ტრანსვერსული უნარები

Page 1

დასაქმებისთვის საჭირო უნარ - ჩვევების ტრენინგმოდულები

2019



დასაქმებისთვის საჭირო უნარჩევევების ტრენინგ მოდულები შეიქმნა „ევროკავშირი ახალგაზრდებისათვის: უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის 3 ქვეყანაში სომხეთი, საქართველო და უკრაინა. საქართველოში, ორგანიზაციის „გადავარჩინოთ ბავშვები“ პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია „ახალგაზრდობის სააგენტო“. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს გენდერულად სენსიტიური, მონაწილეობრივი და ინკლუზიური ახალგაზრდული პოლიტიკის შექმნას. პროექტის მიზნები და შედეგები მოიცავს შემდეგს: 1) თანმიმდევრული და სექტორთაშორისი ახალგაზრდული პოლიტიკის ადვოკატირება ადგილობრივ, რეგიონალურ და ეროვნულ დონეებზე; 2) ახალგაზრდებისათვის სამეწარმეო უნარების განვითარების ხელშეწყობა; 3) არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობა, შემდგომი დასაქმების მიზნით. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ მიერ. გადავარჩინოთ ბავშვები მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვაზე ზრუნავს. ორგანიზაციის მიზანია მონაწილეობა მიიღოს ისეთი გარემოს შექმნაში, სადაც ყველა ბავშვს ექნება გადარჩენის, დაცვის, განვითარების და მონაწილეობის უფლება. ორგანიზაციის მისია გულისხმობს თითოეული ბავშვის ყოფაში მდგრადი ცვლილებების მაქსიმალურად სწრაფად მიღწევას და მათ მიმართ პატივისცემით მოპყრობის უზრუნველყოფას. ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „გადავარჩინოთ ბავშვები“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.


სარჩევი ტრენერთა ტრენინგი

ეფექტიანი კომუნიკაცია და თვითპრეზენტაციის უნარები

გუნდური მუშაობა

მეწარმეობა

პრობლემის გადაჭრა

სწავლის სწავლა (ვისწავლო, როგორ ვისწავლო)

კიბერუსაფრთხოება და კიბერჰიგიენა

დისკრიმინაცია შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში

საგადასახადო კოდექსი

შრომის სამართლის განვითარება

დასაქმებულთა უფლებები


ტრენერთა ტრენინგი ავტორი: დავით დარსაველიძე, დავით შერვაშიძე, ანატოლი კორეპანოვი მნიშვნელოვანი ტერმინები: მოდერაცია და ფასილიტაცია, ჯგუფის დინამიკის მართვა, სავარჯიშოები, ტრენინგის დაგეგმვა, კომუნიკაცია, შეფასება და უკუკავშირი.

„მე ვისმენ და მავიწყდება; ვხედავ და ვიმახსოვრებ; ვაკეთებ და ვიგებ“. კონფუცი

შესავალი მოდულის სასწავლო ამოცანები: ტრენინგის გავლის შემდეგ, მონაწილეებს შეეძლებათ • განსაზღვრონ: ტრენინგი როგორც ზრდასრულთა სწავლების ინსტრუმენტი; ტრენინგის დაგეგმვისთვის აუცილებელი წინაპირობები. • გამოიყენონ მიღებული ცოდნა: ტრენინგის მიზნებისა და ამოცანების ფორმულირებისთვის; ტრენინგის დაგეგმვისა და მისი შინაარსის ჩამოყალიბებისთვის; საჭიროებებზე ორიენტირებული თემატური ტრენინგების ორგანიზებისთვის; ტრენინგის ჩატარებასთან დაკავშირებული შესაძლო რისკების მართვისთვის; ტრენინგის ეფექტურად გაძღოლისა და შეფასებისთვის. • დაგეგმონ და ჩაატარონ საჭიროებაზე მორგებული ერთი ან რამდენიმედღიანი თემატური ტრენინგი.

მოდულის სტრუქტურა მოდულის ხანგრძლივობაა 8 სამუშაო საათი. მასში შედის 4 სასწავლო სესია. თითოეული სესიის ხანგრძლიოვბაა 90 -120 წუთი.

საგანმანათლებლო მიდგომები მოდული ეფუძნება არაფორმალური განათლების მიდგომებს - გამოცდილებაზე აგებულ პრაქტიკულ სწავლებას. კერძოდ, როლური და სიმულაციური აქტივობები, ინვიდიუალური მუშაობა და რეფლექსია, მცირე ჯგუფებში მუშაობა და დისკუსია. მოდული განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, რომლებიც კარიერის განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფებიან და ნებაყოფლობით მონაწილეობენ სასწავლო პროცესში. მოდულში გამოყენებული მიდგომები მაქსიმალურად მოქნილია, რათა, საჭიროების შემთხვევაში, ადაპტირდეს განსხვავებული საჭიროებების ჯგუფებისთვის.

მოდულის თემატიკა სესიების მიხედვით: I სესია - რატომ ტრენინგი (ზრდასრულთა სწავლების პრაქტიკული ინსტრუმენტი)? II სესია - ტრენინგის დაგეგმვა; III სესია - კომუნიკაცია (სხეულის ენა); IV სესია - ტრენინგის ეფექტური მართვა.

5


მოდულის სახელი

ტრენერთა ტრენინგი

სესიის სახელი

1. რატომ ტრენინგი (ზრდასრულთა სწავლების პრაქტიკული ინსტრუმენტი)?

ხანგრძლივობა

120 წუთი

მოკლე აღწერა

ეფექტური ტრენინგის და ტრენერის მახასიათებლების იდენტიფიცირება და გაზიარება

მონაწილეთა რაოდენობა

15 -20 მონაწილე

სასწავლო ამოცანები

- გააცნოს მონაწილეებს ტრენერის კომპეტენციები და კარგი ტრენინგის მახასიათებლები და განასხვაონ ის არასათანდო ტერენერისა თუ ტრენინგისგან. - დააინტერესოს მონაწილეები, აქტიურად შეაფასონ მათ მიერ ჩატარებული ტრენინგი ან თუნდაც სხვა ტრენინგები, რომლებშიც მიიღებენ მონაწილეობას. - საშუალება მისცეს მონაწილეებს გააზიარონ მათი მიგნებები და ითანამშრომლონ სხვა ტრენერებთან.

საჭირო რესურსები

სამუშაო სივრცე, საკანცელარიო მასალა (ქაღალდის წებოვანი ლენტი, ფლიპ-ჩარტის ფურცლები, მარკერები), დანართი #1.

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

შესავალი და დისკუსია (30 წუთი) შესავალი: 1. დავიწყოთ სესია აქტიური გაცნობითი თამაშით (ყინულის გამლღობი აქტივობა). 2. ვუთხრათ მონაწილეებს, რომ სესია შეეხება მონაწილეთა გაცნობის, წესებზე შეთანხმებისა და მოლოდინების განსაზღვრის, აგრეთვე, ჯგუფის დინამიკაზე დაკვირვებისა და შემდეგ სესიებზე წარმოდგენილი კლასიფიკაციის მიხედვით ტიპაჟების იდენტიფიცირებას. 3. შევქმნათ მყუდრო გარემო საუბრისთვის, შევეცადოთ ოთახში არ იყოს ისეთი ხელოვნური ბარიერები, როგორიცაა: მაგიდები. რეკომენდებულია მონაწილეები განთავსდნენ წრეზე ან ნახევარწრეზე. 4. გაცნობის დროს ჯერ საკუთარი თავი გავაცნოთ და ამ გზით შევქმენათ მაგალითი. სასურველია, ერთი რამ ჩვენი პირადული გაუზიაროთ მონაწილეებს ან ზომიერად ვიხუმროთ ჩვენს თავზე, მაგალითად, რაღაც კარგი მოხდა თქვენს თავს („ჩვენმა ძროხამ ხბო მოიგო“, ოჯახში პატარა ანგელოზი მოგვევლინა, ან სხვა რამ, სასიამოვნო ფაქტი, „საცობში მოვხვდი“, „ტროლეიბუსით მოვედით“ და სხვა :)), საშუალებას მივცემთ უფრო გაიხსნან და აქტიურად ჩაერთონ ტრენინგში. 5. გაცნობისას ვთხოვოთ გაგვიზიარონ მათი სახელი და გვარი, პროფესია და სამუშაო ადგილი ან უბრალოდ, საქმიანობა (შესაძლოა სტუდენტი ან მოსწავლე იყოს და არ მუშაობდეს), შეხება მსგავს თემატიკასთან და ჰობი/ინტერესი. 6. საკუთარი თავის წარმოდგენის და მონაწილეთა ტიპაჟების განსაზღვრის ერთ-ერთი მეთოდია, წინასწარ დავაწყოთ ტრენინგისთვის საჭირო სხვადასხვა საგანი მაგიდაზე და ვთხოვოთ, შეარჩიონ ერთ-ერთი საგანი, რომელსაც აამეტყველებენ, თუ რაში გამოადგებათ ან რატომ აირჩიეს. დისკუსიის ნაწილი 7. ვთხოვოთ მონაწილეებს ინდივიდუალურად დაფიქრდნენ, რას ნიშნავს ტერმინი „ზრდასრულთა სწავლება“ და გაგვიზიარონ მათი პასუხები პლენარული დისკუსიის რეჟიმში. ჯგუფური აქტივობა (60 წუთი) 8. ვუთხრათ მონაწილეებს, რომ იმუშავებენ მცირე ჯგუფებში. დავყოთ ისინი მცირე ჯგუფებად (1-დან 4-მდე გათვლით, პირველები გავანაწილოთ პირველ ჯგუფში, მეორები - მეორე ჯგუფში და ა.შ.) ისე, რომ თითოეულ ჯგუფში არ იყოს 5-ზე მეტი მონაწილე. 9. მივცეთ ჯგუფს დაახლოებით 30 წუთი სავარჯიშოს შესასრულებლად, შემდეგ კი ვთხოვოთ ჯგუფებს, აირჩიონ პრეზენტატორ(ებ)ი, რომლებიც წარმოადგენენ მცირე ჯგუფში მსჯელობის შედეგებს. 10. პრეზენტაციების შემდეგ, შეჯამებისთვის ვკითხოთ ჯგუფებს, რამდენად გაუჭირდათ სავარჯიშოს შესრულება და შეიცვალა თუ არა მათი წარმოდგენა „ტრენერის“ თუ „ტრენინგის“ შესახებ. 11. ყურადღება გავამახვილოთ ტრენერის კომპეტენციაზე და გამოვკვეთოთ მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ჯგუფების პრეზენტაციებიდან გამოაშკარავდება. შესვენება (20 წუთი) - იმისათვის, რომ მონაწილეებმა შეძლონ ენერგიის აღდგენა

შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

პოტენციური კითხვები: 1. (გამოცდილება) რომელი საკითხი დაგვამახსოვრდა ყველაზე მეტად? 2. ყველას გვქონდა აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა? 3. (რეფლექსია) რამდენად კომფორტული იყო სესია? 4. აღმოვაჩინეთ რაიმე ახალი ჯგუფში მუშაობის დროს? 5. (განზოგადება) რა შეიძლება ვისწავლოთ ამ სესიიდან? 6. როგორ გამოვიყენებთ აღნიშნულ ცოდნას პრაქტიკაში?

სესიის ადაპტაციის შესაძლებლობა (საჭიროების შემთხვევაში)

იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფის რომელიმე წევრს წერა არ შეუძლია, შეგიძლიათ შესთავაზოთ მხარდაჭერა ჩანიშვნების გაკეთებით.

გამოყენებული ლიტერატურა

პრეზენტაცია და დანართი #1. ტრენერის გზამკვლევი

6


სესიის სახელი

2. ტრენინგის დაგეგმვა

ხანგრძლივობა

90 წუთი

მოკლე აღწერა

სესიის მიმდინარეობისას მონაწილეები გაეცნობიან ტრენინგის დაგეგმვის აუცილებლობას/მნიშვნელობას და ინდივიდუალურად შეავსებენ ტრენინგის დაგეგმვის ფორმას შევსებული მაგალითის მიხედვით.

სასწავლო ამოცანები

- გავაცნოთ მონაწილეებს დაგეგმვის თავისებურებანი; - საშუალება მივცეთ მონაწილეებს, გააანალიზონ ტრენინგის უმთავრესი კომპონენტები: დროის განაწილება, ტრენერის აქტივობები, მონაწილეთა ჩართულობის მეთოდი, საჭირო მასალები თუ სხვა; - დავეხმაროთ მონაწილეებს ივარჯიშონ სამუშაო გეგმის მომზადებაში.

საჭირო რესურსები

ამობეჭდილი ტრენინგის დაგეგმვის ფორმა და შევსებული მაგალითი. პრეზენტაცია და დისკუსია (30 წუთი) 1. პრეზენტაციითა და კითხვა-პასუხის ფორმატით, მონაწილეებს ვუხსნით დაგეგმვის აუცილებლობას და აგრეთვე, წინასწარ შევსებულ მაგალითს ვუზიარებთ. 2. გაეცნობიან რა ტრენინგის დაგეგმვის მაგალითს, ვურიგებთ წინასწარ გამზადებულ ტრენინგის დაგეგმვის ფორმას და ვთხოვთ, თავად შეავსონ ტრენინგის დაგეგმვის ფურცელი.

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

ინდივიდუალური სამუშაო - (30 წუთი) 3. მონაწილეები ინდივიდუალურად ავსებენ მათთვის დარიგებულ ტრენინგის დაგეგმვის ფორმას. 4. მონაწილეებს შესაძლოა გაუჩნდეთ შეკითხვები ფორმის შევსებისას. შესაბამისად, ტრენერმა ყურადღება უნდა მიაქციოს თითოეული მონაწილის სხეულის ენას და მათ აქტივობას. თუ მონაწილე ვერ ავსებს ფორმას, სასურველია შევთავაზოთ დახმარება. 5. შესაძლებელია, აქტივობის სწრაფად შესრულებისთვის შევთავაზოთ წამახალისებელი რამ, მაგ.: ტკბილეულობა. შედეგების წარმოდგენა და ანალიზი (30 წუთი) 6. რამდენიმე მონაწილეს ვთხოვოთ ნებაყოფლობით გაგვიზიაროს შევსებული ფორმა; 7. ტრენერმა უნდა იმსჯელოს, სწავლა-სწავლების მეთოდებსა და მოტივაციის ინსტრუმენტებზე, ისაუბროს ტრენინგის დაგეგმვის სხვადასხვა გამოწვევაზე; 8. შესაძლაო დისკუსია, ტრენერების მიერ ტრენინგის გაძღოლის საკითხზე, გაიშალოს წყვილებში; 9. სესიის ბოლოს სასურველია კითხვა-პასუხის წახალისება და დისკუსია საკითხის გარშემო. საჭიროა შევაჯამოთ სესიია და უმთავრესი საკითხები წინ წამოვწიოთ. შესვენება (არანაკლებ 40 წუთი) - იმისათვის, რომ მონაწილეებმა შეძლონ ენერგიის აღდგენა და სადილი (ლანჩი)

შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

სესიის მსვლელობისას: - რა სიძნელეებს შევხვედრივართ ტრენინგის მსვლელობისას, რაც დაგეგმვის დროს შესაძლოა გაგვეთვალისწინებინა ან უნდა გავითვალისწინოთ? - დაგეგმვისას რა ფაქტრებზე უნდა გამახვილდეს უმთავრესად ყურადღება? სესიის ბოლოს: - გაგვიჭირდა დავალების შესრულება? რატომ? რატომ არა? - რა იყო ამ სესიის უმთავრესი მესიჯი? - ჩვენთვის რა იყო ახალი? - რამდენად ადვილად აღსაქმელი იყო საკითხი და გამოვიყენებთ თუ არა მას პრაქტიკაში?

დანართები

დანართი #2. ტრენინგის დაგეგმვის ფორმა და დანართი #3. შევსებული მაგალითი.

სესიის ადაპტაციის შესაძლებლობა ხელმისაწვდომობის ელემენტები (საჭიროების შემთხვევაში)

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს შეგვიძლია წინასწარ მოვუმზადოთ მათთვის განკუთვნილი ფორმა (ბრაელის შრიფტით) ან დავეხმაროთ შევსებაში.

გამოყენებული ლიტერატურა

პრეზენტაცია და დანართი #1. ტრენერის გზამკვლევი.

სესიის სახელი

3. კომუნიკაცია (სხეულის ენა)

ხანგრძლივობა

120 წუთი

მოკლე აღწერა

სესიის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან, თუ რას გულიხმობს ეფექტური კომუნიკაცია, მისალმება, სხეულის ენა, სხვადასხვა ტიპაჟი.

სასწავლო ამოცანები

- დაეხმაროს მონაწილეებს უკეთ მოახდინონ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან კომუნიკაცია და ჯგუფის დინამიკის მართვა.

საჭირო რესურსები

რამდენიმე მაგიდა, საკანცელარიო მასალა.

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

მიზნების მიღწევა - როლური თამაში (30 წუთი) 1. ინტერაქტიული პრეზენტაცია, ეფექტური კომუნიკაციისა და სხეულის ენის შესახებ. 2. ხელის ჩამორთმევის სავარჯიშო. წყვილებში მუშაობა (60 წუთი)

7


ტრენინგის მონაწილეთა ტიპაჟების/როლების ანალიზის სავარჯიშო 3. სურათზე წარმოდგენილი ცხოველების სახელები მცირე ფურცლის ნაგლეჯზე დავწეროთ (ერთი და იმავე ცხოველის სახელი, სულ მცირე, ორ ფურცელზე უნდა დავწეროთ, ე.ი. ორ მონაწილეს უნდა შეხვდეს); 4. თითოეულ მონაწილეს ვურიგებთ ცხოველის სახელებს, თითოეული ცხოველის ანალიზისთვის, სულ მცირე, ორ მონაწილე უნდა იდენტიფიცირდეს; 5. სავარჯიშოს მონაწილეს წყვილებში ევალება: ა) ცხოველთან ასოცირებული არასასურველი ქმედებების განეიტრალება ან შემსუბუქების ნაბიჯების იდენტიფიცირება და ბ) სასარგებლო მხარეების უკეთ გამოყენების შესაძლებლობების გამოკვეთა. 6. მსჯელობით იდენტიფიცირებული ქმედებები წყვილიდან ერთ-ერთმა მონაწილემ რვეულში უნდა ჩამოწეროს. პლენუმის რეჟიმში განხილვა და დისკუსია (30 წუთი) 7. თითოეული ცხოველის დადებითი და უარყოფითი მხარეების ტრენინგის სასარგებლოდ გამოყენების საკითხი პლენუმზე უნდა განიხილონ, ტრენერმა პროცესის აქტიური მოდერაცია უნდა მოახდინოს და მისი გამოცდილება მონაწილეებს პასუხების ამოწურვის შემდეგ გაუზიაროს.

შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

პირველი ნაწილის შემდეგ: - როგორ წარიმართა წყვილებში მუშაობის პროცესი? - რით განსხვავდება წყვილებში მუშაობა ჯგუფური მუშაობისგან? რაში მდგომარეობს დადებითი მხარე? - რამდენად მოსახერხებელია მსგავსი ანალიზი პრაქტიკაში დასანერგად? - გამოვიყენებთ თუ არა მსგავს ანალიზს ტრენინგის მონაწილეთა ჯგუფური დინამიკის სამართავად? სესიის ბოლოს: - რამდენად იოლი იქნება ჩვენთვის ამ მიდგომის ტრენინგებსა თუ ცხოვრებაში ყოველდღიურად გამოყენება? - რომელი ნაწილია განსახორციელებლად ყველაზე რთული? რატომ?

სესიის ადაპტაციის შესაძლებლობა ხელმისაწვდომობის ელემენტები (საჭიროების შემთხვევაში)

შეეცადეთ სესიის განმავლობაში უპასუხოთ მონაწილეთა ყველა შეკითხვას. დარწმუნდით, რომ მონაწილეთათვის გასაგებია აღნიშნული სავარჯიშო. წყვილში ერთმა მონაწილემ მაინც უნდა შეძლოს ნააზრევის ჩანიშვნა ფურცელზე და შემდეგ შედეგების გაზიარება.

გამოყენებული ლიტერატურა

პრეზენტაცია და დანართი #1. ტრენერის გზამკვლევი.

სესიის სახელი

4. ტრენინგის ეფექტური მართვა

ხანგრძლივობა

120 წუთი

მოკლე აღწერა

სესიის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება აქვთ შეავსონ ტესტი და გამოავლინონ მათი ამჟამინდელი სასწავლო სტილი. სესიის მეორე ნაწილი ეთმობა დისკუსიას სწავლის დამაბრკოლებელი ფაქტორებისა და მათი აღმოფხვრის შესახებ.

სასწავლო ამოცანები

- მონაწილეებს გავაცნოთ სწავლის სხვადასხვა სტილი; - მონაწილეებს შესაძლებლობა მივცეთ, სწავლის იმ სტილის იდენტიფიცირება მოახდინონ, რომლის გამოყენებითაც ყველაზე ეფექტიანად შეძლებენ სწავლა/სწავლებას. - მონაწილეებს საშუალება მივცეთ იმსჯელონ სწავლის დამაბრკოლებელ ფაქტორებზე.

საჭირო რესურსები

დანართი #4 დისკუსია (50 წუთი) 1. უზრუნველვყოთ ინტერაქტიული პრეზენტაცია, თუ რას ნიშნავს ტრენინგზე ეფექტური პრეზენტაციის წარმოდგენა და ჯგუფის მართვა, სწავლების სხვადასხვა ტიპის განხილვა. მონაწილეთა სხვადასხვა სტილის ტიპაჟების განხილვა, თუ როგორ შევიმეცნოთ სხვისი სწავლების სტილი ნეიროლინგვისტური პროგრამირების ხრიკების გამოყენებით და შემდეგ დავამყაროთ რაპორტი. 2. უკუკავშირისა და შეფასების მეთოდების გაცნობა.

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

როლური თამაში: „6 ფიქრის ქუდი“ 3. წინასწარ ვამზადებთ 6 განსხვავებული ფერის ქაღალდს და თითოეულს ვაწერთ 6 დომინანტურ როლს (მმართველი, წინდახედული, ინფორმაციული, კრეატიული, ემოციური და ოპტიმისტური) და თითოეულს განვმარტავთ ( წინასწარ, ამავე ფურცლის უკანა მხარეს აწერია იგივე განმარტება); 4. თამაში გულისხმობს ერთი მონაწილის მიერ, სულ მცირე, ორი როლის მორგებას. იდგმება 6 სკამი და თითოეულ სკამზე იდება ერთი ფერის ფურცელი შესაბამისი როლისა და განმარტების წარწერით. 5. მონაწილე მოცემულ როლს თამაშობს არაუმეტეს 1 წუთისა, ითამაშობს რა თავის როლს, დგება სკამიდან შემდეგ მონაწილეს უთმობს ადგილს. 6. განსახილველი თემა შესაძლოა იყოს: „არაფორმალური განათლების განვითარება საქართველოში“ ან სხვა რამ, რაც ჯგუფისთვის უფრო ადვილი განსახილველი იქნება, მაგ.: გარემოს დაცვა, დასუფთავება და ა. შ. 7. ბოლოს ვახდენთ სესიის შეჯამებას. 8. აუცილებელია, ასევე, დღის მიგენებების შეჯამება და შეფასება.

8


შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

- სახალისო იყო როლური თამაში? რატომ? - რეალობაში რამდენად ხვდებით მსგავს სიტუაციაში? - როდის და როგორ გამოიყენებთ მსგავს როლებს ტრენინგის ეფექტურად წარმართვისთვის?

დანართები

დანართი #4. როლური თამაში „6 ფიქრის ქუდი“.

სესიის ადაპტაციის შესაძლებლობა (საჭიროების შემთხვევაში)

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მონაწილეს უჭირს თამაშში ჩართვა, შეგვიძლია მას დამატებით ავუხსნათ თამაში წესი ან თავად ტრენერმა, როგორც მონაწილემ, მოახდინოს როლების დემონსტრირება.

გამოყენებული ლიტერატურა

პრეზენტაცია და დანართი #1. ტრენერის გზამკვლევი.

დანართები დანართი #1. ტრენერთა ტრენინგის გზამკვლევი

ტრენინგი როგორც არაფორმალური განათლების ინსტრუმენტი ტრენინგი არაფორმალური განათლების ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტია, ის კლასიკური განათლების ჩარჩოებს სცდება და საზოგადოებისა თუ გარკვეული ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული პრაქტიკული უნარების განვითარებასა თუ პრაქტიკული ცოდნის გადაცემაზეა ორიენტირებული. ტრენინგი უმთავრესად მინიშნებებისა და აქტიური გზამკვლევის როლს უნდა ასრულებდეს უნარების შესაძენად, იმ ცოდნის მისაღებად, რაც პრაქტიკულად გამოიყენებადია და მხოლოდ თეორიით არ შემოიფარგლება. გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება ტრენინგის მსვლელობისას უმნიშვნელოვანესია სწავლების სხვადასხვა დომინანტური სტილის გამოყენება, რადგან სხვადასხვა მსმენელი სწავლების ერთ ან რამდენიმე სტილს უფრო დომინანტურად იყენებს: ვერბალური/ სმენითი - ამ დროს სწავლა ხდება მოსმენისა და უშუალოდ დისკუსიაში ჩართულობით (ნარატივი, კითხვა, პასუხი, დისკუსია); წერითი - წერის პროცესში სწავლება (წერითი სამუშაოები, ჩანიშვნების გაკეთება, შემოკლება, თეზისების მომზადება და სხვა); ხედვითი - ვიდეო-ვიზუალური მასალით სწავლა/სწავლება - ყველაზე დომინანტური სტილია. 21-ე საუკუნეში დინამიკური კონტენტის (ვიდეოები, ანიმაციები, გიფები, რეკლამები, სურათები და ა.შ.) კინესტეტიკური (ქმედებითი) - ქმედებაზე/პრაქტიკულ სამუშაოებზე დაფუძნებული სწავლება. ტრენინგის ერთ-ერთი უმთავრესი მეთოდი სწორედ რომ პრაქტიკულ სამუშაოებში მგდომარეობს (learning by doing, experiential learning), რაც საშუალებას იძლევა, მონაწილეებმა თავად სცადონ გარკვეული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება და შესაბამისი უნარების განვითარება. ტრენინგის მსვლელობისას პრაქტიკული სამუშაოებით და მიღებულ გამოცდილებაზე რეფლექსიით უნდა მოახდინონ ცოდნის სათანადოდ გააზრება. მულტიმოდალური - გულისხმობს ამ სტილების კომბინირებულ გამოყენებას. გასათვალისწინებელია, რომ ყველაზე დომინანტური სწავლის/სწავლების სტილი მულტიმოდალურია, ხედვით სტილზე მეტი ფოკუსირებით. თუმცა ცოდნის უფრო მაღალ დონეზე ასათვისებლად და ბლუმის ტაქსონომიით, არათუ „შექმნის“, არამედ „დანერგვის“ ეტაპზე ასაყვანად, კინესტეტიკური სწავლების მეთოდის გამოყენება აუცილებელიცაა. ბლუმის განახლებული ტაქსონომია (Bloom’s Taxonomy revised) ბლუმის ტაქსონომია სწავლების ერთ-ერთ მძლავრ ინსტრუმენტად ითვლება. ის კოგნიტური აზროვნებისა და შესწავლის მექანიზმს წარმოადგენს, რომელიც ცოდნის სიღრმისეული სწავლების სხვადასხვა საფეხურს გამოყოფს: 1. დამახსოვრება (Remembering) - ინფორმაციის შეგროვება (დამახსოვრება, გამეორება, ... ); 2. გაგება (Comprehension) - მიღებული ცოდნის გააზრება (შემოკლება, პერეფრაზირება, ...); 3. დანერგვა (Application) - ცოდნის პრაქტიკული გამოყენება (დემონსტრირება, გამოყენება, გადაწყვეტა, დანერგვა...); 4. ანალიზი (Analysis) - ინფორაციის სტრუქტურის, ნაწილების გარჩევა და დაკავშირება (დიფერენცირება, შედარება, ...); 5. შეფასება (Evaluate) - განსხვავებული პოზიციების განხილვა. პოზიციის ან მოსაზრების გამართლება (შეფასება, კრიტიკა, აწონ-დაწონა, ...); 6. შექმნა (Create) - მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახლის შექმნა (განვითარება, დახვეწა, ახლებურად ფორმულირება, ...).

9


მოდერაცია, ფასილიტაცია კარგ ტრენერს მოდერირებისა და ფასილიტირების სათანადო უნარი უნდა ჰქონდეს. ტრენინგზე, როგორც წესი, მონაწილემ თავად უნდა იპოვოს პასუხები, ტრენერის როლი კი სწორი შეკითხვების დასმით მათთვის გზის მინიშნებაა. ტრენერმა უნდა მიანიშნოს, როგორ იპოვოს ესათუ ის გამოსავალი/ დააფიქსიროს პოზიცია, მაგრამ გამოსავალი თუ პოზიცია თავად მონაწილემ უნდა შეარჩიოს და მისად აღიქვას. მარტივად რომ ვთქვათ, ტრენერი „თევზაობის“ ტექნიკას ასწავლის, „თევზი“ კი თავად უნდა დაიჭიროს ტრენინგის მონაწილემ. მოდერატორი პროცესს მართავს, ჯგუფის დინამიკის მოდერირებას ახდენს, უზრუნველყოფს ტრენინგის მუდმივ ადაპტაციას ჯგუფის საჭიროების შესაბამისად, რომ სათანადოდ მოხდეს ჯგუფის მიერ გახსნა, ცოდნის მიღება და პრაქტიკული გამოყენება. მოდერატორი ხელს უწყობს ყველა მონაწილის თანაბრად მონაწილეობას, თვალს ადევნებს წესებისა თუ სხვა აუცილებელი პირობების დაცვას. ის, როგორც წესი, არ ერთვება პროცესის შინაარსობრივ ნაწილში. მისი ფუნქციაა მონაწილეებს სათანადო შეკითხვებით დაეხმაროს საჭირო პასუხების პოვნაში, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობს ნეიტრალურად შეხედოს საკითხს და არ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, თუმცა ხშირად ახდენს პერეფრაზირებას თუ საკითხის დაზუსტებას, რითაც ტრენინგის მონაწილეების ყურადღებას ამახვილებს გარკვეულ საკითხებზე. ფასილიტატორი/ასისტენტი კი პროცესის მიმდინარეობისთვის საჭირო ტექნიკურ მხარეს უზრუნველყოფს: აკეთებს ჩანაწერებს, მონაწილეებს აწვდის მასალებს, მოდერატორს ეხმარება მოდერირებაში და აძლევს ფარულ მინიშნებებს საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფებს გარკვეულ შემთხვევებში ეხმარება საკითხის დაზუსტებაში, დემონსტრირებასა და სხვა. რიგ შემთხვევებში, ფასილიტატორი მოდერატორის ფუნქციასაც ასრულებს. ხშირად მოდერატორისა და ფასილიტატორის ფუნქციას ერთი და იგივე პირი ასრულებს. თუმცა ტრენინგის დროს უმჯობესია აღნიშნული ფუნქციები გაიმიჯნოს. თუ ერთი ტრენერი ახდენს შეკითხვების გენერირებას და მონაწილეთა ჩართულობის უზრუნველყოფას, მაშინ მეორემ პასუხები უნდა შეაგროვოს და ფლიპჩარტზე ასახოს, ამასთან, უნდა იმოქმედოს მოდერატორის მითითებისამებრ და ასისტენტირება გაუწიოს. თუ ორივე ტრენერს კარგი უნარი აქვს, როგორც ფასილიტირების, ისე მოდერირების, შეიძლება მათ შეცვალონ ხოლმე როლები. მოდერატორისთვის ცალსახად მნიშვნელოვანია კარგად იცნობდეს საკუთარ შესაძლებლობებს, ჰქონდეს კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარები, სასურველია საგნობრივი ცოდნაც. მოდერატორი: - უნდა იცნობდეს საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს; - სათანადოდ შეეძლოს სხვების ექსპერტიზის მოთხოვნა/გამოყენება; - ხელი შეუწყოს სხვების მიერ იდეების გენერირებას, პოზიციების დაფიქსირებასა და მათი მოსაზრებების გაზიარებას; - ეფექტურად უნდა მართოს დრო და მზად იყოს საჭირო ცვლილებების განსახორციელებლად; - სპონტანურად მოახდინოს რეაგირება; - უნდა შეეძლოს ღიად და თავისუფლად კომუნიაცია, როგორც ჯგუფთან, ისე ინდივიდთან; - პატივისცემით/თავზიანად მიმართოს ყველას; - უნდა შეეძლოს კონფლიქტების მართვა და სასურველი შედეგის მიღება; - მოწოდებულია მეტ-ნაკლებად ზუსტად გაიგოს სხვების იდეები, მოსაზრებები და ღირებულებები; - ყურადღებით მოუსმინოს ყველა მონაწილეს; - უნდა იყოს ინიციატივის უნარის მქონე და შეძლოს ლიდერობა, წარმატებულად უზრუნველყოს სხვების თანამშრომლობა და ჩართულობა; - განამტკიცებს ურთიერთობებს და დამაჯერებელ იმიჯს, საჭიროების შემთხვევაში, ახალისებს სხვებს გაუძღვნენ საკითხებს; - ეფექტურად თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან; - ორგანიზაციული კულტურის გათვალისწინებით, ერკვევა, თუ როგორ შეიძლება საკითხის გადაწყვეტა; - ასხვავებს პრეზენტირებას, სწავლებასა და ფასილიტირებას და შეუძლია ახსნას მათ შორის განსხვავება; - სათანადოდ შეუძლია ფასილიტირება. ფასილიტატორის უნარები კი უმთავრესად შემდეგია: - ვერბალური უნარები (შემოკლება, მიგნება, გადამისამართება, საკითხების დაკავშირება, სხვების წახალისება პროცესში ჩართვისთვის, ღია შეკითხვის დასმა, სხვა); - არავერბალური უნარები (აქტიური მოსმენა, სხეულის ენა, სიჩუმე, თვალით კონტაქტი, ოთახში ადგილის შერჩევა და მოძრაობა, ყურადღების გაფანტვა, დადებითი განწყობა და ენთუზიაზმი); - ჩაწერის უნარები (ფლიპჩარტზე შემოკლებულად და ორგანიზებულად ჩაწერა); - ნეიტრალურობის შენარჩუნება; - მონაწილეობის დაბალანსება; - პროცესის გაძღოლა. მოდერატორი ისევე როგორც ფასილიტატორი: - ჯგუფის შესაძლებლობების იდენტიფიცირებას ახდენს და მისი გამოყენებით პროდუქტიულს ხდის ჯგუფის საქმიანობას; - იცის კონსენსუსის მნიშვნელობა და მისი მიღწევის სხვადასხვა გზა, ჯგუფს ეხმარება ოპტომალური გზით მიაღწიონ კონსენსუსს; - დახელოვნებულია შედეგზე ორიენტირებული, ინტერაქტიული შეხვედრების ორგანიზებაში; - მართავს, აბალანსებს მონაწილეთა ჩართულობას; - კომპეტენტურია შეხვედრის წინა და შემდგომი ლოგისტიკური და ადმინისტრაციული საკითხების კოორდინაციაში; - პროდუქიული შეხვედრის ფასილიტირება შეუძლია: კარგად მართავს დროს, გვიან მოსულებთან, საჭირო საკითხზე ჯგუფების ყურადღებას მიმართავს და ინარჩუნებს, ეხმარება ჯგუფს დაასრულოს სამუშაო, ინიშნავს საჭირო იდეებს და გადაწყვეტილებებს და ა.შ. - ჯგუფის ფოკუსირებას ახდენს შეხვედრის მიზანზე;

10


- იყენებს სხვადასხვა მეთოდს პროდუქტიული შეხვედრის მისაღებად; - ერკვევა ჯგუფის დინამიკაში და აქტივობები შესაბამისობაში მოჰყავს; - უსმენს გულდასმით და მონაწილეთა კონტრიბუციის/თქმულს დისკუსიის შედეგებს ლაკონიურად წარმოადგენს/იწერს; - სვამს შეკითხვებს, რომ გამოიწვიოს საინტერესო დისკუსიები და დაიწყოს თუ დაასრულოს შეხვედრა/სესია; - გამუდმებით ამყარებს უკუკავშირს მონაწილეებთან, შესაბამისად აკორექტირებს და აუმჯობესებს ტრენინგს; - აქვს ჯგუფის დინამიკის ტიპურ სიტუაციებში მართვის საბაზისო გამოცდილება/ცოდნა. ჯგუფის დინამიკის მართვა გამომდინარე იქიდან, რომ ტრენინგი ინტერაქტიული სწავლების მეთოდია, ტრენერის უნარს, ეფექტურად მართოს ჯგუფი, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. თითოეული ტრენინგი წარმოუდგენელია განსხვავებული მონაწილეების გარეშე, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიმუშაოთ მათ ერთ გუნდად ჩამოყალიბებაზე, რაც სწავლების პროცესს უფრო ეფექტურს ხდის. აღნიშნულზე მუშაობის დაწყება მნიშვნელოვანია ტრენინგის დასაწყისშივე. პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია ტრენერმა უზრუნველყოს მონაწილეებში დაძაბულობისა და დისტანციის შემცირება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად: • გახსენით მონაწილეები - შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ტიპის გაცნობის თამაშები; • გააჟღერეთ ტრენინგის მიზნები და აგრძნობინეთ მონაწილეებს, რომ მათი მიღწევა შესაძლებელია; • სწავლაზე პასუხისმგებლობა გადაიტანეთ ჯგუფზე - გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ ტრენინგის ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტრენერის მოსმენა, არამედ პროცესში აქტიურად ჩართვა და მოსაზრებების გაზიარება. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ტრენინგზე სხვადასხვა ტიპის მონაწილეები შეიძლება გვყავდეს. ყველა მათგანს კონკრეტულ სიტუაციაში ესა თუ ის ქცევის სტილი აქვს. ყველა მონაწილე ინდივიდუალურია და ამ მრავალფეროვნებას აქტიური წვლილი შეაქვს ტრენინგის ეფექტურობაში. მნიშვნელოვანია, ტრენერმა იცოდეს აღნიშნული ქცევის სტილები, რათა ეფექტურად მოახდინოს რეაგირება და ¬¬¬ინდივიდუალური მიდგომა გამოიყენოს თითოეული მონაწილის მიმართ. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ტრენინგის მონაწილეების ქცევა გარკვეულ ცხოველებს მივამსგავსოთ და შეიძლება შემდეგნაირად დავყოთ:

ძაღლი - სიამოვნებით კამათობს და ტრენინგის განმავლობაში მუდმივად ცდილობს კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვას. მნიშვნელოვანია ტრენერმა მისცეს მას ამის საშუალება კონსტრუქციული ფორმით.

ცხენი - მოწესრიგებული და მოწადინებული მონაწილეა, რომელიც ცდილობს მაქსიმალური მიიღოს ტრენინგისგან. მას პოზიტიური წვლილი შეაქვს პროცესში.

მაიმუნი - იგი ყოვლისმცოდნე მონაწილეა. მუდმივად აქტიურობს, გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს, აწყვეტინებს სხვას საუბარს. ტრენერმა საჭიროა ასეთი მონაწილე რაიმე დამატებითი საქმიანობით დააკავოს (საორგანიზაციო საქმე, ინდ. დავალება).

ბეჰემოთი - მონაწილე, რომელიც პასიურია და „ეზარება“ ტრენინგზე დასწრება. მნიშვნელოვანია მისი სხვადასხვა დავალებით გააქტიურება. ჟირაფი - მონაწილე, რომელიც თვლის, რომ ჯგუფში ყველაზე კომპეტენტურია და ამის დემონსტრირებას ახდენს. მნიშვნელოვანია მისი რესურსი გამოვიყენოთ, რათა სხვებს გაუზიაროს თავისი ცოდნა და გამოცდილება. სასურველია, ტრენერმა ჯგუფური სავარჯიშოების დროს მისცეს მას საშუალება, წარადგინოს შედეგები და წარმოაჩინოს თავისი ცოდნა.

ბაყაყი - მონაწილე, რომლისთვისაც მთავარია ისაუბროს, არ აქვს მნიშვნელობა რაზე. ამგვარი ქცევის ტიპის შემთხვევაში მნიშვნელოვანია ტრენერმა დაუსვას მას მიზანმიმართული, კონკრეტული შეკითხვები, რათა თავიდან ავირიდოთ ტრენინგის დროის ფუჭად ხარჯვა.

ბატკანი - წყნარი, მორცხვი მონაწილეა. უჭირს ჯგუფში ინტეგრირება და თავის გამოჩენა. იშვიათად იღებს ხმას. რეკომენდებულია ტრენერმა დაუსვას მას მარტივი კითხვები, რათა ჩართოს პროცესში, და იმავდროულად არ მოახდინოს მასზე ზეწოლა. ზღარბი - მონაწილე, რომელიც სკეპტიკურად არის განწყობილი და ყველაფერს უარყოფს. რეკომენდებულია მისი რესურსის გამოყენება სხვადასხვა მიდგომის გასაკრიტიკებლად, ტრენერს შეუძლია სთხოვოს მას მაგალითების მოყვანა საკუთარი პრაქტიკიდან და ჯგუფთან ერთად განიხილოს მის მიერ გამოთქმული (თემატური) მოსაზრებები. რთული მონაწილეების სამართავად, რომლებიც დესტრუქციულად მოქმედებენ ტრენინგის პროცეზე, გამოიყენება რამდენიმე ხერხი: • სახელობითი შეკითხვა/სახელით მიმართვა; • თვალის კონტაქტი; • ახლოს მისვლა; • ზურგს უკან დადგომა; • სიჩუმე - ტრენერი აკეთებს პაუზას; • თხოვნა - დაგეხმარონ პროცესში (მაგ. დაფაზე ჩამოწერა); • შესვენების გამოცხადება; • პირადი გასაუბრება; • ტრენინგიდან გაშვება. უკუკავშირის დროს, უნდა ვეცადოთ, ვიყოთ მაქსიმალურად კონსტრუქციულები და ობიექტურები. უკუკავშირის დროს ყველაზე ხშირად იყენებენ ე.წ. „სენდვიჩ“ მეთოდს, როცა თავიდან ვცდილობთ ობიექტის ინიციატივის წახალისებას და შექებას, შემდეგ, ანუ შუაში, ვცდილობთ ვიყოთ ობიექტურად კრიტიკულები და მივუთითოთ ხარვეზებსა თუ შეცდომებზე. ბოლოს კი ვასრულებთ ისევ პოზიტიური და მოტივაციის მიმცემი შეჯამებით, რომ დაშვებულმა შეცდომებმა, არ დაუკარგოს მას საკუთარ თავზე მუშაობის და შედეგის გაუმჯობესების სურვილი.

11


პრაქტიკული და სახალისო სავარჯიშოები/თამაშები პრაქტიკული სამუშაოები ცოდნის განმტკიცების და გააზრების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. გამოცდილებით სწავლა (experiential learning) არის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მეთოდი. ასევე, მნიშვნელოვანია ჯუფის განტვირთვა, რათა მონაწილეებმა არ დაკარგონ ინტერესი და იყვნენ ჩართულები მთელი ტრენინგის განმავლობაში. რისთვისაც, პრაქტიკული სამუშაოები თუ სახალისო თამაშები ყველაზე შესაფერისი ხერხია. ტრენინგის მსვლელობისას სასურველია გამოიყენოთ ისეთი პრაქტიკული სავარჯიშოები როგორიც არის ყინულის გამლღვობი (ice-breaker), ენერგიაზე მომყვანი (energizer) და როლური თამაშები (role-play). როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ყინულის გამლღვობი სავარჯიშო ეფექტურია ტრენინგის გახსნისას. მისი მიზანია კომუნიკაციის დამყარება, გაცნობა, მონაწილეების ჩართულობის ხელშეწყობა. ენერგიაზე მომყვანი სავარჯიშო ფიზიკურ მოძრაობაზეა გათვლილი და მიზნად ისახავს აუდიტორიის გამოფხიზლებას, დაღლილი აუდიტორიის სტიმულირებას, მონაწილეთა დაახლოებას, დაძაბულობის განმუხტვას. სასურველია სადილის ან ყავაზე შესვენების შემდეგ. როლური თამაშის მიზანია მონაწილეებმა შეძლონ საკითხის სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახვა და მიხვდენ განსხვავებულ მდგომარეობაში ყოფნის გამოწვევებს, განუვითარდეთ ემპათია (თანაგრძნობა) და კრიტიკული აზროვნება. ასევე, როლური თამაში ტრენინგზე მიღებული ცოდნის და უნარების გამოცდის საშუალება შეიძლება იყოს. ამ სავარჯიშოების დაგეგმვის დროს გაითვალისწინეთ აუდიტორიის ზომა, სივრცე, მონაწილეთა ასაკი, იცნობენ თუ არა მონაწილეები ერთმანეთს. აუცილებლად აკონტროლეთ დრო. ყინულის გამლღვობი და გაცნობითი: 1) ეს თამაში, მიზნად ისახავს მონაწილეების უკეთ გაცნობას. ამ თამაშის დროს, მონაწილეები წარმოადგენენ თავს, იტყვიან თავის სახელს და შემდეგ რაიმე ინფორმაციას მათ შესახებ. ეს შეიძლება იყოს მათი ჰობი, საყვარელი საჭმელი, ადგილი ან სხვა საინტერესო რამ. გამარტივების მიზნით, ეს არ უნდა იყოს 2 სიტყვაზე მეტი. ყოველი მომდევნო მონაწილე იმეორებს წინა მონაწილეების სახელებს (სწორი თანმიმდევრობით) და მათ დამატებით ინფორმაციას. ინფორმაციის ჩაწერა არ შეიძლება. ეს მონაწილეებს ავალდებულებს ყურადღებით მოუსმინონ და გაიცნონ ერთმანეთი. 2) მონაწილეები იყოფიან წყვილებად და უნდა შეედაცონ, 3 წუთის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვონ მეწყვილეზე. ამ დროის შემდეგ, ყველა მონაწილე წარადგენს თავის მეწყვილეს. 3) თამაშის დასაწყისში, ყველა მონაწილე წებოვან ფურცელზე წერს საინტერესო ფაქტს საკუთარ თავზე. ამის შემდეგ, ფურცლებს ვაწებებთ დაფაზე. გამოგვყავს თითო მონაწილე და ჯგუფის სხვა წევრები ცდილობენ გამოიცნონ, რომელი ფურცელი ეკუთვნის გამოსულ მონაწილეს. ჯგუფს შეუძლია დაუსვას „კი“ ან „არა“ პასუხის მქონე 10 შეკითხვა. დაბოლოს, ამ თამაშში კარგად ჩნდება ვინ, იქნება ჯგუფში აქტიური და ვის მეტად ჩართვაზე მოგვიწევს ზრუნვა ტრენინგის განმავლობაში. 4) ტრენერი ამბობს ფრაზას, რომელიც ყველა მონაწილემ სათითაოდ უნდა დაასრულოს. მაგალითად: თქვენ ჩემ შესახებ არ იცით, რომ... სასურველია, რომ ჯერ ტრენერმა დაასრულოს ეს ფრაზა (რომ მონაწილეები უკეთ გაიხსნან) და შეეცადოს, რაც შეიძლება სახალისო რამ თქვას მხოლოდ ერთი წინადადებით. ენერგიაზე მომყვანი 1) ჯგუფი დაიყოფა სამ ნაწილად და დადგებიან 3 რიგად ერთმანეთის ზურგს უკან (სასურველია, რომ ყველა რიგში თანაბარი რაოდენობის მონაწილეები იყვნენ). რიგის ბოლო წევრი წინ მდგომს ზურგზე დაახატავს რაიმე მარტივ გამოსახულებას (მაგალითად, გულს, ე.წ „სმაილს“, მზეს და ა.შ.), შემდეგ ვისაც დაახატავენ ის, თავის წინ მდგომს გადასცემს და ასე შემდეგ. ყველა უნდა ეცადოს, გარკვევით გადასცეს ნახატი, რომ რიგის პირველ წევრამდე მიაღწიოს გამოსახულებამ. რიგის პირველი წევრი ხატავს გამოსახულებას ფურცელზე. 2) ტრენერი დაფაზე წერს რამდენიმე რიცხვს 20-ის ქვემოთ; მაგალითად, 3, 6, 14, 18. მონაწილეები უნდა წამოდგნენ ფეხზე და რიგის მიხედვით დაიწყონ 20-მდე გათვლა ისე, რომ დაფაზე დაწერილი რიცხვები გათვლისას გამოტოვონ (მაგალითად, პირველი ამბობს 1, მეორე -2, მესამე 4 (სამიანს გამოტოვებს, იმიტომ რომ დაფაზე დაწერილ ციფრებში მოხვდა)). 20-მდე ასვლის შემდეგ იწყება უკუთვლა და ციფრებს ისევ ტოვებენ. ერთი წრის შემდეგ ტრენერი ფარავს ციფრებს დაფაზე. ასე რომ, მონაწილეებს უწევთ დაფაზე დაწერილი ციფრების დამახსოვრება და გათვლის დროს მათი გამოტოვება. გათვლა უნდა მიდიოდეს სწრაფად და ვისაც შეეშლება თანმიმდევრობა, დაჯდება და ეთიშება თამაშს. ბოლოს რჩება ერთი გამარჯვებული. 3) მონაწილეები იყოფიან 2 ჯგუფად და დგებიან ერთმანეთის ზურგს უკან. მხოლოდ მწკრივის პირველები სხედან სკამზე და წინ უდევთ რაიმე ნივთი, მაგალითად, წიგნი. ტრენერის ნიშანზე მონაწილეებმა მწკრივის ბოლოდან უნდა დაიწყონ იმპულსების გადაცემა წინ მდგომისთვის (მაგალითად, ზურგზე ხელით შეხება). როდესაც იმპულსი პირველ მონაწილემდე მიაღწევს, ის აიღებს წიგნს. მთავარი მიზანი არის, რომ იმპულსები რაც შეიძლება სწრაფად გადაეცეს, რომ წინ მჯდომმა მონაწილემ დაასწროს მეორე ჯგუფს წიგნის აღება. როლური თამაში არსებობს როლური თამაშის ორი ტიპი, თავისუფალი, როცა მონაწილეები თავად ქმნიან თამაშს და შინაარს მიმდინარეობისას და, ასევე, რეგლამენტირებული როლური თამაში, რომელშიც მოთამაშეები წინასწარ განსაზღვრულ წესებს იცავენ და სცენარის მიხედვით მოქმედებენ. როლური თამაშის დროს, მონაწილეებს საშუალება აქვთ გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულებები, ემოციები, იუმორი, რისი მეშვეობითაც, მათ შეუძლიათ საკუთარი ხასიათის წარმოჩენა და საზოგადოების წინაშე უფრო მეტად გახსნა. როლური თამაშის სამი ეტაპი არსებობს, პირველი - სცენარის მომზადება, როცა ხდება წესების და მიზნის განსაზღვრა; მეორე ეტაპი - გათამაშება; და მესამე ეტაპი: განხილვა-უკუკავშირი.

12


• როლური თამაშის ჩატარების დროს, შეგვიძლია დავავალოთ დამსწრეებს, ჩაინიშნონ კრიტიკულად მნშვნელოვანი მიგნებები (რეფლექსია), რათა განხილვაში ჩაერთონ. მიუხედავად იმისა, გადაწყვეტენ თუ არა ისინი თავიანთი მოსაზრების გამოთქმას, ეს უზრუნველყოფს მათ ჩართულობას და ყურადღებას მთელი პროცესის დროს. ტრენერის მიერ უკუკავშირისას კი ისინი ადარებენ თავიანთ შენიშვნებს. • ყველა მონაწილე აუცილებლად უნდა წავახალისოთ და მივცეთ მათ მოტივაცია, მომავალშიც ჩაერთონ მსგავს აქტივობებში. უნდა დავანახოთ მათ, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოთ და რა უნარები განუვითარდებათ ასეთი სავარჯიშოებით, განსაკუთრებით, თუ ისინი ამ საშუალებას ხშირად გამოიყენებენ. მაგალითად: თუ საკითხის განხილვისას, ისინი შეეცდებიან საკუთარი თავი დააყენონ ორივე ან რამდენიმე მხარეს და სხვადასხვა პერსპექტივიდან შეაფასონ გარემოებები. • როლური თამაშის შემდეგ, მონაწილეებმა უნდა სცადონ და განიხილონ, როგორი აღმოჩნდა უშუალოდ რაღაც როლის თამაში. რა სირთულე იყო ისეთი, რაც აღმოაჩინეს და მანამდე არ ჩანდა. რა შეიძინეს და რა ისწავლეს. ასევე უნდა შევეცადოთ, რომ მონაწილეები იყოვნენ თვითკრიტიკულები და აღნიშნონ, რა შეცდომები დაუშვეს სიმულაციის დროს. • როლური თამაშის დასრულების შემდეგ, უკუკავშირი უნდა მოხდეს ტრენერის მხრიდან. ხშირ შემთხვევაში სხვა მონაწილეებს უჩნდებათ სიმულაციაში მონაწილეთა კრიტიკის სურვილი, თუმცა აქ ტრენერს სიფრთხილე მართებს, რადგან შესაძლოა, კონსტრუქციულის ნაცვლად, აუდიტორიიდან უარყოფითი და ნეგატიური უკუკავშირი განხორციელდეს. ამან კი შეიძლება სრულიად დაუკარგოს მონაწილეებს მოტივაცია და ტრენინგში ჩართულობის სურვილი. ამიტომ, თუ გვსურს, რომ როლური თამაშის განხილვაში ჩაერთოს ჯგუფი, ტრენერმა უნდა დასვას განზოგადებული შეკითხვები, რათა შეცდომებზე მითითება პერსონიფიცირებული არ იყოს. უნდა შეფასდეს შინაარსი და არა მონაწილეები. ტრენინგის ჩატარების დაგეგმვა ტრენინგის ჩასატარებლად, აუცილებელია შევიმუშაოთ და მივყვეთ გეგმას. ზოგადად ყველაზე აპრობირებულია თეორიული და პრაქტიკული ნაწილის ურთიერთმონაცვლეობა. ტრენინგის დროს, ინფორმაციის მიღების გარდა, მონაწილეებმა უნდა შეიძინონ უნარები და ისწავლონ მათი პრაქტიკაში გამოყენების გზები! გასათვალისწინებელია, რომ ზრდასრული ადამიანის ყურადღების შენარჩუნება დიდი ხნით, ძალიან რთულია. ამის მისაღწევად საჭროა მრავალი სხვადასხვა ხერხის გამოყენება: • გვქონდეს მოკლე შესვენებები, თუნდაც 5 წუთი, ერთი საათის შემდეგ; • ჩართეთ განრიგში რაც შეიძლება მეტი ინტერაქტიული ელემენტი; • დაუსვით დამსწრეებს კითხვები; • მოყევით რამე საინტერესო ამბავი, რომელიც შეიძლება არც ეხებოდეს თემას. შეგიძლიათ რამდენიმე საინტერესო თემა გადაანაწილოთ დღის განმავლობაში; • შეიცვალეთ პოზიცია ოთახში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მუდმივად იმოძრაოთ. აქ იგულისხმება პოზიციის შეცვლა 5-10 წუთის ინტერვალით. ეტაპი 1 - ტრენინგის ზოგადი მონახაზის და შინაარსის განსაზღვრა შინაარსის განსაზღვრა - ვეცნობით ჯგუფს, ვიგებთ მათი ინფორმირებულობის და ინტერესების შესახებ და ვახდენთ თემების იდენტიფიცირებას. განვსაზღვრავთ, რა თემებია პრიორიტეტული არსებულ მდგომარეობაში და რა თანმიმდევრობით უნდა მოხდეს მათი დაფარვა. ხანგრძლივობის განსაზღვრა - ვანაწილებთ ტრენინგის თემებს დროში, რათა გავიგოთ, რამდენი ხანი დაგვჭირდება არა მხოლოდ ტრენინგის ჩასატარებლად, არამედ მონაწილეთა ტრენინგზე მოსვლისა და გამგზავრებისთვისაც და ბოლოს, ვათანხმებთ ამ ყველაფერს დამკვეთთან (თუ ამის აუცილებლობა/ საჭიროებაა) ეტაპი 2 - ტრენინგის ტექნიკური დეტალები • ტრანსპორტირება (მონაწილეები, ტრენერები) - ხარჯის განსაზღვრა, მომსახურების მომწოდებლის არჩევა და შეთანხმება. • დარბაზი (დაქირავება, მოწყობა) - ვითვალისწინებთ ჯგუფის ზომას. აუცილებელია ოთახში მაგიდები და სკამები ტრენინგის შესაფერისად იყოს განლაგებული. ტრენერისთვის ყველაზე მოსახერხებელია სკამების წრიულად განლაგება ან თუ აუცილებლობას წარმოადგენს მაგიდის ქონა, U-ფორმით დალაგება (ქართული ი). ასეთი განლაგების დროს, ტრენერს აქვს საშუალება, მიუახლოვდეს თითოეულ მონაწილეს, დაამყაროს მათთან პირდაპირი მხედველობითი კონტაქტი ახლო მანძილიდან და ასევე, შეეცადოს ჩართოს ტრენინგში პასიური დამსწრეები. • ტრენინგის ტექნიკური უზრუნველყოფა - კალმები, ფურცლები, პროექტორი, დაფა, მარკერი, წყალი, კვება; • მონაწილეებთან კავშირი - ტრენინგის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, დრო, თარიღი, ადგილი; • ღამისთევა და ოთახებში განთავსება - თუ ტრენინგის ჩატარებისთვის მონაწილეებს ესაჭიროებათ სასტუმროში განთავსება, აუცილებლად უნდა შევატყობინოთ მათ; • ტრენინგისთვის გამოსაყენებელი მასალების ბეჭდვა - განრიგი, სარეგისტრაციო ფურცელი, შეფასების ფურცელი, პრეზენტაციის ნაბეჭდი მასალა, თამაშების ინსტრუქციები და ა.შ. (ამ მასალების იდენტიფიკაცია ხდება განრიგის დეტალური ანალიზით); • ტრენინგის შეფასების სისტემის შექმნა - შესაძლებელია გამოვიყენოთ ტრენინგის წინა და შემდგომი შეფასების კითხვარი. ტრენინგამდამდე რამდენიმე დღით ადრე და ტრენინგის წინა დღეს აუცილებლად გადაამოწმეთ ყველა ზემოხსენებული დეტალი! ეტაპი 3 - ტრენინგის დღის წესრიგი და დეტალური გეგმა • ტრენინგის დაწყების დროის განსაზღვრა; • გაცნობითი ღონისძიების და თამაშის შერჩევა; • ტრენინგის მიზნების განსაზღვრა - მოლოდინების მენეჯმენტი. რისი მიღწევა გვსურს ამ ტრენინგის შედეგად. მოლოდინის სწორი განსაზღვრა, მიზნის მიღწევის გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ხშირ შემთხვევაში, ადამიანები ისე მუშაობენ, რომ არ აქვთ წარმოდგენილი, რა შედეგს უნდა ელოდონ. ამის გამო, ისინი ვერ აღწევენ ვერც მიზანს და ვერც წარმატებას...;

13


• ტრენინგის წესების განსაზღვრა, თვით მონაწილეების მხრიდან. ეს პუნქტი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანები საკუთარი შედგენილი წესების დარღვევას მეტად ერიდებიან; • სესიების და პრაქტიკული სავარჯიშოების ეფექტური გადანაწილება, რომ აუდიტორია მაქსიმალურად აქტიური იყოს; • ტრენინგის შეჯამება და შეფასება - მონაწილეების მხრიდან; • ტრენინგის შემდგომი ანგარიში, გამოცდილება და შეცდომებზე სწავლა. ზოგადი რჩევები: ტრენინგზე სასურველია გამოიყენოთ თვალსაჩინოებები: • პრეზენტაცია; • ამობეჭილი მასალა; • სურათები. ტრენინგი მხოლოდ თეორიაზე არ უნდა ავაგოთ: • ტრენინგის ნახევარი დავუთმოთ სავარჯიშოებს; • მონაწილეები ვამუშაოთ უფრო მეტად გუნდურად და არა ინდივიდუალურად; • ასაუბრეთ მონაწილეები თქვენი თეორიის ნაწილშიც. ჩაატარეთ ტრენინგი წყვილში: • სასურველია ორი ტრენერის ერთობლივად მუშაობა; • ერთი საუბრობს, მეორე ტექნიკურად ეხმარება; • დრო, სივრცე, ენერგია გადაანაწილეთ თანაბრად; • დაიცავით ბალანსი. ტრენინგის მასშტაბი და ხანგრძლივობა/პერიოდულობა: • არ უნდა აღემატებოდეს 10-15 ადამიანს, ოპტიმალურია 8-12 მონაწილე. 15-ზე მეტი მონაწილის დატრენინგებისას სასურველი ეფექტი მცირდება; • ტრენინგი არ უნდა აღემატებოდეს 6-7 საათს; • უმჯობესია ტრენინგების სერია, ან მაქსიმუმ 5-დღიანი ტრენინგი, ვიდრე 10-დღიანი ტრენინგი ერთბაშად. დროში განაწილება და მრავალჯერადი შეხვედრა, შედეგების მიღწევის და მონაწილეების მომავალი თანამშრომლობის შანსებს ბევრად ზრდის. სარეზერვო გეგმა ელექტრონული ფაილები თუ მომწყობილობები ხშირად გვღალატობს (დავირუსება, დაზიანება და ა.შ.). შესაბამისად, ყოველთვის უნდა შევამოწმოთ მათი მზაობა, ამასთან, მზად უნდა ვიყოთ სიურპრიზებისთვისაც და ელექტრონული პრეზენტაციის თუ სხვა სადემონსტრაციო მოწყობილობის გარეშეც უნდა შევძლოთ ტრენინგის ჩატარება. რეკომენდაციები ტრენერს მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი, მათ შორის ტრენერები, ერთმანეთისგან განვსხვავდება ხასიათით, მანერით, სტილით, პიროვნული თვისებებით, არსებობს გარკვეული ნორმები, რომელთა დაცვა ძალზედ მნიშვნელოვანია კარგი ტრენერისთვის და მათი გათვალისწინება საგრძნობლად გაგვიადვილებს ჯგუფებთან მუშაობასა და ტრენინგის ჩატარებას. გამოვყოთ რამდენიმე ძირითადი ფაქტორი: • გვახსოვდეს, რომ ტრენინგს ჩვენ ვმართავთ, თუმცა თითოეული მონაწილის ინტერესები მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ; • უნდა ვიყოთ გახსნილი ჯგუფის წინაშე, აუდიტორია ჩავთვალოთ ჩვენს ნაცნობად/მხარდამჭერად; • ყველა რელევანტურ შეკითხვას გავცეთ გარკვეული პასუხი. არ მოვიტყუოთ, ჩვენ არ ვართ ვალდებული ვფლობდეთ ყველა ინფორმაციას. თუ არ გვაქვს ამომწურავი და ზუსტი პასუხი, გადავამოწმოთ ინფორმაცია და მოგვიანებით ვუპასუხოთ მონაწილეს; • დავიცავათ წონასწორობა და ზომიერება ყველა ასპექტში, არ გავღიზიანდეთ; • გამოვხატოთ პატივისცემა და თანაბარი ინტერესი ყველა მონაწილის მიმართ; • წავახალისოთ მონაწილეები, ხელი შევუწყოთ აზრების ურთიერთგაცვლას; • ვიყოთ მოქნილი, საჭიროების შემთხვევაში, შევცვალოთ და მოვარგოთ ტრენინგის პროგრამა ჯგუფის სპეციფიკურ ინტერესებს. გვახსოვდეს, რომ: ჩვენი, როგორც ტრენინერის, საქმიანობის წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ ცოდნაზე, არამედ ჩვენს შინაგან განწყობაზე ჯგუფის წევრების მიმართ. ტრენინგის წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გარემოზე, პირობებსა და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე, ამიტომ შევეცადოთ, არ გვქონდეს ან მინიმუმამდე შევამციროთ ტექნიკური წუნი. კომუნიკაცია ტრენინგის მსველობისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მონაწილეთა სრული ჩართულობის უზრუნველყოფას ქვეცნობიერ დონეზე. შესაბამისად, აუცილებელია მონაწილეთა ემოციური მდგომარეობის დელიკატურად მიმართვა გაწყობის კულტივირებისა და პოზიტიურ საკითხზე მათი ყურადღების მაქსიმალური კონცენტრირებისთვის. პარალინგვისტიკა კომუნიკაციის დროს, შინაარსობრივი ნაწილის მიღმა, სხეულის ენის გამოყენებაზე ამახვილებს ყურადღებას, არა მარტო რას ვამბობთ, არამედ როგორი ტონით, ინტონაციით და ა.შ.. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, თუ როგორი სახის გამომეტყველებით, სხეულის მოძრაობით ვახდენთ

14


სათქმელი მესიჯის გადაცემას სამიზნე აუდიტორიისთვის (მსმენელისთვის). არაერთ შემთხვევაში, ალბათ, გამოგვიცდია, რომ ადამიანი ერთს მეტყველებს, მაგრამ მისი საუბარი ვერ არის დამაჯერებელი და ნდობას ვერ აღძრავს. თითქოს მისი სხეულის ენა არ ეთანხმება მის ნათქვამს. თუ მსმენელს ემოციური ინტელექტი მეტ-ნაკლებად განვითარებული აქვს, ის ადვილად შეამჩნევს ამ შეუსაბამობას ქვეცნობიერად. აუცილებელია სხეულის ენის თუ დეტალური არა, უმთვრესი ნიუანსების გათვალისწინება. მნიშვნელოვანია ზომიერად ძლიერი და დამაჯერებელი ხმით საუბარი, არ შეიძლება ტრენერმა ისაუბროს ჩუმად/ხმადაბლა. ამასთან, პერიოდულად უნდა შეცვალოს საუბრის ტემპი, ხმის არტიკულაციით ხაზი გაუსვას გარკვეულ საკითხებს, საუბრისას გააკეთოს ზომიერი პაუზები, მსმენელის მიერ საკითხის გააზრების თუ ყურადღების გამახვილების მიზნით. არ შეიძლება ხანგრძლივად ნელი საუბარი, შესაძლოა მონაწილეები მოდუნდნენ. თუმცა განგრძობითად ჩქარი საუბარიც დაუშვებელია, სასურველია ამ ორივე ტეპის გამოყენება, თუმცა მცირე ხნით და არა ყოველთვის. დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ხელების სწორად გამოყენებას. ხელების მეშვეობით შესაძლებელია არაერთი ქვეცნობიერი გზავნილის გენერირება, შესაბამისად, ფრთხილად უნდა ვიყოთ, არ გამოვიყენოთ დომინანტური, დამთრგუნველი ან არასასურველი მითითების ჟესტიკულაცია ხელებით. შეკრული მუშტი ხშირად აგრესიას გამოხატავს, საჩვენებელი თითით მიმართვა არასასურველ გამორჩევას, სხვის კომფორტის ზონაში ნებართვის გარეშე შეღწევასთან ასოცირდება, ხელისგულის ქვეშ გარკვეული ჯგუფის მითითება, დომინირებაზე მეტყველებს და მონაწილეებს ავტომატურად არასასურველ ქვეცნობიერ გზავნილებს აწვდის. მაშინ როცა მიმართვის საუკეთესო ნეირალური და თავაზიანი ფორმაა გაშლილი ხელით მიმართვა (ხელისგულით ზევით),

სურათის წყარო: Designed by Freepik

თუ გჭირდებათ დამაჯერებლობისა და გულწრფელობის ხაზგასმა, ხელების მაქსიმალურად გაშლითა და ხელისგულების ჩვენებითაც შეიძლება მიაღწიოთ საწადელს. მთავრია, ეს ყველაფერი ბუნებრივად გავაკეთოთ და არა ხელოვნურად. არ შეიძლება დიალოგისას, თუ ზოგადად, ხელების გადაჯვარედინება, სასუბრისას ზურგის შექცევა, ირონიული თუ სკეპტიკური გამომეტყველების მიღება. უნდა გვახსოვდეს, რომ არავერბალური მანიშნებლები გავლენას ახდენს ჩვენს შინაგან მდგომარეობაზე, ჩვენი შინაგანი მდგომარეობა კი აისახება ჩვენს სხეულზე, ამიტომ: პოზიტიური ჟესტიკულაცია თუ პოზა არა მხოლოდ კეთილგანწყობისა და პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ ტრენინგის პროცესში, არამედ შეგმატებთ თავდაჯერებას და გავლენას მოახდენს თქვენს განწყობაზე! საუბრის დროს მნიშვნელოვანია, აგრეთვე, თითოეულ მონაწილესთან კავშირის/„რაპორტის“ დამყარება და შენარჩუნება. ხედვითი კონტაქტის დამყარება, მაქსიმალურად ახლოს ყოფნა მსმენელთან და შეძლებისდაგვარად, ყველა ფიზიკური ბარიერის (მაგიდა, სასაუბრო სტენდი, თუ სხვა ობიექტები) მოცილება. ერთიან სივრცეში ტრენერისა და მონაწილეების მოქცევა (მაგალითად: სკამების წრეზე დალაგება მაგიდების გარეშე და ტრენერის ამავე მრგვალ სივრცეში ერთ-ერთ სკამზე ჯდომა) აადვილებს მსმენელთა ჩართულობას და კონცენტრაციას. საუბრის დროს დადებითი განწყობის მოსაპოვებლად, თუ სასაუბრო თემა საშუალებას იძლევა, ზომიერად უნდა მოხდეს ღიმილის ფაქტორის გამოყენება, იუმორისა თუ სახალისო ჟესტიკულაციების გენერირება. მოვერიდოთ დისკრიმინაციულ ხუმრობასა თუ „ლირიკულ გადახვევებს“ სქესის, ასაკის, რელიგიის, ეთნოსის, შეზღუდული შესაძლებლობის, კუთხურობის თუ სხვა ნიშნებით. ნეიროლინგვისტიკა სწავლობს, თუ როგორია კავშირი ენასა და ტვინის ფუნქციონირებას შორის, მარტივად რომ ვთქვათ, ის აკვირდება „ტვინის კომუნიკაციის ენას“. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ტვინი გარკვეული პრინციპით მუშაობს, იღებს ინფორმაციას, ამუშავებს მას, ინახავს და იყენებს. შესაბამისად, ტვინის მიერ ამა თუ იმ ინფორმაციის მიმღეობა, „ნდობა“ და ა.შ. გარკვეულ პრინციპზეა დაფუძნებული. მაგალითად, თუ გვსურს ვინმეს გადავცეთ ინფრომაცია და ის მეტ-ნაკლებად მისაღები გახდეს, უნდა დაიძლიოს ბარიერი, რაც ინფორმაციის სიახლესთანაა დაკავშირებული. წარმოვიდგინოთ, რომ ტვინი უზარმაზარ ბიბლიოთეკასავითაა, როდესაც პირველად იღებს ინფორმაციას, ცდილობს მსგავს ინფორმაცია მოძებნოს მის ბიბლიოთეკაში. თუ ვერ ნახა, სკეპტიკურად უყურებს და მიმღეობა/„ნდობა“ არ აქვს ამ ინფორმაციის გამოსაყენებლად, თუმცა მას ინახავს. მეორედ, როცა

15


იმავე ან მსგავს ინფორმაციას მიიღებს, უკვე შეუძლია შეადაროს მის ბიბლიოთეკაში არსებულ ჩანაწერს, თუმცა, ნდობა ჯერ კიდევ არ აქვს საკმარისი და გამოყენებისგან შესაძლოა თავი შეიკავოს. როდესაც მესამედ იღებს ინფორმაციას, მაშინ უკვე არსებულ ორ ჩანაწერს ადარებს და როგორც წესი, მეტნაკლებად საკმარისი ხდება, რომ არსებული ინფორმაცია გამოიყენოს. სწორედ ამიტომაც იტყვიან ხოლმე, რომ ადამიანს ერთი და იგივე სხვადასხვანაირად სამჯერ მაინც უნდა უთხრაო: (1) უთხარი, რომ ეტყვი სათქმელს (მოამზადე), (2) უამბე/გაუზიარე სათქმელი (კარგად განუმარტე მისთვისვე მისაღებ ენაზე) და (3) შემდეგ მოკლედ შეახსენეთ, რას შეეხებოდა საუბარი (შეაჯამეთ ნათქვამი). ნებისმიერი სათქმელი თუ დაწერილი ნაშრომი, ამ ფორმას თუ მიიღებს, ბევრად უფრო გაზრდის საჭირო მესიჯის/სათქმელის სამიზნე ჯგუფამდე (მსმენელამდე, მაყურებლამდე, მკითხველამდე) მიტანის შანსს. მონაწილეთა სათანადო მიმღეობის და ბუნებრივად მეგობრული განწყობის კულტივირებისთვის, მნიშვნელოვანია დადებითი სიტყვების გამოყენება და უარყოფითი ლინგვოს მინიმუმამდე დაყვანა. თითქმის ყველაფერი შესაძლებელია დაიწეროს უარყოფითი და დადებითი სიტყვებით, პოპულარული ენით ან რთული ტექნიკური ენით, მაშინ როცა სათქმელი იგივეა. ტრენინგის დროს აუცილებელია გამოვიყენოთ მიზნობრივი აუდიტორიისთვის გასაგები ენა, რომელიც იქნება დადებითი ემოციით დამუხტული, მაქსიმალურად პოპულარული ენით გადმოცემული. არ შეიძლება შიშისა თუ სხვა ნეგატიური ემოციების გამოყენება, რადგან მან შეიძლება დამთრგუნველი როლი ითამაშოს მონაწილეზე და ჩაკეტოს. პირიქით, უნდა მოიპოვოთ დადებითი განწყობა, რაც ხელს შეუწყობს მონაწილეთა აქტივობასა და მეტ გახსნილობას. ტრენერი თავად უნდა ქმნიდეს უსაფრთხო და ღია დიალოგის სივრცეს, სადაც ყველა ხედავს, რომ მონაწილეებს ბევრი რამ აქვთ საერთო და ტრენინგის მიღმაც არაერთი რამ აერთიანებთ. მათ შორის განსხვავება კი საინტერესო პერსპექტივების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა, მათ აზრს პატივს სცემენ, უსმენენ და თავისუფლად აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებებს. უკუკავშირი და ტექნიკური შეფასება ტრენინგის მსვლელობისას უმნიშვნელოვანესია უკუკავშირის სათანადოდ დამყარება და შენარჩუნება მთელი ტრენინგის განმავლობაში. აუცილებელია ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეთა სხეულის ენაზე დაკვირვება და მათი ჩართულობისა თუ ინტერესის გამუდმებით შესწავლა. ტრენინგის მონაწილეები არ უნდა მოდუნდნენ ან გადაიღალონ იმდენად, რომ ტრენინგის საკითხებისადმი ინტერესი დაეკარგოთ. შეკითხვის პერიოდული დასმა საკითხის გარშემო მონაწილეთა პერსპექტივისა თუ ცოდნის დონის გასაგებად, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საუბრის მიმართულების სწორად წარმართვისთვის, ამასთან, უზრუნველყოფს მათ აქტიურ ჩართულობას და დიალოგისთვის სივრცის შექმნას. ტრენინგის დასაწყისში ამ ინსტრუმენტით შესაძლებელია, აგრეთვე, ჯგუფის დინამიკის პირველადი შესწავლა. ტრენინგის მსვლელობისას, ყველას უნდა მიეცეს დიალოგში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა. აუცილებლად გასათავლისწინებელია, რომ ზოგი ტრენინგის მონაწილე, პირობითად რომ ვთქვათ, უფრო დომინანტი შეიძლება იყოს, სხვა კი - ნაკლებად, თუმცა ტრენინგში ორივეს ჩართვა მნიშვნელოვანია. აუცილებელია ისეთი აქტივობების გამოყენება, რაც ორივე ტიპის მონაწილეთა ჩართულობას უზრუნველყოფს და ტრენერს საშუალებას მისცემს განსაზღვროს, რამდენად სწორად გაიგეს და პრაქტიკულად გაიაზრეს განხილული საკითხი ტრენინგის მონაწილეებმა. ტრენინგის დაწყებამდე, მსვლელობისას თუ ბოლოს უკუკავშირი სხვადასხვა მიზანს ემსახურება და ყველა თანაბრად მნიშვნელოვანია. დაწყებამდე, როგორც აღვნიშნეთ, ვიგებთ ცოდნის დონეს და ინტერესებს, მსვლელობისას რამდენად იგებს მსმენელი სათქმელს, ხომ არ ხდება სხვა ფორმით ინტერპრეტირება/გაგება და ჩვენი მხრიდან გარკვეული კორექტივების შეტანა ხომ არაა საჭირო. ბოლოს აუცილებელია შემაჯამებელი უკუკავშირი, რაც გვეხმარება გავიგოთ, მივიღეთ თუ არა ის შედეგი, რასაც ემსახურებოდა ეს ტრენინგი. სწრაფი უკუკავშირის ფორმები, გარდა შეკითხვებისა, შეიძლება იყოს ორ-სამწუთიანი წერითი სამუშაო, კითხვაზე ღია პასუხით ან მცირე ტესტი, 5-წუთიანი ჯგუფური დისკუსია, რამის დახატვა ან სხვა სახალისო აქტივობა, რაც იმავდროულად დამატებით ინფორმაციასაც გვაწვდის. რაც შეეხება უფრო სიღრმისეულ უკუკავშირს, ის შეიძლება შედარებით ხანგრძლივი ჯგუფური სამუშაოთი, პრეზენტაციით თუ სხვა ფორმითაც მოხდეს და როგორც წესი, რაიმე უფრო დიდ საკითხზე კომპლექსურ პასუხს იძლევა. მაგალითად, ნახევარ ან სრულ დღეზე სხვადასხვა კომუნიკაციის უნარებზე ჩატარებული თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოების ბოლოს გვაინტერესებს, რამდენად მოხდა მონაწილეების მიერ ამ სავარჯიშოების ერთიანობაში, კომბინირებული აღქმა. შეფასება ტრენინგის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. მისი საშუალებით შეიძლება შევაფასოთ მონაწილეთა ემოციური კავშირი და ტრენინგით გათვალისიწნებული მიზნების მიღწევის გარკვეული ასპექტები. ძალზე მნიშვნელოვანია მონაწილეთა კმაყოფილების შესწავლა, რამდენად ღირებული იყო ტრენინგი და მათი მოლოდინები „ვერ გავამრთლეთ“, „გავამართლეთ“ თუ „გადაჭარბებით გავამართლეთ“. შეფასება, როგორც წესი, სხვადასხვა დროს შეიძლება მოხდეს და სხვადასხვა მეთოდი არსებობს. შეიძლება გამოვყოთ სწრაფი და უფრო ხანგრძლივი შეფასება. სწრაფი შეფასების ერთ-ერთი მოხერხებული მეთოდია ვიზულურად დაფაზე ან ფლიპჩარტის ფურცელზე დახატული ჭიქებითა (მიღებული ცოდნის/ უნარების სათანდო მოცულობა/დოზა) და სახეებით (ემოციური კუთხით კმაყოფილება) შეფასების გაკეთება. ეს შეიძლება გამოყენებულ იქნას ტრენინგის მსვლელობისას სესიის ან დღის ბოლოს შემაჯამებელი შეფასებისას, რაც საშუალებას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, შემდეგი სესია თუ დღე დაკორექტირდეს.

სწრაფი შეფასების ფორმა და ინტერპრეტირება*

16


რაც უფრო სავსეა ჭიქა უფრო ღირებული იყო ტრენინგი და რაც უფრო ღიმილიანია სახე მით უფრო სახალისოდ წარიმართა ტრენინგი. ფორმა პირობითად შევსებულია ათი მონაწილის მიერ, მონაწილე სვამს ერთ სიმბოლოს ერთ რომელიმე უჯრაში. მუქი მწვანე არე ყველაზე სასურველია, ღია მწვანე არეც კარგია, სტაფილოსფერიც მეტ-ნაკებად მისაღებია, წითელი არე არასასურველი შეფასებაა და აუცილებელია მნიშვნელოვანი ცვლილებები. ცოდნის შეფასება ხდება პრე და პოსტტესტით, სადაც საკითხზე ერთი და იგივე შეკითხვა დაისმება. შეკითხვების რაოდენობა არ უნდა იყოს ბევრი. როგორც წესი, ორი შეკითხვა მაინც უნდა დაისვას ერთი სესიიდან. სასურველია რამდენიმე შეკითხვა (30%) იყოს ძალზედ მარტივი, დანარჩენი კი საშუალო (50%) და შედარებით კომპლექსური (20 %). ცოდნის შეფასების შემდეგ გამოიყენება ტექნიკური შეფასება, რა დროსაც უმთვარესად შემდეგ საკითხებზე მახვილდება ყურადღება, რამდენად მისაღები/ სათანადო იყო: 1) ინფორმაცია/ ტრენინგმასალები (რელევანტურობა, მნიშვნელობა და პრაქტიკულობა); 2) გამოყენებული მეთოდები (მრავალფეროვნება, დახვეწილობა, ინკლუზიურობა, სხვა); 3) ტრენერები (კვალიფიკაცია და მზაობა); 4) ტრენინგში ჩართულობის შესაძლებლობა (პრაქტიკული ნაწილი, თანაბარი შესაძლებლობა); ეს ოთხი პუნქტი შესაძლოა სათითაოდ გაკეთდეს თითოეული სესიისთვის ან ტრენერის მიხედვით. 5) ტრენინგის ორგანიზება (განთავსება, ტრენინგსივრცე, კვება, დროს განაწილება); მეხუთე პუნქტი საერთო შეფასების ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს და თითოეული სესიისთვის არ არის საჭირო. ამ პუნქტებს შესაძლოა სხვა ფაქტორებიც დაემატოს საჭიროებისამებრ (მაგ.: დონორის მოთხოვნის გათვალისწინებით). აღნიშნულ ხუთივე პუნქტზე კეთდება ლიკერტის შეფასების (სავარაუდო პასუხების) სკალა უმთავრესად ხუთი სავარაუდო პასუხით. მაგ.: რამდენად საინტერესო (რელევანტური, მნიშვნელოვანი, პრაქტიკული) იყო სესიაზე წარმოდგენილი ტრენინგმასალა? (აირჩიეთ ხუთი სავარაუდო პასუხიდან ერთი ვარიანტი) • არარელევანტური; • ნაკლებად რელევანტური; • რელევანტური; • საინტერესო; • ძალზე საინტერესო. ტექნიკური შეფასების ბოლოს აუცილებელია იყოს ერთი ან რამდენიმე ღია შეკითხვა, სადაც ტრენინგის მონაწილეს საშუალება ექნება აღნიშნოს, რა მოეწონა ყველაზე მეტად და კიდევ რას შეცვლიდა/დაამატებდა ან გაითვალისწინებდა მსგავს ტრენინგზე. შეფასებისას ნებისმიერ შეკითხვასა და პასუხებში თითოეულ სიტყვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან პასუხის „ხასიათს“, განწყობის წინაპირობას ქმნის. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ნეიტრალური (ზედმეტად არც უარყოფითი, არც დადებითი) სიტყვებით უნდა მოხდეს მისი ფორმულირება.

დანართი #2. ტრენინგის გეგმის შესავსები ფორმა: ტრენინგის სახელწოდება ხანგრძლივობა დაშვების წინაპირობა სამიზნე ჯგუფი ზოგადი აღწერა (აქტუალობა, საჭიროება) ტრენინგის სესიის მიზანი სწავლების მიზნები სწავლების მეთოდები შეფასების მეთოდების კურსის შედეგებისა და შესრულების კრიტერიუმების შეფასება. კურსის დასრულების შემდეგ სერტიფიკატის გაცემის პირობები

17


ბლოკი 1. დრო __ წთ __

სწავლების მიზანი

ფაზა

წთ __

სემანტიზაციის ფაზა

__ წთ

მონაწილეთა აქტივობა

ინტერაქტივის ფორმა

მედია, მასალა

ტრენერის აქტივობა

შესავალი ფაზა პრეზენტაციის ფაზა

წთ

შინაარსი

ვარჯიში ტრანსფერის (რეალობაში გადატანის) ფაზა

დანართი #3. ტრენინგის “ტრენერთა ტრენინგი“ გეგმა (შევსებული მაგალითი)

ხანგრძლივობა

120 წუთი

დაშვების წინაპირობა

ტრენინგში მონაწილეებს აქვთ პრაქტიკული გამოცდილება, არ წარმოადგენენ ერთ რომელიმე ჰომოგენურ ჯგუფს (სხვადასხვა ორგანიზაციიდან და განსხვავებული პროფესიული ნიშნით არიან წარმოდგენილი), შესაძლოა მათი სამუშაო თუ ტრენერის გამოცდილება ძალზე განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან

სამიზნე ჯგუფი

ტრენერები, პედაგოგიური საქმიანობით დაკავებული ან მსურველი პირები

ზოგადი აღწერა (აქტუალობა, საჭიროება)

ბენეფიციარებმა ტრენინგები უნდა უზრუნველყონ

ტრენინგის სესიის მიზანი

ეფექტური ტრენინგის და ტრენერის მახასიათებლების იდენტიფიცირება და გაზიარება

სწავლების მიზნები

ტრენინგის გავლის შემდეგ, მონაწილეებს შეეძლებათ განსაზღვრონ: ტრენინგი როგორც ზრდასრულთა სწავლების ინსტრუმენტი; ტრენინგის დაგეგმვისთვის აუცილებელი წინაპირობები. გამოიყენონ მიღებული ცოდნა: ტრენინგის მიზნებისა და ამოცანების ფორმულირებისთვის; ტრენინგის დაგეგმვისა და მისი შინაარსის ჩამოყალიბებისთვის; საჭიროებებზე ორიენტირებული თემატური ტრენინგების ორგანიზებისთვის; ტრენინგის ჩატარებასთან დაკავშირებული შესაძლო რისკების მართვისთვის; ტრენინგის შეფასებისთვის. დაგეგმონ და ჩაატარონ საჭიროებაზე მორგებული ერთი ან რამდენიმედღიანი თემატური ტრენინგი

სწავლების მეთოდები

პრეზენტაცია, დისკუსია, ჯგუფური სავარჯიშო, დემონსტრაცია

შეფასების მეთოდების, კურსის შედეგებისა და შესრულების კრიტერიუმების შეფასება

შუალედური შეფასებები (ვიზულური შეფასება. ჭიქა-მიმიკა: სიახლე/ინფორმაცია და დინამიკა/კმაყოფილება). საბოლოო შეფასება (კომპლექსური ქსელი: თემატიკა, მეთოდი, პრაქტიკულობა, ორგანიზებულობა, ჩართულობა)

კურსის დასრულების შემდეგ სერტიფიკატის გაცემის პირობები

ყველა მონაწილე იღებს სერტიფიკატს, მიუხედავად მათი ჩართულობისა თუ ცოდნის დონისა

ბლოკი 1. რატომ ტრენინგი? (* ბლოკის ხანგრძლივობა 65 წთ.; 15 წუთი დღის წესრიგის, მონაწილეთა გაცნობა, მოლოდინები)

დრო 15 წთ

ფაზა

სწავლების მიზანი

შესავალი ფაზა

ტრენერის წარდგენა, გაცნობა ბლოკის მიზნების გაცნობა

შინაარსი რატომ ეს მოდული? რას გაიგებენ და გააკეთებენ 3 საათის განმავლობაში

მონაწილეთა აქტივობა

ინტერაქცის ფორმა

მედია, მასალა

ტრენერის აქტივობა

ისმენენ ტრენერის ნარატივს

პლენუმი

ფლიპჩარტი

საუბრობს

18


30 წთ

პრეზენტაციის ფაზა

მონაწილეები ეცნობიან თეორიულ მასალას ტრენინგის და სწავლების თანამედროვე მიდგომების შესახებ

15 წთ

მონაწილეებმა სემანტიზაციის იციან წარმატებული ფაზა და წარუმატებელი ტრენინგის ვარჯიში და ტრენერის მახასიათებლები

5 წთ

ტრანსფერის (რეალობაში გადატანის) ფაზა

ერთვებიან გონებრივ იერიშშის მეთოდში (ბრეინსტორმიგში) რა არის ტრენინგი? ტრენინგის განმარტება; განსხვავება ლექციისგან; სწავლების პირამიდა; ტრენინგის ხანგრძლიობა; ტრენერის როლი; ჯგუფის დინამიკა

როგორია კარგი და ცუდი ტრენერი / ტრენინგი

მონაწილეებმა გაიმეორეს 1 ბლოკში შეჯამება განვლილი მასალა

ისმენენ

მონაწილეები 4 ჯგუფად მუშაობენ (4-5-კაციანი) და ფლიპჩარტის ქაღალდზე გადააქვთ ასოციაციები. სავარჯიშოს შემდგომ თითოეული ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას, იმართება დისკუსია ტრენინგის მონაწილეები ასახელებენ, რა შეისწავლეს

პლენუმი

ფლიპჩარტი

პლენუმი

პროექტორი, ლეპტოპი

იწერს მონაწილეთა იდეებს

საუბრობს

ჯგუფური სამუშაო, დისკუსია

კალათა, ფერადი ქაღალდი, მაკრატელი, მარკერები, ფლიპჩატის ფურცლები

ყოფს მონაწილეეს 4 ჯგუფად. კალათიდან აარჩევინებს ფერად ფურცელს

პლენუმი

-

აჯამებს მეცადინეობას

დანართი #4. როლური თამაში „6 ფიქრის ქუდი“

მმართველი ინფორმაციული ემოციური წინდახედული ოპტიმისტი კრეატიული 19


რა არის საგანი? რაზე ვფიქრობთ? უმთავრესი საზრუნავი რაში მდგომარეობს?

