Page 1

რუსეთის როლი სირიის კონფლიქტში

თბილისი, 2017 წელი


რუსეთის როლი სირიის კონფლიქტში

სარჩევი 1.რა ხდება დღეს-------------------------------------------------------2 2. ისტორიული ექსკურსი---------------------------------------------3 3. მსოფლიო სირიის კონფლიქტში----------------------------------5 4. მედია და სტატისტიკა----------------------------------------------6 5. რუსეთი სირიის კონფლიქტის მიღმა-----------------------------8 6. პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზები ---------------10 7. ვინ რას აკონტროლებს--------------------------------------------12 7.1. დანართი 1.--------------------------------------------------------12 7.2. დანართი 2.--------------------------------------------------------13 8. ბიბლიოგრაფია/ელექტრონული რესურსები------------------15

1


რუსეთის როლი სირიის კონფლიქტში

რა ხდება დღეს ალჯაზირა იუწყება, რომ ხალხი ბოლო მესიჯს უგზავნის მსოფლიოს ალეპოდან: - ''ეს შეიძლება ჩემი ბოლო ჩართვაა, ვიმედოვნებ, რომ ეს მცირე ზეგავლენას მოახდენს მსოფლიოში იმაზე, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, რომ შეჩერდება საომარი მოქმედებები, მკვლელობები, ომი'' - ''ბოლო გზავნილი - ხალხი კვდება გუშინდელი ღამიდან მოყოლებული. მიკვირს, რომ ახლა ვწერ და ცოცხალი ვარ. ალეპო.'' -''ბოლო გზავნილი. გმადლობთ ყველაფრისთვის. ჩვენ გავიზიარეთ ბევრი მომენტი. ბოლო მესიჯი იყო ემოციური მამისგან. გამომშვიდობება.'' სირიის მთავრობის ძალები იუწყებიან, რომ მათ აიღეს ქალაქის 99%. მოსახლეობა მეამბოხეთა მხარის ტრიტორიაზე, აღმოსავლეთ ალეპოდან პოსტავენ ვიდეოებს. ''მძიმე არტილერიისგან იბომბება მოსახლეობის ტერიტორია, ჩვენდა გასაკვირად (ისმის დაბომბვის ხმა). 82 მოქალაქე ჩაცხრილულ იქნა, ქალების და ბავშვების ჩათვლით, 12 დეკემბერს'' -''რაც ალეპოში ხდება, კატასტროფაა, მსოფლიოს ყველა მნიშვნელობისთვის. რაც ხდება ეს იმაზე დიდი რამეა, ვიდრე ადამიანის გონებას წარმოუდგენია. ქუჩებში გვამებია ,არიან დიდი რაოდენობით მოკლულები და დაჭრილები. ჩვენ გვინდა რომ ყველამ გააპროტესტოს ალეპოში მიმდინარე მოვლენები, რომ გაბრაზდნენ ამის გამო, გაიყვანონ მოსახლეობა ალეპოდან'' -''მუსლიმებო! აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. სად ხართ?! ალეპოში ჩვენ მასობრივი სიკვდილის დასჯის მონაწილეები ვართ, ჩვენ არაფერი დაგვრჩა, სად ხართ? გეშინოდეთ ღმერთის. ბაშარ ალ ასადის არმიამ, რუსეთისა და სხვა მოკავშირეების დახმარებით, ქვეყნის სიდიდით

მეორე

ქალაქი,

ალეპო,

ამბოხებულებისგან

გაათავისუფლა.

რამდენიმეთვიანი ალყისა და ინტენსიური დაბომბვის შედეგად ქალაქში სრულად განადგურდა საავადმყოფოები, სკოლები, დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.

2


რუსეთის როლი სირიის კონფლიქტში რამდენიმე დღის წინ გაერომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასადის სამხედროები ალეპოში განურჩევლად კლავენ ქალებსა და ბავშვებს, რომლებსაც რაიმე კავშირი აქვთ ამბოხებულებთან. გაეროში

რუსეთის

ელჩმა,

ვიტალი

ჩურკინმა,

განაცხადა,

რომ

მსგავსი

ინფორმაციები უნდა გადამოწმდეს, რადგან ხშირად, ბავშვებს მტვერს აყრიან, რათა ისინი დაბომბვის მსხვერპლად წარმოაჩინონ. მეამბოხეები, რომლებიც ალეპოს აღმოსავლეთში ბოლო 4 წლის განმავლობაში იმყოფებიან, განადგურების ზღვარზე არიან. გაერო და წითელი ჯვარი სირიის მთავრობისგან და რუსეთისგან ალეპოში მოქალაქეების დაცვას ითხოვენ. ათასობით ადამიანი ალყაშია მოქცეული, როდესაც მთავრობის ჯარისკაცები ქალაქის ამბოხებულებს ბომბავენ. 2017 წლის 11 იანვრის ნომაცემები: რუსეთმა 12 გამანადგურებელი გააგზავნა სირიაში, მას შემდეგ, რაც პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი სკალირებს თავის სამხედრო ბაზებში ომის შედეგად განადგურებულ ქვეყანაში. პუტინმა განაცხადა გასულ კვირას, რომ რუსეთი დაიწყებს უკან დახევას, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების თანახმად, რომელიც დაიდო მთავრობასა და ოპოზიციას შორის თუმცა 2017 წლის 9 იანვარს დაფიქსირდა, რომ მოსკოვის ბაზაზე 12su-25s ჩავიდა სანაპირო ქალაქ ლატაკიაში, იმის მისანიშნებლად, რომ იგი აპირებს ჩართული დარჩეს კონფლიქტში.1 ეს გახლავთ ერთ-ერთი ბოლო მონაცემი მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილიდან.

