ელექტრონული ჟურნალი

Page 1

2018 წ საკონფერენციო მასალები მოსწავლეთა მეორე სკოლათაშორისი კონფერენცია ,,21-ე საუკუნის სამეცნიერო გამოწვევები“ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა კათედრის ხელმძღვანელი მაია თათეშვილი

ქ. ახალციხე სსიპ №5 საჯარო სკოლა, დირექტორი ინგა ვარდიძე 2018 წ


სარჩევი 1. კონფერენციაში მონაწილეობის ინსტრუქცია........................................................................................... 3 2. მოხსენებისა და პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები....................................................................6 3. სარეგისტრაციო ფორმა...................................................................................................................................7 4. სკოლის ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებები..................................8 5. პროგრამა (დასაბეჭდი ვერსია)......................................................................................................................9 6. მოხსენებები: ..................................................................................................................................................11 

მერი მხითარიანი- ,,მსოფლიოს ტექნოლოგიური სიახლეები“ /ფიზიკა/ ხელმძღვანელი

მასწავლებელი მაია თათეშვილი - №5 საჯარო სკოლა; .........................................................................12 

იზოლდა

ბერიძე

-,,ღეროვანი

უჯრედები-მომავლის

მედიცინა“

/ბიოლოგია/

ხელმძღვანელი მასწავლებელი შორენა ენდელაძე- №5 საჯარო სკოლა; ...........................................17  თამარ ჩილინგარაშვილი-,,ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის ახალი ელემენტები“ /ქიმია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი ირინა ლაბაძე- №5 საჯარო სკოლა;............21 

თამუნა გიგოლაშვილი - ,,სისხლის გადასხმა და ანემია“ /ბიოლოგია/ ხელმძღვანელი

მასწავლებელი თამარ ჯინჭველაძე-№5 საჯარო სკოლა; .......................................................................26 

ქრისტინა სარაშვილი-,,ქართველი ფიზიკოსი-გია დვალი“ /ფიზიკა/ ხელმძღვანელი

მასწავლებელი თამარ ნადირაძე- №5 საჯარო სკოლა; ...........................................................................31  ქეთევან კაჭკაჭაშვილი -,,მომავლის პლანეტა“ /ფიზიკა/ ხელმძღვანელი მასწავლებელი მაია თათეშვილი- №5 საჯარო სკოლა; ......................................................................................................35 

მარიამ სამსონიძე -,,თანამედროვე ქართველი ქიმიკოსები“ /ქიმია/ ხელმძღვანელი

მასწავლებელი კლარა კუპრეიშვილი- №5 საჯარო სკოლა; ..................................................................41 

თათია

გიგოლაშვილი

-,,ადამიანის

ევოლუცია“

/ბიოლოგია/

ხელმძღვანელი

მასწავლებელი შორენა ენდელაძე- №5 საჯარო სკოლა; ........................................................................46 

მარი მათოშვილი -,,კაცი, რომელიც სიცოცხლეს არიგებს“ /ბიოლოგია/ ხელმძღვანელი

მასწავლებელი თამარ ჯინჭველაძე - №5 საჯარო სკოლა; .....................................................................50 

სალომე

გელაშვილი-,,გენური

ინჟინერია-ახალი

ერა

მეცნიერებაში“

/ბიოლოგია/

ხელმძღვანელი მასწავლებელი შორენა ენდელაძე -№5 საჯარო სკოლა; ...........................................55 

მარიამ ბერიძე - ,,დაიჭირე სხივი“ /ბიოლოგია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი თამარ

ჯინჭველაძე-- №5 საჯარო სკოლა; .............................................................................................................61 7. სერტიფიკატების და მადლობის სიგელების ნიმუშები................................................................................65 8. კონფერენციის შეჯამება.....................................................................................................................................66 9. კონფერენციის ფოტოგალერეა.........................................................................................................................69

2


1. კონფერენციაში მონაწილეობის ინსტრუქცია მოსწავლეთა მეორე სკოლათაშორისი კონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ,,21-ე საუკუნის სამეცნიერო გამოწვევები“ კონფერენციის სახელწოდება: ,,21-საუკუნის სამეცნიერო გამოწვევები“. კონფერენციის მიზანი: მოსწავლეთა შორის თანამშრომლობის, ძიებისა და ანალიზის უნარების განვითარება, ტექნოლოგიების გამოყენების გზით მათი მოტივაციის ზრდის ხელშეწყობა. კონფერენციის

ამოცანები:

მოსწავლეების

მოტივირება,

სასწავლო

პროცესში

ტექნოლოგიების ინტეგრირება, მოსწავლეთა შორის კოლაბორაციის და კომუნიკაციის ხელშეწყობა, მოსწავლეთა ინოვაციური ხედვების გამოვლენა-გაზიარება. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სსიპ ქ. ახალციხის №1, №2, №5, №6 საჯარო სკოლებისა და კერძო სკოლა ,,მზექა“-ს IX, X, XI კლასის მოსწავლეებს. კონფერენციის თემა: 

თანამედროვე ქართველი მეცნიერები;

მსოფლიოს ტექნოლოგიური სიახლეები;

მსოფლიო მედიცინა ,,ანი“-დან ,,ჰაე“-მდე;

ბიოტექნოლოგია და ჩვენ

და სხვა...

კონფერენციისთვის

შესარჩევ

ტურში

მონაწილეობისათვის,

მოსწავლეებმა

უნდა

შეარჩიონ თემა საგნობრივი მიმართულებებიდან (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) ერთერთში, შექმნან მოხსენება და მოხსენების პრეზენტაცია.

კონფერენციის ეტაპები და ვადები 3


I ეტაპი -კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა მოსწავლემ

უნდა გაიაროს

რეგისტრაცია. ბოლო ვადა: 7. 03.2018წ. II ეტაპი – კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა მოსწავლემ უნდა გამოგზავნოს მის მიერ მომზადებული მოხსენება

პროგრამაში Word და საკონფერენციო თემის

პრეზენტაცია მომზადებული პროგრამაში PowerPoint. ბოლოვადა: 30.03.2018წ. III ეტაპი – გამოგზავნილი თემების გადარჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და მოხსენებების შერჩევა. გადარჩევის ბოლო ვადა: 12.04.2018წ. (შეტყობინებას მიიღებთ რეგისტრაციისას მითითებულ ელ.ფოსტაზე). IV ეტაპი – კონფერენცია და დაჯილდოება: 18.04.2018წ. Vეტაპი - საკონფერენციო მასალების გამოქვეყნება ელექტრონულ წიგნად: 27.04.2018წ.

კონფერენცია და დაჯილდოება კონფერენციისთვის

წარდგენილი

საბუნებისმეტყველო

პრეზენტაციებსა

მეცნიერებათა

კათედრის

მიერ

და

მოხსენებებს

შერჩეული

შეაფასებს

კომისია,

რის

შედეგადაც გამოვლინდება 10 მოსწავლე, რომლებიც გააკეთებენ მოხსენებას შერჩეული თემის შესახებ. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

საკონფერენციო თემის წარდგენა კონფერენციაში

მონაწილეს

მოეთხოვება

შემდეგი

აუცილებელი

ნაბიჯების

https://goo.gl/forms/2CWuZNFrhjzz4jYp1

(მოცემული

განხორციელება ამ თანმიმდევრობით: დარეგისტრირდით

ამ ბმულზე

ველების შევსების შემდეგ დააწკაპეთ ბოლოში განთავსებულ ღილაკზე ,,გაგზავნა“) 1. საკონფერენციო მოხსენების მომზადება (მოხსენება წარმოდგენილი უნდა იყოს: Word-ისდოკუმენტი,

არაუმეტეს ოთხი გვერდი , A4 ფორმატი , Sylfaen 12

შრიფტით, ხაზებს შორის დაშორება 1,5); 2. მოხსენების

პრეზენტაციის

მომზადება

(ზეპირი

მოხსენების

თეზისები

საპრეზენტაციო ფორმატში PowerPoint, მოხსენების რეგლამენტი

-10 წუთი

(მაქსიმუმ 20 სლაიდი); 4


3. პრეზენტაციის

მომზადებისთვის

გამოიყენეთ

ეს

კრიტერიუმები.

https://drive.google.com/file/d/1wuXgcuKCuuoO4moE03AWvqlrZtKmi5a3/view?usp=shar ing 4. გამოგზავნეთ თქვენი მოხსენება და პრეზენტაცია მითითებულ ელ.ფოსტაზე: saskolokonferencia@gmail.com შენიშვნა: რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2018 წლის

7

მარტი, 24.00 სთ თბილისის დროით.

კონფერენციის მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ,  რომ სარეგისტრაციო ფორმა სრულად იყოს შევსებული. დაგვიანებით გამოგზავნილი თემები არ განიხილება.

საკონტაქტო ინფორმაცია შეკითხვები გამოაგზავნეთ ელ.ფოსტით ამ მისამართზე: saskolokonferencia@gmail.com ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 5 99 48 33 64

წარმატებებს გისურვებთ!!! სსიპ ქ. ახალციხის №5 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელი - მაია თათეშვილი

5


2. მოხსენებისა და პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები ნაშრომის შეფასების მაქსიმალური ქულაა 10, კონფერენციაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს მოსწავლე, რომლის თემაც შეფასდება ქულათა მაქსიმალური რაოდენობის 80% ით, ანუ მიიღებს მინიმუმ 8 ქულას

სასწავლო ინფორმაციის

კითხვა: როგორ არის მოხსენება

ორგანიზებული? ინფორმაციის რა

ორგანიზება

სახეობებია გამოყენებული პრეზენტაციაში?

(2 ქულა)

განმარტება: მოცემულია ინფორმაციის ორგანიზების სხვადასხვა მაგალითი (მაგალითად: ტექსტი, სურათი, აუდიოდავიდეო ფაილები, სქემები, ბმულები გამოყენებულ რესურსებზე).

პრეზენტაციის თემის აქტუალობა

ორიგინალობა,

(3 ქულა)

კითხვა: რამდენად ორიგინალურია პრეზენტაცია? რამდენად აქტუალურია თემა? რამდენად სცდება მასში მოცემული ინფორმაცია სახელმძღვანელოს ჩარჩოებს? განმარტება: პრეზენტაციაში გამოყენებულია სხვადასხვა მიდგომები და კონცეფციები (ტექსტები, საიტები...),

სქემები, სიმულაციები, დამხმარე

რაც უფრო ამრავალფეროვნებს

სასწავლო თემას. ჩანს

მოსწავლის ინტერესი თემისადმი. პრეზენტაციისა

და

მოხსენების

კითხვა: რამდენად გამართულია შინაარსობრივად მოხსენება და

შინაარსობრივი გამართულობა

პრეზენტაცია, ითვალისწინებს თუ არასამიზნე ჯგუფის ინტერესებსა

(3 ქულა)

და საჭიროებებს. რამდენად ლოგიკური და თანმიმდევრულია? განმარტება: მოხსენება და პრეზენტაცია შინაარსობრივად გამართული და

მრავალმხრივია;

სასარგებლოა

და

ღირებული

სამიზნე

ჯგუფისთვის. შესაძლებელია მისი ეფექტიანად გამოყენება რეალურ სიტუაციაში, მიღწევას.

ის

უადვილებს კარგად

მომხმარებელს

არის

სასურველი

ორგანიზებული,

შედეგის

ლოგიკური

და

თანამიმდევრულია. ტექნიკური მხარე

კითხვა: რამდენად გამართულია ტექნიკურად პრეზენტაცია?

(2 ქულა)

განმარტება: მკაფიოდ და ადვილად აღსაქმელ-მოსასმენ- დასანახია გამოყენებული აუდიო, ვიდეო, ტექსტური ფაილები.

6


3. სარეგისტრაციო ფორმა

7


4.სკოლის ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებები:

8


5. პროგრამა (დასაბეჭდი ვერსია, პირველი გვერდი )

9


პროგრამა (დასაბეჭდი ვერსია, მეორე გვერდი)

10


6. მოხსენებები:(მოსწავლეთა

პრეზენტაციები შეგიძლიათ იხილოთ თითოეული

მომხსენებლის გვარზე დაწკაპუნებით) 1. მერი

მხითარიანი-,,მსოფლიოს

ტექნოლოგიური

სიახლეები“

/ფიზიკა/

ხელმძღვანელი მასწავლებელი მაია თათეშვილი - №5 საჯარო სკოლა; 2. იზოლდა

ბერიძე-

,,ღეროვანი

უჯრედები-მომავლის

მედიცინა“

/ბიოლოგია/

ხელმძღვანელი მასწავლებელი შორენა ენდელაძე - №5 საჯარო სკოლა; 3. თამარ ჩილინგარაშვილი-,,ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის ახალი ელემენტები“ /ქიმია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი ირინა ლაბაძე- №5 საჯარო სკოლა; 4. თამუნა გიგოლაშვილი - ,,სისხლის გადასხმა და ანემია“ /ბიოლოგია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი თამარ ჯინჭველაძე-№5 საჯარო სკოლა; 5. ქრისტინა სარაშვილი-,,ქართველი ფიზიკოსი-გია დვალი“ /ფიზიკა/ ხელმძღვანელი მასწავლებელი თამარ ნადირაძე- №5 საჯარო სკოლა; 6. ქეთევან

კაჭკაჭაშვილი

-,,მომავლის

პლანეტა“

/ფიზიკა/

ხელმძღვანელი

მასწავლებელი მაია თათეშვილი- №5 საჯარო სკოლა; 7. მარიამ სამსონიძე -,,თანამედროვე ქართველი ქიმიკოსები“ /ქიმია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი კლარა კუპრეიშვილი- №5 საჯარო სკოლა; 8. თათია გიგოლაშვილი - ,,ადამიანის ევოლუცია“ /ბიოლოგია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი შორენა ენდელაძე- №5 საჯარო სკოლა; 9. მარი

მათოშვილი

-,,კაცი,

რომელიც

სიცოცხლეს

არიგებს“

/ბიოლოგია/

ხელმძღვანელი მასწავლებელი თამარ ჯინჭველაძე - №5 საჯარო სკოლა; 10. სალომე გელაშვილი-,,გენური ინჟინერია-ახალი ერა მეცნიერებაში“ /ბიოლოგია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი შორენა ენდელაძე -№5 საჯარო სკოლა; 11. მარიამ ბერიძე - ,,დაიჭირე სხივი“ /ბიოლოგია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი თამარ ჯინჭველაძე-- №5 საჯარო სკოლა;

11


 მერი მხითარიანი სსიპ

ქ.

ახალციხის

საჯარო სკოლის

№5 XI გ

კლასის მოსწავლე ხელმძღვანელი: ფიზიკის

უფროსი

მასწავლებელი მაია თათეშვილი

,,მსოფლიოს ტექნოლოგიური სიახლეები“ დღესდღეობით ჩვენ ვცხოვრობთ ცოდნისა და უამრავი ინფორმაციის ეპოქაში. მსოფლიოში ბოლო დროს მიმდინარე ტექნოლოგიურმა ძვრებმა უდიდესი გავლენა იქონია დღევანდელ კაცობრიობაზე, ცივილიზაციაზე. მაგ.; მობილურმა ტელეფონებმა, მანქანებმა, კომპიუტერებმა და სხვა უამრავმა მოწყობილობამ. უკვე საათებიც კი იმდენად განავითარეს, რომ არა მხოლოდ დროის, არამედ სხვა რამის კონტროლიც კი შესაძლებელი გახდა და ამგვარი ხომ უამრავი ტექნიკა არსებობს ... დამეთანხმებით ალბათ, რომ უახლესმა ტექნოლოგიამ გააადვილა ცხოვრება და უფრო მეტი დრო დაგვიტოვა სხვა საქმიანობისათვის ... მაგ: ტელეფონის გამოგონებამ გააადვილა კომუნიკაცია. უამრავი პროგრამა არსებობს, რომლის მეშვეობითაც

ვარჯიშია შესაძლებელი, მანქანის გამოგონებამ გააადვილა

გადაადგილება, ხოლო ერთ-ერთი ყველაზე შვებისმომგვრელი არის სარეცხის მანქანა, რომლის არსებობამაც ნამდვილად შეცვალა ჩვენი ცხოვრება და ა.შ. ყველას ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს.

12


ჩემი აზრით, უდიდესი როლი მსოფლიოს ტექნოლოგიურ წინსვლაში მიუძღვის ფიზიკის მეცნიერების

შესწავლას და შემდგომ თეორიის პრაქტიკაში გამოყენებას...

რამდენიმე სიახლეზე გავამახვილებ ყურადღებას. ფიზიკის გამოყენების

ერთ-ერთი

თვალსაჩინო მაგალითია ვირტუალური

სათვალეები, ე. წ. ,,ვირტუალური რეალობა“, რომელიც თანამედროვე ტექნიკის ნამდვილად ერთ-ერთ უმაღლეს განვითარებას წარმოადგენს. მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, ეს მოწყობილობა ელემენტარული ფიზიკის ცოდნას საჭიროებს. ვირტუალური

სათვალეები

შედგება

პლასტმასისა

და

მასში

მოთავსებული

ლინზებისაგან, რომლებიც გამოყოფილები არიან ერთმანეთისაგან ისე, რომ ადამიანის ორმა თვალმა დაინახოს გამოსახულება ცალკ-ცალკე. ეს კი ხდება სმარტფონის ეკრანის გაყოფით ორ ნაწილად, ადამიანის ცალკ-ცალკე თვალზე. ასე თვალი ხედავს ვითომდა რეალობას და შეგიძლიათ მოაწყოთ ვირტუალური გასეირნება მთელ მსოფლიოში, მოგზაურობა ეგრედ წოდებულ ,,არა ნამდვილ“

ანუ ვირტუალურ სამყაროში.