ინფორმაცია და ფაქტები შემდეგია

ემოციური, სპონტანური პასუხი (ფაქტებს არ ეფუძნება) რატომ ეს საკითხი, სიფრთხილეა საჭირო (კონსერვატული, პრაქტიკული, რეალისტური)

ლოგიკის პოვნა, ვინ რა სარგებელს იღებს, ჰარმონიული გამოსავალი როგორია (საუკეთესო მხარეებს გამოკვეთს)

განსხვავებულად დანახვა, გადაწყვეტა (შემოქმედებითი მიდგომა, OUTSIDE THE BOX) 20


ეფექტიანი კომუნიკაცია და თვითპრეზენტაციის უნარები ავტორი: მაია ხოსიტაშვილი - სერტიფიცირებული ტრენერი (ფსიქოლოგი), კონსულტანტი მნიშვნელოვანი ტერმინები: თვითპრეზენტაცია, შთაბეჭდილების მართვა, არავერბალური კომუნიკაცია, ვერბალური კომუნიკაცია, ეფექტიანი კომუნიკაციის მოდელი, თვითშეფასება, პირველი შთაბეჭდილების ეფექტი, სიტყვით გამოსვლა. „ინტელექტი, განათლება, გამოცდილება და კარგი იდეები წარმატებისათვის აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი პირობაა. მნიშვნელოვანია ჩვენს ხელთ არსებული რესურსებისა და შესაძლებლობების არა მხოლოდ განვითარება, არამედ ეფექტურად წარმოჩენა და წარმატებით გამოყენება, რაც დაკავშირებულია კომუნიკაციისა და თვითპრეზენტაციის უნარებთან”. მაია ხოსიტაშვილი

შინაარსი ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად ახალგაზრდებს ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობები და გამოცდილება სჭირდებათ, ვიდრე ფორმალურ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში იღებენ. თანამედროვე საზოგადოება განსაკუთრებით მაღალ მოთხოვნებს უყენებს ახალგაზრდებს, რომლებიც განსხვავებულ სირთულეებსა და გამოწვევებს ხვდებიან ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ასეთ პირობებში კომპეტენციები, რომლებიც ახალგაზრდებს სჭირდებათ ღირსეული და წარმატებული ცხოვრებისთვის, გახდა უფრო კომპლექსური, უფრო მეტს მოითხოვს ახალგაზრდებისაგან, ვიდრე გარკვეული ვიწრო სპეციფიკის პროფესიის ფლობაა. ახალგაზრდები უნდა იყვნენ არა მხოლოდ ადაპტურები, არამედ ინოვაციურები, კრეატიულები, დამოუკიდებლები და მიზანდასახულები. რაც მთავარია, საკვანძო კომპეტენცია, რომელიც მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, არის კომუნიკაცია და თვითპრეზენტაციის/თავის წარმოჩენის უნარები. არაფორმალური განათლება შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, განუვითარდეთ კომპეტენციები - ცოდნა, ტრანსფერული უნარები1 და დამოკიდებულებები, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად მონაწილეობისა და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებისთვის. კომუნიკაციისა და თვითპრეზენტაციის უნარების მოდული შემუშავდა არაფორმალური განათლების მიდგომების გათვალისწინებით. ეს არის მოკლევადიანი ტრენინგი, რომლის ძირითადი მიზანია მონაწილეთა ეფექტიანი კომუნიკაციისა და თვითპრეზენტაციის უნარების გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს მათ დასაქმების პოტენციალის გაზრდაში. კომუნიკაციისა და საკუთარი თავის ეფექტიანად წარმოჩენის უნარები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პიროვნული განვითარების, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისა და დასაქმების შესაძლებლობის გაზრდისთვის. მოდული ფოკუსირებულია კომუნიკაციის, პრეზენტაციული და სიტყვით გამოსვლის უნარების განვითარებაზე. მოდულის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ის არის კომპლექსური და მასში გათვალისწინებულია ახალგაზრდებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ისეთი საკითხები, როგორიცაა: პოზიტიური თვითშეფასება და თავდაჯერებულობის გაზრდა; სიტყვით გამოსვლა და აუდიტორიასთან თავის ეფექტურად წარდგენა. ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ საკუთარი ცოდნის, უნარების, შესაძლებლობებისა და შეხედულებების ღიად, ნათლად და მეტი დამაჯერებლობით გამოხატვას, ასევე საქმიანი ურთიერთობების ეფექტიანად წარმართვას. მოდულის მიზანია ახალგაზრდათა ეფექტიანი კომუნიკაციისა და თვითპრეზენტაციის უნარების განვითარება, მათი დასაქმების პოტენციალისა გაზრდა არაფორმალური განათლების მიდგომების გამოყენებით. მოდული ეყრდნობა: ა) Youth Pass კომპეტენციების ჩარჩოს; ბ) Save the Children International-ის მიერ დასაქმების ბაზრის შეფასების შედეგად გამოვლენილი დეფიციტური კომპეტენციების ანალიზს; გ) ადგილობრივ და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას. მოდული ფოკუსირებულია შემდეგ კომპეტენციებზე2 : 1 ზოგადი ტრანსფერული უნარები: ანალიზისა და სინთეზის უნარი; პრობლემების გადაჭრა/გადაწყვეტილების მიღება; დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; საკომუნიკაციო უნარი.

2 კომპეტენციები განიხილება, როგორც ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების კომბინაცია. განხილული კომპეტენციები ეყრდნობა Youth Pass კომპეტენციების ჩარჩოს: RECOMMENDATION

OF THE EUROPEAN PARLIAMENT AND OF THE COUNCIL of 18 December 2006 on key competences for lifelong learning (2006/962/EC).

21


მოდული ფოკუსირებულია შემდეგ კომპეტენციებზე3 : ა) ურთიერთობის კომპეტენცია: განუვითაროს ახალგაზრდას კომპეტენცია ინდივიდებსა და ჯგუფებთან თანამშრომლობითი ურთიერთობების დასამყარებლად. მოცემულ კომპეტენციაში მოაზრებული ძირითადი უნარები და დამოკიდებულებები: • ახალგაზრდას აქვს კონსტრუქციული კომუნიკაციის უნარი. შეუძლია აზრის ნათლად და გასაგებად ჩამოყალიბება; • ახალგაზრდამ იცის კომუნიკაციის განმარტება და ესმის მისი არსი; • ახალგაზრდა იცნობს კომუნიკაციის ვერბალურ და არავერბალურ საშუალებებს და ესმის მათი მნიშვნელობა. ბ) დამოუკიდებლად სწავლის კომპეტენცია: განუვითაროს ახალგაზრდას კომპეტენცია, რათა მან შეძლოს საკუთარი სასწავლო საჭიროებების განსაზღვრა, საკუთარი სწავლის პროცესის დაგეგმვა და წარმართვა, საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში. მოცემულ კომპეტენციაში მოაზრებული ძირითადი უნარები და დამოკიდებულებები: • ახალგაზრდას შეუძლია საკუთარი სასწავლო პროცესის ორგანიზება და თანმიმდევრული, დისციპლინირებული განხორციელება; • ახალგაზრდას შეუძლია საკუთარი თავის მოტივირება სასწავლო პროცესის მიმართ; • ახალგაზრდას შეუძლია საკუთარი კომპეტენციების ობიექტური შეფასება; • ახალგაზრდას შეუძლია ისწავლოს ინდივიდულაურად და ჯგუფთან ერთად. მოდულის სასწავლო ამოცანები: მოდულში თავმოყრილი აქტივობები ორიენტირებულია, რომ ახალგაზრდებს დაეხმაროს რამდენიმე მიმართულებებით განვითარებაში. ტრენინგის გავლის შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ: • განსაზღვრონ ეფექტიანი კომუნიკაციისა და თითპრეზენტაციის ტექნიკები, მათი გამოყენების მნიშვნელობა დასაქმებისა და საქმიანი ურთიერთობების მიზნებისათვის; • განსაზღვროს ეფექტიანი კომუნიკაციის მოდელი, კერძოდ, ვერბალური და არავერბალური საშუალებების გამოყენების მნიშვნელობა თვითპრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლების დროს; • საკუთარი თავის, კერძოდ, საკუთარი ცოდნის, უნარების, შესაძლებლობებისა და შეხედულებების ღიად, ნათლად, გასაგებად და მეტი დამაჯერებლობით გამოხატვას, ასევე საქმიანი ურთიერთობების ეფექტიანად წარმართვას. მოდულის სტრუქტურა მოდულის ხანგრძლივობაა 8 სამუშაო საათი. მასში შედის 4 სასწავლო სესია. თითოეული სესიის ხანგრძლივობაა 1.5 საათი. მოდული შედგება რამდენიმე ნაწილისაგან და თითოეული სესია და ცალკეული აქტივობა აგებულია დევიდ კოლბის გამოცდილებაზე დამყარებული სწავლის მიდგომებზე4 , ამდენად, სწავლა მოიცავს ოთხ ფაზას: ა) კონკრეტული გამოცდილება - გამოცდილების შეძენა საგანმანათლებლო აქტივობის დროს სპეციალურად ორგანიზებული ურთიერთქმედების მეშვეობით ან პირადი, უკვე არსებული გამოცდილების გამოყენებით; ბ) რეფლექსური დაკვირვება - კრიტიკული დაკვირვება და შეძენილი გამოცდილების რეფლექსია, გამოცდილების შეძენასთან დაკავშირებული დაკვირვებისა და შეგროვებული ინფორმაციის განხილვა. აზრებისა და გრძნობების იდენტიფიკაცია. გ) აბსტრაქტული კონცეპტუალიზაცია (ანალიზი და განზოგადება) - დისკუსია, მომხდარის ანალიზი და შეფასება, ასევე დასკვნების გამოტანა და გადაწყვეტილების მიღება, ნასწავლი გაკვეთილების იდენტიფიკაცია. იდეების გენერაცია. ძირითადი ტენდენციების მოძიება. დ) აქტიური ექსპერიმენტირება (ჰიპოთეზების შემოწმება სხვა სიტუაციებში) - ახალი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების დროს ჩამოყალიბებული შედეგების შემოწმება, რაც გვაძლევს ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას. იდეების გამოცდა - ახდენს უკვე არსებული გამოცდილების/ქცევის მოდიფიკაციას ან ახალის გამოცდას. ასევე, ტრენინგზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობების დაგეგმვა. სწავლება ეფექტურია, თუკი მონაწილე ტრენინგის ოთხივე ფაზას გაივლის. სწავლის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყნებაც მნიშვნელოვნად ზრდის ჯგუფის ყოველი წევრის მიერ ცოდნის ათვისების საერთო დონეს. მოდული მოიცავს ოთხ 90-წუთიან სესიას: I სესია - შესავალი. II სესია - ძირითადი ნაწილი. III სესია - ძირითადი ნაწილი. IV სესია - მოდულის შეჯამება. საგანმანათლებლო მიდგომები მოდული ეფუძნება არაფორმალური განათლების მიდგომებს - გამოცდილებით, თანამშრომლობით სწავლას და ღირებულებებზე ორიენტირებულ სწავლას. სესიებში გამოყენებულია არაფორმალური განათლების მეთოდოლოგია. მოდული გაჯერებულია სწავლების თანამედროვე მეთოდებით, ასევე სიმულაციებით. კერძოდ, როლური და სიმულაციური აქტივობები, ინდივიდუალური მუშაობა და რეფლექსია, მცირე ჯგუფებში მუშაობა და დისკუსია. სწავლების პროცესი ინტერაქტიულია და მოითხოვს მონაწილეების მაქსიმალურ ჩართულობას. მოდული განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, რომლებიც კარიერის განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფებიან და რომლებიც ნებაყოფლობით მონაწილეობენ სასწავლო პროცესში. მოდულში გამოყენებული მიდგომები მაქსიმალურად მოქნილია, რათა საჭიროების შემთხვევაში ადაპტირდეს განსხვავებული ხელმისაწვდომობის საჭიროებების ჯგუფებისთვის.

3 Kolb’s Theory of Experiential learning, 1984.

22


მოდულის თემატიკა სესიების მიხედვით: I სესია - შესავალი. ჯგუფის ადაპტაცია და მომავალი ერთობლივი მუშაობისათვის მომზადება, ასევე ტრენინგის თემასთან დაკავშირებით მონაწილეთა არსებული გამოცდილების გაზიარება, ანალიზი და არსებული ცოდნის, ხედვისა და დამოკიდებულებების შეჯერება; II სესია - ძირითადი ნაწილი. თვითპრეზენტაცია, შთაბეჭდილების მართვა და სიტყვით გამოსვლის უნარები; III სესია - ძირითადი ნაწილი. ეფექტიანი კომუნიკაციის მოდელი. ინფორმაციის ეფექტიანად გადაცემა, საკუთარი იდეებისა და ხედვის ნათლად და გასაგებად გამოხატვა; IV სესია - თვითშეფასება. მოდულის შეჯამება. თითოეული სესია, აგრეთვე, მოიცავს ქვეთემებს, რომლებზეც აქცენტის გაკეთება მნიშვნელოვანია სესიის განხორციელების ბოლოს, შეჯამების პროცესში.

მოდულის სახელი

ეფექტიანი კომუნიკაცია და თვითპრეზენტაციის უნარები

სესიის სახელი

I სესია - შესავალი

ხანგრძლივობა

90 წუთი

მოკლე აღწერა

სესიის მიზანია ჯგუფის ადაპტაცია და მომავალი ერთობლივი მუშაობისათვის მომზადება, საკითხის მიმართ ჯგუფის მონაწილეთა უკვე არსბეული დამოკიდებულებებისა და გამოცდილების, ასევე ტრენინგის მოდულის მიმართ მათი მოლოდინების ანალიზი.

მონაწილეთა რაოდენობა

14-18 მონაწილე

სასწავლო ამოცანები

თვითპრეზენტაციის საკითხის განსხვავებული ასპექტებისა და მნიშვნელოვნების მიმართ ჯგუფის მონაწილეთა უკვე არსებული გამოცდილებისა და დამოკიდებულებების ანალიზი და რეფლექსია.

საჭირო რესურსები

დანართი #1, #2, #3, #5, #6. ტრენინგის განხორციელებისთვის საჭირო მატერიალური და ტექნიკური რესუსრი: - ფლიპჩარტის ფურცლები და დაფები (ჯგუფის რაოდენობის შესაბამისად); - ფერადი მარკერები (4 ფერი, თითოეული 4 ცალი); - ქაღალდის სკოჩი (3 ცალი); - ბლოკნოტები და კალმები (ინდივიდუალურად ურიგდებათ მონაწილეებს); - ფერადი სტიკერები; - ურნა ოთახში; - პროექტორი, ლეპტოპი, ხმის გამაძლიერებელი.

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

1. ტრენინგის გახსნა, მონაწილეთა გაცნობა - ე.წ. ,,ყინულის გალღობა“ - 30 წუთი. ტრენინგის ამ ნაწილში ძირითადი დრო ეთმობა მისალმებას, ტრენერის თვითპრეზენტაციას და მონაწილეთა გაცნობას. ამ ნაწილის მიზანია ჯგუფის ადაპტაცია და მომავალი ერთობლივი მუშაობისათვის მომზადება. აქვე, შეიძლება ინტეგრირებული იყოს მონაწილეთა მოლოდინების იდენტიფიკაციის აქტივობები. სესიის ამ ნაწილში ძირითადად გამოიყენება ე. წ. გამხსნელი სავარჯიშოები მონაწილეთა განწყობის შესაქმნელად. ამ ნაწილში გამოყენებულია მცირე ჯგუფებში მუშაობის მეთოდი, რადგან ტრენინგის მცირე დროიდან გამომდინარე, დასაწყისშივე მაქსიმალურად ბევრი საკითხის დაფარვა და განხილვა გახდეს შესაძლებელი. რაც მთავარია, აღნიშნული მიდგომა ხელს უწყობს ჯგუფის სწრაფ შეკვრას, რაც პოზიტიურად აისახება შემდგომ სესიებში სასწავლო პროცესზე. აქტივობა 1: „ჩვენ“ ტრენერი ყოფს ჯგუფს მცირე ჯგუფებად და გადასცემს თითოეულს სამუშაო ფურცელს (იხ. დანართი 1), რომელსაც თან ახლავს დეტალური ინსტრუქცია. დოკუმენტის გადაცემამდე ტრენერი განუმარტავს მონაწილეებს დავალების შესრულებისთვის გამოყოფილ დროს და ძირითად წესებს. შესაძლებელია ჯგუფებად დაყოფა მოხდეს წინასწარ, მაგალითად, სკამებთან (ან სკამის ქვეშ) დამაგრდეს ჯგუფებად განაწილების ფურცლები (იხ. დანართი 3), რომლებსაც მონაწილეები ტრენერის მითითების შემდეგ აღმოაჩენენ. გარდა ამისა, ტრენერის მიერ აუცილებელია წინასწარ გამზადდეს საპრეზენტაციო ფლიპჩარტების დასათაურებები ფერების მიხედვით, რომლითაც ჯგუფები დაიყოფა. მონაწილეები მუშაობენ ტრენერის მიერ წინასწარ მომზადებულ ფლიპჩარტებზე, რომლებზეც მიმაგრებულია განსხვავებული ფერების დასათაურება ,,ჩვენ“ (იხ. დანართი 2). აქტივობის ბოლოს მათ მიერ მზადდება ჯგუფის პრეზენტაცია. ტრენერი არაფორმალურად ავლენს ყველაზე ახალგაზრდა ჯგუფს, ყველაზე მრავალ დედმამიშვილიან ჯგუფს და ა.შ. ასევე, ყურადღებას ამახვილებს ჯგუფის საერთო მოლოდინებზე, კონტრიბუციებსა და ტრენინგის საკითხისადმი არსებულ დამოკიდებულებებზე. აღნიშნულის შემდეგ კი გადადის შემდეგ ნაწილზე და უხსნის, რომ მათი მოლოდინებისა და კონტრიბუციის გაცნობის შემდეგ დროა, მიიღონ ინფორმაცია ტრენინგის თემებისა და მიზნების შესახებ, გაიგონ, თუ რას მიიღებენ რეალურად ამ ტრენინგის შედეგად. ამისათვის კი, პირველ რიგში, ისინი შეავსებენ პრე-ტესტს, შემდეგ კი - ვიზუალიზაციის გზით, დეტალურად განიხილავენ დღის წესრიგს და თემებს. შენიშვნა: ტრენერს შეუძლია დავალებაში არსებული ინფორმაციის მოდიფიცირება, მიზნობრივი ჯგუფის სპეციფიკიდან გამომდინარე. გარდა ამისა, ტრენერმა აუცილებელია დაუკავშიროს შემდგომში განსახილველი თემები მოცემული

23


აქტივობის დროს მონაწილეთა მიერ გამოვლენილ მოსაზრებებს/მოლოდინებს, რათა მათ ჰქონდეთ განცდა, რომ ტრენინგი მაქსიმალურადაა მორგებული მათ საჭიროებებსა და ინტერესებს. ამისათვის აუცილებელია, რომ პრეზენტაციები გაიკრას თვალსაჩინო ადგილას და თემების განხილვის დროს ტრენერმა გააკეთოთ შესაბამისი მითითება მონაწილეთა მიერ გამოვლენილ საკითხებზე. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ აქტივობების მასალები ამოიბეჭდოს შესაბამისი ფერების მიხედვით (3 ჯგუფად დაყოფის შემთხვევაში, ჯგუფებად დაყოფის ბარათებიც, პრეზენტაციის დასათაურებაც და აქტივობის ბარათიც აუცილებელია გამზადდეს სამ ფერში: წითელი, ყვითელი, მწვანე). ამ გზით, მონაწილეები მარტივად იპოვიან ჯგუფის წევრებს და ფლიპჩარტის დაფას, რომელზეც ერთად იმუშავებენ. ფერი გამოიყენება, როგორც სიმბოლური დატვირთის მქონე სიგნალი, რაც უფრო საინტერესოს და კოორდინირებულს ხდის სასწავლო პროცესს. 2. პრეტესტირება - 10 წუთი. ტრენერი სთხოვს მონაწილეებს ტრენინგის დასაწყისშივე პრეტესტის შევსებას, რათა განისაზღვროს მათი უკვე არსებული ცოდნისა და გამოცდილების დონე. ასევე, აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტრენინგის ბოლოს ისინი შეავსებენ იდენტურ ტესტს, თუმცა მათ უკვე ექნებათ ტრენინგიდან მიღებული ინფორმაცია ტესტში ასახულ თითოეულ საკითხზე. აღნიშნული, მონაწილეების ყურადღებას ააქტიურებს იმ მიმართულებით, რომ ტესტში არსებულ საკითხებზე ტრენინგის პროცესში მაქსიმალური ჩართვით მოიპოვონ ინფორმაცია. პრე და პოსტტესტი გამოიყენება მონაწილეთა ცოდნის დონის მხრივ პროგრესის განსაზღვრის მიზნით. ტესტური დავალებები უცვლელად მიეწოდებათ მონაწილეებს ტრენინგის დასაწყისში და ბოლოს, რის შემდეგაც ტრენინგამდე და ტრენინგის შემდგომი ქულები ერთმანეთს დარდება. ტესტები წინასწარ იბეჭდება ტრენერის მიერ (სწორი პასუხების მონიშვნის გარეშე) (იხ. დანართი #4). 3. დღის წესრიგის გაცნობა - 20 წუთი. ამ ნაწილის მიზანია მონაწილეთა მოლოდინების გაცნობის შემდეგ, მათი ინფორმირება შემდეგ საკითხებზე: • ტრენინგის ზოგადი აღწერა; • ტრენინგის მიზნები; • მუშაობის ფორმატი (წესები); • ტრენინგის ძირითადი თემები; • სწავლების მიზნები - რას მიღებენ მონაწილეები კურსის შედეგად. აღნიშნული ნაწილი ხანმოკლეა და პრეზენტაციის გზით აწვდით მონაწილეებს ინფორმაციას, რათა ტრენინგის დასაწყისშივე მოახდინოთ მონაწილეთა მოტივირება და მათთვის სწორი მოლოდინების შექმნა (იხ. დანართი #5). შესაძლებელია, ტრენერმა გამოიყენოს ვიზუალიზაცია და ე.წ. ,,ობობას ქსელის“ მეთოდი, რათა უფრო საინტერესო და შთამბეჭდავი იყოს მონაწილეებისთვის ტრენინგის თემისა და მიზნის გაცნობა. ამისათვის საჭიროა, წინასწარ დაიბეჭდოს ტრენინგის თემები ფერად ფურცლებზე და პრეზენატციის დროს თემები დალაგდეს ობობას ქსელში იმგვარად, რომ ზოგადი თემები იყოს ქსელის გარეთ, ხოლო ქსელის ცენტრისკენ უფრო მეტად განლაგდეს ქვეთემები და კონკრეტული საკითხები. ქსელის ცენტრში კი დაიდოს ტრენინგის მიზანი/ები (იხ. დანართი #6). ტრენერის მიერ ტრენინგის თემების ვიზუალიზებისა და წარმოდგენის შემდეგ, მონაწილეებს ურიგდებათ ფერადი სტიკერები, რათა დააწერონ საკუთარი სახელები და მიამაგრონ იმ თემას (ირჩევენ მხოლოდ 2 თემას), რომელიც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ამ გზით, ტრენერი აზუსტებს მონაწილეთა ინდივიდუალურ და ჯგუფურ საჭიროებებს, ასევე, ინტერესებს და მოდულის განხილვის დროს გაითვალისწინებს აღნიშნულს. 4. აქტივობა ,,4 სიტყვა-ასოციაცია“ – 30 წუთი. მიზანი: მონაწილეთა გამოცდილების აქტუალიზება ტრენინგის თემასთან მიმართებით. მეთოდი: მოდიფიცირებული გონებრივი იერიში, პრეზენტაცია, ჯგუფური მუშაობა, დისკუსია. აქტივობის განხორცილების ნაბიჯები: 1. ტრენერი ფლიპჩარტზე წერს სიტყვებს ,,შთაბეჭდილების მართვა“. შეკითხვა: რა ასოციაციები გიჩნდებათ მოცემულ სიტყვათა წყობასთან? 2. მონაწილეებს ურიგდებათ სტიკერის 4 ცალი/ფურცელი; 3. თითოეული მონაწილე ინდივიდუალურად წერს ამ სიტყვასთან დაკავშირებულ 4 ასოციაციას, ცალკეულ ფურცელზე; 4. შემდეგ ტრენერი აწყვილებს მონაწილეებს და სთხოვს, წყვილში, ჯამში არსებული 8 ასოციაციიდან, დატოვონ მხოლოდ 4 ყველაზე მნიშვნელოვანი, ხოლო დარჩენილი 4 გადაყარონ ურნაში; 5. შემდეგ ტრენერი აერთიანებს წყვილებს, იქმნება ოთხეულები და კვლავ სთხოვს 8 ასოციაციიდან დატოვონ მხოლოდ 4 ყველაზე მნიშვნელოვანი. და ასე გრძელდება, სანამ მთელი ჯგუფი არ შეთანხმდება ერთ ჩამონათვალზე. 6. შემდეგ ფლიპჩარტზე ტრენერი თვალსაჩინოდ წერს ჯგუფში შეთანხმებულ ასოციაციებს. აქტივობის დროს მნიშვნელოვანია მონაწილეების წახალისება, მივიდნენ საერთო გადაწყვეტილებამდე, ასევე, მეგობრული ატმოსფეროს შექმნა. აქტივობის ბოლოს ტრენერი გამართავს დისკუსიას: • თითოეულ სიტყვაზე ვსვამთ კითხვას, როგორ უკავშირდება ეს სიტყვა შთაბეჭდილების მართვას? • შთაბეჭდილების მართვასთან დაკავშირებით რა ახალი ცოდნა შეგძინათ აქტივობამ? • თვითონ აქტივობა რა კავშირში იყო შთაბეჭდილების მართვასთან? • რა გამოცდილება მიიღეთ ტრენინინგის დროს ერთმანეთთან ურთიერთობისგან? • როგორ მიხვედით გადაწყვეტილებამდე, რომელი სიტყვა-ასოციაცია უნდა შეგენარჩუნებინათ და რომელი არა? ტრენერს შეუძლია, ჯგუფების გაერთიანებისას თავად განსაზღვროს, საბოლოოდ რამდენ ჯგუფს დატოვებს, შესაბამისად - რამდენ ასოციაციას. ტრენერი აცხადებს შესვენებას და შემდეგ სესიაზე განიხლიავს შთაბეჭდილების მართვასთან დაკავშირებულ თეორიულ საკთხებს, რომელთა განხილვის დროსაც ითვალისწინებს მონაწილეთა მიერ დაფიქსირებულ დამოკიდებულებებს.

24


შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

ტრენერი ყურადღებას ამახვილებს ბოლო აქტივობაზე, უკავშირებს მას შთაბეჭდილების მართვას, დამარწმუნებელ კომუნიკაციას და სესიის შესაჯამებლად სვამს კითხვას: როგორ მოვახდინოთ შთაბეჭდილება, დადებითად წარმოვადგინოთ საკუთარი თავი და დავარწმუნოთ ადამიანები საკუთარი შეხედულებების სისწორეში?

დანართები

დანართი #1. აქტივობა ,,ჩვენ’’. დანართი #2. ფლიპჩარტის გამზადება. დანართი #3. ჯგუფებად დაყოფის ბარათები. დანართი #4. პრე და პოსტტესტი. დანართი #5. ტრენიგნის დღის წესრიგი. დანართი #6. ვიზუალიზაცია ,,ობობას ქსელი“.

სესიის ადაპტაციის შესაძლებლობა (საჭიროების შემთხვევაში)

სესია მაქსიმალურად ორიენტირებულია ტრენინგის მონაწილეთა საჭიროებების, ინტერესებისა და შეხედულებების/ დამოკიდებულების გამოვლენასა და იდენტიფიკაციაზე. ამდენად, ტრენერი აუცილებელია იყოს მომზადებული და მოქნილი, რათა შეძლოს, რომ მოდულის განხილვის დროს თემები დაუკავშიროს მონაწილეთა უკვე არსბეულ ცოდანს, გამოცდილებასა და შეხედულებებს.

გამოყენებული ლიტერატურა

Goffman Erving (1956). The Presentation of Self in Everyday Life. University of Edinburgh Social Sciences Research Centre.

სესიის სახელი

II სესია - ძირითადი ნაწილი

ხანგრძლივობა

90 წუთი

მოკლე აღწერა

მოცემულ სესიაზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა თვითპრეზენტაცია, შთაბეჭდილების მართვა, პირველი შთაბეჭდილების ეფექტი, სიტყვით გამოსვლის მნიშვნელობა და საჭირო უნარები

მონაწილეთა რაოდენობა

14-18 მონაწილე მოცემულ სესიაზე მიღებული ცოდნის საფუძველზე მონაწილეები შეძლებენ:

სასწავლო ამოცანები

- განსაზღვრონ ეფექტიანი თითპრეზენტაციის, შთაბეჭდილების მართვისა და სიტყვით გამოსვლის უნარების მნიშვნელობა დასაქმებისა და საქმიანი ურთიერთობების მიზნებისათვის; - გამოყონ ის მახასიათებლები, რომელიც აუცილებელია ეფექტიანი თვითპრეზენტაციისთვის და შექმნან ეფექტიანი პრეზენტატორის პროფილი. დანართი #7.

საჭირო რესურსები

ტრენინგის განხორციელებისთვის საჭირო მატერიალური და ტექნიკური რესუსრი: - ფლიპჩარტის ფურცლები და დაფები (ჯგუფის რაოდენობის შესაბამისად); - ფერადი მარკერები (4 ფერი, თითოეული 4 ცალი); - ქაღალდის სკოჩი (3 ცალი); - პროექტორი, ლეპტოპი, ხმის გამაძლიერებელი. 1. I სესიის გადახედვა და თეორიული პრეზენტაცია - 30 წუთი. ტრენერი, პრეზენტაციის სლაიდების გამოყენებით, მონაწილეებს აცნობს შთაბეჭდილების მართვისა და თვითპრეზენტაციის განსაზღვრებას, ასევე, აცნობს I შთაბეჭდილების ეფექტის შესახებ ინფორმაციას. ვიდეოს ჩვენებით კი ახდენს პირველი შთაბეჭდილების ეფექტის დმეონსტრირებას. ვიდეო: How Appearance Affects - Homeless Veteran Timelapse Transformation. რეკომენდებულია გამოიყენოთ ვიდეოს ქართული სუბტიტრებიანი ვერსია.

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

თეორიული ნაწილი: შესაძლებელია, თქვენ უკვე გაქვთ საკმარისი ცოდნა და შესაძლებლობა იმისათვის, რომ კარიერული წარმატებისკენ პირველი ნაბიჯები გადადგათ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის! შესაძლებელია ფიქრობთ, კიდევ უფრო მეტი ცოდნის დაგროვებასა და მეტი შესაძლებლობების აღმოჩენას საკუთარ თავში, მაგრამ თქვენ ისევ გავიწყდებათ, რომ ესეც არ იქნება საკმარისი. გიფიქრიათ იმაზე, თუ რამდენად გაქვთ საკუთარი უკვე არსებული ცოდნისა და შესაძლებლობების ,,გარეთ გამოტანის“ - ეფექტურად წარმოჩენის უნარი? წარმატების მიღწევისათვის აუცილებელია ისწავლოთ თქვენს ხელთ არსებული რესურსებისა და შესაძლებლობების არა მარტო განვითარება, არამედ ეფექტურად წარმოჩენა და გამოყენება. სწორედ თვითპრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაა აუცილებელი, რათა შეძლოთ საკუთარი ძლიერი მხარეების სწორად და ეფექტურად წარმოჩენა, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზების ხელშეწყობა. მაგალითად, შეგვეძლოს დამსაქმებელთან საკუთარი ძლიერი მხარეების ეფექტურად წარმოჩენა. თვითპრეზენტაცია, როგორც საკუთარი თავის დადებითად წარმოჩენის უნარი, საჭიროებს საკუთარ თავზე მუდმივ მუშაობასა და თვითკონტროლს თვითპრეზენტაციის უნარებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კარიერის დაგეგმვისა და განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე. - შთაბეჭდილების მართვა არის ცნობიერი ან არაცნობიერი პროცესი, რომლის დროსაც ადამიანები ცდილობენ გავლენა მოახდინონ სხვა ადამიანების აღქმაზე პიროვნებების, მოვლენებისა თუ ობიექტების შესახებ. ეს არის მიზანმიმართული აქტივობა, რომ ინფორმაციის კონტროლითა და რეგულაციით გავლენა მოახდინოთ აუდიტორიის შთაბეჭდილებაზე.

25


შთაბეჭდილების მართვა, რომელიც უკავშრდება საკუთარი თავის შესახებ შთაბეჭდილებების მართვას, განიხილება როგორც თვითწარმოჩენის ტექნიკა, ე.წ. თვითპრეზენტაცია (ერვინგ გოფმანი, 1959; The Presentation of Self In Everyday Life). გოფმანის აზრით, ვინაიდან სოციალურ ინტერაქციათა უმრავლესობა ადამიანებისაგან მოითხოვს სწრაფ რეაქციას, განსჯას, ქცევას, მას უნდა შეეძლოს, სწრაფად შეუქმნას სხვებს, მასთან ინტექციაში მყოფ ადამიანებს, შთაბეჭდილება თავისი თავის შესახებ, წარმოაჩინოს თავი, საკუთარი დადებითი თვისებები. - ტერმინი თვითპრეზენტაცია, გულისხმობს „ჩვენ შესახებ” შთაბეჭდილების მართვას. თვითპრეზენტაცია – მიზანმიმართული მოქმედება სხვებზე განსაკუთრებული შთაბეჭდლების მოხდენის მიზნით. თვითპრეზენტაციის მთავარი მიზანია საკუთარი თავის ისე წარდგენა, რომ სხვებზე ჩვენთვის სასურველი შთაბეჭდილება მოვახდინოთ. რადგან ნდობა ყალიბდება სწორედ პირველ შთაბეჭდილებაზე დაყრდნობით, მნიშვნელოვანია ვფლობდეთ შთაბეჭდილების მართვისა და თვითპრეზენტაციის ტექნიკას, რაც დაგვეხმარება მცირე დროში გამოვხატოთ საკუთარი შესაძლებლობები და შევუქმნათ მსმენელს პოზიტიური შთაბეჭდილება. - პირველი შთაბეჭდილების ეფექტი - როდესაც ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, ისინი გარკვეულ შთაბეჭდილებას იქმნიან ერთამნეთზე. შთაბეჭდილება ფორმირდება ძალიან სწრაფად და მინიმალური ინფორმაციის საფუძველზე. შეიძლება ინფორმაციული იყოს სახელი, ჩაცმულობის სტილი, ფიზიკური ნიშნები და სხვა. შთაბეჭდილება ეყრდნობა თვალშისაცემ ფაქტორებს, გამოკვეთილ მახასიათებლებს, რაც გამოარჩევს ინდივიდს. მნიშვნელოვანია სიტუაცია და კონტექსტი. პირველი შთაბეჭდილებით ადამიანებს მივაკუთვნებთ გარკვეულ ჯგუფს, კატეგორიას. თვალში პირველი გვხვდება ფიზიკური ნიშნები, ანუ გარეგნობა. შემდეგ კი - გამოკვეთილი ქცევები. ასევე, სიტუაციისგან და კონტექსტისგან გადახრილი ქცევებიც. საკუთარი თავის წარმოჩენის დროს მნიშვნელოვანია, თუ რა ემოციას იწვევთ გარშემო მყოფებში. ამ მხრივ მნიშვნელოვანია პირველი შთაბეჭდილების როლი. კვლევები: შთაბეჭდილების 90% თანამოსაუბრეზე იქმნება 4 წუთზე ნაკლებ დროში. კვლევის თანახმად, შთაბეჭდილება ყალიბდება პირველი 10-30 წამის განმავლობაში. შესაბამისი ვერბალური და არავერბალური სიგნალებით ეცადეთ პირველივე წუთებში მოიპოვოთ კეთილგანწყობა. პირველი შთაბეჭდილების ფორმირებისას (ჩამოყალიბებისას) ნეგატიურ ინფორმაციას უფრო მეტი წონა აქვს, ვიდრე პოზიტიურს. პირველი შთაბეჭდილების ჩამოყალიბება: • 55% - გარეგნობა და არავერბალური კომუნიკაცია; • 38% - ინტონაცია, ხმის ტონი, ხმის სიმაღლე და საუბრის სიჩქარე/ტემპი; • 7% - რასაც მოსაუბრე ამბობს (ნათქვამის შინაარსი); თვითპრეზენტაცია და შთაბეჭდილების მართვა სოციალური ცხოვრების განუყოფელი შემადგენელი ნაწილია და აუცილებელია გავითვალისწინოთ და გავიუმჯობესოთ შესაბამისი უნარები. 2. აქტივობა ,,ეფექტური პრეზენტატორის ანბანი“ – 40 წუთი. მეთოდი: მცირე ჯგუფებში მუშაობა, გონებრივი იერიში, პრეზენტაცია, ჯგუფური დისკუსია. აქტივობის მიზანი: კარგი სპიკერის/პრეზენტატორის პროფილის შექმნა, მახასიათებლებისა და უნარების იდენტიფიკაცია. მიმდინარეობა: ტრენერი ყოფს ჯგუფს სამ ჯგუფად და გადასცემს თითოეულს სამუშაო ფურცელს, რომელსაც თან ახლავს დეტალური ინსტრუქცია. სამუშო ფურცელზე ქართული ანბანის ასოები დაყოფილია 3 ნაწილად და თითოეულ ჯგუფს ეძლევა ანბანის კონკრეტული ნაწილი, რომელის გათვალისწინებითაც ისინი ამზადებენ ეფექტიანი პრეზენტატორის პროფილს (იხ. დანართი 7). დოკუმენტის გადაცემამდე ტრენერი განუმარტავს მონაწილეებს დავალების შესრულებისთვის გამოყოფილ დროს და ძირითად წესებს. მონაწილეები მუშაობენ ფლიპჩარტებზე და მათ მიერ მზადდება ჯგუფის პრეზენტაცია. ტრენერს შეუძლია დავალებაში არსებული ინფორმაციის მოდიფიცირება, მიზნობრივი ჯგუფის სპეციფიკიდან გამომდინარე. მაგალითად, ჩამოწერილი 11 მახასიათებლიდან ჯგუფმა ამოარჩიოს 3 ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი. შესაძლებელია ჯგუფებად დაყოფა მოხდეს ტკბილეულის ფერების მიხედვით. გარდა ამისა, ტრენერის მიერ აუცილებელია წინასწარ გამზადდეს საპრეზენტაციო ფლიპ-ჩარტები. პრეზნეტაციის წრამოდგენის შემდეგ, ტრენერი პრეზენტაციის სახით წარადგენს სიტყვით გამოსვლის უნარების მნიშვნელობის შესახებ სტატისტიკასა და ძირითად საკითხებს, რათა გადავიდეს ამ უნარის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვან ისეთ უნარზე, როგორიცაა ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია. ამასთან, ტრენერი მონაწილეებს, პრეზენტაციის სახით, აცნობს იმ ძირითად 9 ნიშანს, რომელიც მეცნიერული კვლევის შედეგად აუცილებელია იმისათვის, რომ გახდე ეფექტიანი სპიკერი და პრეზენტატორი. ტრენერი ცდილობს დაუკავშიროს თემა მონაწილეთა მიერ შექმნილ პროფილს. თოერიული პრეზნეტაცია: შესაძლებელია თქვენ გაქვთ კარგი იდეა, თუმცა ის, თუ რამდენად დააინტერესებთ აუდიტორიასა თუ კონკრეტულ პიროვნებას თქვენი იდეით, დამოკიდებულია თქვენს პრეზენტაციულ უნარებზე. პრეზენტაციული უნარების განვითარება დაგეხმარებათ, როგორც საკუთარი თავის, ასევე თქვენი იდეების ეფექტიანად წარმოჩენაში. საჯარო გამოსვლა - ეს არის სიტყვით გამოსვლა ცოცხალი აუდიტორიის წინაშე. გამოხატავს უნარს, თუ რამდენად შეგიძლიათ თქვენი იდეის გაზიარება დიდი რაოდენობით ადამიანებისთვის, რომელიც, ძირითადად, 3 მიზნით ხორციელდება: - ინფორმირება; - დარწმუნება;

26


- გართობა. საჯარო, გამოსვლა კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმაა. ეს არის აუდიტორიისათვის შეტყობინების შექმნისა და გადაცემის პროცესი. მიუხედავად ამისა, ბევრ ადამიანს ეშინია სიტყვით გამოსვლის. კვლევებით გამოვლენილ შიშების ათეულში აუდიტორიასთან საუბრის შიშს წამყვანი ადგილი უკავია. შიში და ღელვა პრეზენტაციის დროს კი ხელისშემშლელი ფაქტორი ხდება წარმატების მიღწევისათვის. ,,გლოსოფობია“ არის საზოგადოებასთან სიტყვით გამოსვლის შიში. ეს ფობია არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა. გლოსოფობიას გააჩნია უამრავი სიმპტომი, ყველა ადამიანისთვის ეს სიმპტომები ინდივიდუალურია, მაგრამ ძირითადად გამოირჩევა ჩქარი გულისცემით, ხმის თამაშით, სიტყვების გაუმართავად წარმოთქმით და სხვა. სიტყვით გამოსვლა დასწავლადი უნარია და ტრენინგისა და გავარჯიშების გზით შესაძლებელია მისი გაუმჯობესება. ამისათვის საჭიროა განვავითაროთ გარკვეული უნარები, როგორიცაა: » ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი; » ეფექტური არავერბალური კომუნიკაციის უნარი; » აუდიტორიის ეფექტურად მართვის უნარი; » დამხმარე საშუალებების ეფექტურად გამოყენების უნარი. ეფექტური სიტყვით გამოსვლის 9 მეცნიერულად დასაბუთებული მახასიათებელი, რომელიც უნდა გამოიყენო იმისთვის, რომ გახდე გავლენის მქონე და შთამაგონებელი მოსაუბრე ან ლიდერი. 1. თავდაჯერებულობა - ვოლვერჰემპტონის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, „მეტად თავდაჯერებული ადამიანი აღიქმება, როგორც ზუსტი, კომპეტენტური, ინტელიგენტური, მცოდნე, სასიამოვნო და დამაჯერებელი, ვიდრე ნაკლებად დამაჯერებელი, საკუთარ თავში დაურწმუნებელი ადამიანი“. თავდაჯერებულობა მთავარი გასაღებია (მაგრამ არა ერთადერთი), როცა საქმე საჯარო გამოსვლას და სიტყვით გამოსვლას ეხება. 2. ემოციური დამოკიდბეულება - გამოსვლის განმავლობაში ნამდვილი კომუნიკაციისთვის საჭიროა თავად იყოთ გატაცებული განსახილველი საკითხით. გატაცების გარეშე შენი საუბარი მნიშვნელობას მოკლებულია. პრეზენტაციისას, გარკვეულ დონეზე, შენი გულწრფელობა უნდა გამოავლინო, რათა მსმენელები გამოგყვნენ პრეზენტაციის განმავლობაში. ზოგჯერ, იმისთვის, რომ შენთვის უინტერესო საკითხით აღტაცებული იყო, საჭიროა ჩაუღრმავდე მას და იპოვო შენთვის საინტერესო დეტალები. 3. ბუნებრიობა – იყავი ის, რაც ხარ! - შენ არ გჭირდება, სცენაზე იყო ვინმე სხვა, საჭიროა მხოლოდ, იყო ის, რაც ხარ. ზოგჯერ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გჯერა შენი იდეის/გზავნილების ან რამდენად კარგად გამოდიხარ, თუ არ იქცევი შენთვის დამახასიათებლად ბუნებრივად, შენი სიტყვა მსმენელმა შესაძლოა, არაგულწრფელად და წინასწარ გათვლილად/ყალბად შეაფასოს. თუ მოსაუბრე არ გამოიყურება ბუნებრივად, სავარაუდოა, რომ ეს არც მის მსმენელს მოეწონება. 4. ხმის კონტროლერი - ხმის მოდულაცია - მსმენელთან უკეთესი კომუნიკაციის დასამყარებლად, მოერიდე ისეთ ტონალობაში ლაპარაკს, რომელიც წინასწარ კარგად გაქვს მომზადებული, მაგრამ შეინარჩუნე სიჩქარე და ლავირების საშუალება. არასწორ ტონალობას შეუძლია, სათქმელი გაგიფუჭოს. იმისთვის, რომ სწორ ჟღერადობას მიაგნო, ჩაიწერე შენი საუბარი და მოგვიანებით მოუსმინე. ზუსტად გეცოდინება, სად და როდის მეტყველებდი არაბუნებრივად. შეგიძლია, კვლავ გამოიყენო ხმის მოდულაცია ბუნებრივ ხმაზე მუშაობისას. ასევე მიაქციე ყურადღება, როგორ საუბრობ. თუ ღელავ, სავარაუდოდ, სწრაფად ლაპარაკობ. ეს ზრდის სიტყვებზე გადახტომის შანსს ან ამ დროს შესაძლებელია, თქვა ის, რაც არ გინდოდა. ღრმად სუნთქვით აიძულე საკუთარი თავი, ტემპი შეანელო. ნუ შეუშინდები აზრების მოკრებას: პაუზა საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილია და ის გეხმარება თავდაჯერებულობის, ბუნებრიობისა და ინდივიდუალიზმის მიღწევაში. 5. დროის მართვა - ილაპარაკე მოკლედ და სასიამოვნოდ - თუ გამოსვლისთვის გამოყოფილი გაქვს 30 წუთი, ნუ აიძულებ საკუთარ თავს, მთელი დრო შეავსო. თქვი ის, რაც საჭიროა, ხოლო დანარჩენი დრო გამოიყენე კითხვებისთვის ან უბრალოდ, დაასრულე გამოსვლა. გამოსვლის ძირითადი დანიშნულებაა სათქმელის წარმოჩენა და ამას შესაძლოა, მთელი საათი არ მოანდომო. შენთვის მნიშვნელოვანია დარწმუნდე, რომ შენი პრეზენტაცია ადვილად გასაგებია შენი მსმენელებისთვის. თუ შეგიძლია სიტყვის დასრულება 15 წუთში, ასეც მოიქეცი და დანარჩენი დრო კითხვებისთვის და კომენტარებისთვის გამოიყენე. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ხალხის წინაშე პრეზენტაციით წარდგები, მხოლოდ 8 წამი გაქვს მსმენელების ყურადღების მისაპყრობად. გარდა ამისა, თუ შენი პრეზენტაცია 20 წუთზე მეტ დროს მოითხოვს, მოგიწევს, ის დაყო პატარა მონაკვეთებად, რომლებიც 20 წუთს არ აღემატება. 6. დაამყარე ემოციური კავშირი შენს მსმენელთან - სიტყვით გამოსვლა დიალოგს ჰგავს, შენი გზავნილი სხვას უნდა მიაწოდო. ამ კუთხით, ერთ თუ ათას ადამიანთან საუბარს შორის განსხვავება არ არის. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ყველანი მოკლე დროში დიდი ინფორმაციის მიმღებნი ვართ და ამან შესაძლოა, შენ, მოსაუბრეს, გაგირთულოს ამ „ხმების“ გარღვევა და იმის დამტკიცება, რომ რასაც შენ ამბობ, მართლა მნიშვნელოვანია. საუბრისას ეცადე, ჩაითრიო შენი მსმენელი. ეს დაგეხმარება, იყო ნაკლებად იზოლირებული მოსაუბრე და ყველა ჩართო საუბარში. თუ მისაღებია, დასვი ინდივიდებისთვის ან ჯგუფებისთვის განკუთვნილი კითხვები და წაახალისე სხვები, მონაწილეობა მიიღონ და კითხვები დაგისვან. 7. ამბის მთხრობელი - დახატე ნახატი ამბის მოყოლით - მსმენელის ჩართვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ამბის მოყოლა. ამბის მოყოლა საუკეთესო საჯარო გამომსვლელების მიერ გამოყენებული კარგი ხერხია. მისი გამოყენებით, სიტყვით გამოსვლისას ქმნი ადვილად მოსასმენ ატმოსფეროს, სადაც შენ უბრალოდ არ გასცემ ინფრომაციას იმ იმედით,

27


რომ ეს ინფორმაცია მსმენელის მეხსიერებაში დარჩება. საუკეთესო პრეზენტაციები არ აღიქმება პრეზენტაციებად, ეს არის ამბები, მოყოლილი საინტერესო გამოცდილების მქონე ადამიანების მიერ. შეგიძლია გამოიყენო ამბები საკუთარი გამოცდილებიდან, შეგიძლია გაიხსენო კლასიკური ამბები და ასე შემატო შინაარსი სიტყვით გამოსვლას. მარტინ ლუთერ კინგი ოსტატი იყო თავისი გამოსვლისთვის ისტორიული შინაარსის მინიჭების საკითხში. საერთოდ, ამბავი კომუნიკაციისთვის ყველაზე აღქმადი, გასაგები და ადვილი ხერხია მსოფლიოში. სიტყვის წერისას იფიქრე იმაზე, თუ რა უნდა თქვა იმისთვის, რათა შექმნა შენი მსმენელისთვის ადვილად გასაგები და მასთან ადვილად დასაკავშირებელი შინაარსი. 8. ,,ხაზგასასმელი“ - გამეორება - გამეორება დაგეხმარება დარწმუნდე, რომ შენი მსმენელი შენი პრეზენტაციიდან ძირითად დებულებებს იღებს. ის ეხმარება გაგებაში და აზრის მიღებაში. იმისთვის, რათა შენს პრეზენტაციაში ჩართო გამეორება, განსაზღვრე, რა გინდა წაიღოს მსმენელმა შენი სიტყვიდან. თქვი, კიდევ ერთხელ თქვი. შემდეგ თქვი მესამედაც, უბრალოდ, მათთვის, ვისაც პირველ ორ ჯერზე ეს შესაძლოა, გამორჩენოდა. 9. მოტივაცია - არა უბრალოდ გავარჯიშება, გავარჯიშება, გავარჯიშება - შეიძლება, ურთიერთსაწინააღმდეგოდ ჟღერს, მაგრამ რაც უფრო გაივარჯიშებ პრეზენტაციას, მით უფრო სპონტანური სახე ექნება, სინამდვილეში! ვარჯიშის დროს ყურადღება მიაქციე გარემოს და ყოველთვის გაივარჯიშე ისე, თითქოს პრეზენტაციას ბევრი ადამიანის წინაშე აკეთებ. ნაჩქარევად ვარჯიში ნაჩქარევი ხმით მხოლოდ გააუარესებს შენს პრეზენტაციას, ვიდრე დაგეხმარება. ვარჯიში საშუალებას მოგცემს, იყო უფრო თავდაჯერებული, ჩანდე უფრო ბუნებრივი, რაც მსმენელთან კავშირის დამყარების საშუალებას მოგცემს. ეს, საბოლოო ჯამში, საჯარო გამოსვლის უპირველესი მიზანია. რომ შევაჯამოთ, პრეზენტაციის ჩატარების საუკეთესო გზაა - გქონდეს გზავნილი/იდეა, რომლისაც გჯერა და რომელიც უნდა მიიტანო აუდიტორიამდე. შენსა და აუდიტორიას შორის კავშირი არის ის, რაც ადამიანებს საშუალებას აძლევს, მოუსმინონ და გაიზიარონ შენი გზავნილი/იდეა. შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

- როგორ უკავშირდება თვითპრეზენტაციის უნარები საჯარო გამოსვლას და სიტყვით გამოსვლის უნარებს? - რა იყო მოცემული სესიის განმავლობაში თქვენი აღმოჩენა? მიგნებები?

დანართები

დანართი #7. ეფექტიანი პრეზენტატორის პროფილი.

სესიის ადაპტაციის შესაძლებლობა (საჭიროების შემთხვევაში)

სესია მაქსიმალურად ორიენტირებულია ტრენინგის მონაწილეთა საჭიროებების, ინტერესებისა და შეხედულებების/ დამოკიდებულებების გამოვლენასა და იდენტიფიკაციაზე. ამდენად, ტრენერი აუცილებელია იყოს მომზადებული და მოქნილი, რათა შეძლოს, მოდულის განხილვის დროს თემები დაუკავშიროს მონაწილეთა უკვე არსებულ ცოდანს, გამოცდილებასა და შეხედულებებს.

გამოყენებული ლიტერატურა

• რევაზ ქვარცხავა (2005). ლექციების კურსი სოციალური ფსიქოლოგია. სოციალური პერცეფცია. თბილისი. • Goffman Erving (1956). The Presentation of Self in Everyday Life. University of Edinburgh Social Sciences Research Centre. • Internet Resourse: Book - Public Speaking. Practice and Ethics (v.1.0) (2012). • Public Speaking. Practice and Ethics (v.1.0) (2012). • College of the Canyons (2017). Fundamentals of Public Speaking. Version 5.2.3. Reviewed and Edited By Tammera Stokes Rice. Unless otherwise noted, content in this book is licensed under the Creative Commons 4.0 License. This Material is a College of the Canyons Open Educational Resource (OER). To find out more about Open Educational Resources at College of the Canyons please visit: www.canyons.edu/OER or email OER@canyons.edu; • Introduction to Public Speaking (2012). 2nd Edition. By Linda J. Webster, PhD. Louisiana State University Shreveport. © 2012 – Revised Edition. Copyright 2012 College of Arts and Sciences at Louisiana State University, Shreveport.

სესიის სახელი

III სესია - ძირითადი ნაწილი.

ხანგრძლივობა

90 წუთი.

მოკლე აღწერა

მოცემულ სესიაზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა ეფექტიანი კომუნიკაციის მოდელი. ინფორმაციის ეფექტიანად გადაცემა, საკუთარი იდეებისა და ხედვის ნათლად და გასაგებად გამოხატვა.

მონაწილეთა რაოდენობა

სასწავლო ამოცანები

14-18 მონაწილე. მოცემულ სესიაზე მიღებული ცოდნის საფუძველზე მონაწილეები შეძლებენ განსაზღვრონ ეფექტიანი კომუნიკაციის მოდელი, კერძოდ, ვერბალური და არავერბალური საშუალებების გამოყენების მნიშვნელობა თვითპრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლების დროს. დანართი #8, #9, #10.

საჭირო რესურსები

ტრენინგის განხორციელებისთვის საჭირო მატერიალური და ტექნიკური რესურსი: - ფლიპჩარტის ფურცლები და დაფები (ჯგუფის რაოდენობის შესაბამისად); - ფერადი მარკერები (4 ფერი, თითოეული 4 ცალი); - ქაღალდის სკოჩი (3 ცალი); - კონვერტი (2 ცალი); - პროექტორი, ლეპტოპი, ხმის გამაძლიერებელი.

28


1. ეფექტიანი კომუნიკაციის მოდელის გაცნობა - 40 წუთი. ეფექტიანი სპიკერისთვის მნიშვნელოვანი მახასიათებლებისა და უნარების გაცნობის შემდეგ, ტრენერი ყურადღებას ამახვილებს ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და აცნობს ეფექტიანი კომუნიკაციის მოდელს ვიზუალიზაციის გზით და თვალსაჩინოებით. აქტივობა: ,,გადაეცი ინფორმაცია“ (იხ. დანართი 8). ინსტრუქცია: ტრენერი სთხოვს ჯგუფში ერთ მოხალისეს, რომ გამოვიდეს აუდიტორიის წინაშე. მოხალისის შერჩევის შემდეგ ტრენერი აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: შენი მიზანია მაქსიმალურად ეფექტურად და მხოლოდ ვერბალური კომუნიკაციის (სიტყვებით კომუნიკაციის გამოყენებით) ისე გადასცე ინფორმაცია ჯგუფს, რომ ზუსტად ის დახატონ საკუთარ ფურცელზე, რასაც შენ ხედავ მოცემულ დავალებაში. ამდენად, აუცილებელია, რომ ხელები ჩასჭიდო ფურცელს და ეცადო არ ამოძრაო სხეული (ხელები, თავი და სხვა), რათა არავერბალური გზით მაქსიმალურად დავბლოკოთ ინფორმაციის გადაცემის მცდელობა და მხოლოდ სიტყვებს დავეყრდნოთ. აუდიტორიის ინსტრუქცია: მოიმარჯვეთ კალამი და ფურცელი. მოუსმინეთ მოწოდებულ ინსტრუქციასა და ინფორმაციას და შეეცადეთ მაქსიმალურად ზედმიწევნით დახატოთ თქვენს ფურცელზე ის, რასაც სპიკერი მიგანიშნებთ. შეკითხვების დასმის უფლება არ გაქვთ, მხოლოდ ისმენთ და ხატავთ. დისკუსიის დროს ტრენერი სვამს კითხვებს აუდიტორიასთან: რა მოხდა? რატომ გართულდა ასეთი მარტივი გეომეტრიული ფიგურების ზედმიწევნით დახატვა? რა უნდა გაეთვალისწინებინა სპიკერს? სპიკერისთვის რა იყო ძირითადი სირთულე ინფორმაციის გადაცემის დროს? ძირითადი მიგნებები უკავშირდება ეფექტიანი კომუნიკაციის მოდელს, რასაც დისკუსიის ბოლოს ტრენერი აუხსნის მონაწილეებს და შეაჯამებს მოცემულ სესიას. რაც მთავარია, სესია ჯამდება იმით, რომ რთულია არავერბალური ჟესტების გარეშე ინფორმაციის გადაცემა და კრიტიკულად მნიშვნელოვანია არავერბალური სიგნალების ცოდნა და გამოყენება, რათა დადებითი შთაბეჭდილება შევქმნათ და ვიყოთ ეფექტიანი სპიკერები. სავარჯიშო გამოავლენს ყველა იმ სირთულეს, რაც მონაწილეებმა აუცილებელად უნდა გაითვალისწინონ ეფექტიანი კომუნიკაციის დროს. აღნიშნულ საკითხებზე სავარჯიშოს შემდეგ ტრენერი აკეთებს ვიზუალიზებულ პრეზენტაციას და აცნობს ეფექტიანი კომუნიკაციის მოდელს, მათ შორის არავერბალური და ვერბალური კომუნიკაციის გზების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ

თეორიული ნაწილი: ეფექტიანი კომუნიკაციის მოდელი

(შინაარსი, მეთოდოლოგია)

კომუნიკაციის დონეები და კომპონენტები კომუნიკაცია არის ადამიანთა შორის ინფორმაციის გაცვლის პროცესი. ამ პროცესში ადგილი აქვს ორ ან მეტ ადამიანს შორის არა უბრალოდ ინფორმაციის გადაცემას, არამედ მასში ადამიანთა შორის გარკვეული სოციალური კავშირის დამყარებას. კომუნიკაცია არის პროცესი, რომლის დროსაც ორი ან მეტი ადამიანი ცვლის და უზიარებს ერთმანეთს მიღებულ ინფორმაციას. კომუნიკაცია გამოიყენება არა მარტო ინფორმაციის გადასაცემად, არამედ ადამიანების დასარწმუნებლად და ასევე გავლენის მოსახდენად. კომუნიკაცია ადამიანთა შორის ინფორმაციის გაცვლის ორმხრივი პროცესია, რომელიც ხორციელდება გადამცემსა და მიმიღებს შორის. ამ პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტებია: 2. კომუნიკატორი (გამგზავნი) – კომუნიკაციის პროცესში შეტყობინების გადამცემი. იდეის გენერატორი პირი, რომელსაც ხშირად წყაროს უწოდებენ. 3. შეტყობინება – კომუნიკატორის მიერ მიმღებისათვის გადაცემული ინფორმაცია, რომელიც კოდირების შედეგად წარმოიქმნება. 4. კოდირება და გადაცემა – საკომუნიკაციო შეტყობინებისათვის სიმბოლური სახის მიცემა, დაშიფვრა (ვერბალური და არავერბალური სიმბოლოებით) და შემდეგ მისი კოდირებული სახით გადაცემა. 5. გადაცემის არხი – შესაბამისი არხის შერჩევა: ზეპირი, წერილობითი, ელექტრონული, არავერბალური და ა.შ. 6. ხმაური - დაბრკოლებები, რომელიც გადაცემის პროცესში წარმოიშვება. 7. დეკოდირება და მიღება – მიმღების მიერ მიღებული ინფორმაციის გაგება, ანუ გაშიფვრა. 8. რეციპიენტი (მიმღები) – კომუნიკაციის პროცესში ინფორმაციის მიმღები, რომელსაც ხშირად დანიშნულების ადგილსაც უწოდებენ. 9. უკუკავშირი – მიღებულ შეტყობინებაზე მიმღების პასუხი. ეფექტური კომუნიკაციის მიზანია: გამგზავნის შეტყობინება სწორად იქნას გაგებული მიმღების მიერ. ამისათვის აუცილებელია ორივემ გადალახოს ხმაური, დაბრკოლებები და სრული კონცენტრაცია მოახდინოს შეტყობინებაზე იმისათვის, რომ ადეკვატურად გაშიფროს მიღებული ინფორმაცია. ტრენერი თეორიული ნაწილის ახსნას აკეთებს ვიზუალიზაციის გზით, კერძოდ, აუდიტორიის კედელზე ან იატაკზე წინასწარ გამოჭრილი და მომზადებული ბარათებით წარმოადგენს კომუნიკაციის მოდელს:

29


2. აქტივობა - არავერბალური სიგნალების ინტერპრეტაცია - 50 წუთი. მცირე ჯგუფებში მუშაობა: პოზიტიური და ნეგატიური არავერბალური სიგნალების იდენტიფიკაცია და ინტერპრეტაცია. მონაწილეები იყოფიან 2 ჯგუფად, ეძლევათ დაჭრილი შერეული არავერბალური სიგნალები კონვერტით (იხ. დანართი 9) და მათი მიზანია ჯგუფების მიხედვით გადაარჩიონ პოზიტიური და ნეგატიური სიგნალები, რომელსაც მიამაგრებენ ფლიპ-ჩარტზე, რათა თვალსაჩინო იყოს მეორე ჯგუფისათვის. ერთი ჯგუფი წარადგენს პოზიტიურს, ხოლო მეორე ნეგატიურ სიგნალებს. პირველი აქტივობის შემდეგ, ტრენერი ჯგუფებს აძლევს მასალას, რათა თავად გაეცნონ არავერბალური სიგნალების მნიშვნელობებს. რისი გაცნობის შემდეგაც ჯგუფები ერთმანეთის შესრულებულ დავალებებს შეასწორებენ, თუ რამდენად სწორად გადაარჩიეს ნახატები. ჯგუფებს ურიგდებათ არავერბალური სიგნალების ინტერპრეტაციის 3-გვერდიანი ფურცლები. ისინი ერთად ეცნობიან დოკუმენტს და ამის შემდეგ აფასებენ მეორე ჯგუფის მიერ შესრულებულ პირველ დავალებას, ამასთან, აცნობენ მათ თითოეული ჟესტის მნიშვნელობას და დასაბუთებას, თუ რატომ არის მოცემული ჟესტი პოზიტიური-ნეგატიური. ტრენერი კი აჯამებს სესიას და პრეზენტაციის სახით, ინფომრაციას აწვდის ჯგუფს არავერბალური კომუნიკაციის ძირითად კანონზომიერებებსა და მნიშვნელობაზე. თეორიული ნაწილი: არავერბალური კომუნიკაცია - ადამიანთა ერთობლივი ცხოვრებისა და საქმიანობის აუცილებელ პირობას კომუნიკაცია წარმოადგენს, რომელიც ხორციელდება მეტყველების ანუ ვერბალური და არავერბალური საშუალებების გამოყენებით. კვლევების თანახმად, ინფორმაციის 65%-ზე მეტი ურთიერთობის არავერბალურ საშუალებებზე მოდის და მხოლოდ არაუმეტეს 35%-ისა ვერბალურ - სიტყვიერ ურთიერთობაზე. ,,სხეულის ენა” ეს არის ,,ფარული ენა”, რომელიც ახლავს ნათქვამ სიტყვებს, მაგრამ არსებობს ნათქვამი სიტყვებისგან დამოუკიდებლად და გვაწვდის ინფორმაციას ადამიანის პიროვნული თავისებურებების შესახებ: ემოცია, გუნება-განწყობა, მოტივაცია, აზროვნების სტილი, ტემპერამენტი და ა.შ. არავერბალური სიგნალების ცოდნა დაგეხმარებათ: 1. არავერბალური სიგნალების გამოყენებით შესაძლებელია კეთილგანწყობის მოპოვება, ნდობისა და სიმპათიის აღძვრა, რაც თქვენ მიერ გადაცემული ინფორმაციისადმი მიმღებლობასა და ღიაობის წაახალისებს. 2. არავერბალური სიგნალების ცოდნა დაგეხმარებათ ეფექტური კომუნიკაციის განხორციელებაში. მსმენელის არავერბალურ სიგნალებზე დაკვირვებით შეგიძლიათ იწინასწარმეტყველოთ და თავიდან აირიდოთ მოსალოდნელი გართულებები კომუნიკაციაში. არავერბალური სიგნალების აღქმა სიტყვების მიღმა დანახვის უნარს ჰგავს. მაგალითად, ზემოთ მოცემულ სურათებზე რთულია რაიმეს დანახვა, თუმცა თუ ჩაუღრმავდებით დაინახავთ, რომ სახეზეა: LIFE.

არავერბალური კომუნიკაციის ძირითადი დებულებები: • არავერბალური სიგნალები მხოლოდ ,,საგზაო ნიშნებია” კომუნიკაციის პროცესში. გვაწვდიან მნიშვნელოვან ინფორმაციას ადამიანის შინაგანი მდგომარეობისა და დამოკიდებულებების შესახებ, რისი გათვალისწინებითაც შესაძლებელია კომუნიკაციის პროცესის მენეჯმენტი და რეგულაცია. • არავერბალური კომუნიკაციის ცოდნა გვეხმარება გავიგოთ, რა იმალება ვერბალურად გამოხატული ნათქვამის – სიტყვებს მიღმა, ან თუ მოსაუბრე არაფერს ამბობს, განვსაზღვროთ მისი დამოკიდებულება სიტუაციისადმი. • კომუნიკაციის პროცესში ადამიანისგან წამოსული არავერბალური ინფორმაცია დიდ გავლენას ახდენს მსმენელზე (ზეგავლენა შეიძლება იყოს პოზიტიური ან ნეგატიური). გახსოვდეთ, მხოლოდ ის კი არ არის მთავარი, რას ვამბობთ! მთავარია, თუ როგორ ვამბობთ! კვლევების თანახმად, ინფორმაციის აღქმა ხდება შემდეგნაირად: » სიტყვა - 7-10%; » ხმის ტონი - 20-30%; » სხეულის ენა - 60-80% არავერბალური სიგნალების ტიპები: • პოზა - მოიაზრება არა მარტო მდგომარეობა, არამედ ის მოძრაობებიც, რომლებიც ცვლიან ამ მდგომარეობას ან გავლენას ახდენენ მასზე. მაქსიმალურად შეეცადეთ გქონდეთ გამართული ჯდომისა და დგომის მანერა, რაც განაპირობებს თქვენს დამაჯერებლად აღქმას.

30


• მიმიკა - ყველა ცვლილება ადამიანის სახეზე (მხედველობითი კონტაქტი, მიკროექსპრესიები), მათ შორის ფსიქოსომატური პროცესებიც, მაგალითად: გაწითლება და ისეთი გამოვლინებები როგორიცაა, თავის დაქნევა. მაგალითად: მოკუმული ტუჩები ჩაფიქრებას ნიშნავს, ხოლო გამოწეული - სარკაზმსა და ეჭვს. მაქსიმალურად ეცადეთ კეთილგანწყობილი სახის ექსპრესიის გამოყენებას, ასეთი სახით თქვენ პოზიტიურ გავლენას მოახდენთ მსმენელებზე. • დისტანცია - ეს არის დისტანცია, რომელსაც იჭერს ერთი ადამიანი სხვასთან მიმართებით (ზოგჯერ ცხოველების ან საგნების მიმართაც). ასევე, უეცარი მოძრაობები, რომლის მიზანია დისტანცის შეცვლა. მაგალითად, უეცარი ნაბიჯი უკან, ეს უკვე არის შერეული სიგნალი, რადგან ,,ნაბიჯი უკან” შეიძლება პოზის შეცვლადაც მივიჩნიოთ. თანამოსუბრეებს შორის დისტანციის საფუძველზე შესაძლებელია ურთიერთობის სტილის განსაზღვრა. პიროვნებათშორისი სივრცე ურთიერთობის მნიშვნელოვანი ფაქტორია. პიროვნებათშორისი სივრცის დახმარებით შეიძლება გავიგოთ ადამიანებს შორის დამოკიდებულება. • ინტონაცია - მოიაზრება ყველა მოვლენა, რაც დაკავშირებუია ხმასთან და არ მოითხოვს ყურადღების კონცენტრირებას თქმულის შინაარსზე. ეს არის მეტყველების მელოდია, პაუზების არსებობა და ხანგრძლივობა, ხმის სიმაღლე, საუბრის რიტმი და ა.შ. აქვე შედის არასიტყვიერი შინაარსის ხმებიც, მაგალითად: ჩასუნთქვა. დიდი მნიშვნელობა აქვს ხმის ტონს, საუბრის ტემბრს, სისწრაფეს, პაუზის სიხშირეს. ხმის ძალა და სიმაღლე გამოხატავს ადამიანის ემოციას. • ჟესტიკულაცია - მოიცავს ხელების ყველა ჟესტს, ,,ხელების ენას”, ხელის ყველა მოძრაობას. შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

- რა იყო მოცემული სესიის განმავლობაში თქვენი აღმოჩენა? მიგნებები?

დანართები

დანართი #8. ვერბალური კომუნიკაციის აქტივობა - გადაეცი ინფომრაცია. დანართი #9. არავერაბლური კომუნიკაციის აქტივობა - პოზიტიური და ნეგატიური არავერბალური სიგნალები. დანართი #10. არავერბალური სიგნალების მნიშვნელობა.

სესიის ადაპტაციის შესაძლებლობა (საჭიროების შემთხვევაში)

სესია მაქსიმალურად ორიენტირებულია ტრენინგის მონაწილეთა საჭიროებების, ინტერესებისა და შეხედულებების/ დამოკიდებულებების გამოვლენასა და იდენტიფიკაციაზე. ამდენად, ტრენერი აუცილებელია იყოს მომზადებული და მოქნილი, რათა შეძლოს, მოდულის განხილვის დროს თემები დაუკავშიროს მონაწილეთა უკვე არსებულ ცოდანს, გამოცდილებასა და შეხედულებებს.

გამოყენებული ლიტერატურა

• რევაზ ქვარცხავა (2005). ლექციების კურსი სოციალური ფსიქოლოგია. სოციალური პერცეფცია. თბილისი. • ნანა სუმბაძე & თამარ მახარაძე (2010). ინტერპერსონალური კომუნიკაცია. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი. • Internet Resourse: Book - Public Speaking. Practice and Ethics (v.1.0) (2012). • Mouton de Gruyter. Edited by Gert Rickheit Hans Stronher (2008). Handbook of Communication Competence. • Allan & Barbara Pease (2004). The Definitive Book of Body Language. Published in Australia by Pease International PO.

სესიის სახელი

IV სესია - შეჯამება

ხანგრძლივობა

90 წუთი

მოკლე აღწერა

მოცემულ სესიაზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა თვითშეფასება, თვითრწმენა და საკუთარ თავში დარწმუნებულობა.

მონაწილეთა რაოდენობა

14-18 მონაწილე

სასწავლო ამოცანები

მოცემულ სესიაზე მიღებული ცოდნის საფუძველზე მონაწილეები შეძლებენ საკუთარი თავის, კერძოდ, საკუთარი ცოდნის, უნარების, შესაძლებლობებისა და შეხედულებების მეტი დამაჯერებლობით გამოხატვას.

საჭირო რესურსები

დანართი #11. ტრენინგის განხორციელებისთვის საჭირო მატერიალური და ტექნიკური რესუსრი: - პროექტორი, ლეპტოპი, ხმის გამაძლიერებელი.

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

1. თვითშეფასების მნიშვნელობა - 30 წუთი. ვიდეოჩვენება და განხილვა: The Power of Positivity | Brain Games. ტრენერი მონაწილეებს აჩვენებს სოცილაური ექსპერიმენტის ვიდეოს, რომელიც უკავშირდება გარემოს მხარდაჭერისა და წახალისების როლს ამოცანის შესრულებაში. შემდეგ მონაწილეები გამოხატავენ მოსაზრებებს, თუ როგორ უკავშირედება მოცმეული ვიდეო/ექსპერიმენტი საკუთარი თავის რწმენის ჩამოყალიბებასა და თავდაჯერებულობას. ტრენერი მონაწილეებს უბიძგებს იმისკენ, რომ გარემოს შეფასების გარდა, აუცილებელია პოზიტიური აზროვნება და შინაგანი პოზიტიური დიალოგი საკუთარ თავთან. ტრენერი, პრეზენტაციის სახით, მონაწილეებს აცნობს ინფორმაციას თვითშეფასების მნიშვნელობასა და თავდაჯერებულობის განსაკუთრებულ როლზე, რაც კვლევებით დასტურდება. თეორიული პრეზენტაცია: საკუთარი თავის რწმენა მნიშვნელოვანია მოტივაციისთვის. თვითეფექტურობა არის რწმენებისა და მოსაზრებების ერთობლიობა იმის შესახებ, რომ ინდივიდს შეუძლია კონკრეტულ სიტუაციაში ადეკვატურად მოქცევა და თავის გართმევა. თავის მხრივ, ეს რწმენა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს და გავლენას ახდენს ინდივიდის აღქმაზე, მოტივაციასა და ქცევაზე. ჯორჯ ბერნარდ შოუს ცნობილ პიესაში „პიგმალიონი“ ვულგარული ყვავილების გამყიდველი ელიზა დულიტლი შეიცვალა, რადგან ამით მან გაამართლა თავისი სნობი მასწავლებლის, პროფესორ ჰენრი ჰიგინსის, მოლოდინები. სოციალურ ფსიქოლოგიაში „პიგმალიონის ეფექტს“ თვითასრულებად წინასწარმეტყველებას უწოდებენ. დარლეი და ფაზიო (1980)

31


კვლევებში აღწერენ, მოლოდინების მიხედვით მოქმედებას. ჩვენი მოლოდინები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენს ქცევებს. კვლევა - როზენტალი, ჯეკობსონი (1968): შემთხვევით შეარჩიეს ზოგიერთი პირველ და მეორეკლასელის სახელი და მათ მასწავლებელს უთხარეს (რომელიც მათ ჯერ არ იცნობდა), რომ „ჰარვარდის ცვალებადი ათვისების ტესტის“ (ასეთი ტესტი სინამდვილეში არ არსებობდა) შედეგების მიხედვით, ამ კონკრეტულ ბავშვებს ჰქონდათ IQ-ს დონის მნიშვნელოვანი მატება (სინამდვილეში, ეს ბავშვები არაფრით განსხვავდებოდნენ დანარჩენი თანატოლებისგან). ამის შემდეგ, მასწავლებლები უფრო მეტ ემოციურ მხარდაჭერას უწევდნენ მათ, მეტ საინტერესო დავალებას აძლევდნენ, მეტ ყურადღებას აქცევდნენ და უფრო დეტალურად უხსნიდნენ, რა შეეშალათ და რა გააკეთეს სწორად. რვა თვის შემდეგ ამ ბავშვებს უფრო მეტი პროგრესი ჰქონდათ, ვიდრე მათ სხვა თანატოლებს, გაუმჯობესდება მათი ნიშნები სკოლაში (მასწავლებლების შეფასებით) და ამაღლდა მათი IQ (ობიექტური ტესტებით). ზოგიერთ შემთხვევაში IQ-მ მთელი 30 ნიშნულით მოიმატა. რამ განაპირობა შედეგები? რადგან მასწავლებლებიცა და მოსწავლეებიც შემთხვევითი შერჩევის მეთოდით იყვნენ შერჩეულნი (სინამდვილეში არაფრით განსხვავდებოდნენ დანარჩენი თანატოლებისგან) გავლენა შედეგზე მოახდინა მოლოდინმა და რწმენამ, რომ ისინი გამორჩეულები იყვნენ. მკვლევრებმა ამას პიგმალიონის ეფექტი უწოდეს. ტრენერი აჯამებს ექსპერიმენტს იმით, რომ მნიშვნელოვანია საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულებისა და მოლოდინების შეცვლა, კერძოდ, ყურადღებას ამახვილებს პოზიტიურ შინაგან მეტყველებასა და საკუთარი თავის წახალისებაზე, პოზიტიური მესიჯებისა და პოზიტიური აფირმაციების გამოყენებით. ამის შემდეგ კი მონაწილეებს მოუწოდებს მონაწილეობა მიიღონ აქტივობაშ, რომელიც, ერთი მხრივ, იქნება ტრენინგის ბოლოს საჯარო გამოსვლის პრაქტიკული ნაწილი და მეორე მხრივ, ემსახურება საკუთარი თავის წახალისებასა და პოზიტიური შეფასებების გამოყენებას. 2. აქტივობა ,,მედლები“ - 30 წუთი. მონაწილეებს ურიგდებათ ტრენერების მიერ წინასწარ მომზადებული, ფერად თოკზე ჩამოკიდებული, ყვითელი/ ოქროსფერი მედლის ფორმის ფურცლები, ე. წ. მედლები (იხ. დანართი 11), რის შემდეგაც ეძლევათ დავალება: I ეტაპი: 5 წუთის განმავლობაში მოიფიქრონ და მედალზე აღნიშნონ შემთხვევა (რომელიც მათ გადახდათ), ქცევა, მოქმედება, თვისება, რის გამოც თავს მიანიჭებდნენ ოქროს მედალს. II ეტაპი: თითოეულ მონაწილეს ეძლევა მითითება წარმოადგინოს თავი, კერძოდ: სახელი, გვარი და ინფორმაცია, რომლის გამოც მონაწილემ მიინიჭა მედალი (იგივე დავალება შესაძლებელია შესრულდეს 3 მედლის (ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო) გამოყენებით, იმავე პრინციპით). შენიშვნა: აუცილებელია მონაწილეებმა გამოიყენონ მთელი ტრენინგის განმავლობაში განხილული ტექნიკა საკუთარი თავის დაჯილდოების დროს, ამავე დროს დაჯილდოება აუცილებელია გაკეთდეს პირველ პირში და მაქსიმალური თავდაჯერებულობის გამოხატვით, რათა გამოჩნდეს ტრენიგნით მიღებული რეკომენდაციების შედეგი (გამოიყენონ ხმის მოდულაცია, პოზიტიური არავერბალური სიგნალები და სხვა). 3. შეჯამება, ტრენინგის შეფასება და პოსტტესტირება - 30 წუთი. შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

- რა იყო მოცემული ტრენინგის განმავლობაში თქვენი აღმოჩენა? მიგნებები? - რამდენად უპასუხა ტრენინგის შინაარსმა ტერნიგნის პირველ სესიაზე თქვენ მიერ სტიკერებით გამოხატულ ინტერესს, კონკრეტულ თემაზე მიგეღოთ ინფორმაცია?

დანართები

დანართი #11. თვითშეფასების მედალი.

სესიის ადაპტაციის შესაძლებლობა (საჭიროების შემთხვევაში)

სესია მაქსიმალურად ორიენტირებულია ტრენინგის მონაწილეთა საჭიროებების, ინტერესებისა და შეხედულებების/ დამოკიდებულებების გამოვლენასა და იდენტიფიკაციაზე. ამდენად, ტრენერი აუცილებელია იყოს მომზადებული და მოქნილი, რათა შეძლოს, მოდულის განხილვის დროს თემები დაუკავშიროს მონაწილეთა უკვე არსებულ ცოდანს, გამოცდილებასა და შეხედულებებს.

გამოყენებული ლიტერატურა

•Internet Resourse: Book - Public Speaking. Practice and Ethics (v.1.0) (2012). •College of the Canyons (2017). Fundamentals of Public Speaking. Version 5.2.3. Reviewed and Edited By Tammera Stokes Rice. Unless otherwise noted, content in this book is licensed under the Creative Commons 4.0 License. This Material is a College of the Canyons Open Educational Resource (OER). To find out more about Open Educational Resources at College of the Canyons please visit: www.canyons.edu/OER or email OER@canyons.edu; •Introduction to Public Speaking (2012). 2nd Edition. By Linda J. Webster, PhD. Louisiana State University Shreveport. © 2012 – Revised Edition. Copyright 2012 College of Arts and Sciences at Louisiana State University, Shreveport;

32


დანართები დანართი #1. აქტივობა ,,ჩვენ’’. ამოცანაში მოცემულია რამდენიმე დებულება. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები ისე, თითქოს ჯგუფის წევრები ერთი ადამიანი ხართ. მაგალითად, შეკითხვაზე ჩვენი საშუალო ასაკია - აუცილებელია, შეჯამდეს ჯგუფის ყველა წევრის ასაკი და გაიყოს საერთო რაოდენობაზე. ფორმების შევსების შემდეგ, თვალსაჩინოებისთვის გადაიტანეთ შედეგები წინასწარ მომზადებულ ე.წ. ,,ფლიპჩარტის“ ფურცელზე, მარკერის გამოყენებით. » ჩვენი საშუალო ასაკია _________ წელი. » ჩვენ გვყავს, ჯამში _________________ და-ძმა. » ჩვენ გვყავს, ჯამში _________________ შინაური ცხოველი. » ჩვენი საერთო მოლოდინია, რომ ამ ტრენინგიდან მივიღოთ » ჩვენი საერთო წვლილი, რომელსაც შევიტან სასწავლო პროეცსში იქნება » ჩვენთვის სიტყვა ,,თვითპრეზენტაცია“ ასოცირდება შემდეგ სამ სიტყვასთან: 1.

2.

3.

» ჩვენ თვითპრეზენტაცია განსაკუთრებით გვიჭირს ისეთ სიტუაციებში, როდესაც » ჩვენ თვითპრეზენტაცია განსაკუთრებით გვიადვილდება ისეთ სიტუაციებში, როდესაც » ჩვენი აზრით, ეფექტიანი თვითპრეზენტაციისთვის აუცილებელია შემდგი სამი თვისების განვითარება: 1.

2.

3.

» ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ტრენინგი » ვისურვებდით, რომ

დანართი #2. ფლიპჩარტის გამზადება.

ჩვენ დანართი #3. ჯგუფებად დაყოფის ბარათები მოგესალმებით, თქვენ მონაწილეობთ აქტივობაში, რომელიც სრულდება მცირე ჯგუფში.

მოგესალმებით, თქვენ მონაწილეობთ აქტივობაში, რომელიც სრულდება მცირე ჯგუფში.

გილოცავთ, თქვენ ხართ წითელი გუნდის წევრი. ფურცლის ფერის მიხედვით იპოვეთ თქვენი გუნდის წევრები და შეიკრიბეთ ერთად, რათა შეასრულოთ ტრენერის მიერ მოცემული დავალებები.

გილოცავთ, თქვენ ხართ წითელი გუნდის წევრი. ფურცლის ფერის მიხედვით იპოვეთ თქვენი გუნდის წევრები და შეიკრიბეთ ერთად, რათა შეასრულოთ ტრენერის მიერ მოცემული დავალებები.

მოგესალმებით, თქვენ მონაწილეობთ აქტივობაში, რომელიც სრულდება მცირე ჯგუფში.

მოგესალმებით, თქვენ მონაწილეობთ აქტივობაში, რომელიც სრულდება მცირე ჯგუფში.

გილოცავთ, თქვენ ხართ წითელი გუნდის წევრი. ფურცლის ფერის მიხედვით იპოვეთ თქვენი გუნდის წევრები და შეიკრიბეთ ერთად, რათა შეასრულოთ ტრენერის მიერ მოცემული დავალებები.

გილოცავთ, თქვენ ხართ წითელი გუნდის წევრი. ფურცლის ფერის მიხედვით იპოვეთ თქვენი გუნდის წევრები და შეიკრიბეთ ერთად, რათა შეასრულოთ ტრენერის მიერ მოცემული დავალებები.

33


დანართი #4. პრე და პოსტტესტი

რენინგის მონაწილე (სახელი/გვარი) ტრენერი (სახელი/გვარი): შეკითხვა #1: ქვემოთ ჩამოთვლილი არავერბალური სიგნალებიდან, რომლის გამოყენება არის რეკომენდებული თვითპრეზენტაციისა და სიტყვით გამოსვლის დროს: მხოლოდ ,,ა“; მხოლოდ ,,გ“; ,,ა“ და ,,ბ“; ,,ბ“ და ,,გ“. შეკითხვა #2: ქვემოთ ჩამოთვლილი არავერბალური სიგნალებიდან, რომლის გამოყენება არ არის რეკომენდებული თვითპრეზენტაციისა და სიტყვით გამოსვლის დროს: მხოლოდ ,,ბ“; მხოლოდ ,,ა“; მხოლოდ ,,გ“; ,,ბ“ და ,,გ“. შეკითხვა #3: ქვემოთ ჩამოთვლილი არავერბალური სიგნალებიდან, რომლის გამოყენება არის რეკომენდებული თვითპრეზენტაციისა და სიტყვით გამოსვლის დროს: მხოლოდ ,,ა“; მხოლოდ ,,ბ“; მხოლოდ ,,გ“; არც ერთი პასუხი არ არის სწორი. შეკითხვა #4: კოდირება კომუნიკაციის პროცესის ერთ-ერთი კომპონენტია. კოდირება არის: ინფორმაციის გადასაცემად შესაბამისი არხის შერჩევა; ინფორმაციისათვის ვერბალური და არავერბალური სიმბოლოების მინიჭება; მიღებულ ინფორმაციაზე მსმენელის მიერ პასუხის გაცემა; მსმენელის მიერ მიღებული ინფორმაციის გაგება, ანუ გაშიფვრა; შეკითხვა #5: დეკოდირება კომუნიკაციის პროცესის ერთ-ერთი კომპონენტია. დეკოდირება არის: ნფორმაციის გადასაცემად შესაბამისი არხის შერჩევა; ინფორმაციისათვის ვერბალური და არავერბალური სიმბოლოების მინიჭება; მიღებულ ინფორმაციაზე მსმენელის მიერ პასუხის გაცემა; მსმენელის მიერ მიღებული ინფორმაციის გაგება, ანუ გაშიფვრა. შეკითხვა #6: ,,გლოსოფობია“ არის: აუდიტორიის მხრიდან ნეგატიური შეფასების შიში; აუდიტორიასთან საუბრის შიში; პრეზენტაციის მომზადების შიში; წარუმატებლობის შიში. შეკითხვა #7: შთაბეჭდილების 90% თანამოსაუბრეზე იქმნება 4 წუთზე ნაკლებ დროში, კერძოდ, კვლევების თანახმად, კრიტიკულია პირველი: 15 წამი; 10-30 წამი; 5-30 წამი; 50 წამი. შეკითხვა #8: ტერმინი - ,,შთაბეჭდილების მართვა“ აღნიშნავს: პოზიტიურად საუბრის ტექნიკას; სიტყვით გამოსვლის ტექნიკას; თავდაჯერებულობის ტექნიკას; თვითწარმოჩენის ტექნიკას. შეკითხვა #9 (2ქულა): გაანაწილეთ პროცენტული მნიშვნელობები და ცხრილის ქვედა გრაფაში მონიშნეთ, თქვენი აზრით, რომელი კომპონენტი და რა პროცენტით ახდენს გავლენას პირველი შთაბეჭდილების შექმნაზე/ჩამოყალიბებაზე: ა) 38%; ბ) 55%; გ) 7%.

