მენტორინგის პორტფოლიო

Page 1

აქტიური მოქალაქის პორტფოლიო



რას ნიშნავს მენტორინგი? მენტორინგი - ეს არის ურთიერთობა ორ ადამიანს შორის, რო-

მელთაც აქვთ სხვადასხვა დონის გამოცდილება. უფრო გამოცდილი მენტორი ეხმარება ნაკლებად გამოცდილ მენტის კონკრეტული პე-

რიოდის განმავლობაში. გაზეთებში ხშირად ვხვდებით სიახლეებს პოლიტიკური ან მენეჯერული მენტორინგის შესახებ.

ეს მენტორები არიან გავლენიანი ადამიანები, რომელთაც წინ

წაწიეს ამბიციური ახალგაზრდების კარიერა. არაფორმალური მიდგომა მენტორინგის ტრადიციული მოდელია. დღესდღეობით იქ-

მნება ბევრი, უფრო მეტად სტრუქტურული მენტორინგის პროგრამა სხვასასხვა ინსტიტუციისთვის, უნივერსიტეტისთვის, სკოლებისა და სოციალური სამუშაოსთვის.

3


მოტივაცია და პირადი მიზნები მენტორინგის მთავარი მიზანია სწავლისა და პირადი განვითარების

წახალისება, ხანდახან სპეციფიკური მეთოდების გამოყენებით.

მენტორინგში ძალიან მნიშვნელოვანია პირადი ურთიერთობა. დღეს-

დღეობით ცნობილია, რომ ცოდნა და განვითარება დიდწილად არის დამოკიდებული მსწავლელზე. ეს მიდგომა საპირისპიროა მასწავლებელზე

ორიენტირებული მიდგომისგან, რომელსაც ხშირად სკოლებში ვხვდე-

ბით. მენტორინგი მოიცავს თვით-დისციპლინას, და ამ სიტუაციაში სრულ სახეს აძლევს კიდეც ფორმალურ განათლებას. ის მართავს თვითგანათლების პროცესს, რაც ადამიანს ეხმარება არსებული რესურსების გამოყენებაში და ახალი ცოდნის შეძენაში.

4


დამატებითი ცოდნა ცოდნის გარეშე არ არსებობს განვითარება. წარმატებული გამოცდი-

ლების მქონე ადამიანები და ამ გამოცდილების გაზიარება გვეხმარება ზრდაში. მოტივირებული მოსწავლე სანდო მასწავლებელსა და ფასი-

ლიტატორთან ერთად უკეთესად აითვისებს პრაქტიკულ ცოდნას, თუმცა ხანდახან, მენტებს ჭირდებათ დამატებითი მოტივაცია. ეს მოტივაცია გამოცდილებით უნდა მყარდებოდეს და გვეხმარებოდეს ჩვენი მიზნების მიღწევაში.

სწორედ ეს პრიორიტეტები განსაზღვრავს ამ სახელმძღვანელოს ფო-

რმატს. სახელმძღვანელო აჯამებს მენტის მხარდაჭერის გამოცდილებებს და მათი თვითგანვითარებაზე მიმართული მუშაობის პრინციპებს.

მენტორებს მხარდაჭერის სხვადასხვა ფორმატის გამოყენება შეუძ-

ლიათ. ხანდახან ისინი შთაგვაგონებენ. ხანდახან მოტივაციის მომცემი მეგობრები არიან, ან საზოგადოების უფრო გამოცდილ წევრებად გვევლინებიან. ხანდახან ისინი რჩევას გვაძლევენ.

მენტორინგის ხანგრძლივობა მენტორინგის ხანგრძლივობა ინდივიიდუალურია. მენტორსა და მენტს

შორის ურთიერთობა დროში ვითარდება, ხანდახან ის იცვლება, ხანდახან ურთიერთობა უფრო მყარდება, ან პირიქით. ეს მენტორინგს განასხვავებს ქოუჩისა და მრჩევლის როლისგან, მათ წინასწარ აქვთ ყველა ნაბიჯი განსაზღვრული კონტრაქტის ფარგლებში.

5


მენტორინგის პროგრამები მენტორინგის პროგრამები დღესდღეობით გხვდება განსხვავებულ

კონტექსტში: კომპანიებში, პოლიტიკურ ინსტიტუტებში, უნივრსიტეტებში, სოციალურ მუშაკებში, სამოქალაქო აქტივისტებში და სკოლებში. თი-

თოეულ ამ ინსტიტუციაში, მენტორინგის ხასიათი დამოკიდებულია შიდა მოწყობასა და საჭიროებებზე ან იმ ადამიანებზე, ვინც ამ პროცესშია ჩართული.

