Issuu on Google+


წიგნი გამოიცა ევრაზიის თანამშრომლობის ფორდის მხარდაჭერითა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. მასში გადმოცემული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის თვალსაზრისს.

Книга публикуется в рамках проекта финансируемого Фондом Сотрудничества Евразия за счет средств, предоставленных Шведским Агентством по Международному Развитию. Точка зрения, высказанная в ней, может не совпадать с точкой зрения Шведского Агентства по Международному Развитию и Фонда Сотрудничества Евразия.

This program, publication is produced through the project supported by a grant from the Eurasia Partnership Foundation through funds from Swedish Agency for International Development (SIDA) The opinions expressed in this publication do not necessarily represent those of the Eurasia Partnership Foundation SIDA.


საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსი

საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებსსაქართველოს სკოლებში არსებულ მოსწავლეთა თვითმმართველობებსა და კლუბებს. ორგანიზაციის შექმნა მნიშვნელოვნადგანაპირობა 2004 წლიდან საქართველოს ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა, რომელთა ერთ-ერთიმთავარი პრიორიტეტი სასკოლო ცხოვრებასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსწავლეთა ჩართვაგახლდათ. სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობებისა და კლუბების ფუნქციონირება გამომდინარეობს ზოგადი განათლებისშესახებ საქართველოს კანონიდან, რომლის მიხედვითაც მოსწავლეები მონაწილეობენ სკოლის თვითმმართველობის უმაღლეს ორგანოში - სამეურვეო საბჭოში და ასევე ჩართულები არიან სკოლის დისციპლინური კომიტეტის მუშაობაში. საქართველოში სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსის შექმნის ინიცირება მოხდა 2011 წლის აპრილში თბილისისაკადემიკოს ილია ვეკუას სახ. ფიზიკა-მათემატიკის #42 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ, PH International-ის მიერ სამოქალაქოგანათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების წახალისებით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოსწავლებმა მრავალი შემეცნებითი, საგანმანათლებლო, სპორტული და სხვა ხასიათისპროექტი განახორციელა, რამაც სხვადასხვა მიმართულებების კლუბების (ნატოს, გაეროს, ევროინტეგრაციის, გარემსო დაცვის,ხელოვნების მოყვარულთა და სხვა) შექმნა განაპირობა. მოსწავლეები თავიდანვე ორიენტირებული იყვნენ სხვა სკოლისთანატოლებთან თანამშრომლობისაკენ, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი PH International- ის მცირე გრანტების პროგრამისამომქედებამ, რომლის ფარგლებშიც დაფინანსებულმა პროექტებმა განაპირობა სკოლებში მოსწავლეთასხვადასხვა გაერთიანებების ჩამოყალიბება. სწორედ მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში მოსწავლეთა გაერთიანებების რაოდენობის გაზრდის ფონზე კიდევ უფროაქტუალური გახდა ალიანსის ფორმირება, რომლის მთავარი დატვირთვა არის სხვადასხვა გაერთიანებებს შორის კომუნიკაციისუზრუნველყოფა და პარტნიორული ურთიერთობების გამყარება.

ორგანზიაციის მისია: ორგანზიაციის მისია არის, საქართველოს სკოლების მოსწავლეთა სამოქალაქო აქტივობებში ჩართვა და მათი ინიციატივების ხელისშეწყობა, როგორც რეგიონული, ისე საერთაშორისო მაშტაბით.

საერთაშორისო თანამშრომლობა: ალიანსის სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს ევროპის სკოლის მოსწავლეთ გაერთიანებების საორგანიზაციო ბიურო, რომელიც ევროპის მასშტაბით აერთიანებს ნაციონალურ სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებებს და მუშაობს სკოლის მოსწავლეთა ინტერესების დაცვისთვის. ჩვენი პრიორიტეტია OBESSU -ში გაწევრიანება.


საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსი

პროექტი "მოსწავლეთა გაძლიერება დემოკრატიული საქართველოსთვის" პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსის ორგანიზაციულ განვითარებას. პროექტი სამი კომპონენტისგან შედგება: პირველი ეტაპის ამოცანაა, საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსის საქმიანობაში ჩართული მოსწავლეების უნარ–ჩვევების განვითარება, ორგანიზაციული მართვის, ფინანსების მოძიებისა და მონიტორინგის კუთხით, რომლის მისაღწევადაც გამოიცემა ახალგაზრდული სახელმძღვანელოს ქართული ვერსია, რომელიც აღწერს მოსწავლეთა გაერთიანებების სტრუქტურული და თანამშრომლობითი განვითარების მექანიზმებს. მეორე ეტაპის ამოცანაა, საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსში წევრი და პარტნიორი მცირე გაერთიანებების მონაწილეობით დემოკრატიული საარჩევნო სტრუქტურის განვითარება, რომელიც შესრულდება ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ორგანიზებით, სადაც ალიანსის წევრი მოსწავლეთა მცირე გაერთიანებები აირჩევენ ორგანიზაციის მმართველ საბჭოს და დასახავენ მომდევნო ორი წლის სამოქმედო გეგმას. პროექტის მესამე ეტაპის ამოცანაა მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსში, სასკოლო თვითმმართველობის როლის სწორად გააზრების მეშვეობით. ამოცანის შესასრულებლად შეიქმნება საინფორმაციო ვებ–გვერდი, რომელიც დაწვრილებით აღწერს მოსწავლეთა უფლებებს სკოლის თვითმმართველობაში ჩართულობის შესახებ, მოსწავლეთა თვითმმართველობის დანიშნულებასა და მუშაობის პრინციპებს. პროექტის შედეგადშექმნილი მასალების (სახელმძღვანელო, ვებ–გვერდი) პოპულარიზაცია მოხდება საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში არსებულ მოსწავლეთა თვითმმართველობებსა და კლუბებში, ხოლო გენერალური ასამბლეა გაიმართება ქალაქ თბილისში, რომელშიც ხმის უფლება ექნებათ ალიანსის წევრ მოსწავლეთა მცირე გაერთიანებებს. პროექტის განხორციელება დაიწყება 2012 წლის სექტემბრში და გაგრძელდება 9 თვის განმავლობაში. პროექტის პარტნიორია საქართველოს სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა სამინისტრო. ასევე პროექტს მხარს უჭერს ევროპის სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების საორგანიზაციო ბიურო (OBESSU).

პროექტის ამოცანები: •საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსის საქმიანობაში ჩართული მოსწავლეების უნარ–ჩვევების განვითარების ხელ–შეწყობა, ორგანიზაციული მართვის, ფინანსების მოძიებისა და მონიტორინგის კუთხით; •საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსში წევრი და პარტნიორი მცირე გაერთიანებების მონაწილეობით დემოკრატიული საარჩევნო სტრუქტურის განვითარება; •მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსში, სასკოლო თვითმმართველობის როლის სწორად გააზრების მეშვეობით.


02


რა არის OBESSU? OBESSU დაარსდა დუბლინში 1975 წელს. იგი წარმოადგენს მსოფლიო ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეთა გაერთიანებებს შორის თანამშრომლობის პლატფორმას. OBESSU ამარტივებს მოსწავლეთა გაერთიანებებს შორის თანამშრომლობას რათა მათ შეძლონ:  გაუზიარონ ერთმანეთს პრაქტიკული გამოცდილება.  მიაღწიონ პოლიტიკურ მიზნებს ევროპულ დონეზე. როგორც მაგალითად, ხელი შეუწყონ განათლების ყველასათვის ხელმისაწვდომობას.  მხარში ამოუდგნენ ერთმ���ნეთს და ხელი შეუწყონ მოსწავლეთა გაერთიანებების ჩამოყალიბებას იქ, სადაც ასეთი გაერთიანებები ჯერ არ არსებობს. OBESSU-ს შტაბ-ბინა მდებარეობს ბრიუსელში, საიდანაც ხდება ორგანიზაციის პროგრამისა და ცალკეული აქტივობების კოორდინირება და საჭირო სამუშაო მასალებით მომარაგება. შტაბ-ბინა წარმოადგენს OBESSU-ს ევროპულ ინსტიტუტებში და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებში ევროპის პოლიტიკურ ასპარეზზე. ორგანიზაცია აერთიანებს წევრ და დამკვირვებელ ორგანიზაციებს ევროპის 20-ზე მეტი ქვეყნიდან. წევრი ორგანიზაციები წარმოადგენენ დამოუკიდებელი, ეროვნული და დემოკრატიული სკოლების მოსწავლეთა გაერთიანებებს.


ძვირფასო მკითხველო... წიგნი, რომელიც ხელში გიჭირავს არის ინსტრუქცია სკოლის მოსწავლეებისთვის და შექმნილია იმისთვის, რომ გააცნოს მოსწავლეები მოსწავლეთა გაერთიანებების სამუშაოს და მის სხვადასხვა ასპექტს, როგორებიცაა: შექმნა-ჩამოყალიბება, ეკონომიკური საკითხების მენეჯმენტი, ღონისძიებების ორგანიზება, ლიდერობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, მედიასთან თანამშრომლობა და მჭევრმეტყველება. ამ სამუშაოს მთავარი მიზანი არის მოსწავლეთა აქტივობის წახალისება, მათი დახმარება გაერთიანებების დაარსებაში და ჩამოყალიბებაში, რადგანაც აქტივობას წინ დიდი ბარიერი უდგას გამოუცდელობისა და ინფორმაციის უქონლობის სახით. ასევე ეს წიგნი მაგალითების სახით გთავაზობთ სხვადასხვა აქტივობებს, მასშტაბურ კამპანიებს და მომსახურებებს, რომლებსაც ხორცი შეასხეს ევროპის სკოლების მოსწავლეთა გაერთიანებებმა. ის, თუ როგორ დაამყაროთ კონტაქტი ამ ორგანიზაციებთან, ასევე ამ წიგნში არის მოცემული. მიზეზი თუ რატომ მიგვაჩნია მოსწავლეთა გაერთიანებები ასე მნიშვნელოვნად, არის ის, რომ მიუხედავად მათი არასტანდარტული მიდგომისა, აგრეგაციასა და კონფრონტაციასთან მიმართებაში, ისინი ყველანი ერთი მიზნისკენ მიილტვიან, რომელიც არის იმ პირობების გაუმჯობესება რომლებშიც მოსწავლეებს უხდებათ ყოფნა, მუშაობის პროცესში კი ისინი ახდენენ დასმული საკითხის გარშემო პოლიტიკისა და კრეატიულობის სტიმულირებას როგორც სკოლებში, ასევე მთლიანად საზოგადოებაში. უფრო მეტიც, მოსწავლეთა გაერთიანებები ძვრას აძლევენ აქტივობებს, აგრეგაციის იდეასა და დემოკრატიის იდეის განვითარებას უწყობენ ხელს. მათივე ორგანიზებით ჩამოყალიბებული კავშირებისა და გაერთიანებების მაგალითზე მოსწავლეები ხედავენ დემოკრატიის იდეის პრაქტიკაში განხორციელებას და ამით ადრეული ასაკიდანვე იძენენ შედგენილი საზოგადოების წევრისთვის აუცილებელ უნარებს და თვისებებს. აქტივობაში მონაწილეობის პრინციპი, არის დემოკრატიის საფუძველი. სკოლა, რომელიც არ ითვალისწინებს ამ პრინციპს, თავის ფუნქციას მხოლოდ ნახევრად ასრულებს. ის გადასცემს მოსწავლეებს გონებრივ რესურსს მაგრამ არ შესძენს მათ იმ უნარ-ჩვევებს რომლებსაც ისინი გამოიყენებენ როდესაც მათ დაეკისრებათ საზოგადოების პასუხისმგებელი და აქტიური წევრის როლი. ზემოთხსენებული მიზეზები გვაფიქრებინებს, რომ სკოლის მოსწავლეთა სამუშაო ინსტრუქცია ბევრ ახალგაზრდას უბიძგებს გაერთიანდეს ევროპის მოსწავლეთა კავშირებში როგორც ადგილობრივი, ასევე ეროვნული მასშტაბით და ნათელს მოჰფენს მათს, იდეებს საჭიროებებს, უფლებებს და ინტერესებს.

ისიამოვნეთ კითხვით! OBESSU

04


განსაკუთრებული მადლობა... მადლობას ვუხდით ყველას, ვინც კი ჩართული ამ წიგნის დაწერაში და მასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობაში: იოვანნა ბაზეკოვსკა ემმა ბირმანი ჯორჯ ბოლდტი ეივინდ ფრენგ დეილი პიტერ გერლახი ინგრიდ გოგლი მარტინა შეგი ბრუნო სელუნ გილიერმო ტორალ მარტინეს დავიდ ტოქსლერ ანტონია ვულფ

მაკედონია ინგლისი ფინეთი ნორვეგია შვედეთი ავსტრია იტალია საფრანგეთი ესპანეთი შვეიცარია ფინეთი

ასევე მადლობას მოვახსენებთ ფილიპო რინილოს წიგნის გრაფიკული გაფორმებისთვის. განსაკუთრებული მადლობა ევროსაბჭოს „ევროპის ახალგაზრდობის ფონდს“ რომელმაც ამ პროექტს ფინანსური დახმარება გაუწია. თქვენს გარეშე ეს წიგნი არ იარსებებდა!


06


სარჩევი 3 რა არის OBESSU? ძვირფასო მკითხველო... 4 განსაკუთრებული მადლობა... 5 სარ 7 1. რა არის სკოლის მოსწავლეთა გაერთიანება? 8 2. სკოლის მოსწავლეების გააქტიურება 12 3. ორგანიზაციის სტრუქტურა - სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების 15 სტრუქტურები 4. ცვლილებები - როგორ მოვახდინოთ გავლენა? 23 4.1. გადაწყვეტილების მიღების პროცესი სკოლაში 24 4.2. სტრატეგიების შემუშავება, ანალიზირება და დაგეგმვა 26 4.3. გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრა 30 4.4. გავლენის მოხდენა მოლაპარაკების გზით 33 4.5. სტრატეგიული გაერთიანებები 36 4.6. საზოგადოების აზრის ჩამოყალიბება - კამპანიები 37 4.7. ძალის გამოვლინება, მანიფესტაციები 40 4.8. დემონსტრაციები 42 5. მეგობრების შეძენა, პარტნიორებთან მორიგება 51 6. გააკეთე ეს! - ღონისძიებების ორგანიზება 53 7. 3. ინფორმაცია, იდეები, გადაწყვეტილების მიღება - შეხვედრების 61 ორგანიზება 8. „ობობა ქსელში“ - კრების წაყვანა 64 9. რა ითქვა? - მოვლენების აღრიცხვა 68 10. ცოდნა ძალაა - ინფორმატიულობის მართვა სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებებში 70 11. ფულის შოვნა - ფონდების დაარსება სკოლის მოსწავლეთა 76 გაერთიანებებში 12. ფულის გამოყენება - სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების სახსრების მართვა 80 13. ერთად მუშაობა - მუშაობა გუნდში და ლიდერობა 82 14. მოიფიქრე სიახლე, იფიქრე უსაზღვროდ - კრეატიულობა 90 15. საჭირო ინფორმაცია საჭირო პირს - წევრებთან ურთიერთობა 93 16. დაარწმუნე ყველანი - პრეზენტაციისთვის საჭირო უნარები და მჭევრმეტყველება 96 17. უფრო მეტი ვიდრე მშრალი სიტყვები - კომუნიკაცია ერთი-ერთზე 100 18. საუკეთესო მეგობარი ყველაზე დიდი მტერია - მედიის კონტროლი 102 შეჯამება დამატება 1. SWOT-ანალიზი 2. ადგილობრივი მასშტაბის სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების წესდებები 3. ბავშვთა უფლებების დეკლარაცია

114 117

დოკუმენტების შაბლონები 1. სამახსოვრო ბარათის შაბლონი 2. თვითშეფასების ხე

120 120 121

110 111 112


1. რა არის სკოლის მოსწავლეთა გაერთიანება? შესავალი სკოლის მოსწავლეები ყოველდღე ახალ ნაბიჯებს დგამენ საკუთარი პირობების გასაუმჯობესებლად, როგორც სკოლის შიგნით ასევე მის გარეთაც. სკოლის მოსწავლეთა გაერთიანება არის ორგანიზმი, რომელსაც ქმნიან სკოლის მოსწავლეები და რომელიც უძღვება მთელ ამ სამუშაოს. მოსწავლეთა გაერთიანება ახდებს მუშაობის პროცესის კოორდინირებას, უწევს მხარდაჭერას პროცესში ჩართულებს, უზრუნველყოფს მათ ფინანსურად, იმისთვის რომ სკოლის მოსწავლეებმა იაქტიურონ როგორც საკუთარი, ასევე სკოლელების ინტერესების დასაკმაყოფილებლად. გაერთიანება მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს რომელიც ზრდის სკოლის მოსწავლის მოღვაწეობის ნაყოფიერებას. ეს იმას ნიშნავს, რომ გაერთიანებას შეუძლია მოსწავლეთა კოორდინირება როგორც სკოლის, ასევე რეგიონული/ეროვნული ან სულაც გლობალური მასშტაბით, იქიდან გამომდინარე, თუ საიდან ჩნდება ამის საჭიროება და ბიძგი. მიზნები სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებები ევროპაში სხვადასხვა სახის არსებობს, მაგრამ მათ ერთნაირი მიზნები აერთიანებთ: სკოლის მოსწავლეთა საერთო ინტერესების და���ვა და დაკმაყოფილება. მიზნის დეტალურად განხილვისთვის მას ხუთ კატეგორიად დავყოფთ. - სკოლის მოსწავლეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვა და დაკმაყოფილება. სკოლის მოსწავლეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვა ნიშნავს იმას, რომ დავრწმუნდეთ, რომ საზოგადოების თანაცხოვრების პრინციპები ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ესენი კი შემდეგია: მოსწავლის თავისუფალი სიტყვის დაცვა, გაერთიანებების შექმნის უფლება და მისი დაცვა, კოლექტიური სასჯელების არარსებობას და ა.შ. - სკოლის მოსწავლეთა ინტერესების დაცვა-დაკმაყოფილება საგანმანათლებლო სფეროში. სკოლის მოსწავლეთა ინტერესების დაცვა-დაკმაყოფილება საგანმანათლებლო სფეროში უპირველეს ყოვლისა ნიშნავს მათთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. ამის მიღწევა შესაძლებელია პედაგოგიურ მეთოდოლოგიებზე გავლენის მოხდენით, ისევე იმაზე, თუ როგორ არის მოწყობილი დასკვნითი გამოცდები. - სკოლის მოსწავლეთა სამუშაო გარემოსთან დაკავშირებული ინტერესების დაცვა-დაკმაყოფილება. სკოლის მოსწავლეებისთვის ჯანსაღი და დაცული სამუშაო გარემოს შექმნა მოიაზრებს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ მხარეს. ამის მიღწევა შესაძლებელია ურთიერთპატივისცემის დანერგვით მთლიანად სკოლის და მასში მოღვაწე საზოგადოების მასშტაბით, ჩაგვრის, დისკრიმინაციისა და დაშინებების აღმოფხვრით.

08

- სკოლის მოსწავლეთა ეკონომიკური ინტერესების დაცვა-დაკმაყოფილება. იშვიათად ხდება ისე, რომ სკოლის მოსწავლეებს საკმარისი ფული ჰქონდეთ. ეკონომიკური ინტერესების დაცვა-დაკმაყოფილება შეიძლება ნიშნავდეს განათლებასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებას, რაც შეიძლება მოხდეს სახელმწიფოსთვის მოსწავლეების ფინანსური დახმარების შეთავაზების/გაზრდის გზით. ასევე ფასდაკლებების დანერგვის შეთავაზება ისეთ სერვისებზე, რომელზეც განსაკუთრებით ხშირია მოსწავლეთა მოთხოვნა ბიბლიოთეკებში, კაფეებში, მუნიციპალურ ტრანსპორტში და სხვა.


- სკოლის მოსწავლეთა სოციალური ინტერესების დაცვა-დაკმაყოფილება. სკოლის მოსწავლეებს სკოლაში ყოფნა არა მარტო იმის გამო მოსწონთ რომ იქ განათლებას იღებენ, არამედ იმიტომაც, რომ იქ აქვთ შესაძლებლობა სოციუმის ნაწილად იგრძნონ თავი. სკოლის მოსწავლეთა უმეტესობა არის არა- სრულწლოვანი, რაც ქვეყნების უმეტესობაში დაკავშირებულია დისკოთეკებზე, ღამის კლუბებში და სხვა მსგავს დაწესებულებებში შესვლის აკრძალვასთან. ამასთანავე, რადგანაც სკოლის მოსწავლეებს ბევრი ფული არ აქვთ, სპეციალურად მათთვის ღონისძიებებისა და აქტივობების მოწყობა იშვიათია. სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებებს შეუძლიათ სპორტული შეჯიბრებების, კონცერტების ან დისკოთეკების ორგანიზება, იმისთვის რომ მოსწავლეებს მისცენ საშუალება სასიამოვნოდ გაატარონ დრო.

როგორ ახდენს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანება ამ ინტერესების დაცვას და დაკმაყოფილებას? ბობს სამუშაოს სამი ძირითადი კატეგორია, რომელსაც სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებები ეწევიან მოსწავლეების ინტერესების დასაცავად. პოლიტიკური აქტივობა, წარმომადგენლების ყოლა და მისი ლობირება გადაწყვეტილების მიმღებებზე გავლენის მოსახდენად. საზოგადოების აზრის და დამოკიდებულების შეცვლა სკოლის მოსწავლეების ინტერესების სასარგებლოდ ღონისძიებების ორგანიზება და მომსახურების შეთავაზება მათი მონაწილეებისთვის.

პოლიტიკური აქტივობა წარმომადგენლების ყოლა და მისი ლობირება გადაწყვეტილების მიმღებებზე გავლენის მოსახდენად. სკოლის მოსწავლეების მდგომარეობას აკონტროლებს რამდენიმე პირი, რომელსაც სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღება ევალება. მასწავლებლებს ეკისრებათ პედაგოგიური მეთოდების მართვა, დირექტორები მუშაობენ სკოლის ზოგად პრობლემებზე, ადგილობრივი და ეროვნული მთავრობა კი კანონმდებლობაზე და ა.შ იმისთვის რომ შესაძლებელი გახდეს მოსწავლეების მდგომარეობის გაუმჯობესება, გაერთიანებამ უნდა მოახდინოს გავლენა ამ პირებზე. იმ გაერთიანებებმა, რომლებიც უკვე სრულყოფილად არიან ჩამოყალიბებულნი, მიაღწიეს იმას, რომ მათ დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ ზოგადი განათლების სფეროში, და მათი აზრი დაფასებულია მმართველი ორგანოების მიერ. აქედან გამომდინარე მათ აქვთ კარგი შესაძლებლობა გავლენა მოახდინონ სკოლის მოსწავლეთა მდგომარეობაზე ადრეული ეტაპებიდანვე. (მეტი დეტალებისთვის იხ. „როგორ მოვახდინოთ გავლენა“)


დასკვნით გამოცდებთან დაკავშირებით აზრის გამოთქმის ცხელი ხაზი ცხელი ხაზი არის დანიის სკოლის მოსწავლეთა გაერთიანების პროექტი (LAKS’ – Landelijk Aktie Komtee Scholieren) რომელიც შეიქმნა დასკვნითი გამოცდების გასაუმჯობესებლად. თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ნიდერლანდების სკოლებში დასკვნითი გამოცდები ცუდად იყო ორგანიზებული. გამოცდების სირთულეებს შორის არანაირი კავშირი არ იყო, რაც იმას ნისნავდა, რომ ზოგი გამოცდა ზედმეტად რთული იყო, ზოგი კი ძალიან ადვილი. გამოცდების საორგანიზაციო სამუშაოები ადგილობრივი მასშტაბით ქაოტური იყო, და ხშირად საგამოცდო საკითხებში შეცდომები იყო დაშვებული. იმ დროს სკოლის მოსწავლეებმა არ იცოდნენ თუ სად მიემართათ საცივრებით და ასე, 1988 წელს LAKS-მა მოაწყო ცხელი ხაზი რომელიც დღემდე მოქმედებს. ორგანიზაციამ შეძლო გარდატეხა მოეხდინა გამოცდების მოსამზადებელ სამუშაოებში და ამასთან დაკავშირებულ სხვა აქტივობებში. ახლა LAKS-ი ერთ-ერთი წარმომადგენელია იმ შეხვედრებზე, სადაც წყდება გამოცდების სირთულე. ისინი ასევე მუშაობენ საგამოცდო საკითხებში ხარვეზების აღმოფხვრაზე შემოსული საჩივრების მიხედვით. თუ საჩივარი მისაღებია, მას აწვდიან გამოცდების ეროვნულ ცენტრს. თუ ხარვეზი ორგანიზატორების მიერაა დაშვებული, ამ საკითხის შესაბამისი ქულების რაოდენობა სრულად ეთვლებათ გამოსაცდელებს. 1999-ში LAKS-მა მიიღო დაახლოებით 7000 საჩივარი, მაშინ როდესაც 2005-ში საჩივრების რაოდენობამ 76000 შეადგინა. ეს იმას სულაც არ ნიშნავს რომ გამოცდების ორგანიზების ხარისხი გაუარესდა, არამედ იმას, რომ LAKS იმდენად არის ცნობილი, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიმართავს მას საჭიროების შემთხვევაში. რაც შეეხება გამოცდების ხარისხს, იგი გაუმჯობესდა, რაც ისევ და ისევ იმ ინფორმაციის წყალობით მოხდა, რომელსაც მოსწავლეები აწვდიდნენ ორგანიზატორებს ცხელი ხაზის საშუალებით. ბევრი შეცდომა ორგანიზების სფეროსი აღმოიფხვრა და საგამოცდო საკითხებში უხეში ხარვეზები ძალიან იშვიათად იჩენს ხოლმე თავს. პროექტის მასშტაბის ზრდასთან ერთად LAKS-მა მედიის ყურადღება მიიზიდა. ოფისში ყოველდღე შემოდის ზარების სხვადასხვა გაზეთის რედაქციიდან და ორგანიზაციაც წარმატებით თანამშრომლობს მედიასთან. განსაკუთრებული აქტივობა შეინიშნება გამოცდების მიმდინარეობისას, როდესაც ყოველდღე მუშაობს 4 საგამოცდო ჟურნალი რადიოში და ორი ტელევიზიაში.

საზოგადოების აზრის და დამოკიდებულების შეცვლა სკოლის მოსწავლეების ინტერესების სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიმღები პირები ვერ აკონტროლებენ მოსწავლეების მდგომარეობის ყველა ასპექტს. როდესაც საქმე ���ხება სიძულვილსა და დისკრიმინაციას რაიმე ნიშნით, როგორც მაგალითად რასიზმი, სექსიზმი ან ჰომოფობია, როგორც მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში, ასევე მოსწავლე-მოსწავლისაში, რეალურ შედეგს მხოლოდ სკოლის შიგნით მომხდარი ძირეული ცვლილებები გამოიტანს.