34


გაანაწილეთ ცარიელ გრაფებში პასუხები - ,,ა“, ,,ბ“ ან ,,გ“ - პირველი შთაბეჭდილების ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს: გარეგნობა და არავერბალური კომუნიკაცია

ინტონაცია, ხმის ტონი, ხმის სიმაღლე და საუბრის ტემპი

მოსაუბრის ნათქვამი (შინაარსი, სიტყვები)

დანართი #5. ტრენინგის დღის წესრიგი ეფექტიანი კომუნიკაცია და თვითპრეზენტაციის უნარები პროგრამის აღწერა: კომუნიკაციისა და საკუთარი თავის ეფექტიანად წარმოჩენის უნარები პროგრამის ძირითადი თემები: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პიროვნული განვითარების, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისა და დასაქმების შესაძლებლობის გაზრდისთვის. • თვითპრეზენტაცია, შთაბეჭდილების მართვა; შესაძლებელია თქვენ უკვე გაქვთ საჭირო ცოდნა, გამოცდილება, შესაძლებლობები, კარგი • ეფექტიანი კომუნიკაციის მოდელი - ინფორმაციის იდეა და მოტივაცია, თუმცა კარიერული წარმატებისათვის ეს საკმარისი არ არის. ის, თუ ეფექტიანად გადაცემა, საკუთარი იდეებისა და ხედვის რამდენად დაინტერესდება აუდიტორია თუ კონკრეტული პიროვნება თქვენი კანდიდატურით, ნათლად და გასაგებად გამოხატვა; დამოკიდებულია თქვენს თვითპრეზენტაციისა და შთაბეჭდილების მართვის უნარებზე. • საჯარო გამოსვლა და თვითშეფასება. წარმატების მიღწევისათვის აუცილებელია ისწავლოთ თქვენს ხელთ არსებული რესურსებისა და შესაძლებლობების არა მარტო განვითარება, არამედ ეფექტურად წარმოჩენა. ჩვენ უწყვეტი კომუნიკაციის რეჟიმში ვართ. გარდა ამისა, განსხვავებულ ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარება, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა ზოგჯერ გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული და საჭიროებს შესაბამის უნარებს. ტრენინგის მიზანი: მონაწილეთა ეფექტიანი კომუნიკაციისა და თვითპრეზენტაციის უნარების განვითარება, მათი დასაქმების პოტენციალის გაზრდა, არაფორმალური განათლების მიდგომების გამოყენებით. ტრენინგზე მიღებული ცოდნის საფუძველზე მონაწილეები შეძლებენ: • განსაზღვრონ ეფექტიანი კომუნიკაციისა და თითპრეზენტაციის ტექნიკები, მათი გამოყენების მნიშვნელობა დასაქმებისა და საქმიანი ურთიერთობების მიზნებისათვის; • განსაზღვროს ეფექტიანი კომუნიკაციის მოდელი, კერძოდ, ვერბალური და არავერბალური საშუალებების გამოყენების მნიშვნელობა თვითპრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლების დროს; • საკუთარი თავის, კერძოდ, საკუთარი ცოდნის, უნარების, შესაძლებლობებისა და შეხედულებების ღიად, ნათლად, გასაგებად და მეტი დამაჯერებლობით გამოხატვას, ასევე, საქმიანი ურთიერთობების ეფექტიანად წარმართვას. ტრენინგის ხანგრძლივობა: 1 დღე (8 სთ.) – 10:00-18:00 სთ.

სესია I

დრო 10:00 – 11:30 90 წთ.

შესვენება 11:30 _ 11:50 II 11:50 _ 13:20 90 წთ.

შესვენება 13:20 _ 14:20 III 14:20 _ 15:50 90 წთ.

ტრეინინგის განრიგი და თემები I დღე თემები ტრენინგის გახსნა, ტრენერის მისალმება, თვითპრეზენტაცია; • პრეტესტირება; • მონაწილეების გაცნობა - ჯგუფის ადაპტაცია და მომავალი ერთობლივი მუშაობისათვის მომზადება. ტრენინგთან დაკავშირებული მოლოდინების იდენტიფიკაცია, ასევე, მონაწილეთა კონტრიბუციის და ტრენინგის საკითხისადმი ზოგადი დამოკიდებულების განსაზღვრა (მცირე ჯგუფებში მუშაობა, პრეზენტაცია, ჯგუფური დისკუსია); • დღის წესრიგის გაცნობა - მონაწილეთა ინფორმირება, ტრენინგის თემების, ფორმატისა (წესების) და მიზნების წარდგენა (პრეზენტაცია); • როგორ მოვახდინოთ შთაბეჭდილება და დადებითად წარმოვადგინოთ საკუთარი თავი? (მოდიფიცირებული გონებრივი იერიში, ჯგუფური დისკუსია). I სესიის შეჯამება 20 წთ. I სესიის გახსენება • ვიდეოჩვენება - შთაბეჭდილების მართვა, I შთაბეჭდილებისა და თვითპრეზენტაციი განმარტება(თეორიული პრეზენტაცია); • ეფექტიანი პრეზენტატორის ანბანის შექმნა (მცირე ჯგუფებში მუშაობა, პრეზენტაცია, დისკუსია); • საჯარო გამოსვლა: სიტყვით გამოსვლის მნიშვნელობა. როგორ გავხდე წარმატებული პრეზენტატორი? რა ძირითადი უნარების გაუმჯობესებაა საჭირო სიტყვით გამოსვლის კომპეტენციის განვითარებისათვის? (პრეზენტაცია); II სესიის შეჯამება 60 წთ. II სესიის გახსენება • აქტივობა: ,,გადაეცი ინფორმაცია“ (ინფორმაციის ვერბალური გზით გადაცემის ძირითადი სირთულეების იდენტიფიკაცია და მათი გადაწყვეტის გზების გამოვლენა); • ეფექტიანი კომუნიკაციის მოდელის გაცნობა (ვიზუალიზაცია, პრეზენტაცია, ჯგუფური დისკუსია). • მცირე ჯგუფებში მუშაობა: პოზიტიური და ნეგატიური არავერბალური სიგნალების იდენტიფიკაცია და ინტერპრეტაცია. • არავერბალური ქცევის ფსიქოლოგიური საფუძვლები, არავერბალური კომუნიკაციის მნიშვნელობა პრეზენტაციული უნარებისა და შთაბეჭდილების მართვის პროცესში (პრეზენტაცია, დისკუსია).

35


III სესიის შეჯამება 20 წთ. III სესიის გახსენება • თვითეფექტურობა, საკუთარ თავში დარწმუნებულობა - ჰარვარდის პროფესორთა კვლევა (როზენტალი, ჯეკობსონი, 1968); • შემაჯამებელი აქტივობა: ,,მედალი“ - თვითპრეზენტაციის უნარებისა და თავდაჯერებულობის გაძლიერება. ტრენინგის დახურვა: • პოსტტესტირება; • ტრენინგის შედეგების შეჯამება და შეფასება; • უკუკავშირის კითხვარის შევსება.

შესვენება 15:50 _ 16:10 IV 16:10 _ 17:40 90 წთ. 20 წთ.

ნაყოფიერ ტრენინგს გისურვებთ!

დანართი #6. ვიზუალიზაცია ,,ობობას ქსელი“

ცხრილში მოცემული თემები იბეჭდება წინასწარ, ფერად ფურცლებზე და იჭრება იმგვარად, რომ ,,ობობას ქსელში“ განაწილების დროს, მონაწილეთა მხრიდან იყოს აღქმადი და თვალსაჩინო. ვიზუალიზაციის მიზანია, დასამახსოვრებელი გახდეს მონაწილეებისათვის მოდულის თემების თანმიმდევრობა და სტრუქტურა.

ტრენინგის თემები: • თვითპრეზენტაცია;

ტრენინგის მიზნები: • ეფექტიანი კომუნიკაციისა და თითპრეზენტაციის უანრების განვითარება.

• შთაბეჭდილების მართვა; • პირველი შთაბეჭდილების ეფექტი; • არავერბალური კომუნიკაცია; • ვერბალური კომუნიკაცია; • ეფექტიანი კომუნიკაციის მოდელი; • სიტყვით გამოსვლა; • თვითშეფასება.

36


დანართი #7. ეფექტიანი პრეზენტატორის პროფილი ინსტრუქცია: იმუშავეთ მცირე ჯგუფებში და ანბანის თითოეულ ასოზე მოიფიქრეთ ზედსართავი სახელი, რომლიც თქვენი აზრით, აღწერს და ახასიათებს ეფექტურ პრეზენტატორს და სპიკერს. მაგალითად, ასოზე ,,ა“ შესაძლებელია რამდენიმე მახასიათებელი გაგახსენდეთ, როგორიცაა ,,აქტიური“, ,,აკადემიური“, ,,ამბიციური“ და სხვა. თქვენი ჯგუფის მიზანია, ბევრი მახასიათებლიდან ამოარჩიოთ მხოლოდ 1 და ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელიც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გახდე კარგი პრეზენტატორი და შთამაგონებელი სპიკერი. ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ

დანართი #8. ვერბალური კომუნიკაციის აქტივობა ,,გადაეცი ინფორმაცია“

37


დანართი #9. არავერბალური კომუნიკაციის აქტივობა - პოზიტიური და ნეგატიური არავერბალური სიგნალები.

38


დანართი #10. არავერბალური სიგნალების მნიშვნელობა. ჟესტიკულაცია ჟესტიკულაცია - მოიცავს ხელების ყველა ჟესტს, ,,ხელების ენას”, ხელის ყველა მოძრაობას. გახსნილი ხელისგულები - საუკუნეების განმავლობაში ხელისგულები გულწრფელობას, პატიოსნებას, ერთგულებასა და ნდობასთან ასოცირდებოდა. ამის თვალსაჩინო დადასტურებაა, მაგალითად, დაფიცების დროს გულზე ხელის დადება ან სასამართლოში ჩვენების მიცემისას ბიბლიაზე დაფიცება, როცა ბიბლია უჭირავთ მარცხენა ხელში, ხოლო მარჯვენა აწეულია ზემოთ ისე, რომ სასამართლოს წევრები ხელისგულს ხედავდნენ. მთლიანად ან ნაწილობრივ გახსნილი ხელისგულები გაუთვითცნობიერებელი ჟესტია, რომელიც გვკარნახობს, რომ მოსაუბრე მოცემულ მომენტში სიმართლეს ამბობს. ამდენად, რეკომენდებულია, გაშლილ მდგომარეობაში შევინარჩუნოთ ხელისგულები ადამიანებთან ურთიერთობის პროცესში. მაგალითად, შერჩევაზე გავლენას ახდენს კანდიდატის არავერბალური მხარე: კვლევების თანახმად, გახსნილი ჟესტებით ადამიანები აღიქმებიან, როგორც უფრო ენთუზიასტები და კომუნიკაბელურები. თუ ვინმე შინაგან დაძაბულობას განიცდის, მაგრამ ცდილობს მშვიდად მოგვაჩვენოს თავი, ხელები მას აუცილებლად გასცემენ. ჟესტებით მიღებული არავერბალური სიგნალები მნიშვნელოვნად ავსებენ სიტყვიერ/ვერბალურ ინფორმაციას.

გადაჯვარედინებული ხელის თითები: ერთი შეხედვით, შეიძლება სანდო ჟესტად მოგვეჩვენოს, რადგან, როდესაც ადამიანები აღნიშნულ ჟესტს იყენებენ, როგორც წესი, იღიმებიან. თუმცა, ჩატარებული კვლევების თანახმად, ამ ჟესტის საშუალებით იმედგაცრუება და მტრული დამოკიდებულება გამოიხატება. ის გამოხატავს ადამიანის სურვილს, დაფაროს საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება. ადამიანის ხელების მდგომარეობასა და მის მიერ განცდილი ნეგატიური გრძნობების სიძლიერეს შორის არსებობს გარკვეული მიმართება. კერძოდ, რაც უფრო ახლოსაა ხელები სახესთან, მით ინტენსიურია მისი ნეგატიური დამოკიდებულება.

ხელების სარჭისებრი მდგომარეობა: ეს ჟესტი სუბორდინაციის პირობებში გამოიყენება, განკარგულებების ან რჩევების გაცემისას. ამ ჟესტს საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები იყენებენ, რომლებიც ხელმძღვანელ პოზიციებზე არიან და ამ სახით გადასცემენ სიგნალს საკუთარი თავდაჯერებულობის შესახებ. ეს ჟესტი გამოხატავს ,,ყოვლისმცოდნე” და დარწმუნებულ პოზიციას. ასევე, ის ადამიანები იყენებენ, რომლებსაც შეზღუდული რაოდენობის ჟესტიკულაცია ახასიათებთ. სარჭისებრი ჟესტი კონსტრუქციული ჟესტია და გამოიყენება, როგორც დადებით, ასევე უარყოფით გარემოებებში. ხელის სახესთან მანიპულაციების ჟესტების მნიშვნელობა - ხელის სახეზე შეხებასთან დაკავშირებული ჟესტები გამოხატავენ მერყეობას, ეჭვს, ტყუილს ან რეალური ფაქტების გადაჭარბებას, არაგულწრფელობას. ეს ჟესტები სიგნალია სიცრუისა და ეჭვისა (გააჩნია მსმენელი იყენებს თუ მოსაუბრე). ინტერპრეტაციისას მნიშვნელოვანია კონტექსტის გათვალისწინება, ჟესტების წინამორბედი და მომდევნო სიგნალების გათვალისწინება და, რაც მთავარია, სწორად ინტერპრეტაციის ხელოვნება მდგომარეობს იმაში, რომ ზუსტად განისაზღვროს, ჟესტის მიღმა კონკრეტულად რომელი უარყოფითი ემოცია იმალება და რით არის ის განპირობებული. ბავშვები გულახდილად იყენებენ სიცრუის ინდიკატორ ჟესტებს, კერძოდ, ტყუილის დროს ხელებით იფარებენ პირს, თუ არ სურთ რაიმეს მოსმენა – ყურებს, ხოლო თუ რაიმეს დანახვა არ სურთ – თვალებს. ზრდასრულობაში აღნიშნული ჟესტები უფრო დახვეწილი ხდება და ტრანსფორმირებულ (სახეშეცვლილ) სახეს იღებს, ამდენად ნაკლებად არის შესამჩნევი. აღნიშნული ჟესტები გამოიყენება სიცრუის შესანიღბავად და არ არის მათი გამოყენება რეკომენდებული, რადგან სხვა ადამიანში ეჭვსა და არაგულწრფელობის გრძნობას ბადებს. ხელის პირთან შეხება – არაგულწრფელობის მაჩვენებელია. თუ მოსაუბრე იყენებს, იგი შესაძლოა ცრუობდეს. ხოლო, თუ მსმენელი – ის დარწმუნებული არ არის მოსაუბრის ნათქვამის ჭეშმარიტებაში, არ სჯერა ნათქვამის და ეჭვი ეპარება მოსმენილში. ხელის ცხვირთან შეხება – აღნიშნული ჟესტი პირთან შეხების ჟესტის უფრო დახვეწილ და შენიღბულ ვარიანტს წარმოადგენს და იმავე შინაარსის მატარებელია. მექანიზმი: არასასურველი აზრების გაჩენისას, არაცნობიერად წარმოიქმნება სიგნალი წარმოსათქმელი სიტყვების შესაკავებლად, თუმცა, ხელის პირისკენ მოძრაობა წყდება და მსუბუქ მანიპულაციას ვიღებთ ცხვირთან.

ინტერესის ჟესტები და შემფასებლური დამოკიდებულება: ლოყისა და ნიკაპის ხელისგულზე დაყრდნობის ჟესტები მიანიშნებენ ადამიანის ინტერსესის ხარისხსა და შინაარსს. • ხელი, როგორც საყრდენი თავისათვის _ მოწყენილობა. მოსმენილისადმი ინტერესის ნაკლებობაზე მიანიშნებს.

39


• ლოყა მუშტად შეკრულ თითებს ეყრდნობა, ხოლო საჩვენებელი თითი საფეთქლისკენ არის ვერტიკალურად მიმართული _ შემფასებლური დამოკიდებულება, პოზიტიური შეფასება და ინტერესის გამოხატვა.

ნიკაპზე ხელის გადასმა - შეფასების ჟესტია. ადამიანი ცდილობს გადაწყვეტილების მიღებას. ჟესტი პოზიტიურად აისახება მსმენელზე, რადგან აძლევს სიგნალს, რომ არა მხოლოდ უსმენთ, არამედ ყურადღებით უსმენთ და აფასებთ მის ნათქვამს. იმის მიხედვით, რა შინაარსის ჟესტები მოჰყვება აღნიშნული ჟესტს, შესაძლებელია ვიმსჯელოთ უარყოფითი ან დადებითი შინაარსის გადაწყვეტილების შესახებ.

ხელები ბარიერის სახით - ხელები გულმკერდზე გამოიყენება საფრთხის ნებისმიერი ნიშნით გამომჟღავნებისას. ასეთი სახით იქმნება ბარიერი, მოახლოებული საფრთხის, ღელვისას ან არასასურველი სიტუაციიდან თავის გამოყვნის მცდელობას წარმოადგენს. გადაჯვარედინემბული ხელები დაკავშირებულია გულისა და გულმკერდის არის დაცვის ფუნქციასთან.

ზოგიერთი ადამიანი ამტკიცებს, რომ ხელების გულმკერდზე გადაჯვარედინება მისი ჩვევაა, რადგან მოსახერხებელი პოზაა. ნებისმიერი ჟესტი და პოზა იქნება მოსახერხებელი, თუ ის თქვენს განწყობას შეესაბამება, ანუ, თუ თქვენ გაქვთ კრიტიკული განწყობა ან ღელავთ, ეს ჟესტი, რა თქმა უნდა, მეტად მოსახერხებლად და კომფორტულად მოგეჩვენებათ. კომუნიკაციის პროცესში ადამიანისაგან წამოსული არავერბალური ინფორმაცია დიდ გავლენას ახდენს მიმღებზე. ამდენად, არ არის რეკომენდებული ზემოაღნიშნული ჟესტის გამოყენება, რადგან ის უარყოფით ზეგავლენას მოახდენს მსმენელზე. გულმკერდზე გადაჯვარედინებული ხელების ტიპური, სტანდარტული ვარიანტი - უნივერსალური ჟესტია, თითქმის ყველგან თავდაცვით და ნეგატიურ განწყობას გამოხატავს. ადამიანები იყენებენ მაშინ, როდესაც თავს გაუბედავად, დაურწმუნებლად ან არცთუ ისე უსაფრთხოდ გრძნობენ. გამოხატავს არასასურველი სიტუაციიდან გამიჯვნის მცდელობას. ასევე, გამოიყენება მაშინ, როდესაც ადამიანი არ ეთანხმება მოსაუბრეს – არდათანხმების არავერბალური გამოხატულებაა. ვიდრე ადამიანს ექნება ჩაკეტილი პოზა, ის უარყოფით განწყობას შეინარჩუნებს. ადამიანის დაძაბული შინაგანი მდგომარეობა განაპირობებს მის ჩაკეტილ ჟესტს, თუმცა მისი შენარჩუნება, ასევე, რეციპროკულად შინაგან ნეგატიურ მდგომარეობას ახანგრძლივებს. ჟესტის შეცვლით კი დამოკიდებულება იცვლება.

დანართი #11. აქტივობა ,,თვითშეფასების მედალი“.

40


გუნდური მუშაობა ავტორი: თამთა ხუციშვილი მნიშვნელოვანი ტერმინები: გუნდური მუშაობა; კომუნიკაცია; უკუკავშირის მნიშვნელობა; თანამშრომლობა; კომპრომისი; მოლაპარაკებები; თანამშრომლობა.

„იმ ახალგაზრდებთან მუშაობა, რომლებიც არ იღებენ განათლებას და არ არიან დასაქმებულები, დიდი გამოწვევაა. აუცილებელია მათთვის იმ სასიცოცხლო უნარების გამომუშავება, რომელიც სოციალიზაციაში, განვითარებასა და წარმატების მიღწევაში დაეხმარება. სწორედ ასეთი უნარების ერთობლიობას ვუწოდებთ ტრანსვერსალურს (ანუ გარდამავალ უნარებს). ერთ-ერთი ასეთი უნარია გუნდური მუშაობის უნარი, რაც ახალგაზრდებს საკუთარი და სხვა ადამიანების შესაძლებლობების განსაზღვრასა და გუნდის საერთო მიზნის მისაღწევად, აღნიშნული შესაძლებლობების ეფეტიანად გამოყენებაში დაეხმარება”. თამთა ხუციშვილი, ტრენერი, გუნდური მუშაობის მოდულის ავტორი.

შესავალი ახალგაზრდებში ევროკავშირის მიერ აღიარებული კომპეტენციების, იმავე განათლებიდან დასაქმებაზე გარდამავალი უნარების, განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციების/პროგრამების მიზანს წარმოადგენს. გუნდური მუშაობისათვის აუცილებელი ცოდნა, უნარები და კომპეტენცია იმავდროულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პიროვნების უწყვეტი განვითარებისა და წარმატებული ცხოვრებისათვის, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს მის განათლებაზე, დასაქმება/კარიერასა და სოციალურ ურთიერთობებზე. წლებია, რაც ევროპისათვის ახალგაზრდების უმუშევრობა ერთ-ერთ უპირველეს გამოწვევად რჩება. ამ მხრივ, საქართველოში ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელი ევროპის საშუალო მაჩვენებელს (13,1%) თითქმის 2,5-ჯერ აღემატება. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF-ის) 2016 წლის კვლევის თანახმად, უმუშევრობის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ ახალგაზრდებში დგას. საქართველოში შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობაში ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონე 15-29 წლამდე ახალგაზრდებში ფიქსირდება. ამ ასაკის ახალგაზრდებში სამუშაოს მაძიებელთა აქტიურობის დონე 60%-ს აღწევს, თუმცა, უმუშევრობა 30,7%-ია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი (33,2%) უმაღლესი განათლებითაა. ამავე დროს, NEET-ის (young people not inemployment, education or training) ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე 31,2%-ია, მათ შორის 64,4% ქალები/გოგონები არიან. SAVE THE CHILDREN-ის დაკვეთით 2018 წელს მომზადდა ანგარიში ,,ახალგაზრდების მდგომარეობის შეფასება რეგიონულ შრომის ბაზრებზე“, რომლის

ფარგლებში ახალგაზრდების მდგომარეობა შეფასდა კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამეგრელოს რეგიონებში. ანგარიშის მიხედვით, ,,ახალგაზრდა თანამშრომლების და ვაკანსიაზე მიღებული შევსებული აპლიკაციების შეფასებისას სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ახალგაზრდებს ხშირად არა აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა, არიან არაპუნქტუალურები, აკლიათ დისციპლინა და მოტივაცია. რაც შეეხება ინტერპერსონალურ გარდამავალ უნარებს, დამსაქმებლები მოითხოვენ შემდეგს: კომუნაკაციის, თანამშრომლობის, გუნდური მუშაობის, ლიდერობისა და პრობლემის გადაჭრის უნარებს. დამსაქმებელთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ჩამოთვლილ უნართაგან უმეტესს ახალგაზრდები არ ფლობენ.“ - სწორედ აღნიშნული კომპეტენციების სიმცირე წარმოადგენს ახალგაზრდების დასაქმების დამატებით შემაფერხებელ ფაქტორს რეგიონებსა და დედაქალაქშიც. გუნდური მუშაობის კომპეტენციების გაძლიერება და მხარდაჭერა კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა ე.წ. NEET ჯგუფებთან მუშაობისას, რადგანაც ამ ჯგუფში მომეტებულია სტრესის დონე, ჩაკეტილობა, ნიჰილისტური განწყობები, რესურსების ნაკლებად რეალიზებისა და კომუნიკაციის ნაკლებობის განცდა. წინამდებარე გუნდური მუშაობის პროგრამა ახალგაზრდებთან, მათ შორის NEET ჯგუფებთან, მომუშავე ტრენერებს, ახალგაზრდულ მუშაკებს და ფასილიტატორებს სთავაზობს ადაპტირებულ, გამოცდილ მიდგომებსა და ტექნიკებზე დაფუძნებულ აქტივობებს, რომელიც მონაწილეებს სთავაზობს ერთდოულად თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებას. ტრენინგის მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთონ სიმულაციულ სავარჯიშოებში (ე.წ. ქეისების განხილვა, როლური თამაშები და ა.შ.), თამაშის გზით მოახდინონ გუნდში კომუნიკაციის გამოწვევების თვითდიაგნოსტირება და სიმულაციური აქტივობების საშუალებით შეიმუშაონ სტრატეგიარეკომენდაციები გამოვლენილი გამოწვევების გადასაჭრელად. ასევე, მოცემული პროგრამის ფარგლებში, მონაწილე აღიარებს იმ კონკრეტულ მიდგომებს, რომელიც ხელს უწყობს გუნდის წევრებს შორის შრომისუნარიანობისა და მოტივაციის შენარჩუნებასა და ამაღლებას. გუნდური მუშაობის სტიმულირება ხელს შეუწყობს ბენეფიციართა მოტივაციისა და ენთუზიაზმის შენარჩუნებას. შეკრული გუნდი უკეთ გაუმკლავდება წამოჭრილ პრობლემებსა და უფრო ადვილად შეეგუება ცვლილებებს, რამდენადაც ახალგაზრდები/მოზარდები კონცენტრირებულნი იქნებიან ერთმანეთის

41


დახმარებასა და მხარდაჭერაზე, შესაბამისად, მიზნების მიღწევის პროცესში უკეთესად მოხდება საერთო ძალისხმევის მობილიზება. წინამდებარე მოდული მიზნად ისახავს მონაწილეებისათვის გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების გაძლიერებას, ერთმანეთის მიმართ ნდობისა და კომუნიკაციის გაუმჯობესებას. პროგრამა ორიენტირებული და ადაპტირებულია ე.წ. NEET ახალგაზრდების სწავლებაზე, რათა მათ შეძლონ საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების შეცნობა და გუნდის წევრებისაგან მხარდაჭერის მოპოვება. მოდულის სასწავლო ამოცანები: • გუნდში კეთილგანწყობილი კლიმატის შექმნა; • მონაწილეების მიერ მათი გუნდში მუშაობისათვის ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზება და გუნდში საკუთარი ადგილის იდენტიფიცირება; • გუნდური მუშაობისას კომუნიკაციის როლისა და სტრატეგიების გაცნობა/სწავლება; • გუნდში კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესება, კონფლიქტური სიტუაციების შემცირება; • გუნდში თანამშრომლობისა და მოლაპარაკებების წარმოებისათვის პრაქტიკული სტრატეგიების გაცნობა და ტექნიკების სწავლება; • გუნდში კონფლიქტის მართვის უნარ-ჩვევების გამომუშავება; • გუნდში მონაწილეთა როლების გაანალიზება, უკუკავშირის გაანალიზება; • გუნდში მრავალფეროვნების მხარდაჭერასა და ეფექტიან მართვასთან დაკავშირებული სავარჯიშოების შესრულებით, ყველა მონაწილის მიერ გუნდურად მუშაობის მნიშვნელოვნების გათვითცნობიერება და გათავისება. მოდულის სტრუქტურა მოდულის ხანგრძლივობაა 8 სამუშაო საათი. მასში შედის 4 სასწავლო სესია. თითოეული სესიის ხანგრძლივობაა 1.5 საათი. სესიების აუდიტორიასთან გამოყენება რეკომენდებულია ქრონოლოგიურად - პირველიდან, ბოლო სესიის ჩათვლით. საგანმანათლებლო მიდგომები მოდულის საგანმანათლებლო ფორმატი არის დინამიკური და ინტერაქტიული. პროცესში გამოიყენება ე.წ. ,,ენერჯაიზერები“ და გუნდური მუშაობის როგორც ინტელექტუალური, ასევე ფიზიკურ აქტივობებთან დაკავშირებული სავარჯიშოები. პროგრამა გაჯერებულია ფსიქოლოგიური და სტრატეგიული გუნდური თამაშებით, ასევე სიმულაციებით. სავარჯიშოები შერჩეულია არაფორმალური სწავლების პრინციპებიდან გამომდინარე და მოიცავს, როგორც მოკლე სახალისო ენერჯაიზერებსა თუ ყინულმჭრელებს, ასევე სტრატეგიულ გუნდურ თამაშებსა და პრაქტიკულ დავალებათა შესრულებას. მოდული შედგენილია ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის მიერ აღიარებული მთელის სიცოცხლის განმავლობაში (life-long learning) სწავლების სტანდარტებისა და კომპეტენციების შესაბამისად. მოდულის თემატიკა სესიების მიხედვით: I სესია - გუნდური მუშაობა - თემის გახსნა და შესავალი; II სესია - მრავალფეროვნების მართვა გუნდში; III სესია - კომუნიკაცია და უკუკავშირის მნიშვნელობა გუნდური მუშაობისას; IV სესია - მოლაპარაკებების წარმოება, კონფლიქტების მართვა და თანამშრომლობა გუნდში. თითოეული სესია, აგრეთვე, მოიცავს ქვეთემებსა და მოდულის მთავარი თემატიკის მომიჯნავე საკითხებს, რომლებზეც აქცენტის გაკეთება მნიშვნელოვანია ცალკეული სესიის ბოლოს, შეჯამების პროცესში.

მოდულის სახელი

გუნდური მუშაობა

სესიის სახელი

1. გუნდური მუშაობა - თემის გახსნა და შესავალი

ხანგრძლივობა

90 წუთი

მოკლე აღწერა

სესიის განმავლობაში მონაწილეები ეცნობიან მოდულის მიზანს, ჯგუფის მონაწილეებს, ღირებულებებსა და ინტერესებს; ხდება მონაწილეთა ტრენინგთან დაკავშირებული მოლოდინების იდენტიფიცირება, ეცნობიან თეორიულ რაკურსს გუნდური მუშაობის ძირითადი ასპექტებისა და გუნდის ფორმირების ფაზების შესახებ. ასრულებენ გუნდურ აქტივობებს.

მონაწილეთა რაოდენობა

10-30 მონაწილე - შესაძლებელია როგორც მცირე, ისე დიდ ჯგუფში ორგანიზება.

სასწავლო ამოცანები

საჭირო რესურსები

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

- თემის გაცნობა; - მონაწილეების მიერ გუნდში საკუთარი როლის, სურვილებისა და მიზნების იდენტიფიცება/გაზიარება; - გუნდის წევრებს შორის საერთო და განსხვავებული ღირებულებების გაანალიზება-მიმღებლობის მხარდაჭერა. სამუშაო ოთახი, ლეპტოპი, მომზადებული სლაიდშოუ, დინამიკები და მუსიკალური ფლეილისტი, პროექტორი, საკანცელარიო მასალა (A4 ან A3 ფურცლები), ფლომასტერები/მარკერები, კალმები. 1. მიესალმეთ და წარუდგინეთ თქვენი თავი მონაწილეებს. 2. გააცანით ტრენინგის თემატიკა, მიზანი და ამოცანები. 3. შექმენით მყუდრო გარემო დისკუსიისთვის, შეეცადეთ ოთახში არ იყოს ისეთი ხელოვნური ბარიერები, როგორიცაა: მაგიდები. რეკომენდებულია მონაწილეები განთავსდნენ წრეზე, ე.წ. U ფორმით. 4. გაცნობისა და მოლოდინების იდენტიფიცირების აქტივობა „Face2facebook“, ხანგრძლივობა - 15 წუთი (ტრენერის მიერ პრეზენტაციის დროის ჩათვლით). თითოეულ მონაწილეს ურიგდება A4/A3 ზომის ქაღალდი Facebook ანგარიშის შაბლონით (იხილეთ დანართი #1).

42


მონაწილეებმა უნდა შეავსონ შაბლონი: სახელი, გვარი, ინფორმაცია (ჰობი, ადგილმდებარეობა, სამუშაო და სწავლა და ა.შ.). განაახლოს სტატუსი, რომელიც მოიცავს მათ მოლოდინებს, შიშებს და კონტრიბუციას ტრენინგის მიმართ. სტატუსები: Feeling hopeful (გრძნობს იმედიანად); Feeling scared (გრძნობს შეშინებულად); Feeling confident (გრძნობს თავდაჯერებულად). ამის შემდეგ მონაწილეები ჯგუფის წინაშე აზიარებენ საკუთარ მოლოდინებს / იმედს ტრენინგთან დაკავშირებით, შიშებს და კონტრიბუციას (რაშიც საკუთარ თავს თავდაჯერებულად გრძნობენ). ყველა მონაწილის ფურცელი გაიკვრება კედელზე, სადაც დღის განმავლობაში საშუალება ექნებათ შეამოწმონ, რამდენად მართლდება მათი მოლოდინები და შიშები. ტრენინგის დასასრულს, ტრენერი კვლავ უბრუნდება მონაწილეების Facebook ფურცლებს და მონაწილებს სთხოვს, მათი სტატუსები ლაიქებით შეაფასონ. 5. მადლობა გადაუხადეთ აქტივობაში მონაწილეობისათვის და მიეცით შემდგომი აქტივობის ინსტრუქცია. სავარჯიშო „ჩემი ადგილი გუნდში“, ხანგრძლივობა: 30 წუთი თითოეულ მონაწილეს ურიგდება მოკლე ინსტრუქცია და A4 / A3 ზომის ქაღალდი და კალამი. ეტაპი I ინსტრუქცია, რომელიც ინდივიდუალურად უნდა მიაწოდოთ მონაწილეებს, ხოლო მონაწილეებმა შესაბამისი პასუხები თაბახის ფურცლებზე დაიტანონ: 1. თუ გუნდში მუშაობისას ჩემი გრძნობები და ემოციები შეიძლება 2 ფერით აღვწერო, რომელი იქნებოდა ეს ფერები?-

კარგად დაფიქრდი ფერებზე, რადგან მხოლოდ ამ ორი ფერის გამოყენება შეგეძლებათ თქვენი პორტრეტის დახატვისას. 2. წარმოიდგინეთ, რომ ეს გუნდი შედგება სხვადასხვა ცხოველისაგან - რომელი ცხოველი ვიქნებოდი მე? - აიღეთ თქვენ

მიერ არჩეული ფერებიდან ერთ-ერთი და დახატეთ ეს ცხოველი. 3. 3 სუპერძალა რომ მქონდეს, რა იქნებოდა ესენი? 4. წარმოიდგინეთ თქვენს გუნდში თქვენთვის საუკეთესო მეწყვილის პორტრეტი და ზემოთ ჩამოთვლილი 3 კომპონენტი

მისთვისაც დახატეთ/დაწერეთ - ფერი, ცხოველი, სუპერძალა. ეტაპი II მონაწილეები წარადგენენ საკუთარ და მათი აზრით, მათთვის საუკეთესო მეწყვილის პორტრეტებს. ეტაპი III რეფლექსიის დროს ტრენერი აჯამებს აქტივობას და სთხოვს მონაწილეებს, შემდეგ შეკითხვებზე გასცენ პასუხი: - რამ გააოცა/დააფიქრა ყველაზე მეტად? - რა შეიტყვეს სხვა ადამიანების საჭიროებების შესახებ, რასაც მანამდე არ მოელოდნენ? - თუ ხვალიდან მოუწევთ ახალ გუნდში მუშაობა, მათი პორტრეტიდან რომელ ასპექტს წარმოუდგენდნენ მათ იმისთვის, რომ მარტივად და ეფექტიანად ეთანამშრომლათ ერთობლივად? რეკომენდაცია: აქტივობისას შესაძლებელია ხმადაბლა ინსპირაციული მუსიკის ჩართვა. 6. ტრენერი ხსნის მოდულის თემას - აწყობს ე.წ. ტვინის შტურმს და მონაწილეებს სთხოვს, გაუზიარონ მოსაზრებები, თუ რა გამოწვევები და ბენეფიტები ახლავს თან გუნდში მუშაობას სხვადასხვა ადამიანთან ერთად. ფლიპჩარტის ფურცელზე აგროვებს გამოთქმულ მოსაზრებებს. შტურმის ბოლოს მადლობას უხდის იდეების გაზიარებისათვის, აღნიშნავს, რომ უფრო ეფექტიანი და პროდუქტიული თანამშრომლობისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ეს მოსაზრება მონაწილეებმა გუნდში მუშაობის დაწყებამდე გაიაზრონ და სწორედ ამ გამოწვევებისა თუ ბენეფიტების პრაქტიკაში გამოცდას დაეთმოს დიდი ყურადღება. 7. ტრენერი მონაწილეებს აწვდის თეორიულ რაკურსს გუნდის ფორმირების ფაზების შესახებ: თეორია: გუნდის შექმნა და განვითარება ჯგუფი თუ გუნდი ? ერთ-ერთი განმარტების თანახმად, გუნდი არის საერთო მიზნის მქონე ინდივიდების ჯგუფი, რომელთა საქმიანობა და უნარ-ჩვევები ურთიერთშემავსებელი და ურთიერთდაკავშირებულია. ჩვენ შეგვიძლია გუნდი შევადაროთ დასაშლელ მოწყობილობას, სადაც ყველა ნაწილს საკუთარი ფუნქცია აქვს და თითოეული კომპონენტის ამოვარდნა მნიშვნელოვან ხარვეზს იწვევს. მთლიანობა მხოლოდ ყველა ნაწილის არსებობისას იკვრება. შეიძლება გაჩნდეს შეკითხვა, რამდენად საჭიროა კონკრეტული ამოცანის ან მიზნის მისაღწევად გუნდის ჩამოყალიბება, თუ შედეგის მისაღწევად ჯგუფური მუშაობაც საკმარისია. ჯგუფსაც აქვს საერთო მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად ჯგუფის წევრები ურთიერთთანამშრომლობას მიმართავენ, თუმცა ჯგუფი არის ინდივიდთა ერთობლიობა, რომელთაც საერთო მიზანი აერთიანებთ, ისინი საერთო მიზანს აღწევენ და ამ პროცესში კონკრეტულ წესებს და ნორმებს იცავენ, ხოლო გუნდის წევრების შემთხვევაში მათი საქმიანობები ურთიერთშემავსებელია. ეფექტიანი და ქმედითი გუნდის ძირითადი მახასიათებლები და განვითარების ეტაპები ადამიანთა ჯგუფს შეიძლება გუნდი ვუწოდოთ, თუ: 1. ჯგუფს აქვს საერთო ხედვა, შეთანხმებული მიზანი;

43


2. ჯგუფის ქმედებები კოორდინირებულია, ადამიანები ჯგუფში ურთიერთქმედებენ საერთო მიზნის მისაღწევად; 3. ჯგუფის წევრებს აკავშირებს ერთანობის გრძნობა; 4. ჯგუფში მოქმედებს საერთო, ყველასათვის მისაღები წესები და ნორმები; 5. ჯგუფის წევრებს აქვთ შეთანხმებული როლები; 6. ჯგუფში არსებობს შეთანხმებული სტრუქტურა. გუნდის მომავალს საფრთხე ემუქრება და კონფლიქტი თავს იჩენს მაშინაც, როცა გუნდში ქრება ერთობის გრძნობა ან გუნდის წევრები აღარ იზიარებენ საერთო წესებს და ეჭვის ქვეშ აყენებენ გუნდის შიგნით აღიარებულ როლებს. ეს ექვსი მახასიათებელი გუნდის შეფასების დროსაც გამოიყენება. თუკი გუნდის შეფასებისას გამოვლინდა, რომ ერთ-ერთი ასპექტი არ არის სახეზე, მისი აღდგენა გუნდის „ძალის აღდგენის” საწინდარია. გუნდის განვითარების საფეხურები ახალშექმნილი გუნდი გადის განვითარების რამდენიმე საფეხურს:

გუნდებისათვის, რომელთა არსებობის ვადა წინასწარ არის განსაზღვრული (მაგ: პროექტის გუნდი) არსებობს მეხუთე საფეხური: დაშლა. ამ საფეხურზე გუნდი იშლება. ვინაიდან გუნდის გაუქმებას შეიძლება თან ახლდეს დაძაბულობა, საჭიროა ამ პროცესის გაადვილება. დასკვნით საფეხურზე აუცილებლად უნდა აღინიშნოს გუნდის თითოეული წევრის წვლილი და მიღწევები, ყველას უნდა მიეცეს დამშვიდობების საშუალება. 8. აქტივობა ,,ბრმა პაემანი“, ხანგრძლივობა - 25 წუთი მონაწილეების სხდებიან ერთმანეთის პირისპირ ისე, რომ სავარძლებისგან შეიქმნას 2 პარალელური სწორი ხაზი და ყველა მონაწილის პირისპირ იჯდეს მისი მეწყვილე. ტრენერი სლაიდებზე უშვებს წყვილებისათვის სასაუბრო თემატიკის შეკითხვებს, თითოეული შეკითხვის განსახილველად მეწყვილეებს აქვთ 1 წუთი. დროის გასვლის შემდეგ, ტრენერი სთხოვს რომელიმე პარალელურ ხაზს, რომ გადაინაცვლონ ერთი სავარძლით მარჯვენა მხარეს. ამგვარად, გუნდის ყველა წევრს აქვს საშუალება გაესაუბროს გუნდის თითოეულ წევრს. კითხვები სასურველია იყოს მონაწილეთა რაოდენობის ნახევარი, რათა საპირისპირო ხაზებზე მსხდომმა ყველა მონაწილემ შეძლოს ერთმანეთთან გასაუბრება. (იხილეთ დანართი # 2). რეკომენდაცია: იმისათვის, რომ მონაწილეებს გაუმარტივდეთ კითხვის შინაარსის გაგება მნიშვნელოვანია, ვიზუალურთან ერთად, ტრენერმა ვერბალურადაც გააჟღეროს თითოეული შეკითხვა.

შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

დანართები

გთავაზობთ კითხვების ჩამონათვალს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ შეჯამებისას, რათა მონაწილეებს გაუმარტივდეთ რეფლექსია, სესიის დინამიკისა და მორალის აღქმა: 1. რა იყო თქვენთვის მთავარი მესიჯი ამ აქტივობებიდან? 2. რა ისწავლეთ საკუთარ თავზე ახალი? 3. სხვებში რა აღმოაჩინეთ, რაც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ? 4. რამდენად ჩართულად გრძნობთ გუნდში და პროცესში თავს? 5. გუნდის განვითარების რომელ ფაზაში ვართ ამწუთას, თქვენი აზრით (სასურველია სატრენინგო სივრცეში კედელზე გამოკრული გქონდეთ გუნდის ფორმირების ფაზები და მონაწილეებმა შეძლონ მუდმივად ფაზებზე ყურადღების გამახვილება და ეტაპების შედარება)? დანართი 1 - გაცნობისა და მოლოდინების იდენტიფიცირების ფურცელი (იხილეთ თანდართულ ფაილად); დანართი 3 - ბრმა პაემნის კითხვები და მონაწილეთა განლაგების ამსახველი ფოტო.

44


სესიის ადაპტაციის შესაძლებლობა (საჭიროების შემთხვევაში)

თუ მონაწილეს არ შეუძლია წერა ან ინსტრუქციის წაკითხვა, შეგიძლიათ შესთავაზოთ პირადი მხარდაჭერა, ასევე, ხმამაღლა წაუკითხოთ წერილობითი ინსტრუქციები და დაეხმაროთ შესაბამისი პასუხების სამუშაო ფურცელზე მონიშვნაში.

გამოყენებული ლიტერატურა

აქტივობა FACE2FACEBOOK ადაპტირებულია ვებგვერდიდან - Salto-youth.net; აქტივობა ,,ჩემი ადგილი გუნდში“ ადაპტირებულია გუნდური მუშაობისა და ორგანიზაციული მენეჯმენტის საკონსულტაციო ვებგვერდიდან www.workamajig.com; აქტივობა ,,ბრმა პაემანი“ ადაპტირებულია სასკოლო აქტივობების პლატფორმიდან www.classtools.net.

სესიის სახელი

2. მრავალფეროვნების მართვა გუნდში

ხანგრძლივობა

90 წთ.

მოკლე აღწერა

სესიის ფარგლებში მონაწილეები ეცნობიან NEET ახალგაზრდებისა და ზოგადად მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს, ახდენენ ანალიზს და განიხილავენ, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანების მხარდაჭერა გუნდური მუშაობისას, რათა გუნდის ყველა წევრმა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობის რეალიზება.

სასწავლო ამოცანები

- გუნდთან მუშაობისას NEET ახალგაზრდების საჭიროებების ინდეტიფიცირება, ანალიზი და მათთან მუშაობის სპეციფიკა ახალგაზრდული მუშაობის ჭრილში; - ყურადღების გამახვილება შესაძლებლობების უთანასწორობაზე საზოგადებაში; - თანაგრძნობის გამოწვევა მოწყვლადი ჯგუფების, გარკვეული სოციალური უმცირესობების ან კულტურული ჯგუფების წევრების მიმართ.

საჭირო რესურსები

• ბარათი-როლები; • ღია სივრცე (კორიდორი, დიდი ოთახი ან ეზო); • მაგნიტოფონი ან მუსიკალური ცენტრი და წყნარი, დამამშვიდებელი მუსიკა. მომზადება: • წაიკითხეთ სავარჯიშო ყურადღებით. გადახედეთ „სიტუაციების და მოვლენების” სიას და მიუსადაგეთ ის ჯგუფს, რომელთანაც თქვენ მუშაობთ. • დაამზადეთ ბარათი-როლები, თითოეული მონაწილისათვის. გააკეთეთ „სიტუაციების და მოვლენების” ადაპტირებული ასლი ხელით ან ასლის გადამღები აპარატით. დაჭერით ის ცალკე გრაფებად და გადაკეცეთ ამოჭრილი ფურცელი ისე, რომ ტექსტი არ ჩანდეს. 1. ჩვენ ყველა თანასწორუფლებიანები ვართ, მაგრამ ზოგი სხვაზე მეტად თანასწორუფლებიანია. ამ სავარჯიშოში მონაწილეები საკუთარ თავზე განიცდიან, როგორია საზოგადოებაში სხვის ადგილზე ყოფნა. განსახილველი საკითხები: • სოციალური უთანასწორობა, რომელიც ხშირად დისკრიმინაციისა და სოციალური გაუცხოების წყაროა; • თანაგრძნობა და მისი საზღვრები. 2. შექმენით მყუდრო გარემო წყნარი მუსიკის ფონზე, ან სთხოვეთ მონაწილეებს დაიცვან სიჩუმე. 3. დაურიგეთ თითო მონაწილეს თითო ბარათი-როლი და განუმარტეთ შეინახონ ისე, რომ არავინ დაინახოს მათი როლები (იხილეთ დანართი #3). 4. სთხოვეთ მოთამაშეებს, დასხდნენ (სასურველია, იატაკზე) და წაიკითხონ თავიანთი როლები. 5. სთხოვეთ დაიწყონ როლში შესვლა. დახმარებისთვის წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი შეკითხვებიდან რამდენიმე, თითოეული შეკითხვის შემდეგ გააკეთეთ პაუზა, რათა მოთამაშეებს ჰქონდეთ დრო, დაფიქრდნენ და წარმოიდგინონ საკუთარი თავი და ცხოვრება მოცემულ როლში.

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

• როგორი ბავშვობა გქონდათ? როგორ სახლში ცხოვრობდით? რა თამაშებს თამაშობდით? სად მუშაობდნენ თქვენი მშობლები? • როგორია ამჟამად თქვენი ყოველდღიური ცხოვრება? როგორია თქვენი სოციალური გარემო? რას აკეთებთ დილით, შუადღეს, საღამოს? • რა სახის ცხოვრებას ეწევით? სად ცხოვრობთ? რა შემოსავალი გაქვთ ყოველთვიურად? რას აკეთებთ თავისუფალ დროს? როგორ ატარებთ არდადეგებს? • რა გხიბლავთ და რისი გეშინიათ? 6. ახლა სთხოვეთ მოთამაშეებს შეინარჩუნონ აბსოლუტური სიმშვიდე და როგორც სასტარტო ხაზზე, ისე განლაგდნენ ერთმანეთის გვერდიგვერდ. 7. უთხარით მონაწილეებს, რომ აპირებთ სიტუაციებისა და მოვლენების სიის ხმამაღლა წაკითხვას. თითოეულ გამონათქვამზე ყოველი დადებითი პასუხის გაცემის შემთხვევაში მათ უნდა გადადგან ერთი ნაბიჯი წინ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გაუნძრევლად რჩებიან ადგილზე. 8. წაიკითხეთ სიტუაციები სათითაოდ. გამონათქვამებს შორის გააკეთეთ პაუზები: მიეცით მოთამაშეებს დრო ნაბიჯის წინ გადმოსადგმელად და გარშემო თვალის მოსავლებად, რათა შეადარონ საკუთარი და სხვების პოზიციები. 9. საბოლოოდ, სთხოვეთ ყველას დაიმახსოვრონ თავისი პოზიციები. შემდეგ მიეცით ორიოდე წუთი როლიდან გამოსვლისათვის, ვიდრე პლენარულ სხდომაზე შეიკრიბებოდეთ შედეგების შესაჯამებლად.

45


შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

დაიწყეთ სავარჯიშოს ზოგადი მიმოხილვით და ეცადეთ გაარკვიოთ, როგორია მონაწილეების შთაბეჭდილებები და გრძნობები. შემდეგ გადადით წამოჭრილი საკითხების განხილვასა და ნასწავლის შეჯამებაზე. 1. როგორი შეგრძნება ეუფლებოდათ მოთამაშეებს ერთი ნაბიჯით წინ წაწევის ან ადგილზე გაჩერების დროს? 2. რა მომენტში შეამჩნიეს მათ, ვინც ხშირად დგამდა ნაბიჯს წინ, რომ სხვები არ მიჰყვებოდნენ მათ ტემპს? 3. დარჩა ვინმეს ისეთი შთაბეჭდილება, რომ იყო მომენტები, როდესაც მათი ძირითადი უფლებების უგულებელყოფა ხდებოდა? 4. შეუძლიათ მონაწილეებს გამოიცნონ ერთმანეთის როლები (დისკუსიის ამ ეტაპზე ნება დართეთ მოთამაშეებს გაამჟღავნონ თავიანთი როლები) ? 5. რამდენად ძნელი ან იოლი იყო ამა თუ იმ როლის შესრულება? როგორი წარმოუდგენიათ მათ ის ადამიანი, ვის როლსაც ასრულებდნენ? 6. არის თუ არა სავარჯიშო გარკვეულწილად საზოგადოების სარკე? რა სახით? 7. ადამიანის რომელი უფლებები დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ თითოეული როლის შესრულების დროს? შეუძლია ვინმეს თქვას, რომ მისი უფლებები არ იყო დაცული ან, რომ მათთვის არ იყო ეს უფლებები ხელმისაწვდომი? 8. რა შეიძლება იყოს საზოგადოებაში უთანასწორობის წინააღმდეგ გადადგმული პირველი ნაბიჯები? 9. რამდენად დაინახეს იმ ახალგაზრდების საჭირობები, რომლებიც არც სწავლობენ და არც მუშაობენ?

დანართები

დანართი 4 - ,,ნაბიჯი წინ“ როლების ფურცლები

გამოყენებული ლიტერატურა

აქტივობა ,,ნაბიჯი წინ“ გამოყენებულია „სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით - Compass”-იდან და ადაპტირებულია როლების აღწერები ჯგუფის თემატიკის შესაბამისად. http://www.eycb.coe.int/compass/en/pdf/compass_2012_inside_FINAL.pdf

სესიის სახელი

3. კომუნიკაცია და უკუკავშირის მნიშვნელობა გუნდური მუშაობისას

ხანგრძლივობა

90 წთ.

მოკლე აღწერა

სესიის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ თემებს: ლიდერობა და გუნდის წევრობა - გუნდური მუშაობის გამოწვევები და დადებითი ასპექტები (ბენეფიტები), სიმულაციებისა და როლური თამაშის საშუალებით პრაქტიკაში გამოცდიან ეფექტიანი კომუნიკაციისათვის ხელშემწყობ ფაქტორებსა და გამოწვევებს. სესიის ფარგლებში ტრენერი განიხილავს: - ეფექტიან კომუნიკაციას, აწვდის პრაქტიკულ რეკომენდაციებს; - გუნდში ეფექტიანი მუშაობისათვის, როლებისა და კრიტიკული აზროვნების თეორიებს.

სასწავლო ამოცანები

- გუნდური მუშაობისას კომუნიკაციის როლისა და სტრატეგიების გაცნობა/სწავლება; - გუნდში კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესება, კონფლიქტური სიტუაციების შემცირება; - გადაწყვეტილების გუნდურად მიღების უნარის გამომუშავება; - გუნდში მონაწილეთა როლების განაწილება, უკუკავშირის გაანალიზება.

საჭირო რესურსები

- 6 ფერის ქაღალდის ხელნაკეთი ქუდი (დე ბონოს ფერები - წითელი, თეთრი, შავი, მწვანე, ყვითელი, ლურჯი); - სავარჯიშო ,,დეტექტივის“ როლების ფურცლები; - კალათა როლის ფურცლების ჩასაყრელად. 1. სესია სასურველია, დაიწყოს მხიარული ენერჯაიზერით, მონაწილეთა კონცენტრაციისათვის. 2. ამის შემდეგ მნიშვნელოვანია ტრენერმა გახსნას დისკუსია, კითხვით მიმართოს აუდიტორიას: • რა არის კომუნიკაცია? • რა ძირითადი კომპონენტებისაგან შედგება კომუნიკაცია? • როგორი სახის კომუნიკაციას ვუწოდებთ ეფექტიან კომუნიკაციას? • რა ფაქტორებმა შეიძლება შეუშალოს ხელი ეფექტიან კომუნიკაციას? აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხების მისაღებად ტრენერმა უნდა წაახალისოს აუდიტორია, მადლობა გადაუხადოს პასუხებისათვის, პასუხები ფლიპჩარტის ფურცელზე ჩამოწეროს ვიზუალიზაციისათვის და შემდგომ თითოეულ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცეს. იხილეთ საკითხავი ლიტერატურა:

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

კომუნიკაცია გუნდური მუშაობისას კომუნიკაცია ადამიანთა შორის ინფორმაციის გაცვლის ორმხრივი პროცესია, რომელიც ხორციელდება გადამცემსა და მიმღებს შორის. ამ პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტებია: » კომუნიკატორი (გამგზავნი) – კომუნიკაციის პროცესში შეტყობინების გადამცემი. იდეის გენერატორი პირი, რომელსაც ხშირად წყაროს უწოდებენ. » შეტყობინება – კომუნიკატორის მიერ მიმღებისათვის გადაცემული ინფორმაცია, რომელიც კოდირების შედეგად წარმოიქმნება. » კოდირება და გადაცემა – საკომუნიკაციო შეტყობინებისათვის სიმბოლური სახის მიცემა, დაშიფვრა (ვერბალური და არავერბალური სიმბოლოებით) და შემდეგ მისი კოდირებული სახით გადაცემა. » გადაცემის არხი – შესაბამისი არხის შერჩევა: ზეპირი, წერილობითი, ელექტრონული, არავერბალური და ა.შ. » ხმაური - დაბრკოლებები, რომელიც გადაცემის პროცესში წარმოიშვება.

46


» დეკოდირება და მიღება – მიმღების მიერ მიღებული ინფორმაციის გაგება, ანუ გაშიფვრა. » რეციპიენტი (მიმღები) – კომუნიკაციის პროცესში ინფორმაციის მიმღები, რომელსაც ხშირად დანიშნულების ადგილსაც უწოდებენ. » უკუკავშირი – მიღებულ შეტყობინებაზე მიმღების პასუხი. ეფექტური კომუნიკაციის მიზანია: კომუნიკატორის ნათქვამი = მიმღების შთაბეჭდილება. აბსოლუტური ტოლობის დასმა შეუძლებელია, რამდენადაც სუბიექტური რეალობა ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინფორმაციაზე. სუბიექტური რეალობა „ხმაურია“, რომელიც არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ზუსტი და აბსოლუტური ტოლობის ნიშანი დავსვათ, თუმცა ეფექტური კომუნიკაცია სწორედ ამ ტოლობისკენ სწრაფვას გულისხმობს. ეფექტიანი კომუნიკაციის მიზანია: გამგზავნის შეტყობინება სწორად იქნას გაგებული მიმღების მიერ. ამისათვის აუცილებელია ორივემ გადალახოს ხმაური, დაბრკოლებები და სრული კონცენტრაცია მოახდინონ შეტყობინებაზე, იმისათვის, რომ ადეკვატურად გაშიფრონ. რეკომენდაცია: • მსმენელი განსაკუთრებით კარგად იმახსოვრებს ტექსტის დასაწყისსა და ბოლო ნაწილს. ამიტომ, კარგად გაიაზრეთ, რას ამბობთ თავში და ბოლოს. ბოლოში ნათქვამს ქცევაში გადასვლის ტენდენცია აქვს, ამიტომ, ამ კანონზომიერების გათვალისწინებით, ბოლოში ვუთხრათ ადამიანს ის კონკრეტული ქცევა, რისი გაკეთებაც საჭიროა. • მსმენელი კარგად იმახსოვრებს ხატოვნად გადმოცემულ ტექსტს - ინფორმაცია, რომლის მეხსიერებაში შენახვა შესაძლებელია არა მხოლოდ ვერბალური, არამედ ხატოვანი საშუალებებით, უფრო იოლად გასახსენებელია. მაგ: ხატოვანი სიტყვა „სპილო“ უკეთესად დაგვამახსოვრდება, ვიდრე ნაკლებად ხატოვანი „აბსტრაქცია“. • ზედსართავი სახელების გამოყენება, განსაკუთრებით აღმატებით ხარისხში - (ძალიან კარგი, ყველაზე უარესი და ა.შ.) არ არის რეკომენდებული ზედსართავი სახელების გამოყენება, ვინაიდან ეს მეტყველების ნაწილები ნაკლებად კონკრეტულია და შესაბამისად, შესაძლოა ისე მოხდეს, რომ თქვენ და თქვენმა მსმენელმა სხვადასხვა შინაარსი იგულისხმოთ. • კარგად რჩება მეხსიერებაში პარადოქსალური, უჩვეულო მოვლენები. • ტექსტის გაგებასა და დამახსოვრებას ძალზე უწყობს ხელს მაგალითებისა და კონკრეტული პრაქტიკული შემთხვევების ჩართვა. • მთავრისა და მნიშვნელოვნის ხაზგასმა და გამოყოფა. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ის ფაქტები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო ტექსტში, იკარგება და რჩება სრულიად უმნიშვნელო წვრილმანები. ნათლად გამოყავით არსებითი ფაქტები, რათა არ მოხდეს ისე, რომ მსმენელმა და თქვენ მნიშვნელოვნად სხვადასხვა რამ მიიჩნიოთ. გამოვიყენოთ ფრაზა - ,,ეს არის მთავარი!”, ,,გთხოვთ ყურადღება გაამახვილოთ...“, ასევე, ინტონაციის, ხმის ტემბრის ცვლილებით მოვახდინოთ ძირითადისა და მნიშვნელოვნის ხაზგასმა. ამის შემდგომ, ტრენერი ჯგუფის წევრებს სიმულაციურ თამაშში მონაწილეობას სთავაზობს. მონაწილეებს უხსნის თამაშის მთავარ აზრსა და წესებს. ჯგუფი ჯდება წრეში. მონაწილეებმა უნდა გახსნან დანაშაული. თითოეული მონაწილე იღებს ერთ ან ორ ბარათს (დამოკიდებულია მონაწილეების რაოდენობაზე. ყველა ბარათი უნდა დარიგდეს). თითოეული მონაწილე ფლობს მნიშვნელოვან ინფორმაციას და ყველა ფაქტი უნდა დალაგდეს თანმიმდევრობით, რათა მივიღოთ მთლიანი სურათი (იხილეთ დანართი #4). მონაწილეებმა პასუხი უნდა გასცენ შემდეგ შეკითხვებს: - ვინ არის მძარცველი? - რა არის ძარცვის იარაღი? - როდის მოხდა ძარცვა? - სად მოხდა ძარცვა? - რა იყო ძარცვის მოტივი? ჯგუფს შეუძლია საკუთარ სამუშაოს ორგანიზება გაუკეთოს ისე, როგორც სურს, მაგრამ უნდა დაიცვას გარკვეული წესები: • არ გაუშვას ხელიდან და არავის ანახოს საკუთარი ბარათი; • არ გააკეთოს ჩანაწერები; • არავინ გავიდეს ოთახიდან. თუ ჯგუფი გადაწყვეტს, რომ უპასუხა ხუთივე კითხვას, ნებისმიერ დროს შეუძლია ტრენერს წარუდგინოს პასუხები. თუ ყველა პასუხი სწორია, ტრენერი ადასტურებს, რომ მონაწილეებმა გადაჭრეს ამოცანა. თუ პასუხები ნაწილობრივ ან მთლიანად არასწორია ტრენერი ეუბნება, რომ გამოძიება არ არის დასრულებული. მაგრამ ამასთან ერთად, მან არ უნდა თქვას, რომელი პასუხი იყო არასწორი.

კომენტარი: მნიშვნელოვანია ჯერ ინსტრუქცია მიეწოდოს მონაწილეებს და მერე დარიგდეს ბარათები, რათა ყველამ ერთად დაიწყოს წაკითხვა; ბარათები შეიძლება დავახვიოთ სპირალებად; ზოგიერთს შეიძლება რამდენიმე ბარათი შეხვდეს; ჯგუფს აქვს ორი ამოცანა: ყურადღება გამახვილდეს იმაზე, რომ თითოეული მონაწილე ჩართული იყოს პროცესში და ერთად იპოვონ საკითხის გადაჭრის გზა. არსებობს გარკვეული შეზღუდვები: მონაწილეებს აკრძალული აქვთ ჩანაწერების გაკეთება. ეს მათ აიძულებს მონახონ არსებული ინფორმაციის სისტემატიზების სხვა გზა.

47


აქტივობის დასრულების შემდგომ ტრენერი გუნდს აცნობს, რამდენად სწორი ან არასწორია გუნდისგან მიღებული პასუხები. თუ პასუხები არასწორია, ტრენერს შეუძლია გუნდს დაუმატოს დრო და ამით შედეგების გამოსწორების საშუალება მისცეს. აქტივობის ბოლოს ტრენერი აჯამებს შედეგებს. აქტივობის შემდგომ ტრენერი ხსნის თემას ,,კრიტიკული აზროვნების თეორია“ - იხილეთ საკითხავი ლიტერატურა:

ედვარდ დე ბონო – „აზროვნების ექვსი ქუდი“

კრიტიკული აზროვნების თეორია ერთ-ერთი განსაკუთრებულია და თავისი არსით ლიტერატურათმცოდნეთა ინტერესს იწვევს. ამ მხრივ, კრიტიკული აზროვნების მეთოდებს შორის განსაკუთრებულია ედვარდ ბონო და მისი ნაშრომი : „აზროვნების ექვსი ქუდი“. ედვარდ დე ბონო – ბრიტანელი ფსიქოლოგი, მწერალი და მრჩეველი შემოქმედებითი აზროვნების სფეროში, შეისწავლიდა მედიცინას, ფიზიოლოგიას, ფსიქოლოგიას, რომელთა საფუძველზეც დაიბადა „აზროვნების ექვსი ქუდის“ თეორია. ეს თეორია „ტვინის შტურმის“ ყველაზე პოპულარული მეთოდია. მისი დაბადების წინაპირობა გახდა მტკიცებულება, რომ ადამიანის აზროვნება ყოფიერების (არსებობის) პროცესში თანდათან ხდება ცალმხრივი, სტერეოტიპული. ეს დამტკიცებულია უამრავი ფაქტით : რელიგიით, განათლებით, მორალით და ა.შ. გარდა ამისა, აზროვნების პროცესი დაკავშირებულია ადამიანის ხასიათთან, ემოციებსა და ინტუიციასთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ედვარდ დე ბონომ შემოგვთავაზა 6 გზა, რომლებსაც შეუძლიათ დაარღვიონ ტვინისთვის ჩვეული მდგომარეობა. 6 ქუდის მეთოდი – ეს ფსიქოლოგიური თამაშია როლებით. ქუდი განსაზღვრული ფერით ნიშნავს აზროვნების ცალკეულ რეჟიმს და მისი დახურვით ადამიანი მას ააქტიურებს. ედვარდ დე ბონო თავისი მეთოდის გამოყენების პრაქტიკაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იბადება პოლემიკიდან, მასში კი იმარჯვებს ის აზრი, რომელიც უკეთაა დაცული და არა ის, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს მთელი კოლექტივის ინტერესებს. ამ დაკვირვებაზე დაყრდნობით, ტექნიკის ავტორმა შემოგვთავაზა სხვა მიდგომა - პარალელური აზროვნება, რომლის აზრი იმაშია, რომ პრობლემა უნდა განიხილებოდეს არა იდეების კამათში, არამედ მის მთლიანობაში. ფიგურულად ექვსი ქუდის გამოყენების ტექნიკა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც ნახატი სხვადასხვა ფერის ფანქრებით. ფერადი ნახატი გამოდის მხოლოდ მაშინ, როცა ყველა ფერია გამოყენებული, ასევეა დე ბონოს მეთოდის შემთხვევაშიც, სიტუაციის მთლიანი ხედვა მას შემდეგ მოდის, რაც ყველა „ქუდს დავიხურავთ.“ თეთრი ქუდი: ამ ქუდის დახურვის დროს ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ყველა იმ მონაცემზე, რაც გვაქვს. ვცდილობთ მივხვდეთ, რომელი ინფორმაცია გვაკლია, სად შეიძლება მისი პოვნა. როგორ გამოვიყენოთ უკვე ცნობილი ფაქტები და დასკვნები პრობლემის გადაწყვეტისთვის. წითელი ქუდი: ჩვენ ვააქტიურებთ გრძნობას და ინტუიციას. რას გკარნახობს შინაგანი ხმა? ინტუიციური აღმოჩენები და განცდები ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, განსჯა ემოციურ ფონზე,

48


ადამიანური გრძნობების ჭრილში. თუ განხილვა კოლექტიურია, აუცილებელია შეეცადო გაიგო სხვა ადამიანის პასუხები, ამისთვის საჭიროა ყველა იყოს გულწრფელი, არ დამალოს საკუთარი გრძნობები და განცდები. შავი ქუდი : აქ თქვენ უნდა იყოთ პესიმისტი. ეცადეთ ყოველ იდეაში იპოვოთ სუსტი მხარე და მაქსიმალურად მიაქციოთ მას ყურადღება. შავი ქუდი განსაკუთრებით სჭირდება მას, ვინც უკვე მიაღწია წარმატებას და მიეჩვია პოზიტიურად აზროვნებას, რადგან, როგორც წესი, ასეთი ხალხი არ აფასებს სიძნელეებს. ყვითელი ქუდი: ეს გახლავთ შავის საპირისპირო და ამ ქუდის ქვეშ იგულისხმება „ოპტიმისტურად აზროვნება“. პოზიტიური მიდგომა პრობლემური საკითხისადმი. ძლიერი მხარეების გამოყოფა, გადაწყვეტილების უპირატესობისა. მწვანე ქუდი: აღნიშნავს შემოქმედებას, არაჩვეულებრივი იდეებისა და არაორდინარული შეხედულებების ძიებას. ლურჯი ქუდი: მას იხურავს ხელმძღვანელი. ის, ვინც სახავს მიზანს დასაწყისში და მიჰყავს სამუშაო ბოლომდე. იგი მართავს მთლიან პროცესს, ყველას აძლევს სიტყვას, აკვირდება თემატიკის დაცვას. „ექვსი ქუდის“ მეთოდიკის ეფექტიანობა შემოწმებულია სხვადასხვა ფირმისა და კომპანიების გამოცდილებით, მათი შედეგებით. ტრენერის მიერ, წინასწარ მომზადებულია ფერადი ქუდები და აწყვია მონაწილეთა პირდაპირ მაგიდაზე. თითოეული ფერის ქუდი სასურველია იყოს რამდენიმე. ტრენერი მონაწილეებს სთხოვს დაფიქრდნენ, თამაშის დროს, მოცემული როლიდან გამომდინარე, მათი აზრით, რომელი ,,ქუდი ეხურათ“ და იღებდნენ გადაწყვეტილებას - შესაბამისად, აიღონ იმ ფერის ქუდი და დაიხურონ. სესიის დასკვნით ეტაპზე ყველა მონაწილეს ახურავს ხელნაკეთი ქუდი (ზოგმა შესაძლოა საკუთარ გადაწყვეტილებებში ერთდოულად რამდენიმე ტიპის მიდგომა ამოიცნოს და ამიტომ სხვადასხვა ფერის ქუდები დაიხუროს). ეწყობა დებრიფინგი და მონაწილეები აზიარებენ ემოციებსა და მიგნებებს.

შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

დანართები

- როგორ წარიმართა ჯგუფში მუშაობის პროცესი? - რა იყო გუნდის სტრატეგია? - რომელი/როგორი სტრატეგიით ხელმძღვანელობდით? - იყო გამოკვეთილი ლიდერი? - რამ შეგიწყოთ ხელი მუშაობის პროცესში? - რამ შეგიშალათ ხელი პროცესში? - რას შეცვლიდით, ახლა თავიდან რომ იწყებდეთ თამაშს? - გრძნობთ, რომ ამ შედეგის მიღებაში თქვენ წვლილი მიგიძღვით ( გაქვთ კმაყოფილების განცდა მიღებული შედეგის გამო?)? - აზროვნების რომელ ტიპს გამოყოფდით მოცემული სიმულაციის დროს, რომელი ფერის ქუდი ,,გეხურათ“? დანართი #4 - როლების ფურცლები

გამოყენებული ლიტერატურა

სავარჯიშო ,,დეტექტივი“ ქართულად ადაპტირებულია სსიპ ,,იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ“.

სესიის სახელი

4. მოლაპარაკებების წარმოება, თანამშრომლობა გუნდში

ხანგრძლივობა

90 წთ.

მოკლე აღწერა

სესიის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ გუნდში მუშაობისათვის მნიშვნელოვან კომპონენტს: თანამშრომლობას, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე საკითხს აერთიანებს: კონფლიქტურ სიტუაციაში ქმედება და კომუნიკაცია; გრძელვადიან თანამშრომლობაზე დაფუძნებული მოლაპარაკებების წარმოება; კომპრომისი.

სასწავლო ამოცანები

- გუნდში თანამშრომლობისა და მოლაპარაკებების წარმოებისათვის პრაქტიკული სტრატეგიების გაცნობა და ტექნიკების სწავლება; - გუნდში კონფლიქტის მართვის უნარ-ჩვევების გამომუშავება.

საჭირო რესურსები

- ქაღალდის სკოჩი - მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად დაბეჭდილი „მწარე ფორთოხლის“ 2 განსხვავებული ინსტრუქცია.

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

1. სესია იწყება მხიარული ენერჯაიზერით, რაც მონაწილეებს კონცენტრაციის მობილიზებაშიც ეხმარება. 2. ტრენერი ლოგიკურად აგრძელებს წინა სესიის თემას და საუბრობს გუნდური მუშაობის დროს თანამშრომლობის როლზე, კომუნიკაციის გამოწვევების გადასალახად კომპრომისის, მხარდაჭერისა და სწორი უკუკავშირის როლზე. 3. ტრენერი აუდიტორიის იატაკზე ჭიმავს თოკს (ან აწებებს ქაღალდის სკოჩს). შემდეგ ჯგუფს ჰყოფს ორ ნაწილად და სთხოვს მათ, რომ ერთი ჯგუფი თოკის ერთ მხარეს დადგეს, მეორე - მეორე მხარეს, ერთმანეთის პირისპირ ისე, რომ წყვილები შეიქმნას. შემდეგ აძლევს მათ ინსტრუქციას - „თქვენი მიზანია თქვენი მეწყვილე დაითანხმოთ და გადმოიყვანოთ იმ მხარეს, რომელზეც თქვენ იმყოფებით. შეგიძლიათ, რაც გინდათ, ის უთხრათ, როგორც გინდათ, ისე დაარწმუნოთ, ოღონდ ფიზიკურად შეხების უფლება არ გაქვთ.“ როგორც წესი, ერთმანეთში ვერ თანხმდებიან და ტრენერი შემდეგ აძლევს მითითებას, რომ შეუძლიათ უკვე ფიზიკურადაც იმოქმედონ მეწყვილეზე.“ მონაწილეები იწყებენ დავალების შესრულებას.

49


ეს სავარჯიშო ეფუძნება ერთ მარტივ ჭეშმარიტებას - წყვილებს შეუძლიათ, უბრალოდ, გაცვალონ ადგილები და ორივე მოგებული დარჩება, რადგან, ინსტრუქციის თანახმად, მათ მეწყვილე უნდა გადმოიყვანონ იმ მხარეს, რომელზეც დგანან, მაგრამ არსად არ თქმულა, რომ თავადაც უნდა დარჩნენ იმ მხარეს. ანუ, მონაწილეები ერთმანეთთან თანამშრომლობის ნაცვლად, ირჩევენ კონკურენციის სტრატეგიას და მიაჩნიათ, რომ მათი მოგება აუცილებლად სხვის წაგებას ნიშნავ., ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება ორივემ მოიგოს. ან ხდება ისეც, რომ ერთი მხარე მიმართავს კომპრომისს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ერთია მხოლოდ მოგებული. 4. 10 წუთის გასვლის შემდეგ ტრენერი თითოეულ წყვილთან აზუსტებს, რა შედეგამდე მივიდნენ, ყველა მონაწილეს შეუძლია დაუბრუნდეს თავის ადგილს და ტრენერი იწყებს აქტივობის დებრიფინგს/შეჯამებას. 5. მეორე აქტივობისთვის შესამზადებლად ტრენერი წინასწარ ამზადებ პროექტორზე თვითმფრინავ ბოინგის ფოტოს და ფრენის ხმას. 6. მონაწილეები სხდებიან 2 რიგზე, თითო რიგში სკამები წყვილებად არის დალაგებული, ისე როგორც თვითმფრინავის ბორტზე. ასე ყველა მონაწილეს ჰყავს მეწყვილე. მეწყვილეებს გასნხვავებული როლები აქვთ, როლის გასაცნობად ტრენერი მათ აწვდის სხვადასხვა ფერის ფურცლებზე დაბეჭდილ ინსტრუქციას და 5 წუთს დავალების გასაცნობად. 7. ამის შემდგომ მონაწილეები იწყებენ დიალოგს ინსტრუქციის მიხედვით (იხილეთ დანართი #5) 8. 15 წუთის შემდეგ ტრენერი ამოწმებს წყვილების შედეგებს და მიუთითებს, თუ ვინ წარმართა მოლაპარაკებები წარმატებულად. შესაბამისად, შედგა ეფექტიანი კომუნიკაცია და გრძელვადიან ურთიერთობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა (win to win პრინციპით). 9. სესიის ბოლოს ტრენერი თეორიულ მიმოხილვას აკეთებს მოლაპარაკებებისა და გუნდში წარმატებული თანამშრომლობის შესახებ. 10. აჯამებს მთლიან დღეს და მონაწილეებს აძლევს უკუკავშირის საშუალებას.

შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

- კმაყოფილი ხართ თქვენი თანამშრომლობით? რა იწვევს ამ კმაყოფილებას? - რა იყო თანამშრომლობისას თქვენი სტრატეგია? - რამ შეგიწყოთ ხელი პროცესში? - რამ შეგიშალათ ხელი პროცესში? - რას შეცვლიდით, ახლა თავიდან რომ იწყებდეთ თამაშს? - რა ფაქტორები გვეხმარება წარმატებული თანამშრომლობის მიღწევაში? - რატომ არის მნიშვნელოვანი ვიცოდეთ გუნდში მუშაობის ყველა დღეს განხილული უნარ-ჩვევა და ტექნიკა?

გამოყენებული ლიტერატურა

• აქტივობა ,,უხილავი ბარიერი“ ადაპტირებულია სსიპ ,,იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ“. • სავარჯიშო ,,მწარე ფორთოხლის“ მოცემული ვერსიის იდეა აღებულია პლატფორმიდან Negotiation and conflict resolution activities-WORKSMART, ადაპტირებულია წინამდებარე გუნდური მუშაობის მოდულის ავტორის მიერ, ქართულ ენაზე.

დანართები დანართი #1.

დანართი #2. აქტივობა ,,ბრმა პაემნის“ საორიენტაციო კითხვები: • სამი მნიშვნელოვანი რამ, რაც ჩემზე უნდა იცოდე... • ჩემი ყველაზე დიდი წარმატება... • ჩემთვის ყველაზე სანიმუშო და მისაბაძი პიროვნება...

50


• მე პროფესიონალი ვარ... (ყველაზე კარგად გამომდის... ) • გამოწვევა, რომელიც გადავლახე... • მე რომ მილიონერი ვიყო... • ამ სამყაროს შეცვლა რომ შემეძლოს, შევცვლიდი.... • ჩემი ცხოვრება 5 წლის შემდეგ... • ჩემი აზრით, შენი ძლიერი მხარე არის...

დანართი #3. აქტივობა ,,ნაბიჯი წინ“ როლური ბარათები

თქვენ ხართ უმუშევარი მარტოხელა ახალგაზრდა დედა.

თქვენ ხართ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და დაფინანსებას გაძლევთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და ფონდები.

თქვენ ხართ ბანკის მენეჯერის ქალიშვილი.

თქვენს ოჯახს აქვს წარმატებული ბიზნესი, რომელშიც თქვენც ხართ ჩართული.

თქვენ ხართ სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, თქვენი შემოსავალი არის მხოლოდ სოც. დახმარება და სოფლის მცირე მეურნეობა, არ გაქვთ ინტერნეტი.

თქვენ ხართ ამერიკელი ელჩის ქალიშვილი და ცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც მამათქვენია წარგზავნილი.

თქვენ ხართ არმიის ჯარისკაცი, რომელიც იხდის სავალდებულო სამხედრო სამსახურს, სკოლის დამთავრების შემდეგ მოგიწიათ სავალდებულო სამსახურში წასვლა.

თქვენ ხართ წარმატებული არასამთავრობო ორგანიზაციის ახალგაზრდული კლუბის წევრი.

თქვენ ხართ ახალგაზრდა შშმ პირი, რომელსაც მხოლოდ ეტლით შეუძლია გადაადგილება და ცხოვრობთ სოფელში, სადაც ეტლს გადაადგილება უჭირს.

თქვენ ხართ წარმატებული სტუდენტი, სრული დაფინანსებით სწავლობთ და ასევე, გაქვთ სტიპენდია.

თქვენ ხართ 18 წლის მარტოხელა დედა, რომელსაც არ დაუმთავრებია სკოლა.

თქვენ ხართ ახალგაზრდა გოგო, რომელიც 14 წლის ასაკში გაათხოვეს და სკოლაში სიარული აგიკრძალეს. თქვენი ძირითადი საქმიანობა არის ოჯახის საქმეების გაკეთება. თქვენი ოჯახი ცხოვრობს სოფელში და შედგება 8 წევრისგან.

თქვენ ხართ დევნილი და ცხოვრობთ დევნილთა დასახლებაში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის დღეში მხოლოდ ორჯერ.

თქვენ მუშაობთ ორგანზიციაში როგორც მოხალისე, მაგრამ ორგანიზაცია საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა პროექტში.

თქვენ ხართ დასაქმებული ახალგაზრდა და გაქვთ მაღალი ანაზღაურება.

თქვენ ხართ აქტიური ახალგაზრდა, მუშაობთ ორ სამსახურში და ასევე, ხართ ახალგაზრდა ელჩი გაეროში

თქვენ ხართ წარმატებული ტრენერი, საერთაშიროსიო ორგანიზაციები გიკვეთავენ ტრენინგების ჩატარებას.

თქვენ ხართ 25 წლის ახალგაზრდა უმუშევარი და ფინანსურად ხართ ოჯახზე დამოკიდებული.

თქვენ ხართ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, ვერ საუბრობთ ქართულად კარგად, იცით მხოლოდ (აზერბაიჯანული ან სომხური)

თქვენ ხართ ახალგაზრდა ექსპერტი, რომელიც მუშაობს განათლების სამინისტროში

51


სიტუაციები და მოვლენები

წაიკითხეთ შემდეგი სიტუაციები ხმამაღლა. თითოეული სიტუაციის წაკითხვის შემდეგ მიეცით მონაწილეებს დრო, გადადგან ნაბიჯი წინ და მიმოიხედონ, რათა დააკვირდნენ, რამდენად შორს წავიდნენ სხვებთან შედარებით. • თქვენ არასოდეს დამდგარხართ რაიმე ფინანსური სირთულეების წინაშე; • თქვენ ხედავთ, რომ თქვენს მშობლიურ ენას, რელიგიას და კულტურას პატივს სცემენ იმ საზოგადოებაში, რომელშიც ცხოვრობთ; • თქვენ გაქვთ საშუალება, მონაწილეობა მიიღოთ კონკურსებსა და პროექტებში და განახორციელოთ თქვენი იდეები; • სხვები აზრს გეკითხებიან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით; • თქვენ იცით ვის მიმართოთ რჩევისა და დახმარებისათვის, თუ დაგჭირდათ; • თქვენ არასოდეს განგიცდიათ დისკრიმინაცია თქვენი წარმომავლობის გამო; • თქვენ გაქვთ ადეკვატური სოციალური და სამედიცინო დაცვა; • თქვენ შეგიძლიათ დასასვენებლად წასვლა წელიწადში ერთხელ; • თქვენ შეგიძლიათ მეგობრები სადილზე შინ მოიპატიჟოთ; • თქვენ საინტერესო ცხოვრება გაქვთ და კარგი მომავლის მოლოდინი; • თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა პროექტში; • თქვენ არ გაქვთ დასაქმების პრობლემა; • თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ საერთაშორისო სემინარში საზღვარგარეთ; • თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ კინოში ან თეატრში, სულ მცირე, კვირაში ერთხელ; • თქვენ იცნობთ ძალიან ბევრ აქტიურ ახალგაზრდას და მათთან კარგი ურთიერთობა გაქვთ; • თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ ახალი ტანსაცმელი, სულ მცირე, 3 თვეში ერთხელ; • თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია ტრენინგებსა და პროექტებზე, რომელიც თქვენთვის საინტერესოა; • თქვენ გრძნობთ, რომ თქვენი კომპეტენცია დაფასებულია და პატივს სცემენ იმ საზოგადოებაში, რომელშიც ცხოვრობთ; • თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ და ისარგებლოთ ინტერნეტით.

დანართი #4. აქტივობა ,,დეტექტივი“ - ფაქტები:

როდესაც აღმოაჩინეს ბატონი როსის გონებადაკარგული სხეული, მას თავზე ჰქონდა მძიმე ტრამვა, ხოლო ფეხზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა.

ღამის 12 საათზე ბატონმა ბერეტამ ესროლა უცნობ პირს, რომელიც მის სახლში შეღწევას ცდილობდა.

აღმოჩნდა, რომ ტყვია, რომელიც ბატონი როსის ფეხიდან ამოიღეს, ბატონ ბერეტას კუთვნილი პისტოლეტის იყო.

კარისკაცმა პოლიციას უთხრა, რომ მან ნახა ბატონი როსი პირველის თხუთმეტ წუთზე.

პისტოლეტში კიდევ ერთი ტყვია აკლდა.

ბლაგვ საგანზე აღმოაჩინეს ბატონი ლიბლინგის თითის ანაბეჭდი.

ფრაუ ტროსტის ეზოში იპოვეს მძიმე ბლაგვი საგანი. ამ საგანზე იყო ბატონი როსის სისხლი.

როდესაც კარისკაცმა ნახა ბატონი როსი, მას ხელში შავი ფერის ყუთისმაგვარი რამ ეჭირა და ოდნავ სდიოდა სისხლი, მაგრამ მძიმედ დაჭრილს არ ჰგავდა.

ბატონი როსი, ბატონი ბერეტას დავალებით, უამრავ საეჭვო რეპუტაციის სამუშაოს ასრულებდა.

ექპერტიზამ დაადგინა, რომ ბატონი როსი იმ დროისთვის უკვე ერთი საათის გონებადაკარგული იყო.

კარისკაცმა თქვა, რომ ბატონი როსის ცოლი და ბატონი ლიბლინგი სახლიდან ხშირად ერთად გამოდიოდნენ.

კარისკაცმა თორმეტის ნახევარზე დაინახა, როგორ შევიდა ბატონი როსის ცოლი ბატონი ლიბლინგის სახლში.

გონებადაკარგული ბატონი როსი ღამის ორის ნახევარზე იპოვეს.

გონებადაკარგული ბატონი როსი პარკში იპოვეს; მას თან არაფერი არ ჰქონია.

52


0 საათსა და 25 წუთზე კარისკაცმა დაინახა, როგორ შევიდა ბატონი როსი ბატონი ლიბლინგის სახლში.

გონზე მოსვლის შემდგომ აღმოჩნდა, რომ ბატონ როსს ტრავმისა და შიშის ნიადაგზე მეხსიერება სრულად ჰქონდა დაკარგული.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ თავდასხმის შემდეგ სხეული სხვაგან გადაიტანეს.

0 საათსა და 30 წუთზე კარისკაცმა დაამთავრა მორიგეობა.

ფრაუ ტროსტმა ღამე, თორმეტს რომ თხუთმეტი წუთი აკლდა, დაინახა. როგორ შევიდა ბატონი როსი ბატონი ბერეტას სახლში.

როდესაც პოლიციამ მოინდომა ბატონი ბერეტას დაკითხვა, აღმოჩნდა, რომ ის უკვალოდ გაქრა.

თავდასხმის შემდეგ გაქრა ბატონი როსის ცოლი.

პოლიცამ ვერ იპოვა ბატონი ლიბლინგი.

ფრაუ ტროსტი ხშირად აკვირდებოდა ბატონ როსს, რადგან ძალიან ცნობისმოყვარე იყო.

კარისკაცმა თქვა, რომ როდესაც მან დაამთავრა მორიგეობა, ფრაუ ტროსტი ბატონი ბერეტას სახლის ჰოლში იმყოფებოდა.

ფრაუ ტროსტმა თქვა, რომ 1225საათსა და 1245 საათს შორის ბატონი როსის სახლი არავის დაუტოვებია.

ბატონი ბერეტა ბატონ როსს მოკვლით ემუქრებოდა.

ბატონი როსის სისხლის კვალი აღმოჩნდა ბატონი ლიბლინგის მანქანაში.

ბატონი როსის სისხლის კვალი აღმოჩნდა ბატონი ბერეტას სახლის დერეფანში.

ისტორია: ბატონმა ბერეტამ გაწეული საიდუმლო საქმისათვის ბატონ როსს შავი ყუთი გადასცა, შემდგომ კი თავიდან მოსაცილებლად ესროლა და ფეხში დაჭრა. ამის შემდეგ ბატონი როსი წავიდა ბატონი ლიბლინგის ბინაში. ლიბლინგი, შავი ყუთის მითვისების მიზნით, პირველის ნახევარზე ბატონ როსს დაესხა თავს მძიმე ბლაგვი საგნით, რის გამოც ბატონმა როსმა დაკარგა გონება და მეხსიერება. ბატონი ლიბლინგი იყო როსის ცოლის საყვარელი.

დანართი #5: ,,მწარე ფორთოხალი“

მწარე ფორთოხალი (როლი #1) ლუმბიის სოფელ ტუპენენდოში მოდის მწარე ფორთოხლის მოსავალი დიდი რაოდენობით, ფერმის მფლობელი ერთი უხასიათო კაცია, სახელად ხოსე მანუელ საპატერო. მწარე ფორთოხალი ციტრუსის უნიკალური ჯიშია და ლათინური ამერიკის ამ პატარა სოფლის გარდა სხვაგან არსად მოდის. თქვენ წარმოადგენთ უმსხვილეს ფარმაცევტულ კომპანია ,,ერზ-ფარმას“ (არსებობს 1965 წლიდან), რომელმაც დაიწყო სპეციალური წამლის დამზადება მწარე ფორთოხლის ქერქისგან. წამალი განკუთვნილია ორსულებისათვის და სრულად იცავს ნაყოფს მუცლად ყოფნის პერიოდში ნებისმიერი დაავადებისაგან (ვირუსები, ალერგია, ანომალიები, ადრეული მშობიარობა და ა.შ.). წამლის დასამზადებლად თქვენ გჭირდებათ მწარე ფორთოხლის სრული მოსავალი - 500 ტონა. თქვენი მაქსიმალური ბიუჯეტი არის 15 მილიონი აშშ დოლარი.15 მილიონი არის ის მაქსიმუმი, რასაც გადაიხდით, თუმცა თქვენი კომპანიის პროდუციის დირექტორი ჯოზეფ მენდესი, თქვენი უდიდესი მხარდამჭერი, ადამიანი, ვისაც უნდა უმადლოდეთ კარიერის შექმნას და მთელი გულით გსურთ მას საუკეთესო შედეგი აჩვენოთ და დაუმტკიცოთ, რომ თქვენში ინვესტირება ღირდა, თქვენგან მინიმალურ დანახარჯსა და მაქსიმალური მოგებას ელოდება. თათბირი ჩანიშნულია პარასკევს, სადაც თქვენი მოლაპარაკებების შედეგები უნდა გააცნოთ.

