კომუნიკაცია და თვითზრუნვის პრაქტიკა

Page 1

კომუნიკაცია და თვითზრუნვის პრაქტიკა ქალთა გაძლიერებისათვის


komunikacia da TviTzrunvis praqtika

კომუნიკაცია და თვითზრუნვის პრაქტიკა ქალთა გაძლიერებისათვის სახელმძღვანელოს შექმნის მიზანია ქალებს, რომლებიც თავად მუშაობენ ქალთა უფლებებზე, ჰქონდეთ წვდომა ისეთ რესურსებზე, რაც მათ თემში კომუნიკაციას და საკუთარ თავზე ზრუნვას გაუმარტივებს.

პროექტის “კომუნიკაცია და თვითზრუნვის პრაქტიკა ქალთა უფლებებზე მომუშავე აქტივისტებისათვის” ფარგლებში ჩატარდა სესიების ციკლი, რომლის შედეგადაც შეიქმნა მოცემული სახელმძღვანელო.

სახელმძღვანელო მოიცავს ისეთ საკითხებს, რომელიც თქვენ და თქვენი ორგანი-

ზაციის თანამშრომლებს დაეხმარება კომუნიკაციის და კონფლიქტების მართვის უნარების გაუმჯობესებაში, ასევე ისეთი საკითხების უკეთ გაცნობაში, როგორიცაა თემთან მუშაობა, მენტორინგი და ქოუჩინგი თვითზრუნვის პრაქტიკები. სახელმძღვანელო მოიცავს როგორც თეორიულ

ნაწილს, ასევე კონკრეტულ

პრაქტიკულ სავარჯიშოებს, იმისთვის, რომ თქვენ თავადაც შეძლოთ არსებული ცოდნის გადაცემა.

წიგნზე მუშაობდნენ:

თეონა დალაქიშვილი ნანა ვაშაკიძე დეა ჯიქია

ლილი ფულარიანი მარიანა გაბუნია

სახელმძღვანელო შექმნილია „კრეატიული განვითარების ცენტრის“ მიერ, ორგანიზაციის „ქალთა ფონდი საქართველოში“ მხარდაჭერით.

2


komunikacia da TviTzrunvis praqtika

სარჩევი 04

კომუნიკაციის საბაზისო უნარები

20

კონფლიქტის რეზოლუციისა და მოლაპარაკების წარმოების ხელოვნება

46

არაძალადობრივი კომუნიკაცია

58

სათემო მუშაობა და რადიკალური ჯგუფები

78

უსაფრთხოება და სოციალუდი მედია

92

მაინდფულნესი და თვითზრუნვის პრაქტიკა

110

ქოუჩინგ მეთოდები ცხოვრებისეული ბალანსისთვის

3


komunikacia da TviTzrunvis praqtika

რა არის კომუნიკაცია? კომუნიკაცია ის საბაზისო უნარია, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის უპირველესია. თუმცა, ძალიან ხშირად, ყოველდღიური საქმიანობა ხელს გვიშ-

ლის საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა: გვაქვს კი სწორი კომუნიკაციის უნარი?

რატომ ვაწყდებით კონფლიქტებს, რომელსაც საფუძვლად მისკომუნიკაცია უდევს? განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ეს თემა მაშინ, როდესაც უკა-

ნასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა უფრო მეტად გაართულა კომუნიკაცია, და ძირითად საურთიერთო და სამუშაო არხებად ონლაინ სივრცე დაგვიტოვა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია პერიოდულად გადა-

ვიაზროთ, რა არის კომუნიკაცია? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მისკომუნიკაცია და მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან კონფლიქტი ან გაუგებრობა.

4


komunikacia da TviTzrunvis praqtika

კომუნიკაციის საბაზისო უნარები მოსმენის უნარების მნიშვნელობა ერთმანეთისგან განსხვავდება მოსმენა და გაგება. მოსმენა არის ფიზიკუ-

რი პროცესი. შეგძნებების საშუალებით გარემოდან ვიღებთ სტიმულებს, გადავცემთ ტვინს და ვახდენთ რეაგირებას ყურადღების გამახვილებით. მაგალითად, ხმამაღალი, უეცარი ან უცხო ხმა იპყრობს ჩვენს ყურადღებას.

გაგება კი გულისხმობს მოსმენილის ინტერპრეტაციის პროცესს. ის მოი-

ცავს ყურადღებას, ინტერპრეტაციას, წვდომასა და გააზრებას. მეორე ადამიანის საუბრის გაგება მოითხოვს დროსა და ძალისხმევას. სამსახურში ჩვენ ვუს-

მენთ, რათა გავიგოთ ინსტრუქციები, მივიღოთ ახალი ინფორმაცია, გავიგოთ პროცედურული ცვლილებები და ა.შ.

კარგი მოსმენის ეფექტები მოსმენის სუსტი უნარები ადამიანებს შორის პრობლემების წარმოშობის

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. მოსმენის უმთავრესი დანიშნულება მეო-

რე ადამიანის აზრის, შეგრძნებებისა და მათი მსოფლმხედველობის გაგებაა.

ეს მოიცავს მსგავსი საკითხებისა და თემების გახსენებას, რელევანტური და წამახალისებელი შეკითხვების დასმას და საბოლოოდ დასკვნების გამოტანას. სარგებელი, რაც კარგი მოსმენის უნარს მოაქვს, შემდეგია:

ადამიანები გრძნობენ, რომ მათი ესმით და აფასებენ და აქედან გამო-

მდინარე, უფრო ადვილად იძლევიან ინფორმაციას და უფრო გახსნილე-

ბი არიან. ეს გვაზოგინებს დროს რეალურად საჭირო საკითხის გაგებაში, მოქმედებაში ან უბრალოდ, სიტუაციის განმუხტვაში.

ადამიანები გრძნობენ, რომ მათ სთავაზობენ შესაძლებლობას, უფრო

ნათლად გამოხატონ თავიანთი აზრები და გრძნობები. ამან, შეიძლება, გამოიწვიოს ალღოს (ინტუიციის) გაზრდა და შესაძლებლობა მოგვცეს, გადავჭრათ პრობლემები და ვიაზროვნოთ შემოქმედებითად. 5


komunikacia da TviTzrunvis praqtika

მოსმენის სხვადასხვა ფორმები

არატოლერანტული მოსმენა არატოლერანტული მსმენელი მოსაუბრეს საკმარის დროს არ აძლევს

სასაუბროდ. ასეთ მსმენელებს მიაჩნიათ, რომ წინასწარ იციან, რა უნდა უთხრან. ამიტომაც ისინი მაშინვე შეჯამებისკენ მიისწრაფვიან, აწყვეტინებენ მოსაუბრეს და არ აცლიან საუბარს.

უყურადღებო მოსმენა არმსმენელი, ანუ უყურადღებო მსმენელი, მხოლოდ სიტყვებს უსმენს, უსმენს ზერელედ და მას შეესატყვისება გამოთქმა: „ერთ ყურში შეუშვა, მეორედან გაუშვა“.

6


komunikacia da TviTzrunvis praqtika

არაცნობიერი მოსმენა არაცნობიერ მსმენელს შეუძლია, იგრძნოს ის, რაც ვერბალურად არ თქმულა და გრძნობის, ემოციების დონეზე გაითავისოს საუბარი.

აქტიური მოსმენა აქტიური მსმენელი არის ყურადღებიანი და სრულად ჩართული საუბარ-

ში. ის გამოხატავს ინტერესს და ხელს უწყობს საუბრის გაგრძელებას. ამ ტიპის მსმენელები სვამენ კითხვებს, განმარტავენ, აზუსტებენ, რათა საკითხი უკეთ გაიგონ.

ემპათიური მოსმენა ემპათიური მსმენელი იგებს საუბარსა და საკითხს მთხრობელის პოზიციიდან. ამ ტიპის მსმენელები იყენებენ ამრეკლავ, სარკისებურ ფორმული-

რებებს (ტექნიკებს), როგორიცაა „შენ გრძნობ, განიცდი, რომ . . . “, რათა მიუთითონ და განმარტონ ის ღრმა ემოციები, რაც სიტყვებს მიღმაა.

პოზიტიური მოსმენა პოზიტიური მსმენელი ამხნევებს მოსაუბრეს წამახალისებელი შეძახი-

ლებით, “ოჰ!”,“ყოჩაღ!” ამ ტიპის მსმენელები გამოხატავენ მოსაუბრის

მხარდაჭერას, აქებენ მას და უღვივებენ მოტივაციასა და შთაგონებას, რისთვისაც აქტიურად იყენებენ სხეულის ენას.

7


komunikacia da TviTzrunvis praqtika

რა ხდის ადამიანს კარგ მსმენელად: ნენსი ქლაინი, ავტორი წინგისა „ფიქრის დროა“, ამბობს, რომ ადამიანებისთვის სათანადო ყურადღების დათმობა მათ უფრო ჭკვიანებს ხდით. ხოლო ნაკლები ყურადღება, მათ აბნევს და

სულელურად წამოაჩენს საზოგადოების წინაშე. ამდენად, მნიშვნელოვანია თქვენი ყურადღება და მოსმენა.

ყურადღება, ენერგია და ფოკუსი, რასაც თქვენ სთავაზობთ ბენეფიციარს, ამცირებს მასში გაურკვევლობის შეგრძნებას და ეხმარება მას საკითხების ეფექტურად გადაჭრასა და ცხადი სურათის შექმნაში. კარგი მოსმენა მოიცავს როგორც ვერბალური, ისე არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს.

კარგი მსმენელის გზამკვლევი

10

საკვანძო პუნქტი

(დომინიკ ბერტოლუჩი, შენი საუკეთესო ცხოვრება (ჰოდერი, ავსტრალია, 2006))

▶ აჩვენეთ, რომ ნამდვილად დაინტერესებული ხართ და ხართ აქ და ამჟა-

მად, მასთან ერთად. მიმართეთ მთელი თქვენი ყურადღება მოსმენისკენ. რაც უფრო ინტერესით უსმენთ ბენეფიციარს, მით მეტად ერთვება ის საუბარში და უკეთ გადმოსცემს სათქმელს.

▶ მინიმუმამდე შეამცირეთ ყურადღების გაფანტულობა. შეარჩიეთ ისეთი გარემო, სადაც ნაკლებად შეგეშლებათ ხელი, იქნება სიმშვიდე და კომფორტული ატმოსფერო. თუ ამას ვერ ახერხებთ, წინასწარ გააფრთხილეთ ბენეფიციარი.

8


komunikacia da TviTzrunvis praqtika

▶ იყავით მომთმენი და ნუ შეაწყვეტინებთ საუბარს. დაასრულებინეთ ბენე-

ფიციარს საკუთარი სათქმელი. როდესაც ისინი აზრებს ალაგებენ და პაუზას აკეთებენ, ნურც მაშინ შეაწყვეტინებთ ფიქრს - ეს თვითრეფლექსიის პროცესია.

▶ მიჰყევით და ფეხი აუწყვეთ მოსაუბრის იდეების ნაკადს. ფოკუსირება მო-

ახდინეთ მოსაუბრის იდეებზე, არა მხოლოდ იმაზე რასაც ამბობს, არამედ იმაზეც, რაც არ უთქვამს.

▶ მიაწოდეთ გასაგები უკუკავშირი, რათა აჩვენოთ, რომ უსმენდით. მაგალითად, “აჰა, გასაგებია”, “განაგრძე, უფრო დეტალურად მომიყევი”. გამოი-

ყენეთ არავერბალური კომუნიკაციის ჟესტები, მაგალითად, თავის დაქნევა, რათა იგრძნოს, რომ უსმენთ.

▶ მოახდინეთ მთავარი საკითხების იდენტიფიცირება. გონებაში გამოყავით მთავარი აზრი, შეაჯამეთ და შეიქმენით წარმოდგენა, თუ რა ითქვა.

▶ სანამ მთლიან ისტორიას არ მოისმენთ, თავი შეიკავეთ შეფასებებისგან.

ყურადღებით და ბოლომდე მოუსმინეთ ბენეფიციარს, რადგან, რაც აშკარაა თხრობის/ამბის დასაწყისში, შესაძლოა, ბოლოს აბსოლუტურად შეიცვალოს. ამიტომ, ბოლომდე მოუსმინეთ მის სიტყვებს და აზრებს.

▶ გააკეთეთ ჩანაწერები. როდესაც ჩანაწერებს აკეთებთ, ბენეფიციარი გრძნობს, რომ სერიოზულად აღიქვამთ მის საუბარს. ჩანაწერები ასევე მნიშ-

ვნელოვანია, როგორც ნივთმტკიცება. ის გეხმარებათ სესიის ძირითადი ნაწილის დამახსოვრებაში და გამოგადგებათ მომავალი სესიების დაგეგმარებაში.

▶ გააანალიზეთ და მოახდინეთ მოსმენილის პერიფრაზი. დაუსვით შეკი-

თხვები, რათა დარწმუნდეთ, რომ სწორად გაიგეთ ნათქვამი, ან გაუზიარეთ

მას გაგონილის თქვენებური ინტერპრეტაცია. ეს აჩვენებს ბენეფიციარს, რამდენად კარგად გესმით მისი.

9


komunikacia da TviTzrunvis praqtika

▶ დიალოგის ბოლოს შეაჯამეთ საუბრის მთავარი თემები, რათა გადაამოწმოთ, რამდენად კარგად გაიგეთ ბენეფიციარის ნათქვამი. ეს პროცესი ბენე-

ფიციარს აძლევს საშუალებას, რომ თავადაც დაუფიქრდეს აქამდე ნათქვამს.

ამიტომ, შეჯამება ორივე მხარისთვის სასარგებლოა. ყოველთვის ჰკითხეთ მას, ეთანხმება თუ არა თქვენს შეჯამებას. ხანდახან, შესაძლოა, თავად ბენეფიციარს სთხოვოთ, რომ თვითონ შეაჯამოს თავისი ნათქვამი.

მოსმენის უნარის განვითარება კარგი მოსმენის უნარები შეუფასებელია და ის შეგიძლიათ ყოველდღიურ

ცხოვრებაშიც გამოიყენოთ. შეეცადეთ, დანერგოთ ეს ჩვევები თქვენი საქმეების დაგეგმვისას, გუნდის შეხვედრის გაძღოლისას, ბავშვებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან და განსაკუთრებით, თქვენს პარტნიორთან დიალოგისას.

ყურადღება მიაქციეთ თქვენს მოსმენის ჩვევებს და დააკვირდით, ნამ-

დვილად გისმენენ თუ არა სხვები.

კარგი მსმენელი: • ავლენს ჭეშმარიტ ინტერესს და არის მოცემულ მომენტში (აქ და ამჟამად);

• მინიმუმამდე ამცირებს ხელის შემშლელ ფაქტორებს; • მომთმენია და არ აწყვეტინებს საუბარს;

• ფეხს უწყობს მოსაუბრის იდეების ნაკადს;

• აძლევს გასაგებ უკუკავშირს, ნიშნად იმისა, რომ უსმენს; • ახდენს მთავარი საკითხების იდენტიფიცირებას;

• თავს იკავებს შეფასებებისგან მანამ, სანამ მთლიან ისტორიას არ მოისმენს;

• აკეთებს ჩანაწერებს;

• აანალიზებს და პერიფრაზით ახდენს მოსმენილის კონსტანტაციას; • დიალოგის ბოლოს აჯამებს საუბრის მთავარ თემებს; 10


komunikacia da TviTzrunvis praqtika

• ამჩნევს ხმის ტონს, რადგან იცის, მთავარი ის არაა რა ითქვა, არამედ, როგორ ითქვა;

• ინარჩუნებს მხედველობით კონტაქტს, რათა მსმენელს აჩვენოს თანგრძნობა და

მეგობრულობა;

• აფიქსირებს სახის გამომეტყველებებს;

• ინარჩუნებს გახსნილ პოზიციას ხელებისა და ფეხების გადაუჯვარედინებლად;

• ამცირებს ზედმეტ მოძრაობებს და სხვადასხვა ნივთის ხელში თამაშს; • არჩევს გამამხნევებელ გარემოს;

• იყენებს “3 წამის წესს”, რაც გულისხმობს საუბრისას, პაუზის მეშვეობით, რეფლექციისთვის დროის მიცემას.

შეკითხვის გამოყენების უნარები (დომინიკ ბერტოლუჩი, შენი საუკეთესო ცხოვრება (ჰოდერი, ავსტრალია, 2006))

დასვი შეკითხვა, მიიღე პასუხი!

როდესაც თქვენთან მოდიან პრობლემით, ბუნებრივია, იწყებთ მათ

დახმარებას და ცდილობთ, პრობლემის გადასაჭრელად პასუხები იპოვოთ. თქვენ მიერ მოძიებული პასუხი, შესაძლოა, არც იყოს სწორი, თუ-

მცა, ჩვენ ყველა უკეთ ვგრძობთ თავს, უკეთ ვმუშაობთ, როდესაც ჩვენს

გვერდზე არის ვიღაც, ვინც გვაძლევს საშუალებას, გამოვთქვათ ჩვენი

აზრები, ემოციები და გვეხმარება, შევიტანოთ მეტი სიცხადე პასუხების და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

11


komunikacia da TviTzrunvis praqtika

თვითრეფლექსიის სივრცე როგორი

მსმენელი ვარ?

რა საჭიროებები

მაქვს კომუნიკაციის უნარების განვითარების მხრივ?

როდის ვაწყდები ყველაზე დიდ პრობლემებს

კომუნიკაციის

პროცესში? ვისთან კომუნიკაცია არის რთული?

რამდენად

ემპათიური ვარ?

ვინ არის ჩემი საუკეთესო მსმენელი?

12


komunikacia da TviTzrunvis praqtika

როგორ შევქმნათ კარგი შეკითხვა? ყოველდღიურ კომუნიკაციაში აქტიურად ვიყენებთ შეკითხვებს, რათა

მივიღოთ ინფორმაცია კონკრეტულ მოთხოვნილებებზე, საკითხებზე, სიტუაციაზე. შეკითხვების დასმა კარგი საშუალებაა, რათა თანამოსაუბრემ ისწავლოს, გაიაზროს, მოიძიოს საკითხები და შედეგად, გაიგოს პასუხი და მიიღოს გადაწყვეტილება.

თანამოსაუბრესთან შეკითხვების გამოყენებისას გახსოვდეთ: ▶ შეკითხვები უნდა იყოს მარტივი. გამოიყენეთ ერთი შეკითხვა, რომელსაც ერთი პასუხი აქვს. შეკითხვები უნდა იყოს მოკლე და თანმიმდევრული. ნუ დასვამთ რამდენიმე შეკითხვას ერთდროულად.

• პაუზა. გამოიყენეთ პაუზა და მიეცით ადამიანს საშუალება, დაფიქრდეს პასუხებზე, რეფლექსია მოახდინოს საკუთარ თავში და სწორედ ამის შემდეგ გიპა-

სუხოთ. გახსოვდეთ, რომ შეკითხვამ, შესაძლოა, გააღვიძოს ბევრი აზრი, რაც მისთვის ზოგჯერ ერთგვარი გამოწვევაა, რადგან მანამდე არასოდეს უფიქრია მსგავს პასუხებზე, რეაქციებზე. მიეცით რეფლექსიის საშუალება.

▶ გამოიყენეთ ღია შეკითხვები. ღია შეკითხვები თანამოსაუბრეს ეხმარება, აღმოაჩინოს საკუთარი პასუხები და მისცეს მას სიცხადის შეტანის მეტი შესაძლებლობა. დახურული კითხვები კი, ჩვეულებრივ, გვიბრუნებს ერთ პასუხიან წინადადებებს და ეს პროცესი ბუნებრივად აფერხებს და კეტავს თანამოსაუბრის აზროვნებასაც.

▶ გვახსოვდეს, არ არსებობს არასწორი პასუხი. ნუ განსჯით თქვენი თანამო-

საუბრის პასუხებს, შეინარჩუნეთ სენსიტიურობა და კონსტრუქციულობა და დასვით სწორი კითხვები, რათა თანამოსაუბრემ საკითხს შეხედოს განსხვავებული კუთხით.

13


komunikacia da TviTzrunvis praqtika

განსხვავებული ტიპის შეკითხვები ახდენენ განსხვევებული აზროვნების მო-

ტივირებას და განსხვავებულ პასუხებს იძლევიან, ამიტომ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ შეკითხვების სტრუქტურა, რაც დაგვეხმარება, მივიღოთ სხვადასხვა შინაარსის ინფორმაცია.

შეკითხვის ტიპები: დახურული შეკითხვები

ღია შეკითხვები

დიაგნოსტიკური შეკითხვები

ინფორმაციის ძიების შეკითხვები

შეკითხვები გამოწვევების ძიებისთვის შეკითხვები პრიორიტეტების განსაზღვრისთვის მააქტივირებელი შეკითხვები

წინასწარმეტყველური შეკითხვები

ჰიპოთეტური შეკითხვები შეკითხვები საკითხის ფართოდ გააზრებისთვის გენერალიზირებადი შეკითხვები

დახურული შეკითხვები დახურული შეკითხვის მიზანია, მივიღოთ მოკლე პასუხები, „კი“ ან „არა“. მსგავსი ტიპის შეკითხვები ნაკლებად ეფექტურია. შეკითხვის მაგალითები:

„სად იყავით გუშინ?“ „იყავი კინოში?“

ღია შეკითხვები ღია შეკითხვა იწყება კითხვით ვინ, რატომ, რა, სად, როგორ ან როდის. მსგავსი ფორმულირება გვეხმარება, საკითხის გარშემო მეტი ინფორმაცია მივი14


komunikacia da TviTzrunvis praqtika

ღოთ. ღია შეკითხვების ფორმულირებისთვის ჩვენ შეგვიძლია შემდეგი ტიპის სტრუქტურა გამოვიყენოთ:

▶ „შეგიძლიათ მითხრათ ... შესახებ?“

▶ „წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, თუ შეგეკითებით ...?“ ▶ „შესაძლოა, თქვენ გსურთ ისაუბროთ ...“

ინფორმაციის მოსაძიებელი შეკითხვები ზოჯგერ საჭიროა ფაქტებისა და მოსაზრებების შეგროვება. ამ პროცესში

მნიშვნელოვანია, არ გააკეთოთ წინასწარი დაშვებები. სანამ არ იქნებით დარწმუნებული, რომ გაგაჩნიათ სიტუაციის რეალური აღქმა, არ გადახვიდეთ პრობლემის გადაწყვეტაზე.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შეკითხვის შემდეგი სტრუქტურა: ▶ „როგორი იყო თქვენი რეაქცია?“

▶ „რა გააკეთეთ ამასთან დაკავშირებით?“

▶ „რა ვარიანტები განიხილეთ ამ საკითხთან დაკავშირებით?“

შეკითხვები გამოწვევების ძიებისათვის დიალოგის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა, საკითხისადმი განსხვავებულ მიდგომებს მიმართოთ. შესაძლო შეკითხვებია:

▶ „რა გაძლევთ ამის თქმის მიზეზს?“ ▶ „რამ მიგიყვანათ ამ დასკვნამდე?“

▶ „როგორ ფიქრობთ, სხვა ადამიანები როგორ ხედავენ ამას?“

ჰიპოთეტური შეკითხვები შეკითხვის მაგალითებია:

▶ „რას მოიმოქმედებდით, თუ ....?“

▶ „როგორ გაართმევდით თავს, თუ ....?“

▶ „თუ გააკეთებდით .... , როგორ ფიქრობთ, რა მოხდებოდა?“

15


komunikacia da TviTzrunvis praqtika

შეკითხვები პრიორიტეტების განსაზღვრისთვის ზოგჯერ მიზნები და გეგმები მიუღწეველი რჩება ადამიანების დათრგუნული განწყობის მიზეზით. როდესაც არ იციან, თუ საიდან დაიწყონ გეგმების, სუ-

რვილების განხორციელება, საჭიროებებისა და შესასრულებელი საქმეების გაფილტვრა, დახარისხება, თანამოსაუბრეს დაეხმარებათ სიცხადე შეიტანონ აზროვნებაში და თანმიმდევრულად დაალაგონ დავალებები. შეკითხვის მაგალითებია:

▶ „რას გააკეთებთ პირველს?“

▶ „რა იქნებოდა შემდეგი ნაბიჯი?“

▶ „არსებობს თუ არა გაგრძელების ლოგიკური თანმიმდევრობა?“

დიაგნოსტიკური შეკითხვები მსგავსი ტიპის შეკითხვები გვეხმარება, დავინახოთ პრობლემის ფესვები. საკითხის შესწავლის, გამოცდილების გააზრებისა და რეფლექსიის პროცესში თქვენ შეგიძლიათ, განასხვავოთ სიმპტომები მიზეზისგან. შეკითხვის მაგალითებია:

▶ „გთხოვთ, გამიზიაროთ, რა მოხდა ამ მოვლენამდე?“

▶ „სხვა რა ფაქტორებმა მოახდინა ზემოქმედება მოცემულ სიტუაციაზე?“ ▶ „რას გრძნობთ ამასთან დაკავშირებით?“

წინასწარმეტყველური შეკითხვები გადაწყვეტილებების დროს, მნიშვნელოვანია, შევამჩნიოთ გაუთვალისწი-

ნებელი, უხილავი წინასწარი დეტალები და შესაძლო სამომავლო შედეგები. ამიტომ, წინასწარმეტყველური შეკითხვები ეფექტურია რისკის მენეჯმენტისთვის.