ისტორიული ექსკურსი სირიის ომი ქაოტურად მიმდინარეობს და ბევრ თავსატეხს აჩენს. ომის დაწყებიდან იგი 4 სხვადასხვა მიმართულებით წარიმართა. თითოეულ მხარეს უცხოეთში საკუთარი ფინანსური და პოლიტიკური მხარდამჭერები ჰყავს. მხარდამჭერებს შორის არსებობს შეუთანხმებლობა: ვისთვის იბრძვიან და ვის ებრძვიან. სიტუაციაში გასარკვევად დავუბრუნდეთ ომის დასაწყისს.

1

იხ: <http://www.telegraph.co.uk/…/russia-sends-fighter-jets-syr…/>, [12.01.2017].

3


რუსეთის როლი სირიის კონფლიქტში პირველი გასროლა სირიაში 2011 წლის მარტში განხორციელდა. სირიის დიქტატორ ასადის მიერ როდესაც ხელისუფლებამ მშვიდობიან დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა. ივლისში პროტესტანტების ნაწილმა საპასუხო სროლა დაიწყო აჯანყებულებს სირიის ჯარის ნაწილი შეუერთდა. აჯანყება სულ მალე სამოქალაქო ომში გადაიზარდა. ექსტემისტები სულ მალე ახლო რეგიონებიდან უერთდებიან აჯანყებულებს. ამავდროულად ასადი მიზანმიმართულად ჯიჰადის პატიმრებს უშვებს, რომლებიც ამბოხებულებს უერთდებიან. ასადის მიზანია ამით მოახდინოს ამბოხებულთა დისკრეტიზაცია, რომ ხელი შეუშალოს აჯანყებულთა დაფინანსებას უცხოეთიდან. 2012 წლის იანვარში ალქაიდას სირიული შტო ყალიბდება. იმავე პერიოდში სირიის ჩრდილოაღმოსავლეთში ქურთები ქმნიან შეიარაღებულ დაჯგუფებას, რომელიც ასადის რეჟიმს უპირისპირდება. ამის შემდეგ სირია იქცა მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების ინტერესების ასპარეზად. ირანი, რომელიც ასადის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია 2012 წელს იწყებს ყოველდღიური ავიატვირთების მიწოდებას და გზავნის ასობით ოფიცერს სირიის ტერიტორიაზე რეჟიმის მხარდასაჭერად. პარალელურად ნავთობით მდიდარი არაბული სახელმწიფოები სპარსეთის ყურიდან იწყებენ აჯანყებულების დახმარებას იარაღითა და ფინანსებით. მათი მთავარი მიზანი რეგიონში ირანის პოზიციების შესუსტება და გავლენის მოპოვებაა. 2012 წლის შუა პერიოდში ირანი აძლიერებს თავის გავლენას, როცა ჰეზბოლა ერთვება სამხედრო კონფლიქტში, როგორც ასადის მოკავშირე. ამის საპასუხოდ სპარსეთის ყურიდან ზრდიან იარაღის მიწოდებას აჯანყებულებისათვის. საუდის არაბეთი დაფინანსების არხებად თურქეთისგან იწყებს იორდანიის გამოყენებასაც, რომელიც ასევე არის ასადის მოკავშირე. 2013 წლისთვის ახლო აღმოსავლეთი გაყოფილია ორად: ერთ მხარეს არიან სუნიტური ძალებისაგან შემდგარი აჯანყებულები, მეორე მხარეს შიიტური მხარდაჭერის მქონე ასადის რეჟიმი. 2013 წლის აპრილში აქტიურდებააშშ, რომელიც აქამდე კონფლიქტში არ მონაწილეობდა. ობამას ადმინისტრაცია საიდუმლო ბრაძანებით ავალებს ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს, რომ გაწვრთნას და გააძლიეროს აჯანყებულები. იმავდროულად კონფლიქტის მასშტაბების შემცირების მიზნით აშშ იწყებს მოლაპარაკებებს და სთხოვს არაბულ სახელმწიფოებს შეწყვიტონ ექსტრემისტების დაფინანსება, თუმცა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. 2013 წლის აგვისტოში ქალაქ ბუტაში ასადი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს. მომწამვლელი გაზისგან დაიღუპნენ მამაკაცები, ქალები და ბავშვები. „ეს არის აშშ-ს საერთაშორისო უსაფრთხოების ინტერესი, პასუხი გასცეს ასადის რეჟიმს ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის“ - ასეთი განცხადება გააკეთა ამერიკის პრეზიდენტმა ობამამ. ამ განცხადებიდან მოკლე ხანში რუსეთი გამოდის ინიციატივით, რომ ასადის რეჟიმი მის ხელთ არსებულ ქიმიურ იარაღზე სრულ კონტროლს გადასცემს საერთაშორისო თანამეგობრობას მისი შემდგომი განადგურებისთვის. რუსეთის