53


დავალება: დაარწმუნეთ ხოსე მანუელ საპატერო, რომ მოსავალი თქვენთვის მისაღებ ფასად მოგყიდოთ, ამაზე თქვენი კარიერული წინსვლაა დამოკიდებული.

მწარე ფორთოხალი (როლი #2) კოლუმბიის სოფელ ტუპენენდოში მოდის მწარე ფორთოხლის მოსავალი დიდი რაოდენობით, ფერმის მფლობელი ერთი უხასიათო კაცია, სახელად ხოსე მანუელ საპატერო. მწარე ფორთოხალი ციტრუსის უნიკალური ჯიშია და ლათინური ამერიკის ამ პატარა სოფლის გარდა სხვაგან არსად მოდის. თქვენ წარმოადგენთ უმსხვილეს სარეცხი და ჰიგიენური საშუალებების მწარმოებელ კომპანიას სახელწოდებით ,,ბიოპრო“ (არსებობს 2004 წლიდან). თქვენი კომპანია ძალიან დიდ მოგებას იღებს სპეციალური ჭურჭლის სარეცხი საშუალების დამზადება-გაყიდვით. აღნიშნული სარეცხი საშუალება მზადდება მწარე ფორთოხლის წვენისაგან. ჭრუჭლის სარეცხი საშუალება ხელმისაწვდომია ყველა სოციალური ფენის (მათ შორის მცირე შემოსავლის მქონე) მომხმარებლისთვის. არ იწვევს ალერგიას და განსაკუთრებით რეკომენდებულია ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვების ჭურჭლისა და მოხმარების ნივთების გასარეცხად. 100%-ით იცავს ბაქტერიებისაგან და არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს. ჭურჭლის სარეცხი საშუალების დასამზადებლად თქვენ გჭირდებათ მწარე ფორთოხლის სრული მოსავალი - 500 ტონა. თქვენი მაქსიმალური ბიუჯეტი არის 15 მილიონი აშშ დოლარი. 5 მილიონი არის ის მაქსიმუმი, რასაც გადაიხდით, თუმცა თქვენი კომპანიის პროდუციის დირექტორი ელისონ ფორტესი (ამბიციური, ძალიან მკაცრი და მომთხოვნი უფროსია) თქვენგან მინიმალურ დანახარჯსა და მაქსიმალური მოგებას ელოდება. თათბირი ჩანიშნულია პარასკევს, სადაც თქვენი მოლაპარაკებების შედეგები უნდა გააცნოთ. დავალება: დაარწმუნეთ ხოსე მანუელ საპატერო, რომ მოგყიდოთ თქვენთვის მისაღებ ფასად, ამაზე თქვენი კარიერული წინსვლაა დამოკიდებული.

54


მეწარმეობა ავტორი: თეონა დალაქიშვილი, დავით მირველაშვილი მნიშვნელოვანი ტერმინები: მეწარმეობა, კრეატიული აზროვნება, ჩემი მომავალი, მოტივაცია, ბიზნესმოდელი

შესავალი დღევანდელ სამყაროში მეწარმეობის კულტურა უფრო და უფრო პოპულარული ხდება ყველა სფეროში. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა განათლებას ფლობს ადამიანი, იქნება ეს ჰუმანიტარული თუ ტექნიკური მეცნიერებები, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება საბაზისო სამეწარმეო უნარების ფლობა. კრეატიული აზროვნება, იდეების გენერირება, ბიზნესაზროვნება, ეს ის კომპეტენციებია, რომელიც უკვე არა მომავლის, არამედ დღევანდელობის ყველაზე მოთხოვნად კატეგორიებში შედის. სწორედ ამიტომ, აღნიშნული მოდული მონაწილეს მისცემს შესაძლებლობას მარტივად გაითავისოს მეწარმეობის ძირითადი კომპეტენციები. მოდულის სასწავლო მიზნები და ამოცანები: აღნიშნული მოდულის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს მაქსიმალური ინფორმაცია მეწარმეობის კონცეფციისა და იმ მიდგომების შესახებ, რომელიც ტრენერს დაეხმარება ახალგაზრდებთან მუშაობაში, მათი იდეების პროდუქტად ქცევის მიზნით. ამ მიზნის მისაღწევად, მონაწილე ტრენერებთან ვიმუშავებთ შემდეგ თემატიკაზე: • პრობლემის იდენტიფიცირება; • კრეატიული აზროვნება; • იდეების გენერირება; • რესურსების იდენტიფიცირება და ანალიზი; • პროტოტიპირება; • ქრაუდფანდინგი. მოდულის სტრუქტურა მოდულის ხანგრძლივობაა 6-8 სამუშაო საათი. მასში შედის 4 სასწავლო სესია. თითოეული სესიის ხანგრძლიოვბაა 1.5-2 საათი. სესიების აუდიტორიასთან გამოყენება რეკომენდებულია ქრონოლოგიურად - პირველიდან ბოლო სესიის ჩათვლით. საგანმანათლებლო მიდგომები პროგრამა მოიცავს თანამედროვე მეთოდებს, რომელიც ტრენერებს/ახალგაზრდულ მუშაკებს დაეხმარება სწორად მიიღონ მეწარმეობის (entrepreneurship) კონცეფცია და შესაბამისად, სწორედ გაავრცელონ ეს ინფორმაცია რეგიონებში. პროგრამა ეფუძნება იმ ძირითად მიდგომებს, რომელსაც დღესდღეობით იყენებენ მეწარმეობის სწავლებისას. პროგრამის ძირითადი ლოგიკა მოიცავს არა მხოლოდ ზოგად ინფორმაციას მეწარმეობის შესახებ, არამედ ასევე მეთოდიკებს, რომელიც ტრენერს დაეხმარება მონაწილე მიიყვანოს იდეის ფორმირებიდან ხელშესახებ პროდუქტამდე. ტრენინგი ეფუძნება რამდენიმე ძირითად მეთოდიკას, რომელთა ადგილზე დატესტვის შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეებს, რათა შემდგომში შეძლონ ამ მეთოდების გამოყენება. ძირითადად გამოყენებული იქნება 2 მიდგომა, ესაა აზროვნების დიზაინი და ბიზნესმოდელ კანვასი. მოდულის თემატიკა სესიების მიხედვით: I სესია - რა არის მეწარმეობა? II სესია - აზროვნების დიზაინი; III სესია - ბიზნეს მოდელ კანვასი; IV სესია - ფონდების მოძიების კრეატიული გზები.

55


მოდულის სახელი

მეწარმეობა

სესიის სახელი

1. რა არის მეწარმეობა

ხანგრძლივობა

90 წუთი

მონაწილეთა რაოდენობა

15 -20 მონაწილე

მოკლე აღწერა

- მონაწილეები წარადგენენ საკუთარ თავს;; - მონაწილეები ეცნობიან ინფორმაციას მეწარმეობის რაობის შესახებ პეზენტაციის სახით.

სასწავლო ამოცანები

- მონაწილეებს სიღრმისეულად გააცნოს მეწარმეობის არსი

საჭირო რესურსები

- პროექტორი; - დაფა; - ფლიპჩარტი; - მარკეტი; - ფერადი სტიკერები.

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

დანართები

- ჯგუფური მუშაობა: მონაწილეები იყოფიან ჯგუფებად და ეძლევათ დავალება განიხილონ შემდეგი საკითხები: რა არის მეწარმეობა (3 მახასიათებელი) და რა არ არის მეწარმეობა (3 მახასიათებელი - 25 წუთი) - მონაწილეები აკეთებენ პრეზენტაციას (25 წუთი), რის შემდეგაც ისინი ეცნობიან ტრენერის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას (40 წუთი). - იხილეთ დანართი 1. დანართი 1: რა არის მეწარმეობა? რა არის სტარტაპი? რა არის ინოვაცია?

სესიის ადაპტაციის შესაძლებლობა (საჭიროების შემთხვევაში) გამოყენებული ლიტერატურა

Lean startup Eric Ries

სესიის სახელი

2. აზროვნების დიზაინი

ხანგრძლივობა

90-120 წუთი

მოკლე აღწერა

სესიის მიმდინარეობისას მონაწილეები იღებენ დავალებებს შესაბამისი ეტაპების მიხედვით და პასუხობენ მოცემულ შეკითხვებს.

სასწავლო ამოცანები

- პრობლემაზე დაფუძნებული აზროვნების ხელშეწყობა; - კრეატიული აზროვნების ხელშეწყობა; - იდეების გენერირება.

საჭირო რესურსები

მოდერაციის ბარათები კითხვებით, კალმები და ფურცლები, ფერადი სტიკერები მოკლე პრეზენტაციის შემდეგ მონაწილეები იყოფიან ჯგუფებად და იღებენ დავალებებს:

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

ემპათირების ეტაპი - უპასუხეთ შემდეგ კითხვებს, დრო 15 წუთი • რა არის ის, რაც გაკლია? • რა პრობლემა გაწუხებს (ჩამოწერეთ 10 პრობლემა, რომელიც გაწუხებს ყველაზე მეტად) ? • მოახდინეთ პრობლემების პრიორიტეტიზაცია. • რისი შეცვლა იქნებოდა უფრო მნიშვნელოვანი? • ვის აწუხებს ეს პრობლემა ყველაზე მეტად? • ვინ არის თქვენი საკვლევი ჯგუფი? პრობლემის განსაზღვრა - 15 წუთი: • ჩამოწერეთ, მინიმუმ, 10 შეკითხვა პრობლემის კვლევისთვის; • გამოკითხეთ, მინიმუმ, 10 ადამიანი და მოინიშნეთ ძირითადი პრობლემები; • რა გაიგეთ? რა იყო ახალი აღმოჩენა თქვენთვის? • გააზიარეთ რეალური ისტორიები, რომელიც მოისმინეთ გამოკითხვის პროცესში; • შეარჩიეთ მთავარი თემატიკა; • როგორია პრობლემის საბოლოო განსაზღვრება? იდეიზაცია 15 წუთი. • დაწერეთ, მინიმუმ, 10 იდეა; • აარჩიეთ, მინიმუმ, 3 ყველაზე რელევანტური იდეა; • თითოეული იდეისთვის განსაზღვრეთ: რამდენად რეალურია მისი განხორციელება? • თითოეული იდეისთვის განსაზღვრეთ: რა ღირებულებების მომტანია ეს იდეა? • თითოეული იდეისთვის განსაზღვრეთ: რა გამოწვევებს შეიძლება წააწყდეთ? • 60 წამი რომ გქონდეთ, როგორ აღწერით თქვენს იდეას? პროტოტიპირება - 15 წუთი. • რა გჭირდებათ პროტოტიპის შესაქმნელად?

56


• როგორ გამოიყურება თქვენი იდეა ვიზუალურად? • რა უნდა ნახოს მომხმარებელმა, რომ აღიქვას პროტოტიპი? • რა ტიპის უკუკავშირი გესაჭიროებათ იდეის განვითარებისთვის? ტესტირება: 15 წუთი. • რა ტიპის უკუკავშირი იყო მნიშვნელოვანი? • რა შედეგი მოგიტანათ ექსპერიმენტმა? • რა უნდა შეინარჩუნოთ? • რა უნდა გაზარდოთ? • რა უნდა შეამციროთ? • რა გავლენა ექნება თქვენს იდეას თქვენს სამიზნე ჯგუფზე? • რა არის ძირითადი რაოდენობრივი შედეგები? პროდუქტები? • რა არის ძირითადი თვისებრივი შედეგები? • რა აქტივობებია საჭირო იდეის განსახორციელებლად? • რა არის თქვენი საჭიროებები? • გაგვიზიარეთ ისტორია, რატომ ეს იდეა? შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

ბოლო ეტაპზე მონაწილეებმა უნდა მოახდინონ პროტოტიპების წარდგენა და უკუკავშირის მიღება მონაწილეებისგან.

დანართები

დანართი 2: რა არის აზროვნების დიზაინი

სესიის ადაპტაციის შესაძლებლობა ხელმისაწვდომობის ელემენტები (საჭიროების შემთხვევაში)

სესია შესაძლოა გაგრძელდეს 1 დღეც კი, იმისდა მიხედვით, თუ მონაწილეებისაგან.

გამოყენებული ლიტერატურა

Design Thinking Toolkit, IDEO

სესიის სახელი

3. ბიზნესმოდელი

ხანგრძლივობა

90-120 წუთი

მოკლე აღწერა

მონაწილეები, პირველ რიგში, ეცნობიან მომხმარებელთა სეგმენტაციის მახასიათებლებს, რის შემდეგაც ისინი მუშაობენ ინოვაციურ ბიზნეს მოდელზე.

სასწავლო ამოცანები

- დაეხმაროს მონაწილეებს, გაიაზრონ მომხმარებელთა სეგმენტაციის მნიშვნელობა; - მისცეს მონაწილეებს ცოდნა ინოვაციური ბიზნესმოდელის შესახებ; - მონაწილეები პრაქტიკაში ქმნიან ბიზნესმოდელს.

საჭირო რესურსები

ფლიპჩარტები, მარკერები.

რა ხარისხის პროროტიპებს ელოდებით

პირველ ეტაპზე მონაწილეები ადგენენ მომხმარებლის პროფილს:

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

იმისთვის, რომ განისაზღვროს მომხმარებლის პროფილი, მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს: - რა სამუშაოები აქვთ მათ შესასრულებელი? ფუნქციური სამუშაოები (დავალებები); სოციალური სამუშაოები (მაგ.: ძალაუფლების/სტატუსის მიღება); პერსონალური/ემოციური სამუშაოები (მაგ.: იგრძნო თავი კარგად); მხარდამჭერი სამუშაოები (მაგ.: კომუნიკაცია). - რა ტკივილები აქვთ მომხმარებლებს? ნეგატიური ემოციები (იმედგაცრუება); არასასურველი ხარჯები და სიტუაციები (მაგ.: დრო, ფული, ცუდი შედეგი, შეცდომები ); რისკი (ტექნიკური, სოციალური, ფინანსური). - რა შეიძლება იყოს მომხმარებლის სარგებელი? მოთხოვნილი; მოსალოდნელი; სასურველი; მოულოდნელი. მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ მუშაობას ჩვენ მიერ შეთავაზებულ ღირებულებაზე: როგორ გამოიყურება ჩვენი ღირებულების რუკა? რა პროდუქტს, სერვისს ვთავაზობთ მომხმარებელს? ფიზიკური / ხელშესახები (მაგ.: წარმოებული პროდუქტი) არამატერიალური (მაგ.: საავტორო უფლება)

57


ციფრული (მაგ.: გადმოწერები, ონლაინრეკომენდაციები) ფინანსური (მაგ.: საინვესტიციო ფონდი, ფინანსური სერვისი) - როგორ ამცირებს ან აქრობს ჩვენ მიერ შეთავაზებული ღირებულება მომხმარებელთა ტკივილებს? - როგორ ქმნის ჩვენი პროდუქტი მომხმარებლისთვის სარგებელს? საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელთა სეგმენტის საჭიროებები ემთხვეოდეს ჩვენ მიერ შეთავაზებული ღირებულების მახასიათებლებს. სწორედ ასეთი თავსებადობის შემთხვევაში შეგვიძლია დავიწყოთ მუშაობა კანვასზე. ძალიან ხშირად, ღირებულების რუკის განსაზღვრა გვეხმარება ახალი პროდუქტების, მახასიათებლების ან სრულიად ახალი იდეების მოფიქრებაში, ამიტომ ამ ნაწილზე მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. პროფილის შესაქმნელად ჯგუფებს აქვთ 20 წუთი, რის შემდეგაც ისინი წარადგენენ პროფილებს და ეცნობიან ბიზნესმოდელ კანვასს. პრეზენტაციის შემდეგ ჯგუფები განაგრძობენ მუშაობას. მას შემდეგ, რაც მათ უკვე შექმნეს პროფილი, ისინი მუშაობენ მიწოდების არხებსა და მომხმარებელთან ურთიერთობაზე. ამისთვის მნიშვნელოვანია განიხილონ: სად ხდება პროდუქტის გაყიდვა? • გაყიდვა მაღაზიაში; • კონკრეტულ ქსელებში; • მიწოდება სახლში; • ონლაინმაღაზია. როგორ ვაყალიბებთ მომხმარებელთან კომუნიკაციას? რატომ ბრუნდებიან ისინი ჩვენთან? • პერსონალური მომსახურება; • ექსკლუზიური პერსონალური მომსახურება; • თვითმომსახურება; • ავტომატიზებული; • ფორუმი; • ერთად მუშაობა. ამ დავალებას ეთმობა 15 წუთი შემდგომი კითხვები უკვე ეხება ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ამ დავალებას ეთმობა 20 წუთი: - რა აქტივობებს ვახორციელებთ პროდუქტის შესაქმნელად? - რა რესურსები გვესაჭიროება? - ვინ არიან ჩვენი პარტნიორები? - როგორია ჩვენი ხარჯები? - საიდან გვაქვს შემოსავლები? შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

სესიის ბოლოს მონაწილეები წარადგენენ საკუთარ ბიზნესმოდელს და იღებენ უკუკავშირს.

დანართები

დანართი #3

სესიის ადაპტაციის შესაძლებლობა ხელმისაწვდომობის ელემენტები (საჭიროების შემთხვევაში)

როგორც წინა სესიის შემთხვევაში, შესაძლებელია მონაწილეებმა ამ სესიას 1 სრული დღე დაუთმონ, ასევე შესაძლებელია თითოეულ ჯგუფს ჰყავდეს საკუთარი მოდერატორი.

გამოყენებული ლიტერატურა

strategyzer canvanizer

სესიის სახელი

4. ფინანსების მოძიების კრეატიული გზები

ხანგრძლივობა

90 წუთი

მოკლე აღწერა

სესიის დროს მონაწილეები ეცნობიან ხარჯების ტიპებს, ფასწარმოებას, ასევე, შემოსავლის მიღების ინოვაციურ და კრეატიულ გზებს.

სასწავლო ამოცანები

- მონაწილეები გაეცნონ ხარჯთა სახეებს; - მონაწილეები განსაზღვრავენ, რა ტიპის რესურსები ესაჭიროებათ იდეის განსახორციელებლად; - მონაწილეები სახავენ ფონდების მოძიების სტრატეგიას.

58


საჭირო რესურსები

მარკერები, ფურცლები. პრეზენტაცია: ხარჯთა სახეები. მონაწილეებს ეძლევათ დავალება განსაზღვრონ, რა ტიპის ხარჯები ესაჭიროებათ იდეის განსახორციელებლად, ამისთვის მათ აქვთ 15 წუთი. წარდგენის შემდეგ მონაწილეები ეცნობიან პრეზენტაციას ფონდების მოძიების შესახებ და იწყებენ ჯგუფურ მუშაობას. 15 წუთის განმავლობაში ისინი სახავენ საკუთარ სტრატეგიას, თუ როგორ უნდა მიიღონ შემოსავალი და მოიძიონ თანხა და რესურსები იდეის განხორციელებისათვის.

შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

- შეჯამებისას მონაწილეები წარადგენენ საკუთარ სტრატეგიას და იღებენ უკუკავშირს მონაწილეებისა და ფასილიტატორისგან.

დანართები

დანართი 4 - ფინანსების სახეები და მათი მოძიება

სესიის ადაპტაციის შესაძლებლობა (საჭიროების შემთხვევაში)

სესიაზე შესაძლოა მოხდეს საცდელი სახით საგრანტო განაცხადზე მუშაობა

გამოყენებული ლიტერატურა

დანართები დანართი #1 რა არის მეწარმეობა: მეწარმეობა არის მზაობა და სურვილი, დაიწყო საქმიანობა მოგების მიღების მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ მეწარმეს მოუწევს საკუთარი ცოდნისა და უნარების გამოყენება, რისკების დაძლევა და ინოვაციური პროდუქტის შექმნა. მეწარმეობა ფოკუსირებულია გლობალური პრობლემების მოგვარებასა და მასშტაბირებად პროდუქციაზე. მეწარმე - არის ადამიანი, რომელიც მზადაა გამოიყენოს საკუთარი ცოდნა და უნარები, შექმნას ინოვაციური პროდუქტი და მიიღოს მოგება. მეწარმეები არიან ინოვატორები და პიონერები თავიანთ სფეროში, არ უშინდებიან რისკებს და მზად არიან საკუთარი იდეის განხორციელების მეშვეობით მოაგვარონ გლობალური პრობლემები. მეწარმე არის ინოვატორი, ორიენტირებულია როგორც საკუთარი თავის, ასევე პროდუქტის და იდეის განვითარებაზე. მისთვის მნიშვნელოვანია სიახლეები და ინოვაცია, არ უშინდება რისკებს და მაქსიმალურად ცდილობს ჩართოს გუნდის წევრები პროდუქტის განვითარებაში. სტარტაპი - პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული ახალი წამოწყება, ბიზნესსაქმიანობაა, რომელიც ხასიათდება სწრაფი ზრდის ტემპით, ინოვაციური მიდგომებითა და მასშტაბირებადობის შესაძლებლობით. სტარტაპი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მახასიათებლებს: » ახალი კომპანია / გუნდი; » ინოვაციური პროდუქტი; » მასშტაბირებადი ბიზნესმოდელი; » სწრაფად ზრდის პოტენციალი. სტარტაპ ეკოსისტემა მნიშვნელოვანია მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს: • კვლევითი ინსტიტუტები; • IT კომპანიები; • ბანკები; • ინვესტორები; • სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები; • მენტორები; • სტარტაპ აქსელერატორები; • ბიზნესინკუბატორები; • მომხმარებლები. რა არის ინოვაცია: ინოვაცია გულისხმობს პროდუქტის ან პროცესის გაუმჯობესების პროცესს ახლებური მიდგომების გამოყენებით და მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით. ინოვაცია შესაძლოა მოიცავდეს სამ კომპონენტს: - ინოვაციური პროდუქტის/სერვისის შეთავაზება - ინოვაცია შექმნის პროცესში - ინოვაცია ბიზნესმოდელში.

59


დანართი #2 აზროვნების დიზაინი თანამედროვე მიდგომაა, რომელსაც მეწარმეები, ისევე როგორც ამ მიმართულებით მომუშავე საგანმანათლებლო ორგანიზაციები, აქტიურად იყენებენ, მისი ეფექტურობიდან გამომდინარე. აზროვნების დიზაინი 70-იან წლებში გაჩნდა და მოიაზრებს, რომ იდეაზე მუშაობა, პირველ რიგში, უნდა იწყებოდეს პრობლემის ანალიზით.

აზროვნების დიზაინი 5 ძირითად ეტაპს მოიცავს: შესწავლა/ემპათია: • გაიცანით მომხმარებელი; • გაიგეთ მათი საჭიროებები / სურვილები / პრობლემები; • ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს. რჩევა ტრენერებს: თითოეულ ეტაპზე, მონაწილეებს თეორიულად აუხსენით აზროვნების დიზაინის კითხვები და დავალებები და მიეცით მათ შესაძლებლობა, პრაქტიკაში გატესტონ თითოეული ეტაპი. მაგალითად, დაყავით მონაწილეები ჯგუფებად, რის შემდეგაც მათ უნდა დაიწყონ მუშაობა პრობლემების იდენტიფიცირებაზე. მას შემდეგ, რაც ისინი ჩამოყალიბდებიან მაქსიმუმ სამ პრობლემაზე, მიეცით მათ შესაძლებლობა მოამზადონ კითხვარი, და გამოიყენონ ის ან ჯგუფის დანარჩენ წევრებთან, ან თემში. ამის შემდეგ, ისინი იწყებენ პრობლემის ზუსტ განსაზღვრაზე მუშაობას.

განსაზღვრა: • გააანალიზეთ მომხმარებლის პრობლემები; • იპოვეთ მიზეზშედეგობრიობა; • განსაზღვრეთ ძირითადი საჭიროებები ხშირად, პრობლემის მიღმა არის კიდევ სხვა პრობლემა, რომლის მოგვარებაზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნა ბევრად უფრო ეფექტურია. მაგალითად, თუ მონაწილეები ამბობენ, რომ პრობლემა არის დასაქმება, პრობლემის ჩაშლა შესაძლებელია ბევრნაირად: - ახალგაზრდების დასაქმება; - საშუალო ასაკის მოსახლეობის დასაქმება; - სტუდენტური სამუშაოების არარსებობა; - სამუშაოს შესახებ არასრული ინფორმაცია; - გამოცდილების არარსებობა; - პრაქტიკული ცოდნის არარსებობა და ა. შ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გუნდი შეჯერდება ვიწრო პრობლემაზე, მათ შეუძლიათ დაიწყონ იდეებზე მუშაობა.

იდეიზაცია: • იფიქრეთ პრობლემების გადაჭრის გზებზე; • იფიქრეთ არსებული ჩარჩოების მიღმა; • განიხილეთ ყველა იდეა; • შეარჩიეთ საუკეთესო. ამ ეტაპზე მონაწილეები იწყებენ იდეის განხილვას, ისინი წერენ ყველა შესაძლო იდეას, პრობლემის მოსაგვარებლად. მონაწილეებს შეუძლიათ ფერად სტიკერებზე დაწერონ იდეები (ერთი იდეა ერთ სტიკერზე) და განიხილონ თითოეული, ასევე იფიქრონ მათ გაერთიანებაზე, საბოლოოდ უნდა შეჯერდნენ ერთ იდეაზე ან კომპლექსზე.

პროტოტიპირება: • გარდაქმენით ხედვა რეალობაში; • შექმენით პროდუქტის პირველადი ნიმუში; • სწრაფად / იაფად / მარტივად.

60


მონაწილეებს შეუძლიათ შექმნან რეალური პროტოტიპები საკუთარ იდეებზე: დახატონ, გამოძერწონ, დადგან თეატრალური დადგმა, და ა.შ. პროტოტიპი მაქსიმალურად უნდა ასახავდეს იდეას და გასაგებს ხდიდეს მას სხვებისთვის, რათა შესაძლებელი იყოს უკუკავშირის დამყარება.

ტესტირება: • აჩვენეთ პროტოტიპი მომხმარებელს; • მიიღეთ მომხმარებლის უკუკავშირი; • იყავით თვითკრიტიკული.

დანართი #3

ბიზნესმოდელი კანვასი თანამედროვე ბიზნესმოდელი აღარ ჰგავს მრავალგვერდიან ნაშრომს, და ის ერთგვერდიანი მარტივი კითხვარის სახით გვევლინება:

ღირებულების რუკა - რას გულისხმობს ჩვენი შეთავაზებული ღირებულება? ღირებულების რუკა ბიზნესმოდელ კანვასზე მუშაობის ერთ-ერთი წინარე საფეხურია, რომელიც გვეხმარება სწორად განვსაზღვროთ ჩვენი მომხმარებელი, შევაფასოთ მისი საჭიროებები და ამ საჭიროებებს შევუსაბამოთ ჩვენ მიერ შეთავაზებული ღირებულება. ღირებულების რუკა შეთავაზებულ ღირებულებასა და მომხმარებელთა სეგმენტს შორის მიზეზშედეგობრივ კავშირს გვამყარებინებს, შემდეგი ნაბიჯების დახმარებით: პირველ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, ვინ არიან ჩვენი მომხმარებლები?

61


სად არიან ისინი? - დემოგრაფიული ინფორმაცია მათ შესახებ; - ცხოვრებისეული მიდგომები; - საჭიროებები. მას შემდეგ, რაც განვსაზღვრავთ მომხმარებელთა სეგმენტ(ებ)ს და გადავწყვეტთ, რომელი სეგმენტია ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ვიწყებთ მუშაობას მომხმარებლის პროფილზე: ბიზნესმოდელის კანვა: ბიზნესმოდელის კანვა მოიცავს 9 აგურს/ელემენტს. ესენია: 1. შეთავაზებული ღირებულება; 2. მომხმარებელთა სეგმენტი; 3. მიწოდების არხები; 4. ურთიერთობა მომხმარებელთან; 5. აქტივობები; 6. საკვანძო რესურსები; 7. პარტნიორები; 8. ხარჯები; 9. შემოსავლები. 1. შეთავაზებული ღირებულება პროდუქტები და სერვისები, რომელიც განგასხვავებთ სხვა კომპანიებისგან და ქმნის ღირებულებას მომხმარებლისთვის. დამხმარე კითხვები: 1. ვისთვის? 2. რას აფასებენ ბაზარზე? 3. რომელი სერვისის ან პროდუქტის ნაკლებობაა? 4. რა ალტერნატივები არსებობს? 5. რაში მდგომარეობს თქვენი უნიკალურობა? ეს შეიძლება იყოს: • მახასიათებლები; • სიახლე; • დიზაინი; • კლიენტზე მორგება; • სტატუსი; • ფასი; • ხარჯების შემცირება; • რისკების შემცირება; • ხელმისაწვდომობა. ბიზნესმოდელ კანვასის მეორე ელემენტია მომხმარებელთა სეგმენტი: 2. ვინ არის თქვენი მომხმარებელი? მნიშვნელოვანია განსაზღვროთ, ვინ იქნება თქვენი პროდუქტის პირდაპირი მომხმარებელი: ვისთვის ქმნით პროდუქტს? 1. სად არიან ისინი? 2. დემოგრაფიული ინფორმაცია; 3. ცხოვრებისეული მიდგომები; ეს შესაძლოა იყოს: - მასიური ბაზარი; - ნიშა; - სეგმენტირებული ბაზარი. 3. მიწოდების არხები მიწოდების გზები, რომლის დრო, ხარჯები და ინსტრუმენტები აკმაყოფილებს კლიენტის საჭიროებებს. 4. ურთიერთობა მომხმარებელთან როგორ მოიძიებთ ახალ კლიენტებს და შეინარჩუნებთ ძველებს? 5/6/7/ინფრასტრუქტურა აღწერს როგორ და რისი დახმარებით, რისი გამოყენებით ქმნის კომპანია პროდუქტს: - პროცესები, რომელსაც აწარმოებს კომპანია პროდუქტის შესაქმნელად; - რესურსები, რომელიც აუცილებელია ამ პროცესებისთვის; - პარტნიორები - ის ვინც ხელს გვიწყობს პროდუქტის შექმნაში, პარტნიორობის ფორმები ძალიან განსხვავდება ერთმნეთისგან.

62


რესურსების ტიპები • ფიზიკური; • ინტელექტუალური; • ადამიანური; • ფინანსური. მოტივაცია თანამშრომლობისათვის პარტნიორებისათვის შესაძლოა იყოს: - ოპტიმიზაცია და ეკონომია. - რისკების და გაურკვევლობების შემცირება. - რესურსების მიღება.

დანართი #4 ფინანსურ ნაწილში ორი საკვანძო საკითხია: - ხარჯების სტრუქტურა – რა დანახარჯები და ინვესტიციებია საჭირო ძირითადი პროცესების განსახორციელებლად; - შემოსავლის წყროები – თანხის მიღების გზები: რას ვყიდით? შემოსავლების მაგალითებია: - აქტივების გაყიდვა; - გამოყენების საფასური; - ქირა; - რეკლამა.

იმისთვის, რომ ფორმაზე ონლაინრეჟიმში იმუშაოთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ვებგვერდი: https://canvanizer.com/

დანართი #5. ფინანსების სახეები და მოძიების გზები მიუხედავად იმისა, რამდენად დეტალურად არის გაწერილი ბიზნესხედვა, ფინანსური საკითხების გარეშე, ყველაფერი აზრს კარგავს. ხარჯებსა და შემოსავლებზე ადეკვატური ხედვის არსებობა კი ჩვენს საქმიანობას მაქსიმალურად აადვილებს. ბევრი ბიზნესწამოწყება კვდება საწყის ეტაპზე, რაც გამოწვეულია ხარჯებისადმი არასწორი დამოკიდებულებითა და მცდარი მოლოდინების შექმნით. დავიწყოთ ხარჯებით: აქ მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, რა გვჭირდება, თანხა თუ რესურსი? ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია იმ რესურსების მოძიება თანხის გარეშე, რომელიც სტარტისთვის არის აუცილებელი. თუმცა, როდესაც ხარჯებს ვეხებით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ არსებობს 4 ტიპის ხარჯი: - მუდმივი ხარჯი - ხარჯი, რომელიც მუდმივად გადასახდელია, მიუხედავად იმისა იზრდება თუ მცირდება პროდუქცია (ოფისის ქირა, მუდმივი თანამშრომლების ხელფასი); - ცვალებადი ხარჯი - ეს ხარჯი იცვლება იმისდა მიხედვით, იზრდება თუ არა პროდუქტის წარმოება (კონკრეტული პროექტის თანამშრომლების ხელფასი, მასალის ხარჯი); - პირდაპირი ხარჯი - ეს ის ხარჯია, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტილ პროდუქტთან (ტრანსპორტირების ხარჯი, დაქირავებული მომუშავის ხარჯი); - არაპირდაპირი ხარჯი - ეს ხარჯი არსებობს კომპანიაში, მაგრამ პირდაპირ არ არის მიბმული პროდუქტის წარმოებაზე (დენის გადასახადი, ოფისის ქირა). ბიუჯეტირება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რაც უფრო დეტალურად გაქვთ გაწერილი ხარჯები, მით უფრო ნაკლები რისკის და პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით. იმისთვის, რომ სწორად შეაფასოთ თქვენი ხარჯები, გირჩევთ პასუხი გასცეთ რამდენიმე შეკითხვას: » რა ხარჯები გაქვთ თქვენი ბიზენსმოდელიდან გამომდინარე? » რომელ რესურსებზე იხარჯება ძირითადი თანხა? » რომელი აქტივობები ზრდის ყველაზე მეტად თქვენს ხარჯებს? » რამდენად აუცილებელია ეს რესურსი/აქტივობა თქვენ მიერ შექმნილი ღირებულების შესაქმნელად? ამ კითხვებზე პასუხი და ანალიზი დაგეხმარებათ განსაზღვროთ, რომელიმე აქტივობა, ხომ არ არის ნაკლებად მნიშვნელოვანი თქვენი პროდუქტის შექმნისთვის, და ამავე დროს ხომ არ მიაქვს დიდი თანხა. ასეთი რისკის თავიდან არიდება თქვენს გეგმას უფრო რეალისტურს გახდის თქვენთვისაც და ინვესტორისთვისაც. ხარჯების დათვლის რამდენიმე მეთოდი არსებობს: Top Down: გაქვთ მრგვალი თანხა, და ამ თანხიდან იწყებთ ბიუჯეტის შედგენას და ხარჯების გაწერას დეტალურად; Bottom Up: წერთ, რა ხარჯები ექნება თქვენს სტარტაპს და ადიხართ კონკრეტულ თანხაზე, რომელიც წინასწარ არ იყო განსაზღვრული ან შეზღუდული; Three point Estimation: ყველაზე მაღალ შესაძლო ფასს და ყველაზე დაბალ შესაძლო ფასს შორის საშუალოს პოვნა;

63


ძველი გამოცდილება/ისტორია: ძველი ბიუჯეტის გამოყენება, ორგანიზაციის ხარჯების ისტორიის გამოყენება; ტენდერი/ბაზრის კვლევა. მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ნათელია, თუ რა ხარჯები გვაქვს, მნიშვნელოვანია დავიწყოთ ფიქრი შემოსავლებზე: - ვინ შეიძლება ჩადოს ინვესტიცია? - რა შეიძლება მივიღოთ ჩვენი პარტნიორებისგან? და რაც მთავარია: - რა პროდუქტს ვყიდით? გარდა გაყიდვებისა და ინვესტორებისგან მიღებული შემოსავლისა, მნიშვნელოვანია სწორედ ის რესურსები, რომელიც შესაძლოა თანხის გარეშე მოვიძიოთ. ხშირად სტარტაპები სწორედ ამ დიდ შეცდომას უშვებენ: ელოდებიან დიდ თანხას ან ინვესტიციას, ნაცვლად თანხის გარეშე რესურსების მოძიებისა. დაფიქრდით: • რაზე შეგიძლიათ თანხის დაზოგვა? • ვის შეუძლია თქვენი მხარდაჭერა? • რისი მიღება შეგიძლიათ ფულის გარეშე? • რომელი ხარჯების ჩანაცვლება არის შეუძლებელი? მას შემდეგ, რაც განსაზღვრავთ რესურსებს, ყოველთვის ეცადეთ იფიქროთ ისეთ პარტნიორებზე, რომლებიც ამ რესურსებს უსასყიდლოდ მოგაწვდიან. ეს შეიძლება იყოს კომპანია, რომელიც დაგითმობთ სივრცეს, გაგიწევთ კონსულტაციას მარკეტინგული კამპანიის სწორად დაგეგმვაში, ან თქვენი მეგობარი, რომელიც მოხალისეობრივად შეასრულებს ბუღალტრის საქმიანობას. ყოველთვის ეცადეთ მოითხოვოთ რესურსი, და არა ფული! და გახსოვდეთ! ძალიან მნიშვნელოვანია შემოსავლების დივერსიფიკაცია, ბევრად უფრო რეალურია, რომ 1000-მა კაცმა მოგცეთ 1 ლარი, ვიდრე ერთმა 1000. ინვესტირების ტიპოლოგია: - ბანკები; - angel ინვესტორები - ეხმარებიან სტარტაპებს საწყის ეტაპზე თანხის მიცემით, რომელსაც იბრუნებენ სესხის სახით ან თანამონაწილეობის სახით. Venture capitalists - ფირმები, რომლებიც მზად არიან დააფინანსონ საწყის ეტაპზე მყოფი მცირე კომპანიები, სტარტაპები, რომელთაც აქვთ ზრდის მაღალი პოტენციალი.

64


პრობლემის გადაჭრა ავტორი: ნატო ანთია მნიშვნელოვანი ტერმინები:შემოქმედებითობა, ეფექტური გადაწყვეტილებები, პრობლემის გადაჭრა, რესურსების მართვა „ჩვენ ვერ გადავწყვეტთ პრობლემას იმავე აზროვნებით, რითაც შევქმენით ის“. ალბერტ აინშტაინი

შესავალი პრობლემის გადაჭრა ყოველდღიური ცხოვრების ძირითადი ნაწილია. ჩვენ გამუდმებით ვაწყდებით პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტაც გვიხდება: როგორ მოვახერხოთ სამუშაოსა და მოვალეობების შესრულება დროის განსაზღვრულ პერიოდში, როგორ მივაღწიოთ წარმატებას გასაუბრებაზე, როგორ გადავწყვიტოთ კონფლიქტური ურთიერთობა მეგობართან, ოჯახის წევრებთან და სხვა. ისეთი უნარები, როგორიცაა პრობლემის გადაწყვეტა, კრიტიკული აზროვნება, თანამშრომლობის უნარი, შემოქმედებითობა, გამოთვლითი აზროვნება, თვითრეგულირება დღეს იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ჩვენს სწრაფად ცვლად საზოგადოებაში. ეს არის ინსტრუმენტები, რათა რეალურ დროში შეძლო ცოდნის გამოყენება პრქატიკაში, ახალი იდეების, ახალი თეორიების, ახალი პროდუქტებისა და ახალი ცოდნის გენერირების მიზნით. პრობლემის გადაჭრის უნარი საფუძვლად უდევს მთელ რიგ კომპეტენციებს, მათ შორის მეწარმეობის კომპეტენციას, რომელსაც განსაკუთებული მნიშვნელობა აქვს ახალგარზდების დასაქმებისუნარიანობის ზრდის თვალსაზრისით. ყველა ძირითადი კომპეტენცია თანაბრად მნიშვნელოვანია; თითოეული მათგანი ხელს უწყობს საზოგადოებაში წარმატებულ ცხოვრებას. ამ კომპეტენციების განსხვავებული კომბინაციები შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა კონტექსტში. ისინი კვეთენ ერთმანეთს და გადაჯაჭვული არიან; ერთი კომპეტენციის აუცილებელი ასპექტები ხელს უწყობს სხვა კომპეტენციას. კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაწყვეტის, გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარ-ჩვევების, ანალიტიკური უნარების, შემოქმედების და ინტერკულტურული უნარ-ჩვევების ჩათვლით.1 მოდულის სასწავლო ამოცანები: მოდულში თავმოყრილი აქტივობები ორიენტირებულია, ახალგაზრდებს დაეხმაროს შემდეგი მიმართულებებით განვითარებაში: » მხარი დაუჭიროს ახალგაზრდებს განივითარონ პრობლემის იდენტიფიცირებისა და პრობლემის მთავარი მიზეზის სწორად განსაზღვრის უნარი. » დაეხმაროს ახალგაზრდებს განივითარონ პრობლემის შემოქმედებითად გადაწყვეტის მიდგომა და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი; » შესაძლებლობა მისცეს ახალგაზრდებს გააანალიზონ საკუთარი უნარ-ჩვებების და ცოდნის მოცულობა; მისცეს თავდაჯერება პრობლემის გადაჭრისა და ინიცირებისათვის. მოდულის სტრუქტურა მოდულის ხანგრძლივობაა 8 სამუშაო საათი. მასში შედის 5 სასწავლო სესია. თითოეული სესიის ხანგრძლიოვბაა 1.5-2 საათი. სესიების აუდიტორიასთან გამოყენება რეკომენდირებულია რიგითობით - პირველიდან, ბოლო სესიის ჩათვლით, თუმცა შესაძლებელია სესიების განცალკევებული გამოყენებაც. საგანმანათლებლო მიდგომები მოდული ეფუძნება არაფორმალური განათლების მიდგომებს - გამოცდილებით, თანამშრომლობით სწავლას და ღირებულებებზე ორიენტირებულ სწავლას. სესიებში გამოყენებულია არაფორმალური განათლების მეთოდოლოგია. კერძოდ, როლური და სიმულაციური აქტივობები, ინდივიდიუალური მუშაობა და რეფლექსია, მცირე ჯგუფებში მუშაობა და დისკუსია. მოდული განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, რომლებიც კარიერის განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფებიან და რომლებიც ნებაყოფლობით მონაწილეობენ სასწავლო პროცესში. მოდულში გამოყენებული მიდგომები მაქსიმალურად მოქნილია, რათა საჭიროების შემთხვევაში ადაპტირდეს განსხვავებული ხელმისაწვდომობის საჭიროებების ჯგუფებისთვის. 1

ევროკავშრის რეკომენდაცია სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციებთან დაკავშირებით 2018,https://eurlex.europa.eu/legalcontent/EN/TXT/PDF/?uri=CELEX:32018H0604(01)&rid=7

65


მოდულის თემატიკა სესიების მიხედვით: I სესია - პრობლემის იდენტიფიცირება; II სესია - პრობლემის გადაჭრა, შემოქმედებითი აზროვნება; III სესია - გადაწყვეტილების მიღება; IV სესია - ფულის და რესურსების მართვა; V სესია - ინიციატივა და თავდაჯერებულობა.

მოდულის სახელი

მპრობლემის გადაწყვეტა

სესიის სახელი

1. პრობლემის იდენტიფიკაცია

მონაწილეთა რაოდენობა

10-20

ხანგრძლივობა

90 წუთი

მოკლე აღწერა

სესია ითვალისწინებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ მუშაობას, რომლის მიზანიცაა, მონაწილეებმა გაიაზრონ პრობლემის იდენტიფიცირების პროცესი და პრობლემის მიზეზის განსაზღვრის ტექნიკა.

სასწავლო ამოცანები

მონაწილეებმა განივითარონ პრობლემის იდენტიფიცირებისა და პრობლემის მთავარი მიზეზის სწორად განსაზღვრის უნარი.

საჭირო რესურსები

ფლიპჩარტის ქაღალდი, მარკერები, წებოვანი ლენტი, ფურცლები, კალმები

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

1. მონაწილეები დაყავით 3-4-წევრიან ჯგუფებად და მიეცით 15 წუთი, რათა დაფიქრდნენ პრობლემებზე, რომელიც მათ აქვთ ან არსებობს მათ ირგვლივ. მკაფიოდ აუხსენით, რომ პრობლემა უნდა იყოს კონკრეტული და არა აბსტრაქტული. 2. შემდეგ სთხოვეთ ჯგუფებს, ფურცელზე დაწერონ ერთი პრობლემა ან გამოწვევა, რომლის იდენტიფიცირებაც მოახდინეს. დაწმუნდით, რომ თითოეულმა ჯგუფმა სწორად მოახდინა პრობლემის ფორმულირება. შეგიძლიათ სთხოვოთ, არჩეული პრობლემა დიდ ჯგუფში წარადგინონ. 3. სთხოვეთ ჯგუფებს დახატონ ხე. რომელსაც აქვს ფესვები, ფოთლები და ღერო. აუხსენით, რომ პრობლემა არის ხის ღერო (ძირითადი ნაწილი), ხოლო ფოთლები არის ის შედეგები, რასაც პრობლემის არსებობა იწვევს, ხოლო ფესვები არის ის მიზეზები, რაც იწვევს პრობლემას. საილუსტრაციოდ შეგიძლიათ დახატოთ ხე ფლიპჩარტზე ან დაფაზე, რათა მონაწილეებმა სწორად აღიქვან დავალება. დაურიგეთ ჯგუფებს დიდი ფურცლები და მარკერები. 4. მიეცით ჯგუფებს 25 წუთი იმისათვის, რომ ააგონ საკუთარი პრობლემების ხე. 5. სთხოვეთ ჯგუფებს წარადგინონ ნამუშევრები. 6. მიეცით სხვა მონაწილეებს შეკითხვების დასმის შესაძლებლობა. 1. როგორ მოგეწონათ სავარჯიშო? 2. ძნელი იყო თუ არა პრობლემის იდენტიფიკაცია და შემდგომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის განსაზღვრა? 3. რა იყო ახალი თქვენთვის? რა ისწავლეთ? 4.გამოგადგებათ თუ არა ეს ტექნიკა საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიკაციის პროცესში? დამატებითი ინფორმაცია ფასილიტატორისათვის: პრობლემის ხის პარალელურად, შეგიძლიათ მონაწილეებს მიაწოდოთ ინფორმაცია სხვა ტექნიკის შესახებაც, რომელსაც „5 რატომ“ ეწოდება. თუ საკმარისი დრო გაქვთ, შეგიძლიათ კონკრეტულ მაგალითზე აჩვენოთ ამ ტექნიკის გამოყენებაც.

დანართები

„5 რატომ“ არის მარტივი ინსტრუმენტი, რომელიც ყოველგვარი რთული სტატისტიკური ანალიზის გარეშე განსაზღვრავს პრობლემის გამომწვევ ფაქტორებს და მათ შორის დამოკიდებულებას. მისი გამოყენება სასარგებლოა მაშინ, როცა პრობლემა ადამიანებს, ურთიერთობებს ან ბიზნესსაქმიანობას ეხება. „5 რატომ“ ეფექტურია მცირე ან საშუალო სირთულის პრობლემის ანალიზისას, ხოლო კომპლექსური პრობლემის კვლევა უფრო დეტალებზე ორიენტირებულ მიდგომას მოითხოვს. ამ ტექნიკაში უმნიშვნელოვანესია კითხვის სწორად დასმა, თუ სწორ კითხვას არ დასვამთ, ვერ მიიღებთ სწორ პასუხს. სწორად დასმული შეკითხვა კი ხშირად თვითონ გვკარნახობს გამოსავალს. „5 რატომ“ იკვლევს მიზეზშედეგობრივ დამოკიდებულებას პრობლემის ანალიზში. იგი იყენებს „რატომ?“ კითხვის განმეორებითი დასმის ტექნიკას. თითოეული პასუხი ქმნის შემდეგი კითხვის ფორმირების საფუძველს. კითხვა-პასუხის ამ ჯაჭვს მივყავართ პრობლემის მთავარი მიზეზის განსაზღვრამდე და გვეხმარება მის მოგვარებაში. შეგვიძლია გამოვიყენოთ ექვსი, შვიდი ან უფრო მეტი „რატომ“, თუმცა უმეტესად „5 რატომ“ სრულიად საკმარისია პრობლემის მთავარი მიზეზის გამოსავლენად. პრობლემის გადაჭრის მთლიანი ციკლი შემდეგნაირად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ: პრობლემის გადაჭრა იწყება პრობლემის გაგებით, რადგან, ბუნებრივია, ამის გარეშე შეუძლებელია პრობლემის მოგვარება. ეს პროცესი მოითხოვს არა მხოლოდ იმის ცოდნას, თუ რა პასუხი უნდა იპოვო, არამედ გარკვეული ინფორმაციის მოპოვებას/დალაგებას ამ პასუხის მოსაძებნად. პრობლემის გადაჭრა არის რთული მოქმედება, რომელიც სააზროვნო უნარ-ჩვევებთან ერთად გულისხმობს პიროვნების ემოციურ მომზადებას, ნებისყოფას, კომუნიკაციის უნარს და ა.შ. პრობლემის გადაჭრა გულისხმობს გარკვეული პრობლემის ამოსახსნელი პირობების, ხერხების ან დამხმარე საშუალებების მოფიქრებას. პრობლემის გადასაჭრელად ადამიანები იყენებენ სხვადასხვა სტრატეგიას. ყველაზე მარტივი სტრატეგიაა ცდისა და შეცდომის მეთოდი, როდესაც ადამიანი გამოცდის პრობლემის გადასაჭრელ მრავალ გზას, სანამ სწორს არ მიაგნებს. სხვა სტრატეგიებია პრობლემის კრიტიკული და შემოქმედებითი გადაჭრა.

66


სესიის ადაპტაციის შესაძლებლობა ხელმისაწვდომობის ელემენტები (საჭიროების შემთხვევაში)

ეს სესია შეგიძლიათ ჯგუფური სავარჯიშოს ნაცვლად გამოიყენოთ ინდივიდუალური დავალების სახით. თუ მონაწილეებს ხატვა უჭირთ, წინასწარ მოამზადეთ დასარიგებელი მასალა, რომელზეც დახატულია ხე.

გამოყენებული ლიტერატურა

Mindtools.org; business.org.ge

სესიის სახელი

2. პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრა

ხანგრძლივობა

90 წუთი

მოკლე აღწერა

სესია ითვალისწინებს ჯგუფურ თამაშს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გააანალიზებენ პრობლემის გადასაჭრელად სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობას, განივითარებენ შეზღუდული რესურსების პირობებში შემოქმედებითი გადაწყვეტილების მიღების უნარს.

სასწავლო ამოცანები

- მონაწილეებს გააცნოს გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების მნიშვნელობა და დაეხმაროს გადაწყვეტილებაუნარიანობის გაზრდაში; მხარი დაუჭიროს მონაწილეებს: - გააანალიზონ გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიუღებლობის უარყოფითი მხარეები; - განივითარონ შემოქმედებითი გადაწყვეტილების მიღების უნარი; - გაიაზრონ გადაწყვეტილების მიღების უნარის მნიშვნელობა პრობლემის გადაჭრის ფარგლებში.

საჭირო რესურსები

ერთი შეკვრა კვერცხი; „სამშენებლო მასალები“: გაზეთები, მუყაოს ყუთები, წებოვანი ლენტი, საწრუპები, საკანცელარიო რეზინის შესაკრავები, ძაფი, მეორადი პლასტმასის ბოთლები; პოლიეთლენის დიდი ზომის პარკები იატაკზე დასაფენად, ქაღალდის ხელსახოცები.

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

დასაწყისში მონაწილეებს აუხსენით, რომ სესიის განმავლობაში მათ ექნებათ დავალება, რომელიც გუნდურად უნდა შეასრულონ. დაყავით მონაწილეები 3-4-წევრიან ჯგუფებად და დარწმუნდით, რომ გუნდებმა სწორად გაიგეს ინსტრუქციები (დაუთმეთ ამ ნაწილს 5-10 წუთი). 1. თითოეულ ჯგუფს გადაეცით 1 კვერცხი და აარჩევინეთ 4 ნივთი „სამშენებლო მასალებიდან“. 2. მიეცით გუნდებს 20 წუთი იმისათვის, რომ ააშენონ კვერცხის გადასატანი ისეთი კონსტრუქცია, რომელიც დაიცავს მას გატეხისა და დაზიანებისაგან. კვერცხი უნდა მოთავსდეს კონსტრუქციის შიგნით. 3. 20 წუთის გასვლის შემდეგ უთხარით მონაწილეებს, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, მომდევნო 5 წუთის განმავლობაში აიღონ დამატებითი მასალა სხვა ჯგუფებისგან, მაგრამ ნებადართულია მხოლოდ მასალის გაცვლა. 4. 25 წუთის შემდეგ დაასრულეთ კონსტრუქციების მშენებლობის ეტაპი და თითოეულ ჯგუფს მიეცით შესაძლებლობა, წარადგინონ თავიანთი ნამუშევარი (დაუთმეთ ამ ნაწილს 5-10 წუთი). 5. წარდგენების შემდეგ რიგრიგობით ჩამოაგდეთ ჯგუფების მიერ აშენებული კონსტრუქციები შემაღლებული ადგილიდან, იმაში დასარწმუნებლად, თუ რამდენად იცავს კონსტრუქცია კვერცხს გატეხისგან. თუ რამდენიმე კვერცხი გადარჩა, გაზარდეთ გადმოგდების სიმაღლე, სანამ მხოლოდ ერთი კონსტრუქცია არ გაიმარჯვებს (დაუთმეთ ამ ნაწილს 10 წუთი). ამ ნაწილის დასრულების შემდეგ შეკრიბეთ ჯგუფები შემაჯამებელი საუბრისათვის. შემაჯამებელი საუბრის შემდეგ მონაწილეებს შეგიძლიათ აუხსნათ გადაწყვეტილების მიღების საფეხურები და ეკრანზე აჩვენოთ გადაწყვეტილების მიღების ჩარტი (დანართი 1)

შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

დანართები გამოყენებული ლიტერატურა

1. როგორ მოგეწონათ თამაში? რთული იყო დავალების შესრულება? რატომ? 2. რა იყო თქვენი როლი მშენებლობის პროცესში? ვინ გასაზღვრა ეს როლი? 3. როგორ გადაწყვიტეთ ჯგუფში, როგორი უნდა ყოფილიყო თქვენი კონსტრუქცია? 4. რა დრო დაგჭირდათ გადაწყვეტილების მისაღებად? 5. გქონდათ თუ არა ყველა რესურსი, რომ თქვენი კონსტრუქცია მყარი გამოსულიყო? 6. რა პრობლემებს წააწყდით კონსტრუქციის აგების პროცესში? 7. ცვლიდით თუ არა კონსტრუქციის დიზაინს მშენებლობის პროცესში? 8. ჰკითხეთ ჯგუფებს, რას გააკეთებდნენ განსხვავებულად შემდგ ჯერზე, იგივე სამუშაო რომ ჰქონდეთ შესასრულებელი? 9. როგორ ფიქრობთ, რა გასწავლათ ამ თამაშმა გადაწყვატილებების მიღების შესახებ? 10. რა გარემოებები ახდენს გავლენას გადაწყვეტილების მიღების პროცესზე რეალურ ცხოვრებაში? 11. როგორ ფიქრობთ, რა დაგეხმარებათ სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში? დანართი #1. დამატებითი საინფორმაციო მასალა ფასილიტატორისათვს - გადაწყვეტილების მიღების ჩარტი. ადაპტირებულია წყაროდან: youthgroupgames.org არჩევანის თეორია, ნინო ჭიაბრიშვილი, 2014 (mastsavlebeli.ge)

67


სესიის სახელი

3. გადაწყვეტილების მიღება

ხანგრძლივობა

90 წუთი

მოკლე აღწერა

სესიის მიზანია მხარი დაუჭიროს მონაწილეებს გადაწყვეტილების მიღების უნარის გამომუშავებაში, რომელიც დაეხმარება მათ მიზნის მიღწევასა და პრობლემის გადაჭრაში.

სასწავლო ამოცანები

მონაწილეებმა გააანალიზონ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ძირითადი ეტაპები და რა ახდენს გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენას.

საჭირო რესურსები

ქაღალდის ცარიელი ბარათები; ფლომასტერები; საწერი კალმები; ფლიპჩარტის ქაღალდები, წებო. დანართი #2. - გადაწყვეტილების მიღების ცხრილი, თითო მონაწილეზე ერთი ეგზემპლაირი. 1. სთხოვეთ მონაწილეებს, წარმოიდგინონ, რომ ისინი ახალ კონტინენტზე გემით გასამგზავრებლად ემზადებიან. ამ კონტინენტზე ამჟამად არავინ ცხოვრობს, ასე რომ, ისინი კონტინენტზე ჩასული პირველი ადამიანები იქნებიან და ახალი ქვეყნის დაარსება მოუწევთ. 2. დაყავით მონაწილეები 4-5-წევრიან ჯგუფებად. დაურიგეთ მონაწილეებს 20 ცარიელი ბარათი და სთხოვეთ, რომ მათზე ის ნივთები დახატონ, რომლებიც დასჭირდებათ ან უნდათ, რომ თან ჰქონდეთ. ამ დავალების შესასრულებლად მიეცით 15 წუთი. 3. უთხარით მონაწილეებს, რომ გემი უკვე ზღვაში გადის; ასეთი შესავალი გააკეთეთ: თავიდან მოგზაურობა ძალზე სასიამოვნოა. მზე ანათებს და ზღვა მშვიდია. მაგრამ უცებ დიდი შტორმი იწყება და გემი რწევას იწყებს. უფრო სწორად, ჩაძირვას! იმისთვის, რომ გემი არ ჩაიძიროს, გემბანიდან სამი ბარათი უნდა გადააგდოთ.

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

სთხოვეთ თითოეულ ჯგუფს, მოიფიქროს და გადაწყიტოს, თუ რას შეელევა; აუხსენით, რომ ამ ნივთებს ვეღარ დაიბრუნებენ. შეაგროვეთ „ზღვაში გადაგდებული“ ბარათები და ერთად შეკარით. 4. გააგრძელეთ თხრობა:

ზღვა, როგორც იქნა, დამშვიდდა. ყველამ შვებით ამოისუნთქა, თუმცა ამინდის ბიურომ გამოაცხადა, რომ მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი ამოვარდა და გემისკენ მოემართება. თუ გინდათ, რომ ქარიშხალს გადაურჩეთ, კიდევ სამი ბარათი უნდა გადააგდოთ ზღვაში. გახსოვდეთ: არ გადააგდოთ ის, რაც შესაძლოა ახალ ქვეყანაში დაგჭირდეთ. ისევე, როგორც წინა ჯერზე, შეაგროვეთ ბარათები და ცალკე შეინახეთ. 5. გააგრძელეთ თხრობა:

ძლივს გადავრჩით! თითქმის მივადექით ახალ კონტინენტს. ყველა გახარებული და აღელვებულია. თუმცა, როგორც კი ჰორიზონტზე მიწა გამოჩნდა, გემს უზარმაზარი ვეშაპი დაეჯახა და მის გვერდზე ნაპრალი გაჩნდა, ასე რომ, გემი უფრო მჩატე უნდა გახდეს! კიდევ სამი ბარათის გადაგდება მოგიწევთ. შეაგროვეთ და ცალკე შეკარით ეს ბარათები. 6. გამოუცხადეთ მონაწილეებს, რომ მათ მშვიდობით მიაღწიეს ახალ კონტინენტს და მზად არიან ახალი ქვეყნის ასაშენებლად. სთხოვეთ თითოეულ ჯგუფს, დააწებონ დარჩენილი ბარათები ფურცელზე, რომ ყველას ახსოვდეს, თუ რა მიაქვთ ახალ კონტინენტზე. 7. სთხოვეთ თითოეულ ჯგუფს, ჩამოკიდონ თავიანთი ფურცელი ოთახში და ახსნან, რა მიაქვთ ახალ კონტინენტზე.

შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

შეაფასეთ ეს სავარჯიშო შემდეგი კითხვების დახმარებით: 1. რა მოგეწონათ ამ სავარჯიშოში? 2. როგორ გადაწყვიტეთ, რომ ამა თუ იმ ნივთის გარეშე გაძლებდით? რა იყო ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი? 3. იყო თუ არა რთული ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღება? რომლის? 4. იყო თუ არა ჯგუფში უთანხმოება იმასთან დაკავშირებით, თუ რა დაგეტოვებინათ და რა გადაგეგდოთ? როგორ მოაგვარეთ ეს უთანხმოება? 5. როგორ მიიღო თქვენმა ჯგუფმა გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა გადაეგდო? 6. გაგაკვირვათ საბოლოო შედეგმა? 7. მეორედ რომ მოგიხდეთ ამ სავარჯიშოს ჩატარება, სხვა ნივთებს გადააგდებდით? 8. როგორ ფიქრობთ, რა სახის გადაწყვეტილებებს ვიღებთ ყოველდღიურად? 9. რომელი გადაწყვეტილებებია მარტივი და რომელი რთული? 10. რა ახდენს ჩვენზე გავლენას გადაწყვეტილების მიღების პროცესში? 11. რა გავლენას ახდენს ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები (შედეგები) ჩვენს ცხოვრებაზე? 12. რა უნდა იყოს პირველი, მიზნის დასახვა თუ გადაწყვეტილების მიღება?

დანართები

სესიის დასრულებისას სასურველია მოანწილეები დაფიქრდნენ იმ რეალურ გადაწყვეტილებაზე, რისი მიღებაც ახლა სჭირდებათ, ან შესაძლოა მომავალში დასჭირდეთ. სთხოვეთ შეავსონ გადაწყვეტილების მიღების ცხრილი (დანართი 2) შემდეგი ინსტრუქციებით: » განსაზღვრე პრობლემა ან გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღო; » ჩამოწერე ყველა შესაძლო არჩევანის ვარიანტი; » შეაფასე თითოეული არჩევანის დადებითი და უარყოფითი მხარეები; » განსაზღვრე, თითოეული არჩევანი რა გავლენას მოახდენს შენს მიზანზე; » მიიღე გადაწყვეტილება და დაასაბუთე ის.

სესიის ადაპტაციის შესაძლებლობა ხელმისაწვდომობის ელემენტები (საჭიროების შემთხვევაში)

იმ შეთხვევაში, თუ მონაწილეებს უჭირთ ხატვა, შეუძლიათ დაწერონ ნივთების სახელები ბარათებზე.

გამოყენებული ლიტერატურა

ადაპტირებულია წყაროდან: კომპასიტო, სავარჯიშო: გემით მგზავრობა ახალი კონტინენტისკენ, ევროპის საბჭო.

68


სესიის სახელი

4. ფულის და რესურსების მართვა

ხანგრძლივობა

90 წუთი

მოკლე აღწერა

სესია სთავაზობს მონაწილეებს ჯგუფურ სამაგიდო თამაშს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გაიაზრებენ, თუ რა რელური დანახარჯები შეიძლება ჰქონდეთ და როგორ აისახება ეს მათ ბიუჯეტზე.

სასწავლო ამოცანები

სესიის მიზანია ახალგაზრდებმა ისწავლონ თავიანთი ბიუჯეტის დაგეგმვა და თანხის გადანაწილება საჭირო ხარჯებზე, საკუთარი ხარჯების მართვა.

საჭირო რესურსები

სამაგიდო თამაშის ამობეჭდილი ეგზემპლარები (თითო ჯგუფზე 1) სასურველია ფერადი ვერსიები; მონეტები ან სხვა მოსანიშნი საშუალებები (ფერადი ჭიკარტები, სკრეპები), ფურცლები და კალმები.

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

ჰკითხეთ მონაწილეებს, თუ აქვთ უკვე ხელფასი, ან მუშობას თუ დაიწყებენ, რისი გაკეთება სურთ მიღუბული თანხით. მიეცით ყველა მონაწილეს შესაძლებლობა, რომ პასუხი გასცეს ამ შეკითვას. მიღებული პასუხები ჩამოწერეთ ფლიპჩარტზე ან დაფაზე. შემდეგ ჰკითხეთ, იციან თუ არა, რა არის საშუალო ხელფასი საქართველოში და რა ხარჯები აქვთ ამჟამად ან შეიძლება ჰქონდეთ მათ მომავალში? პასუხები ჩამოწერეთ. თუ მონაწილეებს გაუჭირდებათ პასუხის გაცემა თქვენს შეკითხვებზე, მიეცით ხარჯების მაგალითი: ტელეფონი, ტანსაცმელი, საჩუქარი მეგობრისთვის, ტრანსპორტის ხარჯი და სხვა. დაურიგეთ მონაწილეებს სამაგიდო თამაშის ამობეჭდილი ფურცლები და კამათლები. დაურიგეთ ფერდი ჭიკარტები ან ქაღალდის მონეტები და სთხოვთ, აირჩიონ ერთი ფერი. აუხსენით, რომ თითოეულ მონაწილეს ექნება კამათლის რიგრიგობით 5-ჯერ ან მეტჯერ გაგორების შესაძლებლობა. კამათლის გაგორების შემდეგ, მონაწილეები ინიშნავენ შესაბამის გრაფას და ხარჯს ფურცელზე ან მათ მიერ არჩეული ფერის ჭიკარტით. თამაშის დასრულების შემდეგ მონაწილეები ითვლიან საკუთარ ხარჯებს და ბიუჯეტს.

შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

როგორ მოგეწონათ ეს თამაში? რამდენად რეალური იყო ეს ხარჯები? იყო თუ არა ამ ხარჯების გაღება აუცილებელი? რას შეცვლიდით ამ ხარჯებში? რა შეიძლება დაგეხმაროთ ხარჯების სწორ გადანაწილებაში? რამდენად მნიშვნელოვანია ხარჯების წინასწარ გათვლა და გადანაწილება? რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ბიუჯეტის დაუგეგმავ ხარჯვას? რა არის სხვა რესურსები, რასაც ვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში? როგორ შეგვიძლია ეს რესურსები ვმართოთ?

დანართები

დანართი 3. სამაგიდო თამაში

გამოყენებული ლიტერატურა

ადაპტირებულია წყაროდან: https://www.teacherspayteachers.com Life Skills Reading and Math: Budget GAME BOARDS.

სესიის სახელი ხანგრძლივობა

მოკლე აღწერა

სასწავლო ამოცანები

5. ინიციატივა, თავდაჯერებულობა 90 წუთი სესია მოიცავს ინდივიდუალურ მუშაობას. ინიციატივის და ლიდერობის უნარების განსავითარებლად, უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდები იყვნენ თავდაჯერებულები. სესიის მიზანია მონაწილეებს გაუღვივოს თავდაჯერებულობის შეგრძნება საკუთარი ცოდნისა და უნარების მიმართ. ასევე, დააფიქროს, თუ რა უნარების განვითარება სჭირდებათ მათ სამომავლოდ იმისათვის, რომ იყვნენ თავდაჯერებულები და დამოუკიდებლები.

საკუთარი და სხვისი ცოდნისა და უნარების აღმოჩენა; თვითჩაღრმავება; ლიდერული უნარების განვითარების გზების ძიება.

ფლიპჩარტის ფურცლები, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, წებო, მაკრატელი, ძველი ჟურნალები ან გაზეთები. საჭირო რესურსები

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

1. მონაწილეებს აუხსენით, რომ მათ უკვე აქვთ დიდი ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომელთა შესახებ, შესაძლოა, არც უფიქრიათ. სთხოვეთ დაფიქრდენენ იმაზე, რისი გაკეთებაც ახლა შეუძლიათ, მაგრამ ბავშვობაში არ შეეძლოთ. 2. თითოეულ მონაწილეს მიეცით საკმარისად დიდი ქაღალდის ფურცელი, დაურიგეთ მასალები და მიეცით ინსტრუქციები: 3. თითოეულმა მონაწილემ უნდა დახატოს ადამიანის სხეულის ფორმის მქონე ფიგურა, საკუთარი თავი. უნდა დაფიქრდნენ, რა იციან და ყველაზე კარგად რისი გაკეთება გამოსდით. სხეულის რომელი ნაწილი სჭირდებათ ყოველივე იმისთვის, რაც იციან და რისი გაკეთებაც შეუძლიათ, ეს შეიძლება იყოს გონებრივი, ფიზიკური, პიროვნული უნარ-ჩვევები. ეს ცოდნა ან უნარი ფიგურაზე უნდა დახატონ ფანქრით ან საღებავით, დაწერონ ან დააწებონ მათი გამოსახულებები

69


აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

სხეულის იმ ნაწილზე, რომელსაც გამოიყენებენ. ეს ტექნიკა მონაწილეებს დაეხმარება კომფორტულად იყვნენ საკუთარ თავთან და შეძლონ სხვებისთვის წარდგენა. 4. სთხოვეთ მონაწილეებს გაიხსენონ ის ადგილები ან ადმიანები, ვისგანაც ეს ცოდნა მიიღეს და გაუკეთონ აღნიშვნა ფიგურასთან. 5. შემდეგ ეტაპზე სთხოვეთ დაფიქრდნენ და ფიგურაზე ცალკე დაიტანონ ის ცოდნა ან უნარ-ჩვევები, რისი შეძენაც, მათი აზრით, მნიშვნელოვანია, რათა უფრო თავდაჯერებულები იყვნენ. 6. სთხოვეთ მონაწილეებს კედელზე განათავსონ თავიანთი ნამუშევრები ან, სურვილის მიხედვით, წარადგინონ ჯგუფში. თუ ნამუშევრებს კედელზე გამოფენთ, მიეცით მონაწილეებს საკმარისი დრო იმისათვის, რომ გაეცნონ ერთმანეთის ნამუშევრებს. 1. რამდენად რთული იყო დავალების შესრულება? რატომ? 2. ადვილი იყო იმის მოფიქრება, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ? 3. რა იყო ახალი თქვენთვის? 4. გაგაკვირვათ საბოლოო შედეგმა? 5. არის თუ არა განსხვავება ფიგურებს შორის? 6. ყოველთვის გახსოვთ, თუ ვინ შეგასწავლათ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები? 7. როგორ ფიქრობთ, როგორ შეგიძლიათ იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენა, რომელიც ჯერ არ გაქვთ და ნახატზე მიუთითეთ? 8. რაში დაგეხმარებათ ეს ცოდნა და უნარ-ჩვევები? 9. როგორ დაგეხმარებთ ეს უნარები/ცოდნა, რომ უფრო თავდაჯერებულები იყოთ?

დანართების გარეშე დანართები

სესიის ადაპტაციის შესაძლებლობა ხელმისაწვდომობის ელემენტები (საჭიროების შემთხვევაში) გამოყენებული ლიტერატურა

ზოგიერთ მონაწილეს შესაძლოა გაუჭირდეს ცოდნისა და უნარ-ჩვევების დასახელება, ამიტომ მიეცით მათ მაგალითები: ველოსიპედის ტარება, სიმღერა, მეგობრობა, ხატვა, სწრაფი სირბილი, უცხო ენების ცოდნა და სხვა.

ადაპტირებულია წყაროდან: http://www.eycb.coe.int/compasito/ https://unicefkidpower.org/leadership-activities

დანართები დანართი #1 - გადაწყვეტილების მიღების საფეხურები როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი და მივიღოთ გააზრებული გადაწყვეტილება? გადაწყვეტილების მიღების პროცესის ეფექტურად მართვა ექვსი საფეხური: (McMahon 2007). 1-ლი საფეხური – განსაზღვრეთ თქვენი მიზანი და შედეგი. ეს საშუალებას მოგცემთ დაინახოთ, კონკრეტულად რის მიღწევას ცდილობთ და იაროთ განსაზღვრული გზით. მე-2 საფეხური – შეაგროვეთ მონაცემები. ეს დაგეხმარებათ მოიპოვოთ ფაქტობრივი მტკიცებულებები და მიხვიდეთ პრობლემის გადაჭრამდე. მე-3 საფეხური – გონებრივი იერიშის გზით განსაზღვრეთ ალტერნატივები. რამდენიმე ალტერნატიული გადაწყვეტილების შემუშავება დაგეხმარებათ დაინახოთ, რომელი მათგანია უფრო ეფექტური. მე-4 საფეხური – ჩამოთვალეთ ყოველი ალტერნატივის არგუმენტები და კონტრარგუმენტები (დადებთი და უარყოფითი მხარეები). ამ ჩამონათვალით შეძლებთ იმ ალტერნატივაზე უარის თქმას, რომელსაც მეტი კონტრარგუმენტი ექნება და გაიადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას. მე-5 საფეხური – მიიღეთ გადაწყვეტილება. ყოველი ალტერნატივის გაანალიზების შემდეგ ირჩევთ იმ ალტერნატივას, რომელსაც მეტი არგუმენტი აქვს. მე-6 საფეხური – ისწავლეთ გამოცდილებით და იფიქრეთ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ეს დაგეხმარებათ, დაინახოთ რა გააკეთეთ სწორად ან არასწორად. გადაწყვეტილების მიღების სქემა:

70


დანართი #2 - გადაწყვეტილების მიღების ცხრილი

გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღო: არჩევანის ვარიანტი 2:

არჩევანის ვარიანტი 1: დადებითი მხარეები

უარყოფითი მხარეები

დადებითი მხარეები

რა გავლენას ახდენს ჩემს მიზანზე?

რა გავლენას ახდენს ჩემს მიზანზე?

ჩემი გადაწყვეტილებაა: ჩემი გადაწყვეტილების დასაბუთება:

დანართი #3 - სამაგიდო თამაში

71

უარყოფითი მხარეები


დანართი #4 - ტესტი ტრენინგის მონაწილე ტრენერი: (სახელი, გვარი) ტრენინგი: (ტრენინგის სახელწოდება) 1. რას განასახიერებს სიმბოლურად ფოთლები „პრობლემის ხის“ მეთოდში? ა) პრობლემის გამომრიცხავ არგუმენტებს; ბ) პრობლემას; გ) პრობლემის გამომწვევ მიზეზებს; დ) პრობლემით გამოწვეულ შედეგებს. 2. რას წარმოადგენს „5 რატომ?“ მეთოდი: ა) მარტივ ინსტრუმენტს, რომელიც ყოველგვარი რთული სტატისტიკური ანალიზის გარეშე განსაზღვრავს პრობლემის გამომწვევ ფაქტორებს და მათ შორის დამოკიდებულებას; ბ) ტესტს, რომელიც განსაზღვრავს პრობლემის მასშტაბურობას; გ) კითხვარი, რომელიც გვეხმარება პრობლემის გადაჭრის გზის 5 საფეხურის დასხვაში; დ) პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ხდება პრობლემის ძიება. 3. McMahon-ის გადაწყვეტილების მიღების საფეხურებიდან ბოლო, მე-6 საფეხურია: ა) განსაზღვრეთ თქვენი მიზანი და შედეგი. ეს საშუალებას მოგცემთ დაინახოთ, კონკრეტულად რის მიღწევას ცდილობთ და იაროთ განსაზღვრული გზით; ბ) საფეხური – შეაგროვეთ მონაცემები. ეს დაგეხმარებათ მოიპოვოთ ფაქტობრივი მტკიცებულებები და მიხვიდეთ პრობლემის გადაჭრამდე; გ) გონებრივი იარიშის გზით განსაზღვრეთ ალტერნატივები. რამდენიმე ალტერნატიული გადაწყვეტილების შემუშავება დაგეხმარებათ დაინახოთ, რომელი მათგანია უფრო ეფექტური; დ) ისწავლეთ გამოცდილებით და იფიქრეთ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ეს დაგეხმარებათ დაინახოთ, რა გააკეთეთ სწორად ან არასწორად. 4. გადაწყვეტილების მიღების მოდელს შეესაბამებ შემდეგი ნაბიჯები: ა) განსაზღვრე პრობლემა ან გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღო; ბ) ჩამოწერე ყველა შესაძლო არჩევანის ვარიანტი; გ) შეაფასე თითოეული არჩევანის დადებითი და უარყოფითი მხარეები; დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი. 5. პრობლემის იდენტიფიცირების შემდგომი ეტაპია: ა) პრობლემის გაანალიზება და გადაჭრის გზების ძიება; ბ) დანებება და პრობლემის არსებობაზე შეგუება; გ) პრობლემასთან მარტო დარჩენა; დ) ჩამოთვლილთაგან არც ერთი. 6. გადაწყვეტილების მიღების ცხრილი გვხემარება: ა) გადაწყვეტილების შესაძლო ვარიანტების გაანალიზებაში; ბ) ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილების შერჩევაში; გ) გადაწყვეტილების შესაძლო გავლენის დანახვაში; დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი. თითოეული კითხვა ფასდება 2 ქულით (პრე)პოსტტესტის შედეგი: » პასუხი სრულად ამომწურავია (10-12 ქულა); » პასუხი დამაკმაყოფილებელია ( 7- 9ქულა); » პასუხი ნაწილობრივ ამომწურავია (4-6 ქულა); » პასუხი არ არის ამომწურავი (2-3 ქულა); » ტესტი არ იძლევა ინფორმაციას (0 ქულა).

72


სწავლის სწავლა (ვისწავლო, როგორ ვისწავლო) ავტორი: სულხან ჩარგეიშვილი მნიშვნელოვანი ტერმინები:სასწავლო საჭიროებები, გადაწყვეტილებები, მიზნები, ჩემი მომავალი, მოტივაცია, სიცოცხლის განმავლობაში სწავლა „გქონდეს სწავლის შესაძლებლობა საჩუქარია, შეგეძლოს სწავლა უნარია, გინდოდეს სწავლა კი არჩევანია“ - ბრაიან ჰერბერტი

შესავალი მუდმივად განვითარებად სამყაროში, სადაც ყოველდღიურად ათასობით ცვლილებას აქვს ადგილი, აქტუალობას კარგავს ფრაზა „სწავლა დავასრულე, ახლა დროა საქმეს შევუდგე!“. სწავლა ადამიანთა ცხოვრების განუყოფელი პროცესი გახდა, არა მხოლოდ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, არამედ ცხოვრების განმავლობაში. ხშირ შემთხვევაში ის, რისი სწავლაც აუცილებელია განვითარებისა და დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანობისთვის, ნაკლებად გვხვდება ფორმალური საგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლა, უნივერსიტეტი) კურიკულუმში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გააანალიზონ საკუთარი სასწავლო საჭიროებები და დაგეგმონ სწავლის პროცესი, რაც მათ, საბოლოოდ, გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში დაეხმარება. სწავლის სწავლა სწორედ ის კომპეტენციაა, რომელიც ზემოთ აღნიშნულის მიღწევას განაპირობებს. სწავლის სწავლის, როგორც კომპეტენციის განვითარების პროცესი ხანგრძლივი და კომპლექსურია, რადგან ის, თავის მხრივ, მოიცავს ბევრ ისეთ მახასიათებელს, რომელიც სხვა კომპეტენციებთან მჭიდროდაა დაკავშირებული. სწავლის სწავლის, როგორც კომპეტენციის განვითარება საგანმანათლებლო გზით შესაძლებელია. ბოლო წლებში სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული სასწავლო გეგმებიც1 აღიარებენ სწავლის სწავლას, როგორც გამჭოლ კომპეტენციას, რომელიც მოსწავლეებში სასკოლო სწავლებამ უნდა განავითაროს. ჩვენი მოდულის მიზანი ახალგაზრდებში სწავლის სწავლის კომპეტენციის განვითარების ხელშეწყობაა არაფორმალური განათლების მიდგომების გამოყენებით. სანამ უშუალოდ მოდულის სტრუქტურას გავეცნობით, მოდით აღვწეროთ, რომელი ფაქტორების გათვალისწინებით განვსაზღვრეთ საგანმანათლებლო ამოცანები. ამოცანების იდენტიფიცირების პროცესში ვიხელმძღვანელეთ ევროკავშირის სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციების2 2018 წლის (უახლესი) ვერსიით განმარტების გათვალისწინებით, სადაც პირადი, სოციალური და სწავლის-სწავლის კომპეტენცია ერთ-ერთი საკვანძო კომპეტენციაა 8 კომპეტენციას შორის. ჩვენი სახელმძღვანელო პრინციპი იყო, ასევე, ევროკავშირის არაფორმალური განათლების აქტივობების აღიარების პლატფორმა „Youth Pass“-ის კომპეტენციები, რომლებიც სეესაბამება სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციებს. ბოლოს, ჩვენი არჩევანი განპირობებული იყო პროექტის ფარგლებში განხორციელებული დასაქმების ბაზრის კვლევევის შედეგების ანალიზით. ევროკავშირის მიერ პირადი, სოციალური და სწავლის სწავლის კომპეტენცია განიმარტება, როგორც საკუთარ თავზე რეფლექსიის მოხდენის, დროისა და ინფორმაციის ეფექტური მართვისა და სხვებთან ერთად კონსტრუქციულად მუშაობის შესაძლებლობა. ასევე, როგორც დაბროკოლებების გადალახვისა და საკუთარი კარიერისა და სწავლის მართვის შესაძლებლობა. ის, ასევე, მოიცავს კომპლექსური სიტუაციების რეგულირების შესაძლებლობას, სწავლის სწავლისა და ფიზიკური და ემოციური კეთილდღეობის მხარდაჭერის უნარს. ამ კომპეტენციის მქონე ადამიანს შესაძლებლობა აქვს დაგეგმოს მომავალზე ორიენტრებული ცხოვრება. იქიდან გამომდინარე, რომ კომპეტენცია მოიცავს კომპლექსურ თემებს (უნარებს, ცოდნას, დამოკიდებულებებსა და ღირებულებებს), არჩევანი შევაჩერეთ პროექტის ფარგლებში დასაქმების ბაზრის შესწავლის შედეგად გამოვლენილ ყველაზე პრიორიტეტულ, შემდეგ მიმართულებებზე: პერსონალური მიზნისა და ამოცანების განსაზღვრის შესაძლებლობა, სწავლის მოტივაციის ქონა/განვითარება, დავალებების შესრულების მოქნილი და ეფექტიანი გზების შერჩევა. აღნიშნული საკითხები, თავის მხრივ, ასევე მოიცავს: უსაფრთხოდ მუშაობას, დროის სწორად გამოყენებას, მოქნილობასა და კომპლექსური ინფორმაციის გაფილტვრასა და გაანალიზებას.

1 ეროვნული სასწავლო გეგმა (www.ncp.ge) - სწავლის სწავლა არის ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომელიც გულისხმობს საკუთარი სასწავლო საქმიანობის დაგეგმვასა და ორგანიზებას. ამ კომპეტენციით აღჭურვილი ადამიანი იყენებს სწავლის, კვლევისა და ინფორმაციის მოძიების სხვადასხვა სტრატეგიას, ასევე, სასწავლო პროცესზე დაკვირვებისა და შეფასების შედეგებს. იგი ერთ მთლიანობაში მოაქცევს სხვადასხვა სფეროში მიღებულ ცოდნას და მიზანმიმართულად იყენებს მას, არ კმაყოფილდება მიღწეულით და აქვს საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარების უნარი, რაც განაპირობებს მის პიროვნულ და პროფესიულ ზრდას და უზრუნველყოფს ახალი ცოდნის დამოუკიდებლად შეძენას. 2 ევროპული საბჭოს რეკომენდაცია სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციებთან დაკავშირებით 2018 - https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?uri=CELEX:32018H0604(01)&rid=7

73


მოდულის სასწავლო ამოცანები: მოდულში თავმოყრილი აქტივობები ორიენტირებულია, რომ ახალგაზრდებს დაეხმაროს შემდეგი მიმართულებებით განვითარებაში. » მხარი დაუჭიროს ახალგაზრდებს ინდივიდუალური გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო მიზნებისა და ამოცანების დასახვაში და მათი განსახორციელებელი გეგმების იდენტიფიცირებაში. » დაეხმაროს ახალგაზრდებს გაზარდონ სწავლის მოტივაცია, საკუთარი სწავლის პროცესში მამოტივირებელი ფაქტორების გამოვლენითა და მათი გამოყენების გზით. » შესაძლებლობა მისცეს ახალგაზრდებს გააანალიზონ საკუთარი სწავლის სტილი და გაზარდონ სწავლის ეფექტიანობა. მოდულის სტრუქტურა მოდულის ხანგრძლივობაა 8 სამუშაო საათი. მასში შედის 5 სასწავლო სესია. თითოეული სესიის ხანგრძლიოვბაა 1.5 -2 საათი. სესიების აუდიტორიასთან გამოყენება რეკომენდირებულია ქრონოლოგიურად - პირველიდან, ბოლო სესიის ჩათვლით, რეზიდენციულ ან არარეზიდენციულ გარემოში. საგანმანათლებლო მიდგომები მოდული ეფუძნება არაფორმალური განათლების მიდგომებს - გამოცდილებით, თანამშრომლობით სწავლას და ღირებულებებზე ორიენტირებულ სწავლას. სესიებში გამოყენებულია არაფორმალური განათლების მეთოდოლოგია. კერძოდ, როლური და სიმულაციური აქტივობები, ინდივიდუალური მუშაობა და რეფლექსია, მცირე ჯგუფებში მუშაობა და დისკუსია. მოდული განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, რომლებიც კარიერის განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფებიან და რომლებიც ნებაყოფლობით მონაწილეობენ სასწავლო პროცესში. მოდულში გამოყენებული მიდგომები მაქსიმალურად მოქნილია, რათა საჭიროების შემთხვევაში ადაპტირდეს განსხვავებული ხელმისაწვდომობის საჭიროებების ჯგუფებისთვის. მოდულის თემატიკა სესიების მიხედვით: I სესია - სწავლის სწავლა, როგორც კომპეტენცია - შესავალი; II სესია - ინდივიდუალური მიზნებისა და ამოცანების დასახვა; III სესია - მოტივაციის როლი სწავლის პროცესში და მამოტივირებელი ფაქტორები; IV სესია - სწავლის სტილი - როგორ ვისწავლი ყველაზე ეფექტიანად? V სესია - დამოუკიდებლად სწავლა და ინფორმაციის გაანალიზება. თითოეული სესია, აგრეთვე, მოიცავს ქვეთემებს, რომლებზეც აქცენტის გაკეთება მნიშვნელოვანია სესიის განხორციელების ბოლოს, შეჯამების პროცესში.

მოდულის სახელი

სწავლის სწავლა (ვისწავლო, როგორ ვისწავლო)

სესიის სახელი

1. სწავლის სწავლა, როგორც კომპეტენცია - შესავალი

ხანგრძლივობა

120 წუთი

მოკლე აღწერა

სესიის განმავლობაში მონაწილეები გააანალიზებენ სწავლის სწავლას, როგორც კომპეტენციას. ისინი ჩაერთვებიან ჯგუფურ დისკუსიაში და შეეცდებიან, არსებული რესურსების პირობებში, ერთმანეთის დახმარებით ისწავლონ რაიმე ახალი.

მონაწილეთა რაოდენობა

15 -20 მონაწილე

სასწავლო ამოცანები

- გააცნოს მონაწილეებს სწავლის სწავლა, როგორც კომპეტენცია. - დააინტერესოს მონაწილეები აქტიურად ჩაერთონ სწავლის სწავლის კომპეტენციის განვითარების პროცესში. - საშუალება მისცეს მონაწილეებს, იდენტიფიცირება გაუკეთონ სწავლის პროცესს, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებებით.

საჭირო რესურსები

სამუშაო ოთახი, საკანცელარიო მასალა (წებოვანი ფურცლები, ფლიპჩარტის ფურცლები, მარკერები), დანართი #1.