შეკითხვის მაგალითებია:

▶ „რა იქნება შედეგი, თუ განახორციელებთ ... მოქმედებას?“

▶ „რა შესაძლო შედეგი შეიძლება მოჰყვეს თქვენს მოქმედებას?“ ▶ „არსებობს კი სხვა შესაძლო შედეგი?“

▶ „თუ არაფერს გააკეთებთ, რა მოხდება?“ 16


komunikacia da TviTzrunvis praqtika

შეკითხვები საკითხის ფართოდ გააზრებისთვის კრიტიკური აზროვნების უნარი წარმოადგენს სწავლის და ზრდის საუკეთესო საშუალებას. კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება შესაძლებელია სწორი კითხვების ფასილიტაციით:

▶ „რა აღმოჩენები გქონდათ ამ პროცესში?“ ▶ „რა ისწავლეთ ამ მოვლენის შემდეგ?“

გენერალიზირებადი შეკითხვები გამოცდილება უზრუნველყოფს სწავლების შესაძლებლობას. თუ ჩვენ მო-

ვახდენთ და დროს დავუთმობთ რეფლექსიას, გააზრებას, გაანალიზებას და გამოვიტანთ სასარგებლო დასკვნას, ეს, შესაძლოა, დაგვეხმაროს მომავალ განვითარებაში და მომავალი სირთულეების გადალახვაში. შეკითხვის ტიპები:

▶ „არსებობს რაიმე პრინციპი, რასაც გამოიყენებდით სხვა სიტუაციაში?“ ▶ „რას გააკეთებდით განსხვავებულად სხვა დროს?“

▶ „რითია ეს სიტუაცია სხვა სიტუაციების მსგავსი, რასაც თქვენ წარსულში უკვე გაართვით თავი?“

17


komunikacia da TviTzrunvis praqtika

თვითრეფლექსიის სივრცე 3 რამ, რაც

ახალი იყო

ამ მასალაში

3 რამ,

რასაც

გავითვალისწინებ

რა გაკლიათ, რომ იყოთ

კარგი მსმენელი?

3 უნარი,

რომელზეც

დაიწყებთ მუშაობას

18


komunikacia da TviTzrunvis praqtika

19


komunikacia da TviTzrunvis praqtika

კონფლიქტის რეზოლუციის ხელოვნება როგორ მივაღწიოთ ეფექტურ გადაწყვეტას უკეთესი შედეგებისთვის

20


komunikacia da TviTzrunvis praqtika

რა არის კონფლიქტი? ლათინური სიტყვა conflictus სიტყვასიტყვით შეჯახებას ნიშნავს. კონ-

ფლიქტი ესაა დაპირისპირებულ მხარეთა შორის ინტერესების განხილვით

წარმოშობილი უთანხმოება, რომელიც მიმდინარეობს დროით და სივრცით განზომილებაში, სხვადასხვა ქცევითი სტრატეგიისა და ტაქტიკის გამოყენებით. კონფლიქტი ესაა რწმენა იმისა, რომ მხარეების სურვილები ვერ დაკ-

მაყოფილდება თანადროულად და ის წარმოიშობა მაშინ, როდესაც ორივე მხარეს საკუთარი სურვილები ლეგიტიმურად და სამართლიანად ეჩვენება.

შეგვიძლია ერთმანეთისგან განვასხვავოთ კონფლიქტის ორი ბუნება - დე-

სტრუქციული და კონსტრუქციული. როგორც წესი, კონფლიქტი უარყოფითი მნიშვნელობით აღიქმება და ასოცირდება ძალადობასთან, წინააღმდეგობასთან, ბოროტებასთან. სწორედ აქედან გამომდინარე ყალიბდება მისი დე-

სტრუქციული ბუნება, რა დროსაც მსხვერპლი და მატერიალური ზიანი უფრო დიდია. დესტრუქციული კონფლიქტის დროს მხარეები არ ფიქრობენ საერთო სარგებელზე, კომპრომისებსა და თანამშრომლობაზე. მათი მიზანი მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებაა მეორე მხარის გაუთვალისწინებლად.

კონფლიქტის კონსტრუქციული ბუნება კი გულისხმობს მხარეთა ინტერე-

სების მაქსიმალურად დაკმაყოფილების მცდელობას. ამ შემთხვევაში ისინი

ორიენტირებულები არიან როგორც საკუთარი, ისე მოწინააღმდეგე მხარის სურვილებზე და ცდილობენ, მონახონ გზები ორმხრივად სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად. კონსტრუქციული კონფლიქტის დროს სახეზეა თანამშრომლობითი ტენდენციები. მეორე მხრივ, კონფლიქტის კონსტრუქციუ-

ლი ფუნქცია გულისმობს კონფლიქტის პოზიტიურად აღქმას, მისი საჭიროების დაფიქსირებას. იგულისხმება, რომ კონფლიქტის დახმარებით ადამიანები აც-

ნობიერებენ არსებულ პრობლემებს. კონფლიქტმა შეიძლება ხელი შეუწყოს

აუცილებელი ცვლილებების განხორციელებას, უკეთესი გადაწყვეტილების მიღებას. ხშირ შემთხვევაში აუცილებელი ხდება კონფლიქტის გამოაშკარავება, გამძაფრება საიმისოდ, რომ შესაძლებელი გახდეს ცვლილებების განხორციელება.

21


komunikacia da TviTzrunvis praqtika

რა ხდება კონფლიქტის დროს? კონფლიქტის დროს მოვლენები არაშესატყვისად აღიქმება, ადამიანში

ხდება გარკვეული ფსიქოლოგიური ცვლილებები - ის აღიქვამს მხოლოდ იმას,

რაც შეესაბამება მის პოზიციას და თავის სასარგებლო არგუმენტად იყენებს

კონტექსტიდან ამოგლეჯილ მოვლენას ან ფრაზას; საუბრობს არა კონკრეტულ ფაქტებზე, არამედ იყენებს განზოგადებებს და ხშირად ხმარობს სიტყვებს „არასდროს“, „ყოველთვის“; ახასიათებს აზროვნების პოლარიზება, ანუ იკავებს უკიდურეს პოზიციებს (ან. ან); ხედავს დაპირისპირებული მხარის უარყო-

ფით თვისებებს და აკერებს უარყოფით იარლიყებს; ნებისმიერ პრობლემას მოწინააღმდეგე მხარეს მიაწერს და დარწმუნებულია იმაში, რომ დანამდვილებით იცის, თუ რას ფიქრობს მეორე მხარე; უარყოფითი ემოციების გავლე-

ნით მიკერძოებულად აფასებს მოვლენებს და შესაბამის დასკვნები გამოაქვს.

პრაქტიკული დავალება ჯგუფის ზომა: ნებისმიერი

მასალები: ფურცლები, კალმები დრო: 20-40 წუთი

22


komunikacia da TviTzrunvis praqtika

დაყავით მონაწილეები წყვილებად და დაურიგეთ მათ 8 შეკითხვისგან

შედგენილი კითხვარი, რათა ერთმანეთის ინტერვიუირება მოახდინონ.

შეკითხვები: 1. როგორ განსაზღვრავთ კონფლიქტს? (გამოსახეთ ვიზუალურადაც)

2. როგორც წესი, როგორია თქვენი პასუხი ამა თუ იმ კონფლიქტური სიტუაციისას?

3. რა არის ხოლმე თქვენი სიძლიერე კონფლიქტურ სიტუაციებში?

4. კონფლიქტური სიტუაციების გამკლავებისას, რომ შეგეძლოთ თქვენს ქცევებსა ან მიდგომებში შეცვალოთ რაიმე, რა იქნებოდა ეს? რატომ?

5. რა შეიძლება იყოს კონფლიქტის მთავარი შედეგი მხარეებისთვის?

6. რას აკეთებთ, როდესაც ვინმე ცდილობს, თქვენთან კონფლიქტი აირიდოს თავიდან?

7. თქვენ რა შემთხვევაში ეცდებით კონფლიქტის არიდებას?

8. რა შეგიძლიათ გააკეთოთ საიმისოდ, რომ კონფლიქტისადმი თქვენი გარშემომყოფების ჯანსაღ დამოკიდებულებას მიაღწიოთ?

დებრიფინგი: როგორ წარიმართა პროცესი?

რა იყო ის საკითხი, რაშიც წყვილებს შორის აზრები გაიყო?

იყო რაიმე ისეთი საკითხი/მიდგომა, რაც ერთმანეთისგან ისწავლეს/გაიგეს/გაითვალისწინეს?

კონფლიქტის ამგვარად განხილვამ, თუ შეცვალა მონაწილეების დამოკიდებულება ზოგადად, კონფლიქტების მიმართ?

კონფლიქტის შემადგენელი ატრიბუტები კონფლიქტს თავისი შემადგენელი ატრიბუტები გააჩნია. ესენია: კონ-

ფლიქტის ობიექტი, კონფლიქტის მონაწილე მხარეები და გარემო.

კონფლიქტის ობიექტი ის ფასეულობაა, რომლის ნიადაგზეც ხდება ინტე-

რესების შეჯახება. ობიექტი შეიძლება იყოს მატერიალური ან არამატერიალუ23


komunikacia da TviTzrunvis praqtika

რი (ღირებულება, ფასეულობა). ობიექტი ყოველთვის მხარეთა ინტერესთა-

ნაა კავშირში, ამიტომაც კონფლიქტის ობიექტი ყოველთვის შეზრუდულია. მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს კონფლიქტის მიზეზი და კონ-

ფლიქტის წყარო. მიზეზი არის რაიმე მოვლენა, ქცევა, მოთხოვნილება, რაც

განაპირობებს უშუალოდ კონფლიქტური სიტუაციის გაჩენას, კონფლიქტის გამოვლენას ან გააქტიურებას. მოვლენა, რომელიც კონფლიქტს უდევს სა-

ფუძვლად, შესაძლოა, ცრუ საბაბს ეყრდნობოდეს და ძირითადი მიზეზი სხვა

იყოს. კონფლიქტის წყარო უფრო ფართო მოვლენაა, რომელიც ხელს უწყობს

კონფლიქტის ჩამოყალიბებას, განვითარებას, თუმცა, შესაძლებელია, რომ ის არ წარმოშობდეს უშუალოდ კონფლიქტურ სიტუაცას. წყარო მიზეზი

კონფლიქტის მხარეებში იგულისხმება ის მონაწილეები, რომლებიც თა-

ვიანთი მიზნების, ინტერესების და აზრების განსახორციელებლად მოქმედე-

ბენ. მხარეთა რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დონეზე არსებობს კონფლიქტი – პიროვნულ, ოჯახურ, ჯგუფურ, ორგანიზაციულ, საზოგადოებ-

რივ თუ სახელმწიფოებრივ დონეზე. კონფლიქტში შესაძლებელია ჩართული იყოს, როგორც ძირითადი, ისე ირიბი მონაწილეები. ძირითადია მონაწილე, რომელსაც გადამწყვეტი და აქტიური როლი აკისრია კონფლიქტის წარმო-

შობასა და განვითარებაში. ის მიჩნეულია, როგორც ინიციატორი და მის ხელთაა კონფლიქტის შეწყვეტის ბერკეტებიც. თავის მხრივ, ირიბი მონა-

წილეებიც არანაკლებ როლს თამაშობენ კონფლიქტში. ისინი შესაძლოა არ

ჩანდნენ, მაგრამ მათ აქვთ გავლენები, ემხრობიან და აძლიერებენ ძირითად მხარეებს, ზემოქმედებენ კონფლიქტის მიმდინარეობაზე და ა.შ.

კონფლიქტის გარემო ეს არის ის სივრცე, სადაც წარმოიშობა და მიმდი-

ნარეობს კონფლიქტი და ის შეიძლება იყოს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური. 24


komunikacia da TviTzrunvis praqtika

კონფლიქტის ტიპები ინფორმაციული დაკავშირებულია ინფორმაციის სიმცირე/სიჭარბესთან. ინფორმაციის ხარისხი და რაოდენობა, მისი დამახინჯება უმეტეს შემთხვევაში იწვევს კონ-

ფლიქტს, რომელიც ერთ–ერთი დაპირისპირებული მხარისთვის მისაღებია, მეორისთვის - არა.

ინსტიტუციური ესაა კონფლიქტი, წარმოშობილი სტრუქტურული მახასიათებლებიდან გამო-

მდინარე და უკავშირდება წესებს, კანონებს, ნორმებს. კონფლიქტს იწვევს მასში ჩართულ მხარეთაგან დამოუკიდებელი ფაქტორები ან სტრუქტურა – კანონები, დროითი შეზღუდვები, გეოგრაფიული ფიზიკური ფაქტორები, სოციალური როლები.

ღირებულებითი ესაა კონფლიქტი, სადაც ღირებულებები წარმოადგენს ერთგვარ საზომს, თუ

რა არის კარგი/ცუდი, სამართლიანი/უსამართლო, მორალური/ამორალური. დაკავშირებულია რწმენასთან, იდეოლოგიასთან, ტრადიციებთან, ეთიკა-

სთან. როდესაც მხარეთა ღირებულებები არ ემთხვევა ერთმანეთს, ადგილი აქვს კონფლიქტს.

ურთიერთდამოკიდებულებითი ამგვარი კონფლიქტის დროს საქმე გვაქვს მხარეებს შორის ურთიერთქმედებით უკმაყოფილებასთან, ატარებს ემოციურ ხასიათს და უკავშირდება მოლოდინებს, ემოციებს, გრძნობებს, ურთიერთობის მნიშვნელობას.

25


komunikacia da TviTzrunvis praqtika

ინტერესთა კონფლიქტი ამგვარი კონფლიქტის წყარო მოთხოვნილებების რეალური ან წარმოსახვი-

თი შეუთავსებლობაა, რომლის შედეგიც ნეგატიურია. ინტერესი შეიძლება იყოს მატერიალური (შეზღუდული რესურსები), მორალურ–ფსიქოლოგიური

(სამართლიანობა, ჭეშმარიტება) ან პროცედურული (კონფლიქტის გადაჭრის ხერხები, საშუალებები).

ბუნებრივია, კონფლიქტის ეს ხუთი ტიპი ცალსახად არ ვლინდება და

ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმ კონფლიქტურ სიტუაციაში თავს იჩენენ ერთმანეთთან კომბინაციის სახით.

კონფლიქტის ესკალაცია ყველა კონფლიქტი უნიკალურია, მაგრამ ამავე დროს ყოველ მათგანს

აქვს რაღაც საერთო. მაგალითად, მეტნაკლებად ერთნაირია განვითარების ის გზა, რომელსაც გადის კონფლიქტი აღმოცენებიდან უკიდურეს გამძა-

ფრებამდე. ესკალაცია გაძლიერებას, მუქარას, აგრესიას, მტრობას ნიშნავს და მას რეგრესული ხასიათი აქვს, რომელსაც ინტენსიურობის სხვადასხვა დონე გააჩნია. კონფლიქტი ჩვეულებრივ იწყება ინციდენტით, საწყისი ქმე-

დებით და შესაძლოა, დასრულდეს ბრძოლით, შეტაკებით, რაც კონფლიქტის უმაღლეს სტადიაზე მიუთითებს. დესტრუქციული კონფლიქტის დროს სწრა-

ფი ესკალაცია ხდება. ესკალაციას, შეიძლება, სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს: მტრობა სწრაფად გაიზარდოს და ძალის გამოყენების სტადიის მერე დაძაბულობამ იკლოს და მხარეებმა მშვიდობიანი გზა იპოვონ; დაძაბულობა თანმი-

მდევრულად გაიზარდოს, კონფლიქტმა უმაღლეს ეტაპს მიაღწიოს შეტაკება

გარდაუვალი გახდეს და ესკალაციის შეჩერება ვერ მოხერხდეს; ესკალაციამ შეიძლება არ მიაღწიოს შეიარაღებულ შეტაკებას, მაგრამ ხანგრძლივად მი-

მდინარეობდეს, ატარებდეს გაჭიანურებულ ქრონიკულ ხასიათს, რა დროსაც დაფიქსირდეს მტრობის მაღალი ან დაბალი დონე.

26


komunikacia da TviTzrunvis praqtika

კონფლიქტის ესკალაცია ,,ქარბორბალას’’ ანალოგიით ხდება, რა დროსაც ქმედებების თანმიმდევრულობა შემდეგი ტიპის ქცევების სახით გამოიხატება: 6 - შეჯახება 5 - უხეში და უკიდურესი პოზიციები 4 - კომუნიკაციის დამახინჯება 3 - მტრული ალიანსების შექმნა 2 - პრობლემის განვრცობა 1 - საწყისი შენიშვნა ან ქმედება

დეესკალაცია დეესკალაცია ეს არის კონფლიქტის დაძაბულობის ინტენსივობის შემცი-

რება. ესკალაცია წყდება მაშინ, როდესაც ერთი მხარე ფლობს ზეწოლის ბერკეტებს, მისი უპირატესობა უპირობოა და მეორე მხარე იძულებული ხდე-

ბა დათმოს, ან განერიდოს კონფლიქტს. გარდა ამისა, დაძაბულობა იკლებს

მაშინაც, როდესაც მხარეებისთვის კონფლიქტი აუტანელი ხდება, იწურება რესურსები, ხარჯები მიუღებელია და სოციალური მხარდაჭერა არ არსებობს. ყველა ამ ფაქტორიდან გამომდინარე, დგება დეესკალაციის საჭირო-

ება. დეესკალაციის პროცესის დასაწყისში მხარეები იმ აზრამდე მიდიან, რომ უპირატესობის მოპოვება უკვე შეუძლებელია და იწყებენ ფიქრს იმა-

ზე, თუ როგორ მოაგვარონ პრობლემა. საამისოდ, საჭიროა მხარეებს შორის პირდაპირი კონტაქტები არსებობდეს, რა დროსაც უნდა დაისახოს საერთო მიზნები. სწორედ ამგვარად შეიძლება მომზადდეს ნიადაგი შემდგომი ეპატისთვის, რაც გულისხმობს მოლაპარაკებების გამართვას კონფლიქტის გადასაჭრელად.

27


komunikacia da TviTzrunvis praqtika

პრაქტიკული დავალება ჯგუფის ზომა: ნებისმიერი

მასალები: ფურცლები, კალმები დრო: 15-20 წუთი

დაყავით ჯგუფი მცირე ჯგუფებად. მიეცით მათ ინსტრუქცია, რომ ერთ ფურცელზე დაწერონ სიტყვა „კონფლიქტი“, მეორე ფურცელზე - სიტყვა „რეზოლუცია“. დადონ ეს ორი ფურცელი ერთმანეთის მოშორებით. მოიმარაგონ ცარიელი ფურცლები და იმსჯელონ კონფლიქტიდან მის გადაჭრამდე გასავლელ ნაბიჯებზე, საჭირო პროცედურებზე, პროცესებზე. ჩა-

მოწერონ ეს ცალ-ცალკე ფურცლებზე და განათავსონ თანმიმდევრობით ზემოთ ნახსენებ ორ ფურცელს შორის.

დებრიფინგი ▶ როგორ წარიმართა პროცესი?

▶ რა ხდება კონფლიქტის რეზოლუციამდე? რა ნაბიჯებია გასავლელი? ▶ რეზოლუციის შემდეგ კიდევ არსებობს რაიმე ეტაპი? რა შეგვიძლია დავამატოთ?

▶ რაში გამოგვადგება ეს სავარჯიშო და როგორ შეიძლება ის გამოვიყენოთ კონკრეტულ შემთხვევებში?

28


komunikacia da TviTzrunvis praqtika

ქცევითი სტრატეგიები კონფლიქტში კონფლიქტურ სიტუაციაში ქცევითი სტრატეგიის არჩევა დამოკიდებულია

აქტორის მიერ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებასა და სხვისი ინტერესების გათვალისწინებაზე. კონკრეტული სტრატეგიის შერჩევას განაპირობებს საკუთარი მიზნის მიღწევასა და მოწინააღმდეგე მხარესთან ურთიე-

რთობის შენარჩუნებას შორის ბალანსი. მოდით, განვიხილოთ შემდეგი ხუთი

მაღალი

ქცევა: განრიდება, კონკურენცია, თანამშრომლობა, შეგუება, კომპრომისი.

მიზნები

კონკურენცია

თანამშრომლობა

კომპრომისი

დაბალი

განრიდება

დაბალი

შეგუება

კოოპერირება

მაღალი

განრიდება: ესაა პრობლემისგან გაქცევის სტრატეგია. ერთ–ერთი მხარე

არც თანამშრომლობაზე და არც მიზანზე არაა ორიენტირებული და კონ-

ფლიქტური სიტუაციიდან გასვლას ცდილობს. ხშირად მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუ სურთ, რომ სახე არ დაკარგონ ან მაშინ, როცა დარწმუნებულები არიან, რომ კონფლიქტს ვერ დაძლევენ.

კონკურენცია: აქაა ერთი მხარის დომინირება მეორეზე, როდესაც ის ორი-

ენტირებულია მხოლოდ საკუთარ მიზანზე და არა მოწინააღმდეგე მხარე-

სთან თანამშრომლობაზე. ამ შემთხვევაში სახეზეა ნულოვანი ჯამის მქონე შედეგი, როდესაც ერთის გამარჯვება მეორის მარცხს უდრის. ამ სტრატეგიის ძირითადი არსი ბრძოლაა, როდესაც ერთი მხარე მეორე სუსტის დამორჩი29


komunikacia da TviTzrunvis praqtika

ლებას ცდილობს. ძლიერი შეიძლება თვითონაც დაზარალებული გამოვიდეს, მაგრამ მიზანს მაინც მიაღწევს, რადგან მისთვის მთავარი მოწინააღმდეგის დამარცხებაა.

თანამშრომლობა: აქ ყურადღება ექცევა როგორც მიზნებს, ისე თანამ-

შრომლობას. მოლაპარაკების გზით მხარეები მიზნების დაკმაყოფილებაზე თანხმდებიან. აქცენტი კეთდება ორივე მხარის ინტერესების გათვალსწინებაზე.

შეგუება: ესაა დათმობის სტრატეგია, რა დროსაც ნაკლებია მიზანზე ორი-

ენტაცია და პრიორიტეტულია ურთიერთობის შენარჩუნება. ერთი მხარე საამისოდ თმობს თავის ინტერესებს.

კომპრომისი: ამ შემთხვევაში ორივე მხარე ირჩევს საშუალო პოზიციას,

სადაც შეთანხმება მოლაპარაკების გზით მიიღწევა. აქ საქმე არ გვაქვს სა-

კითხის ოპტიმალურ გადაჭრასთან. მხარეებმა რამე რომ მიიღონ, რაღაცის

დათმობა უწევთ. ხშირად ამ შემთხვევაში მხარეები დაუკმაყოფილებლები რჩებიან და არსებობს ვითარების კვლავ კონფლიქტში გადაზრდის რისკი. ეს იმ დროს, როცა ერთ მხარეს უფრო მეტი რამის დათმობა უწევს.

პრაქტიკული დავალება სიტუაცია: ცოლ-ქმარი გეგმავს შვებულებას. ვერ შეთანხმდნენ, თუ სად დაისვენონ: ცოლს ზღვაზე უნდა, ქმარს - მთაში.

დავალება: მიუსადაგეთ სტრატეგიებს და აღწერეთ სიტუაცია თითოეულის შემთხვევაში.

30


komunikacia da TviTzrunvis praqtika

ინსტრუმენტები კონფლიქტის გაგებისა და ანალიზისთვის აისბერგის მოდელი კონფლიქტური სიტუაციის გასააზრებლად და რაციონალურად გასაანა-

ლიზებლად მნიშვნელოვანია მისი ხილული და უხილავი ასპექტების გამიჯვნა. საამისოდ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ე.წ. აისბერგის მოდე-

ლის გამოყენება. როგორც მოგვეხსენება, აისბერგის მხოლოდ მცირე ნაწილი არის წყლის ზემოთ. 90% კი უხილავია.

ასეა კონფლიქტის შემთხვევაშიც - ზედაპირზეა მხარეების პოზიციები,

ანუ ის კონკრეტული მოთხოვნები, რასაც აყენებენ. ხოლო ის ინტერესები და მიზნები, რაც წარმოშობს მათ ამ პოზიციას, ხშირ შემთხვევაში კონფლიქ-

ტის უხილავ მხარეს გვხვდება. აისბერგის მოდელი საშუალებას იძლევა, მოვახდინოთ კონფლიქტის ცნობიერი და ქვეცნობიერი გააზრება. ცნობიერ დონეზე გვხვდება მხარეთა ნებისმიერი ქცევა, განცხადება, პოზიცია - ყველაფერი ის, რაც ზედაპირზეა, რაც ხილულია და რისი აღქმაც ადვილია. ქვეცნობიერში კი მოიაზრება მხარეების დამოკიდებულებები (ატიტუდები), სუ-

რვილები, ფასეულობები, რწმენები, გრძნობები, ემოციები, ფარული გეგმები

და სტრატეგიები, მიზნები, ინტერესები, ინდივიდუალური და კოლექტიური ბექგრაუნდები, მოლოდინები - ყველაფერი ის, რაც ამოფარებულია ხილულ პოზიციას და ერთი შეხედვით შეუმჩნეველია.

კონფლიქტური სიტუაციის მშვიდობიანად გადასაჭრელად მნიშვნელო-

ვანია, რომ მოხდეს ამ ხილული და უხილავი ასპექტების დიფერენცირება

და გამიჯვნა. ამგვარი ქცევა უფრო აადვილებს დაპირისპირებულ მხარეთა ინტერესების თანხვედრას და შეთანხმების პერსპექტივას წარმოშობს.

31


komunikacia da TviTzrunvis praqtika

აისბერგის მოდელი ცნობიერი მხარე

მოქმედებები

პოზიციები

განცხადებები

ფაქტები

ინტერესები

ემოციები

კონტექსტი

სურვილები

აღქმები

მოლოდინები

თვითშეფასებები

ფასეულობები

საჭიროებები

განწყობები

ქვეცნობიერი მხარე

32


komunikacia da TviTzrunvis praqtika

კონფლიქტის ABC სამკუთხედი კონფლიქტის სამკუთხედი გამოიყენება იმისთვის, რათა გაანალიზდეს

კონფლიქტის ბაზისური ელემენტები, ვინაიდან სწორედ ამ ელემენტების ურთიერთქმედება ქმნის ხშირ შემთხვევაში კონფლიქტს.

