შემოიღვარა ოთახში... ქალს შეამცივნა, ადგა, სარკმელთან მივიდა და დილის ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა... ღამენათევი თვალები მიმოავლო არემარეს და ცრემლებმა გზა ღაწვებისკენ გაიკვალა... ბაგეებს ჩურჩულით მოსწყდა სიტყვები „უფალო შენ დაიფარე ჩემი მრავალნატანჯი საქართველო“... ქალი შემობრუნდა, იქვე იატაკზე გრაგნილი ეგდო, ქალის ფიქრისა და ტკივილის მიზეზი... ქალი დაიხარა, აიღო გრაგნილი და თვალწინ კადრივით ჩაუარა წარსულმა... გაახსენდა, ერთ დროს რუმის სულთნის-რუქნადინის მიერ უარი, მის შერთვაზე... დაწუნებული მისი პორტრეტი უცნობი მხატვრის მიერ შესრულებული. გაახსენდა ის ტკივილი, რომელიც თავმოყვარეობის შელახვამ გამოიწვია: მე თამარი, განთქმული სილამაზით და ძლიერებით, როგორ გაბედა... როგორ გაბედა... და დღეს ეს გრაგნილი, სადაც კიდევ ერთხელ შეეხო ჩემს ქალური თავმოყვარეობა, სადაც თავხედურად მწერს : „ მე, რუქნადინ სულთანი, ყოველი ცისქვეშეთის მფლობელი, ანგელოზთა დარად თანამდგომი ღმერთისა, მოვლინებული დიდისა მოჰამედისგან, გაცნობებ მეფე თამარს: ყოველი დიაცი რეგვენია, შენ გიბრძანებია ქართველებისთვის ხმლის აღება... ახლა მე მივდივარ, რათა დაგსაჯო შენ და შენი ერი, რომ ქართველობამ აღარასდროს გაბედოს ხმლის ხელში აღება, რომელიც ღმერთმა მხოლოდ ჩვენ გვიბოძა.“ -არა!- მტკიცედ თქვა ქალმა -ეს უკვე მეტის მეტია, დღეს ჩემი ქალური შურისძიება გადაეხლართა ჩემი ქვეყნის გადარჩენის წყურვილს, დღეს ჩვენი ბრძოლა ღირსებისა და სამართლიანობის აღდგენის ბრძოლაა...“