მენტორინგს კომპანიებში ძირითადად ურთიერთობების გასაუმჯო-

ბესებლად იყენებენ, მაშინ როდესაც სტუდენტებისთვის მენტორინგს

სხვა დანიშნულება შეიძლება ქონდეს. მათ უფრო სოციალური ჩართულობა აინტერესებთ, რაც ნაკლებად პრიორიტეტულია მენეჯერი მენტო-

რებისათვის. თუმცა ორივე ჯგუფისათვის, მენტორინგი ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენის შესაძლებლობაა სხვადასხვა კომპანიების საქმიანობის, ექსპერტიზისა და კულტურის შესახებ. ორივე ჯგუფი უდი-

დეს მნიშვნელობას ანიჭებს ცოდნის პრაქტიკიდან მიღებას და სწორედ

ეს მახასიათებლები განსაზღვრავს მენტორინგის საბაზისო კონცეფციას, სპეციფიკა კი კონკრეტული ქეისიდან გამომდინარეობს.

პროგრამები 6


გამოცდილების ასიმეტრია მენტორინგი ყოველთვის მოიცავს გამოცდილების ასიმეტრიას. კომპა-

ნიებში მენტორებს უმეტეს შემთხვევაში აქვთ ბევრად უფრო დიდი გა-

მოცდილება და მაღალი პოზიცია, ასევე უფრო ფართო სანაცნობო წრე. მენტორები ასაკითაც უფროსები არიან მენტიზე. სხვა შემთხვევებში, როგორიცაა მოხალისეობრივი საქმიანობა, ასაკობრივი სხვაობა უმნიშვნე-

ლოა. ასეთი მენტორინგი მოითხოვს სოციალურ თანასწორობას, მსგავს გამოცდილებებსა და პირად ინტერესებს.

იერარქია მენტორინგში ვხვდებით უთანასწორობასაც. განსხვავებული ხელფასი

და პრივილეგიები სწორედ რომ უთანასწორობისკენ მიგვითითებს, თუმცა მენტორინგს შეუძლია ან უთანასწორობის განცდისა და იერარქიულობის შეცვლა, ხშირად სწორედ ესაა მენტორინგის ფუნქცია, მენტორინგს შეუძლია მენტის უკეთ ინტეგრირება ლიდერთა წრეში.

სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორში, ეს ასი-

მეტრია და უთანასწორობა უფრო კრიტიკულადაა განხილული თანასწორობის გადმოსახედიდან გამომდინარე. თუმცა, ტრადიციულ მენტორინგში ჯერ კიდევ არსებობს იერარქია. პროცესში ჩართულ ორივე მხარეს

კარგად უნდა ქონდეს ეს გაცნობიერებული. თუმცა თანასწორ მენტორინგში, მენტორი უფრო წარმატების მოდელია და მის ემპათიას უფრო დიდი ყურადღება ექცევა, ვიდრე მის პოზიციას.

7


მრავალფეროვნების ცნება ინდივიდის საჭიროებებზე მორგებას მივყავართ იმ გაგებამდე, რომ

ყველა ადამიანი განსხვავებულია. ახალგაზრდა ცვლილების აგენტებს განსხვავებული სტილი, მიდგომა, სამუშაო და კულტურულ-სოციალური გამოცდილება აქვთ. სკოლების უმეტესობა ცდილობს ამ მრავალფეროვნების ჰომოგენიზაციას. მენტორინგი გულისხმობს ამ მრავალფეროვნების პატივისცემასა და დაფასებას.

მეორეს მხრივ გამოწვევები ნათელია: პირველ რიგში სერიოზულად

უნდა მივიღოთ მრავალფეროვნების ცნება, და მოვახდინოთ მისი ინტეგ-

რირება რეალობაში და ასევე ჩვენს გარემოში, სადაც მრავალფეროვნება ჯერ კიდევ უცხოა. გარდა ამისა, როდესაც ინდივიდები ან ჯგუფები ძალადობრივად უდგენიან ჩვენს არაძალადობრივ და დემოკრატიულ პრინციპებს - უნდა შევძლოთ ამის გამოსწორება. მრავალფეროვნების გაგება

ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ყველა აღიარებს ჩვენს ღირებულებებს.

8


თვითგანვითარების ინსტრუმენტი ჩვენი პორტფოლიოს მიზანია დაგეხმაროთ იპოვოთ აქტიური მოქალა-

ქის თქვენეული განმარტება დაკვირვების, პრაქტიკული და ინდივიდუალური მუშაობის დახმარებით. რასაც აქ ინახავთ წარმოადგენს თქვენი უნარებისა და მახასიათებლების პორტფოლიოს, რაც გეხმარებათ თქვენი

გამოცდილებისა და თვითშეფასების ერთ ჩარჩოში მოქცევაში. ჩვენ მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად კრეატიულად გამოიყენოთ ეს ინსტრუმენტი - დაწეროთ, დახატოთ, შექმნათ კოლაჟები და ა.შ.

ინდივიდუალური მუშაობის გარდა, შეგიძლიათ სხვა ადამიანების ჩა-

რთვაც. გნსხვავებული პერსპექტივა გეხმარებათ სრული სურათის აღქმა-

ში. შესაძლოა თქვენი თანაგუნდელებისა და მონაწილეების შეფასება საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. თქვენი თანაგუნდელების გამოცდილება და დაკვირვება შესაძლოა გახდეს თქვენი შთაგონების წყარო.

