ნუციკო ნასყიდაშვილი

Page 1

„სიყვარული, პატივისცემა, მეგობრობა“ ებრაული სასაფლაოები საქართველოში

სსიპ. ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლა „კლუბი ბური“ პედაგოგი ნინო დოლიშვილი


ვინ არიან ქართველი ებრაელები ან როგორ მოხვდნენ საქართველოში, თან საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში სადაც მათი დევნა არ მომხდარა- საქართველოში ებრაელების ჩამოსვლა ძველი ჩანაწერებით დადასტურებულია, რომ 2500 წლის წინ მოხდა. დიდი ხნის მანძილზე საქართველოში ცხოვრებამ ებრაელების გარკვეული ნაწილის ასიმილაცია მოახდინა ქართველ ერთან, თუმცა უდიდესმა ნაწილმა შეინარჩუნა საკუთარი იდენტობა და თავს თვლიან უძველესი ებრაელების მემკვიდრეებად, იმ ებრაელებისა, რომლებიც მიდიაში დაასახლეს ასირიელთა მეფეებმა. მიუხედავად ყველაფრისა ებრაელების ემიგრაცია ისრაელში 1970 წლიდან დაიწყო. საქართველოში ებრაელები პირველად იქნა ნახსენები ჩვენს ერამდე წელთაღრიცხვით მერვე საუკუნეში. სხვა წყაროებით ებრაელების საქართველოში მიგრაცია უკავშირდება ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის აღებას. ხელნაწერის მიხედვით მცხეთის მამასახლისმა ებრაელები დაასახლა მცხეთასთან ახლოს ზანავში იმ პირობით, რომ ებრაელები გადაიხდიდნენ მიწის გადასახადს. იგივე წყაროს ცნობით რომაელების მიერ იერუსალიმის დამხობის შემდეგ ებრაელი მიგრანტები ჩამოვიდნენ ქართლში და დასახლდა მცხეთაში და მცხეთასთან ახლოს. ამ პერიოდიდან იწყება ებრაელების მიგრაცია საქართველოში

ებრაელები საქართველოში


ებრაელებისგან დაცლილი “ებრაელების უბანი” ქუთაისშიქუთაისში, სადაც 30 ათასამდე ებრაელი ცხოვრობდა, დღემდე “ებრაელების უბანს” ეძახიან გაპონოვს ქუჩასა და მწვანეყვავილას შორის დასახლებას, თუმცა ქალაქში დღეს მხოლოდ 70-მდე ებრაული ოჯახია შემორჩენილი .“კოსტავას ქუჩაზე, სადაც ვცხოვრობ, რომ გამოვიდოდი ადრე, ვერ ავუდიოდი სალმის მიცემას, მაშინ სულ ებრაელები იყვნენ, ახლა ჩემს ქუჩაში არავინაა ებრაელი, მარტო ჩემი ოჯახია დარჩენილი,” – ამბობს ჰამლეტ ფიჩხაძე. ხშირია შემთხვევა, როცა სინაგოგაში 10 კაცის შეკრებაც კი ვერ ხერხდება, რის გამოც ვერ აღევლინება საერთო საჯამაათო ლოცვა. “ებრაელი კაცი ვალდებულია, რომ ყოველდღე ილოცოს, მაგრამ ჩვენი ხუთწიგნეულის გამობრძანება ხდება შაბათს, ორშაბათს და ხუთშაბათს. იმისათვის, რომ შედგეს საერთო საჯამაათო ლოცვა, ათი ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს. ხდება ხოლმე, რომ ვერ იკრიბება ათი ადამიანი, მაგრამ რა ვქნათ? – ჩვენთვის ვლოცულობთ მაინც”, – ამბობს დავით ბუზიაშვილი, ქუთაისის სინაგოგის ერთ-ერთი მლოცველი. “ადრე სინაგოგაში საერთოდ არ დავდიოდი, ახლა დავდივარ, რადგან მრევლი ძალიან ცოტაა და ვალდებულად ვთვლი ჩემს თავს, ვიყო ჩემი ერის წარმომადგენლებთან, როცა საჭიროა. შენ თუ გინდა, რომ შენსას სცენ პატივი, მაშინ უნდა შეუწყო ამას ხელი”, – ამბობს ჰამლეტ ფიჩხაძე.