ავსტრიული კამპანია სკოლებში ჰომოფობიის წინააღმდეგ

10

ავსტრიის სკოლის მოსწავლეთა გაერთიანების AKS მიერ ორგანიზებული კამპანია სახელწოდებით „Du hasst mich weil ich dich lieben könnte“ (თარგმანი: გძულვარ იმის გამო რომ შემიძლია შეგიყვარო ) მიმართული იყო ჰომოფობიის საკითხზე სკოლების ფარგლებში. კამპანიის მიზანი იყო საზოგადოების ყურადღების მიქცევა იმაზე რომ სკოლებში ჰომოსექსუალობა დღემდე პრობლემატური საკითხია. ძველმოდური მსოფლმხედველობა და შეხედულებები ამძაფრებს სკოლის გარემოს ისევე როგორც აუარესებს განათლების ხარისხს. ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც კამპანიის ფარგლებში იქნა წამოყენებული იყო სასწავლო გეგმაში სექსუალური განათლების კურსის შეტანა, და ასევე ილუსტრაციეში არა მარტო ტრადიციულ-ჰეტეროსექსუალური სიტუაციების წარმოჩენა


(მაგ. ოჯახი - დედა, მამა, ბავშვები) არამედ ერთსქესიანი წყვილის გამოსახვა და ა.შ. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა და დარიგებულ იქნა ფლაერები, პოსტერები და ღია ბარათები. კამპანიის სტარტი იყო მედია-საშუალებების მიერ გაშუქებული ღონისძიება.

ღონისძიებების ორგანიზება და მომსახურების შეთავაზება მათი მონაწილეებისთვის. სკოლის მოსწავლეების ზოგიერთი საჭიროების დაკმაყოფილება ადვილია მოსწავლეების გაერთიანების დამოუკიდებელი ჩარევით, ღონისძიებების და აქტივობების ორგანიზების სახით, ისევე როგორც რაიმე სერვისის შეთავაზების სახით ოსწავლეებისთვის. ევროპის სკოლების მოსწავლეთა გაერთიანებები ორგანიზებას უწევენ ყველაფერს დაწყებული სემინარებიდან სექსიზმის და გენდერული თანასწორობის თემაზე, დამთავრებული სასკოლო კარნავალებით, საერთო საცხოვრებლების მოწყობით და ასევე უბრალო რჩევის მიცემითა და მხარდაჭერით.

მოსწავლის ბარათი ფინეთში მოსწავლის ბარათი ფინეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების უფროსკლასელთა გაერთიანების (Suomen Lukiolaisten Liitto, SLL) ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი სიმბოლოა. ეს ბარათი სცნო ფინეთის განათლების სამინისტრომ და იგი წარმოადგენს ოფიციალურ დამადასტურებელ დოკუმენტს იმისა, რომ მისი მფლობელი სწავლობს ფინეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელ კლასებში. ამ დოკუმენტის ჩვენებით მოსწავლეები იღებენ ფასდაკლებებს მუზეუმებში, ჰოსტელებში, ბაზრობებზე და ა.შ. ამასთანავე SLL-მა მოახერხა მოეპოვებინა 600-ზე მეტი ფასდაკლება ადგილობრივი ან ეროვნული მასშტაბით რომელიც მხოლოდ SLL წევრებზე ვრცელდება. ეროვნული მასშტაბით მოქმედი ფასდაკლებების მაგალითები: მუნიციპალური ტრანსპორტი (მატარებელი და ავტობუსი), ოპტიკა, სწრაფი კვების ობიექტები, ბუკინისტური მაღაზიები, მოსამზადებელი კურსები, ჟურნალების გამოწერა და ა.შ. ადგილობრივი მასშთაბით მოქმედი ფასდაკლებების მაგალითები: ტარების კურსები, რესტორნები, საპარიკმახეროები, კაფეებ, ჰოსტელები, ტანსაცმლის მაღაზიები და ა.შ. ბარათი წააგავს პლასტიკურ საკრედიტო ბარათს. მასზე დატანილია მფლობელის ფოტო, სახელ-გვარი და სკოლის სახელი. უკანა მხარეს არის მაგნიტური ზოლი და SLL აბრევიატურა გაშიფრული სახით შვედურ და ინგლისურ ენებზე. ქვედა არცხენა კუთხეში მითითებულია სასწავლო წელი (მაგ. 2006-2007) და მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღი. როდესაც მფლობელი გადაიხდის წევრობის წლიურ გადასახადს, 14 ევროს, ბარათზე ახალი სტიკერი ეკრობა ახალი სასწავლო წლის მითითებით და იგი ვარგისია კიდევ ერთი წლის განმავლობაში. SLL უზრუნველყოფს მის წევრებს აეთი ბარათებით, რადგანაც მიჩნეულია, რომ მოსწავლეები არიან საზოგადოების განსაკუთრებული ნაწილი და რადგანაც სკოლაში სიარული მათს „სამუშაოს“ წარმოადგენს, ისინი იმსახურებენ ფასდაკლებას სხვადასხვა სერვისებზე. ყველა ფასდაკლება ჩამოთვლილია SLL-ის მიერ გამოცემულ ჟურნალში და მათ ვებ-გვერდზე.


2. როგორ გავააქტიუროთ სკოლის მოსწავლეები შესავალი მედიის წარმომადგენლებისგან, პოლიტიკოსებისგან და მოსწავლეთა გაერთიანებების აქტივისტებისგან ხშირად გვესმის ისეთი ფრაზები როგორიცაა „მოსწავლეები არ არიან პროცესში ჩართულნი“ ან „მოსწავლეებს ეს არ ადარდებთ.“ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. სკოლის მოსწავლეთა უმეტესობა ჩართული არის რაღაც პროცესშუ და ყოველ მათგანს ადარდებს მათი მდგომარეობა. ის რომ მოსწავლე არ არის გაწევრიანებული სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებაში სულაც არ ნიშნავს იმას რომ იგი არ აქტიურობს, შესაძლებელია იგი ჩართულია რომელიმე სხვა საქმიანობაში ან მიზეზი მოსწავლეთა გაერთიანების უუნარობაა აჩვენოს მათ თანასკოლელებს კავშირი მათ საქმიანობასა და სკოლის მდგომარეობას შორის. დაუშვებელია სკოლის მოსწავლეები დავადანაშაულოთ პასიურობაში. ჩვენ რამდენიმე მაგალითის საშუალებით ვეცდებით გაჩვენოთ გზები, რომლითაც შესაძლებელია ადამიანის მოტივირება და სოციალურ აქტივობაში ჩართვა.

ზოგადად აქტივიზმის შესახებ რა არის „აქტიურობა“? ზოგადად ეს ნიშნავს მდგომარეობის შეცვლას და რეაგირებას იმაზე რაც არასწორად წარიმართება. ზოგიერთი ადამიანისთვის აქტივიზმის ცნება ნიშნავს ყოველდღიური რუტინიდან გადახვევას, ყველა ძალის დახარჯვას საკუთარი ინტერესების დასაცავად, ზოგიერთისთვის კი ეს მოსაწყენი და მოსაბეზრებელია, ან თუნდაც მიმზიდველი მაგრამ მიუწვდომელია.

მოდელი 1 გვიჩვენებს აქტივიზმის 4 ძირითად კატეგორიას, ანუ 4 ტიპის რეაქციას სკოლის მოსწავლეების მხრიდან. თითოეული სკოლის მოსწავლე აქტივიზმის ამ „რუკაზე“ რომელიღაც წერტილში არის. მარცხნიდან მარჯვნივ აღინიშნება აქტიურობის ზრდა გაერთიანებაში. ქვევიდან ზევით კი ადამიანი უფრო და უფრო მოტივირებულია. სიტუაციისადმი დამოკიდებულების 4 ძირითადი ტიპი არის: აქტივისტი (აქტიური და მოტივირებული), იმედგაცრუებული (მოტივირებული მაგრამ პასიური), დემოტივატორი (აქტიური მაგრამ საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულებით), მიმყოლი (პასიური და გულგრილი).

12

რა თქმა უნდა ეს ძალიან ზოგადი მოდელია და ყოვლისმომცველ ჭეშმარიტებად არ უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ დასაწყისისთვის პრობლემის შესაფასებლად ძალიან კარგია.


აქტივისტები მოტივირებულნი და აქტიურნი არიან. იციან რისთვის იბრძვიან და მოტივაცია გააჩნიათ მიაღწიონ თაივს მიზანს. ისინი აქტიურობენ როგორც გაერთიანების შიგნით, ასევე განცალკევებულად, რაიმე პირადი მიზნისათვის. იმედგაცრუებულებს გააჩნიათ მოტივაცია შეცვალონ რეალობა, მაგრამ ისინი პასიურები არიან. მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მათ არ იციან საიდან დაიწყონ, როგორ გახდნენ აქტიურები სამოღვაწეო ასპარეზზე. მაგ: არ იცოდნენ გაერთიანების არსებობის შესახებ, ან არ იცოდნენ როგორ შეუერთდნენ მას, ან უბრალოდ პიროვნულად ძალიან მორცხვები არიან და ერიდებათ ნაბიჯის გადადგმა. დემოტივატორები გულგრილნი არიან, არ იხარჯებიან სხვის ბრძოლაში, მაგრამ ამასთან ერთად არიან აქტიურები და საკუთარ გულგრილობას სხვებსაც უზიარებენ, მოუწოდებენ მათ იმისკენ, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს. შესაძლებელია რომ დემოტივატორს უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდეს პროცესის მიმართ და ცინიკურად უყურებდეს მასში ჩართულებს. ამის მრავალი არსებობს. დემოტივატორი შეიძლება ყოფილი იმედგაცრუებული იყოს, რომელიც ვერ გაუკლავდა თავის პასიურობას და ის მოტივაცია დაკარგა რომელიც გააჩნდა. ამის შემდეგ ხდება ახალდაბადებული დემოტივატორების მიერ ხალხის გადმობირება პასიურების მხარეს, (ძირითადად მიმყოლების) მათი დარწმუნება იმაში, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს და იგი მარცხისთვისაა განწირული. ასევე შესაძლებელია რომ დემოტივატორი იყოს ყოფილი აქტივისტი, რომელმაც მოტივაცია დაკარგა, მაგრამ ისევ აქტიური დარჩა, ოღონდ ამჯერად ამ აქტიურობას სხვა მხრივ წარმართავს. კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს დემოტივატორის ზოგადად უარყოფითი დამოკიდებულება აქტივისტების მიზნის მიმართ ან თუნდაც მასის წინააღმდეგ დადგომის სურვილი ხასიათის თავისებურებებიდან გამომდინარე. იმის მიუხედავად, რომ დემოტივატორის ფენომენი იშვიათია, ასეთი ადამიანის არსებობა საფრთხეს უქმნის პროგრესს როგორც კოლექტივის დონეზე, ისევე მისი ცალკეული წევრების დონეზეც. დემოტივატორების მიმართ სწორი პოზიცია არის იმის ხაზგასმა, რომ მათი აზრი პატივსაცემია, მაგრამ მათ უნდა გაითვალისწინონ სხვისი აზრი და წინააღმდეგობა არ შეუქმნან მის განხორციელებას. მიმყოლების რიგებს პასიური და გულგრილი მოსწავლეები შეადგენენ. სამწუხაროდ მოსწავლეების ეს კატეგორია უმრავლესობაშია. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ღონისძიებებზე დასწრებას არ გაურბიან ხოლმე, ისინი არ იჩენენ ინიციატივას გაერთიანებებში გაწევრიანებისკენ, რომ არაფერი ვთქვათ კამპანიის წამოწყებაზე ან მთავრობასთან დისკუსიაში ჩაბმა პრობლემატური საკითხის გარშემო. მიმყოლების უარყოფითად აღქმა არასწორი იქნებოდა რადგან ყველას შეუძლია იყოს ან არ იყოს მოტივირებული გაერთიანებაში აქტიურობისთვის. თქვენი უპირველესი ამოცანა კი მათი მოტივირებაა!


მოტივაციის გზები მოტივაცია და მისი გამომწვევი მიზეზი ყველა ადამიანისთვის განსვავებულია. ცხადია, სულაც არ არის აუცილებელი რომ ის, რაც თქვენ მოტივირებულს გხდით, ასევე მოტივირებულს ხდიდეს დანარჩენებს. ადამიანებს ძალიან მრავალფეროვანი მიზეზები და გარემოებები უჩევენ მოტივაციას. მაგალითისთვის: -

უსამართლობასთან ბრძოლა საკუთარი თავის გუნდის ნაწილად აღქმა ახალი ხალხის გაცნობა სამუშაოს შედეგები შექების დამსახურება გამოცდილების მიღება საზოგადოების მხრიდან ყურადღების დამსახურება სოციალური სტატუსი კონკურენცია იმის კეთება რაშიც მაგარი ხარ ახლის შეცნობა, ახალი ადგილები ახლის შესწავლა ვალდებულება მიზნისკენ სწრაფვა რომელიც შენთვის ფასეულია სიბრაზე გამოწვევა

იმისათვის, რომ მოსწავლეები აქტივობის მოდელის ზედა ნაწილში მოვაქციოთ, საჭიროა შეძლებისდაგვარად მეტი მოსწავლე ჩავრთოთ გაერთიანების სამუშაოებში და სწორად გამოვიყენოთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ხერხი მათი მოტივირებისთვის. ყველას უნდა შეეძლოს მოქმედებათა იმ სფეროს განსაზღვრა, რომლითაც დაინტერესებულია. სავსებით ბუნებრივია, თუკი კარგი პროგრამისტი რომელსაც უნდა ჩაერთოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში განხორციელებულ სამუშაოებში, არ დაინტერესედება შეხვედრებით რომელზეც ფინანსური საკითხები წყდება. სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებებია, რომლებშიც მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობა შეიძლება ჩაერთოს. გაერთიანების პოლიტიკა არ ეწინააღმდეგება არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ იმას, რასაც შეუძლია მოსწავლეს გაერთიანებაში აქტიურობის ინტერესი დააკარგვინოს. იმისათვის, რომ გაერთიანებაში ბევრი მოსწავლე გაწევრიანდეს, საჭიროა მოვიგოთ ეს ბრძოლა ინტერესებისათვის. გაერთიანება მიმზიდველ პერსპექტივებს უდა უსახავდეს მოსწავლეს, და მის არჩევანში პრიორიტეტული ადგილი დაიკავოს. აუცილებელია მკაფიოდ ჩანდეს კავშირი გაერთიანების აქტივობასა და ცალკე აღებული ნებისმიერი მოსწავლის ინტერესებს შორის. სამუშაოების ინტენსივობა და დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს მიღებულ სარგებელს რომელსაც მოსწავლე იღებს მუშაობისგან, როგორიცაა შედეგები, კარგი საქმის კეთებით გამოწვეული კმაყოფილების გრძნობა, გამოცდილების მიღებით გამოწვეული სიხარულ, გუნდის წევრობით მიღებული სიამოვნება, ცოდნას, ასხალი მეგობრები, სტატუსი, და ა.შ. ზუსტად თქვენი ამოცანაა შექმნათ ისეთი გარემო და პირობები, რომ მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობა ჩაერთოს სამუშაოში თქვენთან ერთად.

14


პრაქტიკაზე არსებობს მოსწავლეების მოტივირების რამდენიმე გზა. გთავაზობთ მათ: გაზარდეთ ინფორმირებულობის დონე უკვე ვახსენეთ რომ ზოგიერთი ადამიანის მოტივირებისთვის საკმარისია მიზანი, რომლისკენაც იგი ისწრაფვის ან უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის ჟინი. მიაწოდეთ ინფორმაცია სხვადასხვა გზით (იხ. „კრეატიულადაზროვნება“) უსამართლობის შესახებ სკოლაში და ასევე იმის შესახებ თუ როგორ მოახდენს ამაზე გავლენას მოსწავლეთა გაერთიანება. (მეტი დეტალებისთვის იხ. „როგორ მოვახდინოთ გავლენა“)

თვალსაჩინო შედეგები თუკი თქვენი ორგანიზაციის მუშაობას ისეთი შედეგები გამოაქვს რომელიც ყველასათვის თვალსაჩინოა, მომდევნო ეტაპებზე ძალიან ბევრი მოსწავლის ჩართვის ალბათობა არსებობს. აბა რომელი სულელი მოინდომებს ისეთ ორგანიზაციაში მუშაობას, რომლის მოღვაწეობასაც არანაირი შედეგი არ მოაქვს? ეს ხომ დროის ფუჭად კარგვაა! ამიტომაც საჭიროა შედეგების მუდმივად შეჯამება. გახადეთ შედეგები თვალსაჩინო მათი გავრცელების გზით (პლაკატები და ა.შ.) მოაწყეთ კონცერტი ან სხვა გასართობი ღონისძიება როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვან გამარჯვებას მოიპოვებთ. მოსწავლეები გამუდმებით უნდა ამჩნევდნენ გაერთიანების მოღვაწეობის შედეგებს. ამ გზით დიდი ალბათობა არსებობს იმედგაცრუებულების გააქტიურებისა.

Elevorgajisationen I Sverige - შვედეთის სკოლის მოსწავლეთა ორგანიზაციამ ასეთი ხერხი გამოიყენა - გაკეთდა სტიკერები რომლებზეც ეწერა ორგანიზაციის თუნდაც მცირე მიღწევები (ახალი ყავის დანადგარი, ახალი სარკეები საპირფარეშოში, ახალი კარადები და ა.შ ის რაც მოსწავლეებს ესაჭიროებოდათ.) ყოველი ახალი მიღწევა ახალ სტიკერებზე ეწერებოდა და სკოლაში ვრცელდებოდა.

შექმენით გუნდი, რომელიც ყველასთვის ღიაა და ხელმისაწვდომი ბევრი გაერთიანება თავის მოღვაწეობას იწყებს გაცნობითი ღონისძიებებით. სასწავლო წლის დასაწყისში უქმე დღეებში გაერთიანების წევრები მიდიან სადმე გასართობად და ერთმანეთის გასაცნობად, გამოცდილების გასაზიარებლად და ა.შ. ინფორმირებულობის დონის გაზრდა მიიღწევა ახალი წევრებისთვის ორგანიზაციის მიღწევების გაცნობით, ამ გზით შესანიშნავი შანსი გეძლევათ კარგი გუნდი შექმნათ. ახალ აქტივისტს მომენტალურად უჩნდება ათობით და ასობით ნაცნობი ადამიანი, ვისთანაც მას თუნდაც გამარჯობის დონეზე ექნება კონტაქტი, ეს ძალიან კარგი მოტივატორია. (მეტი დეტალებისთვის იხ. „გუნდის შექმნა“ ლიდერობის განყოფილებაში.) ამავდროულად უნდა შევეცადოთ რომ სხვებს გაერთიანება ჩაკეტილ საზოგადოებად არ მოეჩვენოთ. ხუმრობა და თავისუფლად საუბარი გუნდში აუცილებელია, ისევე როგორც იმის დადგენა, თუ ვინ როგორ აღიქვამს ხუმრობას. ასეთი მიდგომა აძლიერებს გუნდს, მაგრამ ამავდროულად რჩება რისკი იმ წევრის გარიყვის, ვინც ბოლომდე კარგად ვერ გაითქვიფა, რამაც თავის მხრივ შეიძლება შეამციროს ახალი აქტივისტების ნაკადი.


იყავით ყურადღებიანები და ნუ გავიწყდებათ მადლობის გადახდა ახალი წევრების შეძენის ერთ-ერთი უმარტივესი გზა, რომელსაც რატომღაც იშვიათად იყენებენ, არის პირდაპირ თქმა იმისა, რომ თქვენ გინდათ თანამშრომლობა. თქვენთვის სასურველი პოტენციური მოკავშირის დერეფანში შეხვედრისას მარტივად აუხსენით როგორ მოუტანს იგი სარგებელს თქვენს ორგანიზაციას. აღნიშნეთ მისი ძლიერი მხარეები და უნარები რომელიც თქვენ გამოგადგებათ, ამით მოახერხებთ მის მოტივირება. ადამიანს სიამოვნებს იმის შეგრძნება რომ იგი საჭიროა და მისი ნიჭი დაფასებულია. იგივე გზა გამოცადეგია აქტივისტებისთვის მოტივაციის შესანარჩუნებლად. მიიღეთ სიამოვნება სამუშაოსგან ბევრი კომპანიის მმართველი გუნდი მიხვდა იმას, რომ ანაზღაურება არ არის ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი. ამიტომაც გაჩნდა ახალი კადრების დასაქმების საჭიროება, იმისთვის რომ მათ თავის მხრივ დაგეგმონ და მოაწყონ დანარჩენი თანამშრომლებისთვის წამახალისებელი სიურპრიზები, გასართობი ღონისძიებები, დასასვენებელი შვებულებები და ა.შ. ეს დასაქმებულ პირებს მუშაობის მეტ სურვილს უჩენს. ამ მხრივ მოსწავლეთა კავშირი არაფრითაა განსხვავებული. შეუძლებელია მხოლოდ იმუშაო მხოლოდ მიზნისთვის, ვერაფერს ხედავდე მის გარდა და სხვას არაფერს ელოდე მიზნის წარმატებულად მიღწევის გარდა. იდეალურად არაფერი წარიმართება და ხშირად ისეც ხდება რომ მიზანი მიუღწეველი რჩება. იმისათვის, რომ იმედგაცრუება არ გახდეს მოტივაციის დაკარგვის მიზეზი, და გუნდი სრულმა აპათიამ არ მოიცვას, საჭიროა განქარვება და დასვენება. აღნიშნეთ ნებისმიერი, თუნდაც უნიშვნელო გამარვება, მაგრამ გამარჯვებებზე უფრო მარცხის აღნიშვნა არის საჭირო. იმიტომ რომ გამარჯვებას თავისთავად მოაქვს დადებითი ემოციები და მოტივაციის ზრდა, მარცხზე გამუდმებულმა ფიქრმა კი შეიძლება სრულ კრახამდე მიგვიყვანოს. „Jungle telegraph“ მეთოდი (ინფორმაციის ასე ვთქვათ „ზეპირად“, ცოცხალი სახით გადაცემ) კიდე ერთი საინტერესო გზაა საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვებისკენ. თუ მუშაობაში ჩართულებს სიამოვნებას ანიჭებთ პროცესი, ამას შეიძლება მოჰყვეს ენთუზიასტების უწყვეტი ნაკადი, რადგან წევრები მეგობრებს მოუყვებიან ორგანიზაციის შესახებ, ისინი თავიანთ მეგობრებს და ა.შ. სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებებში ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომაა მოვალეობის ფაქტორზე ყურადღების გამახვილება. ალბათ ყველას გაგიგონიათ ისეთი ფრაზა როგორიცაა: „შენი მოსვლა ამ შეხვედრაზე აუცილებელია“! პრობლემა იმაშია, რომ მოვალეობით მომუშავე ხალხი ინიციატივას ნაკლებად იჩენს და არც სხვისი ჩათრევის სურვილი აქვს საქმიანობაში. მოვალეობა რა თქმა უნდა მოტივატორია, თუმცა იგი ახალი ძალის მოზიდვის პერსპექტივას არ ბადებს, შესაბამისად ამგვარ ხერხთან ფრთხილად უნდა ვიყოთ. დაფიქრდით წარმატებული ორგანიზაციის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც მოტივაციას ბადებს. დაგეგმეთ და ჩამოწერეთ თანამოაზრეების მოტივირების ის გზები, რომლებსაც გამოიყენებთ თქვენს ორგანიზაციაში და ისინიც რომლებსაც ან ნაკლები სიხშირით იყენებთ ან საერთოდ უვლით გვერდს. გაანალიზეთ, შესაძლებელია თუ არა ამ გზების უკეთესად გამოყენება?

16


3. ორგანიზაციის სტრუქტურა - სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების სტრუქტურა შესავალი „რაც უფრო მარტივია ორგანიზაცია თავისი აგებულებით, მით უფრო მარტივი იქნება თქვენი სამუშაო“ - ეს არის ნებისმიერი ორგანიზაციის უპირველესი პრინციპი და თქვენც ამ პრინციპიდან უნდა დაიწყოთ ორგანიზაციული სტრუქტურების გაცნობა. თუმცა, მიუხედავად სიმარტივისკენ მოწოდებისა თქვენი ორგანიზაციის სტრუქტურის ჩამოყალიბებას ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მიუდგეთ რათა თქვენ გაღიარონ მოსწავლეთა კანონიერ წარმომადგენლად და მათი ინტერესების დამცველად. სწორი სტრუქტურა ასევე გაამარტივებს ღონისძიებების მოწყობის პროცესს, სკოლის დემოკრატიზაციას, ცოდნის დონის ამაღლებას და რაც მთავარია ორგანიზაციის მართვას. სწორად მოწყობილი სტრუქტურა უადვილებს მოსწავლეებს ორგანიზაციის შიგნით მომუშავე საჭირო საკონტაქტო პირამდე მიღწევას. არასწორად დამუშავებულმა სტრუქტურამ შეიძლება შეაფერხოს პროცესი და შედეგის მიღწევაში შეგიშალოთ ხელი. ნუ დაახარჯავთ ორგანიზაციის წესების და სხვა დეტალების მოფიქრებას ზედმეტ დროს, თორემ დრო იმაზე აღარ დაგრჩებათ რაც რეალურად წარმოადგენს თქვენს მიზანს. შეძლებისდაგვარად ნაკლები ბიუროკრატია და მეტი აქცენტი სასარგებლო სამუშაოზე - ეს უნდა იყს თქვენი მიზანი. ბიუროკრატია მაინც კულუარებში რჩება, შედეგი კი ხალხმა უნდა დაინახოს, ამიტომაც სწორად გადაანაწილეთ პრიორიტეტები. თუმცა ბიუროკრატიასაც ვერსად წაუხვალთ, რადგანაც გარკვეულ მომენტში ორგანიზაციის სტრუქტურის წარმოდგენა გახდება საჭირო. იმ შემთხვევაში თუ ძალზე ბევრი სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება და ტარდება, საჭირო გახდება ცალკე წესების შექმნა იმის თაობაზე თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ღონისძიებების მართვა და მოიძებნოს კავშირი მათ შორის. არასოდეს ჩამოაყალიბოთ სტრუქტურა და მთლიანად გადააბაროთ რაიმე აქტივობა.

