მოსწავლეთა სკოლათაშორისი კონფერენცია 2016

Page 1

2016 წ საკონფერენციო მასალები მოსწავლეთა პირველი სკოლათაშორისი კონფერენცია ,,გარემოს პრობლემები და გამოწვევები“ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა კათედრის ხელმძღვანელი მაია თათეშვილი

ქ. ახალციხე სსიპ №5 საჯარო სკოლა, დირექტორი ინგა ვარდიძე 2016 წ


სარჩევი 1. კონფერენციაში მონაწილეობის ინსტრუქცია............................................................................. 3 2. მოხსენებისა და პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები......................................................5 3. სარეგისტრაციო ფორმა....................................................................................................................6 4. პროგრამა (დასაბეჭდი ვერსია).......................................................................................................7 5. მოხსენებები: .....................................................................................................................................9 

ნათია მაჭავარიანი - ,,ნუ დავაყრუებთ დედამიწას“ /ბიოლოგია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი თამარ ჯინჭველაძე - №5 საჯარო სკოლა .......................................................10

გვანცა ნოზაძე -,,ელექტროენერგიის შეუზღუდავი მოხმარება“ /ფიზიკა/ ხელმძღვანელი მასწავლებელი თამარ ნადირაძე- №5 საჯარო სკოლა...............................................................14

მარიამ ბერიძე -,,წყლის დაბინძურება“ /ქიმია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი ნაზი ტორიაშვილი- №5 საჯარო სკოლა...............................................................................................20

მარი იაძე -,,ოზონის შრის დაშლა“ /ბიოლოგია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი ასმათ მიქუტიშვილი-№2 საჯარო სკოლა...............................................................................................24

ანი ანანიაშვილი -,,21-ე საუკუნის ენერგეტიკული გამოწვევა“ /ფიზიკა/ ხელმძღვანელი მასწავლებელი მაია თათეშვილი- №5 საჯარო სკოლა.............................................................29

ანი გოგნაძე -,,ტოქსიკური ნივთიერებები“ /ქიმია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი ირინა ლაბაძე- №5 საჯარო სკოლა...........................................................................................................35

სოფიო

თედორაძე-,,პოლიეთილენის

მედუზა“

/ბიოლოგია/

ხელმძღვანელი

მასწავლებელი ლია ფეიქრიშვილი- №5 საჯარო სკოლა.........................................................41 

მარიამ დევნოსაძე-,,ჰიდროელექტროსდგურების ეფექტები“ /ფიზიკა/ ხელმძღვანელი მასწავლებელი თამარ ნადირაძე- №5 საჯარო სკოლა..............................................................44

მედეა ლომიძე- ,,საკვები პროდუქტების ქიმიური დანამატები და ჯანმრთელობა“ /ქიმია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი ირინა ლაბაძე - №5 საჯარო სკოლა.....................................51 6. სერტიფიკატების ნიმუშები......................................................................................................54 7. მადლობის სიგელების ნიმუშები.............................................................................................55 8. კონფერენციის შეჯამება.............................................................................................................56

2


1. კონფერენციაში მონაწილეობის ინსტრუქცია მოსწავლეთა პირველი სკოლათაშორისი კონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ,,გარემოს პრობლემები და გამოწვევები“ კონფერენციის მიზანია მოსწავლეთა შორის თანამშრომლობის, ძიებისა და ანალიზის უნარების განვითარება, ტექნოლოგიების გამოყენების გზით მათი მოტივაციის ზრდის ხელშეწყობა. კონფერენციის ამოცანებია მოსწავლეების მოტივირება, სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მოსწავლეთა შორის კოლაბორაციის და კომუნიკაციის ხელშეწყობა, მოსწავლეთა ინოვაციური ხედვების გამოვლენა-გაზიარება. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სსიპ ქ. ახალციხის №1, №2, №5, №6 საჯარო სკოლებისა და კერძო სკოლა ,,მზექა“-ს X-XI კლასის მოსწავლეებს. კონფერენციისთვის შესარჩევ ტურში მონაწილეობისთვის, მოსწავლეებმა უნდა შეარჩიონ თემა სამი საგნობრივი მიმართულებიდან (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) ერთერთში, შექმნან მოხსენება და მოხსენების პრეზენტაცია. თემა: ,,გარემოს პრობლემები და გამოწვევები“

ეტაპები და ვადები I ეტაპი -კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა მოსწავლემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია. ბოლო ვადა: 20.10.2016წ. II ეტაპი – კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა მოსწავლემ უნდა გამოგზავნოს მის მიერ მომზადებული მოხსენება პროგრამაში Word და საკონფერენციო თემის პრეზენტაცია მომზადებული პროგრამაში PowerPoint. ბოლო ვადა: 10.11.2016წ. III ეტაპი – გამოგზავნილი თემების გადარჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და 9 პრეზენტატორის (ფიზიკა-3, ქიმია-3, ბიოლოგია-3 მომხსენებელი) შერჩევა. გადარჩევის ბოლო ვადა: 17.11.2016წ. (შეტყობინებას მიიღებთ რეგისტრაციისას მითითებულ ელ.ფოსტაზე). IV ეტაპი – კონფერენცია და დაჯილდოება: 24.11.2016წ. Vეტაპი - საკონფერენციო მასალების გამოქვეყნება ელექტრონულ წიგნად: 30.11.2016წ.

კონფერენცია და დაჯილდოება კონფერენციისთვის წარდგენილი პრეზენტაციებსა და მოხსენებებს შეაფასებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის მიერ შერჩეული კომისია, რის შედეგადაც გამოვლინდება 9 მოსწავლე, რომლებიც გააკეთებენ მოხსენებას შერჩეული თემის შესახებ. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. 3


საკონფერენციო თემის წარდგენა კონფერენციაში მონაწილეს მოეთხოვება შემდეგი აუცილებელი ნაბიჯების განხორციელება ამ თანმიმდევრობით: 1. დარეგისტრირდით ამ ბმულზე (მოცემული ველების შევსების შემდეგ დააწკაპეთ ბოლოში განთავსებულ ღილაკზე Submit) 2. საკონფერენციო მოხსენების მომზადება (მოხსენება წარმოდგენილი უნდა იყოს: Wordის დოკუმენტი, არაუმეტეს ოთხი გვერდი , A4 ფორმატი , Sylfaen 11 შრიფტით, ხაზებს შორის დაშორება 1,5); 3. მოხსენების პრეზენტაციის მომზადება (ზეპირი მოხსენების თეზისები საპრეზენტაციო ფორმატში Power Point, მოხსენების რეგლამენტი - 10 წუთი (მაქსიმუმ 20 სლაიდი); 4. პრეზენტაციის მომზადებისთვის გამოიყენეთ ეს კრიტერიუმები. 5. გამოგზავნეთ თქვენი მოხსენება და პრეზენტაცია მითითებულ ელ.ფოსტაზე: saskolokonferencia@gmail.com შენიშვნა: რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2016 წლის 20 ოქტომბერი, 24.00 სთ თბილისის დროით. კონფერენციის მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სარეგისტრაციო ფორმა სრულად იყოს შევსებული. დაგვიანებით გამოგზავნილი თემები არ განიხილება.

საკონტაქტო ინფორმაცია შეკითხვები გამოაგზავნეთ ელ.ფოსტით ამ მისამართზე: saskolokonferencia@gmail.com ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 5 99 48 33 64

წარმატებებს გისურვებთ!!! სსიპ ქ. ახალციხის №5 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელი - მაია თათეშვილი

4


2. მოხსენებისა და პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები

სასწავლო

ინფორმაციის

პრეზენტაციის ორიგინალობა, აქტუალობა

კითხვა: როგორ არის მოხსენება ორგანიზებული? ინფორმაციის რა სახეობებია ო გამოყენებული პრეზენტაციაში? რ გ განმარტება: მოცემულია ინფორმაციის ორგანიზების სხვადასხვა მაგალითი (მაგალითად: ა ტექსტი, სურათი, ნ სქემები, აუდიო და ვიდეო ფაილები, ბმულები გამოყენებულ რესურსებზე). ი კითხვა: რამდენად ორიგინალურია პრეზენტაცია? ზ თემის რამდენად აქტუალურია თემა? რამდენად სცდება მასში ე მოცემული ინფორმაცია სახელმძღვანელოს ჩარჩოებს? ბ განმარტება: პრეზენტაციაში გამოყენებულია სხვადასხვა მიდგომები და კონცეფციები,ა (ტექსტები, სქემები,

სიმულაციები, დამხმარე საიტები...) რაც უფრო ამრავალფეროვნებს სასწავლო თემას. ჩანს მოსწავლის ინტერესი თემისადმი. პრეზენტაციისა და კითხვა: რამდენად გამართულია შინაარსობრივად მოხსენების შინაარსობრივი მოხსენება და პრეზენტაცია, ითვალისწინებს თუ არა გამართულობა სამიზნე ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებს. შესაძლებელია თუ არა მისი გამოყენება სასწავლო პროცესში, რამდენად ლოგიკური და თანმიმდევრულია? განმარტება: მოხსენება და პრეზენტაცია შინაარსობრივად გამართული და მრავალმხრივია; სასარგებლოა და ღირებული სამიზნე ჯგუფისთვის. შესაძლებელია მისი ეფექტიანად გამოყენება რეალურ სიტუაციაში, უადვილებს მომხმარებელს სასურველი შედეგის მიღწევას. ის კარგად არის ორგანიზებული, ლოგიკური და თანამიმდევრულია. ტექნიკური მხარე

კითხვა: რამდენად გამართულია ტექნიკურად პრეზენტაცია? განმარტება: მკაფიოდ და ადვილად აღსაქმელ მოსასმენ- დასანახია გამოყენებული აუდიო, ვიდეო, ტექსტური ფაილები.

5


3. სარეგისტრაციო ფორმა

6


4. პროგრამა (დასაბეჭდი ვერსია, პირველი გვერდი )

7


პროგრამა (დასაბეჭდი ვერსია, მეორე გვერდი)

8


5. მოხსენებები: (მოსწავლეთა პრეზენტაციები შეგიძლიათ იხილოთ თითოეული მომხსენებლის ქვემოთ მითითებულ ბმულებზე) 

ნათია

მაჭავარიანი

-

,,ნუ

დავაყრუებთ

დედამიწას“

/ბიოლოგია/

ხელმძღვანელი მასწავლებელი თამარ ჯინჭველაძე - №5 საჯარო სკოლა. https://doc.co/d4Ewfr 

გვანცა ნოზაძე -,,ელექტროენერგიის შეუზღუდავი მოხმარება“ /ფიზიკა/ ხელმძღვანელი მასწავლებელი თამარ ნადირაძე- №5 საჯარო სკოლა. https://doc.co/FQgs7E

მარიამ

-,,წყლის

ბერიძე

დაბინძურება“

/ქიმია/

ხელმძღვანელი

მასწავლებელი ნაზი ტორიაშვილი- №5 საჯარო სკოლა. https://doc.co/eWodpR 

მარი

იაძე

-,,ოზონის

შრის

დაშლა“

/ბიოლოგია/

ხელმძღვანელი

მასწავლებელი ასმათ მიქუტიშვილი-№2 საჯარო სკოლა. https://doc.co/hAtuNz 

ანი ანანიაშვილი -,,21-ე საუკუნის ენერგეტიკული გამოწვევა“ /ფიზიკა/ ხელმძღვანელი მასწავლებელი მაია თათეშვილი- №5 საჯარო სკოლა. https://doc.co/L26ap8

ანი გოგნაძე -,,ტოქსიკური ნივთიერებები“

/ქიმია/ ხელმძღვანელი

მასწავლებელი ირინა ლაბაძე- №5 საჯარო სკოლა. https://doc.co/GGcsjk 

სოფიო

თედორაძე-,,პოლიეთილენის

მედუზა“

/ბიოლოგია/

ხელმძღვანელი მასწავლებელი ლია ფეიქრიშვილი- №5 საჯარო სკოლა. https://doc.co/gsymaw 

მარიამ

დევნოსაძე-,,ჰიდროელექტროსდგურების ეფექტები“ /ფიზიკა/

ხელმძღვანელი მასწავლებელი თამარ ნადირაძე- №5 საჯარო სკოლა. https://doc.co/CyPPsw 

მედეა

ლომიძე-

,,საკვები

პროდუქტების

ქიმიური

დანამატები

და

ჯანმრთელობა“ /ქიმია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი ირინა ლაბაძე - №5 საჯარო სკოლა. https://doc.co/yquDf5

9


 ნათია მაჭავარიანი სსიპ ქ. ახალციხის №5 საჯარო სკოლის

XIგ

კლასის მოსწავლე ხელმძღვანელი: ბიოლოგიის

უფროსი

მასწავლებელი

თამარ

ჯინჭველაძე

ნუ დავაყრუებთ დედამიწას ! („ გარემოს ხმაურით დაბინძურება“ - „ხმაურით მძვინვარება“) დაწერდა შოთა რუსთაველი გენიალურ პოემას „ვეფხისტყაოსანს “ თანამედროვე ეპოქაში რომ ეცხოვრა? ჩიტების ჭიკჭიკის, ნაკადულის რაკრაკის, ფოთლების ნაზი შრიალის

ნაცვლად, საბურავების ღრჭიალის, ძრავის ბღუილის ან კომპიუტერის

წკაპუნისთვის რომ ესმინა გამუდმებით?

მომიტევოს ჩვენმა საამაყო წინაპარმა, მაგრამ

ცოტა მეეჭვება... ვისაუბროთ, თუ რა არის ხმაური და რა გავლენას ახდენს ის ცოცხალ თუ არაცოცხალ ბუნებაზე.. გარემოს

დაბინძურებამ

კაცობრიობის

განვითარების

დღევანდელ

ეტაპზე

გლობალური სახე მიიღო. დაბინძურების წყაროები საკმაოდ მრავალგვარია. გარემოს დამაბინძურებლად ითვლება ყველა ის ახალი ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური აგენტი, რომლიც ხვდება გარკვეულ ეკოსისტემაში და არ არის დამახასიათებელი მისთვის.

10


დაბინძურებათა უშუალო ობიექტს წარმოადგენენ: მიწა, წყალი, ნიადაგი და ატმოსფერო ხოლო არაპირდაპირს: მცენარეები, ცხოველები, მიკროოორგანიზმები და ადამიანი. ჯანმრთელობის ფაქტორების

მსოფლიო

ადამიანის

ორგანიზაციამ

ჯანმრთელობაზე

2011

წელს

ზემოქმედების

გაამოაქვეყნა ანალიზი.

გარემო

ფაქტორებმა

გამოავლინა დიდი განსხვავება ქვეყნებს შორის, რამაც აჩვენა, რომ ადამიანთა ჯანმრთელობა შეიძლება საგრძნობლად გაუმჯობესდეს ისეთი გარემო ფაქტორების ზემოქმედების შემცირებით, როგორიცაა: დაბინძურება, სახიფათო სამუშაო გარემო, ულტრაისფერი

რადიაცია,

ხმაური,

სასოფლო-სამეურნეო

სამუშაოებთან

დაკავშირებული საფრთხე, კლიმატისა და ეკოსისტემის ცვლილება. ახალმა მონაცემებმა აჩვენა, რომ გარემოს გაჯანსაღებით შესაძლებელია მსოფლიოში ყოველწლიურად

13

მილიონი

ადამიანის

სიკვდილის

პრევენცია.