ჩვენ გისურვებთ უფრო მეტ ინსპირაციას, მოტივაციას და მენტის რო-

ლში საინტერესო გამოცდილების მიღებას

9


შენი დამოკიდებულებები და პერსონალური მიზნები

10


შენი სიმბოლო რომელ სიმბოლოს უკავშირებ აქტიურ მოქალაქეობას?

(შეგიძლია დახატო, შექმნა კოლაჟი, ან მიამაგრო ფოტოსურათი)

კოლაჟი

11


1 ცვლილების აგენტი შენ ხარ ცოდნისა და გამოცდილების, ასევე მოლოდინების მატარებელი

აქტიური ახალგაზრდა. შენი აზრით, რა არის აქტიური მოქალაქის/ცვლილების აგენტის მთავარი მახასიათებლები? (შეგიძლია შექმნა კოლაჟი)

კოლაჟი

12


2 შენი კომპეტენციები შენ აღწერე იდეალური აქტიური მოქალაქე და ცვლილების აგენტი, სხვა

კუთხით მისი დახასიათება ასევე შესაძლებელია მისი კომპეტენციების ჩამოთვლით.ფართოდ გავრცელებული განმარტების თანახმად, ეს არის შენი შესაძლებლობები “შეხვდე რთულ გამოწვევებს შენი ფსიქო-სოციალური რესურსების მობილიზების გზით.” და ასევე მოიცავს შენს უნა-

რებსა და დამოკიდებულებებს. შენი კომპეტენციები ასევე გეხმარება აქტივობების ფართო სპექტრის განხორციელებაში. ზოგიერთი პირდა-

პირ კავშირშია შენს როლთან იყო პროექტის მენეჯერი ან გუნდის წევრი შენს ორგანიზაციაში/პროექტში.

გთხოვ, აღწერო ის კომპეტენციები, რომელიც გეხმარება ამ როლის სწორად შესრულებაში:

აქტიური მოქალაქის კომპეტენციები:

13


3 თემები და საკითხის ცოდნა შენი ექსპერტიზა შენ უკვე განსაზღვრე რა უნდა იცოდეს იდეალურმა ცვლილების აგენტმა.

გთხოვ აღწერე შენი ექსპერტიზა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირე-

ბით, ცოდნა და მეთოდოლოგია როგორ უნდა განავითარო და მართო შენი იდეები:

14


4 ჩემი ძლიერი მხარეები და პასუხისმგებლობა როგორც ცვლილების აგენტი, შენ ასევე იღებ ლიდერობის პასუხისმგებლობას, რას ნიშნავს ეს შენთვის?

შენი მიდგომა ძალაუფლების მიმართ: გაიხსენე სიტუაცია, სადაც შენ ან შენი გუნდის წევრმა არ გამოიყენა საკუთარი ძალაუფლება კონკრეტული სიტუაციის საჭიროებიდან გამომდინარე? რა იქნებოდა უმჯობესი ამ სიტუაციაში?

15


ავტორიტარიანული სტილი როგორ სიტუაციას გაიხსენებდით, სადაც თქვენ ან თქვენი გუნდის წევრმა ზედმეტად გამოიყენა საკუთარი ავტორიტეტი ან ძალაუფლება, რა იქნებოდა უმჯობესი ამ სიტუაციაში?

შენი მახასიათებლები დაწერე სამი მახასიათებელი, რომელიც დაგეხმარება შეაფასო, ლიდერობის როგორი სტილი გაქვს. 1

2

3

16


5 სწავლის სტილი არსებობს სწავლის განსხვავებული მიდგომები. ზოგიერთი ადამიანი ამჯობინებს იმოქმედოს სტრუქტურულად, ლოგიკურად და ნაბიჯ-ნაბიჯ.

სხვებს ურჩევნიათ დაეყრდნონ ინტუიციას. ტვინის ფუნქციების სხვაობა იწვევს ტვინის მიერ ინფორმაციის ტრანსფერის განსხვავებულ სტრუქ-

ტურას სხვადასხვა პიროვნებაში. ზოგადად, ამ სპეციფიკას განასხვავებენ იმის მიხედვით, თუ ტვინის რომელი ნახევარსფეროა უფრო განვითარებუ-

ლი: მარცხენა ნახევარსფერო - კოგნიტური და აბსტრაქტული, და მარჯვენა ნახევარსფერო ინტუიციური და არა ვერბალური, სოციალური ნახევარსფერო. არსებობს მოდელები, რომლებიც გვეხმარებიან განვსაზღვროთ ჩვე-

ნი აზროვნებისა და სწავლის სტილი. ეს ადამიანებს ორ პოლუსად ყოფს: ინტუიციური და ანალიტიკური. სად დააყენებდით თქვენს თავს?