4


რუსეთის როლი სირიის კონფლიქტში მიზანი გადაერჩინა ასადის რეჟიმი ამერიკული სამხედრო ავიაციის ინტერვენციისაგან და შესაძლო სრული კრახისგან მიღწეულია. 2013 წელს სირია იქცა სუპერსახელმწიფოებრივი(ან სუპერსახელმწიფოების) დაპირისპირების ასპარეზად, რომელშიც გამოიკეთა ერთი მხრივ აშშ, და მეორე მხრივ, რუსეთი, როგორც ასადის მხარდამჭერი. ამავე პერიოდში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ გაწვრთნილი შეიარაღებული მეომრები უერთდებიან აჯანყებულებს, სადაც, ფაქტობრივად, ამერიკა ერთვებაკონფლიქტში. 2014 წლის თებერვალში ომი დიდწილად გარდაიქმნება: ალქაიდას სირიულმა დაჯგუფებამ შიდა დაპირისპირების გამო დისტანცირება მოახდინა ალქაიდას ძირითადი ორგანიზაციისაგან. გამოეყო აჯანყებულებს და შექმნა დამოუკიდებელი ფორმირება, რომელსაც უწოდა „ისლამური სახელმწიფო ერაყსა და სირიაში“. აისისის ჩამოყალიბების დღიდან მან ბრძოლა დაიწყო არა ასადის, არამედ სირიელი მეამბოხეებისა და თურქების წინააღმდეგ. მისი მთავარი მიზანი იყო რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის დაუფლება და კონტროლირება. აისისმა დასახული მიზანი საკმაოდ წარმატებულად განახორციელა. მან შეძლო კონტროლის მოპოვება სირიისა და ერაყის საკმაოდ დიდ ტერიტორიებზე, რომელსაცხალიფატი უწოდა. 2014 წლის სექტემბერში, როდესაც ასადის რეჟიმი გადაურჩა საჰაერო დარტყმებს ქიმიური იარაღის გამოყენების გამო პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა: ''ჩვენ ვახორციელებთ საჰაერო დარტყმებს ტერორისტებზე და ვემზადებით სირიაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ'' . 2014 წლის ზაფხულში, პენტაგონი იწყებს პროგრამის ამოქმედებას, ის წვრთნიდა აჯანყებულებს, რომლებიც იბრძოდნენ არა ასადის რეჟიმის, არამედ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. ის, რომ შტატების მცდელობა გაანადგუროს აისისი, წარუმატებელია, განპირობებულია იმით, რომ ამერიკა არ ახორციელებს სახმელეთო ოპერაციებს და ამავდროულად მას არ ჰყავს ძლიერი საყრდენი და სტაბილური მოკავშირე სირიის ტერიტორიაზე. კიდევ უფრო გართულდა ვითარება 2015 წლის აგვისტოში, როცა თურქეთმა დაიწყო ქურთ დაჯგუფების დაბომბვა ,რომლებიც თავის მხრივ „აისისის“ წინააღმდეგ წარმატებულად იბრძოდნენ. აღსანიშნავია, რომ აისის წინააღმდეგ თურქეთი არ ახორციელებდა მსგავს საჰაერო დარტყმებს. ამავე პერიოდში ღრმავდება აზრთა სხვადასხვაობა თუ რომელი მტერი უფრო პრიორიტეტულია ასადის რეჟიმი თუ აისისი. ასადი ნელ-ნელა კარგავს ტერიტორიებს, მისი სამხედრო პოტენციალი სუსტდება. კრემლი ღიად აცხადებს, რომ იწყებს სამხედრო საჰაერო ოპერაციას აისისის წინააღმდეგ,მაგრამ რეალურად ბომბავს ასადის საწინააღმდეგო სამხედრო დაჯგუფებებს. რუსეთის საჰაერო ძალები ოპერაციებს წარმატებით ასრულებენ, რითაც ასადის რეჟიმს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევენ. დღეს სირიის კონფლიქტში ბევრი ქვეყანაა ჩართული, რომლებიც მხარს უჭერენ სხვადასხვა სუბიექტებს .სირთულე მდგომარეობს იმაში,

5


რუსეთის როლი სირიის კონფლიქტში რომ თვით ძირითად მოკავშირეებშიც კი აქამდე არ არსებობს საერთო ხედვა თუ რომელი მტერია პრიორიტეტული, რომელ სუბიექტს და რა სახით დაეხმარონ, ეს შეუთანხმებლობაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ კონფლიქტის მოგვარების ნაცვლად, მისი კიდევ უფრო ესკალაცია ხდება და მას დასასრული არ უჩანს.