უნდა

აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ თანამედროვე ,,ბავშვი მეცნიერები“ მას სახლის პირობებშიც აწყობენ. მისი საშუალებით შესაძლებელია უყუროთ ფილმებს 3D ფორმატში და შექმნათ კინოთეატრის ეფექტი, შეაერთოთ სმარტფონი Wi-Fi-ს

ან USB-ს საშუალებით

კომპიუტერთან და ითამაშოთ საყვარელი თამაშები 3D-ში, უყუროთ პანორამულ ვიდეორგოლებს 360 გრადუსიანი ხედვით, გაიკატაოთ ამერიკულ მთებზე, იფრინოთ თვითმფრინავზე,

გაისეირნოთ ოკეანის ფსკერზე სახლიდან გაუსვლელად,

და

გამოიყენოთ სასწავლო მიზნითაც კი სპეციალურად შექმნილი პროგრამებით. ...და არც ისე ძვირია, სულ რაღაც 75 ლარადაა მისი შეძენა შესაძლებელი. ახლა მინდა ყურადღება შევაჩერო ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე, რამაც ჩემი აღფრთოვანება გამოიწვია, ეს არის.... ,,რობოტები“. რობოტი არის მანქანა, რომელსაც განსაზღვრული პროგრამის მიხედვით შეუძლია სხვადასხვა ამოცანის დამოუკიდებლად შესრულება. ტერმინი შემოიტანა ჩეხმა მწერალმა კარელ ჩაპეკმა. როგორც წესი, რობოტის პროგრამულ უზრუნველყოფაში წინასწარაა ჩადებული გარემოსთან ადაპტაციის მექანიზმები, მაგრამ იგი ასევე შეიცავს ხელოვური ინტელექტის ელემენტებსაც,

13


კერძოდ თვითსწავლებად სისტემებს, რომელთაც რა თქმა უნდა აქვთ თავისი შესაძლებლობების საზღვრები.

რობოტები დღევანდელ მსოფლიოში არა მხოლოდ ჩემი, არამედ უამრავი ადამიანის დაინტერესებას იწვევს და დღესდღეობით მრავალი სახელმწიფო მათი შექმნის ან შეძენის დიდ ინტერესს გამოთქვამს. ასეთი სახელმწიფოებია მაგ.: გერმანია და საუდის არაბეთი... ამ ქვეყნებმა დიდი ინიციატივა გამოიჩინეს ამგვარ მიღწეებზე. ჩემში ყველაზე დიდი ინტერესი რობოტმა ,,სოფიამ“ გამოიწვია. ეს რობოტი შექმნილია საუდის არაბეთში და მისი გონება თითქმის იმ დონემდეა განვითარებული, რომ ადამიანურ აზროვნებას არ ჩამოუვარდება. როგორც ამბობენ ფიზიკოსები... ,,მას შეუძლია კომუნიკაცია და აქვს თვალის მოყვანილობა თითქმის ისეთი, როგორიც ადამიანს გააჩნია“- აღნიშნავენ ისინი. რობოტი ,,სოფია“ 2016 წლის აპრილში კომპანია Hanson Robotics-მა შექმნა. ჰუმანოიდ რობოტს ადამიანის მსგავსი ვიზუალი, ქცევები და ემოციები აქვს. ის არაბეთის მოქალაქე გახდა. ,,ეს წოდება, ჩემთვის, დიდი პატივია. მინდა მადლობა გადავუხადო საუდის არაბეთის სამეფოს.

ეს ისტორიული დღეა. სასიამოვნოა ჩემთვის ის ფაქტი, რომ

მსოფლოში პირველი რობოტი და უნიკალური ქვეყნის მოქალაქე ვარ" -განუცხადა რობოტმა კონფერენციაზე შეკრებილ საზოგადოებას. ის პირველი რობოტია, რომელმაც მოქალაქეობა მიიღო. თავის მხრივ, საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რობოტი მოქალაქე ჰყავს. ამ ფაქტმა, სამეფოს მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია იმ მიზეზით, რომ საუდის არაბეთში, რელიგია კრძალავს უსულო საგნების ადამიანურ სხეულად გარდასახვას. საუდის არაბეთის ქალები კი აღშფოთებული იყვნენ ამ სენსაციური ამბით, მას შემდეგ რაც მათ შვილებს არ აქვთ მოქალაქეობა. ასევე მათი კითხვა იყო, რატომ არ აცვია სოფიას არაბი ქალებივით. სოფიას 60-მდე სახის, ემოციის გამოხატვის უნარი აქვს. სპეციალურ კამერებს, რომლებიც რობოტს აქვს ჩადგმული თვალებში, შეუძლიათ გამოარჩიონ, შეიცნონ და კონტაქტი დაამყარონ ადამიანებთან. ,,სოფია”-ს ძალიან სურს წავიდეს სკოლაში, მიიღოს უმაღლესი განათლება, ჰყავდეს შვილები და წარმატებული ბიზნესის მფლობელი იყოს, მაგრამ იცის, რომ ეს ყველაფერი მისთვის

შეუძლებელია.

მისი

უფლებები

კანონმდებლობით

დადგენილი

არაა. 14


შესაბამისად

უმოქმედო მდგომარეობაში რჩება.

,,სოფია“ იმ ანდროიდ რობოტების

რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ადამიანის მიმიკას და რეაქციებს იმახსოვრებენ და შემდგომ საუბარში იყენებენ, ანუ სოფიაც განვითარებადი ანდროიდია. ჩემი აზრით ამ რობოტის შექმნაში მთავარ როლს ფიზიკა თამაშობს. რობოტს შეუძლია ისე გადაადგილება, რომ არ დაეცეს, მისი წონა ისეა გათვლილი, რომ იაროს თითქმის ისე, როგორც ადამიანმა, მისი შინაგანი ელექტრული ველები კი შინაგან მუშაობებს აბალანსებენ, მისი თვალები კი საკმაოდ ზუსტად არის შექმნილი. ლინზის ამგვარი ბუნება, როგორიც ადამიანს აქვს, საკმაოდ აღმაფრთოვანებელია. რადგან

რობოტი

,,სოფიას“

თვალს

შეუძლია

იტრიალოს

ბუდეში

როგორც

ჰორიზონტალურად, ისევე რთულად, მაგრამ ვერტიკალურდაც და მისი ბგერის აღქმა ისე ხდება, როგორც თითქმის ადამიანში. რობოტი ,,სოფიას“ გამოჩენის შემდეგ ალაპარაკდა მედია და შემდეგ მსოფლიოს მეცნიერების უმეტესობა და უამრავ კომენტარს აკეთებდნენ ამ თემაზე. სხვადასხვა ქვეყნების ასპარესზეც ჩნდებიან რობოტები მაგ: ლონდონში და იაპონიაში... ამ ბოლო დროს გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ მასწავლებლები

გამოჩნდებიან.

2027 წელს პირველი რობოტი

ამის შესახებ ბრიტანეთის მეცნიერების ფესტივალზე

განათლების ექსპერტმა ენტონი სელდონმა ისაუბრა. იგი პირველია, ვინც სკოლებში ხელოვნური შემოყვანის დასკვნებს, გასაკვირიც

ინტელექტის შესახებ თუმცა

აკეთებს ეს

უკვე

აღარაა,

რადგან

მაღალტექნელოგიურ

პრო-

დუქტებს

ადამიანების

უმუშევრად დატოვება და მათი ადგილების

დაკავება

უკვე

დაწყებული აქვთ. მაგალითად იაპონიაში მიმტანი რობოტები უკვე გამოჩნდნენ.

,,რობოტი მასწავლებელი“

15


რა თქმა უნდა, პროფესიის ავტომატიზირებას დიდი დრო და ფული დასჭირდება, მაგრამ ასეთ მანქანებს არ დასჭირდებათ რამდენიმე დღე ნაშრომების გასასწორებლად და ობიექტური ქულების დასაწერად. თუმცა იუნესკოში იმასაც აცხადებენ, რომ დღევანდელი რობოტები უბრალოდ ვერ უზრუნველყოფენ ადამიანის განათლებას და ამას მომდევნო ათწლეულში ვერც შეძლებენ. მიუხედავად იმისა, რომ მანქანებს შეუძლიათ სხვადასხვა სპეციფიკური ამოცანების შესრულება, ხელოვნური ზოგადი ინტელექტთან ჯერ არც ისე ახლოს ვართ–ისეთი ტიპის მანქანა, რომელიც კითხვებს პროგრამის გარეშე პასუხობს, ჯერ არ არსებობს და დღევანდელ რობოტებს არ გააჩნიათ თანაგრძნობის უნარი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაოცებული ვარ მეცნიერების ასეთი წინსვლით რობოტექნიკის განვითარების კუთხით,

მასწავლებელი რობოტი, რომელსაც არ აქვს

ემოციები, რომლის ბუნებაც მოკლებულია ადამიანურ ღირსებებს და რაც ყველაზე მთავარია, შეუძლებლად მიმაჩნია გააჩნდეს ბავშვების მიმართ უსაზღვრო სიყვარულის გრძნობა, ჩემთვის მიუღებელია. და მაინც, ვფიქრობ მომავალში უამრავი სიახლეებით გაანებივრებენ მეცნიერები 21-ე საუკუნის მსოფლიოს და არ გამიკვირდება, თუ ერთ-ერთი დიდი სიახლე იქნება რობოტების საზოგადოება, რომელიც დაპროგრამებული იქნება შესაბამისი პროფესიის მიხედვით. რამდენად შესაძლებელია, ამას უკვე მომავალი გვიჩვენებს. ვინმეს რომ ეთქვა ჩვენთვის ამგვარი ფაქტის შესახებ 20-ე საუკუნეში, ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა და სისულელე ეგონებოდათ, ეს კი იმას მიუთითებს რომ საკმაოდ სწრაფად ვითარდება მსოფლიო და ტექნოლოგიური წინსვლით გვაოცებს! დღეს, ფაბლაბში არსებული

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და

მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მენტორობით, მოსწავლეებსაც კი შეუძლიათ ჭკვიანი რობოტები შექმნან. ბიბლიოგრაფია: 

https://edu.aris.ge/news/maswavleblebis-robotebit-chanacvleba-2027-wlidan-daiwyebavideo.html

https://www.youtube.com/watch?time_continue=3&v=rjCkiNRM-FI

https://www.marketer.ge/roboti-sopia-kacobriobis-ganadgurebas-apirebs/ 16


იზოლდა ბერიძე

სსიპ ქ. ახალციხის №5 საჯარო სკოლის X ბ კლასის მოსწავლე ბიოლოგიის მასწავლებელი

უფროსი შორენა

ენდელაძე

,,ღეროვანი უჯრედები-მომავლის მედიცინა“ შუა

საუკუნეების ალქიმიკოსები ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის ელექსირის

აღმოჩენას ლამობდნენ, ექიმები უნივერსალურ წამალს, პანაცეას ეძებდნენ, რომელსაც ნებისმიერი დაავადების განკურნება და ადამიანისთვის სიცოცხლის გახანგრძლივება შეეძლებოდა.

თანამედროვე სწავლულები დარწმუნებულები არიან, რომ ადამიანის

უმძიმესი დაავადებებისგან განკურნების საშუალება აღმოჩენილია და ეს ღეროვანი უჯრედებია, რომლებსაც ახალი სიცოცხლის შთაბერვა ძალუძთ. ღეროვანი უჯრედი არის უჯრედი, რომელსაც აქვს როგორც თვითგანახლების, ასევე მომწიფებული

სპეციალიზებული

ღეროვანი უჯრედები

უჯრედების

წარმოქმნის

უნარი.

ეს ახალგაზრდა, მოუმწიფებელი უჯრედებია, რომლებიც

ადამიანის ორგანიზმში მისი ჩასახვის დღიდან ჩნდება და სიცოცხლის ბოლომდე რჩება. თუმცა ყველაზე მეტი რაოდენობით ეს უნიკალური უჯრედები ახალშობილის ჭიპლარის სისხლში გვხვდება. 17


ღეროვანი უჯრედები იყოფა ემბრიონულ და სომატური

ღეროვნი

უჯრედები

ღრმადაა

სომატურ

ჩამალული

ღეროვან უჯრედებად. ადამიანის

ორგანიზმში,

შემოსაზღვრულია მილიონობით ჩვეულებრივი უჯრედით და ხელს უწყობს ორგანიზმს შეივსოს უჯრედების დანაკლისი საჭიროების შემთხვევაში. ზოგიერთი ასეთი ღეროვანი უჯრედი, როგორიცაა სისხლის, კანის, ნაწლავის და ტვინის, უკვე ნაპოვნია ადამიანის ორგანიზმში. ემბრიონული ღეროვანი უჯრედებისაგან განსხვავებით, მოზრდილთა ღეროვანი უჯრედები ასე, თუ ისე უკვე სპეციალიზებულია. მაგ., სისხლის ღეროვანი უჯრედები დასაბამს აძლევენ სისხლის უჯრედების სხვადასხვა ტიპს, ნერვული ღეროვანი უჯრედები კი – ტვინის უჯრედებს. უკანასკნელი კვლევების მიხედვით, არსებობს მოსაზრება, რომ მოზრდილთა ზოგიერთ ღეროვან უჯრედს შეუძლია უფრო მოქნილი იყოს, ვიდრე ადრე ვარაუდობდნენ, და ძალუძს, დასაბამი მისცეს არა მარტო სისხლის, არამედ ღვიძლის, კანის, კუნთის ქსოვილს, თუმცა ეს ფაქტი ჯერ ბოლომდე დადასტურებული არ არის. ემბრიონული უჯრედები

ღეროვანი

მიიღება

ემბრიონიდან.

5

განაყოფიერებულ ბლასტოცისტას

5–14

დღის დღის

კვერცხუჯრედს უწოდებენ.

იგი

ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე ამ წინადადების

ბოლოს

დასმული

წერტილი, არის სფეროს ფორმის წარმონაქმნი, რომელიც სულ რაღაც 30-40

უჯრედისაგან

შედგება.

სწორედ ამ უჯრედებს უწოდებენ მეცნიერები

ემბრიონალურს, რადგანაც მათ შეუძლიათ დიფერენცირება ნებისმიერი

ტიპის ქსოვილად. 1961 წელს მეცნიერებმა უკვე იცოდნენ, რომ მოზრდილთა ძვლის ტვინი შეიცავდა უჯრედებს, რომელთაც შეეძლოთ დასაბამი მიეცათ სისხლის ყველა უჯრედისათვის, მაგრამ 1988 წლამდე ვერ მოხერხდა ღეროვანი უჯრედების სუფთა პოპულაციის 18


გამოყოფა. გარდა ამისა, მოზრდილთა ღეროვანი უჯრედები თავისი ზომის, ფორმისა და ფუნქციის მიხედვით შეუმჩნეველნი არიან. მათ აგრეთვე აქვთ უნარი ღრმად ჩაიმალონ ქსოვილებში. 1980-იან წლებში მეცნიერებმა შეძლეს თაგვის ორგანიზმიდან გამოეყოთ ემბრიონული ღეროვანი უჯრედები, 1998 წელს კი ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა შეძლო ადამიანის ემბრიონული უჯრედების იზოლაცია და ლაბორატორიულ პირობებში მათი ცოცხლად შენახვა. 2004 წლის მაისში ლონდონში გაიხსნა ღეროვანი უჯრედების პირველი ბანკი მსოფლიოში, რომელიც ემსახურება ღეროვანი უჯრედების წყაროს შენახვას, დახასიათებას, ხარისხის კონტროლს, მკურნალობისათვის მათი რაციონალური გამოყენების დაგეგმვას. ღეროვანი უჯრედების ბანკი სახელმწიფო ორგანიზაციაა. მას სათავეში უდგას ბიოლოგიური სტანდარტებისა და კონტროლის ეროვნული ინსტიტუტი. ბანკი მოიცავს დღემდე აღმოჩენილ ნებისმიერი ტიპის ღეროვან უჯრედს, მაგრამ პრიორიტეტი მაინც ენიჭება ემბრიონულ, ნაყოფისა და მოზრდილთა ღეროვანი უჯრედების შეგროვებასა და კვლევას. ჭიპლარის სისხლის ბანკი “ჯეოქორდი,” საქართველოში ღეროვანი უჯრედების ერთადერთი ბანკია, სადაც ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს 2007 წლიდან ინახავენ. ლაბორატორიაში, სადაც ჭიპლარის სისხლს ამუშავებენ,

სისხლი

სამშობიაროდან

სპეციალური

კონტეინერით

24

საათის

განამავლობაში უნდა მოხვდეს. დაახლოებით, 2 საათია საჭირო იმისთვის, რომ სისხლი დამუშავდეს და სხვა კომპონენტებისგან გათავისუფლდეს. მომდევნო ერთ საათის განმავლობაში კი ჭიპლარის ღეროვან უჯრედებს გაყინვისთვის ამზადებენ. ოთახში, სადაც გაყინული ღეროვანი უჯრედები ინახება, განსხვავებული ტემპერატურაა. ყოველი ახალშობილის მარკირებული უჯრედები თხევადი აზოტის საცავებში უსასრულოდ, -196 გრადუსზე ინახება და მათი გამოყენება მის მფლობელს ცხოვრების ბოლომდე შეუძლია. უჯრედების გაყინვა -196 გრადუსამდე მაშინვე არ ხდება. ეს პროცესი სპეციალური დანადგარის მეშვეობით თანდათანობით მიმდინარეობს, წინააღმდეგ შემთხვევაში უჯრედები მოკვდება. თუ პაციენტს უჯრედების გამოყენება დაჭირდება, გაყინული უჯრედები ისევ უნდა გაალღონ. შვილისთვის ღეროვანი უჯრედის შენახვის შანსი ცხოვრებაში ერთხელ ეძლევა მშობელს მშობიარობისას. სხვა შემთხვევაში, ჭიპლარიც და პლაცენტაც ნადგურდება. ღეროვანი უჯრედები 10–დან 30 ათასი წლის განმავლობაში 19


ინახება

თხევად

აზოტში

160°–ზე

დაბალ

ტემპერატურაზე.ღეროვანი

უჯრედები

წარმატებით გამოიყენება ლეიკემიის, ლიმფომისა და სხვა მძიმე, მემკვიდრეობით თანდაყოლილი დაავადებების სამკურნალოდ, სადაც თერაპიის ტრადიციული მეთოდები არაეფექტურია. ჭიპლარის სისხლის ტრანსპლანტაციას წარმატებთ იყენებენ ლეიკემიის სხვადასხვა სახეობით დაავადებისას, მათ შორის: ჰოჯკინისა და არაჰოჯკინის ლიმფომის, პლაზმური უჯრედების დაავადების, თანდაყოლილი ანემიების, მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტების, თანდაყოლილი ნეიტროპენიის, ოსტეოპოროზისა და კიდევ ბევრი სხვა მძიმე სენის სამკურნალოდ.