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

დისკუსია და შესავალი (30 წუთი) 1. დაიწყეთ სესია აქტიური თამაშით (ენერჯაიზერი). 2. უთხარით მონაწილეებს, რომ სესია შეეხება სწავლის სწავლას, როგორც კომპეტენციის გაანალიზებას. 3. შექმენით მყუდრო გარემო დისკუსიისთვის, შეეცადეთ ოთახში არ იყოს ისეთი ხელოვნური ბარიერები, როგორიცაა: მაგიდები. რეკომენდებულია მონაწილეები განთავსდნენ წრეზე. 4. სთხოვეთ მონაწილეებს, ინდივიდუალურად დაფიქრდნენ, რას ნიშნავს ტერმინი „სწავლა“. სთხოვეთ მათ პასუხები დაწერონ წებოვან ფურცელზე და მიაკრან წინასწარ გამზადებულ ფლიპჩარტის ქაღალდზე. 5. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები დაასრულებენ პასუხების ქაღალდზე გაკვრას, სთხოვეთ მათ, ვისაც სურვილი აქვს, ხმამაღლა წაიკითხონ თავიანთი პასუხები. დარჩენილი პასუხები წაიკითხეთ თავად ხმამაღლა, ჯგუფის გასაგონად. 6. სავარაუდოა, რომ მონაწილეები, ძირითადად, სწავლის პროცესს დაუკავშირებენ სკოლას და სასკოლო გარემოს. სთხოვეთ დაფიქრდნენ, არის თუ არა სწავლა ყოველთვის სკოლასთან ან სხვა ფორმალურ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან დაკავშირებული? 7. წაუკითხეთ მათ სწავლის ორი განმარტება (იხ. დანართები #1) და უთხარით, რომ სწავლის, როგორც ტერმინის, სხვადასხვა განმარტებას შორის შეარჩიეთ აღნიშნული ორი განმარტება (სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ თავად შეარჩიოთ ალტერნატიული განმარტებები). 8. განმარტებების გაცნობის შემდეგ, უპასუხეთ მონაწილეთა შეკითხვებს (არსებობის შემთხვევაში) და უთხარით მათ, რომ სკოლა ერთ-ერთი ადგილია, თუმცა არა ერთდაერთი, სადაც ცოდნის მიღება შეიძლება. ყოველდღიურად ჩვენ გარემოსთან ურთიერთქმედებით ბევრ რამეს ვსწავლობთ. უთხარით მონაწილეებს, რომ იმისათვის, რათა უკეთ

74


გაიაზრონ, თუ რამდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს სწავლა, ისინი ჩაერთვებიან ჯგუფურ აქტივობაში. ჯგუფური აქტივობა (60 წუთი) 9. უთხარით მონაწილეებს, რომ იმუშავენებ მცირე ჯგუფებში. დაყავით ისინი მცირე ჯგუფებად ისე, რომ თითოეულ ჯგუფში არ იყოს 4-ზე მეტი მოსწავლე. გაამხნევეთ და მოუწოდეთ იყვნენ შემოქმედებითები და აქტიურები ჯგუფში მუშაობის პროცესში. 10. დაურიგეთ თითოეულ ჯგუფს დანართი 1 (ნაბიჯები) და უთხარით, რომ დარიგებულ მასალაში წარმოდგენილია ნაბიჯები და თითოეულ ნაბიჯს კონკრეტული ნახატი ახლავს. ნახატი განასახიერებს გარკვეულ შეკითხვას. 11. ნახატების შესაბამისი შეკითხვებია: ა) ნახატი „ხელები“ - ჩამოთვალეთ რაიმე, რაც გახსენდებათ, რომ დამოუკიდებლად ისწავლეთ (მაგალითად, ველოსიპედის ტარება). ბ) ნახატი „ძებნა“ - შეგიძლიათ მიმართოთ ნებისმიერ გზას (დარეკოთ მეგობართან ან ოჯახის წევრთან, გაესაუბროთ მეგობარს, მონახოთ წიგნში ან ინტერნეტში). იმისათვის, რომ მიიღოთ თეორიული ან ისტორიული ინფორმაცია იმის შესახებ, რისი სწავლაც ჯგუფის რომელიმე წევრს ან წევრებს გადაწყვეტილი გაქვთ და მომავალში გეგმავთ, მიღებული ინფორმაცია დაწერეთ შესაბამის გრაფაში. გ) ბარათი „სხვებთან ერთად“ - შეეცადე ისწავლო რაიმე ახალი შენი ჯგუფის წევრებთან ერთად (ორიგამი, რუბიკის კუბიკის აწყობა და სხვა). დ) ბარათი „ბავშვობა“ - გაიხსენეთ ის მომენტი თქვენი ბავშვობიდან, როცა რაღაც ახალი ისწავლეთ. რას გრძნობდი მაშინ? რთული იყო შენთვის? როგორ მოახერხე, რომ გესწავლა? დაგეხმარა ვინმე თუ მარტომ შეძელი? ე) ნახატი „კითხვის ნიშანი“ - ბარათებს შორის 3 არის კითხვის ნიშნის ნახატი. შესაბამისად, ფასილიტატორს შეუძლია წინასწარ მოამზადოს შეკითხვები მონაწილეთა ინტერესებიდან და ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე. იხილეთ კითხვის ნიშნის ბარათებზე დასატანი შეკითხვების მაგალითები: 12. დაწერეთ რამდენიმე რამ, რისი სწავლაც თქვენთვის რთულია. 13. დაწერეთ რამდენიმე რამ, რისი სწავლაც შეუძლებელი გგონიათ. 14. დაწერე 3 საერთო რამ, რაც თქვენს ჯგუფს სწავლის პროცესში აერთიანებს. 15. ამოწერე სია იმისა, რაც შენთვის მნიშვნელოვანია ეფექტური სწავლის პროცესში (ფასილიტატორს შეუძლია შეკითხვები შეცვალოს ან დაამატოს ჯგუფის სპეციფიკიდან გამომდინარე). 16. მიეცით ჯგუფს დაახლოებით 30 წუთი სავარჯიშოს შესასრულებლად, სთხოვეთ მათ ნამსჯელი დაიტანონ დარიგებულ ფურცლებზე. შემდეგ კი სთხოვეთ ჯგუფებს აირჩიონ პრეზენტატორები, რომლებიც დიდ ჯგუფს წარუდგენენ მცირე ჯგუფში მსჯელობის შედეგებს. 17. პრეზენტაციების შემდგომ შეჯამებისთვის ჰკითხეთ ჯგუფებს, რამდენად გაუჭირდათ სავარჯიშოს შესრულება და შეიცვალა თუ არა მათი წარმოდგენა სწავლის შესახებ. 18. ყურადღება გაამახვილეთ სწავლის სწავლის კომპეტენციაზე და შეეხეთ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც ჯგუფების პრეზენტაციებიდან გამოაშკარავდება. 19. შეჯამების შემდეგ მონაწილეებს უთხარით, რომ მათი დავალება იქნება, შეადგინონ საკუთარი სწავლის გეგმა (იხილეთ ინსტრუქცია ქვემოთ). შესვენება (5 წუთი) - იმისათვის, რომ მონაწილეებმა შეძლონ ენერგიის აღდგენა სწავლის სწავლა, როგორც კომპეტენცია - ჯგუფური მსჯელობა (25 წუთი) 20. სესიის ამ ნაწილში მონაწილეებმა უნდა გამოიყენონ მიღებული გამოცდილება, რათა წარმოდგენა შეექმნათ სწავლის სწავლაზე, როგორც კომპეტენციაზე. სწავლის სწავლაზე დამატებითი ინფორმაცია მოცემულია დანართ #2-ში. თქვენი, როგორც ფასილიტატორის მიზანია, პირველ რიგში, მონაწილეებს მისცეთ მსჯელობის საშუალება, ხოლო შეჯამების პროცესში მიაწოდოთ მათ ის ინფორმაცია, რომელიც მსჯელობის ნაწილში ნახსენები არ იყო. 21. მოამზადეთ 4 ფლიპჩარტი ქაღალდის გაერთიანებით შექმნილი ერთი დიდი ზომის ქაღალდი. დაწერეთ ქაღალდის ზედა შუა ნაწილზე „სწავლის სწავლა“. მოათავსეთ ქაღალდი იატაკზე. 22. სთხოვეთ მონაწილეებს ქაღალდზე დაიტანონ ის იდეები, რასაც, მათი აზრით, კომპეტენცია „სწავლის სწავლა“ მოიცავს. უთხარით ჯგუფს, რომ მათ ასევე შეუძლიათ ქაღალდზე დაინტანონ შეკითხვები და კონკრეტული მაგალითები. 23. მას შემდეგ, რაც ჯგუფი დაასრულებს მუშაობას, სთხოვეთ მათ მოკლედ შეაჯამონ საკუთარი ნამუშევარი. 24. დასკვნით ეტაპზე დაურიგეთ მონაწილეებს სწავლის სწავლის, როგორც კომპეტენციის აღმწერი დიაგრამა (დანართი #2) და ესაუბრეთ მათ იმ თემებზე, რაზეც შემდეგ შეხვედრებზე გაამახვილებთ ყურადღებას და რომლებიც მათ დაეხმარებათ სწავლის სწავლის კომპეტენციის განვითარებაში. 25. შეგიძლიათ მონაწილეებს, შესთავაზოთ ვებპორტალები (მათ შორის ქართულ ენაზე), რომლებიც უფასოა და მრავალი ახალი თემის/საკითხის შესასწავლად გამოიყენება, იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დაანახვოთ მათ, რომ სწავლის პროცესი მხოლოდ სკოლასთან არ არის დაკავშირებული. www.khanacademy.org - ვიდეოგაკვეთილები; www.ted.com - ცნობილი სპიკერების გამოსვლები; www.coursera.org - ონლაინკურსები სხვადასხვა თემის შესახებ; www.duolingo.com - უცხო ენების შესასწავლი ონლაინპორტალი.

75


შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

გთავაზობთ კითხვების ჩამონათვალს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ შეჯამებისას, რათა მონაწილეები დააფიქროთ სწავლების მნიშვნელობასა და მისი დაგეგმვის აუცილებლობაზე. ჯგუფში მუშაობის შემდეგ: 1. (გამოცდილება) რას დააკვირდით აქტივობის განმავლობაში? რა მოხდა? რა ისწავლე? მოგეწონათ თამაში? 2. (გამოცდილება) როგორ მიმდინარეობდა ჯგუფში მუშაობა? ყველას ჰქონდა აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა? 3. (რეფლექსია) როგორ გრძნობდი თავს? აღმოაჩინეთ რაიმე ახალი ჯგუფში მუშაობის დროს? მიხვდი თუ არა, რომელი სტილით უფრო უკეთ სწავლობ? მოგინდათ რაიმე ახლის სწავლა? რატომ? რატომ არა? 4. (განზოგადება) რისი სწავლა შეგვიძლია ამ აქტივობისგან? რაზე დაგაფიქრათ აქტივობამ? რა დასკვნები გამოიტანეთ? 5. როგორ შეიძლება მიღებული ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვიყენოთ? სესიის დასკვნით ნაწილში: 1. რამდენად საინტერესოა თქვენთვის სწავლის სწავლის კომპეტენციის განვითარება? 2. როგორ ფიქრობთ, რაში დაგეხმარებათ ამ კომპეტენციის განვითარება და რატომ?

დანართები

სწავლის განმარტებები „სწავლა არის ახალი გამოცდილებისა და ცოდნის მიღების პროცესი“ From The Adult Learner by Malcolm Knowles. „სწავლა არის პროცესი, რომელსაც მივყავართ ცვლილებისკენ, რომელსაც ადგილი აქვს გარკვეული გამოცდილების შედეგად და რომელიც ზრდის საქმის კეთების გაუმჯობესებისა და მომავალი სწავლის პოტენციალს“.

How Learning Works: Seven Research-Based Principles for Smart Teaching by Susan Ambrose, et al. დანართი 1 - ნაბიჯები (იხილეთ თანდართულ ფაილად). დანართი 2 - ინფორმაცია სწავლის სწავლის შესახებ. სესიის ადაპტაციის შესაძლებლობა (საჭიროების შემთხვევაში)

იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფის რომელიმე წევრს წერა არ შეუძლია, შეგიძლიათ შესთავაზოთ პირადი მხარდაჭერა ჩანიშვნების გაკეთების დროს ან ნაბიჯების ფურცლის ონლაინვერსიის შევსება სმარტფონში (იმ შემთხვევაში, თუ მისთვის სმარტფონის გამოყენება უფრო მოსახერხებელია).

გამოყენებული ლიტერატურა

აქტივობა „ნაბიჯები“ ადაპტირებულია ვებგვერდიდან - 8KEYCOMP – WWW.8KEYCOMPETENCEGAME.COM

სესიის სახელი

2. მოტივაციის როლი სწავლის პროცესში და მამოტივირებელი ფაქტორები

ხანგრძლივობა

90 წუთი

მოკლე აღწერა

სესიის მიმდინარეობის განმავლობაში მონაწილეები ჩაერთვებიან შემთხვევის განხილვის პროცესში, რომელიც სწავლის მამოტივირებელ ფაქტორებს ეხება. ისინი ასევე მოამზადებენ მინისპექტაკლებს იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობენ ახალგაზრდები მიღწეული წარმატების ახსნას და რომელი მიდგომების გამოყენებაა რეკომენდებული ეფექტიანი სწავლის პროცესის დასაგეგმად.

სასწავლო ამოცანები

- გააცნოს მონაწილეებს სწავლის მამოტივირებელი ფაქტორები. - საშუალება მისცეს მონაწილეებს გააანალიზონ ის მამოტივირებელი ფაქტორები, რაც უფრო ეფექტიანს გახდის მათ სასწავლო პროცესს. - დაეხმაროს მონაწილეებს სხვადასხვა მამოტივირებელი ტექნიკის გამოყენებაში.

საჭირო რესურსები

დანართი #4 - თითოეული მონაწილისათვის საკანცელარიო რესურსი და დეკორაციები მინისპექტაკლების სცენის მოსაწყობად

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

პოზიტიური დიალოგი საკუთარ თავთან (40 წუთი) 1. უთხარით მონაწილეებს, რომ აღნიშნულ სესიაზე ისაუბრებთ სწავლის მამოტივირებელ ფაქტორებზე და შეეცდებით საკუთარ თავზე გამოცადოთ, რამდენიმე მამოტივირებელი ტექნიკა. შეახსენეთ მათ, რომ სწავლა არ არის მხოლოდ პროცესი, რომელსაც ადგილი აქვს სკოლაში. უთხარით მონაწილეებს, რომ სწავლის სწავლის კომპეტენცია მნიშვნელოვანია, რათა კონკურენტუნარიანები ვიყოთ განვითარებად სამყაროში. სწავლის პროცესის ეფექტიანობისთვის უმნიშვნელოვანესია გვქონდეს შესაბამისი მოტივაცია. 2. უთხარით მონაწილეებს, რომ აღნიშნული აქტივობის ფარგლებში ისინი გააანალიზებენ ორი მეგობრის ისტორიას. მეგობრები 18 წლისანი არიან და იმყოფებიან მართვის მოწმობის პირველ გაკვეთილზე. მათი შესაძლებლობები ერთმანეთს ძალიან ჰგავს, თუმცა ის, თუ როგორ ესაუბრებიან საკუთარ თავს, ძალიან განსხვავებულია. მოახდენს გავლენას ეს განსხვავება მათ შედეგებზე? 3. თითოეულ მონაწილეს დაურიგეთ საკითხავი მასალა (დანართი 4) „გიორგი და სანდრო ავტომობილის მართვას სწავლობენ“. წაიკითხეთ მოცემული მასალა ერთად (შეგიძლიათ სთხოვოთ მოხალისეებს ჯგუფიდან, წაიკითხონ თითოეული სიტუაცია). 4. წაახალისეთ ჯგუფური დისკუსია საკითხავ მასალაში მოცემული შეკითხვების გამოყენებით. დაიმახსოვრეთ, არ არსებობს ცუდი ან კარგი პასუხი. ყველა პასუხი მისაღები და დასაფასებელია. 5. ჰკითხეთ მონაწილეებს, რამდენად ხშირად ხვდებიან ისეთ სიტუაციებში, როდესაც საკუთარ თავთან აქვთ დიალოგი გარკეულ საკითხთან დაკავშირებით, რისი სწავლაც სურთ? სთხოვეთ მონაწილეებს, სურვილის შემთხვევაში, გაუზიარონ საკუთარი მოსაზრება სხვებს. 6. ხაზი გაუსვით - კარგი ამბავია ის, რომ მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ საკუთარ თავთან დიალოგზე ისე, რომ ის მათი სასწავლო მიზნის მისაღწევად სასარგებლო გახდეს. 7. მაგალითად, თუ საკუთარ თავს გამუდმებით ვუმეორებთ „ფეხბურთს კარგად ვერ ვთამაშობ, ეს არ მომწონს, ძალიან

76


ცუდია“. ჩვენ მსგავს საუბარს საკუთარ თავთან ჩვევად ვაქცევთ და საგრძნობლად ვამცირებთ მოტივაციას, რათა აღნიშნული ვისწავლოთ. ასეთ შემთხვევაში ფეხბურთზე სიარული რუტინის ნაწილი, მომაბეზრებელი პროცესი ხდება. ყველაზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ვეღარ ვხედავთ იმას, თუ რა არის ჩვენი დიდი ამბიცია და მიზანი. ვაკეთებ ამას იმისათვის, რომ რაღაც უფრო დიდს მივაღწიო? 8. შემდეგ ეტაპზე წაუკითხეთ მონაწილეებს შემდეგი ორი ისტორია. ჰკითხეთ, რომელიმე თუ ამსგავსებს თავს აღნიშნულ პერსონაჟებს? 9. დაასრულეთ აქტივობის ეს ნაწილი მოკლე შეჯამებით და ხაზი გაუსვით საკუთარ თავთან პოზიტიური დიალოგის მნიშვნელობას სასწავლო მოტივაციის გაზრდისა და უკეთესი შედეგების მიღწევისათვის. მამოტივირებელი ფაქტორები - როლური თამაში (50 წუთი) 10. უთხარით მონაწილეებს, რომ მას შემდეგ, რაც გააანალიზეს მოტივაციის მნიშვნელობა სასწავლო პროცესში, ახლა დროა საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით გაითამაშონ მინისპექტაკლები. 11. წარუდგინეთ მონაწილეებს მოტივაციის შინაგანი და გარეგანი ფაქტორები (იხილეთ ქვემოთ). დარწმუნდით, რომ ყველა მონაწილისათვის გასაგებია მიწოდებული ინფორმაცია. 12. დაყავით მონაწილეები 4 მცირე ჯგუფად და უთხარით მათ, რომ თითოეული ჯგუფის დავალება იქნება იმსჯელონ საკუთარი გამოცდილებიდან, რა არის ის, რასაც შინაგანი მოტივაციით აკეთებენ ან უნდათ, რომ გააკეთონ (მაგალითად: გეოგრაფიის სწავლა, ფეხბურთის თამაში, ანიმეს ყურება და ა.შ.). 13. შემდეგ ეტაპზე ჯგუფებმა უნდა შეარჩიონ შინაგანი მოტივაცით რაიმეს კეთების ერთი ან ორი მაგალითი და ამ მაგალითის/ების წარმოსაჩენად უნდა მოამზადონ მინისპექტაკლები. 14. მინისპექტაკლი არ უნდა იყოს 2 წუთზე მეტი ხანგრძლივობის და უნდა წარმოაჩენდეს მამოტივირებელ ფაქტორებს. გაამხნევეთ მონაწილეები, რომ სპექტაკლი ასევე სახალისო და შემოქმედებითი უნდა იყოს. 15. თითოეული მინისპექტაკლის ჩვენების შემდეგ მოაწყვეთ დისკუსია აღნიშნული მამოტივირებელი ფაქტორის ირგვლივ. 16. დაასრულეთ სავარჯიშო იმაზე ხაზგასმით, რომ მნიშვნელოვანია კარგად ვიცნობდეთ ჩვენს თავს და დავფიქრდეთ მამოტივირებელ ფაქტორებზე, რადგან ისინი დიდწილად განსაზღვრავენ ჩვენ მიერ ცხოვრებაში მიღწევად წარმატებას (დიდი მიზნების მიღწევას). 17. აუხსენით მონაწილეებს, რომ მიზნების დასახვასა და მათ განხორციელებაზე შემდეგ სესიაზე ისაუბრებთ. ხაზი გაუსვით, რომ ამ პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია მოტივაცია.

შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

დანართები

პირველი ნაწილის შემდეგ: - რამდენად ხშირად ცდილობთ განაწყოთ საკუთარი თავი ან პოზიტიურად, ან ნეგატიურად გარკვეული საქმის კეთების წინ? - როგორ აისახება ეს საქმეზე პოზიტიურის და ნეგატიურის შემთხვევაში? - როგორ ფიქრობთ, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს პოზიტიურ დიალოგს საკუთარ თავთან სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად (არა მხოლოდ სასკოლო სივრცეში)? - არის თუ არა რაიმე თქვენს ცხოვრებაში, რისი სწავლაც გინდათ და ნეგატიური ფიქრების გამო ვერ შეძელით? - როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ პოზიტიური დიალოგის ტექნიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში? სესიის ბოლოს: - გაგიჭირდათ დავალების შესრულება? რატომ? რატომ არა? - როგორ გადაინაწილეთ როლები ჯგუფში? როგორ შეთანხმდით თქვენი მინისპექტაკლის თემაზე? - გაიგეთ რაიმე ახალი, რაზეც აქამდე არ გიფიქრიათ? - როგორ ფიქრობთ, ცხოვრებაში შინაგანი მოტივაციით უფრო ბევრს ვაკეთებთ თუ გარეგანი მოტივაციით? რატომ? - მნიშვნელოვანია შინაგანი მოტივაციის გამოვლენა საქმის კეთების დაწყების წინ? რატომ? - როგორ ფიქრობთ, რა გავლენა აქვს მოტივაციას წარმატების (მიზნების) მიღწევაზე?

მოტივაციის როლი სწავლის პროცესში სწავლის მოტივაცია არის ის, რაც განაპირობებს სწავლის სურვილს. მოტივაციის რამდენიმე თეორია არსებობს. აღნიშნული აქტივობების განვითარების პროცესში დავეყრდენით თვითკმაყოფილების თეორიას, რომლის მიხედვითაც, არსებობს ორი სახის მოტივაცია: შინაგანი და გარეგანი. სწავლის მოტივაცია შეიძლება განპირობებული იყოს როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი ფაქტორებით. შინაგანი მოტივაცია მოიცავს იმ მამოტივირებელ ფაქტორებს, რომლებიც კავშირშია ჩვენს მიზნებთან, ღირებულებებთან, ინტერესებსა და შეხედულებებთან, მაშინ როდესაც გარეგანი მოტივაცია კავშირშია იმ გარეგან ფაქტორებთან, რომლებიც არ გამომდინარეობს შინაგანი მიზეზებიდან. კვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანები, რომლებიც შინაგანად არიან მოტივირებული, უფრო მეტ სასწავლო შედეგებს აღწევენ და ცდილობენ განსხვავებული მიდგომები სცადონ მიზნის მისაღწევად. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ შინაგანი მოტივაცია უფრო მნიშვნელოვნად არის აღიარებული სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გარეგანი მოტივაცია მნიშვნელოვანი არ არის. არის შემთხვევები, როდესაც ვსწავლობთ და შედეგს ვაღწევთ გარეგანი მოტივაციის გავლენით. ნებისმიერი სახის მოტივაცია უმჯობესია, ვიდრე მოტივაციის საერთოდ არქონა. სწავლის მოტივაცია შეიძლება დაკავშირებული იყოს მრავალ ფაქტორთან. მნიშვნელოვანია შევძლოთ იმის იდენტიფიცირება, თუ რა არის ჩვენი მამოტივირებელი ფაქტორები სწავლის პროცესში. ამ გზით ჩვენ შევძლებთ მოტივაციის გაზრდაზე მუშაობას, რათა სასურველ სასწავლო შედეგს მივაღწიოთ.

77


მოტივაციის ტიპი

შინაგანი

გარეგანი

მოტივაცია არ არსებობს

მოტივაციის წყარო

შიდა მიზეზებით განპირობებული

გარეგანი მიზეზებით განპირობებული

მოტივაცია არ არსებობს

მაგალითი

ვითამაშებ ფეხბურთს, რადგან ვითამაშებ ფეხბურთს, რათა ფეხბურთის თამაში მსიამოვნებს ჩემპიონატში გავიმარჯვო და და პროცესიც ძალიან მომწონს პირველი ადგილი ავიღო

არ ვითამაშებ ფეხბურთს, რადგან არ მსურს ფეხბურთის თამაში

ადაპტირებულია: Motivation table based on Self-Determination Theory (Ryan, & Deci, 2000)

პოზიტიური დიალოგის როლი საკუთარ თავთან პოზიტიური დიალოგი საკუთარ თავთან აპრობირებული ტექნიკაა სწავლის მოტივაციის გასაზრდელად და სასურველი შედეგის მისაღწევად. კვლევებმა აჩვენა, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც პოზიტიური დიალოგის ტექნიკას იყენებენ, უფრო ეფექტიანად აღწევენ სასწავლო მიზნებს, ვიდრე ისინი, ვინც ნეგატიურ დიალოგს მიმართავს. წარმატებისა და მარცხის სუბიექტური ახსნა წარმატებისა და მარცხის სუბიექტური ახსნა მოტივაციის მნიშვნელოვანი ფაქტორია. არსებობს წარმატების ან მარცხის ახსნა გარეგანი და შინაგანი ფაქტორების მოშველიებით. როგორც წესი, ახალგაზრდები წარმატებას შინაგან ფაქტორებს უკავშირებენ, ხოლო მარცხს - გარეგან ფაქტორებს. ამ საკითხში მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული მოვლენის (მარცხის ან წარმატების) ერთ-ერთ ფაქტორთან დაკავშირება შესაძლოა ჩვევა გახდეს და საგრძნობლად შეუშალოს ხელი ახალგაზრდის სწავლის კულტურის განვითარებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა გააცნობიერონ, როგორ აისახება აღნიშნული მამოტივირებელი ფაქტორების როლი სწავლის პროცეზე. ატრიბუციის სტილი

შინაგანი

გარეგანი

არასტაბილური ფაქტორები

ძალისხმევა

ბედი

სტაბილური ფაქტორები

პირადი შესაძლებლობები/კომპეტენცია საკითხის სირთულე

მაგალითი

მოვინდომე, ვიშრომე და გამოცდაც ჩავაბარე

გამოცდა ჩავაბარე, მაგრამ გამიმართლა, რომ ის საკითხები მომივიდა, რომელიც ყველაზე კარგად ვიცი.

დანართი #3 - არასავალდებულო საკითხავი მასალა ფასილიტატორებისათვის. დანართი #4 – გიორგი და სანდრო ავტომობილის მართვას სწავლობენ (სამუშაო მასალა). სესიის ადაპტაციის შესაძლებლობა ხელმისაწვდომობის ელემენტები (საჭიროების შემთხვევაში)

სესიის ადაპტირების მიზნით, შეგიძლიათ სესია გაყოთ ორ ნაწილად, თუ ფიქრობთ, რომ მონაწილეებს მეტი დრო სჭირდებათ მოტივაციის გასააზრებლად. შეგიძლიათ საკითხავ მასალაში სახელები (გიორგი და სანდრო) შეცვალოთ სხვა სახელებთ იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფში ეს სახელები მონაწილეებს ჰქვიათ.

გამოყენებული ლიტერატურა

A review of the motivation theories in learning Valarmathie Gopalan, Juliana Aida Abu Bakar, Abdul Nasir Zulkifli, Asmidah Alwi, and Ruzinoor Che Mat (American Institute of Phsyicis, 2018) Learning to Learn: guide to activities in schools Delia Goia (Institute of Educational Sciences Romania, 2017)

სესიის სახელი

3. ინდივიდუალური მიზნების და ამოცანების დასახვა

ხანგრძლივობა

90 წუთი

მოკლე აღწერა

სესიის განმავლობაში მონაწილეები ჩამოაყალიბებენ ინდივიდუალურ გრძელვადიან და მოკლევადიან მიზნებს და განსაზღვრავენ ინ ნაბიჯებს, რომლებიც დასჭირდებათ მიზნის მისაღწევად. სესიის განმავლობაში მონაწილეები გააანალიზებენ მიზნების მიღწევისთვის სწავლის დაგეგმვის მნიშვნელობას, როლური თამაშისა და პერსონალური მიზნის ჩამოყალიბების ხელსაწყოს დახმარებით.

სასწავლო ამოცანები

- დაეხმაროს მონაწილეებს გაიაზრონ მიზნებისა და ამოცანების დასახვის მნიშვნელობა ეფექტიანი სწავლისათვის. - საშუალება მისცეს მონაწილეებს იდენტიფიცირება გაუკეთონ საკუთარ გრძელვადიან და მოკლევადიან სასწავლო მიზნებსა და ამოცანებს. - გააცნოს მონაწილეებს სასწავლო მიზნებისა და ამოცანების განხორციელების ეფექტური გზები.

საჭირო რესურსები

დანართი #5, დანართი #6 (ყველა მონაწილისათვის) რამდენიმე მაგიდა, საკანცელარიო მასალა

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

მიზნების მიღწევა - როლური თამაში (50 წუთი) 1. სესიის დასაწყისში მონაწილეებს უთხარით, რომ სესია მიზნის დასახვის მნიშვნელობას შეეხება. 2. შეახსენეთ მათ, რომ სასწავლო მოტივაციის არსებობის შემდეგ, მნიშვნელოვანია სწორად დავგეგმოთ სასწავლო პროცესი იმისათვის, რომ სასურველ მიზნებს მივაღწიოთ.

78


3. მოკლედ ესაუბრეთ მონაწილეებს მეტაკოგნიციის შესახებ, მათთვის მარტივი და გასაგები ტერმინების გამოყენებით (იხილეთ დანართი). 4. უთხარით მათ, რომ ისინი ჩაერთვებიან როლურ თამაშში, სადაც სწავლის სწავლის პრინციპების გამოყენაბა პრაქტიკაში მოუწევთ (როლური თამაში ორიენტირებულია მეტაკოგნიციის პრაქტიკულად გააზრებაზე). 5. დაყავით მონაწილეები მცირე ჯგუფებად (ისე, რომ თითოეულ ჯგუფში მაქსიმუმ 5 მონაწილე იყოს) და უთხარით მათ, რომ ისინი სკოლაში გასამართი გამოფენა-გაყიდვის ორგანიზატორები არიან. შესაბამისად, დაურიგეთ თითოეულ ჯგუფს დანართი 5. 6. ჯგუფებმა უნდა ჩამოწერონ სია, თუ რას გააკეთებენ გამოფენამდე, გამოფენის დროს და გამოფენის შემდეგ იმისათვის, რომ გამოფენა-გაყიდვა წარმატებით განხორციელდეს. 7. ჯგუფებს სამუშაოდ მიეცით 15 წუთი. 8. მუშაობის დასრულების შემდეგ სთხოვეთ ჯგუფებს წარადგინონ საკუთარი ნამუშევარი. 9. შეჯამების პროცესში უთხარით მონაწილეებს, რომ რეალურ ცხოვრებაში ისინი საკუთარი სწავლის პროცესის „ორგანიზატორები“ არიან. შესაბამისად, მათი პასუხისმგებლობაა დაგეგმონ, მონიტორინგი გაუწიონ და შეაფასონ სასწავლო პროცესი. 10. გამართეთ დისკუსია სასწავლო პროცესის ორგანიზების შესახებ ქვემოთ მოცემული შეკითხვების გამოყენებით. 11. სესიის ამ ნაწილის დასასრულს მონაწილეებმა უნდა გაიაზრონ სასწავლო პროცესის ორგანიზების მნიშვნელობა. ხაზი გაუსვით, რომ მიზნის დასახვა დაგეგმვაა, მიზნის მიღწევის გადამოწმება - მონიტორინგი, ხოლო მიზნის მიღწევის გადამოწმება - შეფასება. სამივე პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცევა რეფლექსიას - იმის გაანალიზებას საკუთარ თავთან, თუ რამდენად შესრულდა დასახული მიზანი და რა უშლის ხელს ან ეხმარება ამ პროცესებს. 12. უთხარით მონაწილეებს, რომ რეფლექსია საკუთარ თავთან გულწრფელ ჩაღრმავებას გულისხმობს და არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებს საკუთარი თავის მოტყუებას. ინდივიდუალური მუშაობა (40 წუთი) 13. მას შემდეგ, რაც მონაწილეები გაიაზრებენ სწავლის დაგეგმვის მნიშვნელობას მათ შესაძლებლობა ექნებათ ინდივიდუალურად იმუშაონ და დასახონ საკუთარი მიზნები და შეადგინონ გეგმა, თუ როგორ აპირებენ სწავლის ორგანიზებას ისე, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიონ. 14. დაურიგეთ მონაწილეებს ინდივიდუალურად დანართი 6 და სთხოვეთ მათ, რომ იფიქრონ იმ მიზანზე, რაც მათთვის ამ მომენტში აქტუალურია და რისი შინაგანი მოტივაციაც აქვთ. აღნიშნულზე ფიქრის შემდეგ მათ უნდა შეადგინონ ინდივიდუალური გეგმები, როგორ აპირებენ აღნიშნული მიზნის მიღწევას. 15. გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ გეგმის შედგენა დაგეგმვის ნაწილია და მათ ასევე უნდა იფიქრონ, როგორ აწარმოებენ მიზნის მიღწევის პროცესის მონიტორინგსა და შეფასებას. 16. სთხოვეთ მონაწილეებს, იყვნენ მაქსიმალურად გულწრფელები და რეალისტურები ფორმის შევსების პროცესში. 17. მას შემდეგ, რაც ყველა მონაწილე დაასრულებს მუშაობას, სთხოვეთ მათ, სურვილისამებრ, ჯგუფის სხვა წევრებს გაუზიარონ საკუთარი ნამუშევარი. 18. სესია შეაჯამეთ ქვემოთ მოცემული შეკითხვების გამოყენებით და უთხარით მოსწავლეებს, რომ დღესდღეობით სწავლის პროცესის დაგეგმვის მრავალი ონლაინხელსაწყოც არსებობს. 19. ერთ-ერთი მათგანია www.stridesup.com, რომლის გამოყენებაც მათ შეუძლიათ, თუ ეს გზა უფრო მოსახერხებელია.

შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

პირველი ნაწილის შემდეგ: - როგორ წარიმართა ჯგუფში მუშაობის პროცესი? - რომელი ნაწილი გაგირთულდათ ყველაზე მეტად (დაგეგმვა, მონიტორინგი, შეფასება)? რომელი გაგიადვილდათ? რატომ? - რამდენად ხშირად იყენებთ სწავლის დაგეგმვის ამ ტექნიკას ყოველდღიურად? რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს ამ ტექნიკის გამოყენება? რატომ? სესიის ბოლოს: - რატომაა მნიშვნელოვანი მიზნების ჩამოყალიებება და სასწავლო ამოცანების დასახვა? - რამდენად იოლი იქნება თქვენთვის ამ მიდგომის ყოველდღიურად გამოყენება? - რომელი ნაწილია განსახორციელებლად ყველაზე რთული (დაგეგმვა, მონიტორინგი, შეფასება)? რატომ? დანართი #5 - ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვის ორგანიზება. დანართი #6 - პერსონალური მიზნისა და ამოცანების შედგენის ფორმა და რჩევები. მეტაკოგნიციის განმარტებას შეგიძლიათ გაეცნოთ აღნიშნულ ბმულზე - http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=16652

დანართები

79


სესიის ადაპტაციის შესაძლებლობა ხელმისაწვდომობის ელემენტები (საჭიროების შემთხვევაში)

იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეებს არ სურთ ინდივიდუალურად მუშაობა, შეგიძლიათ ნება დართოთ იმუშაონ წყვილებში. შეეცადეთ სესიის განმავლობაში უპასუხოთ მონაწილეთა ყველა შეკითხვას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს მიზნის დასახვის, მონიტორინგისა და შეფასების პროცესზე. დარწმუნდით, რომ მონაწილეთათვის გასაგებია აღნიშნული სქემა.

გამოყენებული ლიტერატურა

Learning to Learn: guide to activities in schools Delia Goia (Institute of Educational Sciences Romania, 2017) ვებ-გვერდი - www.developgoodhabbits.com

სესიის სახელი

4. სწავლის სტილი - როგორ ვისწავლი ყველაზე ეფექტიანად?

ხანგრძლივობა

90 წუთი

მოკლე აღწერა

სესიის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება აქვთ შეავსონ ტესტი და გამოავლინონ მათი ამჟამინდელი სასწავლო სტილი. სესიის მეორე ნაწილი ეთმობა დისკუსიას სწავლის დამაბრკოლებელი ფაქტორებისა და მათი აღმოფხვრის შესახებ.

სასწავლო ამოცანები

- გააცნოს მონაწილეებს სწავლის სხვადასხვა სტილი; - შესაძლებლობა მისცეს მონაწილეებს იდენტიფიცირება გაუკეთონ იმ სწავლის სტილს, რომლის გამოყენებითაც ყველაზე ეფექტიანად შეძლებენ სწავლას; - საშუალება მისცეს მონაწილეებს იმსჯელონ სწავლის დამაბრკოლებელ ფაქტორებე.

საჭირო რესურსები

დანართი #7, მარკერები

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

დისკუსია (30 წუთი) 1. სესიის დასაწყისში მონაწილეებს განუმარტეთ, რომ სესია სწავლის სტილებს და სწავლის პროცესის ეფექტიანობის გაზრდის ტექნიკნებს შეეხება. იმ შემთხვევაში, თუ გავაცნობიერე, რომელი სწავლის სტილია კონკრეტულ მომენტში ჩემთვის სასარგებლო შემიძლია გავზარდო სწავლის ეფექტიანობა. 2. უთხარით მონაწილეებს, რომ მათ საშუალება ექნებათ გაიგონ, რომელი სწავლის სტილით უფრო ეფექტურად სწავლობენ, თუმცა მანამდე ისინი დისკუსიის მონაწილეები გახდებიან. 3. სთოხვეთ ჯგუფის თითოეულ წევრს, ჩამოწერონ მინიმუმ 5 რამ, რასაც ისინი მიიჩვენ, როგორც სწავლის ხელშემშლელ ფაქტორს (ხმაური, ზედმეტი ყურადღება, კომპიუტერის არქონა და სხვა). 4. მას შემდეგ, რაც მონაწილეები ინდივიდუალურად მუშაობას დაასრულებენ, გააერთიანეთ ისინი 5 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფებში და სთხოვეთ, გაუზიარონ ერთმანეთს ნააზრევი. 5. ამ ეტაპზე სთხოვეთ მცირე ჯგუფებს დიდ ჯგუფში გაუზიარონ ერთმანეთს გამოვლენილი ფაქტორების შესახებ ინფორმაცია. 6. თქვენ, როგორც ფასილიტატორმა, უზრუნველყავით ინფორმაციის ფლიპ-ჩარტის ფურცელზე ჩამოწერა. 7. შეაჯამეთ დისკუსია იმაზე ყურადღების გამახვილებით, რომ ეფექტური სწავლის ერთ-ერთი ნაწილია ვიცოდეთ, რა გვიშლის ხელს სწავლაში, რათა დავგეგმოთ ხელშემშლელი ფაქტორების საპასუხო რეაქციები. სწავლის სტილის ტესტი: 8. უთხარით მონაწილეებს, რომ ხშირად სწავლის დამაბრკოლებელი ფაქტორების გამოსავლენად სასარგებლოა ვიცოდეთ, რომელი სწავლის სტილია დამახასიათებელი ჩვენთვის. 9. სწავლის სტილის იდენტიფიცირება გვეხმარება სწავლის ორგანიზების პროცესში შესაბამისი, კომფორტული და ეფექტური გარემოს შექმნაში. 10. არსებობს სხვადასხვა ტიპის ტესტები, რომლებსაც სწავლი სტილის გამოსავლენად იყენებენ. 11. უთხარით მონაწილებს, რომ დღეს ისინი ერთ-ერთ ტესტს შეავსებენ. 12. აუცილებლად გაამახვილეთ ყურადღება, რომ ტესტის შედეგი არ არის მუდმივი და სხვადასხვა სიტუაციაში შესაძლოა ადამაინს სხვადასხვა სწავლის სტილის გამოყენება შეეძლოს. 13. აღნიშნულ ტესტში (დანართი 7) წარმოდგენილია სამი ტიპის სწავლის სტილი: კინესტეთიკური (მოძრაობითი), ვიზუალური (მხედველობითი) და სმენითი. 14. მიეცით მონაწილეებს ტესტების შევსების საშუალება. 15. მას შემდეგ, რაც ყველა დაასრულებს ტესტების შევსებას, მიეცით საშუალება მონაწილეებს, სურვილის შემთხვევაში, ერთმანეთს გაუზიარონ შედეგები. 16. სესია შეაჯამეთ იმაზე ხაზგასმით, რომ მნიშვნელოვანია მონაწილეები დაფიქრდნენ, როგორ შეუძლიათ სწავლის მაქსიმალურად შემაფერხებელი ფაქტორების გარეშე ორგანიზება. 17. თუ დრო დაგრჩებათ, შეგიძლიათ აღნიშნულ საკითხზე მონაწილეებს რეფლექსიის საშუალება სესიის განმავლობაშიც მისცეთ.

შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

- გაგიჭირდათ ტესტის შევსება? რატომ? - ელოდით მიღებულ შედეგს? რატომ? - არის ვინმე, ვისაც თითქმის თანაბარი ქულები აქვს? - როგორ ფიქრობთ, შეიძლება რამდენიმე სტილი ერთად გვქონდეს? - რაში გვეხმარება სწავლის სტილის შესახებ ცოდნა? - სხვა რა დამაბრკოლებელი გარემოება შეიძლება შეგხვდეთ სწავლის პროცესში? - როგორ შეგიძლიათ დაბრკოლებების შემცირება ან გადაჭრა სწავლის ეფექტიანობის გასაზრდელად?

დანართები

დანართი #7 - სწავლის სტილის ტესტი

80


სესიის ადაპტაციის შესაძლებლობა (საჭიროების შემთხვევაში) გამოყენებული ლიტერატურა

სესიის სახელი ხანგრძლივობა

მოკლე აღწერა

სასწავლო ამოცანები

საჭირო რესურსები

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

სესიის ადაპტაციის შესაძლებლობა ხელმისაწვდომობის ელემენტები (საჭიროების შემთხვევაში)

დანართები

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მონაწილეს უჭირს ტექსტის შევსება, შესთავაზეთ მას მხარდაჭერა და დარწმუნდით, რომ გავლენას არ ახდენთ პასუხების არჩევის პროცესზე.

სწავლის სტილის ტესტი ადაპტირებულია O’Brien (1985)-ის სწავლის სტილების მოდალობების შემსწავლელი ტესტის ორიგინალი ვერსიიდან.

5. დამოუკიდებლად სწავლა და ინფორმაციის გაანალიზება 90 წუთი სესიის განმავლობაში მონაწილეებმა უნდა გადაჭრან გამოწვევა, რის წარმატებით შესასრულებლადაც მათ უცხო ინფორმაციის მოძიება და მისი ანალიზი დასჭირდებათ. სესია ორიენტირებულია საინფორმაციო ტექნოლოგიების, როგორც სასწავლო რესურსის გამოყენებაზე.

- განუვითაროს მონაწილეებს დამოუკიდებლად სწავლის უნარები. - მხარი დაუჭიროს მონაწილეებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, შეძლონ მიზნის მისაღწევად საჭირო ინფორმაციის მოძიება და გაანალიზება. - შესაძლებლობა მისცეს მონაწილეებს, მიიღონ გუნდური გადაწყვეტილებები. ინტერნეტი, სმარტფონები ან კომპიუტერი (4 ცალი, შესაძლებელია სმარტფონები თავად მონაწილეებსაც ჰქონდეთ), ფლიპჩარტის ფურცელი. მოგზაურობა პარიზში 1. უთხარით მონაწილეებს, რომ სესია განსხვავებული ხასიათისაა. მათ ექნებათ გარკვეული გამოწვევა და შეძლებისდაგვარად უნდა შეეცადონ აღნიშნული გამოწვევის გადაჭრას. 2. ინსტრუქციის მიცემამდე დაყავით მონაწილეები 4 ჯგუფად. 3. უთხარით მათ, რომ თითოეულ ჯგუფს აქვს მაქსიმუმ 1000 ევრო ჯამში. 4. მათი მიზანია დაგეგმონ პარიზში 3-დღიანი მოგზაურობა ისე, რომ მათი ხარჯი 1000 ევროს არ აღემატებოდეს. 5. უთხარით, რომ აღნიშნულ თანხაში არ შედის ფრენის ბილეთები, რადგან ის წინასწარაა შეძენილი. 6. ჯგუფების მიზანია ჩამოწერონ, 3 დღის განმავლობაში სად დარჩებიან? რას მოინახულებენ პარიზში? სად იკვებებიან? რომელ მუზეუმს ესტუმრებიან? 7. თითოეული აქტივობის ჩამოწერის შემდეგ, მათ, ასევე, უნდა აღწერონ, რა თანხას იხდიან და სად მოიპოვეს აღნიშნული ინფორმაცია (მაგალითად: დავრჩებით სასტუმროში 1 ადამიანზე - 30 ევრო ღამეში - წყარო: www.booking.com) 8. უთხარით მონაწილეებს, რომ აღნიშნულ დავალებას მცირე ჯგუფებში ასრულებენ და რომ მის შესასრულებლად საჭირო იქნება ინტერნეტის გამოყენება. 9. სავარაუდოა, რომ აღნიშნული დავალება მონაწილეებში გაურკვევლობას გამოიწვევს. შეეცადეთ აუხსნათ მათ, რომ ეს გამოწვევაა და შეუძლიათ გამოიყნენონ ინტერნეტი, სადაც ყველა კითხვაზე პასუხს იპოვიან. 10. მას შემდეგ, რაც ჯგუფები მზად იქნებიან, სთხოვეთ მათ გააკეთონ ნამუშევრის პრეზენტაცია. 11. შეჯამებისას იხელმძღვანელეთ ქვემოთ მოცემული კითხვებით და აქცენტი გააკეთეთ სწავლის იმ მომენტზე, რომელიც თვითორგანიზებულია და გარკვეული აღმოჩენებით ვითარდება. ასევე, ხაზი გაუსვით ინტერნეტის როლს სწავლის პროცესში (მაგალითად, როგორც ეს მოგზაურობის დაგეგმვის დროს იყო). როგორ გრძნობთ თავს? მიაღწიეთ მიზანს? რამდენ რთული იყო დავალების შესრულება? რატომ? რა იყო ახალი თქვენთვის? იყო რაიმე რამაც გაგაკვირვათ? რას ფიქრობთ ინტენეტის სასწავლო შესაძლებლობების შესახებ? რამდენად ხშირად იყენებთ ინტერნეტს სასწავლად? რა გისწავლიათ ინტერნეტის გამოყენებით? როგორ გადგებათ ის ყოველდღიურ ცხოვრებაში? შეგიძლიათ სურვილისამებრ შეცვალოთ მონაწილეთა დავალება. სავარჯიშოში მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეებმა საინფორმაციო ტექნოლოგიები აქტიურად გამოიყენონ მათთვის საინტერესო თემის შესასწავლად. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური პირობების გამო არ გაქვთ ინტერნეტი ან კომპიუტერი/სმარტფონი შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ მნიშვნელოვანი ვებგვერდების კრებული, რომელიც მოიცავს აღწერილობას დანიშნულების შესახებ. ამ გზით მონაწილეები ვირტუარულად შეძლებენ ვებგვერდების გამოყენებას პრიორიტეტების მიხედვით. -

81


დანართები დანართი #1.

დანართი #2.

1. სტატია სწავლის სწავლის შესახებ სასკოლო სივრცეში - http://mastsavlebeli.ge/?s=როგორ+განვუვითაროთ+მოსწავლეს +თვითმართვადი+სწავლის+უნარები (სოფიკო ლობჟანიძე, 2014 წელი)

იყო მოტივირებული (გინდოდეს ისწავლო) აღიარო სწავლის მნიშვნელობა

გქონდეს სწავლისთვის საჭირო უნარები

გააკონტროლო შენი სწავლის პროცესი

გაიგო (კრიტიკული აზროვნება, მეგობრებთან შენთვის ყველაზე მოსახერხებელი სტრატეგიების ერთად მუშაობა, დაზუსტების ტექნიკების გამოყენება გამოყენება)

გრძნობდე სწავლის რუტინას

ორგანიზება გაუწიო (შეაჯამო, გამოიყენო ორგანიზების სხავდასხვა ტექნიკა)

გააკეთო პერიოდული რეფლექსია

იყო თავდაჯერებული

დაიმახსოვრო (გადაიმეორო, პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენო)

შეაფასო მიღწეული შედეგები

დაგეგმო საკუთარი სწავლის დრო

მონიტორინგი გაუკეთო პროგრესს

შეინარჩუნო პოზიტიურობა და მართო სტრესი

იცოდე და გრძნობდე შენს მოტივაციას და სწავლის უნარებს

მართო შენი გარემო ითხოვო დახმარება, თუ ეს გჭირდება

82


დანართი #3. გიორგი და სანდრო ავტომობილის მართვას სწავლობენ გიორგი და სანდრო ბავშვობის მეგობრები არიან. ორივე 18 წლისაა და მოინდომეს მართვის მოწმობის აღება, ამიტომ შევიდნენ ავტოსკოლაში. მათ მსგავსი შესაძლებლობები აქვთ, თუმცა განსხვავებულად ფიქრობენ საკუთარი შესაძლებლობების შესახებ. ისინი ახლა ავტოსკოლაში პირველ გაკვეთილზე იმყოფებიან და მასწავლებელს ქალაქში მიჰყავს იმისთვის, რომ მანქანა ვიწრო ქუჩებში გაატარებინოს, სასწავლო მიზნით. მასწავლებელი ამთავრებს გიორგისა და სანდროსთვის ინსტრუქციის მიცემას. ბიჭები კი ამ მომენტში შემდეგნაირად ფიქრობენ: გიორგი ფიქრობს: აუ, რა მაგარია! ამაზე ვოცნებობ ბავშვობიდან და არც კი მჯერა, რომ ახლა უკვე ნამდვილ მანქანას გავატარებ. უკვე საჭესთან ვზივარ და ერთ თვეში მართვის მოწმობაც მექნება. ერთი თვე დიდი დროა. ამ პერიოდში შეცდომებსაც დავუშვებ - არც შუმახერი ყოფილა ჩემპიონი პირველივე დღეს. არა? თუ შეცდომებს დავუშვებ, მერე რა? ზუსტად ამისთვის ვუხდი ფულს მასწავლებელს. ცოტა კი მეშინია. ნამდვილ ქალაქში, ნამდვილ ქუჩებში უნდა გავატარო ხუმრობა ხომ არაა? მაგრამ ისე მაინც არ მეშინია, როგორც დედაჩემს. ის კი ქალაქში მშვენივრად ატარებს. ვერ ვითმენ. სანდრო ფიქრობს: აუ, აუ, ბავშვობიდან ვოცნებობ ამ დღეზე და შეხედე რა! როგორ მეშინია. ეს ყველაფერი კიდევ ერთ თვეს უნდა გაგრძელდეს და წარმომიდგენია, ამ დროში რამდენ შეცდომებს დავუშვებ. ჩემი მასწავლებელი კიდევ იფიქრებს, რომ არ მაქვს მართვის მოწმობის აღების ნიჭი. თანაც ქალაქში უნდა ვატარო, ნამდვილ ქუჩებში. მაგრად ჩავიჭრები. თან შეიძლება ჩემმა მეგობრებმა დამინახონ და მაგრად დამცინონ. რა თქმა უნდა, იტყვიან, რომ დედაჩემივით ვატარებ. საშინელი დღე მელის წინ. ვინ მაძალებდა, ეს ყველაფერი რომ წამოვიწყე? სიტუაცია #2 „ძალიან მინდა, რომ მზარეული გამოვიდე. ჩემი მშობლები ბავშვობიდან მიმეორებენ, რომ აუცილებლად უნივერსიტეტში უნდა ჩავაბარო და დიპლომი ავიღო. ძალიან რთული იქნება მათი დარწმუნება, რომ კულინარია არანაკლებ მნიშვნელოვანია. მთავარი მაინც ისაა, რომ მე ყველაზე მეტად კულინარია მომწონს და მიხარია ის, რასაც ვაკეთებ. აუცილებლად მოვნახავ გზას, რომ ჩემი მშობლები დავარწმუნო მზარეულთა კოლეჯში ჩაბარებაზე უარი არ მითხრან. შეიძლება თავიდან ძალიან გაუკვირდეთ, მაგრამ დროთა განმავლობაში აუცილებლად შეეჩვევიან. სირთულე ვის არ ჰქონია? აუცილებლად მივაღწევ მიზანს, თუ ამ ყველაფერს კარგად დავგეგმავ. მე ვიქნები საქართველოში ყველაზე ცნობილი მზარეული. წინ შეფობა მელის.“ სიტუაცია #3 „კიდევ ერთხელ არ გამიშვებენ მთაში, რადგან მეწყრის ეშინიათ. აუცილებლად ვეტყვი, რომ მთელი კლასი მივდივართ, ყველა მოდის, მაგრამ ეს დიდად არ აინტერესებთ. მე მგონი, ჯობს ვუთხრა, რომ მთაში არ მივდივართ, მაგრამ ამასაც გადაამოწმებენ. ისიც არ იციან, რომ მთაში ჯეინის დაბადების დღის აღსანიშნავად მივდივართ. ამის თქმაც არ ღირს, მაინც არ მომისმენენ. მე ხომ ასეთი ბედი მაქვს. ყველაფერს სჯობს, მივიდე და ვუთხრა, რომ ცუდი მშობლები არიან და ოთახში შევვარდე.“ ადაპტირებულია: Mindmap for Learning, Project: PRESTO Peer Related Education Supporting Tools 142301 – LLP -1 – IT – COMENIUS -CMP, Learning to Learn – Guide for activities in schools, 2010

დანართი #4.

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვის ორგანიზება თქვენ ხართ ახალგაზრდული კლუბის წევრები და აპირებთ სკოლაში მოაწყოთ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით - „ხელოვნება გვაერთიანებს“. გამოფენას სკოლის მოსწავლეების გარდა დაესწრებიან მშობლები, მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები. შეადგინეთ სია, თუ რისი გაკეთება მოგიწევთ იმისათვის, რომ გამოფენამ წარმატებულად ჩაიაროს გამოფენამდე - დაგეგმვა

გამოფენის განმავლობაში - მონიტორინგი

გამოფენის შემდეგ - შეფასება

გაითვალისწინე, რომ შეიძლება დაგჭირდეს: დარბაზი, აღჭურვილობა, იმის გაგება, თუ როგორ მოეწონათ გამოფენა სტუმრებს და ა.შ.

83


დანართი #5. სწავლაში იქნები ექსპერტი, თუ შემდეგ რჩევებს გაითვალისწინებ! დაუსვი შენ თავს შემდეგი კითხვები და შეეცადე უპასუხო მათ

დაგეგმვა

მონიტორინგი (გადამოწმება)

შეფასება

რისი გაკეთება მინდა? რა მიზანი მაქვს?

როგორ მიდის საქმე? კარგად ვართმევ თავს?

რამდენად შესრულდა მიზანი, ისე როგორც ეს მე მსურდა?

რა რესურსები არსებობს, რისი გამოყენებაც ვაცნობიერებ და ვიგებ, რასაც ვაკეთებ? შემიძლია (წყნარი ოთახი, ინტერნეტი, მეგობრის გამოცდილება და სხვა)? თუ ვერ ვიგებ რისი გაკეთება შემიძლია, რომ უკეთ გავიგო? რა მომეთხოვება? არის რაიმე, რაც ამ თემის შესახებ უკვე ვიცი?

რამდენად კარგად გავართვი თავი?

დროის დაგეგმვა რეალურია?

რა შემეძლო სხვანაირად გამეკეთებინა?

რაიმე განსხვავებული მიდგომა ხომ არ მჭირდება? რა დრო დამჭირდება ამის შესასრულებლად?

საკმარისად ფოკუსირებული ვარ მიზანზე?

ვარ დარწმუნებული, რომ ეს გავაკეთო? მაქვს მოტივაცია?

ჩემი შერჩეული სტრატეგიები ეფექტიანია?

მჭირდება, რომ თავიდან დავიწყო, რათა უკეთეს შედეგს მივაღწიო?

ვნერვიულობ ან შეშფოთებული ვარ? რა სტრატეგიებს შემიძლია მივმართო, რაც დამეხმარება (პოზიტიური დიალოგი საკუთარ თავთან და ა.შ.)?

ჩემი მიზანი და მისი მიღწევის გზები სახელი

მიზნის დასახვის თარიღი

ჩემი მიზანია (მაგალითი: წავიდე ესპანეთში სასწავლებლად)

მიზანი უნდა შესრულდეს

(თარიღი)

მიზნის მისაღწევად დამჭირდება (ნაბიჯები):

ორი რამ, რაც მიზნის მიღწევაში დამეხმარება:

ნაბიჯი 1 - ესპანურის სწავლა (მაგალითი)

1

ნაბიჯი 2 - უნივერსიტეტში სიის შედგენა, რომელთაც აქვთ სტიპენდია (მაგალითი) 2 ნაბიჯი 3

მეცოდინება, რომ მიზანს მივაღწიე მაშინ, როცა:

84


დანართი #6. ტესტი ტრენინგის მონაწილე 1. რომელია სწავლის მართებული განმარტება? ა) სწავლა არის ახალი გამოცდილების და ცოდნის მიღების პროცესი; ბ) სწავლა არის მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნა; გ) სწავლა არის მხოლოდ უნივერსიტეტისა და სკოლის დამთავრების შედეგად მიღებული ცოდნა; დ) სწავლა არის მხოლოდ საგაკვეთილო პროცესი, რომელიც ორგანიზებულია მასწავლებლის მიერ. 2. ჩამოთლილთაგან, რომელი მიეკუთვნება შინაგან მოტივაციას? ა) ვითამაშებ ფეხბურთს, რათა ჩემპიონატში გავიმარჯვო და პირველი ადგილი ავიღო; ბ) ვითამაშებ ფეხბურთს, რადგან ფეხბურთის თამაში მსიამოვნებს და პროცესიც ძალიან მომწონს; გ) არ ვითამაშებ ფეხბურთს, რადგან არ მსურს ფეხბურთის თამაში; დ) ყველა ჩამოთვლილი. 3. რატომაა მნიშვნელოვანი „პოზიტიური დიალოგი საკუთარ თავთან“ სწავლის პროცესში? ა) საშუალებას გვაძლევს მივაღწიოთ დასახულ სასწავლო მიზანს; ბ) ხელს უწყობს მიზნის ცვლილების პროცესს; გ) პოზიტიურად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე; დ) ყველა ზემოთ ჩამოთვილი განმარტება. 4. პირადი მიზნის მიღწევისათვის აუცილებელია შემდეგი სამი ეტაპის გავლა: ა) მეგობრებთან საუბარი, თავისუფლად მოქცევა და ორგანიზება; ბ) დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი; გ) შეთანხმება, განხორციელება და დასრულება; დ) დაწყება, მეგობრებთან საუბარი და დასრულება. 5. ჩამოთლილთაგან, რომელი მიეკითვნება სწავლის შესაძლო სტილს? ა) კინესთეტიკური; ბ) ტაქსონომიური; გ) მრავალუჯრედოვანი; დ) პლურალური. 6. სწავლის სწავლა გვეხმარება: ა) საკუთარი მიზნების სხვებთან გაზიარებაში; ბ) ცხოვრების ბოლომდე ფინანსურ უზრუნველყოფაში; გ) სწავლის დამოუკიდებლად დაგეგმვაში, ორგანიზებასა და ამ გზით ინდივიდუალური მიზნების მიღწევაში; გ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პასუხი სწორია. თითოეული კითხვა ფასდება 2 ქულით (პრე)პოსტტესტის შედეგი: პასუხი სრულად ამომწურავია (10-12 ქულა); პასუხი დამაკმაყოფილებელია ( 7- 9ქულა); პასუხი ნაწილობრივ ამომწურავია (4-6 ქულა); პასუხი არ არის ამომწურავი (2-3 ქულა); ტესტი არ იძლევა ინფორმაციას (0 ქულა).

85


86


კიბერუსაფრთხოება და კიბერჰიგიენა ავტორი: ვლადიმერ სვანაძე მნიშვნელოვანი ტერმინები: კიბერსივრცე, კიბერდანაშაული, ინფორმაციული უსაფრთხოება, კიბერჰიგიენა, კიბერშეტევა, საფრთხეები, ვირუსები და სოციალური ქსელები, კიბერსამართალი, კიბერჰიგიენა.

შესავალი თანამედროვე სამყარო წარმოუდგენელია ტექნოლოგიების გარეშე. ელექტრონული მოწყობილობები და პროგრამული გადაწყვეტილებები სულ უფრო ღრმად ინტეგრირდება ადამიანების ყოველდღიურობაში. ჩვენ ვეღარც კი ვამჩნევთ, რამდენ ინფორმაციას მიმოვცვლით ელექტრონულად, არც იმას ვაკვირდებით, რომ დღის განმავლობაში გაცვლილი ინფორმაციის დიდი ნაწილი ჩვენი პირადი ინფორმაციის და სხვა სენსიტიური მონაცემების მატარებელია. სწორედ, ადამიანთა ეს დაუდევრობა წარმოადგენს კიბერდამნაშავეების მთავარ სამიზნეს, რადგანაც ამ მიდგომით მათ უფრო სწრაფად და იოლად შეუძლიათ მოიპოვონ წვდომა თქვენს პირად ინფორმაციაზე, ვიდრე შეუტიონ და გატეხონ ოპერაციული სისტემები ან ის ვებგვერდები, რომლითაც სამიზნეების დიდი ნაწილი სარგებლობას. კიბერსივრცეში მოქმედი დამნაშავე ჯგუფებისთვის განსაკუთრებით სენსიტიური სამიზნე ჯგუფი არის ბავშვები და ახალგაზრდები, ზოგადად მომავალი თაობა, რომლებიც ხშირად ხდებიან კიბერდამნაშავეების მსხვერპლნი. ყოველივე გამოწვეულია დაბალი განათლების დონითა და ცნობიერებით. ადამიანთა უნარ-ჩვევებს, რომელიც გულისხმობს საკუთარი თავის დაცვას პირადი ინფორმაციის გაჟონვისაგან, თანამედროვე მსოფლიოში კიბერჰიგიენა ეწოდება. წინამდებარე კურსის მიზანია, გააცნოს მომხმარებლებს კიბერჰიგიენის ფუნდამენტური საკითხები და ძირითადი პრინციპები, აგრეთვე ის წესები, რომლის დაცვაც აუცილებელია ნებისმიერი მომხმარებლისთვის. მოდულის სასწავლო ამოცანები მოდულში თავმოყრილი აქტივობები ორიენტირებულია, რომ ახალგაზრდებს დაეხმაროს შემდეგი მიმართულებებით განვითარებაში: » დაეხმაროს ახალგაზრდებს აიმაღლონ ცოდნა კიბერუსაფრთხოებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. » დაეხმაროს ახალგაზრდებს გააანალიზონ კიბერსივრცეში არსებული საფრთხეები, მისი გამომწვევი მიზეზები და დამდგარი შედეგები, მოახდინონ მათი იდენტიფიცირება და სწორად შეაფასონ სიტუაცია; » შესაძლებლობა მისცეს ახალგაზრდებს, აიმაღლონ თავიანთი ცნობიერება კიბერსივრცეში არსებული საფრთხეებისა და იმ არსებული საშუალებების შესახებ, რაც მათ დაეხმარებათ მაქსიმალურად დაიცვან თავი დამნასავე სუბიექტების მხრიდან კიბერსივრცეში მათი პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისა და გამოყენებისგან. მოდულის სტრუქტურა მოდულის ხანგრძლივობაა 7 სამუშაო საათი. მასში შედის 4 სასწავლო სესია და ტესტირება. თითოეული სესიის ხანგრძლივობაა დაახლოებით 1.5 - 2 საათი. სესიების აუდიტორიასთან გამოყენება რეკომენდირებულია რიგითობით - პირველიდან, ბოლო სესიის ჩათვლით, თუმცა შესაძლებელია სესიების განცალკევებული გამოყენებაც. საგანმანათლებლო მიდგომები მოდული ეფუძნება არაფორმალური განათლების მიდგომებს - გამოცდილებით, თანამშრომლობით სწავლას და ღირებულებებზე ორიენტირებულ სწავლას. სესიებში გამოყენებულია არაფორმალური განათლების მეთოდოლოგია. კერძოდ, სასწავლო პროცესში გამოყენებული იქნება ინტერაქტიული ჩართულობა და დისკუსია, ასევე სასწავლო ვიდეორგოლის ჩვენება.

87


მოდული განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, რომლებიც კარიერის განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფებიან და რომლებიც ნებაყოფლობით მონაწილეობენ სასწავლო პროცესში. მოდულში გამოყენებული მიდგომები მაქსიმალურად მოქნილია, რათა საჭიროების შემთხვევაში ადაპტირდეს განსხვავებული ხელმისაწვდომობის საჭიროებების ჯგუფებისთვის. მოდულის თემატიკა სესიების მიხედვით: I სესია - კიბერუსაფრთხოება; II სესია - კიბერსივრცეში არსებული ვირუსები და საფრთხეები; III სესია - კიბერსივრცეში არსებული ვირუსებისგან თავის დაცვა; IV სესია - კიბერჰიგიენა.

მოდულის სახელი

კიბერუსაფრთხოება და კიბერჰიგიენა

სესიის სახელი

1. კიბერუსაფრთხოება

ხანგრძლივობა

120 წუთი

მოკლე აღწერა

სესია ითვალისწინებს შემდეგი საკითხების განხილვას: • რა არის კიბერუსაფრთხოება? • კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა და მისი განვითარების ეტაპები; • საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეკოსისტემა, სტატისტიკა და გამოწვევები; • გლობალურ დონეზე არსებული გამოწვევები - ყველაზე მოწყვლადი სფეროები და მთავარი მოთამაშეები; • კიბერდანაშაული - განმარტება, კატეგორიები, მსხვერპლი და ტიპები; • არსებული ცნობილი ქეისები როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

მონაწილეთა რაოდენობა

15 -20

სასწავლო ამოცანები

• მონაწილეებს გააცნოს კიბერუსაფრთხოებისა და მასთან დაკავშირებული საკითხები; • მხარი დაუჭიროს მონაწილეებს: • გაიაზრონ კიბერუსაფრთხოებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების მნიშვნელობა; • მაქსიმალურად აითვისონ მიწოდებული ინფორმაცია ვიდეორგოლების გამოყენებით; • განივითარონ და აიმაღლონ ცნობიერება დარგის შესახებ.

საჭირო რესურსები

ლეპტოპი, პროექტორი, „თეთრი დაფა“, სხვადასხვა ფერის ფლომასტერები „თეთრ დაფაზე“ დასაწერად.

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

1) დასაწყისში მონაწილეებს აუხსენით, რომ სესიის განმავლობაში რაზე იქნება საუბარი, გაარკვიეთ, ვის ჰქონია შეხება მოცემულ დარგთან და რა დონეზე, რა იციან კიბერსივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ, ეს არის უფრო გაცნობითი აქტივობა (5 წუთი); 2) ამის შემდეგ, უშუალოდ კიბერუსაფრთხოებაზე საუბრის დაწყებამდე, ეცადეთ ერთმანეთთან დააკავშიროთ - კომუნიკაცია, უსაფრთხოება, კომპიუტერული ტექნიკა და ინტერნეტი, რომელთა ერთობლიობაც ქმნის კიბერუსაფრთხოებას (10 წუთი). კერძოდ: • ორ ან ორზე მეტ პიროვნებას, პიროვნებათა ჯგუფს შორის არსებული ურთიერთობა, რომლის დროსაც ხდება ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლა. კომუნიკაციის სახეობები - ვერბალურ ან კონტაქტურ დონეზე; წერილობითი; ე. წ. „სხეულის ენა“; სოციალური ქსელებით; ნიშნების გადაცემით/მინიშნებებით; და სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენება. კომუნიკაციის საშუალებები - რადიო, ტელეგრაფი, ტელეფონი, მობილური, კომპიუტერული ტექნიკა, ინტერნეტი. კომუნიკაციის წარმოების სახეობები - SMS, Viber, WhatsApp, Skype, Signal, Email, Messenger. • ინტერნეტი (Internet) - ე. წ. „მსოფლიო-ქსელი”, ერთმანეთზე მიერთებული კომპიუტერების საჯაროდ ხელმისაწვდომი ქსელი. ინტერნეტს, ზოგჯერ ეძახიან, უბრალოდ „ქსელს”(The Net), ანუ ქსელთა ქსელს, სადაც მომხმარებლებს, თუ მათ აქვთ უფლებები, შეუძლიათ ნებისმიერი კომპიუტერიდან მიიღონ ინფორმაცია. ინტერნეტი აღნიშნავს გლობალურ კომპიუტერულ ქსელს, რომელიც ეფუძნება IP პროტოკოლს და პაკეტთა მარშრუტიზაციას. ინტერნეტი ქმნის გლობალურ საინფორმაციო სივრცეს და წარმოადგენს მსოფლიო ქსელის საფუძველს. ინტერნეტი არის კომუნიკაციის საშუალება. • უბედური შემთხვევების, ავარიებისა და კატასტროფების არასასურველი შედეგებისგან ადამიანის, გარემოს, სამრეწველო ობიექტებისა და მატერიალური ფასეულობების დაცული მდგომარეობა. მათ შორის არის ინფორმაციული უსაფრთხოება/კიბერუსაფრთხოება. 3) სესიის მსვლელობისას გამოიყენეთ მაქსიმუმ 3–5-წუთიანი ვიდეორგოლები ინტერნეტისა და კიბერუსაფრთხოების თაობაზე, სადაც ვიზუალურად კარგად იქნება ასახული ინფორმაცია დარგის შესახებ და ადვილი აღსაქმელი იქნება (5 წუთი). მაგალითად, https://www.youtube.com/watch?v=Dxcc6ycZ73M 4) ამის შემდეგ შეაჯამეთ, დარწმუნდით, რამდენად გაიგეს და აღიქვეს მიწოდებული მასალა, უნდა ჩაერთოს მაქსიმალურად ყველა (5 წუთი); 5) გადადით უშუალოდ კიბერუსაფრთხოების განმარტებაზე, მის რაობაზე (10 წუთი). კიბერუსაფრთხოება - 21-ე საუკუნის მსოფლიოს წამყვანი და მთავარი დარგი, ახალი გამოწვევა მსოფლიო საზოგადოებისთვის, საერთაშორისო, რეგიონალურ და ეროვნულ დონეებზე, უსაფრთხოების სხვადასხვა სახეობის განუყოფელი ნაწილი (საბანკო უსაფრთხოება, ბირთვული უსაფრთხოება, საგზაო უსაფრთხოება, ორგანიზაციული/კორპორაციული უსაფრთხოება). მიზანი - დაიცვას კომპიუტერები და ქსელები უნებართვო შემღწევებისგან, დავირუსებისა და სხვა ყველა იმ მოქმედებისგან, რამაც შეიძლება საფრთხე მოუტანოს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ან საჯარო სექტორს https:// www.youtube.com/watch?v=vvsfM5Dixow

88


6) მიაწოდეთ ინფორმაცია კიბერუსაფრთხოების განვითარების ისტორიასა და მის მნიშვნელობაზე (20 წუთი). კერძოდ, კიბერუსაფრთხოების განვითარება მოიცავს იმ აქტივობებს, სადაც რაიმე ფორმით გამოყენებული იქნა კიბერუსაფრთხოების ელემენტები და მოიცავს შემდეგ ეტაპებს: - 1990-1991 წლები - სპარსეთის ყურის ომი; - 1999 წელი - ომი ბალკანეთზე/კოსოვოს კონფლიქტი; - 2001 წლის 11 სექტემბერი; - 2001 წლის ნოემბერი - ბუდაპეშტის კონვენცია კიბერდანაშაულის შესახებ; - 2007 წელი - მასირებული კიბერშეტევა ესტონეთის კიბერსივრცეზე; - 2008 წელი - მასირებული კიბერშეტევები ლიტვისა და საქართველოს კიბერსივრცეზე; - 2008 წელი - კიბერშეტევები „რადიო თავისუფლებისა“ და „თავისუფლების“ ოფისებზე; - 2008 წლიდან - იწყება სტრატეგიებზე და განვითარების პოლიტიკაზე აქტიური მუშაობა; - 2014 – 2015 წლები - უკრაინა-რუსეთის ომი/ჰიბრიდული ომის დროს გამოიყენებოდა კიბერშეტევითი ელემენტები; - 2015 - ახალი გამოწვევები/გაიზარდა დაპირისპირება კიბერსივრცეში; 7) განიხილეთ ყველაზე მოწყვლადი სფეროები და მთავარი აქტორები. ამის ფონზე განიხილეთ საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეკოსისტემა (30 წუთი). • კერძოდ, მოწყვლადი სექტორებია - საბანკო და საფინანსო, სადაზღვევო, საფონდო ბირჟები, ბირთვული ელექტროსადგურები და ენერგოსისტემა ზოგადად, წყლის მომარაგებისა და გამწმენდი სისტემები, პერსონალური მონაცემები, ელექტრონული მმართველობა. მთავარი აქტორებია - შეერთებული შტატები, რუსეთის ფედერაცია, ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, ისრაელი; • საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეკოსისტემა. აქ განიხილება ორი მიმართულება, კერძოდ, ის სუბიექტები, რომლებიც წარმოდგენილნი არიან საქართველოში, და საქართველოს კიბერუსაფრთხოების სამართლებრივი სივრცე.

სუბიექტები: 2010 წლის იანვარი - იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი მონაცემთა გაცვლის სააგენტო; 2011 წლის იანვარი - იქვე სააგენტოში იქმნება კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი CERT.GOV.GE; 2012 წლის დეკემბერი - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო. იქვე ფუნქციონირებს კომპიუტერულ ციფრული ექსპერტიზის ქვეგანყოფილება; 2013 წლის დეკემბერი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ოფისი (2019 წელს შეიცვალა დასახელება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური); 2014 წლის თებერვალი - თავდაცვის სამინისტროს „სსიპ - კიბერუსაფრთხოების ბიურო“.

სამართლებრივი სივრცე: 2011 წლის დეკემბერი - საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია; 2012 წლის ივნისი - კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ; 2013 წლის მაისი - კიბერუსაფრთხოების სტრატეგიისა და განხორციელების 2013 – 2015 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცება; იმავე წელს განისაზღვრა კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტები; 2014 წლის აგვისტო - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება; 2017 წლის იანვარი - კიბერუსაფრთხოების სტრატეგიისა და განხორციელების 2017 – 2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცება; ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა კიბერუსაფრთხოების სტრატეგიასა და განხორციელების 2019 – 2020 წლების სამოქმედო გეგმაზე. 8) იმავდროულად განიხილეთ არსებული ცნობილი ქეისები (10 წუთი). კერძოდ: • APT 28 - ამ სახელით ცნობილი რუსული ჯგუფი, რომელიც მიზანმიმართულ შპიონაჟს ახორციელებს 2007 წლიდან. მიზანი - იმ სახის ინფორმაციის მოპოვება, რომელიც მხოლოდ სახელმწიფო ინტერესების საგანი შეიძლებოდა ყოფილიყო. სამიზნეს წარმოადგენს შეერთებული შტატები, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ნატო, ეუთო, საქართველოს მთავრობა და ოფიციალური პირები; • Win32/Georbot - საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კიბერშპიონაჟისთვის შექმნილი სპეციალური პროგრამა. მიზანი აღმოეჩინა ის დოკუმენტები, რომლებშიც გამოყენებული იყო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტყვები - ნატო, სი-აი-ეი, დაზვერვა, ეფ-ეს-ბი, გენერალი, პოლკოვნიკი და ა. შ. მათი აღმოჩენის შემთხვევაში ხდებოდა დოკუმენტების გადაწერა სამართავ სერვერზე. დაინფიცირებული იყო მხოლოდ ის გვერდები, სადაც განთავსებული იყო ინფორმაცია თავდაცვისა და უსაფრთხოების შესახებ. ვირუსი სრულად აკონტროლებდა ინფიცირებულ კომპიუტერს. მას შეეძლო ვიდეო და აუდიომასალის ჩაწერა კომპიუტერში არსებული კამერისა და მიკროფონის საშუალებით; სამუშაო დაფის გადაღება, დოკუმენტის მოპარვა; ნებისმიერი ფაილის გაგზავნა დისკიდან სერვერის მიმართულებით; ქსელში არსებული სხვა კომპიუტერების სკანირება/ინფიცირება. ვირუსის გავრცელება დაიწყო სპამფოსტის საშუალებით. აღმოჩენილია ქართული CERT-ის მიერ; შეიქმნა ცრუ სახელწოდების „საქართველო-ნატოს შეთანხმება 2011“; მოხდა ჰაკერის კომპიუტერის დაინფიცირება და მისთვის სურათის გადაღება, პიროვნების იდენტიფიცირება, რომელიც რუსეთში მოქმედი ცნობილი ჰაკერია, მეტსახელი „ეშკინკოტ1“. კომპიუტერების უმეტესობა ეკუთვნოდა სამთავრობო და CI სუბიექტებს, ასევე, კერძო სექტორის მსხვილ კომპანიებსა და ბანკებს; • 21 – 25 მაისს ქართულ საფინანსო ორგანიზაციებზე განხორციელდა მასიური DDoS შეტევა. სულ შეტევაში მონაწილეობდა დაახლოებით 600 000-მდე უნიკალური IP მისამართი 160-ზე მეტი ქვეყნიდან. შეტევის მასშტაბიდან, მომზადების ხარისხისა და რეგიონისადმი გეოპოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ

89


აღნიშნული შეტევის უკან რუსეთთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფი იდგა. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი მასშტაბური შეტევა არ იყო ორიენტირებული ფინანსურ ზარალზე, დიდი ალბათობით, იგი მიზნად ისახავდა ყურადღების გადატანას სხვა, შესაძლოა უფრო მეტი ზიანის მომტანი შეტევისაგან. 9) ამის შემდეგ შეაჯამეთ სესია, დარწმუნდით, რამდენად გაიგეს და აღიქვეს მიწოდებული მასალა. ინტერაქტიული მეთოდის გამოყენებით, მაქსიმალურად ყველა გამოკითხეთ (5 წუთი). სესიის ადაპტაციის შესაძლებლობა ხელმისაწვდომობის ელემენტები

სესია არ საჭიროებს დამატებით ძალისხმევას ადაპტირების კუთხით.

გამოყენებული ლიტერატურა

ვლადიმერ სვანაძე, „კიბერთავდაცვა. კიბერსივრცის მთავარი მოთამაშეები. კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა, სტრატეგია და გამოწვევები“. 2015, თბილისი

სესიის სახელი

2. კიბერსივრცეში არსებული ვირუსები და საფრთხეები

ხანგრძლივობა

130 წუთი

მოკლე აღწერა

• მალვარი (Malware); • ვირუსი, მავნე ქსელების ჭია worm; • გამომძალველი პროგრამა (Ransmoware); • ტროიანი; • DDoS შეტევა; • სპამი; • ფიშინგი; • კიბერსივრცეში არსებული საფრთხეები; • კიბერსივრცეში არსებული დანაშაულის სამართლებრივი ასპექტები - რა პასუხისმგებლობა დგება?

სასწავლო ამოცანები

მონაწილეებმა მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია კიბერსივრცეში არსებული საფრთხეებისა და ყველაზე გავრცელებული ვირუსების შესახებ; იმავდროულად გაანალიზონ მოცემული საფრთხეების შედეგები და პასუხისმგებლობა.

საჭირო რესურსები

ლეპტოპი, პროექტორი, „თეთრი დაფა“, სხვადასხვა ფერის ფლომასტერები „თეთრ დაფაზე“ დასაწერად.

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

1) გამოკითხონ აუდიტორია, თუ რა იციან კიბერსივრცეში არსებული საფრთხეებისა და ვირუსების შესახებ, ასევე იმ პასუხისმგებლობის თაობაზე, რაც შეიძლება მოჰყვეს კიბერსივრცეში უკანონო ქმედებებს. ეს არის გაცნობითი პროცესი, რომლის დროსაც თქვენ შეძლებთ დაადგინოთ აუდიტორიის დონე მოცემული საკითხის მიმართ (10 წუთი); 2) ამის შემდეგ დაიწყეთ იმ საფრთხეების აღწერა და ჩამოთვლა, რაც არსებობს კიბერსივრცეში (20 წუთი). კერძოდ, პრიორიტეტულ საფრთხეებში საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების კანონის მიხედვით, განიხილება: • კიბერშეტევა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სახელმწიფო ინტერესებს ან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას; • კიბერშეტევა მიმართული კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული სისტემების წინააღმდეგ; • კიბერშეტევა, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს, ორგანიზაციის ან კერძო პირის ფინანსურ რესურსებს, ან/და საკუთრების უფლებას; • სხვა ნებისმიერი ქმედება, რომელიც, მისი ხასიათიდან, მიზნიდან, წყაროდან, მოცულობიდან ან რაოდენობიდან ან მისი აღკვეთისათვის საჭირო რესურსების ოდენობიდან გამომდინარე, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საკმარისი საფრთხის შემცველია. კიბერდანაშაულთა ჩამონათვალი: • ჰაკინგი - კომპიუტერულ სისტემაში ან ქსელში სუსტი მხარეების მოძიებით არალეგალური შეღწევა, რაც საფრთხეს უქმნის მონაცემთა კონფიდენციალურობას, მთლიანობასა და ხელმისაწვდომობას; • მავნე პროგრამების გავრცელება სხვადასხვა მიზნის მისაღწევად, რაც საფრთხეს უქმნის მონაცემთა კონფიდენციალურობას, მთლიანობასა და ხელმისაწვდომობას; • DDoS (distributed Denial of services attacks), რის შედეგადაც მფლობელი ან უფლებამოსილი მომხმარებელი კარგავს სისტემის მართვის სადავეებს; • პირადი მონაცემების ქურდობა, რაც შესაძლოა გამოიყენონ ფულის მოსაპარად ან გამოსაძალად; • კანონის გვერდის ავლით მომხმარებლისთვის კომპიუტერული ქსელით ისეთი წამლების მიყიდვა, რომელთა გაყიდვაც ჩვეულებრივ გარკვეულ კონტროლს ექვემდებარება; • თაღლითობა, „ფიშინგის“ ჩათვლით - გულისხმობს დამაჯერებელი, ყალბი ელექტრონული გზავნილის გაგზავნას და ინფორმაციის მოპოვებას ინტერნეტთაღლითობის, მოტყუების გზით; • ბავშვთა პორნოგრაფია, რაც გულისხმობს არასრულწლოვანთა სექსუალური გამოსახულებების ფლობასა და გავრცელებას. მოზარდთა შერჩევასა და მათ სპეციალურად მომზადებას სექსუალური ექსპლოატაციისთვის; • კიბერდევნა/დაშინება; • კიბერვანდალიზმი - მონაცემთა შეცვლა ან ხულიგნობა პოლიტიკური თუ სხვა მიზნებისთვის; • კიბერჯაშუშობა. 3) მიაწოდეთ მაქსიმალური ინფორმაცია კიბერსივრცეში არსებული საფრთხეების წარმოქმნის სუბიექტებზე (20 წუთი), სადაც განიხილავთ: • სახელმწიფო - უცხოეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები კომპიუტერულ ტექნოლოგიებს იყენებენ ინფორმაციის შეგროვებისა და ჯაშუშობისთვის;

90


• კორპორაციები, კომპანიები - დაკავებულნი არიან სამრეწველო/კორპორაციული ჯაშუშობითა და/ან დივერსიული საქმიანობით, რაშიც ისინი ხშირად იყენებენ ჰაკერებსა და ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფებს; • ჰაკერები; • ჰაქტივისტები; • კიბერ დივერსანტები ქსელის უკმაყოფილო მომხმარებელთა რიცხვიდან - ზოგადად, უკმაყოფილო მომხმარებლები წარმოადგენენ სერიოზულ საფრთხეს, ვინაიდან ისინი კარგად იცნობენ სისტემის მუშაობის პრინციპებს და შეუძლიათ თავიანთი ეს ცოდნა გამოიყენონ დესტრუქციული მიზნებისთვის; • ტერორისტები; • ბოტნეტი - წარმოადგენს პროგრამას, რომელიც ფარულად არის დაყენებული მსხვერპლის/ობიექტის კომპიუტერულ მოწყობილობაში, რაც დამნაშავეს/ბოროტმოქმედს საშუალებას აძლევს დავირუსებული კომპიუტერის რესურსების გამოყენებით, შეასრულოს გარკვეული ქმედებები; • ფიშერები - ეს არის ფიზიკური პირები ან პატარა დაჯგუფებები, რომლებიც იყენებენ ფიშინგის ტექნოლოგიებს პერსონალური რეკვიზიტების მოპარვისა და ფასიანი ინფორმაციების გადაყიდვის მიზნით. თავიანთი მიზნების მისაღწევად ფიშერები ხშირად იყენებენ „სპამებს“ და ჯაშუშურ პროგრამებს; • სპამერები - ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომლებიც მასიურად აგზავნიან არამოთხოვნილ ელექტრონულ ფოსტას დაფარული ან მცდარი ინფორმაციით, რომლის მიზანია ფიშინგითა და ჯაშუშური პროგრამების გამოყენებით კონკრეტულ ორგანიზაციებზე კიბერშეტევის განხორციელება; • ჯაშუშური და მავნე პროგრამების შემქმნელები; • პედოფილები. 4) მიაწოდეთ ინფორმაცია იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც მუშაობენ კიბერსივრცის დაცვაზე როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო დონეზე (20 წუთი). კერძოდ, ესენია - საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციები: • აზია - წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამუშაო ჯგუფი ტელეკომუნიკაციებსა და ინფორმაციებში; • ქსელებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ევროპული სააგენტო (ENISA); • ნატო - ს კიბერნეტიკული დაცვის მოწინავე მეთოდების გაერთიანებული ცენტრი; • სამხრეთ - აღმოსავლეთის ქვეყნების ასოციაცია; • ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OECD); • კომპიუტერულ ქსელებში საგანგებო სიტუაციებზე ოპერატიული რეაგირების ჯგუფი (CERT); • ინტერნეტის მართვის ფორუმი (IGF); • ელექტროკავშირის საერთაშორისო გაერთიანება; • ინტერნეტის საზოგადოება (ISOC); • სახელებისა და ნომრების მინიჭების ინტერნეტკორპორაცია (ICANN); • სამოქალაქო ინიციატივა ინტერნეტპოლიტიკა „მერიდიანი“; • დიდი რვიანის ლიონის ჯგუფი, მაღალი ტექნოლოგიების სფეროში დანაშაულებების ქვეჯგუფი, გაერო, ევროსაბჭო. არასამთავრობო ორგანიზაციები: • უფლებათა დამცავი ორგანიზაციები; • სხვადასხვა ფონდი; • ანალიტიკური ცენტრები. დარგობრივი ორგანიზაციები • ანტიფიშინგური სამუშაო ჯგუფი; • ფუნქციონალურ საკითხებში დომეინის სახელების სამსახურების კვლევითი - ანალიტიკური ცენტრი; • სისტემებში შეტყობინებების გადაცემის მავნებლობასთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფი; • ინტერნეტში უსაფრთხოების გაძლიერების დარგობრივი კონსორციუმი; • ელექტრონიკისა და ელექტროტექნიკის ინჟინრების ინსტიტუტი; • სატრანსპორტო ორგანიზაციები; • სხვა დარგობრივი ორგანიზაციები, რომლებიც დაკავშირებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის მართვასთან. სახელმწიფო • საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროები, ტრანსპორტის, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროები, სადაზვერვო და სხვა სპეციალური სამსახურები, პოლიციის სამმართველოები/დეპარტამენტები, ოპერატიული უსაფრთხოების სამმართველოები/დეპარტამენტები, კიბერუსაფრთხოების საკითხებში სპეციალური სამმართველოები/დეპარტამენტები; • ელექტრონულ ინციდენტებზე რეაგირების კომპიუტერული ჯგუფები (CERT). კერძო სექტორი • ინტერნეტში უსაფრთხოების უზრუნველყოფის სპეციალური კომპანიები; • პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელები/დეველოპერები; • სისტემების, სერვერების, მოწყობილობების მწარმოებლები; • ჰოსტინგ - პროვაიდერები; • კომპანიები, რომლებიც ეწევიან საქონლით ვაჭრობას ინტერნეტში. ფიზიკური პირები • პერსონალური კომპიუტერების მფლობელები და მომხმარებლები.

