Lamproba

Page 1

სკოლა:მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის საჯარო სახელი გვარი:

ნიკა ჩხეტიანი

კლასი :მე-12 თემა:ლეგენდა ლამპრობის დღესასწაული შესახებ.

სვანეთი ერთ-ერთი უძველესი კულტურისა და ტრადიციის მქონე კუთხეა.სვანი კაცის ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს ლოცვას.მის მფარველად ის თვლის წმ.გიორგის ანუ „ჯგურაგს“.ამით აიხსნება ალბათ ის ფაქტი,რომ ყველა დღესასწაულისას ლოცვა მიმართულია ჯგურაგისადმი,სვანური სუფრაც სწორედ „ჯგურაგის“ საგალობელით იხსნება და მესამე ჭიქით წმ.გიორგის მფარველობასა და ქუდის დამხურავთა ანუ მამაკაცთა სიმრავლეს შესთხოვენ. უჩვეულო და ორიგინალური დღესასწაულია ლამპრობა,რომელიც წმ.გიორგისადმია მიძღვნილი. ზუსტად არავინ იცის,საიდან იღებს სათავეს, ეს ერთი შეხედვით წარმართული,ცეცხლთაყვანისმცემლობის დროინდელი ელემენტი-ცეცხლი,მაგრამ სვანი კაცი მას არ აიგივებს წარმართობასთან,მას ეს წმ.გიორგისადმი მიძღვნილ კელაპტრად თვლის,როგორც სანთელს უფლისადმი ანთებულს. ლამპრობის დღესასწაულს განსაკუთრებულად აღნიშნავენ ფარის თემში.ჩვენში ამ დღეს დიდი ლოცვა და მხიარულებაა,ამ დღეს შორსმყოფი ოჯახის ყველა წევრი ერთად იკრიბება და აღნიშნავს ამ დიდ დღეს. ლამპრობის დღესასწაული მოძრავია ,მას აღდგომის დღესასწაულიდან უკან რვა კვირას ითვლიან და ასე ადგენენ თარიღს,ის თებერვლის პირველ რიცხვებს ემთხვევა. ოჯახში იმდენი ლამპარი მზადდება,რამდენიც მამაკაცია.დამატებით სამი წმ.გიორგის ლამპარი,რომელთაგანაც ერთს წინა საამოს დაანთებენ და უძვნიან წმ.გიორგის,მეორეს ლამპრობის დღეს გამთენიისას,ხოლო მესამე ლამპრობის საღამოს. არსებობს ლეგენდა,რომელიც ხსნის თუ საიდან გამომდინარეობს სიტყვა „ლამპრობა“ და რას უკავშირდება იგი სინამდვილეში. უძველეს დროს,კერძოდ ალექსანდრე მაკედონელის დიდი ლაშქრობის დროს,ალექსანდრეს ლაშქრის ნაწილი კოდორის ხეობის გავლით შემოვიდა სოფელ ჭუბერში,რომელიც მთლიანად ააოხრა,რის შედეგადაც „უთვირის“ უღელტეხილით გადმოვიდა სოფელ ნაკრაში,ვინაიდან მაკედონელის ლაშქარი იყო რიცხობრივად ძალიან ბევრი და საბრძოლველად საუკეთესოდ მომზადებული, სრულიად სვანეთის ლაშქრის შეკრებამოხდა სოფელ ფარში,სწორედ აქედან გამომდინარეობს სოფელი ფარის სახელწოდება -ფარი, ვინაიდან ის დამცავი ფარივით იყო სვანეთის კარიბჭეში. მაკედონელისა და სვანეთის ხევის ლაშქრის ბოლო შეხვედრა მოხდა ფარის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილ „ჰადილთან“ სადც უკვე ბრძოლოის გარეშე დაიდო ზავი,რის


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.