ევროპა ჩვენს ცნობიერებაში

Page 1

პროექტის სახელწოდება : ევროპა-ჩვენს ცნობიერებაში პროექტის განმხორციელებელი : მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები პროექტის ბენეფიციარები :ფარის საჯარო სკოლის მაღალი საფეხურის მოსწავლეები. პროექტის ხელმძღვანელი :ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი :ეკა წულუკიძე. პროექტის დაწყება /დასრულება : 25.01-20.02.2016წ პრობლემა რომელიც უკავშირდება საპროექტო განაცხადს :ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე ხშირად გვიხდებოდა მსჯელობა ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებზე,პიროვნულ თავისუფლებასა და ტოლერანტობაზე,სამოქალაქო მოვალეობებსა და ვალდებულებებზე,მოსწავლეები სწავლობდნენ და განიხილავდნენ ქართულ ლიტერატურულ ნაწარმოებებზე დაყრდნობით ადამიანს,როგორც უნივერსალურ არსებას,რომლიც ეფუძნება ევროპულ ფასეულობებსა და ღირებულებებს.ისინი ეცნობოდნენX IX-XXსაუკუნის ქართველ ხელოვანთა შემოქმედებას,რომლებიც ქართული ცნობიერების განახლებას ევროპული ფასეულობების თვინიერ ცდლობდნენ. მოსწავლეები დამოუკიდებლად მსჯეობდნენ ლიბერალიზმზე,ტოლერანტობაზე თუმცა გამოიკვეთა რომ ისინი ვერ უკავშირებდნენ ამ ყოველივეს ევროპასა და ევროპულ ფასეულობებს,მათ ქონდათ მწირი წარმოდგენა თუ რას წარმოადგენს ევროპა და ის ღირებულებები რომელსაც ევროპა ატარებს. გამოიკვეთა,რომ მათ უჭირთ იმსჯელონ საქართველოს ევროპულ არჩევანზე,პერსპექტივებსა და მომავალზე . დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ფლობენ მხოლოდ ზედაპირულ ინფორმაციას ევროკავშირსა და საქართველო-ევროპის ურთიერთობის შესახებ. გამოიკვეთა მოსწავლეთა ინტერესი გაეგოთ მეტი ევროპის შესახებ,გაეანალიზებინათ საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის პროცესები. მოეხდინათ შედარებითი ანალიზი ქართულ ლიტერატურულ ნაწარმოებებსა და ევროპულ ღირებულებებს შორის. მიზანი : მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ევროპასა და ევროპული გაერთიანების შესახებ. ჩამოუყალიბდეთ სწორი დამოკიდებულება ევროპული ფასეულობების მიმართ. გაეცნონ საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის პროცესებს.მხატვრული ნაწარმოების გაანალიზებით იმსჯელონ ქართველ ხელოვანთა დამოკიდებულებებზე ევროპულ ფასეულობების მიმართ. ამოცანა : შევქმნათ სამუშო ჯგუფები. მოვიძიოთ ინფორმაცია ევროკავშირის შექმნის ისტორიის შესახებ. გავიგოთ მეტი ევროპული ფასეულობების შესახებ,რას ეფუძნება ევროპული ღირებულებები. გავაანალიზოთ რას ელის საქართველო ევროპისაგან ,რა ეტაპზე დგას საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში.მოსწავლეებმა გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ . კონკრეტული ლიტერატურული პერსონაჟის მაგალითზე გაანალიზონ ქართველ მწერალთა ლიბერალური შეხედულებები. ჩავატაროთ თემში გამოკითხვა,გავიგოთ მოსახლეობის დამოკიდებულება ევროპაში ინტეგრაციის პროცესებზე. გამართონ დისკუსია თემაზე: ჩვენი ევროპული არჩევანი“ აქტივობა : 1) შევქმნათ სამუშო ჯგუფები . •

მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად.


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.