ზღაპარი

Page 1

სკოლა: მესტიის მუნიციპალიტეტი სოფელი ფარი კლასი: მე-8 სახელი გვარი: დათო რეზესიძე თემა: ზღაპარი დათვსა და მელაზე იყო და არ იყო რა,ერთი მელა და ერთი დაითვი დაძმობილდნენ,ზამთრისთვის ერთი კასრი ქონი შეაგროვეს და გადაინახეს. მსუნაგ მელას გულმა ვერ მოუთმინა და გადაწყვიტა გემო გაესინჯა ქონისთვის,თავი მოხადა კასრს და გემრიელად შეექცა. შინ დაბრუნელბულს დათვმა ჰკითხა, სად იყავიო? -ნათლობაზე ვიყავი ნათლიდედად.-უპასუხა მელამ. -ნათლულს რა დაარქვი? -იბნილ ი მიბნილ( დაწყებისა)-უპასუხა მელამ. შემდეგ დღესაც სულმა წასძლია მელას,კვლავ მიეპარა კასრს,ისევ მიაძღა ქონს და შინ დაბრუნებულმა ისევ ტყული უთხრა დათვს. -ნათლობაზე ვიყავი ნათლიდედად. -ეხლა რა დაარქვი?-შეეკითხა დათვი -იხნისგილ ი მიხნისგილ(ნახევრისა)-უპასუხა მელამ. დათვმა ისევ დაუჯერა მელას,მელა კი განაგრძობდა მის მოტყუებას,ისევ წავიდა ამჯერად დააცარიელა კასრი და შიგ ნაცარი ჩაყარა. შინ დაბრუნებულს დათვმა ჰკითხა: -სად იყავი მელია? -ნათლობაზე ნათლიდედად ვიყავი . -ამჯერად რა დაარქვიო? -იშთხილ ი მიშთხილ(დამთავრებისაო)-უპასუხა მელამ. დათვს ეჭვი შეეპარა მელას სიპატიოსნეში და უთხრა: -მოდი ჩვენი კასრი მოვინახულოთ,ხომ არ გაფუჭებულა ქონიო. მელა დასტანხმდა და მივიდნენ კასრთან,მელამ თავი მოხადა,დათვი დაიხარა,ამ დროს მელამ სული შეუბერა და დათვს ნაცარი თავლებში შეეყარა.დათვს ძალიან აეწვა თვალები,მელამ უთხრა,წამოდი დაგბან და მოგირჩებაო,დათვიც გაჰყვა მელას,მელამ კი კლდეზე აიყვანა,ჰკრა ხელი და კლდიდან გადაჩეხა.


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.