ორგანიზაციისთვის ოპტიმალური სტრუქტურა დამოკიდებულია მიზნებზე, შექმნის წინაპირობებზე, ღონისძიებბზე და მრავალ სხვა ფაქტორზე. როგორც უკვე აღვნიშნეთ თავში სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების შესახებ, გაერთიანებებს შეუძლიათ მუშაობა როგორც პოლიტიკური მოქმედებებით, ასევე ღონისძიებების ჩატარებით და მომსახურებების შემოთავაზებით. როდესაც საქმე მიდგება სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე, ადვილად დაინახავთ როგორ უპირისპირდება მუშაობის ეს ორი სფერო ერთმანეთს. როდესაც საქმე მიდგება მოსწავლეების წარმომადგენლად ყოფნაზე, მარტივი და დემოკრატიის პრინციპებზე მოქმედი სტრუქტურის ქონა აუცილებელი ხდება. წევრებმა უნდა იცოდნენ რას ამბობენ ორგანიზაციის წარმომადგენლები გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან საუბრისას. თავის მხრივ წარმომადგენლები უფრო დამჯერებლები იქნებიან როცა ეცოდინებათ რომ მათ ძლიერი ზურგი ჰყავთ. (იხ. „როგორ მოვახდინოთ გავლენა“) ეს ყველაფერი ეხებოდა მუშაობას პოლიტიკურ ასპარეზზე. ღონისზიებების დამოუკიდებლად დაგეგმვის შემთხვევაში წარმატება დამოკიდებულია მუშაობაში ჩაბმული მოსწავლეების რაოდენობაზე, ისევე როგორც ორგანიზაციის გამჭვირვალობაზე, რაც გამოიხატება იმაში რომ ახალმოსულ მოსწავლეს არ გაუჭირდება წევრებთან დაკავშირება და საკუთარი ადგილის ნახვა გაერთიანებაში. მკაცრ ჩარჩოებში მოქცეული დახურული გაერთიანება შეიძლება დიდი წინააღმდეგობა გახდეს იმათთვის ვინც გაერთიანების წევრი ჯერ არ არის, მაგრამ სურს საერთო მოღვაწეობაში წვლილის შეტანა. საჭიროა შუალედის გამონახვა. სტრუქტურის ჩამოყალიბების უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს. თქვენი მიზანია ყველაზე ოპტიმალური სტრუქტურა ჩამოაყალიბოთ იმ პირობებში რომელშიც იმყოფებით და იმ რესურსებით რომელიც გაგაჩნიათ. ორგანიზაციის სტრუქტურის ზოგიერთი სახეობა შეგიძლიათ იხილოთ საიტზე www.obessu.org.


მასშტაბი სკოლის მოსწავლეთა გაერთიანება მნიშვნელობის მიხედვით ოთხი ძირითადი მასშტაბისაა: ადგილობრივი მასშტაბი: ასეთი ტიპის გაერთიანების აქტივობა შემოიფარგლება ერთი სკოლით. ასეთი მასშტაბის გაერთიანებაში ბევრი სხვადასხვა სტრუქტურა გვხვდება და უფრო მეტიც ამ სტრუქტურების სახელები. თუმცა მიუხედავად მრავალფეროვნებისა, ყველა ამგვარ გაერთიანებს ერთი მიზეზი აერთიანებს სკოლის მოსწავლეთა ინტერესების დაცვა ან პოლიტიკური მოღვაწეობის გზით, გადაწყვეტილების მიმღებებზე გავლენის მოხდენით და საზოგადოების ინტერესის დონის ამაღლებით, ან დამოუკიდებლად, მოსწავლეებისთვის სხვადასხვა მცირე მაგრამ მნიშვნელოვანი მომსახურების მიწოდებით. ვინაიდან გაერთიანებები ძალიან ეფექტური იარაღია სკოლაში დემოკრატიული იდეების გასავრცელებლად და მოსწავლეების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოსაყალიბებლად, ხშირად ასეთ გაერთიანებებს დირექტორი ან იერარქიის მაღალის საფეხურების რომელიმე სხვა წარმომადგენელი აყალიბებს. ამან შეიძლება მოსპოს გაერთიანების დამოუკიდებლობა, რაც მეტად მნიშვნელოვანია გაერთიანების წევრებსა და სხვა მოსწავლეებს შორის მჭიდრო ურთიერთობის დასამყარებლად. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მასშტაბის გაერთიანებები აქტიური მუშაობის შემთხვევაში მიზნებს აღწევენ, ბევრი გადაწყვეტილება მაინც უფრო მაღლა კეთდება ვიდრე ასეთ გაერთიანებს შეიძლება ხელი მიუწვდებოდეს, ამიტომაც საჭიროა გადასვლა რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე. ასეთის არსებობის შემთხვეაში იქ გაწევრიანება, არ არსებობის შემთხვევაში კი გაერთიანების დაარსება.

რეგიონული და ეროვნული მასშტაბი: ეს გაერთიანებები უფრო მაღალ დონეზე მოქმედებენ, ისეთ გადაწყვეტილების მიმღებებთან როგორიცაა ადგილობრივი ან ქვეყნის მთავრობა. ამასთანავე ისინი თანამშრომლობენ ლოკალურ გაერთიანებებთან რაც ხელს უწყობს გამოცდილების დაგროვებას უკანასკნელში და საჭირო ინფორმაციის გავრცელებას შედარებით მცირე დროში. გაერთიანებების წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში შესაძლებელია განათლებასთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებული ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელება. ხშირად ეროვნული და რეგიონული მასშტაბის მოსწავლეთა გაერთიანებები ლოკალური გაერთიანებების წევრებისგან დგება რომელთაც სჭირდებათ უფრო ფართო ასპარეზზე გასვლა მიზნის მისაღწევად. შესაბამისად ასეთი გაერთიანებები მთლიანადაა დამოკიდებული ლოკალური ორგანიზაციების გამართულ მუშაობაზე, მათი დაშლის შემთხვევაში კი ფუნდამენტის გარეშე რჩებიან რაც მიზნის მიღწევას შეუძლებელს ხდის.

საერთაშორისო გაერთიანებებია, როგორიცაა მაგალითა OBESSU, მიზნად ისახავენ ეროვნული მნიშვნელობის გაერთიანებებს შორის კავშირის დამყარებას და გამოცდილების გაცვლა-გამოცვლას ისევე როგორც გავლენის მოხდენას საერთაშორისო დონის გადაწყვეტილების მიმღებებზე განათლების სფეროში. ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს მსოფლიოს მოსწავლეების გაერთიანება და მხარდაჭერა. (მეტი ინფორმაციისთვის იხ. „რა არის OBESSU?“ და www.obessu.org

18


დონეები

ადგილობრივი მნიშვნელობის გაერთიანება

მუშაობის არეალი

მმართვე ლი გუნდი

აქტივობები

სკოლა და შემოგარენი

მასწავლებლები, დირექტორი, სკოლის საბჭო, მერია

საზოგადოებაში ინტერესის გამოწვევა და მოსწავლეთა ინტერესების დაცვა.

რეგიონული/ეროვნული მნიშვნელობის გაერთიანება

რეგიონი/ქვეყანა, დაკავშირებულია ლოკალურ გაერთიანებებთან რეგიონული მთავრობა, ქვეყნის მთავრობა და გადაწყვეტილების მიმღები პირები გავლენის მოხდენა (ლობირება, კამპანიების ორგანიზება) გამოცდილების გაზიარება, ცოდნის დონის მართვა, ინფორმაციიის გავრცელება მედის საშუალებით. განათლების სფეროს ტენდენციები და მოსწავლეების პრობლემები.

თქვენი ორგანიზაციის სტრუქტურა შეიძლება იყოს მიმართული სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციაზე. ის თუ რომელზე უნდა იყოს იგი მიმართული, დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, და განსაკუთრებით კი იმაზე, თუ რომელ ორგანიზაციას აქვს შეტანილი ყველაზე დიდი წვლილი არსებულ სასკოლო სისტემაში და სად წყდება სკოლასთან დაკავშირებული საკითხები.

საფრანგეთში განათლების სისტემა ძალიან ცენტრალიზებულია. განათლების მინისტრმა თითქმის ზედმიწევნით იცის ყველაფერი რაც ხდება სკოლაში. მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია დახედოს საათს და დაასკვნას რომ ახლა ვთქვათ მეექვსეკლასელებს ალგებრის გაკვეთილი აქვთ. შესაბამისად მოსწავლეთა გაერთიანებებიც მიმართულნი არიან ქვეყნის მთავრობასთან თანამშრომლობაზე. შვედეთში თითოეულ სკოლას შეუძლია დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს ისეთი განათლების სისტემა, რომელიც ამ სკოლის მმართველი გუნდის აზრის სასარგებლოა მოსწავლეებისთვის. ეს მოქმედებათა ძალიან ფართო არჩევანს უტოვებს ცალკეული სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებას და ამიტომაცაა, რომ ლოკალური დონის გაერთიანებებზე არის ფოკუსირებული იმ რესურსების ძირითადი ნაწილი, რომელიც შვედ მოსწავლეებს მოეპოვებათ.


წევრები სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებას რომ სკოლის მოსწავლეები შეადგენენ, ეს თავისთავად ცხადია. მიუხედავად ამისა, მოსწავლეები აუცილებლად უნდა ჩამოყალიბნდნენ იმ საკითხზე, თუ ვინ იქნება გაერთიანების წევრი, და ვინ არა. აუცილებელია გაერთიანების მოქმედების სფეროს განსაზღვრა, ეხება მისი აქტივობები მხოლოდ მაღალ კლასებს თუ დაბალი კლასების მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ გაერთიანებაში ყოფნა. ასევე ის, თუ რაზე იქნება ფოკურისებული თქვენი სამუშაო - პროფესიულ განათლებაზე, აკადემიურ განათლებაზე თუ ორივეზე. ადგილობრივი მნიშვნელობის გაერთიანებების უმეტესობა შეიძლება მუშაობდეს შემდეგი პრინციპებით: ა) ავტომატური წევრობა - სკოლის ყველა მოსწავლე არის გაერთიანების წევრი, თუ მათ არ ისურვეს წევრობაზე უარის თქმა. ბ) აქტიური წევრობა - წევრობის მსურველებმა უნდა მოაწერონ ხელი შესაბამის დოკუმენტს, ან გადაიხადონ წევრობის გადასახადი, ან გაიარონ ინიციაციის რომელიმე სხვა პროცედურა. ავტომატური წევრობა დაგეხმარებათ იმ მხრივ, რომ არასოდეს მოგიწევთ დროის კარგვა იმის გამორკვევაზე, თუ ვინ არის წევრი და ვინ არა. მაგრამ ამასთან ერთად სრულიად შესაძლებელია რომ მოსწავლეების ნაწილი ითვლებოდეს გაერთიანების წევრად და სულაც არ ჰქონდეს გაგონილი მისი არსებობის შესახებ. აქტიური წევრობის პრინციპი ერთის მხრივ მოითხოვს გარკვეულ რესურსს წევრებისთვის თვალყურის მისადევნებლად, წევრების და არაწევრების ერთმანეთისგან გამორჩევის მიზნით, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მი���გება, თქვენ გეცოდინებათ, რომ ყველა, ვინც ირიცხება გაერთიანებაში, მზადაა იმოქმედოს. ორგანიზაციის გუნდს ადვილად შეექმნება წარმოდგენა ამ ორგანიზაციის პოპულარობის ნებისმიერ ცვლილებაზე სკოლის შიგნით, რადგან ეს კარგად აისახება წევრების აღრიცხვის საბუთში.

გადაწყვეტილების მიმღები პირები როდესაც საქმე ეხება ორგანიზაციის სტრუქტურის ჩამოყალიბება, შესაძლებელია საჭირო გახდეს კოლექტივი დაიყოს ჯგუფებად და შესასრულებელი საქმეები გადანაწილდეს ამ ჯგუფებზე. (შემდეგში ამ ჯგუფებს პირობითად „პირებად“ მოვიხსენიებთ.)

უმაღლესი საბჭო, ყრილობა, კონგრესი ორგანიზაცია შედგება წევრებისაგან და მათთვის აუცილებელია ჰქონდეთ ნებისმიერი პრობლემის ან საკითხის ავტონომიურად გაკონტროლების უფლება, რომელიც ორგანიზაციის შიგნით იჩენს თავს. ეს საკითხები შეიძლება იყოს: პოლიტიკური მიზნები, არჩევნები სხვადასხვა თანამდებობაზე გაერთიანებაში, ღონისძიებები, რესურსების მართვა ან გაერთიანების წესდება. ამის მიღწევა ბევრი სხვადასხვა მეთოდით შეიძლება, მაგრამ ყველაზე პოპულარული მაინც საერთო სხდომის ცატარებაა. ორგანიზაციის ყველა წევრი იკრიბება და განიხილავს საკითხს. ეს არის ორგანიზაციის ყველაზე ავტორიტეტული გადაწყვეტილების მიმღები პირი, და მას ეწოდება უმაღლესი საბჭო, ყრილობა ან კონგრესი. გადაწყვეტილებები შეაქვთ ოთხი სახის ორგანიზაციულ საბუთში:

20


-

პოლიტიკური პროგრამა

ორგანიზაციის პოლიტიკური ორიენტაცია და ხედვა იწერება ორგანიზაციის პოლიტიკურ პროგრამაში. საერთო პოლიტიკურ ორიენტაციაზე შეთანხმება ნიშნავს იმას, რომ ორგანიზაციის არცერთი წარმომადგენელი არ გადაუხვევს იმ პოლიტიკურ გზას, მით უმეტეს საზოგადოების წინაშე წარდგომისას, რომელიც უმრავლესობის მიერაა არჩეული.

-

აქტივობის პროგრამა

აქტივობის პროგრამაში შეტანილია უახლოეს მომავალში განსახორციელებლად დაგეგმილი აქტივობები. ზუსტი განრიგის ამოყალიბება ნიშნავს იმას რომ ყველა ჩამოთვლილი აქტივობა არის უმრავლესობის მოთხოვნა.

-

ბიუჯეტი

ღონისძიებები, პოლიტიკური აქტივობა და ამ ყველაფრის წარმოდგენა მოითხოვს გარკვეული რაოდენობის სახსრებს. ორგანიზაციის ბიუჯეტის დაგეგმვით წევრები პრიორიტეტების მიხედვით ალაგებენ იმ რესურსებს რომელიც გააჩნიათ და ღონისძიებებს რომლებიც დაგეგმილი აქვთ.

-

წესდება

აუცილებელია თავიდანვე შეთანხმება იმაზე, თუ როგორ იმუშავებს ეს სოციალური ნაწილაკი შიდაგანხეთქილების თავიდან ასაცილებლად და დემოკრატიული გარემოს შესაქმნელად. მაგალითად, თუ რომელიმე წევრს რაიმე ცვლილების შეტანის სურვილი უჩნდება, ყველა დანარჩენ წევრს უფლება უნდა ჰქონდეს თავისი შემოთავაზებები წარადგინოს საერთო კრების წინ. წესდებით უნდა გათვალისწინებულ იქნა ვის ექნება ხმის მიცემის უფლება და კრების მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა, იმისთვის რომ ამ კრებას გადაწყვეტილების მიღების უფლება მიენიჭოს. ამ წესდების მიღება თქვენზეა დამოკიდებული. წესდების ჩამოყალიბების შემდეგ იგი გახდება ორგანიზაციის წესდების ნაწილი. წესდება ასევე კანონიერს ხდის ორგანიზაციის წარმომადგენელს. დემოკრატიული გზით არჩეული წარმომადგენლები ხშირად მეტ პატივისცემას და ყურადღებას იღებენ დაინტერესებული პირებისგან ვიდრე რიგითი აქტივისტები. წესდების წარდგენა აუცილებელი იქნება ორგანიზაციის საბანკო ანგარიშის გახსნისას ან მთავრობასთან სხვადასხვა საკითხის მოგვარებისას. ქვეყნების უმეტესობაში წესდების ქონა აუცილებელია ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად. წიგნის დამატებაში წესდების დოკუმენტური ფორმის რამდენიმე მაგალითია წარმოდგენილი რაც გაგიადვილებთ ამ საკითხის გარკვევას. ვინაიდან სხვადასხვა ქვეყანაში ორგანიზაციის ლეგიტიმაციისთვის სხვადასხვა წესდების ქონაა აუცილებელი, აუცილებლად ჰკითხეთ რჩევა ადგილობრივ ექსპერტს ამ საკითხში. წესდების ჩამოყალიბებისას აუცილებლად უნდა მოახერხოთ შუალედის პოვნა ზოგადი სახის გრძელვადიანი ფორმულირებების შორის, რომელთა სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირება არის შესაძლებელი, და უფრო მკაცრ ჩარჩოებში მოქცეულ ფორმულირებებს შორის, რომლებიც ნათლადაა ჩამოყალიბებული მაგრამ ხშირ ცვლილებებს მოითხოვს ორგანიზაციის განვითარების პარალელურად. წესდება ასევე ერთგვარი დამცავის ფუნქციას ასრულებს ორგანიზაციისთვის, უზრუნველყოფს რა ყველა იმ პროცედურას, რომლის გავლა საჭიროა ორგანიზაციის კანონიერად ნობისათვის, და გამორიცხავს ორგანიზაციის მართვას უმცირესობის მიერ.


კოორდინატორები და წარმომადგენლები - საბჭო, აღმასრულებელი საბჭო ყველა პროექტის წარმატების აუცილებელი წინაპირობააა როლების და პასუხისმგებლობის სწორი გადანაწილება. მაგალითისთვის ავიღოთ დემონსტრაციების ორგანიზების კომიტეტი. ამ კომიტეტის წარმატებული მუშაობისთვის საჭირო არის ფლაერების და ბუკლეტების დიზაინერი, მედია-კოორდინატორი და ა.შ. ზუსტად ისევე, როგორც რაღაც პროექტი, თვით გაერთიანებაც საჭიროებს კოორდინაციას სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის. ყველაფერი უნდა იყოს გადანაწილებული - ფინანსური რესურსების მართვა, საკონტაქტო პირები (რათა დაინტერესებული პირები ადვილად დაუკავშირდნენ გაერთიანებას, ) უმაღლესი საბჭოს პასუხისმგებელი პირები, კორესპონდენციის მიმღები პირები, ოფიციალური წარმომადგენელი მთავრობაში და ა.შ. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმ უამრავი საქმისა, რომელიც გაერთიანების ფუნქციონირებას უკავშირდება. სავსებით შესაძლებელია რომ თქვენს გაერთიანებაში გაცილებით მეტი საკითხი აღმოაჩინოთ რომელსაც ცალკე პასუხისმგებელ პირს ჩააბარებთ. ყველა პასუხისმგებელი პირი შეადგენს აღმასრულებელ საბჭოს. საბჭოს ძირითადი თანამდებობები შემდეგია: თავმჯდომარე (პრეზიდენტი) პასუხისმგებელია საბჭოს კოორდინირებაზე და ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენლის როლს ითავსებს. ხაზინის გამგე ხაზინის გამგე პასუხისმგებელია ორგანიზაციის ფინანსურ რესურსებზე. (მეტი ინფორმაციისთვის იხ. „ფინანსების მენეჯმენტი“)

მდივანი პასუხისმგებელია მოვლენათა დოკუმენტირებაზე და არქივის შედგენაზე. (მეტი ინფორმაციისთვის იხ. „ინფორმატიულობის მართვა“ და „მოვლენათა აღრიცხვა.“)

22


4. ცვლილებები

- როგორ მოვახდინოთ გავლენა?

შესავალი სკოლის მოსწავლეების უფლებაა გამოხატონ საკუთარი შეხედულება იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც მათ ეხებათ, ისევე, როგორც მათი უფლებაა თავისუფლად გაერთიანდნენ საერთო იდეის ქვეშ. ერთ ორგანიზაციაში გაერთიანებული მოსწავლეები, რომლებიც საკუთარ აზრს გამოხატავენ, წარმოადგენენ განათლების სფეროთი დაინტერესებულ პირებს, რადგან მათ საკმარისი კომპეტენცია აქვთ იმისთვის რომ თქვან რას ფიქრობენ და როგორ გავლენას ახდენს მათზე სხვადასხვა გადაწყვეტილება განათლების სფეროში. სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებებს აქვთ უფლებამოსილება ისაუბრონ ყველა მოსწავლის სახელით იმისთვის, რომ გავლენა მოახდინონ გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე, რათა ამ უკანასკნელებმა რელევანტურად ჩათვალონ მოსწავლეების���ვის ყურის დაგდება და მათი აზრის გათვალისწინება. სკოლის მოსწავლეთა როლის გაძლიერებასთან ერთად ლოგიკურად უნდა გაიზარდოს მათი გავლენა განათლების სფეროზე. მოსწავლეების უფლებების და სტატუსის გაუმჯობესებისთვის ბრძოლა ერთ-ერთი ფუნდამენტური მიზანია, მაგრამ არა ერთადერთი. საკუთარი სტატუსის საკუთარი ინტერესებშივე გამოსაყენებლად მოსწავლეებმა ეფექტურად უნდა იმუშაონ გადაწყვეტილების მიმღებზე საკუთარი გავლენის გაზრდის საკითხზე. სკოლის მოსწავლეები უნდა მიიჩნიონ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ერთ-ერთ ნაწილად და ახალი კანონების და ადაწყვეტილებების მიღებისას პატივი უნდა სცენ მათ. სკოლის მოსწავლეთა გავლენა სრულიადაც არ არის გარანტირებული და არც იქნება, მაგრამ ეს დანებების მიზეზი არ უნდა გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ გამოცდილება გვაკლია და საჭიროა მეტი მუშაობა გადაწყვეტილების მიმღებთა პატივისცემის დასამსახურებლად, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმ სოციალური ფენის სახელით, რომელმაც ჩვენ აგვირჩია. აუცილებელია მოკავშირეების შეძენა, მასწავლებლებმა, მშობლებმა და პოლიტიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ ჩვენი ხედვა და ხელი შეგვიწყონ მუშაობაში. ეს მიღწევადია ლობირების, თათბირის და მობილიზაციის გზით. მიზნის მიღწევა შესაძლებელი იქნება გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესწავლით და იმაზე დაფიქრებით, თუ როგორ მოვახდინოთ გავლენა ამ პროცესზე.


4.1. გადაწყვეტილების მიღების პროცესი სკოლაში გადაწყვეტილების მიმღები პირები სკოლაში ქვეყნების უმეტესობაში დირექტორები არიან სკოლის ფარგლებში განხორციელებული ყველა აქტივობაზე პასუხისმგებელი პირები. შესაბამისად ისინი წარმოადგენენ გადაწყვეტილების მიმღებთა იერარქიაში უმაღლეს საფეხურს სკოლაში, რომელიც თავის მხრივ განთავსებულია შენობაში რომელსაც სხვა დაინტერესებული პირები განკარგავენ. პასუხისმგებლობა და კონტროლის სფეროები ყველა ქვეყანაში განსხვავდება. განათლების სფეროში ძალაუფლება ეკუთვნით სკოლის დირექტორს, სკოლის საბჭოს (ან ასეთივე ორგანიზაციას ქალაქის მერიაში), განათლების სამინისტროს და ა.შ. ყველა ეს ორგანიზაცია სასურველ მიზანს წარმოადგენს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებისთვის მათზე გავლენის მოპოვების საკითხში. ზოგიერთ ორგანოსთან კავშირის დამყარება შეიძლება გართულდეს გამომდინარე იქიდან, თუ რამდენადაა ეს ორგანო დაინტერესებული მოსწავლეთა ოფიციალურ წარმომადგენელთან შეხვედრით. ზოგჯერ შეიძლება საჭირო გახდეს შემოვლით გზების არჩევა მიზნის მისაღწევად.

ზოგიერთ ქვეყანაში მოსწავლეებს აქვთ ხმის მიცემის უფლება სკოლის საბჭოში. გადაწყვეტილების მიღების თეორია ზემოთხსენებული ორგანოების ნდობის დამსახურებისთვის სკოლის მოსწავლეთა გაერთიანების წევრებმა უნდა იცოდნენ როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება. პირველი შეხედვით ისეთი შთაბეჭდილება იქმნდება, რომ ამ ყველაფერს განსაკუთრებული წესები არ აქვს, რომ კითხვები თავისთავად ჩნდება და ა.შ. შემდეგი მოდელი გვიჩვენებს იმ გზას და ეტაპებს, რომელსაც თითოეული საკითხი გადის წამოყენებიდან განხორციელებამდე.

რა ეტაპებია ეს? პრობლემა ალტერნატივები რეკომენდაცია

გადაწყვეტილება შესრულება შეფასება უკურეაქცია

24

- ხდება პრობლემის განსაზღვრა, და მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა. - ხდება ალტერნატიული გზების დადგენა. - საბოლოოდ ერთი ალტერნატივა რჩება, როგორც პრობლემის გადაჭრის ერთხმად არჩეული გზა. - გადაწყვეტილება მიღებულია. - ამ გადაწყვეტილების პრაქტიკაზე შესრულება. - მოვლენათა შეფასება. როგორ ჩაიარა ყველაფერმა? - შეცდომებზე და წარმატებებზე გამოცდილების მიღება.

ამ პროცესის რომელ ეტაპზე არის თქვენ მიერ სამიზნედ არჩეული გადაწყვეტილების მიმღები განსაკუთრებულად დატვირთული საკითხით და რომელი მოთხოვნების ლობირება უნდა მოახდინოთ? ზოგადი წესი ასეთია - რაც უფრო ხანგრძლივია პროცესი, მით უფრო რთულია გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენა. რადგანაც პროცესი ციკლური ხასიათიასაა, თუნდაც თუ მიზანს ვერ მიაღწიეთ, მაინც უნდა იაქტიუროთ რათა შემდეგი პროცესის დაწყებას შეიარაღებული შეხვდეთ.


პრობლემა თუ გადაწყვეტა? გადაწყვეტილების მიღების პროცესის რომელ ეტაპზე ხდება იმაზე შეთანხმება, შეუძლია თუ არა სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებას პრობლემის მოგვარების გზის შემოთავაზება? როდესაც სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებას დღის წესრიგში ახალი საკითხი შეაქვს, პრობლემის წამოჭრა ხდება. ამის გაკეთება არანაირ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული, ხოლო იმის გადაწყვეტა, თუ რომელი პრობლემის წამოჭრა არის რელევანტური, უფრო რთულდება. სკოლის მოსწავლეების მიერ წამოჭრილი პრობლემა აქტუალობაში ეჯიბრება მასწავლებლების, მშობლების და პოლიტიკოსების მიერ წამოჭრილ პრობლემებს. ამ პრობლემებში ყველაზე აქტუალურს კი გადაწყვეტილების მიმღები პირი ირჩევს. პრობლემის წამოჭრასთან ერთად მისი გადაწყვეტის გზების წარმოდგენა მნიშვნელოვნად ზრდის თქვენ მიერ შემოთავაზებული პრობლემის „კონკურენტუნარიანობას“ „პრობლემების ბაზარზე“. მას შემდეგ რაც პროცესი დაიწყო, არავითარი სხვა პრობლემის წამოჭრას აზრი აღარ აქვს, იმიტომ რომ გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა უკვე ამოარჩია ის პრობლემა, რომლის მიხედვაც საჭიროდ მიაჩნია. გავლენის მოხდენის შესაძლებლობას გვაძლევს პრობლემის გადაჭრის გზის შეთავაზება. ამისათვის გაერთიანება უნდა იყოს ინფორმირებული კომპეტენტური პირების მიერ. ამასთანავე გაერთიანებას უნდა აღიქვამდნენ როგორც დაინტერესებულ პირს. თუ გაერთიანება წარადგენს პრობლემის გადაჭრის გზებს, მისი რეპუტაცია და გავლენიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

მაგალითი: მობილურების აკრძალვა, ნაწილი 1. ცოტა ხნის წინ სკოლებში მობილური ტელეფონების სრული აკრძალვის შეთავაზება დაფიქსირდა რაც ეწინააღმდეგებოდა მოსწავლეების ინტერესებს. ეს საკითხი ძალიან ახლოს იყო განხორციელების ეტაპთან. როგორი რეაგირება მოახდინა სკოლის მოსწავლეების გაერთიანებამ? გადაწყვეტილების მიღების პროცესის ზოგადი მოდელის თანახმად, განხორციელების შემდეგ მოდიოდა შედეგების შეფასებისა და უკურეაქციის ეტაპები. მოქმედება სწორედ ამ ეტაპებზე იყო საჭირო. იდეის გაუქმება შეუძლებელი იყო შედეგების შეფასების სტადიაზე, ამიტომ მოსწავლეება გადაწყვიტეს კონსტრუქციული კრიტიკით შეიარაღებულიყვნენ, კერძოდ დადებითი/უარყოფითი მხარეების წარმოჩენით. მობილურების აკრძალვის მცდელობის მიზეზი ის იყო, რომ კლასში ტელეფონებზე დროდადრო ზარები შემოდიოდა რაც საგაკვეთილო პროცესს ხელს უშლიდა. იყო თუ არა აკრძალვა ამასთან კავშირში? როგორ შეიძლებოდა სიტუაციის გამოსწორება? ასეთ ეტაპზე გაერთიანებას აქვს შესაძლებლობა სხვადასხვა იდეების მოფიქრებით საქმის განხილვის შემდეგი პროცესისთვის მოემზადოს. სრულიად შესაძლებელია რომ მობილურების სრული აკრძალვა ძალაუფლების გადამეტება იყო. მიზანი ხომ იყო გაკვეთილებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორებიდან მობილურების ამოგდება და არა მთელი სკოლის მასშტაბით მათი გაუქმება. მიუხედავად იმისა, რომ დირექტორი და მასწავლებლები სიხარულით მეცხრე ცას ეწივნენ ამ ახალი აკრძალვის შემოღებით, გაერთიანებას აქვს საფუძველი მომავალი ცვლილებებისთვის.