გარემო - კონტექსტი, ის ობიექტური რეალობა, სადაც მიმდინარეობს კო-

ნფლიქტი.

ქცევა - კონფლიქტში ჩათული მხარეების ქმედებები, მათი კომუნიკა-

ცია, როგორც ვერბალური, ისე არავერბალური მეთოდებით, გამოყენებული სტრატეგიები.

განწყობა - მხარეების წარმოდგენები ერთმენთზე, სტერეოტიპები,

გრძნობები.

სამკუთხედის თოთოეული კომპონენტი განაპირობებს კონფლიქტის ტრა-

ნსფორმაციას, ვინაიდან ისინი ერთმანეთზე ზემოქმედებენ - განწყობას აყა-

ლიბებს ქცევა, ქცევა კი მიმდინარეობს კონკრეტულ ობიექტურ რეალობაში. მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტში ჩართული თითოეული მხარისთვის შე-

იქმნას ეს სამკუთხედი, ასევე განისაზღვროს მათი დამოკიდებულებები ამ სამკუთხედის მიმართ. ბოლოს კი მოხდეს შედარება. როგორც წესი, მხარე-

ებს განსხვავებული ხედვები აქვთ კონფლიქტის მიზეზებზე, პრობლემაზე, ისტორიაზე. განსხვავებულია მათი პრიორიტეტები. ამის გათვალისწინებით, ეს სამკუთხედი შეხედულებების გაზიარებას და სწორი წარმოდგენების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

ქცევა | BEHAVIOUR

ხილული

უხილავი

დამოკიდებულება | ATTITUDE

კონტექსტი | CONTEXT

33


komunikacia da TviTzrunvis praqtika

პრაქტიკული დავალება ჯგუფის ზომა: ნებისმიერი მასალები: არაფერი დრო: 15-20 წუთი

ტრენერი/ფასილიტატორი დგება ოთახის შუაში და ამბობს: - „მე ვარ კონფლიქტი. დააყენეთ თქვენი თავი ჩემთან მიმართებაში ოთახის იმ

ადგილზე, როგორადაც, ზოგადად, რეაგირებთ/იქცევით კონფლიქტურ სიტუაციებში. გაითვალისწინეთ სხეულის ენა, ჩემგან მანძილი.“

დებრიფინგი ▶ რატომ დგახართ იქ, სადაც დგახართ? ▶ რა შეგაცვლევინებდათ ადგილს?

▶ მას შემდეგ რაც დაფიქრდებოდით კონფლიქტებზე, გაანალიზებდით, განიხილავდით მის ბუნებას, თუ შეიცვლიდით ადგილს და თუ კი, სად დადგებოდით?

34


komunikacia da TviTzrunvis praqtika

პრაქტიკული დავალება ჯგუფის ზომა: ნებისმიერი

მასალები: ფლიპჩარტი, მარკერები დრო: 15-20 წუთი

ფლიპჩარტზე დახატეთ სამიზნე რგოლი ისე, რომ შიგთავსი სამ ნაწილად იყოფოდეს. პირველ შრეს დააწერეთ გუნდის წევრი, მეორე შრეს - გუნდი, მესამეს - კომპანია/ორგანიაცია/თემი/სოციუმი. დასვით შეკითხვა: „კო-

ნფლიქტის ეფექტურად მოგვარება რა გავლენას ახდენს წევრზე, გუნდზე და კომპანიაზე?

შესაძლებელია გაკეთეს მეორე იმდაგვარი სამიზნე, იგივე წარწერებით. ამ შემთხვევაში შეკითხვა იქნება: „კონფლიქტის დესტრუქციული განვითარება როგორ აისახება წევრზე, გუნდზე და კომპანიაზე?“ პასუხები ჩაწერეთ შესაბამის ველში და გაანალიზეთ. კომპანია

გუნდი

გუნდის წევრი

დებრიფინგი ▶ შენი, როგორც გუნდის წევრის, კონფლიქტის გადაჭრის უნარები როგორ გეხმარება გუნდში მუშაობისას? როგორ ეხმარება ეს მთლიან გუნდს?

▶ მთლიანი გუნდის უნარს, გაუმკლავდეს კონფლიქტურ სიტუაციებს, რა გავლენა აქვს ორგანიზაციაზე?

35


komunikacia da TviTzrunvis praqtika

მოლაპარაკების წარმოების ხელოვნება

მოლაპარაკება, ესაა პროცესი, რომელიც მიმართულია განსხვავებული

მიზნებისა და არათავსებადი ინტერესების დასაძლევად და სადაც დაპი-

რისპირებული მხარეები სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ შეთანხმებამდე მისვლას.

მოგვწონს თუ არა ჩვენ, ყველანი ყოველდღიურ ცხოვრებაში მომლაპარა-

კებლები ვართ. საუბრები უფროსთან, ვაჭრობა ბაზარში, საუბრები მშობლებ-

თა, შვილებთან - ყველაფერი ეს მოლაპარაკებებია და თითოეული ჩვენგანი ყოველ დღე ჩართულები ვართ მოლაპარაკებების პროცესში ისე, რომ ვერც კი ვაცნობიერებთ ამას. მოლაპარაკება ესაა კომუნიკაციის პროცესი შეთანხმების მისაღწევად მხარეებს შორის. სულ მეტი და მეტი სიტუაცია საჭი-

როებს მოლაპარაკებებს იმიტომ, რომ ადამიანებს არ სურთ მიიღონ სხვების მიერ ნაკარნახევი პირობები. ერთი შეხედვით, ადამიანებს მოსალაპარაკებლად ორი გზის არჩევა უწევთ - ან ხისტი, ან რბილი მეთოდი. რბილ მომლაპარაკებელს სურს, რომ აირიდოს პირადი კონფლიქტი და შეთანხმების მისაღ-

წევად თმობს. შედეგად, ხშირად თავს გამწარებულად და გამოყენებულად

გრძნობს ამის გამო. ხისტ მომლაპარაკებელს ნებისმიერი სადავო სიტუაცია

ესახება, როგორც სურვილებს შორის შეჯიბრი, სადაც უკიდურესი პოზიცია უკავია და სურს მხოლოდ გამარჯვება ნებისმიერ ფასად. ისმის შეკითხვა, 36


komunikacia da TviTzrunvis praqtika

რომელი მეთოდით უმჯობესია მოლაპარაკების წარმართვა? პასუხია - არცერთი. არსებობს მესამე გზა, რომელსაც პრინციპულ მოლაპარაკებებს ვუწო-

დებთ და რომლის დროსაც მიდგომა ხისტია პრობლემის მიმართ და რბილია

ადამიანების მიმართ. ამგვარი მოლაპარაკების მიზანია საერთო სარგებლის მიღწევა, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლიან ობიექტურ სტანდა-

რტებზე და არა რომელიმე მხარის სურვილებზე. ამ ტიპის მოლაპარაკებები ოთხ მთავარ ამოსავალ წერტილს ეფუძნება. ესენია: ადამიანი - ადამიანის განცალკევება პრობლემისგან. ინტერესი - ფოკუსირება ინტერესზე და არა პოზიციაზე. ვარიანტები - სხვადასხვა შესაძლებლობისა და ალტერნატივის განვითარება. კრიტერიუმები - შედეგის დაფუძნება ობიექტურ სტანდარტებზე.

მოლაპარაკებები პოზიციურ ვაჭრობასთან ასოცირდება, რა დროსაც ვაჭ-

რობის სადავო საკითხები ფასებთან არის დაკავშირებული. წარმატებული ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც გამარჯვება, მოგება, ხოლო წარუმატებელი - დამარცხება, წაგება. ამ შემთხვევაში ქცევითი სტრატეგიები - გან-

რიდება, კონკურენცია, შეგუება/დათმობა, თანამშრომლობა და კომპრომისი თამაშის თეორიის ფარგლებში განიხილება და ისინი მოგება-წაგების ტერ-

მაღალი

მინებით გამოიხატება. (იხილეთ გრაფიკა)

კონკურენცია

თანამშრომლობა

მიზნები

მოგება-წაგება

მოგება-მოგება

კომპრომისი მოგება-მოგება წაგება-წაგება

დაბალი

განრიდება

შეგუება

წაგება-წაგება მოგება-მოგება

დაბალი

წაგება-მოგება

კოოპერირება 37

მაღალი


komunikacia da TviTzrunvis praqtika

რა ხდება მაშინ, როდესაც ოპონენტი უკეთეს სავაჭრო პოზიციაში იმყო-

ფება? არის უფრო ძლიერი, უფრო მდიდარი და ყველა ბერკეტი მის მხარე-

საა? ამ შემთხვევაში საუკეთესო საშუალება თავდაცვაა, საამისოდ კი ეფექურ ტექნიკას წარმოადგენს უკანასკნელი ხაზის დაწესება, რაც გულისხმობს იმ ე.წ. ლიმიტების გასაზღვრას, რასაც არავითარ შემთხვევაში არ გადავაბიჯებთ მოლაპარაკების დროს და ეს ლიმიტები კი წესდება შინაგანად, ჩვე-

ნთვის. მაგალითად, თუ ვყიდულობთ რაიმეს, უკანასკნელი ხაზი იქნება იმ

მაქსიმუმი თანხის დასახელება, რასაც გადავიხდიდით და თუ ვყიდით, მაშინ მინიმალური თანხის განსაზღვრა, რასაც მივიღებდით. ჩვენ, შესაძლოა, ბი-

ნას ფასი დავადოთ 70 ათასი, მაგრამ ჩვენთვის შინაგანად მისაღები იყოს 60 ათასიც. უკანასკნელი ხაზის დაწესება გვიცავს ოპონენტის წნეხისგან და იმგ-

ვარი გადაწყვეტილების მიღებისგან, რასაც შემდგომში ვინანებთ. ერთხელ დათქმული უკანასკნელი ხაზი არის მტკიცე და არ იცვლება. ამ ტექნიკის უარყოფითი მხარე არის ის, რომ არ იძლევა სხვადასხვა ალტერნატივის გა-

ნხილვის საშუალებას. მაგრამ თუ ვირჩევთ უკანასკნელი ხაზის ტექნიკას, შემდეგ სხვადასხვა ვარიაციის განხილვა აღარ უნდა მოხდეს. ამ ტექნიკის დადებითი მხარე ისაა, რომ გვარიდებს ყველაზე მიუღებელ გადაწყვეტილებას.

რა უნდა მოვიმოქმედოთ იმ შემთხვევაში, თუ ამ უკანასკნელი ხაზის და-

წესებით შეთანხმება ვერ მიიღწევა? თუ არ გაიყიდა სახლი თვეობით, რას ვაკეთებთ? უსასრულოდ უნდა იყიდებოდეს? უნდა დავანგრიოთ? უნდა გავაქირავოთ? სხვა ვაცხოვროთ? ესენია ალტერნატივები, რომელიც უნდა მი-

ვუსადაგოთ და შევადაროთ იმ საფასურს, რაც მყიდველმა შემოგვთავაზა. შესაძლებელია ბინის 50 ათასად გაყიდვა უფრო გვიღირდეს, ვიდრე განუ-

საზვრელად გასაყიდი სტატუსი ქონდეს მას. აქედან ჩანს, რომ უკანასკნელი

ხაზის დაწესება ყოველთვის არ ასახავს ჩვენს ინტერესებს. მოლაპარაკების მიზანი ყოველთვის არის ის, რომ მივიღოთ იმაზე უკეთესი შედეგი, რაც მოლაპარაკების არგამართვის შემთხვევაში გვექნებოდა. ბატნა – მოლაპარაკე-

ბის შედეგების საუკეთესო ალტერნატივა – ეს ალტერნატივა ის სტანდარტია, რომელთან მიმართებაშიც უნდა განიხილებოდეს ნებისმიერი შემოთავაზე-

ბა. მოლაპარაკებებისას თუ არ ვფიქრობთ იმაზე, როგორ ვიმოქმედებთ, თუ მოლაპარაკებები ჩავარდა, მაშინ ჩვენ თვალდახუჭული ვმოქმედებთ. 38


komunikacia da TviTzrunvis praqtika

რატომაა მთავარი მოლაპარაკებების წინ არსებობდეს ბატნა და არ არსე-

ბობდეს იმგვარი დამოკიდებულება, რომ თუ ჩაიშალა მოლაპარაკება, მერე გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე? წარმოვიდგინოთ, ვიმყოფებით სამსახურის თაობაზე გასაუბრებაზე. როგორ წარიმართება მოლაპარაკება იმ შემთხვე-

ვაში, თუ ჩვენ სამსახურის სხვა შემოთავაზებებიც გვაქვს და თუ არ გვაქვს შემოთავაზება? მოლაპარაკებისას იმ ალტერნატივების არსებობა, თუ რო-

გორ მოვიქცევით, თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მნიშვნელოვნად გვაძ-

ლიერებს ჩვენ. თუმცა, ეს მიმზიდველი ალტერნატივები ასე თავისთავად არ არსებობს ჰაერში და ის თავად უნდა განვავითაროთ. ბატნას ფორმირება სამ ეტაპს მოიცავს: 1. იმ ქმედებების სიის შედგენა, რასაც მოვიმოქმედებთ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში – ვთქვათ, X კომპანიამ არ აგვი-

ყვანათ სამსახურში. რას ვიზამთ? Y-ში დავიწყებთ მუშაობას? სხვა ქალაქში მოვძებნით სამსახურს? საკუთარ ბიზნესს დავიწყებთ? 2. ალტერნატივების გაფილტვრა, ყველაზე საიმედო ალტერნატივების გადარჩევა, განვითარე-

ბა და პრაქტიკულ ალტერნატივად ქცევა. მაგალითად, ზემოთ განხილული ბატნა სხვა ქალაქში სამსახურის ძებნასთან დაკავშირებით, შესაძლებელია საერთოდაც არ გვაწყობეს ჩვენი ოჯახური მდგომარეობის გამო. ამიტომ გაფილტვრის პროცესში ის გამოირიცხებოდა. ამგვარად უნდა მოხდეს

რეალისტურობის მიხედვით თითოეული ბატნას შეფასება. 3. საუკეთესო ალტერნატივის ამორჩევა. ჩვენ უკვე განვავითარეთ ბატნა და ყველა სხვა შემოთავაზება უნდა განვსაჯოთ მასთან მიმართებაში. რაც უფრო უკეთესია

ბატნა, მით მეტი შესაძლებლობა გვაქვს, სასურველი კუთხით მოვატრიალოთ მოლაპარაკება. ბატნას არსებობა მეტ თვითდაჯარებულობას გვმატებს.

ისმის შეკითხვა, უნდა გავაცნოთ თუ არა ბატნა ოპონენტს? თუ ბატნა

ძალიან მიმზიდველია,

მაგალითად, სხვა მყიდველი გველოდება მეორე

ოთახში, ჩვენს ინტერესშია, რომ მეორე მხარემ გაიგოს ამის შესახებ. კა-

რგი იქნება, თუ ოპონენტის ბატნის შესახებაც გავიგებთ, რათა შევადაროთ

ის ჩვენსას, განვსაზღვროთ, რა მოლოდინები აქვს ჩვენგან. თუ მისი ბატნაც მიმზიდველია, დავუკლოთ მის მიმზიდველობას.

39


komunikacia da TviTzrunvis praqtika

მაგალითი: ქვემოთ გრაფიკულად ილუსტრირებულია მოლაპარაკება მყიდველსა და გა-

მყიდველს შორის და მოლაპარაკების საგანია გასაყიდი ავტომობილის ფასი. გა-

მყიდველი მას აფასებს 10 ათას დოლარს. მყიდველისთვის ყიდვის სასურველი ფასია 5 ათასი დოლარი. მყიდველს აქვს ავტომობილის ყიდვის სხვა ვარიანტიც

და იმ შემთხვევაში მას 7500 დოლარს უფასებენ. შესაბამისად, თუ ამ შემთხვევაში გამყიდველმა მყიდველს 7500 ნაკლებად არ მიჰყიდა მანქანა, მყიდველისთვის 7500 იქნება ბატნა - საუკეთესო ალტერნატივა. ამავე დროს, მყიდველს სურს, რომ ამ მოლაპარაკების შედეგი უკეთესი იყოს, ვიდრე მისი ბატნაა, ანუ იყიდოს

მანქანა 7500-ზე ნაკლებად და ამიტომ სასურველ ფასად ასახელებს 5 ათასს. თუ

გამყიდველს ეყოლება სხვა კლიენტი, რომელიც მის მანქანაში 8 ათასს იხდის, ეს იქნება გამყიდველის ბატნა. ამ სცენარში შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი

იქნება, რადგან მათ არ ექნება პოტენციური შეთანხმების ზონა - გამყიდველი

არ გაყიდის თავის ბატნაზე, 8 ათასზე ნაკლებად, მყიდველი არ იყიდის თავის ბატნაზე, 7500-ზე მეტად. ხოლო თუ დავსახავთ იმგვარ სცენარს, სადაც გაყიდ-

ველს ჰყავს სხვა კლიენტი, რომელიც მანქანაში 6 ათასს იხდის, ამ შემთხვევაში უკვე ჩნდება პოტენციური შეთანხმების ზონა (6000-დან 7500-მდე დიაპაზონი) და

მხარეებს უკვე ექმნებათ შეთანხმების პერსპექტივა. (იხილეთ ამ სიტუაციის გრაფიკული გამოსახულება)

6 000 $ გამმყიდველის უარესი შემთხვევა

გამყიდველის ბატნა

10 000 $ გამმყიდველის სასურველი ფასი

გამყიდველის შეთანხმების დიაპაზონი პოტენციური შეთანხმების ზონა

მყიდველის შეთანხმების დიაპაზონი 5 000 $ მყიდველის სასურველი ფასი

მყიდველის ბატნა

7 500 $ - ბატნა მყიდველის უარესი შემთხვევა

40


komunikacia da TviTzrunvis praqtika

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარეს შეუვალი პოზიცია აქვს და მხო-

ლოდ საკუთარი სარგებელზე ფიქრობს? რა ხდება მოლაპარაკებების დროს, როცა შეთანხმების მიღწევა ჭირს? აყენებთ წინადადებას, მეორე მხარე არ ეთა-

ნხმება, საპასუხო წინადადებას აყენებს, თქვენ უარესით პასუხობთ მას და ა.შ.

პროცესს სპირალის ფორმა აქვს. ამ შემთხვევაში გთავაზობთ ჯუჯითსუ ტექნიკის

გამოყენებას, რაც გულისხმობს შემდეგს: არ უპასუხოთ დარტყმას დარტყმითვე. როდესაც მეორე მხარე აფიქსირებს საკუთარ პოზიციას, არ უარყოთ ის. ნაცვლად

საპასუხო დაპირისპირებისა, გაიხედეთ მისი პოზიციის მიღმა, უფრო შორს და ეძებეთ იქ ინტერესები. ამ შემთხვევაში ნუ გაექცევით კრიტიკას და თავგამოდებით ნუ დაიცავთ თქვენს იდეებს. მათ კრიტიკას კონსტრუქციული მიმართულე-

ბა მიეცით. ჰკითხეთ რჩევა, რას იზამდნენ თქვენს ადგილას რომ ყოფილიყვნენ.

თქვენი პრობლემის მონაწილე და გამზიარებელი გახადეთ ის. ნუ ჩათვლით, რომ მათი კრიტიკა მიმართულია პერსონალურად თქვენდამი - ისინი უტევენ პრობლემას, იდეებს და არა თქვენ. გამოიყენეთ შეკითხვები, ნაცვლად განცხადებე-

ბისა, ვინაიდან განცხადებები იწვევს წინააღმდეგობას, შეკითხვები - პასუხებს. შეკითხვის ფორმით მოახდინეთ თქვენი პოზიციის ფორმულირება. გახსოვდეთ, სიჩუმეს დიდი ძალა აქვს. როცა გიტევენ, სჯობს სიჩუმე, ვიდრე საპასუხო შეტევა.

სიჩუმე უხერხულ არაკომფორტულ მდგომარეობაში ჩააგდებს მოწინააღმდეგეს და უკეთესი შემოთავაზების და კურსის ცვლილების შანსი ჩნდება.

შეკითხვები, რომლებიც უნდა დაისვას მოლაპარაკებების წინ: ⦁ ვინაა მოწინააღმდეგე მხარე და რა სურს რეალურად მას? ⦁ რა არის ჩემი ინტერესი?

⦁ რას მოვიმოქმედებ, თუ შეთანხმება ვერ შედგება? რა არის ჩემი ბატნა? ⦁ კომუნიკაციის რომელ საუკეთესო საშუალებს გამოვიყენებ?

⦁ რამ შეიძლება შეუშალოს ხელი შეთანხმებას და როგორ შეიძლება ამის აცილება?

⦁ რა წესები არსებობს?

41


komunikacia da TviTzrunvis praqtika

7 რამ, რაც გჭირდებათ ყოველი მოლაპარაკების წინ

მიზანი

ნდობა

ბექგრაუნდ ინფორმაცია

სიმტკიცე

ობიექტურობა

გეგმა

პრაქტიკა

შეკითხვები, რომლებიც უნდა დაისვას მოლაპარაკების პროცესში ⦁ რითი ახსნით თქვენს პოზიციას? ⦁ რა მიზეზით არ მეთანხმებით?

⦁ რატომ თვლით, რომ თქვენი მოთხოვნები სამართლიანი და გონივრულია? ⦁ რატომ არის თქვენი მოთხოვნები ასე მნიშვნელოვანი?

⦁ ჩემი წინადადების რომელ ნაწილთან გაქვთ პრობლემა?

⦁ რა იქნება საუკეთესო გამოსავალი, რასაც შეგვიძლია მივაღწიოთ? ⦁ რას ითხოვთ ჩემგან?

⦁ არის რაიმე, რაც უნდა ვიცოდე დამატებით?

7 რამ, რაც უნდა მოიმოქმედოთ მოლაპარაკების პროცესში ⦁ მოიპოვეთ ინფორმაცია

⦁ შეამოწმეთ ინტერესის და გაგების დონე ⦁ განსაზღვრეთ ქცევის სტილი ⦁ გამოიწვიეთ ჩართულობა ⦁ გაეცით ინფორმაცია

⦁ შეამცირეთ დაძაბულობა

⦁ გაეცით პოზიტიური იმპულსები (ზრუნვა, იუმორი)

42


komunikacia da TviTzrunvis praqtika

სიტუაციური თამაში ჯგუფის ზომა: ნებისმიერი

მასალები: ფლიპჩარტი, მარკერი დრო: 40-50 წუთი

სიტუაცია ეხება მოლაპარაკებას სამ ადამიანს - ფაბრიკის მფლობელს, პირველი კომპანიის და მეორე კომპანიის წარმომადგენელს შორის.

(სცენარი იხილეთ ქვემოთ) დაყავით ჯგუფი სამი ადამიანისგან შემდგარ მცირე ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფში გადაუნაწილეთ მონაწილეებს რო-

ლები და დაურიგეთ მათ მათთვის განკუთვნილი სცენარი. ამის შემდგომ მცირე ჯგუფები გაუშვით მოსალაპარაკებლად და მიეცით დრო, დაახლოებით, 20 წუთი. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განიხილეთ თითოეული მცირე ჯგუფის შედეგი და ჩამოწერეთ ეს შედეგები ფლიფჩარტზე. გაანალიზეთ მოლაპარაკების პროცესი.

დებრიფინგი ▶ როგორ წარიმართა პროცესი?

▶ რა შედეგით დასრულდა მოლაპარაკებები? ▶ რა ტექნიკებს იყენებდით?

▶ კმაყოფილები ხართ შედეგით?

▶ რისი გაკეთება შეიძლებოდა სხვაგვარად?

სცენარი თოთოეული როლისთვის მფლობელი: თქვენ ფლობთ მეფრინველეობის ფაბრიკას, სადაც ზრდით და უვ-

ლით სხვადასხვა სახეობის ფრინველს და ჰყიდით როგორც ხორცს, ისე კვერცხს. რეგიონში თქვენ ამ პროდუქტების უმსხვილესი მიმწოდებელი ხართ. ამ სეზონ-

ზე 10 000 ცალი კვერცხი გაქვთ გასაყიდად, რომლის მთლიანად გაყიდვის კარგი ფასია 7 000 ლარი. მაგრამ რა თქმა უნდა, რაც მეტ ფულს მიიღებთ, მით უკეთე-

სია. ახლა თქვენ ხვდებით ორ კომპანიას, რომლებსაც სურთ, იყიდონ კვერცხის მთლიანი რაოდენობა. შეეცადეთ, მიჰყიდოთ თქვენთვის საუკეთესო ფასად. 43


komunikacia da TviTzrunvis praqtika

კომპანია 1: თქვენ წარმოადგენთ ფარმაცევტულ კომპანიას, რომელსაც კონკრეტული სახეობის მედიკამენტის საწარმოებლად სჭირდება კვერცხი. ესაა საკმაოდ ცნობილი და უებარი პრეპარატი, რომელიც მზადდება კვერცხის ნაჭუჭის-

გან და ფართო გამოყენებაშია. სასურველი რაოდენობა, რასაც შეიძენთ, არის

10 000 ცალი კვერცხი. მაქსიმალური თანხა კი, რომელსაც გადაიხდით, არის 10 000 ლარი, მაგრამ თქვენი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება იაფად იყიდოთ ის.

თქვენ იცით, რომ არსებობს კიდევ ერთი მყიდველი კომპანია, რომელიც მზადაა, იყიდოს იმდენივე რაოდენობის კვერცხი, რამდენიც თქვენ გსურთ. ის ფაბრიკა კი, რომელთანაც თქვენ აწარმოებთ მოლაპარაკებებს, არის ერთადერთი გა-

მყიდველი მოცემულ მომენტში, რომელსაც აქვს საჭირო რაოდენობის კვერცხი გასაყიდად. ახლა თქვენ ხვდებით მეორე კომპანიის წარმომადგენელს და მეფრინველეობის ფაბრიკის მფლობელს, რათა მიიღოთ მეტი ინფორმაცია და აწა-

რმოოთ მოლაპარაკებები ფასთან დაკავშირებით. შეეცადეთ, გადაიხადოთ, რაც შეიძლება, ნაკლები.