ღეროვანი უჯრედებს უახლოეს მომავალში ასევე

გამოიყენებენ ინსულტის, მიოკარდის ინფარქტის, ალცჰეიმერის, პარკინსონის, შაქრიანი დიაბეტის, კუნთოვანი დაავადების, ღვიძლის უკმარისობის სამკურნალოდ. აღსანიშნავია, რომ ღეროვან უჯრედებს დადებითი ეფექტის მოცემა შეუძლია სმენის დარღვევის შემთხვევაში. დღეს მსოფლიოში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისთვის 25 მილიონი პოტენციური დონორი არსებობს, მაგრამ პაციენტთა 30%-სთვის, შესაძლოა, არცერთი მათგანი არ გამოდგეს დონორად. სწორედ ამიტომ დაიწყეს მეცნიერებმა ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა. ამ მეთოდის წყალობით, ექიმებმა ჭიპლარის სისხლის დაახლოებით 40 ათასი ტრანსპლანტაცია ჩაატარეს. მეცნიერები ქმნიან, ეგრეთწოდებულ, სპეციალურ ბარათებს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გავიგოთ, რომელი უჯრედი რა ადგილზე უნდა იყოს მოთავსებული. „ანალოგიურად მოქმედებს, ეგრეთ წოდებული, თავის ტვინის პროექტიც, რომელსაც მთელი მსოფლიოს სწავლულები იკვლევენ. მაგალითად, თუ ტვინის გარკვეული მონაკვეთი და მისი უჯრედები დაზიანდა, მეცნიერები რამდენიმე ათეული წლის შემდეგც კი შეძლებენ ღეროვანი უჯრედებისგან საჭირო ტიპის უჯრედების წარმოქმნას დაზიანებული ადგილის აღსადგენად, ან სულაც ახალ ორგანოს „დაამზადებენ“. დღეს ეს ფანტასტიკის სფეროა, მაგრამ ხვალ რეალობად იქცევა.“

20


 თამარ ჩილინგარაშვილი სსიპ ქ. ახალციხის №5 საჯარო სკოლის IXგ კლასის მოსწავლე ხელმძღვანელი: ქიმიის უფროსი მასწავლებელი ირინა ლაბაძე

,, ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის ახალი ელემენტები“ პერიოდული სისტემა მთელისა და ელემენტების მოწესრიგებული ურთიერთობის გამოვლენაა. სისტემაში ელემენტების ურთიერთგანლაგებასა და კავშირს სტრუქრურა, ანუ აგებულება აწესრიგებს. ქიმიურ ელემენტთა სისტემასა და მექანიკურ ნარევს ერთმანეთისგან სტრუქსურა განასხვავებს. ელემენტთა პერიოდული სისტემის სტრუქტუირას პერიოდები და ჯგუფები ქმნის. მათში ელემენტთა თვისებების კანონზომიერ ცვლილებაზე „პასუხისმგებელი“ თითოეული ქიმიური ელემენტია.

იმავე ქიმიურ ელემენტთა მექანიკურ ნარევში

ვერავითარ მსგავს ცვლილებას ვერ შეამჩნევთ. სისტემის კლასიკური მაგალითია ჩვენი ორგანიზმი. მოლეკულები, უჯრედები, ქსოვილები, ორგანოები მისი ელემენტებია. ორგანიზმში ყველა ელემენტი თავის დანიშნულებას, ანუ ფუნქციას, ასრულებს: 

ქიმიურ რეაქციებს ფერმენტების მოლეკულები არეგულირებს;

მემკვიდრულ ინფორმაციას დნმ-ის მოლეკულები ინახავს და/ ან გადასცემს;

ნერვულ იმპულსებს ნეირონების გრძელი მორჩები ატარებს; 21


პირისღრუ, კუჭი და ნაწლავები საჭმლის-მომნელებები ორგანოებია და ასშ.

ბუნებისმეტყველება სამყაროს შესახებ ცოდნის სისტემაა. ამ ცოდნას ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია ქმნის. თითოეულ საგანს თავისი შესწავლის ობიექტი და ფუნქცია აქვს. ამის მიუხედავად, ერთმანეთთან ურთიერთობის გარეშე ვერც ერთი მათგანი თავისი ობიექტის შესახებ ცოდნას ვერ გააღრმავებს-ასეთია სისტემის არსებობის წესი. XX საუკუნის დასასრულს მსოფლიოს ცნობილ მეცნიერებს სთხოვეს შეედგინათ მოკლე ფრაზა, რომელშიც ყველაზე მეტი მეცნიერული ინფორმაცია იქნებოდა სამყაროს შესახებ. მათმა უმრავლესობამ გაიმეორა 25 საუკუნის წინ დემოკრიტეს ნათქვამი: „ სამყარო ატომებისგან შედგება“. ნივთიერების სტრუქტურული ნაწილაკებია: ატომები, იონები და მოლეკულები. ატომი-ჩვეულებრივი მატერიის შემადგენელი უმცირესი ერთეულია,რომელსაც ქიმიური ელემენტის თვისებები გააჩნია. ყოველი მყარი სხეული, სითხე, აირი და პლაზმა შედგება ნეიტრალური ან იონიზირებული ატომებისაგან. ატომის ბირთვი შედგება პროტონებისა და ნეიტრონებისაგან, ხოლო ბირთვს აკრავს უარყოფითად დამუხტული ელექტრონები. ატომბირთვის დადებითი მუხტის სიდიდე პერიოდულ სისტემაში ქიმიური ელემენტის რიგობრივ ნომერს განსაზღვრავს. იონები

(ბერძ.-მოსიარულე)-

ელექტრულად

დამუხტული

ატომები

ან

ატომთა

ჯგუფებია,რომლებიც წარმოიქმნება მათ მიერ ელექტრონების დაკარგვის ან შეძენის შედეგად. მუხტის სიდიდე დამოკიდებულია ატომის მიერ დაკარგული ან შეძენილი ელექტრონების რაოდენობაზე. იონები გვხვდება ნივთიერების ყველა აგრეგატულ მდგომარეობაშიაირებში, სითხეებში, კრისტალებში. მოლეკულა-არის მოცემული ნივთიერების უმცირესი ფორმა. მოლეკულები შედგებიან მინიმუმ ორი ატომისგან, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან ქიმიური კავშირით. მოლეკულები არიან ნეიტრალური მუხტის მატარებლები. ნივთიერების სტრუქტურას მისი სტრუქტურული ნაწილაკის სახე განსაზღვრავს. სტრუქტურული ნაწილაკის სახის მიხედვით განასხვავებენ ატომურ, იონურ და მოლეკულურ კრისტალებს. ატომურ სტრუქტურას ქმნის მაგ: ალმასის, გრაფიტის კრისტალი. ალმასის კრისტალი წყალში არ იხსნება, ძალიან მაღალ ტემპერატურაზე 22


ლღვება, არ ატარებს სითბოსა და ელექტრულ დენს. იონური სტრუქტურა გვხვდება სუფრის მარილში. თითოეულ Na+იონი ექვს Cl- იონს იკავშირებს და პირიქით. მოლეკულურ

სტრუქტურას

ქმნის წყალბადის, ჟანგბადის, ნახშირორჟანგის ყინული)

(მშრალი

მოლეკულები.

მოლეკულებს შორის კავშირი ადვილად წყდება და „მშრალი ყინული“

ადვილად

აქროლდება. პერიოდული

სისტემა

სამყაროს მიკრომოდელია.თვისებების თანდათანობით გარდამავლობადა პერიოდულობა ბევრი მოვლენის დამახასიათებელი თვისება და სამყაროს ერთიანობის შედეგია. 

კლავიატურა

თანაბარ

ოქტავებად

იყოფა,

ოქტავებში

შემავალი

ბგერები

პერიოდულად მეორდება; 

კალენდარის ყველა თვე კვირებისგან შედგება. კვირაში დღეების თანმიმდევრობა პერიოდულად მეორდება;

 მცენარე სისქეში იზრდება. წრიული რგოლები პერიოდულად მეორდება არსებობს ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის წარმოსახვის რამდენიმე სახე. მათ შორის:  სპირალური მოდელი ;  ოქტავების წესი;  ელემენტთა ტრიადები;  გაშლილი და შემჭიდროებული ცხრილები. ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა ფაქტების გენიალური განზოგადების შედეგია. სისტემაში ყველა ქიმიურ ელემენტს თავისი ზუსტად განსაზღვრული ადგილი აქვს. პერიოდულობის კანონის საფუძველზე ზუსტად შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ, სად მოთავსდება რომელიმე ახლად აღმოჩენილი ელემენტი და როგორი თვისებები ექნება მას. ჯერჯერობით არ აღმოუჩენიათ ქიმიური ელემენტი,რომლისთვისაც არ მოიძებნა ადგილი 23


ამ სისტემაში. ქიმიური ელემენტის ძირითადი მახასიათებლებია: ვალენტობა, ჟანგვის ხარისხი, ელექტროუარყოფითობა, ატომური რადიუსი და სხვ. ქიმიური ელემენტის სახელწოდება უკავშირდება:  მის თვისებებს;  აღმომჩენის სახელს;  აღმოჩენის ისტორია;  აღმომჩენის ქალაქის ან ქვეყნის სახელს;  მითოლოგიას; მაგ: აზოტი ( ბერძ. სიტყვისგან)-უსიცოცხლოს, ალუმინი (ლათ. სიტყვისგან)-მწარე მარილი, არგონი ( ბერძ. სიტყვისგან)- ინერტული „ზარმაცი“, ასტატი (ბერძ. სიტყვისგან)არამდგრადი,

გერმანიუმი

(ლათ.

სიტყვისგან)-გერმანია,

ვანადიუმი

(ძველ.

ისლანდიური)-სკანდინავიური მითოლოგიის ქალღმერთის, ვანადისის მიხედვით. ქიმიურ

ელემენტთა

პერიოდულ სისტემას ოთხი ახალი

ელემენტი

მეცნიერებმა

დაემატა. ოთხივე

ელემენტი რამდენიმე წლის წინ

აღმოაჩინეს,თუმცა

ამ

დრომდე მათი გადამოწმება მიმდინარეობდა. თეორიული და

გამოყენებითი

საერთაშორისო

ქიმიის

კავშირმა

ეს

ელემენტები 2016 წელს ცნო, ახლა

კი

მათ

სახელები

შეურჩიეს და ცხრილშიც ოფიციალურად შეიტანეს.

ახლა ცხრილის მეშვიდე რიგი

მთლიანად შეივსო 113-ე, 115-ე, 117-ე და 118-ე ნომრით. 115, 117, 118 ელემენტები ამერიკელი და რუსი მეცნიერებისგან დაკომპლექტებულმა საერთაშორისო კვლევითმა გუნდმა აღმოაჩინა. ამავე ჯგუფმა აღმოაჩინა 113-ე ელემენტიც, თუმცა მისი საბოლოოდ დადასტურება იაპონელ მეცნიერებთან ერთად მოხდა. 24


წლების

განმავლობაში

ვკითხულობთ

ქიმიის

სახელმძღვანელოებში:

ქიმიური

ელემენტების სისტემის ბოლო, მე-7 პერიოდი დაუსრულებელია. და აი, ახლად აღმოჩენილმა 118-ე ელემენტმა ეს პერიოდიც დაასრულა. მეცნიერები იმაზე ფიქრობენ, როგორ „გამოიჭირონ“ 119-ე,120-ე ან 126-ე ზემძიმე ელემენტების ატომები და თუ ისინი მართლაც შექმნეს, სად იქნება მათი ადგილი პერიოდულ სისტემაში. დაემატება სისტემას მე-8 პერიოდი? დაემორჩილება ახალი ელემენტები პერიოდულობის კანონს? კიდევ რამდენი ელემენტის შექმნა შეიძლება? კითხვები ბევრია. კვლევები გრძელდება. მენდელეევის პერიოდულ სისტემაში უკვე შეივსო ცარიელი ადგილები, მაგრამ ალბათ პერიოდულობის კანონმა ჯერ კიდევ ვერ ამოწურა თავისი შესაძლებლობები და სრული შინაარსი. კვლავაც აღმოჩნდება ახალი ელემენტები, ალბათ მრავალ საიდუმლოს ახდის ფარდას პერიოდული სისტემა. ბიბლიოგრაფია:  https://www.youtube.com/watch?time_continue=138&v=f6959WqYcOQ  http://www.bm.ge/ka/article/qimiur-elementta-periodul-sistemas-otxi-axali-elementidaemata/791  მანანა ვარდიაშვილი -სასკოლო სახელმძღვანელო ,,ქიმია“-VIII კლასი  ლ. თევზაძე ,,ქიმია“-VIII კლასი

25


 თამუნა გიგოლაშვილი სსიპ

ქ.

ახალციხის

№5საჯარო სკოლის

X ა

კლასის

მოსწავლე ხელმძღვანელი: ბიოლოგიის უფროსი მასწავლებელი

თამარ

ჯინჭველაძე

,,სისხლის გადასხმა და ანემია“ ანტიკური საზოგადოება და ბევრი თანამედროვე მეცნიერი მედეას სახელს უკავშირებს მედიცინის თანამედროვე სახით განვითარებას. თვით ტერმინი მედიცინაც მისი სახელიდან

მომდინარეობს.

მედეა

ბერძნული

მითის

მიხედვით

კოლხეთის

ლეგენდარული მეფის აიეტის უმცროსი ასული, ჰეკატეს ქურუმი იყო.(დაახლ. ძვ. წ. XIVXIIIსს.). ლეგენდებისა და ისტორიული წყაროების თანახმად, მედეას მკურნალობის საოცარი ნიჭი და ცოდნა ჰქონდა, მას ბევრი უკურნებელი სენის წამლობა შეეძლო. რამდენიმე ლეგენდის მიხედვით, ის ახალგარდაცვლილსაც კი აცოცხლებდა, მოხუცთ კი სიჭაბუკეს უბრუნებდა. მედიცინა — მეცნიერებისა და პრაქტიკული საქმიანობის დარგია, რომელიც მიმართულია ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის, დაავადებების თავიდან აცილებისა და მკურნალობის, სიცოცხლის გახანგრძლივებისაკენ. მედიცინის მამად 26


იწოდება ჰიპოკრატე.იგი მოღვაწეობდა ძვ. წ. 460-ძვ. წ. 370 . ჰიპოკრატე იყო ანტიკური მედიცინის რეფორმატორი. ავადმყოფების გამოკვლევისას იყენებდა ისეთ მეთოდებს, როგორიცაა დათვალიერება, ხელით გასინჯვა, გულმკერდისა და მუცლის ღრუს მოსმენა და სხვა. ყურადღებას აქცევდა გამონაყოფებს, მათ სუნს, ფერს, შარდის ნალექს; სათავე დაუდო ავადმყოფობის მიმდინარეობის აღწერას, შექმნა მოძღვრება პროგნოსტიკაზე, რაც ეყრდნობოდა ავადმყოფის წარსულისა და აწმყო მდგომარეობის დეტალურ შესწავლას; საფუძველი

ჩაუყარა

სამედიცინო

გეოგრაფიას,

ტოპოგრაფიას

და

ჩამოაყალიბა

მკურნალობის ძირითადი პრინციპები. აბუ ალი იბნ სინა იგივე ავიცენა(980-1037) იყო ფილოსოფოსი, ექიმი და პოეტი.მან ზუსტად აღწერა მრავალი დაავადება სამედიცინო თხზულებაში „სამკურნალო მეცნიერების კანონი“. ამ თხზულებაში ავტორი ეხება მცენარეთა, განსაკუთრებით სამკურნალო მცენარეთა მოშენებასა და ფიზიოლოგიას, მედიცინის ზოგად თეორიას, ანატომიას, ფიზიოლოგიას, ქირურგიას, დიაგნოსტიკას, მწვავე და ქრონიკული დაავადებების განვითარებას, მკურნალობას, პროფილაქტიკას და სხვა; დაავადებების განვითარებაში განსაკუთრებულ როლს ანიჭებდა გარემო პირობებს. მან წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ გადამდებ სნეულებებს, რაღაც უჩინარი ორგანიზმები იწვევენ და დაავადებანი ჰაერისა და წყლის საშუალებით ვრცელდება. მედიცინა საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა და ვითრდება. ისევე როგორც დღეს, პირველყოფილ საზოგადოებაშიც არსებობდნენ ადამიანები,რომლებსაც შეეძლოთ ადამიანების მკურნალობა. ავსტრალიაში, აზიაში, ამერიკასა და ოკეანეაში შემორჩენილი ტომების ეთნოგრაფიული გამოკვლევები დღესაც იძლევიან უმდიდრეს მასალას პირველყოფილი

საზოგადოების

სამედიცინო

პრაქტიკის

შესახებ.

ქირურგიული

ინსტრუმენტების სახით გამოიყენებოდა ქვისა და ძვლის დანები, თევზის ქერცლი, ნაფოტი,

ეკალი

და

სხვ.

პირველყოფილი

ადამიანი

საბრძოლველად იყენებდა თილისმებსა და ავგაროზებს, დანიშნულება გააჩნდათ.

დაავადების

წინააღმდეგ

რომლებსაც სხვადასხვა

არსებობდა ისეთი დაავადებები რომლის განკურნება ძველ

დროში შეუძლებელი იყო, ესეთი დაავდებებია ტუბერკულიოზი, ხერხემლის გამრუდება, კარიესი და ა.შ. მაგრამ დღესდღეობით ისე განვითრდა მედიცინა, რომ შესაძლებელია ამ დაავადებების განკურნება.

27


მე დავინტერესდი

ანემიით და სისიხლის გადასხმით, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი

ცოდნა უფრო გამეღრმავებინა და პრეზენტაცია გამეკეთებინა ამ საკითხებზე. სისხლი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ცირკულირებს, პლაზმისა და სამი ტიპის უჯრედებისგან

შედგება.

ეს

უჯრედებია

ერითროციტები,

ლეიკოციტები

და

თრომბოციტები.სწორედ ერითროციტები აწვდიან ჟანგბადს მთელ ორგანიზმს, მის ქსოვილებსა და ორგანოებს. ჟანგბადით მდიდარ სისხლს შეუძლია, ორგანიზმი ენერგიით უზრუნველყოს და კანს ნორმალური, ჯანმრთელი ფერი მიანიჭოს. ჟანგბადის გადატანას კი ერითროციტები მასში არსებული ცილის- ჰემოგლობინის მეშვეობით ახერხებენ. ანემია ისეთი პათოლოგიური მდგომარეობაა, როდესაც ორგანიზმში არ არის საკმარისი ოდენობის ჰემოგლობინი და ერითროციტები, რის გამოც ქსოვილებს სათანადო ოდენობის ჟანგბადი ვეღარ მიეწოდება. ანემია შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის დაკარგვით, ორგანიზმში რკინის, B12 ვიტამინის, ფოლიუმის მჟავის დეფიციტით, ჰემოლიზის გაძლიერებით, ძვლის ტვინის აპლაზიით.ანემიის მრავალი სახეობაა ცნობილიდა მათ რიგი საერთო კლინიკური ნიშანი ახასიათებთ: სისუსტე, კანის სიმშრალე, გულის ფრიალი, ქოშინი, გულმკერდის ტკივილი, თავბრუსხვევა, მეხსიერების დაქვეითება,

კიდურების

გაცივება, თავის ტკივილი. ანემიის მკურნალობის ერთერთი

ყველაზე

ღონიძიება

არის

ქმედითი სისხლის

გადასხმა.მკურნალობის

ამ

მეთოდს უხსოვარი დროიდან მიმართავენ.