4.2. სტრატეგიების შემუშავება, ანალიზირება და დაგეგმვა ლობირების პირველი ეტაპი არის ანალიზი, დაგეგმვა და სტრატეგიის შემუშავება.

პოლიტიკური ლანდშაფტის შემოწმება გავლენის მოხდენის განხრით მუშაობის ერთ-ერთი მიზეზი არის ცალკეული ინდივიდების ან ადამიანთა ჯგუფების დარწმუნება იმაში, რომ ყველა არის პოლიტიკური ლანდშაფტის ნაწილი. ეფექტური ლობირება მოითხოვს გაერთიანების წევრებისგან პოლიტიკური ლანდშაფტის გამუდმებულ მონიტორინგს. ადგილობრივი დონის გაერთიანებების შემთხვევაში ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის იყოთ საქმის კურსში თუ რაზე მიმდინარეობს საუბარი სამასწავლებლოში, რაზე მსჯელობენ მოსწავლეები (ამ უკანასკნელი ფაქტორის ყურადღების გარეშე დატოვება ზრდის იმის რისკს რომ გაერთიანება იქცევა რაღაც ჩაკეტილ ორგანიზაციად, რომელიც სრულიადაა იზოლირებული სასკოლო ცხოვრებისგან) და ასევე იმაზე, თუ რას ფიქრობენ ავტორიტეტული ფიგურები ამა თუ იმ პრობლემაზე.

ადგილობრივი მასშტაბის სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებას რაღაც კავშირები უნდა გააჩნდეს შემდეგ ორგანოებთან, იმისათვის რომ ყოველთვის იცოდეს სად და რა ხდება: დირექტორი მასწავლებლები სკოლის საბჭო (თუ არსებობს) ადგილობრივი პოლიტიკოსები ეროვნული მასშტაბის გაერთიანებების შემთხვევაში... განათლების სფეროში მომუშავე ორგანიზაციები განათლების სამინისტრო მასწავლებლები პროფკავშირი დირექტორების პროფკავშირი მშობელთა ასოციაცია პოლიტიკური პარტიები ეროვნული ახალგაზრდული საბჭო სხვა ახალგაზრდული ორგანიზაციები

სად და რა ხდება, ამის ცოდნა ნიშნავს იმას, რომ გაერთიანების რომელიმე წევრი ყოველთვის ახლო-მახლო უნდა ტრიალებდეს ზემოხსენებულ პირებთან ან ორგანიზაციებში, ლანჩის თუ ყავის სმის დროს, იმისათვის რომ იცოდეს რაზე საუბრობენ ისინი. ასევე შეიძლება შეხვედრებზე და კრებებზე დასწრება, მაგ. პედაგოგების სხდომა და ა.შ.

26


პრობლემების წამოჭრა მოსწავლეთა გაერთიანებების უმეტესობას გააჩნია პოლიტიკური პროგრამა რომელიც განსაზღვრავს მათ ღირებულებებს და ხედვებს. პროგრამაში შეტანილია რამდენიმე საკითხი, რომელთა ლობირება გაერთიანებამ შეიძლება გადაწყვიტოს იმის მიხედვით, თუ ამ საკითხებიდან რომელი არის მოცემულ მომენტში ავტორიტეტული პირების დღის წესრიგში. პოლიტიკური ლანდშაფტის მდგომარეობა დიდ გავლენას ახდენს ლობირების წარმატებაზე. ვთქვათ ყველა მასწავლებელი ცოტა ხნის წინ დაესწრო ჩაგვრის საწინააღმდეგო კონფერენციას ან პედაგოგიკის დარგში ახალი კვლევების პრეზენტაციას. წარმატების შანსის გასაზრდელად გაერთიანებამ უნდა მიხედოს ზუსტად იმ საკითხებ, რომლებიც კარგად ჯდება იმჟამინდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში. თუმცა ზოგიერთი ისეთი პრობლემის წამოჭრაც შეიძლება, რომლებიც სულაც არაა დღის წესრიგში, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მათი წარმატებული ლობირების შანსიც იკლებს.

ანალიზი: წარმატებული ლობირება დიდწილად არის დამოკიდებული ანალიტიკურ ფაზაზე. ამიტომაც არის ასე საჭირო გაერთიანების წევრების მიერ არა მარტო პოლიტიკური ლანდშაფტის, არამედ თვით პრობლემის გაანალიზებაც. ორივე მჭიდრო ურთიერთკავშირშია.

პრობლემის ანალიზის დროს უნდა დაისვას შემდეგი კითხვები: რა არის კონკრეტული მიზანი? რა არის პრობლემის გამომწვევი წინაპირობები? არის კიდევ სხვა პრობლემები რომელსაც ეს პრობლემა ეყრდნობა? რა არის განსხვავებული შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით? არის რომელიმე ხედვა სწორი? ვისი სახელით ვახდენთ ამ პრობლემის ლობირებას? (ანუ ვინ არის განსაკუთრებულად დაინტერესებული ამ პრობლემის მოგვარებით, მოსწავლეთა რომელ ნაწილს წარმოვადგენთ?) რამდენად ძლიერია მოსწავლეების მხარდაჭერა?

პოლიტიკური ლანდშაფტის ანალიზისას: შეგვიძლია წარმატების მიღწევა ამ საკითხში? ვის ფლობს განსაკუთრებულ ძალაუფლებას იმ სფეროში რომელსაც ეს საკითხი ეხება? შეგვიძლია ამ პიროვნებასთან დაკავშირება? როგორი კავშირები შეგვიძლია შევქმნათ? ვინ არის ჩვენი პოტენციური მოწინაარმდეგე? მას შემდეგ რაც ყველაფერი გაანალიზეთ, თქვენი სტრატეგია ნელ-ნელა ჩამოყალიბებას იწყებს. სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს მოქმედების გეგმას, იმას თუ ვისთან იქნება საჭირო მოლაპარაკებების წარმოება და რა მეთოდებით. (შეგიძლიათ გამოიყენოთ SWOT ანალიზი დამატებაში.)


სტრატეგია სტრატეგიულად მოქმედება მოითხოვს მიზანზე კონცენტრირებას. სტრატეგიული მოქმედება შემდეგი ზოგადი მოდელით შეიძლება განისაზღვროს:

1. 2. 3. 4.

მიზნის დასახვა შესაძლებლობების გაანალიზება, დაგეგმვა შესრულება შეფასება

ლობირებას რაც შეეხება, ამ კერძო შემთხვევაში რაც უფრო ცოტა საკითხს აირჩევთ სამუშაოდ, მით უკეთესი. ამ შემთხვევაში აშკარად ჩანს რომ გაერთიანება კონცენტრირებულია მკაფიო მიზანზე და ადვილად მიიტანს ხმას საზოგადოებამდე.

მაგალითი: მობილური ტელეფონების აკრძალვა, ნაწილი 2 ცოტა ხნის წინ სკოლებში მობილური ტელეფონების სრული აკრძალვის შეთავაზება დაფიქსირდა. ყოველ შეხვედრაზე გაერთიანების წევრები თანხმდებოდნენ იმაზე რომ საჭიროა ზემოქმედების მოხდენა ამ აკრძალვაზე, რადგან ბევრი კლასი უკმაყოფილო იყო. ზოგიერთი მოსწავლე მოითხოვს რომ ეს აკრძალვა მთლიანად მოიხსნას. გაერთიანებაში უჭირთ შეთანხება იმის თაობაზე, უნდა შემცირდეს აკრძალვის მასშტაბი თუ იგი მთლიანად გაუქმდეს. გაერთიანების წევრებმა გადაწყვიტეს დაამუშაონს საკითხი და გააანალიზონ სიტუაცია. რატომ წამოიჭრა ეს საკითხი? საგაკვეთილო პროცესი ფერხდებოდა რადგან მოსწავლეებს ავიწყდებოდათ მობილურების გამორთვა. თავდაპირველად დირექტორმა სცადა მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვა მხოლოდ გაკვეთილებზე, მაგრამ ამას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია, ზარები ისევ შემოდიოდა. ახლა აკრძალვა მთლიანი სკოლის მასშტაბითაა, შესვლის წამიდან გასვლამდე. პრობლემა იმან გამოიწვია, რომ მოსწავლეებმა დაკარგეს ნდობა დირექტორის მხრიდან. მათ არ შეუძლიათ საკუთარი ტელეფონების მიხედვა. მობილურების პრობლემა არ იქნებოდა ასეთი სერიოზული, რომ არა ცოტა ხნის წინ ჩატარებული თათბირი დირექტორსა და მასწავლებლებს შორის დისციპლინის და წესრიგის აუცილებლობის შესახებ. გაერთიანება აკეთებს დასკვნას, რომ პრობლემის გადაწყვეტა დევს იმაში, რომ შევამსუბუქოთ უმკაცრესი დისციპლინა.

აკრძალვა ვრცელდება სკოლის საზოგადოების შემდეგ ჯგუფებზე: 1. მასწავლებლები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს აკრძალვა კარგია და გაკვეთილებზე დისციპლინა გაუმჯობესდება. 2. სკოლის მოსწავლეების უმრავლესობა, რომლების ტელეფონები არ რეკავდა გაკვეთილზე, და ვინც ასე განაწყენებულია, რადგან ტელეფონების გამოყენებას დასვენებაზეც კი ვერ შეძლებენ. 3. მოსწავლეთა მცირე ნაწილი ვისი ტელეფონების რეკავდა გაკვეთილებზე და ვინც ასევე განაწყენებულია აკრძალვით. ეს ჯგუფი შფოთავს და საერთოდ არ მოქმედებს დი���ლომატიურად. 4. დირექტორი, რომელიც ენდობა მასწავლებლებს და სურს სკოლაში მკაცრი წესრიგი შეინარჩუნოს.

28

ასეთია პრობლემა 4 დანახული სხვადასხვა ჭრილში. 4 ჯგუფი არის პოლიტიკური ლანდშაფტის ანალიზის საწყისი ეტაპი. საინტერესო ისაა, რომ ოთხიდან სამი ჯგუფი არაა განაწყენებული დაწესებული აკრძალვით.


სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებამ შეიმუშავა შემოთავაზება რომლის ლობირებასაც აპირებს. მობილური ტელეფონების აკრძალვის სრული გაუქმების იდეა ვერასოდეს იქნება წარმატებული. იგი არსით ეწინააღმდეგება დირექტორის სურვილს სკოლაში წესრიგი შეინარჩუნოს. მოსწავლეთა იმ მცირე ჯგუფის ლობირება, რომელიც წესებს არ ემორჩილება და საგაკვეთილო პროცესს აფერხებს ასევე წარუმატებლობისთვისაა განწირული. ვერავის შევაცოდებთ ამ მოსწავლეებს. მოსწავლეების უდიდესი, კანონმორჩილი ნაწილის ლობირება კარგი იდეა ჩანს. ისინი არავის აწუხებდნენ აკრძალვის დაწესებამდე. პრობლემის გადაწყვეტილება ზუსტად ასეთი მოსწავლეებისადმი ნდობის გაღვივებას უნდა ეყრდნობოდეს. ანალიტიკური სამუშაოს ჩატარების შედეგად გაერთიანებამ გადაწყვიტა წარადგინოს პრობლემა: „აკრძალვა რომელიც ამჟამად მოქმედებაშია შეუძლებელს ხდის მნიშვნელოვანი ზარების მიღება/განხორციელებას მოსწავლეების მიერ არასაგაკვეთილო დროს სკოლის შენობაში.“ გაერთიანებამ გადაწყვეტაც წარადგინა: „შეამცირეთ ტელეფონების აკრძალვის მასშტაბი“. დირექტორი წყვეტს ყველაფერს სკოლაში. მაშ ვინ იქნება მოსწავლეების მოკავშირე? მასწავლებლები წინააღმდეგნი არ არიან ტელეფონების გამოყენების, ოღონდაც ეს გაკვეთილის მიმდინარეობისას არ ხდებოდეს. შესაბამისად ისინი შეიძლება აღვიქვათ როგორც პოტენციურ მოკავშირეებად ასევე პოტენციურ მოწინაარმდეგეებად. გაერთიანება გადაწყვეტს შეხვდეს დირექტორს და გაესაუბროს პრობლემაზე და მის აღმოფხვრაზე. ამავდროულად ისინი იწყებენ მხარდაჭერის მოპოვებას კლასებში.


4.3. გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრა სკოლის მოსწავლეთა ბევრმა გაერთიანებამ დიდ შედეგებს მიაღწია იმით, რომ რეგულარულად ხვდებოდა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და კარგ კავშირებს ფლობდა რაც ეხმარებოდა მათ იდეების პოპულარიზებაში. წარმატების ერთ-ერთი წინაპირობაა იმის ცოდნა, თუ როგორ ესაუბროთ უფროსებს. უნივერსალური წესი არც აქ არსებობს, ყველას აქვს თავისი სტილი. მაგრამ სოციალური კომპეტენციაზე შედეგი არსებითად არის დამოკიდებული. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას.

მაგალითი: - ესპანეთის სკოლის მოსწავლეთა კონფედერაცია არის ესპანეთის განათლების სფეროში გადაწყვეტილების მიმრები ჯგუფის წევრი. ყოველთვის, როდესაც ჩნდება ახალი იდეა ან შემოთავაზება რომლის განხორციელებაც შესაძლებელია საშუალო განათლების სფეროში, მთავრობა ამ საკითხის გარშემო მსჯელობს ავტორიტეტულ პირებთან, რომელთაგან ერთ-ერთი მოსწავლეთა გაერთიანების წარმომადგენელია. (მეტი ინფორმაციისთვის იხ. რა არის სკოლის მოსწავლეთა გაერთიანება?)

რჩევები: ჩაწვდით ფსიქოლოგიას იმისათვის რომ გავლენა მოახდინოთ ვინმეზე, მისი პატივისცემა უნდა დაიმსახუროთ. ყველა ურთიერთობა პატივისცემაზეა დაფუძნებული. დელიკატური იყავით გადაწყვეტილების მიმღებთან, არც კი ეცადოთ რამე დააძალოთ, ეცადეთ მისი გადმოსახედიდან შეხედოთ საკითხს, ეს თქვენს ინტერესებშია.

მოუსმინეთ

ბევრი ზრდასრული გადაწყვეტილების მიმღები უარს ეუბნება ახალგაზრდებს განსხვავებული ხედვით, რადგან მიაჩნიათ რომ ახალგაზრდებს არ ესმით მისი აზრის. აგრძნობინეთ რომ მისი მოსაზრება გესმით და მზად ხართ უფრო ღრმად ჩაწვდეთ მას, მაგრამ ჯერ-ჯერობით მაინც არ ეთანხმებით.

თითო ჯერზე თითო პირს შეხვდით გავლენის მოპოვების ერთ-ერთი გზა ურთიერთნდობის ქონაა. ეს პირისპირ განსაკუთრებით ადვილია. პირადად გაიცანით ავტორიტეტულ პირებს, როგორებიცაა დირექტორი, განათლების სფეროში მოღვაწე პოლიტიკოსები, მასწავლებლების პროფკავშირის წარმომადგენლები და ა.შ.

კონცენტრირება მოახდინეთ გრძელვადიან შედეგებზე ნუ ელით რომ მკაფიო კი-ს ან არა-ს მიიღებთ პასუხად პირველივე შეხვედრაზე. ურთიერთობისთვის საფუძვლის ჩაყრას დრო სჭირდება. დაიწყეთ საკითხზე მსჯელობა, გააანალიზეთ მოსაუბრეს მხრიდან წამოსული რეაქცია. სწორია თუ არა სიტუაციის თქვენეული ანალიზი, თუ საჭიროა მისი გადახედვა?

კარგად მოემზადეთ

30

ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია რომ საკითხს კარგად იცნობდეთ და ძლიერი არგუმენტებით იყოთ შეიარაღებული. თან იქონიეთ თქვენი არგუმენტების და მოთხოვნების ან შეთავაზებების ნუსხა ქაღალდზე ამობეჭდილი სახით, რათა გადაწყვეტილების მიმღებ პირს დაუტოვოთ. თუკი სრულიად უცნობ ადამიანთან გიწევთ შეხვედრა, ეცადეთ წინასწარ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვოთ ამ პიროვნებაზე. მაგ. მისი წარსული, ჰქონია თუ არა ამ საკითხთან შეხება და რა იყო მისი მოსაზრება? თუნდაც თქვენ მიერ მოპოვებული არ იყოს გამოსადეგი საუბრისას, თქვენ დამატებითი სტიმული მოგეცემათ, და თანამოსაუბრეზეც ინფორმირებული ადამიანის შთაბეჭდილებას მოახდენთ.


გაითვალისწინეთ იმ საკითხების რაოდენობა და ხასიათი, რომლების ლობირებასაც ახდენთ აუცილებელია თქვენ მიერ არჩეულს საკითხებს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდეს. დასვით კითხვები: რამდენი საკითხის დარეგულირების ძალა შესწევს თქვენს გაერთიანებას? იმდენად ბევრ პრობლემას ხომ არ წამოჭრით, რომ გადაწყვეტილების მიმღებს მათი ერთბაშად მოგვარების ძალა არ შესწევდეს? შეგიძლიათ თუ არა ზოგიერთ კომპრომისზე წასვლა იმისთვის რომ თქვენმა პოტენციურმა პარტნიორმა თქვენი მხრიდან კეთილგანწყობა იგრძნოს? დასკვნა: დეტალურად განიხილეთ ყველა საკითხის დღის წესრიგში შეტანის თემა!

წამოაყენეთ რეალური მოთხოვნები

არავინ არ აღიქვამს თქვენს გაერთიანებას სერიოზულად, თუკი მოახდენთ რაღაც არარეალური პროექტების ლობირებას და მოთხოვნების წამოყენებას. როგორც უკვე ითქვა, ამ საქმეში ნდობა გადამწყვეტია. არარეალური პროექტების მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაწყვეტილების მიმღების ნდობას თქვენდამი.

აჩვენეთ რომ საზოგადოების ნაწილის წარმომადგენელი ხართ

მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირს ესმოდეს, რომ თქვენი მოსაზრება არის სკოლის მოსწავლეების უმრავლესობის მოსაზრება. თუკი ცხადია, რომ თქვენი მოსაზრება უმრავლესობის მოსაზრებას არ ემთხვევა, გადაწყვეტილების მიმღებს აღარ ექნება საფუძველი გისმინოთ თქვენ. ამის სანაცვლოდ იგი მოუსმენს მოსწავლეებს. სხვადასხვა პეტიციებით და კლასებთან შეხვედრების დაარქივებული მასალებით თქვენ შეგიძლიათ დაანახოთ მას მოსწავლეთა მხარდაჭერა. შეგიძლიათ შეხვედრაზე თან წაიყვანოთ რიგითი სკოლის მოსწავლე. ეცადეთ არ იქონიოთ რელიგიური ან პოლიტიკური სიმბოლიკა, თუ ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული რომ მეორე მხარე ამას იზიარებს. შეხვედრაზე წითელვარსკვლავიანი სამოსის ან აქსესუარების ქონამ შეიძლება გაართულოს სიტაცია. სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების უმეტესობა რელიგიურად დამოუკიდებელია, რაც ეხება მის წარმომადგენლებსაც. ცხა���ია ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც წარმომადგენელი საუბრობს გაერთიანების სახელით. ის თუ რა ხდება გაერთიანებასთან დაკავშირებული სამუშაოს გარეთ, პირადული საკითხია და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს.

შეამოწმეთ, ხორციელდება თუ არაგადაწყვეტილება

გადაწყვეტილების მიმღები პირები ბევრ დაპირებას იძლევიან. ზოგჯერ იმდენად ბევრს, რომ ავიწყდებათ კიდეც ეს დაპირებები. ამასთანავე, თანხმობა ერთ-ერთი უნივერსალური საშუალებაა აბეზარი ადამიანის თავდან მოსაცილებლად კონფლიქტის გარეშე, გადაწყვეტილების მიმღებებს კი ზუსტად ეს სჭირდებათ - კეთილგანწყობის მოპოვება და კონფლიქტების თავიდან არიდება. აუცილებლად ადევნეთ თვალყური მათ მოქმედებებს მოლაპარაკების შემდეგ. აცადეთ რაღაც პერიოდი, შემდეგ კი ესტუმრეთ და სთხოვეთ წარმოგიდგინონ პროგრესი, ის თუ რა შეიცვალა და რისი განხორციელებაა დაწყებული.

მოახდინეთ შედეგების დოკუმენტირება

შეხვედრის შემდეგ გააკეთეთ მცირე შენიშვნები და ჩაიწერეთ თქვენი შთაბეჭდილება. საკითხის ლობირება ხანგრძლივი პროცესია, ხოლო აქტივისტების ცვლა გაერთიანებაში სწრაფად ხდება. თქვენი შენიშვნები დაეხმარება ახალ თანამშრომლებს საქმის სწრაფად გათავისებაში. ეს ასევე მოქმედებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე. როგორც უკვე ითქვა, ისინი ბევრ დაპირებას იძლევიან, თქვენ კი ადვილად შეძლებთ გააკონტროლოთ მათი დაპირებების შესრულება/არ შესრულების საკითხი.


გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ურთიერთობასთან დაკავშირებული რისკები გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან კარგი ურთიერთობის ქონას თან ახლავს რისკი, რომელიც გაერთიანების წარმომადგენლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. ხშირად სკოლის რიგით მოსწავლეებს ისეთი შთაბეჭდილება ექმნებათ, რომ გაერთიანების წარმომადგენელი მოქმედებს გადაწყვეტილების მიმღების ინტერესების მხარდასაჭერად და არა პირიქით. ეს იმის გამო ხდება რომ წარმომადგენლებს ეკისრებათ გადაწყვეტილების მიმღების მოსაზრების გაცნობა გაერთიანების დანარჩენი წევრებისთვის რამაც შეიძლება გვაფიქრებინოს რომ იგი ამ მოსაზრებას ეთანხმება. უფრთხილდით თქვენი და მთავრობის ურთიერთობის არასწორ ინტერპრეტირებას მოსწავლეების მიერ.

მთავრობასთან მჭიდრო კავშირმა შეიძლება გამოიწვიოს გაერთიანების კონცენტრირება „არასწორ“ საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრებზე გაერთიანების წარმომადგენლებს აცნობენ იმ უამრავ პრობლემას რომელსაც ავტორიტეტული პირები უმკლავდებიან. ეს ზუსტად იგივეა რასაც აკეთებს გაერთიანების წარმომადგენელი. ძალაუფლება ძალიან საშიშია, იგი აფუჭებს ადამიანს. გაერთიანება სპეციალურ კონსულტაციას საჭიროებს ზოგიერთი პრობლემის გადაწყვეტის შემთხვევაში. თუკი დირექტორი ან ვთქვათ განათლების მინისტრი ეხმარება გაერთიანების წევრებს რაღაც საკითხებში, არსებობს იმის საფრთხე, რომ გაერთიანების წევრები საკუთარ გზას ასცდნენ და ვეღარ მოახდინონ იმ საკითხების პრიორიტიზება, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის. ყოველთვის უნდა შეგეძლოთ არას თქმა. ყველა საკითხი სულაც არაა ერთნაირად მნიშვნელოვანი. აირჩიეთ პრიორიტეტული საკითხები და ჩაეჭიდეთ მათ.

მაგალითი: მობილური ტელეფონების აკრძალვა, ნაწილი 3 სკოლის მოსწავლეთა გაერთიანების წევრებმა გადაწყვიტეს იმ პრობლემასთან გამკლავება რომელიც ტელეფონების გამოყენების აკრძალვამ გამოიწვია. მოსწავლეებს არ შეუძლიათ მნიშვნელოვანი ზარების მიღება/განხორციელება სკოლაში ყოფნას არასაგაკვეთილო დროში, მაშინ როდესაც მობილურების გამოყენება არავის უშლის ხელს. გადაწყვეტილების მიმღებ პირად დირექტორი სცნეს და გაერთიანების წევრებმა გადაწყვიტეს მასთან შეხვედრა. შეხვედრა დაიგეგმა. გაერთიანებამ შეხვედრაზე გააგზავნა წარმომადგენელი. წარმომადგენელმა ისაუბრა დირექტორთან პრობლემის წინაპირობებზე, და გააცნო გაერთიანების წევრების პოზიცია ამასთან დაკავშირებით. წარმომადგენელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მოსწავლეთა გაერთიანება მიესალმება დირექტორის სურვილს გაკვეთილებზე წესრიგი და დისციპლინა შეინარჩუნოს. ეს ასევე მოსწავლეების უმეტესობის ინტერესებში შედის.

32

შემდეგ ხდება დირექტორისთვის ფრთხილად იმის შეპარება, რომ ტელეფონების გამოყენება დაშვებული იყოს დასვენებების დროს. შემდეგ ხდება სკოლის პოზიციის ამ აკრძალვისვე წინააღმდეგ წამოყენება. სკოლის ერთ-ერთი ამოცანა ხომ მოსწავლისთვის თავისი ცხოვრების სამუშაო ნაწილის ორგანიზების სწავლებაა, რაც მოიცავს მობილური ტელეფონის გამოყენების ცოდნას, დროულად გამორთვას და ა.შ. თუ მობილურების გამოყენება სრულად აიკრძალა, როგორ ისწავლიან მოსწავლეები პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ ნივთებზე? წარმომადგენელი გრძნობს დირექტორის პოზიციას, არც აშკარა უარი იგრძნობა, მაგრამ არც თანხმობა. შეხვედრა დასრულდა და წარმომადგენელი ბრუნდება გაერთიანების დანარჩენ წევრებთან რათა გააცნოს მათ არსებული მდგომარეობა.