კომპანია 2: თქვენ ხართ საკონდიტრო კომპანიის წარმომადგენელი, რომელსაც ტკბილეულობის დასამზადებლად სჭირდება კვერცხი. თქვენი ეკლერები, რომ-

ლის დასამზადებლადაც თქვენი საიდუმლო რეცეპტით იყენებთ ცილაგაცლილ კვერცხის გულს, მთელს ქალაქშია ცნობილი. სასურველი რაოდენობა, რისი შეძენაც გსურთ, არის 10 000 ცალი კვერცხი. მაქსიმალური თანხა კი რომელსაც გადაიხდით, არის 15 000 ლარი, მაგრამ თქვენი ამოცანაა, რაც შეიძლება ნაკლე-

ბი გადაიხადოთ. თქვენ იცით, რომ არსებობს კიდევ ერთი მყიდველი კომპანია, რომელიც მზადაა იყიდოს იმდენივე რაოდენობის კვერცხი, რამდენიც თქვენ

გსურთ. ის ფაბრიკა კი, რომელთანაც თქვენ აწარმოებთ მოლაპარაკებებს, არის ერთადერთი გამყიდველი მოცემულ მომენტში, რომელსაც აქვს საჭირო რაოდენობის კვერცხი გასაყიდად. ახლა თქვენ ხვდებით მეორე კომპანიის წარმომადგენელს და მეფრინველეობის ფაბრიკის მფლობელს, რათა მიიღოთ მეტი ინ-

ფორმაცია და აწარმოოთ მოლაპარაკებები ფასთან დაკავშირებით. შეეცადეთ, გადაიხადოთ, რაც შეიძლება, ნაკლები.

44


komunikacia da TviTzrunvis praqtika

45


komunikacia da TviTzrunvis praqtika

არაძალადობრივი კომუნიკაცია - NVC

46


komunikacia da TviTzrunvis praqtika

არაძალადობრივი კომუნიკაცია, ესაა მოდელი იმის შესახებ, თუ როგორ

მოვისმინოთ ემპათიურად და გავცეთ ავთენტური გრძნობები და საჭიროე-

ბები. ჩვენ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ ჩვენი მხრიდან განხორციელებულ

ძალადობას, ვინაიდან სათანადოდ არ გვესმის ძალადობის მნიშვნელობა. ძალადობად მივიჩნევთა ჩხუბს, ბრძოლას, ომს. და როცა ამგვარ ქმედებებს არ ჩავდივართ, გვგონია, რომ არ ვძალადობთ. თუმცა, ყველანაირი დაძა-

ბულობის საწყისი ენა, სიტყვები და საუბარია. თუ საკუთარ თავს შევცვლით

მშვიდობისმყოფელური ბუნებისკენ, სამყაროც ჩვენს გარშემო შეიცვლება.

ჩვენი თავის შეცვლა და სალაპარაკო ენისა და კომუნიკაციის მეთოდებიც ცვლილებით იწყება.

არაძალადობრივი კომუნიკაცია ესაა ლაპარაკისა და მოსმენის, ფიქრისა

და საუბრის კომბინაცია. ის ოთხი ძირითადი პროცესისგან შედგება. ესენია: დაკვირვება, გრძნობები, საჭიროებები და თხოვნა.

დაკვირვება ესაა კონკრეტული ქმედებები, რასაც ჩვენ ვხედავთ და რაც ვნებს ჩვენს კე-

თილდღეობას. ჩვენი მიზანია, რომ სხვა ადამიანმა ეს მისი ეს ქცევა შეცვალოს და ამ მიზნით ვაჟღერებთ შესაბამის სათქმელს. არაძალადობრივი კომუნიკაცია შედგება, თუ სათქმელს იმგვარად გავაჟღერებთ, რომ მსმენელმა ადექ-

ვატურად აღიქვას ის და პასუხად მივიღოთ ქცევის შეცვლა და არა აგრესია. ამას მივაღწევთ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს სათქმელში არ ჩავაქსოვთ შეფა-

სებით ნარატივს. დაკვირვება უნდა გაიმიჯნოს შეფასებისგან, განსჯისგან, დი-

აგნოზის დასმისგან, კრიტიკისგან. თავი უნდა შევიკავოთ გაზვიადებისგან და

განზოგადებისგან (ყოველთვის, არასდროს, ხშირად). დაკვირვება უნდა იყოს დროისა და კონტექსტის ადექვატური.

გიორგი აგრესიულია - შეფასება

გიორგიმ თავისი უმცროსი და სცემა, როცა მან ტელევიზორი გადართო - დაკვირვება

ბიცოლაჩემი ხშირად მეწუწუნება - განზოგადება/შეფასება

ბიცოლაჩემმა ამ კვირაში სამჯერ დამირეკა და ყოველ ჯერზე მელაპარაკებოდა ადამიანებზე, ვინც, მისი აზრით, კარგად არ იქცეოდნენ - დაკვირვება 47


komunikacia da TviTzrunvis praqtika

გრძნობები რას ვგრძნობთ, როცა დაკვირვების შედეგად ვხედავთ კონკრეტულ ქმედებას? აქ მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი გრძნობების მიზეზი არაა

სხვა ადამიანის ქცევა, არამედ მიზეზი ჩვენივე საჭიროებებია. საქმე არ ეხება იმას, რომ სხვა ადამიანმა რაღაც მოიმოქმედა და მე ეს მეწყინა, არამედ სა-

კვანძო მომენტია, მე როგორ აღვიქვი სხვისი ეს ქმედება ჩემი საჭიროებიდან გამომდინარე და რა ემოცია გამოიწვია ამან ჩემში. მნიშვნელოვანია, გავაც-

ნობიეროთ, რომ ჩვენს გრძნობებზე პასუხისმგებლობა არ ავირიდოთ და არ დავაკისროთ ის სხვა ადამიანს.

სხვისი დადანაშაულება ჩემი

„მწყინს, როცა ოთახს არ ალაგებ“

გრძნობების გამო

„მაბრაზებ, როცა შენს ძმას სცემ“

„მშობლებს სწყინთ, როცა სკოლაში ცუდ ნიშნებს იღებ“ - ბავშვის ქმედება არის მშობლის ბედნიერება-უბედურების მიზეზი. თუ ბავშვი შეცვლის ქცევას

და კარგ ნიშანს მიიღებს, არა იმიტომ, რომ მას უნდა, არამედ იმიტომ, რომ მშობელი გააბედნიეროს.

საჭიროებები რაც იწვევს ჩვენი გრძნობების გაჩენას. სხვისი ქმედება არის უბრალოდ სტიმული და არა მიზეზი ჩვენი გრძნობებისა. ჩვენი გრძნობა კი ყალიბდება მხო-

ლოდ იმის მიხედვით, თუ როგორ ვირჩევთ, რომ მივიღოთ სხვისი ესა თუ ის

ნათქვამი ან ქმედება. ესაა იმ მომენტისთვის არსებული ჩვენივე საჭიროებები

და მოლოდინები. სწორედ აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მკაფიოდ გავაცნობიეროთ ჩვენივე საჭიროებები. როცა ვაკრიტიკებთ ან ვადანაშაულებთ სხვას, ისინი ენერგიას თავდაცვასა და საპასუხო კრიტიკაზე მომართა-

ვენ, ნაცვლად ქმედების შეცვლისა. როცა აქცენტს გავაკეთებთ იმაზე, თუ რა გვჭირდება და არა იმაზე, რა გააკეთა სხვამ ცუდი, შეთანხმება უფრო ადვილია. როცა ცხადად დავუკავშირებთ ჩვენს ემოციებს ჩვენს საჭიროებებს, უფრო თანაგრძნობით გვიპასუხებს.

48

სხვა


komunikacia da TviTzrunvis praqtika

იმედი გამიცრუე, გუშინ რომ არ მოხვედი - დადანაშაულება

გუშინ იმედი გამიცრუვდა, რომ არ მოხვედი, რადგან მსურდა, შენთვის რაღაც მნიშვნელოვანი მომეყოლა - საჭიროება

მაბრაზებ, როცა კომპანიის დოკუმენტებს საკონფერენციო დარბაზში ტოვებ - დადანაშაულება

ვბრაზდები, როცა კომპანიის დოკუმენტებს საკონფერენციო დარბაზში ტო-

ვებ, რადგან მჭირდება მათი უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა - საჭიროება

თხოვნა ზემოთ განხილული სამი პროცესიდან გამომდინარე კონკრეტული ქმედე-

ბისკენ მოწოდება საიმისოდ, რათა მივაღწიოთ ჩვენს კეთილდღეობას. უნდა

ჩამოვაყალიბოთ ნათელი და კონკრეტული მოწოდება. ამისთვის კი საჭიროა ნათლად გვქონდეს გაცნობიერებული ჩვენივე საჭიროებები. გამოვიყენოთ პოზიტიური სალაპარაკო ენა - გავაჟღეროთ ის, რაც გვინდა რომ გაკეთდეს

და ნაცვლად იმისა, რაც არ გვინდა, რაც ცუდია და რაც უნდა შეწყდეს. სხვამ ჩვენი ეს თხოვნა არ უნდა აღიქვას, როგორც მოთხოვნა. თხოვნა აღქმულია მოთხოვნად მაშინ, როცა სხვას ჰგონია, რომ კონკრეტული ქმედების არ გაკე-

თების შემთხვევაში მას დასჯიან ან გააკრიტიკებენ. „მე მინდა, რომ კარადაში

დადო ტანსაცმელი, როცა გაიხდი’’ - ეს თხოვნაა თუ მოთხოვნა, გავიგებთ იმის მიხედვით, როგორ მოვექცევით მას, თუ ეს არ შეასრულა. ზოგადად, რაც მეტ მოთხოვნას გებულობენ, მით ნაკლებად უნდათ ჩვენთან და მით მეტად ღიზიანდებიან. უკეთესი შედეგი დადგება მაშინ, როცა ქცევაში, რომლის შეცვლისკენაც მოვუწოდებთ, თავისსავე საჭიროებას დავანახებთ.

არ იყვირო ამ ოთახში - ნეგატიური მოთხოვნა

ხმადაბლა ილაპარაკე ამ ოთახში - NVC (პოზიტიური ენა) დაალაგე - ზოგადი მოთხოვნა

გაასწორე საწოლი, დარეცხე ჭურჭელი - NVC

მინდა, რომ მაგიდასთან დაჯდე - მოთხოვნა ხომ არ გინდა, მაგიდასთან დაჯდე? - NVC 49


komunikacia da TviTzrunvis praqtika

ნაცვლად იმისა, რომ გამოვერკვეთ საკუთარ გრძნობებსა და საჭიროე-

ბებში, ვიყენებთ იმდაგვარ კომუნიკაციას, რომელიც ბლოკავს თანაგრძნობას. და ეს ხდება მაშინ, როდესაც განვსჯით, ვიწყებთ მტყუან-მართლის გა-

რჩევას, ცუდის და კარგის გამოაშკარავებას, ვადანაშაულებთ, ვაკრიტიკებთ, შედარებებს ვაკეთებთ, იარლიყებს ვაკერებთ. ამ ყველაფერზე პასუხად კი საბოლოო ჯამში თავდაცვასა და წინააღმდეგობას ვიღებთ, რასაც განაპირობებს შიში, დანაშაულის გრძნობა ან სირცხვილი.

არაძალადობრივი კომუნიკაციის ოთხი პროცესი - მაგალითი

ვბრაზდები და თავს არაკომფორტულად ვგრძნობ, რადგან

მე ვხედავ შენს წინდებს მაგიდის ქვეშ

შეგიძლია, შენი წინდები ოთახში გაიტანო ან სარეცხ მანქანაში შეაგდო?

მე მჭირდება წესრიგი ოთახში

50


komunikacia da TviTzrunvis praqtika

დავალება - შეავსეთ გამოტოვებული გრაფები არაძალადობრივი კომუნიკაციის ოთხივე პროცესის გამოყენებით

თქვენი ძაღლი ალიკაპის გარეშეა სკვერში, სადაც ბავშვებიც არიან

რა ხდება მაშინ, როდესაც ის ადამიანი, ვისაც განვსჯი და ვამბობ, რომ

მისი ქცევა არ მოდის ჰარმონიაში ჩემს საჭიროებებთან, ვარ მე თვითონ? ხში-

რია შემთხვევები, როდესაც საკუთარ თავს ვადანაშაულებთ, ვაკრიტიკებთ და ამის გამო იქმნება ნეგატიური ფონი. თუ კი საკუთარ თავს ვექცევით ძალადობრივად, როგორღა იქნება სხვასთან ჩვენი კომუნიკაციაა მშვიდობიანი?

სიტუაცია: ქალმა მოყვა, რომ დილით შვილს სასტიკად ეჩხუბა და საკუთარ თავზე თქვა, რომ ამაზრზენი დედაა. (განსჯა)

- რა იყო დედის ის საჭიროება, რაც ვერ მოვიდა ჰარმონიაში ამ საქციელთან [ყვირილთან]?

- მისი საჭიროებაა ადამიანების პატივისცემა, განსაკუთრებით შვილის და როცა შვილს ასე მოექცა, წინააღმდეგობაში მოვიდა თავისსავე საჭიროებასთან (საჭიროება №1)

- რა იყო დედის საჭიროება იმ მომენტში, როცა შვილს უყვიროდა?

- მას უნდა, რომ მისი შვილი ცხოვრებაში დაცული იყოს და ზრუნავს მის კეთილდღეობაზე (საჭიროება №2)

51


komunikacia da TviTzrunvis praqtika

ზემოთ განხილული ორივე საჭიროების ცოდნით თვითშეზღუდვებს დავი-

წესებთ საკუთარი თავისადმი პატივისცემის დაკარგვის, დანაშაულის გრძნო-

ბისა და დეპრესიის გარეშე. თუ საკუთარ თავს არ მივუდგებით ემპათიურად, სხვა ადამიანთან ეს მითუმეტეს გართულდება.

შეცდომები არის გზა ზრდისა და პროგრესისკენ. არ უნდა ვუწოდოთ მას

შეცდომა, არამედ ვუწოდოთ უკუკავშირი.

ნეგატიური მესიჯის მიღების 4 ვარიანტი „შენ ხარ ყველაზე ეგოისტი დამიანი, ვისაც შევხვედრილვარ“

1 2 3 4

მივიღო პერსონალურად და მივეცე თვითგვემას:

ალბათ, უნდა ვიმუშაო ამაზე და თავი ნაკლებად ეგოცენტრულად წარმოვაჩინო.

დავადანაშაულო სპიკერი:

არ ხარ მართალი, მე ყოველთვის ვითვალისწინებ შენს აზრებს. შენ თვითონ ხარ ეგოისტი.

გავაცნობიერო ჩემი გრძნობები და საჭიროებები:

როცა მეუბნები, რომ ყველაზე ეგოისტი ადამიანი ვარ, მწყინს, რადგან ვისურვებდი ჩემი დამსახურებების მეტად აღიარებას შენგან. გავაცნობიერო მისი გრძნობები და საჭიროებები:

იმედგაცრუებული ხარ, რადგან შენი უპირატესობების მეტად აღიარებას საჭიროებ.

52


komunikacia da TviTzrunvis praqtika

ზემოთ მიმოვიხილეთ არაძალადობრივი კომუნიკაციის ოთხი პროცესი,

რაც გულისხმობს კომუნიკაციის იმგვარად მოწყობას, რომ მსმენელში წინააღმდეგობა არ გამოვიწვიოთ. ამის პარალელურად არაძალადობრივ კომუ-

ნიკაციას აქვს მეორე მხარეც - როგორ გავიგოთ და მივიღოთ ინფორმაცია ემპათიურად. გაგებაც ზუსტად იმ ოთხი პროცესის მეშვეობით ხორციელდე-

ბა და აქ უკვე მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რას ხედავენ/ესმით, რას გრძნობენ ამის შედეგად, რა საჭიროება გააჩნიათ და რას ისურვებდნენ, რომ ჩვენ გვექნა მათივე კეთილდღეობის მისაღწევად. ესაა წინადადებების მიღმა გრძნობებისა და საჭიროებების გაგება და შემდეგ ამის გადამოწმება მათ-

მე გავიგონე მე დავინახე

დაკვირვება

მე ვგრძნობ

მე მჭირდება...

გრძნობები

საჭიროებები

მე ვისურვებდი, რომ შენ...

თხოვნები

შენ გაიგონე... შენ დაინახე... შენ გრძნობ...

შენ გჭირდება...

შენ ისურვებდი, რომ მე...

სიტუაცია: რა აზრი აქვს შენთან საუბარს, მაინც არასოდეს მისმენ, - ქმარი. უბედური ხარ ჩემთან? - ცოლი.

უბედური ხარ, რადგან გსურს, რომ გაგიგონ? NVC

53

გაიგო/მიიღო ემპათიურად

გამოხატო/გადასცე გულწრფელად

თან. ესაა მათ კარგადყოფნაში ჩვენი კონტრიბუციის გააზრება.


komunikacia da TviTzrunvis praqtika

ამ პროცესში პერიფრაზირებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ვინაიდან ადა-

მიანებს განსხვავებული პერსპექტივები აქვთ, დგება იმის საჭიროება, რომ

გადავამოწმოთ ნათქვამი და დავრწმუნდეთ, რომ გავიგეთ ის, რაც მთქმელს ჰქონდა ჩაფიქრებული. ⦁ რას ხედავ?

ასეთი რეაქცია გაქვს იმის გამო, ბოლო რამდენიმე საღამო სახლში მოსვლა რომ დავაგვიანე?

⦁ რას გრძნობ და რა გჭირდება?

იმედგაცრუებული ხარ, რადგან თავს მარტო გრძნობ? ⦁ რას ითხოვ?

გინდა აღარ დავაგვიანო? ან გინდა აგიხსნა რატომ ვაგვიანებდი? არაძალადობრივი კომუნიკაციის ეს მეორე განზომილება ემპათიურ გაგებას

ეფუძნება. ემპათია ესაა მოსმენის, გაგების, აქ ახლა ყოფნის ერთობლიობა. ეს არაა რჩევების გაცემა, საკუთარი მოსაზრებების და გრძნობების გაჟღე-

რება და არც მომგვარებლის და კეთილისმსურველის პოზაში ყოფნა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ უბრალოდ ყოფნით/მოსმენით ბევრ რამეს ვაკეთებთ. ემპათიაა მთლიანად კონცენტრირება მეორე მხარის გზავნილზე. მათ უნდა მიეცეთ დრო და სივრცე, რომ ბოლომდე გამოხატონ სათქმელი, დაიცალონ და იგრძნონ, რომ გაუგეს.

სიტუაცია: მახინჯივით გამოვიყურები დღეს

შენ ხარ ყველაზე ლამაზი ქმნილება დედამიწის ზურგზე (მომგვარებელი)

იმედგაცრუებულად გრძნობ თავს შენი დღევანდელი შესახედაობის გამო? (NVC ემპათია)

54


komunikacia da TviTzrunvis praqtika

ემპათიის ოთხი ელემენტი

1

3

დაინახე მათი სამყარო დააფასე

გაიგე მათი გრძნობები მოუსმინე და გაუგე

სავარჯიშოები:

გამოარკვიეთ, რომელი პროცესია სახეზე და გადააკეთეთ NVC-დ (არაძალადობრივ კომუნიკაციად).

ისინი ანადგურებენ გარემოს ჯონი გუშინ უმიზეზიდ გამიბრაზდა თამარი ბევრს მუშაობს ის ცუდი ფეხბურთელია ვბრაზდები, როცა ჩვენს რელიზებში გრამატიკული შეცდომები იპარება დედას აბრაზებ, როცა საჭმელს ბოლომდე არ ჭამ იმედგაცრუებული ვარ, კინოში სეანსზე რომ დააგვიანე გავბრაზდი, რომ დამპირდი დოკუმენტების გამოგზავნას და არ გამოგზავნე მინდა, რომ უკეთესად მართო მანქანა მინდა, რომ ჩემს პირად სივრცეს პატივი სცე შორს არ წახვიდე 55


komunikacia da TviTzrunvis praqtika

გადააკეთეთ წინადადებები, ისე რომ შეცვლილ ვარიანტში არაძალადობრივი კომუნიკაციის ოთხივე კომპონენტი ჩანდეს. ბევრ ფულს ხარჯავ, - მიმართავს ცოლი ქმარს

ხშირად აგვიანებ სამსახურში, - მიმართავს უფროსი თანამშრომელს

ყოველთვის ანაგვიანებთ სადარბაზოს, - მიმართავს ერთი მეზობელი მეორეს

კარზე არასოდეს აკაკუნებ, - მიმართავს მეგობარი მეგობარს

56


komunikacia da TviTzrunvis praqtika

თვითრეფლექსიის სივრცე 3 რამ, რაც

ახალი იყო

ამ მასალაში

3 რამ,

რასაც

გაითვალისწინებთ

რა გაკლიათ, რომ შესძლოთ

კონფლიქტების

თავიდან არიდება?

3 უნარი,

რომელზეც

დაიწყებთ მუშაობას

57


komunikacia da TviTzrunvis praqtika

სათემო მუშაობა და რადიკალური ჯგუფები

58


komunikacia da TviTzrunvis praqtika

შესავალი რადიკალური ჯგუფების გაძლიერება როგორც საქართველოში, ისე მის ფა-

რგლებს გარეთ, მზარდი ტენდენციაა. რადიკალური ჯგუფები და მემარჯვენე პოპულისტური პარტიები მოძლიერდნენ დასავლეთის ისეთ დიდ ქვეყნებში, როგორიცაა ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, ა.შ.შ. პოლიტიკაში, გლობალურ

და ეროვნულ დონეზე, არ არსებობს ერთიანი ხედვა, თუ როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ მსგავსი ჯგუფების საფრთხისშემცველ გამოვლინებებს.

საქართველოში, რადიკალური ჯგუფების ორგანიზებით, ბოლო 5 წლის გა-

ნმავლობაში, ჩატარდა ღონისძიებები, რაც ფართო საზოგადოების მხრიდან ყურადღებას საჭიროებს. რამდენიმე მაგალითი: ერთ-ერთი ყველაზე მდი-

დარი ბიზნესმენი საქართველოში, ლევან ვასაძე, 2016 წელს, მასპინძლობს „ოჯახების მსოფლიო კონგრესს“; ქართული მარში დემონსტრაციებზე აქტიურად ითხოვს იმიგრანტების გაძევებას ქვეყნიდან; 2017 წელს, დიდი მღე-

ლვარება გამოიწვია გურამ კაშიას ჰომოსექსუალების მხარდასაჭერი სა-

მკლაურით გამოჩენამ; დიდი მღელვარება მოყვა 2019 წელს, ფილმის „ And Then we Danced“ გამოსვლას, რამაც კინოთეატრ ამირანთან საპროტესტო

გამოსვლები და ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია. ამას ემატება ისიც,

რომ არსებობს მკვეთრად გამოხატული ულტრამემარჯვენე ღირებულებების მატარებელი პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს

პარლამენტში, რომელიც 2016 წელს 5 % -იანი მხარდაჭერით იქნა არჩეული.

გარდა პატრიოტთა ალიანსისა, ულტრამემარჯვენე ჯგუფებად შეგვიძლია

59


komunikacia da TviTzrunvis praqtika

მოვიაზროთ:, ქართული მარში, იბერიული ერთობა. ფეისბუქ პლატფორმები: ალტ-ინფო, ალია, ზნეობა, საქინფორმი, პოლიტიკანო, საქართელო და მსოფლიო, ჯეოდაიჯესტი, პროგრესნიუსი, ანტი-პარადოქსი.

საქართველოს კონტექსტში, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსა-

ხლეობის უმრავლესობის დამოკიდებულებები განსხვავებული ჯგუფების

მიმართ არც თუ ისე პოზიტიურია. ძლიერია ეთნოცენტრული მოსაზრებები, მაგალითად, 85 % მიიჩნევს რომ ქართული კულტურა ნებისმიერი სხვა ერი-

სას აღემატება[2]. მუსლიმური თემიდან თურქები და ირანელები, ყველაზე ნაკლებად მისაღებნი არიან. მოსახლეობის 54%-ს არ სურს, ჰყავდეს ჰომო-

სექსუალი მეზობელი, 42%[3] კი მიიჩნევს, რომ ლგბტქ (ი) უფლებების დაცვა

მნიშვნელოვანი არ არის. 2018 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 89% თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად აღიქვამს, ხოლო 81% მართლმადიდებლობას ეროვნული იდენტობის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს. ასე-

ვე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსახლეობის 84% ეკლესიას უფრო ენდობა, ვიდრე სხვა რომელიმე ინსტიტუტს.[4]

შეჯამების სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რადიკალური ჯგუფები საქა-

რთველოში საფრთხედ მიიჩნევენ:

⦁ ლიბერალებს, რომლებიც უპირისპირდებიან ეროვნულ ღირებულებებს; ⦁ ეთნიკური, ღირებულებითი და რასობრივი ნიშნით განსხვავებულ ჯგუ-

ფებს: ჰომოსექსუალებს, არასამთავროებო ორგანიზაციებს, არაბებს, თურქებს და ა.შ

⦁ დასავლეთის „იმპერია“ მიჩნეულია მთავარ საფრთხედ, რომელიც აფი-

ნანსებს დასავლური ღირებულებების დამკვიდრებას საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით.

ამგვარ იდეოლოგიურად პოლარიზებულ გარემოში, ისმება კითხვა, თუ

როგორ უნდა იმუშაონ განმანათლებლებმა რადიკალურ ჯგუფებთან. პირვე-

ლი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ინფორმაციის ქონაა, რომელიც დაეხმარებათ განმანათლებლებს შესაბამისად დაგეგმონ მათთან ურთიერთობის სტრატეგიები.