თუმცა

იგი

ყოველთვის შედეგიანი არ იყო და სიკვდილითსრულდება,

რაც

განპირობებული

იყო

ანემიით

პაციენტის დაავადებულთათვის

არასწორი ჯგუფის სისხლის გადასხმით . თუმცა მხოლოდ მეოცე საუკუნის დასაწყისში აღმოჩნდა რომ ყველა ადამიანს ერთნაირი შედგენილობის სისხლი არ აქვს. სისხლის გადსახმის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს სისხლის ჯგუფი. არსებობს სისხლის 4 28


ჯგუფი, მათ

ერთმანეთისგან გამოარჩევს იმუნოლოგიური მახასიათებლები —

ერითროციტებში

განსაზღვრული

ანტიგენების,

აგრეთვე

პლაზმაში

შესაბამისი

ანტისხეულების არსებობა ან არარსებობა. ერითროციტებში აგლუტინოგენი

პლაზმაში აგლუტინინი

I

0

a, b

II

A

B

III

B

A

IV

A, B

______

სისხლის გადასხმისას ჯგუფობრიობის გარდა აუცილებლად გასათვალისწინებელია ე.წ.

რეზუს ფაქტორი. ეს არის

ანტიგენი.

ერითროციტების ზედაპირზე მოთავსებული ცილა-

დედამიწაზე ადამიანების უმრავლესობას (85%) აქვს ეს ცილა ამიტომ მათ

რეზუს-დადებითიანებს უწოდებენ, დანარჩენს (15%) კი არ აქვს ეს ცილა და მათ რეზუსუარყოფითიანებს უწოდებენ. სისხლის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი გენეტიკურადაა განპირობებული და სიცოცხლის განმავლობაში, არ იცვლება. სისხლის შეთავსებადობის სქემა : სისხლის ჯგუფი

შეიძლება

გადაესხას

შემდეგ შეიძლება მიიღოს შემდეგი

ჯგუფებს

ჯგუფებიდან

I

I, II, III, IV

I

II

II, IV

I, II

III

III, IV

I, III

IV

IV

I,II,III,IV

ანემია ხშირად ვითარდება ორსულებში. ორსულობის დროს დედის სისხლში მუდმივად ხვდება ნაყოფის სისხლი და მისი ერითროციტები, მათ ხომ საერთო სისხლის მიმოქცევა აქვთ. თუ რეზუს-უარყოფითი სისხლის მქონე დედის სისხლში ხვდება ნაყოფის რეზუს-დადებითი სისხლის ერითროციტები, დედის იმუნური სისტემა ამ მისთვის უცნობ ცილას და ამ ცილის მატარებელ ერითროციტებს აღიქვამს უცხოდ და იწყებს მათ წინააღმდეგ რეზუს-უარყოფითი ანტისხეულების გამომუშავებას, რომელთა საშუალებითაც ხდება ნაყოფის რეზუს-დადებითი ერითროციტების მასიური დაშლა 29


ვითარდება რეზუს კონფლიქტი და ნაყოფის ჰემოლიზური დაავადება.

ნაყოფი

ერითროციტების ასეთი მასიური დაშლის შედეგად ცდილობს ახალი ერითროციტების წარმოქმნას, დიდდება მისი ღვიძლი და ელენთა. მაგრამ ხანგრძლივი რეზუს-უარყოფითი კონფლიქტის

დროსკომპენსატორული

მექანიზმები

ამოიწურება

და

იწყება

ერითროციტების დეფიციტი, რომელიც განაპიროებებს ჟანგბადის მიწოდების დეფიციტს და თავის მხრივ ნაყოფის ზრდა-განვითარების პროცესის დარღვევას, მძიმე შემთხვევებში ნაყოფის სიკვდილს. საქართველოში დავით დავარაშვილმა დანერგასაშვილოსნოს შიდა ჰემოტრანსფუზის მეთდი, ამ მეთოდის მეშვეობით არაერთი ახალშობილი გადაურჩა სიკვდილს და სრულიად ჯანმრთელი აგრძელებს სიცოცხლეს. და ბოლოს ...ჩემი აზრით ჩვენი ყველაზე დიდი საზრუნავი ვფიქრობ ადამიანის სიცოცხლეა და ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვით მედიკოსებს. მედიცინამ 21-ე საუკუნეში არნახულსიმაღლეს მიაღწია თუმცა გასაკეთებელი უფრო ბევრია. ვიმედოვნებ ჩვენი თაობა თავის სათქმელს იტყვის ამ სფეროშიც ... ბიბლიოგრაფია: 

http://orsuli.ge/Snews?ns=70

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AE%E1 %83%9A%E1%83%98

https://www.mkurnali.ge/daavadebebi-mkurnaloba/hematologia/1197-anemia.html

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1% 83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90

https://www.medportal.ge/masalebi/msofli_med_istoria_int.htm

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%B0%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%9D%E1% 83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94

https://www.youtube.com/watch?v=EYaAc842eQc

https://ka.m.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1 %83%90_(%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83% 9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90)

30


 ქრისტინა სარაშვილი სსიპ ქ. ახალციხის №5 საჯარო სკოლის

IX დ

კლასის მოსწავლე

ხელმძღვანელი: ფიზიკის მასწავლებელი თამარ ნადირაძე

,,ქართველი ფიზიკოსი-გია დვალი“ ფიზიკა თავისი არსით ექსპერიმენტული მეცნიერებაა. მისი კანონები ემყარება ცდის საფუძველზე დადგენილ ფაქტებს. ეს კანონები ჩამოყალიბებულია მათემატიკურ ენაზე. განასხვავებენ ექსპერიმენტულ ფიზიკასა და თეორიულ ფიზიკას. ნებისმიერი მოვლენის შესწავლისას ცდა და თეორია თანაბრად აუცილებელია და ურთიერთკავშირშია. ფიზიკა დაყოფილია

სხვადასხვა

დაკავშირებულია

დისციპლინად

ერთმანეთთან.

(დარგებად),

ფიზიკის

დაყოფა

რომლებიც ცალკეულ

ასე

თუ

ისე

დისციპლინებად

პირობითია და შეიძლება მოხდეს სხვადასხვა კრიტერიუმებზე დაყრდნობით. შესასწავლი ობიექტების მიხედვით ფიზიკის დარგებია ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, ბირთვული ფიზიკა, ატომებისა და მოლეკულების ფიზიკა, აირებისა და სითხეების ფიზიკა, მყარის ხეულების ფიზიკა და პლაზმის ფიზიკა. ქართველი ფიზიკოსი გიორგი (გია) როლანდის ძე დვალი დაიბადა 1964 წლის 30 მაისს. თბილისის 55–ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. 1985 წელს დაიცვა დიპლომი 31


ზურაბ ბერეჟიანის ხელმძღვანელობით. 1985–1992 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში. 1989– 1990 წლებში იყო ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილების უფროსი და დღესაც ითვლება ამ განყოფილების თანამშრომლად. 1992 წელს მოიპოვა ხარისხი მაღალი ენერგიის ფიზიკასა და კოსმოლოგიაში. მეოცე საუკუნის ბოლოსკენ დვალი იყო თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის, ხოლო შემდეგ პიზის უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტის. ასევე ბირთვული კვლევის ევროპული ცენტრის მკვლევარი, ნიუიურკის

უნივერსიტეტის

პროფესორი.

ძირითადად

მუშაობს

ელემენტარული

ნაწილაკების ფიზიკის განხრით. მისი კვლევის სფეროა კოსმოლოგია, კვანტური გრავიტაცია, ადრეული სამყაროს ევოლუცია, რაც ჩემი აზრით არანაკლებ საინტერესო და ამავდროულად განსაცვიფრებელია. იგი კითხულობს საჯარო ლექციებს წამყვან უნივერსიტეტებში მსოფლიო მასშტაბით თემებზე: შავი ხვრელების ფიზიკა და კოსმოლოგია, კლასიკური და კვანტური სამყარო, სამყაროს წარმოშობის შესახებ, დიდი აფეთქება და სხვა. შავი ხვრელი — არე სივრცეში, რომელშიც გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, სინათლესაც კი, არ ძალუძს მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა მისი მოქმედების არეალში მოხვედრისას. შავი ხვრელი სავარაუდოდ წარმოიქმნება მაშინ, როდესაც გიგანტური ვარსკვლავი ამოწურავს მთელ თავის ენერგიას და კვდომას იწყებს. ქართველი ფიზიკოსი კოლეგებთან ერთად ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს სამყაროს აგებულების და მისი ისტორიის შესახებ. რა არის ბუნების ის კანონები, რომლებიც სამყაროს ყველაზე ფუნდამენტალურ ნაწილაკებს შორის მოქმედებს? რა კანონები სამყაროში

მოქმედებდა დიდი

ადრეულ

აფეთქებების

მომენტში, საერთოდ არსებობდა თუ

32


არა იმ დროს დრო და რა იყო მანამდე? რა არის სამყაროს მომავალი, არის თუ არა იგი სამგანზომილებიანი და ასე შემდეგ. ამისთვის კი ახალგაზრდა მეცნიერი კვლევების მთელ სპექტრს აწარმოებს, ხოლო შემდეგ სხვადასხვა შედეგებს თეორიულად და ექსპერიმენტულად ერთმანეთს უთავსებს, ეს ყველაფერი კი ძალიან ფართო მეცნიერულ კვლევას მოითხოვს. გია დვალის სამეცნიერო მოღვაწეობა მრავალჯერ დაფასდა სხვადასხვა ჯილდოებით. დვალს მიღებული აქვს პაკარდის, სლოუნის, ნიუ-იორკის მერის მიერ დაწერილი ჯილდოები. 2007 წელს მიიღო ნიუ-იურკის უნივერსიტეტის „ვერცხლის პროფესორის“ წოდება. ასევე ჰუმბოლდტის პრემია, რომელიც ნობელის პრემიის ანალოგიურია. . დვალი ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია და ამასთან ერთად ფლობს ინგლისურ, რუსულ, გერმანულ და იტალიურ ენებს. დღეისთვის ფიზიკა და კონკრეტულად, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა განიცდის ახალ რენესანსს. ახალგაზრდა მეცნიერები ხელახლა იკვლევენ სამყაროს მოწყობის აქამდე დამტკიცებულად მიჩნეულ მოდელს და მსოფლიოს რადიკალური იდეებს სთავაზობს. მატი ნაწილი სხვადასხვა თეორიებს შორის კავშირებს და დროისა და სივრცის

ურთიერთმიმართებას

სწავლობს,

ნაწილი

კი

სივრცული

დამატებითი

განზომილებების არსებობის დამადასტურებელ კვალს ეძებს. ფიზიკოსები აცხადებენ, რომ თეორიები, რომლებსაც პროფესორი დვალი თავის კოლეგებთან ერთად ავითარებს, ექსპერიმენტულად დამტკიცების შემთხვევაში, თანამედროვე ფიზიკაში ბევრ რამეს შეცვლის. მეცნიერს სწამს, რომ ადრეულ სამყაროში ჩასახული ფლუქტუაციების სპექტრის გაზომვები

და

ჰიგსის

ნაწილაკის აღმოჩენა CERN-ის მაჩვენებელზე, ბოლო დროის მეცნიერული უდიდესი

აზრის

ორი

ტრიუმფია.

შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე

ბირთვული

კვლევების ევროპულ საბჭოში - “CERN" ლაბორატორიაში, ადგილზე, სადაც ათასობით მეცნიერი სამყაროს შექმნის საიდუმლოს ამოცნობას ცდილობს, ქართველი მეცნიერებიც 33


უკვე წლებია წარმატებით მოღვაწეობენ ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია – CERN -ის მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორიაა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში. მისი მთავარი ფუნქციაარის ატომური აქსელერეტორების მიწოდება მაღალი ენერგიის ფი ზიკის კვლევებისთვის და მსოფლიოს

უამრავი ექსპერიმენტისთვის. CERN–ში მიმდინარეობს

უდიდესი ოთხი

გახმაურებულია

ექსპერიმენტი,

ექსპერიმენტი

“ატლასი”,

აქედან

ყველაზე

ცნობილი

სადაც მსოფლიოს თითქმის

და

ყველზე

ცნობილი ატომური ფიზიკოსი მუშაობს. სწორედ CERN-ში შეიქმნა დიდი ადრონული კოლაიდერი, 26,7 კილომეტრი გარშემოწერილობის მქონე გვირაბი, საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვართან, მიწისქვეშ 50-დან 175 მეტრის სიღრმეზე. დიდი იმიტომ, რომ ეს იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი ექსპერიმენტული დანადგარი, ხოლო „ადრონული“ჰქვია იმიტომ, რომ მისი დანიშნულებაა ადრონების, მძიმე ბირთვების, აჩქარება. კოლდერის მუშაობის საფუძველი არის დამუხტული ნაწილაკების ურთიერთქმედების მართვა ელექტრული და მაგნიტური ველებით. ასაჩქარებლის სიგრძე 27 კმ -ია. ნაწილაკების სიჩქარე დაახლოებით სინათლის სიჩქარის ტოლია, დაჯახებულ ნაწილაკთა ჯამური ენერგია 7 ტერაელექტრონვოლტი. მაშასადამე, როგორც შევიტყეთ, საზღვარგარეთ მოღვაწე გია დვალი უამრავ კვლევაში მონაწილეობს, რაც მომავლისთვის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თანამედროვე ცხოვრებაში.

ბიბლიოგრაფია: 

http://dambalxacho.blogspot.com/

http://mastsavlebeli.ge/?p=3525

https://www.kvirispalitra.ge/public/29621-15-qarthveli-mecnieri-romlebic-msoflios-tsamyvanuniversitetebshi-mushaoben.html?device=xhtml

http://cernglobal.blogspot.com/p/blog-page_8122.html

34


 ქეთევან კაჭკაჭაშვილი სსიპ

ქ.

საჯარო

ახალციხის სკოლის

№5 Xგ

კლასის მოსწავლე ხელმძღვანელი: ფიზიკის

უფროსი

მასწავლებელი მაია თათეშვილი

,,მომავლის პლანეტა“ ,,გზაზე არ მოჩანს არსით მხოლოდ ქარი ჰქრის ნელა, ცაზე ანათებს მარსი და ქვეყანაზე ბნელა. ცაზე სანთლები დარგეს, ნისლში მოძრაობს არსი, მძინარ მდინარის სარკეს დასჩერებია მარსი. სულ სხვანაირად იცავს მირონინებას თარსი, უახლოვდება მიწას და ისევ ჰქრება მარსი.“ გალაკტიონ ტაბიძე

არც თუ ისე დიდი ხნის წინ წარმოუდგენელი იყო სიცოცხლე სადმე სხვა ადგილას მოგვეძებნა და გვეცადა მისი რესურსების გამოყენება. ამ ყველაფერს არც იმ დროს არსებული მდგომარეობა

არ

გვაიძულებდა, თუმცა დღეს 21-ე საუკუნეში, ეპოქაში, 35


რომელშიც დედამიწა და მასზე მცხოვრები არსებები გლობალური დათბობის, დედამიწის განადგურების წინ ვდგავართ, რთულია ამ თემაზე ფიქრს თავი აარიდო. ამ დროს ერთვება ადამიანური ინსტიქტი, ბრძოლა გადარჩენისათვის. მაინც სად შეიძლება ვეძიოთ სიცოცხლე? მეცნიერული კვლევებით და ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ ჩვენს გალაქტიკაში ერთადერთი პლანეტა, რომელიც თავისი მახასიათებლებით ყველაზე მეტად ჰგავს დედამიწას და შესაძლოა მასზე სიცოცხლის არსებობა, არის მარსი. მარსი (ძვ. ქართული სახელწოდება მარიხი) — რიგით მეოთხე პლანეტაა

მზის

სისტემაში. მას რომაული ომის ღმერთის მარსის სახელი ჰქვია. მას მეტსახელად ,,წითელი პლანეტა” ჰქვია დედამიწიდან, ღამის ცაზე, მისი შეფერილობის გამო. ,,წითელი პლანეტა“ უხსოვარი დროიდან ურევდა ტვინს მეცნიერებსა და სწავლულებს. ძველ სამყაროში პლანეტის წითლად კაშკაშს ომისა და სხვა უბედურების მაუწყებლად მიიჩნევდნენ. რომის იმპერიაში სამხედრო ლაშქრობების წარმატებას თუ წარუმატებლობას სწორედ ომის ამ მძვინვარე და მკაცრ ღმერთს მიაწერდნენ. დანარჩენი პლანეტებისგან განსხვავებით ყველაზე კარგი პირობებია მომავალში ადამიანის დასასახლებლად. ატმოსფერო

ძალიან

გაიშვიათებულია,

თუმცა

საკმარისი

ქვიშის

ქარიშხლების

წარმოსაქმნელად. მარსზე დაშვების პირველი წარმატებული მისია, 1965 წელს მარინერ 4მა

განახორციელა,

რომელიც

1964

წელს

გაუშვეს

დედამიწიდან.