4.4 გავლენის მოხდენა მოლაპარაკების გზით სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებამ ბევრი შეიძლება მოიგოს წარმატებული მოლაპარაკების შედეგად. გავლენის მოხდენა/არ მოხდენა ყოველთვის იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ყურადღებით უსმენს დირექტორი, მერია ან სკოლის საბჭო გაერთიანების წევრებ. ეს პირები თითქმის ყოველთვის არიან გამოცდილები როგორც სამუშაო სფეროში ასევე მოლაპარაკებების წარმოებაში და საკუთარი თავის სჯერათ. წარმატების მისაღწევად გაერთიანების წარმომადგენლებისთვის აუცილებელია მოლაპარაკების სწორად წარმოების უნარის შეძენა. თქვენი აღშფოთება და სიბრაზე თითქმის არანაირ ეფექტს არ იქონიებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე, მით უმეტეს არ განაწყობს მათ თქვენი მოთხოვნების შესასრულებლად. მიზნის მისაღწევად აგრესიის დაძლევა და მოლაპარაკების მეთოდების დახვეწაა საჭირო. ემოციებს აყოლა რაციონალური დამოკიდებულების საპირისპირო ქმედებაა და ბევრს დაგაკარგვინებთ. როდესაც თქვენ უკვე გადაწყვიტეთ მოლაპარაკებების წარმოება, თუ თქვენი მეორე მხარე თქვენზე მაღალ სოციალურ რანგზე იმყოფება, უფრო მეტს უნდა ეცადოთ. შესაბამისად ყველაფერი, რაც მოპასუხეს დადებითად განაწყობს თქვენდამი, თქვენთვისვე არის მომგებიანი. მოეკიდეთ მოპასუხის პოზიციას გაგებით, და იგრძენით მისგან წამოსული ემოციური სიგნალები, ეს აუცილებელია წარმატების მისაღწევად.

ანალიზი ისევე, როგორც ლობირებაში, დაგეგმვა აქაც ყველაფერს ნიშნავს. დაგეგმვის პირველი ეტაპი არის სიტუაციის გაანალზება და მოლაპარაკების სტრატეგიის შემუშავება.

გააანალიზეთ სიტუაცია: რა არის მოლაპარაკების მიზანი? შეიძლება თუ არა მიზნის მიღწევა მოლაპარაკების გარეშე? ვინ წარმოადგენს მეორე მხარეს? რატომ სურს მეორე მხარეს თქვენთან მოლაპარაკება? რა არის მეორე მხარის მიერ შემოთავაზებული ვარიანტები. როგორია მისი დამოკიდებულება თქვენ მიმართ? გენდობათ თუ არა მეორე მხარე? ენდობით თუ არა თქვენ მას? რა მოტივები ამოძრავებს მეორე მხარეს? ეცადეთ დაინახოთ სიტუაცია მეორე მხარის გადმოსახედიდან. მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ თქვენი ინტერესები. დაფიქრდით როგორ რეაგირებას მოახდენთ მეორე მხარის ქმედებებზე თუ მოლაპარაკება თქვენს სასარგებლოდ არ წარიმართა. დაგეგმეთ მიდგომა მეორე მხარისადმი.

მოლაპარაკების ეტაპები დაგეგმვის ეტაპი მორჩა, შეხვედრის დრო დათქმულია. მოლაპარაკება პირობითად სამ ეტაპად შეიძლება დაიყოს. წარდგენა მსჯელობა მიღება და გაცემა


პირველი ეტაპი - წარდგენა ყველა მოლაპარაკება იწყება იმით, რომ მეორე მხარის წარმომადგენელს ხვდებით. პირველივე წამიდან იგი თქვენზე რაღაც შთაბეჭდილებას იქმნის და თქვენც ირჩევთ ლაპარაკის ტონს, რომლითაც წარიმართება დიალოგი. დაუკვირდით იმას რას ამბობთ და თქვენი ჟესტების ენას. უკვე ამ ეტაპზე თქვენს ქცევას და საუბრის მანერას დიდი წვლილი შეაქვს შედეგში რომელსაც მოლაპარაკების დასასრულს მიიღებთ. მეორე მხარე ისევე იმართება ემოციებით როგორც თქვენ. სიტუაცია განიმუხტება თუ ორივე მხარე თავიდანვე მიზნად დაისახავს რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს საუბრის ბოლოსკენ. დაიმახსოვრეთ, რომ განსხვავებული მოსაზრებების ქონა არ ნიშნავს რომ ერთმანეთის მიმართ ანტიპათიას უნდა გრძნობდეთ. შეხვედრის მიზეზი ან ის არის, რომ თქვენ გსურთ რაღაც საკითხის გარშემო თათბირი მეორე მხარესთან, ან პირიქით. თუ თქვენ მოგიწვიეს შეხვედრაზე აუცილებლად ყურადღებით უნდა უსმინოთ თუ რას ამბობს მოსაუბრე, როგორ წარადგენს პრობლემას. თუ თქვენ ხართ შეხვედრის ინიციატორი, შეეცადეთ უშუალოდ საქმეზე გადასვლამდე უბრალო ყოფით თემებზე ისაუბროთ. თქვენ ორი როლით მანიპულირება უნდა შეძლოთ: ადვოკატის და ვაჭრის, რომელიც ძლიერი არგუმენტებით არწმუნებს მეორე მხარეს იმაში, რომ მისი შემოთავაზება არის მომგებიანი არა მარტო მისთვის არამედ მეორე მხარისთვისაც. საკითხის პრეზენტაციის დროს ისაუბრეთ არა მხოლოდ იმაზე, თუ რამდენად მომგებიანია იგი თქვენთვის, არამედ იმაზეც, თუ როგორ ეთანხმება იგი მეორე მხარის ინტერესებს. გამოიყენეთ ის ცოდნა, რომელიც დააგროვეთ თანამოსაუბრეზე.

მეორე ეტაპი - მსჯელობა მოსალოდნელია, რომ თანამოსაუბრე არ დაგეთანხმებათ ყველაფერზე საპირისპირო არგუმენტების წამოყენების გარეშე, განსაკუთრებით კი მის ინტერესებზე საუბრის დროს. დროა განიხილოთ შეთავაზება. არ არის საუბარი ყველა განსხვავებული აზრის განხილვაზე. ამ ეტაპზე მთავარია ორივე მხარეს ესმოდეს რატომ არის სიტუაცია ან შემოთავაზება მიუღებელი. ყურადღებით უსმინეთ თქვენს ოპონენტს. ვთქვათ თქვენს ოპონენტს არ სურს თანამშრომლობა, იქცევა გამომწვევად და აგრესიულად, იყენებს მოლაპარაკების მიუღებელ სტრატეგიას. ამას იმისთვის აკეთებს, რომ მწყობრიდან გამოგიყვანოთ. შესაძლებელია მისი მხრიდან თქვენ მიერ გაწეული სამუშაოს დაკნინება. ძალიან კარგი გზა ასეთი უარყოფითი დამოკიდებულების გასანეიტრალებლად არის სახელით მიმართვა. შემოტევების წყაროს გამოაშკარავებით თქვენ საკუთარ თავს იცავთ მათგან. (მეტი დეტალებისთვს იხ. „კომუნიკაცია ერთი-ერთზე“). მტრულად განწყობილი მოწინააღმდეგის დაშოშმინების კიდევ ერთი გზა მათი ყურადღებით მოსმენაა. ყოველთვის აცალეთ დაასრულოს თავისი აზრი. მოწინააღმდეგის ყურადღებით მოსმენა ყველაზე კარგი გამოსავალია. არ შეაწყვეტინოთ საუბარი, დაიქნიეთ თავი თანხმობის ნიშნად და იმის მისანიშნებლად რომ თქვენ მას უსმენთ. ეცადეთ ათქმევინოთ ოპონენტს რა აღიზიანებს მას. ნებისმიერი ადამიანი კმაყოფილებას გრძნობს საკუთარ ემოციებზე და პრობლემებზე საუბრისას. მას შემდეგ რაც თქვენი მოწინააღმდეგე გათავისუფლდება ემოციურად, უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება ფოკუსირება მოახდინოს პრობლემის გადაწყვეტაზე. მოსმენით თქვენ ასევე გაუგებთ მოწინააღმდეგეს. გაგება არ ნიშნავს დათანხმებას. ეს უფრო გზავნილივითაა, „მე მესმის რასაც გრძნობთ.“ თუ ეს გზავნილი თქვენს ოპონენტს მიაღწევს იგი ადვილად გადაერთვება საქმეზე. ამ ბარიერის დაძლვის შემდეგ მოლაპარაკების აქცენტი გადაა თქვენს საჭიროებებზე და არა გამაღიზიანებელ ფაქტორებზე და ეჭვებზე. პრობლემის აღმოფხვრის კიდევ ერთი გზა არის კითხვების დასმა. იმის მაგივრად რომ ოპონენტს სთხოვოთ აღსარების ჩაბარება, შეგიძლიათ კითხვების დასმით გაარკვიოთ სიმართლე. როდესაც ოპონენტი გაგაცნობთ თავის შეხედულებას, შეგიძლიათ კითხვების დასმა დაიწყოთ ან მიუღებელი შეხედულება თავიდანვე დაასახელოთ.

34


„ასე ხომ არ გაწყობთ?“; „გთხოვთ ამიხსნათ რატომ არის ეს ასე ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის.“; „რა მოხდება თუ პირიქით გავაკეთებთ?“; და სხვა ამგვარი კითხვები სასარგებლოა მოლაპარაკების წარმოების დროს. შეეცადეთ ისეთ კითხვებს მოერიდოთ რომელიც ცალსახა პასუხებს მოითხოვს, ისევე როგორც ცალსახა პასუხებს. თუ მიუხედავად ყველა მცდელობისა კონსენსუსს ვერ მიაღწიეთ, გადახედეთ ალტერნატივებს. შეგიძლიათ გვერდზე გადადოთ მოლაპარაკების იდეა, თუ სხვა გზები თქვენთვის უფრო მომგებიანია.

მესამე ეტაპი - მიღება და გაცემა წარმატებული სცენარის შემთხვევაში არც თქვენ არც მეორე მხარე არ მიატოვებთ მოლაპარაკებას და არც ერთმანეთის გამაღიზიანებელ ფაქტორებში და ცუდ გუნებაში გარკვევა მოგიწევთ. ორივე მხარე ხედავს პრობლემის გადაწყვეტის შესაძლო გზებს და ისღა დაგრჩენიათ იყოთ კრეატიული და აირჩიოთ ზუსტად ის გზა, რომელიც ორივე მხარეს ინტერესებს აკმაყოფილებს. შეგიძლიათ მოიფიქროთ გადაწყვეტის ახალი გზები რომლებზეც ჯერ არ გიმსჯელიათ. თუ შეთანხმებას მიაღწიეთ, აუცილებელია იგი მკაფიოდ იყოს ჩამოყალიბებული. ნაბეჭდი სახით მისი წარმოდგენა უფრო მეტად აგაცილებთ თავიდან მომავალი გაუგებრობის რისკს. სამი რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ მოლაპარაკებისას: მოლაპარაკებაში ჩართულ პირს უნდა შეეძლოს მეორე მხარის გადმოსახედიდან სიტუაციის დანახვა. მოლაპარაკება კომუნიკაციაა. თქვენი გზავნილის მეორე მხარისთვის მისაწვდენად უნდა გესმოდეთ მისი პოზიცია, ხედავდეთ რას აღიქვამს და რას არა, და ამის მიხედვით მოახდინოთ თქვენი შეთავაზებისა და პოზიციის პრეზენტირება. გადახედეთ ოპონენტის სიტუაციას და მის პოზიციას, მის დამოკიდებულებას თქვენდამი, იმას თუ რატომ წამოვიდა მოლაპარაკებაზე. უნდა იცოდეთ აღგიქვათ თუ არა მან სერიოზულად. გახსოვდეთ, რომ მეორე მხარის წარმომადგენელი წარადგენს ამ მხარის ინტერესებს თქვენ კი თქვენსას. თქვენი პოზიციების განსხვავებულობა არ უნდა გახდეს თქვენს შორის პირადი შუღლის გაჩენის მიზეზი. მოლაპარაკების მწარმოებელი წინასწარ უნდა ჭვრეტდეს შესაძლო შეთავაზებებს და პასუხებს, რასაც გამოიყენებს თავის სასარგებლოდ. ორი მხარე მოლაპარაკებაზე მაშინ მიდის, როდესაც ორივესთვის უმჯობესია პრობლემის ერთობლივად გადაწყვეტა, ვიდრე ცალ-ცალკე. თავდაპირველი შემოთავაზებები ყოველთვის დაფუძნებულია მხოლოდ მათი წარმომადგენელი მხარის ინტერესებზე და შესაბამისად საერთო ინტერესს არ იწვევს. მოლაპარაკების მწარმოებელი უნდა აკონტროლებდეს საკუთარ თავს და ემოციებს და ეცადოს არ წამოეგოს პროვოკაციებს. თუ ოპონენტი ცდილობს კონფლიქტის პროვოცირებას არ მისცეთ მას ა���ის სასუალება. თუ პროვოკაციას წამოეგეთ, თქვენ საკუთარ ემოციებს აღარ აკონტროლებთ და რაციონალური მსჯელობის უნარს კარგავთ რაც ასევე გაკარგინებთ კონცენტრაციას. შესაძლებელია გაგიჩნდეთ საპასუხო პროვოცირების სურვილი რაც საბოლოოდ უნაყოფოს გახდის თქვენს შეხვედრას.

მაგალითი: გავლენის მოხდენის სხვა გზები გავლენის მოხდენაზე მუშაობა შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც თეატრალური დადგმა, სადაც გადაწყვეტილების მიმღებ პირთან შეხვედრა არის სცენაზე თამაში. ეს ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მოსამზადებელი სამუშაოების გარეშე, რომლებიც კულისებს მიღმა მიმდინარეობს, იგი ვერ იქნება წარმატებული. წარმატებულ შეხვედრებს წინ უძღვის ბევრი მომზადება და სტრატეგიის შემუშავება რომელიც მოიცავს მეგობრული კავშირების გაბმას და საზოგადოების აზრის ჩამოყალიბებას.


4.5.

სტრატეგიული გაერთიანებები

გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე გავლენის მოსახდენათ სხვა დაინტერესებულ ავტორიტეტულ ფიგურებთან ერთად წარმატების შანსს ზრდის. თუ თქვენ დაითანხმებთ მასწავლებლებს, რომ ეცადონ დირექტორის დაყოლიებას, მიზნის მიღწევას უფრო ადვილად შეძლებთ. პოტენციური პარტნიორების მოძებნისთვის გაერთიანებამ უნდა მოახერხოს პოლიტიკური ლანდშაფტის მოსინჯვა და ის ორგანიზაციები ან პირები იპოვოს, ვისთანაც საერთო ინტერესები აქვს. ესენი შეიძლება იყონ შემდეგი ავტორიტეტული ფიგურები:

� � � � � �

მშობლები მასწავლებლები სკოლის ადმინისტრაცია ჟურნალისტები პოლიტიკოსები სკოლის საბჭოს წევრები

სტრატეგიული კავშირის დასამყარებლად საჭიროა მუდმივი კონტაქტი ჰქონდეთ ამ პირებთან. შეეცადეთ რეგურალურად დათქვათ შეხვედრები რათა ერთად ადევნოთ ადევნოთ უკანასკნელ მოვლენებს. ძალზე მნიშვნელოვანია რომ იმან, ვისთანაც აპირებთ სტრატეგიული კავშირის შექმნას, იცოდეს სკოლის მოსწავლეების ინტერესების შესახებ. პოტენციურ პარტნიორთან ურთიერთობას ბევრი დრო მიაქვს ამიტომაც ნუ გადაამეტებთ და იმდენი მოკავშირის მოძებნას არ ეცადოთ, რომ შემდეგ მათთან საკონტაქტოდ ფიზიკურად აღარ დაგრჩეთ დრო.

სამი რამ რაც უნდა გაითვალისწინოთ პოტენციურ პარტნიორთან ურთიერთობისას: 1. შეხვდით მათ რეგულარულად, დაპატიჟეთ „ყავის დასალევად“ გაერთიანების ოფისში. 2. ყოველთვის ერთსა და იმავე პრობლემებზე ესაუბრეთ, რომლებზეც დაფუძნებულია თქვენი მოთხოვნები. ამით მათ ზუსტდ ეცოდინებათ თუ რა არის თქვენს დღის წესრიგში. მოამზადეთ მაგალითები, რომლებიც ნათლად წარმოაჩენს მოსწავლეების მდგომარეობას და ობიექტურად ასახავს სკოლის სურათს. 3. ჩართეთ პარტნიორები თქვენს სამუშაოში. შეგიძლიათ ეცადოთ სიტუაცია ისე მოაწყოთ, რომ თქვენი მოთხოვნები საზოგადოებამ მიიღოს როგორც მისი მოთხოვნები. შესაძლებელია რომ აღიარებას ის მიიღებს, მაგრამ თქვენთვის ეს უდიდესი გამარჯვების ტოლფასი იქნება. თუნდაც თუ პარტნიორს ვერ დაიყოლიებთ ფართო ასპარეზზე გაიტანოს თქვენი პრობლემები, შეგიძლიათ სხვა ავტორიტეტულ ფიგურებთან ამ პრობლემებზე ხშირი საუბრით მიაღწიოთ იმას, რომ მალე ისინი თქვენ გარეშეც დაიწყებენ საუბარს ამ პრობლემებზე. როდესაც გადაწყვეტილების მიმღები პირი შეამჩნევს რომ გარშემო ამდენი საუბარი და მსჯელობა მიდის რაღაც საკითხის გარშემო, ისიც დაინტერესდება და ჩაერთვება. (მეტი დეტალებისთვის იხ. „პარტნიორებთან მორიგება“).

36


4.6. საზოგადოების აზრის ჩამოყალიბება კამპანიები შესავალი - რატომ კამპანიები? გადაწყვეტილების მიმღები პირების უმეტესობა იმ სკოლაში, რომლებსაც საზოგადოება აფინანსებს, ძალაუფლებას ხალხისგან იღებენ (მაგალითად პოლიტიკოსებისგან.) ან პასუხს აგებენ იმათ წინაშე ვისაც ძალაუფლება გააჩნია. (მაგ. დირექტორები, საზოგადო მოღვაწეები და ა.შ.) შესაბამისად საზოგადოების აზრი ძალზე მნიშვნელოვანია მათთვის. იგივე საკითხი ეხება კერძო სკოლებს რადგანაც ეს სკოლებიც საზოგადოებაზეა დამოკიდებული, იქიდან გამომდინარე, რომ მშობლებს ბავშვის იქ მიბარების სურვილი უნდა გაუჩნდეთ. არავინ არ მიაბარებს შვილს ცუდი ახელით ცნობილ სკოლაში და უსახსრობის გამო იგი დაიკეტება. საზოგადოებაში ძალიან ბევრი სხვადასხვა მოსაზრება ჩნდება როდესაც საქმე ეხება სკოლების პრობლემებს, რადგანაც აბსოლუტურ უმრავლესობას სკოლაში უსწავლია. ამიტომაც არ არის რთული რაიმე აზრის ქონა სკოლების საკითხთან დაკავშირებით და განათლების სისტემაზე კამათი. კამპანიების გამართვა ერთ-ერთი გზაა საზოგადოების აზრზე გავლენის მოსახდენად. კამპანია გამოყენება შეიძლება არა მარტო საზოგადოებრივი აზრის შესაცვლელად, არამედ საზოგადოების დღის წესრიგში ახალი საკითხის ჩასამატებლად, რათა გადაწყვეტილების მიმღებებმა ვერ შეძლონ მოსწავლეების ძალის და მათი ხედვის უგულებელყოფა. ნებისმიერი კამპანიის წამოწყება საკმაოდ ძვირი ჯდება, ძვირი არა მარტო ფინანსური კუთხით არამედ ცოცხალ ძალასაც მოითხოვს. მიუხედავად ამისა, კამპანიის ჩატარების იდეა უზარმაზარი რაოდენობით ფულის ხარჯვის ასოციაციას არ ბადებს. კამპანიის მთავარი იდეა არის რამდენიმე განსხვავებული გზით საზოგადოებისთვის გზავნილის მიწოდება იმ გათვლით რომ მოპოვებულ იქნას პოლიტიკური მხარდაჭირა. ამის განხორციელება შეიძლება მანიფესტაციებით, ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლით, აზრის ზეპირად გავრცელებით, ფლაერების, პლაკატების, ბუკლეტების ამზადებით და ა.შ. საზოგადოებრივი კამპანია თავის მიზანს აღწევს მოლოდ იმ შემთხვევაში თუკი პარალელურად ხდება მისი აქტიური ლობირება, ამავდროულად იგი კარგად აჩენს მოსწავლეებს საზოგადოების თვალში.

პირველი ფაზა - დასაწყისი სანამ კამპანიას წამოიწყებდეთ, აუცილებელია საკითხი ნათლად იყოს ჩამოყალიბებული და იგი ყველას ესმოდეს ორგანიზაციის შიგნით. ყველა კარგად უნდა იყოს მომზადებული. შესაბამისად დროებით შეიძლება კამპანიის მონაწილეთა საწვრთნელი კლუბის დაარსება, სადაც კამპანიის მომავალ მონაწილეებს გააცნობენ საჭირო ინფორმაციას რომელიც კამპანიების ორგანიზებას ეხება. მაგალითად თუ თქვენ აკეთებთ კამპანიას სკოლებში რასიზმის წინააღმდეგ, სასურველი იქნებოდა რამდენიმე სემინარის ჩატარება წევრებისთვის, იმჟამინდელის სიტუაციის გაცნობის მიზნით, მაგალითების და არგუმენტების შესაგროვებლად. თუ კამპანიის ორგანიზატორები თავს გრძნობენ მომზადებულად, მაშინ კამპანიაც ნაყოფიერი გამოვა. (მეტი დეტალებისთვის იხ. „ინფორმატიულობის მართვა“).

მეორე ფაზა - გარე ფაზა: მას შემდეგ რაც ჩამოაყალიბეთ მომზადებული ხალხისგან შემდგარი ძლიერი გუნდი, დროა მიაწვდინოთ თქვენი გზავნილი საზოგადოებას. დასაწყისისთვის მანიფესტაცია სრულიად საკმარისია, რომელსაც პრესა და მედია გააშუქებს რათა საზოგადოებამ ყურადღება მოგაქციოთ.


რა უნდა გაითვალისწინოთ კამპანიის მომზადებისას? მკაფიო გზავნილი იმისათვის რომ თქვენს კამპანიას გამოხმაურება ჰქონდეს, საჭიროა გქონდეთ მკაფიო და ადვილად გასაგები გზავნილი. მოქმედების გზა იმათ, ვინც კამპანიის ე.წ „სამიზნეს“ წარმიადგენს, უნდა მიანიშნოთ ის გზები, რომლითაც შეუძლიათ მოქმედება. როგორ შე���ძლებათ თქვენი კამპანიის მხარდაჭერა და თქვენი დახმარება მიზნის მიწევაში? შეუძლიათ თუ არა რამე პეტიციისთვის ხელის მოწერა? შეუძლიათ პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ? რამე სიმბოლიკის ტარება სოლიდარობის ნიშნად? თქვენს საიტზე შევიდნენ მეტი ინფორმაციის მისაღებად? რა გზაც არ უნდა აირჩიოთ, ამით უნდა ჩართოთ ხალხი თქვენს კამპანიაში. სხვადასხვა კამპანია სხვადასხვა სტრატეგიას მოითხოვს აზრის ჩამოყალიბება სამ ასპარეზზე ხდება: ქუჩაში, კაფეში და მედიაში. პოლიტიკური ლანდშაფტის შემოწმება ამ ასპარეზებზე უნდა მოხერხდეს. ქუჩა ქუჩაში გრანდიოზული დისკუსიები არ იმართება ხოლმე. ზოგადად ქუჩა მსუბუქი საუბრის სიმბოლოა. ქუჩაში არ საუბრობენ ხოლმე იმაზე რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. დაახლოებით მაინც იმის ცოდნა თუ რა თემებია აქტუალური დერეფანში შეხვედრილი ნაცნობების საუბარში და რას ფიქრობს ხალხის მოსწავლეების პრობლემებზე თქვენთვის აუცილებელია. კაფე სასადილოში, კაფეებში ხალხი მსჯელობს და კამათობს. რაზე საუბრობენ? ვინ არის უმრავლესობაში? სასადილოების დონის მსჯელობებზე გავლენის მოსახდენად სლოგანებზე უფრო მეტია საჭირო. ხალხმა გულთან ახლოს უნდა მიიტანოს თქვენი სატკივარი და დაინტერესდეს ამ პრობლემით. როგორ შეუძლია მოსწავლეს საზოგადოების ყურადღების მიპყრობა? მედია რა თემებია აქტუალური გაზეთებში, ტელევიზიაზე, რადიოში, და ასევე ბლოგებზე და ინტერნეტ ჟურნალებში? როგორ შეუძლია თქვენს გაერთიანებას ამ სფეროებზე გავლენის მოხდენა? როდესაც სურათი ნათელი ხდება, გაერთიანებამ შეიძლება არჩიოს საზოგადოებაში და ზემოთხსენებულ ასპარეზებზე უმრავლესობაში მყოფთა აზრის მხარდაჭერა ან გავრცელებული არასწორი აზრის შეცვლის მცდელობა. აუცილებლად უნდა განასხვავოთ საზოგადოების აზრი ხალხში და საზოგადოების აზრი მოსწავლეებში. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ გაერთიანების მხარს უჭერდეს მოსწავლეების ხედვის საპირისპირო ხედვას. თუ თქვენ პირადად არ იზიარებთ მოსწავლეებში გავრცელებულ შეხედულებებს შეგიძლიათ პირადადვე ეცადოთ ამ შეხედულებების შეცვლას, მაგრამ არამც და არამც გაერთიანების სახელით!

მეთოდები და საშუალებები

38

ქუჩის აქტუალურ თემებზე ზემოქმედება შეიძლება პლაკატებით, მაისურებით, სტიკერებით, ფლაერებით, ბუკლეტებით, ქუჩის წარმოდგენებით და ა.შ. ყველაფერი, რამაც შეიძლება დააინტერესოს მოსწავლეები, გამოსაყენებლად ვარგა. თუკი ვინმე უცხო მანიფესტაციისას წაიღებს თქვენს სლოგანს ან პლაკატს ორგანიზაციის სიმბოლიკით - სწორ გზას ადგახართ. ყველა თქვენ მიერ დარიგებული მასალა მცირე ინფორმაციას მაინც უნდა აწვდიდეს მის მფლობელს თქვენი კამპანიის შესახებ.