60


komunikacia da TviTzrunvis praqtika

ტერმინები

ლიტერატურაში რადიკალურ ჯგუფებზე სხვადასხვა განმარტებას შევხდე-

ბით. ხშირად ვნახავთ სიტყვებს, როგორიცაა ექსტრემისტი მემარჯვენეები, ძალადობრივი ექსტრემიზმი, რადიკალი მემარჯვენეები, მემარჯვენე პოპულისტები. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის განსხვავებები არსებობს, გამაერთიანებელ ტერმინად შეგვიძლია ავიღოთ ულტრამემარჯვენეები. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიხედვით (2019):

ულტრამემარჯვენე ჯგუფები: გულისხმობს იმ ჯგუფებს, რომლებიც აღვი-

ვებენ ანტილიბერალურ და ანტიდასავლურ განწყობებს. გარდა ამისა, მათი რიტორიკა მკვეთრად ჰომოფობიური, ქსენოფობიური და ნაციონალისტურია. ულტრამემარჯვე დისკურსი - გულისხმობს იდეოლოგიის იმ ნაირსახეო-

ბას, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს რასიზმს, ქსენოფობიას, მიზოგენიას, ანტისემიტიზმსა და ჰომოფობიას.

ძალადობრივი ექსტრემიზმი: როცა შენ არ აძლევ არსებობის უფლებას

განსხვავებულ აზრს, როცა [მხოლოდ] შენი შეხედულებები გგონია ჭეშმარი-

ტი, როცა განსხვავებულობის არსებობის შესაძლებლობას გამორიცხავ და გსურს შენი შეხედულებები სხვებს თავს მოახვიო, თუ საჭიროა, ძალის გამოყენებითაც კი.

დეკონსტრუქცია

რადიკალურ ჯგუფებთან მუშაობის და სიღრმისეული რეფლექსიისთვის,

შესაძლოა, გამოგვადგეს ფრანგი ფილოსოფოსის ჟაკ დერიდას დეკონსტ-

რუქციის კონცეფტი. დეკონსტრუქცია არის ფილოსოფიური და მხატვრული ტექსტების კრიტიკული ანალიზის მეთოდი[9], რომელიც გვეხმარება გამოვა-

აშკარაოთ ის ფარული დაშვებები, რომლითაც კონკრეტული მნიშვნელობები აიგება.

ტერმინი „დეკონსტრუქცია“ მიზნად ისახავს, ფარდა ახადოს იდეოლო-

გიურად ან კულტურულად კონსტრუირებულ ცნებებს. მსგავსი რეფლექსია მნიშვნელოვანია განმანათლებლებისთვის იმიტომ, რომ არ მოხდეს რადი-

კალური ჯგუფის წევრების ზედაპირული შეფასება. განათლების პროცესში

მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ რეფლექსიას დიალოგისთის. ასეთ დროს, რადიკალური ჯგუფების „ბნელებად“ მონათვლა ეფექტური არ იქნება. 61


komunikacia da TviTzrunvis praqtika

სავარჯიშო ჯგუფის ზომა: ნებისმიერი

მუშაობის პროცესი: წყვილებში დრო: 45 წუთი

ყურადღებით წაიკითხეთ შემდეგი ფრაზები, რომელიც ამოღებულია რეა-

ლური კვლევიდან „მემარჯვენე სოციალურ მოძრაობებში გაწევრიანების ფსიქოლოგიური და სოციალური მიზეზები ქართული მარშის მაგალითზე“[10]

წყვილებში წაიკითხეთ ფრაზები და თითოეულ წინადადებას დაუსვით კითხვა „რატომ“ 10-ჯერ.

„ჩვენ ვართ საქართველოში ერთადერი ეროვნული პატრიოტული ძალა,

რომელიც მზადაა და ძალაც შესწევს, იბრძოლოს და დაიცვას სამშობლო, მისი ღირებულებები.“

„თუ ჩვენ ასეთი მარგინალები და გიჟები ვართ, რატო იზიარებს ხალხის თითქმის 100% ამ აზრს? ანუ მთელი ერი გიჟია?“

„მეტყობა ეხლა რამე, რომ ვიკბინები? მგონი, ნორმალური, ადეკვატური ადამიანი ვარ.“

„ამ სოროსელების ტვინგამოლაყებული ეს კახპა, მახინჯი ქალები... “

„აუჩემებიათ ეს ფემინიზმი! მიხედე, ქალო, ოჯახს, სახლს, სამშობლოს, ბოლო-ბოლო! რა ფემინიზმი აგიტყდა!“

დებრიფინგი ▶ როგორი იყო სავარჯიშოზე მუშაობის პროცესი ?

▶ როგორი იყო თქვენი მეათე პასუხი შეკითხვაზე რატომ?

▶ რა კულტურული დაშვებები გამოვლინდა წაკითხული ფრაზების მიღმა ?

▶ რა იდეოლოგიური დაშვებები გამოვლინდა წაკითხული ფრაზების მიღმა ? ▶ რა იყო თქვენთვის აღმოჩენა, სიახლე?

▶ და ბოლოს, თქვენი აზრით, რატომ ამბობენ ადამიანები, რასაც ამბობენ ?

62


komunikacia da TviTzrunvis praqtika

რადიკალურ ჯგუფებში გაწევრიანების შესაძლო მიზეზები: რადიკალურ ჯგუფებში გაწევრიანების მიზეზებზე მსჯელობა კომპლექსუ-

რი საკითხია. სხვადასხვა ლიტერატურაში, განსხვავებული პარადიგმის მქო-

ნე მკვლევარები რადიკალურ ჯგუფებში გაწევრიანების სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ, მათ შორისაა: სიღარიბე,

რელიგია,

კულტურა, სოციალური

იდენტობა და მიკუთვნებულობის განცდა, იდეოლოგიური რწმენები (საზრი-

სის ძიება), მასკულინობის „ლეგიტიმაცია“ (კაცების შემთხვევაში). დასახე-

ლებულ ხელშემწყობ ფაქტორებს შორის, განზოგადებულ და გაბატონებულ

მოსაზრებად მიიჩნევა, რომ სიღარიბე და რელიგია ყველაზე მეტად ახდენს გავლენას გაწევრიანების გადაწყვეტილებაზე.[11]

ფემინისტური პერსპექტივა რადიკალური ჯგუფებში რეკრუტირების მიზე-

ზებს შორის ხშირად ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თანამედროვე ოჯახში კაცის როლის დაკნინება. კაცები თავს გრძნობენ ფუნქციადაკარგულად, მათ დაკარგეს დომინანტი „მარჩენალის“ როლი[12]. რა-

დიკალურ ჯგუფებში გაწევრიანებით კი ისინი პოულობენ სივრცეს „კაცობის“ დამტკიცებისთვის. [13]

ძლიერია სოციალური იდენტობის და მიკუთვნებულობის ფაქტორებიც.

ადამიანებისთვის მიმზიდველი ხდება ის მეგობრული გარემო და კავშრები,

რაც მათ ხვდებათ რადიკალურ ჯგუფებში. ასევე, მნიშვნელოვანია საზრისის ძიების იდეოლოგიური პროცესიც, როდესაც ისინი კონკრეტულ ჯგუფებში გაწევრიანებით პოულობენ გარკვეულ „ მისიას“ და ცხოვრების აზრს. [14]

გაწევრიანების ფაქტორები კონტექსტიდან გამომდინარე შესაძლებელია

სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირდეს, თუმცა ამ თავში, ჩვენი მიზანი არ არის თითოეული ფაქტორის სიღრმისეული ანალიზი მოვახდინოთ, რადგან

ეს სხვაგვარი აკადემიური კვლევის საკითხია. სანაცვლოდ, ჩვენ შეგვიძლია

მიზნად დავისახოთ იმ მრავალმხრივობის და კომპლექსურობის დანახვა, რომელიც რადიკალურ ჯგუფებში გაწევრიანებას ახლავს თან.

განმანათლებლებისთვის მნიშნელოვანია, იმის გაცნობიერება, რომ კო-

ნტექსტის ცოდნის გარეშე რომელიმე გამომწვევ ფაქტორზე დაყრდნობა უსაფუძვლოა!

63


komunikacia da TviTzrunvis praqtika

დისკუსია და ფასილიტაცია მწვავე სოციალურ საკითხებზე მსჯელობისას, სადაც ხშირია მკვეთრად

დაპირისპირებული მოსაზრებები და იდეები,

ფასილიტატორებს სჭირ-

დებათ შესაბამისი სიფრთხილე და მზაობა დისკუსიის ეფექტურად წარმართვისთვის. მსგავსი დისკუსიების დროს, ხშირად იყენებენ „უსაფრთხო სი-

ვრცის“ ცნებას, რომელმაც არაგანსჯითი და მხარდამჭერითი გარემო უნდა

შექმნას. თუმცა, არსებობს მეორე მიდგომაც, რომელიც „გაბედული სივრცის“ სახელით არის ცნობილი. [15]

უსაფრთხო სივრცე: უზრულველყოფს არაგანსჯით დამოკიდებულებას კო-

ნკრეტული იდენტობების, ან გამოცდილებების მიმართ. აზრის გამოხატვა და

გაზიარება უნდა იქნეს მიღებული შიშის გარეშე. ასეთ სივრცეში სწავლების პროცესი შეიძლება მოხდეს, თუმცა, უფრო მეტი აქცენტი კეთდება მხარდაჭერაზე.

გაბედული სივრცე: აქცენტს აკეთებს დიალოგზე, ცნობს და აღიარებს გა-

ნსხვავებების არსებობას. ყველა მონაწილე ფლობს სივრცეს, სადაც გამოცდილების გაზიარების მიზანია ახალი ცოდნის შექმნა - გზა, რომელიც ხშირად არის უფრო რთული და არაკომფორტული.

სხვადასხვა ავტორი მიიჩნევს, რომ სოციალური საკითხების განხილვი-

სას გაბედული სივრცის პრინციპების გამოყენება უფრო ეფექტური შეიძლე-

ბა იყოს. ისინი ამბობენ, რომ გაბედული სივრცის დროს, არსებობს რაღაც

დოზის მოწყვლადობა და დაუცველობა, რომელიც საჭიროა ახალი ცოდნის შექმნისთვის. ასეთ დროს, ფასილიტატორების მხრიდან საჭიროა სიფრთხი-

ლე და გამჭვირვალობა, სივრცის დათმობა მისთვის, ვისი ხმაც არ ისმის.

64


komunikacia da TviTzrunvis praqtika

გაბედული სივრცის ლობისტები უპირისპირდებიან გაფეტიშებულ პოლიტ-

კორექტულობას, რომელიც მათი აზრით, ხელს უშლის რეალურ დიალოგს და არ ქმნის ახალ ცოდნას. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ისიც, რომ გაბე-

დული სივრცის ფასილიტაცია არის უფრო რთული და მოითხოვს შესაბამის მზაობას ფასილიტატორების მხრიდან.

ამბობენ, რომ ხშრად გაბედული სივრცის კონცეპტის გამოყენება სა-

დისკუსიო წესების შემუშავებისას არის „ლინგვისტური თამაში“, რომელიც უბიძგებს მონაწილეებს, იყვნენ უფრო მეტად თამამები და გაბედულები მოსაზრებების გამოთქმისას.

ავტორები[16] გვთავაზობენ უსაფრთხო სივრცის საპირწონე შემდეგ პრი-

ნციპებს გაბედული სივრცის ფასილიტაციისთვის: უსაფრთხო სივრცე

გაბედული სივრცე

შევთანხმდეთ, რომ ვერ ვთანხმდებით (წყვეტს დიალოგს, აღმოჩენის შესაძლებლობას)

უზრუნველვყოთ კორექტული კამათი

არ განსაჯო /არ მიიღო პირადად

აიღე პასუხისმგებლობა შენს ჩანაფიქრზე და გავლენაზე

არჩევანი დისკუსიაში მონაწილეობაზე

მოარღვიე კომფორტის საზღვრები

პატივისცემა

მრავალმხრიულობა

არანაირი თავდასხმები

არსებობს დისკომფორტული გამოცდილებები

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ გაბედული სივრცის იდეა არ გუ-

ლისხმობს უსაფრთხო სივრცის დაკნინებას. უსაფრთო სივრცისთვის არსე-

ბობს შესაბამისი კონტექსტები და განმანათლებლების ერთ-ერთი მნიშვნე-

ლოვანია უნარია, შეეძლოთ იმის გადაწყვეტა, რომელი საგანმანათლებლო კონტექსტი მოითხოვს უსაფრთხო სივრცის პრინციპებს და რომელი - გაბედული სივრცის პრინციპებს.

65


komunikacia da TviTzrunvis praqtika

სათემო მუშაობა

სათემო მუშაობაზე მსჯელობისას ხშირად გვხვდება ტერმინები სათემო

განვითარება, ზრდასრულთა განათლება და ახალგაზრდული მუშაობა. სფეროს კონცეპტუალიზაციისთვის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სათემო განვითა-

რება უფრო დიდი ტერმინია და ის აერთიანებს ზრდასრულთა განათლებას

და ახალგაზრდულ მუშაობას. სათემო განვითარების საკითხებზე მსჯელობა ბევრი სხვადასხვა კუთხით შეგვიძლია, თუმცა, ამ თავის ფარგლებში ყურადღებას გავამახვილებთ სათემო მუშაობის თეორიულ საფუძვლებზე და გა-

მოვყობთ იმ მნიშვნელოვან კითხვებს, რაც აუცილებელია სათემო მუშაკების პროფესიულ იდენტობაზე რეფლექსიისთვის.

ლიტერატურაში სათემო განვითარების სხვადასხვა განმარტებას შევხვ-

დებით, თუმცა, შეგვიძლია დავეყრდნოთ სათემო განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IASAD) ზოგად განმარტებას, რომელიც ამბობს:

საზოგადოების (თემის) განვითარება არის როგორც პრაქტიკაზე დაფუძნებული პროფესია, ასევე აკადემიური დისციპლინა, რომელიც ხელს უწყობს დე-

მოკრატიის უფლებების, ეკონომიკური შესაძლებლობების, თანასწორობის, სოციალური სამართლიანობის და განათლების განვითარებას ქალაქსა თუ სოფელში.

The international association for community development (IASD) 66


komunikacia da TviTzrunvis praqtika

მნიშვნელოვანია, რომ თემი არ არის მხოლოდ ერთ კონკრეტულ გეოგრა-

ფიულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა ერთობლიობა, ის შეიძლება აერთიანებდეს სხვადასხვა ინტერესის და ღირებულების მქონე ადამიანს. შესაბამი-

სად, თემი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც გეორგრაფიული კავშირი, ინტერესთა კავშირი და კონკრეტული პრობლემების ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანთა კავშირი. გეოგრაფიული კავშირი

ინტერესთა/ღირებულებითი კავშირი

პრობლემის ირგვლივ გაერთიანება

⦁ სამეზობლო

⦁ BLACK COMMUNITY

⦁ ალკოჰოლური

⦁ სოფელი

⦁ ებრაელთა თემი

⦁ ძალადობის

⦁ უბანი

⦁ ლგბტქ(ი) თემი

პრობლემები მსხვერპლი ქალები

საქართველოს კონტექსტში, ზრდასრულთა განათლება და სათემო მუ-

შაობა, როგორც პროფესია, აღიარებული არ არის. თუმცა, შედარებით კარგი

მდგომარეობაა ახალგაზრდული მუშაობის მიმართულებით. სახელმწიფომ უკვე დაიწყო მისი, როგორც პროფესიის, აღიარება.[17] საქართველოში სათემო და ზრდასრულთა განათლებაში პრობლემურ საკითხად შეგვიძლია დავა-

სახელოთ სფეროს ფრაგმენტაცია და არასისტემური ხასიათი, სახელმწიფო პოლიტიკის არ ქონა და აკადემიის ნაკლები ინტერესი ზრდასრულთა და სა-

თემო განათლების საკითხების კვლევების მიმართ. დღესდღეობით სათემო და ზრდასრულთა განათლება, დიდწილად, არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების ხარჯზე ხორციელდება.[18]

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სათემო მუშაობას ბევრი გასხვავებული პა-

რადიგმიდან შეგვიძლია შევხედოთ. აღნიშნულ თავში აქცენტს სათემო მუშაობის კრიტიკულ პარადიგმაზე გავაკეთებთ, რომელიც სათემო მუშაობა-

ში ყურადღებას ამახვილებს ძალაუფლების საკითხებზე, იდეოლოგიურ და კულტურულ მანიპულაციებზე და მიზნად სოციალური სამართლიანობის მიღწევას ისახავს.

67


komunikacia da TviTzrunvis praqtika

სათემო მუშაობის კრიტიკული პარადიგმის პირველი მნიშვნელვანი და-

შვებაა, რომ სათემო მუშაობა არის პოლიტიკური. სათემო მუშაკები არ არი-

ან დაცლილი ღირებულებებისგან და მათ ქცევებს და მუშაობის პრინციპებს

დიდწილად განაპირობებს ის სოციალური, კულტურული და იდეოლოგიური კონტექსტი, რომელშიც ცხოვრობენ. ამასთან, ადამიანებს შორის ურთიე-

რთობები არის პოლიტიკური, რადგან ისინი მუდმივად იღებენ სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებებს კერძო და საზოგადოებრივ საკითხებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებების მიღება კი პოლიტიკურად არის მიჩნეული. თემი შედგება ადამიანებისგან ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებებს

პოლიტიკა არის ყველგან, სადაც გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული

გადაწყვეტილების მიღება არის პოლიტიკური

ყველაფერი პოლიტიკურია სათემო მუშაობის კრიტიკული პარადიგმა დაინტერესებულია თემში დო-

მინანტი და ჰეგემონიური დისკურსების გამოაშკარავებით. განსაკუთრებით კი ისეთი დისკურსებით, რომელიც უსამართლო და დამაზიანებელია ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფისთვის. კრიტიკული პარადიგმა დომინანტურ იდეოლოგიებად მიიჩნევს პატრიარქატს, კაპიტალიზმს, ჰეტეროსექსიზმს და ახასიათებს მათ, როგორც მანიპულატორულს.

ძირითადი ავტორები, რომელთა თეორიებმაც გავლენა მოახდინეს კრი-

ტიკულ სათემო განვითარებაზე, არიან ანტონიო გრამში, მიშელ ფუკო, პაულო ფრეირე. ავტორების ძირითადი გავლენა რომ შვაფასოთ სათემო მუშაობაზე, ის ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს: 68


komunikacia da TviTzrunvis praqtika

⦁ სათემო მუშაობა არის პოლიტიკური, რომელიც დაფუძნებულია კონკრე-

ტულ იდეოლოგიურ პოზიციაზე;

⦁ სათემო მუშაკები არიან ისინი, ვინც ტრანსფორმაციისთვის იბრძვი-

ან და არა ექსპერტები, რომლებიც აკონტროლებენ და ინარჩუნებენ სტატუს-ქვოს;

⦁ განათლება და სათემო მუშაობა არ არის ნეიტრალური და სათემო მუშა-

კები არ არიან ღირებულებებისგან დაცლილი;

⦁ სათემო მუშაკები უნდა დაეხმარონ თემის წევრებს, ობიექტებიდან იქ-

ცნენ სუბიექტებად. სუბიექტებად, რომლებსაც არ აკონტროლებს კონკრეტული ინსტიტუცია, არამედ თავად განსაზღვრავენ საკუთარ ბედს.

ჩამოთვლილ დაშვებებზე დაყრდნობით, კრიტიკული სათემო მუშაობა სა-

თემო მუშაკებს მოუწოდებს, დასვან ისეთი დიდი კითხვები, როგორიცაა:

▶ არის თუ არა თემი სოციალური კონსტრუქტი ?

▶ რა არის თემის კავშირი არსებულ ეკონომიკურ სისტემასთან ?

▶ რა კავშირი აქვს თემს ინდივიდუალურ და სოციალურ ურთიერთობებზე? ▶ რა აწარმოებს არსებულ თემში პრობლემებს?

▶ ინარჩუნებს თუ არა კონკრეტული თემი პრობლემას, თუ მიდრეკილია მისი ცვლილელებისკენ/გარდაქმნისკენ ?

▶ რომელია ჩემს თემში დომინანტური დისკურსი ?

▶ რომელია ჩემს თემში კულტურული და იდეოლოგიური ნორმები, რომელიც დამაზიანებელია თემის წევრებისთვის ?

69


komunikacia da TviTzrunvis praqtika

პოლიტიკური გამოღვიძება, როგორც კრიტიკული სათემო მუშაობის პრინციპი

სათემო მუშაობის კრიტიკული პარადიგმისთვის მნიშნელოვანია არა

მხოლოდ სათემო მუშაკებს ჰქონდეთ რეფლექსიის შესაძლებლობა „დიდ

კითხვებზე“, არამედ მოახერხონ თემის წევრების წახალიება იმ მჩაგვრელი სოციალური გარემოს გამოაშკარავებაში, რომელშიც ცხოვრობენ. ამ პრო-

ცესს ზოგიერთი ავტორი „პოლიტიკურ გამოღვიძებას“ უწოდებს. ამრიგად, სათემო მუშაკის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, ხელი შეუწყოს ისეთი კრიტიკულად მოაზროვნე თემის წევრების ჩამოყალიბებას, რომლებსაც შეუძლიათ, ამოიცნონ დომინანტი იდეოლოგიები და იმოქმედოს დემოკრატიული, კოლექტიური, ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის.

პოლიტიკური გამოღვიძების პროცესში თემის წევრები აცნობიერებენ,

რომ სოციალური სტრუქტურები არის უსამართლო და ისინი გავლენას ახდენენ მათი ცხოვრების ხარისხზე. სოციალური სტრუქტურები გავლენას ახ-

დენენ იმაზეც, თუ რას ფიქრობენ ადამიანები საკუთარ ცხოვრებაზე და იმ

შესაძლებლობებზე, რომელიც ღია ან დახურულია მათთვის. ამ საკითხებთან მიმართებაში პოლიტიკური გამოღვიძება იწვევს ინდივიდუალურ და კოლექტიურ ცვლილებებს. პოლიტიკურმა გამოღვიძებამ უნდა უბიძგოს სუბიექტს გამოააშკარავოს ფარული იდეოლოგიური დისკურსები და მათი გავლენა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

70


komunikacia da TviTzrunvis praqtika

რადგან ამგვარი სიღრმისეული რეფლექსია ნამდვილად რთული და ხა-

ნგრძლივი პროცესია, მაგალითის სახით შეგვიძლია გამოვიყენოთ ქვემოთ ნაჩვენები ცხრილი, რომელიც თემში კონკრეტულ პრობლემებზე მსჯელობის დროს გვეხმარება, დავსვათ ისეთი კითხვები, რომელიც გამოავლენს პა-

სუხისმგებელ პირებს კონკრეტულ პრობლემასთან მიმართებით და ასევე, პასუხის გასცემს ისეთ კითხვებს, როგორიცაა აღნიშნულ პრობლემასთან

დაკავშირებული დომინანტური სოციალური და კულტურული დისკურსების დაშვებები და ნორმები. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ცხრილზე მუშა-

ობა მოხდეს სათემო მუშაკების და თემის წევრების მიერ ერთდროულად, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სათემო მუშაკები არ არიან ექსპერტები, ხოლო თემი წევრებში უნდა მოხდეს „პოლიტიკური გამოღვიძება“. პრობლემური თემები (GENERATIVE THEMES)

პრობლემის გამომწვევი ეკონომიკური მიზეზები

რა არის ის კულტურული ღირებულებები და რწმენები, რაც ამტკიცებს საკითხის პრობლემურობას?

ვინ იღებს გადაწყვეტილებებს ამ პრობლემასთან დაკავშირებით?

რა პოლიტიკა არსებობს ლოკალურ ან ეროვნულ დონეზე ამ პრობლემასთან დაკავშირებით ?

71


komunikacia da TviTzrunvis praqtika

პოლიტიკური გამოღვიძების პრინციპი რომ შევაჯამოთ, სათემო მუშაკებ-

მა კონკრეტულ სოციალურ პრობლემაზე მუშაობის დროს დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ ამ პრობლემების გამომწვევი მიზეზების ძიებას. კითხვა რეფლექსიისთვის:

თქვენი აზრით, რომელ კითხვას დასვამს სათემო მუშაკი პირველ რიგში ? როგორ დავეხმაროთ ემიგრანტებს ინტეგრაციაში?

თუ რატომ გვყავს ემიგრანტები ? როგორ დავეხმაროთ მოხუცებს ქუჩაში ?

თუ რატომ გვყვას მოხუცები ქუჩაში ? აღნიშნული კითხვებზე რეფლექსიის მთავარი მიზანია, სათემო მუშაკე-

მა კონკრეტულ სოციალურ პრობლემაზე რეაგირებამდე ჯერ გაარკვიონ, რა

იწვევს მას და შემდგომ დაგეგმონ შესაბამისი ღონისძიებები. მაგალითად,

ხშირია შემთხვევები, როდესაც საქველმოქმედო აქციების შედეგად ხდება მოკლევადიანი მიზნების მიღწევა და ის არ არის ტრანსფორმაციული ხასიათის. ასეთ დროს სათემო მუშაკები ხელს უწყობენ სოციალური პრობლემე-

ბის შენარჩუნებას და არა მის ცვლილებას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ჯერ გავიგოთ, რატომ უწევთ ემიგრანტებს სხვაგან ცხოვრება, რატომ ცხოვრობენ მოხუცები ქუჩაში, რატომ შიმშილობენ ბავშვები? რომელი პოლიტიკური დიკ-

სურსი ამყარებს ამ პრობლემას? სწორედ ამ კითხევბზე რეფლექსიის შემდეგ არის შესაძლებელი ეფექტური ღონისძიებების დაგეგმვა.