შენი სწავლის სტილი:

17


6 პერსონალური მახასიათებლები ალბათ უკვე იცი, რა მახასიათებლებით გამოირჩევა ცვლილების აგენტი. ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ არ არსებობს დომინანტური სტილი, რომელიც უფრო მეტად უხდება პროექტზე მომუშავე ადამიანს. მრავალ-

ფეროვნება გუნდში ყველაზე მნიშვნელოვანია. მაგალითად, ინტროვერტი

გუნდის წევრი უკეთესად განსაზღვრავს ჩუმი მონაწილეების საჭიროებებს, მაშინ როდესაც ექსტროვერტს შეუძლია უკეთ გააანალიზოს აქტიური მონაწილეების საჭიროებები.

საერთო ჯამში, ყველა მახასიათებელს დადებითი ეფექტი აქვს პროექტის

გუნდის მუშაობაზე. ის, თუ როგორ გამოიყენებთ ამ მახასიათებლებს უკვე დამოკიდებულია თქვენი და თქვენი თანაგუნდელების ეფექტურობაზე.

შენი მახასიათებლები:

გთხოვთ აღწეროთ თქვენი თავი ერთ აბზაცში...

18


7 ძლიერი და სუსტი მხარეები ყველა ადამიანს აქვს ძლიერი მხარეები, რომელსაც შეუძლია დაეყრდნოს, და სუსტი მხარეები, რომლის შეცვლაც ან გამოსწორებაც მას სურს, ან შესაძლოა საკმარისია მათი მიღება ისწავლოს.

რა არის ის ძლიერი მხარეები, რომელიც გეხმარება პროექტის მართვაში? რა არის ის სუსტი მხარეები, რომელიც ხელს გიშლის პროექტის მართვაში?

ჩემი ძლიერი მხარეები

19


სისუსტეები

20


8 ჩემი პერსონალური განვითარების მიზნები თქვენი, როგორც ცვლილების აგენტის თქვენეული ხედვა შეადარეთ იმ

კომპეტენციებს, ცოდნას, ხასიათს რომელიც გაქვთ: რა გაკლიათ? იფიქრეთ იმ მიზნებზე, რომელიც დაგეხმარებათ მომავალი 6 თვის მანძილზე დაუახლოვოთ საკუთარი თავი ამ ხედვას.

კომპეტენციები ცოდნა და უნარები, რომელიც გესაჭიროებათ, რათა გახდეთ ცვლილების აგენტი:

დამოკიდებულებები აღწერე შენი სტილი - იმუშაო იდეებზე, მართო პროექტი:

21


ხასიათი აღწერე შენი ზოგადი ხედვა: როგორ აღიქვამ სამყაროს და როგორია შენი დამოკიდებულება/რეაქცია ამ ხედვის მიმართ:

პიროვნება აღწერე ზოგადი ჩარჩო,, თუ როგორ აღიქვამ სამყაროს და როგორია თქვენი ქცევა ამ აღქმაზე რეაგირებისას:

მუშაობის სტილი როგორი უნდა იყოს შთაგონების, დაგეგმვის და შეფასების შენეული სტილი პროექტის მსვლელობისას?

22


9 ჩემი სასწავლო გეგმა თვითსწავლება გულისხმობს, რომ თავად აძლევ მიმართულებას შენს

სასწავლო გარემოს და დამოუკიდებლად წყვეტ როდის და რა გინდა რომ ისწავლო. ამიტომ მნიშვნელოვანია დააბალანსო ამოცანები შენს ყოვე-

ლდღიურ ცხოვრებასთან. ეს ჩარჩო ეხება გარემოს, ინსტრუმენტებსა და პირობებს, რომლებიც ქმნიან ოპტიმალურ სასწავლო პირობებს შენთვის.

გარემო და სივრცე შენს ყოველდღიურობაში სადაა საუკეთესო ადგილი სწავლისთვის?

რა არის ოპტიმალური დრო კითხვის, ფიქრისა თუ დაგეგმვისთვის? რამდენად ხშირად გამონახავ დროს ამისთვის?

რომელი ადამიანები (არ) გჭირდება გარშემო?

23


რა შთაგაგონებს?

სასწავლო ინსტრუმენტები ყველას აქვს განსხვავებული უპირატესობები ცოდნის შენახვისა და ასახ-

ვისთვის. რა ინსტრუმენტებს გამოიყენებ სამუშაო პროცესში? ციფრულ პროტოკოლს თუ სახელმძღვანელო ჩანახატებს? კოლეგებთან საუბარს თუ ჩანაწერების გაკეთებას?

24


სასწავლო მიზნები მიზნები მაგალითად: პრეზენტაციის უნარების განვითარება

სასწავლო

როგორ, ვისთან,

სივრცე(ები)

როგორი ქმედებებით

მოსამზადებელი დრო სახლში

25

წიგნი: პრეზენტაციის ტექნიკები

პრეზენტაცია, გუნდის უკუკავშირი


ახალი შინაარსი და მეთოდები თემები

კონკრეტული წყაროები

26


10 წერილი საკუთარ თავს შეგიძლია მიწერო წერილი შენს თავს და ჰკითხო რისი მიღწევა გსურს 10 თვეში პროექტის მართვის მიმართულებით.