-

კაფეს აქტუალურ თემებში თქვენი კამპანიის ჩამატება უფრო რთულია. ხალხს

უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ, მათი ინტერესის გასაღვივებლად. ბროშურების გავრცელება კარგი იდეაა, სკოლის კაფეტერიებში საინფორმაციო კუთხის მოწყობა ხელს შეუწყობს თქვენი საკითხის აქტუალობის ზრდას. საჯარო ღონისძიებების მოწყობა, როგორიცაა დებატები, სემინარები და ა.შ უფრო მეტ ინტერესს გამოიწვევს საზოგადოების მხრიდან. მაგალითად ისევ მოვიყვანოთ კამპანია სკოლებში რასიზმის წინააღმდეგ. შეგიძლიათ მოიწვიოთ ავტორიტეტული ფიგურები საკუთარი აზრის გამოსახატად: პოლიტიკოსები, რასიზმთან მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ა.შ. მედიის ყურადღების მიპყრობა დამოკიდებულია კარგი კონტაქტების ქონაზე ამ სფეროში, ისევე როგორც საკითხის აქტუალობაზე, ანუ იმაზე თუ რიგით მერამდენე იქნება იგი ახალ ამბებში. თუ თქვენი გაერთიანება კარგადაა ცნობილი და კარგი რეპუტაციით სარგებლობს, ეს უფრო ადვილი იქნება. პრესის ტირაჟები არ არის ერთადერთი გზა მედიისკენ. შეგიძლიათ დაამზადოთ სპეციალური საინფორმაციო კრებული რომელსაც დაურიგებთ ავტორიტეტულ ფიგურებს, დაინტერესებულ პირებს რათა მათ ადვილად შეიტყონ თქვენი მიზნების შესახებ. (მეტი დეტალებისთვის იხ. მედიის კონტროლი).

მესამე ფაზა - შეფასების ფაზა: ამ ფაზას ხშირად ტოვებენ ხოლმე. დასვით კითხვები „როგორ მოვახერხეთ ეს?“ „რა გაკეთდა?“ „რაში მივაღწიეთ წარმატებას?“ „რა შეიძლებოდა უკეთესად გამოგვსლოდა?“ არ არსებობს სრულყოფილი კამპანია, მაგრამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია საკუთარი შესაძლებლობების და უკვე მიღწეული შედეგების შეფასება, რათა შემდეგი კამპანია უფრო კარგი და წარმატებული გამოვიდეს.

გართობა! აუცილებელია აღნიშნოთ თქვენი სამუშაოს დასასრული და იამაყოთ მიღწევებით. ასეთივე გზით უნდა დაიწყოთ კამპანია, ასე ყველანი უფრო მოტივირებულები იქნებით. დამაგვირგვინებელ საღამოზე აღნიშნეთ ყველას წვლილი და იზეიმეთ გამარჯვება.

მაგალითი: მობილური ტელეფონების აკრძალვა, ნაწილი 4 სკოლის მოსწავლეებმა მოახერხეს პრობლემის წამოჭრა, და გადაიტანეს ყურადღება მობილურების სრული აკრძალვიდან, მათი გამოყენების დაშვებაზე დასვენების დროს. დირექტორმა მკაფიო პასუხი არ გასცა გაერთიანების წარმომადგენლებს. გაერთიანების წევრები ხვდებიან, რომ დირექტორის დაყოლიება შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის მათი მხრიდან უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო. ისინი აპირებენ შემდეგს: � გაერთიანების წევრებმა შეკრიბეს მოსწავლეები. მოსწავლეებში ის აზრი დომინირებს, რომ აკრძალვა უნდა მოიხსნას რათა მათ დასვენებებზე მაინც გამოიყენონ მობილური ტელეფონები. გაერთიანება ემოციებს ამძაფრებს პლაკატების გაკვრით და კლასებთან სათითაოდ შეხვედრით. � გაერთიანების წევრები იღებენ მხარდაჭერას მასწავლებლებისგან. როგორც ჩანს მასწავლებლები იზიარებენ მათს არგუმენტებს. მას შემდეგ რაც ყველა მოსამზადებელი ეტაპი დასრულდა, გაერთიანების წარმომადგენელი კიდევ ერთხელ ხვდება დირექტორს. დირექტორი თვლის რომ საჭიროა მასწავლებლებთან მოთათბირება ასეთი ცვლილების განხორციელებამდე, რასაც გაერთიანების წარმომადგენელი ეთანხმება. მასწავლებლებზე მოხდენილმა გავლენა შედეგი გამოიღო და ისინი ერთხმად ეთანხმებიან მოსწავლეების აზრს. დირექტორი თანახმაა გამოსაცდელი ვადა დანიშნოს, და ამ ვადის განმავლობაში აკრძალვა შეამციროს, შემდეგ კი შედეგები შეაფასოს. სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებამ მიზანს მიაღწია.


4.7. გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრა

მას შემდეგ რაც გაერთიანების წევრები იგრძნობენ მხარდაჭერას საზოგადოების მხრიდან, მათ ამის დემოსტრირება სხვადასხვა ხერხებით შეუძლიათ:

-

წარმომადგენლის დემოკრატიული გზით არჩევა: კლასებში არჩევნების ჩატარება.

-

პეტიციების დაწერა ან მანიფესტაციები, ძალის გამოვლინება, საპროტესტო აქციები, დემოსტრაციები და ა.შ.

-

ძალის გამოვლინებასთან დაკავშირებული აქციები რისკიანია მით უფრო თუ გადაწყვეტილების მიმღებებზე ზეგავლენის მოხდენას ისახავს მიზნად. რისკიანია იმ მხრივ, რომ შედეგი გარანტირებული არაა და ასევე არსებობს საფრთხე გადაწყვეტილების მიმღებთან ურთიერთობის გაუარესებისა, რაც ცხადია მასზე ზეგავლენის მოხდენის ყველანაირ ალბათობას ნულზე და���ყვანს. ზოგჯერ ისე ხდება რომ ძალის გამოვლინება ერთადერთი დარჩენილი ხერხია მიზნის მისაღწევად, მაგრამ ამ შემთხვევაში გაერთიანებას სმის რაზე მიდის იგი, და გათვიცნობიერებულად სწირავს ყველაფერს თავის მიზანს.

მანიფესტაციების სახეები: -

დემონსტრაცია საპროტესტო აქცია ბოიკოტის გამოცხადება მედიით გაშუქებული აქციები რომელიმე ზემოხსენებული აქტისთვის მიმართვით დამუქრება

მანიფესტაციები დამოკიდებულია იმ ქვეყნის თუ რეგიონის კულტურაზე, სადაც გაერთიანება მოღვაწეობს. გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში მხოლოდ მანიფესტაციებით და ძალის გამოვლინებით შეიძლება სხვადასხვა ინსტიტუტების ყურადღების მიპყრობა და პატივისცემის დამსახურება, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნებში ძალის გამოვლინების მცდელობა მხოლოდ უსიამოვნებას მოიტანს და მდგომარეობას დაძაბავს. მაგალითისთვის, ასეთი სახის მანიფესტაციები გაცილებით უფრო ხშირი და პოპულარულია საფრანგეთში და იტალიაში ვიდრე სკანდინავიურ ქვეყნებში. შვედეთში და ფინეთში შეიძლება პროვოკაციულად მიიჩნიონ ისეთი აქტი, რომელიც თითქმის ყოველდღიური მოვლენაა იტალიაში. ამიტომაცაა რომ გაერთიანებამ ყველა რისკი უნდა შეაფასოს. წამოვა თუ არა დიალოგზე გადაწყვეტილების მიმღები პირი? რამდენად დამაჯერებელი იქნება ეს აქტი გაერთიანების მხრიდან?

40


რისკების ანალიზი იმ ქმედებების რისკიანობის დონის განსაზღვრა, რომლებსაც სჩადიხართ აუცილებელია. გთავაზობთ დიაგრამას. წერტილებით აღნიშნული რისკის დონეები და მათი შესაბამისი ქმედებები მხოლოდ პირობითია და ზუსტად არ ასახავს რეალობას.

დიაგრამა

ასეთი სურათი ძალიან განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყნებში. შვედეთში დემონსტრაციებს სერიოზულად იშვიათად აღიქვამენ, იტალიაში კი სანამ დემონსტრაციას არ ჩაატარებთ ყურადღებას არავინ მოგაქცევთ. შეეცადეთ გადააფასოთ ქმედებები თქვენი ქვეყნის წესებისა და კულტურის მიხედვით.


4.8. დემონსტრაციები შესავალი საზოგადოების ყურადღების მიპყრობის ყველაზე გამოცდილი და წარმატებული მეთოდი მაინც ქუჩაში გასვლაა, ისე რომ ამ ამბავმა განათლების სამინისტროს, მასწავლებლების და მთავრობის ყურამდე მივიდეს. დემონსტრაციის ჩატარება ბევრ პასუხისმგებლობას მოითხოვს, ყურადღების სწრაფ გადართვას სხვადასხვა საკითხებზე, უსაფრთხოების უზრუნველყოფას და დაპირისპირებბის ჩახშობას. ამ თავში გაეცნობით დემონსტრაციების ორგანიზების პროცესის ყველა ეტაპს, იდეის ჩასახვიდან დემონსტრაციის ჩატარების შემდგომ შეხვედრამდე.

გსურთ თუ გჭირდებათ? მიუხედავად იმისა რომ დემონსტრაცია ყველაზე ოპტიმალური ხერხია ძალის გამოვლინების და მიზნის მიღწევის, ხშირად ისეც ხდება რომ დემოსტრაციის ჩატარება საუკეთესო ვარიანტი არაა. შემდეგი ჩამონათვალი დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, მოითხოვს თქვენი მიზანი დემონსტრაციის ჩატარებას თუ მის გარეშეც შეიძლება წარმატების მიღწევა: 1. 2. 3. 4. 5.

თქვენ გსურთ საზოგადოების ყურადღება მიაპყროთ გარკვეულ საკითხს, გინდათ სიტუაციის შეცვლა და უკვე ყველა სხვა მეთოდი სცადეთ ამის მისაღწევად. საკითხი ძალიან მკაფიოდ არის დასმული. ზუსტად იცით, ვის შეუძლია ცვლილების შეტანა. კარგი არგუმენტებით ხართ შეიარაღებულები. მოსწავლეების მხრიდან მხარდაჭერას გრძნობთ ამ საკითხში.

თუ ეს პირობები კმაყოფილდება, მაშინ დემონსტრაციის ჩატარება ალბათ საუკეთესო გამოსავალია თქვენს სიტუაციაში.

2006 წლის გაზაფხულზე ფრანგი მოსწავლეები ქუჩებში გამოვიდნენ CPE-ს გასაპროტესტტებლად, ახალი სამუშაო კონტრაქტის სახეობა, რომლის მიღებასაც ეწინააღმდეგებოდნენ მუშები, სტუდენტები მასწავლებლები და სკოლის მოსწავლეები. სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებებმა UNL და FIDL-მა მოახდინეს მილიონამდე მოსწავლის მობილიზება. (5. მასების ინტერესი) და მიმართეს პრემიერ მინისტრს (3. ცვლილების შემტანის იდენტიფიცირება) რათა კანონის მიღება შეეჩერებინა (1.სიტუაციის შეცვლა; 2. მკაფიოდ დასმული საკითხი) რადგან მათი აზრით ეს დარტყმას მიაყენებდა ეკონომიკას და მომავალი თაობების ფინანსურ მდგომარეობას. (4. არგუმენტები). როგორც ხედავთ ეს დემონსტრაცია ყველა პირობას აკმაყოფილებდა და მიაღწია კიდეც მიზანს - კანონი გააუქმეს.

უსაფრთხოება

42

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, უპირველესი საკითხი, რომელზეც უნდა იზრუნოთ დემონსტრაციის ორგანიზების პროცესში არის არა მონაწილეთა მოტივაციაზე ზრუნვა, არამედ უსაფრთხოება.


ის, ვინც დემონსტრაციას უერთდება ისედაც საკმარისადაა მოტივირებული, და ეს იმით მტკიცდება რომ იმ ადგილას დგას და ცვლილებისთვის იბრძვის. რაც შეეხება უსაფრთხოებას, ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, პირდაპირი მნიშვნელობით. ხალხის დიდი მასა ძალიან სახიფათო მოვლენაა, მით უმეტეს თუ მას რაღაც მიზნის მიღწევის მტივაცია გააცნია. არა, წიგნი არ დახუროთ და არ შეგეშინდეთ რომ ვინმეს ავნებთ და არ გადაიფიქროთ სამუდამოდ დემონსტრაციის ორგანიზებაში ჩაბმა. სწორი მიდგომით და მოსამზადებელი სამუშაოს სრულყოფილად ჩატარებით თქვენ შეძლებთ როგორც აქტივისტების ისევე სხვა მოქალაქეების უსაფრთხოების შენარჩუნებას. არცერთი წამით არ დაგავიწყდეთ რომ დემონსტრაციის მზადებაში უსაფრთხოების საკითხი უმნიშვნელოვანესია. სკოლის მოსწავლეთა გაერთიანების ორგანიზატორების როლში ყოფნა დიდ პასუხისმგებლობას ნიშნავს. თქვენ პასუხისმგებელნი ხართ ყველას მშვიდობიანად სახლში დაბრუნებაზე, როგორც დემონსტრანტების ასევე მოქალაქეების მეორე ნაწილის, რომელიც არაა ჩართული დემონსტრაციაში. ნებისმიერ დემონსტრაციას აკონტროლებენ ძალოვანი სტრუქტურები და სამართალდამცველები, რათა დროულად მოახდინონ რეაგირება იმ შემთხვევაში თუ რამე ცუდად წავიდა, მაგრამ კარგად ორგანიზებული დემონსტრაცია აქამდე არ მივა. თქვენ უნდა აკონტროლოთ ეს. უსაფრთხოების ერთ-ერთი ნაწილი არის დაცვის სამსახურის ჩამოყალიბება. ეს შეიძლება იყოს თქვენივე ორგანიზაციის რამდენიმე წევრი, რომელსაც კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს (ძლიერი, სწრაფი, მოქნილი) რომელიც ამ ფუნქციას შეასრულებს. შეიძლება მათ სპეციალური ფორმა ეცვათ რათა ხალხმა ადვილად გამოარჩიოს ისინი მასისგან. მათი დავალება იქნება ხალხის ნაკადის სწორი მიმართულებით წამყვანა, ისევე როგორც ნაკადისთვის სწორი ფორმის შენარჩუნება, ისე რომ ხალხი არ გადავიდეს სავალ ნაწილზე, არ შეუშალოს ხელი ფეხით მოსიარულეებს (თუ ეს გათვალისწინებული არაა.) უსაფრთხოების სამსახურის სხვა ფუნქციებია: -

მოქალაქეების დაცვა დემონსტრანტებისგან, და პირიქით, შეხლა-შემოხლის შემთხვევაში. პოლიციის და დემონსტრანტებს შორის ურთიერთობის დარეგულირება პირველი დახმარების გაწევა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებისთვის კორიდორის შექმნა ხალხის მასაში. ნებისმიერი დემონსტრანტის ან მოქალაქის დახმარება ვინც თავს ცუდად იგრძნობს. ზოგადად იმის უზრუნველყოფა რომ ყველაფერი კარგად მიდიოდეს.

კარგი იქნება თუ ამ ჯგუფს ჩამოაყალიბებთ დემონსტრაციისთვის მზადების პროცესში, რათა მათ შეძლონ მოქმედების სტრატეგიის შემუშავება, წევრების განლაგების დაგეგმვა, ფორს-მაჟორულ სიტუაციაში მოქმედების გეგმა და ა.შ. კარგად უნდა იყოს უზრუნველყოფილი გუნდის წევრების კომუნიკაცია, რათა მათ დროის ნებისმიერ მომენტში იცოდნენ სად რა ხდება. იმის მიხედვით თუ რამდენი ადამიანისგანაა შემდგარი უსაფრთხოების სამსახური და როგორია თქვენი ფინანსური შესაძლებლობები შეიძლება მათი აღჭურვა რაციებით. უფრო მეტს კომუნიკაციასთან დაკავშირებით ამ თავში ცოტა მოგვიანებით გაეცნობით.

როგორ დავგეგმოთ სწორად: დემონსტრანტების რაოდენობა/100= უსაფრთხოების სამსახურის წევრების მინიმალური რაოდენობას. რა თქმა უნდა ეს უნივერსალური ფორმულა არაა, ყველაფერი დამოკიდებულია დემონსტრაციის ხასიათზე და დემონსტრანტების ზოგად განწყობაზე, (აგრესიულობა, ბრაზი, ენერგიულობა) დემონსტრაციის იდეის აქტუალობაზე, პოლიციის ყოფნის აუცილებლობაზე და ა.შ. ნორმალურ პირობებში პოლიციის მხარდაჭერით და მოტივირებული მაგრამ არა აგრესიული დემონსტრანტების მიერ ჩატარებულ დემონსტრაციაზე დაახლოებით 1 უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი უნდა დაგჭირდეთ ყოველ 100 დემონსტრანტზე. რაც უფრო რთულად სამართავი და აგრესიული არის ხალხის მასა, მით უფრო იკლებს 1 დაცვის წევრის კონტროლირებადი ხალხის რიცხვი, (განსაკუთრებით აგრესიულად განწყობილი მასის სამართავად შეიძლება თითო თქვენი თანამშრომელი დაგჭირდეთ 50 დემონსტრანტზე). მეორე მხრივ რაც უფრო მშვიდად არიან განწყობილნი დემონსტრაციის მონაწილეები, მით უფრო მეტი ხალხი შეგიძლიათ ანდოთ 1 დაცვის სამსახურის წევრს, მაგალითად 120 ან მეტი ადამიანი. გაითვალისწინეთ ყველაფერი რასაც გაიგებთ სამართალდამცველებისგან და სხვა საინფორმაციო წყაროებისგან, მაგალითად ქალაქის მერიაში. ისინი აუცილებლად გეტყვიან სად და როდის არის დაგეგმილი იმავე დღეს ქალაქში სხვა აქციები, აპირებენ თუ არა ხალხის ჯგუფები თქვენთან შეერთებას და ა.შ. მოილაპარაკეთ ყველა ამ საკითხზე მერიის წარმომადგენლებთან, აუცილებელია ისინი თქვენს მხარეს იყონ როგორც ძალიან ძლიერი მოკავშირე. მათი გადამტერება კარგს არაფერს მოიტანს თქვენთვის.


როგორც არ უნდა ჩამოაყალიბოთ უსაფრთხოების სამსახური, აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი: 1. დემონსტრანტების და უსაფრთხოების სამსახურის წევრების რაოდენობების შეფარდება უნდა იყოს ადეკვატური. არანაირი აზრი არ აქვს 50 კაცის დაყენებას 200 კაციანი დემონსტრაციის გასაკონტროლებლად, თუ ორასივე მონაწილე ძალიან არ არის გაბრაზებული. ასევე არარეალურია 20 კაცის დაყენება 10000 კაციანი ბრბოს მისახედად, უსაფრთხოების საკითხი ასეთ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. 2. თქვენ უნდა ენდობოდეთ იმათ ვისაც უსაფრთხოების სამსახურში გაამწესებთ. დარწმუნებული უნდა იყოთ იმაში რომ ისინი არ გიმტყუნებენ თუ მოვლენები ცუდი სცენარით განვითარდა, და არ გაიქცევიან. უკეთესია თუ ყველას კარგად იცნობთ წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ მათი შესაძლებლობების და პიროვნული თვისებების ინტუიციურად შეფასება გუნდის ჩამოყალიბების პროცესში. თუ რამდენიმე გუნდს აყალიბებთ ეცადეთ რომ გამოცდილები ცალკე არ მოხვდნენ და გამოუცდელები ცალკე. დაიმახსოვრეთ, რომ უსაფრთხოების სამსახური, უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, უსაფრთხოება კიდე დემონსტრაციის ორგანიზების უმნიშვნელოვანესი დეტალი.

რამდენიმე დეტალი, რომლის გათვალისწინებაც მოგიწევთ მოსამზადებელი სამუშაოებისას. უსაფრთხოებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია დაამუშავოთ გზავნილი, რომელსაც დემონსტრაციის საშუალებით გადასცემთ. უნდა ჩანდეს პრობლემა და მისი გადაწყვეტის გზა. მოიფიქრეთ სლოგანები, ლოგუზუნგები და ა.შ.

44

დაგეგმარება: ბანერები

სიმღერა/სკანდირება საჯარო

სურათებზე დადებითი აღბეჭდილი სახით მხარეები დარჩება.

ხალხის მოტივირება ადვილია გასავრცელებლად

მკაფიოდ ჩანს საკითხი ძლიერი ეფექტი

უარყოფითი სჭირდება მხარეები წინასწარ მომზადება

თავიდან რთულად გასაგებია უნდა იყოს ადვილად დასამახსოვრებელი და გარკვევით ნამღერი

მოითხოვს სიწყნარეს ხალხისგან ოფიციალურ გარემოს ქმნის

გზავნილის ყველაზე მკაფიო ფორმა

ქაღალდი რა გჭირდებათ პულვერიზატორები -

როგორ განახორციე ლებთ

-კარგი ხმა(ხმის გამაძლიერებელი) -კრეატი- ულობა ჯოხები სლოგანების ლურსმნები მოსაფიქრებლად

დემონსტრაციამდე დიდი ხნით ადრე, მინიმუმ 2 მეტრის სიგანის ქაღალდის ნაჭერზე დაწერეთ თქვენი მოწოდება. აცადეთ გაშრობა და დაამაგრეთ ხის ჯოხებისგან გაკეთებულ კონსტრუქციაზე. შეგიძლიათ გააკეთოთ ისე, რომ თავს ზევით გეკავოთ ან ჰორიზონტალურად განლაგებული საყრდენებით, თქვენს წინ რომ წაიმძღვაროთ.

თუ თქვენ გაქვთ სლოგანები და სიმღერა, სხვა არაფერი დარჩენილა თუ არა სიმღერის წამოწყება. გარშემომყოფები მალე აიტაცებენ მას, და იგი სწრაფად გავრცელდება მოტივირებულ დემონსტრანტებს შორის

მიკროფონი

სიტყვით უნდა გამოხვიდეთ ან დემონსტრაციის დასაწყისში ან მიწურულს. გამოეყავით ხალხის მასას, რათა ადვილად მოხდეს მოსაუბრის იდენტიფიცირება. ისაუბრეთ ხმამაღლა, შეგიძლიათ გამოიყენოთ მიკროფონი. მორიდება თავისით გაქრება.


დაგეგმვა

გამზადებული გქონდეთ სლოგანები წინასწარ მოიმარაგეთ მასალა

ძირითადად სპონტანურად ხდება, მაგრამ წინასწარ მოფიქრება არ გავნებთ.

ჩართული ხალხის რაოდენობა

- 2-3 ყველაფრის მოსამზადებლად. 2 - პლაკატების დასაჭერად. 5-15 იმ შემთხვევაში თუ წინ უნდა წაიმძღვაროთ.

რაც მეტი, მით უკეთესია. 1 ადამიანი საკმარისია დასაწყებად.

1

დიდხანს არ გრძელდება მაგრამ კარგია დემონსტრანტების გასამხნევებლად.

შესანიშნავია მედიაზე, დემონსტრანტებზე და საზოგადოებაზე გავლენის მოსახდენად.

გამოხმაურე  საუკეთესოა ბა

მედიისთვის (სურათებზე, კადრებში) ასევე კარგი ვიზუალი აქვს და ეფექტურია.

წინასწარ უნდა გქონდეთ გათვლილი რა ილაპარაკოთ.

თქვენი მოქმედების მასშტაბი თუკი თქვენ ებრძვით მოვლენას ეროვნული მასშტაბით საუკეთესო ვარიანტია სხვადასხვა ქალაქში დემონსტრაიცების ერთდროულად ჩატარება. რაც უფრო სინქრონულია დემონსტრაციები (დღის და საათის სიზუსტით) მით უფრო დიდია მათი მასშტაბი და მით უფრო მეტი ენთუზიაზმი ჩნდება საზოგადოებაში. იმის ცოდნა, რომ ამ წამს თქვენგან მოშორებით ათასეულობით ადამიანი იმავე მიზნისკენ მიიწევს რისკენაც თქვენ, ზრდის მოტივაციას. თუ დემონსტრაცია მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობისაა, შესაძლებელია ქალაქის სხვადასხვა წერტილიდან დემონსტრანტთა ჯგუფების დაძვრა დათქმული ადგილისკენ და იქ შეკრება. (მაგ. სკოლებთან შეკრება და განათლების სამინისტროსთან შეერთება.) ასეთ პირობით დაყოფას დაახლოებით იგივე ეფექტი ექნება რაც სხვადასხვა ქალაქებში ერთდროულ დემონსტრაციებს. ზოგიერთ ქვეყანაში დემონსტრაციის მოწყობამდე აუცილებელია მისი ჩატარების შესახებ აცნობოთ ადგილობრივ მთავრობას. ამით თქვენ თავს დაიზღვევთ, და მერიაც დაგიჭერთ მხარს. მერიისგან ზუსტად გეცოდინებათ მიზანშეწონილია თუ არა დემონსტრაციის ჩატარება დაგეგმილ დროს და ადგილას. დემონსტრაციის ჩატარებამდე ერთი კრება მაინც უნდა ჩაატაროთ სადაც გადაწყვეტთ მნიშვნელოვან საკითხებს. კრებას უნდა ესწრებოდეს ყველა, ვინც ჩართულია ღონისძიებაში: თქვენ და გაერთიანების სხვა წარმომადგენლები, სამართალდამცველები, საინფორმაციო სამსახურის წარმომადგენლები, მერის წარმომადგენლები, სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები და ა.შ. თქვენი მხრიდან ამ ხალხის მოწვევა სათათბიროდ ძალიან კარგი ჟესტი იქნება, მიანიშნებს რა იმაზე რომ თქვენ გსურთ კარგად ორგანიზებული და უსაფრთხო დემონსტრაციის ჩატარება. ამასთანავე, თუ რომელიმე მათგანი სათათბიროდ არ გამოცხადდება და დემონსტრაციით უკმაყოფილო იქნება, ყოველთვის შეძლებთ იმის თქმას რომ შეეძლო ყველასთან ერთად მიეღო გადაწყვეტილება. ამასთანავე ყველა თქვენგანს ერთნაირი მოსაზრება არ აქვს მოსალოდნელ მოვლენასთან დაკავშირებით. მმართველი სფეროების წარმომადგენელთა უმეტესობის მოვალეობაა უზრუნველყოს თქვენი ერთად შეკრების და აზრის გამოხატვის თავისუფლება და დაგიცვათ. და როგორც უკვე მრავალჯერ ითქვა - უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია. დემონსტრაციის მომზადების ყველა ეტაპი რაღაც კავშირში არის უსაფრთხოებასთან. ის, თუ რა მარშრუტით იმოძრავებენ დემონსტრანტები, როგორ მოიქცევით თუ გზაში რამე ინცინდენტის მომსწრენი გახდით, ხალხის ევაკუაციის გზები, როგორ მოახერხებთ მთავრობასთან კომუნიკაციას და სხვა საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია.