72


komunikacia da TviTzrunvis praqtika

სათემო მუშაობა და ძალაუფლება შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი კრიტიკულ სათემო მუშაობაში არის

ძალაუფლება. უნდა დაისვანს ისეთი მნიშვნელოვანი კითხვები, როგორი-

ცაა: ვინ ფლობს ძალაუფლებას? ვის ხელშია გადაწყვეტილებების მიღების

ძალაუფლება? ნეგატიურად გამოვლინდება თუ პოზიტიურად კონკრეტული ძალაუფლება?

ძალაუფლება შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით, როგორც

ინდივიდულურ, ისე სტრუქტურულ დონეზე.

ძალაუფლება ყოველდღიურ

ცხოვრებაში სხვადასხვა ფორმით გამოვლინდება. შეგვიძლია გამოვყოთ: კულტურული ძალაუფლება, ფორმალური ძალაუფლება, ცოდნის ძალაუფლე-

ბა, დარწმუნების ძალაუფლება, თანამდებობრივი სტატუსის ძალაუფლება.

ძალაუფლება, ასევე, შეიძლება იყოს უჩინარი, დამალული და ხილული[19]. მიჩნეულია, რომ უჩინარი ძალაუფლების ამოცნობა ყველაზე რთულია, რად-

გან ის იმდენად ღრმად არის ფესვგადგმული სოციალური ნორმებში, რომ მათი ამოცნობა ხანგრძლივი პროცესია.

სათემო მუშაკებს უნდა შეეძლოთ იმ ბაზისური ძალაუფლებრივი ფორმე-

ბის ამოცნობა, რომელსაც ფლობენ თემის წევრები და რომელიც განაპირო-

ბებს კონკრეტულ თემში ქცევებს. მაგალითად, თემში ბევრის ხმა ისმის: ზოგი უფრო ხმამაღლა, ზოგი ნაკლებად. ასევე, ადამიანები მიდრეკილი არიან შე-

დარებისკენ, აღიარებისკენ, სოციალური და ფინანსური უსაფრთხოებისკენ.

ადამიანები ერთმანეთს ედრებიან საზოგადოების მიერ დამკვიდრებული

სტანდარტების მიხედვით, რაც იწვევს დანაკარგის შეგრძნებას, სხვადასხმა

73


komunikacia da TviTzrunvis praqtika

ხმები იბრძვიან და ფარულად ეჯიბრებიან ერთამანეთს დომინაციისთვის, ასეთ დროს სათემო მუშაკების უნარი, ამოიცნონ კონკრეტული ქმედებების უკან მდგომი ძალაუფლებრივი საკითხები, არის მნიშვნელოვანი. კითხვები ძალაუფლებაზე რეფლექსიისთვის:

გაიხსენეთ კონკრეტული პრობლემური საკითხი თქვენი სათემო მუშაობის პრაქტიკაში და შეეცადეთ უპასუხოთ შემდეგ კითხვებს:

▶ ვინ ფლობდა ოფიციალურ ძალაუფლებას ამ სიტუაციაში?

▶ ვის ჰქონდა კულტურული და „პერსონალური ხასიათის/თვისების“ ძალაუფლება?

▶ ვის ჰქონდა კულტურული ძალაუფლება?

▶ რა გავლენები მოახდინა ამ ძალაუფლებამ გუნდზე/სიტუაციაზე?

▶ რა ფარული მესიჯები იკითხება ამ სიტუაციაში გენდერულ, კლასობრივ, ეთნიკურ და სხვა მახასიათებლებთან დაკავშირებით ?

▶ რა ძალაუფლება გქონდა შენ ამ კონკრეტულ სიტუაციაში ?

სათემო მუშაობა და პროფესიული იდენტობა სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც აწესებენ

გარკვეულ სტანდარტებს და ეთიკის ნორმებს, რასაც უნდა იცნობდნენ სა-

თემო მუშაკები. ამ სფეროში მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა საერთაშორისო სათემო განვითარების ასოციაცია, რომლის ორგანიზებითაც იქმნება სახე-

ლმძღვანელოები, სტანდარტები და სხვადასხვა ტიპის პროგრამა სათემო მუშაობის პროფესიონალიზაციის ხელშესაწყობად. [20]

ასევე, მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა შოტლანდიაში არსებული Standards

Council Scotland (SCS) [21], რომელიც შეიმუშავებს სათემო მუშაკის ეთიკის ნორმებს, სტანდარტებს და ქმნის პროფესიულ ჩარჩოს.

SCS სტანდარტების მიხედვით, სათემო მუშაკების ზოგადო უნარები და

ღირებულებებია:

74


komunikacia da TviTzrunvis praqtika

სათემო მუშაკის ღირებულებები

სათემო მუშაკის უნარები

თანასწორობა და ანტიდისკრიმინაციული მიდგომა

სამყაროს/გარემოს კრიტიკულად აღქმის უნარი

სოციალური სამართლიანობა

„THE PROFESSIONAL USE OF SELF“ ცოდნის, უნარების და ღირებულებების ეფექტური გამოყენება

კოლექტიური ცვლილება

კომუნიკაციის უნარები

თემის გაძლიერება

დაგეგმვის და ორგანიზების უნარი

სწავლა და მუშაობა თემთან ერთად

გუნდური მუშაობის უნარი კვლევის უნარი

რეკომენდირეუბლია, რომ სათემო მუშაკები პროფესიული იდენტობის გა-

მორკვევის პროცესში გაეცნონ აღნიშნული ორგანიზაციების სტანდარტებს და იფიქრონ შემდეგ კითხვებზე. კითხვები რეფლექსიისთვის: - რა გავლენა აქვს შენს ღირებულებებს შენს სათემო მუშაობაზე?

- რა დაშვებებს/რწმენებს ფლობ ამ თემთან დაკავშირებით? რა გავლენა აქვს ამ დაშვებებს შენს მუშაობაზე ?

- ფიქრობ, რომ შენი გენდერი, რასა, სოციალური კლასი, განათლება გავლენას ახდენს შენს თემთან კავშირზე?

- შენი რა კონკრეტული თვისებები ახდენს პოზიტიურ გავლენას თემთან მუშაობაზე ?

- შენი რომელი კონკრეტული თვისებები გიქმნის ბარიერებს ?

- რამდენად კარგად გესმის თემში არსებული სოციალური პრობლემების გამომწვევი მიზეზები ?

75


komunikacia da TviTzrunvis praqtika

თვითრეფლექსიის სივრცე 3 რამ, რაც

ახალი იყო

ამ მასალაში

3 რამ,

რასაც

გაითვალისწინებთ

რა პრინციპებს

ეფუძნება თქვენი

სათემო მუშაობის პრაქტიკა?

3 საკითხი,

რომელზეც

დაიწყებთ მუშაობას

76


komunikacia da TviTzrunvis praqtika

77


komunikacia da TviTzrunvis praqtika

უსაფრთხოება და სოციალუდი მედია

78


komunikacia da TviTzrunvis praqtika

შესავალი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებაზე არანაკლებ მნიშვნელოვა-

ნი ციფრული უსაფრთხოებაა. ხშირად პირიქით - ის, თუ რამდენად დაცულე-

ბი ვართ ციფრულ სამყაროში, განსაზღვრავს, რამდენად უსაფრთხოდ ვართ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. ამ თავში განვიხილავთ ყველა იმ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც კომპიუტერთან, ინტერნეტთან და სოცი-

ალურ ქსელებთან დაკავშირებით უნდა გაითვალისწინოთ, რათა დაცული იყოს თქვენი ანგარიშები, პირადი და საქმიანი ინფორმაცია.

ანგარიშების დაცვა ერთი და იმავე მოწყობილობას სამსახურში თუ ოჯახში ხშირად რამდენი-

მე ადამიანი იყენებს. იმისთვის, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი მასალე-

ბი და ანგარიშები დაცული იყოს, კომპიუტეზე დააყენეთ პირადი ანგარიში, რომელსაც პაროლით დაიცავთ. სხვა მომხმარებლებისთვის კი შეგიძლიათ დააყენოთ ზოგადი ანგარიში. მიყევით სქრინზე აღნიშნულ ინსტრუქციას (1-2)

79


komunikacia da TviTzrunvis praqtika

თუ სხვისი კომპიუტერის ან მობილურის გამოყენება გიწევთ Chrome-ში

შესვლისას აუცილებლად გამოიყენეთ Incognito ფუნქცია. მისი გამოყენების შემდეგ არსებულ მოწყობილობაში არ დარჩება ისტორია, თუ რას ეძებდით და რომელ ვებგვერდებს ესტუმრეთ. თუ Incognito ფანჯარას დახურავთ, ყვე-

ლა სოციალური ქსელიდან თუ ელფოსტიდან ავტომატურად გამოხვალთ და აღარ მოგიწევთ იმის შემოწმება, სადმე რაიმე დაგრჩათ თუ არა ჩართული.

80


komunikacia da TviTzrunvis praqtika

მასალების დაცულობისთვის უმჯობესია Cloud სისტემებზე გქონდეთ ატ-

ვირთული, მაგალითად, როგორიცაა Google Drive. საჭირო ფაილები მხოლოდ მოწყობილობებში არ შეინახოთ, რომელიც შესაძლოა მარტივად დავირუს-

დეს. მოერიდეთ არასანდო მეხსიერების ბარათების და საჯარო Wi-fi-ს გამოყენებას.

სანამ რომელიმე ვებგვერდზე დარეგისტრირდებით, შეიყვანთ თქვენს

პირად თუ საბანკო მონაცემებს, მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ თქვენი ამ ვებგვერდთან კავშირი უსაფრთხოა. ამის შემოწმება მარტივად შეგიძლი-

ათ - ნებისმიერ ვებგვერდზე შესვლისას ვებმისამართის, ბმულის გასწვრივ მითითებულია, არის თუ არა ვებგვერდი დაცული და თქვენ მიერ ვებგვერდისთვის გადაცემულ ინფორმაციაზე აქვს თუ არა წვდომა მესამე პირს.

Not secure წარწერასთან კურსორის მიტანისას გამოტანილ ველში წერია,

რა ტიპის ინფორმაციაზე არ უნდა მისცეთ წვდომა ვებგვერდს.

81


komunikacia da TviTzrunvis praqtika

უსაფრთხო ვებგვერდის შემთხვევაში კი თქვენ მიერ ვებგვერდზე მითი-

თებული მეილი, საბანკო ანგარიში და პაროლი დაცულია და მასზე წვდომა არ ექნება გარეშე პირს თუ ორგანიზაციას.

ყალბი ამბები ვებგვერდებზე თუ სოციალურ ქსელებში ხშირად თავსდება ყალბი ამბები

და ფოტოები. იმისთვის, რომ არ გახდეთ ყალბი ინფორმაციის მსხვერპლი

და შემდეგ გამავრცელებელი, მნიშვნელოვანია, გადაამოწმოთ ყველა იმ წყაროს სანდოობა, საიდანაც ინფორმაციას იღებთ.

სანამ დამოუკიდებლად შეძლებთ ინფორმაციის გადამოწმებას, შეგი-

ძლიათ იმ პლატფორმებს დაეყრდნოთ, რომლებიც მედიაწიგნიერებისა და ყალბი ამბების ამოცნობაზე წლებია მუშაობენ. ასეთი პლატფორმებია: www.factcheck.ge

www.mediachecker.ge www.mdfgeorgia.ge

იმ შემთხვევაში, თუ საეჭვო ბმულზე გადასვლას გთხოვენ ან თავად არ

ხართ დარწმულებული რომელიმე დოკუმენტის ან ვებგვერდის სანდოობაში, მისი შემოწმება ვებგვერდ www.virustotal.com -ის საშუალებით შეგიძლიათ. 82


komunikacia da TviTzrunvis praqtika

ყალბი ფოტოების გამოცნობაში Google-იც დაგეხმარებათ. მაგალითად,

სოციალურ ქსელებში არაერთ ჯგუფსა თუ გვერდზე ვრცელდებოდა ჩვილის ფოტოები, რომელთაც ცხოველების სხეულის ნაწილები ჰქონდათ. როგორც მსგავს უცნაურ ამბებს, ამ ფოტოსაც ათიათასობით გაზიარება მოჰყვა. ფო-

ტოს Google-ის საძუალებით ძიებისას კი მარტივად მიაკვლევდით პირველ წყაროს - ხელოვანს, რომელიც არარეალური არსებების ადამიანთან მიმსგავსებულ ფიგურებს სილიკონის საშუალებით ქმნის.

თუ გააწყდით ფოტოს, რომლის ვიზუალის ან აღწერის სინამდვილე-

ში ეჭვი გეპარებათ, შეგიძლიათ, Google-ის საშუალებით შემდეგი მარტივი მოქმედებით გადაამოწმოთ

83


komunikacia da TviTzrunvis praqtika

84


komunikacia da TviTzrunvis praqtika

ფიშინგი ფიშინგი ინტერნეტ-თაღლითობის ფორმაა, ელფოსტაზე მოსული წერი-

ლით, სხვადასხვა სოციალური ქსელის ან ბანკის სახელით თუ ლოგოთი. ფიშინგის შედეგად თაღლითი ქურდობის მიზნით მოტყუებით მოიპოვებს კონ-

კრეტული პიროვნების დაცულ ინფორმაციას. იმისთვის, რომ დაცული იყოთ ფიშინგის ყველაზე გავრცელებული ფორმებისგან და კარგად გაარჩიოთ ის ნამდვილი ინფორმაციისგან, განვიხილავთ რამდენიმე მაგალითს.

₾ ₾85 ₾


komunikacia da TviTzrunvis praqtika

ფიშინგი GOOGLE-ის სახელით თაღლითები ხშირად იყენებენ ცნობილი და ავტორიტეტული კომპანიე-

ბის სახელს. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იღებს შეტყობინებას იმის შესახებ, თითქოს Googl-მა ის შეარჩია უამრავ მომხმარებელს შორის და საჩუქრად ძვირადღირებულ ტექნიკას გადასცემს. საჩუქრის რამდენიმე დოლარად მისაღებად კი მხოლოდ ბმულზე გადასვლა და საბანკო მონაცემების მი-

თითებაა საჭირო. თანხის ჩამოჭრის შემდეგ კი საჩუქარიც და გამჩუქებელიც ქრება.

როგორ შეგიძლიათ თავი დავიცვათ მსგავსი თაღლითობისგან?

⦁ დააკვირდით ვებგვერდის მისამართს, საიდანაც ინფორმაცია გეგზავნე-

ბათ. ფიშინგისას გამოყენებული არ არი ოფიციალური მისამართი.

⦁ დააკვირდით ტექსტს. როგორც წესი, ტექსტი არეულია და ბევრი გრამა-

ტიკული შეცდომაა დაშვებული

⦁ უფრთხილდით ბმულებს, სადაც გადასვლას და რაიმე ინფორმაციის შე-

ვსებას გთხოვენ.

⦁ დააკვირდით თქვენს ემოციებს. ფიშერებმა კარგად იციან, თუ როგორ

გამოიწვიონ თქვენში მძაფრი ემოციები, რაც არარაციონალურ გადაწყვეტილებამდე მიგიყვანთ. ამიტომაც, განსაკუთრებით ფრთხილად იყავით შე-

ტყობინებებთან, რომელიც თქვენში მკვეთრ სიხარულს, აღფრთოვანებას ან ბრაზს იწვევს და გადამოწმებამდე არასდროს მიჰყვეთ გამოგზავნილ ინსტრუქციას.

86


komunikacia da TviTzrunvis praqtika

ფიშინგი სოციალურ ქსელებში თუ რომელიმე სოციალურ ქსელზე რეკლამის გაშვების ან სხვა მიზნით

საბანკო ბარათი გაქვთ მიბმული, არაერთხელ აღმოჩნდებით თაღლითების სამიზნე. Facebook-ის შემთხვევაში, შესაძლოა, მოგივდეთ შეტყობინება, რომ თქვენი გვერდი დაარეპორტეს და თუ მითითებულ ბმულზე პაროლის შეყ-

ვანით არ დაადასტურებთ, რომ გვერდი ნამდვილად თქვენია, ის წაიშლება. ბმულზე გადასვლის და პაროლის შეყვანის შემდეგ ფიშერს თქვენს ანგარიშ-

ზე სრული წვდომა აქვს და ეს შესაძლოა რამდენიმე ათეული ან ასეული დოლარის ანგარიშიდან ჩამოჭრის შემდეგ აღმოაჩინოთ.

ამ შემთხვევაშიც ზუსტად იგივე დეტალებს უნდა დააკვირდეთ, რაც

Google-ის შემთხვევაში განვიხილეთ. თუ მაინც აღმოჩნდით ფიშინგის მსხვერპლი, სასწრაფოდ ცვლით პაროლს, ამოწმებთ თქვენს სარეკლამო ანგარიშებს, შლით არასასურველ გვერდს თუ ადმინს და აყენებთ ორმაგ ავტენთიფიკაციას. რომელსაც დაწვრილებით განვიხილავთ.

87


komunikacia da TviTzrunvis praqtika

ფიშინგი ბანკის სახელით ფიშერები ძალიან ხშირად იყენებენ ბანკებისა თუ ფინანსური ორგანი-

ზაციების სახელსა და ლოგოს, უშვებენ რეკლამას სოციალურ ქსელში და უამრავ ადამიანის საბანკო ანგარიშს ხელში იგდებენ. მსგავსი თაღლითო-

ბისგან თავდასაცავადაც უნდა დაააკვირდეთ გვერდის სახელს, გრამატიკულ შეცდომებს ტექსტში და ბმულს, რომელზეც რეკლამას გადაყავხართ. თუ გვი-

ან აღმოაჩინეთ, რომ ქურდობის მსხვერპლი ხართ, ანგარიშების დასაცავად ბანკს მიმართეთ.

88


komunikacia da TviTzrunvis praqtika

FACEBOOK ანგარიშის დაცვა სოციალურ ქსელებში რას და რამდენ ადამიანს უზიარებთ, თქვენ მიერ

უსაფრთხოების პარამეტრენის ცოდნაზეა დამოკიდებული. იმისთვის, რომ ანგარიშები უფრო დაცული გქონდეთ, ეწვიეთ პარამეტრების განყოფილებას და შეამოწმეთ, თქვენს ანგარიშზე რომელი მოწყობილობებიდან ან სა-

იდან შემოვიდნენ. თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენთვის უცხო მისამართებიდან

ფიქსირდება შემოსვლა, მიუთითეთ, რომ ეს თქვენ არ იყავით, შეცვალეთ პაროლი და დააყენეთ ორეტაპიანი ავტენთიფიკაცია. ავტენთიფიკაცია გულისხმობს იმას, რომ მიუხედავად მეილისა და პაროლის ცოდნისა, სხვა ადამიანი ვერ შეძლებს თქვენს Facebook ანგარიშზე შესვლას. დამატებითი ნებართვის მიღება თქვენი მობილურიდან ან მეილიდან იქნება საჭირო.

მნიშნელოვანია, იცოდეთ, თუ ვის რა ინფორმაციას აწვდით და რამდე-

ნად საჭიროა ეს თქენთვის. იქნება ეს ოჯახის წევრების ფოტოები თუ პირა-

დი ინფორმაცია, რომელსაც სრულიად უსარგებლო აპლიკაციები იყენებენ. პარამეტრებიდან აპლიკაციები და ვებ-გვერდები განყოფილებაში გადახვალთ და შეგიძლიათ ყველა იმ აპლიკაციიდან წაშალოთ თქვენი ფბ ანგარიში, რომელსაც აღარ იყენებთ.

სიფრთხილე გმართებთ ერთჯერადად გამოსაყენებელ აპლიკაციებთან,

რომლებიც ზედმეტად ბევრ პერსონალურ ინფორმაციას იღებენ თქვენგან. 89


komunikacia da TviTzrunvis praqtika

ამიტომაც, ყოველთვის კარგად დააკვირდით, თუ რაზე გთხოვენ წვდომას და რამდენად შეესაბამება ეს კონკრეტული ვებგვერდის თუ აპლიკაციის შინაარსს.

ყველა სოციალური ქსელის თუ სხვა ანგარიშის დაცულობის განსაზღვრა

პარამეტების განყოფილებიდან შეძლებთ. გახსოვდეთ, რომ დაცვის ამ მე-

ქანიზმების გამოყენება არმხოლოდ თქვენს, არამედ იმ უამრავი ადამიანის პირად ინფორმაციას დაიცავს, ვისთანაც მიმოწერა გაქვთ.

90


komunikacia da TviTzrunvis praqtika

91


komunikacia da TviTzrunvis praqtika

მაინდფულნესი და თვითზრუნვის პრაქტიკა

92


komunikacia da TviTzrunvis praqtika

რა არის ცნობიერი ყურადღება / MINDFULNESS? მაინდფულნესი არის მეთოდი, რომლის მთავარი არსიც ადამიანის გონე-

ბის მოცემულ მომენტში დაბრუნება და მისი აწმყოზე კონცენტრირებაა,

რაც ამავდროულად საკუთარი ფიქრების, ემოციების და შეგრძნებების მოცემულ დროში აღქმას გულისხმობს, ყოველგვარი კრიტიკისა და შეფასების გარეშე.

„როდესაც ჩვენ ყურადღებით ვართ მოვლენების მიმართ, ცხოვრებას განვიცდით, როგორც ნამდვილს, და განვიცდით მის ყოველ წუთს, მო-

მენტს. ჩვენ ამ პროცესში ვიწყებთ საკუთარ საოცარ შინაგან რესურსებთან კავშირის დამყარებას, რაც გვაძლევს ტრანსფორმაციის, გაოცებისა და გაჯანსაღების საშუალებას“.

ჯონ კაბატ ძინი

რა შეიძლება ვისწავლოთ მაინდფულნესის პრაქტიკისას? შესაძლებლობა ვიყოთ აწმყოში, აქ და ახლა.

უსიამოვნო აზრებთან, გრძნობებთან და სხეულებრივ შეგრძნებებთან გამკლავება.

რაიმესგან თავის დაღწევის მექანიზმების გააზრება;

საკუთარ თავთან, სხვებთან და სამყაროსთან კავშირის გამყარება; საკუთარი რეზისტენტობის / მედეგობის გააზრება უსიამოვნო მოვლენების მიმართ და მათი ზემოქმედების შემცირება ჩვენს სხეულზე, გონებაზე; 93


komunikacia da TviTzrunvis praqtika

გააზრება, რომ ყველაფერი იცვლება, ისევე, როგორც ჩვენი აზრები, გრძნობები და სხეულებრივი შეგრძნებები; ემოციური ბალანსი; სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება; საკუთარი თავის მიღება და თანადგომის გამოვლენა; ჩვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობების გაუმჯობესება; ფსიქიკური, ემოციური და სხეულებრივი შეგრძნებების, რესურსების ეფექტიანად გამოყენება; პროდუქტიულობის ზრდა, სტრესის შემცირება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

ყველას შეუძლია მედიტირება? კითხვა - შეუძლია თუ არა ყველას მედიტაცია, - ძალიან ხშირად ისმის. იმის დაშვება, რომ ვინმეს მედიტაცია არ შეუძლია, შეიძლება გავუთანაბროთ იმ დაშვებას, რომ მას არ შეუძლია სუნთქვა, რაიმეზე კონცენტრირება ან რელაქსაცია. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია სუნთქვა, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია კონცენტრირება და თუნდაც რელაქსაცია, შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია მედიტაციაც.

ადამიანები ხშირად ერთმანეთთან აიგივებენ მედიტაციას და რელაქსაციას ან/და სხვა სპეციფიკურ მდგომარეობებს, რომლებსაც ვაწყდებით ან განვიცდით ყოველდღიურად. ხშირად, როდესაც რაიმეს გაკეთებას შევეცდე-

ბით ორჯერ, სამჯერ და ვერ ვგრძნობთ რაიმე სპეციფიკურ მდგომარეობას ან გონებით ვერ მივდივართ სადმე, ვიწყებთ ფიქრს, რომ ჩვენ ვართ იმათთაგანი, რომლებსაც არ შეუძლიათ მედიტაცია. 94


komunikacia da TviTzrunvis praqtika

მედიტაცია არ არის რაიმე განსაკუთრებული მდგომარეობის მიღწევა. ის

გულისხმობს იმის შეგრძნებას, რასაც რეალურად გრძნობ. ეს ნიშნავს იყო სრულად იქ, სადაც ხარ. მედიტაცია საჭიროებს ენერგიას და პრაქტიკას, და ეს არ არის შეუძლებელი. ყველას შეუძლია იჯდეს და აკვირდებოდეს საკუ-

თარ სუნთქვას, თქვენ შეგიძლიათ არც დაჯდეთ და ეს აკეთოთ სიარულისას, სირბილისას, წოლისას, შხაპის მიღებისას. თუმცა, ამას სჭირდება სურვილი. გახადო მედიტაცია შენი ყოველდღიურობის ნაწილი, მოითხოვს განსა-

ზღვრულ დისციპლინას. როდესაც ამბობენ, რომ არ შეუძლიათ მედიტაცია,

გულისხმობენ ორ რამეს: მათ არ შეუძლიათ დრო გამოყონ მედიტაციისთვის, ან უკვე გამოძებნეს ამისთვის დრო და სცადეს, მაგრამ მედიტაცია არ აღმოჩნდა ის, რასაც ეძებდნენ. თუმცა, მაინდფულნესის არსი სწორედ იმაში მდგო-

მარეობს, რომ გვაკეთებინოს ის, რაც შეიძლება მოცემულ მომენტში არც კი გვსიამოვნებდეს. მაინდფულნესის სრული ეფექტის მისაღებად აუცილებელია რეგულარული პრაქტიკა.

95


komunikacia da TviTzrunvis praqtika

მაინდფულნესის პრინციპები მაინდფულნესის კულტივაცია ბაღის მოვლას ჰგავს. ბაღი ყვავის, როდესაც ყვავილები ყვავიან, აქ და ახლა. მაინდფულნესის პრინციპების გამოყენებით, შეგიძლიათ, გააძლიეროთ და ღია გახადოთ თქვენი პრაქტიკა. ამ პრინციპების დანერგვა მაინდფულნესის პრაქტიკის ნაწილია.