91


5) ამის შემდეგ შეაჯამეთ, დარწმუნდით რამდენად გაიგეს და აღიქვეს მიწოდებული მასალა (10 წუთი); 6) დაიწყეთ ყველაზე გავრცელებული ვირუსების ჩამოთვლა და მათი სათითაოდ აღწერა (40 წუთი). კერძოდ: • მალვეარი (Malware) - მავნე პროგრამა, რომელიც თავდამსხმელების მიერ გამოიყენება კომპიუტერის ფუნქციონირებისათვის ხელის შესაშლელად და პირად ინფორმაციასთან წვდომის მოსაპოვებლად. ის შეიძლება იყოს კოდი, სქრიფტი ან სხვა პროგრამა; • მალვეარი მოიცავს კომპიუტერულ ვირუსებს, რენსომვეარს, ვორმებს, ტროიანებს, რუთკიტებს, კილოგერებს, სპაივეარს, ედვეარს და საზიანიო BHO-ს, აგრეთვე, სხვა საზიანო პროგრამებს. მალვეარის ძირითადი საფრთხეები არის ვორმები ან ტროიანები; მალვეარის არსებობამ საჭირო გახადა ისეთი დამცავი პროგრამების შექმნა, როგორიცაა ანტივირუსები, ანტიმალვეარები და ფაიერვოლი. თითოეული ეს პროგრამა აქტიურად არის გამოყენებული კერძო მომხმარებლების მიერ მათი კომპიუტერების დასაცავად და ნებადაურთავი წვდომისაგან თავის ასარიდებლად; • ტროიანი (Trojan Horse) - იგივე ტროიანი, არის მალვეარი, რომელსაც აქვს უნარი შეასრულოს სასურველი ფუნქცია და გაამარტივოს მომხმარებლის კომპიუტერულ მონაცემებზე წვდომა. ტროიანის მიზანი არაა სხვა ფაილებში შეღწევა ვირუსის მსგავსად. ტროიან ჰორსებს შეუძლიათ მოიპარონ ინფორმაცია ან ავნონ კომპიუტერულ სისტემას. ტროიანებმა შეიძლება გამოიყენონ დრაივ დაუნლოადები ან დააინსტალირონ თავი ონლაინთამაშების ან ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით იმისათვის, რომ მიაღწიონ სასურველ კომპიუტერამდე; • Trojan - Spy - ტროიან შპიონი, მომხმარებლის კომპიუტერში მალულად აინსტალირებს პროგრამებს ისეთებს, როგორიცაა, მაგალითად, keyloggers, რის საშუალებითაც მესამე პირს შეუძლია მომხმარებლის მიერ კლავიატურაზე აკრეფილი ინფორმაცია წაიკითხოს; • Trojan-PSW- იპარავს პაროლებს და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას. მას აგრეთვე შეუძლია სხვა საზიანო პროგრამების დაყენებაც; • Trojan-Downloader -ინტენეტის საშუალებით ფარულად იწერს საზიანო ფაილებს მოშორებული სერვერიდან და შემდგომ ავტომატურად აინსტალირებს მომხმარებლის კომპიუტერზე; • Trojan-Dropper - შეიცავს ერთ ან რამდენიმე საზიანო პროგრამას, რომელსაც ის ფარულად აინსტალირებს და გამოიყენებს მომხმარებლის კომპიუტერზე; • Trojan-Proxy - საშუალებას იძლევა მომხმარებლის კომპიუტერის მეშვეობით არაავტორიზებულმა პირებმა ანონიმურად ისარგებლონ ინტერნეტით; • Trojan-Dialer - მომხმარებლის კომპიუტერს სატელეფონო ხაზის მეშვეობით აკავშირებს ინტერნეტქსელთან. მას აგრეთვე შეუძლია მომხმარებელი გადაამისამართოს არასასურველ ვებგვერდებზე; • რუთკიტი (Rootkit) - პროგრამა რომელიც ცდილობს თავისი არსებობის დამალვას, კომპიუტერის უსაფრთხოების პროგრამებისგან თავის აცილებით. კომპიუტერში შეღწევის შემდეგ საშუალებას აძლევს დისტანციურ მომხმარებელს საიდუმლოდ აკონტროლოს კომპიუტერის ოპერაციული სისტემა. რუთკიტის აღმოჩენა საკმაოდ რთულია, რადგან მას აქვს უნარი გაუმკლავდეს იმ პროგრამას, რომელიც მის აღმოსაჩენად უნდა იქნას გამოყენებული. კომპიუტერული სისტემის რუთკიტისგან გაწმენდა საკმაოდ რთული საქმეა, ხშირად საჭირო ხდება ხელახალი ინსტალაცია, ვინაიდან მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი მისგან თავის დაღწევა; • ბექდორი (Backdoor) - ჯაშუშური პროგრამა, რომელიც გამოიყენება არა მხოლოდ ინფორმაციის მიტაცებისთვის, არამედ კომპიუტერის უკანონოდ სამართავადაც. აქვს ცალკე არსებული ადმინისტრაციული შესაძლებლობა, რომელიც თავს არიდებს სტანდარტულ უსაფრთხოების მექანიზმებს კომპიუტერული პროგრამების, კომპიუტერის ან ქსელის მალულად სამართავად; • ვორმი (Worm) - საზიანო პროგრამა, რომელიც იყენებს კომპიუტერს და ქსელის შესაძლებლობებს, რათა ავტომატურად გავრცელდეს სხვა კომპიუტერებზე. ვირუსისგან განსხვავებით, ის არ საჭიროებს, კომპიუტერში არსებულ რომელიმე პროგრამაზე იყოს დამოკიდებული. კომპიუტერული ჭია თითქმის ყოველთვის იწვევს მინიმალურ ზიანს ქსელში, თუნდაც შეუძლია მოიხმაროს მომხმარებლის ინტერნეტსიჩქარე, ხოლო ვირუსები თითქმის ყოველთვის აზიანებს ან ცვლის ფაილებს და მონაცემებს კომპიუტერში; • ქსელური - ჭია (Net - Worm) - მრავლდება თავისი თავის სრულიად დამოუკიდებელი კოპიების ქსელში გავრცელებით; • P2P - ჭია (P2P - Worm) - ვრცელდება P2P პროგრამების და ქსელის (Emule, KaZaa, Imesh, Torrent) მეშვეობით, ძირითადად, მაცდუნებელი ფაილის სახით; • ელფოსტის ჭია (Email - Worm) - ვრცელდება ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ძირითადად, მიბმული ფაილის (attachment) სახით; • IRC - ჭია (IRC - Worm) - ვრცელდება ინტერნეტჩატის ქსელის მეშვეობით; • IM - ჭია (IM - Worm) - ვრცელდება სწრაფი შეტყობინებების პროგრამების და ქსელის (IM, ICQ, Skype, Yahoo და MSN Messenger) მეშვეობით; • Bluetooth - ჭია (Bluetooth - Worm) ვრცელდება ბლუთუსის მოწყობილობების მეშვეობით; • Zombie - ტიპის ვირუსი, რომელიც infects კომპიუტერი და იყენებს მას DOS თავდასხმების და მსგავსი მანიპულაციები; • მაკროვირუსი - განაცხადის ენაზე დაწერილი პატარა ვირუსები. მაგალითად, ასეთი ვირუსი შეიძლება შეიქმნას Microsoft Excel- ში. ეს ვირუსები აისახება იმ დოკუმენტზე, რომელშიც ისინი შედიან და განაწილებაზე უნდა აწარმოონ დოკუმენტი ჯანსაღ კომპიუტერზე; •ფარმაცია - თავდამსხმელია ქმნის ცნობილ საიდენტიფიკაციო ასლს და გადაჰყავს მიმოსვლა (მომხმარებლები). ეს კეთდება მასპინძელი ფაილის საშუალებით, ასეთი მანიპულირება ფულისა და პირადი მონაცემების მოპარვის საშუალებას იძლევა. ხშირად, ამ გზით ადამიანები ფულს კარგავენ ელექტრონული ფულადი ან ბარათის მონაცემებიდან; •Boot ვირუსები - გავლენას ახდენს მყარი დისკის სექტორებში, შეცვალეთ კომპიუტერის მუშაობისთვის აუცილებელი ინფორმაცია. მაგალითად, თუ ასეთი ვირუსი წარმატებით აღწევს თქვენს კომპიუტერში, მაშინ ალბათ ვერ შეძლებთ ოპერაციული სისტემის ჩატვირთვას. საქმეისაა, რომ ინფორმაცია შეცვლილია OS- ს დასაწყებად;

92


• ექსპლოიტი - ვირუსი, რომელიც იყენებს ოპერაციულ სისტემაში არსებულ მოწყვლადობას და ხსნის სხვა გზას „ბილიკს”.ამ ვირუსის დახმარებით, თავდამსხმელებმა შეიძლება აწარმოებს კომპიუტერი ბევრი სხვადასხვა malware და მიიღონ დაშვება ყველა PC მონაკვეთზე. 7) დაბოლოს, შეაჯამეთ სესია, დარწმუნდით, რამდენად გაიგეს და აღიქვეს მიწოდებული მასალა, შეამოწმეთ თითოეული მსმენელი, ეცადეთ მაქსიმალურად ინტერაქტიული გახადოთ კურსი (20 წუთი). გამოყენებული ლიტერატურა

ვლადიმერ სვანაძე, „კიბერსივრცე და კიბერუსაფრთხოების გამოწვევები“, 2015, თბილისი; ინტერნეტსივრცეში არსებული მასალები; GRENA „მავნე პროგრამების სახეობები”, 2016, თბილისი

სესიის სახელი

3. როგორ დავიცვათ თავი მავნე ვირუსებისგან

ხანგრძლივობა

60 წუთი

მოკლე აღწერა

სესია სთავაზობს მონაწილეებს კიბერსივრცეში გავრცელებული მავნე ვირუსებისგან დაცვის მეთოდებს

სასწავლო ამოცანები

სესიის მიზანია ახალგაზრდებმა ისწავლონ კიბერსივრცეში მავნე ვირუსებისგან დაცვის მეთოდები

საჭირო რესურსები

ლეპტოპი, პროექტორი, „თეთრი დაფა“, სხვადასხვა ფერის ფლომასტერები „თეთრ დაფაზე“ დასაწერად. ეს არის სესია, სადაც უნდა მოხდეს აუდიტორიის მაქსიმალური ჩართულობა, რადგან ყველას აქვს გარკვეული ინფორმაცია ონლაინსივრცეში დაცულობის შესახებ. ჩვენი მიზანია, მათ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. გამოკითხეთ აუდიტორია, თუ როგორ იცავენ ისინი თავს მავნე ვირუსებისგან, რა საშუალებებს მიმართავენ; მოაყოლეთ, თუ როგორ წარმოუდგენიათ ეს პროცესი და რა ზომები შეიძლება გატარდეს (20 წუთი).

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

ისევ გაიარეთ არსებული ვირუსები, ჩამოთვალეთ და იქვე მიაწოდეთ ინფორმაცია მათგან თავის დაცვის საშუალებებსა და მეთოდებზე (30 წუთი). წინა სესიის მე - 6 პუნქტი. ზოგადი რჩევები: შეიძინეთ ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა; ნუ დასვამთ უცხო და უცოდინარ ხალხს საკუთარ კომპიუტერთან; ნუ გახსნით საეჭვო წერილებს, რომლებიც თქვენს ელფოსტაზე მოდის; ნუ შეხვალთ საეჭვო რეპუტაციის მქონე საიტებზე; ყველა გადმოწერილი ფაილი შეამოწმეთ ანტივირუსული პროგრამით; ნუ დაგეზარებათ ოპერაციული სისტემის რეინსტალაცია (ვინდოუსის გადაყენება); თუ თქვენი თავის იმედი არ გაქვთ, მიმართეთ კომპეტენტურ პირს და ნუ დაგენანებათ ფული ამ მომსახურებაში, თუ ის კეთილსინდისიერად სრულდება; ნუ ენდობით ინტერნეტში ამა თუ იმ ახალი პროგრამული პროდუქტის რეკლამას; ნუ გადმოწერთ ნურაფერს, სანამ არ დაეკითხებით ვინმე კომპეტენტურს ან არ შეამოწმებთ ანტივირუსული პროგრამით; განაახლეთ ოპერაციული სისტემა და პროგრამული უზრუნველყოფა. დაბოლოს, შეაჯამეთ სესია, დარწმუნდით, რამდენად გაიგეს და აღიქვეს მიწოდებული მასალა, მაქსიმალურად შეამოწმეთ თითოეული მსმენელი (10 წუთი).

სესიის სახელი

4. კიბერჰიგიენა

ხანგრძლივობა

120 წუთი

მოკლე აღწერა

სესიის მსვლელობისას განხილული იქნება შემდეგი საკითხები: • რა არის კიბერჰიგიენა? • კიბერჰიგიენის არსი და მნიშვნელობა; • კიბერჰიგიენის ის წესები, რომლებიც უნდა იცოდეს ნებისმიერმა მომხმარებელმა ე. წ. „End User -მა; • სოციალური ქსელები და მათი სწორი გამოყენება - მაქსიმალური ყურადღება.

სასწავლო ამოცანები

მსმენელებისთვის კიბერჰიგიენის შესახებ იმ სახისა და იმ ფორმით ინფორმაციის მიწოდება, რაც მათ გამოუმუშავებს საჭირო უნარ - ჩვევებს რათა მაქსიმალურად შეძლონ კიბერსივრცეში უსაფრთხოდ მუშაობა.

საჭირო რესურსები

ლეპტოპი, პროექტორი, „თეთრი დაფა“, სხვადასხვა ფერის ფლომასტერები „თეთრ დაფაზე“ დასაწერად.

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

1) დაიწყეთ მსმენელების გამოკითხვა კიბერჰიგიენისა და მისი მნიშვნელობის შესახებ, რათა დაადგინოთ მათი დონე და შესაძლებლობები, რაც ასევე დაგეხმარებათ დაადგინოთ, როგორ აითვისეს წინა, მესამე სესიაზე განხილული საკითხები. ეცადეთ, იყოს უფრო ინტერაქტიული (30 წუთი). 2) გადადით უშუალოდ კიბერჰიგიენის რაობასა და მისი მნიშვნელობის ახსნაზე (20 წუთი). კერძოდ, კიბერჰიგიენა ეს არის იმ პრაქტიკული ნაბიჯების კრებული, რაც გამოიყენება მომხმარებლის მიერ კომპიუტერებისა და სხვა მოწყობილობების შრომისუნარიანობისა და ონლაინუსაფრთხოების მხარდასაჭერად/შესანარჩუნებლად. ეს პრაქტიკული ნაბიჯები არის ყოველდღიური საქმიანობა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 3) ამის შემდეგ შეაჯამეთ სესიის შედეგები, დარწმუნდით, რამდენად გაიგეს და აღიქვეს მიწოდებული მასალა (5 წუთი). 4) ისაუბრეთ იმ წესებისა და რეკომენდაციების თაობაზე, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს ნებისმიერმა მომხმარებელმა. ასევე, შეგიძლიათ ჩაურთოთ მაგალითები, ეს აუცილებელიც იქნება (30 წუთი). რეკომენდაციები კარგად არის აღწერილი შემდეგ ჩამონათვალში:

93


• უსაფრთხოების პოლიტიკის შექმნა - მნიშვნელოვანია, რომ გარკვევით იქნას ხაზგასმული უსაფრთხოების პოლიტიკა, რათა ორგანიზაციაში ყველამ იცოდეს, თუ როგორ მიიღოს მართლზომიერი ქმედებები და თავიდან აირიდოს საფრთხეები. თქვენი უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა მოიცავდეს საუკეთესო პრაქტიკას პაროლებისთვის, კოდირებისთვის, დანადგარის გამოყენებისთვის, იმეილებისთვის და ყველა სხვა სფეროსთვის, რომლებსაც ეხება უსაფრთხოება. ასევე, უნდა განსაზღვროთ ის შედეგები, რომლებიც ამ უსაფრთხოების დარღვევას მოჰყვება. განაახლეთ უსაფრთხოება როგორც საჭიროა და დარწმუნდით, რომ ყველას შეატყობინებთ ცვლილებების შესახებ. • თანამშრომლებს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიაწოდეთ ბიზნესკიბერუსაფრთხოებაზე - ძლიერი უსაფრთხოების პოლიტიკის დახმარებით, თანამშრომლები ცოდნას ერთმანეთს გაუზიარებენ დარწმუნდით, რომ ყველას ესმის, როგორ და რატომ უნდა მიყვნენ იმ დადგენილებას, რაც თქვენ დააწესეთ. დაგეგმეთ შეხვედრები და ტრენინგები, რათა ყველამ უკეთ გამოიყენოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა მონაცემებისა და სისტემის დასაცავად. • გამოიყენეთ დაცული/საიმედო პაროლები - პაროლები ცენტრალური ნაწილია კიბერუსაფრთხოებაში. დარწმუნდით, რომ თქვენ და თქვენმა თანამშრომლებმა აარჩიეთ ისეთი პაროლი, რომელიც რთულად გამოსაცნობია. მოერიდეთ ისეთ მონაცემებს ან სახელებს, რომელთა დაკავშრება თქვენთან ძალიან მარტივია. ხშირად ცვალეთ პაროლები. ყოველთვის შეცვალეთ პაროლი, როდესაც პირს წვდომა აქვს და ტოვებს თქვენს კომპანიას. ორფაქტორიანი ან მრავალფაქტორიანი იდენტიფიკაცია ართულებს პირისთვის, რომ წვდომა ჰქონდეს თქვენს მონაცემებზე. • პროგრამული საშუალებები (Software) მუდამ აქტიურ მდგომარეობაში გქონდეთ - მოძველებული პროგრამული საშუალებები უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს. მაგალითად, თუ იყენებთ WordPress, დარწმუნდით, რომ ეს უკანასკნელი ვერსიაა. იგივე ეხება ნებისმიერ პროგრამულ გაფართოებას (Plugin), რომელსაც დააყენებთ. • დაიცავით თქვენი ქსელი (Network) - გამოყენეთ შიდაქსელური ეკრანები (Firewalls), რათა დაიცვათ თქვენი ქსელი. ყოველთვის გამოიყენეთ კოდირება/დაშიფვრა, რათა სხვა პირებისთვის რთულად ხელმისაწვდომი გახადოთ. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ვაიფაის გამოყენებისას, ვინაიდან ბევრ ჰაკერს ვაიფაი ჰყავს სამიზნეში ამოღებული. მოერიდეთ უფასო საჯარო ვაიფაის. VPN დაგეხმარებათ, რომ უფრო დაცული გქონდეთ თქვენი ვაიფაის კავშირი. დაიცავით თქვენი როუტერი ძლიერი პაროლით. • რეზერვულად დააკოპირეთ მონაცემები - არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად ყურადღებიანი ხართ, არასდროს არ არის იმის გარანტია, რომ თვენი სისტემა სამიზნედ არ იქნება ამოღებული. მონაცემების რეზერვულად კოპირება უზრუნველყოფს იმას, რომ კიბერშეტევის ან სისტემის ხარვეზის დროს თქვენ ყველაფერს არ დაკარგავთ. უკეთესია, თუ მონაცემების რეზერვული კოპირება ავტომატურად მოხდება და შეინახება უსაფრთხო ადგილას. შეგიძლიათ გამოიყენოთ Cloud-ის მეხსიერება ან შეინახოთ გარე დრაივებზე ან ორივე მათგანზე. • კონტროლირებადი წვდომა მოწყობილობებზე - იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენი მონაცემები კიბერშეტევებისგან, ასევე არსებითად საჭიროა ფიზიკური კონტროლი გქონდეთ თქვენს მოწყობილობებზე. დარწმუნდით, რომ თქვენი თანამშრომლები წასვლისას არ ტოვებენ ეკრანებზე სენსიტიურ ინფორმაციას. ყველა, ვინც დატოვებს კომპიუტერს, პირველ რიგში, უნდა გამოვიდეს სისტემიდან. ლეპტოპები ადვილად მოსაპარია, ამიტომ ისინი არ უნდა დატოვოთ უყურადღებოდ. • ვინაიდან მეტი და მეტი ბიზნესი იქმნება სმარტფონებსა და პლანშეტებზე, ეს მოწყობილობები ხშირად ჰაკერებს სამიზნეში ჰყავთ ან იპარავენ მათ. დარწმუნდით, რომ თანამშრომლები იცავენ თავიანთ მონაცემებს, პაროლს, იცავენ ტელეფონებს, პლანშეტებსა და მოწყობილობებს საიმედო პროგრამებით. მოწყობილობის დაკარგვა ან ქურდობა დაუყოვნებლივ უნდა იყოს გაცხადებული. • კიბერდანაშაულის ტრენინგი - ორგანიზაციებს შეუძლიათ შეამცირონ კიბერდანაშაულის რისკი თანამშრომლებისთვის მიზნობრივი გადაწყვეტის კიბერდანაშაულის ტრენინგის ჩატარების გზით. მიზნობრივი გადაწყვეტა სთავაზობს დინამიკურ პრემიუმკურსებს, რომლებიც მოიცავენ ინტერაქციებს და ცხოვრებისეულ სცენარებს და რომლებიც უზრუნველყოფენ გაკვეთილებს ბრაუზერის/იმეილის და პაროლის უსაფრთხოებაზე. ეს კურსები შექმნილია საიმისოდ, რომ გააუმჯობესოს ცნობიერება და შეამციროს რისკები. • რჩევები კიბერდანაშაულის შესახებ დაგეხმარებათ, რომ დაიცვათ თქვენი მონაცემები. დაიმახსოვრეთ, რომ ჰაკერები ყოველთვის ეძებენ ახალ გზებს, რათა შეაღწიონ თქვენს სისტემებში. არსებითად საჭიროა, რომ ფეხი აუწყოთ სიახლეებს ამ მიმართულებით, რათა თავიდან აიცილოთ კიბერშეტევები. თუ გაქვთ კითხვები მიზნობრივი გადაწყვეტის ტრენინგზე, გთხოვთ, დაგვიკავშირდით დღეს, რათა მიიღოთ მეტი ინფორმაცია. 5) ისაუბრეთ და მიაწოდეთ მაქსიმალური ინფორმაცია სოციალური ქსელების შესახებ, მათ სწორ გამოყენებასა და მნიშვნელობაზე, ასევე რა საფრთხეები არსებობს სოციალურ ქსელებთან მუშაობის პროცესში (20 წუთი). აქ შეგიძლიათ გამოიყენოთ მასალა, რომელიც მოცემულია მეორე და მესამე სესიებში, ფაქტობრივად, წარმოადგენს იმავე საკითხს. 6) შეაჯამეთ სესია, დარწმუნდით, რამდენად გაიგეს და აღიქვეს მიწოდებული მასალა (10 წუთი). https://www.youtube.com/watch?v=cDZhtnH-YwI

94


დისკრიმინაცია შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში ავტორი: მარიამ გაიპარაშვილი

„ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით“. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

შესავალი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 2 მაისს მიიღო. კანონით საერთო სასამართლოები და საქართველოს სახალხო დამცველი, თანასწორობის უფლების დაცვის სამართლებრივ მექანიზმად განისაზღვრა. კანონის მიღება უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია, რამაც ხელი შეუწყო თანასწორობის თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. მისასალმებელია, რომ კანონი ფართო სპექტრს მიემართება და მოქმედებს როგორც საჯარო უწყებებზე, ასევე კერძო სამართლის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე და დისკრიმინაციას კანონით რეგულირებულ ნებისმიერ სფეროში კრძალავს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კანონში გაწერილი დისკრიმინაციის ნიშნების ჩამონათვალი ამომწურავი არ არის. შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში დისკრიმინაცია საკმაოდ გავრცელებულია. საქართველოს კანონმდებლობაში კვლავ არ არის ერთმნიშვნელოვანი აკრძალვა ვაკანსიის შესახებ განცხადებებში დისკრიმინაციული კრიტერიუმების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, რომელთა გავრცელების მასშტაბი საკმაოდ ფართოა. ასევე, ხშირია შემთხვევები სამუშაო ადგილზე შევიწროებასთან დაკავშირებით1. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შრომითსამართლებირვ ურთიერთობაში დისკრიმინაციის ფორმებზე, და მისი აღმოფხვრის მექანიზმებზე ინფორმაციის მიწოდება იმ ფოკუს ჯგუფებისათვის, რომლებიც აპირებენ დასაქმებას. მოდულის სასწავლო ამოცანები: მოდულში თავმოყრილი აქტივობები ორიენტირებულია, რომ ახალგაზრდებს დაეხმაროს შემდეგი მიმართულებებით განვითარებაში: » მიაწოდოს ახალგაზრდებს ცოდნა, რომელიც დაეხმარება მათ დისკრიმინაციის შემთხვევების იდენტიფიცირებაში; » გამოუმუშავოს ახალგაზრდებს უნარები, რომლებიც დაეხმარებათ დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმაზე მოახდინონ სამართლებრივი რეაგირება; » გამოუმუშავოს ახალგაზრდებს დისკრიმინაციის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვების უნარები; » შესაძლებლობა მისცეს ახალგაზრდებს, გააანალიზონ დისკრიმინაციის შედეგები და სტერეოტიპების მავნე ზეგავლენა; » მიაწოდოს ახალგაზრდებს ინფორმაცია დისკრიმინაციის აღმოფხვრის მექანიზმებსა და მასთან ბრძოლის სამართლებრივ საშუალებებზე. მოდულის სტრუქტურა მოდულის ხანგრძლივობაა 6 სამუშაო საათი. მასში შედის 6 სასწავლო სესია. სესიების აუდიტორიასთან გამოყენება რეკომენდებულია მოდულში განსაზღვრული რიგითობით. საგანმანათლებლო მიდგომები მოდული ეფუძნება ფორმალური და არაფორმალური განათლების მიდგომებს. სესიებში გამოყენებულია არაფორმალური განათლების მეთოდოლოგია. კერძოდ, როლური აქტივობები, ინდივიდუალური მუშაობა, მცირე ჯგუფებში მუშაობა და დისკუსია. მოდული განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, რომლებიც კარიერის განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფებიან და რომლებიც ნებაყოფლობით მონაწილეობენ სასწავლო პროცესში. მოდულის თემატიკა სესიების მიხედვით: I სესია: დისკრიმინაციის არსი - ზოგადი მიმოხილვა; II სესია: დისკრიმინაციის აკრძალვა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე; III სესია: დისკრიმინაცია შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში (I ეტაპი); IV სესია: დისკრიმინაცია შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში (II ეტაპი - დასაქმება); V სესია: დისკრიმინაცია შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში (III ეტაპი - შეწყვეტა);

1 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ, 2018, გვ. 17

95


მოდულის სახელი

კდისკრიმინაცია შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში

სესიის სახელი

1. დისკრიმინაციის არსი - ზოგადი მიმოხილვა

ხანგრძლივობა

20 წუთი

მოკლე აღწერა

სესია ითვალისწინებს გონებრივ იერიშს, რომ მონაწილეებმა თავად განსაზღვრონ დისკრიმინაციის დეფინიცია და მისი წინაპირობები. დისკრიმინაციის არსის ახსნის შემდეგ, სესიის მეორე ნაწილი ითვალისწინებს ინდივიდუალურ დავალებას, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა უნდა განსაზღვრონ, კონკრეტული შემთხვევა არის თუ არა დისკრიმინაცია და პოზიცია დაასაბუთონ დისკუსიის დროს.

მონაწილეთა რაოდენობა

15 -20

სასწავლო ამოცანები

მონაწილეებმა: • გაანალიზონ დისკრიმინაციის ზოგადი არსი; • განივითარონ კრიტიკული აზროვნება და დისკუსიაში მონაწილეობის უნარები; • გაიაზრონ დისკრიმინაციის წინაპირობები.

საჭირო რესურსები

დანართი #1 - სავარჯიშო #1 1) ტრენერი იწყებს გონებრივი იერიშით, შეკითხვებით და მაგალითებით მიჰყავს მონაწილეები დისკრიმინაციის დეფინიციამდე: შეკითხვები: რა არის დისკრიმინაცია? რას ნიშნავს განსხვავებული მოპყრობა? დისკრიმინაციის რა ნიშნები გაგიგიათ?

შეიძლება განსხვავებული მოპყრობა იყოს გამართლებული? პირდაპირი დისკრიმინაციის დეფინიცია/დისკრიმინაციის ტესტის წინაპირობები: „დისკრიმინაცია სახეზეა, როდესაც

პირს ხელი ეშლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობისას, არსებობს განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ პირობებში მყოფი პირების მიმართ, არ არსებობს კანონით განსაზღვრული მიზანი, განსხვავებულ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და იგი დასახული მიზნის არათანაზომიერია.“ 2 აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

2) სესიის მეორე ნაწილში ტრენერი ამოწმებს, რამდენად კარგად აითვისეს მონაწილეებმა დისკრიმინაციის ზოგადი დეფინიცია და სთხოვს მათ, ინდივიდუალურად უპასუხონ სავარჯიშო #1-ში დასმულ შეკითხვებს. 3) ამის შემდეგ მოცემულ მაგალითებზე ტრენერი წარმართავს დისკუსიას და კიდევ ერთხელ იმეორებს დისკრიმინაციის დეფინიციას. მოცემულ შემთხვევაში მონაწილეები, ტრენერთან ერთად, მაგალითებს აფასებენ „დისკრიმინაციის ტესტის“ მიხედვით. შეკითხვები დისკუსიისთვის: • სავარჯიშო #1-ში რა ნიშნებით ხდება განსხვავებული მოპყრობა? სავარჯიშო #1-ის პირველი მაგალითის მოთხოვნები არის თუ არა ობიექტური? ტრენერი ხსნის, რომ ბლანკეტური აკრძალვა ყველა მამაკაცისა და ხანში შესული ქალბატონისთვის დასაქმდნენ ძიძის პოზიციაზე, არის დისკრიმინაცია. • სავარჯიშო #1-ის მეორე მაგალითში ტრენერი კითხულობს, თუ რა გამართლება შეიძლება ჰქონდეს განსხვავებულ მოპყრობას? ტრენერი Dahlab v Switzerland3 -ის მაგალითზე ხსნის, რომ თავშლის ტარებასთან დაკავშირებით არ არსებობს ევროპული კონსენსუსი, თუმცა მსგავსი ბლანკეტური აკრძალვა, ქართული კანონმდებლობის თანახმად, ჩაითვლება დისკრიმინაციად. • სავარჯიშო #1-ის მესამე მაგალითის შეფასებისას, ტრენერი ხსნის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის თანახმად, შშმ პირებს აქვთ ხელმისაწვდომობის უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება ირიბი დისკრიმინაცია, რადგან განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფ პირებს ეხება. • რა არის დისკრიმინაციის წინაპირობები?

გამოყენებული ლიტერატურა

სახალხო დამცველის პრაქტიკა, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონი, ECtHR, Eweida and others v. United Kingdom, nos: 48420/10, 59842/10, 51671/10, 36516/10, 15/01/2013, § 87-88; ECtHR, Burden v. United Kingdom, no: 13378/05, 29/04/2008, 29/04/2008, § 60; ECtHR, Dahlab v. Switzerland (dec.), no. 42393/98, 15.02.2001

სესიის სახელი

2. დისკრიმინაციის აკრძალვა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე

ხანგრძლივობა

80 წუთი

მოკლე აღწერა

სესია არის სალექციო ხასიათის, რომელიც აღწერს დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმას.

სასწავლო ამოცანები

მონაწილეებმა გააანალიზონ დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმეა, მათ შორის განსხვავებები და მათი წინაპირობები.

საჭირო რესურსები

Power Point-ის პრეზენტაცია.

2 http://www.ombudsman.ge/res/docs/2019040914310658278.pdf 3 https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22appno%22:[%2242393/98%22],%22documentcollectionid2%22:[%22GRANDCHAMBER%22,%22CHAMBER%22,%22DECISIONS%22], %22itemid%22:[%22001-22643%22]}

96


1ტრენერი თეორიული მსჯელობით და პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე ხსნის: 1) ირიბი დისკრიმინაციის ცნებას და მის წინაპირობებს:

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ

„ირიბი დისკრიმინაცია სახეზეა, როდესაც არსებული წესი ან პრაქტიკა არის ნეიტრალური - უფლებით სარგებლობისას არ აწესებს შეზღუდვას რომელიმე ჯგუფის მიმართ, თუმცა, არაპირდაპირ გამორიცხავს რომელიმე პირის ან პირთა ჯგუფის მიერ უფლების გამოყენებას, ვინაიდან ეს უკანასკნელნი ვერ აკმაყოფილებენ რაიმე კრიტერიუმს. ამასთან, ამგვარი მიდგომით პირს ხელი ეშლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობისას, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი ან განსხვავებული მოპყრობა ასეთი მიზნის მიღწევის არაპროპორციული საშუალებაა.“ 4ტრენერს ილუსტრაციისთვის მაგალითად მოჰყავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს

(შინაარსი, მეთოდოლოგია)

გადაწყვეტილება დ.ჰ და სხვები ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ.5 2) ვიქტიმიზაცია - „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი, აკრძალულია ნებისმიერი პირის მიმართ რაიმე სახის უარყოფითი მოპყრობა და მასზე ზემოქმედება იმის გამო, რომ მან დისკრიმინაციისაგან დასაცავად განცხადებით ან საჩივრით მიმართა შესაბამის ორგანოს ან ითანამშრომლა მასთან. 3) დისკრიმინაცია ასოციაციით/აღქმით - „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით განსაზღვრულ პირობებში დისკრიმინაცია არსებობს მიუხედავად იმისა, პირს რეალურად აქვს თუ არა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ნიშანი, რომლის გამოც მის მიმართ დისკრიმინაციული ქმედება განხორციელდა.

გამოყენებული ლიტერატურა

საქართველოს სახალხო დამცველის პრაქტიკა; დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონი; ECtHR, D.H. and Others v. the Czech Republic [GC], no. 57325/00, 13/11/2007

სესიის სახელი

3. დისკრიმინაცია შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში (I ეტაპი)

ხანგრძლივობა

60 წუთი

მოკლე აღწერა

სესია სთავაზობს მონაწილეებს კაზუსს, რომელიც უნდა ამოხსნან ჯგუფებში და შემდეგ ამ საკითხზე პოზიციების დაფიქსირებისას წარმართონ დისკუსია.

სასწავლო ამოცანები

სესიის მიზანია ახალგაზრდებმა გაიაზრონ, რას ნიშნავს დისკრიმინაცია წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში, დისკრიმინაციული მოთხოვნები და დისკრიმინაციული შეკითხვები გასაუბრებისას.

საჭირო რესურსები

დანართი #2 - სავარჯიშო #2

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

1) სალექციო რეჟიმში ტრენერი ხსნის დისკრიმინაციას წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში და განმარტავს, თუ რას ნიშნავს დისკრიმინაციული მოთხოვნები ვაკანსიის ტექსტში? ტრენერი ხსნის, რომ საქართველოს კანონმდებლობით, აკრძალულია დისკრიმინაციული ვაკანსიები. კერძოდ: • დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მეორე მუხლის თანახმად, თანაბარი მოპყრობის პრინციპი ვრცელდება შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებზე, მათ შორის: წინასახელშეკრულებო ურთიერთობისას შერჩევის კრიტერიუმებსა და დაქირავების პირობებზე, აგრეთვე, კარიერული წინსვლის ხელმისაწვდომობაზე, პროფესიული იერარქიის ყველა საფეხურზე, საქმიანობის სფეროს მიუხედავად; • საქართველოს შრომის კოდექსის მეორე მუხლის თანახმად, შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. შესაბამისად, ტრენერი დასკვნის სახით აჯამებს, რომ ვაკანსიის ტექსტში დაუშვებელია დისკრიმინაციული კრიტერიუმების გაწერა და განსხვავებული მოპყრობა დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ეს გამომდინარეობს სამუშაოს სპეციფიკიდან. 2) როგორი შეკითხვები შეიძლება ჩაითვალოს დისკრიმინაციულად გასაუბრების ეტაპზე? ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც არ არის დაკავშირებული სამუშაოს არსსა და სპეციფიკასთან და არის დისკრიმინაციული ხასიათის დაუშვებელია. მაგალითად, შეკითხვები ოჯახური მდგომარეობის შესახებ, წარმოადგენს დისკრიმინაციული ხასიათის შეკითხვას. 3) სესიის მეორე ნაწილში მონაწილეები დაიყოფიან 3-4 წევრისგან შემდგარ ჯგუფებად. ჯგუფები იმსჯელებენ სავარჯიშო N2-ზე და უპასუხებენ შემდეგ შეკითხვებს: • რა ნიშნით ხდება სავარუდო დისკრიმინაცია? • რა მოთხოვნა შეიძლება იყოს გამართლებული?

შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

1. რამდენად რეალური იყო სავარჯიშო N 2-ის შემთხვევა? 2. რას მოიმოქმედებენ მსგავს შემთხვევაში?

გამოყენებული ლიტერატურა

საქართველოს შრომის კოდექსი; დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონი.

4 http://www.ombudsman.ge/res/docs/2019040914333582577.pdf 5 იხ. ქართულად მოკლე ვერსია: https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22fulltext%22:[%22D.H.%20and%20Others%20v.%20the%20Czech%20Republic%22],%22languageisocode%22:[%22GEO%22],%22documentcollectionid2%22:[%22GRANDCHAMBER%22,%22CHAMBER%22],%22itemid%22:[%22001-120299%22]}

97


სესიის სახელი

4. დისკრიმინაცია შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში (II ეტაპი დასაქმება)

ხანგრძლივობა

60 წუთი

მოკლე აღწერა

სესია მოიცავს სალექციო ნაწილს და პრაქტიკული მაგალითის განხილვას, რაზეც მნიშვნელოვანია მონაწილეებმა დააფიქსირონ კრიტიკული მოსაზრებები.

სასწავლო ამოცანები

მონაწილეები ეცნობიან დისკრიმინაციის იმ შემთხვევებსა და ფორმებს, რასაც შეიძლება წააწყდნენ დასაქმებული პირები. სესიის მიზანია, მიაწოდოს მონაწილეებს ინფორმაცია დისკრიმინაციის კონკრეტულ ფორმებზე - შევიწროებაზე; სექსუალურ შევიწროებასა და გონივრულ მისადაგებაზე.

საჭირო რესურსები

დანართი #4 - სავარჯიშო #4 ; დანართი #5 - სავარჯიშო #5

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

1) ტრენერი აწვდის მონაწილეებს თეორიულ ინფორმაციას, თუ რას ნიშნავს დისკრიმინაციის ფორმები: შევიწროება და სექსუალური შევიწროება. შევიწროება არის ნებისმიერი ნიშნით პირის დევნა, იძულება ან/და პირის მიმართ არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას. სექსუალური შევიწროება არის სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას. 2) ტრენერი სალექციო რეჟიმში ხსნის ასოციაციით დისკრიმინაციას და შშმ დასაქმებულების/მათი ოჯახის წევრების შრომით უფლებებს. კერძოდ, ასოციაციით დისკრიმინაციას წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც მსხვერპლს თავად არ აქვს დაცული ნიშანი, თუმცა მისი ახლობელი არის ამ ნიშნის მატარებელი.6 3) მონაწილეებს ევალებათ სავარჯიშო #5-ის წაკითხვა, მასზე საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირება. ტრენერი მოგვიანებით ხსნის ქეისს, რომელიც საფუძვლად დაედო კაზუსს.7 4) ტრენერი ხსნის ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტს გონივრულ მისადაგებასთან დაკავშირებით: • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია, მუხლი 2, „გონივრული მისადაგება” გულისხმობს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმ აუცილებელი და შესაბამისი მოდიფიკაციებისა და კორექტივების განხორციელებას, რაც არ იწვევს დაუძლეველ და გაუმართლებელ სირთულეებს და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და თავისუფლების ფუნდამენტურ ღირებულებათა რეალიზებას. • ანტიდისკრიმინაციული კანონი, მუხლი 2, დისკრიმინაცია არ არის განსაკუთრებული და დროებითი ღონისძიებები, რომლებიც შემუშავებულია ფაქტობრივი თანასწორობის წასახალისებლად ან მისაღწევად, განსაკუთრებით გენდერულ, ორსულობისა და დედობის საკითხებში, აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ. ამაზე, დაყრდნობით, ტრენერი განმარტავს, რომ დროებითი და სპეციალური ღონისძიებები არ წარმოადგენს დისკრიმინაციას და ის მიზნად ისახავს არსებული უთანასწორობის გამოსწორებას.8 5) მონაწილეებს ევალებათ სავარჯიშო #4-ის9 წაკითხვა და შემდეგ კითხვაზე პასუხის გაცემა: • არის თუ არა დისკრიმინაცია სახეზე? თუ კი, რომელი ფორმა? რატომ?

გამოყენებული ლიტერატურა

სავარჯიშო N5 ინსპირირებულია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებიდან Coleman v Attridge Law (2008) C-303/06; საქართველოს შრომის კოდექსი; დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონი; სახალხო დამცველის პრაქტიკა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია; სახელმძღვანელო დისკრიმინაციის აკრძალვის ევროპული სამართლის შესახებ, 2013, ევროპის საბჭო.

სესიის სახელი

5. დისკრიმინაცია შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში (III ეტაპი - შეწყვეტა)

ხანგრძლივობა

60 წუთი

მოკლე აღწერა

სესია მოიცავს სალექციო ნაწილს და პრაქტიკული მაგალითის განხილვას, რაზეც მნიშვნელოვანია მონაწილეებმა დააფიქსირონ კრიტიკული მოსაზრებები.

სასწავლო ამოცანები

მონაწილეები ეცნობიან დისკრიმინაციის ისეთ შემთხვევებს, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას.

საჭირო რესურსები

დანართი #3 - სავარჯიშო #3

ღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

1) ტრენერი ხსნის, რომ შრომითი ხელშეკრულების დისკრიმინაციული მოტივით შეწყვეტის გავრცელებული საფუძველია ორსულობა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულება.10 2) მონაწილეებს ევალებათ 3-4-წევრიან ჯგუფებად დაყოფა, სავარჯიშო #3-ის11 წაკითხვა და მასზე საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირება. ტრენერი აჯამებს სავარჯიშოს და განმარტავს, რომ ორსული თანამშრომლის უმიზეზოდ სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენდა პირდაპირ დისკრიმინაციას ორსულობის ნიშნით. ტრენერი განმარტავს, რომ „განსხვავებული მოპყრობა

6 7 8 9 10 11

https://fra.europa.eu/sites/default/files/fra_case_law_handbook_ka_0.pdf გვ.31-32 იქვე იქვე, გვ. 42-48 http://www.ombudsman.ge/res/docs/2019040914064523753.pdf http://www.ombudsman.ge/res/docs/2019042317125211129.PDF, გვ. 18 http://www.ombudsman.ge/res/docs/2019040913572684708.pdf

98


ღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

ორსულების მიმართ შრომით ურთიერთობაში ითვლება დისკრიმინაციად, რადგან მას გავლენა მხოლოდ ქალებზე შეუძლია მოახდინოს. ძალიან ხშირად, დისკრიმინაციული მოპყრობა ვლინდება სამსახურიდან გათავისუფლებით.“12 მართალია, ხელშეკრულების ვადის ამოწურვა წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს განპირობებული დისკრიმინაციული მოტივებით. როგორც კაზუსიდან ჩანს, ხელშეკრულება გაუგრძელდა ყველა თანამშრომელს, ანანოს გარდა, რომელიც ორსულად იყო. ეს სტატისტიკური მონაცემი ცხადყოფს, რომ ანანოს დამსაქმებელი განსხვავებულად მოექცა, ის ჩააყენეს არასახარბიელო მდგომარეობაში ორსულობის ნიშნით და არ გაუგრძელეს ხელშეკრულება. დამსაქმებელმა ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი ვერ დაასაბუთა, შესაბამისად, ეს წარმოადგენს პირდაპირ დისკრიმინაციას ორსულობის ნიშნით.

გამოყენებული ლიტერატურა

საქართველოს სახალხო დამცველის პრაქტიკა.

სესიის სახელი

6. რა სამართლებრივი რეაგირება გვაქვს დისკრიმინაციაზე?

ხანგრძლივობა

30 წუთი

მოკლე აღწერა

სესია მოიცავს სალექციო ნაწილს და პრაქტიკული მაგალითის განხილვას, რომელიც შეეხება დისკრიმინაციის მონიტორინგის ორგანოებს და იმ მექანიზმებს, თუ როგორ დაიცვან თავი მონაწილეებმა დისკრიმინაციისგან.

სასწავლო ამოცანები

მონაწილეები ეცნობიან დისკრიმინაციისგან დაცვის სამართლებრივ მექანიზმებს და ხანდაზმულობის ვადებს; მტკიცებულებების იმ ტიპებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს დისკრიმინაციის დასადასტურებლად; იღებენ ინფორმაციას მტკიცების ტვირთის გადანაწილებაზე და იმ საკითხებზე, რაც მსხვერპლმა უნდა ამტკიცოს.

საჭირო რესურსები

Power Point-ის პრეზენტაცია.

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

გამოყენებული ლიტერატურა

ტრენერი სალექციო რეჟიმში აწვდის მონაწილეებს ინფორმაციას, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლს შეუძლია მიმართოს სასამართლოს ან სახალხო დამცველს. ტრენერი მონაწილეებს აწვდის ინფორმაციას სასამართლოში მტკიცების ტვირთის განაწილებისა და ხანდაზმულობის ვადების თაობაზე: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის თანახმად, სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა შესაძლებელია 1 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას დისკრიმინაციულად მიაჩნია. მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტა ან/და მისი შედეგების აღმოფხვრა; ასევე, მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის საფუძველზე ტრენენრი ხსნის მტკიცების ტვირთის განაწილებას, კერძოდ, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. ტრენერი მონაწილეებს პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე აწვდის ინფორმაციას, თუ რა მტკიცებულებებით შეიძლება დისკრიმინაციის მსხვერპლმა დაადასტუროს დისკრიმინაცია: ტრენერი განმარტავს, რომ დასაშვებ მტკიცებულებას წარმოადგენს ტელეფონზე, სოც. ქსელებში, მაილებზე მიმოწერა; მოწმეთა ახსნა-განმარტება. ასევე, შესაძლოა დასაშვებ მტკიცებულებად ჩაითვალოს ფარული ჩანაწერი, თუ „პირი თვითდახმარების ან „თვითდახმარებასთან მიახლოვებულ“ ფარგლებში მოქმედებს“. 13 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება #ას-11551101- 2014.

დანართები დანართი #1 - სავარჯიშო #1

ინსტრუქცია: წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული დებულებები და განსაზღვრეთ, არის თუ არა სახეზე დისკრიმინაცია. 1. ვაკანსიის განაცხადი: მესაჭიროება ძიძა. მამაკაცები და მოხუცი ქალბატონები ნუ გამოგვეხმაურებით. 2. სკოლის მასწავლებელს, რომელიც არის მუსლიმი, აუკრძალეს თავშლის ტარება. 3. მაღაზიამ უარი უთხრა ეტლით მოსარგებლე პირს ბუღალტრის თანამდებობაზე დასაქმებაზე, რადგან შენობა არ იყო ადაპტირებული.

12 იქვე, გვ. 7 13 http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/n80-mnishvnelovani-ganmarteba.pdf

99


დანართი #2 - სავარჯიშო #2 (ვაკანსიები) გთხოვთ შეაფასოთ - არის თუ არა დისკრიმინაცია სახეზე და დაასაბუთოთ თქვენი პასუხი. ვებგვერდზე www.myjobs.ge გამოქვეყნდა განცხადება, სადაც დამსაქმებელი მიუთითებს, რომ ესაჭიროება „დასაოჯახებელი“, „სრულიად უკომპლექსო 16-დან 25 წლამდე გოგონა“ მდივნის პოზიციაზე. დამსაქმებლის განცხადებით, აღნიშნული კომპანიის საქმიანობას გაფუჭებული კომპიუტერების შეკეთება წარმოადგენს. მას მდივნად მამაკაცი ვერ წარმოუდგენია, ხოლო ასაკთან დაკავშირებულ მოთხოვნას იმით ხნის, რომ კანდიდატს ნახევარი წლის განმავლობაში ხარისხიანად ასწავლიან სამუშაო სპეციფიკას, რაც ახალგაზრდა ადამიანს მომავალშიც გამოადგება, ასაკში მყოფი ადამიანები კი, ერთი მხრივ, რთულად ითვისებენ, მეორე მხრივ, მომავალში ვერ გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას. ოჯახურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, დამსაქმებელმა განმარტა, რომ ჰქონდა შემთხვევა, როდესაც დაოჯახებული ქალბატონი მიიღო სამსახურში, თუმცა ის ვერ გაუმკლავდა შესასრულებელ სამუშაოს, რადგან მას ოჯახიდან ურეკავდნენ და სამუშაოზე კონცენტრირებას ვერ ახერხებდა. გარდა ამისა, თანამშრომლებს ოფისში დარჩენა გვიანობამდე უწევთ - დაოჯახებული გოგონა ვერ დარჩება, ვინაიდან მეუღლე არ დართავს ნებას. მათ ასევე ხშირად უწევთ ბათუმში წასვლა საქმიანი ვიზიტით, დაოჯახებული გოგონას მეუღლისთვის კი ეს მიუღებელი იქნება და უფროსთან ერთად ცოლს ბათუმში არ გაუშვებს. მისი თქმით, უკომპლექსობა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს თვისება ყველა ასპექტში უნდა ვლინდებოდეს. მდივანს უნდა შეეძლოს კლიენტთან კომპანიის პოზიციის დაფიქსირება და სიმართლის დამტკიცება, თუკი კლიენტი არ არის მართალი.

დანართი #3 - სავარჯიშო #3 გთხოვთ შეაფასოთ - არის თუ არა დისკრიმინაცია სახეზე და დაასაბუთოთ თქვენი პასუხი. 2013 წლის 10 სექტემბრიდან ანანო მუშაობდა შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე. 2015 წელს აღნიშნული პოზიცია გაუქმდა და მის ნაცვლად შეიქმნა განვადების ოფიცრის პოზიცია, რომელიც ასევე მოიცავდა გაყიდვების ოფიცრის ფუნქციებს. ახალ პოზიციაზე დასანიშნად ანანომ ჩააბარა გამოცდა და გაიარა გასაუბრების ეტაპი. შესარჩევი კონკურსის გავლის შემდეგ, 2015 წლის 23 ნოემბერს, ანანოსთან გაფორმდა სამთვიანი შრომითი ხელშეკრულება განვადების ოფიცრის პოზიციაზე. ვადის ამოწურვის გამო, ანანოს 2016 წლის 24 თებერვლიდან შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება. ხელშეკრულების შეწყვეტის დროს, ანანო იყო ორსულობის მე-6 თვეში. შპს-ს განმარტების თანახმად, 2015 წლის ნოემბერში მათ კომპანიაში განვადების ოფიცრის თანამდებობაზე 8 პირი დაინიშნა და მხოლოდ ანანოს, რომელიც იყო ორსულად, არ გაუგრძელდა ხელშეკრულება.

დანართი #4 - სავარჯიშო #4 გთხოვთ შეაფასოთ - არის თუ არა დისკრიმინაცია სახეზე და დაასაბუთოთ თქვენი პასუხი. სუპერმარკეტების ქსელის ყველა ფილიალის გასახდელ ოთახებში მიმდინარეობს ვიდეომონიტორინგი, აღნიშნულ ოთახებში შესვლა კი შეუძლიათ მამაკაცებსა და ადმინისტრაციის ნებისმიერ წარმომადგენელს, მათ შორის, დაცვის უფროსსა და მის მოადგილეს, რომელთაც წვდომა აქვთ ვიდეოჩანაწერებზე; ამასთან, ხელმძღვანელი პირები, სამსახურში არყოფნის დროს, საცხოვრებელი ადგილიდანაც ახორციელებდნენ მონიტორინგს. სუპერმარკეტის განმარტებით, ვიდეოკამერები მხოლოდ ქალი დასაქმებულების გამოსაცვლელ ოთახებში იყო დამონტაჟებული, უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით.

დანართი #5 - სავარჯიშო #5 (Coleman v Attridge Law (2008) C-303/06) გთხოვთ შეაფასოთ - არის თუ არა დისკრიმინაცია სახეზე და დაასაბუთოთ თქვენი პასუხი. შერონის შვილი ოლივერი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. შერონი დასაქმებულია ერთ-ერთ იურიდიულ კომპანიაში მდივნის თანამდებობაზე. შერონი ბავშვის მოვლისთვის ითხოვდა შეღავათებს და მორგებულ სამუშაო გრაფიკს. დამსაქმებელმა ის „ბავშვით მანიპულირებაში“ დაადანაშაულა და განუმარტა, რომ შეღავათებით სარგებლობის უფლება აქვს მხოლდო შშმ დასაქმებულ პირს და არა მისი ოჯახის წევრებს.

დანართი #6 - ტესტი ინსტრუქცია: წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული დებულებები და განსაზღვრეთ, არის თუ არა სახეზე დისკრიმინაცია. 1. „სასწრაფო დახმარების“ სამსახურმა გაათავისუფლა ყველა ქალი თანამშრომელი იმ მოტივით, რომ ქალები ვერ უმკლავდებიან სტრესულ გარემოს. ა) დიახ ბ) არა 2. კალათბურთის გუნდმა უარი უთხრა ლევანს დასაქმებაზე იმ მოტივით, რომ ის 170 სანტიმეტრი იყო სიმაღლეში. ა) დიახ; ბ) არა. 3. ნინო, რომელმაც უფროსს შევიწროების თაობაზე უჩივლა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ა) დიახ; ბ) არა.

100


საგადასახადო კოდექსი ავტორი: ნინო გუგეშაშვილი მნიშვნელოვანი ტერმინები: გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კანონმდებლობა, გადასახადები, დაბეგვრის ობიექტები, გადასახადების განაკვეთები. სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები.

შესავალი გადასახადები ნებისმიერი ქვეყნის შემოსავლების მთავარი ფინანსური წყაროა. ის სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის ერთგვარი ჯაჭვია. მათი წარმოქმნის და განვითარების ისტორია საკუნუბეებს ითვლის. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია სახელმწიფოში მოქმედი გადასახადების, მათი გამოანგარიშების, დაბეგვრის ობიექტების, ასევე მათი, როგორც გადასახადის გადამხდელების უფლებების და მოვალეობების შესახებ, იმისთვის, რომ ქვეყანაში დაცული იყოს როგორც გადასახადის გადამხდელი ფიზიკური და იურიდიული პირების, ისე მთლიანად სახელმწიფოს ინტერესები. ასევე სწორი ინფორმაცია სპეციალური დაბეგვრის რეჟიმებისა და საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე სხვა პირების შესახებ ხელს შეუწყობს მოქალაქეების მხრიდან ბიზნესის სწორად და ეფექტურად წარმართვას. მოდულის სასწავლო ამოცანები: ტრენინგმოდულის ძირითადი მიზანია ახალგაზრდებს გააცნოს საგადასახადო კოდექსის ძირითადი ცნებები და პრინციპები, მიაწოდოს ინფორმაცია არსებულ გადასახადებთან, საგადასახადო სამართალდარღვევასა და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. ასევე მონაწილეები ინფორმირებულნი იქნებიან სპეციალური დაბეგვრის რეჟიმებისა და საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე სხვა პირების შესახებ, რაც საშუალებას მისცემს მათ, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით. მოდულის სტრუქტურა მოდულის ხანგრძლივობაა 6 სამუშაო საათი. მასში შედის 3 სასწავლო სესია. სესიების აუდიტორიასთან გამოყენება რეკომენდებულია მოდულში განსაზღვრული რიგითობით. საგანმანათლებლო მიდგომები მოდული ეფუძნება არაფორმალური განათლების მიდგომებს - გამოცდილებით, თანამშრომლობით და ღირებულებებზე ორიენტირებულ სწავლას. გამოყენებული იქნება შემდეგი ინტერაქტიური მეთოდები: მაგალითები, დისკუსია, დემონსტრირება-პრეზენტაცია, პრაქტიკული მოქმედება. მოდული განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ნებაყოფლობით მონაწილეობენ სასწავლო პროცესში. მოდულში გამოყენებული მიდგომები მაქსიმალურად მოქნილია, რათა საჭიროების შემთხვევაში ადაპტირდეს განსხვავებული ხელმისაწვდომობის მქონე ჯგუფებისთვის.

მოდულის თემატიკა სესიების მიხედვით: I სესია: საგადასახადო კოდექსის ზოგადი ცნებებისა და საკითხების მიმოხილვა. II სესია: საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. III სესია: სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები და სხვა საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე პირები.

101


მოდულის სახელი

საგადასახადო კოდექსი

სესიის სახელი

1. საგადასახადო კოდექსის ზოგადი ცნებების და საკითხების მიმოხილვა

ხანგრძლივობა

120 წუთი

მოკლე აღწერა

- რისგან შედგება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. საერთაშორისო ხელშეკრულების არსი; - გადასახადის გადამხდელისთვის გადასახადებსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება; - საგადასახადო მოთხოვნა და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა. ხანდაზმულობის ვადები; - ეკონომიკური საქმიანობის არსი; - საქონლისა და მომსახურების ფასის დადგენის პრინციპები; ურთიერთდამოკიდებული პირები; - საქართველოს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირები; - პირველადი საგადასახადო დოკუმენტი; - საგადასახადო დეკლარაცია.

მონაწილეთა რაოდენობა

15 -20

სასწავლო ამოცანები

მხარი დაუჭიროს მონაწილეებს: - გაიაზრონ რისგან შედგება საგადასახადო კანონმდებლობა და ინფორმაცია მიიღონ საერთაშორისო ხელშეკრულების სწორად გამოყენებასთან დაკავშირებით; - გაიგონ, თუ რა გზით შეიძლება მიიღონ ინფორმაცია გადასახადებსა და სხვა საკითხებთან წამოჭრილ კითხვებთან დაკავშირებით; - ინფორმაცია მიიღონ საგადასახადო კოდექსის მნიშვნელოვან ტერმინოლოგიასა და საქონლისა და მომსახურების ფასის დადგენის პრინციპებთან დაკავშირებით; - მონაწილეები გაეცნობიან პირველადი საგადასახადო დოკუმენტის არსს და საგადასახადო დეკლარაციას rs.ge-ს სატესტო მომხმარებლის მეშვეობით.

საჭირო რესურსები

Power Point-ის პრეზენტაცია

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

1. მონაწილეები გაეცნობიან საგადასახადო კანონმდებლობის შემადგენელ ნაწილებსა და საერთაშორისო ხელშეკრულების არსს. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა შედგება: » საქართველოს კონსტიტუციისგან; » საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებებისგან; » საგადასახადო კოდექსისგან; » კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან. საერთაშორისო ხელშეკრულების მაგალითს წარმოადგენს შეთანხმებები „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“, რომელიც საქართველოს მთავრობას გაფორმებული აქვს და ძალაშია 56 ქვეყანასთან. 2. გადასახადის გადამხდელს გადასახადებსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლია რამდენიმე გზის გამოყენებით: » განმარტება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების შესახებ; » წინასწარი გადაწყვეტილება; » პირადი საგადასახადო მრჩეველი » მეილით მიმოწერა (info@rs.ge); » სატელეფონო კონსულტაცია (2 299 299); » საბჭოს გადაწყვეტილებები (www.taxdisputes.gov.ge). 3. მონაწილეები გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან ცნებებს როგორიცაა: საგადასახადო მოთხოვნა და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა. ხანდაზმულობის ვადები, ამ საკითხებთან დაკავშირებით, განიხილება პრაქტიკული მაგალითები. » საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისთვის წადგენილი მოთხოვნა გადასახადის და სანქციის დარიცხვის შესახებ; » გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა ზედმეტად გადახდილი გადასახადებისა და სანქციების თანხის დაბრუნების შესახებ; » გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების, გადასახადისა და სანქციის დარიცხვის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება შესამოწმებელი პერიოდის კალენდარული წლის და საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან (არსებობს შემთხვევები, როდესაც ხანდაზმულობის ვადა შეიძლება გაიზარდოს). » საგადასახადო ორგანოსთვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან. 4. მონაწილეები გაეცნობიან ეკონომიკური საქმიანობის არსს და ცნების მნიშვნელობას. » ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, ასეთი საქმიანობის შედეგების მიუხედავად. » ეკონომიკურ საქმიანობას არ მიეკუთვნება საქველმოქმედო და რელიგიური საქმიანობა, დაქირავებით მუშაობა და ა.შ » უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება, თუ იგი განახორციელა:

102


ა) საწარმომ; ბ) მეწარმე ფიზიკურმა პირმა (იმ შემთხვევის გარდა, თუ მეწარმე ფიზიკური პირის საქმიანობის სფეროს არ წამოადგენს უსასყიდლოდ მისაწოდებელი საქონლის რეალიზაცია). 5. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას საქონლისა და მომსახურების ფასის დადგენის პრინციპებთან დაკავშირებით, განიხილება ისეთი შემთხვევები, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გარიგების ფასის ნაცვლად გამოიყენოს საბაზრო ფასი. გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლისა და მომსახურების ფაქტობრივი ფასი. ზოგიერთ შემთხვევებში საგადასახადო ორგანომ გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის შეიძლება გამოიყენოს საბაზრო ფასი. მაგალითად: » თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს* შორის, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე; » თუ საგადასახადო ორგანო ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან; » და ა.შ *ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. 6. განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველოს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირები და მათ მიერ გაწეული მომსახურების დაბეგვრასთან დაკავშირებული თავისებურებები. საქართველოს რეზიდენტად მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში, რომელიც მთავრდება ამ საგადასახადო წელს, ან ფიზიკური პირი, რომელიც ამ საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფებოდა უცხო ქვეყანაში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში. საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დროს არ მიეკუთვნება დრო, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში: ა) როგორც დიპლომატიური ან საკონსულო სტატუსის მქონე პირი ან ასეთი პირის ოჯახის წევრი; ბ) როგორც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომელი, ან როგორც საქართველოში უცხო ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირი ან ასეთი პირის ოჯახის წევრი, (საქართველოს მოქალაქის გარდა). გ) ერთი უცხო ქვეყნიდან მეორეში საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას; დ) სამკურნალოდ ან დასასვენებლად. 7. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას პირველადი საგადასახადო დოკუმენტის აუცილებელი შემადგენელი რეკვიზიტების შესახებ. მოხდება rs.ge-ის სატესტო მომხმარებლის საშუალებით ზედნადების, ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის განხილვა. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია: » სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება; » აქვს თარიღი; » მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან. 8. მონაწილეები გაეცნობიან საგადასახადო დეკლარაციის არსს, რისი დემონსტრირებაც მოხდება rs.ge-ის სატესტო მომხმარებლის მეშვეობით: საგადასახადო დეკლარაცია არის პირის ანგარიშგება გადასახადის გამოანგარიშების შესახებ. გადასახადის გადამხდელს შეუძლია პირადად წარადგინოს საგადასახადო დეკლარაცია საგადასახადო ორგანოში, აგრეთვე, გაგზავნოს დაზღვეული საფოსტო გზავნილით ან ელექტრონული ფორმით. თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო დეკლარაციას, ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია. ამ საანგარიშო პერიოდზე შემდგომ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია დაგვიანებულად წარდგენილად ჩაითვლება.

შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

სესიის ადაპტაციის შესაძლებლობა ხელმისაწვდომობის ელემენტები გამოყენებული ლიტერატურა

ურთიერთგამომრიცხავი დებულებების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო კანონმდებლობის რომელ შემადგენელ ნაწილს ენიჭება უპირატესობა სხვასთან შედარებით? რა გზები არსებობს საგადასახადო კანონმდებლობის სწორად გამოყენებასთან დაკავშირებული განმარტებების მისაღებად? არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურების შემთხვევაში, რა გზას შეიძლება მიმართოს კომპანიამ ორმაგი დაბეგვრის თავიდან ასაცილებლად? როდის გასდის ამა თუ იმ წელს საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადა დასახელდება კონკრეტული წლები) სესია არ საჭიროებს დამატებით ძალისხმევას ადაპტირების კუთხით.

ვებგვერდიდან: www.mof.ge ვებგვერდიდან: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1043717?publication=151 ვებგვერდიდან: www.rs.ge ვებგვერდიდან: http://taxinfo.ge

103


სესიის სახელი

2. სესია - საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები

ხანგრძლივობა

160 წუთი

მოკლე აღწერა

საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადების, გადასახადების გადამხდელების, გადასახადების განაკვეთების, დაბეგვრის ობიექტების, გადასახადებისგან გათავისუფლების შესახებ მონაწილეებისთვის ინფორმაციის მიწოდება. პრაქტიკული მაგალითების განხილვა გადასახადების გამოანგარიშებასთან დაკავშირებით.

სასწავლო ამოცანები

სესიის მიზანია მონაწილეები გაეცნონ ქვეყანაში მოქმედ გადასახადებს, დაბეგვრის ობიექტებს, ისწავლონ კონკრეტული გადასახადების გამოანგარიშების უნარ-ჩვევები. ასევე ჰქონდეთ ინფორმაცია მოქმედ შეღავათებთან დაკავშირებით.

საჭირო რესურსები

Power Point-ის პრეზენტაცია 1. დეტალურად განიხილება საერთო სახელმწიფოებრივ და ადგილობრივ გადასახადებთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორიცაა: ვინ არის საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი, რა არის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, გადასახადის რა განაკვეთი მოქმედებს ქვეყანაში, რა შემთხვევაში თავისუფლდება გადასახადის გადამხდელი დაბეგვრის ვალდებულებისგან, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესი. საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია: ა) რეზიდენტი ფიზიკური პირი; ბ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი გარკვეულ შემთხვევებში. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არის სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში ფიზიკური პირის მიერ მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და გამოქვითვების თანხებს შორის გადასახადის განაკვეთი: » ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 %-ით; » საცხოვრებელი ფართობის ორგანიზაციაზე, იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად, იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, 5 %-ით იბეგრება. » ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე, ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 %-ით იბეგრება.

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, (იურიდიული პირი, საწარმო, ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი) კერძოდ: » პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს*; » პირი, რომელიც პირს უხდის პენსიას, გარდა იმ პენსიისა, რომელიც გაიცემა სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში; » საწარმო, ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის; » რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს; » პირი, რომელიც გარკვეულ შემთხვევაში პირს უხდის პროცენტს; » და ა.შ * ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება: » ალიმენტი; » განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება (შემოსავალი); » 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწის რეალიზაციით მიღებული ნამეტი; » საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვეზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული ნამეტი; » საგადასახადო წლის განმავლობაში I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება; » საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულება, გარდა დაქირავებულის მიერ დამქირავებლისაგან ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულებისა; » საგადასახადო წლის განმავლობაში III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ 150 000 ლარამდე ღირებულების, ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება. » და ა.შ

104


2, . ვინ არის მოგების გადასახადის გადამხდელი, გადასახადის რა განაკვეთი მოქმედებს ქვეყანაში, რა არის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი. მოგების გადასახადის გადამხდელია: ა) რეზიდენტი საწარმო; ბ) არარეზიდენტი საწარმო, რომელიც საქართველოში საქმიანობას მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ახორციელებს ან/და შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან. რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია: ა) განაწილებული მოგება; ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან არ არის დაკავშირებული; გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა; დ) დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი* მოგების გადასახადის განაკვეთია 15%. *კალენდარული წლის განმავლობაში გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯის ზღვრული ოდენობაა წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 1 პროცენტი, ხოლო თუ გაწეული ხარჯი აღემატება მიღებულ შემოსავალს - გაწეული ხარჯის 1 პროცენტი. საწარმოს დაფუძნების კალენდარულ წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯის ზღვრული ოდენობაა მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე გაწეული ხარჯის 1 %. 3. ვინ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი, როდის არის პირი ვალდებული დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელად, ნებაყოფლობით რეგისტრაცია, რა არის დღგ-თი დასაბეგრი ოპერაციები, გადასახადისგან გათავისუფლების სახეები, რას ნიშნავს დღგ-ს ჩათვლა. დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელია: ა) პირი, რომელიც რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად; ბ) პირი, რომელიც ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად; გ) პირი, რომელიც ახდენს საქონლის იმპორტს ან დროებით შემოტანას საქართველოში, მხოლოდ ამ იმპორტზე ან დროებით შემოტანაზე, რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე; დ) არარეზიდენტი (საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის გარდა), რომელიც ეწევა მომსახურებას საქართველოში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისა და საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების გარეშე, მხოლოდ ამ მომსახურებაზე და ექვემდებარება უკუდაბეგვრას. ე) და ა.შ სავალდებულო რეგისტრაცია, ნებაყოფლობითი რეგისტრაცია, რეგისტრაციის გაუქმება პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, ვალდებულია მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა. პირს შეუძლია ნებაყოფლობით გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. იგი დღგ-ის გადამხდელად ითვლება საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის დღიდან, მაგრამ არა უგვიანეს სავალდებულო რეგისტრაციისთვის განსაზღვრული ვადისა. პირს შეუძლია გააუქმოს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა, დღგ-ის გარეშე, არ აღემატება 100 000 ლარს და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან გასულია 1 წელი. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა; ბ) დღგ-ით შეძენილი საქონლის/მომსახურების გამოყენება არაეკონომიკური საქმიანობისათვის; გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში საქონლის ნაშთი, რომელზედაც გადამხდელს მიღებული აქვს ჩათვლა; გადასახადისაგან გათავისუფლება არსებობს ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე, რომელიც რეგულირდება საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლით. დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, ჩათვლის დოკუმენტების მაგალითებია საგადასახადო ანგარიშფაქტურა, საბაჟო დეკლარაცია და ა.შ დღგ-ის განაკვეთი შეადგენს დასაბეგრი ბრუნვის ან საქონლის იმპორტის თანხის 18 პროცენტს. 4. იმპორტის გადასახადი და გადასახადის განაკვეთი. იმპორტის გადასახადი წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულო შენატანს საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებისათვის და იგი დამოკიდებულია საქონლის სახეობასა და საბაჟო ღირებულებაზე. იმპორტის გადასახადის განაკვეთებია 5% და 12%. 5. აქციზი - დაწესებულია ცალკეულ საქონელზე და კანონმდებლობით იხდის აქციზური საქონლის მწარმოებელი

105


იმპორტიორი, ექსპორტიორი და ა.შ 6. ქონების გადასახადის გადამხდელი, გადასხადის განაკვეთი, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი. ქონების გადასახადის გადამხდელია: ა) რეზიდენტი და არარეზიდენტი საწარმო და ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე; ბ) ფიზიკური პირი: » მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და მსუბუქ ავტომობილებზე; » არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე; » ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე, მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე. გადასახადის განაკვეთი: საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა; ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა. მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით: ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე; ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს; გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა მსგავსი ხელშეკრულების საფუძველზე. ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (მიწის გარდა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან.

შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

რა შემთხვევებში შეიძლება თავისუფლდებოდეს გადასახადის გადამხდელი საშემოსავლოს გადასახადით დაბეგვრის ვალდებულებისგან? რატომ შეიძლება დარეგისტრირდეს კომპანია დღგ-ს გადამხელად ნებაყოფლობით? შეუძლია თუ არა კომპანიას გააუქმოს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია? რა არის დღგ-ს ჩათვლა? გაიხსენეთ რა შეიძლება იყოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი? როდის თავისუფლდება ფიზიკური პირი ქონებაზე გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან?

გამოყენებული ლიტერატურა

ვებგვერდიდან: https://mof.ge/saertashoriso_dabegvra ვებგვერდიდან: www.matsne.gov.ge ვებგვერდიდან: https://www.rs.ge/Default.aspx?sec_id=5701&lang=1

სესიის სახელი

3. სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები და სხვა საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე პირები

ხანგრძლივობა

80 წუთი

მოკლე აღწერა

- მიკრობიზნესი; - მცირე ბიზნესი; - ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი.

სასწავლო ამოცანები

სესიის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს ინფორმაცია სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ, რაც მათ მომავალში ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით ეფექტური გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ.

საჭირო რესურსები

Power Point-ის პრეზენტაცია

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

1. მიკრობიზნესი მიკრობიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლიდანაც მის მიერ მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 000 ლარს. მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი არ იხდის საშემოსავლო გადასახადს 2. მცირე ბიზნესი მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.

106


აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ: ა) პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა; მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით ან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. დაქირავებული პირებისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ჯამურად გადახდილი 6 000 ლარამდე ხელფასი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) იგი ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა და მას მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა იმავე კალენდარული წლის განმავლობაში; ბ) მის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალი 50 000 ლარს არ აჭარბებს. 3. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საქმიანობის სახეების მიხედვით შეიძლება იყოს: ა) დაბეგვრის ობიექტზე -1 ლარიდან 2000 ლარის ფარგლებში; ბ) დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 3 პროცენტი.

შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

რა საგადასახადო შეღავათით სარგებლობს მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი? როდის შეიძლება გაუქმდეს მცირე ბიზნესის სტატუსი?

გამოყენებული ლიტერატურა

ფინანსთა მინისტრის ბრძანება #999 - სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ.

დანართები დანართი #1. პრე-ტესტი

1. სექტემბერში თამარს ხელფასის სახით საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა 2000 ლარი. დამქირავებელის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადი შეადგენს: ა) 500 ლარს; ბ) 400 ლარს; გ) 625 ლარს. 2. 63 წლის გიორგის დარიცხული ხელფასი შეადგენს 3000 ლარს. გიორგის ხელზე ასაღები ხელფასია: ა) 2250 ლარი; ბ) 2400 ლარი; გ) 2500 ლარი. 3. საწარმომ აგვისტოში ხელფასებისთვის საშემოსავლო გადასახადის სახით ბიუჯეტში გადარიცხა 2500 ლარი. საწარმოს თანამშრომლებისთვის გადარიცხული ხელფასი შეადგენს: ა) 10 000 ლარს; ბ) 12 500 ლარს; დ) 13 000 ლარს. 4. საწარმომ, რომელიც რეგისტრირებულია 2018 წელს, 2019 წლის იანვარში დამფუძნებლებზე დივიდენდის სახით გაანაწილა სულ 10 000 ლარი. გადახდილი მოგების გადასახადი შეადგენს: ა) 1600 ლარს; ბ) 1500 ლარს; გ) 1764.71 ლარს. 5. საწარმომ პარტნიორ კომპანიას მიაწოდა 1200 ლარის ღირებულების საკანცელარიო საქონელი. გადასახდელი დღგ-ს გადასახადი შეადგენს: ა) 183.05 ლარს; ბ) 216 ლარს; გ) 240 ლარს.

107


108


შრომის სამართლის განვითარება ავტორი: ნინო ხარიტონაშვილი მნიშვნელოვანი ტერმინები: დამსაქმებელი, დასაქმებული, ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობა, სამუშაო დრო, შრომის ანაზღაურება „სამართალი თავისუფალი ნების არსებობაა“. Hegel (`Die Philosophie des Rechts”)

შესავალი სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი ყველა მოქალაქის სამართლებრივი შეგნების ამაღლება. საქართველოს სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს მოქალაქე და მისი განვითარება. დღესდღეობით, საქართველო მსოფლიო ქვეყნების რეიტინგში, განათლების დონით, ისევ ბოლო პოზიციებს იკავებს, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში ახალგაზრდა თაობის განათლება უპირატეს ინვესტიციას წარმოადგენს. დაბალი სამართლებრივი ცნობიერება ადამიანებს ხელს უშლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგების გაგებასა და შემეცნებაში. აღნიშნული ქმნის დისბალანსს სამართლებრივად გაცნობიერებულ და გაუცნობიერებელ მოქალაქეებს შორის, რასაც ხშირად მხარეების მიერ უფლებების ბოროტად გამოყენებამდე მივყავართ. მოქალაქეებს რეალურად ესაჭიროებათ მინიმალური სამართლებრივი განათლება, რათა თავი დაიზღვიონ რისკის შემცველი გარიგებებისაგან, არ აღმოჩნდნენ უთანასწორო მდგომარეობაში, იცოდნენ რისი უფლება აქვთ და არ დაარღვიონ სხვისი უფლებები. იურიდიული ენა ხშირად ჩვეულებრივი მოქალაქისათვის გაუგებარია, ამიტომ მიზანშეწონილია სპეციალურად შერჩეული პროგრამის მიხედვით, საყოფაცხოვრებო, ცხოვრებისეული მაგალითების გამოყენებით, ინტერაქტიური მეთოდებით განხორციელდეს კამპანია ახალგაზრდა თაობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის. ადამიანის უფლებათა დაცვა პრიორიტეტულია სამართლებრივ სახელმწიფოში. შრომის უფლება წარმოადგენს ადამიანის პოზიტურ უფლებათაგან ერთერთს და მისი დაცვა გარანტირებულია კანონმდებლობით. შესაბამისად, შრომის როგორც ადამიანის ერთ-ერთ უფლებათაგანის დაცვა სამართლებრივი სახელმწიფოსკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, დასაქმების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების შრომისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება და მათი შრომის კანონმდებლობაში გათვითცნობიერება. მოდულის სასწავლი ამოცანები: მოდულში თავმოყრილი აქტივობები ორიენტირებულია, რომ ახალგაზრდებს დაეხმაროს შემდეგი მიმართულებებით განვითარებაში: » აიმაღლონ სამართლებრივი ცნობიერება და ამით ხელი შეუწყონ საზოგადოებაში მაღალი სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბებას და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებას; » შესძინოს მონაწილეებს ზოგადი ცოდნა შრომითი უფლებების, შრომის უფლების დაცვის თაობაზე არსებული საერთაშორისო დოკუმენტების, საქართველოს შრომის სამართალის ცნების, მიზნების, ამოცანების, ძირითადი პრინციპების შესახებ; » გამოიმუშაონ შრომის სამართლის ნორმებისადმი ანალიტიკური აღქმისა და კრიტიკული აზროვნების უნარი; » გააცნობიერონ ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხები, რისი ცოდნაც აუცილებელიაროგორც საკუთარი, ასევე სხვისი უფლებების დასაცავად. მოდულის სტრუქტურა მოდულის ხანგრძლივობაა 6 სამუშაო საათი. მასში შედის 6 სასწავლო სესია. თითოეული სესიის ხანგრძლიოვბაა 1 საათი. სესიების აუდიტორიასთან გამოყენება რეკომენდებულია რიგითობით - პირველიდან ბოლო სესიის ჩათვლით, თუმცა შესაძლებელია გარკვეული სესიების განცალკევებული გამოყენებაც.

109


საგანმანათლებლო მიდგომები მოდული ეფუძნება არაფორმალური განათლების მიდგომებს - გამოცდილებით, თანამშრომლობით და ღირებულებებზე ორიენტირებულ სწავლებას. გამოყენებული იქნება შემდეგი ინტერაქტიური მეთოდები: მაგალითები, გონებრივი შტურმი, დისკუსია, კაზუსების შესწავლა, დემონსტრირება-პრეზენტაცია, პრაქტიკული მოქმედება, იმიტირებული პროცესი. მოდული განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ნებაყოფლობით მონაწილეობენ სასწავლო პროცესში. ის ასევე წარმოადგენს შრომითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშემწყობს, რაც დაეხმარებათ კარიერული განვითარების პროცესში. მოდულში გამოყენებული მიდგომები მაქსიმალურად მოქნილია, რათა საჭიროების შემთხვევაში ადაპტირდეს განსხვავებული ხელმისაწვდომობის მქონე ჯგუფებისთვის.

მოდულის თემატიკა სესიების მიხედვით: Iსესია - სამართლის ზოგადი მიმოხილვა (სამართლის თეორიები, სამართლის დარგები, კანონების იერარქია და შრომის სამართლის ადგილი მასში); II სესია - ადამიანის უფლებები და შრომის უფლება, შრომის უფლების დამცველი საერთაშორისო აქტების მიმოხილვა; III სესია - შრომის კანონმდებლობის განვითარება საქართველოში; IV სესია - შრომის სამართლის ცნება, ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი ურთიერთობები; V სესია - დასაქმებულისა და დამსაქმებლის უფლება-მოვალეობები (შვებულება, დასვენების დრო); VI სესია - შრომის კანონმდებლობაში არსებული სპეციალური რეგულაციები ცალკეული ჯგუფების მიმართ (მოწყვლადი პირები: ქალები, შშმ პირები, არასრულწლოვნები).

მოდულის სახელი

შრომის კანონმდებლობის განვითარება

სესიის სახელი

1. სამართლის ზოგადი მიმოხილვა (სამართლის თეორიები, სამართლის დარგები, კანონების იერარქია და შრომის კოდექსის ადგილი მასში)

ხანგრძლივობა

60 წუთი

მოკლე აღწერა

გონებრივი შტურმი თემაზე ,,სამართალი“; ჯგუფური თამაში - ესტაფეტა; თეორიული მასალა - სამართლის ზოგადი მიმოხილვა.

მონაწილეთა რაოდენობა

15-20

სასწავლო ამოცანები

მხარი დაუჭიროს მონაწილეებს: -გაიაზრონ ქცევის წესების და შესაბამისად, საზოგადოებაში სამართლის არსებობის აუცილებლობა; - გაიაზრონ სამართლიანი და მკაფიო სამართლის ნორმების არსებობის საჭიროება; - განივითარონ კრიტიკული აზროვნების უნარი.

საჭირო რესურსები

10-10 ფერადი ფურცელი, მარკერი, საპრეზენტაციო ფურცელი 1. მონაწილეებს ჩაუტარეთ გონებრივი შტურმი თემაზე ,,სამართალი“, ყველა პასუხი მოკლედ ჩამოწერეთ დაფაზე და შემდეგ განმარტეთ სამართლის ცნება: სამართალი არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი ზოგადსავალდებულო ქცევის წესების ერთობლიობა, რომელთა დაცვაც უზრუნველყოფილია სახელმწიფო იძულებით.

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

სამართლის ძირითადი ნიშნებია: • სისტემურობა - ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ნორმების სისტემა; ნორმატიულობა - შედგება ზოგადსავალდებულო ნორმებისაგან; • სახელმწიფოსთან კავშირი - წარმოადგენს სახელმწიფოებრივ ნებას; • ფორმალური განსაზღვრულობა - თითოეული ნორმის შინაარსი ფორმალურად განმტკიცებულია ნორმატიული აქტის ტექსტში; • ზოგადსავალდებულოობა - უსიტყვოდ ვრცელდება ყველაზე ; • იძულებითი ხასიათი - პირთა მიმართ, რომლებიც არ ასრულებენ სამართლის ნორმებს, სახელმწიფო იყენებს იძულებით ზომებს. სამართლის მოქმედების პრეტენზიულობა - საზოგადოებრივ ურთიერთობებში შეაქვს ორგანიზებულობა, სამართლიანობა და სიკეთე. ისაუბრეთ სამართლის მნიშვნელობაზე: სოციალური ნორმა აწესრიგებს ურთიერთობას ინდივიდებს, ინდივიდებსა და სოციალურ ჯგუფს შორის. სოციალური ნორმები არის ადამიანთა ქცევის წესების მარეგულირებელი ნორმები, მოლოდინები, რომლებიც ჯგუფს აქვს თავისი წევრების ქცევებისა და განწყობების სასურველობასა და შესაბამისობის მიმართ. სოციალური ნორმების ერთ-ერთი სახეა სამართლებრივი ნორმები. ის ადამიანის მიერ დადგენილი სოციალური წესრიგის ერთ-ერთი ფორმაა. სამართლის ნორმა არის ენობრივი ფორმით გამოხატული ჯერარსული წინადადება. ის არეგულირებს საზოგადოებრივ ურთიერთობებს და მხოლოდ საზოგადოებაში მოქმედებს. სამართალი და ხელისუფლება ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. სამართალი განსაზღვრავს სახელმწიფოს ორგანოების სტრუქტურას, უფლებამოსილებებს, ხელისუფლების განხორციელების ფორმებს. სამართალი არის იდეა და მას განხორციელება სჭირდება ნორმებში, რასაც უზრუნველყოფს ხელისუფლება. სახელმწიფო შეზღუდული უნდა იყოს სამართლით.

