Georgian Airways in-flight magazine #3-2018

Page 35

პაციენტმა შეიტყო საქართველოში არსებული მკურნალობის მეთოდის _ ფაგოთერაპიის შესახებ და ჩამოსვლა გადაწყვიტა: სპეციალისტებმა აუღეს ანალიზები, მოძებნეს ბაქტერია და პა­ ციენტს ამ ბაქტერიის საწინააღმდეგო ფაგი დაუნიშნეს. ამჟამად მკურნალობის დაწყებიდან გასულია 3 წელი და პაცი­ ენტის ჭრილობა მთლიანად შეხორცებულია, აღარ აქვს ფისტუ­ ლა, წყლული მოშუშდა და ძვალშიც შეჩერდა ინფექციური პრო­ ცესი. მკურნალობა შედეგიანი გამოდგა.

რა არის ფაგოთერაპია? XIX საუკუნის ბოლოდან რამდენიმე მეცნიერმა შეამჩნია მდი­ ნარის წყლების ანტიბაქტერიული ეფექტი, რაც მიკროსკოპული დაკვირვების დროსაც გამოჩნდა: ზოგიერთი მიკროორგანიზ­ მი ბაქტერიას ანადგურებდა. 1915 წელს ასეთი რამ კვლევისას ქართველმა მიკრობიოლოგმა გიორგი ელიავამაც დაინახა: მიკროსკოპის ქვეშ რამდენიმე დღით დატოვებულ საკვლევ მასალაზე ცხადად ჩანდა, როგორ განადგურდა ბაქტერიების ნაწილი ამოუხსნელი მიზეზით.

1917 წელს ამ მოვლენის მეცნიერული ახსნა პარიზის პასტერის ინსტიტუტის მიკრობიოლოგმა ფელიქს დ’ერელმა შეძლო და ახლად აღმოჩენილ ორგანიზმებს ბაქტერიოფაგი ანუ „ბაქტერი­ ის მჭამელი“ უწოდა. მანვე დანერგა მედიცინაში მკურნალობის ახალი მეთოდი _ ფაგოთერაპია. ბაქტერიოფაგი არის ვირუსი, რომელიც კონკრეტულ ბაქტერიას ებრძვის. მას აქვს თავი, ყელი, სხეული და შოლტები; სწორედ შოლტებით ეკვრის ბაქტერიას, ნერგავს მასში საკუთარ დნმ-ს, იყენებს მიკრობის რესურსებს, მრავლდება და როდესაც მიკ­ რობულ უჯრედში ვეღარ ეტევა, ხეთქავს მას, შემდეგ გარეთ გა­ მოდის და სხვა მიკრობებს უტევს.

გიორგი ელიავა და ბაქტერიოფაგი გიორგი ელიავა ფელიქს დ’ერელს საფრანგეთში, პასტერის ინსტიტუტში შეხვდა. ელიავა ამ ინსტიტუტში 1918-1921 და 19251927 წლებში მუშაობდა. ფაგების გამოყენებასთან დაკავშირე­ ბით ორი მეცნიერის ინტერესები გადაიკვეთა და 1923 წელს მათ ერთობლივად დააარსეს თბილისის ბაქტერიოლოგიის ინსტიტუტი. ინსტიტუტს უზარმაზარი ტერიტორია გადაეცა, სადაც სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად წარმოების პროცესიც მიმდინარეობდა. პარალელურად, გიორგი ელიავა სათავეში ჩაუდგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიგიენისა და მიკრობიოლოგიის კათედრებს, 1934 წელს შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგური

WHAT IS PHAGE THERAPY? At the end of 19th century, several scientists discovered antibacterial properties of river waters though microscope: some microorganisms destroyed bacteria. In 1915, the same thing was discovered by Georgian microbiologist Giorgi Eliava. On the sample, left to examine under the microscope for several days, part of bacteria was combated for reasons unknown. In 1917, scientific process behind this phenomenon was provided by Félix d'Hérelle, a microbiologist in Pasteur Institute, Paris and named these newly-discovered organisms bacteriophages – „bacteriaeating“ organisms. He also established new treatment method – phage therapy. Bacteriophage is a virus that fights specific bacteria. It has a head, neck, body and tails. It attaches itself to the bacteria with tails and plants its DNA, uses the microbe’s resources, multiplies, after the microbe cell space is not enough, it breaks the surface and attacks other microbes.

GIORGI ELIAVA AND BACTERIOPHAGE Giorgi Eliava met Félix d'Hérelle in Pasteur Institute. Eliava worked in this institute in 1918-1921 and 1925-1927. The two scientists had similar interests and in 1923 they co-founded Bacteriology Institute. The institute was given vast territory, where, along with scientific research, they started producing phages too. Same time, Giorgi Eliava led Hygiene and Microbiology academic departments at Tbilisi State University. He established the station 33


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.