27


თემი და ინსტიტუციები ეს ნაწილი ყურადღებას ამახვილებს ინსტიტუციასა და კონკრეტულ სასწავლო გარემოზე, რომელშიც მუშაობ.

ინსტიტუციები 28


1 ინსტიტუციური მიზნები შენ მუშაობ კონკრეტული პროგრამის ფარგლებში და ეთანხმები რომ იმუშაო ინსტიტუციური მიზნებისა და მოლოდინების მიხედვით. წინა შემთხვევაში შენ მიწერე წერილი შენს თავს საკუთარი მიზნებიდან და მოტივაციიდან გამომდინარე. ახლა კი, მოდი გლობალურად შევხედოთ ამ მიზნებს.

რით განსხვავდება შენი ორგანიზაცია სხვა ორგანიზაციებისგან? განსხვავება მენეჯმენტისა და ლიდერობის ხედვაში შენთვის ცნობილი საკითხების, დამოკიდებულებებისა და მიზნებისადმი.

29


2 ეთიკა და სამუშაო კონკრეტულ გარემოში მუშაობა გულისხმობს კონკრეტულ ეთიკურ ღირე-

ბულებებს. ღირებულებები არის პრინციპების ერთობლიობა, რომელიც გვაძლევს ორიენტაციის საშუალებას თუ რა და როგორ გვინდა რომ გავა-

კეთოთ. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ ღირებულებების არეკვლა ისეთ

რთულ ატმოსფეროშიც კი, როგორიცაა მონაწილეებს/კოლეგებს შორის კონფლიქტი. გთხოვთ აღწეროთ, თუ რომელია თქვენთვის მნიშვნელოვანი პრიციპები ამ მიმართულებით. ასევე შეგიძლიათ თითოეული მათგნი მნიშვნელობის მიხედვით შეაფასოთ შკალის პრინციპით 1-დან 10-მდე თვითგაძლიერება

მონაწილეობა

სწორი მენეჯმენტი

30


ინიციატივა

კონფლიქტის მართვა

დემოკრატია

მრავალფეროვნება

31


3 გავლენა საზოგადოებაზე აღწერე, რას ნიშნავს შენთვის საზოგადოების გაძლიერება:

სამოქალაქო ინიციატივები შენს გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც მოტივირებულნი არიან განახორციელონ სამოქალაქო ინიციატივები თავიანთ საზოგადოებაში. აღწერე ეს ინიციატივები - როგორ ცვლიან ისინი საზოგადოებას.

32


4 ორგანიზაციასთან კავშირი შენ უკვე იცნობ შენი ორგანიზაციის სხვა წევრებს. როგორ დაახასიათებდი მათ? გთხოვ, ჩამოწერო მათი 5 მახასიათებელი.

1

2

3

4

5

33


5 ურთიერთობა მონაწილეებთან ცვლილების აგენტობის იდეა გულისხმობს ბევრ მუშაობას სხვა ადამიანებთან, რომლებიც არიან შენი აქტივობების თანამონაწილეები. ისინი წარმოადგენენ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს. მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ იცოდე შენი მათდამი დამოკიდებულება და სწორედ დაგეგმო მონაწილეებთან ურთიერთობა.

სიახლოვე და დისტანცია როგორი ურთიერთობა გინდა, რომ გქონდეს პროექტის მონაწილეებთან?

რა არ უნდა მოხდეს?

როგორ შეგიძლია ამის თავიდან აცილება?

34


6 ორმხრივი უკუკავშირი უკუკავშირი არის საჭიროებაც და საჩუქარიც. ის გეხმარება განვითარებაში, ფარული ხარვეზების აღმოჩენასა და სამუშაოს გაუმჯობესებაში. გთხოვთ განსაზღვროთ თუ როგორ გინდათ რომ მიიღოთ და გასცეთ უკუკავშირი.

ფორმა და სტილი ჯგუფში თუ ერთი ერთზე?

არაფორმალურად თუ გუნდის შეხვედრისას?

გუნდიდან ვინ გიმარტივებთ უკუკავშირის მიღებას?

35


შინაარსი უკუკავშირის მიღება: წინასწარ განსაზღვრე ვისგან როგორი უკუკავშირის მიღება გინდა.

უკუკავშირის გაცემა: ვის გინდა რომ უკუკავშირი მისცე? რისთვის? ფოკუსირება მოახდინე ისეთ ასპექტებზე, რისი შეცვლაც რეალისტურად შესაძლებელია.

როგორია შენთვის: უკუკავშირის მიღება?

უკუკავშირის გაცემა?

36


7 ჩემი საჭიროებები გუნდში მუშაობისას აქ თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ თქვენი საჭიროებები პროექტის გუნდში. რა არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობისას?

როგორ ვპასუხობ ამ საჭიროებებს?

