იატა საქართველოს 2016 წლის საქმიანობის ანგარიში

Page 19

2016 წლის 12-25 დეკემბერს იატა საქართველომ სსიპ საინფორმაციო ცენტრთან ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ერთად განახორციელა საგანმანათლებლო პროექტი YATA School, რომლის ფარგლებშიც შეთავაზებული იყო სპეციალური კურსი - ,,ლექციები ნატოს შესახებ“. კურსის ფარგლებში მოწვეული მომხსენებლებისა და YATA Georgia-ს წარმომადგენლების მიერ პროექტის მონაწილეებისათვის წაკითხულ იქნა ლექციები შემდეგ თემებზე: ნატოს ისტორია დაფუძნებიდან დღემდე და ნატოს მიზნები, ამოცანები და სტრატეგიები, ვაშინგტონის ხელშეკრულება და თავდაცვის უფლება, საქართველო და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, კიბერ-უსაფრთხოება, ნატო და გაფართოების პოლიტიკა, ნატორუსეთის და ნატო-უკრაინის ურთიერთობები, საზღვაო უსაფრთხოება, რუსული პროპაგანდა VS სტრატეგიული კომუნიკაცია, რელიგიური ორგანიზაციების სამართლებრივი და ფაქტობრივი მდგომარეობა ნატოს წევრ სახელმწიფოებში სამართლებრივი ჩარჩო და სამხედრო ოპერაციების სამართლებრივი საფუძველი. სკოლის საფუძველზე განხორციელდება პროექტი ისწავლე=ასწავლე, რომლის ფარგლებშიც 3 საუკეთესო მონაწილე იატა საქართველოს ბორდის წევრებთან ერთად საქართველოს რეგიონებში ჩაატარებს ტრენინგებს ნატოსა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების შესახებ.

19


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.