მსოფლიო სირიის კონფლიქტში სირიის კონფლიქტში დიდი როლი ითამაშეს საერთაშორისო მოთამაშეებმა. მათი მხარდაჭერა და ინტერვენცია 2011 წლიდან დღემდე გრძელდება. ამერიკის შეერთებული შტატები მეამბოხეებს, ოპოზიციურ გაერთიანებას, ეროვნულ კოალიციას ეხმარება. ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე ახორციელებს საჰაერო დარტყმებს და ამავდროულად ასადის ოპოზიციად რჩება. იგი ასადს ფართომასშტაბიან სისხლისღვრაში სდებს ბრალს და გადადგომისკენ მოუწოდებს. სირიელმა ქურთებმა ერაყსა და თურქეთში მცხოვრები ქურთებისა და ქურთული დიასპორისგან მიიღეს მხარდაჭერა. რაც შეეხება სირიის მეზობელ თურქეთს, ის ასადის მოწინააღმდეგე ოპოზიციური ძალების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია, ისევე როგორც საუდის არაბეთი და ყატარი. 2015 წლის ივლისში, ჯიჰადისტების შეტევის შემდეგ, თურქეთი აშშ-ის მიერ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ შექმნილ კოალიციას შეუერთდა, რომ საკუთარი საჰაერო ბაზების გამოყენების საშუალება მიეცა დასავლური ძალებისთვის. 2016 წლის აგვისტოში თურქეთმა ტანკები, სამხედრო თვითმფრინავები და სპეციალური დანიშნულების ძალები ჩრდილოეთ სირიაში გაგზავნა, რომ თურქეთის მოსაზღვრე რეგიონები ტერორისტებისგან გაეთავისუფლებინა. რა როლს თამაშობს ევროკავშირი აღნიშნულ კონფლიქტში? ევროკავშირს არანაირი სამხედრო როლი არ აქვს სირიის სამოქალაქო ომში. მას ნეიტრალური პოზიცია უკავია. სამიტის კომუნიკე სანქციების დაწესების შესახებ შეიცვალა უფრო ბუნდოვანი შინაარსის ტექსტით:"ევროკავშირი განიხილავს ყველა შესაძლო ხერხს, რომელიც ამ კრიმინალურ ქმედებებს შეაჩერებს". ევროკავშირის სამ ყველაზე დიდი ქვეყანას, ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას სურთ, რომ მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ მოსკოვზე, ალეპოზე თავდასხმების შესაჩერებლად. მიუხედავად ამისა, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მატეო რენციმ, რომლის ქვეყანასაც ფართო სავაჭრო ურთიერთობა აქვს რუსეთთან,

6


რუსეთის როლი სირიის კონფლიქტში განაცხადა, რომ ეკონომიკური სანქციები არ შეიძლება ჩაითვალოს სტრატეგიად, რადგან რუსეთს მაინც ვერ აიძულებენ სამშვიდობო შეთანხმების განხორციელებას: "ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სირიაში მშვიდობის მისაღწევად, მაგრამ რთული წარმოსადგენია ეს რუსეთზე დაკისრებული სანქციების ფონზე". ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინი აღნიშნავს, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი ალეპოს დაცვაა: "მტკიცედ მოვუწოდებთ რუსეთსა და სირიის რეჟიმს ცეცხლის შეწყვეტისკენ. მოვუწოდებთ, რომ განაგრძონ მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან და სხვა ძირითად მოთამაშეებთან. თავიდან აიცილონ კატასტროფა, განსაკუთრებით კი ჰუმანიტარული კატასტროფა". რუსეთის ქმედებები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს საერთაშორისო ორგანიზაციებმაც. ევროკავშირის არ თვლის, რომ რუსეთის მანევრები მიმართულია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისკენ და აცხადებს, რომ მისი საჰაერო დარტყმები უნდა დასრულდეს. მათი პოლიტიკა გაკრიტიკებული იქნა თეთრი სახლის მიერაც, რომელმაც განაცხადა, რომ მხოლოდ მცირე ნაწილი დარტყმებისა მიმართულია ISISის წინააღმდეგ. საკითხის ირგვლივ მოსაზრებებს გამოთქვამენ ანალიტიკოსები და ექსპერტები. ჯონ მაკ-კეინი სირიის კრიზისის ესკალაციას აღწერს, როგორც „უფლებამოსილების ომს“ აშშ-სა და რუსეთს შორის.2

მედია და სტატისტიკა "თავისუფლების ნაკლებობა და ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული სტრესი ის მიზეზებია, რამაც მოსახლეობის საყოველთაო ბრაზი გამოიწვია სირიის მთავრობის მიმართ. ტუნისისა და ეგვიპტის წარმატებულმა აჯანყებებმა სირიულ პროდემოკრატიულ აქტივისტებს იმედი ჩაუსახა. გარდა ამისა, ბევრი ისლამისტური დაჯგუფება იყო ოპოზიციურად განწყობილი ასადის მთავრობის მიმართ", - წერს Al Jazeera არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მხოლოდ რუსულ საჰაერო დარტყმებს გარდა ტერორისტებისა 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. აქედან 90-მდე ბავშვი. 2013 წლის ივნისის ანგარიშით, 90 000 ადამიანი დაიღუპა კონფლიქტის შედეგად. 2015 წლისთვის, გაეროს მონაცემებით ამ რიცხვმა 250 000-ს მიაღწია, SCPR-ის (Syrian Centre for Policy Research) თანახმად კი 2016 წელს ომის შედეგად პირდაპირი თუ