ებრაული სასაფლაოები საქართველოს მასშტაბით: ებრაული სალოცავების მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს კულაშის ებრაული სასაფლაოც. საბჭოთა დროინდელი, 70 და 80-იანი წლების მაცევები (ებრაული საფლავის ქვა) შესრულების ფორმითა და სტილით თითქოს იმეორებენ ქართული საფლავების ტრადიციას. უფრო ადრეული საფლავების ქვებზე კი აღმოსავლეთ ევროპის ებრაული კულტურისთვის დამახასიათებელ ნაკეთობებსაც შეხვდებით. წარწერები საფლავებზე უმეტესწილად ებრაულად და ქართულად არის შესრულებული, მაგალითად, „აქ განისვენებს ბათშებაყ რუბენის ასული ბათაშვილი. 19011970“; „ისრაელ იცხაკის ძე ელაშვილი. 1907-1962“. იშვიათად შეხვდებით მხოლოდ ქართულ ან ებრაულ ტექსტებსაც. განსხვავებულია საფლავების მეტალის სახურავებით გადახურვის პრაქტიკაც. ეს, როგორც ჩანს, მხოლოდ პრივილეგირებულ კულაშელ ებრაულ ოჯახებში იყო გავრცელებული. თუ საფლავებს ყურადღებით დააკვირდები, დაინახავ, როგორ იცვლებოდა დროთა განმავლობაში მაცევების ფორმა – ყველაზე ძველი მაცევები ქვის უბრალო ლოდები იყო და საფლავებს ჰორიზონტალურად ფარავდა, საფლავების უფრო ახალი იერსახე კი


ეს ფოტოები გადაღებულია თბილისში 2014 წელს


ებრაული სასაფლაო ბააზოვის ქუჩის ბოლოს, მარჯვენა მხარეს, ებრაულ სასაფლაოს ნახავთ. მეორე, უფრო ძველი სასაფლაო ცოტა მოშორებით მდებარეობს და როგორც სიმონი გვიყვება, მცენარეებით ისეა დაფარული, რომ აღარც კი ჩანს. კულაშის ებრაული სასაფლაოს მსგავსად, აქაც ნახავთ, როგორც ძველი ებრაული საფლავის ქვებს (მაცევა), ასევე საბჭოთა პერიოდის საფლავებსაც, რომლების გარჩევა ქართული საფლავებისგან ძალიან რთულია. ხშირად ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი საფლავის ქვებზე ებრაულად დატანებული წარწერებია. ებრაული სასაფლაო საინტერესოა იმითაც, რომ ის ერთგვარი დამატებითი ისტორიული წყაროა ონში მცხოვრები ებრაელების ისტორიის შესწავლისთვის. აქ ასვენია რაბი იომტობ შალომის ძე ბუზუკაშვილი 1909-1985; ონელი ებრაელები ილია არონის ძე ხასიაშვილი 1912-1990; ისრაელ შაბათის ძე შიმშილაშვილი 1907-1965 და სხვები.

ებრაული სასაფლაოები ონში

არამარტო ებრაელების სასაფლაოები ონში ინფორმაცია მოიპოვება თვითონ ებრაელებზეც… ონში ებრაული უბნის მთავარ ქუჩას ბააზოვის ქუჩა ჰქვია. სახლი, რომელშიც 1903-1923 წლებში „ებრაელი რაბინი და საზოგადო მოღვაწე“, დავით ბააზოვი ცხოვრობდა, დღეს დანგრევის პირასაა. ონის ებრაული თემი დღეს ონში დღეს სულ რამდენიმე ებრაული ოჯახიღა შემორჩა. როდესაც სინაგოგა დაკეტილი დაგხვდა, იქვე მცხოვრებლებმა მიგვასწავლეს, რომ სინაგოგას „აბაკა“, იგივე აბრაამ შიმშილაშვილი გაგვიღებდა. ონში ამჟამად მცხოვრები ებრაელები ერთი დიდი ოჯახის წევრები


მიტოვებული საფლავები ებრაელთა მიტოვებული საფლავები ძალიან ბევრია, საფლავები, რომლებიც ხავსითაა დაფარული და უკვე წლებია მის პატრონს ელოდება რომ მივიდეს და მოუაროს. საფლავების მიტოვების მიზეზად ხალხის უმეტესობა ერთ როს მომხდარ მიგრაციას აბრალებს. საფლავები უამრავი ბალახით და ხავსითაა დაფარული. ნებისმიერ ადგილას სადაც ადრე შეიძლება ათიათასობით ებრაელი ყოფილიყო ახლა 100 ან 70 არის შემორჩენილი. ებრაელი ხალხის მასიური გასვლა საქართველოდან 1970 წელს დაიწყო, მათი უმრავლესობა ისრაელში გაემგზავრა. საქართველოში მცხოვრები ებრაელი ხალხი აქტიურად მოღვაწეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საქართველოში ებრაელები მე-17 საუკუნიდან დასახლდნენ, მათი რაოდენობა განსაკუთრებით მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში გაიზარდა.


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.