37


პროექტი ეს სექცია გთავაზობთ ჩარჩოს მონახაზს პრაქტიკული ნაწილისთვის. თითოეული გვერდი შეგიძლიათ შეავსოთ თავიდან ყოველი ახალი აქტივობის წინ.

პროექტი 38


1 სამიზნე ჯგუფი როგორ დაახასიათებდით თქვენი პროექტის სამიზნე ჯგუფს?

რატომ მოგწონს მათთან ერთად მუშაობა?

რა შეიძინე მათთან მუშაობით?

39


2 მომზადება: ჩემი სასწავლო მიზნები:

მენტორთან განსახილველი საკითხები:

40


მოსამზადებელი დავალებები:

ასპექტები, რომლებიც წინასწარ უნდა განვიხილოთ გუნდში

41


3 შეფასება: პროექტის მართვის პროცესი შენ პასუხისმგებლობა აიღე პროექტის გარკვეული ნაწილის ან ნაწილების მომზადებაზე. შენი პროექტის თითოეულმა წევრმა შეიძლება გასცეს ამ კითხვებს პასუხი: პროექტის კოორდინატორმა/ გუნდის მენეჯერმა/ მონაწილეებმა/ მენტორმა ან გარე ექსპერტმა.

შენი მისია აღწერე, რა შეასრულე:

შეფასება როგორი იყო:

42


შედეგი რა მიიღე:

დახმარება ვინ დაგეხმარა პასუხების მიკვლევაში:

43


4 შეფასება: უკუკავშირი უკუკავშირი, რომელიც მივიღე ჩემი გუნდის წევრებისგან, მონაწილეებისგან ან სხვა მოწვეული სტუმრებისგან, მენტორისგან, ექსპერტებისგან, პროგრამის წარმომადგენლების ან პარტნიორებისგან. აღნიშნეთ ის ასპექტები, რომელიც ახალი იყო თქვენთვის.

პოზიტიური ასპექტები, შემოთავაზებები და გამოწვევები

ისაუბრე პოზიტიური და კრიტიკული ასპექტების შესახებ. არ განსაჯო, უბრალოდ აღწერე.

მონაწილეები

44


გუნდის წევრები

გარეშე პირები

45


5 პროექტის მენეჯმენტის სტილის და პერსონალური განვითარების შეფასება ზოგადი კონცეფცია მიზნები:

მიაღწიე შენს მიზანს/მიზნებს? რომელ მიზანს?

რა ინსტრუმენტები გამოიყენე ამისთვის?

46


ცვლილების თეორია

ცვლილების თეორია არის არსებითად მნიშნველოვანი აღწერა და

ილუსტრაცია იმისა, თუ როგორ და რატომ ხდება ცვლილება კონკრეტუ-

ლი კონტექტის გათვალისწინებით. ის ფოკუსირებულია იდეიდან (თავისი აქტივობებითა და ჩარევით) პროგრამის განხორციელებამდე მიღწეულ

ცვლილებაზე, რომელიც შემდგომში მიზნის მიღწევას უწყობს ხელს. თა-

ვდაპირველად იკვეთება გრძელვადიანი მიზანი, რომლის მიღწევაც სურს

47


გუნდს, რომელიც შემდეგ გამოკვეთს იმ მდგომარეობებს (შედეგებს), რომელიც უნდა მივიღოთ მიზნის მისაღწევად. თითოეული მათგანი მოთავსებულია შედეგების ჩარჩოში.

შედეგების ჩარჩო გთავაზობთ იმ აქტივობებისა და ჩარევების საჭირო-

ებას, რომელიც მიგიყვანთ კონკრეტულ შედეგებამდე, რომლის მიღწევაც თავის მხრივ გრძელვადიანი მიზნის მიღწევის წინაპირობაა. ამ მიდგო-

მის თანახმად, მიზანსა და აქტივობებს შორის კავშირის პოვნა ადვილია. უფრო მარტივი ხდება დაგეგმვა და აქტივობების ბოლოს უკვე ხედავ, თუ

როგორც მიდიხარ ცვლილებამდე. ეს გაძლევს კარგი შეფასების საშუალებას, გრძელვადიან შედეგამდე პროგრესის გაზომვისა და პროგრამის შედეგების იდენტიფიცირების შესაძლებლობას.

გაფართოებული მოდელი ხედვა, მიზანი და ამოცანები

რესურსები

ხილვადი შედეგები

სამიზნე ჯგუფი

პირველადი გავლენა/ აბსტრაქტული შედეგი

გავლენა

პრობლემა

საჭიროებების კვლევა

48


საწყისი ფაზა შესავალი, ახსნა-განმარტება:

რა გაჩვენებს წარმატებას თუ წარუმატებლობას?

ინტერაქცია გუნდის წევრები და მონაწილეები:

რა გაჩვენებს წარმატებას ან წარუმატებლობას?

როგორ შეაფასებდით ურთიერთობას გუნდის წევრებთან?

როგორ რეაგირებენ შენი თანაგუნდელები შენს მიდგომას?

49


შედეგი შედეგები, დასკვნები:

რა გაჩვენებს წარმატებას ან წარუმატებლობას?