გარემოს

გაჯანსაღებაზე მიმართული კარგად გააზრებული ზომების მიღებით კი

მხოლოდ

ევროპის რეგიონში მოკვდაობის 20%-ის აცილება შეიძლება. მსოფლიოს 23 ქვეყანაში მოკვდაობის

მიზეზის

10%-ზე მეტი

მოდია

გარემოსთან

დაკავშირებულ

რისკ

ფაქტორებზე მაგ: არა უსაფრთხო წყალი, დაბალი სანიტარული და ჰიგიენური მაჩვენებლით და საკვების მომზადებისთვის გამოყენებული მყარი საწვავის წვით შენობაში დაბინზურებული ჰაერი, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას ხმაურით დაბინძურებაზე, მაგრამ ხმაურს აქვს ადამიანის ჯანმრთელობისათვის გაცილებით უფრო შორს მიმავალი შედეგები. ბოლო დროს იშვიათად დაინახავთ ბავშვს, რომელსაც აიპოდი, მობილური ტელეფონი და ყურსასმენები არ აქვს. ერთი შეხედვით ამაში საგანგაშო არაფერია, მოზარდი მხოლოდ მუსიკას უსმენს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ყველა იმ შედეგს, რასაც ზედმეტი ხმაური იწვევს, ადვილი მისახვედრი იქნება, თუ რაოდენ დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ამ თითქოსდა უწყინარ გართობას მოზარდის ნერვულ სისტემაზე და მის ჯანმრთელობაზე. ნეგატიურად მოქმედებს და აზიანებს ნერვულ სისტემას, ახდენს სმენისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაქვეითებას. და მაინც რა არის ხმაური ? 11


ხმაური ეს არის ნებისმიერი არასასურველი ბგერა ან სხვადასხვა სიხშირისა და ინტენსიურობის

ბგერების

უწესრიგო

ერთობლიობა,

რომელიც

არასასურველ

მოქმედებას ახდენს ცოცხალ თუ არაცოცხლალ ოგანიზმებზე, როგორც არ უნდა გასაკვირი იყოს, თუ გარემოში გავრცელებული ბგერა არ არის არასასურველი, ანუ მას არ ეწოდება ხმაური, მაინც შეიძლება გახდეს დამღლელი

დროთა განმავლობაში.

სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მელომანები დიდი საფრთხის ქვეშ არიან, თუ მათ არ იციან, რომ სმენას დიდ საფრთხეს უქმნის მუსიკის ხშირი მოსმენა მაღალ ხმაზე, ისინი არც კი ეჭვობენ საკუთარ სმენას რამდენად დიდ ზიანს აყენებენ, სმენას ყურსასმენებიც ვნებს. განსაკუთრებით პატარები, რომლებიც უცხო ფონური ხმაურისგან ყურს სუსტად იცავენ. არავითარ შემთვევაში არ შეიძლება სხივი სასმენების გამოყენება, მისი საშუალებით შეიძლება სოკოვანი პარაზიტებით გამოწვეული ზოგიერთი ინფექციური დაავადება გადაეცეს, ამის შედეგად: ყურში ქავილი, ყურის დაგუბება,

სმენის

დაქვეითება მოჰყვება. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში სასმენები შეიძლება სასარგებლოც იყოს, მხოლოდ როგორც ხმაურისგან დამცავი ეს მოწყობილობა ელექტრო ხერხის აპარატის შედუღების მუშაობისას

და სხვა იარაღის ხმაურისგან ყურებს საიმედოდ

იცავს. როგორც უკვე აღინიშნა,

ხმაურს ადამიანის ჯანმრთელობისათვის დიდი ზიანის

მიყენება შეუძლია. ნეგატიური განწყობის შექმნასთან ერთად ის აზიანებს ნერვულ სისტემას, ახდენს სმენის და ასევე გულსისხლძარღვთა სისტემის დაქვეითებას, ფსიქოლოგიურ პრობლემებსა და აგრესიის მომატებას. ძლიერი ხმაური სმენისთვის მეტად საშიშია. მეტისმეტად ხმამაღალი ბგერები შიგა ყურში არსებულ მიკროსკოპულ სენსონურ

რეცეპტორებს

აზიანებს.

სამწუხაროდ

ეს

შეუქცევადი

პროცესია,

დაზიანებული რეცეპტორი ტვინს ბგერით ინფორამაციებს მეტად ვეღარ გადასცემენ. „ხმაურით დაბინძურება“-წარმოვიდგინოთ დიდი ქალაქი, სადაც ხმაური დღის განუყოფელი ნაწილია, სერთაშორისო მონაცემებით, თუ ქლაქი არ დაბინძურდება ხმაურით, სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდება. მეგაპოლისის ხმაურის მავნე ზემოქმედება 36%-ით უფრო ძლიერია, ვიდრე თამბაქოს მოქმედება ორგანიზმზე. აღსაღნიშნავია ისიც, რომ ხმაურის ზეგავლენა 6-8 წლით ამოკლებს 12


სიცოცხლის ხანგრძლივობას. ხმაური დეციბელით იზომება. 90 დეციბელის დროს სმენა უარესდება,

ხოლო

140

დეციბელის

სიმძლავრის

ზემოქმედებამ

შესაძლებელია

გამოიწვიოს აკუსტიკური ტრამვა და სმენის დაკარგვაც კი. ხმაური

ადამიანის

გარდა

სხვა

ცოცხალ

ორგანიზმებზეც

(მცენარეებსა და

ცხოველებხზეც) მოქმედებს, აფერხებს მათ ზრდა-გავითარებას. ცნობილია, რომ მწვანე ნარგავები 710- ჯერ ამცირებენ ხმაურს, თუმცა ამით თვითონ ზარალდებიან. ცხოველების ზრდა-განვითარებაში მუსიკის როლი ამგავარად აღიქვა ერთ-ერთმა ვეტერინარმა და მაგალითი დაგვიტოვა კინო ფილმის სახით-ვნახოთ ეს ფრაგმენტი (იხ.ვიდეო) ადამიანის ორგანიზმზე ხმაურის გავლენის დადგენის მიზნით ჩავატარე მინი-კვლევა (იხ.ვიდეო)..... იცოდით თუ არა რომ? 1) თუ ადამიანი ღამღამობით სისტემატურად განიცდის 50 დეციბელი ხმაურის ზემოქმედებას, შესაძლოა, გულ-სისხლძარღვთა დაავადება დაემართოს. (50 დეციბელი დაახლოებით არაინტენსიური ქუჩის ხმაურს გულისხმობს), რაც დიდ ბრიტანეთში სიკვდილიანობის მიზეზთაგან ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. 2) საკმარისია 42 დეციბელი ინტენსივობის ხმაური რომ ადამიანს უძილობა დაეწყოს. 3) პირადი გაღიზიანებისათვის 35 დეციბელი ხმაურიც საკმარისია. 4) მეტროს მატერებლის ხმაური-100დბ, ხმამაღალი მუსიკის კი 120დბ. მოსწავლეთა ხმაური საგაკვეთილო პროცესში-40დბ, ხოლო შესვენებაზე 127დბ. 5) არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხვისი სასმენების გამოყენება, რადგან ის დაავადების გადამტანი და ამავდროულად არა ჰიგიენურია. 6) პენსილვანიის სხვადასხვა შტატში იკრძალება აბაზანაში სიმღერა, რადგან პიროვნება არ შეწუხდეს მეზობელი სახლიდან გამომავალი ხმებით (მნიშველობა არ აქვს მეზობელი კარგად მღერის თუ ცუდად). 7) საქართველოში ხმაურზე რეგულაციები დაწესდა - თუ გარკვეული ორგანიზაცია ან პირი 30 დეციბალზე მეტ ხმაურს გამოიწვევს და ამით სხვა პიროვება შეწუხდება,

13


დაზარალებული

მიმართავს 112

და

ის ადამიანი

150

ლარით

დაჯარიმდება,

განმეორებით შემთხვევაში 500 ლარით. რაშია გამოსავალი? პრობლემის მოგვარება, ხმაურისაგან დაცვა და ამით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება თვით ადამიანის ხელშია. მესმის რომ მხოლოდ შეგონებით ძნელად თუ მივაღწევთ შედეგს, მაგრამ შეიძლება მსმენელთა ნაწილმა მაინც გაითვალისწინოს ჩემი რეკომენდაციები: 1. ვეცადოთ

შევამციროთ

ყოველდღიურად

ხმამაღალი

მუსიკის

მოსმენის,

ტელეგადაცემებისა და კომპიუტერთან მუშაობის დრო; 2. ყურადღება მივაქციოთ საუბრის ტონალობას: არ ვიყვიროთ, არ ავუწიოთ ხმას; 3. რეგულარულად ჩავიტაროთ სამედიცინო გამოკვლევები; 4. დავრგოთ შენობის ირგვლივ ხეები; 5. ვეცადოთ არ ვიყვიროთ დერეფნებში და არ ვიხმაუროთ გაკვეთილზე. პარადოქსულია, მაგრამ ზოგჯერ სიჩუმეც შეიძლება იყოს ხმაურიანი... ამ თემასთან დაკავშირებით მე მახსენდება ექსპრესიონისტი მხატვრისედვარდ მუნკის ნახატი „კივილი“. ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ექსპონატი, რომლის ანალიზშიც ნათქვამია: ის სიჩუმე , რომელიც ნახატსია ყველაზე მეტად ყვირის. აქ გამეფებულია ხმაური, რომელიც არსაიდან არ მოდის, ეს უბრალოდ სიჩუმის ხმაურია...

14


 გვანცა ნოზაძე სსიპ

ქ.

საჯარო

ახალციხის

№5

სკოლის

XIა

კლასის მოსწავლე ხელმძღვანელი: ფიზიკის

მასწავლებელი

თამარ ნადირაძე

,,ელექტროენერგიის შეუზღუდავი მოხმარება” ელექტრული ენერგია ჩვენს ხელთ არსებული ენერგიის ერთ–ერთი ყველაზე გამოსადეგი ფორმაა. დღეს ჩვენთვის წარმოუდგენელია ცხოვრება მის გარეშე. კაცობრიობა

XXI

საუკუნეში

ფაქტობრივად

სრულადაა

დამოკიდებული

ელექტროენერგიაზე. რომ არა ის ვერ გავანათებთ სახლს, ქუჩებს, ვერ გამოვიყენებთ კომპიუტერებსა და მობილურ ტელეფონებს, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი თაობის ადამიანებისთვის, ვერ ჩავრთავთ ტელევიზორებს და ინფორმაციაც ბევრად უფრო

გვიან

მოაღწევს

ჩვენამდე,

ვიდრე

ახლა.

განვითარებულ

ქვეყნებში

ელექტროენერგიის გამორთვა მოსახლეობაში პანიკას იწვევს. ეს მოვლენა მათთვის მოულოდნელი და თითქმის წარმოუდგენელია. ელექტრობა

ბატარეებიდან

ან

დიდი

გენერატორებიდან

მიიღება.

ასეთ

გენერატორებში გამომუშავებული ენერგიის დიდ მანძლზე გადაცემაა შესაძლებელი. ელექტრობა მრავალი პაწაწინა ნაწილაკის ერთბლიობაა. ამ ნაწილაკებს ელექტრონები ჰქვია.

ელექტრონები

ატომის

შემადგენელი

ნაწილებია.

ბუნებაში

ყველაფერი

ატომებისან შედგება, ამიტომ ელექტრობა ყველაფერშია. თუმცა, მის არსებობას ვერ ვამჩნევთ, ვიდრე ელექტრონები რაიმე ძალის ზემოქმედებით ატომებს არ მოსცილდება.

15


ელექტროენერგიის მიღების რამდენიმე ხერხი არსებობს. სამრეწველო საწარმოს, რომელიც

პირველადი

რესურსის

ენერგიის

გარდაქმნის

ხარჯზე

აწარმოებს

ელექტროენერგიას, ელექტროსადგური ეწოდება. ატომური ელექტროსადგური არის ენერგეტიკული დანადგარი, რომელშიც ხდება ზოგიერთი მძიმე ქიმიური ელემენტის (ე.წ. ბირთვული საწვავის) ატომური ბირთვების დაყოფის შედეგად გამოყოფილი სითბოს გარდაქმნა ელექტრულ ენერგიად. ატომური ელექტროსადგურის

მთავარი

ნაწილია

ბირთვული

რეაქტორი,

რომელშიც

მიმდინარეობს ბირთვული საწვავის დაშლის რეაქცია. ატომური რეაქტორის მუშაობის დროს ბირთვულ რეაქტორში წარმოიქმნება რადიოაქტიური გამოსხივება. ბირთვული საწვავის

მძიმე

ატომთა

მსუბუქბირთვიანი

ახალი

ბირთვების ქიმიური

დაყოფის

ელემენტები,

შედეგად

მიიღება

გამოიტყორცნება

უფრო

ნეიტრონები,

გამოსხივდება გამა-ქვანტები და გამოიყოფა მნიშვნელოვანი რაოდენობის ენერგია. მიღებული ნეიტრონები დაეჯახებიან სხვა ატომებს და ახლა მათ დაშლიან; ახლად გამოყოფილი ნეიტრონები კიდევ სხვა ატომებს დახლეჩენ და ა.შ. ბირთვულ რეაქტორს აქვს გამაცივებელი სისტემა, რომლის დანიშნულებაა ატომთა ბირთვების დაყოფის შედეგად

გამოყოფილი

სითბოს

მოცილება.

თბოგადამტანებად

ატომურ

ელექტროსადგურში გამოიყენება წყალი, აირი, ლითონი. ყველა თბოგადამტანი გამოსხივების წყაროს წარმოადგენს. წარმოქმნილი სითბო აცხელებს წყალს, მიიღება ორთქლი,

რომელიც

ბირთვულ რეაქტორში

გამოიყენება

ელექტროენერგიის

გამოსამუშავებლად.

წარმოიქმნება პლუტონიუმი, რომელიც ატომური ბომბის

დასამზადებლად გამოიყენება. 1000 მეგავატი სიმძლავრის რეაქტორში ერთი წლის მუშაობით მიიღება დაახლოებით 170 კგ პლუტონიუმი; 200 ტ ურანის კონცენტრატის გადამუშავებისას რჩება 20-60 კუბური მეტრი რადიოაქტიურად მაღალაქტიური ნარჩენი. იგი შეიცავს საწვავში წარმოქმნილი დაშლის პროდუქტების 99%-ს და საშიშია რამდენიმე ასეული ათასი წლის მანძილზე. ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე საიმედო მეთოდი გარემოსაგან გადამუშავებული ნედლეულის სრული იზოლირებისთვის. 1000 მეგავატი სიმძლავრის გამოსამუშავებლად ატომურ რეაქტორში იტვირთება 2% ურან235-ის შემცველობის 180-200 ტ ურანის კონცენტრატი. ურანი ტოქსიკური ნივთიერებაა 16


და ადამიანის ორგანიზმში მისი მოხვედრა ფატალური შედეგით სრულდება. ასევე ცოცხალი ორგანიზმებისთვის საზიანოა ატომების დაშლის შედეგად წარმოქმნილი გამოსხივება. ხშირია ატომური ელექტროსადგურების მწყობრიდან გამოსვლა, ავარია, რაც ძალიან დიდ ადამიანურ დანაკარგს იწვევს. ყველაზე დიდ ტრაგედია ამ მხრივ მსოფლიოს ახსოვს 1986 წლის 26 აპრილის ჩერნობისლის კატასტროფა. მოულოდნელად განვითარდა ურან-235-ის რადიოაქტიური დაშლის ჯაჭვური რეაქცია №4 ბირთვულ რეაქტორში. 2-3 წამის შემდეგ მას მოჰყვა ხანძარი რეაქტორის აქტიურ ზონაში

და

აფეთქება, რომელმაც ბირთვული რეაქტორის სახურავი - 3000 ტონიანი ფილა მოწყვიტა ადგილს. შედეგად რეაქტორის აქტიური ზონიდან გარემოში გამოიტყორცნა რადიოაქტიური ნივთიერებები დიდი რაოდენობით, ბირთვული საწვავის ფრაგმენტები გავრცელდა ატომური სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. რეაქტორიდან 10 დღის განმავლობაში იფრქვეოდა მყარი, თხევადი და აირადი ნივთიერებების სახით რადიოაქტიური ნუკლიდები, ვიდრე ბოლოს და ბოლოს ჯაჭვური რეაქციის პროცესი არ შეაჩერეს. ამ 10 დღის განმავლობაში გავრცელდა რამდენიმე ათეულჯერ მეტი დღეგრძელი რადიონუკლიდი, ვიდრე ატომური ბომბის აფეთქებისას ჰიროსიმაში. ავარიას ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურება მოჰყვა. 144 ათასი ჰა მიწა გამოვიდა მწყობრიდან. მათი გამოყენება სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსაყვანად შეუძლებელი გახდა. დაიღუპა 492 ათასი ჰა ტყე. სსრკ ოფიციალური სტრუქტურების განცხადებით,

1990

წლის

აგვისტოს

მონაცემებით,

ჩერნობილის

კატასტროფის

მასშტაბები ასეთია: ავარიის და ავარიის შედეგების შედეგად გარდაიცვალა 7090-ზე მეტი

ადამიანი,

ინვალიდად

აღიარებული

იქნა

30

ათასი

კაცი,

სამედიცინო

დახმარებისათვის მიმართა 132 820 მოქალაქემ, მათ შორის 26 748 ბავშვია. კლინიკებში მოათავსეს 5748 ადამიანი, მათგან 1753 _ ბავშვი. მოწამლულ ზონაში ბავშვთა სიკვდილიანობა 1000 ცოცხლად დაბადებულ ბავშვზე თითქმის 60%-ით გაიზარდა 1985 წელთან შედარებით და 800-ს გადააჭარბა; კიბოთი დაავადებულთა რიცხვი იმავე წელთან შედარებით 2-ჯერ და მეტად გაიზარდა, ხოლო ქრონიკული პათოლოგიით დაავადებული ბავშვების რაოდენობა - 4-ჯერ და მეტად. მწვავე სხივური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს 445 კაცს. ჯანმრთელობის მხრივ დაზარალებული ადამიანების 17


საერთო რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა. ეს ინფორმაცია მხოლოდ უკრაინის, ბელორუსიის და რუსეთის რაიონებს ეხება.