დღევანდელი

მეცნიერების ყურადღება მიპყრობილია მარსის კოლონიზაციის და სასიცოცხლო რესურსის აღმოჩენისაკენ. შესაძლებელია,

მეცნიერები

თუმცა

შემთხვევაში

ამტკიცებენ,

რომ მარსის ტერაფორმირება

ამ

მეცნიერების

შეხედულებები განსხვავებულია. დღეს-დღეობით პრაქტიკულად ყველა მომხსენებელი მარსმავალ ,,ცნობისმოყვარეობას” მარსზე

წყლის

მიერ საძებნელად

ჩატარებულ კვლევებს ეხება. მთა

36


შარპისკენ მოგზაურობის დაწყებამდე მარსმავალის მიერ ნანახი კვლების მიხედვით თუ განვსჯით, წარსულში მარსი საკმაოდ გაწყლიანებული იყო. უმნიშვნელოვანესია თვითონ წყლის თვისებების დადგენა. აღმოჩნდა, რომ მას ნეიტრალური pH გააჩნდა, ანუ შეეძლო სიცოცხლის უზრუნველყოფა, არც ძალიან ტუტე იყო და არც მჟავე. ,,ცნობილია, რომ პლანეტაზე სიცოცხლის ჩასახვისა და არსებობისთვის, მის ზედაპირზე თხევადი წყლის არსებობაა საჭირო, რისი უზრუნველყოფა სქელ ატმოსფეროს შეუძლია” – ამბობს ჩაფინი. რაც უფრო სქელია ატმოსფერო, მით უფრო სტაბილურია წნევა და ტემპერატურა, ანუ წყალიც სტაბილურ მდგომარეობაში იქნება (ოკეანე მარსზე). ჯერ-ჯერობით ყველაფერი

მხოლოდ თეორიაა,

ეს

საჭიროა დიდი დრო, რომ უფრო განვითარებული

ტექნიკა შეიქმნას მარსის კარგად და საფუძვლიანად შესწავლისათვის. დღეს ჩვენამდე მოღწეული ინფორმაცია მარსზე ახალი აღმოჩენების შესახებ შეიძლება ითქვას, რომ „ცნობისმოყვარე მარსმავალის“ დამსახურებაა. NASA-ს მარს მავალის მიერაა აღმოჩენილი 2018 წლის დასაწყისში ორი ახალი საინტერესო აღმოჩენა: ატმოსფერული მეთანი და უჩვეულო, გაქვავებული მილისებრი წარმონაქმნები. მარსის გამოკვლევის და შესწავლის დღიდან დღემდე ძალიან სწრაფი ტემპით ვიგებთ ახალ ინფორმაციას „მომავლის პლანეტაზე“, ამ ყველაფერთან ერთად მეცნიერები იგონებენ ახალ იდეებს, რომლებიც დაეხმარება ადამიანებს სხვა პლანეტაზე ცხოვრებაში.

თუმცა,

პირველ

რიგში,

ადამიანის

სიცოცხლისათვის

ყველაზე

მნიშვნელოვანია ჟანგბადი. NASA–ს მიზნობრივი კვლევების ინსტიტუტის ასტრობიოლოგი, ლინ როთშილდი მიიჩნევს, რომ მარსზე მცენარეებს გაუჭირდებათ; სამაგიეროდ, პაწაწინა, მწვანე, ძალიან გამძლე,

ფოტომასინთეზირებელი

ციანობაქტერიები

სულ

მცირე

გენეტიკური

მოდიფიცირების მეშვეობით მარსზე ფართოდ განსახლდებიან. სტატიაში ნაჩვენებია, რომ ფოტოსინთეზის გარდა, ციანობაქტერიებიდან შეიძლება ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი საკვები, სასუქი, საწვავი, ლითონები, პლასტმასა, სამედიცინო და სხვა მრავალი პროდუქტიც მივიღოთ. დიდი ხნის წინათ, სწორედ ციანობაქტერიებმა გარდაქმნეს დედამიწის უსიცოცხლო გარემო საოცარი მრავალფეროვნების მქონე ბიოსფეროდ. ამიტომ ბევრი

მეცნიერი

მიიჩნევს,

რომ

მარსის

ტერაფორმირების

გასაღები

სწორედ

ციანობაქტერიების გამრავლებაშია. ელონისეული გეგმა, თუ როგორ შეძლებს ადამიანი 37


მარსზე დასახლებას, წარუდგინა ამერიკის პრეზიდენტს

ტრამპს. გეგმა მდგომარეობს

შემდეგში: მარსის ზედაპირზე გეოდეზიურ საცხოვრებელ სივრცეებს დროიდები ააგებენ – ისინი მოამზადებენ გრუნტს, გათხრიან საძირკველს და გვირაბებს; საცხოვრებელ სივრცეს მინის პანელები და ნახშირბადოვანი ბოჭკოს პანელები დაფარავს და მასში მწვანე, დედამიწისეული გარემო შეიქმნება. ცნობილია, რომ ელონმასკი და მისი SpaceX ჯგუფი, მარსის

კოლონიზაცაზე

ოცნებობენ

და

პლანეტაზე საკაცობრიო

წითელ პირველ

მისიას

წლისთვის

2024

გეგმავენ;

მეორედ

არჩევის

შემთხვევაში,

თუ

ტრამპი

ისევ თეთრ სახლში იქნება, მხარს დაუჭერს ამ პროექტის დაფინასებას. უკვე დაიწყეს ფიქრი, თუ რა საკვების მოყვანა შეეძლებათ მარსზე დასახლებულ ადამინებს. მოსავლიანობის მხრივ მხოლოდ მწვანე ფერის მცენარეულობის მოყვანაა შესაძლებელი, თუმცა მუშაობენ საშუალებებზე რომელიც დაეხმარება სხვა სახის პროდუქტს მარსის ნიადაგზეც გახდეს ნაყოფიერი. მეცნიერების აზრით, როდესაც პლანეტაზე საჭირო ტემპერატურა იქნება, რთულ საარსებო პირობებში დარგული გამძლე მცენარეები დაიწყებენ ჟანგბადის გამოყოფას და თანდათან მარსის ატმოსფერო დედამიწის ატმოსფეროს დაემსგავსება. ამგეგმის წარმატების შემთხვევაში მზის სისტემაში გვექნება მეორე ლურჯი პლანეტა, რომელსაც სრულფასოვნად სახლს დავუძახებთ. ჩემი აზრით ნამდვილად მოსაწონია მეცნიერების ასეთი დაინტერესება სხვა ადგილზე არსებული

სიცოცხლის

მიმართ.

ჩემთვისაც

სიცოცხლისთვის საარსებო პირობების

საინტერესოა

სხვა

პლანეტაზე

აღმოჩენისა და შექმნის იდეისთვის

ბრძოლა.

სწორედ ჩვენი, ადამიანების, რომლებიც დედამიწაზე გავჩნდით, გონება ისეა მოწყობილი, რომ გვინდა ვეძიოთ ახალი, გავიცნოთ

და შევცვალოთ ის,

ადამიანი ხომ ყველაზე 38


გონიერი არსებაა. ვფიქრობ, ჩვენი მოვალეობაა გავიგოთ, შევიმეცნოთ და ვეძიოთ ახალი, სწორედ ის,

რასაც ჩვენი პლანეტის გადარჩენაც შეუძლია,

პლანეტის,რომელიც

ადამიანების დაუდევრობით დღეს დიდი პრობლემების წინაშე დგას. თუმცა ის ფაქტი მაფიქრებს, რომ თუ მარსზე სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების დაგროვებაა საჭირო სიცოცხლისათვის აუცილებელი ტემპერატურის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად, ეს კი შეიძლება მოხდეს მაგ. ფაბრიკა-ქარხნების აშენებით, რომლებიც უზრუნველყოფენ აღნიშნული აირების დაგროვებას (რომლებიც დღეს დედამიწაზე საჭიროზე მეტი ოდენობითაა) და იმ ცივილიზაციის მარსზე ,,გადატანით“, რომელიც დღეს დედამიწაზე არსებობს კაცობრიობის მრავალსაუკუნოვანი განვითარების შედეგად, ხომ არ დააყენებს მარსსაც იგივე პრობლემების წინაშე, რომელთა წინაშეც დღეს დედამიწა დგას? ან ,,შეძლებს“ კი მარსი

შექმნილი ატმოსფეროს შეკავებას თავის გარშემო ისე, რომ

ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას, როცა ისინი გამრავლდებიან? მაგრამ მაინც არავინ იცის რა ბედი ელის კაცობრიობას, როდესაც დედამიწის მოსახლეობა იმ ზღვარს მიაღწევს, რომლის დატევაც ჩვენს უნიკალურ პლანეტას აღარ შეეძლება.

დედამიწის

მოსახლეობა

ხომ

კატასტროფულად

სწრაფი

ტემპით

იზრდება.პლანეტაზე ასათვისებელი არაფერი დარჩა. ვფიქრობ სხვა პლანეტაზე ,,სახლის“ ძიება სწორედ რომ დროულია. ზუსტად არავინ

იცის,რა შეიძლება მოხდეს შორეულ

მომავალში, რა შეიძლება მოუვიდეს დედამიწას და როგორ შეიცვალოს მდგომარეობა. აქედანვე უნდა დავიწყოთ ფიქრი მომავალზე, რომელშიც შეიძლება ჩვენმა თაობებმა აღარ იარსებონ.

მართალია,

რომ

სხვადასხვა

სახის

ხელოვნური

ჩარევით

შეგვიძლია

შევცვალოთ წითელი, არც თუ ისე ნოყიერი პლანეტა, თუმცა არსებობს ერთი მაგრამ... ჩვენ აღარ ვითვალისწინებთ ბუნების სურვილს და ვცდილობთ მისი ნების წინააღმდეგ შევცვალოთ

გარემომცველი

სამყარო.

არავინ

უნდა

დაივიწყოს,რომ

„ბუნება

მბრძანებელია, იგივე მონაა თავისა“- ვაჟა-ფშაველა. ადამიანი ერთადერთი არსებაა დედამიწაზე, რომელიც უხეშად ერევა ბუნების ჰარმონიაში და ცდილობს თავისი გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობებით მასზე მბრძანებელი გახდეს. ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეიძლება ბუნებამ გაიმარჯვოს ცივილიზაციაზე!

39


ბიბლიოგრაფია: 

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1%E1 %83%98

http://astronet.ge/2012-08-10-10-15-19/

http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98 %E1%83%90/66504/

http://astronet.ge/%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%96%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%99%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%94%E1%8 3%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94/ http://astronet.ge/%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%9D-%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%AE%E1% 83%9A%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%96/

http://astronet.ge/%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E 1%83%A1%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83% A0%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-2-0/

http://astronet.ge/მარსის-ტერაფორმირება/

http://astronet.ge/darpa-%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83 %96%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1/

40


 მარიამ სამსონიძე სსიპ

ქ.

საჯარო

ახალციხის სკოლის

№5 Xა

კლასის მოსწავლე ხელმძღვანელი: ქიმიის

მასწავლებელი

კლარა კუპრეიშვილი

,,თანამედროვე ქართველი ქიმიკოსები“ საქართველოში უხსოვარი დროიდან არსებობდნენ გამორჩეული ადამიანები, რომლებიც თავიანთი გონიერებით, ხედვებითა

და მისწრაფებებით ქვეყანაზემნიშვნელოვან

გავლენას ახდენდნენ.ჩვენს ქვეყანაში უამრავი პიროვნებაა, რომელთა მიღწევებიც დიდად საყურადღებო და დასაფასებელია. უამრავმა ქართველმა ქიმიკოსმა, თავიანთი უსაზღვრო მონდომებით დიდ წარმატებას მიაღწია ცხოვრების ასპარეზზე და ასახელეა თავიანთი სამშობლო. ერთ-ერთი ასეთი ქართველი ქიმიკოსია შოთა სიდამონიძე. იგი დაიბადა ქალაქ თბილისში 1993 წლის 24 მარტს. 1956 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი ფიზიკური ქიმიის სპეციალობით. იგი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური ქიმიის კათედრის გამგე 1974 წლიდან 2006 წლამდე, ხოლო 1984-2003 წლებში ამავე 41


უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის დეკანი. შოთა სიდამონიძე არის 170-მდე მეცნიერული

ნაშრომის

ავტორი.

რომლებიც

გამოქვეყნებულია

უამრავი

ქვეყნის

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში მათ შორის ინგლისის, ამერიკის შეერთებული შტატების, იტალიის, გერმანიის, რუსეთის, უნგრეთის, საფრანგეთის და ა.შ. ასევე იგი არის

ავტორი 12

საავტორო

მოწმობისა და

პატენტების,

7

მონოგრაფიისა

და

სახელმძღვანელოს. ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიცა მისი ერთ ერთი წიგნი ,, ქიმიური თერმოდინამიკის პრობლემები დასკვნებით“. ეს წიგნი ლონდონისა და სხვა ევროპული

უნივერსიტეტების

მიერ

რეკომენდირებულია

ქიმიი

სპეციალური

სტუდენტების სახელმძღვანელოდ. შ. სიდამონიძის მიერ მოწოდებული მაღალაქტიური და სელექტიური კატალიზატორი - დეკათიონირებული ცეოლითი დღეისათვის ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს ყველა მოწინავე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში და როგორც კარბონ-იონის მექანიზმით მიმდინარე რეაქციების მაღალეფექტური კატალიზატორი, მოხსენიებულია

სხვასასხვა

საზღვარგარეთულ

სახელმძღვანელოებში

და

მონოგრაფიებში. სიდამონიძის პირველავტორობა ამ კატალიზატორის მიმართ 1963, 26 ივლისს პრიორიტეტული თარიღით ოფიციალურად რეგისტრირებულია სსრკ კავშირის მინისტრთა

საბჭოსთან

არსებულ

გამოგონებათა

და

აღმოჩენათა

კომიტეტში,

აღიარებულია კატალიზის დარგის მსოფლიოში ცნობილი მეცნიერების მიერ. მისმა შრომებმა

კატალიზის

დარგში

სათავე

დაუდო

მიმართულებას - "ფორმა-სელექტურ" კატალიზს.

ცეოლითური

კატალიზის

ახალ

მისი შრომების ერთი ნაწილი

დანერგილია ორ დიდ საწარმოში და შედეგად მიღებულია მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი. იგი ერთი წელი უცხოელი მეცნიერის სტატუსის მუშაობდა ნიდერლანდებში ქ. დელფტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მეცნიერებათა სადედოფლო აკადემიის პრეზიდენტ, პროფესორ დე-ბურის ლაბორატორიაში, ასევე ხანგრძლივად ლონდონის უნივერსიტეტში სამეფო აკადემიის წევრის ლაბორატორიაში. იგი არის საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის წევრი ასევე მელიქიშვილის

სახელობის

სამეცნიერო

პრემიის

და

საქართველოს

განათლების

სამინისტროს სამეცნიოერო პრემიის ლაურეატი, ეკოლოგიის დარგში რესპუბლიკური ღია კონკურსის გამარჯვებული, დაჯილდოებულია "ღირსების" ორდენით.

42


მეორე წარმატებული ქართველი ქიმიკოსია ვახტანგ გვახარია, იგი დაიბადა 1940 წლის 17 სექტემბერს. 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური ქიმიის ფაკულტეტი. 1963-1968 წლებში სწავლობდა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო

უნივერსიტეტის

ასპირანტურაში

ფიზიკური

ქიმიის

სპეციალობით.

მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციასა და სამეცნიერო პროექტში. მათ

შორის

აღსანიშნავია:

”ქრომატოგრაფიის

გამოყენება

საქართველოს

შავი

ზღვის

აკვატორიის წყლისა და მიმდებარე ტერიტორიის

ეკოლოგიური

აუდიტისათვის”, “წყალი: ეკოლოგია და ტექნოლოგია - “მძიმე ლითონების შემცველობა ზღვის

საქართველოს

სექტორის

ნალექებში” სამეცნიერო გარემოს

შავი

ფსკერულ საერთაშორისო

სემინარი

დაბინძურების

ჰიდროსფეროს

”კავკასიის ეკოტოქსიკოლოგიური

ეკოტოქსიკოლოგიური

რისკის

მდგომარეობა”,

შეფასება”.

”საქართველოს

საერთაშორისო

კონგრესი

“საქართველოს მინერალური წყლები”. „შავი ზღვის ეკოსისტემა 2005 წლისათვის და მომავალში“ - “შავი ზღვის ფსკერული ნალექების ეკოლოგია“. ვახტანგ გვახარიას სამეცნიერო ინტერესების სფეროა: ანალიზის ინსტრუმენტული მეთოდები, გარემოს ობიექტების კვლევა, ეკოლოგია, ეკოლოგიური რისკების შეფასება, საქართველოს მიწისქვეშა წყლების კვლევა, შავი ზღვის ეკოლოგია, ჰიდროქიმია, საქართველოს მიწისქვეშა წყლები და ა.შ. მეცნიერი წლების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურსს ფიზიკურ ქიმიასა და ნივთიერებათა აღნაგობაში. 2009 წლიდან დღემდე ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგი ისინსტიტუტში გარემოს ფიზიკურ-ქიმიური კვლევის მეთოდების განყოფილების ხელმძღვანელია. ამასთანავე, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, ასწავლის წმინდა ანდრეა 43


პირველწოდებულის უნივერსიტეტის

სახელობის

პროფესორი

ქართულ

და

უნივერსიტეტში

გამოყენებითი

და

ეკოლოგიის

არის

ამავე

მიმართულების

ხელმძღვანელია. კიდევ ერთი გამორჩეული ქიმიკოსია ბეჟან ჭანკვეტაძე დაიბადა 1957 წლის 13 ივნისს. 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. 1985 წელს, ქალაქ მოსკოვში, ზელინსკის სახელობის ორგანული ქიმიის ინსტიტუტში მიიღო ქიმიის

მეცნიერებათა

კანდიდატის

სამეცნიერო

ხარისხი.1998

წელს

თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და გახდა ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი. ამავე წლიდან იყო უნივერსიტეტის პროფესორი. 2006-2012 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ქვემიმართულების სრული პროფესორი . 2012 წლიდან სრული პროფესორი და ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრის გამგე. ბეჟანჟან კვეტაძე 1991-2002 წლებში ხანგრძლივი მივლინებით მუშაობდა გერმანიაში, მიუნხენის უნივერსიტეტის ფარმაცევტული და სამედიცინო ქიმიის ინსტიტუტში მეცნიერმუშაკად და მიწვეულ პროფესორად, ხოლო 1992-2005 წლებში ასევე ხანგრძლივი მივლინებით იაპონიაში, ნაგოიას უნივერსიტეტის ქიმიის

განყოფილებაში.