სივრცე სემინარის ოთახი:

დეკორაცია, მოწყობა, ფლიპჩარტები, კედელი, პოსტერი;

სხეული სხეული: სხეულის ნაწილები თვალები, პირი, თმები, მხრები, მკლავები, ხელები, ფეხები, ტერფები, ყნოსვა, ხმა;

მდებარეობა:

ინტერპერსონალური მანძილი, პოზიცია ოთახში, ჯდომა, სივრცის გამოყენება;

ინტერაქცია:

ჟესტიკულაცია, სახის გამომეტყველება

50


6 პროექტის შემდეგ მიზნები:

რამდენად მიაღწიეთ თქვენს მიზანს/მიზნებს? რომელ მიზნებს?

განწყობა და დამოკიდებულება:

რა შეგრძნებები და მოლოდინები გაქვს?

მხარდაჭერა:

რა ან ვინ გიჭერდა მხარს?

51


პროცესი

შენ უკვე შეაფასე შენი თავი ცვლილებების განხორციელების პროცესში. გთხოვ, უპასუხო შემდეგ კითხვებს: სამიზნემდე მიღწევა:

როგორ იმუშავა შენმა გეგმამ?

ცვლილება:

რას შეცვლიდი?

მხარდაჭერა

რა ან ვინ გიჭერდა მხარს?

52


უკუკავშირი

შენ უკვე გაქვს უკუკავშირი თქვენი მონაწილეებისგან, თანაგუნდელებისა და მესამე პირებისგან. რა დასკვნა/დასკვნები გამოიტანე?

კონკრეტული შემთხვევები/მაგალითები

აღწერეთ ის შემთხვევები ან დაკვირვებები, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს შენს სასწავლო მიზნებს და ფიქრობ, რომ შენს ჯგუფთან ან მენტორთან შეგიძლია განიხილო;

შემთხვევა/მაგალითი:

53


შემთხვევა/მაგალითი:

შენი გავლენა

რა გავლენა შეიძლება იქონიოს შენმა პროექტმა მონაწილეებზე მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში?

54


7 ჯგუფი და ჩემი გუნდი მიზნობრივი აუდიტორია გამართლდა თუ არა მოლოდინები მიზნობრივ აუდიტორიასთან დაკავშირებით? რა განსხვავებები დაფიქსირდა?

რა სახის ურთიერთობები გქონდა მონაწილეებთან?

55


გუნდური მუშაობა რამდენად კმაყოფილი ხარ გუნდური მუშაობით?

რომელი მეთოდები ისწავლეთ გუნდური მუშაობის ხელშესაწყობად?

უთანხმოება & კონფლიქტი როგორი იყო შენი და შენი გუნდის რეაქცია კონფლიქტებზე? როგორია შენი შეფასება?

56


8 მიღწეული მიზნები და შემდეგი ნაბიჯები პირვანდელი მიზნები

დაბრკოლებები იყო თუ არა დაბრკოლებები, რომლებმაც ხელი შეგიშალეს სამუშაო პროცესიდან გესწავლა რაიმე ახალი?

57


შემდეგი ნაბიჯები რა იდეები გაქვს სამომავლოდ?

58


59


შეფასება & პერსპექტივები ყველაფერი თქვენი სწავლების პროცესის შეფასებისა და რეფლექსიის შესახებ

60


1 მიღწეული მიზნები და შემდეგი ნაბიჯები დასაწყისში ფიქრობდი, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო იდეალური ცვლილების აგენტი, რას ფიქრობ ახლა, პრაქტიკული მუშაობის შემდეგ?

61


2 განსხვავებული დამოკიდებულებები წლის განმავლობაში,შენ განსხვავებულ სამუშაო სტილს და დამოკიდებულებებს შეხვდი. ჩამოთვალე:

ოპტიმისტური წარმოდგენები

კრიტიკულად განხილული

62


3 პროცესის შეფასება პროექტი რამდენიმე თვეს მოიცავს და მისი მცირე სეგმენტები სამი ნაწილისგან შედგება: დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება. გთხოვ, გამოიყენოთ შენი გამოცდილება: თითოეულ სეგმენტში, ამ სამი ნაწილიდან რო-

მელზე გჭირდებათ ყურადღების გამახვილება? რომელი განახორციელე წარმატებით და რომელია შენთვის რთული?

დაგეგმვა ჩემი კომპეტენციები და ღიად დარჩენილი საკითხები:

პროცესი ჩემი კომპეტენციები და ღიად დარჩენილი საკითხები:

შეფასება ჩემი კომპეტენციები და ღიად დარჩენილი საკითხები:

63


4 პერსპექტივები მომავალი გამოწვევა რა არის შენი, როგორც ცვლილების აგენტის შემდეგი ნაბიჯი? მოტივაცია, მონახაზი, ეკონომიკური ასპექტები…

შეთავაზებები და თანამშრომლობა რომელმა პროვაიდერებმა, ექსპერტებმა ან პარტნიორებმა შეიძლება გამოთქვან თანამშრომლობის სურვილი მომავალში? მიუთითეთ, როგორ შეიძლება დაინტერესდნენ ისინი.