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დემონსტრანტთა წინა რიგებში დატოვეთ სპეციალური ადგილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანამოაზრეებისთვის, თუ ასეთები იღებენ მონაწილეობას მსვლელობაში. თითო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უნდა აკონტროლებდეს ამ ტერიტორიის თითო კუთხეს. აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დემონსტრანტებზე ზრუნვა.

კომუნიკაცია დემონსტრაციის წინ მედიასთან დაკავშირება მედიამ თქვენი დემონსტრაციის შესახებ საზოგადოება წინასწარ უნდა გააფრთხილოს. ეცადეთ ეს არც ძალიან დიდი ხნით ადრე მოხდეს მაგრამ არც გვიან. ოპტიმალურია დაახლოებით ერთი კვირით ადრე დაიწყოთ საზოგადოების ინფორმირება. არ დაგავიწყდეთ ჟურნალისტების მოწვევა დემონსტრაციის გასაშუქებლად, გააცანით საკონტაქტო პირები, უთხარით სად და როდის აწყობთ დემონსტრაციას, დაახლოებით აღწერეთ მარშრუტი. ჟურნალისტებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია რა (დემონსტრაცია) სად, როდის (თარიღი, საათი და შეხვედრის ადგილი) და რატომ (რის მხარდასაჭერად ან წინააღმდეგ). ეს არის ყველაფერი რაც მედიას აინტერესებს.

არასოდეს დაასახელოთ დემონსტრანტთა რაოდენობა დემონსტრაციის ჩატარებამდე რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნოა თუ რეალობა თქვენს ვარაუდებს აღემატება, მაგრამ ისეც შეიძლება მოხდეს რომ ნაკლები ხალხი მოვიდეს ვიდრე თქვენ ფიქრობდით ეს კი დიდ ზიანს მიაყენებს თქვენი გაერთიანების რეპუტაციას.

სკოლის მოსწავლეებთან როგორც მომავალ დემონსტრანტებთან ურთიერთობა რაც უფრო ადრე გაავრცელებთ ინფორმაციას, მით უკეთესია. ამობეჭდეთ საინფორმაციო ფურცლები, გაავრცელეთ ისინი სკოლაში, ილაპარაკეთ თქვენს გეგმებზე თქვენს სკოლაში და ხმა მიაწვდინეთ სხვა სკოლებსაც, სთხოვეთ ყველას რომ გაავრცელონ ამბავი თავიანთ ნაცნობებში, იკონტაქტეთ მოკლე ტექსტური შეტყობინებებით, ელ-ფოსტით, ჩატებში და ფორუმებზე. ეცადეთ რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოთ პოტენციურ დემონსტრანტებს და მოკავშირეებს, ასე ადვილად იპოვით მათში ლიდერის თვისებებიან ადამიანებს რომელთა დახმარება შეიძლება გამოგადგეთ. ყველაფერი გააკეთეთ რათა საზოგადოებამ აღგიქვათ როგორც ხალხის, დიდი ძალის ნაწილი. სპეციალური ჯგუფი შექმენით რომელსაც დაევალება ინფორმაციის გავრცელება არა მხოლოდ ბეჭდური სახით არამედ ზეპირადაც, რომლებიც დაიყოლიებენ მოსწავლეებს შემოგიერთდნენ, აუხსნიან რაშია საქმე. პოტენციურ დემონსტრანტებთან კომუნიკაციისას, იქნება ეგ პირისპირ თუ საინფორმაციო ფურცლებით, ჩატში, ფორუმზე ან ტელეფონში, ინფორმაციის გადაცემა ეცადეთ TMM პრინციპით. T – Topic - საკითხი, M – Matter - როგორაა ეს საკითხი მათთან დაკავშირებული და რატომ უნდა შეიწუხონ თავი, M – Meeting შეხვედრის დრო და ადგილი. ამ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარეშე საეჭვოა ვინმე შემოგიერთდეთ. უკანასკნელი ნიუანსი - თქვენმა მსმენელებმა თანამოსაუბრის ენთუზიაზმი უნდა გაიზიარონ, ეს თანამოსაუბრე კი თქვენ ხართ. იყავით მოტივირებული, ენერგიული, ეცადეთ არ გადაამეტოთ და არაბუნებრივად არ გამოიყუურებოდეთ, მაგრამ ამავდროულად გადაეცით თქვენი პოზიტივი და ენერგეტიკა თქვენს მსმენელებს. ეცადეთ დაანახოთ, რომ პრობლემა მათვე ეხებათ და ეს ყველაფერი გასართობად არ იგეგმება.

წინასწარი ინსტრუქტაჟი (დამფინანსებლების იდენტიფიცირება, წინამძღოლობასთან დაკავშირებული კონსულტაციები, მთავრობასთან, ჟურნალისტებთან, პლაკატების მატარებლებთან, წინა ფლანგთან და უნარშეზღუდულებთან თათბირი.)

46

თუ სანდო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად თქვენი დემონსტრაციის ჩატარების დროსა და ადგილას მოსალოდნელია სკინჰედების და სხვა მოძალადეების აგრესიულად განწყობილი ჯგუფების გამოჩენა, ძალოვანმა სტრუქტურებმა შეიძლება არ მოგცენ დემონსტრაციის ჩატარებაზე თანხმობა თქვენივე უსაფრთხოების მიზნით. აუცილებლად დაუჯერეთ მათ და არ შეეწინააღმდეგოთ.


წინაწარი ინსტრუქტაჟი დემონსტრაციის ჩატარებამდე მცირე ხნით ადრე ერთდროულად ამაღელვებელია და დამღლელიც. ეს პროცესი დაახლოებით იმას ჰგავს, თუ როგორ მართავენ უკანასკნელად ორკესტრის მუსიკოსები თავიანთ ინსტუმენტებს წარმოდგენის დაწყების წინ. თითქმის ყველა უკანასკნელი დეტალი ამ ბოლო თათბირზე მეორდება. მონაწილეების კონცენტრაცია თავის პიკს ასეთ დროს აღწევს.

თათბირი ადგილობრივ სამმართველოსთან (თუ შესაძლებელია) შეხვდით მხოლოდ ავტორიტეტულ პირებს და მათთან ერთად შეიმუშავეთ სტრატეგია. განიხილეთ შემდეგი საკითხები: არის თუ არა შემუშავებული მარშრუტი დღემდე უსაფრთხო? თუ არა რა ალტერნატივები შეუძლიათ რომ შემოგთავაზონ? რამე დამატებით საკითხებზე ხომ არ სჭირდებათ ინფორმაციის მიღება? აუცილებლად თქვით, როგორ აფასებთ დემონსტრანტების განწყობას. შეათანხმეთ პოლიციის ჩართულობის ინტენსივობა. თუ ხალხი ძალიან აჟიტირებულია კარგი იქნებოდა თუ პოლიციელების ადგილზე ყოფნა აშკარა იყოს, რაც შეამცირებს პროვოკაციების და შეხლა-შემოხლის ალბათობას, თუ დემონსტრაციის შედარებით მშვიდად ჩატარებას ვარაუდობთ, საკმარისი იქნება რამდენიმე ეკიპაჟი, რომელიც ხალხის ნაკადის მოძრაობის მიმართულებით ივლის. ეცადეთ ყველაფერში შეთანხმდეთ. მოკავშირეების ყოლა თქვენთვის აუცილებელია.

უსაფრთხოების სამსახური თუ წევრებმა უკვე იციან, როგორ უნდა გაუმკლავდნენ ხალხის დიდ რაოდენობას, შესანიშნავია. თუ არა მიეცით რამდენიმე რჩევა: იყონ მკარი და ზრდილობიანი ერთდროულად (ფრანგული გამოთქმა: რკინის ხელი რბილ ხელთათმანში.); ეს უბრალო საქმეა. არ უნდა შეხვდნენ გაკვირვებით იმ ფაქტს, თუ ვინმემ ზედმეტის უფლება მისცა საკუთარ თავს და არც უნდა გადაყვნენ ამაზე ფიქრს, პოლიცია აუცილებლად იქნება ადგილზე; აღნიშნეთ მარშრუტის ის ადგილები, რომლებიც განსაკუთრებულად სარისკოდ შეიძლება ჩაითვალოს. სად დაგჭირდებათ პოლიციელებისგან შემდგარი ცოცხალი ჯაჭვი, რომ ხალხის ნაკადი სწორი მიმართულებით წავიდეს? ვინაა პასუხისმგებელი ქუჩების გადაკეტვაზე, თქვენი უსაფრთხოების სამსახურის წევრები თუ პოლიციელები? არის თუ არა დამატებითი გეგმების შემუშავების საჭიროება თუ ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია? იმუშავებენ თუ არა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლები ჯგუფებში? თუ კი, გამოყავით ჯგუფების ლიდერები. გაცვალეთ მობილური ტელეფონების ნომრები ან დააყენეთ რაციები ერთ სიხშირეზე. შეამოწმეთ ისინი ვარგისიანობაზე წინასწარ და არა დემონსტრაციის დაწყების წინა წუთებში. გამოყავით ისინი, ვინც ფლობს პირველი დახმარების გაწევის ტექნიკას. შეიმუშავეთ ჟესტების მარტივი ენა, რათა ადვილად დაეკონტაქტოთ ერთმანეთს ხმაურში და შორ მანძილებზე. თუ თქვენ არ გაქვთ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება, ჰკითხეთ რჩევა გამოცდილ ხალხს, მაგალითად მასწავლებლებს.

ხმოვანი მოწყობილობების შემოწმება

თუ გაქვთ ხმოვანი სისტემები, დინამიკები, ხმის გამაძლიერებლები, აუცილებლად შეამოწმეთ მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე. ჩაუტარეთ ინსტრუქტაჟი მათზე პასუხისმგებელ პირებს.

ინსტრუქტაჟი დემონსტრაციაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებთან თუ თქვენს დემონსტრაციებში მსუბუქი ან სატვირთო მანქანები იღებენ მონაწილეობას, წინასწარ მოილაპარაკეთ მათ მძღოლებთან. დათქვით ვინ ინსტრუქციებს უნდა მიყვნენ, სად წავიდნენ იმ შემთხვევაში თუ ხალხის ნაკადის გასწრება გახდა საჭირო, რა სიჩქარით უნდა იმოძრაონ (დაუშვებელია 5 კმ/სთ სიჩქარეზე უფრო სწრაფად მოძრაობა თუ მანქანა გარშემორტყმული ხალხით. ხალხის ნაკადის მოძრაობის საშუალო სიჩქარე 3-4 კმ/სთ არის, ამაზე სწრაფად მოძრავი მანქანა ძალიან სახიფათოა. ეცადეთ მანქანაში იყოს მართვის მოწმობის მქონე ერთზე მეტი ადამიანი, იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთს რამე მიზეზის გამო აღარ შეუძლია მანქანის მართვა.

ინსტრუქტაჟი მოწინავე რიგების დემონსტრანტებთან ეს ის ხალხია ვინც დიდ პლაკატს წინ წაიმძღვარებს, თუ ასეთი გაქვთ და რომლებიც შეადგენენ დემონსტრაციის პირველ რიგს. მათთან ინსტრუქტაჟის ჩატარება აუცილებელია, რადგან ამ ხალხს მიჰყვებიან დანარჩენები. კარგი რჩევაა იარონ თავის ნორმალურ სიჩქარეზე ორჯერ უფრო ნელა. ყოველთვის უნდა აკონტროლონ მოძრაობის სიჩქარე. საუკეთესო ვარიანტია თუ მოწინავე რიგების წინ იდგება უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე წევრი, რომლებიც თავისი მოძრაობის სიჩქარეს უფრო ადვილად გააკონტროლებენ, და რომლებსაც მიჰყვება პირველი რიგი. მოწინავე რიგის ხალხი ძალიან მოტივირებული უნდა იყოს, ყოველ წამს იყოს მზად იყვიროს და იმღეროს, რადგან კამერებში უპირველესად ისინი გამოჩნდებიან.


ჟურნალისტებთან და რეპორტიორებთან თათბირი ეს პუნქტი შეიძლება სულაც არ დაგჭირდეთ. მათ ისედაც იციან თავისი სამუშაო თქვენზე უკეთესად. უკეთესია აუხსნათ სად გიპოვონ მსვლელობის დროს, რათა ინტერვიუ ჩამოგართვან.

თქვენ მაშ ასე, ღონისძიება გამოცხადებულია, ოფიციალური თანხმობა გაქვთ. აუცილებლად იქონიეთ ორიგინალი, რათა საჭიროების შემთხვევაში ადვილად დაამტკიცოთ რომ დემონსტრაცია ოფიციალურად არის აღიარებული. პირადად უნდა იცნობდეთ ყველას, ვისი დახმარებაც დაგჭირდათ და შეიძლება დაგჭირდეთ, თან გქონდეთ გამზადებული სლოგანები და სიტყვა, იქონიეთ სავიზიტო ბარათები. დაიმახსოვრეთ: ყველაფერი კარგად იქნება. თუ დაგეგმვის ეტაპზე და ინსტრუქტაჟის დროს ყველაფერმა კარგად ჩაიარა, არ არსებობს საფუძველი რომ კრახი განიცადოთ. 13 წლის ასაკის ბავშვებს მოუხერხებიათ ათასობით კაციანი დემონსტრაციების წარმატებულად ჩატარება, ასე რომ თქვენც გამოგივათ. ყოველთვის იფიქრეთ იმაზე როგორი ბედნიერი იქნებით დემონსტრაციის დროს, თუ გეცოდინებათ სად არის უახლოესი საპირფარეშო :)

მაშ ასე, დეტალების ჩამონათვალი. იგი თან უნდა გქონდეთ. თუ ყველა ეს პირობა ჯერ არ შესრულებულა, არ დაიწყოთ დემონსტრაცია.

1. 2. 3. 4. 5.

ხალხის მასა მოგროვებულია და სწორი მიმართულებითაა ორიენტირებული; უსაფრთხოების სამსახურის წევრები ადვილად გამოირჩევიან; დემონსტრანტებისგან და დაკავებული აქვთ თავიანთი ადგილები; პირველი ქუჩები რომლებიც მარშრუტზე შეგხვდებათ გადაკეტილია და ტრანსპორტის მიმოსვლა შეწყვეტილია. მთავრობის წევრები (თუ თქვენთან ერთად არიან) გაძლევენ დაწყების ნიშანს.

როდესაც ყველა ამ პუნქტს გადაამოწმებთ (შეგიძლიათ პუნქტები ჩაამატოთ თქვენი სურვილის მიხედვით) დაიწყეთ მსვლელობა. მიეცით ნიშანი წინამძღოლებს დაიწყონ მოძრაობა, ჩართეთ დინამიკები, გააკეთეთ მსვლელობის დაწყებისადმი მოწოდება, ხმოვანი სიგნალით, ან დაიყვირეთ „წავედით!“ და ხალხი დაიძვრება. მნიშვნელოვანი დეტალი: მსვლელობის საწყის ეტაპზე წინამძღოლებმა ძალიან ნელა უნდა იმოძრაონ, იქამდე სანამ ხალხის მთელი მასა მოძრაობაში არ მოვა, და შემდეგ ნელ-ნელა გაზარდონ მოძრაობის ტემპი საჭირო ნიშნულამდე. თუ ამას ყურადღება არ მიაქციეთ ხალხი შეიძლება რამდენიმე „ფენად“ დაიყოს და ფენებს შორის სივრცე დარჩეს.

დემონსტრაციის დროს თუ ყველაფერი სწორად არის დაგეგმილი და ყველამ იცის თავისი საქმე, მსვლელობის დროს ბევრი არაფერი გრჩებათ საზრუნავი. იყვირეთ ლოზუნგები, იმღერეთ, ესაუბრეთ ჟურნალისტებს, და დროდადრო აცნობეთ მერიას როგორ მიდის საქმეები. მსვლელობის დროს გადათვალეთ დემონსტრანტთა მიახლოებითი რაოდენობა, ან მიანდეთ ეს საზრუნავი ვინმე სანდო პირს. თუ დემონსტრაციებს ხშირად უძღვებით, ხალხის რაოდენობის შეფასება შეგრძნების დონეზე ყალიბდება, რაც გაგიადვილებთ საქმეს.

48


ხალხმრავალი კრების მონაწილეების რაოდენობის მიახლოებითი შეფასების მეთოდები: ის ადამიანი, ვისაც ევალება ხალხის დათვალ, უნდა დადგეს გზის რომელიმე მხარეს დემონსტრანტთა ნაკადის დასაწყისში, თან ჰქონდეს საათი ან დროის მთვლელი. უნდა მოხდეს დემონსტრაციის დასაწყისის ჩანიშვნა (დრო 1) და დაითვალოს ჩავლილი ხალხის რაოდენობა 30 წამში. (გამვლელები) მთვლელი უნდა იდგეს იმ ადგილას იქამდე სანამ ყველა არ ჩაივლის, და დანიშნული ჰქონდეს ხალხის ჩავლის დრო. (დრო 2) რაოდენობის შეფასება შემდეგნაირად ხდება: [(დრო 2)-(დრო1)]*გამვლელები*2

იოვანამ დაიწყო ხალხის თვლა 14:30-ზე, და დაითვალა, რომ დაახლოებით 85 ადამიანმა ჩაუარა მას 30 წამში. უკანასკნელმა ადამიანმა ჩაიარა 15:15. ფორმულის თანახმად: დემონსტრანტთა რაოდენობა= (15:15-14:30)*85*2=45*85*2=7650 კაცი (დაახლოებით) რატომ არ გვასწავლიან ამას მათემატიკის გაკვეთილებზე?

მსვლელობისას დაუგეგმავი მოვლენებიდან ორს შეიძლება ჰქონდეს ადგილი: კონფლიქტს ან კატასტროფას (მცირე ალბათობით.) კონფლიქტის შემთხვევაში ეცადეთ გადადოთ საქმის გარჩევა შეძლებისდაგვარად დიდი დროით, თუ შესაძლებელია დემონსტრაციის ბოლომდე. დააშოშმინეთ მხარეები თუ ეს შესაძლებელი გახდა. რადგან თქვენ ხართ მსვლელობის ორგანიზატორი, პასუხისმგებელი პირიც თქვენ ხართ და კონფლიქტების განმუხტვა თქვენი მოვალეობაა. ეცადეთ კონფლიქტის გაჩაღების ადგილას დააყენოთ უსაფრთხოე���ის სამსახურის წევრი. კატასტროფის შემთხვევაში (აჯანყება, ცეცხლის გაჩენა და ა.შ) არ სცადოთ სიტუაციის თქვენი კონტროლის ქვეშ აღება, რადგან მის განმუხტვას თქვენ ვერ შეძლებთ. სიტყვიდანვე ჩანს, თუ ეს კატასტროფაა, თქვენ მას ვერაფერს მოუხერხებთ. ეცადეთ შეინარჩუნოთ სიწყნარე დანარჩენ ორგანიზატორებთან ერთად. იცოდეთ რომ ყველა თქვენ გიყურებთ და ეცდება იგივე გააკეთოს, რასაც თქვენ იზამთ. მიუთითეთ ხალხს საგანგებო მარშრუტები. თუ სამართალდამცავები საპირისპირო ინსტრუქციებს აძლევენ ხალხს, ენდეთ პროფესიონალებს. ისინი საკუთარი ძალებით მოახერხებენ სიტუაციის გამოსწორებას. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ რომ ასეთი რამე ძალზე იშვიათად ხდება, თუ საერთოდ მოხდა.


არ დაგავიწყდეთ სიამოვნების მიღება პროცესისგან, შეიგრძენით რომ თქვენ ხალხის უზარმაზარ მასას მიუძღვებით წინ, და იბრძვით თქვენი მიზნისთვის. ეს გრძნობა ძალიან შთააგონებს. დაშლა როდესაც მსვლელობა ფინიშს მიუახლოვდება დროა დამაგვირგვინებელი სიტყვა თქვათ, სანამ ხალხი ჯერ კიდევ არ დაშლილა და აღტკინებულია. ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ მოუწოდოთ ხალხს დაშლისკენ, გააკონტროლოთ რომ არასწორი მიმართულებით მასობრივად არ დაიძრნენ. თუ თქვენ გაქვთ დემონსტრაციის ჩატარებაზე ოფიციალური თანხმობა, ამ დემონსტრაციაზე თქვენი პასუხისმგებლობა ვრცელდება იქამდე, სანამ თქვენ საჯაროდ არ განაცხადებთ მისი დასრულების შესახებ. უმჯობესია ისე, რომ ყველამ გაიგონოს, მაგალითად ხმის გამაძლიერებელში. არ დაგავიწყდეთ მადლობა გადაუხადოთ ყველას სოლიდარობისთვის და მოსვლისთვის და ასევე თქვათ უკანასკნელი სიტყვა. უსაფრთხოების სამსახურის წევრებმა უნდა მოუწოდონ ხალხს დაშლისკენ, მიუთითონ ახლომდებარე კაფე-ბარებზე სადაც მათ შეიძლება დროებით შეისვენონ და ყავა დალიონ და თვითონაც ეცადონ გაფანტონ ისინი. იმ შემთხვევაში თუ ვინმე აგრესიულად არის განწყობილი და დემონსტრაციის დაშლისკენ მოწოდების შემდეგაც აგრძელებს აქტიურობას, ამას პოლიცია მიხედავს. ამ დროს მედია თქვენ მოექცევით მედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, როდესაც გთხოვენ დაასახელოთ მონაწილეთა მიახლოებითი რაოდენობა, თქვენი აზრი იმასთან დაკავშირებით, წარმატებული იყო აქცია თუ წარუმატებელი და ა.შ

პოსტ-სადემოსტრაციო შეხვედრები როგორც კი დემონსტრაცია დასრულდა, მოხდება შეხვედრა დაინტერესებულ პირებთან, იმის გასარკვევად, თუ რა შესრულდა კარგად, რა არა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო კარგი და ა.შ. იყავით კონსტრუქტიული, ჩაინიშნეთ ყველაფერი რაც გჭირდებათ. ეს ძალიან გამოგადგებათ როგორც თქვენ ასევე სხვებს, ვინც გადაწყვეტს დემონსტრაციის ორგანიზებაბას, იქნება ეს თვეების თუ რამდენიმე წლის შემდეგ. პოსტ-სადემონსტრაციო შეხვედრების ოქროს წესი არის კონსტრუქტიულობა. საუკეთესო შემთხვევაში თქვენ მცირე დროში მიიღებთ პასუხს თქვენი „სამიზნე“ ფიგურისგან ან ორგანიზაციისგან, რომლის თანახმადაც თქვენმა დემონსტრაციამ მოახდინა სასურველი ეფექტი და ისინი მზად არიან ითანამშრომლონ. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული კონსტრუქტიულობა საჭირო არ არის. თუ პასუხი უარყოფითია ან საერთოდ უპასუხოდ დაგტოვეს, იმას ვერავინ უარყოფს, რომ თქვენმა აქციამ დემონსტრანტებს საშუალება მისცა სოლიდარობა გამოეხატათ და ეჩვენებინათ მზადყოფნა ცვლილებებისთვის, ამის უპასუხოდ დატოვებამ შეიძლება კიდევ ერთი დემონსტრაცია გამოიწვიოს. კონსტრუქტიულობა მაინც გმართებთ, მედიასთანაც და ავტორიტეტულ პირებთანაც. დემონსტრაცია იყო თქვენი ძალის გამოვლინების ხერხი და ასევე იმის ჩვენებისა თუ რამდენი მხარდამჭერი გყავთ. ეს უნდა გამოიყენოთ თქვენ სასარგებლოდ.

გამარჯვება! თუ იმედი გამართლდა და დემონსტრაცია გამარჯვებით დაგვირგვინდა, აღნიშნეთ ეს. არ დაგავიწყდეთ პირადი მადლობის გადახდა ყველასთვის, ვინც კი წვლილი შეიტანა დემონსტრაციაში და დაიმახსოვრეთ ისინი.

50


5. მეგობრების შეძენა... - პარტნიორებთან მორიგება

შესავალი როგორც იტყვიან, რამდენიმე ხელი საქმეს უფო იოლად გააკეთებსო. მართალიცაა. რამდენიმე ორგანიზაციასთან გაერთიანებით თქვენ ისეთი მიზნების მიღწევას შეძლებთ, რასაც მარტო ვერაფრით მიაღწევდით. თუმცა მოკავშირეების შემოკრებაში გადამეტებაც არ ვარგა, ბევრი მზარეული კარგ ბულიონს ვერ გააკეთებს (Volunteering England, Making consortia work) მეგობრული კავშირების ფორმირებას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებას ნებისმიერ ადგილას შეიძლება ჰყავდეს პარტნიორები, სადაც ეს მათთვის სასარგებლო შეიძლება იყოს. გაერთიანებამ შეიძლება საფუძველი ჩაუყაროს მშობელთა ასოციაციასთან თანამშრომლობას, გარკვეული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. შესაძლებელია სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობა მაგალითად სასმლის ახალი აპარატების სკოლაში დასადგელად, ან მედიასთან ხშირი ურთიერთობა იმისთვის რომ ყოველთვის გამოგიყონ მცირე ადგილი ადგილობრივ გაზეთში.

პარტნიორობის პირობები -

გაქვთ თუ არა საკმარისი რესურსები?

კარგი და სანდო პარტნიორული კავშირის ჩამოყალიბება საკმაოდ რთული საქმეა, რადგანაც ცუდად გათვლილი პარტნიორული კავშირი ძალიან ვნებს თქვენი ორგანიზაციის რეპუტაციას და შესაბამისად მომავალში სხვა ორგანიზაციების სურვილს თქვენი პარტნიორი გახდნენ. თუ თქვენ საკმარისი რესურსი გაგაჩნიათ პარტნიორობისათვის, არსებობს კიდე რამდენიმე პირობა რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს.

შეაფასეთ ორივე მხარის სარგებელი და ის თუ რითი შეუძლიათ მათ ხელი შეუწყონ საერთო მიზნის მიღწევას. პარტნიორული ურთიერთობა გულისხმობს რმ ორივე მხარეს წვლილი შეაქვს საერთო მიზნის მირწევაში. რისი მიღწევა გსურთ ამ პარტნიორობით? შეადგინეთ ყველა საჭირო პრერეკვიზიტის ჩამონათვალი და ასევე იმ სამუშაოების ჩამონათვალი რომელთა ჩატარება აუცილებელია მიზნის მისაღწევად. ამ ჩამონათვალში შემავალი პუნქტები გაყავით ორ ნაწილად. პირველი ნაწილი უნდა შეიცავდეს იმას, რისი შესრულება და ქონა თქვენ გევალებათ, მეორე კი იმას, რასაც მეორე მხარე სძენს თქვენს კავშირს. ამ გზით ადვილი გასარკვევი ხდება ვინ რა სარგებელს იღებს. ეცადეთ საწყის ეტაპზე შეზღუდოთ თქვენი ურთიერთობა რაღაც დონემდე რათა შეძლოთ ყველაფრის შეფასება. შესაძლებელი ჩანს თუ არა იმის მიღწევა რასაც გეგმავთ?