1951 წლიდან 1986 წლამდე სსრკ-ს, აშშ-

სა და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მოხდა 40-მდე ატომური ელექტროსადგურის ავარია. ბევრი აფეთქების შესახებ ინფორმაცია დახურულია და მათ რაოდენობას არ ასაჯაროებენ. ყველა ავარიის დროს დასხივდა პერსონალი, ასევე უამრავი ადამიანი დაშავდა და დაიღუპა კიდეც. უმეტეს შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების შედეგები უცნობია. სხვა მხრივ, ბირთვული საწვავის მარაგი თანდათან იწურება და ფასიც მატულობს, სწორედ, ამიტომ ატომური ელექტროსადგურები მალე ვეღარ გამოიმუშავებენ დენის შეუზღუდავი მოხმარებისთვის საკმარის ელექტროენერგიას. ადამიანებმა ეს წინასწარ ივარაუდეს და 1882 წლის 30 სექტემბერს ტომას ედისნომა მსოფლიოში პირველი ჰიდროელექტროსადგური აამუშავა. ჰიდროელექტროსადგურის მუშაობის პრინციპი შემდეგია: დიდი სიმაღლიდან ვარდნილი წყლის პოტენციური ენერგია გარდაიქმნება კინეტიკურად, კინეტიკური კი ტურბინის ფრთების ენერგიად. ამ ენერგიის ხარჯზე ხდება გენერატორში ელექტრული ენერგიის გამომუშავება. წყალი განახლებად ბუნებრივ რესურსს წარმოადგენს, ამიტომ ატომურ ელექტროსადგურთან შედარებით დიდ უპირატესობას ფლობს, თუმცა მასაც არც თუ ისე მცირე მასშტაბის პრობლემები მოაქვს ბუნებისთვის. გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა პოტენციურ ენერგიაზეა დამოკიდებული. პოტენციური ენერგია მაქსიმალურად რომ გავზარდოთ, გვჭირდება წყლის მოცულობის გაზრდაც, ამისათვის აუცილებელია კაშხალის აგება. კაშხალს ძირითადად ორ ახლომდებარე მთას შორის აგებენ და მასში დაგროვილი წყალი იკავებს ძალიან დიდ ტერიტორიას, რაც იწვევს ტყეების და იქ მობინადრე ცხოველების საცხოვრებელი გარემოს განადგურებას. ასევე იცვლება ჰავა და მიმდებარე ტერიტორიებზე ფლორა იღუპება. დიდ საფრთხეს წარმოადგენს კაშხალის არაგეგმიური დანგრევა. ეს უზარმაზარი ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს,რადგან იმ რაოდენობის წყალს, რომელიც კაშხალშია დაგროვებული, ვერაფერი შეაჩერებს და მას გამანადგურებელი ძალა ექნება. დატბორავს დიდ ტერიტორიას, ახლომდებარე დასახლებებს. ფლორასა და ფაუნასთან ერთად ამ 18


კატასტროფას

ადამიანებიც

შეეწირებიან.

1928-1975

წლებში

კაშხალებზე

ხუთი

უდიდესი კატასტროფა მოხდა (აშშ-ს, უკრაინის, საფრანგეთის, იტალიისა და ჩინეთის ტერიტორიაზე), სადაც საბოლოოდ 180 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. ატომურ და ჰიდრო ელექტროსადგურებზე ბევრად უსაფრთხოა ქარისა და მზის ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნა. თუ ქარის ტურბინას (ფრთიან ბორბალს) მივაერთებთ გენერატორთან, ქარის კინეტიკური ენერგია შეიძლება ელექტრო ენერგიად გარდავქმნათ. ასევე შესაძლებელია ტალღების ენერგიის გამოყენება გენერატორის ასამუშავებლად ქარის ენერგიის განვითარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ ბოლო ექვს წელიწადში ქარის ელექტროსადგურების საერთო სიმძლავრე 4-ჯერ გაიზარდა და მიაღწია 70 000 მგვტ-ს. ქარის ელექტროსადგურებს უარყოფითი მხარეებიც გააჩნია, ქარი არასტაბილურია, ქარის ელექტროსადგური ხმაურიანია, იკავებს დიდ ფართობს, ზიანს აყენებს ფრინველებს, აფერხებს ტელე და რადიოსიგნალებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი არ აბინძურებს გარემოს, უსაფრთხოა ადამიანისთვის და განახლებადი ენერგიის წყაროებს შორის ყველაზე იაფია. ასევე ძალიან კარგი ალტერნატივაა მზის ბატარეა, რომელიც მზის ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის, მიუხედავად იმისა, რომ მისი ღირებულება ძალიან მაღალია და მისი ეფექტურობა ამინდზეა დამოკიდებული, იგი ენერგიის განახლებადი წყაროა, არ აბინძურებს გარემოს და მზის პანელების დაინსტალირების შემდეგ მიღებული ენერგია უფასოა. ალტერნატიული

მეთოდებით

შედარებით

მცირე

ელექტროენერგია

გამომუშავდება, თუმცა იგი უფრო უსაფრთხოა როგორც ბუნებისთვის, ისე ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ჩვენ უნდა შევძლოთ, უარი ვთქვათ ენერგიის განუსაზღვრელი რაოდენობით ხარჯვაზე, გადავიდეთ ელექტროენერგიის მიღების უკეთეს ხერხებზე და შევზღუდოთ მისი მოხმარება. ჩვენი ვალია ვიზრუნოთ როგორც საკუთარ თავზე, ისე ბუნებაზე, რათა ჩვენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას და ზედმეტ კომფორტს არ შეეწიროს ჯანმრთელობა და საცხოვრებელი გარემო.

19


 მარიამ ბერიძე სსიპ

ქ.

საჯარო

ახალციხის

№5

სკოლის

Xგ

კლასის მოსწავლე ხელმძღვანელი: ქიმიის მასწავლებელი ნაზი ტორიაშვილი

,,წყლის დაბინძურება, გამომწვევი მიზეზები და შედეგები” რა არის წყალი? წყალი

ჩვენს

პლანეტაზე

ყველაზე

გავრცელებული

ნივთიერებაა.

დედამიწის

ზედაპირის 70% წლითაა დაფარული. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებაა, ამიტომ მას მოფრთხილება და სწორი გამოყენება სჭირდება. დედამიწაზე წყლის მასა 1018 ტონას შეადგენს. წყალი უფერო, უსუნო და უგემო სითხეა, რომელიც ნორმალური წნევის პირობებში დუღს 100 გრადუს ცელსიუსზე და იყინება 00C. წყლის სიმკვრივე უფრო მეტია, ვიდრე ყინულის. წყლის ეს ანომალია დიდ როლს ასრულებს წყალში სასიცოცხლო

პროცესების

შენარჩუნებისათვის

-

წყალქვეშა

მცენარეებისა

და

ცხოველების ცხოველქმედებისათვის. კუთხური აღნაგობის გამო წყალი პოლარული მოლეკულაა. წყლის პოლარული მოლეკულები ერთმანეთს იზიდავს და ასოცირებულია. ამიტომ ფორმულა ჩაიწერება ასე: (H2O)n. 40 C-ზე ასოცირებულია ორ-ორი მოლეკულა (H2O)2 და კომპაქტური აღნაგობა აქვს, ამიტომ მისი სიმკვრივე მაქსიმალურია და უდრის 1გ/სმ3-ს. ყინულში წყლის 20


მოლეკულები

ერთმანეთთან

დაკავშირებულია

წყალბადური

ბმებით.

ყინულის

კრისტალში ჟანგბადის ყოველი ატომი დაკავშირებულია წყალბადის ოთხ ატომთან. აქედან ორ ატომს უკავშირდება კოვალენტური ბმით, ხოლო ორს - წყალბადური ბმით. დაბინძურება სამწუხაროდ,

დღევანდელობის

ერთ-ერთ

ყველაზე

დიდ

პრობლემად

წყლის

დაბინძურება ითვლება, ამაში კი ყველაზე დიდი წვლილი ადამიანს მიუძღვის. სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები წყალში განსხვავებული გზით ხვდება და მას სიცოცხლისთვის სასარგებლო თვისებებს უკარგავს. მაგალითად, არსებობს ქალაქები, სადაც მდინარეში და ზღვაში დღესაც ჩადის ჩამდინარე ბინძური წყლები, ხოლო ქარხანა-ფაბრიკებიდან -- მომწამლავი ქიმიური

ნივთიერებები და

შედეგადაც

იხოცება.

თევზები

და

წყლის

მცენარეები

ნარჩენები, რის

სოფლის

მეურნეობაში

დღესდღეობით ხშირად გამოიყენება ქიმიური სასუქები და პესტიციდები, რომლებიც ძლიერი წვიმების შედეგად ნიადაგის გავლით გრუნტის წყლებში ჩაიჟონება და იქიდან ხვდება მდინარეებსა და ზღვებში.

მინდა გაგაცნოთ საშიშროებები და რისკ-ფაქტორები ამა თუ იმ ნივთიერების წყალში მოხვედრის შემთხვევაში. პესტიციდების

წყალში

მოხვედრის

ჯანმრთელობაზე ვლინდება ნერვული

უარყოფითი

ზეგავლენა

ადამიანის

სისტემის დაზიანებაში, ღვიძლის ფუნქციის

მოშლაში, მრავალი სახის კიბოს განვითარებაში, რეპროდუქციული და ენდოკრინული სისტემების დაზიანებაში და ა.შ. სასუქების დიდი რაოდენობით მოხვედრა წყალსატევებში იწვევს დამატებით ფოსფორისა და აზოტის დაგროვებას, რაც ხშირად ევტროფიკაციის მიზეზი ხდება. ევტროფიკაცია ნიშნავს ფოსფორისა და აზოტის მომატებული რაოდენობის შედეგად წყლის „აყვავილებას“, რაც წყალში მიკროსკოპული, მათ შორის ხშირად ტოქსიკური წყალმცენარეების გამრავლებას უკავშირდება. წყლის „აყვავილება“ ერთის მხრივ იწვევს ეკოსისტემის

ბიომრავალფეროვნების

გაღარიბებას,

მეორეს

მხრივ

კი

საზიანოა

ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მაგალითად, წაბლა წყალმცენარეების გარკვეული სახეობის მიერ გამოყოფილი ტოქსინები კანის დაზიანებას იწვევს. სოფლებში, სადაც 21


ცენტრალიზირებული წყალსადენები არ არის, მოსახლეობა სასმელ წყალს ჭებიდან ან ბუნებრივი წყაროებიდან ღებულობს და თუ ჭები გამდინარე წყლებით დაიფარა, შესაძლოა

მას

დაბინძურებული

წყლებიც

შეერიოს,

ამ

დროს

მოსახლეობის

დაინფიცირების რისკი იზრდება. მიკროორგანიზმებითა და ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული სასმელი წყალი კი ნაწლავური და ინფექციური დაავადებების ერთერთი ძირითადი გამომწვევი მიზეზია. სწორედ ამიტომ გაზაფხულობით ხშირია სხვადასხვა ინფექციური დაავადებების შემთხვევები. ნავთობპროდუქტები წყალში ხვდება როგორც გემებიდან, ასევე ხმელეთიდან. კვლევებმა

ნათელი გახადა, რომ ნედლი ნავთობის კომპონენტები, რომლებიც

ცნობილია პოლიციკლური არომატული ნახშირწყლების სახელით, ზღვის გარემოში ათეული წლებით რჩება და უმცირესი კონცენტრაციების შემთხვევაშიც კი, მაღალი ტოქსიკურობით ხასიათდება. ზღვის ძუძუმწოვრების, ფრინველებისა და თევზის ზოგიერთი სახეობის სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ზღვის ნავთობით დაბინძურებიდან წლების შემდეგაც კი აღინიშნება. წყლის ხარისხის გაუარესების მიზეზი შეიძლება იყოს ასევე, ქიმიური და სამრეწველო პროცესები, საყოფაცხოვრებო საქმიანობები, ჭარბი სითბო და ა.შ. წყლის დაბინძურება უარყოფით ზემოქმედებას ახდენს არა მარტო დაბინძურებული წყალსატევის ბინადრებზე, არამედ ადამიანის ჯანმრთელობაზეც. ისეთი დაავადებები, როგორიცაა მუცლის ტიფი, დიფტერია, ამებიოზი, ასკარიდოზი და ა.შ ხშირად სწორედ წყლის პათოგენური ორგანიზმებით დაბინძურების შედეგია. განვითარებად ქვეყნებში დაავადებათა ოთხ მეხუთედს წყლისმიერი დაავადებები შეადგენს. განსაკუთრებით ხშირია დიარეა, რომელიც ბავშვებში ხშირ შემთხვევებში ფატალური შედეგით მთავრდება. აღსაღნიშნავია ისიც, რომ დაბინძურებული წყლის გაწმენდა დამაბინძურებელი ნივთიერებისაგან დიდ ფინანსურ რესურსებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების შუადასავლეთში, სადაც სასმელი წყლით მომარაგება გრუნტის

წყებით

ხდება,

წყალმომმარაგებელი

კომპანიები

ყოველწლიურად

დაახლოებით 400 მილიონ დოლარს ხარჯავენ მხოლოდ ერთი სახის ქიმიური 22


ნივთიერების - პესტიციდ ატრაზინისგან წყლის გასაწმენდად. აქედან გამომდინარე, მეტად მნიშვნელოვანია წყლის დაბინძურების პრევენცია. ქვეყანაში დახვეწილი საკანონმდებლო ბაზის არსებობისა და სხვა მრავალი მაკონტროლებელი მექანიზმების ასებობის აუცილებლობასთან ერთად, დიდი შეიძლება იყოს საზოგადოებისა და თითოეული ჩვენთაგანის წვლილი ამ მიმართულებით. მაგალითად პესტიციდებისა და სასუქების მოხმარებაზე უარის თქმით ან მათი ზომიერი გამოყენებით, დეტერგენტების შემცველი პროდუქციის მოხმარების შემცირებით, ავტონომიური საკანალიზაციო სისტემის გამართულ მდგომარეობაში მოყვანით, რათა არ მოხდეს მიმდებარე წყალსატევებისა თუ გრუნტის წყლის დაბინძურება, და სხვა ღნისძიებების გატარებით, ჩვენ შეგვიძლია გარკვეული წვლილი შევიტანოთ წყლის ობიექტების დაცვაში. ვფიქრობ, რომ ასევე ეფექტური იქნება თუკი ტროუარებისა და მდინარეების მიმდებარე ტერიტორიაზე გაკეთდება

ბადე ჯებირები, წყლის ნარჩენებისგან დასაცავად. ასევე

მრავალი სოციალური პროექტების განხორციელებაა საჭირო არა მარტო ქალაქებში, არამედ თითოეულ რაიონსა თუ სოფელში, რათა მოსახლეობა გაეცნოს უკლებლივ ყველა

პრობლემასა

და

საშიშროებას,

რაც

წყლის

არასწორ

გამოყენებასთანაა

დაკავშირებული. მოვუფრთხილდეთ წყალს, ის ხომ ასე ძვირფასია ჩვენი სიცოცხლისათვის!