2

http://edition.cnn.com/2015/10/13/middleeast/syria-civil-war/

7


რუსეთის როლი სირიის კონფლიქტში არაპირდაპირი გზით 470 000 ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა.3 ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის რეჟიმში დაღუპულთა 75% მთავრობის მიერ განხორციელებულ იერიშებს შეეწირა, ხოლო 25%-ISIS-ის წევრებისას. International Business Times-ის იუწყება, რომ ასადის რეჟიმის მსხვერპლი 15.000-ზე მეტი ადამიანი გახდა, მათგან 12,044 მშვიდობიანი მოქალაქე იყო.4 ანალიტიკოსები, პოლიტიკოსები, თუ ექსპერტები დღესაც ცხარედ კამათობენ იმის შესახებ არის თუ არა რუსეთის პოლიტიკა სირიის მიმართ რეალურად ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული, თუ იგი ასადს ეხმარება რეჟიმის შენარჩუნებაში. აღსანიშნავია, რომ კავშირი რუსეთსა და სირიას შორის 4 დეკადზე მეტ დროს ითვლის. ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდში, სირია წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის მოკავშირეს, სწორედ ამ ფაქტზე დაყრდნობით ნათელია, რომ სირიამ კრემლს სთხოვა დახმარება. ანალიტიკოსების მსჯელობით, რუსეთის საგარეო პოლიტიკის მიმართვა ახლო აღმოსავლეთის რეგიონისკენ იყო ერთ-ერთი ნაბიჯი იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გადაეტანა უკრაინიდან სირიაზე და ამასთანავე, კიდევ ერთხელ ეჩვენებინა, რომ რუსეთი, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ძალა, პოზიციებს იმყარებდა. მისი საგარეო პოლიტიკის წარმართვის ინსტრუმენტი კი ამ შემთხვევაშიც აღმოჩნდა სამხედრო შეიარაღება, რომელიც კარგად შეფუთულ ანტიტერორისტულ კამპანიას იყო ამოფარებული. რუსეთმა ამ შემთხვევაშიც არ დაარღვია მისი სტრატეგია და უკომპრომისო თამაში წამოიწყო. კერძოდ, მიმდინარე მოვლენებმა ცხადჰყო, რომ ნაცვლად კრიზისის შესუსტებისა და აღმოფხვრისა, მისი პოლიტიკა სირიის ომის გაღრმავებისკენ არის მიმართული5. მოცემულ კონფლიქტს მრავალი ადამიანის სიცოცხლე და ისტორიული მნიშვნელობის მონუმენტები შეეწირა, ზიანი გაცილებით უფრო დიდია და ის ზოგად მსოფლიო პოლიტიკურ ამინდზე ჰპოვებს ასახვას. გაეროს დევნილთა სააგენტოს მიხედვით, დღესდღეობით, სირიიდან 4 052 011 ადამიანია დევნილი. მათ შორის კი დიდი ნაწილი სიკვდილს გადარჩენილი ხუთიდან თერთმეტ წლამდე ბავშვები არიან. 2011 წლიდან 2015 წლამდე 441 246 სირიის მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. სტატისტიკა ყოველდღიურად იცვლება.

3

<http://www.nytimes.com/2012/02/10/opinion/why-russia-supports-assad.html?_r=4&partner=rss&emc=rss> [11.01.2017] 4<http://www.ibtimes.com/syrias-civilian-death-toll-number-isis-victims-2015-much-less-assad-regimeinflicted-2242839> [11.01.2017] 5<http://www.economist.com/blogs/economist-explains/2015/09/economist-explains-22> [11.01.2017]

8


რუსეთის როლი სირიის კონფლიქტში

რუსეთი სირიის კონფლიქტის მიღმა სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა მთელ მსოფლიოს დაანახა კონტრალიანსის არსებობა, რუსეთისა და ირანის სახით. ირანი და რუსეთი პრეზიდენტ ასადის ალავიტურ მთავრობას დაუდგა გვერდით. მიიჩნევა, რომ თეირანი მილიარდობით დოლარს ხარჯავს წელიწადში ასადის დასახმარებლად. რუსეთმა კი ამასობაში საჰაერო კამპანიას მიმართა ასადის ოპონენტების წინააღმდეგ.6 რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ქვეყანა უპირისპირდებოდა გაეროს ჩართულობას სირიაში, რადგან „სიტუაცია არ შეიცავს საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროებისთვის…“ 4 ოქტომბერს კი რუსეთმა და ჩინეთმა ორმაგი ვეტო დაადო გაერთიანებული ერების უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას, სირიაში ძალადობის დასრულების მოთხოვნის თაობაზე. ამგვარი ნაბიჯით, აშკარა გახდა, რომ ასადის რეჟიმს „წონიანი“ მხარდამჭერები ჰყავდა და მის მიერ წინააღმდეგობის გაწევის შანსი უფრო მაღალი იყო, ვიდრე ოპოზიციის გამარჯვებისა.7 კრიზისის გამწვავების ხელშემწყობ ფაქტორად რუსეთის ადრინდელი წლების მოქმედებებიც გვევლინება. მაგალითისათვის, 2012 წელს მან სირიას მიაწოდა გაახლებული სამხედრო ვერტმფრენები MI-25, საჰაერო თავდაცვის სისტემა Buk-M2, “ბასტიონის” სანაპირო დაცვის სარაკეტო სისტემა და რეაქტიული სამხედრო თვითმფრინავი Yak-130. ცხადია, ამგვარ ქმედებებს საერთაშორისო გამოხმაურებაც მოჰყვა. Human Rights Watch-მა რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი იარაღით მოვაჭრე კომპანია გააფრთხილა საერთაშორისო სამართლის დარღვევების გამო.8აღნიშნა, რომ „სირიის იარაღით უზრუნველყოფა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია“, მოუწოდა მთავრობებსა და კომპანიებს მსოფლიოს მასშტაბით, შეეწყვიტათ ახალი კონტრაქტების დადება და შეეჩერებინათ მიმდინარე მოლაპარაკებები რუსულ კომპანიებთან.9 რუსეთი სირიის კრიზისსა და ტერორიზმის წინააღმდეგ არსებულ სამხედრო კამპანიაში ოფიციალურად 2015 წლის 30 სექტემბერს ჩაერთო, როდესაც გაერთიანებული ერების მიმართ გაკეთებული მიმართვიდან რამდენიმე დღის 6