110


სამართლის ფუნქციაა სოციალური მშვიდობის დამყარება. სამართალი არის განსაზღვრული მიზნის მიღწევის საშუალება. მისი ფუნქციაა კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგება და მათი პრევენცია, სამართლებრივი უსაფრთხოება, სტაბილურობა. 2. სესია ითვალისწინებს ჯგუფურ თამაშს - ესტაფეტას: მონაწილეები იყოფიან ორად და სხდებიან მწკრივში. პირველ რიგში განთავსებულ ორ მონაწილეს ეძლევა ფერადი ფურცელი, რომელზეც უნდა დაწეროს თავისი სახელი და გადააწოდოს შემდეგს. თამაშის არსია: გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც პირველად მიაწოდებს ბარათს ბოლო რიგში განთავსებულ მონაწილეს. პირველი გადაწოდების შემდეგ აცხადებთ, რომ თამაში ჩაიშალა, რადგან მონაწილეებს უნდა მიეწოდებინათ მხოლოდ მარჯვენა მხრიდან. მეორე გათამაშების შემდეგ თქვენ აცხადებთ, რომ თამაში ისევ ჩაიშალა, რადგან არ იყო გენდერული თანასწორობა გუნდებში, მამაკაცებს აქვთ სწრაფი რეაქცია და ამიტომ მთავარია მათი რაოდენობის სწორად გადანაწილება. თამაშს მოჰყვება აღშფოთება, რომელსაც ვაცდით. შემდეგ განვმარტავთ, რომ ამ თამაშის მიზანი არ არის გამარჯვებულის გამოვლენა. 3. დავსვამთ კითხვებს: რა არ მოგეწონათ თამაშის პროცესში? იყო თუ არა თამაში არასამართლიანი? რატომ? 4. თამაშის შემდეგ მონაწილეებს ვუხსნით: ამ თამაშს ლოგიკური კავშირი აქვს ცხოვრებასთან. თამაშის პროცესში ჩვენ მიმზანმიმართულად არ განვმარტეთ მისი წესები, რამაც შექმნა ანარქია და გამოიწვია მონაწილეთა აღშფოთება. შესაბამისად, რადგან სამართალი სოციალური წესრიგის წესებს ადგენს, ის ცნობილი უნდა იყოს საზოგადოების წევრებისათვის. სამართლის ნორმები უნდა იყოს მკაფიო და სამართლიანი. თუ საზოგადოების წევრებს არ ეცოდინებათ სამართლის ნორმები, თამაშის ანალოგიურად, საზოგადოებაში ანარქია შეიქმნება. 5. ამის შემდეგ მიეწოდებათ შემდეგი თეორიული მასალა : ჩვეულება-ადათი: ისტორიულად სამართალი ჩამოყალიბდა როგორც ქცევის წესების ერთობლიობა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა ზეპირად და ხალხის ისტორიულ ცნობიერებაში არსებობდა. ერთი და იმავე ქცევის წესის მრავალჯერ გამოყენებით მიღებული პოზიტიური შედეგის საფუძველზე, ჩვევა გარდაიქმნა ჩვეულებად. რეგულარულად, მრავალი წლის განმავლობაში, ბევრი ფიქრისა და აზროვნების გარეშე, ერთი სოციალური ჯგუფის წევრების მიერ ჩვეულებების გამოყენებამ ისინი ჩამოაყალიბა - ტრადიციებად. ტრადიციებმა საფუძველი ჩაუყარა ადათს, რომლის უმთავრესი მახასიათებელი იყო საზოგადოების მხრიდან მისი „სავალდებულო“ ქცევის წესად აღქმა. საზოგადოების წევრებს სჯეროდათ, რომ ადათის დაცვის შემთხვევაში, თავიანთ სოციალურ ჯგუფში მოიპოვებდნენ აღიარებას. როდესაც სოციალურ ჯგუფში წარმოიშვებოდა კონფლიქტები, მათი მოგვარებისათვის ხშირ შემთხვევაში მიმართავდნენ უხუცეს წევრს, რომელსაც თავისი ხანგრძლივი გამოცდილებისა და ადათის საფუძველზე უნდა „გაესამართლებინა” „დამნაშავე“. ამას ეწოდება ჩვეულებითი სამართალი. ის ეფუძნება ნორმის გამოყენების ხანგრძლივ ტრადიციასა და მის აღიარებას საზოგადოების მიერ. მისი სავალდებულოობა ფაქტობრივად აღიარებულია და ფაქტობრივად იცავენ. ჩვეულებითი სამართალი ყალიბდება არა მარტო პრიმიტიულ, არამედ განვითარებულ კულტურებშიც. ჩვეულებითი სამართლის ჩამოყალიბების ზუსტი დრო არ ვიცით, ვინაიდან იგი ითვლება როგორც განვითარების შედეგი. დროთა განმავლობაში ადათს გამოეყო წესების ნაწილი, რომელიც „სასამართლოს“ მიერ ხშირად გამოიყენებოდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში - ჩამოყალიბდა სასამართლო პრაქტიკა. სასამართლო პრაქტიკის შედეგად, მსაჯულებმა დაიწყეს იმ წესების მკაფიოდ გამოყოფა და ფორმულირება, რომლითაც ხელმძღვანელოდნენ და რომლებსაც ეფუძნებოდა მათი გადაწყვეტილებები. დამწერლობის განვითარების შედეგად დაიწყეს ასეთი წესების წერილობით დაფიქსირება და ასე გაჩნდა პირველი დაწერილი კანონები, რომლებიც დღეს საზოგადოების ყველა წევრისათვის სავალდებულო ქცევის წესებია. შესაბამისად, ჩვეულებითი სამართალი ჩანაცვლდა პოზიტიური სამართლით, რომელშიც ქცევის წესები დადგენილია დაწერილი სამართლის ნორმებით. საბერძნეთი ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI-V საუკუნეებში ძველ პოლისებში (ათენი, რომი) პირველად წარმოიშვა დემოკრატიის იდეები: ათენის დემოკრატიული რესპუბლიკის მოაზროვნეებს შემდეგი შეხედულებები ჰქონდათ: პითაგორა -ადამიანს ესაჭიროება პატრონი, ამიტომ უნდა ემორჩილებოდეს წესრიგს. ჰერაკლიტე - არსებობს საყოველთაო ლოგოსი - აზრი კანონი, რომელიც სამყაროს გონიერი საწყისია და მას ყველამ უნდა მისდიოს. სოკრატე - არსებობს დაუწერელი ანუ ღვთაებრივი კანონები, რომელთაც ყოვლისშემძლე ძალა აქვთ და რომლებიც ადამიანთა მიერ დაწერილი კანონების საფუძველს წარმოადგენენ. პლატონს ჰქონდა იდეალისტური სახელმწიფოს პროექტი. სადაც დიდი ყურადღება მიექცეოდა ბავშვების აღზრდას და ქალისა და მამაკაცის თანასწორობას. არისტოტელე ამართლებდა მონობას და ფიქრობდა, რომ სამართალი უნდა ემსახურებოდეს საერთო სარგებლიანობას და გამოიყენება მხოლოდ თანასწორუფლებიან ადამიანებს შორის. მისთვის სამართალი და სამართლიანობა ერთი და იგივეა. სამართლიანია ის, რაც შეესაბამება კანონს, ხოლო რაც კანონს არღვევს, ის უსამართლოა. რომი რომის სამართალი თავისი შინაარსით იმდენად მაღალ ფასეულობას წარმოადგენდა, რომ შუა საუკუნეებში მისი გავლენა მოედო კულტურული ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს. რომის სამართლის განვითარება იურისპრუდენციის 1000 წელს მოიცავს. მისი საწყისია XII დაფის კანონები, რომელიც შეიქმნა ძველი წელთაღრიცხვით 439 წელს და სისტემატიზებულია თემატური პრინციპით. „12 დაფის კანონის“ მთავარ მონაპოვარს წარმოადგენდა არა მისი შინაარსი, არამედ მოსამართლე კონსულების ფორმალური ვალდებულება, ეხელმძღვანელათ ამ კანონების შესაბამისად, რაც განაჩენს უფრო ღიას და საჯაროს ხდიდა. განვითარების დასასრულად მიიჩნევა - იმპერატორ იუსტინიანე I ის Corpus Iuris Civilis, რომელიც შეიქმნა ჩვენი

111


წელთაღრიცხვით 529 წელს და მოქმედებდა აღმოსავლეთ რომში - ბიზანტიაში 1453 წლებამდე. ის ასევე წარმოადგენდა იურიდიული პრაქტიკის ბაზას კონტინენტურ ევროპაში, ეთიოპიაში, ევროპული ერების ძველ კოლონიებში, ლათინური ამერიკის ჩათვლით. ისტორიულად, ,,რომის სამართალი” ასევე მოიცავდა უმეტეს დასავლეთ ევროპაში მოქმედ სამართლებრივ სისტემებს მე-18 საუკუნემდე. თეორიები: სამართლის თეოლოგიური თეორია - თეოლოგიური თეორიის თანახმად, სამართალი ღვთიური წარმოშობისაა და ღვთის ნების გამოხატულებას, გონების უმაღლეს გამოვლინებას, ღვთისგან ბოძებული სიკეთისა და სამართლიანობის ხელოვნებას წარმოადგენს. ძალადობის თეორია სათავეს იღებს უფლებისა და ხელისუფლების გაიგივების მსურველთა თეორიებიდან, სადაც მოქმედებდა პრინციპი, რომ „ხელისუფლება არის სამართალი”. ბუნებითი სამართლის თეორია - ბუნებითი სამართლის თეორია სათავეს იღებს ანტიკური ეპოქიდან და მის შესაბამისად, ბუნებითი სამართალი, არის უზენაესი, საყოველთაო და მარადიული სამართლის პრინციპები, რომლისკენაც უნდა ისწრაფოდეს ყოველი ქვეყნის პოზიტიური სამართალი და რომელიც წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის შეფასების კრიტერიუმს. ბუნებითი სამართალი სამართლის იდეალისტური გაგებაა, რომლის მიხედვითაც სამართალს განაპირობებს თვით ადამიანის ბუნება. დემოკრიტესა და პროთაგორას აზრით, ბუნებითი სამართალი ღვთაებრივი სამართალია და მას შესწევს ძალა მოაწესრიგოს ყველაფერი. ბენებითი სამართლის სკოლის მიმდევრების: ჰობსის, ლოკის, მონტესკიესა და ა.შ. აზრით, მოქმედი სამართალი მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს მისაღებად, თუ იგი ბუნებითი სამართლის პრინციპებს შეესაბამება. ბუნებითი სამართალი, არსებითად, მორალისა და სამართლიანობის იდენტურია. ბუნებითი სამართლის წყარო შეიძლება იყოს ადამიანის ბუნება, ღვთის ნება და გონი. ბუნებითი სამართალიც იცვლება დროისა და საზოგადოების მიხედვით. ბუნებითი სამართლის პრინციპები უნდა დაიცვას კანონმდებელმაც, ვინაიდან სამართალი უნდა იყოს სამართლიანი. ბუნებით-სამართლებრივი თეორიის მიხედვით, სამართლიანობა არსებობს ადამიანის ნებისაგან დამოუკიდებლად. ხოლო მისი აღმოჩენა ხდება შემეცნების განსაკუთრებულ პროცესში. ცალკეულ მორალურ მსჯელობებს შორის არსებული წინააღმდეგობები გამოწვეულია ადამიანის შეზღუდული შემეცნებითი შესაძლებლობებით. ისტორიული სკოლა - სამართლის შემოქმედი არის არა სახელმწიფოებრივი თვითნებობა, არამედ „ხალხის სული“. დაწერილ სამართალს წინ უძღვის ჩვეულებითი სამართალი. იმდენად, რამდენადაც სამართალი ისეთივე „ორგანული“ მოვლენაა, როგორიც ენა ან ჩვეულება, სამართლის მეცნიერება შეიძლება იყოს მხოლოდ ისტორიული მეცნიერება. კოდიფიკაციის აუცილებელი წინაპირობაა, სამართლის მეცნიერების მიერ არსებული სამართლებრივი მასალის სრული დამუშავება და სისტემატიზაცია (სავინი). ფსიქოლოგიური სკოლა - სამართალი, ამ თეორიის მიმდევართა აზრით, ინდივიდის ფსიქიკის სფეროში არსებობს. ნორმატივიზმის თეორია - ძირითადი ნორმის მეშვეობით სამართალი აღწევს ერთიანობას მეტაიურიდიული საფუძვლების გარეშე და ქმნის საფეხურებრივ (იერარქიულ) სისტემას, რომელშიც ქვემდგომი ნორმები გამომდინარეობს ზემდგომიდან. რეალისტური სკოლა (სოციალური მიმართულება ) ყველაზე გავრცელებული სკოლაა თანამედროვე სამართლის მეცნიერებაში. მისი ძირითადი თვისებებია ა) სამართალი და საზოგადოება მთლიანი მოვლენაა. ბ) საჭიროა საზოგადოებაში ჩამოყალიბებული სამართლებრივი ურთიერთობების შესწავლა და არა სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნორმების; გ) სამართლის ფუნქციაა სოციალური თანასწორობა და სოციალური კონტროლის მიღწევა. სამართლის ოჯახები კონტინენტური სამართლებრივი სისტემა - კონტინენტური ევროპის სამართლის ქვეყნებში სამართლის ძირითადი წყაროა პოზიტიური კანონმდებლობა, კოდიფიცირებული აქტები. კონტინენტური ტრადიციების საფუძველზე დასავლეთ ევროპაში ჩამოყალიბდა რომანული და გერმანული სამართლის ოჯახები. რომანული - შეიქმნა და განვითარდა ნაპოლეონის ეპოქის კანონმდებლობის გავლენით. ამ ოჯახს მიეკუთვნება საფრანგეთი, ბელგია, ლუქსემბურგი, მონაკო, ჰაიტი, იტალია, ესპანეთი და პორტუგალია. გერმანული სამართლის ოჯახი გერმანული იურიდიული მეცნიერების საფუძველზე ჩამოყალიბდა. ამ ოჯახს მიეკუთვნება გერმანია, ავსტრია, ლიხტენშტაინი, შვეიცარია, თურქეთი, საბერძნეთი და საქართველო. ანგლო-ამერიკული ანუ საერთო სამართალი - მთავარი განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ სამართლის წყარო არის სამოსამართლო ანუ პრეცედენტული სამართალი. პრეცედენტია, როდესაც კონკრეტული შემთხვევის გამო მიღებული გადაწყვეტილება საფუძვლად უდევს მომავალში ანალოგიური შემთხვევის გადაწყვეტას. ამ პრეცედენტებს აქვთ მბოჭავი ძალა — ზემდგომ პრეიუდიციებს უპირატესობა ენიჭებათ ქვემდგომი პრეიუდიციების მიმართ. რელიგიური და ჩვეულებითი სამართლის ოჯახები. რელიგიური - ისლამის (შარიათი), ბუდიზმის, ინდუიზმისა და ქრისტიანული რელიგიების საეკლესიო სამართალი. ჩვეულებითი სამართლის ოჯახს მიეკუთვნება აფრიკის, აზიის, ოკეანეთის, ლათინური ამერიკის ზოგიერთი ქვეყანა. საჯარო და კერძო სამართალი კონტინენტური სამართალი სამართალს ყოფს საჯარო და კერძო სამართლად. დაყოფა თეორიულია. სამართალი საჯაროდ და კერძოდ იყოფოდა ჯერ კიდევ ძველ რომში, სადაც საჯაროდ განიხილებოდა სახელმწიფოსთან დაკავშირებული

112


სამართალი, ხოლო კერძოდ - ერთეული ინდივიდის საჭიროებისკენ მიმართული სამართალი. კერძო და საჯარო სამართლის გამოჯვნას მნიშვნელობა აქვს განსჯადობის გადასაწვეტად - თუ რომელი სასამართლო განიხილავს საქმეს. არასწორად მიკუთვნება იწვევს არასწორ გადაწყვეტილებას. საჯარო სამართალი არეგულირებს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას. საჯარო სამართალს ახასიათებს სუბორდინაციული, დაქვემდებარებული იერარქიული ურთიერთობები. საჯარო სამართალში მოქმედებს ლეგალურობის, კანონიერებისა და კანონით შებოჭვის პრინციპი. უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება არა მხარეთა ავტონომიური ნებით, არამედ დადგენილია კანონით. ,,აკრძალულია ყველაფერი, რაც კანონით გათვალისწინებული არ არის“. კერძო სამართალი - კერძო პირთა შორის თანასწორუფლებიანობის საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობებს აწესრიგებს. სამოქალაქო სამართალი კერძო სამართლის ღერძია. ის აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს. კერძო სამართალი არსებითად არის დისპოზიციური სამართალი, რომელიც ეფუძნება ინდივიდუალური ავტონომიის იდეას. კერძო ავტონომია - პირთა თავისუფალი ნების გამოვლენა და სხვა პირებთან ურთიერთობის სურვილი. კერძო სამართალში ნებადართულია ყველაფერი, რაც კანონით გათვალისწინებული არ არის. სამართლის დარგები: კერძო სამართალი სამოქალაქო სამართალი; სავაჭრო-სამეწარმეო სამართალი. შრომის სამართალი ინტელექტუალური საკუთრების სამართალი. საჯარო სამართალი კონსტიტუციური სამართალი; ადმინისტრაციული სამართალი; სისხლის სამართალი; საპროცესო სამართალი; საარჩევნო სამართალი; საეკლესიო სამართალი; საერთაშორისო (საჯარო) სამართალი. ნორმატიული აქტების იერარქია ნორმატიული აქტის რეკვიზიტები განსაზღვრულია კანონმდებლობით. ნორმატიული აქტი მიღებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ და შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის წესს. საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი; საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება; საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება; საქართველოს ორგანული კანონი; საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

სამართლის რომელი თეორიაა მისაღები? რა გვახსოვს სამართლის განმარტებიდან? შრომის სამართალი რომელ დარგს ეკუთვნის? რა ადგილი უკავია შრომის კოდექსს კანონების იერარქიაში?

სესიის ადაპტაციის შესაძლებლობა, ხელმისაწვდომობის ელემენტები

სესია არ საჭიროებს დამატებით ძალისხმევას ადაპტირების კუთხით.

გამოყენებული ლიტერატურა

ადაპტირებულია წყაროდან: ქალდანი თ. პრაქტიკული სამართალი, თბილისი, 2000; ვებგვერდიდან: (https://www.civiceducation.ge/ka/lessons/2-25; მეტრეველი ვ. დავითაშვილი გ, Pპოლიტიკურ და სამართლებრივ მოძღვრებათა ისტორია, გამომცემლობა ,,მერიდიანი”, თბილისი, 2002; ხარიტონაშვილი ნ., მესამე პირები სამოქალაქო პროცესში, სადისერტაციო ნაშრომი, http://press.tsu.ge/ge/net_editions/xj-niq8km-r9euks3/xqgxxvs79x5lrl_8d/ სამართლის თეორია, გიორგი ხუბუა,

სესიის სახელი

2. სესია - ადამიანის უფლებები და შრომის უფლება, შრომის უფლების დამცველი საერთაშორისო აქტების მიმოხილვა

ხანგრძლივობა

60 წუთი

მოკლე აღწერა

გონებრივი შტურმი ადამიანის უფლებათა შესახებ; სავარჯიშო ადამიანის უფლებათა შესახებ; თეორიული მასალა ადამიანის უფლებათა კონცეფციისა და მისი განვითარების, ადამიანის უფლებათა იერარქიაში შრომის უფლების ადგილისა და საერთაშორისო აქტებიდან შრომითი უფლებების დაცვის შესახებ;

113


სასწავლო ამოცანები

სესიის მიზანია მონაწილეების მსოფლმხედველობის გაფართოება და ადამიანის უფლებათა შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მსოფლიოს მასშტაბით არსებული მნიშვნელოვან სამართლებრივ აქტებში შრომითი უფლებების დაცვის შესახებ ნორმების გაცნობა. მონაწილეებმა გააანალიზონ, რომ შრომის უფლება წარმოადგენს ადამიანის უფლებათაგან ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას და ის დაცულია სართაშორისო აქტებით.

საჭირო რესურსები

დანართი #1 1. გონებრივი შტურმი ადამიანის უფლებების შესახებ. 2. სავარჯიშო - სთხოვეთ მონაწილეებს გაიხსენონ, თუ როგორ გამოიყენებოდა ადამიანის შრომა სხვადასხვა ეპოქაში, წარმოიდგინონ, რომ ისინი მონაწილეობენ ძველ ეგვიპტეში პირამიდების მშენებლობაზე . - დაყავით მონაწილეები 5-წევრიან ჯგუფებად, რომელთაგან 4 მონაწილე იქნება მუშა, ხოლო 1 - ზედამხედველი. დაურიგეთ მონაწილეების თითო ჯგუფს თითოეული ცარიელი ბარათი და სთხოვეთ, რომ მათზე ჩამოწერონ 5 პრობლემა პრიორიტეტების მიხედვით, რაც პირამიდების მშენებლობის პროცესში აწუხებთ. ამ დავალების შესასრულებლად მიეცით 10 წუთი. - უთხარით მონაწილეებს, რომ ფარაონი მოდის და მათ ეძლევათ შესაძლებლობა, გააცნონ თავიანთი პრეტენზიები. წაკითხვის შემდეგ გამოუცხადეთ მონაწილეებს, რომ დაისჯება თითოეული ჯგუფი, გარდა ერთისა, სხვადასხვა სასჯელით, რომელიც იმ დროს გამოიყენებოდა (დილეგი, ენის მოკვეთა, ხელის მოჭრა).

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

შეაფასეთ ეს სავარჯიშო შემდეგი კითხვების დახმარებით: რა მოგეწონათ ამ სავარჯიშოში? იყო თუ არა რთული პრობლემების იდენტიფიცირება? იყო თუ არა ჯგუფში უთანხმოება პრობლემების პრიორიტეტულად მიჩნევის თაობაზე? როგორ მიიღო თქვენმა ჯგუფმა გადაწყვეტილება პრიორიტეტების შესახებ? გაგაკვირვათ საბოლოო შედეგმა? სამართლიანი იყო თუ არა ფარაონის გადაწყვეტილება? მათთვის მიკუთვნებული სასჯელების მიხედვით, სთხოვეთ მონაწილეებს განსაზღვრონ, ადამიანის უფლებათაგან რა იქნა მათთვის დარღვეული (გამოხატვის თავისუფლება, ჯანმრთელობის, შრომის თანაბარი ანაზღაურების, სასამართლოსათვის მიმართვის, თავისუფლების). მსოფლიოს ისტორიაში გაფიცვის ელემენტების შემცველ პირველ შემთხვევას, რომელიც დოკუმენტურად არის შემონახული,ძველ ეგვიპტეს უკავშირებენ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1155 წელს თებენის4 ნეკროპოლის მშენებლობაზე დასაქმებულმა ადამიანებმა უარი თქვეს მუშაობის გაგრძელებაზე მანამ, სანამ მათი მოთხოვნები – შრომის ნატურით ანაზღაურება – არ დაკმაყოფილდებოდა. 3. მიაწოდეთ შემდეგი თეორიული მასალა: ძველი პოლისები ადამიანის უფლებათა კონცეფცია ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI-V საუკუნეებში ძველ პოლისებში (ათენი, რომი) ჩაისახა. ძველ პოლისებში მოქალაქეობასთან, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებული იყო პოლიტიკური უფლებები: თავისუფლების უფლება, სახელმწიფო საქმეების გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღების უფლება, მართლმსაჯულების განხორციელებაში მონაწილეობა და ა. შ. ამასთან, ამგვარი უფლებები მხოლოდ მათ ენიჭებოდათ, ვინც ფიზიკური შრომით არ იყო დაკავებული. ძველი ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი ქალი, ანტიგონე, თავის ბიძას, კრეონტს დაუპირისპირდა, რომელმაც პოლიტიკური მოსაზრებით აკრძალა ანტიგონეს მკვდარი ძმის დამარხვა (ადამიანის მიერ დაწესებული აკრძალვა). ანტიგონემ საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა ძმის დამარხვის უფლება, რომელიც დაუწერელი და მარადიულია. რომის სამართალი პირის სამ სტატუსს განასხვავებდა: თავისუფლების სტატუსი, მოქალაქეობის სტატუსი, ოჯახის სტატუსი. რომის მოქალაქეები, რომლებიც იმ ოჯახს ეკუთვნოდნენ, რომელშიც დაიბადნენ, სამივე სტატუსს ფლობდნენ; საკუთარი ოჯახის უფროსის (პატერფამილიას) ხელისუფლებიდან გასული და ოჯახის მიღმა მყოფი პირები ორ სტატუსს, ხოლო თავისუფალი უცხოელები (პერეგრინი) - მხოლოდ ერთ სტატუსს ფლობდნენ. ინგლისი - თავისუფლების დიდი ქარტია ადამიანის თავისუფლებისა და უფლებების განვითარების, მათი ბუნებრივად და განუსხვისებლად აღიარების გზაზე „წინამავალად“ შეიძლება ჩაითვალოს ინგლისი. ჯერ კიდევ ფეოდალიზმის პირობებში, 1215 წელს მიღებულ იქნა თავისუფლებათა დიდი ქარტია (Magna Charta Libertatum). ეს აქტი აღიარებულია „ინგლისური თავისუფლების ქვაკუთხედად“. „თავისუფლებათა დიდი ქარტიის“ 39-ე მუხლი შეიცავს დებულებას, რომელსაც კვლავაც დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში - უდანაშაულობის პრეზუმფცია - ადამიანის დამნაშავედ აღიარება მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებისა და ქვეყნის კანონების საფუძველზე: „არც ერთი თავისუფალი ადამიანი არ შეიძლება იყოს დაპატიმრებული, ციხეში ჩასმული, ქონებაჩამორთმეული, კანონგარეშედ გამოცხადებული ან სხვაგვარად შევიწროებული, და არც ჩვენ წავალთ და არც სხვებს გავგზავნით მის წინააღმდეგ, თუ არა მის თანასწორთა მიერ გამოტანილი კანონიერი განაჩენისა და ქვეყნის კანონების საფუძველზე“. პრინციპი - „nullum crimen sine lege დანაშაული არ არსებობს კანონის გარეშე“. ამერიკა - დამოუკიდებლობის დეკლარაცია ადამიანის ბუნებითი თანდაყოლილი უფლებების კონცეფცია განვითარდა კოლონიური ბატონობის წინააღმდეგ მიმართულ არგუმენტაციაში. 1776 წლის 4 ივლისს უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტი, დამოუკიდებლობის დეკლარაცია (დაწერილია თ. ჯეფერსონის მიერ) ერთხმად იქნა მიღებული ცამეტი შეერთებული შტატის მიერ და დამტკიცებული მესამე კონტინენტური კონგრესის მიერ. მასში განვითარებულია ადამიანისა და ხალხის თავისუფლებისა

114


და განუსხვისებელი უფლებების, პიროვნების თავისუფლების, მისი ავტონომიის საწყისების იდეები. დეკლარაციამ დაადგინა, რომ ადამიანის უფლებები ექვემდებარება დაცვას სახელმწიფოს ნებისმიერი ხელყოფისაგან. დეკლარაციამ განავითარა ასევე ხელისუფლებათა დანაწილების იდეები. საფრანგეთი - ადამინისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია საფრანგეთის რევოლუცია მოხდა 1789-1799 წლებში. მონარქია რესპუბლიკანიზმმა შეცვალა. რევოლუციამ წამოაყენა თანასწორობის, ძმობის, სამართლიანობის პრინციპები, რომელთა მიხედვითაც უნდა მომხდარიყო რევოლუციის გამარჯვების შემდეგ დამკვიდრებული ახალი საზოგადოების ფორმირება. ფრანგული რევოლუციის მნიშვნელობა გასცდა ერთი სახელმწიფოს ფარგლებს და დიდი გავლენა იქონია საზოგადოებრივი ვითარების შეცვლაზე ბევრ ქვეყანაში. რევოლუციის ნაყოფია დიდი სამართლებრივი დოკუმენტი - 1789 წლის ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია. მასში აისახა განმანათლებლობის ეპოქის - ვოლტერის, მონტესკიესა და რუსოს პოლიტიკურ-სამართლებრივი და ზნეობრივი იდეები - თავისუფლება, თანასწორობა, ეროვნული სუვერენიტეტი, საზოგადოებრივი ხელშეკრულება, კანონის ავტორიტეტი, ადამიანის უფლებები, კანონისა და ადამიანის განუსხვისებელი უფლებების წინაშე ქედის მოხრა, „საერთო კეთილდღეობისაკენ“ სწრაფვა. ის განსაზღვრავდა ადამიანის ინდივიდუალურ და კოლექტიურ უფლებებს, რაც დღემდე რჩება საფრანგეთის კონსტიტუციური სამართლის საფუძვლად. პირველად იქნა გამოყენებული ტერმინი ადამიანის უფლებები. ადამიანის უფლებათა კონცეფცია, დღეს არსებული სახით, ჩამოყალიბდა გაეროს მიერ - ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გაეროს შექმნის საფუძველი გახდა ნაცისტური გერმანიისა და მისი ბლოკის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა გაერთიანება მძლავრ კოალიციად. 1942 წლის 1 იანვარს მათ ხელი მოაწერეს „გაერთიანებული ერების დეკლარაციას“, რომლიდანაც შემდგომ წარმოდგა ორგანიზაციის სახელწოდება. წესდება ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში როგორც გაერთიანებული ერების დღე. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 1948 წლის 10 დეკემბერს მიღებულ იქნა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. 10 დეკემბერი გამოცხადებულია ადამიანის უფლებათა დღედ. დეკლარაციაში გამოცხადებულია პიროვნების ძირითადი უფლებები - სიცოცხლის, თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, მოქალაქეობის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და თავშესაფრის, დემოკრატიული არჩევნების მეშვეობით სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში მონაწილეობის, შრომის, თანაბარი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურების მიღების, დასვენების, განათლების, კულტურული ცხოვრებისა თუ მეცნიერულ პროგრესში მონაწილეობის და ა. შ. უფლებები. დეკლარაციით გამოცხადებულია ასევე: რელიგიისა და მრწამსის, კრებებისა და ასოციაციების თავისუფლება; აკრძალულია: მონობა, მონებით ვაჭრობა; ჩამოყალიბებულია სისხლის სამართლის სისხლის საპროცესო სამართლისა და საოჯახო სამართლის უმთავრესი ძირთადი დემოკრატიული პრინციპები. დეკლარაციის პრეამბულაში აღნიშნულია, რომ „ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელი ღირსების, თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს“. ადამიანის უფლებათა კონცეფცია - ადამიანის უფლებები მარადიული, საყოველთაო და განუყოფელია, ,,ადამიანის უფლება” ადამიანის შესაძლებლობაა, თავისი შეხედულებისა და კანონის შესაბამისად, განახორციელოს გარკვეული ქმედება. ყველა ადამიანი ფლობს თანდაყოლილ განუსხვისებელ უფლებას მატერიალურ თუ სულიერ სიკეთეთა განსაზღვრულ მოცულობაზე, რომელთა უზრუნველყოფასაც ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებამ და სახელმწიფომ. უფლება სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას აკისრებს და მისგან აქტიურ მოქმედებასა და უფლების დასაცავად სათანადო ზომების მიღებას მოითხოვს. სახელმწიფოს აქვს ნეგატიური ვალდებულებაც - თავად, საკუთარი ქმედებით არ დაარღვიოს კერძო პირთა საკუთრების უფლება. თავისუფლება, უპირველესად, თავად ადამიანებს ანიჭებს მოქმედების თავისუფლების შესაძლებლობას, ხოლო სახელმწიფოს უზღუდავს ამ შესაძლებლობათა შეზღუდვას. სახელმწიფო ასევე ვალდებულია აღკვეთოს ხელის შეშლა თავისუფლებით სარგებლობისას. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების არსი - მათ შორის არ არის თვისობრივი განსხვავება. ორივე მათგანი ადამიანს, ინდივიდს, ანიჭებს გარკვეული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობას (მაგ. გამოხატვის თავისუფლება გვანიჭებს უფლებას, თავისუფლად გამოვთქვათ საკუთარი მოსაზრებები ისე, რომ ამისთვის არ დავისაჯოთ) ან იცავს რაიმე გარე ზემოქმედებისგან (მაგ. წამების აკრძალვა - არავის აქვს უფლება, მოგვაყენოს ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა). ადამიანის უფლებების დაყოფა და დიფერენცირება ხდება სხვადასხვა ნიშნის საფუძველზე. ადამინის უფლებების დაყოფა გამოყენების თვალსაზრისით: 1. ხელშეუვალი, ანუ აბსოლიტური უფლებანი - უფლებები , რომლებიც არ შეიძლება შეიზღუდოს , თვით ომისა და საგანგებო ვითარების ჩათვლით და რომელთა გაწონასწორება საზოგადო საჯარო ინტერესით პრინციპულად დაუშვებელია (წამების აკრძალვა; მონობის და იძულებითი შრომის აკრძალვა; უფლება, არ დაექვემდებარო პასუხისმგებლობას ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენისას კანონით არ იყო დასჯადი; რწმენის თავისუფლების შიდა სფერო (Forum Internum) (და არა მისი გამოვლენა). 2. კვეცადი, ანუ შეფარდებითი უფლებები რომელთა მიმართ ეროვნულმა ხელისუფლებამ შეიძლება დაუშვას გარკვეული დათმობა მხოლოდ ომის ან სხვა საგანგებო ვითარების დროს, ანდა განსაზღვრულ გარემოებათა არსებობისას, რომლებიც, როგორც წესი, შესაბამის მუხლებშია მითითებული. ამ უფლებათა შეზღუდვა, რაიმე საჯარო ინტერესის ზოგად საფუძველზე მითითებით, დაუშვებელია. 3. უფლებები, რომლებიც შეიძლება შეიზღუდოს შემზღუდველი ნორმებით, როგორიცაა მაგ.საზოგადოებრივი წესრიგი, ეროვნული უსაფრთხოება და ა.შ. ეს შემზღუდველი ნორმები ეხება მხოლოდ უფლებათა წინასწარ განსაზღვრულ

115


ჯგუფს და სახელმწიფოს მხრიდან არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოქმედებას მათ განსახორციელებლად. უფლებათა კლასიფიკაცია საზოგადოებრივი ურთიერთოების სფეროს მიხედვით: თანამედროვე სამართალში მათი გამოცხადების დროის შესაბამისად (თითოეულ თაობაზე დამოუკიდებელი პაქტია მიღებული) მიღებულია ადამიანის უფლებათა დაყოფა სამ თაობად. უფლებათა 1-ლი თაობა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, რომლებიც წარმოადგენენ ინდივიდის „ნეგატიური“ თავისუფლების გამოხატულებას და მიზნად ისახავენ ადამიანის დაცვას ნებისმიერი სახის უკანონო ჩარევისაგან (მათ შორის სახელმწიფოს მხრიდანაც). ტერმინი „ნეგატიური“გულისხმობს სახელმწიფოს ან ნებისმიერი პირის ვალდებულებას, თავი შეიკავოს გარკვეული მოქმედებისგან. მაგალითად, სამოქალაქო უფლებებია: რელიგიის, გამოხატვის, გაერთიანების, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებები. ამ უფლებების განხორციელებისას პირი დაცული უნდა იყოს, რომ სახელმწიფო უკანონოდ არ აკრძალავს ეკლესიის მშენებლობას და ქადაგებას, მანიფესტაციისა და მიტინგის ჩატარებას, ფონდის, კავშირისა და სხვა ტიპის ორგანიზაციის შექმნას და ა.შ. ამ უფლებათა განხორციელებისას, პირველ რიგში, სახელმწიფოა შეზღუდული და მისი ძალაუფლებაა შეკვეცილი. უფლებათა მე-2 თაობა სოციალურ-ეკონომიკური უფლებები, რომლებსაც „პოზიტიურს“ უწოდებენ, ვინაიდან მათ უზრუნველსაყოფად, ჩვეულებრივ, საჭიროა სახელმწიფოთა მხრიდან კონკრეტულ მოქმედებათა განხორციელება. „პოზიტიური“ ნიშნავს სახელმწიფოს ვალდებულებას, შექმნას პირობები და ხელი შეუწყოს ადამიანთა ისეთი ინტერესების განხორციელებას, როგორიცაა: განათლება, დასაქმება, ჯანდაცვა და ა.შ. სახელმწიფოები კონსტიტუციით ან სხვა კანონებით იღებენ თავის თავზე ასეთ ვალდებულებებს და საქართველოს მაგალითზე შეგვიძლია დავასახელოთ თუნდაც სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველყოს საბაზო განათლება ყველა მოქალაქისთვის. უფლებათა მე-3 თაობა „კოლექტიური“, სოლიდარული უფლებები, ანუ ხალხთა უფლებები. მათ, ჩვეულებრივ, მიაკუთვნებენ განვითარების უფლებას, მშვიდობის, ჯანსაღი გარემოს, კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობის უფლებებს და სხვ. ხალხთა უფლებები არ წარმოადგენს კონკრეტულად ინდივიდთა უფლებებს, ისინი ეკუთვნის ადამიანთა კოლექტივს, რომელიც აყალიბებს ხალხს ან ერს, და ეს უფლებები არ შეიძლება რეალიზებულ იქნეს ცალკეული პიროვნების მიერ. ხალხთა უფლებების რეალიზაციის პროცესში ყოველი ცალკეული პირი, რომელიც შედის ამა თუ იმ ხალხის შემადგენლობაში, სარგებლობს თავისი უფლებებით და თავისუფლებებით (სიტყვის, ბეჭდვის, შეკრების თავისუფლებები, არჩევნებში მონაწილეობის უფლება და ა.შ.) და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხის მიმართ. სწორედ ასეთი სახით გამოხატული უმრავლესობის აზრი შეადგენს მთელი ერის ნებას. შრომის უფლება ევროპაში მსოფლიო ომებს შორის პერიოდში განვითარებული ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, შრომის უფლება მნიშვნელოვნად იყო მიჩნეული არა მარტო ეკონომიკური მიზეზების, არამედ სამოქალაქო მშვიდობისთვის. მიჩნეულ იქნა, რომ შრომის უფლება ადამიანს ანიჭებს ღირსების ელემენტს, რომ არაფერი ვთქვათ ანაზღაურებაზე, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია ცხოვრების სათანადო დონის უზრუნველყოფისთვის. შრომის უფლებასთან დაკავშირებულმა დებულებამ სერზიოული დებატები გამოიწვია საყოველთაო დეკლარაციის მომზადების პროცესში, ვინაიდან შრომის უფლება მოიცავს მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა უფლებასა და მოვალეობას. სინამდვილეში იგი არ არის ადამიანის ცალკე მდგომი უფლება, ეს უფრო რთული ნორმატიული ერთობაა. შრომის უფლება სოციალურ-ეკონომიკური უფლებაა და წარმოადგენს შრომით ურთიერთობებში არსებული უფლებებისა და ვალდებულებების ერთობლიობას, რომელიც მოიცავს დასაქმებასთან დაკავშირებულ უფლებებს, სამართლიანი, უსაფრთხო და ჰიგიენური შრომის პირობების, სამართლიანი ანაზღაურების, პროფესიული სწავლების, თანაბარი მოპყრობის, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ინსტრუმენტულ და სხვა უფლებებს. მეცნიერები შრომის უფლებას სამ ძირითად ელემენტად ყოფენ: 1. დასაქმების მისაწვდომობა, 2. იძულებითი შრომის არარსებობა, 3. უსაფრთხოება მუშაობისას ILO შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია დაფუძნდა 1919 წელს, ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელმაც დაასრულა პირველი მსოფლიო ომი. ორგანიზაციის ჩამოყალიბება წარმოადგენდა საყოველთაოდ შეჯერებული პოზიციის ნაწილს, რომლის თანახმადაც, უნივერსალური და მუდმივი მშვიდობა შესაძლებელია, დამკვიდრდეს მხოლოდ მაშინ, თუ ის დაფუძნებულია სოციალურ სამართლიანობაზე. ILO-ს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია გახდა გაეროს პირველი სპეციალიზებული სააგენტო. სათავო ოფისი მდებარეობს ქალაქ ჟენევაში (შვეიცარია), მოიცავს სამ ძირითადი ორგანოს: გენერალური ასამბლეა – შრომის საერთაშორისო კონფერენცია; აღმასრულებელი ორგანო; მუდმივი სამდივნო – შრომის საერთაშორისო ოფისი. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია აყალიბებს შრომის საერთაშორისო სტანდარტებს კონვენციების და რეკომენდაციების სახით. ორგანიზაცია ძირითადად ტექნიკურ მხარდაჭერას ახორციელებს დასაქმების პოლიტიკის, შრომის ადმინისტრაციის, შრომის კანონმდებლობის და სამრეწველო ურთიერთობების, სამუშაო პირობების, კოოპერატივების, სოციალური უსაფრთხოების, შრომითი სტატისტიკის და შრომის დაცვის, მიგრაციის, იძულებითი შრომის და ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში. ILO-ს კონსტიტუცია არის სადამფუძნებლო ტექსტი, რომელიც წარმოადგენს ორგანიზაციის მიერ მიღებულ სტანდარტთა საფუძველს. ILO-ს კონვენციები წარმოადგენს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომლებიც კონფერენციის მიერ მიღების შემდეგ ღიაა რატიფიცირებისათვის წევრ სახელმწიფოთა მხრიდან. ორგანიზაცია მუშაობს 187 წევრ სახელმწიფოსთან იმ მიზნით, რომ როგორც კანონმდებლობის, ასევე პრაქტიკულ დონეზე უზრუნველყოს საერთაშორისო შრომის სტანდარტების დაცვა. ILO-ს სხვადასხვა საქმიანობის კოორდინირება ხდება შემდეგი ოთხი სტრატეგიული მიზნის ირგვლივ:

116


• სამუშაო სტანდარტების, პრინციპებისა და ფუნდამენტური უფლებების მხარდაჭერა და იმპლემენტაცია; • ქალებისა და მამაკაცებისათვის ღირსეული შრომისა და ანაზღაურების მოსაპოვებლად შესაძლებლობების გაზრდა; • სოციალური დაცვის ეფექტიანობისა და ფარგლების გაზრდა; • ტრიპარტიზმისა და სოციალური დიალოგის გამყარება ( სამმხრივობის (სახელმწიფო, პროფკავშირები, დამქირავებელთა წარმომადგენლობა) პრინციპზე აგებული პარტნიორობა). საქართველო მიერთებულია შსო‑ის 16 კონვენციას, რომელთა იმპლემენტაციის შესახებ, ქვეყანა ყოველწლიურად აგზავნის ანგარიშს. შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

მიგაჩნიათ თუ არა, რომ შრომის უფლება საჭიროებს დაცვას? არის თუ არა დაცული საქართველოში შრომის უფლებები ამ კონვენციებით გათვალისწინებულ დონეზე? რას შეცვლიდით?

დანართები

დანართი #1. საერთაშორისო აქტებიდან შრომითი უფლების დაცვის თაობაზე არსებული კონკრეტული მუხლების ამონარიდები.

გამოყენებული ლიტერატურა

(გარიშვილი მ., საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლის ისტორია, ლექციების კურსი, თბილისი, 2008, 90). http://european.ge/shroma-shromis-sazogadoeba-da-socialuri-saxelmtsipo-interviu-claus-o/ Copyright © European.ge) » 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. » 1966 წლის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი. » ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, რომი, 1950 წლის 4 ნოემბერი. » „ევროპის სოციალური ქარტია,” სტრასბურგი, 3.V. 1996. » შველიძე ზ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, სახელმძღვანელო მოსამართლეების, იურისტებისა და სამართლის პედაგოგებისათვის, © შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, 2017.

სესიის სახელი

3. სესია - შრომის კანონმდებლობის განვითარება საქართველოში

ხანგრძლივობა

60 წუთი

მოკლე აღწერა

სესია სთავაზობს მონაწილეებს თვალი ადევნონ შრომის კანონმდებლობის განვითარებას საქართველოში: ძველი ქართული სამართლის წყაროების მიმოხილვა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შრომის კანონმდებლობა, საბჭოთა შრომის სამართლის კონცეფცია (შრომის ვალდებულება და უმუშევრობის დასჯადობა), 2006 წლის შრომის კოდექსი და მისი თავისებურებანი, შრომის სამართლის რეფორმა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შრომის კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე.

სასწავლო ამოცანები

სესიის მიზანია ახალგაზრდებმა წარსული გამოცდილების გაცნობით განივითარონ კრიტიკული აზროვნების უნარი და თავად გამოიტანონ დასკვნები შრომის კანონმდებლობის არსებულ და მომავალი განვითარებასთან დაკავშირებით. 1. დავსვათ კითხვა: რა ვიცით საქართველოში არსებული შრომის კანონმდებლობის შესახებ? მივაწოდოთ მონაწილეებს თეორიული მასალა:

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შრომის სამართალი ქართული შრომის სამართლის ისტორიული განვითარების ათვლა იწყება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1920 წლის 14 აგვისტოს კანონით – „შრომის ხელშეკრულების შესახებ“. ის მიღებულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ და 91 მუხლისგან შედგება. კანონში გათვალისწინებული იყო პროგრესული ხედვა შრომითი ხელშეკრულების ძირითადი პრინციპებისა და შრომის კოდექსის მოქმედების სფეროს შესახებ: „კანონს ექვემდებარება შრომის ყოველი ხელშეკრულობა, რომლითაც ერთი პირი – დაქირავებული – თავის სამუშაო ძალას აძლევს სხვა პირს – დამქირავებელს – განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით ან გარიგებულ სამუშაოს დამთავრებამდე და ვალდებული ხდება, დამქირავებლის მიერ ნაჩვენები განსაზღვრული სახის მოქმედება შეასრულოს სასყიდლით – სამუშაოს ფასით, რომელიც აღირიცხება დროის მიხედვით, ნაჭრობით ან სხვა საშუალებით“. შრომის ხელშეკრულების შესახებ“ კანონს არ „ექვემდებარებოდნენ სახელმწიფოსი და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებათა თანამდებობის პირნი და ადმინისტრაციაში მოსამსახურენი“. კანონი ასევე არ ვრცელდებოდა პირებზე, რომლებიც „საზოგადოების წევრთა განუსაზღვრელ რიცხვს აწვდიან დამოუკიდებელი ხელობის სახედ მათ მიერ შეკავშირებულ ან პირად შრომას“. კანონი აღიარებდა მხარეთა ნების ავტონომიისა და „სუსტი მხარის“ დაცვის პრინციპს – „შრომის ხელშეკრულების ყოველი პირობა დამოკიდებულია მხარეთა შეთანხმებაზე. ნამდვილად არ ჩაითვლება ისეთი პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება ზნეობის წესებს, მის დამდებთ სასამართლოთი სარგებლობის უფლებას უზღუდავს და აგრეთვე, პირობა, რომელიც აუარესებს მშრომელის მდგომარეობას წარმოებაში, შინაური წესრიგისა და შრომის დამცველი კანონებით დაწესებულ პირობებთან შედარებით“. კანონი ითვალისწინებდა შრომითი ხელშეკრულების წერილობით და „სიტყვიერ“ ფორმას, ხელშეკრულების გაფორმებას განსაზღვრული, განუსაზღვრელი ვადით ან „რაიმე სამუშაოს ასრულებამდე“. კანონით დადგენილი იყო დამსაქმებლის მიერ „შრომის შინაგანი წესრიგის“ დადგენის უფლებამოსილება. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა შრომითი ხელშეკრულების „მოსპობა“ (მაგ. მხარეთა შეთანხმება, ვადის გასვლა, დაპირებული სამუშაოს დამთავრება, დასაქმებულის გარდაცვალება) და კანონით განსაზღვრული შესაბამისი საფუძვლების არსებობისას დასაქმებულის და დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების „გაუქმება“. მხარეებს ხელშეკრულების „გაუქმება“ შეეძლოთ ორი კვირით ადრე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნით. შრომითი ხელშეკრულების როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულის ინიციატივით შეწყვეტის შემთხვევაში, დასაქმებულს უფლება ჰქონდა, დამსაქმებლისგან მიეღო „ნამსახური წლების კვალობაზე სასყიდელი“.

117


კანონით აკრძალული იყო დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების „გაუქმება“ კანონიერი საფუძვლის გარეშე. დასაქმებულს ერთი კვირის ვადაში უფლება ჰქონდა, გაესაჩივრებინა დამსაქმებლის გადაწყვეტილება, ხოლო სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებდა სამუშაოზე აღდგენას და იძულებითი მოცდენის ანაზღაურებას. „შრომითი ხელშეკრულების შესახებ“ კანონი აღიარებდა კოლექტიური ხელშეკრულების ინსტიტუტს. ამასთან, კანონით განსაზღვრული იყო „შრომის სასამართლოს“ და „შრომის დაცვის ორგანოს“ დაარსება. შრომითი დავების განმხილველი სასამართლოს დაარსებამდე, ყველა საქმე ჩვეულებრივ სასამართლოებს უნდა განეხილა. შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის კანონმდებელი სისხლის სამართლის სასჯელებს ითვალისწინებდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუცია - 1921 წლის კონსტიტუცია მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი დოკუმენტია, რომელშიც აისახა მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებები. კონსტიტუციის მე-13 თავი აწესრიგებდა ადამიანის სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-3 თავში წარმოდგენილ ადამიანის (მოქალაქის) უფლებებში მოცემული იყო შრომითი ურთიერთობის მიმართ გამოსაყენებელი კანონის წინაშე ადამიანის თანასწორობის პრინციპი. ამასთან, იმავე თავში წარმოდგენილი ნორმები აღიარებდა გაერთიანებისა და გაფიცვის თავისუფლებას. მუხლი 111. სახელმწიფო მიზნად ისახავს: პირველდაწყებით სკოლაში უღარიბეს ბავშვებს საზრდო, ჩასაცმელ–დასახური და სასწავლო ნივთები უფასოდ მიეცეს. ამ მიზნის განსახორციელებლად სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობანი თავის შემოსავლის ერთ ნაწილს გადასდებენ ყოველწლიურად. 113-ე მუხლი ამბობდა, რომ სახელმწიფო ზრუნავს თავის მოქალაქეთა ღირსებაზე. 117-ე მუხლში გათვალისწინებული იყო, რომ „შრომა საფუძველია რესპუბლიკის არსებობისა და მისი უზრუნველყოფა რესპუბლიკის განსაკუთრებული მოვალეობაა“. კონსტიტუცია ითვალისწინებდა ადგილობრივი თვითმმართველობის ვალდებულებას, რომ შეექმნა „შრომის ბირჟა, საშუამავლო კანტორა და სხვა ამგვარი დაწესებულება“, რომელიც აღნუსხავდა უმუშევარ პირებს და შუამავლობას გაუწევდა სამუშაოს შოვნაში. კონსტიტუციით დადგენილი იყო უმუშევარ პირთათვის სახელმწიფო დახმარების ვალდებულება, „სამუშაოს აღმოჩენით ან დაზღვევის სახით“. კონსტიტუცია, ასევე, მოიცავდა ზოგიერთ შრომით სტანდარტსა და უფლებას. მაგალითად, დასაქმებულის შრომის უნარის დაკარგვის შემთხვევაში დახმარების დაწესებას, მაქსიმალურ ყოველკვირეულ სამუშაო დროს, არასრულწლოვნის შრომის აკრძალვას, ქალ დასაქმებულთა შრომით პირობებს. კონსტიტუციით ასევე გათვალისწინებული იყო მინიმალური ხელფასისა და შრომის ნორმალური პირობების განსაზღვრა, შრომის ინსპექციის სამსახურების შექმნა. საბჭოთა შრომის სამართალი - საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ, საქართველოში შრომით სამართლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებდა 1973 წლის 1-ლი ოქტომბრის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსი. საბჭოთა შრომითსამართლებრივ სისტემას ახასიათებდა პირის იძულება შრომითი ხელშეკრულების დადებაზე. შრომის ვალდებულება მიჩნეული იყო კომუნისტური სამართლებრივი სისტემის ერთ-ერთ აქტიურ შემადგენელ ელემენტად, რომელიც აღიარებული იყო კიდეც საბჭოთა კონსტიტუციით. საბჭოთა სამართლის თავისებურება ის იყო, რომ შრომა განიხილებოდა როგორც უფლებად, ისე მოვალეობადაც. საბჭოთა სისხლის სამართალში არსებული ნორმების ძალით, ისჯებოდა პირი, რომელსაც ჰქონდა შრომის უნარი, მაგრამ არ იყო ჩართული შრომით ურთიერთობაში. საბჭოური სისტემისათვის, ასევე, დამახასიათებელი იყო შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელ კანონში (შრომის კანონთა კოდექსში) არსებული არათანმიმდევრული მოწესრიგება, რომლის დროსაც, მაგალითისათვის, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მოწესრიგება წინ უსწრებდა სამუშაო და დასვენების დროის, ისევე როგორც შრომის ანაზღაურების შესახებ, დებულებებს. შრომის სამართალი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 1995 წელს მიღებულ იქნა საქართველოს კონსტიტუცია, რომელშიც აღიარებულია შრომის თავისუფლება. საქართველოს კონსტიტუციის (შემდგომში – კონსტიტუცია) პრეამბულით განმტკიცებულია სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი. სოციალური სახელმწიფოს პრინციპი ადამიანთა თანასწორუფლებიანობისა და ღირსეული ცხოვრების უფლების უზრუნველყოფას გულისხმობს. ეს გულისხმობს სახელმწიფოს მიზანს დაამკვიდროს სამართლიანი სოციალური წესრიგი, შეინარჩუნოს საერთო ეკონომიკური წონასწორობა და გამორიცხოს ან მინიმუმამდე დაიყვანოს გაუმართლებელი სოციალური განსხვავებები. სოციალური სამართლიანობის იდეის რეალიზების ერთ-ერთ გზას შრომის უფლების დაცვა წარმოადგენს, რაც სახელმწიფომ ამ მიზანთან თანმხვედრი კანონმდებლობის, პოლიტიკისა და ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვით უნდა უზრუნველყოს. სამართლებრივი სახელმწიფო უზრუნველყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების, საკუთრების, საზოგადოებრივი წესრიგის და სახელმწიფოებრიობის დაცვას. სამართლებრივ სახელმწიფოში ყველა ადამიანს ეძლევა თანაბარი შესაძლებლობა და თანაბრად ეკისრება იურიდიული პასუხისმგებლობა. კანონი უზენაესია –კანონის წინაშე ყველა თანასწორია. შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

შეჯამება: რას ფიქრობთ საბჭოთა შრომის სამართლის კონცეფციაზე? რას ფიქრობთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შრომით კულტურაზე? როგორ აფასებთ 2006 წლის კოდექსს? რამ განაპირობა შრომის სამართლის რეფორმა?

დანართები

დანართი #2. ამონარიდი საქართველოს კონსტიტუციიდან და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან.

გამოყენებული ლიტერატურა

» შველიძე ზ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, სახელმძღვანელო მოსამართლეების, იურისტებისა და სამართლის პედაგოგებისათვის, © შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, 2017. » 2006 წლის შრომის კოდექსი. » სისხლის სამართლის კოდექსი.

118


სესიის სახელი

4. სესია - შრომის სამართლის ცნება, ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი ურთიერთობები; მედიაცია ქართულ შრომის სამართალში

ხანგრძლივობა

60 წუთი

მოკლე აღწერა

სესია მოიცავს შრომის სამართლის არსის მიმოხილვას, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალური და კოლექტიური ურთიერთობების განმარტებას, სამუშაო პროცესის იმიტირებას. მმართველობის ტიპების გაცნობას.

სასწავლო ამოცანები

შრომითი ურთიერთობების სპეციფიკაში გაცნობიერება; შრომით უნარების განვითარება;

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

1. მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: შრომა - ადამიანის ფიზიკური ან გონებრივი მოქმედება, მუშაობა. ქართული შესატყვისი გარჯა, მუყაითობა, რუდუნება. „შრომის” ერთ ერთი პირველი განმარტება ფილოსოფოს ჰანა არენდტს ეკუთვნის: ,,მე-17 საუკუნეში, ახალი ეპოქა იმით დაიწყო, რომ შრომამ, როგორც ადამიანების მიერ შესრულებულმა საქმიანობამ, დაფასება და ღირებულება შეიძინა. გასულ საუკუნეში კი საზოგადოება გარდაიქმნა შრომისა და მშრომელთა საზოგადოებად, ხოლო თვით შრომის მნიშვნელობა მარტოოდენ „სამუშაოს” ნიშნულამდე შეიკვეცა. სიტყვა „შრომა“ განიხილება სამსახურის გაწევად სხვა ადამიანისთვის და ამ ადამიანის ხელმძღვანელობით და ამ სამსახურისთვის ანაზღაურების მიღებად. შრომა, ასევე, განიმარტება როგორც ადამიანური ფიზიკური და გონებრივი ძალისხმევის ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება საქონლისა და მომსახურების შესაქმნელად. ერის შრომითი ძალის ზომა განისაზღვრება მისი ზრდასრული მოსახლეობის რაოდენობით და იმის მიხედვით, თუ რამდენად მუშაობენ ან მზად არიან ანაზღაურებადი მუშაობისათვის. წარმოშობა შრომის სამართლის, როგორც სამართლის დარგის წარმოშობა ინდუსტრიული რევოლუციის ადრეულ ეტაპზე ფიქსირდება. ეკონომიკის და საზოგადოების განვითარებამ წარმოშვა შრომის სამართლის დამოუკიდებელ დარგად ჩამოყალიბების აუცილებლობა. შრომითი ურთიერთობის არსიდან გამომდინარე, სამუშაოს შემსრულებელი, როგორც პიროვნულად, ისე ეკონომიკურად, დამოკიდებულია სამუშაოს მიმცემზე. ურთიერთობის სპეციფიკის გათვალისწინებით, წარმოიშვა სამუშაოს მიმცემის ,,ძლიერი მხარის» მიერ უფლებამოსილების გადამეტების რისკი და ,,სუსტი მხარის“ ამ რისკისგან დაცვის საჭიროება. სამუშაოს მიმცემსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის უთანასწორო ვითარებისა და ურთიერთობის ორ მხარეს შორის ბალანსის უზრუნველსაყოფად სახელმწიფომ (შრომითი) სამართლებრივი წესრიგის დადგენით საჭიროდ მიიჩნია, ჩაერიოს ურთიერთობაში და დაავალდებულოს სამუშაოს მიმცემი, დაიცვას სახელმწიფოს მიერ დადგენილი შრომითსამართლებრივი წესრიგი. ვინაიდან შრომის სამართალი იცავს ხელშეკრულების უფრო დაუცველ მხარეს და აწესებს მინიმალურ სტანდარტებს. შესაბამისად, შრომის სამართალი დაცვითი ბუნების“ მქონე სამართალია. შრომის კანონმდებლობის მიზანია, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული ურთიერთობა მოაქციოს ზუსტად განსაზღვრულ სამართლებრივ რეგულირებაში, რაც გამორიცხავს დასაქმებულის ექსპლუატაციას და შექმნის ადამიანის ღირსებაზე, თავისუფლებასა და თვითგანვითარებაზე დაფუძნებული შრომის შესაძლებლობას. შესაბამისად, შრომითი კანონმდებლობის მიზანია ნორმატიულ დონეზე მოაწესრიგოს კერძო სამართლებრივი ურთიერთობები იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია დასაქმებულთა სათანადო სოციალური დაცვისათვის. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების პრინციპს. არის მოსაზრება, რომ „შრომითი ურთიერთობა სახელშეკრულებო ურთიერთობაა, ხოლო მისი იმპერატიული ნორმებით რეგულირება სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებს ამცირებს.“ თუმცა შრომითი ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან თავიანთი შრომითი ურთიერთობის დარეგულირებაში, სანამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში რჩებიან. დასაქმებულის საწინააღმდეგოდ კანონით დადგენილი საზღვრებიდან ნებისმიერი სახელშეკრულებო გადახვევა არის ბათილი. პრინციპები ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპი - შრომითი ხელშეკრულება, თავისი არსით, კერძო სამართლებრივი ბუნებისაა. შესაბამისად, მასზე ვრცელდება მხარეთა თანასწორობისა და ნების ავტონომიის პრინციპები. ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობის პრინციპი - ვლინდება იძულებითი შრომის აკრძალვის პრინციპში - No. 29-ე კონვენციის 2(1) მუხლის თანახმად, იძულებითი ან სავალდებულო შრომა ნიშნავს ყოველგვარ სამუშაოს ან სამსახურს, რომელიც მოეთხოვება ნებისმიერ პირს, ნებისმიერი სასჯელის მუქარით და რომელსაც ეს პირი ნებაყოფლობით არ შეასრულებდა. დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი ქვემდებარეობის (იმავე „სუბორდინაციის“) პრინციპი, რაც გამოიხატება შემდეგში: მხარეთა თანასწორობის პრინციპი შრომითი ხელშეკრულების დადების მომენტიდან გარკვეულ სახეცვლილებას განიცდის და დასაქმებული ექცევა დამსაქმებლის „ნების ზეგავლენის ქვეშ“. დასაქმებული დამოკიდებული ხდება დამსაქმებლის მითითებებსა და მის მიერ განსაზღვრულ სამუშაო თუ ორგანიზაციულ პირობებზე. ამდენად, დასაქმებული სამუშაოს ასრულებს დაქვემდებარებულ მდგომარეობაში. ქვემდებარეობის პრინციპი გამოხატულია დამსაქმებლის მითითების უფლებაში. დამსაქმებლის უფლება – გასცეს მითითება და დასაქმებულის ვალდებულება – დაემორჩილოს მითითებას, არ წარმოადგენს შეუზღუდავ კატეგორიას. დამსაქმებლის მითითების უფლება შემოსაზღვრულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. ასევე, 35-ე მუხლით, დასაქმებულს უფლება აქვს უარი განაცხადოს იმ სამუშაოს, დავალების ან მითითების შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, ან შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობის გამო აშკარა და არსებით საფრთხეს უქმნის მის ან მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას. დასაქმებული ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს დამსაქმებელს იმ გარემოების შესახებ, რომლის გამოც იგი უარს ამბობს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

119


ქვემდებარეობის პრინციპი მოაზრებს დამსაქმებლის უფლებამოსილებას შრომითი პირობების დადგენის შესახებ; ქვემდებარეობის პრინციპის კიდევ ერთ მახასიათებელ დებულებას წარმოადგენს მივლინების ინსტიტუტი, ზედამხედველობისა და კონტროლის უფლება. შრომის სამართლის დებულებების მხოლოდ დასაქმებულის სასარგებლოდ ინტერპრეტირების პრინციპი. შრომითი ურთიერთობა შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობის, როგორ ფაქტობრივი შედეგის დადგომა უკავშირდება ორ მოვლენას: 1. შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს 2. სათანადო ანაზღაურებას; ამ ორი ელემნტის არსებობისას, შრომითი ურთიერთობა ჩამოყალიბებულად ითვლება. შრომითი ურთიერთობა მხარეებს შორის წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს ფაქტობრივად შესრულების დაწყების მომენტიდან, თუ მხარეებმა თავად ხელშეკრულებით სხვა პირობა არ განსაზღვრეს. შრომითი ურთიერთობის წარმოშობა იწვევს მხარეთა კანონით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების წარმოშობას: - დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას განუსაზღვროს კონკრეტული სამუშაო დასაქმებულს და ამ სამუშაოების შესრულების სანაცვლო ანაზღაურება. - მეორე მხრივ, დასაქმებული ვალდებულია კეთილსინდისიერად და ჯეროვნად, პირადად შეასრულოს ნაკისრი სამუშაო. შრომითი ურთიერთობის სუბიექტები შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი (ან დამსაქმებელთა გაერთიანება) და დასაქმებული (ან დასაქმებულთა გაერთიანება, რომელიც შექმნილია „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #87 და #98 კონვენციებით გათვალისწინებული მიზნებითა და წესით. დამსაქმებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო. დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს. ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი და დასაქმებული. კოლექტიური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან ერთი ან მეტი დამსაქმებელი ან ერთი ან მეტი დამსაქმებელთა გაერთიანება და ერთი ან მეტი დასაქმებულთა გაერთიანება. ინდივიდუალური-კოლექტიურიშრომის სამართლის დაცვითი ფუნქციის კოლექტიური ასპექტი თავდაპირველად შრომის სამართლის მიზანი იყო მხოლოდ ინდივიდი დასაქმებულის დაცვა. მე-19 საუკუნის დასასრულს, და შესაბამისად მე-20 საუკუნეში, შრომის სამართალი უკვე ფოკუსირებულია დასაქმებულის დაცვის კოლექტიურ ასპექტებზე. დოქტრინალურ დონეზე შრომის სამართალი იყოფა ორ ნაწილად – ინდივიდუალური შრომის სამართალი და კოლექტიური შრომის სამართალი. ინდივიდუალური შრომის სამართალი მოიცავს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებულ ინდივიდუალურ სახელშეკრულებო ურთიერთობას. კოლექტიური შრომის სამართალი აწესრიგებს დამსაქმებელსა (ან დამსაქმებელთა გაერთიანებას) და ერთ ან მეტ დასაქმებულთა გაერთიანებას შორის არსებულ ურთიერთობას. შრომის სამართლის ამგვარ დაყოფას შეესაბამება საქართველოს შრომის კოდექსის სტრუქტურა. კოლექტიური ხელშეკრულება ხელშეკრულების დადებას წინ უსწრებს კოლექტიური მოლაპარაკებების პროცედურა, სადაც ჩართული არიან მხარეები, რომლებიც ნების თავისუფალი გამოვლენის გზით ცდილობენ შეთანხმდნენ ხელშეკრულების პირობებზე. კოლექტიური ხელშეკრულება იდება ერთ ან მეტ დამსაქმებელს ან ერთ ან მეტ დამსაქმებელთა გაერთიანებასა და ერთ ან მეტ დასაქმებულთა გაერთიანებას შორის. კოლექტიური ხელშეკრულება: ა) განსაზღვრავს შრომის პირობებს; ბ) აწესრიგებს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობას; გ) აწესრიგებს ერთ ან მეტ დამსაქმებელს ან ერთ ან მეტ დამსაქმებელთა გაერთიანებასა და ერთ ან მეტ დასაქმებულთა გაერთიანებას შორის ურთიერთობას. ფორმა- კოლექტიური ხელშეკრულება იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით. ვადა - კოლექტიური ხელშეკრულება იდება განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. განსაზღვრული ვადით დადებული უნდა ითვალისწინებდეს მისი ძალაში შესვლის და ვადის გასვლის თარიღებს. ბათილია კოლექტიური ხელშეკრულების ის პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონს. კოლექტიური დავა - შემათანხმებელი პროცედურა კოლექტიური დავაა - დავა დამსაქმებელსა და დასაქმებულთა ჯგუფს ან დამსაქმებელსა და დასაქმებულთა გაერთიანებას შორის. ის უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის შემათანხმებელი პროცედურებით. შემათანხმებელი პროცედურა გულისხმობს - დამსაქმებელსა და დასაქმებულთა ჯგუფს (სულ მცირე, 20 დასაქმებული) ან დამსაქმებელსა და დასაქმებულთა გაერთიანებას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას . მხარე მეორე მხარეს უგზავნის შემათანხმებელი პროცედურების დაწყების შესახებ წერილობით შეტყობინებას, რომელშიც ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული დავის წარმოშობის საფუძველი და მხარის მოთხოვნები.

120


მედიაცია ქართულ შრომის სამართალში კოლექტიური დავის მოგვარებისათვის, ასევე, გამოიყენება შრომის მედიაციის ინსტიტუტი, რომელიც 2013 წელს დაინერგა საქართველოს კანონმდებლობაში და მიზნად დაისახა დავების მცირე დროში სასამართლო დანახარჯების გარეშე გადაჭრა. მოლაპარაკებების ნებისმიერ სტადიაზე, შეთანხმების მისაღწევად მხარეს უფლება აქვს, წერილობით მიმართოს მინისტრს მედიაციის დაწყების მიზნით დავის მედიატორის დანიშვნის თაობაზე. წერილობითი შეტყობინება იმავე დღეს გადაეცემა დავის მეორე მხარესაც. შეტყობინების მიღების საფუძველზე მინისტრი ნიშნავს დავის მედიატორს . დავის ნებისმიერ სტადიაზე მინისტრს უფლება აქვს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, მხარის წერილობითი მიმართვის გარეშე, საკუთარი ინიციატივით დანიშნოს დავის მედიატორი, რაც წერილობით უნდა ეცნობოს მხარეებს. დავის ნებისმიერ სტადიაზე მინისტრს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება შემათანხმებელი პროცედურების შეწყვეტის შესახებ. მხარეები ვალდებული არიან, მონაწილეობა მიიღონ შემათანხმებელ პროცედურებში და დაესწრონ ამ მიზნით დავის მედიატორის მიერ გამართულ შეხვედრებს. მინისტრის მოთხოვნის შემთხვევაში, დავის მედიატორი ვალდებულია გაუგზავნოს მას ანგარიში დავასთან დაკავშირებით. დავის მედიატორი ვალდებულია არ გაამჟღავნოს ინფორმაცია ან დოკუმენტი, რომელიც მისთვის, როგორც დავის მედიატორისთვის, გახდა ცნობილი. შრომითი უნარების განსავითარებლად, უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდებმა გააცნობიერონ, რა უნარებია ???/ შრომის კანონმდებლობაში. ასევე დაფიქრდნენ, თუ რა უნარების განვითარება სჭირდებათ მათ სამომავლოდ იმისათვის, რომ დასაქმდნენ და წარმატებით განავითარონ კარიერული წინსვლა. ამიტომ შესაძლებელია გაეცნონ მმართველობის ტიპებს. „გუგლისა“ და „ამაზონის“ მაგალითზე განიხილონ მმართველობის ტიპები და დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის დონე. შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

1. საჭიროა თუ არა შრომის სამართალში სახელმწიფოს ჩართულობა? 2. რას ფიქრობთ მითითების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით?

დანართები

დანართი #3 - სავარჯიშოები

გამოყენებული ლიტერატურა

რა უნდა ვიცოდეთ შრომითი უფლებების შესახებ, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი; საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები; სახელმძღვანელო მოსამართლეების, იურისტებისა და სამართლის პედაგოგებისათვის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, 2017; საქართველოს ორგანული კანონი ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“; შრომითი მედიაციის სამართლებრივი და სოციოლოგიური კვლევა, EMC, იანვარი 2019; დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის მექანიზმები, ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, 2017.

სესიის სახელი

5. დასაქმებულისა და დამსაქმებლის უფლება-მოვალეობები (სამუშაოს შესრულება, შვებულება, დასვენების დრო, მივლინება)

ხანგრძლივობა

60 წუთი

მოკლე აღწერა

სესია მოიცავს დასაქმების პერიოდში მოლაპარაკების წარმოების ტექნიკის დაუფლების თაობაზე იმიტირებას. რის შემდეგაც მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია ძირითადი შრომით-სამართლებრივი ცნებების შესახებ, როგორიცაა დასაქმებულისა და დამსაქმებლის უფლება-მოვალეობები შრომით ხელშეკრულების მოქმედების პროცესში, სამუშაო, შესვენების და დასვენების დრო, შვებულება, და ა.შ.

სასწავლო ამოცანები

ამ სესიის მიზანია საქმიანი მოლაპარაკების წარმოების ტექნიკის დაუფლება, ასევე დასაქმებულისა და დამსაქმებლის უფლება-მოვალეობებში გათვითცნობიერება.

საჭირო რესურსები

დამატებითი მასალა ფასილიტატორებისათვის (შრომის კოდექსი)

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

1. დაყავით მონაწილეები 4-კაციან ჯგუფებად, ორი დასაქმებული, 1 დამსაქმებელი, 1 ექსპერტი. მონაწილეებმა უნდა აწარმოონ საქმიანი მოლაპარაკება: დამსაქმებლის მიზანია დაავალოს თანამშრომელს დამატებითი სამუშაოს შესრულება, დასაქმებულის მიზანია მიაღწიოს შრომითი ანაზღაურების მომატებას, ექსპერტი უსმენს მათ და შემდეგ ახმოვანებს ჯგუფის შედეგს. 2. დაუსვით შეკითხვები: კორექტული იყო თუ არა დამსაქმებელი, დასაქმებული? რომელმა მიაღწია თავის მიზანს? სამართლიანია თუ არა მიღებული გადაწყვეტილება? რომელ მხარეს ჰქონდა მეტი ბერკეტი სასარგებლო მიზნის მიღწევისათვის? მონაწილეებს მიაწოდეთ თეორიული მასალა შემდეგ საკითხებზე: საქართველოს შრომის ბაზარი მაღალი უმუშევრობით და თვითდასაქმებულთა მაღალი პროცენტით ხასიათდება. 2017 წლის 1 იანვრის მონაცემებით , საქართველოს მოსახლეობა 3,718,200 ადამიანს შეადგენს, საიდანაც დაახლოებით 1,998,000 ადამიანი - 54% წარმოადგენს აქტიურ სამუშაო ძალას. 5 როგორც ქვემოთ მოცემული დიაგრამიდან ჩანს, დასაქმებულთა უმეტესობა თვითდასაქმებულია და მხოლოდ აქტიური სამუშაო ძალის 37.3% წარმოადგენს დაქირავებულ მუშაკებს. აქედან 13.1% მუშაობს სახელმწიფო სექტორში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მხოლოდ 24.2%- ია დაქირავებული კერძო სექტორის მიერ. მუხლი 6. შრომითი ხელშეკრულების დადება ფორმა - შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით.

121


შრომითი ხელშეკრულება იდება აუცილებლად წერილობითი ფორმით, თუ შრომითი ურთიერთობა 3 თვეზე მეტხანს გრძელდება. ენა - წერილობითი შრომითი ხელშეკრულება იდება მხარეთათვის გასაგებ ენაზე. წერილობითი შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს რამდენიმე ენაზე. თუ წერილობითი შრომითი ხელშეკრულება რამდენიმე ენაზეა დადებული, იგი უნდა შეიცავდეს დათქმას იმის თაობაზე, თუ რომელ ენაზე დადებულ ხელშეკრულებას ენიჭება უპირატესობა ხელშეკრულებების დებულებებს შორის განსხვავების შემთხვევაში. პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას. ცნობა - დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ცნობა დასაქმების შესახებ, რომელიც მოიცავს მონაცემებს შესრულებული სამუშაოს, შრომის ანაზღაურების, შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობის თაობაზე. შრომითი ხელშეკრულების ვადა გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადაა 1 წელი ან მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ მაშინ, როცა: ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო; გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება; დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; ე) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას. თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია: ა) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა; ბ) სამუშაო დრო და დასვენების დრო; გ) სამუშაო ადგილი; დ) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე; ე) შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი; ვ) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი; ზ) ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და მიცემის წესი. არსებითი პირობების განსაზღვრა არ აძლევს მხარეებს პირობების ცალმხრივად შეცვლის უფლებას. დამსაქმებელს შეუძლია, რომ დასაქმებულისათვის აუცილებელი შეტყობინებით მხოლოდ დააზუსტოს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ცალკეული გარემოებები, რომლებიც არ უნდა ცვლიდეს ხელშეკრულების არსებით პირობებს. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად არ ჩაითვლება: 1. დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის მითითებული სამუშაოს შესრულების ადგილის შეცვლა, თუ საზოგადოდ ხელმისაწვდომი სატრანსპორტო საშუალებებით დასაქმებულის საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაოს შესრულების ახალ ადგილამდე მისვლა და დაბრუნება მოითხოვს არაუმეტეს 3 საათისა დღეში, და არ იწვევს არათანაბარ ზომიერ ხარჯებს; 2. სამუშაოს დაწყების ან დამთავრების დროის ცვლილება არაუმეტეს 90 წუთით; თუ ორივე გარემოება ერთდროულად შეიცვალა, ასეთ შემთხვევაში იგი მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად. შრომის შინაგანაწესი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს შრომითი ურთიერთობის პირობები, მათ შორის: სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას ცვლის ხანგრძლივობა; დასვენების ხანგრძლივობა; შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, ადგილი და წესი. ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; შრომის პირობების დაცვის წესები, წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; განცხადების/საჩივრის განხილვის წესი. შრომის შინაგანაწესი ავტომატურად არ ხდება ხელშეკრულების ნაწილი, თუმცა იგი ასეთად მხარეთა შეთანხმებისას ხელშეკრულებით შეიძლება იყოს მიჩნეული. იმ შემთხვევაში, თუ შრომის შინაგანაწესი ხელშეკრულების ნაწილია, დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი ხელშეკრულების დადებამდე გააცნოს დასაქმებულს ის ან შემდგომში მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება. (კანონმდებლობა არ არეგულირებს ხელშეკრულების დადების შემდეგ შეუსაბამო ცვლილების შეტანის წესს). შვებულება შვებულება საქართველოს შრომის კოდექსით და საერთაშორისო შრომის სამართლით, დასაქმებულის აღიარებული დასვენების უფლებაა. რომლის რეალიზების მიზნით, შრომის კოდექსით გათვალისწინებულია როგორც ანაზღაურებადი, ისე ანაზღაურების გარეშე შვებულება. დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს, მხარეთა შეთანხმებით, შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც. მუშაობის მეორე წლიდან დასაქმებულს

122


მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს სამუშაო წლის ნებისმიერ დროს. შვებულებაში არ ითვლება დასაქმებულის შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობის ან ბავშვის მოვლის გამო, ასევე შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის მიზეზით. დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან, თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით. შვებულების სახეები 1. ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება – სულ მცირე, 24 სამუშაო დღე; 2. ყოველწლიური ანაზღაურების გარეშე შვებულებ, – სულ მცირე, 15 კალენდარული დღე; 3. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება – 730 კალენდარული დღე (ანაზღაურებადი 183 დღე); 4. შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო – ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღე (ანაზღაურებადი 90 დღე) 5. დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოზე მომუშავეთათვის – წელიწადში10 კალენდარული დღე; 6. დამატებითი ანაზღაურების გარეშე შვებულება ბავშვის მოვლის გამო – 12 კვირა, ანაზღაურებადი - არანაკლებ წელიწადში 2 კვირისა. მივლინება არის დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა, სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის მივლინებაში გაგზავნა არ მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად, თუ მივლინების პერიოდი არ აღემატება წელიწადში 45 კალენდარულ დღეს. დამსაქმებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადამეტების შემთხვევა მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად. დამსაქმებელი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯები. სამუშაო დრო მოიცავს იმ დროს, რომელიც დასაქმებულმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას უნდა მოახმაროს. სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს. ხოლო, სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში დასაქმებულისთვის - 48 საათს. შესვენების და დასვენების დრო - შესვენების დრო სამუშაო დროებს შორის არსებული დროის მონაკვეთია, ხოლო დასვენების დროდ შრომის კანონმდებლობა შვებულების პერიოდსა და უქმე დღეებს მოიაზრებს. დირექტივების შესაბამისად, თუ სამუშაო დღე აღემატება 6 საათს, გამოყოფილ უნდა იქნას შესვენება. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა სრულწლოვნისთვის აღემატება კვირაში 40 საათს, 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 24 საათს. ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება ნებაყოფლობითია და მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით არის შესაძლებელი. შრომის კოდექსი ადგენს გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება სავალდებულო ხდება დასაქმებულისათვის. ეს შემთხვევებია: სტიქიური უბედურებების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისათვის – ანაზღაურების გარეშე; - საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისათვის, სათანადო ანაზღაურებით. ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება - შრომის კოდექსით, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს ზეგანაკვეთური სამუშაო ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. შრომის კოდექსი არ არეგულირებს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების მინიმალურ ოდენობას და იგი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრება. უქმე დღეებში სამუშაოს შესრულება - შრომის კოდექსი ითვალისწინებს უქმე დღეებს, როდესაცდასაქმებულები თავისუფლდებიან სამუშაოს შესრულებისაგან. უქმე დღეებში შრომა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა და ამისათვის დასაქმებულის თანხმობაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ასრულებთ სამუშაოს უქმე დღეებში, უფლება გაქვთ მოითხოვოთ გაზრდილი ანაზღაურება ან დასვენების სხვა დღეები. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის საწარმოებში მოიაზრება დაწესებულებები, სადაც წარმოება/შრომითი პროცესი 24-საათიან უწყვეტ რეჟიმს საჭიროებს. ასეთ დროს, მხარეები უფლებამოსილნი არიან შრომითი ხელშეკრულება გააფორმონ ცვლაში მუშაობის თაობაზე. ეს ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს არაუმეტეს 48-საათიან სამუშაო დროს კვირაში, ასევე ნამუშევარი დროის მიხედვით დასვენებისათვის აუცილებელ და ადეკვატურ დროს. თუმცა, კანონი დამატებით არ განმარტავს დასვენებისათვის ადეკვატური დროის განსაზღვრის კრიტერიუმებს, ამიტომ ძირითადად გამოიყენება ჩანაწერი ცვლებს შორის, მინიმუმ, 12-საათიანი ინტერვალის არსებობის თაობაზე. ცვლიანობის განრიგი - დასაქმებულთა ცვლაში მუშაობა განისაზღვრება ცვლიანობის განრიგით, რომელსაც დამსაქმებელი ამტკიცებს სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით. ცვლიანობის განრიგში ცვლილების შემთხვევაში, რომელიც შესაძლოა დამსაქმებლის მიერ განხორციელდეს, აუცილებელია დასაქმებულს ამის თაობაზე 10 დღით ადრე ეცნობოს. თუმცა, უკიდურესი საწარმოო აუცილებლობით გამართლებულია დადგენილ ვადაზე გვიან შეტყობინება. ამ შემთხვევაშიც, დასაქმებული ვალდებულია დაემორჩილოს ცვლიანობის განრიგით დადგენილ ახალ წესს. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება

123


მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. შრომის ანაზღაურება იძულებითი მოცდენის დროს - თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. დასაქმებულის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა არ ანაზღაურდება. დაქვითვა შრომის ანაზღაურებიდან -დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან დაქვითოს ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მისთვის დასაქმებულს აქვს გადასახდელი. 2. შრომითი ანაზღაურებიდან ერთჯერადად დაქვითვის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შრომის ანაზღაურების 50 პროცენტს. საბოლოო ანგარიშსწორება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. პასუხისმგებლობა ზიანის ანაზღაურება - შრომითი ურთიერთობის შესრულებისას დამსაქმებლისათვის არსებული ნებისმიერი სახის ზიანი არ შეიძლება ავტომატურად, უშუალო ბრალეულობის დადგენის გარეშე აანაზღაუროს დასაქმებულმა. ზიანის ანაზღაურება ხდება მისი ოდენობის დადგენის შემდგომ, სასამართლოსათვის მიმართვის გზით და შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე. წერილობითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს დასაქმებულის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის სახე და ფარგლები, თუ ეს გამომდინარეობს სამუშაოს სპეციფიკიდან. წერილობითი ხელშეკრულება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ შეიძლება დაიდოს სრულწლოვან დასაქმებულთან, რომელიც ახორციელებს მისთვის გადაცემული ფასეულობების შენახვას, დამუშავებას, გაყიდვას (გადაცემას), გადაზიდვას ან წარმოების პროცესში გამოყენებას. ლოიალობის ვალდებულება - შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით. შეზღუდვა არ შეიძლება დაუწესდეთ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში მოღვაწე პირებს. შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

სთხოვეთ მონაწილეებს გაიხსენონ მათ მიერ ჩატარებული მოლაპარაკების შედეგები და შეაფასონ მათ მიერ ჩატარებული მოლაპარაკება სამართლებრივი კუთხით. მათ მიერ მიღებული რომელიმე გადაწყვეტილება ხომ არ ეწინააღმდეგება თეორიულ მასალას, ხომ არ იქნა დარღვეული რომელიმე უფლება?

გამოყენებული ლიტერატურა

ქართული შრომის სამართლის ანალიზი, პრობლემები და რეკომენდაციები, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თბილისი, 2011; საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარები, ამირან ზენაიშვილი. თბილისი 2013. საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარი, რედ. ანდრეა ბორონი, გამომცემლობა მერიდიანი, თბილისი 2016; შრომის სამართალი, სტატიათა კრებული 2, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი 2013 ; შრომის სამართალი, სტატიათა კრებული 3, თბილისი 2014 ;

სესიის სახელი

6. შრომის კანონმდებლობაში არსებული სპეციალური რეგულაციები ცალკეული ჯგუფების მიმართ (მოწყვლადი პირები: ქალები, შშმ პირები, არასრულწლოვნები)

ხანგრძლივობა

60 წუთი

მოკლე აღწერა

სესია მოიცავს მოწყვლადი პირების განმარტებას, შემდეგ განიმარტება ამ პირებისათვის სახელმწიფოს მიერ დადგენილ იმ შეღავათებისა და დამცავი მექანიზმების შესახებ, რაც მათი შრომითი უფლების რეალიზებისთვისაა საჭირო. მიმოვიხილავთ არასრულწლოვანი, შშმ პირებისა და ქალების განსაკუთრებულ სტატუსს შრომით ურთიერთობებში.

სასწავლო ამოცანები

შრომითი უნარების განვითარების გზების ძიება

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

1. გონებრივი შრუტმი ,,მოწყვლადი პირი“ 2. დაყავით მონაწილეები 4 კაციან გუნდებად, მათ შორის ერთი დამსაქმებელი, ერთი დასაქმებული, ერთი ადამიანური რესურსების მართვის თანამშრომელი და ერთი ექსპერტი. დავალება, მათ ჰყავთ შშმ პირი, რომელიც უნდა დაასაქმონ ღამის სამუშაოზე, ამის თაობაზე უნდა აწარმოონ მოლაპარაკება ამ პირთან. ექსპერტი ინიშნავს საუბარს და შემდეგ წარმოადგენს მათ შედეგებს. შეაფასეთ მიღებული შედეგები. 3. თეორიული მასალის მიწოდება შემდეგ თემებზე: Vulnerable person – პირი, რომელზეც ადვილად შეიძლება ფსიქოლოგიური, ემოციური მენტალური გავლენის მოხდენა. მოწყვლადი პირები -ადამიანები, რომლებიც მოკლებულნი არიან გარკვეულ პრვილეგიებს ან, ხელი არმიუწვდებათ ისეთ საზოგადოებრივ ასპექტებზე, რაც სხვებისთვის ადვილად ხელმისაწვდომია. შრომის კანონმდებლობა ითვალისწინებს გამონაკლისებს შემდეგი ჯგუფებისათვის:

124


ბავშვები; ქალები (ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური) შშმ პირები შრომითი ქმედუნარიანობა შრომითი ქმედუნარიანობა დაკავშირებულა პირის ასაკთან და მას სამოქალაქო კოდექსისაგან განსხვავებულ, უფრო დაბალ ასაკობრივ ზღვარს – 16 წელს უკავშირებს. აღნიშნული გულისხმობს, რომ ნებისმიერი 16 წლის ასაკს მიღწეული ფიზიკური პირი არის შრომითი ქმედუნარიანობის მქონე და მას შეუძლია იტვირთოს შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებების რეალიზება და ვალდებულებების შესრულება. ამ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების დასადებად, არ არის აუცილებელი კანონიერი წარმომადგენლის – მშობლის თანხმობა. 16 წლამდე ასაკის მქონე პირებთან შრომითი ხელშეკრულება იდება კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/ მეურვეობის ორგანოს თანხმობით, თუ შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს, არ აყენებს ზიანს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას, არ უზღუდავს სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას. კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/ მეურვეობის ორგანოს თანხმობა ძალაში რჩება მსგავსი ხასიათის შემდგომი შრომითი ურთიერთობის მიმართაც. ერთხელ გაცემული თანხმობა გულისხმობს მსგავსი შინაარსის სამუშაოსა და იგივე პირობებით პირის დასაქმებაზე წინასწარ თანხმობას, რაც შემდგომში გამორიცხავს კანონით დადგენილი თანხმობის პროცედურის სავალდებულოობას. განიხილავს 14 წლამდე ასაკის მქონე პირის შრომით ურთიერთობაში ყოფნის წინაპირობებს და დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის სფეროში საქმიანობაზე, სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად დადებულ ხელშეკრულებებს. შრომის კოდექსი იმპერატიულად კრძალავს არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადებას სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან, გადაზიდვასთან, რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად. არასრულწლოვნის სამუშაო დრო 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის შემთხვევაში, კვირაში არაუმეტეს 36 საათი, 14 -დან 16 წლამდე ასაკის შემთხვევაში, კვირაში არაუმეტეს 24 საათი. აკრძალულია: არასრულწლოვნის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე; არასრულწლოვნის დასაქმება ღამის სამუშაოზე (22:00 საათიდან 6:00 საათამდე); არასრულწლოვნისათვის ანაზღაურებადი შვებულების გადატანა. არასრულწლოვანის დასაქმება მძიმე , მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე. სრული მატერიალური პასუხისმგებლობის ხელშეკრულების გაფორმება. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სპეციალური რეგულაცია - კანონიერ წარმომადგენელს, მეურვეობის/ მზრუნველობის ორგანოს უფლება აქვს მოითხოვოს არასრულწლოვანთან ხელშეკრულების შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულების გაგრძელება ზიანს აყენებს მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან სხვა მნიშვნელოვან ინტერესებს. როგორც წესი, სამოქალაქო და მათ შორის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეთა უფლებაა, რამდენადაც შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სამართლებრივი შედეგი მხოლოდ მათ მიმართ ვრცელდება. შესაბამისად, მათ გააჩნიათ ექსკლუზიური უფლებამოსილება მიიღონ გადაწყვეტილება შრომითი ურთიერთობის არსებობაარარსებობაზე. ამ შემთხვევაში, პირის კერძო ავტონომიური ნების შეზღუდვა ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ, შესაძლოა სხვა, უფრო დიდი სიკეთის – თავად არასრულწლოვნის ინტერესებით შეიზღუდოს. კერძო სექტორისაგან განსხვავებით, საჯარო სექტორში დაუშვებელია არასრულწლოვანთა დასაქმება. ბავშვთა შრომა მოიცავს ბავშვის შრომას 18 წლამდე. ბავშვებს აქვთ შრომის უფლება კანონმდებლობის ფარგლებში. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად: სახიფათოა შრომა, არაჯანსაღ გარემოში, რომელიც ბავშვს ფიზიკური და სულიერი ძალადობის საფრთხეს უქმნის. დაუშვებელია ბავშვის მუშაობა მავნე გარემოში (მტვერი, კვამლი, მაღალი ტემპერატურა, სიცივე და სხვ.), საშიშ ნივთიერებებთან (ქიმიური ან ასაფეთქებელი ნივთიერებები) ან პროცესებთან, რომლებიც საზიანოა მისი ჯანმრთელობისთვის. დაუშვებელია მუშაობა საშიშ პირობებშიც (მიწის ქვეშ, სახიფათო სიმაღლეზე ან დახურულ სივრცეში, წყალში და სხვ.), საშიშ აპარატურასთან ან საშიში აღჭურვილობით მუშაობა, ანდა სამუშაო, რომელიც მძიმე ტვირთის ტარებას მოითხოვს”. ბავშვთა განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობა გამოცხადებულ იქნა ბავშვის უფლებების ჟენევის 1924 წლის დეკლარაციით და აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით; ბავშვის უფლებების დეკლარაცია გამოცხადებულია გენერალური ასამბლეის 1959 წლის 20 ნოემბრის 1386 (XIV) რეზოლუციით; გაერომ ბავშვთა უფლებების კონვენცია 1989 წელს მიიღო. საქართველო მას 1994 წელს შეუერთდა. ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში აღნიშნულია: „ბავშვი, მისი ფიზიკური და გონებრივი სიმწიფის გამო საჭიროებს სპეციალურ დაცვას და ზრუნვას, მათ შორის სათანადო სამართლებრივ დაცვას, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ“. კონვენციის მონაწილეები იღებენ ვალდებულებას უზრუნველყონ ბავშვთა დაცვა შემდეგი პრინციპების შესაბამისად: ოჯახი, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედი და ბუნებრივი გარემოცვა, ყველა მისი წევრისა და განსაკუთრებით ბავშვების აღზრდისა და კეთილდღეობისათვის, უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ საჭირო დაცვითა და ხელშეწყობით. ბავშვი, მისი პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის, უნდა იზრდებოდეს ოჯახურ გარემოცვაში, ბედნიერების, სიყვარულისა და გაგების ატმოსფეროში.