23


 მარი იაძე სსიპ ქ. ახალციხის №2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ხელმძღვანელი: ბიოლოგიის

უფროსი

მასწავლებელი

ასმათ

მიქუტიშვილი

,,ოზონის შრის დაშლა” ჩემი პრეზენტაციისთვის გადავწყვიტე ისეთი თემა შემერჩია, რომელიც ძალიან აქტუალურია და ერთ-ერთ გლობალურ პრობლემად არის მიჩნეული. ეს პრობლემა თვით ადამიანმა წარმოქმნა თავისი საქმიანობის შედეგად და სერიოზულ საფრთხედ ექცა ყველა ცოცხალ ორგანიზმს. პლანეტა დედამიწაზე არჩევენ რამდენიმე გეოსფეროს : ლითოსფერო დედამიწის გარე მყარი გარსია. მასში ორი შრეა: ზედა შრე შედგება ნალექი ქანებისა და გრანიტისაგან და ქვედა ბაზალტისაგან. შრეები არათანაბრადაა განლაგებული. ყველა ოკეანე და ზღვა, ტბები და მდინარეები ქმნიან ჰიდროსფეროს. ოკეანეები და ზღვები დედამიწის ზედაპირის 70,8 %-ს შეადგენს. ოკეანის საშუალო სიღრმე 3,8 კმ-ია. ლითოსფეროს და ჰიდროსფეროს ზედაპირიდან ზევით 100 კმ-მდე სივრცე ატმოსფეროს ქვედა შრეს, რომლის სიმაღლე საშალოდ 15 კმ-ია, ეწოდება ტროპოსფერო. ტროპოსფერო შეიცავს

ჰაერში

შეწონილ

არათანაბარი

გათბობის

სტრატოსფერო,

რომლის

წყლის დროს

ორთქლს,

რომელიც

გადაინაცვლებს.

სიმაღლე

100

კმ-მდეა.

დედამიწის

ტროპოსფეროს მის

საზღვარზე

ზედაპირის

ზევით

არის

წაროიქმნება 24


ჩრდილოეთის ნათება. სტრატოსფეროში 15-35კმ-ის სიმაღლეზე თავისუფალი ჟანგბადი მზის რადიაციის გავლენით ოზონად გარდაიქმნება და წაროქმნის ეკრანს, რომელიც იცავს ყველა ცოცხალ ორგანიზმს დედამიწაზე მზის ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან და კოსმოსური გამოსხივებისაგან. დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ასეული მილიონი წლის წინ პლანეტის გარშემო ოზონის შრე წარმოიქმნა. ამრიგად ოზონის ეს შრე მოქმედებს როგორც ოპტიკური ფილტრი - ის შთანთქავს და აკავებს მოკლეტალღოვან ულტრაიისფერ სხივებს. ეს სხივები კანსა და ზედაპირულად მდებარე ქსოვილებს აზიანებს. ამის შედეგად ვითარდება მელანომა, სარკომა და სხვა სახის სიმსივნეები. მეცნიერები ძირითდად აღიარებენ იმ ფაქტს, რომ ულტრაიისფერი რადიაცია იწვევს კანის ბაზალნოუჯრედულ ან ბრტყელუჯრედულ კიბოს. კიბოს უფრო მსუბუქი ფორმებისთვის

შეიმჩნევა

პირდაპირი

კორელაცია

(დამოკიდებულება)

მზეზე

გატარებულ დროის ხანგრძლივობასა და დაავადების გაჩენას შორის. უფრო ხშირად ავადდებიან მოხუცები (70-80 წლის ასაკში). დაავადება ჩნდება იმ ადგილზე, რომელიც მზის სინათლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, ძირითადად სახე და ხელები. აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტომ გამოითვალა, რომ ულტრაიისფერი გაზრდა

რადიაციის 2%-ით

გამოიწვევს კანის კიბოს მსუბუქი ფორმით დაავადების 2-6%-ით გაზრდას.

სარკომით ავადდებიან უფრო ახლგაზრდა ადამიანები. იგი თავს იჩენს არა მხოლოდ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ადგილზე. აღსანიშნავია, რომ სარკომა უჩნდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც საერთოდ ცოტა დროს ატარებენ ღია ცის ქვეშ. სარკომით დაავადების საშიშროება პირდაპირაა დამოკიდებული მზის სხივის მიმართ ცალკეული ადამიანის კანის მგრძნობელობაზე. ღია ფერის კანის მქონე ადამიანები უფრო ექვემდებარებიან ამ პროცესს, ვიდრე მუქი ფერისა.

ეკოლოგიური

პოლიტიკის

ინსტიტუტისა

და

გარემოსა

და

ენერგიის

ინსტიტუტის მონაცემით, სარკომის მსხვერპლნი ძირითადად არიან კავკასიელები, განსაკუთრებით ქერა კავკასიელები, თუმცა ბოლო ათი წლის განმავლობაში სარკომით დაავადების შემთხვევები ქერა ადმიანებში მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 25


ულტრაიისფერი სხივები აზიანებს აგრეთვე რქოვანას, სკლერას, ბროლს, ბადურას და იწვევს თვალის მძიმე დაავადებას - კატარაქტას. მოკლეტალღოვანი ულტრაიისფერი სხივები ძალიან საშიშია ცხოველებისა და მცენარეებისთვის. ამ სხივების ინტენსივობის გაზრდამ, შესაძლოა, პლანქტონი მთლიანად გაანადგუროს. სამწუხაროდ, ოზონის შრეს მრავალი ნივთიერება შლის. ესენია: აზოტის ოქსიდები, რომლებსაც

გამოყოფენ

თვითმფრინავების სტრატეგიული

ზებგერითი

გარდა,

შრეზე

ბომბდამშენები

და

თვითმფრინავები.

გავლენას

ახდენენ

მზვერავი

სატრანსპორტო

სამხედრო

ზებგერითი

თვითმფრინავები,

რომლებიც

ატმოსფეროში ასევე აზოტის ოქსიდებსა და წყლის ორთქლს გამოყოფენ. როგორც გაირკვა, ოზონს შლის არა მხოლოდ თვითმფრინავის საწვავი ნარჩენი პროდუქტები, არამედ თვითმფრინავის დარტყმითი ტალღაც. ოზონის შრის მთვარი მტერი ქლორის და ფტორის შემცველი ორგანული ნაერთებია, რომლებსაც ფრეონებს უწოდებენ. გამოირჩევიან

შედარებით

დაბალი

ეს ნივთიერებები არ არიან ტოქსიკურები, ფასით

და

ხასიათდებიან

გამოყენების

მრავლფეროვნებით. ეს ადვილად აქროლადი ნივთიერებები თხევადი მდგომარეობიდან აირად მდგომარეობაში გადასვლისას ძალიან ბევრ სითბოს კარგავენ და ცივდებიან. ამ თვისებების გამო ისინი პრაქტიკულად ყველა სახის მაცივრებსა და კონდინციონერების წარმოებაში

იხმარებოდა.

ამ

ნივთიერებებს

ხმარობდნენ

ასევე

სხვადასხვა

აეროზოლიანი ბალონების წარმოებაში, აგრეთვე კომპიუტერების მიკროსქემების გასაწმენდად.

ყველა

ამ

ნივთიერებიდან

ფრეონები

ატმოსფეროში

ხვდება.მზის

ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით მისი მოლეკულიდან ქლორი გამოიყოფა, რომელიც

ოზონს შლის. ერთ ატომ ქლორს შეუძლია დაშალოს ოზონის ათასობით

მოლეკულა. ქლორის მსგავსად მოქმედებს ოზონზე სხვა ნივთიერება- ბრომი. სტრატოსფეროში ბრომის შემცველობა ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ქლორისა, მაგრამ ის უფრო აქტიურია და პასუხისმგებელია ოზონის მნიშვნელოვანი ნაწილის დაშლაზე. 1950 წლიდან ფრეონების მოხმარება მუდმივად იზრდებოდა და შემდგომი 30 წლის განმავლობაში ყოველწლიურად საშუალოდ 10%-ით მატულობდა. 26


პირველი ცნობები ოზონის შრის გამოფიტვის შესახებ 1957 წელს გაჩნდა. 1974 წელს, Nature Magazine-ში გამოქვეყნდა საგანგაშო სტატია სტრატოსფერული ოზონის შრის გათხელების შესახებ. ინგლისელმა მეცნიერებმა ანტარქტიკის თავზე გაზომეს ოზონის რაოდენობა და ოზონის შრის მნიშვნელოვანი ცვლილებები დააფიქსირეს. 1985 წლის გაზაფხულზე ასევე ინგლისელი მეცნიერების მ. მოლინასა და დ. როულინგის მიერ სამხრეთ პოლუსის თავზე უკვე ე.წ ოზონის ხვრელი იქნა აღმოჩენილი. ასეთი ხვრელი არსებობს ევროპის, აზიის და სამხრეთ ამერიკის თავზე. მას შემდეგ ყოველ გაზფხულზე ანტარქტიკაში რეგულარულად იზომება ოზონის შრის სისქე. ბოლო მონაცემების თანახმად, ოზონის შრე იზრდება, შესაბამისად იზრდება uv გამოსხივების ინტენსივობა დედამიწაზე. ოზონის შრის სისქე ციკლურად იცვლება. პოლარული გაზაფხულის დაწყების დროს ოზონის რაოდენობა მცირდება 10, ხადახან 30%-ითაც; მაგრამ ზაფხულის დადგომისას ოზონის შრე რეგულარულად მატულობს და მეტ-ნაკლებად უბრუნდება ნორმალურ მაჩვენებელს. განსხვავებულია ოზონის შრის სისქე განედების მიხედვითაც: ტროპიკებში ოზონის შრე ყოველთვის უფრო სქელია, ვიდრე პოლუსებზე. 1987

წლის

16

სექტემბერს 24

სახელმწიფოსა

და

ევროპული

ეკონომიკური

გაერთიანების მიერ ხელმოწერილ იქნა ფუძემდებლური საერთაშორისო შეთანხმება „მონრეალის

ოქმი“,

რომლის

მიხედვითაც

ხელმომწერი

ქვეყნები

თავიანთ

ტერიტორიაზე კრძალავენ ან მკვეთრად ამცირებენ ოზონის ფენის დამშლელი ნივთიერებების წარმოებას. დადგინდა ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების (ფრეონების) ხმარებიდან ამოღების გრაფიკიც. საქართველო მონრეალის ოქმსს 1996 წლის 21 მარტს შეუერთდა და ნოემბერში კლასიფიცირებულ იქნა, როგორც მე-5 (1) მუხლის ქვეყანა (ე.ი განვითარებადი ქვეყანა). საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების

დაცვის

სამინისტროში

გაერთიანებული

ერების

გარემოსდაცვითი

პროგრამის წარმოებისა და გარემოსდაცვით ცენტრთან თანამშრომლობით დამუშავდა „საქართველოს ოზონდამშლელი ნივთიერებების ხმარებიდან ამოღების ეროვნული პროგრამა“.

იგი

ფინანსურად

უზრუნველყო

გლობალურმა

გარემოსდაცვითმა

ფონდმა.ეროვნული პროგრამა შეიცავს შემდეგ კომპონენტებს:

27


ოზონდამშლელი

ნივთიერებების

იმპორტის,

ექსპორტის

და

მოხმარების

არსებული სიტუაციის შეფასება. 

ოზონდამშლელი ნივთიერებების შემდგომი გამორიცხვის სტრატეგიის, როგორც

აუცილებელი მონიტორინგისა და საანგარიშო ზომების შემცველი მოქმედებათა გეგმის აღწერა. 

შესაძლო პროექტების იდენტიფიცირება, სადაც მთავრობასა და ადგილობრივ

წარმოებას ხმარებიდან ამოღების პროცესის ხელშესაწყობად ესაჭიროება საერთაშორისო მხარდაჭერა.

1986-1991 წლებში ფრეონების მოხმარება მსოფლიოში შემცირდა 40%-ით. დღეს ყველაზე აგრესიული ფრეონები უკვე ამოღებულია ხმარებიდან, თუმცა, ატმოსფეროდან მათ გაქრობას კიდევ დიდი დრო დასჭირდება, რადგან ისინი ძალიან ნელა იშლებიან.

28


 ანი ანანიაშვილი სსიპ ქ. ახალციხის №5 საჯარო სკოლის

XIგ

კლასის

მოსწავლე

ხელმძღვანელი: ფიზიკის

უფროსი

მასწავლებელი

მაია

თათეშვილი

,,21-ე საუკუნის ენერგეტიკული გამოწვევა“ „ბუნება ღვთაებრივი ჰარმონიის გამოვლინებაა, ადამიანი კი–ამ ჰარმონიის ნაწილი და როგორც არ უნდა იყოს მისი საამწუთიერო ინტერესები, იგი საბოლოოდ განწირული იქნება, თუ ბუნების გრძნეულ ენას არ მიუგდებს ყურს, მის უხილავ სულიერებას არ ირწმენს და მის ტკივილს არ გაიზიარებს“ ვაჟა-ფშაველა თანამედროვე

საზოგადოების

ფორმირების

ისტორიული

პროცესი,

თავისი

განვითარების მანძილზე, განიცდიდა როგორც უდიდეს აღმასვლას, ასევე დაცემას. ისმება კითხვა: თუ სამყაროს პრობლემების გადაწყვეტის გზების ძებნა წარმოადგენს ადამიანის გონების, ადამიანის ჰუმანური არსებობის განუყოფელ ინტერესს, მაშინ რატომ ინგრეოდა ძველი რომის, ძველი ეგვიპტის

და სხვა ცივილიზაციები, რას

მიყავდა ისინი დაღუპვამდე? თვით ცივილიზაციის შიგნით ხომ არ ხდებოდა მომავალი ნგრევის თესლის დათესვა? პოსტულატი იმის შესახებ, რომ საზოგადოებას თვითონ გამოყავს თავისი დასაღუპი თესლი, დიდი ხანია იქცევდა მეცნიერების ყურადღებას. XX 29


საუკუნის 70-80-იან წლებში

გაჩნდა აზრი, რომ თანამედროვე საზოგადოება

თვითგანადგურების გზას დაადგა. წარმოიშვა აზრი, რომ გარემოზე ტექნოგენური ზემოქმედება გარკვეული ზღვრული მნიშვნელობის მიღწევის შემდეგ ადამიანის არსებობის უზრუნველყოფის

პირვანდელი

მოუსპობს

კაცობრიობისათვის

მას.