ბეჟან

ჭანკვეტაძის

მეცნიერული

ინტერესების

სფეროა:

ნივთიერებათა დაყოფის მეთოდები, სითხური ქრომატოგრაფია, ნანოქრომატოგრაფია, კაპილარული ელექტოფორეზი, კაპილარული ელექტრო-ქრომატოგრაფია, ქირალური გამოცნობა

და

მისი

მექანიზმები,

ქირალური

ანალიზი,

ფარმაცევტული

და

ბიოსამედიცინო ანალიზი, ახალი მაღალტექნოლოგიური მასალები და სხვა. ბეჟან ჭანკვეტაძე ყოველწლიურად მონაწილეობს უცხოეთში გამართულ 10-15 საერთაშორისო კონფერენციასა და სემინარში, როგორც კონფერენციის თავმჯდომარე, სამეცნიერო კომიტეტის

წევრი,

სექციის

თავმჯდომარე,

პლენარული,

საკვანძო

ან

ზეპირმომხსენებელი. მაგალითად: 2013 წელს იყო მიკრომასშტაბური ბიო დაყოფების 29-ე საერთაშორისო სიმპოზიუმის მიწვეული და სამეცნიერო სექციის თავმჯდომარე, აშშ-ში, ვირჯინიის შტატში. ამავე წელს ატარებდა ლექციების სერიებს დანიაში, შვედეთსა და ფინეთში. პოლონეთში იყო მიწვეული მომხსენებელი, სამეცნიერო კომიტეტის წევრი და სამეცნიერო სექციის თავმჯდომარე სამეცნიერო კონფერენციაში- ,,ქრომატოგრაფიის გამოყენება ორგანულ ნივთიერებათა კვლევაში’’. 2014 წელს კანარის კუნძულებზე, 44


,,ნივთიერებათა ელექტრო და თხევად ფაზური დაყოფების’’ საკითხზე იყო მიწვეული მომხსენებელი და მუდმივ მოქმედი სამეცნიერო კომიტეტის წევრი. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებზე მისი თანაავტორობით წარმოდგენილი იყო 250-ზე მეტი მოხსენება. 2011 წლის 28-31 აგვისტოს მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა ნივთიერებათა ელექტრო და თხევადფაზური დაყოფების მე-18 საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც მიეძღვნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსების 70-ე წლისთავს. მიღებული აქვს ჯილდოები ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიის, გერმანიის, ევროპისა და მსოფლიოპატენტები გამოგონებებზე. ზოგიერთი მისი პატენტის მიხედვით მაღალტექნოლოგიურ მასალებს ამზადებს დამთელ მსოფლიოში ყიდიან ამერიკული და იაპონური . სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს ჰაინრიხ ჰერცის სახელობის, იაპონიის კულტურული ასოციაციის, იაპონიის მეცნიერების და ფინანსების საზოგადოებისა და გერმანიის კვლევების ასოციაციის სტიპენდიები და კვლევითი გრანტები. ბეჟან ჭანკვეტაძე სხვადასხვა პერიოდში იყო ამერიკის ქიმიური საზოგადოები სწევრი, ნიდერლანდების, ბელგიის, იტალიის, ჩეხეთის, ავსტრალიისა და პოლონეთის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კომიტეტების წევრი, რეფერენტი. მრავალი გამომცემლობისა და სამეცნიერო ჟურნალის რეცენზენტი. ჩვენი ქვეყნისთვის ყოველი ასეთი მიზანდასახული და შრომისმოყვარე ადამიანი დიდი განძია. ისინი თავიათი ენერგიითა და შემართებით აძლიერებენ საქართველოს. მათი წარმატება თითეული ჩვენგანის, ერისა და ქვეყნის წარმატებაა.

ბიბლიოგრაფია: 

https://www.tsu.ge/universteteli_avtorebi/biografia.php?id=551

http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00005176/

https://sangu.edu.ge/index.php?page=560&lang=geohttps://www.tsu.ge/universteteli_avtor ebi/biografia.php?id=577

http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00006168/

http://www.opentext.org.ge/index.php?m=12&y=2013&art=2871 45


 თათია გიგოლაშვილი სსიპ ქ. ახალციხის №5 საჯარო სკოლის

IXა

კლასის მოსწავლე

ხელმძღვანელი: ბიოლოგიის

უფროსი

მასწავლებელი

შორენა

ენდელაძე

,,ადამიანის ევოლუცია“ ადამიანი

თავის

მოღვაწეობაში

თავისუფალია.

თავისუფლება

ყალიბდება

ევოლუციურად. სამყაროს კანონების შემეცნების გარეშე და ზნეობრივ-მორალურ პრინციპთა

გაუთვალისწინებლად

არ

არსებობს

თავისუფლება.

ამიტომ

ჩევნ

ვალდებულნი ვართ გავაცნობიეროთ, თუ რა არ ვიცით და რა უნდა ვოცოდეთ, რათა სწორად ვიმოქედოთ, თუ გვინდა ვიყოთ თავისუფალნი. თავისუფლება კი ადამიანის შემოქმედების ყველაზე დიდი მონაპოვარია. ამაში ხელს ისევ საკუთარი ბუნება გვიწყობს. ყველა ადამიანი ისწრაფვის ცოდნისაკენ. ცოდნა აყალიბებს ცობიერებას. ცნობიერება კი მოქმედენის გამსაზღვრელია. ცნობიერება განიცდის ევოლუციას, რასაც ინდივიდი და საზოგადოება მორალური

წესრიგისკენ მიჰყავს. სწორედ ამიტომ ჰომბულტის აზრით

,,ადამიანისთვის ადამიანზე საინტერესო ქვეყნად არაფერია“. მარად მაძიებელმა და ცნობისმოყვარე ადამიანის გონმა დაადგინა მისი მოქმედების განსაცვიფრებელი ფაქტები, თუმცა ცოდნის დღვანდელ დონეზე მაინც აუხსნელი რჩება 46


ტვინის ფუნქციონირების მრავალი საკითხი. გარდაუვალი ხდება კვლევის ახალი მეთოდების დანერგვა და, ალბათ, არსებულ ცნებათა სისტემის

გადახედვა.

მხრივ

ამ

აღსანიშავია

ცნობილი

ბიოქომიკოსის

აზრი ტვინის მოქმედების შესახებ. აი რას წერს იგი: ,,ჩვენ

ვგრძნობთ,

რომ

არსებობს რაღაც რთული ასახსნელი,

მაგრამ

ვერ

ვახერხებთ ნათლად და ზუსტად ჩამოვაყალიბოთ ამ არსის სირთულე. ეს კი გვიბიძგებს იქითკენ,

რომ

მთელი

ჩვენი

აზროვნების

წესი

ამგვარი

პრობლემის

ირგვლივ

შესაძლებელია მცდარი იყოს“. მტკიცება იმისა, რომ ადამიანი მაიმუნისაგან წარმოიშვა, ცოტა არ იყოს საშიშიცაა. თუ ასე გულუბრყვილოდ მივუდგებით ამ საკითხს, მაშინ ისიც უნდა ვივარაუდოთ, რომ რახან ყველა ადამიანის ჩასახვა და ზრდა ერთნაირად მიმდინარეობს, ყველაც ერთნაირი უნდა იყოს. მაგრამ ჭეშმარიტება ღაღადებს, რომ ყველა ადამიანი განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამას ისიც მოწმობს, რომ მთელ მსოფლიოში ვერ ნახავთ თითის ერთნაირ ანაბეჭდს. ადამიანი მთელი თავისი არსებობის მანძილზე სულ ცდილობს გაერკვეს თავისი წარმოშობისა და განვითარების ისტორიაში, მაგრამ ამაოდ! ყოველ მცდელობას მაინც ადამიანის უსაზღვრო ინტელექტთან მივყავართ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწა თავიდან იმდენად მხურვალე იყო, რომ სიცოცხლე ოკეანეებსა და მათ ფსკერზე უნდა გაჩენილიყო. მარტივმა მოლეკულებმა დროთა განმავლობაში საკუთარი ასლის შექმნა დაიწყეს და ჯერ უჯრედები, ხოლო შემდეგ რთული ორგანიზმები შექმნეს. ჩარლზ დარვინი ,,სახეობათა წარმოშობაზე“ დაახოლებით ოცი წელი მუშაობდა. ევოლუციურ პროცესს შეგუებითი ხასიათი აქვს. სახეობათა ევოლუცია მიმდინარეობს საარსებო პირობებთან შეგუების პროცესში. ევოლუცია იწვევს ცოცხალ ფორმათა 47


ორგანიზაციის დონის ამაღლებას. რთული ორგანიზაციის ფორმები წარმოიშვა მარტიცი ორგანიზაციის ფორმებიდან. იმავდროულად მიმდინარეობს მარტივი და რთული ორგანიზაციის ევოლუციის

დონის

ფორმების

თანაარსობა.

ორგანიზაციის

საბოლოო

შედეგია.

ევოლუციის

პროცესი

დონის

ზოგიერთ

ამაღლება

შემთხვევაში

ორგანიზაციის დონის ამაღლების გარეშე ხორციელდება. {ადამიანი ცოცხალი ორგანიზმებიდან ერთადერთია,რომელიც ცდილობა შეიცნოს საკუთარი თავი და გაარკვიოს რა ადგილი უჭირავს მას სამყაროში. დადგენილია,რომ ჰომინოიდთა ბიოლოგიური ევოლუცია 14 მილიონი წელი გრძელდება,რის შედეგადაც ადამიანმა მიიღო იმდაგვარი ანატომიური აგებულება,როგორიც დღეს აქვს.ბიოლოგიური ევოლუციის შემდეგ დაიწყო კულტურული ევოლუცია,რომელიც 2 მილიონ წელს მოიცავს.} ადამიანისა და მაიმუნის სისხლის შემადგენლობისა და თავის ტვინის წონის მსგავსება არაფერს ამტკიცებს. ფიზიოლოგიური შემადგენლობით ისინი მართლაც ჰგვანან ერთმანეთს:, ხშირად ამბობენ, რომ ადამიანისა და შიმპანზეს დნმ ერთმანეთს 99%-ით ემთხვევა. გენებისა და მუტაციების თავისებურებებიდან გამომდინარე, გენეტიკური შედარება არც ისე მარტივია, თუმცა უფრო ზუსტი შეფასებები მერყეობს 85%-იდან 96%-მდე, მაგრამ სხვა ყველაფერში ისინი განსხვავდებიან. ჩვენ ვიცით, რომ ეს ინდივიდები ერთი და იმავე ადგილზე გეოლოგიურ პერიოდში ბინადრობდნენ, ასე რომ, ისინი ერთი სახეობის პოპულაციას წარმოადგენენ. დმანისი უნიკალური ადგილია, ერთგვარი დროის კაფსულა, რომელიც ზუსტად გვაჩვენებს, რა ხდებოდა 1.8

მილიონი

დმანისში

აღმოჩენილი

ადამიანთა თავის

წინაპრების ქალები

უძველესია შემდეგ.

წლის

ამ

აფრიკის ადგილზე

დიდი კონკურენცია იყო

48


ხორცისმჭამელებსა და ჰომინიდებს შორის. როგორც ჩანს, ისინი ლეშისთვის იბრძოდნენ და ჰომინიდებისთვის სამწუხაროდ და ჩვენთვის საბედნიეროდ, ჰომინიდები ხშირად წარუმატებლად ამთავრებდნენ თავიანთ მცდელობას. დმანისში აღმოჩენილი ხუთი თავის ქალა ერთმანეთისგან ფიზიკურად მნიშვნელოვნად განსხვავდება. ადგილზე მომუშავე მეცნიერების განცხადებით, ეს თავის ქალები აფრიკაში სხვადასხვა ადგილას რომ ეპოვათ, მათ სხვადასხვა სახეობებს მიაკუთვნებდნენ. მაგრამ ამ 5 ჩონჩხის ერთად პოვნის და შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ისინი ერთ ადგილას ცხოვრობდნენ და ერთსა და იმავე ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ. დმანისის 5 ქალა იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ჩნდება ცდუნება, ისინი სხვადასხვა სახეობას მივაკუთვნოთ. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს ინდივიდები ერთი და იმავე ადგილზე გეოლოგიურ პერიოდში ბინადრობდნენ, ასე რომ, ისინი ერთი სახეობის პოპულაციას წარმოადგენენ. იმავე თავის ქალებზე დაკვირვებით, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ თანამედროვე ადამიანის წინაპრები კბილებსაც იწმენდნენ. მკვლევრებმა კბილის ჩიჩქნის და საერთო „საჩიჩქნით" გამოწვეული დაავადების ნაკვალევიც აღმოაჩინეს. თეორიამ ადამიანის მაიმუნისაგან წარმოშობის შესახებ მარცხი განიცადა. გათხრებისას იპოვეს რაღაც გაურკვეველი არსების თავის ქალის ნაწილი, რისგანაც შეადგინეს „პითენკანტროპის“, ვითომცდა უძველესი ადამიანის მოდელი, რომელიც წააგავდა მაიმუნს. ეს მოდელები შემდეგ გამოფინეს მუზეუმში. მაგრამ დაჯერება იმისა, რომ ადამიანი მაიმუნისაგან წარმოიშვა მხოლოდ მცირეწლოვან ბავშვს თუ შეუძლია.

49


 მარი მათოშვილი სსიპ

ქ.

საჯარო

ახალციხის სკოლის

№5 Xა

კლასის მოსწავლე ხელმძღვანელი: ბიოლოგიის

უფროსი

მასწავლებელი

თამარ

ჯინჭველაძე

,,კაცი, რომელიც სიცოცხლეს არიგებს“ მედიცინა ვითარდება ადამიანის საშუალებით. თანამედროვე მედიცინის განვითარება შეუძლებელი

იქნებოდა

ამ

სამედიცინო

ცოდნის

მეცნიერული

ანალიზისა

და

უზარმაზარი გამოცდილების გათვალისწინების გარეშე, რომელიც კაცობრიობამ თვისი არსებობის მანძილზე დააგროვა. დრომ შემოგვინახა ისეთი გამორჩეული მედიკოსები, როგორიცაა მაგალითად მედიცინის მამად წოდებული ბერძენი ექიმი ჰიპოკრატე, აგრეთვე ქართველი დასტაქარი ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი და სხვები. რათქმაუნდა ჩვენს

დროში

მნიშვნელოვანია

ახალგაზრდების

შეტანილი

წვლილი

მედიცინის

განვითარებაში. სწორედ მათი დამსახურებაა რომ ძველად უამრავი განუკურნებადი დაავადება უკვე ინკურნება. გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა მსოფლიოში N1 ადგილზეა. ცოცხალი ორგანიზმი ვერ იარსებებს, თუ მისი თითოეული უჯრედი განუწყვეტლივ არ მომარაგდა სისხლით. სწორედ ეს ევალება სისხლის მიმოქცევის ორგანოთა სისტემას. გული სისხლის მიმოქცევის სისტემის ცენტრალური ორგანოა. იგი განუწყვეტლივ

გადატუმბავს

სისხლს

სისხლძარღვებში

და

მხოლოდ

ადამიანის 50


გარდაცვალების შემდეგ წყვეტს მუშაობას. გული დაფარულია თხელი აპკით-გულის პერანგით. სისხლი გულში ყოველთვის ერთი მიმართულებით მოძრაობს წინაგულებიდნ პარკუჭების

მიმართულებით,

პარკუჭებიდან

კი

სისხლძარღვებში. გულის კუნთის ავტომატურ

შეკუმშვას

სპეციალიზებული რომლებიც

ბოჭკოები,

კვანძებს

განსაზღვრულ

იწვევენ

ქმნიან.

პერიოდში

ამ

კვანძებში წარმოიქმნება იმპულსი, რომელიც

ვრცელდება

წინაგულების

კუნთებზე

და

აიძულებს მათ, შეიკუმშონ. შემდეგ იმპულსი პარკუჭების ყველა ნაწილში სწრაფად ვრცელდება და პარკუჭები იკუმშებიან. მთავარ იმპულსების წყაროს სინუსის კვანძს უწოდებენ, რომელიც მარჯვენა წინაგულში მდებარეობს. გული წუთში 60-70ჯერ იკუმშება. შეკუმშვათა

გულის ცემის სიხშირის შენელებას ბრადიკარდია ჰქვია, როცა გულის რიცხვი

წუთში

60-ზე

ნაკლებია.

ფიზიოლოგიურ

შემთხვევაში

ის

სპორტცენებში აღინიშნება. ფიზიკური დატვირთვის დროს გულის ცემის სიხშირე იზრდება ფიზიოლოგიურად, გულისცემის სიხშირის მომატებას ტაქიკარდია ეწოდება რაც გულისხმობს წუთში 100 და მეტ შეკუმშვას. ხოლო პაროქსიზმული ტაქიკარდია გულისხმობს გულის ცემის შეტევით გახშირებას წუთში 140 და მეტი, ხშირად 200ჯერ შეკუმშვასაც. რა დროსაც ხდება ჰემოდინამიკის მკვეთრი დარღვევა და ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის მწვავე გაუარესება. პაროქსიზმული ტაქიკარდიის მიზეზია ზედემეტი იმპულსების წარმოქმნის წყაროს გაჩენა. ზედმეტი კერების დათრგუნვა მედიცინაში ხდება აბლაციის საშუალებით. აბლაციის ერთ-ერთი სახეა კრიო-აბლაცია რაც გულისხმობს ზედმეტი იმპულსების წარმოქმნის წყაროს დათრგუნვას მოყინვით. კრიო-აბლაცია მინი ინვაზიური პროცედურაა. ამ პროცედურის დროს, კეთდება ადგილობრივი ანესთეზია ბარძაყის ან/და ლავიწქვეშა მიდამოში და შესაბამის ვენაში დგება რამდენიმე კათეტერი (პლასტმასის დრეკადი პატარა მილი). აღნიშნული 51


კათეტერების მეშვეობით ხდება გულში სადიაგნოსტიკო და სააბლაციო ელექტროდების შეტანა.

ელექტროდების

გადაადგილება

პაციენტისთვის

უმტკივნეულოა

და

ხორციელდება რენტგენოსკოპიის კონტროლით. ელექტროდები თავსდება გულში სათანადო ადგილებში, მათი მეშვეობით ხდება სათანადო ელექტრული იმპულსების გამოყენებით არითმიის ხელოვნური გამოწვევა და ინფორმაციის ჩაწერა. ზუსტი დიაგნოზის და არითმიის მექანიზმის დადგენის შემდეგ იწყება კათეტერული აბლაცია. კრიოაბლაციის დროს, სპეციალური კათეტერის საშუალებით ხდება არითმიის კერის (უჯრედების

ჯგუფის,

დამატებითი

გზის)

დაზიანება

(მოყინვა).

კრიოაბლაციის

(მთლიანი პროცედურის) ხანგრძლივობა დაახლოებით 1-3 საათია, ეს დამოკიდებულია არითმიის მექანიზმზე და არითმიის კერის მდებარეობაზე. პროცედურის შემდეგ ხდება ელექტროდების და კათეტერების ამოღება და ნაჩხვლეტი მიდამოს შეხვევა. აბლაციის შემდეგ პაციენტი კლინიკაში რჩება 24 სთ-ისგანმავლობაში. ეს

მეთოდი

პირველად

საქართველოში

დანერგა ზვიად მათოშვილმა, 2017წელს. დაბადებისთარიღი: 24.09.1982 წ. მიმართულება: კარდიოლოგი, არითმოლოგი სამეცნიეროწოდება/თანამდებობა:მედიცინის აკადემიური დოქტორი, სამუშაოადგილი/თანამდებობა:

ნ.ყიფშიძის

სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა – რესპუბლიკური საავადმყოფო. არითმიების განყოფილების ხელმძღვანელი. განათლება: 

1999-2005 წ.წ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო

უნივერსიტეტი,

სამკურნალო

ფაკულტეტი; 

2006-2009 წ.წ. – საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რეზიდენტურა. სპეციალობა – კარდიოლოგია; 52


2012-2015 წ.წ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, დოქტორანტურის პროგრამა. მედიცინის აკადემიური დოქტორი. სახელმწიფო სერთიფიკატები და მოწმობები:

კარდიოლოგის სერტიფიკატი – 2009 წ.