მაინდფულნესის თითოეული პრინციპი ეყრდნობა ერთმანეთს და ასევე ურთიერთქმედებენ ერთმანეთზე. მათი გამოყენებით თქვენ სწავლობთ, იყოთ მეტად გაცნობიერებული საკუთარ გამოცდილებაში ყოველდღიურად და ნახავთ, რომ ისინი სასარგებლო და მხარდამჭერი ღირებულებებია ისე-

თი ძირითადი გამოწვევების დროს, როგორებიცაა: დაბადება, ავადმყოფობა და სიკვდილი.

არაგანსჯითი გონება - NON JUDGING - უნარი, იყო საკუთარი ნამდვილი განცდებისა და მოვლენების მოწმე. ნებისყოფა - PATIENCE - ყველაფერს თავისი დრო აქვს, მთავარია მოთმინება და ნებისყოფა. დამწყების გონება - BEGINNER’S MIND - მზაობა, თითქოს მოვლენებს ხედავ პირველად; ხედავდე შენს განცდებს აქ და ახლა, წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობის გარეშე. ნდობა - TRUST - საკუთარი სხეულის, აზრებისა და ინტუიციის ნდობა. სწრაფვაზე უარის თქმა - NON STRIVING - მივცეთ აწმყოს უფლება იყოს ისეთი, როგორიც არის; ვთქვათ უარი სხვა ყველა მიზანზე, გარდა იმისა, რომ ვიყოთ ისეთები, როგორებიც ვართ მოცემულ მომენტში. მიღება - ACCEPTANCE - ღიაობა და სურვილი, მოვლენები იყოს ისეთი, როგორიც არის ახლა. გაშვება - LETTING GO - იმ უნარის განვითარება, რომ განცდები და გამოცდილება იწყება და სრულდება.

96


komunikacia da TviTzrunvis praqtika

გახსოვდეთ: თქვენ შეიძლება არ მოგწონდეთ ეს, მაგრამ აუცილებლად დანერგეთ პრაქტიკა თქვენს ყოველდღიურობაში.

გაცნობიერებული ყურადღების ყოველდღიური პრაქტიკა ⭘ დილას, გაღვიძებისთანავე, სანამ ადგებით საწოლიდან, ყურადღება მიმა-

რთეთ სუნთქვაზე. სამჯერ ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ გაცნობიერებულად და მშვიდად.

⭘ შეეცადეთ, შეამჩნიოთ სხეულის მდგომარეობის ცვლილებები. შეეცადეთ, იგრძნოთ სხეული და გონება, რა შეგრძნებები აღმოცენდება გონებასა და სხეულში, როდესაც ვზივართ, დავდივართ და ა.შ. მიყევით თითოეულ გადასვლას მოძრაობიდან მოძრაობამდე.

⭘ შეამჩნიეთ თითოეული მოსმენილი ხმა - ტელეფონის ზარი, ჩიტების ჭი-

კჭიკი, მანქანის ხმაური, კარის მიხურვა, სიცილი, ქარის ხმა. მიიღეთ ისინი, როგორც გაცნობიერებული ყურადღების პრაქტიკა.

⭘ დღის განმავლობაში შეეცადეთ, რამდენიმე წამი, წუთი, ყურადღება მი-

მართოთ სუნთქვაზე. ყურადღებით დააკვირდით დამკვირვებლის თვალით ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას.

⭘ საკვების მიღებამდე გააკეთეთ მშვიდი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, შეხე-

დეთ საკვებს, იპოვეთ კავშირი იმასთან, ვინც მოიყვანა ის. საკვებთან ერთად შეიგრძენით მზის სინათლე, წვიმა, მიწა, ფერმერის მუშაობა და ა.შ. ჭამეთ მშვიდად, აჩქარების გარეშე, სრული გაცნობიერებით - ასე უფრო მეტად სასარგებლო იქნება საკვები. კონცენტრირდით საკვების ფორმაზე, სუნზე, გემოზე, იმაზე, თუ როგორ იღებთ მას და როგორ შემოდის ის სხეულში.

⭘ დგომისა და სიარულის დროს შეისწავლეთ თქვენი სხეული. დააკვირდით პოზას, მიწასთან შეხებას, სიჩქარეს.

⭘ მოსმენისა და საუბრის დროს ყურადღება მიმართეთ საკუთარი თავისაკენ. შეგიძლიათ, უბრალოდ მოუსმინოთ ყოველგვარი დათანხმებისა თუ არდათანხმების, სიმპათიის, შეფასებისა თუ გამოხატვის გარეშე?

⭘ თუ გიწევთ რიგში დგომა, კონცენტრირდით იმაზე, თუ როგორ დგახართ, 97


komunikacia da TviTzrunvis praqtika

როგორ სუნთქავთ. იგრძენით კავშირი მიწასთან, მოუსმინეთ სხეულს. ყურადღება მიმართეთ მუცლის მოძრაობაზე, გეყოფათ კი ნებისყოფა დააკვირდეთ მას?

⭘ დღის სხვადასხვა პერიოდში დააკვირდით სხეულის სხვადასხვა ნაწილს. სად გრძნობთ დაძაბულობას? შეეცადეთ, ჰაერი შეისუნთქოთ სხეულის ამ ნა-

წილთან ერთად და ამოსუნთქვისას გამოუშვათ დაძაბულობა. დაძაბულობის შემთხვევაში შეგიძლიათ, შეასრულოთ მსუბუქი იოგა.

⭘ ყურადღება მიმართეთ ყოველდღიური საქმიანობისკენ. მაგალითად, კბი-

ლების გამოხეხვა, ჭურჭლის გარეცხვა, ჩაცმა, მეილების წაკითხვა. ეცადეთ, თითოეული აქტივობა გახადოთ ცნობიერი.

⭘ ყოველ დღე, ძილის წინ, დრო დაუთმეთ ცნობიერ სუნთქვას. სამი შესუნ-

თქვა და ამოსუნთქვა გახადეთ ცნობიერი და დააკვირდით მათ მოძრაობას სხეულში.

კიდევ ერთხელ რომ შემეძლოს ცხოვრება ხელახლა ... ... უფრო მეტ შეცდომას დავუშვებდი. დავმშვიდდებოდი და ვიქნებოდი

მეტად სულელი. მეტ მოვლენებს ნაკლებად შევხედავდი სერიოზულად და მეტს გავრისკავდი. ავიდოდი უფრო მეტ მთაზე და უფრო მეტ მდინარეს გა-

დავცურავდი. მეტ ნაყინს შევჭამდი. ალბათ, მე მექნებოდა მეტი რეალური პრობლემა, თუმცა, ნაკლებად წარმოსახული.

მე ერთი მათგანი ვარ, ვინც ცხოვრობს გონებით საათიდან საათამდე,

დღიდან დღემდე. რა თქმა უნდა, მე განვიცდიდი სასიამოვნო მომენტებსაც, თუმცა, რომ შემეძლოს ცხოვრების გავლა ხელახლა, მას განვიცდიდი მეტად. შევეცდებოდი, არ მეფიქრა არაფერზე, გარდა მომენტებისა, არ მეფიქრა

ცხოვრების მრავალ წელზე, რომლებიც ვიცხოვრე ჩემს მომავლში. მე ვიყავი ერთ-ერთი იმათგანი, რომელიც ხელიდან არ უშვებდა თერმომეტრს, ცხელი წყლის ბოთლს, საწვიმარს და პარაშუტს. თუმცა, თავიდან რომ დავიწყო ცხოვრება, მე ვიქნებოდი მოგზაური.

98


komunikacia da TviTzrunvis praqtika

რომ შემეძლოს ცხოვრების ხელახლა გავლა, ფეხშიშველა ვივლიდი ად-

რეული გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. ხშირად ვივლიდი ცეკვაზე. მეტს გავერთობოდი ატრაქციონებზე.

ნადინე სტეირი, 85 წლის, კენკუტი, ამერიკა

რა არის „კარგი“ ან „სწორი“ მედიტაცია და რა არის „ცუდი“ და „არასწორი“ „კარგი“ ან „სწორი“ მედიტაციისას ჩვენ ვართ ცნობიერად და ფხიზლად,

თუმცა, დაძაბულობის გარეშე. „ცუდი“ და „არასწორი“ მედიტირებისას ჩვენ

ვიძინებთ ან ყურადღების ფოკუსირება არ ხდება. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ მკაცრი შეფასება - „სწორი-არასწორი“, „კარგი-ცუდი“ - ეს ჩვენი აზროვნების სტილია, რომელსაც ხშირად „შავ-თეთრ“ აზროვნებას ვეძახით. ამ-

გვარი აზროვნებითი ჩარჩო არ გვაძლევს შესაძლებლობას, გავაცნობიეროთ და შევამჩნიოთ მოვლენები მეტად ფართო პერსპექტივაში, რადგან ის არ ჯდება ჩვენი აზროვნების სქემაში. ამ შემთხვევაში ხშირად ვცდილობთ და ვამჩნევთ იმ მოვლენებს, რომლებიც მოგვწონს და უარვყოფთ იმ მოვლენებს, რომლებიც არ მოგვწონს.

99


komunikacia da TviTzrunvis praqtika

საბაზისო მედიტაციის ინსტრუქცია იპოვეთ სხეულის პოზა, რომელშიც დასხდებით კომფორტულად და მოხე-

რხებულად. მიეცით სხეულს საშუალება, მყარად შეეზარდოს მიწას. განათავ-

სეთ ხელები თავისუფლად, დამშვიდდით და თვალები ფრთხილად დახუჭეთ. დასაწყისში შეიგრძენით თქვენი სხეული და მშვიდად შეამჩნიეთ შე-

გრძნებები მასში. გაუშვით თქვენი ჩვეული აზრები და გეგმები გონებიდან. ყურადღება მიმართეთ თქვენი სუნთქვის შეგრძნებებისკენ. ჩაისუნთქეთ

ღრმად რამდენჯერმე და შეამჩნიეთ, თუ სად გრძნობთ სუნთქვას ყველაზე მეტად, რას გრძნობთ ყველაზე მეტად - სიცივეს, ღიტინს ცხვირში შემოსვლისას, მკერდის მოძრაობას თუ მუცლის გავსებას და დაცარიელებას. მიე-

ცით სუნთქვას საშუალება, იყოს თავის ბუნებრივ რიტმში. შეამჩნიეთ თქვენი სუნთქვის შეგრძნებები ფრთხილად და დაკვირვებით, იყავით მშვიდი თითოეული ჩასუნთქვის დროს. დააკვირდით იმას, თუ როგორ მოდის და მიდის თითოეული შეგრძნება თითოეული ჩასუნთქვისა თუ ამოსუნთქვის დროს.

რამდენიმე ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის შემდეგ შეიძლება შეამჩნიოთ, რომ

თქვენი გონება გაიფანტა. როდესაც ამას შეამჩნევთ, მნიშნველობა არ აქვს,

100


komunikacia da TviTzrunvis praqtika

რამდენი ხანი იყავით გაფანტული, შეამჩნიეთ ეს პროცესი და მშვიდად გა-

დმოიტანეთ ყურადღება უკან სუნთქვაზე. სანამ გადმოიტანთ ყურადღებას აზრებიდან სუნთქვაზე, მშვიდად და ფრთხილად დააკვირდით, თუ სად წავიდა თქვენი გონება „აზრები“, „სურათები“, „ხმები“, „ღიტინი“. შემდეგ, როცა შეამჩნევთ, თუ სად წავიდა გონება, მშვიდად და პირდაპირ ყურადღება გადმო-

იტანეთ შემდეგ ჩასუნთქვაზე. შემდეგი მედიტაციის დროს შეგიძლიათ დრო

დაუთმოთ თქვენს გონებას და დააკვირდეთ, თუ სად წავიდა და გაიფანტა იგი, თუმცა, დასაწყისში შეეცადეთ, მხოლოდ შეამჩნიოთ, რომ ის წავიდა და უკან დააბრუნეთ სუნთქვაზე.

შეეცადეთ, რომ სუნთქვა შეიცვალოს ბუნებრივად, მომენტიდან მომენტა-

მდე და მიეცით უფლება, ყოველგვარი ჩარევის გარეშე, იყოს მოკლე, გრძელი, სწრაფი, ნელი. ყოველ ჯერზე მხოლოდ დააკვირდით მას და დარჩით მასთან. სხეულის ვარჯიშისას უკან დააბრუნეთ თქვენი ყურადღება სუნთქვა-

ზე იმდენჯერ, რამდენჯერაც გაიფანტება ის. კვირების და თვეების განმა-

ვლობაში თქვენ თანდათან ისწავლით სიმშვიდეს და თქვენს ყურადღებაზე

კონცენტრირებას. ამ პროცესში იქნება მრავალი სირთულე, თუმცა, ავდარს მალე დარი შეცვლის, უბრალოდ არ შეწყვიტოთ პრაქტიკა. თუ მედიტაციის

დროს მოუსმენთ საკუთარ თავს სიღრმისეულად, აღმოაჩენთ, რომ სუნთქვა გეხმარებათ, დაუკავშირდეთ თქვენს სხეულსა და გონებას, როგორც ერთ მთლიანობას.

ადაპტირებულია Jack Kornfield, A Path with Heart

101


komunikacia da TviTzrunvis praqtika

მაინდფულ იოგა

სიტყვა „იოგა“ სანსკრიტული სიტყვაა და ქართულად ასე შეგვიძლია ვთა-

რგმნოთ: „გაერთიანება“, „კავშირის აღდგენა“ გონებასა და სხეულს შორის.

იოგა არის მედიტაციის ფორმა და მისი რეგულარული შესრულება სხეულის/ გონების საუკეთესო დისციპლინაა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ ჯანრთელობის აღდგენა, შენარჩუნება და გაჯანსაღება.

ჰათხა იოგა მოიაზრებს პოზებს, რომლებიც კეთდება გაცნობიერებულად,

სუნთქვის გაცნობიერებით. ეს ადვილად დასწავლადია, თუმცა, შთამბეჭდა-

ვი შედეგების მიღწევა მხოლოდ რეგულარული პრაქტიკის შემთხვევაშია შესაძლებელი. მაინდფულნესის პრაქტიკაში ეს კეთდება ფრთხილად და გულისყურით. რეგულარული პრაქტიკა ზრდის კუნთოვანი სისტემის მოქნი-

ლობას, სიძლიერეს და ბალანსს, განსაკუთრებით ზრდის ცნობიერებისა და ძლიერი რელაქსაციის მდგომარეობას.

გირჩევთ, იოგის პრაქტიკა შეასრულოთ მედიტაციის პრაქტიკის მსგავსად.

გააცნობიერეთ ყველა შეგრძნება მომენტიდან მომენტამდე, ნუ იჩქარებთ, მიაღწიოთ რაიმე მდგომარეობას, უბრალოდ, მიეცით თქვენს თავს საშუალება, იყოს ისეთი, როგორიც არის, აქ და ახლა, გაუშვით საკუთარი თავის ყველანაირი კრიტიკა და შეფასება.

102


komunikacia da TviTzrunvis praqtika

იმოძრავეთ ნელა და დაფიქრებულად. მაინდფულ იოგა საშუალებას

გაძლევთ, აღმოაჩინოთ თქვენი ზღვარი და მოახდინოთ ზეწოლა მის მიღმა. თქვენ რჩებით თქვენს საზღვრებში და სუნთქავთ. ეს პროცესი მოითხო-

ვს თქვენი სხეულის პატივისცემას და იმ მესიჯების წაკითხვას, რომლებსაც თქვენი სხეული გიგზავნით იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა გაჩე-

რდეთ და როდის უნდა მოერიდოთ ამა თუ იმ ვარჯიშის გაკეთებას რომელიმე სპეციფიკური მდგომარების გამო.

იოგა არ საჭიროებს რაიმე სპეციფიკურ აღჭურვილობას, მომზადებას და

შეგიძლიათ შეასრულოთ ყველგან. თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ ქვემოთ მოცემული ილუსტრაციებიდან და შემდეგ დაამატოთ თქვენი საკუთარი პოზები. შეასრულეთ პრაქტიკა გაცნობიერებულად.

ადაპტირებულია წიგნიდან „სრული კატასტროფული ცხოვრება“

©1990, 2013 Jon Kabat-Zinn, Ph.D

სახლი საკუთარ სხეულში აწმყოში ყოფნის ძალა და სიამოვნება ადამიანისთვის დამახასიათებელია სასიამოვნო მომენტების ძიება და

მათკენ მუდმივი სწრაფვა. თუმცა, ცხადია, რომ არც სასიამოვნო და არც

უსიამოვნო ეპიზოდები გრძელდება დიდხანს. ყველაფერი დროებითია. ყველაფერი ცვალებადია. შეგრძნებები, მომენტები მოდიან და მიდიან. ფიქრი მომავალზე, გეგმებზე, გარე ფაქტორებზე განაპირობებს იმას, რომ საბოლოოდ სრულიად ვტოვებთ ცხოვრებას აქ და ახლა.

მაინდფულნესის, გაცნობიერებული დაკვირვების პროცესში თქვენ შეი-

ძლება აღმოაჩინოთ, რომ მთავარი იმ მოვლენის ბუნება კი არ არის, რო-

მელიც გარეთ ხდება, არამედ იმის, რომელიც ჩვენ შიგნით მიმდინარეობს. ჩვენი აწმყო დროში ყოფნა არის ის, რაც ცხოვრების თითოეულ მომენტს

ამშვენიერებს, ხდის ღირებულს. ჩვენ სწორედ ამ პროცესში აღმოვაჩენთ,

რა არის რეალური და ჭეშმარიტი. როდესაც ვუკავშირდებით აწმყო დროს,

ნაღვლიანი წუთებიც კი შეიძლება სიყვარულის და კავშირის წყარო გახდეს ჩვენს თავსა და სამყაროს შორის.

103


komunikacia da TviTzrunvis praqtika

სუნთქვისა და სხეულის მოძრაობის გაცნობიერების პროცესს აქვს

პოტენციალი, აღმოგვაჩენინოს მეტად საინტერესო და ნატიფი კავშირები ჩვენს სხეულთან და გონებასთან. თითოეული სუნთქვისას, მოძრაობისას შეამჩნიეთ, რა არის სხეულში, ფიქრებში და გრძნობებში დაივიწყე, რამდენად განათლებული ხარ. დაჯექი, სადაც არ უნდა იყო. მოუსმინე ქარს, რომელიც შენ სისხლძარღვებში მღერის. შეიგრძენი სიყვარული, მგზნებარე ლტოლვა, შიში, რომელიც შენს ძვლებშია. გაუხსენი შენი გულის კარი შენს არსებობას; იმას, რაც ახლა ხარ, და არა იმას, რაც გინდა, რომ იყო. არა იმ იდეალს, რომლადაც გინდა, რომ იქცე, არამედ იმას, ვინც ახლა შენს წინ არის, შენშია, შენ გარშემოა. მთელი შენი არსება არის წმინდა. შენ უკვე იმაზე მეტი ან ნაკლები ხარ, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინო. ამოისუნთქე, ჩაიხედე შიგნით, გაუშვი.

104


komunikacia da TviTzrunvis praqtika

სტრესი და მაინდფულნესი

ხშირად თავს ვარიდებთ ჩვენთვის მტკივნეულ თუ ნეგატიურ მოვლენებს.

მაინდფულნესის გამოყენებით კი ვსწავლობთ, როგორ მივუახლოვდეთ მათ, რათა დავინახოთ და გავიგოთ ისინი და ვიმუშაოთ იმასთან, რაც რეალურად, აქ და ახლა, გვაქვს.

გაცნობიერების პრაქტიკები (რეგულარული პრაქტიკა და არა იდეა, რომ

სტრესის დროს მოვიქცევი გონივრულად, რაც ხშირად არ მუშაობს ხოლ-

მე) გვეხმარება შევჩერდეთ, ახლიდან შევაფასოთ სიტუაცია და ავარჩიოთ ჩვენთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი. გაცნობიერება გვეხმარება,

შევამჩნიოთ ჩვენი ავტომატური რეაქციები, ავტოპილოტიდან გადავიდეთ

ყურადღებისა და დაკვირვების რეჟიმში და მივცეთ უფლება საკუთარ თავს, მივიღოთ მეტად გონივრული გადაწყვეტილებები. გაცნობიერება, როგო-

რც ღუზა, საშუალებას გვაძლევს, დავტოვოთ ეს მანკიერი წრე. შეგვიძლია, ასევე, გამოვიყენოთ სუნთქვითი მედიტაცია ან სხეულის გაცნობიერების

მედიტაცია. ეს შეიძლება თქვენთვის აღმოჩნდეს გაცნობიერებითი პაუზა, რის შემდეგაც თქვენი გადაწყვეტილებები გახდება მეტად ცნობიერი.

რეგულარული მედიტაციური პრაქტიკები ავითარებენ უნარს, გაჩერდე

და შეერწყა ამჟამინდელ მომენტს და დაიწყო საგნების რეალურად დანახვა, მაგალითად, ჯდომითი მედიტაცია.

105


komunikacia da TviTzrunvis praqtika

მნიშვნელოვანია გავზარდოთ ჩვენი შესაძლებლობა, ჩავეჭიდოთ ყველა

აწმყო მოვლენას ჩვენს ცხოვრებაში. ამ პრაქტიკის დახმარებით, შეგვიძლია გარკვეული ხარისხით მოვახდინოთ „ნების დართვის“, „მოვლენების მიღე-

ბის“ კულტივირება. როდესაც აღმოჩენების სივრცეს ვქმნით, ძალიან ბევრი ახალი შესაძლებლობა იხსნება ჩვენს წინაშე იქ, სადაც მანამდე არცერთი არ არსებობდა.

ცხოვრება შეიძლება იყოს ხაფანგის ან ანკესის კაუჭის მსგავსი. ჩვენ

შესაძლოა ჩავვარდეთ ამ ხაფანგში, ან წამოვეგოთ ამ კაუჭს ისევ და ისევ

და შემდეგ დავიტანჯოთ ამის გამო. თუმცა, ასევე, ჩვენ შეგვიძლია გავაც-

ნობიეროთ სტრესის რეაქციები და ავირჩიოთ მათზე პასუხი. ამ არჩევანშია ნამდვილი თავისუფლება, სტრესის შემცირება და სიხარულის, ბედნიერების ზრდა.

სისულელეა აკეთო ერთი და იგივე და ისევ და ისევ და ელოდებოდე განსხვავებულ შედეგს.

პორშა ნელსონი ავტობიოგრაფია ხუთ თავში I

მივდივარ ქუჩაში.

გზაზე დიდი ორმოა. მე მასში ვვარდები.

მე დავიკარგე ... უსუსური ვარ ... ჩემი ბრალი არ არის.

თავის დასაღწევად მჭირდება საუკუნე. II

მე მივდივარ იმავე ქუჩაზე. გზაზე დიდი ორმოა.

თავს ვიკატუნებ, რომ ვერ ვხედავ. მე მასში კვლავ ვვარდები.

106


komunikacia da TviTzrunvis praqtika

ვერ ვიჯერებ - მე ისევ იმავე ადგილას ვარ, თუმცა, ეს ჩემი ბრალი არ არის.

მე თავის დასაღწევად კვლავ მჭირდება ბევრი დრო. III

მე მივდივარ იმავე ქუჩაზე. გზაზე დიდი ორმოა.

მე ვხედავ, რომ ის იქაა.

მე მაინც ვვარდები მასში ... ეს ჩვევაა. ჩემი თვალები ღიაა.

მე ვხედავ, სადაც ვარ. ეს ჩემი ბრალია.

მე მაშინათვე ამოვდივარ ორმოდან. IV

მე მივდივარ იმავე ქუჩაზე. გზაზე დიდი ორმოა.

მე მას გვერდს ვუვლი. V

მე მივდივარ სხვა ქუჩაზე.

სუნთქვითი პაუზის გამოყენება როდესაც ფიქრები და გრძნობები გაწუხებთ, შეჩერდით და მისდიეთ

სუნთქვითი პაუზის შემდეგ ინსტრუქციას:

გაცნობიერება დააკვირდით, ცნობიერების ფოკუსი გადაიტანეთ შინაგან გამოცდილებაზე და შენიშნეთ, რა ხდება თქვენს ფიქრებში, გრძნობებში და სხეულებრივ შეგრძნებებში.

აღწერეთ ... შეიცანით … დაასახელეთ - თქვენი გამოცდილება გამოხატეთ სიტყვებით, მაგალითად, თქვით თქვენთვის გონებაში „სიბრაზის შეგრძნება იზრდება ჩემში“ ან „თვით-კრიტიკული ფიქრები მაქვს“. 107


komunikacia da TviTzrunvis praqtika

ყურადღების გადართვა ფრთხილად გადართეთ თქვენი სრული ყურადღება სუნთქვაზე. გაყევით სუნთქვას სრულად: ჩასუნთქვისას და ამოსუნთქვისას. მისდიეთ მის ბუნებრივ პროცესს.

ყურადღების გაფართოება ნება მიეცით თქვენს ყურადღებას, გაფართოვდეს და მოიცვას მთელი

სხეული - განსაკუთრებით, ნებისმიერი დისკომფორტის, დაძაბულობის ან წინააღმდეგობის შეგრძნებები. თუკი ეს შეგრძნებები გაქვთ, სწორედ მა-

თკენ მიმართეთ თქვენი ცნობიერება და ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ ამ შეგრძნებების გავლით. ამოსუნთქვისას უთხარით თქვენს თავს, „არაფერია. რაც არ უნდა იყოს ეს, არაფერია, ნება მომეცი, ვიგრძნო ის.“

რამდენადაც შეძლებთ, ეს გაფართოებული ცნობიერება დღის დანარჩენ ეპიზოდებზეც გაავრცელეთ.