შედეგად,

ხარისხის აღდგენის დადგება

შესაძლებლობას

ფართომასშტაბიანი

ეკოლოგიური კატასტროფა საშინელი შედეგებით, და საუბარი დაიწყება არა ცალკეული ქვეყნებისა და ხალხის, არამედ მთელი პლანეტის გადარჩენაზე. ჩვენ, ადამიანებმა, მივაღწიეთ ბუნებაზე ‖შეგუებიდან‖ მის ‖მართვაზე‖ გადასვლას. მოღვაწეობის მასშტაბები იმდენად დიდი გახდა, რომ პლანეტის სასიცოცხლო პროცესებზე ზემოქმედება დავიწყეთ!.. ,,რაც უფრო ვძარცვავთ ბუნებას, მით უფრო მცირდება

ჩვენი

არჩევანი,

სანამ

არ

დაგვრჩება

ერთადერთი

ბრძოლა

გადარჩენისათვის“–მორის იუდოლი. როდის შესძლო ადამიანმა გადასულიყო ტექნიკური განვითარების ახალ სტადიაზე? მილიონობით წლის განმავლობაში მცენარეულ საფარში გროვდებოდა მზის ენერგია იმისათვის, რომ შემდგომში ის გადაქცეულიყო წიაღისეულ საწვავად, წარმოქმნილიყოქვანახშირი, გაზი, ნავთობი და მისცემოდა ადამიანს მისი გამოყენების საშუალება. ნავთობს სამართლიანად ეძახიან დედამიწის სისხლს, სწორედ ნავთობის მოპოვებით და გამოყენებით დედამიწაზე დაიწყო ახალი ერა, მეორე დიდი რევოლუცია ადამიანის არსებობაში. გაჩდნენ მეგაპოლისები, ცათამბჯენები. ბოლო 50 წლის განმავლობაში ადამიანმა ისე შეცვალა დედამიწის სახე, რაც არ გაუკეთებია არც ერთ მოდგმას. ენერგია და ენერგეტიკა ოცდამეერთე საუკუნის კაცობრიობის საკვანძო სირთულეს წარმოადგენს.

წიაღისეული

საწვავის

მოპოვება

იწვევს

სასიცოცხლო

გარემოს

ფრაგმენტაციას, ბუნების სილამაზის განადგურებას. წიაღისეული საწვავის წვის შედეგად შეიცვლა ატმოსფეროს შემადგენლობა და დაჩქარდა კლიმატის ცვლილების პროცესი. ამავდროულად, წიაღისეულ საწვავზე მუდმივად იზრდება ფასი, რაც გამოწვეულია ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის ნახშირწყალბადის რესურსების გამოლევით. ნავთობისა და გაზის მარაგის ამოწურვასთან ერთად ენერგო კომპანიები იძულებულნი არიან მოიპოვონ რესურსები ტექნიკურად სულ უფრო რთულად 30


ხელმისაწვდომი ადგილებიდან,

შედეგად უკანასკნელ ათწლეულში უფრო მეტ

ტრადიციულად დაცულ ეკოსისტემას შეექმნა საფრთხე. ნავთობისა და გაზის კომპანიები ე.წ. „ექსტრემალური ენერგიის“

მოპოვებისთვის იძულებულნი არიან

იმუშაონ ტექნიკური შესაძლებლობების ზღვარზე. ასეთ პირობებში კი იზრდება არა მხოლოდ ავარიების ალბათობა, არამედ ამ შემთხვევების გამანადგურებელი შედეგებიც: საკმარისია უბრალოდ გავიხსენოთ 2010 წელს მექსიკის ყურეში მომხდარი „Deepwater Horizon“-ს კატასტროფა, გამოწვეული დიდი ოდენობის ნავთობის ჩაღვრით ოკეანეში და წარმოვიდგინოთ მსგავსი ან კიდევ უფრო დიდი მასშტაბის უბედური შემთხვევები. მეოცე

საუკუნის

რესურსებზე,

ახლა,

ცივილიზაცია,

რომელიც

დაფუძნებული

იყო

იაფ

საფრთხეშია

სწორედ

ენერგეტიკული

ლიმიტების

ენერგო გამო.

აუცილებელია, უფრო გულდასმით დავაკვირდეთ და გავაანალიზოთ თითოეული ენერგეტიკული პრობლემა და მისი ტექნიკური მოგვარების გზები. ყოველ შემთხვევაში უნდა დავსვათ შემდეგი შეკითხვა: არსებული პრობლემების გადაჭრისთვის უფრო უპრიანი ხომ არ იქნება ენერგო ეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება?

თუ ამ დილემას უფრო ფართო ჭრილში შევხედავთ და

წარმოვიდგენთ მთლიან სურათს, აღმოვაჩენთ, რომ არსებობს ორი ფუნდამენტური პრობლემა. პირველი პრობლემა: ჩვენ უკვე გადავამეტეთ ენერგიის მოხმარების იმ მაქსიმალურ დონეს, როცა ენერგიის მოხმარებისთვის შეგვეძლო გვეწოდებინა მდგრადი მოხმარება. დღესდღეისობით, ჩვენს მიერ მოხმარებული ენერგია უბრალოდ ფანტასტიკურ მასშტაბებს აღწევს, თუ შევადარებთ მას ისტორიის ნებისმიერ ეპოქაში მოხმარებულ ენერგიას. დღევანდელი მონაცემებით, ვიყენებთ 30-ჯერ მეტ ენერგიას, ვიდრე ეს იყო ინდუსტრიულ რევოლუციამდე. საშუალოდ, ყოველდღიურად ადამიანი მოიხმარს 360 გალონი ბენზინის (1.368 ტონა) ექვივალენტ ენერგიას, რაც იმდენივე ენერგიაა, რასაც ტიპიური ადამიანი დახარჯავდა მძიმე ფიზიკური შრომისას 10 წლის განმავლობაში. ჩვენ შევეჩვიეთ ისეთ ეკონომიკურ მოდელს, რომელიც ისედაც არაეფექტურად მოიხმარს ენერგო რესურსებს და მიუხედავად ამისა, კვლავ ითხოვს კიდევ უფრო მეტი ენერგიის მოხმარებას ყოველწლიურად. 31


მეორე პრობლემა: ჩვენ შევქმენით ენერგოინფრასტრუქტურა, რომელმაც დაჯაბნა ბუნებრივი ეკოსისტემები. დიზელზე მომუშავე ექსკავატორები ანადგურებს მთებსა და ბუნებრივ ლანდშაფტებს ქვანახშირისა და სხვა წიაღისეულის მოპოვების მიზნით. დღეს, მსოფლიო

მოსახლეობა

აწარმოებს

უზომო

ოდენობით

სოფლის

მეურნეობის

პროდუქციასა და საკვებს წიაღისეულ საწვავზე მომუშავე სოფლის მეურნეობის გამოყენებით. ამ პროდუქციის ტრანსპორტირება ხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თვითმფრინავების, მატარებლების, სატვირთო მანქანებისა და გემების საშუალებით. ორი ზემოთაღნიშნული ტენდენციის გადაკვეთას გვაშორებს არა ათწლეულები და საუკუნეები, არამედ წლები. დღესდღეისობით, პრობლემის გადაჭრის გზები ენერგიის წარმოების გაზრდისთვის გულისხმობს ისეთი განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებას, როგორებიცაა: ქარის, მზის, გეოთერმული, წყლის მოქცევისა და ტალღის ძალის. მაგალითად, კალიფორნიაში დაფუძნებულმა კომპანია PLX-მა გამოიგონა ახალი ტიპის მზის ენერგიის გამომუშავების პანელები, სახელად ,,Legion Solar“, რომლის აწყობა და სახლის სახურავზე, თუ თქვენს ეზოში დამონტაჟება დამოუკიდებლად შეგეძლებათ. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, მისი ინსტალაცია ძალიან მარტივია და ტრადიციული მზის ელემენტებისგან განსხვავებით 3-ჯერ ამცირებს ხარჯს. წელს საქართველოში, კერძოდ ქართლში, აშენდა პირველი ქართული ქარის ელექტროსადგული "ქართლი". ეს ძალიან დადებითი მოვლენაა, რადგან განახლებადი ენერგიის, მათ შორის ქარის ენერგიის ათვისება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც გარემოს

ეკოლოგიური

მდგომარეობის

გაუმჯობესებას,

აგრეთვე

საწვავი

ენერგორესურსების დაზოგვას. თუმცა ენერგიის ამ ალტერნატიული წყაროს მოპოვების ფორმებიც არის რისკებთან დაკავშირებული. თუმცა როდესაც ჩვენ ვმსჯელობთ, თუ რომელი ენერგორესურსი არის მნიშვნელოვანი და რომელზე უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა რესურსს თავისი ფასი გააჩნია. ენერგოეფექტურობასაც კი აქვს თავისი ფასი. კაცობრიობამ ენერგიასთან მიმართებაში მიაღწია კრიზისის ისეთ წერტილს, სადაც ზრდაზე დაფუძნებული ენერგოსისტემისთვის დამახასიათებელი წინააღმდეგობების 32


თავიდან არიდება უკვე შეუძლებელია. არსებითი პრობლემა ის არის, რომ ზოგადად ადამიანებს გვაქვს მომხმარებლური ბუნება. სინამდვილეში, კრიზისიდან გამოსავალი არის არა ენერგიის წარმოების ზრდაში, არამედ ნაკლები ენერგიის მოხმარების გზების პოვნაში. მოკლედ რომ ვთქვათ, ოცდამეერთე საუკუნეში კაცობრიობის ამოცანაა წარმოების ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც იქნება მდგრადი და უზრუნველყოფს ბუნებრივი ეკოსისტემების კეთილდღეობას. ეჭვგარეშეა, რომ საბოლოო ჯამში ასეთი წარმოების მოდელის შედეგად, თითოეული ადამიანი მოიხმარს უფრო ნაკლებს, ვიდრე დღეს. ალბათ, მნიშვნელოვანია რომ თითოეულმა ჩვენგანმა კიდევ ერთხელ გავიაზროთ, რა ოდენობის

ენერგია არის საჭირო ქალაქებისა

სამყაროსთვის.

დავფიქრდეთ

იმაზე,

რომ

და მანქანებისგან

მილიონობით

წლის

შემდგარი

განმავლობაში

ჩამოყალიბებულ

წიაღისეულ საწვავს ვხარჯავთ სულ რამდენიმე ათწლეულში,

მილიარდობით

ტონა

ნახშირბადს

ვუშვებთ

ატმოსფეროში,

ვანადგურებთ

ლანდშაფტებს, ვაბინძურეთ წყალსა და ჰაერს, ხელს ვუწყობთ ფლორისა და ფაუნის სახეობების გადაშენებას და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ იმუშაოს არსებულმა ინდუსტრიულმა მეგა-მანქანამ. რა გველოდება, როგორია მომავლის პერსპექტივა? ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ მზისა და ქარისგან მოსული ენერგიის მაქსიმალური გამოყენება. მთავარი ის კი არ არის, რაც დაკარგულია, არამედ რისი შენარჩუნებაც საჭიროა და შეგვიძლია. ურთიერთობა და ურთიერთდამოკიდებილება ბუნებასა და ადამიანებს შორის

უნდა გახდეს ჰარმონიული.

პრობლემის გადაჭრისათვის კი

ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ და გავაგრძელოთ ჩვენი ისტორია, რასაც ადამიანის მოდგმის ისტორია ჰქვია. ,,როცა ბუნებას რაიმე აქვს გასაკეთებლი, იგი შობს გენიას ამის გასაკეთებლად“ – რალფ ემერსონი. გამოყენებული ლიტერატურა:

http://greenalt.org/%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83 %94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9833


%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%94 %E1%83%95%E1%83%90/ 

http://nala.ge/uploads/5.1..compressed.pdf

http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/8871/1/Bunebatsargeblobis_Ekonomika.pdf

http://www.chemistry.ge/view_guest.php?id=23

ვიდეორესურსები:

https://www.youtube.com/watch?v=gwSW0GbRUtE

https://www.youtube.com/watch?v=fCIXfSSrquc;

https://www.youtube.com/watch?v=CzSdwXQdR34

https://www.youtube.com/watch?v=yLMbYAJlFCA

https://www.youtube.com/watch?v=2vxkOFu7N0M

34


 ანი გოგნაძე სსიპ ქ. ახალციხის №5 საჯარო სკოლის

XIგ

კლასის მოსწავლე ხელმძღვანელი: ქიმიის

უფროსი

მასწავლებელი

ირინა

ლაბაძე

,,ტოქსიკური ნივთიერებები“ ბუნებას სჭირდება დაცვა. ამ სიტყვებით იწყება ჩემი თემა, რადგან ვფიქრობ რომ ზოგადი და ძალიან ბევრის მთქმელია, მასში გაერთიანებულია ყველა ის პრობლემა რაც დღევანდელ დროში ყველა ჩვენგანს აწუხებს. ალბათ არ მოიძებნება ადამიანი ვინც არ იცის, რომ ბუნებას სჭირდება დაცვა! თუმცა შეიძლება ყველამ არ იცოდეს, რომ ნაგავი, რომელსაც უგულოდ ყრიან ბუნებაში, ეკოლოგიური კატასტროფის საწინდარია პოლიეთილენის პარკები ნიადაგში არ იხრწნება, ის კლავს ყველაფერს, რაც ცოცხალია. ქალაქში თუ სოფლად, ყველგან ნახავთ ხეებზე, გზებსა და მდინარის პირებზე შეფენილ

და

საქართველოში

ჰაერში

,,მოფარფატე”

პოლიეთილენის

პარკებს.

ეს

არ

მხოლოდ ხდება.

სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში 1 წამის განმავლობაში 1 მილიონზე მეტი პოლიეთილენის პარკი იყრება, რომელიც ბუნებაში 1000 წელზე მეტხანს რჩება. გარემოს დამაბინძურებლებს, როგორიცაა გოგირდის ორჟანგი, ოზონი და აზოტის ჟანგეულები, იმ კონცენტრაციით, რაც შეიძლება შეგვხვდეს ძლიერ დაბინძურებულ ქალაქებში, შეუძლიათ ბრონქოსპაზმის პროვოცირება, ბრონქების რეაქტიულობის გარდამავალი მომატება და სხვადასხვა სახის ალერგიული რეაქციების გაძლიერება. ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლის მონაცემებმა ქალაქის შუაგულში აჩვენა, რომ 35


ცენტრში ცხოვრება საზიანოა ჯანმრთელობისათვის. ყველგან – ნიადაგში, ფოთლებში, ბალახის გაზონებში. ქვიშაში – პირველი კლასის მძიმე მეტალების შემცველობა – თუთია, ტყვია, კადმიუმი, სპილენძი, ნიკელი, ქრომი, ძალიან მაღალია. ამ ელემენტების დაგროვება კი იწვევს მთელი რიგი სერიოზული დაავადებების განვითარებას.გარემოს დაბინძურება ნიშნავს ადამიანის ორგანიზმსა და მის გარემოში – ჰაერში, წყალში, ნიადაგში, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროში ტოქსიური ნივთიერებების დასაშვებ ნორმაზე მეტად მომატებას. მათგან ადამიანის ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიშია: მავნე აირები: SO2, CO2, CO, NO,NO2, H2SO4, NO; მძიმე მეტალები: Pb, Cd, Cu, Ni, Cr, Mn, Fe და სხვ.; ისინი ტოქსიურად მოქმედებენ ადამიანის ცხოველმყოფელობისათვის აუცილებელ გარემოზე, მიკროორგანიზმებზე, თევზებზე, ცხოველებზე, მცენარეებსა და თვით ადამიანის

ჯანმრთელობაზე.

