მასალა თარგმნილია „ NATIONAL GEOGRAPHIC -ის“ საავტორო ფილმიდან : “ A Photograph Revisits the Forgotten Land of Songs’’ – www.youtube.com 2014 სვანეთში პირველად დაუგეგმავად წავედი.მაშინ არათუ ფოტოგრაფი, ერთი უბრალო მოგზაური ვიყავი, მაგრამ ამ ამბავმა ფოტოგრაფად მაქცია. მე შევხვდი გერმანელ ლინგვისტს. ის მომიყვა, რომ ეს ხალხი საუბრობდა ენაზე, რომელსაც წერილობითი ფორმა არ გააჩნდა. გერმანელმა ლინგვისტმა ხელსახოცზე რუკა დამიხატა, მე ის ჩემს ჟურნალში შევიტანე და მეორე დღეს გავუდექი გზას. მთებში მიმავალი ავტობუსის გზაზე ქალმა მომაბრუნა:,, -,,სად მიდიხარ?“ -,,გზის ბოლოს,კარავში დარჩენას ვაპირებ!“-მივუგე მე. მან გაიცინა, - ,,ოო, არა, ნუ იზამ ამას!“ და გამიყოლა თავისკენ, გამიყოლა ქორწილში, რომელიც იმ ოჯახის უფროსი გოგონას დაოჯახების აღსანიშნავად იმართებოდა, რომელმაც ამ რეგიონში შემიფარა. დამათვრეს... მაცეკვეს და ღამე გამათევინეს. ამგვარად დაიწყო ჩვენი სამწლიანი ურთიერთობა და, ვგონებ, ექვსწლიანი ურთიერთობა ,,National Geographic” -ის ეგიდით, რომელმაც კვლავ დამაბრუნა აქ.
FIVE Issue
აარონ ჰიუი, ფოტოგრაფი, ,,ნეშენალ ჯეოგრაფიკის’’ფოტოკორესპოდენტი, TED სპიკერი
Cven vyvebiT msoflios xalxTa ambebs da Tu sworad movyebiT, SemovinaxavT kidec. Cveni daniSnulebac amaSi mdgomareobs: ზუსტად მესამე წელს საგანგებოდ დავბრუნდი,
რათა შემექმნა ფოტოისტორია იმ ამბისა, რომელიც ჩემი თავგადასავალიც გახლდათ. ამასთან, ეს იქცა ჩემს პირველად როლად ფილმში. რეალობა არის ის, რომ შემიყვრდა ეს მხარე, მთელი ეს ეთნოკულტურა. ოჯახი ადრეული მოგზაურობებისა და ფოტოების მთავრი თემა, ძირითადი ქვაკუთხედია. ხალხი მშვენიერებითა და მუსიკალური ნიჭით გამოირჩევა. მახსენდება, რომ ოჯახში სულ სიმღერა ისმოდა. დილით ოჯახის წევრთა სიმღერა მაღვიძებდა. პირველივე დღიდან მათ მასწავლეს ზოგიერთი მათგანი, რაც 13 წლის შემდეგ კვლავ ამომიტივტივდა გონებაში. ეს სიმღერები შეეხება გმირებს, სიყვარულს, მეგობრებს… დაბრუნება ჩემს მასპინძელ ოჯახთან ცოტა უხერხულული აღმოჩნდა. ჩემს სტუმრობას ქართული ტელევიზია აშუქებდა. წინასწარ ვთქვი კიდეც ამის შესახებ. ეს იყო ძალიან ემოციური შეხვედრა. როგორც იცით, მე ვიყავი ჩემს დედობილთან, ნუნუსთან. მივედი მასთან, გადავეხვიე და თვალებზე ცრემლი მომადგა.სიმღერების მსგავსად, აქაური მოგონებები მეხსიერებაში ღრმად -დიახ, ჩემი ჟურნალები ნამდვილად ფეხდაფეხ სიარულში აღმბეჭდოდა. შეიქმნა..მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი,ეს ნაწერებშიც ასე დაიწყო ჩემი და მასპინძელი ოჯახის წევრთა იგრძნობა,მაგრამ ამ ჟურნალებში რაც მომწონს ისაა, რომ თავშეყრა 13 წლის შემდეგ. მიხაროდა, რომ მათ არ ვიწერდი რეცეპტებს, ვადგენდი სიტყვარს სიმღერებიდან დავვიწყებივარ და კვლავ გულთბილად მიღებდნენ. ენის შესასწავლ ყოველდღიურ გაკვეთილებზე. ჩავიწერე ამგვარად, ვიპოვე მასპინძელი ოჯახის ყველა წევრი, სიმღერები, ჩემი ხედვით, ნამდვილი პოეტური ქმნილებები, ვიმღერე და ვისაუბრე მათთან, ისევ ისე, როგორც უწინ. რომლებში ასახული იყო ხალხისა და გარემოს სულისკვეთება. მოხუცები ძველებურად ჭადრაკს თამაშობდენ ჩვეულ ადგილას, მანდილოსნები კი სამზარეულოში ღიღინებდნენ... არსებობს სცენები, რაც უცვლელი რჩება და ეს სცენები ხელახლა ვიხილე.
აღნიშვნის ღირსია სცენები, რომლებზეც გარკვეული პიროვნებები გარკვეულ ადგილას გვხვდებიან. ამასთან, ვპოულობ ტრადიციული ხალხური ცეკვისა და მუსიკის წარმომადგენლებს და ისინი მიახლებენ ჩემს ძველ შთაბეჭდილებებს. როდესაც ვხედავთ მათ გვერდიგვერდ, ვხვდები, თუ რამ გაუძლო დროის მდინარებას. ეს ამბები თაროზე შემოსადებად არ იქმნება. ჩვენ შემოვინახეთ ისინი. ჩვენი დანიშნულებაც ესაა: შევინარჩუნოთ ეს პოეტური სამყარო! ასე რომ, თუ არასდროს გაგიგიათ სვანეთზე, საქართველოს რესპუბლიკაზე, ან ამ მთებზე, ალბათ იმიტომ, რომ არ გასცნობიხართ ინფორმაციას ამ ხალხის შესახებ. მე ვფიქრობ, მთელი ჩემი პროექტის მთავარი დანიშნულებაა, აღმოვაჩინო და მეტად დავაფასო ეს სამყარო.