თვითგანვითარებაზე მიმართული სწავლება როგორ შეიძლება გავაგრძელო სწავლების პროცესი?

64


5 შემაჯამებელი საუბარი მენტორთან ეს შეკითხვები შეიძლება დაგეხმაროთ მენტორთან შესაფასებელი საუბრის მომზადებაში.

წლის განმავლობაში რომელი კონკრეტული ცოდნა და უნარები შევიძინე? რომელ ტრენინგებს დავესწარი და ა.შ.? გარდა ამისა, სად მივიღე რელევანტური გამოცდილება (სტაჟირება, სხვა ტრენინგები, პირადი ცხოვრება, სამსახური)? ვინ ან რამ მოახდინა გავლენა ჩემს პროფესიულ განვითარებაზე? ვისი ან რისი მხარდაჭერა მქონდა სწავლების პროცესში?

რესურსების გამოყენება რა უნარები და კომპეტენციები მივიღე ამ სასწავლო წლისგან? რა მეთოდები და სავარჯიშოები ვიცი? რომელ მათგანს გამოვიყენებ? და რატომ? რომელ მათგანს არ გამოვიყენებ? რატომ? ჩემი ძლიერი პროფესიული მხარეები: იმედგაცრუებები... რა ხარისხით მივაღწიე ამ წელს დასახულ სასწავლო მიზნებს?

თანამშრომლობა დონორთან, მონაწილეებთან, გუნდთან, ორგანიზაციასთან მომავალში

65


მომავალი რა როლი ექნება პროექტის მენეჯმენტს ჩემს ცხოვრებაში? რა დამოკიდებულება და მიმართულება მაქვს? რა არის ჩემი შემდეგი სასწავლო ნაბიჯი?

ჩემი დასკვნა სასწავლო წლის შესახებ...

66


სამუშაო ფორმები: მენტორობის შეთანხმება მენტორის სახელი: მენტის სახელი: პროექტის სახელწოდება: პროექტის ხანგრძლივობა: მენტორის მოლოდინები (მაგ: წესები, დავალებები, ღირებულებები, მუშაობის სტილი):

მენტის მოლოდინები (მაგ: წესები, დავალებები, ღირებულებები, მუშაობის სტილი):

67


ჩვენი საერთო მიზნები ამ პროექტის მენტორობისათვის:

შეხვედრების განრიგი:

კომუნიკაციის სხვა მეთოდები:

შვებულება:

დედლაინები:

ვის მივმართავ იმ შემთხვევაში თუ ვერ ვუკავშირდები მენტორს?

კონფიდენციალობა:

68


შედეგების ანალიზი ადგილობრივი გავლენა რამდენად მოხერხდა პროექტში ადგილობრივების ჩართვა? რამდენად მოტივირებულები იყვნენ ისინი? რამდენად შეცვალა პროექტმა მოსახლეობის წარმოდგენები კონკრეტულ საკითხებზე? მონაწილეობა აქტიურად მონაწილეობდა გუნდის ყველა წევრი? თანაბრად ინაწილებდნენ პასუხისმგებლობებს?

თანასწორგანმანათლებლობა გუნდში იყო თუ არა პროექტში შესაბამისი სივრცე ცოდნის მისაღებად? უზიარებდნენ გუნდის წევრები ერთმანეთს ცოდნას და გამოცდილებას? ეხმარებოდნენ ერთმანეთს? იღებდნენ ახალ გამოცდილებას? პერსონალური განათლება მიაღწია მენტიმ დასახულ მიზნებს? მიიღეს გუნდის წევრებმა შესაბამისი გამოწვევები? აკვირდებოდნენ საკუთარ პოზიტიურ მიღწევებს? გუნდი როგორ განვითარდა გუნდი? გუნდის ყველა წევრი კმაყოფილია? სწორედ უდგებო-

და გუნდი გამოწვევებს? როგორ უმკლავდებოდნენ კონფლიქტებს? გაუმჯობესდა მათი ურთიერთობა პროექტის მსვლელობისას? ბიუჯეტი რამდენად დაბალანსებული იყო ბიუჯეტი? იყო ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა? რამდენად ადეკვატური იყო პირველადი ფინანსური გეგმა?

69


თანამშრომლობა იზიარებდნენ თუ არა თქვენი პარტნიორები თქვენს ხედვას? გეგმის მიხედვით იყ-

ვნენ ჩართულები აქტივობებში? რამდენად სწორედ ხდებოდა მათი კოორდინაცია?

შეფასება აქვს თუ არა გუნდს თვითშეფასების უნარი – პროცესის, თანამშრომლობის და შედეგების? შეუძლიათ სწორი დასკვნების გამოტანა?

მომავალი დაგეგმილია თუ არა ინიციატივის გაგრძელება? რამდენად ადეკვატურია სამომავლო გეგმები?

70


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.