<http://www.telegraph.co.uk/news/worldnews/middleeast/iran/9526858/Iran-sends-elite-troops-to-aid-Basharal-Assad-regime-in-Syria.html> [11.01.2017] 7<http://www.nytimes.com/2011/10/06/world/middleeast/with-united-nations-veto-russia-and-china-helpsyria.html> [12.01.2017] 8https://www.hrw.org/news/2012/06/03/isolate-syrias-arms-suppliers> [12.01.2017] 9<http://www.eurstrat.eu/why-russia-will-never-back-down-reasons-behind-supporting-the-assad-regime/> [12.01.2017]

9


რუსეთის როლი სირიის კონფლიქტში შემდეგ, პირველი საჰაერო დარტყმა განახორციელა სირიაში არსებულ ქალაქებზე, ჰომასა და ჰამაზე, რომლებიც აჯანყებულთა სტრატეგიულ პუნქტებს წარმოადგენდნენ. ამ ფაქტმა ეჭქვეშ დააყენა რუსეთის რეალური ინტერესები ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლასთან მიმართებაში და კიდევ ერთხელ ნათელჰყო რუსეთის მხარდაჭერა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმისადმი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სირიაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის ნიადაგი გაცილებით ადრე მომზადდა. ჯერ კიდევ 2015 წლის აგვისტოში რუსეთმა სირიის ტერიტორიაზე, საპორტო ქალაქ ლატაკიას მახლობლად განათავსა სამხედრო ბაზა, რომელიც აღჭურვილი იყო T-90 ტანკებით, სამხედრო ატრილერიით, საჰაერო საბრძოლო აღჭურვილობით. 30 სექტემბრის შემდეგ რუსეთის მიერ განხორციელდა არაერთი მასშტაბური საჰაერო დარტყმა, რომელსაც მრავალი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. ვლადიმირ პუტინმა ფედერაციის საბჭოსგან უკვე ოფიციალურად მიიღო თანხმობა სირიაში ჯარის განთავსების შესახებ და საერთაშორისო მედიის ცნობით, რუსეთმა იერიში ქალაქ ჰომში არა ისლამური სახელმწიფოს, არამედ ბაშარ ასადის წინააღმდეგ ამბოხებულთა პუნქტებზე მიიტანა. კვლევის პრობლემას სწორედ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს – რუსეთი ჰესბოლასა და ირანთან ერთად სირიის მთავრობის მხარდამხარ იბრძვის. აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის თუ კოალიციის სხვა წევრების გაფრთხილების მიუხედავად, ბომბები სირიული ოპოზიციისა და სამოქალაქო პირებისკენაა მიმართული და მისი ამგვარი ქმედებები „ექსტრემიზმისთვის ცეცხლზე ნავთს ასხამს“. მიუხედავად პუტინის როიტერისათვის მიცემული განცხადებისა, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს: „ ჩვენ არ ვცდილობთ, რომ რაიმე სახის ლიდერობა დავამყაროთ სირიაზე. სირიას ჰყავს ერთადერთი ლიდერი- სირიელი ხალხი“, ნათელია, რუსეთის აშკარა მხარდაჭერა ასადის რეჟიმის მიმართ. გარდა იმისა, რომ პუტინი საკმაოდ დიდი რაოდებონით ამარაგებს სირიაში არსებულ ბაზებს სამხედრო აღჭურვილობით, იგი ასევე გეგმავს სახმელეთო ბაზების გამაგრებას, რომელიც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოლებს. აღსანიშნავია, რომ პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდგეგ რუსეთის ლიდერი შეხვდა დასავლელ ლიდერებს და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანება შესთავაზა. დევიდ კამერონთან შეხვედრისას შემდეგი განცხადება გააკეთა : „ პარიზში მომხდარმა უკანასკნელმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად“ სწორედ ამის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა სირიაში გაგზავნა 150.000 ჯარისკაცი სამხედრო ბაზების გასამაგრებლად. თუმცა, როგორც აღმოჩნდა ტერორიზმის მოახლოვებულმა საფრთხემ დიდი ხნით ვერ შეინარჩუნა მხარეებს შორის ერთსულოვნება, რადგან გაუგებრობის საგანი გახდა 24 ნოემბერს რუსეთის საჰაერო