ტოქსიური ნივთიერებების ნორმაზე მეტად მომატება გარემოსა და ადამიანის ორგანიზმში იწვევს ქრონიკული დაავადებების პროგრესულ მატებას, აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ ზემოთ აღნიშნული პრობლემები საერთოა როგორც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნებისთვის, ასევე საქართველოსთვისაც და განსაკუთრებით საქართველოსთვის, რისთვისაც საკმარისია დასახელდეს კონკრეტულად საქართველოს დღევანდელობისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნები: 

საქართველოს მდებარეობა – მოქცეულია მთებს შორის;

ბუნებრივი გოგირდოვანი წყლების არსებობა;

ტექნიკურად გაუმართავი დიდი რაოდენობის მანქანების აქტიური გამოყენება;

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები,

გაუმართავი გამათბობელი საშუალებების აქტიური გამოყენება;

ბუნებრივი საწვავის პროდუქტების მოპოვების ადგილების და მათი

ტრანსპორტირების უკონტროლობა; 

მოსახლეობის

ინფორმირების

უკმარისობა

უსაფრთხოების

წესებისა

და

პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ; 36


პერმანენტული სტრესული მდგომარეობა და სხვ

გარემოს დაბინძურებას იწვევს: ატმოსფეროში მოხვედრილი ქიმიური ნაერთები და ნარევები, ჩამონადენ წყლებში არსებული საწარმოო, კომუნალური და ნავთობის პროდუქტების ანარჩენები. მინდვრების, მდელოების, ბაღების, ტყეების, წყლის ობიექტების გაჭუჭყიანება პესტიციდებით, მაღალი იონური რადიაცია, სითბოს დაგროვება

ატმოსფეროში,

მჟავე

წვიმები

და

სხვ.

ზოგიერთ

ბუნებრივ

და

ანთროპოგენულ ფაქტორს შეუძლია გააძლიეროს გარემოს დამაბინძურებელის მავნე მოქმედება. მაგალითად, ფერდობებზე ტყის გაჩეხვა. სწორი გამოყენების პირობებში, მინერალური სასუქები წარმოადგენენ ეკონომიკურად გამართლებულ

და

ეკოლოგიურად

უსაფრთხო

ღონისძიებას

მემცენარეობის

პროდუქტების წარმოების გადიდების საქმეში. მაგრამ, არარაციონალური გამოყენების პირობებში, საკვები ელემენტები სასოფლო-სამეურნეო ეკოსისტემაში შედიან უფრო მეტი რაოდენობით, ვიდრე პირველადი პროდუქტების მისაღებად არის საჭირო. ამ შემთხვევაში მიიღება, არა მარტო ეკონომიკური ზარალი, არამედ ძლიერდება სასუქების უარყოფითი გავლენა მიღებული მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე, წყალსატევების ევრტროფიკაცია, ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვება მცენარეულ პროდუქტებში და წყლებში, რაც ხშირად ცხოველთა, თევზების, ადამიანის მოწამვლისა და ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილის მიზეზიც ხდება.

სამრეწველო საწარმოები

ეკოსისტემაში ყოველწლიურად გამოტყორცნიან მილიონობით ტონა მძიმე ლითონებს, რომლებიც გარემოში მოხვედრის ინტენსივობის მიხედვით ქმნიან შემდეგ რიგს: Cu, Pb, Co, Fe და Zn. 1980 წლიდან დღემდე საწარმოებისა და ავტოტრანსპორტის მიერ ატმოსფეროში გაფანტულ იქნა უფრო მეტი რაოდენობით ტყვია, ვიდრე მთელი დანარჩენი ისტორიის არსებობის მანძილზე. გარემოში

გამოტყორცნიან

მილიონობით

ტონა

ტოქსიკურ

ნივთიერებებს

_

პესტიციდებს, პოლიქლორდიოქსინებს და სხვ. აგრეთვე ცალკეულ ელემენტებს _ ვერცხლისწყალს, კადმიუმს, ტყვიას, ფტორს, გოგირდს და სხვ. უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში მიმოიფანტა 1,5 მილიონ ტონაზე მეტი დარიშხანი, 1,0 მილიონი ტონა ნიკელი, 900 ათასი ტონა კობალტი, 600 ათასი ტონა თუთია, 125 ათასი 37


ტონა ვერცხლისწყალი. ყოველწლიურად დედამიწაზე იწვის 12 მილიარდი ტონა ნახშირბადის შემცველი საწვავი _ გაზი, ნავთობი, ქვანახშირი და მათი გადამუშავების პროდუქტები,

რის

დამაბინძურებელი ძირითადად

შედეგადაც

კმ2-ზე

ილექება

360

ტონა

ტოქსიკური

ნივთიერებები.ზოგიერთი

მდგრადი

ქიმიური

ნივთიერება,

რომელთაც

ადამიანის

ორგანიზმში

ქლორორგანული

1

ნაერთები,

დაგროვების უნარი გააჩნიათ, უმნიშვნელო რაოდენობით მოხვედრის შემთხვევაშიც ქრონიკულ

მოწამვლას

იწვევენ.

დადგენილია,

რომ

ადამიანის

ორგანიზმში

მოხვედრილი პესტიციდების საერთო რაოდენობის 90%-ზე მეტი შედის კვების პროდუქტებით. პესტიციდებს საკვებ პროდუქტებში სხვადასხვა გზით შეუძლია მოხვედრა. ერთ-ერთი ასეთი გზა ნიადაგია. ბევრი მდგრადი პესტიციდი, მაგალითად, ჰექსაქლორანი, დდტ და ა. შ. შეაღწევენ რა ნიადაგში, კი არ იშლებიან, არამედ გროვდებიან მასში. ამ ტოქსიკური ნივთიერებების ნაწილი თანდათანობით ვრცელდება წყალსატევებში, დამოკიდებულია

მტვრის

სახით

ნიადაგის

ჰაერში

და

თვისებებზე,

ა.შ.

მათი

რომელიც

შემდგომი

ასრულებს

გავრცელება

დაბინძურების

უნივერსალური ბიოლოგიური ადსორბენტის და ნეიტრალიზატორის როლს, აგრეთვე ადამიანის ორგანიზმში სინთეზირებული ნივთიერებების მინერალიზატორის როლს. სწორედ ნიადაგის ეს თვისებები განსაზღვრავს მასში მოხვედრილი პესტიციდების ბედს, რომლებიც, საბოლოო ჯამში, იშლებიან და დეტოქსიკაციას განიცდიან. ნიადაგში პესტიციდების დაშლის სიჩქარეზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას: ნიადაგის მექანიკური თვისებები, მისი pH, მინერალური და ორგანული ნივთიერებების შემცველობა, ტემპერატურა, ტენიანობა, აერაციის პირობები და მრავალი სხვა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი გავლენას ახდენს დაშლის სიჩქარეზე, ცვლის ნიადაგის მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობის აქტივობას და შედგენილობას ან აუარესებს მათთვის

ტოქსიკანტების

მისაწვდომობას.

მოსახლეობა

ორმოებს

თხრის

და

ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმების დაცვით საყოფაცხოვრებო ნარჩენებს იქ ათავსებს,

რაც შემდეგ

ტოქსიკური

ხდება

და

ადამიანის

ჯანმრთელობისთვის

სახიფათოა.

38


ტყე უდიდეს როლს თამასობს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში.იგი მოიხმარს რა ნახშირორჟანგს,ამით ერთი მხრივ ამცირებს მის ოდენობას ჰაერში,ხოლო მეორე მხრივ გამოყოფს ჟნგბადს და ამდიდრებს ჰაერს ადამიანისთვის საჭირო აირით.ტყეს ცოცხალი ორგანიზმებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ის გავლენას ახდენს ჟანგბადის და ნახშირბადის ბალანსზე (მსოფლიოს ტყეების დიდი რეგიონები „გამოიმუშავებენ“ ატმოსფეროში არსებული ჟანგბადის 50 %-ს) მიწის წიაღში ნაპოვნი ზოგიერთი მინერალი რადიოაქტიურია. ეს იმას მიშნავს, რომ მისი ატომები არასტაბილურ მდგომარეობაშია. არასტაბილური მინერალები იშლება და ნაწილაკების ნაკადებს გამოასხივებს, რასაც რადიაცია ეწოდება. მინერალების დაშლისას გამოიყოფა ენერგია, რომელსაც ბირთვული ენერგიის საწარმოებად იყენებენ. ურანი ძირითადად რადიოაქტიური მინერალია. მიმოქცევა გაზების ბუნებრივ წონასწორობას ქმნის. ადამიანი კი ატმოსფეროს საწარმოო ნარჩენებითა და გამონაბოლქვით აბინძურებს და ამ წონასწორობას არღვევს. ნახშირბადის მიმოქცევაზე ადამიანისზემოქმედება უდიდესია. ნავთობის, ქვანახშირის ან ხის წვისას ჰაერში ნახშირორჟანგი გამოიყოფა. მისი გამოყოფა ხდება იმ დროსაც, როცა ტყეს წვავენ ყანებისთვის მიწის გამოსათავისუფლებლად. ამ დროს მცირდება იმ მცენარეთა რაოდენობაც, რომელთაც ნახშირორჟანგის შთანთქმა შეუძლია, ირღვევა ნახშირბადის მიმოქცევის ბუნებრივი წონასწორობა. ამას გარდა ატმოსფეროს ქარხნები, ელექტროსადგურები და ავტომობილებიც აბინძურებენ, რასაც თავისი წვლილი შეაქვს გლობალურ დათბობაში. საერთაშორისო

ორგანიზაციამ

Greenpeace-მა

ტანსაცმლის

მწარმოებელი

14

უმსხვილესი ბრენდი გამოავლინა, რომლებიც წარმოებაში ტოქსიკურ ნივთიერებებს იყენებენ. ტოქსინს - ოქსიეთილირებულ ალკილფენოლს ძირითადად, სპორტულ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის წარმოებაში ისეთი ცნობილი ფირმები იყენებენ, როგორიც არის "ადიდასი", "ეიჩენდემი", "კელვინ კლეინი", "ლაკოსტე", "ნაიკი", "პუმა" და სხვ. მათგან, "ნაიკმა" და "პუმამ" უკვე დაიწყეს ამ ნივთიერების წარმოებიდან ამოღება.

39


ნივთიერება

რომელსაც

ტანსაცმლისა

და

ფეხსაცმლის

ქსოვილი

შეიცავს,

შესწავლილი 78 ნიმუშიდან 58-ში აღმოჩნდა. ტოქსინით

დაბინძურებული

ალკილფენოლი

წყალში

სამოსის

ნონილფენოლად

გარეცხვისას გარდაიქმნება,

ოქსიეთილირებული რომელიც

ორგანიზმის

ჰორმონურ ბალანსზე მოქმედებს. გარდა ამისა, დაბინძურებული წყალი კანალიზაციის საშუალებით

გარემოში

გამოიყოფა

და

ნიადაგს

აბინძურებს.

საბოლოოდ,

ნონილფენოლი საკვებ პროდუქტებსაც შეერევა. კაცობრიობა უკვე იღებს ზომებს ამ პრობლემის გადასაჭრელად და ჩემი თემის მიზანიც სწორედ ესაა, ვფიქრობ, რომ საჭიროა ამ ფაქტებს ადამიანებმა დიდი ყურადღება მივაქციოთ. მართალია ჯერ მეც და ჩემს თანატოლ მოსწავლეებს არ შეგვიძლია

მნიშვნელოვანი

ნაბიჯების

გადადმა,

სამაგიეროდ

შეგვიძლია

განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომლის მეშვეობითაც ბევრი ჩვენი თანატოლი გაიგებს, თუ რა შედეგების მომტანია ადამიანის ასეთი საქმიანობა ბუნებაზე. ეს ყველას და მათ შორის ჩემი მოვალეობაც არის! მე ვიზიარებ იმ აზრს, რომ ბუნებას სჭირდება დაცვა.

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/40504 -14-cnobili-brendis-tansacmelshitoqsikuri-nivthierebebi-aghmoachines.html http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/6362/1/Soflis_Meurneobis_Qimizacia.pdf ლიტერატურა: გეოგრაფიის ენციკლოპედია

40


 სოფიო თედორაძე სსიპ ქ. ახალციხის №5 საჯარო სკოლის

XIა

კლასის მოსწავლე ხელმძღვანელი: ბიოლოგიის

უფროსი

მასწავლებელი

ლია

ფეიქრიშვილი

,,პოლიეთიელენის მედუზა“ ვფიქრობ,

გარემოს

ერთ-ერთი

უდიდესი

პრობლემა

და

გამოწვევა

მისი

პოლიეთილენის ნაწარმით დაბინძურებაა.E ეკოლოგების მოკვლევით, ადამიანი გარემოს ყველაზე მეტად პოლიეთილენის ნაწარმით აბინძურებს, პოლიეთილენის პარკი თავისი ქიმიური შემადგენლობის გამო 200-1000 წელზე მეტ ხანს რჩება, არ არის ბიოდეგრადირებადი და რთულად იშლება. რთულია მისი რეციკლირება, დაახლოებით 96% ცელოფნის პარკებისა არ ექვემდებარება მეორედ გამოყენებას. დაშლის დროს (თუკი ეს ხდება) აბინძურებს ნიადაგსა და მიწისქვეშა წყლებს ტოქსიკური ნივთიერებებით და აღწევს კვებით ჯაჭვში.

Mმისი

წარმოება

მნიშვნელოვან

თანხებთან

და

რესურსებთან

არის

დაკავშირებული, თუმცა გამოწვეული ზიანი გაცილებით დიდია. წარმოების

პროცესში

გამონაბოლქვი

აბინძურებს

ჰაერს.

ცელოფნის

პარკები

რეალურ საფრთხეს უქმნის ცოცხალ ბუნებას. Aადვილად გადაიტანება ქარის მიერ ტყეებში, ზღვებში, ოკეანეებში მდინარეებსა და ტბებში. ყოველწლიურად ოკეანეში 41


ხვდება 6 000 000 ტონა ნარჩენი, რომლის უმთავრეს ნაწილს პოლიეთილენი შეადგენს. დაახლოებით, 1 მილიარდი ფრინველი და 100 000 ზღვის ბინადარი იღუპება წელიწადში პოლიეთილენის გამო. თურმე ზღვაში ჩაყრილი ცელოფანი ზღვის კუს მედუზა ჰგონია და როგორც კი შესაჭმელად მიუახლოვდება, შიგ იხლართება და კვდება. Eეკოლოგების მტკიცებით, ამ პრობლემამ ზღვის კუს რაოდენობა

მნიშვნელოვნად

შეამცირა.

ადამიანის

ჯანმრთელობას.

მისი

პოლიეთილენის

წვის

დროს

წვა

საფრთხეს

უქმნის

გამოიყოფა

ტოკსინები,

მავნე

ნივთიერებები, რომლებიც აბინძურებს ატმოსფეროს. Eეს პროცესი ხელს უწყობს სათბურის

ეფექტის

შექმნას,

რაც

თავის

მხრივ

იწვევ

კლიმატის

გლობარულ

ცვლილებას. ფაქტობრივად, პოლიეთილენი გვევლინება უკვდავი ნაგვის სახით, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ბიომრავალფეროვნებას. იგი ეკოგარემოს შენარჩუნებას აფერხებს.

