სკოლა:მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის საჯარო სახელი გვარი: დათო ნარსავიძე კლასი მე-12 თემა: ლეგენდა კვიმფხანების ოჯახზე. ფარის თემის შემადგენლობაში შედის სოფელიზემო ლუჰა რაც ქართულად „მწიფსსმწიფეს“ ნიშნავს. სოფლის შესასვლელში არის საინტერესო ადგილი „ლამურყვამ“ ანუ ნაკოშკარი. ამ ადგილზე ხალხურმა ზეპირგადმოცემამ შემოგვინახა ლეგენდა კვიმფხანების გვარის შესახებ. კვიმფხანების ოჯახი მრავალსულიანი და ძლიერი ოჯახი ყოფილა. ის 38 მამაკაცისაგან შედგებოდა, ამ ოჯახის უფროსი ყოფილა, ვინმე ქვებექი, მისი სახელი შემოინახა უზარმაზარმა ლოდმა,როემლსაც სოფელი „ქვებექის ბაჩს“ანუ ქვებექის ქვას უწოდებს,სწორედ ეს ქვა ყოფილა ქვებექისთვის ერთგვარი სანგარი,თავდასაცავი ადგილი ყაჩაღობისას,ის ამ ქვას ამოფარებული აყაჩაღებდა გამლელ-გამომვლელს. ამ ოჯახმა სახელი გაითქვა ავაზაკობითა და ბოროტმოქმედებით. ისინი ხალხს გზებზე ხვდებოდნენ ძარცვავდნენ, იტაცებდნენ და ტყვეებს აიძულებდნენ გაეთხარათ საიდუმლო გვირაბი ციხესიმაგრიდან მდინარემდე. მათ ძალიან ბევრი მტერი ჰყავდათ, სწორედ ამიტომ მათ სჭირდებოდათ საიდუმლო დაცული ციხესიმაგრე, სწორედ ამ გვირაბით ისინი მოიმარაგებდნენ წყალს, როდესაც მათ მტერი თავს დაესხმებოდა ისინი ამ ციხესიმაგრეში იკეტებოდნენ და თავს ადვილად იცავდნენ. ამ გვირაბის გასათხრელად ისინი მუშახელს იტაცებდნენ და მთელი კვირის განმავლობაში უსმელ- უჭმელი ამუშავებდნენ . რა თქმა უნდა ამ გვირაბის გათხრას ბევრი ადამიანი შეეწირა. გამწარებულმა ხალხმა გადაწყვიტა დაესაჯა დამნაშავეები და სამართალი აღესრულებინათ. თემი შეიკრიბა და გადაწყვიტა, რომ თავს დასხმოდა კვიმფხანების გვარს მათ ეს შეტყვეს და თავიანთ კოშკში ჩაიკეტნენ. ხალხმა ალყა შემოარტყა კოშკს,გადაუკეტეს წყალი. ძალიან დიდი დრო გავიდა, მაგრამ ვერ ახერხებდნენ კოშკში გამაგრებული კვიმფხანების დამარცხებას,ხალხი მიხვდა, რომ ამ კოშკში საიდუმლო გვირაბი იყო