10


რუსეთის როლი სირიის კონფლიქტში ქვედანაყოფის სუ-24-ის სირიის საზღვართან ჩამოგდება თურქეთის მიერ.10 ასადის რეჟიმის დამხობის შემთხვევაში, ცხადია, სირიის პოლიტიკა მკვეთრად გადაიხრება დასავლეთისკენ, რომელიც დახმარებას ასევე გაუწევს სახელმწიფოს რეკონსტრუქციის საკითხში. რუსეთისთვის ეს მოვლენა არასასურველი იქნება, რადგან იგი დაკარგავს მოკავშირეს ახლო აღმოსავლეთში და შესაბამისად მისი პოზიციები რეგიონში მკვეთრად შესუსტდება. ეს უკანასკნელი კი პირდაპირ აისახება რეგიონალურ ჰეგემონიასა და პრესტიჟის იერარქიაზე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონი ნავთობის ბაზარზე რუსეთის კონკურენტია, ასე რომ, მას სურს არეულობით ფასების კლება შეამციროს, თუმცა ამის პარალელურად ბოლო დროს აშშ-ს ნავთობის ბაზრის გაზრდამ, მკვეთრად შეცვალა კრემლის გეგმები აღნიშნულთან დაკავშირებით. სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს რუსეთის პატრიარქი ეხმაურება. "ჩვენ გამოუცხადებელი ომი გამოგვიცხადეს. ახლა სირიის მაგალითზე ჩვენ ვხვდებით, რა სურს მოწინააღმდეგეს. მათ სურთ რუსეთის, როგორც მართლმადიდებლობის ფორპოსტის განადგურება. ის, რაც ახლა ხდება თითქოსდა შორეულ სირიაში, რომელიც სინამდვილეში არც ისე შორსაა - ფაქტობრივად, ის ჩვენი მეზობელია - ეს არის სამშობლოს დაცვა. ამიტომ ეს ომი თავდაცვითია. ჩვენი სამხედროები მონაწილეობენ ამ საომარ მოქმედებებში და ეს ომი თავდაცვით ხასიათს ატარებს, ის გამართლებული და სამართლიანია. ისეთი ქმედება, რომელსაც შესაძლოა, ადამიანის სიკვდილი მოჰყვეს, ხანდახან გამართლებულია. დღევანდელი ომი ტერორიზმის წინააღმდეგ უნდა იყოს საერთო ეს არ ეხება მხოლოდ რუსეთს. ჩვენ ბოროტება უნდა დავამარცხოთ. ეს წმინდათაწმინდა ომია", აცხადებს პატრიარქი კირილი.

პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზები არის რაღაც, რისი გაკეთებაც შეუძლიათ შეერთებულ შტატებსა და ნატოს, რათა გადაარჩინონ ხალხის სიცოცხლე საჰაერო დაბომბვისაგან, სამხედრო ქმედებებისათვის მიმართვის გარეშე. ბევრი სიცოცხლის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი თუ ნატო მონდომებული იქნებოდა გაეზიარებინა მის ხელთ არსებული ინფორმაცია. დახვეწილი სატელიტითა და სხვა მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობით, რასაც აშშ-ს სამხედრო ძალა ფლობს, შეუძლიათ მარტივად დაადგინონ მებრძოლთა გეგმა 10

<http://www.express.co.uk/news/world/609757/Putin-ISIS-Islamic-State-Syria-Raqqa-troops-soldiers-air strike-jets-military> [13.01.2017]

11


რუსეთის როლი სირიის კონფლიქტში ალეპოს ან სხვა ქალაქების დაბომბვის შესახებ, იმაზე ადრე, ვიდრე ბომბები მიწაზე დაეცემა. ასეთი დახვეწილი ტექნოლოგია მოიპოვებს სენსიტიურ, დროზე დაფუძნებულ ინფორმაციას, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხსაც კი წყვეტს. საჭიროა მხოლოდ ის, რომ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს ხალხისთვის, რომელიც ომის ეპიცენტრშია. CS აქტივისტები, რომელთაც "rasideen"-ს ანუ დამკვირვებლები ეწოდებათ, ცდილობენ ეს გააკეთონ დაუხვეწავი, მოძველებული მეთოდებით. ახალგაზრდები სხვადასხვა წერტილიდან უყურებენ, აკვირდებიან თვითმფრინავებს და მათი მიმართულების გარკვევას ცდილობენ, რომ დაუკავშირდნენ თავის მეგობრებს იმ იმედით, რომ თავიდან აარიდებენ მათ მთავარ დარტყმებს. მობილური ტელეფონები არ რეაგირებენ იმ ადგილებში, სადაც რეჟიმის კონტროლია, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ იმ ხალხს შეუძლია დაბომბვის შესახებ ინფორმაციის მიღება, ვისაც სატელიტიანი მობილური ტელეფონი აქვს. სირენები- ბუნებრივია აღნიშნულ სახელმძღვანელო ძალას ნაყოფიერი შედეგი არ აქვს, რადგან ის მთელ პოპულაციას ვერ აღწევს. უფრო მეტი შედეგის მომტანი იქნება, თუ სირენები განთავსდება დასახლებულ პუნქტებში, რომ რამენაირად კონტაქტი იქონიონ მათთან, ვინც ფლობს ინფორმაციას მოსალოდნელი დარტყმების შესახებ. ასეთ შემთხვევაში დროულად მოხდება ინფორმაციის გავრცელება და ხალხი დროულად შეძლებს თავის შეფარებას. თუმცა ამბობენ, რომ სირიის სახლებში არ არის არცერთი უსაფრთხო ოთახი ან მიწისქვეშა თავშესაფარი. ძალადობა სირიაში გახდა ყველაზე დიდი მომაკვდინებელი იარაღი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. კონფლიქტის ყველა მხარე, რუსეთისა და სირიის ჩათვლით, ავრცელებენ კონტრინფორმაციას, რომ მათ სამიზნეს არ წარმოადგენენ მშვიდობიანი მოქალაქეები. მფრინავი ძალა-გაეროსა და ნატოს იდეა რუსი და სირიელი მფრინავების შესახებ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ომის აქტი, რადგან ის ასუსტებს მოულოდნელობის ფაქტორს. აღნიშნული არ წარმოადგენს მათი მხრიდან მყარ არგუმენტს, რადგან ეს არაძალადობრივი ფორმა მოქალაქეების დასახმარებლად არ შეიძლება პირდაპირ შევადაროთ ოპერატიულ სამხედრო მოქმედებებს აშშ-მ არ უნდა აარიდოს თავი პასუხისმგებლობას იმაზე, რაც სირიაში ხდება. სიტყვა და მუქარა არ არის საკმარისი დაბომბვის შეწყვეტისათვის. თუ შეერთებული შტატები არ გამოიყენებს სამხედრო ძალას, რომ შეაჩეროს შეტევები, მაშინ სულ მცირე მას იმის გაკეთება მაინც შეუძლია, რომ მოსახლეობა, რომელიც სირიაში ცხოვრობს და რომელიც ყოველდღიურად იბომბება, უზრუნველყოს ინფორმაციით, რომელიც ნატოს ხელთ აქვს. სირენებით გაფრთხილების გეგმა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის საკვების მიწოდება პატარა ნაბიჯია სიტუაციისგან გამოწვეული ზიანის შემცირებისაკენ. ეს არ