თუმცა,

ამის

მიუხედავად,

დღესდღეობით

მთელ

მსოფლიოში

4-5

ტრილიონი პოლიეთილენის პაკეტი გამოიყენება. მათი განადგურება ისე, რომ გარემოს ზიანი არ მიაყენოს, ძალიან დიდი

დრო

სჭირდება,

დიდი პრობლემაა, რადგან მათ შეგროვებას

შეგროვების

შემდეგ

კი

საჭიროებს

სპეციალურ

გადამუშავებას. მათი გაუვნებლობისთვის ერთადერთი გამოსავალი პოლიეთილენის პარკების შეზღუდული რაოდენობით გამოყენებაა. ერთ-ერთი პირევლი ქვეყანა, რომელმაც ამ პრობლემასთან ბრძოლა დაიწყო საფრანგეთია,

სადაც

2005

წლის

მონაცემებით,

წელიწადში

დაახლოებით

17

მილიარდ, ანუ 80000 ტონა ცელოფნის პარკს იყენებდნენ. Uუკვე 40-მა ქვეყანამ შეზღუდა/აკრძალა პოლიეთილენის პარკების გაყიდვა ან წარმოება. მაგ: Dდანიამ: 1994 წლს პოლიეთილენის გაცემაზე შემოიღო გადასახადი. მას შემდეგ პარკების გაცემა

90%-ით შემცირდა.

გერმანიამ: სადაც პაკეტების შეგროვებასა და გადამუშავებაზე პასუხისმგებელია გამყიდველი და მწარმოებელი.

42


სწორედ სადაც

ასეთი

კანონმდებლობის

ყოელწლიურად

ჯამში

20

შემოღებაა მილიონი

აუცილებელი

ჩვენს

ქვეყანაშიც,

პოლიეთილენის

პარკი

იწარმოება.

სამწუხაროდ, თითოეული ქართველი მოსახლე წელიწადში 525 პოლიეთილენის პარკს მოიხმარს, 325-ით მეტს, ვიდრე სხვა ევროპელი მოქალაქე. Aამ

პროებლემის

შესამცირებლად,

ბიოდეგრადირებადი

პარკებით

საჭიროა

ჩანაცვლება

პოლიეთილენის

(ცხადია,

არა

პარკების

პირველადი

მასალისგან დამზადებული), რომლებიც ბუნებაში 3-6 თვეში იშლება.

ხის

თუმცა

როგორც ახლახან გაეროს გარემოსდაცვითი ორგანიზაციის მეცნიერმა განმარტა, ბიოდეგრადირებადად წოდებული პლასტმასი, ისეთი როგორიცაა სავაჭრო პარკები, გარემოში დაიშლება მხოლოდ 50 გრადუს ცელსიუსზე და ეს ვერ მოხდება ზღვებსა და ოკეანეებში, რადგან ასეთი მასალისგან დამზადებული პარკი წყალში იძირება, შესაბამისად,

მასზე

ვერ

იმოქმედებს

ულტრაიისფერი

სხივები

და

პარკი

არ

დაიშლება. ამიტომ, ნაჭრის ან სხვა მყარი მასალისგან დამზადებული ჩანთები პოლიეთილენის ნარჩენების

პარკების

წამოქმნას

ყველაზე

თავიდანვე

კარგ

ალტერნატივად

გამორიცხავს.

მაღაზიებში

მიიჩნევა,

რადგან

ამბობენ,

რომ

იმ

ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საკუთარი ხელჩანთებით მიდიან პროდუქტის საყიდლად, სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა. აგრეთვე,

“ბიბლუსის”

პიარმენეჯერი

ამბობს,

რომ

ქსელი

მუყაოს

პარკების

კამპანიას 2013 წლიდან აწარმოებს, თუმცა მომხმარებელი მაინც პოლიეთილენის პარკებს ამჯობინებს. ქართველი მომხმარებელი არ არის მზად იმისთვის, რომ მთლიანად ამოვიღოთ მოხმარებიდან პოლიეთილენის პარკები. “ბიბლუსის” ქსელის 45 ფილიალიდან თითოეულში ყოველდღიურად 150-მდე მომხმარებელი შედის და მათგან მხოლოდ 40% თუ სარგებლობს მუყაოს პარკით. ამავეს ადასტურებს ჩემ მიერ გამოკითხულ მოქალაქეთა 67% პროცენტი, რომელიც ბიოდეგრადირებადი პარკების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. მათთვის მეტად ცნობილი და მისაღებია მყარი ნარჩენების დახარისხება, რომელიც კანონის ძალით საქართველოში 2019 წლიდან ამოქმედდება.

43


 მარიამ

დევნოსაძე სსიპ

ქ.

ახალციხის

№5

საჯარო სკოლის XIა კლასის მოსწავლე

ხელმძღვანელი: ფიზიკის

მასწავლებელი

თამარ ნადირაძე

,,ჰიდროელექტროსადგურები და მათი ეფექტები” 1. რა არის ჰიდროელექტროსადგური? ჰიდროელექტროსადგური ეს არის - ელექტროსადგური, რომელიც ენერგიის წყაროდ იყენებს წყლის ნაკადის ენერგიას. ჰიდროელექტროსადგურებს ძირითადად აშენებენ მდინარეებზე. 2. მუშაობის პრინციპი: ჰიდროელექტროსადგურის მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია. ჰიდროტექნიკური ეფექტების ჯაჭვი უზრუნველყოფს წყლის საჭირო წნევას, რომელიც

აბრუნებს

ტურბინას

და

ამუშავებს

გენერატორს,

რაც

წარმოქმნის

ელექტროენერგიას. ჰესის სიმძლავრე დამოკიდებულია წყლის წნევასა და გამავალ წყალზე, ასევე გამოყენებული ტურბინების და გენერატორების რაოდენობაზე. 3. რატომ გვჭირდება ჰიდროენერგეტიკის განვითარება?

44


მსოფლიო დგას ორი ძირითადი პრობლემის წინაშე, ესენია: გლობალური დათბობა და ენერგეტიკული კრიზისი. საქართველო ცდილობს ფეხი აუწყოს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. საერთაშორისო ექსპერტების მიერ აღიარებულია, რომ გლობალური დათბობის

პროცესის

პარალელურად

XXI

საუკუნის

ბოლოსთვის

დედამიწის

მოსახლეობის რიცხვი გაორმაგდება, შესაბამისად გაიზრდება ენერგიაზე მოთხოვნა და შეიქმნება ენერგო დეფიციტი. ამის პრევენციის მიზნით, აუცილებელია სუფთა, განახლებადი ენერგიის წყაროების, იგივე ჰიდრო ენერგიის მაქსიმალურად ათვისება და არაგანახლებადი,

გარემოს

დამაბინძურებელი

ენერგიის

წყაროების

მოხმარების

შემცირება. მსოფლიოში არსებულ აი ამ ფონზე კი ქართული მხარე საერთაშორისო ექსპერტების პოზიციას სიტყვით ეთანხმება და მხარს უჭერს, თუმცა საზოგადოების ნაწილი საქმით საპირისპიროდ მოქმედებს, თუნდაც იმით, რომ აქტიურად ეწინააღმდეგებიან ჰესების მშენებლობას, რასაც საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს გამოცხადებული მსოფლიო მასშტაბით.

ამის

მაგალითისთვის

ჰიდროელექტროსადგურების

მთავარი

მოვიყვან სპეციალისტის

„მსოფლიო ჟან-მიშელ

ბანკში“ დევერნეის

განცხადებას, რომელშიც ირწმუნება, რომ: “ნებისმიერი სიდიდის ჰესის მშენებლობას აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა კლიმატის ცვლილებაზე ზემოქმედებაში, რადგან ჰესებს გააჩნია სუფთა და განახლებადი ენერგიის ყველაზე დიდი პოტენციალი, რითიც განსაკუთრებით მდიდარია მსოფლიოს ღარიბი რეგიონები“. უდავოა, რომ ძვირადღირებულ იმპორტირებულ ელ.ენერგიას სჯობია ქვეყნის შიგნით გავზარდოთ ელ.ენერგიის გენერაცია, რომელიც გაცილებით იაფი ჯდება. შიდა მოთხოვნილების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ შესაძლებელია ელ.ენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა გავხდეთ იმის გათვალისწინებით, რომ გაგვაჩნია განახლებადი ჰიდრორესურსის უზარმაზარი აუთვისებელი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი და ჰეს-ზე გამომუშავებული ელ.ენერგია არის სუფთა და გაცილებით იაფი, ვიდრე სხვა ალტერნატიული ენერგიის წყაროებით მზის, ქარის და ა.შ. გენერირებული ელ.ენერგია, შესაბამისად უდავოა, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტულია ახალი ჰესების მშენებლობა. 45


4. ჰიდროელექტროსადგურები სამცხე-ჯავახეთში: სამცხე-ჯავახეთში სამი ჰიდროელექტროსადგურია, ესენია: „მტკვარ ჰესი“, „ ფარავან ჰესი“ და „ჩითახევჰესი“. „მტკვარ ჰესი“ აშენების პროცესშია. „ფარავან

ჰესი“

ექსპლუატაციაში

პირველი

მძლავრი

ჰიდროელექტროსადგურია,

რომელიც

ბოლო 35 წლის განმავლობაში საქართველოში შევიდა. პროექტის

საინვესტიციო ღირებულება 200 მლნ აშშ დოლარი, დადგმული სიმძლავრე 87 მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება 400 მილიონ კლვტ საათია. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 2011 წელს

დაიწყო.

მშენებლობის პერიოდში სხვადასხვა ეტაპებზე

დასაქმებულთა რაოდენობა 300 - 1000 ადამიანს შეადგენდა, მათ შორის 60% ადგილობრივი მოსახლეა. ამჟამად, სადგურის პერსონალი 35 მუდმივ დაქირავებულ თანამშრომელს მოიცავს, რომელთა შორის უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა და რომლებმაც გაიარეს შესაბამისი კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები. „ჩითახევჰესი“ სეზონური რეგულირების ჰიდროელექტროსადგურია. იგი მდებარეობს მდ. მტკვარზე, სოფელ დვირთან (ბორჯომის რაიონი). ჰესის დადგმული სიმძლავრეა 21 მგვტ.

„ჩითახევჰესის“

საშუალო

წლიური

გამომუშავება

111

გიგავატი.

ჰესი

ექსპლუატაციაში 1949-51 წლებში შევიდა. 5. ჩერნობილის კატასტროფა. ჩერნობილის კატასტროფა — 1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარია. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა

საერთაშორისო

შკალით

მეშვიდე

დონის

ერთადერთი

შემთხვევა

ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა

და

ეკონომიკური

ზიანით.

ავარიის

შედეგად

გაჩენილმა

რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა,

სკანდინავია,

დიდი

ბრიტანეთი

და

აშშ-ს

აღმოსავლეთი

ნაწილი.

რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელორუსიის ტერიტორიაზე. დაბინძურებული 46


ზონიდან ევაკუირებული იყო დაახლოებით 200 000 ადამიანი. ჩერნობილის ავარია სსრკსთვის გახდა უდიდესი სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენა. მისი მიზეზების გამოძიება დიდი ხნით გაჭიანურდა. ფაქტების ინტერნპრეტაცია და ავარიის ვითარების ანალიზი დროთა განმავლობაში იცვლებოდა და ამიტომ დღემდე მასზე სრული და ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. 6. კაშხლებზე მომხდარი უმსხვილესი კატასტროფები: 1) სენტ-ფრენსისის კაშხალის კატასტროფა მოხდა 1928 წელს, აშშ-ში, დაიღუპა დაახლოებით 600

ადამიანი. 2)

დნეპროჰესის კაშხალის კატასტროფა მოხდა 1941-1943 წლებში, უკრაინაში, სადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა.

მალპასეს კაშხალის კატასტროფა მოხდა 1959 წელს

საფრანგეთში, სადაც დაიღუპა 423 ადამიანი. ვაიონტის კაშხალის კატასტროფა მოხდა 1963 წელს იტალიაში , სადაც დაიღუპა 2500 ადამიანი. 7. ჰიდროელექტროსადგური, როგორც გარემოს მტერი.-რატომ არის საზიანო ჰიდროელექტროსადგური? კაშხალის აშენება ხდება უმეტესად ორ ახლომდებარე მთას შორის და მასში დაგროვილი წყალი იკავებს ძალიან დიდ ტერიტორიას, ამ ტერიტორიაზე არსებული ტყეები ნადგურდება ,ცხოველების საცხოვრებელი გარემო იტბორება.

დღესდღეობით

მრავალი

ჯიშის

ენდემური

მცენარე

გადაშენდა

საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე ზიანდება არა მარტო ის მცენარეები და გარემო რომელიც უშუალოდ წყლით დაიფარა ასევე ზიანდება მის ირგვლივ არსებული ეკოსისტემები რადგანაც კაშხალის აშენებით იცვლება კლიმატი, უფრო ტენიანი ჰავაა მიმდებარე ტერიტორიაზე, კლიმატის ასეთ სწრაფ ცვლილებას მცენარეები ვერ ეგუებიან და ხდება მათი გახმობა ან უნაყოფობა. ასევე დიდ საფრთხეს წარმოადგენს კაშხალის არაგეგმიური დანგრევა. ამ შემთხვევაში უზარმაზარი ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს, რადგანაც ისეთი რაოდენობის წყალს რაც კაშხალშია დაგროვილი ვერაფერი შეაჩერებს

და

მას

გამანადგურებელი

ძალა

აქვს.

საქართველოს

უდიდესი

ჰიდროელექტროსადგურია ენგურჰესი და ის უდიდესია ამიერკავკასიაში. 8.რატომ არ უნდა ვთქვათ უარი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე. ჰიდროენერგეტიკა ჩვენთვის სამი ძირითადი მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი:

47


1. ენერგოდამოუკიდებლობა. საქართველოს არ გააჩნია ისეთი ბუნებრივი რესურსები, როგორიცაა ნავთობი და ბუნებრივი აირი, რაც ქვეყანას ენერგო დამოკიდებულს ხდის რეგიონის სხვა ქვეყნებზე. რეგიონში არსებული საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყნისათვის აუცილებელია ჰქონდეს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ერთი კომპონენტი მაინც, რათა პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებებმა მისი ეკონომიკის სრული კოლაფსი არ გამოიწვიოს (გავიხსენოთ 2006 წლის იანვარი – ერთდროულად აფეთქებული გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზის ანძები). ამ მიმართულებით, მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ საფრანგეთი, რომელმაც 1970-იანი წლების „ნავთობის ემბარგოს” შემდეგ, მიუხედავად მაღალი ეკოლოგიური და სოციალური რისკებისა, მიიღო გადაწყვეტილება აეშენებინა ატომური ელექტროსადგურები. ამჟამად, საფრანგეთში ელექტრომომარაგების დაახლოებით 75% სწორედ აეს-ების მიერ იწარმოება; 2. სუფთა ენერგია. ჰიდროელექტროსადგურებზე გამომუშავებული ელექტროენერგია ეკოლოგიურად

უფრო

სუფთაა,

ვიდრე

ეკონომიკურად

მიზანშეწონილი

სხვა

ალტერნატივები: ნახშირზე, მაზუთზე ან გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურები . სხვა განახლებადი ენერგიის წყაროების (ქარი, მზე) გამოყენების შედეგად მიღებული ელექტროენერგია იმდენად ძვირია, რომ ეკონომიკურად მისი აშენება, სუბსიდირების გარეშე, შეუძლებელია. ამასთან, ამ წყაროებიდან მიღებული ენერგია არასტაბილურია და პიკური მოთხოვნის დაკმაყოფილებაც არ შეუძლია; 3. გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილური ფასები. გამომდინარე იქიდან, რომ ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის თვითღირებულების დაახლოებით 80% მის აშენებაზე დახარჯული რესურსების ამორტიზაციაა და ინფლაციას მხოლოდ ტარიფის

20%

ელექტროენერგიის

შეიძლება

დაექვემდებაროს,

თვითღირებულება

არა

ჰეს-ის

მიერ

გამომუშავებული

მარტო

იაფია

სხვა

არსებულ

ალტერნატივაზე, არამედ მისი ფასის ცვლილებაც საკმაოდ დაბალია და არ არის დამოკიდებული მსოფლიო ბაზრებზე არსებულ ნედლეულის ფასებზე. ნებისმიერი სხვა ალტერნატივა – თესები, იმპორტი – ახლად აშენებული ჰესების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე მინიმუმ 30%-ით ძვირია. რადგან ელექტროენერგია ქვეყნისთვის 48


მაინც საჭიროა, ჰეს-ებში ინვესტიციების შეფერხების შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ან თბოსადგურის აშენება და დამატებითი ბუნებრივი აირის შეძენა სხვა ქვეყნებიდან, რამაც შესაძლოა ფასების რყევა გაზარდოს, ან იმპორტი მეზობელი ქვეყნებიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მეზობელ ქვეყნებში ელექტროსადგურების მშენებლობა და მათი ეკონომიკის ზრდა უნდა დავაფინანსოთ. 9.გვერდითი ეფექტები: ჰიდროენერგეტიკის განვითარებას მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტებიც აქვს. მათ შორის აღსანიშნავია: • სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება. ამჟამად ქვეყანაში შემოსული იმპორტი ექსპორტს დაახლოებით

3.25-ჯერ

აღემატება

(2012

წლის

იანვარ-ოქტომბრის

მონაცემები.