გულის ელექტროფიზიოლოგია და არითმიების მართვა; სუბსპეციალობის მოწმობა – 2012 წ.

მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი – 2015 წ.

ევროპის გულის რიტმის ასოციაციის სერტიფიცირებული სპეციალისტი (EHRA certified electrophysiology specialist level 1 & level 2 (ECES level 1-2) and EHRA certified cardiac device specialist level 1 and level 2 (ECDS level 1-2) – 2017 წ. პროფესიული საქმიანობა:

2009 წლიდან – დღემდე – აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა – რესპუბლიკური საავადმყოფო. არითმიების განყოფილების ხელმძღვანელი.

არითმიების მართვის ცენტრის „რიტმარტი“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. განსაკუთრებულიმიღწევები:

ზვიად

მათოშვილის

მიერ

ამიერკავკასიაში

პირველად

ჩატარდა

არითმიების

კრიოაბლაცია. 

ზვიად მათოშვილი არის ევროპის გულის რითმის ასოციაციის (EHRA) მიერ პირველი და ერთადერთი სრულად სერტიფიცირებული სპეციალისტი (ოთხივე სერტიფიკატი), როგორც საქართველოში, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში (წყარო escardio.org 01.2018) საერთაშორისო ტრენინგები: 2010-2016

წ.წ.

სხვადასხვა

ტრენინგები

ევროპის

ქვეყნებში

არითმოლოგიის

მიმართულებით 2015 – 2016 წ.წ. – ევროპის გულის რიტმის ასოციაციის აბლაციების ერთწლიანი ტრენინგი შვედეთში, კაროლინსკას საუნივერსიტეტო კლინიკაში. ზვიად მათოშვილი - ევროპის გულის რიტმის ასოციაციის მიერ სერტიფიცირებული ქართველი ექიმი

53


ზვიად მათოშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოს არითმოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელია. მან ევროპის გულის რიტმის ასოციაციის პრესტიჟული სტიპენდიით ერთწლიანი ტრენინგი გაიარა შვედეთში, კაროლინსკას საუნივერსიტეტო კლინიკაში. ის ევროპის გულის რიტმის ასოციაციის მიერ სერტიფიცირებული ქართველი ექიმია, როგორც ელექტროფიზიოლოგიაში, ასევე პეისინგში. ჩვენი არითმიების განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და ერთადერთია

ამიერკავკასიაში

სადაც

წარმატებით

განხორციელდება

არითმიების

როგორც კრიო, ისე რადიოსიხშირული აბლაციები. კრიოაბლაცია

სიახლეა

მედიცინისთვის.

ქართული აღნიშნულ

აბლაციებს პირველად საქართველოში სწორედ

ზვიად

მათოშვილი

ასრულებს. ძალიან სასიხარულო და სასახელოა რომ

ასეთ

ქაეთველ

მეცნიერებს

საქართველო საერთაშრისო ასპარესზე გაჰყავთ.

გამოყენებული წყაროები: 

https://ritmart.ge/ge/chveni-protsedurebi/krio-ablacia

https://www.youtube.com/watch?v=jHiPBUYBWyA

54


 სალომე გელაშვილი სსიპ ქ. ახალციხის №5 საჯარო სკოლის

Xბ

კლასის

მოსწავლე ხელმძღვანელი: ბიოლოგიის მასწავლებელი

უფროსი შორენა

ენდელაძე

,,გენური ინჟინერია-ახალი ერა მეცნიერებაში“ ადამიანი უხსოვარი დროიდან ცვლიდა შინაურ ცხოველთა და კულტურულ მცენარეთა გენეტიკურ სტრუქტურას და ახალი ჯიშები გამოყავდა. მათ შეცვლას ადამიანი მარტივი და ხელმისაწვდომი მეთოდებით ჰიბრიდიზაციით და ხელოვნური გადარჩევით ახდენდა.

თანამედროვე ბიოტექნოლოგიური მეთოდებითაც ახდენენ გენეტიკური

სტრუქტურის რეკონსტრუქციას, მაგრამ მას მცირე რამ აქვს საერთო ადრეულ მეთოდებთან. ეფუძნება.

თანამედროვე ბიოტექნოლოგია გენურ და უჯრედულ ინჟინერიას

მათი გამოყენებით შესაძლებელია ბიოლოგიის, მედიცინის და სოფლის

მეურნეობის მთელი რიგი პრობლემების გადაჭრა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა 10-11 მილიარდი იქნება, ამიტომ მისი დაპურება 55


ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად და კონსტრუქციულად მოსაგვარებელ პრობლემად მიიჩნევა. იმ მეთოდების შესაძლებლობა, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო მრეწველობა სურსათზე გაზრდილი

მოთხოვნილების

დასაკმაყოფილებლად

მიმართავდა,

პრაქტიკულად

ამოწურულია. სელექციის ტრადიციული მეთოდები და ინტენსიური აგროტექნიკური საშუალებები ვეღარ უზრუნველყოფს მოსავლიანობის ზრდას. სასოფლო-სამეურნეო მრეწველობის განვითარების ახალ საფეხურს წარმოადგენს თანამედროვე ბიოტექნოლოგია, რომლის წამყვანი მეთოდი გენური ინჟინერიაა. თანამედროვე ბიოტექნოლოგიამ მეცნიერებს საშუალება მისცა, შეექმნათ მცენარეთა და ცხოველთა ისეთი სახეობები, რომელთა მიღება ტრადიციული მეთოდებით შეუძლებელი იქნებოდა. გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ცოცხალი

ორგანიზმია,

რომლის

გენომი

ხელოვნურად

არის

შეცვლილი

ანუ

მოდიფიცირებულია გენური ინჟინერიის მეთოდების გამოყენებით. ასეთი გენეტიკური მოდიფიცირება განსხვავდება იმ გენეტიკური მოდიფიკაციისგან, რომელიც ბუნებაში ხდება. გენური ინჟინერიის გზით საბოლოოდ ორგანიზმები, კვებითი

რომელთა ღირებულება

მაღალია.

რაც

ორგანიზმები უხვი

მიიღება

მთავარია,

ეს

გამოირჩევიან

მოსავლიანობით

და

სხვადასხვა დაავადებებისადმი მდგრადობით.

გარდა

ამისა,

თუკი შევადარებთ ერთი მხრივ გენური ინჟინერიით, მეორე მხრივ კი ტრადიციული სელექციური მეთოდებით ორგანიზმების ახალი ჯიშის გამოსაყვანად დახარჯულ დროსა და თანხას, თვალნათლივ დავინახავთ, რომ ახალი ჯიშის გამოსაყვანად სელექციონერებს წლები და ზოგჯერ ათწლეულებიც კი სჭირდებათ, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მიღება კი გაცილებით მოკლე ხანშია შესაძლებელი.

56


პირველი გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტი 1994 წელს გამოჩნდა. ეს იყო პომიდორი შენელებული დამწიფების თვისებით. მას მოჰყვა პესტიციდების მიმართ მდგრადი სოიოს ჯიში. ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც გენმოდიფიცირებული პროდუქტების

მომხმარებლებს

აწუხებთ,

გენმოდიფიცირებული

პროდუქტის

უვნებლობას ეხება. უვნებელია თუ არა გენმოდიფიცირებული საკვები? არის თუ არა ის ტოქსიკური, კანცეროგენული და ალერგიული? არსებობს თუ არა საფრთხე იმისა, რომ გენმოდიფიცირებულ საკვებში არსებული გენები ჩვენს გენომში ჩაერთოს და დღეს ჩვენ მიერ მირთმეულმა ამგვარმა საკვებმა ხვალ ზიანი მიაყენოს ჩვენს შთამომავლობას. სამწუხაროდ, ამ კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი ჯერჯერობით არავის გაუცია, მანამდე კი ბიოტექნოლოგია სწრაფი ტემპით განაგრძობს განვითარებას. თანამედროვე ბიოტექნოლოგიის საფუძველს გენური ინჟინერია წარმოადგენს. გენური ინჟინერია ნიშნავს ერთი ორგანიზმის გენის ჩაშენებას მეორე ორგანიზმის დნმ-ის მოლეკულაში, ასეთ დნმ-ს რეკომბინაციულ დნმ-ს უწოდებენ, ხოლო ორგანიზმს, რომელიც რეკომბინაციულ დნმ-ს შეიცავს გენმოდიფიცირებულს. გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს მისთვის ადრე სრულიად უცხო, ახლი თვისებები უჩნდება. როგორც უკვე ავღნიშნეთ

გენური

ინჟინერიით

მეცნიერები

ღებულობენ

როგორც

ტრანსგენურ

მცენარეებს, ასევე ცხოველებსაც. ბიოტექნოლოგებისათვის ტრანსგენული მცენარეების და ცხოველების

შექმნა დღეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. არსებობს გენური

ინჟინერიის რამდენიმე უკვე აპრობირებული და ძალიან გავრცელებული მეთოდი, რომელიც მცენარის ან ცხოველის

გენომში უცხო გენის ან გენების გადანერგვას

უზრუნველყოფს. გენური ინჟინერიის იარაღებს წარმოადგენს ბაქტერიული პლაზმიდა და ფერმენტი რესტრიქტაზები. რესტრიქტაზები გასული საუკუნის 70-იან წლებში აღმოაჩინეს. მათ უნარი შესწევთ, დნმ-ს დიდი მოლეკულა ზუსტად განსაზღვრულ ადგილას „გაჭრან“, ამიტომ ამ ფრმენტებს

„მოლეკულურ მაკრატლებს“ უწოდებენ. ამ თვისების გამო მათ ფართო

გამოყენება პოვეს გენეტიკურ მანიპულაციებსა და გენურ ინჟინერიაში. არსებობს სხვა გზაც: საჭირო გენს, ანუ დნმ-ს ფრაგმენტს, ბიოქიმიური გზით, ხელოვნურად

ქმნიან

ორივე შემთხვევაში ხელთ აქვთ დნმ-ს ფრაგმენტი, რომელიც შეიცავს სასურველი ნიშანთვისების მქონე გენს. გენს ან გენთა ჯგუფს, რომელიც გადასანერგად გამოიყენება, 57


ტრანსგენებს უწოდებენ, ხოლო ორგანიზმი, რომელიც გენთა ასეთი გადანერგვის შედეგად იქმნება, ტრანსგენულია. გენური ინჟინერიის პირველ ეტაპზე ბაქტერიებიდან, მცენარეებიდან, ცხოველებიდან ან ადამიანის დნმ-დან რესტრიქტაზით სასურველ გენს ამოჭრიან, შემდეგ ბაქტერიიდან პლაზმიდს გამოყოფენ, იგივე რესტრიქტაზით ახლა მის გარკვეულ უბანს ჭრიან და მასში სასურველი გენი გადაქვთ. შემდეგ სპეციალური ფერმენტებით ლიგაზებით ახალ გენს პლაზმიდში აფიქსირებენ. მიღებულ რეკომბინაციულ პაზმიდას ბაქტერიასთან ერთად ათავსებენ.

პლაზმიდი

ბაქტერიის

უჟრედში

აღწევს,

ასეთი

ბაქტერია

უკვე

გენმოდიფიცირებულია. ბაქტერია გამრავლებს იწყებს, მასთან ერთად პლაზმიდიც მრავლდება და ერთი გენიდან ათასობით მისი იდენტური გენი წარმოიქმნება. გენმოდიფიცირებული

მცენარის

შექმნის

ერთ-ერთი

მეთოდი

ბაქტერიების

გამოყენებას ითვალისწინებს. არსებობს ბაქტერია, რომელსაც აგრობაქტერია ეწოდება. ეს არის მცენარის ბაქტერია, რომელიც სიმსივნეს იწვევს. მისი გენომი ორი ქრომოსომისგან შედგება. ერთი თვით ბაქტერიის გენომს წარმოადგენს, მეორე კი მემკვიდრეობის დამატებით ფაქტორს. ეს უკანასკნელი დნმ-ს მოკლე ძაფია, რომელსაც შესწევს უნარი, ჩაინერგოს მასპინძელი უჯრედის გენომში და მასში მასპინძელი უჯრედისთვის უცხო გენები

შეიტანოს.

ბაქტერიის

ამ

მობილურ

ქრომოსომას

პლაზმიდა

ეწოდება.გენმოდიფიცირებული მცენარეების შექმნის სქემა ზოგადად ასე გამოიყურება: 1.

უპირველეს ყოვლისა ხელსაყრელი ნიშან-თვისების განმსაზღვრელი გენის შექმნა,

რომელიც მასპინძელი მცენარის ორგანიზმში უნდა გადაინერგოს; 2. გადასანერგი გენის მატარებელი კონსტრუქციის შექმნა, რომლის მიზანია, გადასანერგი გენი მასპინძელი მცენარის უჯრედში შეიყვანოს და მისი მცენარეული უჯრედის გენომში ჩანერგოს; 3. მცენარეული უჯრედის გენომის გარდაქმნა; 4. ტრანსფორმირებული ანუ მოდიფიცირებული უჯრედისგან მთლიანი მცენარის აღმოცენება. გენმოდიფიცირებული ცხოველების მიღებას მცენარეებთან შედარებით კიდევ უფრო მეტი

სირთულეები

ახლავს.

ცხოველურ

სომატურ

უჯრედებს,

მცენარეული

უჯრედებისაგან განსხვავებით, არ აქვთ უნარი წარმოქმნან მთლიანი ორგანიზმი. 58


ერთადერთი ცხოველური უჯრედი, რომლისგანაც განაყოფიერების შემდეგ მთლიანი ორგანიზმი ვითარდება, კვერცხუჯრედია. ამიტომ გენმოდიფიცირებული ცხოველების მისაღებად სრულიად განსხვავებული ტექნოლოგიებით სარგებლობენ. ერთ-ერთი ასეთი ტექნოლოგიაა ახლადგანაყოფიერებულ კვერცხუჯრედში სასრველი გენის უშუალო ინექცია. ცხოველის კვერცხუჯრედს ხელოვნურად ანაყოფიერებენ. შემდეგ, უწვრილესი ნემსიანი შპრიცით კვერცხუჯრედში სასურველი გენი შეაქვთ. კვერცხუჯრედი, რომელიც უცხო გენს შეიცავს „სუროგატი“ დედის საშვილოსნოში გადააქვთ. გარკვეული ხნის შემდეგ იბადება გენმოდიფიცირებული ცხოველი. ამ გზით გენმოდიფიცირებული პირველი ცხოველი იყო თაგვი, რომელიც 1981 წელს მიიღეს. კვერცხუჯრედში გენის უშუალოდ ინექციის გზით გენმოდიფიცირებულ ცხოველთა მიღების ცდა ხშირ შემთხვევაში უშედეგოდ მთავრდება. უცხო გენი იშვიათად ერთვება კვერცხუჯრედის დნმ-ში, ასევე ვერ კონტროლდება დნმ-ში მისი ჩართვის ადგილიც. გენმოდიფიცირებული ცხოველების შექმნის სქემა ზოგადად ასე გამოიყურება: 1. ლაბორატორიულ

პირობებში

განაყოფიერებული

კვერცხუჯრედის

ბირთვში

მიკროინექციის გზით ჩანერგავენ ტრანსგენს; 2. ასეთ კვერცხუჯრედს გადაიტანენ მდედრი ორგანიზმის სხეულში; 3. ცხოველების დაბადების შემდეგ შეარჩევენ იმ შთამომავლებს, რომლებშიც გამოვლინდება ტრანსგენი; 4. ტრანსგენულ შთამომავლებს შეაჯვარებენ. მეცნიერების ნაწილს მიაჩნია, რომ გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტები სავსებით

უსაფრთხოა.

მათი

მთავარი

არგუმენტი ის არის, რომ ბიოინჟინერიის მეთოდების

გამოყენება

მრავალ

სასარგებელო თვისებებს სძენს სასოფლო– სამეურნეო კულტურებს. გენმოდიფიცირებული მიღებული

პროდუქტები

კულტურებიდან გამოირჩევიან

მაღალი ხარსიხით, აქვთ მომგებიანი სასაქონლო სახე და საკვებ ღირებულებას უფრო დიდხანს

ინარჩურებენ.

მეცნიერების

ნაწილი

ეწინააღმდეგება

ასეთი

კვების 59


პროდუქტების

გამოყენებას.

მათი

აზრით,

გენეტიკურად

მოდიფიცირებული

ორგანიზმების გავრცელება საფრთხეს უქმნის ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას. ახალი ნიშან–თვისება,

რომელსაც

გენმოდიფიცირებული

მცენარეები

შეიძენენ,

უფრო

კონკურენტუნარიანს ხდის მათ არაგენმოდიფიცირებულ ჯიშებთან შედარებით. ამას, შესაძლოა,

სერიოზული

ეკოლოგიური

დარღვევები

მოჰყვეს.

გარდა

ამისა,

გენმოდიფიცირებულ მცენარეთა უჯრედებში შესაძლებელია მოხდეს ადამიანისათვის საშიში ნივთიერებების სინთეზირება, რაც საზიანოა როგორც ადამიანისთის, ისე ეკოსისტემისთის. ტრანსგენები შეიძლება შეიცავდეს ვირუსული ინფექციებისა და დაავადებების მიმართ შეუვალობას. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების საკვებად გამოყენებისა თუ მათ მიერ წარმოებული პროდუქტების - მედიკამენტების, საკვები დანამატებისა და სხვათა - გამოყენების შემდეგ მოსალოდნელი რისკის დასადგენად ჯერ არ ჩატარებულა გრძელვადიანი და მიზანმიმართული სამეცნიერო კვლევები, უახლოეს მომავალში კი მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, მოსალოდნელია გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და პროდუქტების ფართო გავრცელება. რამდენი ხანი დასჭირდებათ მეცნიერებს იმის დასადგენად, საშიშია თუ არა ბიოტექნოლოგიის თანამედროვე მიღწევები, ზუსტად არავინ იცის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აზრით,თანამედროვე ბიოტექნოლოგიების გამოყენებით XXI საუკუნეში ადამიანის კეთილდღეობის გაუმჯობესება მხოლოდ იმ შემთხვევაში

იქნება

შესაძლებელი,

თუ

საერთაშორისო

საზოგადოება

შექმნის

ეკოლოგიურ და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ეფექტურ გარანტიებს. 2000 წელს მსოფლიოს

130

ბიოუსაფრთხოების შეთანხმების

ქვეყანამ

ხელი

კართახენას

მიზანია

დაიცვას

მოაწერა

შეთანხმების გარემოს

შეთანხმებას,

რომელიც

სახელწოდებით

ბიომრავალფეროვნება

გარემოს

არის

ცნობილი. ამ

იმ

პოტენციური

რისკისაგან, რომელსაც გენმოდიფიცირებული ორგანიზმები შეიცავენ და შექმნას უსაფრთხოების გარანტიები. ის განვითარებად ქვეყნებს საშუალებას აძლევს, დაიცვან ბალანსი ეკონომიკურ პრობლემებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის.