12


რუსეთის როლი სირიის კონფლიქტში შეაჩერებს ომსა და ტანჯვას, მაგრამ პატარ-პატარა ნაბიჯებით, მას შეუძლია იხსნას ადამიანების სიცოცხლე. ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა უფრო ღირებული შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე საჯარო გამოსვლები და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული ინტერვენცია.11

ვინ რას აკონტროლებს დანართი 1.12 5 წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ, სირია გახდა ის ქალაქი, რომელიც ნანგრევებზე დგას. დაიღუპა ათასობით ადამიანი, ხოლო მილიონობით გაიქცა. ომში, რომელსაც დასასრული არ უჩანს, სხვადასხვა ჯგუფები აგრძელებენ ბრძოლას ქალაქის უდიდეს ნაწილებზე კონტროლის მოსაპოვებლად. სირიის მთავრობა, რომელიც მხარდაჭერას რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებით განიცდის, ISIL, ქურთული ფრაქციები, და რამდენიმე სხვა მეამბოხეთა ჯგუფი, დღემდე იბრძვიან ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილზე კონტროლის მოსაპოვებლად. 2016 წლის დასასრულს სირიის მთავრობამ მოახერხა ალეპოს-ერთერთი მთავარი საბრძოლო მიწის ხელში ჩაგდება. პარალელურად, ქურთმა მებრძოლებმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილამდე მიაღწიეს, ISIL-ის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. თურქეთის ჯარები, გარკვეული ჯგუფების განდევნით ჯარაბლუსში, ახლახანს შეუერთდნენ ბრძოლას ISIL-ის წინააღმდეგ. ISIL მხოლოდ კი არ კარგავს ტერიტორიას სირიაში, არამედ, როგორც დღევანდელი რუკა გვიჩვენებს - ერაყშიც, სადაც ქურთები და ერაყის უშიშროების ძალები ნელნელა იკაფავენ გზას ISIL-ის ბოლო დასაყრდენამდე-მოსულამდე.

11

<http://www.aljazeera.com/…/nato-syrian-civilians-1610230852…> [14.01.2017]

12

წყარო იხ: Al Jazeera and agencies. [12.01.2017]

13


რუსეთის როლი სირიის კონფლიქტში

დანართი

2.13

მას შემდეგ, რაც 2011 წელს, კონფლიქტი დაიწყო, ჩრდილოეთის ქალაქი ალეპო მყარად ჩაერთო ბრძოლაში. 2016 წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში სირიულმა სამხედრო არმიამ რუსეთის ჯარების დახმარებით ქვეყნის მთავარი ქალაქი დაიბრუნა.

13

იხ: <http://www.aljazeera.com/indepth/interactive/2016/10/aleppo-controls-161031133010441.html> [12.01.2017]

14


რუსეთის როლი სირიის კონფლიქტში

15


რუსეთის როლი სირიის კონფლიქტში ბიბლიოგრაფია/ელექტრონული რესურსები:

1. <https://www.youtube.com/watch?v=Kq43MPIeYj8> 2. <http://www.telegraph.co.uk/…/russia-sends-fighter-jets-syr…/> 3. http://edition.cnn.com/2015/10/13/middleeast/syria-civil-war/ 4. <http://www.nytimes.com/2012/02/10/opinion/why-russiasupportsassad.html?_r=4&partner=rss&emc=rss> 5. <http://www.ibtimes.com/syrias-civilian-death-toll-number-isis-victims-2015-much-less-assadregime-inflicted-2242839> 6.

<http://www.economist.com/blogs/economist-explains/2015/09/economist-explains-22>

7. <http://www.telegraph.co.uk/news/worldnews/middleeast/iran/9526858/Iran-sends-elite-troopsto-aid-Bashar-al-Assad-regime-in-Syria.html> 8.<http://www.nytimes.com/2011/10/06/world/middleeast/with-united-nations-veto-russia-andchina-help-syria.html> 9.https://www.hrw.org/news/2012/06/03/isolate-syrias-arms-suppliers> 10.<http://www.eurstrat.eu/why-russia-will-never-back-down-reasons-behind-supporting-the-assadregime/> 11.<http://www.express.co.uk/news/world/609757/Putin-ISIS-Islamic-State-Syria-Raqqa-troopssoldiers-air strike-jets-military> 12.<http://www.aljazeera.com/…/nato-syrian-civilians-1610230852…> 13.<http://www.aljazeera.com/indepth/interactive/2016/10/aleppo-controls-161031133010441.html>

16

დავით ჯავახიშვილი რუსეთის როლი სირიის კონფლიქტში