არაფორმალური პრაქტიკა ძლიერ ემოციებზე საპასუხო ტექნიკა - RAIN R – Recognize - შეამჩნიე - გააცნობიერეთ, რომ აღმოცენდა ძლიერი ემოცია. A – Allow/acknowledge - აღიარეთ, რომ ეს ემოცია არსებობს და მიიღეთ ის. I – Investigate - გამოიკვლიეთ სხეული, ემოციები და აზრები

N – Non-identify - ნუ მოახდენთ თქვენს გამოცდილებასთან იდენტიფიცირებას. თქვენ არ ხართ თქვენი აზრები, ემოციები.

108


komunikacia da TviTzrunvis praqtika

ჩემი თვითზრუნვის მანიფესტი დაწერეთ თქვენი თვითზრუნვის მანიფესტი: ტექსტს შეიძლება ქონდეს უბრალოდ თხრობის სახე, ან ლექსის, ეს არის ის, რასაც მხოლოდ თქვენთვის წერთ.

აუდიო რესურსები და იოგა ილუსტრაციები: დაასკანერეთ ბარკოდი

109


komunikacia da TviTzrunvis praqtika

ქოუჩინგ მეთოდები ცხოვრებისეული ბალანსისთვის

110


komunikacia da TviTzrunvis praqtika

ჩვენი სახელმძღვანელოს ბოლო თავი ეხება მენტორინგის დანერგვას ორგანიზაციებში. მენტორობა არის სასწავლო ურთიერთობა, რომელიც ადამია-

ნებს აძლევს საშუალებას, აკონტროლონ საკუთარი განვითარების პროცესი, გამოანთავისუფლონ საკუთარი პოტენციალი და მიაღწიონ მიზნებს, რომლებიც მათთვის ღირებულია. (კონორი და პოკორა, Connor and Pokora, 2012)

მენტორინგი დასაქმების ადგილზე არის ფორმალურად დაგეგმილი სტრუქ-

ტურული პროგრამა, რომელიც აკავშირებს ერთმანეთს მენტორებსა და მათ ბენეფიციარებს, შემდგომში მათი ცოდნის განვითარების მიზნით.

ორგანიზაციებში მენტორიგი, ძირითადად, გამოიყენება პირადი და კარიერული განვითარებითვის, ასევე ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის. მენტორინგი წარმოადგენს ცოდნისა და გამოცდილების მიღების შესაძლებ-

ლობას იმ დასაქმებულებისთვის, რომლებიც ამ პროგრამის ბენეფიციარები

არიან. მისი მთავარი მიზანია სწავლისა და პერსონალური განვითარების ხელშეწყობა, ზოგჯერ კი ეს კონკრეტული მეთოდების გამოყენებით მიიღწევა. პირად ურთიერთობებს მენტორიგში დიდი მნიშვნელობა აქვს. ცნო-

ბილია, რომ ცოდნა და განვითარება, ძირითადად, იმაზეა დამოკიდებული,

ვინც სწავლობს. ეს მიდგომა საწინააღმდეგოა სკოლებში გავრცელებულ მასწავლებელზე ორიენტირებული მიდგომისაგან.

დღესდღეობით მენტორიგის პროგრამები აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, კერძო კომპანიებში, პოლიტიკურ ორგანი-

ზაციებში, უნივერსიტეტებში. მენტორინგი, ასევე, გამოიყენება სოციალური მუშაკების, სამოქალაქო აქტივისტებისა და სკოლების მიერ. თითოეულ და-

წესებულებაში მენტორინგის ხასიათი დამოკიდებულია შიდა სტრუქტურულ მოწყობასა და საჭიროებებზე, ან იმ ადამიანებზე, რომლებიც მენტორინგის პროცესში არიან ჩართულნი. მენტორინგის პროცესის დაგეგმვისას, მნიშვნელოვანია, ასევე, კომპანიის ძირითადი მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინება.

111


komunikacia da TviTzrunvis praqtika

ქოუჩინგი სწრაფად მზარდ პროფესიას წარმოადგენს, რომელიც აღიარებუ-

ლია, როგორც აუცილებელი საშუალება სხვადასხვა გარემოში ინდივიდის, გუნდის თუ ლიდერის დასახმარებლად.

ქოუჩინგიც და მენტორინგიც სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამოიყენება

ორგანიზაციაში დასაქმებულთა ან ბენეფიციარების განვითარების მიზნების მისაღწევად. მენტორინგისა და ქოუჩინგის პროცესი ხშირად ძალიან ჰგავს ერთმანეთს, თუმცა, ყოველთვის არ აღწერს ერთი ტიპის ურთიერთობას.

ქოუჩინგი ხშირად ფოკუსირდება კონკრეტული უნარებისა და ცოდნის განვითარებაზე, ან კონკრეტულ დავალებებზე. მენტორინგი უფრო ზოგად

ურთიერთობებზე ფოკუსირდება, თუმცა, შესაძლოა, კონკრეტულ სასწავლო მიზნებზეც ორიენტირდეს. ქოუჩინგს აქვს უფრო სტრუქტურული და ფორმა-

ლური მიდგომა, რომელიც მოკლევადიანი მიზნების მიღწევას ემსახურება. მენტორინგის მიზანი კი უფრო მეტად არაფორმალური კავშირების დამყარე-

ბაა მენტორსა და მენტის შორის ამ უკანასკნელის გრძელვადიან პერიოდში პროფესიული და კარიერული განვითარებისთვის. ქოუჩინგს აქვს მოკლე, განსაზღვრული ვადა, მენტორინგი უფრო გრძელვადიანი პროცესია და ის, შესაძლოა, შეთანხმებულ დროზე დიდხანსაც გაგრძელდეს.

ჩვენ გთავაზობთ რამოდენიმე ქოუჩინგ ტექნიკას, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ მენტორინგის პროცესში:

112


komunikacia da TviTzrunvis praqtika

„GROW“ მოდელი GROW პირველად ბიზნეს ქოუჩებმა გრეჰემ ალექსანდრემ, ალან ფაინმა და სერ ჯონ უაითმორმა დიდ ბრიტანეთში გამოიყენეს (1980). 80-90-იან წლებში ეს მეთოდი ძალიან პოპულარული გახდა კორპორატიულ ქოუჩინგში. GROW

მოდელი საკვანძოდ მიზნებისა დასახვასა და პრობლემების გადაჭრისთვის გამოიყენებოდა.

მაქს ლენდსბერგი საკუთარ წიგნში “ქოუჩინგის ტაო” აღწერს GROW-ს. GROW შეიძლება მოერგოს მიზანზე ორიენტირებულ მიმართულებებს, როგორები-

ცაა სპორტი, ან ბიზნესი, თუმცა, ნაკლებად შეიძლება მოერგოს კარიერულ საუბრებს, პიროვნული როლის შესაფასებას, ან “Life Coaching” დისკუსიებს,

სადაც სხვა, ტრანსპერსონალური, ან ეგზისტენციალური მეთოდები უფრო გამართლებული შეიძლება აღმოჩნდეს.

GROW მოდელზე ფიქრის საუკეთესო გზა შეიძლება იყოს ის, თუ როგორ და-

გეგმავ შენს მოგზაურობას. პირველ რიგში, შენ გადაწყვეტ მიმართულებას (მიზანი) და განსაზღვრავ იმას, თუ სად ხარ ახლა (შენს მიმდინარე რეალო-

ბას). შემდეგ აღმოაჩენ დანიშნულების პუნქტამდე მისასვლელ სხვადასხვა გზას (ვარიანტებს). ფინალურ სვლაში ნებისყოფის ხარჯზე საკუთარ თავს აძ-

ლევ გარანტიას, რომ ბოლომდე გაივლი გზას და მზად ხარ გზაზე არსებული დაბრკოლებების გადალახვისთვის.

„GROW“ მოდელს 4 ნაბიჯიანი სტრუქტურა აქვს, რომელიც ქოუჩინგის სესი-

ისას ეფექტური დიალოგისთვის იყენებს საკვანძო ელემენტებს. ეს მარტივი მოდელი იყენებს არაპირდაპირ მიდგომას და ეფექტური შეკითხვების გამოყენებით განსაზღვრავს პროგრესსა და მოქმედებებს.

ქოუჩინგის სესიისას ბენეფიციარს, შესაძლოა, ჰქონდეს რამდენიმე თემა,

საკითხი ან იდეა, რომლის განხილვაც სურს. „გროუ“ მოდელის 4 ნაბიჯი კი ყოველი ახალი ქოუჩინგური დიალოგისთვის გამოიყენება.

113


komunikacia da TviTzrunvis praqtika

GOAL-მიზანი – სასურველი შედეგის იდენტიფიცირება განსახილველი თემის დადგენით;

REALITY-რეალობა – ღია შეკითხვების გამოყენება არსებული სიტუაციის რეალობის შესაქმნელად;

OPTIONS-ვარიანტები – ყველა ვარიანტის გამოაშკარავება, რათა მიზნისკენ წინ წავიდეთ და შესაძლო ვარიანტებზე შევთანხმდეთ;

WRAP-UP-შეჯამება - შემდეგი ნაბიჯებისა და სამოქმედო გეგმის განსა-

ზღვრა. ასევე, შესაძლო სირთულეების იდენტიფიცირება და ამ პროცესში მხარდაჭერა. და ბოლოს, დასრულებისა და შემდგომი გაგრძელების დროებზე შეთანხმება.

ქვემოთ მოცემული კითხვები დაგეხმარებათ თქვენი სამოქმედო მიზნების განსაზღვრაში.

სანამ დაიწყებთ წლის დაგეგმვას, უპასუხეთ რამოდენიმე მათგანს:

Goal - მიზანი არ არის აუცილებელი, ეს იყოს საერთო გრძელვადიანი მიზანი, რომელიც ბენეფიციარმა ქოუჩინგის პროგრამისას დაისახა. ეს არის მიზანი, ან თემის მიზანი, საკითხი, ან იდეა, რომელიც მან, სრული სესიის, ან სპეციფიურ დიალოგზე ფოკუსირებისთვის მონიშნა.

მნიშვნელოვანია, რომ თქვენ და თქვენი ბენეფიციარი შეთანხმდეთ სესი-

ის სპეციფიურ მიზანსა და განსახილველ თემაზე. ეს როგორც თქვენ, ასევე

თქვენს ბენეფიციარს მოგცემთ ნათელ წარმოდგენას, თუ საით იქნება სესია მიმართული. ამ სასურველი მიზნის მიღწევა სესიის ფარგლებში უნდა იყოს შესაძლებელი.

⦁ „რისი მიღწევა გსურთ ამ სესიის განმავლობაში?“ ⦁ „რამდენად შორს გსურთ გაჰყვეთ ამ სესიას?“ ⦁ „რა შედეგებს ეძებთ სესიის ბოლოს?“ 114


komunikacia da TviTzrunvis praqtika

Reality - რეალობა აღმოაჩინეთ მიმდინარე რეალობა. დასვით კითხვები, რათა მოახდინოთ იდეებისა და ქმედებების პროვოცირება, რომლებიც დაეხმარება ბენეფიციარს, აღმოაჩინოს, უშუალოდ რა ახდენს გავლენას და რა მოქმედებს დასახული მიზნების განხორციელებაზე.

მოიშველიეთ თვითშეფასება, თავი აარიდეთ არარელევანტურ ისტორიულ მოვლენებს და ყოველთვის დარწმუნდით, რომ არაფერი დარჩა გაურკვეველი. ბენეფიციარი უნდა იყოს მკაფიო და გულწრფელი, რათა ქოუჩინგის სესიის წარმატებულება უზრუნველყოფილ იქნას.

⦁ „როგორია თქვენი მიმდინარე მდგომარეობა? უფრო მეტი დეტალი.“ ⦁ „აქამდე რა გააკეთეთ მიზნის მისაღწევად?“

⦁ „რამ შეგიშალათ ხელი უფრო მეტის მიღწევაში?“ ⦁ „ვის შეუძლია თქვენი მხარდაჭერა?“

Options - შესაძლო ვარიანტები როდესაც მიზანი უკვე განსაზღვრულია და მდგომარეობის რეალობა დადგენილი, თქვენ უკვე შეგიძლიათ, ბენეფიციარი მომდევნო ეტაპზე გადაიყვა-

ნოთ - ეს არის შესაძლო ვარიანტების აღმოჩენა და იმის იდენტიფიცირება, თუ რა დაეხმარება მას მიზნის წინ წაწევაში. დარწმუნდით, რომ ყველა შესაძლო ვარიანტი განხილული და შეთანხმებულია. ⦁ რისი გაკეთება შეძელით?

⦁ შეგიძლიათ ჩამოწეროთ 6 რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ? ⦁ რომელ ვარიანტს აირჩევდით?

⦁ რომლის დაწყება შეგიძლიათ ახლა?

115


komunikacia da TviTzrunvis praqtika

Wrap up - შეჯამება ბოლოს, თქვენს ბენეფიციარს დასჭირდება სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრა - იმ ნაბიჯების, რაც განაპირობებს დასახული მიზნის განხორციე-

ლებას. შეჯამების ფაზისას, ასევე, მნიშვნელოვანია ნებისმიერი შესაძლო დაბრკოლების განსაზღვრა, მოსალოდნელ დროზე შეთანხმება და საჭირო მხარდაჭერის იდენტიფიცირება.

⦁ რა იქნება შემდგომი ნაბიჯები?

⦁ რა გამოწვევას შეიძლება წააწყდეთ?

⦁ რა სახის მხარდაჭერა შეიძლება დაგჭირდეთ?

ცხოვრების ბორბალი ცხოვრების ბორბალი პოლ მეიერის მიერ შეიქმნა. ის არის წარმატების მოტივაციის ინსტიტუტის შემქმნელი და “Life Coaching”-ის ერთ-ერთი დამფუძ-

ნებელი. მას ეკუთვნის ცხოვრების ბორბლის თანამედროვე ვერსია და იგი ითვლება ბიზნესში პერსონალური განვითარების და Life Coaching-ის პიონერად. ცხოვრების ბორბალი მიიჩნევა გამოსადეგ ინსტრუმენტად მაშინ, რო-

დესაც ცხოვრება ბალანსს კარგავს. მაგალითად, ვორკოჰოლიზმი, მუშაობის

პროცესში გადაწვა, ან ზოგადად უკმაყოფილება და რწმენის დაკარგვა. ის ძალიან ეფექტურად დაეხმარა ადამიანებს, გამხდარიყვნენ უფრო ეფექტუ-

რები და კმაყოფილნი საკუთარი ცხოვრებით მაშინაც კი, როდესაც ისინი არ იყვნენ სამუშაო პროცესით გადამწვრები, ან უბედურები. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს თქვენი ცხოვრების ასპექტების, სფეროების განზომილებების იდენტიფიცირება და მათი ცხოვრების ბორბლის გარშემო განთავსება.

წრე განასახიერებს თქვენს ცხოვრებას, ანუ თქვენ. ნამცხვრის ნაჭრები,

ან ბადეები, არის თქვენი ცხოვრების ნაწილი: სფეროები, როლები, ან ზოგა116


komunikacia da TviTzrunvis praqtika

დად ცხოვრების ასპექტები. თქვენ აფასებთ ამ ასპექტებს და ქმნით გრაფიკას, რომელიც მოცემულია ქვემოთ, რათა დაინახოთ, თუ რამდენად დაბალანსებულია თქვენი ცხოვრება.

თქვენ დაინახავთ, რომ ზოგ ბორბალს აქვს მეტი და განსხვავებული ასპექტი. ასპექტების ბუნება თქვენზეა დამოკიდებული და როგორც წესი, განაპირობე-

ბს მხარეებს, სფეროებს, როლებს, საჭიროებებს, ან მიმართულებებს თქვენს ცხოვრებაში.

ამ მეთოდის არსი არის ის, რომ თქვენ შეაფასოთ საკუთარი თავის, ან თქვენი ცხოვრების მხარეები და დაადგინოთ, თუ არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი,

რასაც არ აქცევდით ყურადღებას და უარყოფდით, ან რაიმე, რასაც ძალიან დიდ დროს უსაფუძვლოდ უთმობდით.

ცხოვრების ბორბლის სავარჯიშოს მიზანია, დარწმუნდეთ, რომ თქვენი ბო-

რბალი, თქვენი ცხოვრება არის დაბალანსებული და ყველა მისი სფერო, ან საჭიროება სწორად არის დაკმაყოფილებული. როდესაც თქვენი ცხოვრე-

ბის ერთი ასპექტია ფოკუსში, ხოლო დანარჩენის უარყოფა ხდება, ბორბალი ბალანსს კარგავს. ვიცით, რაც ემართება ბალანს დაკარგულ ბორბალს. ის სუსტდება და განიცდის მარცხს. თქვენი ბორბალი, თქვენი ცხოვრება საჭი-

როებს ბალანსს ცენტრის გარშემო და ეს სავარჯიშო სწორედ ამ ბალანსის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

ბორბალი მოიცავს რვა განყოფილებას, რომლებიც, თავის მხრივ, ქმნიან ცხოვრების აღწერის ერთ გზას. თქვენ, როგორც ქოუჩს, ან თქვენს ბენეფიცი-

არს, შესაძლოა, გქონდეთ სხვადასხვა კატეგორია და ვერსია, ან შესაძლოა, მოინდომოთ მეგობრებისა და ოჯახის განცალკევება. სტრუქტურა თქვენზე და თქვენს ბენეფიციარზეა დამოკიდებული. სავარჯიშო ზომავს, თუ როგორია თქვენი ბენეფიციარის კმაყოფილების დონე ამ სავარჯიშოს შესრულე-

ბის დღეს. ეს არ არის წარსულში არსებული სიტუაციის, ან იმის ამსახველი სურათი, თუ რისი მიღწევა სურს სამომავლოდ მას. ეს არის მომენტალური ფოტო, რომელიც კონკრეტულ დროს ასახავს. ბორბალი ბენეფიციარს აჩვენებს, თუ როგორ გამოიყურება მისი ცხოვრების ბალანსი. 117


komunikacia da TviTzrunvis praqtika

ცხოვრების ბორბალი ქოუჩინგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტექნიკაა,

რომელიც გვაჩვენებს ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი მიმართულებების ახლანდელ მდგომარეობას, ასევე, მიგვითითებს, რა გვაქვს დაბალანსებული და რა დაუბალანსებელი და ამავდროულად, გვეხმარება მიზნების განსაზღვრაშიც.

ეს ტექნიკა იძლევა ვიზუალურ წარმოდგენას, თუ როგორია ჩვენი ცხოვრება ახლა და როგორი იქნება ის მომავალში იდეალურ შემთხვევაში.

ინსტრუქცია ქვემოთ მოცემულ 8 ნაწილად დაყოფილ წრეში, შეგიძლიათ, შე-

არჩიოთ თქვენთვის სასურველი 8, მეტი, ან ნაკლები მიმართულება. 1. წრის თითოეული დანაყოფისთვის შეარჩიეთ თქვენთვის სასუ-

რველი დასათაურებები (მაგ: კარიერა, ოჯახი, ურთიერთობები და ა.შ.);

2. შეგიძლიათ, ჩაწეროთ ნებისმიერი დასათაურება, რასაც გრძნო-

ბთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია, მიმართულებები, რაშიც გსურთ, რომ განვითარდეთ. მაგ: განათლება, სამსახურეობრივი პერსპექტივები, ურთიერთობები;

3. თუ დაგჭირდათ, შეგიძლიათ, ბორბალს დაამატოთ დანაყოფები. შესაძლებელია, გააკეთოთ 6-12 დანაყოფი;

4. გაავლეთ ხაზი თითოეულ ახალ დანაყოფთან და დაყავით ის 10 ნაწილად, რაც იქნება შკალა 1-დან 10-მდე;

5. დაუფიქრდით თითოეულ დანაყოფს, დაუთმეთ ამას რამდენიმე წუთი და შეაფასეთ ის 1-დან 10-მდე ქულით, სადაც 1 იქნება ყველა-

ზე უარესი შემთხვევა, ხოლო 10 - საუკეთესო. რამდენად ბედნიერი ხართ თქვენი ცხოვრების ამ მიმართულებაში? რამდენი ქულით შეაფასებდით ამ მიმართულებას?

118


komunikacia da TviTzrunvis praqtika

6. მონიშნეთ მინიჭებული ქულა კონკრეტულ მიმართულებაზე და იგივე შეკითხვები დაუსვით საკუთარ თავს ყველა დანარჩენი მიმართულების შემთხვევაშიც. ზოგიერთ ადამიანს ეადვილება, როცა პასუხებს ბორბალზევე აწერენ;

7. ახლა შეაერთეთ ხაზები, რათა თქვენი ქულებიდან გამომდინარე შექმნათ თქვენი ბორბალი. ამით ნათლად დაინახავთ, რამდენად და-

ბალანსებულია თქვენი ცხოვრება. გახსოვდეთ, რომ ამ სავარჯიშოს მთავარი მიზანი არ არის ყველა მიმართულებისთვის მაქსიმალური ქულის მინიჭება, არამედ, ამ ტექნიკის მთავარი აზრი ბალანსის დაცვაში მდგომარეობს. წარმოიდგინეთ, ეს ბორბალი რომ თქვენი მანქანის საბურავი იყოს, როგორ ივლიდით?

8. ახლა მივუბრუნდეთ თითოეულ მიმართულებას: დაუფიქრდით, რას

ნიშნავს თქვენთვის 10 ქულა ამ მიმართულებაში? წარმოიდგინეთ, რომ მაგალითად, კარიერის მიმართულებაში უკვე გაქვთ 10 ქულა, რას გრძნობთ? როგორ გამოიყურება ახლა თქვენთვის ეს მიმართულება? დაწვრილებით აღწერეთ, რას მიაღწიეთ? რა გააკეთეთ 10 ქუ-

ლამდე მისასვლელად? ერთი მიმართულების ბოლომდე ამოწურვის შემდეგ კი გადადით დანარჩენ მიმართულებებზე და დაუსვით იგივე შეკითხვები საკუთარ თავს;

9. როდესაც დაასრულებთ ყველა მიმართულების დახასიათებას, თუ რას ნიშნავს თითოეული მათგანი თქვენთვის 10 ქულიან შკალაზე, შეარჩიეთ ერთი ისეთი მიმართულება, რომლის ქულის გაზრდაც დადე-

ბით გავლენას იქონიებს ყველა სხვა მიმართულებაზე. (მაგალითად, სამსახური, შეფასებული 5 ქულით. სამსახურში დაწინაურების შემთხვევა კი იმოქმედებს ფინანსებზეც, მოგზაურობაზეც, ჯანსაღი ცხოვრების რეჟიმზეც და ა.შ.) მოძებნეთ ასეთი წამყვანი მიმართულება;

10. რას გააკეთებთ საიმისოდ, რომ ამ მიმართულებაში ქულა გაზარ-

დოთ? როდის? როგორ? როგორ მიხვდებით, რომ მიაღწიეთ სასურველ შედეგს?

119


komunikacia da TviTzrunvis praqtika

ცხოვრების ბორბალი

120


komunikacia da TviTzrunvis praqtika

თვითრეფლექსიის სივრცე 3 რამ, რაც

ახალი იყო

ამ მასალაში

3 რამ,

რასაც

გაითვალისწინებთ

როგორ უნდა

შექმნათ დრო საკუთარი

თავისთვის?

3 უნარი,

რომელზეც

დაიწყებთ მუშაობას

უფრო დეტალურად ქალთა გაძლიერებისთვის მენტორინგის დანერგვის ტექნიკებს გაეცანით ჩვენს სახელმძღვანელოში:

მენტორობა ქალთა გაძლიერებისთვის, სახელმძღვანელო სამუშაო ადგილებზე მენტორობის პროგრამებისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, 2020 წელი

121


komunikacia da TviTzrunvis praqtika

გამოყენებული რესურსები: Arao, B., & Clemens, K. (2013). From safe spaces to brave spaces. The art of effective facilitation: Reflections from social justice educators, 135-150. Caucasus Research Resource Center. (2018a). Georgia’s Imagined Tolerance. Fisher, R,. & Ury, W. (1992) Getting to Yes. Retrieved from: shorturl.at/devCK Jon Kabat-Zinn (2004).Wherever You Go, There You Are: Mindfulness meditation for everyday life. Jon Kabat-Zinn (2013). Full Catastrophe Living, Revised Edition: How to cope with stress, pain and illness using mindfulness meditation. Kimmel, Michael. Healing from Hate: How Young Men Get into – and out of – Violent Extremism. Oakland: University of California Press, 2018. Klandermans, Bert. 2004. The Demand and Supply of Participation: Social-Psychological Correlates of Participation in Social Movement. The Blackwell Companion to Social Movements.Malden MA, Blackwell Publishing LTD. Pew Research Center. (2018). Eastern and Western Europeans Differ on Importance of Religion, Views of Minorities, and Key Social Issues. Rosenberg, M. Nonviolent Communication. Retrieved from: shorturl.at/mpLQV Rubin, J. Z., & Pruitt, D. G., & Kim, S. H. (1986) Social Conflict: escalation, stalemate, and settlement. 2019 წლის სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგები. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი. გვ 4. დომინიკ ბერტოლუჩი, შენი საუკეთესო ცხოვრება (ჰოდერი, ავსტრალია, 2006) მემარჯვენე ექსტრემიზმის პოლიტიკური შესაძლებლობები საქართველოში. თამთა გელაშვილი (2019) მემარჯვენე სოციალურ მოძრაობებში გაწევრიანების ფსიქოლოგიური და სოციალური მიზეზები ქართული მარშის მაგალითზე. ნინო ბექაია (2018) პოლიტიკური და იდეოლოგიური სიცხადე, ზრდასრულთა არაფორმალური განათლება და NGO -იზაცია. მარი გაბუნია (2019) როგორ გავუმკლავდეთ ულტრამემარჯვენე მოძრაობებს: ლოკალური ქვიარ ფემინისტური მიდგომა. აია ბერაია (2020) ძალადობრივი ექსტრემიზმი და განათლება. UNESCO (2016)

122


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.