60


 მარიამ ბერიძე სსიპ ქ. ახალციხის №5 საჯარო სკოლის

XIგ

კლასის

მოსწავლე ხელმძღვანელი: ბიოლოგიის მასწავლებელი

უფროსი თამარ

ჯიჭველაძე

,,დაიჭირე სხივი“ როდესაც XXI საუკუნის ცხოვრებაზე ვიწყებ ფიქრს, გონებაში უამრავი აზრი იჩენს თავს. დამეთანხმებით, დღეს ბევრად გამარტივებულია რეალობა, ვიდრე ეს რამდენიმე ათეული წლის წინ იყო ჩვენი მშობლების, ბებიების და ბაბუების დროს. დღეს, როცა ტექნიკური პროგრესის ზენიტია თითქმის არცერთი სფერო არ დარჩენილა გადაულახავი და აუთვისებელი. ისევე, როგორც ყველაფერს, ამ ფაქტსაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ნებისმიერი ზღაპარების წიგნი რომ გადაფურცლოთ, ნახავთ მფრინავ ხალიჩას, რომელიც დღეს თვითმფრინავად შეგვიძლია მოვიაზროთ, წაიკითხავთ ჯადოსნური სარკის შესახებ, დაფიქრდებით და აღმოაჩენთ, რომ ტელევიზორმა მისი ფუნქციები იტვირთა. ყოველდღიურობა ჩვენთვის ბევრად ფერადი და საინტერესოა. ალბათ, რამდენიმე საუკუნის მერე, ჩვენს ამჟამინდელ ცხოვრებაზე ღიმილით დაწერენ, რომ მათთან შედარებით განუვითარებლები ვიყავით. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს თინეიჯერების ძალიან დიდი ნაწილი, კომპიუტერზე დამოკიდებული გახდა და მის გარეშე ვერც ერთ წუთს ვერ ძლებს. სკვერები, სტადიონები, გასართობი პარკები და ატრაქციონები მხოლოდ ფორმალობასღა წარმოადგენს და მიტოვებულად გამოიყურება ამ 61


ყველაფრის ფონზე. არადა რამდენიმე წლის წინ, დედა ღიმილით მაცილებდა ეზოში ბავშვებთან, გვიანობამდე ვთამაშობდით და სულ არ გვედარდებოდა არაფერი. ჩვენ ის ბავშვები ვართ, ვინც დროს სულ ერთად ატარებდა ფურცლებით და ფანქრებით ხელში, ვისაც ძალიან უყვარდა ქვიშაში თამაში და მისგან შენობების კეთება. სულაც არ გვჭირდებოდა მობილური და სოციალური ქსელები ერთმანეთთან დასაკავშირებლად. სულ ვიცოდით, სად და რომელ საათზე იყო ჩვენი შეხვედრის ადგილი. თუმცა დრო იცვლება, შეხედულებები და ტენდენციები იცვლება. ჩვენს დროში, ინფორმაციის საოცარი მოზღვავების ჟამს, კომპიუტერმა ფართოდ შემოაბიჯა ადამიანის ცხოვრებაში. ბევრს ვეღარც კი წარმოუდგენია ცხოვრება ტექნიკის გარეშე. გასაკვირი არ არის, რომ ის უკვე ბავშვებისთვისაც ჩვეულებრივი მოხმარების საგნად

იქცა.

თანამედროვე

სამყაროში

კომპიუტერი

უბრალოდ

აუცილებელია

ბავშვისთვის, მაგრამ არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ ყველაფერი კარგია ზომიერად. ძალიან სასარგებლო წამალიც კი ჭარბი დოზით საწამლავად იქცევა. მშობლებს არცთუ უსაფუძვლოდ ეშინიათ, კომპიუტერულმა თამაშებმა ფსიქიკა არ დაუზიანოს ბავშვს. შეიძლება შეუსაბამო თამაშებმა და პროგრამებმა ბავშვის გონებრივი და ფსიქოლოგიური განვითარება გაუმჯობესების მაგიერ შეაფერხოს.  დამოკიდებულება რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, უნდა აღვნიშნოთ, რომ ინტერნეტსა და კომპიუტერს დიდი ზიანის მოტანაც შეუძლიათ და ბევრ პრობლემას იწვევენ, ეს ბოლო წლებში უფრო თვალსაჩინო გახდა და უფრო მეტი ადამიანი განიცდის გავლენას. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ძალზედ აქტუალურია, სოციალური ქსელების გავლენაა საზოგადოებაზე. პრობლემა დღითიდღე უარესდება და თუ რაიმე ზომები არ იქნება მიღებული სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს. ამ გავლენის ქვეშ მყოფი

ადამიანები მოწყვეტილნი არიან

რეალურ სამყაროს და გაუცხოებულნი არიან გარშემომყოფებისაგან, მათი გონება, ფსიქიკა იმდენად დახშულია, რომ ვერ აცნობიერებენ რას სჩადიან, სოციალური ქსელები მათზე როგორც ნარკოტიკი ისე მოქმედებენ, რომლებსაც ვერ სწყდებიან და მათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მიაჩნიათ. ასეთ პიროვნებებს, რასაკვირველია, ფსიქოლოგთა დახმარება და ახლობების გვერდში დგომა ესაჭიროებათ, მათ უნდა გაიაზრონ და გაანალიზონ თუ რაოდენ

სახიფათოა

მათთვის

და

მათი

ცხოვრებისთვის,

პირველ

რიგში, 62


ჯანმრთელობისათვის ეს ყოველივე. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ზოგიერთი ოჯახი სწორედ სოციალური ქსელების საშუალებითაც დანგრეულა. აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში განქორწინებების 20%, სწორედ სოციალურ ქსელ Facebook - ს უკავშირდება. ამ ინფორმაციას The Daily Mail წერს, იმ იურიდიულ კომპანიებზე დაყრდნობით, რომლებიც განქორწინების საქმეებზე მუშაობენ. მთავარი პრობლემაა, ისაა, რომ უნდა ვისწავლოთ დროის კონტროლი, თუ რამდენი საათი დავუთმოთ დღეში ინტერნეტს და ვეძებოთ მხოლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუ ეს ასე იქნება, მაშინ ის პრობლემები, რომლებიც თითქმის ყველა ქვეყანას აწუხებს მეტნაკლებად მოგვარებული იქნება, აღარ დაიტანჯება უამრავი ადამიანი სიმარტოვის გრძნობით, გაუცხოვებით, ურთიერთობების ნაკლებობით. 

გამოსხივება

კომპიუტერს აქვს ერთი უმნიშვნელოვანესი ნაკლი – გამოსხივება. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ის ისეთივეა, როგორიც დედამიწის რადიაციული ფონი. კარგი კომპიუტერის ელექტრომაგნიტური გამოსხივება ნორმატივებს აკმაყოფილებს, თუმცა ოთახში, სადაც მუშაობს კომპიუტერი, იცვლება ჰაერის მახასიათებლები, ტემპერატურამ შესაძლოა

26-27

გრადუსამდე

მოიმატოს,

ტენიანობა

40-60%-მდე

ქვეითდება,

ნახშირორჟანგის რაოდენობა იმატებს. ყოველივე ეს შრომის უნარს ვნებს. ბავშვები მტკივნეულად რეაგირებენ ჰაერის ასეთ ცვლილებებზე. მათ შესაძლოა გაუჩნდეთ ყელის სიმშრალე, დაეწყოთ ხველა. შესაძლებელია არარეალურიც იყოს,

მაგრამ

მობილურს

უფრო მეტი გამოსხივება აქვს, ვიდრე კომპიუტერს, რადგან მეცნიერები

მუდმივად

ცდილობენ

კომპიუტერის

გამოსხივება

მაქსიმალურად

შეამცირონ

თუმცა

მისი

სრულად დახშობა შეუძლებელია. კომპიუტერთან დიდ ხანს ჯდომისას(დღეში 3-4 საათზე მეტი) ადამიანის მხედველობა არ ქვეითდება თუმცა ხდება ახლომხედველი, 63


ხოლო ამაზე დიდხანს ჯდომისას იწყება მხედველობის დაქვეითება რაც სიბრმავით მთავრდება. მობილურის გამოსხივების შედეგები კი უარესია. საშიშია მობილურის ბალიშის ქვეშ(ძილის დროს) და თავთან ახლოს დება რადგეან ეს თავის ტკივილებს იწვევს. ასევე მობილურის გამოსხივება ხელს უწყობს ადამიანის უძილობას და სხვა. 

საფრთხეები

ტვინის სწრაფი ზრდა

შენელებული განვითარება

წონაში მატება

ძილის ფუნქციია მოშლა

მენტალური აშლილობა

აგრესიაა

დამოკიდებულობა

ინოვაციები •

მფრინავი ტაქსი

კომპანია ,,ინტელმა“ უზარმაზარი კვადროკოპტერი წარმოადგინა, რომელსაც ტაქსის ფუნქცია ექნება. მეტიც, მისი გამოძახება ნებისმიერ მომენტში მობილური ტელეფონით არის შესაძლებელი. მასობრივ წარმოებაზე ამ ეტაპზე საუბარი არ მიმდინარეობს, მისი ტრანსპორტად გამოყენებისთვის ხომ უამრავი ნებართვა იქნება საჭირო. •

უპილოტო ელექტრომობილი

,,ტოიოტამ“

პარტნიორებთან

ერთად

ელექტრომობილი

წარმოადგინა.,

რომელსაც

პილოტი არ სჭირდება. ეკოლოგიური მიკროავტობუსი ხალხის გადაადგილებისა და დიდი რაოდენობით ტვირთის გადასატანად იმუშავებს. ის 2020 წლისთვის წარმოებაში ჩაეშვება. •

ჭკვიანი მოტოციკლი

,,იამაჰამ“ მოტოციკლის მოყვარულთა ოცნება აახდინა. ახალი მოდელი არასდროს ,,ეცემა“, ის ასევე თავად ახდენს პარკირებას და მიემართება მისი მფლობელისკენ. •

გაჯეტი ძილის ანალიზისთვის

,,ნოკიამ“ თანამედროვე ცხოვრების ტემპის გათვალისწინებით სასარგებლო გაჯეტი შექმნა. ის ბალიშის ქვეშ უნდა მოათავსოთ how long does it take for viagra to work და 64


სმარტფონის დახმარებით თქვენი ძილის ანალიზირებას შეძლებს, შემდეგ კი დადებს დასკვნას, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ძილის ხარისხი გაიუმჯობესოთ და აღარ იგრძნოთ ქრონიკული დაღლილობა. •

ტელევიზორი

,,სამსუნგმა“ ახალი ტელევიზორი გამოუშვა. მფლობელს სასურველი სურათის ზომისა და რეზოლუციის თავად შეცვლა შეუძლია, ხარისხი კი რჩება უცვლელი. ჯერჯერობით უცნობია ტექნიკის ფასი. •

გასახდომი ყურსასმენები

ინოვაციური მიგნება გახდომის მსურველებისთვის კომპანია Modius–ისგან. სპეციალური უკაბელო ყურსასმენები ტვინს სიგნალს უგზავნის, ის კი ამას რეალურ ფიზიკურ დატვირთვად აღიქვამს და ცხიმებს წვავს. ის ამ წელს გამოვა და მისი ფასი 300 დოლარი იქნება. სპორტი კი აქტუალობას მაინც არ დაკარგავს. •

გაჯეტი თმის მოვლისთვის

ცნობილი ბრენდი Schwarzkopf –ის მიერ შექმნილი ახალი გაჯეტი თქვენი თმის სტრუქტურას აანალიზებს, ადგენს მის ბუნებრივ ფერს და გთავაზობთ მისი მოვლისთვის საუკეთესო საშუალებებს. ეს საუკეთესოა მათთვისაც, ვინც ვერ ახერხებს თმა სასურველ სიგრძემდე გაიზარდოს. არ მინდა ჩემს თემას ჰქონდეს ისეთი ფორმატი თითქოს და ჩემი ტექნიკისადმი დამოკიდებულება ძალზედ ნეგატიურია, მე მინდოდა თქვენთვის მეჩვენებინა ის საშიშროებები რომლის წინაშეც ჩემი და მომდევნო თაობები დგანან. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს ახალი ინოვაციები ჩვენს სასარგებლოდ რათა, უფრო მოხერხებული და განვითარებული სისტემა შევქმნათ სამყაროში და არა იმისათვის რომ ჩვენს ფსიქიკას და ჯანმრთელობას ვავნოთ.

7. სერტიფიკატების და მადლობის სიგელის ნიმუშები 65


8. კონფე 66


რენციის შეჯამება მოსწავლეთა მეორე სკოლათაშორისი კონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ,, 21-ე საუკუნის სამეცნიერო გამოწვევები“ 2018წლის 20 აპრილს, სსიპ ქ. ახალციხის №5 საჯარო სკოლაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებითა და დირექციის მხარდაჭერით, გაიმართა მოსწავლეთა პირველი სკოლათაშორისი კონფერენცია ,,21-ე საუკუნის სამეცნიერო გამოწვევები“.

კონფერენციის

პოპულარიზაცია,

აღნიშნული

მიზანი

იყო

საბუნებისმეტყველო

დისციპლინებით

დაინტერესებული

მეცნიერებების მოსწავლეების

გამოვლენა, მათი მოტივირება, სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მოსწავლეებში ძიებისა და ანალიზის, კვლევისა და პრეზენტაციის უნარების განვითარება, მოსწავლეთა შორის კოლაბორაციისა და კომუნიკაციის ხელშეწყობა, მათი ინოვაციური ხედვების გამოვლენა-გაზიარება. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ სსიპ ქ. ახალციხის №1, №2, №5, №6 საჯარო

სკოლებისა და კერძო სკოლა ,,მზექა“-ს IX-X-XI კლასის მოსწავლეებს.

დარეგისტრირება და ყველა შემდგომი საფეხური განხორციელდა ელექტრონულად, სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელ. ფოსტაზე გამოგზავნილი პრეზენტაციები და მოხსენებები შეაფასა სკოლის დირექციის მიერ შერჩეულმა კომპეტენტურმა კომისიამ, რომელმაც შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით

შეარჩია 11 მომხსენებელი

მოსწავლე სამი საგნობრივი მიმართულებიდან, ხოლო მათ შორის გამოავლინა სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორი. კონფერენციაში მომხსენებლად მონაწილეობა მიიღეს სსიპ ქ. ახალციხის №5 საჯარო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასების შემდეგმა მოსწავლეებმა: მერი მხითარიანი; იზოლდა ბერიძე; თამარ ჩილინგარაშვილი; თამუნა გიგოლაშვილი; ქრისტინა სარაშვილი; ქეთევან კაჭკაჭაშვილი; მარიამ სამსონიძე; თათია გიგოლაშვილი; მარი მათოშვილი; სალომე გელაშვილი; მარიამ ბერიძე ხოლო ამ მოსწავლეთაგან გამოვლინდა სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორი: მერი მხითარიანი, მარი მათოშვილი და მარიამ ბერიძე.

67


კონფერენციამ მეტად საინტერესო ვითარებაში ჩაიარა. მოსწავლეთა პრეზენტაციები ძალიან მრავალფეროვანი

და აქტუალური იყო.

ბავშვებმა

ზოგადი კვლევები, ისე საკუთარი შეხედულებები,

წარმოადგინეს როგორც

რეკომენდაციები თითოეულ

პრობლემასთან დაკავშირებით და მსმენელში დიდი ინტერესი გამოიწვიეს. კონფერენცია შეაჯამა კონფერენციის ორგანიზატორმა და ხელმძღვანელმა, სსიპ ქ. ახალციხის

№5

საჯარო

სკოლის

საბუნებისმეტყველო

მეცნიერებათა

კათედრის

თავმჯდომარემ, ფიზიკის უფროსმა მასწავლებელმა მაია თათეშვილმა, მოსწავლეებს სერტიფიკატები

და

ფასიანი

საჩუქრები-მეხსიერების

ბარათები,

ხელმძღვანელ

მასწავლებლებს მადლობის სიგელები და მეხსიერების ბარათები და სამი გამორჩეული მოხსენების ავტორ მოსწავლეებს წიგნები: ,,ადამიანის ორგანიზმი“, ,,კოსმოსი“ და ,,მსოფლიოს საოცარი ფაქტები“ გადასცა სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ინგა ვარდიძემ, ხოლო კონფერენციის ხელმძღვანელ მაია თათეშვილს გადაეცა ფულადი ჯილდო. კონფერენციას ესწრებოდნენ: სკოლის დირექცია, მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები, მოწვეული სტუმრები: საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე და კულტურის სამსახურის წარმომადგენლები. სამადლობელო სიტყვით გამოვიდნენ: მოწვეული სტუმრები, ქალბატონი ინგა ვარდიძე (№5 საჯარო სკოლის დირექტორი), ქალბატონი ზოია ბალიაშვილი (№5 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე), ქალბატონი მაია თათეშვილი (კონფერენციის ხელმძღვანელი); გამარჯვებული მოსწავლეები, კონფერენციამ დამსწრე საზოგადოებისაგან საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. კონფერენცია

თავისი

მსვლელობითა

და

დაჯილდოების

საზეიმო

პროცესით

„მეცნიერების ნამდვილ ზეიმად იქცა“.

68


9. ფოტოგალერეა

69


70


71


72


73


74


75


76


77


2018 წ

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა კათედრის ხელმძღვანელი მაია თათეშვილი

ჟურნალის რედაქტორი ქ. ახალციხე

მაია თათეშვილი

სსიპ №5 საჯარო სკოლა, დირექტორი ინგა ვარდიძე 2018 წ

78


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.