125


ბავშვი მთლიანად მომზადებული უნდა იყოს საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და აღიზარდოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გამოცხადებულ იდეალებზე, განსაკუთრებით მშვიდობის, ღირსების, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით. ქალთა უფლებები შრომის სამართალში ქალებს დასაქმებისათვის აბრკოლებდათ კარგი განათლების ხელმიუწვდომელობა და ადრეული ქორწინება. 1890-1930 წლებში დასაქმებული იყვნენ ძირითადად გაუთხოვარი და ახალგაზრდა ქალები. მსოფლიო ომებში მამაკაცთა დანაკარგმა აიძულა საზოგადოება გამოეყენებინა ქალთა შრომა. 1970 წელს უკავშირებენ ,,მშვიდ რევოლუციას“, როდესაც ქალებმა დაიწყეს ე.წ. მამაკაცური პროფესიების დაუფლება. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ფაქტორებით განპირობებულმა ქალთა დისკრიმინაციამ და მათი საჯარო სივრციდან გამორიცხვის საყოველთაო პრაქტიკამ, ქალების დაცვის მიზნით, აუცილებელი გახადა სპეციალური რეგულირებების შემუშავება. ქალთა უფლებების რეალიზებისთვის სახელმწიფოების ძალისხმევა ორ ძირითად მიმართულებას გულისხმობს: - ერთი მხრივ, ესაა ქალთა დისკრიმინაციის გამორიცხვა დაცვის ეფექტური და აღსრულებადი მექანიზმების დანერგვის გზით; - მეორე მხრივ, სამართლის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, შრომის სამართალში, ქალთა უფლებების რეალიზებისათვის სპეციალური, პოზიტიური ღონისძიებების გათვალისწინება, რაც მათი განსაკუთრებული დაცვის საჭიროებიდან გამომდინარეობს. დედათა და ბავშვთა დაცვა ორსული ქალის დაცვის ვალდებულებას ადგენს, როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ასევე საერთაშორისო აქტები. შრომის კოდექსის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია ორსული ქალი დაიცვას ისეთი შრომისაგან, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან ნაყოფის კეთილდღეობას. აკრძალულია: ორსულ ან მეძუძურ ქალთან შრომითი ხელშეკრულების დადება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად. დასაქმებულის თანხმობის გარეშე ზეგანაკვეთურ სამუშაოზე ორსული ან ახალნამშობიარები ქალის დასაქმება; ღამის სამუშაოებზე ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალის დასაქმება. საერთაშორისო აქტების მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული ქალი ანაზღაურებადი შვებულებით ბავშვის დაბადებამდე და ბავშვის დაბადების შემდგომ პერიოდში. ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო, ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე დასაქმებულს მიეცემა ფულადი დახმარება არაუმეტეს 1 000 ლარისა. დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებით ანაზღაურებაზეც. საჯარო სამსახურში დასაქმებული ქალები ორსულობისა და მშობიარობის გამო, დახმარებასთან ერთად, იღებენ კომპენსაციას შვებულების პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად. შრომის კოდექსი, ისევე როგორც „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი, ბავშვის მოვლასთან დაკავშირებულ რეგულაციებში არ ადგენს სქესის მიხედვით შეზღუდვას და იყენებს ტერმინს – დასაქმებული/ მოსამსახურე, რაც გულისხმობს დეკრეტული შვებულების აღების შესაძლებლობას მამებისთვისაც. შეზღუდული შესაძლებლობების (უნარების) მქონე პირი არის ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც არ აქვს უნარი მთლიანად ან ნაწილობრივ უზრუნველყოს თავისი თავი ჩვეულებრივი (ნორმალური) ადამიანური ან სოციალური ცხოვრების საჭიროებებით, გონებრივი ან ფიზიკური შესაძლებლობების თანდაყოლილი ან არათანდაყოლილი დეფექტის შედეგად”. შეზღუდული შესაძლებლობების (უნარების) მქონე პირების უფლებების შესახებ” გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია (2007 წლის 30 მარტი). საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ იქნა 2013 წლის 26 დეკემბერს. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლების გარანტირება კანონის წინაშე თანასწორად აღიარების შესახებ. მას შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან მოწესრიგდა თანაბარი სამართალსუბიექტობის უფლების რეალიზების პროცესი. დაინერგა ქმედობაუნარიანობის ახალი მოდელი, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა ძველი მიდგომა. ამჟამად ქმედობაუნარიანობა არის უფლება, რომელსაც კანონი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ზღუდავს. ყველა სხვა შემთხვევაში, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირს შესაძლოა დაენიშნოს მხარდამჭერი და არა უფლების ჩამნაცვლებელი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობა და სპეციალური პოზიტიური რეგულაციის არსებობის აუცილებლობა, მათი განსაკუთრებული საჭიროებებითა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნითაა განპირობებული. ეროვნული კანონმდებლობა არასაკმარისია და ვერ პასუხობს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (UNCRPD) ხედვას, რომელიც შრომის უფლების განხორციელების მიზნით ცალკეულ ვალდებულებებს უდგენს სახელმწიფოს. შრომის კოდექსი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, ითვალისწინებს შემდეგ გარანტიებს: აკრძალულია ღამის სამუშაოზე (22:00 საათიდან 6:00 საათამდე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დასაქმება, მისი თანხმობის გარეშე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის თანხმობის გარეშე დაუშვებელია ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება. კოდექსი დისკრიმინაციის ამკრძალავ ნორმაში შეზღუდულ შესაძლებლობას, როგორც ნიშანს, დამოუკიდებლად მოიხსენიებს. კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ”, ადგენს დამსაქმებლის მიერ სამუშაო გარემოსა და პირობების ადაპტირების ვალდებულებას, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა

126


რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შემუშავებას, დამსაქმებლების მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ოჯახის წევრებისთვის მათ სამუშაო ადგილებზე შეღავათებისა და უპირატესობების დადგენას. თუმცა ეს, ძირითადად, დეკლარაციული ხასიათისაა და მათი პრაქტიკული განხორციელება არ ხდება. „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი არ შეიცავს არც ერთ სპეციალურ რეგულაციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შრომის უფლებასთან დაკავშირებით. 4. თეორიული მასალის მიწოდების შემდეგ თამაშის მონაწილეებს სთხოვეთ გადააფასონ მათ მიერ მიღებული შედეგები და დასკვნები შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

1. რამდენად სამართლიანი იყო დამსაქმებლის გადაწყვეტილება; 2. რამდენად რთული იყო დავალების შესრულება? რატომ?

დანართი

დანართი #4 - ტესტები.

გამოყენებული ლიტერატურა

“შეზღუდული შესაძლებლობების (უნარების) მქონე პირების უფლებების შესახებ” გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია (2007 წლის 30 მარტი). პრაქტიკული სახელმძღვანელო შრომის უფლებისა და გარემოს დაცვის სფეროში, თბილისი, 2015 წელი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ევროპის სოციალური ქარტია

დანართები დანართი #1. ამონარიდები საერთაშორისო აქტებიდან ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, 1948 წ. მუხლი 23. 1. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. 2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. 3. ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები. 4. ყოველ ადამიანს აქვს უფლება შექმნას პროფესიული კავშირები და შევიდეს პროფესიულ კავშირებში თავისი ინტერესების დასაცავად. მუხლი 24. ყოველ ადამიანს აქვს დასვენებისა და მოცალეობის უფლება სამუშაო დღის გონივრული შეზღუდვისა და ანაზღაურებული პერიოდული შვებულების უფლების ჩათვლით. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, 1966 წ. მუხლი 6 1. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. 2. ზემოაღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება. მუხლი 7 წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობები, რაც, კერძოდ, გულისხმობს: a) ანაზღაურებას, რომელიც ყველა მშრომელს უზრუნველყოფს, სულ მცირე: i) სამართლიანი ხელფასითა და ტოლფასოვანი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურებით, რაიმე ნიშნით განსხვავების გარეშე, კერძოდ, ქალებისათვის ქმნის შრომის ისეთი პირობების გარანტიას, რომელიც მამაკაცის შრომის პირობებზე უარესი არ იქნება, და თანაბარი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურების შესაძლებლობას; ii) მასა და მის ოჯახს ღირსეული არსებობის შესაძლებლობებით, წინამდებარე პაქტის დებულებათა შესაბამისად. b) უსაფრთხო და ჯანსაღი შრომის პირობებს; c) თითოეულისათვის უფრო მაღალი სამსახურებრივ საფეხურზე დაწინაურების თანაბარ შესაძლებლობას, მხოლოდ და მხოლოდ შრომითი სტაჟისა და კომპეტენციის შესაბამისად; d) დასვენების, თავისუფალი დროის ქონის და სამუშაო საათების გონივრული შეზღუდვის, აგრეთვე პერიოდული ანაზღაურებადი შვებულების შესაძლებლობას ისევე, როგორც ანაზღაურებას საზოგადოებრივი უქმე დღეებისათვის. მუხლი 8 1. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ უზრუნველყონ:

127


a) თითოეული ადამიანის უფლება თავისი ეკონომიკური და სოციალური ინტერესების გასავითარებლად და დასაცავად, შექმნან პროფესიული კავშირები და შევიდეს ასეთ კავშირებში თავისი არჩევანით და ორგანიზაციის შესაბამისი წესების თანახმად. აღნიშნული უფლების გამოყენება არ ექვემდებარება არავითარ შეზღუდვას იმ შეზღუდვების გარდა, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებისათვის და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად; b) პროფესიული კავშირების უფლებაა შექმნან ეროვნული ფედერაციები და კონფედერაციები და ამ უკანასკნელთა უფლებაა შექმნან საერთაშორისო პროფესიუილი ორგანიზაციები ან შეუერთდნენ მათ; c) პროფესიული კავშირების უფლებაა იმოქმედონ თავისუფლად, რაიმე შეზღუდვის გარეშე, იმ შეზღუდვების გარდა, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებისათვის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად; d) გაფიცვების უფლება იმ პირობით, რომ ეს უკანასკენლი განხორციელდება კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ეს მუხლი არ ეწინააღმდეგება კანონის შესაბამისად ამ უფლების გამოყენების შეზღუდვას იმ პირთათვის, რომლებიც იმყოფებიან შეიარაღებული ძალების, პოლიციის ან სახელმწიფო ადმინისტრაციის შემადგენლობაში. 3. ამ მუხლში არაფერი აძლევს უფლებას ასოციაციათა თავისუფლებისა და ორგანიზაციის უფლების დაცვის შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1948 წლის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს, მიიღონ საკანონმდებლო ზომები აღნიშნული კონვენციით გათვალისწინებული გარანტიების საზიანოდ ან კანონი გამოიყენონ ისე, რომ ზიანი მიადგეს ამ გარანტიებს. მუხლი 9 ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით. მუხლი 10 წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ: 1. ოჯახს, რომელიც საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი ერთეულია, შეძლებისდაგვარად, უნდა გაეწიოს ყველაზე ფართო დაცვა და დახმარება, განსაკუთრებით მისი შექმნის დროს და იმ პერიოდში, სანამ ბავშვზე ზრუნვის და მისი აღზრდის პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე ის დამოუკიდებელი გახდებოდეს. ქორწინება უნდა ხდებოდეს დასაქორწინებელ პირთა თანხმობით; 2. განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებენ დედები მშობიარობამდე და მშობიარობის შემდეგ დროის გონივრული მონაკვეთის განმავლობაში. ამ პერიოდის განმავლობაში მომუშავე დედებს უნდა მიეცეთ ანაზღაურებადი შვებულება ან შვებულება შესაბამისი სოციალური უზრუნველყოფით; 3. დაცვისა და დახმარების განსაკუთრებული ღონისძიებანი უნდა განხორციელდეს ყველა ბავშვისა და მოზარდის მიმართ ოჯახური წარმოშობისა და სხვა გარემოებების მიხედვით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ბავშვები და მოზარდები დაცულ უნდა იქნან ეკონომიკური და სოციალური ექსპლუატაციისაგან. მათი შრომის გამოყენება ზნეობისა და ჯანმრთელობისათვის საზიანო ან სიცოცხლისათვის საშიშ ან მათი ნორმალური განვითარების დამაბრკოლებელ რომელიმე სფეროში კანონით უნდა დაისაჯოს. სახელმწიფოებმა ასევე უნდა დააწესონ ასაკობრივი ზღვარი, რომლის ქვემოთაც ბავშვთა ანაზღაურებადი შრომის გამოყენება კანონით აკრძალული და დასჯადი იქნება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, რომი, 1950 წლის 4 ნოემბერი მუხლი 4 მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა 1. არავინ შეიძლება იმყოფებოდეს მონობაში ან ყმობაში. 2. არავის შეიძლება მოეთხოვოს იძულებითი ან სავალდებულო სამუშაოს შესრულება. 3. ამ მუხლის მნიშვნელობით ტერმინი „იძულებითი ან სავალდებულო სამუშაო“ არ მოიცავს: a) ნებისმიერ სამუშაოს, რომლის შესრულებაც, ჩვეულებრივ, სავალდებულოა პატიმრობისას, რომელიც შეფარდებულია წინამდებარე კონვენციის მე-5 მუხლის დებულებების შესაბამისად ან ასეთი პატიმრობიდან პირობითი თავისუფლების განმავლობაში; b) სამხედრო ხასიათის ნებისმიერ სამსახურს, ან სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაცვლად დაკისრებულ სამსახურს იმ ქვეყნებში, სადაც შინაგანი მრწამსის გამო სამხედრო სამსახურის გავლაზე უარის თქმის უფლება აღიარებულია; c) ნებისმიერ სამსახურს, რომელიც დაკისრებულია საგანგებო მდგომარეობის ან უბედურების დროს, რომელიც საფრთხეს უქმნის ხალხის სიცოცხლეს ან კეთილდღეობას; d) ნებისმიერ სამუშაოს ან სამსახურს, რომელიც, ჩვეულებრივ, მოქალაქეობრივ ვალდებულებებს განეკუთვნება.

დანართი #2. საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 26. შრომის თავისუფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვის უფლება და მეწარმეობის თავისუფლება 1. შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. 2. ყველას აქვს ორგანული კანონის შესაბამისად პროფესიული კავშირის შექმნისა და მასში გაერთიანების უფლება. 3. გაფიცვის უფლება აღიარებულია. ამ უფლების განხორციელების პირობები და წესი განისაზღვრება ორგანული კანონით. 4. მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი მუხლი 168. შრომის თავისუფლების ხელყოფა შრომის თავისუფლების ხელყოფა, ესე იგი ნებისმიერი სახის კანონიერ შრომით საქმიანობაში ხელის შეშლა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე.

128


მუხლი 169. შრომის კანონმდებლობის დარღვევა პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე, ან სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. საქართველოს 2013 წლის 6 მარტის კანონი #246 - ვებგვერდი, 20.03.2013 წ. მუხლი 170. შრომის დაცვის წესის დარღვევა 1. უსაფრთხოების ტექნიკის ან შრომის დაცვის სხვა წესის დარღვევა ამ წესის დაცვისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

დანართი #3. სავარჯიშოები: 1. გთხოვთ განიხილოთ დამსაქმებლის განცხადება და აღმოაჩინოთ შეუსაბამობა: შპს „სფ” აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: • სამუშაო საათებია: 10:00-18:00 • სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე, 1 დასვენების დღე • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები: ძირითადი მოთხოვნები: დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე safagroup@mail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება. 2. კომპიუტერულმა კომპანიამ გამოაცხადა ვაკანსია ქსელის ადმინისტრატორის თანამდებობაზე. გასაუბრებაზე სხვა პირებთან ერთად 15 წლის გივიც დაიბარეს. გასაუბრებაზე გაირკვა, რომ გივის ჰქონდა განსაკუთრებული ტექნიკური უნარ-ჩვევები, რის გამოც ის კომპანიისთვის ფასეულ რესურსს წარმოადგენდა. გივიმ გასაუბრებაზე განაცხადა, რომ მას დასაქმების თაობაზე ჰქონდა თავისი კანონიერი წარმომადგენლების თანხმობა, რასაც წარმოადგენდა სამუშაოზე აყვანის შემდეგ. გივისთან გაფორმდა 1-წლიანი ხელშეკრულება სამთვიანი გამოსაცდელი ვადით. გივის გვიანობამდე - ღამის 12 საათამდე უწევდა სამსახურში დარჩენა, რის გამოც ის ვეღარ ახერხებდა გაკვეთილებზე დასწრებას. მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მიმართა კომპანიას და მოითხოვა გივისთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, რაზეც უარი მიიღო. კითხვა: კანონიერია თუ არა კომპანიის უარი?

3. ანა მუშაობდა შპს-ში დამსაქმებლის მიერ დამტკიცებული ცვლიანობის განრიგის შესაბამისად. საწარმოს ხელმძღვანელობამ განრიგი შეიცვალა, რის თაობაზეც ანას ეცნობა 5 დღით ადრე. კითხვა: რამდენად დაცულია ამ კონკრეტულ შემთხვევაში კანონის მოთხოვნა? 4. მარიამი მუშაობდა სასურსათო მაღაზიაში გამყიდველად. მისი ხელფასი თვეში შეადგენდა 500 ლარს. ჩატარებული აღწერის შედეგად აღმოჩნდა 850 ლარის ღირებულების პროდუქციის დანაკლისი. ამის შემდეგ დამსაქმებელმა მას აცნობა, რომ ორი თვის განმავლობაში დაუკავებდა მას ხელფასიდან დანაკლისის სრულ თანხას. კითხვა: შესაბამისობაშია თუ არა მოქმედ კანონმდებლობასთან დამსაქმებლის ასეთი გადაწყვეტილება შრომის ანაზღაურებიდან დაქვითვის შესახებ? 5. ანდრია, ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი წლით მიიღეს რესტორანში ოფიციანტის თანამდებობაზე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მას კიდევ ექვსი თვით გაუგრძელეს შრომითი ხელშეკრულება. კითხვა: რამდენად დაცულია მოცემულ შემთხვევაში მოქალაქის უფლებები?

129


დანართი #4. ტესტი შრომის კანონმდებლობის განვითარება # 1. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს შრომის კოდექსი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება : ა.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმებით; ბ.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმებით; გ.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით; დ.არც ერთი პასუხი არ არის სწორი # 2. შრომითი ანაზღაურებიდან ერთჯერადად დაქვითვის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შრომის ანაზღაურების: ა. 25%-ს; ბ .30%-ს; გ. 50%-ს; დ. არც ერთი პასუხი არ არის სწორი. # 3. საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, ღამის სამუშაოდ მიჩნეულია: ა. სამუშაო, რომელიც სრულდება 21 საათიდან 6 საათამდე ბ. სამუშაო, რომელიც სრულდება 22 საათიდან 6 საათამდე გ. 22 საათიდან 7 საათამდე დ. არც ერთი პასუხი არ არის სწორი # 4. შრომითი ხელშეკრულება იდება: ა. მხოლოდ წერილობით. ბ. მხოლოდ ზეპირად. გ. წერილობით ან ზეპირად. დ. არც ერთი პასუხი არ არის სწორი. # 5. AA-მ განცხადებით მიმართა კომპანიის ადმინისტრაციას სამუშაოზე მიღების შესახებ. მენეჯერმა შესაბამის სამსახურებს დაავალა მოემზადებინა სამუშაოზე მიღების ბრძანების პროექტი, ხოლო A-ს თანხმობა უთხრა ემუშავა კომპანიაში. ერთი თვის გასვლის შემდეგ, AA-მ მოითხოვა ხელფასი, მაგრამ იგი უწყისში არ აღმოჩნდა. ითვლება თუ არა AA- სამუშაოზე მიღებულად? ა. არ ითვლება, რადგან არ იყო ბრძანება დაწერილი, სამუშაოზე მიღების შესახებ. ბ. ა-ს ხელფასი არ ეკუთვნის, რადგან არ იყო ბრძანება სამუშაოზე მიღების შესახებ. გ. ითვლება, რადგან შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. დ. არ ითვლება, რადგან საჭიროა პროფკავშირის თანხმობა.

130


დასაქმებულთა უფლებები ავტორი: ასისტ., დოქტ. გიორგი ამირანაშვილი1 მნიშვნელოვანი ტერმინები: შრომის სამართალი, შრომითი ურთიერთობები, დასაქმებული, შრომითი უფლებები

„შრომა თავისთავად სიამოვნებაა“ (labor est etiam ipsa voluptas) მარკუს მანილიუსი (რომაელი პოეტი და ასტროლოგი, ჩვ. წ.აღ.-ით I ს.)

შესავალი ტრენინგმოდულის შექმნის მიზანია ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება მათი, როგორც დასაქმებულების, შრომითი უფლებების კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური სტანდარტების შესახებ. შრომითი ხელშეკრულების მხარეებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, იგი მოიცავს დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის მარეგულირებელ ძირითად საკითხებს როგორც წინასახელშეკრულებო და სახელშეკრულებო ურთიერთობის (შრომითი პირობები) პერიოდში, ისე შრომითი ურთიერთობის დასრულების ეტაპზე. ტრენინგმოდული ორიენტირებულია ახალგაზრდებისთვის დასაქმებულის შრომითი უფლებების შესახებ ძირითადი და პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდებაზე. შესაბამისად, მის მთავარ სამიზნე აუდიტორიას ახალგაზრდები წარმოადგენენ, თუმცა ტრენინგმოდული საინტერესო შეიძლება იყოს შედარებით უფროსი თაობის პირებისთვისაც და უზრუნველყოს მათი ცნობიერების ამაღლება, რათა შრომითი უფლებები უფრო გასაგები გახდეს ნებისმიერი ადამიანისთვის, მისი ასაკის, გამოცდილების, განათლებისა თუ პროფესიის მიუხედავად. დასასრულ, ტრენინგმოდული შეძლებისდაგვარად გაჯერებულია პრაქტიკული დავალებებითა და სავარჯიშოებით, რაც შესაძლებლობას იძლევა, უფრო მეტად თვალსაჩინო გახდეს ცალკეული შრომითი უფლება და მონაწილეებმა მარტივად შეძლონ აღნიშნულთან დაკავშირებული საკითხების აღქმა/ გაცნობიერება თუ პრობლემათა გადაჭრის გზების ძიება. ტრენინგმოდულის სასწავლო მიზნები საქართველოს რეგიონების 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის 6-საათიანი ინტერაქციული სემინარის/ტრენინგის ჩატარება მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას დასაქმებულთა შრომით უფლებებზე. ტრენინგის გავლის შედეგად, ისინი გაეცნობიან შრომის სამართლის თანამედროვე ტენდენციებს; მოქმედ შრომის კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს; გაიგებენ, როგორ უნდა მოხდეს, ერთი მხრივ, დასაქმებულის და, მეორე მხრივ, დამსაქმებლის ინტერესების სწორი დაცვა. ტრენინგი მიზნად ისახავს ზემოაღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის მონაწილეებისათვის აქტუალურ შრომითსამართლებრივ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას. ტრენინგი ორიენტირებული იქნება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხების განხილვასა და პრობლემების იდენტიფიცირებაზე. ამასთან, ტრენინგის თითოეული თემის განხილვისას, მონაწილეებს მიეწოდება შესაბამისი მასალა, რაც მათ დაეხმარება განსახილველი საკითხების უკეთ გააზრებაში.

1 სამართლის დოქტორი (თსუ); ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური ასისტენტი კერძო სამართლის მიმართულებით; ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი სპეციალისტი; ა(ა)იპ - თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის დამფუძნებელი წევრი და დირექტორი; ჟურნალ „თანამედროვე შრომის სამართლის მიმოხილვის“ მთავარი რედაქტორი.

131


ტრენინგმოდულის მეთოდოლოგია და მონაწილეთა ჩართულობის მექანიზმები ტრენინგის მეთოდოლოგიად გამოყენებული იქნება ლექციური მეთოდი, რაც კლასიკური მეთოდია მონაწილეთათვის თეორიული მასალის მისაწოდებლად. თუმცა ტრენინგი, ძირითადად, წარიმართება სწავლების პრაქტიკული მეთოდის გამოყენებით, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს, კონკრეტული მაგალითების მეშვეობით უკეთ გაიაზრონ განსახილველი თემის არსი და მნიშვნელობა და შეძლონ შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. შესაბამისად, ტრენინგი დატვირთული იქნება პრაქტიკული სავარჯიშოებითა და სასამართლო პრაქტიკიდან აღებული მაგალითებით. ტრენინგის მიმდინარეობაში მონაწილეთა მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად გამოყენებული იქნება ინტერაქციული სწავლება. კერძოდ, ტრენინგი, შეძლებისდაგვარად, წარიმართება დისკუსიის ფორმით, რაც პრობლემების ერთობლივი განხილვის შესაძლებლობას შექმნის. ამ მიზნით, შესაძლებელია ერთ-ერთ მეთოდად გონებრივი იერიშის (Brainstorming) გამოყენება, რაც გულისხმობს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ღია შეკითხვით მიმართვას აუდიტორიისადმი და მიღებული პასუხებიდან გარკვეული სურათის აწყობას. ეს მონაწილეებს უბიძგებს მსჯელობითა და აზროვნებით მივიდნენ გარკვეულ დასკვნებამდე. საბოლოოდ კი, აღნიშნული შექმნის იმის შესაძლებლობას, რომ თეორიულად აიხსნას და შეჯამდეს კონკრეტული საკითხები. გარდა ამისა, მონაწილეებს მიეცემათ სავარჯიშო კონკრეტული თემატიკის შესახებ, ზოგადთეორიულ მსჯელობამდე ან მის შემდეგ. სავარჯიშოს დასრულების შემდეგ შეჯამდება მიღებული შედეგები და გაკეთდება შესაბამისი აქცენტები. ტრენინგმოდულის სტრუქტურა ტრენინგმოდულის ხანგრძლივობაა 6 სამუშაო საათი. მასში შედის 6 სასწავლო სესია. თითოეულ სესიას ეთმობა ნახევარი საათიდან საათ-ნახევრამდე დრო. სესიების აუდიტორიასთან გამოყენება რეკომენდებულია რიგითობით - პირველიდან, ბოლო სესიის ჩათვლით, თუმცა შესაძლებელია მათი განცალკევებული გამოყენებაც. ტრენინგმოდულის თემატიკა სესიების მიხედვით I სესია - შრომითი ურთიერთობის გამიჯვნა ნარდობის/მომსახურების ხელშეკრულებისაგან; II სესია - წინასახელშეკრულებო ურთიერთობა; III სესია - გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება; IV სესია - არასრულგანაკვეთიანი სამუშაო; V სესია - შრომის უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე; VI სესია - შრომითი ურთიერთობის შეჩერება და შეწყვეტა.

მოდულის სახელი

დასაქმებულთა უფლებები

სესიის სახელი

1. შრომითი ურთიერთობის გამიჯვნა ნარდობის / მომსახურების ხელშეკრულებისაგან

ხანგრძლივობა

90 წუთი

მოკლე აღწერა

1-ლი სესიის ფარგლებში, მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას, რა არის შრომითი ურთიერთობისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნები და როგორ უნდა განასხვაონ იგი სხვა მსგავსი სამართლებრივი ურთიერთობებისგან, როგორებიცაა ნარდობისა და მომსახურების ხელშეკრულებები.

მონაწილეთა რაოდენობა

25

სასწავლო ამოცანები

მონაწილეებს გააცნოს შრომითი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები, წარმოდგენა შეუქმნას ნარდობისა და მომსახურების ხელშეკრულებების შესახებ და დაანახოს აღნიშნულ სამართლებრივ ურთიერთობათა საერთო და განმასხვავებელი ნიშნები.

საჭირო რესურსები

ფლიპჩარტის დაფა, ფლიპჩარტის ქაღალდი, ფლომასტერი, თაბახის ფურცლები, საწერი კალმები დანართი #2 - თითო მონაწილეზე ერთი ეგზემპლარი

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

1. ტრენერის მისასალმებელი სიტყვა, თავის წარდგენა და ტრენინგის მოკლე აღწერა - 15 წუთი; 2. აუდიტორიის გაცნობა დაწყვილებით (იხ. დანართი #1) – 25 წუთი; 3. გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით, ტრენერი შეეკითხება მონაწილეებს, რა სახის ურთიერთობად წარმოუდგენიათ შრომითი ურთიერთობა; რა მიაჩნიათ არსებით ნიშან-თვისებებად კონკრეტული ურთიერთობის შრომით ურთიერთობად კვალიფიკაციისათვის; როდისმე ჰქონიათ თუ არა შრომითი ურთიერთობა და კონკრეტულად, რა ტიპის სამუშაოზე; რა სახის ურთიერთობად წარმოუდგენიათ ნარდობის/მომსახურების ხელშეკრულება და ჰქონიათ თუ არა მსგავსი ურთიერთობა. მონაწილეებისგან მიღებულ პასუხებსა და მოსაზრებებზე დაყრდნობით, ტრენერი დაფაზე ასახავს რელევანტურ დებულებებს და მიაწვდის მათ მოკლე თეორიულ ინფორმაციას – 15 წუთი; » მოკლე თეორიული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს: - შრომითი ურთიერთობისა და ნარდობის გამიჯვნის კრიტერიუმები • ხელშეკრულების პირობების შემუშავება და ხელშეკრულების შეთავაზება; • ქვემდებარეობა; • შრომის პროცესი და შედეგი; • სამუშაოს შესრულების ვადა. - შრომითი ურთიერთობის არსი • შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. - დასაქმებულის სამართლებრივი სტატუსის მახასიათებლები • დაქვემდებარებული მდგომარეობა; • მხოლოდ ფიზიკური პირი;

132


• სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ; • სამუშაოს პირადად შესრულების ვალდებულება; • სამუშაოს შესრულების ვალდებულება მხოლოდ ერთი დამსაქმებლის სასარგებლოდ. - ნარდობისა და მომსახურების ხელშეკრულებათა განმასხვავებელი ნიშნები • მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერთი მხარე მომსახურებას უწევს მეორეს შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ; • ნარდობის ხელშეკრულების საგანია მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგი; • მომსახურების ხელშეკრულების შედეგი ატარებს არამატერიალურ ხასიათს; •მომსახურების ხელშეკრულებებს მიეკუთვნება: კავშირგაბმულობის, სამედიცინო, აუდიტის, საკონსულტაციო, საინფორმაციო, ტურისტული მომსახურება და სხვ. 4. ტრენერი შემთხვევითი გადათვლის პრინციპით დაყოფს მონაწილეებს 5 ჯგუფად (თითოეულ ჯგუფში შევა 5 მონაწილე) და მათ დაურიგებს 10 სიტუაციურ ამოცანას (იხ. დანართი #2). ჯგუფებს მიეცემათ დავალება, თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით განსაზღვრონ, რა სახის ურთიერთობა (შრომითი თუ ნარდობა) დამყარდა კონკრეტულ სუბიექტებს შორის და მოამზადონ დასაბუთებული პასუხები, რომელთა წარმოსადგენად თითოეულმა ჯგუფმა უნდა შეარჩიოს ერთერთი მონაწილე მათი რიგებიდან – 15 წუთი. 5. დავალებაზე მუშაობის დასრულებისთანავე, ტრენერი თითოეული ჯგუფის წარმომადგენელს სთხოვს ცალკეულ შემთხვევასთან დაკავშირებით მათი დასაბუთებული პასუხის წარმოდგენას რიგითობის მიხედვით და ხელს შეუწყობს ჯანსაღი დისკუსიის ინიცირებას – 10 წუთი. 6. პასუხების წარმოდგენის შემდგომ, ტრენერი გააკეთებს განმარტებებს ჯგუფების მიერ დაშვებული ხარვეზების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შეკითხვების დასმის გზით შეაჯამებს სესიას – 10 წუთი. • სესიის შეჯამებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ საკითხებზე: - ნარდობისა და შრომითი ურთიერთობის გამიჯვნის პრაქტიკული მნიშვნელობა • ერთი მხრივ, ნარდობისა და შრომითი ხელშეკრულების დაკვალიფიცირების პრობლემა სასამართლო პრაქტიკაში, რაც გულისხმობს იმას, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ცალკეული ინსტანციის სასამართლოს ერთი და იმავე სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ განსხვავებული პოზიცია დაუფიქსირებია, მიჩნეულიყო იგი ნარდობად თუ შრომით ურთიერთობად. • მეორე მხრივ, დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების დადებისგან თავის არიდების საფრთხე, რაც გამოიხატება იმაში, რომ ნარდობის პირობებით შრომითი ხელშეკრულების გაფორმება შეიძლება მიზნად ისახავდეს დამსაქმებლის მიერ შრომის კანონმდებლობით დადგენილი დასაქმებულის დაცვის მინიმალური სტანდარტებისათვის გვერდის ავლასა და კონტროლის თავიდან აცილებას.

შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

დანართები სესიის ადაპტაციის შესაძლებლობა, ხელმისაწვდომობის ელემენტები (საჭიროების შემთხვევაში)

გამოყენებული ლიტერატურა

1. როგორ მოგეწონათ სავარჯიშო და კონკრეტულად რა იყო მოსაწონი? 2. რამდენად რთული იყო დავალების შესრულება და რატომ? 3. რა დრო დაგჭირდათ სავარჯიშოს შესასრულებლად? 4. რა პრობლემებს წააწყდით სავარჯიშოზე მუშაობის პროცესში? 5. იყო თუ არა რთული რომელიმე შემთხვევის გადაწყვეტა და რატომ? 6. იყო თუ არა ჯგუფში უთანხმოება ცალკეული შემთხვევის გადაწყვეტასთან დაკავშირებით და როგორ გადაჭერით ეს პრობლემა? 7. რას გააკეთებდით განსხვავებულად შემდეგ ჯერზე, იგივე სავარჯიშო რომ გქონდეთ შესასრულებელი? 8. როგორ ფიქრობთ, რა გასწავლათ ამ სავარჯიშომ განსახილველი თემის შესახებ? 9. რა იყო თქვენთვის ახალი/სიახლე და რა ცოდნა მიიღეთ? 10. გამოიყენებთ თუ არა მიღებულ ცოდნას და როგორ?

დანართი #1, დანართი #2 სესია არ საჭიროებს დამატებით ძალისხმევას ადაპტირების კუთხით.

ქარდავა ე., შრომისა და ნარდობის ხელშეკრულების ურთიერთმიმართების საკითხისათვის, „სამართლის ჟურნალი“, #2, 2009, ხელმისაწვდომია <https://www.tsu.ge/data/file_db/faculty-law-public/Sam%20Jurn%20N2%202009.pdf>; ძლიერიშვილი ზ., ნარდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება, გამომც. „მერიდიანი“, თბ., 2011; დუმბაძე მ., ნარდობის ხელშეკრულება, როგორც შრომითი ხელშეკრულების დადების გვერდის ავლის საშუალება, შრომის სამართალი (სტატიათა კრებული) III, GIZ, თბ., 2014, ხელმისაწვდომია <https://www.tsu.ge/data/file_db/faculty-law-public/Labour%20Law%20III.pdf>; შველიძე ზ., საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული დასაქმებულის სამართლებრივი სტატუსის მახასიათებლები, ხელმისაწვდომია <https://www.tsu.ge/data/file_db/faculty-law-public/Employment%20Law%201. pdf>.

133


სესიის სახელი

2. წინასახელშეკრულებო ურთიერთობა

ხანგრძლივობა

60 წუთი

მოკლე აღწერა

მე-2 სესიის ფარგლებში, მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია წინასახელშეკრულებო ეტაპის თავისებურებებზე, დაწყებული ვაკანსიის გამოცხადებით, გასაუბრებითა და კანდიდატზე ინფორმაციის მიღებით დამთავრებული.

სასწავლო ამოცანები

მონაწილეებს გააცნოს შრომითი ხელშეკრულების დადებამდე მოლაპარაკების წარმოების თავისებურებები და წარმოდგენა შეუქმნას დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლება-მოვალეობებზე წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში.

საჭირო რესურსები

ფლიპჩარტის დაფა, ფლიპჩარტის ქაღალდი, ფლომასტერი, თაბახის ფურცლები, საწერი კალმები. დანართი #3 - თითოეულ როლზე ერთი შესაბამისი ეგზემპლარი.

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

1. ტრენერი დაყოფს მონაწილეებს 5 ჯგუფად (თითოეულ ჯგუფში შევა 5 მონაწილე). ცალკეულ ჯგუფში შემავალი 5 მონაწილისგან განისაზღვრება 4 დამსაქმებელი და 1 კანდიდატი (დაყოფა მოხდება შემდეგი პრინციპით: ტრენერი მონაწილეებს შორის ჩამოატარებს ყუთს, რომლიდანაც თითოეული მათგანი ამოიღებს ფურცელს, რომელზეც გაწერილი იქნება ის როლი, რომლის შესრულებაც მოუწევს ცალკეულ მონაწილეს სიმულაციური თამაშის განმავლობაში) (იხ. დანართი #3). თითოეულ ჯგუფს ექნება განსაზღვრული დრო (5 წუთი) კანდიდატებთან დამსაქმებლების გასაუბრების სიმულაციისათვის (კერძოდ, ცალკეული ვაკანსიის ფარგლებში, თითოეული დამსაქმებელი დასვამს ორ შეკითხვას, რომელთაგან ერთი წინასწარ არის განსაზღვრული, ხოლო მეორე თავად უნდა მოიფიქროს) – 25 წუთი. 2. ყველა ჯგუფის სიმულაციის დასრულებისთანავე, ტრენერი სთხოვს მონაწილეებს აზრის გამოთქმას სიმულაციის ირგვლივ, კერძოდ, რა ხარვეზები დაინახეს კონკრეტული გასაუბრების მიმდინარეობისას; რომელიმე შემთხვევაში ხომ არ შეილახა კანდიდატის უფლებები რაიმე თვალსაზრისით; რამდენად დასაშვები შეკითხვები იყო დასმული კანდიდატებისათვის ცალკეულ შემთხვევაში და ხომ არ მიიჩნევენ, რომ გარკვეული შეკითხვების დასმა დაუშვებელი იყო - 20 წუთი. 3. ტრენერი მონაწილეებს მიაწვდის მოკლე თეორიულ ინფორმაციას - 10 წუთი; • მოკლე თეორიული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს: - შრომითი ხელშეკრულების დადებამდე მოლაპარაკების წარმოება კანდიდატის შესაბამისობის დასადგენად, რაც მოიცავს დამსაქმებლის მიერ კანდიდატთან გასაუბრებას • დამსაქმებლის მიერ კანდიდატის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; • დამსაქმებლის მიერ შეკითხვის დასმის უფლება. » დასაშვები შეკითხვა - ისეთი შეკითხვა, რომელზედაც პასუხი კანდიდატის პირად სფეროში ჩარევას არ მოითხოვს და იმავდროულად, ინფორმაცია აუცილებელი უნდა იყოს დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. » ძირითადად დაუშვებელი შეკითხვა - ისეთი შეკითხვა, რომლის დასმა მთლიანადაა დამოკიდებული კონკრეტულ შემთხვევაში შესასრულებელი სამუშაოს არსზე, სპეციფიკასა და შესრულების პირობებზე. » დაუშვებელი შეკითხვა - ისეთი შეკითხვა, რომელიც პირის კერძო ურთიერთობების გახმაურების ფარგლების დარღვევის მცდელობასა და პიროვნების კერძო სფეროს ხელყოფაზე მიუთითებს. 4. ტრენერი შეკითხვების დასმის გზით შეაჯამებს სესიას - 5 წუთი. • სესიის შეჯამებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ საკითხებზე: • კანდიდატის კვალიფიკაციის შემოწმების უფლება; • დამსაქმებლის მხრიდან წინასახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა; • კანდიდატის მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.

შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

1. როგორ მოგეწონათ სიმულაცია და კონკრეტულად რა იყო მოსაწონი? 2. რამდენად რთული იყო სიმულაციის განხორციელება და რატომ? 3. რის საფუძველზე განისაზღვრა თქვენი როლი სიმულაციაში? 4. რა პრობლემებს წააწყდით სიმულაციის პროცესში? 5. რას გააკეთებდით განსხვავებულად შემდეგ ჯერზე, იგივე სიმულაცია რომ გქონდეთ შესასრულებელი? 6. როგორ ფიქრობთ, რა გასწავლათ ამ სიმულაციამ განსახილველი თემის შესახებ? 7. რა იყო თქვენთვის ახალი/სიახლე და რა ცოდნა მიიღეთ? 8. გამოიყენებთ თუ არა მიღებულ ცოდნას და როგორ?

დანართები

დანართი #3

გამოყენებული ლიტერატურა

კერესელიძე თ., შრომის ხელშეკრულების დადებამდე დამსაქმებლის მიერ კანდიდატისთვის დასმული დისკრიმინაციული შეკითხვის სამართლებრივი შედეგები, შრომის სამართალი (სტატიათა კრებული) I, გამომც. „მერიდიანი“, თბ., 2011, ხელმისაწვდომია <https://www.tsu.ge/data/file_db/faculty-law-public/Employment%20Law%201.pdf>; სტურუა ნ., ზიანის ანაზღაურება წინასახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისას შრომის სამართალში, შრომის სამართალი (სტატიათა კრებული) I, გამომც. „მერიდიანი“, თბ., 2011, ხელმისაწვდომია <https://www.tsu.ge/data/file_ db/faculty-law-public/Employment%20Law%201.pdf>; ბორონი ა. (რედ.), საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარი, თარგმანი, მე-5 მუხლი, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბ., 2016, ხელმისაწვდომია <https://www.tsu.ge/data/file_db/faculty-law-public/Commentary%20Labour%20Law%20 of%20Georgia.pdf>; ბაქაქური ნ., თოდრია თ., შველიძე ზ. (თანარედ.), საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, თბ., 2017, ხელმისაწვდომია <https://www.tsu.ge/data/file_db/faculty_law/shromis%20sam.pdf>.

134


სესიის სახელი

3. გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება

ხანგრძლივობა

60 წუთი

მოკლე აღწერა

მე-3 სესიის ფარგლებში, მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების თავისებურებების შესახებ. კერძოდ, არსებობს მეტი ალბათობა იმისა, რომ დამსაქმებელი სწორედ ახალგაზრდა ასაკის პირებთან უფრო გადაწყვეტს გამოსაცდელი ვადის დაწესებას შრომითი ურთიერთობის დაწყებისას. შესაბამისად, კარგად უნდა იცოდნენ აღნიშნული ტიპის ხელშეკრულების მომწესრიგებელი დებულებები.

სასწავლო ამოცანები

მონაწილეებს გააცნოს გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულების თავისებურებები და წარმოდგენა შეუქმნას მხარეთა უფლება-მოვალეობებზე გამოსაცდელი ვადის პერიოდში.

საჭირო რესურსები

ფლიპჩარტის დაფა, ფლიპჩარტის ქაღალდი, ფლომასტერი, თაბახის ფურცლები, საწერი კალმები. დანართი #5 - თითო მონაწილეზე ერთი ეგზემპლარი.

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

1. გამამხნევებელი სავარჯიშო „იპოვეთ ცვლილება“ (იხ. დანართი #4) – 20 წუთი; 2. გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით, ტრენერი შეეკითხება მონაწილეებს, რა მიზნის მისაღწევად შეიძლება დაიდოს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით; საჭიროა თუ არა აღნიშნულზე მხარეთა შეთანხმება; რა ვადით შეიძლება დაიდოს მსგავსი ხელშეკრულება; უნდა იყოს თუ არა ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადით მუშაობა. მონაწილეებისგან მიღებულ პასუხებსა და მოსაზრებებზე დაყრდნობით, ტრენერი დაფაზე ასახავს რელევანტურ დებულებებს და მიაწვდის მათ მოკლე თეორიულ ინფორმაციას – 5 წუთი; » მოკლე თეორიული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს: - გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების დადებითი მხარეები • დამსაქმებლისა და დასაქმებულისათვის მისაღები და სასურველი მექანიზმი; • საშუალება დამსაქმებლისთვის, შეაფასოს კანდიდატის შესაფერისობა შესასრულებელ სამუშაოსთან; • შესაძლებლობა დასაქმებულისთვის, შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებიდან და კონკრეტული სამუშაოდან გამომდინარე უპირატესობათა და ნაკლოვანებათა დასანახად; • ეფექტიანი მექანიზმი ორივე მხრიდან არადამაკმაყოფილებელი შრომითი ურთიერთობის თავიდან ასაცილებლად. - გამოსაცდელ პერიოდზე შეთანხმების მიზეზები • დამსაქმებელს მიეცეს შანსი, შეაფასოს დასაქმებულის აუცილებელი უნარ-ჩვევები სამუშაოს შესასრულებლად; • გამოსაცდელ პერიოდში შესრულებული სამუშაო ანაზღაურებადია, რაც გამორიცხავს გამოსაცდელი ვადის დაწესების შესაძლებლობას სტაჟირების შესახებ ურთიერთობასა და კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ ხელშეკრულებებში, რადგან ასეთი ურთიერთობები, თავიანთი სპეციფიკის გამო, ანაზღაურების ვალდებულებას არ ითვალისწინებს; • ამგვარი შრომითი ხელშეკრულება ემსახურება ორი მიზნის მიღწევას: სამუშაოს შესრულებასა და დასაქმებულის კვალიფიკაციის ამაღლებას. - საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი ძირითადი მოთხოვნები • შესაძლებელია ხელშეკრულების მხოლოდ ერთხელ დადება; • შეთანხმების ფორმა (იგი წერილობით უნდა გაფორმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება მისი ჩვეულებრივ შრომით ხელშეკრულებად ტრანსფორმაცია გამოსაცდელი ვადის დაწყებიდან); • მისი მაქსიმალური ხანგრძლივობა (ექვსი თვე); • დასაქმებულის ანაზღაურება ამ პერიოდში სამუშაოს შესრულებისთვის (რომელიც განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით). 3. ტრენერი მონაწილეებიდან შეარჩევს ორ მოხალისეს დასაქმებულისა და დამსაქმებლის როლებისთვის, გადასცემს მათ შესაბამისი როლის სცენარს და სთხოვს მის გათამაშებას (იხ. დანართი №5). დანარჩენ მონაწილეებს მიეცემათ დავალება, რომ დააკვირდნენ დადგმულ სცენას, მოახდინონ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ქმედებებში შესაბამისი რეგულაციების შესაძლო დარღვევების იდენტიფიცირება და ჩამოაყალიბონ არგუმენტირებული პოზიცია, რისი წარმოდგენის საშუალებაც მიეცემა ყველა მსურველს – 20 წუთი. 4. დავალებაზე მუშაობის დასრულებისთანავე, ტრენერი თითოეული ჯგუფის წარმომადგენელს სთხოვს, მოცემულ შემთხვევასთან დაკავშირებით, მათი დასაბუთებული პასუხის წარმოდგენას რიგითობის მიხედვით და ხელს შეუწყობს ჯანსაღი დისკუსიის ინიცირებას – 10 წუთი. 5. პოზიციების წარმოდგენის შემდგომ, ტრენერი გააკეთებს განმარტებებს ჯგუფების მიერ დაშვებული ხარვეზების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შეკითხვების დასმის გზით შეაჯამებს სესიას – 5 წუთი. » სესიის შეჯამებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ საკითხებზე: - გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების დადების თავისებურებები • აუცილებელი წინაპირობაა, რომ გამოსაცდელი ვადა იყოს შრომითი ურთიერთობის დასაწყისში და არ შეიძლება, რომ უკვე დაწყებულ შრომით ურთიერთობას მოსდევდეს იგი, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მისი მიზნის არსებობას; • შეიძლება გაფორმდეს ვადიანი ხელშეკრულების სახით, რომელიც ვადის ამოწურვისთანავე ავტომატურად წყდება, თუ ახალი ხელშეკრულება არ გაფორმდება • შეიძლება განისაზღვროს წინმსწრები გამოსაცდელი ვადა განუსაზღვრელი შრომითი ურთიერთობის ფარგლებში, რისი ამოწურვის შემდგომ, სურვილისამებრ, გრძელდება უვადო ურთიერთობა. - გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თავისებურებები • კოდექსით დგინდება, რომ მხოლოდ დამსაქმებელია უფლებამოსილი, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შეთანხმება გამოსაცდელი ვადის შესახებ, რათა დადოს ჩვეულებრივი შრომითი ხელშეკრულება დასაქმებულთან ან გაათავისუფლოს იგი; • კოდექსში არაა დაკონკრეტებული, ვის ეხება დანაწესი, შესაბამისად, დასაქმებულსაც შეუძლია იგივე უფლებებით ისარგებლოს და გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტოს;

135


•შეწყვეტის შემთხვევაზე არ ვრცელდება საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები; • შეწყვეტის შემთხვევაში, დასაქმებულის შრომა ანაზღაურდება ნამუშევარი დროის შესაბამისად.

შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

1. როგორ მოგეწონათ სავარჯიშო და კონკრეტულად რა იყო მოსაწონი? 2. რამდენად რთული იყო დავალების შესრულება და რატომ? 3. რა დრო დაგჭირდათ სავარჯიშოს შესასრულებლად? 4. რა პრობლემებს წააწყდით სავარჯიშოზე მუშაობის პროცესში? 5. იყო თუ არა რთული რომელიმე საკითხის გადაწყვეტა და რატომ? 6. იყო თუ არა ჯგუფში უთანხმოება ცალკეული საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით და როგორ გადაჭერით ეს პრობლემა? 7. რას გააკეთებდით განსხვავებულად შემდეგ ჯერზე, იგივე სავარჯიშო რომ გქონდეთ შესასრულებელი? 8. როგორ ფიქრობთ, რა გასწავლათ ამ სავარჯიშომ განსახილველი თემის შესახებ? 9. რა იყო თქვენთვის ახალი/სიახლე და რა ცოდნა მიიღეთ? 10. გამოიყენებთ თუ არა მიღებულ ცოდნას და როგორ?

დანართები

დანართი #4, დანართი #5

გამოყენებული ლიტერატურა

ბორონი ა. (რედ.), საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარი, თარგმანი, მე-9 მუხლი, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბ., 2016, ხელმისაწვდომია <https://www.tsu.ge/data/file_db/faculty-law-public/Commentary%20Labour%20Law%20 of%20Georgia.pdf>; ამირანაშვილი გ., გარიგების ფორმის იძულება, როგორც ფორმის თავისუფლების შეზღუდვა, გამომც. „მერიდიანი“, თბ., 2018.

სესიის სახელი

4. არასრულგანაკვეთიანი სამუშაო

ხანგრძლივობა

30 წუთი

მოკლე აღწერა

მე-4 სესიის ფარგლებში, მონაწილეების ინფორმირება მოხდება არასრულგანაკვეთიანი სამუშაოების სპეციფიკაზე. აღნიშნული ტიპის სამუშაო განსაკუთრებით ხელშემწყობია გარკვეული კატეგორიების დასაქმებულთათვის, მათ შორის, ახალგაზრდებისათვის, რომელთა ძირითად ნაწილს სტუდენტები შეადგენენ.

სასწავლო ამოცანები

მონაწილეებს გააცნოს არასრულგანაკვეთიანი/ნახევარგანაკვეთიანი სამუშაოს არსი, წარმოდგენა შეუქმნას შეთავსებითი სამუშაოს შესახებ და დაანახოს აღნიშნული ტიპის სამუშაოთა თავისებურებები.

საჭირო რესურსები

ფლიპჩარტის დაფა, ფლიპჩარტის ქაღალდი, ფლომასტერი

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

1. გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით, ტრენერი შეეკითხება მონაწილეებს, რა ტიპის სამუშაოდ წარმოუდგენიათ არასრულგანაკვეთიანი/ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო; რა კატეგორიის დასაქმებულებისათვის შეიძლება იყოს ხელშემწყობი ამგვარი ტიპის სამუშაო; რა შემთხვევაში მიაჩნიათ შესაძლებლად დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების დადება შეთავსებით სამუშაოზე და როდის შეიძლება შეეზღუდოს მას სხვა სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა. ტრენერი მიღებულ შედეგებს ასახავს დაფაზე - 10 წუთი. 2. ტრენერი მონაწილეებს მიაწვდის მოკლე თეორიულ ინფორმაციას და მიუთითებს იმ რესურსებზე, რაც შეიძლება დაეხმაროს მათ მსგავსი ტიპის სამუშაოების მოძიებასა და დასაქმებაში - 10 წუთი; » მოკლე თეორიული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს: - არასრულგანაკვეთიანი სამუშაოს თავისებურებები • განეკუთვნება არასტანდარტულ სამუშაოთა ტიპს; • არასრულ განაკვეთზე მომუშავეთა რიცხვი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად იზრდება; • არასრულ განაკვეთზე მომუშავე დასაქმებულთა დიდი ნაწილი ქალია; • არასრულგანაკვეთიანი სამუშაო ადგილები, ძირითადად, დაბალ პოზიციებზეა გათვალისწინებული; • დასაქმებულთა ნაწილი ერთმანეთთან ათავსებს არასრულ და სრულ განაკვეთებზე მუშაობას ან გავრცელებულია ორი ნახევარგანაკვეთიანი სამუშაოს შეთავსების შემთხვევები. - არასრულგანაკვეთიანი სამუშაოს დადებითი მხარეები • საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება; • პროფესიული და სოციალური ცხოვრების ურთიერთშერწყმა; • სახელმწიფოში დასაქმების დონის გაზრდა; • შრომის ბაზრის მოქნილობის უზრუნველყოფა; • შრომის ბაზარზე ბავშვიანი ქალების, სტუდენტების, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისა და ასაკოვანი დასაქმებულების ჩართვა; • სამუშაოსა და დასვენების ოპტიმალური ბალანსი; •პენსიაზე გასვლისთვის მომზადება, პროფესიული და საოჯახო ცხოვრების შეთავსება, განათლების მიღება, კვალიფიკაციის ამაღლება და წვრთნის შესაძლებლობა, უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად. - არასრულგანაკვეთიანი სამუშაოს ადრინდელი და ამჟამინდელი საკანონმდებლო მოწესრიგება • საქართველოს 1973 წ. შრომის კანონთა კოდექსი • 49-ე მუხლი აწესრიგებდა არასრულ სამუშაო დღეზე მუშაობის შემთხვევას.

136


საქართველოს 2006 წ. და ამჟამინდელი შრომის კოდექსი • არ არის გათვალისწინებული არასრულ განაკვეთზე მომუშავე დასაქმებულის ცნება; • არაპირდაპირ მითითებად მიიჩნევა მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლება შეთავსებით სამუშაოზე; • სამუშაოდან ერთ-ერთი (ან ორივე) შეიძლება იყოს არასრულგანაკვეთიანი. 3. ტრენერი შეკითხვების დასმის გზით შეაჯამებს სესიას - 10 წუთი. » სესიის შეჯამებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ საკითხებზე: • არასრულგანაკვეთიან სამუშაოებზე როგორც დასაქმებულთა, ისე დამსაქმებელთა მოთხოვნის არსებობა; • არასრულგანაკვეთიანი სამუშაო ემსახურება შრომის ბაზარზე ბავშვიანი ქალების, სტუდენტების, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისა და ასაკიანი დასაქმებულების ჩართვას. » დასაქმების შესაძლო სფეროები • კონსულტანტი; მოლარე-კონსულტანტი; მოლარე-ოპერატორი; სატელეფონო ცენტრის ოპერატორი; მძღოლი; გაყიდვების აგენტი; დასუფთავების თანამშრომელი; კურიერი; მიმტანი; მზარეულის დამხმარე; მასწავლებელი; ადმინისტრატორი; რეგისტრატორი; ბუღალტერი; ძიძა; ოჯახში დამხმარე; მასაჟისტი და ა.შ. შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

1. რა იყო თქვენთვის ახალი/სიახლე და რა ცოდნა მიიღეთ? 2. გამოიყენებთ თუ არა მიღებულ ცოდნას და როგორ? 3. რამდენად დაინტერესდით არასრულგანაკვეთიანი სამუშაოს მოძიებით და რატომ? 4. რამდენად ხელშემწყობი შეიძლება აღმოჩნდეს ამგვარი ტიპის სამუშაო თქვენთვის და რატომ?

დანართები

დანართის გარეშე

გამოყენებული ლიტერატურა

შუდრა თ., არასრულგანაკვეთიანი სამუშაო, შრომის სამართალი (სტატიათა კრებული) III, GIZ, თბ., 2014, ხელმისაწვდომია <https://www.tsu.ge/data/file_db/faculty-law-public/Labour%20Law%20III.pdf>.

სესიის სახელი

5. შრომის უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე

ხანგრძლივობა

30 წუთი

მოკლე აღწერა

მე-5 სესიის ფარგლებში, მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ჩვენი რეალობისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხსა და ამ სფეროში არსებულ სიახლეებზე, როგორიცაა შრომის პირობების დაცვა და უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უფლება, რაც ნებისმიერი ასაკის, მით უმეტეს ახალგაზრდა დასაქმებულთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სასწავლო ამოცანები

მონაწილეებს გააცნოს დასაქმებულის უფლება უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოზე და წარმოდგენა შეუქმნას დამსაქმებლის მოვალეობებზე შრომის პირობების დაცვის თვალსაზრისით.

საჭირო რესურსები

ფლიპჩარტის დაფა, ფლიპჩარტის ქაღალდი, ფლომასტერი

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

1. გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით, ტრენერი შეეკითხება მონაწილეებს, როგორ წარმოუდგენიათ შრომის უსაფრთხოების მნიშვნელობა სამუშაო ადგილზე; თუ სმენიათ, დღესდღეობით რა პრობლემების წინაშე დგას საქართველო მოცემულ სფეროში; რა ვალდებულებები უნდა ჰქონდეს დამსაქმებელს აღნიშნული მიმართულებით; რა უფლებები შეიძლება ჰქონდეს დასაქმებულს ამ თვალსაზრისით. ტრენერი მიღებულ შედეგებს ასახავს დაფაზე - 10 წუთი. 2. ტრენერი მონაწილეებს მიაწვდის მოკლე თეორიულ ინფორმაციას და მიუთითებს იმ რესურსებზე, რაც შეიძლება დაეხმაროს მათ შესაბამისი კვალიფიკაციის შეძენაში, სამუშაოს მოძიებასა და დასაქმებაში - 10 წუთი. » მოკლე თეორიული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს: - სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობა • დასაქმებულის სიცოცხლე და ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობის დაცვა განსაკუთრებული დაცვის ობიექტია. • დასაქმებულს აქვს უფლება ისეთ სამუშაო პირობებზე, რაც უზრუნველყოფს მისი ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვას. • საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მე-2 წინადადება: „უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე ... დაცულია ორგანული კანონით“ • საქართველოს კონსტიტუციის ძველი რედაქციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი: „... შრომის უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები ... განისაზღვრება ორგანული კანონით“. - სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით შექმნილი პრობლემები • სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია; • კრიტიკულად გაზრდილია საწარმოებსა და ორგანიზაციებში უბედური შემთხვევების რაოდენობა; • დასაქმებულებს კვლავ უწევთ საფრთხის შემცველ გარემოში საქმიანობა; • კვლავ საგანგაშოა სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და გარდაცვალების სტატისტიკა; • განსაკუთრებით მძიმეა მაღაროებში დასაქმებულ პირთა მდგომარეობა. - სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების დაცვის ამჟამინდელი საკანონმდებლო მოწესრიგება » საქართველოს შრომის კოდექსი • შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობები მოკლებულია სშკ-ით სრულყოფილ მოწესრიგებას; • ევროკავშირის კანონმდებლობისგან განსხვავებით, სშკ არ მოიცავს დამსაქმებლის გარკვეულ ვალდებულებებს; • დასანერგია ტექნიკური და ორგანიზაციული პროცედურები; • ძალიან საინტერესოა და პოზიტიურ მოწესრიგებას ითვალისწინებს სშკ-ის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი; • ორიენტაცია უნდა იყოს აღებული შრომის პირობების უსაფრთხოების გაუმჯობესებისკენ და შეიქმნას შრომის პირობების ინსპექტირების ინსტიტუციური მექანიზმები.

137


• სხვა ნორმატიული აქტები • ჯანდაცვის მინისტრის 2007 წ. 3 მაისის ბრძანება „მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“; • ჯანდაცვის მინისტრის 2007 წ. 11 ივლისის ბრძანება „დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამეციდინო შემოწმების შემთხვევათა ჩამონათვალისა და წესის დამტკიცების შესახებ“; • მთავრობის 2018 წ. 27 ივლისის დადგენილება „მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე“; • 2018 წ. 7 მარტის კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ (ძალადაკარგულია - 19.02.2019); • 2019 წ. 19 თებერვლის ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“. 3. ტრენერი შეკითხვების დასმის გზით შეაჯამებს სესიას - 10 წუთი. » სესიის შეჯამებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ საკითხებზე: • 2019 წ. 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა ორგანული კანონის ის მუხლები, რომლებიც ბიზნესკომპანიებს შრომის უსაფრთხოების მენეჯერის დაქირავების ვალდებულებას აკისრებს; • კანონი ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ყველა ორგანიზაციაზე ვრცელდება. » დამსაქმებელი ვალდებულია, შრომის უსაფრთხოების დასაცავად დანიშნოს ან მოიწვიოს სერტიფიცირებული სპეციალისტი: • 20-დან 100-მდე დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში, არანაკლებ ერთი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი; • 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში, უნდა შეიქმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური, არანაკლებ ორი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით. » შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს უნდა ჰქონდეს გავლილი სპეციალური აკრედიტებული პროგრამა •შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების კანონის შესაბამისად მომზადებას ინტენსიურად ახორციელებენ უნივერსიტეტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა კერძო კომპანიები; • შრომის უსაფრთხოების აკრედიტებულ პროგრამაზე დაშვების წინაპირობა - საშუალო განათლების მქონე პირი 18 წ. ასაკიდან; • პროგრამაზე სწავლის საფასური - 1000-დან 1500 ლარამდე. » დასაქმების შესაძლო სფეროები: • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი; შრომის უსაფრთხოების მენეჯერი; შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის კოორდინატორი; შრომის უსაფრთხოების ტრენერი; შრომის უსაფრთხოების ოფიცერი; ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი; შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ოფიცერი და ა.შ. შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

1. რა იყო თქვენთვის ახალი/სიახლე და რა ცოდნა მიიღეთ? 2. გამოიყენებთ თუ არა მიღებულ ცოდნას და როგორ? 3. რამდენად დაინტერესდით შრომის უსაფრთხოების სფეროში დასაქმებით და რატომ? 4. რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს ასეთი სამუშაო თქვენთვის და რატომ?

დანართები

დანართის გარეშე

გამოყენებული ლიტერატურა

ბორონი ა. (რედ.), საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარი, თარგმანი, 35-ე მუხლი, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბ., 2016, ხელმისაწვდომია <https://www.tsu.ge/data/file_db/faculty-law-public/Commentary%20Labour%20Law%20 of%20Georgia.pdf>.

სესიის სახელი

6. შრომითი ურთიერთობის შეჩერება და შეწყვეტა

ხანგრძლივობა

90 წუთი

მოკლე აღწერა

მე-6 სესიის ფარგლებში, მოხდება მონაწილეთა ინფორმირება შრომითი ურთიერთობის შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლებზე, რასთან დაკავშირებითაც, ქართულ რეალობაში არაერთი სამართლებრივი პრობლემა წარმოშობილა და უამრავ სასამართლო დავას ჰქონია ადგილი. შესაბამისად, ახალგაზრდობა, რომელიც უკვე დასაქმებულია ან მომავალში დასაქმდება, გაცნობიერებული უნდა იყოს ამ საკითხებში, რათა არ შეილახოს მათი შრომითი უფლებები ან შეძლონ დარღვეული უფლებების აღდგენა.

სასწავლო ამოცანები

მონაწილეებს გააცნოს შრომითი ურთიერთობის შეჩერებისა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის არსი და საფუძვლები და წარმოდგენა შეუქმნას ორივე შემთხვევისთვის დამახასიათებელ თავისებურებებზე.

საჭირო რესურსები

ფლიპჩარტის დაფა, ფლიპჩარტის ქაღალდი, ფლომასტერი, თაბახის ფურცლები, საწერი კალმები. დანართი #6- თითო მონაწილეზე ერთი ეგზემპლარი.

აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (შინაარსი, მეთოდოლოგია)

1. გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით, ტრენერი შეეკითხება მონაწილეებს, რას გულისხმობს შრომითი ურთიერთობის შეჩერება; რა შემთხვევებში შეიძლება შეჩერდეს შრომითი ურთიერთობა; უნდა მიეცეს თუ არა დასაქმებულს შრომის ანაზღაურება შრომითი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში და რატომ; რას გულისხმობს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა; რა შემთხვევებში შეიძლება შეწყდეს შრომითი ურთიერთობა; გარკვეულ შემთხვევებში უნდა იყოს თუ არა დაუშვებელი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და როდის. ტრენერი მიღებულ შედეგებს ასახავს დაფაზე - 15 წუთი. 2. ტრენერი მონაწილეებს მიაწვდის მოკლე თეორიულ ინფორმაციას - 20 წუთი; » მოკლე თეორიული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს: - შრომითი ურთიერთობის შეჩერებისა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები

138


• შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რომელიც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას; • შეჩერების საფუძვლები განსაზღვრულია სშკ-ის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტში (მაგ., სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა); • შეწყვეტის საფუძვლები განსაზღვრულია სშკ-ის 37-ე მუხლის 1-ლ პუნქტში (მაგ., სასამართლოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ; სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას). 3. ტრენერი ფერების შემთხვევითი ამორჩევის პრინციპით დაყოფს მონაწილეებს 5 ჯგუფად (თითოეულ ჯგუფში შევა 5 მონაწილე) და მათ დაურიგებს 10 სიტუაციურ ამოცანას (იხ. დანართი #6). ჯგუფებს მიეცემათ დავალება, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისი მუხლების გამოყენებით (რომელთა ტექსტიც დაურიგდება ყველა მონაწილეს), თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით განსაზღვრონ, რამდენად მართებულად მოხდა კონკრეტულ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და მოამზადონ დასაბუთებული პასუხები, რომელთა წარმოსადგენად თითოეულმა ჯგუფმა უნდა შეარჩიოს ერთ-ერთი მონაწილე მათი რიგებიდან – 25 წუთი. 4. დავალებაზე მუშაობის დასრულებისთანავე, ტრენერი თითოეული ჯგუფის წარმომადგენელს სთხოვს ცალკეულ შემთხვევასთან დაკავშირებით მათი დასაბუთებული პასუხის წარმოდგენას რიგითობის მიხედვით და ხელს შეუწყობს ჯანსაღი დისკუსიის ინიცირებას – 20 წუთი. 5. პასუხების წარმოდგენის შემდგომ, ტრენერი გააკეთებს განმარტებებს ჯგუფების მიერ დაშვებული ხარვეზების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შეკითხვების დასმის გზით შეაჯამებს სესიას – 10 წუთი. » სესიის შეჯამებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ საკითხებზე: - შრომითი ურთიერთობის შეჩერების თავისებურებები • დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია, შრომითი ურთიერთობა გონივრული ვადით შეაჩეროს; • ურთიერთობა შეჩერებულად ჩაითვლება მოთხოვნის წარდგენიდან შეჩერების შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრამდე; • შეჩერების შემთხვევაში, გარდა ამავე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დასაქმებულს არ მიეცემა შრომის ანაზღაურება, თუ კანონმდებლობით ან შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თავისებურებები • შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თავისებურება; • შემთხვევები, როდესაც დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა; • არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი და წინაპირობა; • დასაქმებულთა გარანტიები გაფიცვისა და ლოკაუტის დროს.

შეკითხვები სესიის შეჯამებისთვის

1. როგორ მოგეწონათ სავარჯიშო და კონკრეტულად რა იყო მოსაწონი? 2. რამდენად რთული იყო დავალების შესრულება და რატომ? 3. რა დრო დაგჭირდათ სავარჯიშოს შესასრულებლად? 4. რა პრობლემებს წააწყდით სავარჯიშოზე მუშაობის პროცესში? 5. იყო თუ არა რთული რომელიმე შემთხვევის გადაწყვეტა და რატომ? 6. იყო თუ არა ჯგუფში უთანხმოება ცალკეული შემთხვევის გადაწყვეტასთან დაკავშირებით და როგორ გადაჭერით ეს პრობლემა? 7. რას გააკეთებდით განსხვავებულად შემდეგ ჯერზე, იგივე სავარჯიშო რომ გქონდეთ შესასრულებელი? 8. როგორ ფიქრობთ, რა გასწავლათ ამ სავარჯიშომ განსახილველი თემის შესახებ? 9. რა იყო თქვენთვის ახალი/სიახლე და რა ცოდნა მიიღეთ? 10. გამოიყენებთ თუ არა მიღებულ ცოდნას და როგორ? 11. როგორ ფიქრობთ, რაში გამოგადგებათ ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რაც შეიძინეთ ამ ტრენინგის გავლის შედეგად? 12. როგორ ფიქრობთ, რამდენად დაგეხმარებათ ეს ცოდნა და უნარ-ჩვევები სამუშაოს მოძიებასა და დასაქმებაში?

დანართი # 6 დანართები

გამოყენებული ლიტერატურა

ბორონი ა. (რედ.), საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარი, თარგმანი, 36-ე-39-ე, 49-ე-52-ე მუხლები გამომცემლობა „მერიდიანი“, თბ., 2016, ხელმისაწვდომია <https://www.tsu.ge/data/file_db/faculty-law-public/Commentary%20Labour%20Law%20of%20Georgia.pdf>; ბაქაქური ნ., თოდრია თ., შველიძე ზ. (თანარედ.), საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, თბ., 2017, ხელმისაწვდომია <https://www.tsu.ge/data/file_db/faculty_law/shromis%20sam.pdf>; ჩაჩავა ს., შრომის ხელშეკრულების ნებაზე დამოკიდებული და მხარეთა ნებისაგან დამოუკიდებელი შეწყვეტა – 2013 წლის 12 ივნისის ცვლილებებით დამკვიდრებული ახალი კლასიფიკაცია, შრომის სამართლის უახლესი ცვლილებების სამართლებრივი ასპექტები, GIZ, თბ., 2014, ხელმისაწვდომია <http://lawlibrary.info/ge/books/giz2014-ge-shromis_cvlilebebi.pdf>.

139


დანართები დანართი #1. აუდიტორიის გაცნობის მიზნით, ტრენერი სთხოვს მონაწილეებს მათ გვერდით მჯდომ მონაწილესთან დაწყვილებას. თუ რომელიმე მონაწილე მეწყვილის გარეშე დარჩება, ამ უკანასკნელის ფუნქციას შეითავსებს ტრენინგის არამონაწილე პირი დამსწრე საზოგადოებიდან. წყვილები უნდა გაესაუბრონ ერთმანეთს, რის შემდეგაც თითოეულ წყვილს მიეცემა მცირე დრო აუდიტორიისათვის ერთმანეთის წარმოსადგენად.

დანართი #2. 1. ცოტნე შევიდა სილამაზის სალონში. სტილისტს შეუთანხმდა სასურველ ვარცხნილობასა და ანაზღაურებაზე. მან შეიჭრა თმა და გადაუხადა სტილისტს შეთანხმებული საზღაური. რა სახის ურთიერთობა დამყარდა ცოტნესა და სტილისტს შორის? პასუხი დაასაბუთეთ. 2. თეკლა შეარჩიეს ერთ-ერთი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელად. მას მოუწევს მუშაობა ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე. მის ანაზღაურებად განისაზღვრა თვეში 800 ლარი და მან უნდა შეასრულოს ადმინისტრაციის მიერ მისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები. რა სახის ურთიერთობა დამყარდა თეკლასა და ადმინისტრაციას შორის? პასუხი დაასაბუთეთ. 3. ზაზა შევიდა საიუველირო მაღაზიაში. ოსტატს აუხსნა, როგორი და რა ფასიანი ბეჭედი სურდა თავისი შეყვარებულისთვის. ოსტატმა ერთი კვირის ვადაში დაუმზადა სასურველი ბეჭედი. ზაზამ გადაუხადა მას შესაბამისი თანხა და წამოიღო დამზადებული ბეჭედი. რა სახის ურთიერთობა დამყარდა ზაზასა და ოსტატს შორის? პასუხი დაასაბუთეთ. 4. თენგო ერთ-ერთმა კომპანიამ დაიქირავა დაცვის თანამშრომლად. იგი შეუთანხმდა კომპანიის მენეჯერს, რომ მოუწევს მორიგეობა სამ დღეში ერთხელ, დღე-ღამის განმავლობაში. თენგოს მოვალეობებში შედის კომპანიის ობიექტზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მისი ანაზღაურება შეადგენს თქვეში 300 ლარს. რა სახის ურთიერთობა დამყარდა თენგოსა და მენეჯერს შორის? პასუხი დაასაბუთეთ. 5. სოფოს წვეულებაზე წასასვლელად სჭირდებოდა საღამოს კაბის შეკერვა. იგი მივიდა სამკერვალო ატელიეში, მკერავს აუხსნა, როგორი კაბა სურდა და შეუთანხმდა მისი შეკერვის დროსა და ფასზე. დათქმულ ვადაში სოფომ გამოიტანა კაბა ატელიედან და მკერავს გადაუხადა შესაბამისი თანხა. რა სახის ურთიერთობა დამყარდა სოფოსა და მკერავს შორის? პასუხი დაასაბუთეთ. 6. ნიკა აიყვანეს მიმტანად ერთ-ერთ რესტორანში. იგი შეუთანხმდა რესტორნის დირექტორს სამუშაო გრაფიკსა და ანაზღაურებაზე, რის შემდეგაც შეუდგა მომხმარებელთა მომსახურებას. რა სახის ურთიერთობა დამყარდა ნიკასა და დირექტორს შორის? პასუხი დასააბუთეთ. 7. ნინომ გადაწყვიტა ავტომანქანის გარეცხვა, რისთვისაც მიიყვანა ავტოსამრეცხაოში. მრეცხავმა გარეცხა ავტომანქანა, ნინომ გადაიხადა შესაბამისი საზღაური და წაიყვანა იგი. რა სახის ურთიერთობა დამყარდა ნინოსა და მრეცხავს შორის? პასუხი დაასაბუთეთ. 8. ანა დანიშნეს მასწავლებლად ერთ-ერთ საჯარო სკოლაში. სკოლის დირექტორთან შეთანხმების მიხედვით, მას უნდა ჩაეტარებინა ისტორიის გაკვეთილები პირველი ცვლის მოსწავლეებისათვის, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, კვირა დღეს კი დასვენების დღე ჰქონდა. მისი ანაზღაურება შეადგენდა თქვეში 600 ლარს. რა სახის ურთიერთობა დამყარდა ანასა და დირექტორს შორის? პასუხი დაასაბუთეთ. 9. კოტემ მიიყვანა მანქანა ავტოგასამართ სადგურზე, შეარჩია შესაბამისი საწვავი, შეუთანხმა სადგურის ოპერატორს, რამდენი ლიტრი ბენზინი სურდა, გადაუხადა შესაბამისი თანხა და გააგრძელა გზა. რა სახის ურთიერთობა დამყარდა კოტესა და ოპერატორს შორის? პასუხი დაასაბუთეთ. 10. გიგა მიიღეს ხაჭაპურის მცხობელად ერთ-ერთ საცხობში. საცხობის მენეჯერი შეუთანხმდა გიგას, რომ მას ყოველდღიურად, 09:00-დან 14:00 საათამდე მოუწევდა საცხობში საქმიანობა და მისი ანაზღაურება შეადგენდა დღეში 20 ლარს. რა სახის ურთიერთობა დამყარდა გიგასა და მენეჯერს შორის? პასუხი დაასაბუთეთ.

დანართი #3. ვაკანსია I: სატვირთო ავტომანქანის მძღოლი დამსაქმებელი #1 შეკითხვა #1: თუ გიმუშავიათ აქამდე მსგავს პოზიციაზე? შეკითხვა #2: დამსაქმებელი #2 შეკითხვა #1: როდისმე ხომ არ ჩაგიდენიათ სატრანსპორტო დანაშაული? შეკითხვა #2:

140


დამსაქმებელი #3 შეკითხვა #1: თქვენ იოლად იტეხთ ფეხს? შეკითხვა #2: დამსაქმებელი #4 შეკითხვა #1: ყოფილხართ თუ არა დაკავებული ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისას? შეკითხვა #2: ვაკანსია II: საიუველირო ნაკეთობების ოსტატი დამსაქმებელი #1 შეკითხვა #1: მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები ხომ არ გაქვთ? შეკითხვა #2: დამსაქმებელი #2 შეკითხვა #1: როგორია თქვენი პრაქტიკული გამოცდილება ამ სფეროში? შეკითხვა #2: დამსაქმებელი #3 შეკითხვა #1: წინა წლის განმავლობაში თუ გადაგიტანიათ რაიმე ავადმყოფობა? შეკითხვა #2: დამსაქმებელი #4 შეკითხვა #1: თუ ფლობთ ამ სფეროში კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს? შეკითხვა #2: ვაკანსია III: საქართველოს საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრის ექიმი დამსაქმებელი #1 შეკითხვა #1: რომელ რელიგიას აკუთვნებთ თავს? შეკითხვა #2: დამსაქმებელი #2 შეკითხვა #1: რამდენად შეგიძლიათ აიტანოთ ფეხზე დგომა? შეკითხვა #2: დამსაქმებელი #3 შეკითხვა #1: რა არის თქვენი მომავალი გეგმები კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებით? შეკითხვა #2: დამსაქმებელი #4 შეკითხვა #1: შეგიძლიათ თუ არა შეასრულოთ სამუშაოსთან დაკავშირებული ყველა ფუნქცია? შეკითხვა #2: ვაკანსია IV: პოლიტიკური პარტია „ქართველების“ აღმასრულებელი მდივანი დამსაქმებელი #1 შეკითხვა #1: როგორია თქვენი ოჯახური მდგომარეობა? შეკითხვა #2: დამსაქმებელი #2 შეკითხვა #1: როგორ წარმოგიდგენიათ და რა მეთოდებით აპირებთ აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას? შეკითხვა #2: დამსაქმებელი #3 შეკითხვა #1 მიეკუთვნებით თუ არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას და თუ დიახ, რომელს? შეკითხვა #2: დამსაქმებელი #4 შეკითხვა #1: როგორია თქვენი წინა გამოცდილება ამ სამუშაოსთან დაკავშირებით? შეკითხვა #2:

141


ვაკანსია V: თვითმფრინავის პილოტი დამსაქმებელი #1 შეკითხვა #1: ხართ თუ არა ნარკო-, ალკოჰოლ- ან/და ნიკოტინდამოკიდებული? შეკითხვა #2: დამსაქმებელი #2 შეკითხვა #1: რა არის თქვენი სექსუალური ორიენტაცია? შეკითხვა #2: დამსაქმებელი #3 შეკითხვა #1: რა გამოცდილებას ფლობთ საჰაერო ხომალდის მართვის კუთხით? შეკითხვა #2: დამსაქმებელი #4 შეკითხვა #1: გაქვთ თუ არა მიღებული სპეციალური განათლება ამ სფეროში? შეკითხვა #2:

დანართი #4. მონაწილეები ირჩევენ მეწყვილეს (თუ რომელიმე მონაწილე მეწყვილის გარეშე დარჩება, ამ უკანასკნელის ფუნქციას შეითავსებს ტრენინგის არამონაწილე პირი დამსწრე საზოგადოებიდან) და ცდილობენ, დაიმახსოვრონ მისი გარეგნული ნიშან-თვისებები. შემდეგ, წყვილის თითოეული წევრი ტოვებს ოთახს და შეაქვს ცვლილება საკუთარ გარეგნობაში (მაგალითად, იხსნის საათს, იკეთებს საყურეს, ამოკლებს სახელოებს, იხსნის პერანგის ღილს და ა.შ.). მისი დაბრუნებისას, მეწყვილე უნდა მიხვდეს ცვლილებას. შემდგომ კი გაცვლიან როლებს.

დანართი #5. სცენარი დასაქმებულისათვის (შენიშვნა: თავისუფალი ხართ, წარმართოთ თქვენეული ინტერპრეტაციით, თუმცა არ უნდა შეიცვალოს კონკრეტული ფაქტები/დეტალები) - ხართ _ _ წლის ბიჭი/გოგონა. - თქვენი დიდი ხნის ოცნებაა, რომ დასაქმდეთ სპორტდარბაზის ინსტრუქტორად. - ვებგვერდზე ნახულობთ შესაბამის ვაკანსიას და აგზავნით განაცხადს. - დამსაქმებელი გიბარებთ გასაუბრებაზე. - გასაუბრება (წარმართეთ მაქსიმალურად მოკლე დროში და თქვენი ფანტაზიის მიხედვით). - თქვენ ზეპირ თანხმობას აძლევთ დამსაქმებელს, როდესაც გთავაზობთ მუშაობის დაწყებას გამოსაცდელი ვადით 3 თვის განმავლობაში. - გადის 3 თვე. - დამსაქმებელი გატყობინებთ, რომ განვლილი ვადა არ აღმოჩნდა საკმარისი თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენისთვის. - დამსაქმებელი თქვენთან აფორმებს წერილობით შეთანხმებას ხელშეკრულების კვლავ გამოსაცდელი ვადით გაგრძელებასთან დაკავშირებით, ისევ 3 თვით. - დამსაქმებელი განგიმარტავთ, რომ ამ ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ დადებენ თქვენთან უვადო შრომით ხელშეკრულებას. - ამჯერად, დამსაქმებელი გითანხმდებათ თქვენი ანაზღაურების ოდენობაზე, რომელსაც მიიღებთ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ. - მეხუთე თვის ბოლოს, დამსაქმებელი გიბარებთ და გეუბნებათ, რომ თქვენთან დადებული შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილია. - დამსაქმებელი არც იმ ანაზღაურებას გაძლევთ იმ დროის შესაბამისად, რაც საერთო ჯამში გქონდათ ნამუშევარი. - დასასრული. სცენარი დამსაქმებლისთვის (შენიშვნა: თავისუფალი ხართ, წარმართოთ თქვენეული ინტერპრეტაციით, თუმცა არ უნდა შეიცვალოს კონკრეტული ფაქტები/დეტალები) - გასაუბრებაზე იბარებთ განმცხადებელს. - გასაუბრება (წარმართეთ მაქსიმალურად მოკლე დროში და თქვენი ფანტაზიის მიხედვით). - თქვენ ზეპირსიტყვიერად სთავაზობთ მას მუშაობის დაწყებას გამოსაცდელი ვადით 3 თვის განმავლობაში, რაზეც მისგან თანხმობას იღებთ. - გადის 3 თვე. - დასაქმებულს ატყობინებთ, რომ განვლილი ვადა არ აღმოჩნდა საკმარისი მისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენისთვის. - დასაქმებულთან აფორმებთ წერილობით შეთანხმებას ხელშეკრულების კვლავ გამოსაცდელი ვადით გაგრძელებასთან დაკავშირებით, ისევ 3 თვით. - დასაქმებულს განუმარტავთ, რომ ამ ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ დადებთ მასთან უვადო შრომით ხელშეკრულებას. - ამჯერად, დასაქმებულს უთანხმდებით მისი ანაზღაურების ოდენობაზე, რომელსაც მიიღებს ამ პერიოდის გასვლის შემდეგ. - მეხუთე თვის ბოლოს, იბარებთ დასაქმებულს და ეუბნებათ, რომ მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილია. - დასაქმებულს არც იმ ანაზღაურებას აძლევთ იმ დროის შესაბამისად, რაც საერთო ჯამში ჰქონდა ნამუშევარი. - დასასრული.

142


დანართი #6. 1. დიტო გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, რის საფუძველზეც დამსაქმებელმა შეწყვიტა მასთან შრომითი ხელშეკრულება. რამდენად მართებულად მოხდა დიტოსთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა? პასუხი დაასაბუთეთ. 2. სოსო მუშაობდა მასწავლებლად საჯარო სკოლაში. ერთხელ მან მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაში. მეორე დღეს იგი დაიბარა სკოლის დირექტორმა და აცნობა, რომ მასთან წყვეტდა შრომით ხელშეკრულებას, რადგან იგი მმართველი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი არ იყო. რამდენად მართებულად მოხდა სოსოსთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა? პასუხი დაასაბუთეთ. 3. კესომ მონაწილეობა მიიღო გაფიცვაში, რის საფუძველზეც დამსაქმებელმა შეაჩერა მასთან შრომითი ურთიერთობა. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ, რის შემდეგაც დამსაქმებელმა შეწყვიტა კესოსთან შრომითი ხელშეკრულება. რამდენად მართებულად მოხდა კესოსთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა? პასუხი დაასაბუთეთ. 4. ბესო შეარჩიეს ნაფიც მსაჯულად და გამოიძახეს სასამართლოში, რის საფუძველზეც დამსაქმებელმა შეაჩერა მასთან შრომითი ურთიერთობა. ამასობაში ამოიწურა ბესოსთან დადებული შრომითი ხელშეკრულების ვადა, რის გამოც დამსაქმებელმა შეწყვიტა იგი. რამდენად მართებულად მოხდა ბესოსთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა? პასუხი დაასაბუთეთ. 5. ლიკა მუშაობს სილამაზის სალონში. მისმა თანამშრომლებმა მოაწყვეს გაფიცვა, რომელშიც ლიკას მონაწილეობა არ მიუღია. მოგვიანებით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ, რის შემდეგაც დამსაქმებელმა შეწყვიტა ლიკასთან შრომითი ხელშეკრულება. რამდენად მართებულად მოხდა ლიკასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა? პასუხი დაასაბუთეთ. 6. დამსაქმებელმა წამოიწყო ლოკაუტი, რის საფუძველზეც შეჩერდა შრომითი ურთიერთობა საწარმოში დასაქმებულ გელასთან. მოგვიანებით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შესახებ, თუმცა დამსაქმებელმა არ აღადგინა შრომითი ურთიერთობა გელასთან და შეწყვიტა მასთან ხელშეკრულება. რამდენად მართებულად მოხდა გელასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა? პასუხი დაასაბუთეთ. 7. დამსაქმებელმა შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება ლელასთან, იმ საფუძველზე მითითებით, რომ მან უხეშად დაარღვია შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულება. მოგვიანებით როგორც გაირკვა, შრომის შინაგანაწესი არ ყოფილა ლელასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. რამდენად მართებულად მოხდა ლელასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა? პასუხი დაასაბუთეთ. 8. დამსაქმებელმა შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება საწარმოში დასაქმებულ არასრულწლოვან ზურასთან, მისი მშობლების მოთხოვნის საფუძველზე, რადგან მუშაობის გაგრძელება ზიანს მიაყენებდა ზურას ჯანმრთელობას. რამდენად მართებულად მოხდა ზურასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა? პასუხი დაასაბუთეთ. 9. გიამ, რომელიც შემდუღებლად მუშაობდა ერთ-ერთ ქარხანაში, მონაწილეობა მიიღო თანამშრომლების მიერ მოწყობილ გაფიცვაში. მოგვიანებით, სასამართლოს უკანონოდ არ უცნია აღნიშნული გაფიცვა. დამსაქმებელმა შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება გიასთან იმ საფუძვლით, რომ გაფიცვაში მონაწილეობით მან დაარღვია შრომის დისციპლინა. რამდენად მართებულად მოხდა გიასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა? პასუხი დაასაბუთეთ. 10. ნატამ შეატყობინა დამსაქმებელს თავისი ორსულობის შესახებ და გავიდა შვებულებაში ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო. შვებულებაში ყოფნის პერიოდში, დამსაქმებელმა შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება ნატასთან იმ საფუძვლით, რომ მის წინააღმდეგ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლო განაჩენი, რომელიც სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას გამორიცხავდა. რამდენად მართებულად მოხდა ნატასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა? პასუხი დაასაბუთეთ.

143



Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.