სტატისტიკის დეპარტამენტი). მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის უარყოფითი ბალანსის გამოსწორება აუცილებელია. • დამხმარე ინდუსტრიების განვითარების წახალისება. მაგალითად, სამშენებლო მასალების

მწარმოებელ,

სამშენებლო

საპროექტო

და

ინსტიტუტებს

კვლევით

მომსახურებით საკმაოდ

დაკავებულ

დიდი

კომპანიებს,

სტიმული

მიეცემათ

განვითარების კუთხით. ზემოხსენებული ინვესტიციების დაახლოებით 60% სწორედ ჰეს-ის სამშენებლო ხარჯებს ხმარდება. • დასაქმება თავისთავად გაიზრდება, განსაკუთრებით მშენებლობის პერიოდში, მაგრამ აქ

მნიშვნელოვანია

ის,

რომ

საქართველოში

ჰიდროენერგეტიკოსის

და

ელექტრო

ინჟინრის

თითქმის

დაკარგული

სპეციალობის

ახალგაზრდა

პროფესიონალების გაზრდას მიეცემა აზრი. ამჟამად სპეციალისტების საკმაოდ დიდი ნაწილი საპენსიო ასაკისაა და სამომავლოდ მათი ჩანაცვლება მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, თუ ახალგაზრდებისთვის ამ სპეციალობით მუშაობა საინტერესო იქნება. ამჟამად, ამ სპეციალობის ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი კომპანიებს უცხოეთიდან ჩამოჰყავთ. ვინაიდან ინჟინრის სპეციალობა მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს, ანაზღაურებაც

შესაბამისად

მაღალია.

ამიტომ,

ამ

დარგში

დასაქმება

ქვეყნაში

მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შექმნის. • ძალიან ბევრ რაიონსა თუ სოფელს სასმელი და სარწყავი წყლით მომარაგება სერიოზულად აწუხებს. შესაბამისი დაგეგმვის შემთხვევაში, წყალსაცავები შესაძლოა 49


გამოიყენონ რაიონებში წლის მიწოდების რეგულირების და მომარაგების მიზნითაც. რა თქმა უნდა, ბევრი შემახსენებს გარემოზე უარყოფითი გავლენის ფაქტორს. უდავოა, დიდი წყალსაცავები გარემოზე უარყოფით გავლენას ახდენს. ჰეს-ების აშენების იდეის ოპონენტებს ხშირად მაგალითად მოჰყავთ ენგურჰესი, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ენგურჰესის ნახევარი ზომის ჰესის აშენების პოტენციალიც არ არის და ამასთან, კარგი დაგეგმვის შემთხვევაში, ამ უარყოფითი ეფექტის შემცირებაც შესაძლებელია.

მსოფლიოში

ამის

მრავალი

მაგალითი

არსებობს.

ნებისმიერმა

განვითარებულმა ქვეყანამ გაიარა ეს ეტაპი და ჰიდროენერგეტიკის განვითარების სარგებლიდან გამომდინარე, ამაზე არავის უთქვამს უარი. ისეთ ქვეყნებსაც კი, როგორებიცაა ნორვეგია, კანადა, ავსტრია, შვეიცარია, აშშ, ბრაზილია. აღსანიშნავია ისიც, რომ თბოსადგურების ეფექტი გარემოზე ბევრად უფრო უარყოფითია, ფასზე და ენერგოდამოუკიდებლობაზე

რომ აღარაფერი

ვთქვათ. მედიის ნაწილი ხშირად

საფუძველს მოკლებული და ხელოვნურად გაზვიადებული უარყოფითი არგუმენტებით ცდილობს დაგვარწმუნოს იმაში, რომ ჰესების მშენებლობა არ არის კარგი ქვეყნისათვის.

50


 მედეა

ლომიძე სსიპ ქ. ახალციხის №5 საჯარო სკოლის

XIგ

კლასის მოსწავლე ხელმძღვანელი: ქიმიის

უფროსი

მასწავლებელი ირინა ლაბაძე

,,საკვები პროდუქტების ქიმიური დანამატები და ჯანმრთელობა“ ორგანიზმში

ყველა

სასიცოცხლო

პროცესის

მიმდინარეობა

უშუალოდ

არის

დამოკიდებული საკვებზე, რომელსაც სიცოცხლის პირველივე დღეებიდან ვიღებთ და კვების

რეჟიმზე.

ყველა

ცოცხალი

ორგანიზმი

განუწყვეტლივ

ხარჯავს

მასში

მოხვედრილ საკვებ ნივთიერებებს. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სხეულში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების დროს იჟანგება, რის შედეგად გამოთავისუფლებულ ენერგიასაც ორგანიზმი გეგმაზომიერად ახმარს სხვადასხვა მიზანს. კერძოდ, ეს ენერგია ხმარდება სხეულის მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნებას, შინაგანი ორგანოების (გულის, სასუნთქი აპარატის და სხვა) ნორმალურ ფუნქციონირებას, ენერგიის ყველაზე დიდი ნაწილი კი ფიზიკური შრომისას იხარჯება. საკვები სარგებლობის მომტანი რომ იყოს, აუცილებელია, მასში ოპტიმალურად ეფარდებოდეს ერთმანეთს საკვები ნივთიერებები: ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მიკრო და მაკრო ელემენტები, რომელთა გარეშეც ადამიანის ჯანმრთელობა წარმოუდგენელია. 51


ცილები: ცილა უჯრედის საშენი ძირითადი მასალაა. მისი უკმარისობა აფერხებს სხეულის ზრდასა და განვითარებას, ფორმას უცვლის თმას და ფრჩხილებს. ცილებით მდიდარი საკვებია ხორცი, რძის პროდუქტები და პარკოსნები. ცხიმები: არსებობს მცენარეული და ცხოველური ცხიმები. ორივეს შეუძლია როგორც სარგებლობის, ასევე ზიანის მოტანა. ძალიან მავნე-მძლავრი კანცეროგენია ტაფაზე ხორცის შეწვის შემდეგ დარჩენილი ცხიმი. ნახშირწყლები: ნახშირწყლები ენერგიის მთავარი წყაროა. სწორედ ეს ნაერთები გვაძლევს აქტიურად ცხოვრების საშუალებას. ორგანიზმში სიტკბოს ყველაზე დიდი მოყვარული ტვინია. ამიტომაც მიირთმევენ გონებრივად მომუშავენი ყველაზე მეტ ტკბილეულს. როგორც ვთქვით,

საკვებზე

უშუალოდ არის დამოკიდებული სიცოცხლე, ზრდა განვითარება, გარეგნობა და შრომისუნარი.

ამიტომაც

არის

აუცილებელი

სრულფასოვანი

და

მკაცრად

რეგლამენტირებული კვება. 1.

პროდუქტის შერჩევის დროს ყურადღებას აქცევ ეტიკეტს?

2.

კითხულობ პროდუქტის გამოშვების ვადას?

3.

იცი ეტიკეტის წაკითხვა? ყველა საკვებ პროდუქტს ეტიკეტზე აქვს წარწერა, რომელზეც მისი შედგენილობა,

შენახვის ვადა და საკვების ენერგეტიკული ღირებულებაა მითითებული. თუ მცენარეული წარმოშობის პროდუქტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, მას უკეთდება წარწერა: „ ეკოლოგიურად სუფთა“.  არ მოიხიბლო საკვები პროდუქტის მხოლოდ ლამაზი შეფუთვით!  ყურადღებით

წაიკითხე

ვადაგასული

პროდუქტი

საკვების საშიშია

ეტიკეტზე

მისი

ვარგისიანობის

ჯანმრთელობისათვის.

მან

ვადა!

შეიძლება

გამოიწვიოს მოწამვლა!  ნუ მიიღებ გაურკვეველი წარმოშობის საკვებს! 52


ადამიანის

სიცოცხლისა

და

ჯანმრთელობის

დასაცავად

მოხმარებისათვის

განკუთვნილ სურსათთან მიმართებაში მოქმედებს საქართველოს კანონი „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“. სურსათის ეტიკეტირება

ხორციელდება

კანონქვემდებარე

ნორმატიული

აქტის

საფუძველზე, რომლის თანახმად ეტიკეტმა არ შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი. ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს, რომელ საკვებ დანამატს შეიცავს პროდუქტი. საკვები დანამატები ხელს უწყობს პროდუქტის შენახვის ვადის გახანგრძლივებას, არომატულობას, შეფერილობას. ბუნებრივი წარმოშობის საკვები დანამატები მიიღება ბოსტნეულისა და ხილის გადამუშავებით (სპირტი, შაქარი). ჟოლოს, მაყვლის, ალუბლის ფერი განპირობებულია მათში ორგანული პიგმენტების-კაროტინოიდების არსებობით. თუმცა ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალული და ჯანმრთელობისთვის მავნე საკვები დანამატების შემცველი პროდუქტები საქართველოში ისევ იყიდება. ქართული კანონმდებლობა მხოლოდ E ჯგუფის ხუთ დანამატს კრძალავს - და ეს იმ ფონზე, როცა ევროპაში მათი ჩამონათვალი გაცილებით დიდია საკვები დანამატების უმეტესობა ქიმიური სინთეზის შედეგად მიიღება. დანამატები მარკირებულია E ასოთი და სამნიშნა ციფრული კოდით. მაგალითად: E 300-E 399 კონსერვანტებია (აფერხებს ჟანგვის პროცესს); E 400-E 408 სტაბილიზატორებია (ინარჩუნებს საკვების პირვანდელ თვისებებს); E 500-E 599 ემულგატორებია (ხელს უშლის ნალექის წარმოქმნას); E 600-E 699 არომატიზატორებია (აძლიერებს საკვების სურნელებას).

„უნდა ჭამო იმისათვის ,რომ იცოცხლო და არა იცოცხლო იმისათვის,რომ ჭამო“ //სოკრატე//

53


6. სერტიფიკატების ნიმუშები

54


7. მადლობის სიგელების ნიმუშები

55


8. კონფერენციის შეჯამება

მოსწავლეთა პირველი სკოლათაშორისი კონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ,,გარემოს პრობლემები და გამოწვევები“ ანგარიში 2016

წლის

24

საბუნებისმეტყველო მხარდაჭერით, ,,გარემოს

ნოემბერს,

სსიპ

მეცნიერებათა

გაიმართა

პრობლემები

ახალციხის

კათედრის

მოსწავლეთა და

ქ.

საჯარო

ორგანიზებითა

პირველი

გამოწვევები“.

№5

სკოლაში,

და

დირექციის

სკოლათაშორისი

კონფერენცია

კონფერენციის

მიზანი

იყო

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია, აღნიშნული დისციპლინებით დაინტერესებული მოსწავლეების გამოვლენა, მათი მოტივირება, სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მოსწავლეებში ძიებისა და ანალიზის, კვლევისა და პრეზენტაციის უნარების განვითარება, მოსწავლეთა შორის კოლაბორაციისა და კომუნიკაციის ხელშეწყობა, მათი ინოვაციური ხედვების გამოვლენა-გაზიარება. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ სსიპ ქ. ახალციხის №1, №2, №5, №6 საჯარო

სკოლებისა და კერძო სკოლა ,,მზექა“-ს

X-XI კლასის მოსწავლეებს.

დარეგისტრირება და ყველა შემდგომი საფეხური განხორციელდა ელექტრონულად, სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელ. ფოსტაზე გამოგზავნილი პრეზენტაციები და

მოხსენებები

შეაფასა საბუნებისმეტყველო

მეცნიერებათა

კათედრის მიერ

შერჩეულმა კომისიამ, რომელმაც შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეარჩია 9 მომხსენებელი მოსწავლე სამი საგნობრივი მიმართულებიდან, ხოლო მათ შორის გამოავლინა სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორი. კონფერენციაში მომხსენებლად მონაწილეობა მიიღეს სსიპ ქ. ახალციხის №5 და №2 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა: მიმართულება ფიზიკა: ანი ანანიაშვილი, მარიამ დევნოსაძე, გვანცა ნოზაძე; მიმართულება ქიმია: მედეა ლომიძე, ანი გოგნაძე, მარიამ ბერიძე; 56


მიმართულება ბიოლოგია: ნათია მაჭავარიანი, მარი იაძე, სოფიო თედორაძე; ხოლო ამ მოსწავლეთაგან გამოვლინდა სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორი: ნათია მაჭავარიანი, ანი ანანიაშვილი, მედეა ლომიძე. კონფერენციამ მეტად საინტერესო ვითარებაში ჩაიარა. მოსწავლეთა პრეზენტაციები ძალიან მრავალფეროვანი იყო და მეტად პრობლემურ და აქტუალურ თემებს შეეხებოდა. ბავშვებმა წარმოადგინეს როგორც ზოგადი კვლევები, ისე საკუთარი შეხედულებები, მინი-კვლევები,

რეკომენდაციები

თითოეულ

პრობლემასთან

დაკავშირებით

და

მსმენელში დიდი ინტერესი გამოიწვიეს. კონფერენცია შეაჯამა კონფერენციის ორგანიზატორმა და ხელმძღვანელმა, სსიპ ქ. ახალციხის №5

საჯარო

სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა

თავმჯდომარემ,

ფიზიკის

მასწავლებელმა

მაია

თათეშვილმა,

კათედრის

მოსწავლეებს

სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები, ხოლო ხემძღვანელ მასწავლებლებს მადლობის სიგელები გადასცა სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ინგა ვარდიძემ. კონფერენციას ესწრებოდნენ: სკოლის დირექცია, მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, მოწვეული სტუმრები: ქ. ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, №2 საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები. სამადლობელო სიტყვით გამოვიდნენ: ქალბატონი ხათუნა ხმალაძე (ახალციხის რაიონის

საგანმანათლებლო

რესურსცენტრის

ხელმძღვანელი),

ქალბატონი

ინგა

ვარდიძე (№5საჯარო სკოლის დირექტორი), ქალბატონი ზოია ბალიაშვილი (№5 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე), ქალბატონი ბელა გვრიტიშვილი (№2 საჯარო სკოლის დირექტორი), ქალბატონი ცარო ლეკიშვილი (ფიზიკის მასწავლებელი), ქალბატონი მაია თათეშვილი (კონფერენციის ხელმძღვანელი). კონფერენცია

თავისი

მსვლელობითა

და

დაჯილდოების

საზეიმო

პროცესით

„მეცნიერების ნამდვილ ზეიმად იქცა“.

57


2016 წ

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა კათედრის ხელმძღვანელი მაია თათეშვილი

ქ. ახალციხე სსიპ №5 საჯარო სკოლა, დირექტორი ინგა ვარდიძე 2016 წ

ჟურნალის რედაქტორი

მაია თათეშვილი

58


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.