როგორ ვიპოვოთ პარტნიორი? როგორც უკვე ითქვა, ორივე პარტნიორი მხარე თავის წილ სარგებელს უნდა იღებდეს თანამშრომლობისგან. აუცილებელია არა მარტო იმის განსაზღვრა, როგორ ხეირობს თქვენი გაერთიანება, არამედ ასევე რა ხეირს ელის პარტნიორი მხარე. თქვენ როგორც გაერთიანება უნდა აცნობიერებდეთ თქვენს პოტენციას. თქვენს მთავარ კაპიტალს თქვენი წევრები წარმოადგენენ. ახალგაზრდობა ძალიან მიმზიდველი სოციალური ჯგუფია თანამშრომლობისთვის და ამისკენ ბევრი ორგანიზაცია, კომპანია თუ დაინტერესებული პირი მიილტვის. ხოლო როდესაც ახალგაზრდობაზე არის საუბარი, სად მოიძებნება ახალგაზრდების უფრო კარგი კავშირი, ვიდრე მოსწავლეთა გაერთიანება?


ყველა ორგანიზაცია, რომლის მთავარ სამიზნეს ბაზარზე წარმოადგენენ მოსწავლეები, რომელიც რაღაც პროდუქტს ექსკლუზიურად მოსწავლეებისთვის ქმნის, რომლის პოტენციური ამომრჩევლები მოსწავლეები არიან, შეიძლება ჩაითვალოს როგორც მოსწავლეთა გაერთიანების პოტენციური პარტნიორი.

პარტნიორობის სახეობები (განსხვავება პარტნიორსა და სპონსორს შორის) პარტნიორსა და სპონსორს შორის ბევრი განსხვავება არაა. სპონსორი პარტნიორის სახეობაა რომელიც მხოლოდ სამუშაო პროცესის დაფინანსებითაა დაკავებული და რეალურად არ არის მუშაობაში ჩართული. მიუხედავად ამისა, ნებისმიერ პარტნიორულ კავშირში, იქნება ეს სპონსორი-ორგანიზაცია თუ ორგანიზაცია-ორგანიზაცია ტიპის კავშირი, ორივე მხარის წვლილისა და სარგებელის ფასეულობა ერთნაირი უნდა იყოს. პარტნიორული კავშირები მაშინ ჩნდება, როდესაც მიზნის მიღწევა უფრო ადვილი ხდება პარტნიორთან ერთად. (მეტი დეტალებისთვის იხ. „რჩევები პარტნიორული გაერთიანებებისათვის“.) შესაძლებელია სარეკლამო პარტნიორობისთვის საფუძვლის ცაყრა რაც მდგომარეობს იმაში, რომ თქვენი პარტნიორი გაფინანსებთ თქვენ კი მას არეკლამებთ. პარტნიორული თანამშრომლობა შეიძლება დაგჭირდეთ რამე პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ან კამპანიის ჩასატარებელი სახსრების მოსაპოვებლად. სხვა შემთხვევაში პარტნიორი შეიძლება დაგჭირდეთ სკოლაში სკოლაში არსებულ მდგომარეობაში ცვლილებების შესატანად და ა.შ.

რჩევები პარტნიორული გაერთიანებებისათვის: -

ყოველთვის გულწრფელად ისაუბრეთ თქვენს მიზნებზე და სასურველ სარგებელზე.

-

მოახდინეთ კონცენტრირება თქვენი პარტნიორული გაერთიანების მიზნებზე. პარტნიორული გაერთიანება არ არის იმდენად მნიშვნელოვანი რამდენადაც დასახული მიზანი. ხდება ხოლმე, რომ გაერთიანებები ინარჩუნებენ პარტნიორებს განსაკუთრებული მიზნების გარეშე, და შესაბამისად არც სარგებელს პოულობენ ამ კავშირში.

-

იპოვეთ საკონტაქტო პიროვნება რომესაც ენდობით და რომელიც თქვენ გენდობათ. როდესაც რაღაც საჯარო განცხადების გაკეთებას აპირებთ, თქვენმა პარტნიორმა წინასწარ უნდა იცოდეს ამის შესახებ.

-

პირველი შეხვედრა ძალზე მნიშვნელოვანია. რამდენჯერმე გაივარჯიშეთ და სთხოვეთ თქვენს მეგობარს ითამაშოს უნდო და ეჭვიანი ოპონენტის როლი.

-

თუ საჭიროება მოითხოვს, არ დაიზაროთ კონტრაქტის დაწერა, რომელიც მოიცავს თქვენი და თქვენი პარტნიორის უფლება-ვალდებულებებს. ეს თავიდან აგაცილებთ ბევრ გაუგებრობას.

შვედეთში მოქმედებს რამდენიმე ადგილობრივი მასშტაბის მოსწავლეთა გაერთიანება. ყველა ეს გაერთიანება არის ეროვნული ორგანიზაციის EOS პარტნიორი. რეგიონული მასშტაბის პარტნიორები მოსწავლეთა იდეების მხარდასაჭერად სხვადასხვა სტრატეგიას ამუშავებენ, ხოლო EOS ფინანსურ დახმარებას უწევს მათ. EOS და რეგიონული ორგანიზაციების ურთიერთობები რეგულირდება კონტრაქტით, რომლის გარშემო ყოველ წელს ახალი თათბირი იმართება, რათა იგი მუდამ აკმაყოფილებდეს მხარეების ინტერესებს.

52


6. გააკეთე ეს… - ღონისძიებების ორგანიზება შესავალი

„ეფექტური კომუნიკაციის სემინარი“; „სკოლის მოსწავლეთა რეგიონალური კონფერენცია“; „ადამიანის უფლებათა შემსწავლელი საგანმანათლებლო სესია“; „ევროპის სკოლის მოსწავლეთა ყრილობა“. ყველა ეს ღონისძიება სრულიად განსხვავებული დონისაა, მაგრამ მათი პრინციპი ერთია: მათი მიზანია ცოდნის დონის ამაღლება. ცხადია, ამის განსახორციელებლად ბევრი გზა არსებობს. ეს შეიძლება იყოს ცოდნის გაზიარება მონაწილეებისთვის ან ექსპერტის, გუნდის ან ორგანიზაციის გამოცდილების მონაწილეთთვის გადაცემა, ან თუნდაც მონაწილისაგან გამოცდილების მიღება. მოცემული თავი შემდეგ კითხვებს გასცემს პასუხს: რა სახის ღონისძიება უნდა მოაწყოთ? როგორ ჩამოაყალიბოთ კარგი გუნდი? ვის ვენდოთ და ვინ ვაღიაროთ ექსპერტად? და ასევე ცოტა უფრო რთულ საკითხებს როგორც მაგალითად ღონისძიების იდეური მიმართულება, ფინანსური მხარე და შესვენებები. ეს თავი არ მოგცემთ ზოგად ცოდნას ღონისძიებების მართვაში, ამაში სხვა წიგნებიც დაგეხმარებათ. თავში მოცემული მასალა უფრო ვიწროდაა მიმართული სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების სამუშაოზე.

ზოგადი მიმოხილვა: სკოლის მოსწავლეთა გაერთიანების ღონისძიების პროცესი პირობითად 4 ეტაპად შეიძლება დაიყოს:

ორგანიზების

1. დაგეგმვამდე სანამ უშუალოდ შეუდგებოდეთ დაგეგმვას, დაფიქრდით ღონისძიების ზოგად მიზანზე, ფინანსურ შესაძლებლობებზე, ღონისძიების მასშტაბზე, გუნდზე და ა.შ. 2. დაგეგმვა მას შემდეგ რაც ღონისძიების ხასიათი გამოიკვეთება, გუნდი დაიწყებს მუშაობას და უფრო მეტი დეტალების ჩამოყალიბებაზე. 3. ღონისძიების პროცესში ღონისძიების მიმდინარეობისას ბევრი მუშაობა გმართებთ იმის გასაკონტროლებლად, რომ ყველაფერი გეგმის თანახმად მიდიოდეს. 4. გგამოხმაურება ღონისძიების დასრულების შემდეგ კარგი იქნებოდა თუ მოახდენთ ყველა მოვლენის დოკუმენტირებას, რაც გამოგადგებათ მომავალი ღონისძიებების დაგეგმვაში.

BEFORE-BEFORE

ღონისძიებები სხვადასხვა სახის არსებობს, და ყველას განსაკუთრებული პირობები სჭირდება წარმატებულად განხორციელებისთვის. ეს პირობები თუ გარემოებები, რაც გნებავთ ის უწოდეთ, შემდეგია: მიზანი როგორც უკვე ითქვა, ღონისძიებების უპირველესი მიზანი ცოდნის დონის ამაღლებაა. ვისი ცოდნის დონეზეა საუბარი? ყველანაირი ინფორმაციის გაზიარება და სხვისთვის გადაცემაა შესაძლებელი. არ არსებობს ისეთი არამატერიალური სახის ინფორმაცია, რისი სხვისთვის გადაცემა არ შეიძლება. არასამთავრობო ორგანიზაციებში ავტორიტეტული პირები (საზოგადოების წევრები, აქტივისტები, მოსწავლეები, ექსპერტები,) ყველა მათგანს შეუძლია ცოდნის გადაცემა სხვისთვის.


ხანგრძლივობა და ჩართულობა ღონისძიების ხანგრძლივობა შეიძლება შეიძლება მერყეობდეს რამდენიმე საათიდან (ამაზე მცირე ხანგრძლივობა ღონისძიებას ღონისძიების სახეს უკარგავს) განუსაზღვრელად დიდ ვადებამდე. თუმცა 10 დღეზე უფრო დიდი ხანგრძლივობის ღონისძიებებს არასამთავრობო ორგანიზაციების სამოღვაწეო სფეროში იშვიათად ვხვდებით. რაც შეეხება ჩართულობას, ამ შემთხვევაში იგულისხმება, რამდენ ხანს უნდა იყონ წევრები აქტიურად ჩაბმულნი ღონისძიების მსვლელობაში. ინტენსივობა იზრდება 2 საათიდან რამდენიმესაათიანი ღონისძიებიდან, 8 საათი/დღეში დატვირთვამდე ერთკვირიანი ღონისზიებებისთვის.

ვის რჩება სარგებელი? ვინ მიიღებს სარგებელს ღონისძიების დამთავრების მერე და გამოხმაურების ფაზაში? უმეტესად ეს ისევ მოსწავლეები არიან, მაგრამ შეიძლება იხერიონ სხვადასხვა ინსტიტუტებმა, ვინც გამოცდილება და ცოდნა შეიძინა გარკვეულ სფეროში და ამიერიდან შეუძლიათ ამ სფეროში დამოუკიდებლად მოქმედება, ან მასწავლებლები, ვინც დაეუფლა ღონისძიებაში მონაწილეობის უნარებს. აზრი იმაში მდგომარეობს, რომ საბოლოოდ უნდა იხეიროს საგანმანათლებლო სფეროს ყველა ნაწილმა მოსწავლე-მასწავლებლები, მშობლები, სკოლის ადმინისტრაცია,, ინსტიტუტები და ა.შ. თუ ასე არ მოხდა, ნაკლებსავარაუდოა, რომ ღონისძიებას დიდი ხნის განმავლობში დადებითად გაიხსენებენ. დაუშვებელია მოსამზადებელი სამუშაოების ნებისმიერ ეტა���ზე პოტენციური სარგებლის მიმღები ჯგუფების მხედველობიდან გამოტოვება. ყველაფერი მიმართული უნდა იყოს მიზნის მიღწევაზე.

რესურსი

რესურსი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, განსაზღვრავს ჩვენი მოქმედების არეალს და თავისუფლებას. შესაბამისად ამ პუნქტს დიდი გავლენა აქვს უშუალოდ ღონისძიებაზე, მის ხასიათსა და მასშტაბზე. ამიტომაც ერთდროულად უნდა მოვახერხოთ ფიქრი ჩვენს სურვილებზე და საჭიროებებზე, სხვადასხვა სახის რესურსების გათვალისწინებით.

-

მასალები

ფართი, რომელზეც კრებებს გავმართავთ, დოკუმენტები, მონაწილეების მასპინძლობისთვის აუცილებელი სახსრები, საკვები და ა.შ. -

ფინანსები

სავარაუდოდ თანხის გარკვეული რაოდენობა რომელი თქვენმა გაერთიანებამ შეგროვა, სპონსორისგან მიღებული დახმარება (ითვლება დოტაციები, საჯარო ადმინისტრაციასთან ფინანსური თანამშრომლობის შედეგები, კერძო კომპანიები, პროფკავშირები, არასამთავრობოები და ა.შ.) -

ადამიანური რესურსები

ყველაზე ფასეული რესურსი. ამიტომაცაა ადამიანური რესურსების მენეჯმენტი ასეთი დაფასებული სპეციალობა. ამ რესურსებში შედიან ექსპერტები ვინც თქვენს ღონიძიებას დაესწრება, სამუშო ჯგუფები, (მაგ. მზარეულები, საორგანიზაიო ჯგუფი და მონაწილეები ადამიანური რესურსის ყველაზე დიდი ნაწილი, რადგან მათზეა დამოკიდებული ღონისძიების შედეგი.)

54


ღონისძიებამდე ყველაფერი, რაც ღონისძიების დაგეგმვასთან არის დაკავშირებული ბევრ მუშაობას მოითხოვს. მით უმეტეს, რომ ღონისძიების ორგანიზების უნივერსალური ფორმულა ან წესი არ არსებობს, რადგან სულ ახლახან ვნახეთ თუ რამდენი სხვადასხვა ცვლადი ფაქტორი არის დაკავშირებული ნებისმიერ ღონისძიებასთან. მიუხედავად ოქროს წესის არარსებობისა, რამდენიმე რჩევა შეგვიძლია მოგცეთ:

მომზადებაში ჩართული გუნდები. როგორც უკვე ვთქვით, ღონისძიების მომზადება ძალიან დიდი სამუშაოა, რომელიც მოიცავს როგორც პრაქტიკულ პრობლემებს ასევე შინაასობრივ და იდეურ საკითხებს. აი რატომაა კარგი სვლა რამდენიმე გუნდის ჩამოყალიბების, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან როგორც ღონისძიების მომზადებაზე, ასევე მის მსვლელობაზე. კიდევ ერთი მიზეზი რამდენიმე გუნდის შექმნისა (ძირითადად ორი გუნდით შემოიფარგლებიან) ის არის, რომ ადვილად შესაძლებელია ერთმანეთისგან პრაქტიკული და შინაარსობრივი საკითხების გამიჯვნა. გუნდები წინასწარ უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რათა მუშაობის დაწყების მომენტისთვის კოლექტივები ჩამოყალიბებული იყოს, კოლექტივებს შიგნით მეგობრული ატმოსფერო ტრიალებდეს და ნაყოფიერი სამუშაოსთვის ყველა პირობა იყოს შექმნილი. მოსამზადებელი შეხვედრები. დღეს კონტაქტი ძალიან ადვილია ტელეფონებით და ინტერნეტის საშუალებით, მაგრამ მუშაობის საწყის ეტაპზე აუცილებელია ჩატარდეს ერთი ან რამდენიმე მოსამზადებელი შეხვედრა. შეხვედრების ხანგრძლივობა და ხასიათი ყოველთვის განსხვავებული იქნება. ყოველ შეხვედრაზე ნათლად უნდა იყოს ჩამოყალიბებული შეხვედრის მიზანი, და მოხდეს დავალებების თანაბრად გაყოფა, რათა შემდეგ კოლექტივებმა შეძლონ დამოუკიდებლად მუშაობა შეფერხებების გარეშე. დავალებების გადანაწილება შეგიძლიათ დაადოკუმენტიროთ რაც აგარიდებთ თავიდან გაუგებრობებს. ასევე, მოსამზადებელი შეხვედრები შეგიძლიათ გამოიყენოთ მოტივირებული ატმოსფეროს შესაქმნელად რაც უფრო ნაყოფიერს გახდის მომზადებაში ჩართული გუნდების შრომას. დაგეგმვა. გეგმა არ უნდა იყოს არც ძალიან შეუზღუდავი, და არც ზედმეტად

მკაცრი. უნდა იპოვოთ შუალედი ყოვლისმომცველსა და ელასტიურს შორის, რათა მოსალოდნელი აუცილებელი ცვლილებები გამოუსწორებელ შეცდომად და თავის ტკივილად არ გექცეთ. ყურადღება მიაქციეთ ყველა მიზანს რომლის მიღწევასაც აპირებთ ამ ღონისძიების საშუალებით. ამის შემდეგ ეტაპობრივად უნდა დაგეგმოთ ღონისძიების ყველა ნაწილი, ძალიან ზოგადიდან, უმცირეს დეტალებამდე. ხანგრძლივი ღონისძიების დაგეგმვის შემთხვევაში შეიძლება მისი დაყოფა ფაზებად, ისე რომ თითო ფაზას თავისი იდეური დატვირთვა ჰქონდეს. მაგ. ცოდნის დონის ამაღლება, ყურადღების მიპყრობა საკითხისადმი, და ა.შ. ცხადია ძალიან მისასალმებელია რომ იცოდეთ ყველა პუნქტი, რომელიც შესასრულებელია, მაგრამ იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეასრულებთ მათ. ამას შეიძლება ვუწოდოთ აქტივობის მეთოდოლოგია. ამ მეთოდოლოგიებით ბევრი სხვადასხვა მოდელია შექმნილი, დაწყებული მოდელით, სადაც ექსპერტი აძლევს ღონისძიების მონაწილეებს მათ შემოსავალს, დამთავრებული მოდელით სადაც სამუშაოს 100% გაკეთებულია მხოლოდ მოსწავლეების რესურსებით მხოლოდ შუამავლის დახმარებით. გრანდიოზული ღონისძიების მზადების შემთხვევაში შესაძლებელია მეთოდოლოგიების კომბინირება. მას მერე რაც ეს ფაზები გამოვლილია, დაიწყეთ იმის დაგეგმვა, თუ რა მასალები დაგჭირდებათ, როგორც მაგალითად ქაღალდი, დაფები, კომპიუტერი და პროექტორი. განსაზღვრეთ რა რაოდენობით და როდის დაგჭირდებათ ეს ყველაფერი.

დღის წესრიგის ჩამოყალიბება. ამის გაკეთება აუცილებელია როგორც მომუშავე აქტივისტებისთვის ასევე მონაწილეებისთვის. ეს იქნება მარტივი განრიგი, რომლის შეცვლაც საჭიროების შემთხვევაში არ გაგიჭირდებათ.


მზად იყავით პრობლემებისთვის ღონისძიების მსვლელობისას, ისეთებისთვის როგორიცაა მაგალითად ექსპერტის არ მოსვლა, ან პროექტორის გაფუჭება. მზად იყავით მოერგოთ ასეთ სიტუაციებს. თვალყური ადევნეთ განრიგს, რათა იცოდეთ რა თანმიმდევრობით იცვლება ღონისძიების ფაზები, ჭამის და შესვენებების დრო და ა.შ.

ექსპერტები. გამოცდილების

შესაძენად კარგი იქნება თქვენს ღონისძიებაზე ექსპერტის დაპატიჟება. ექსპერტში ვგულისხმობთ ადამიანს, ვისაც განსაკუთრებული გამოცდილებაა აქვს თქვენს სამუშაოსთან დაკავშირებული რომელიღაცა სფეროში. იმ შემთხვევაში თუ რამდენიმე ექსპერტის დახმარება გჭირდებათ, გადაწყვიტეთ ვის მოიწვევთ და რისთვის. ექსპერტის შესარჩევად გასათვალისწინებელია თქვენი საკუთარი ან თქვენი გარშემომყოფების მოსაზრებები. (არასამთავრობოები რომლებთანაც ერთად მუშაობთ და ა.შ.) ასევე მიიღეთ მხედველობაში ექსპერტის მოღვაწეობის სფერო: საინტერესო იქნება თუ მას ექნება საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობის გამოცდილება და ამ ყველაფერის თავისი ხედვის კუთხით დაგანახებთ. ასევე არის გასათვალისწინებელი ის თუ როგორ შეეფერება თქვენ მიერ არჩეული ექსპერტი ღონისძიების ხასიათს. თუ მაგალითისთვის თქვენ გსურთ ექსპერტის მოწვევა სემინარზე, უნდა დანადვილებით იცოდეთ რომ მას აქვს აქტივობის მეთოდოლოგიებთან შეხება და მათი გამოყენების გამოცდილება, წინააღმდეგ შემთხვევაში მისგან ვერანაირ სასარგებლო ინფორმაციას ვერ მიიღებთ. ექსპერტთან დაკავშირება ღონისძიების ჩატარებამდე დიდი ხნით ადრე უნდა მოხდეს, რათა კარგად აუხსნათ რას ელით მისგან, გაარკვიოთ თქვენი სამუშაოს თავისებურებებში და იცოდეთ მისი გეგმების შესახებ. ექსპერტი კარგ რესურსად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ეს უკვე იმაზე არის დამოკიდებული, იგებს თუ არა თვითონ იგი ამით რამეს.

არაოფიციალური გარემოს დაგეგმვ���. ღონისძიება მხოლოდ რამდენიმე მშრალი ფაზისგან არ შედგება. პროგრამის სხვადასხვა პუნქტებს შორის შესვენებებზე იქმნება არაოფიციალური გარემო. თქვენ, როგორც ღონისძიების ორგანიზატორი პასუხისმგებელი ხართ როგორც ცალკეული პიროვნებებისთვის, ისევე ღონისძიების მონაწილეთა ჯგუფებისთვის პირადი სივრცის შექმნაზე, რომელშიც არავინ უნდა ჩაერიოს. ატმოსფერო უდიდეს როლს თამაშობს თქვენი ღონისძიების წარმატებაში, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ იგი დიდხანს გრძელდება. თქვენ ყველგან უნდა ეცადოთ შექმნათ პოზიტიური გარემო. ამაში დაგეხმარებათ ინტერაქტიული თამაშები და დასასვენებელი ზონების მოწყობა. ასევე უნდა გქონდეთ ალკოჰოლისა და თამბაქოს გამოყენების მარეგულირებელი წესი. ამაში დაგეხმარებათ მონაწილეთა პირადი ინფორმაციის ცოდნა, იმ ადგილის ადმინისტრაციის წესდება, სადაც ღონისძიება ტარდება და ა.შ.

56


ღონისძიების პროცესში

ღონისძიების წარმატებულად ჩატარებისთვის საჭირო სამუშაო სულაც არაა დამთავრებული მაშინ, როდესაც მოსამზადებელი ფაზა დასრულებულია. პირიქით, ღონისძიების მიმდინარეობის მანძილზე ყველა ძალის მოკრება დაგჭირდებათ იმის გასაკონტროლებლად რომ ყველაფერი კარგად მიდის, და სწრაფად რეაგირების მოსახდენად, თუ ასე არაა. რამდენიმე საკითხი რომელსაც ნდა მიაქციოთ ყურადღება როდესაც ღონისძიება უკვე დაწყებულია.

ანგარიშის ჩაბარება

ეს პუნქტი უნიშვნელოვანესია! დრო, რომელიც დარჩება ღონისძიების დასრულების შემდეგ მთლიანად უნდა დაეთმოს ანგარიშის ჩაბარებას და გამოხმაურებების მოსმენას. ამ პროცესში უნდა მონაწილეობდნენ როგორც ორგანიზატორები, ასევე მონაწილეები. ეს იქნება ერთგვარი ღონისძიების ჟურნალი, სადაც შესულია ყველაფერი მოსამზადებელი ფაზებიდან გამოხმაურებებამდე. როგორც ჩაიარა ყველაფერმა, რა შთაბეჭდილებები დარჩათ ექსპერტებს, მონაწილეებს, საორგანიზაციო გუნდს, გუნდში გაჩენილი პრობლემების ანალიზი, სირთულეები რომლებიც შეგხვდათ და მათი გადაწყვეტა, და ა.შ. ეს არა მარტო ზუსტი აღწერა იქნება იმისა, თუ როგორ ჩაიარა ღონისძიებამ, არამედ, სპონსორებისთვის მტკიცებულება იმისა, რომ ფული სწორად დახარჯეს, ხოლო ორგანიზატორებისთვის მომავალი შეცდომების თავიდან არიდების საშუალება. გთავაზობთ პუნქტების ჩამონათვალს რომელიც ანგარიშში უნდა შედიოდეს:

ღონისძიების მიზნები და არსი. იმის ანალიზი, მიაღწიეთ თუ არა შედეგებს. ხაზგასმული დადებითი და უარყოფითი მხარეები. რა იყო განსაკუთრებით კარგი, და რა წარიმართა განსაკუთრებით ცუდად. მონაწილეთა გამოხმაურებები. თუ თქვენ საკმარის ადამიანურ რესურსს განკარგავთ, კარგი იქნებოდა ოფიციალური მომხსენებელი გყავდეთ ღონისძიებაზე. ამგვარად თქვენ ზედმეტ სატკივარს მოიტოვებთ და გამუდმებით არ მოგიწევთ ფიქრი იმაზე, თუ ვინ ჩააბარებს ანგარიშს სტუმრებს და ორგანიზატორებს. იმ შემთხვევაში თუ ერთდროულად რამდენიმე რაღაც ხდება, მაგალითად სემინარები, შესაძლებელია შთაბეჭდილებებიანი ფურცლების გადაწოდება, რათა მთავარმა მომხსენებელმა ისინი წაიკითხოს.

გუნდის მართვა ღონისძიების მოწყობის მთელი პროცესის განმავლობაში გუნდს გაკონტროლება სჭირდება. თქვენ საკმაოდ დატვირთულ რეჟიმში მოგიწევთ მუშაობა ამიტომაც აუცილებელია გუნდის წევრებისთვის კომფორტული პირობების შექმნა და ამ ყველაფერს კოორდინირება თქვენ უნდა გაუწიოთ. შეურიგდით იფ ფაქტს რომ კონფლიქტები თავს იჩენს გუნდის წევრების გადატვირთულობის და მოქმედების სწრაფი რიტმის გამო. ამ ყველაფრის დასარეგულირებლად აუცილებელია კომუნიკაცია. გუნდში მომუშავე წევრები გამუდმებით უნდა ეკონტაქტოთ ერთმანეთს, გაუზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები და მოსაზრებები. ეს შექმნის ე.წ „გუნდის შეგრძნებას“ (რაც უნდა ჩაისახოს მოსამზადებელ ფაზაში.) თქვენ ხართ პასუხისმგებელი ღონისძიების შედეგებზე, შესაბამისად ყველაფრის გაკონტროლების მისიაც თქვენ გეკისრებათ.

დავალებების განაწილება დიახ, თქვენ გაკონტროლება გევალებათ და დიდი პასუხისმგებლობა გაწევთ კისერზე მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ყველას ყველაფერი უნდა ებაროს. დავალებების გადანაწილება განსაკუთრებით საჭიროა ღონისძიების მსვლელობის პერიოდში სემინარის ჩატარებისას, კონფერენციის შეფასებისას, მონაწილეთათვის კომპენსაციის გადახდით (თუ საჭირო გახდა) და ა.შ.


ამგვარად ყველა იგრძნობს თავდაჯერებულობას, ეცოდინება რა ის, თუ ზუსტად რა პუნქტების შესრულებაზეა პასუხისმგებელი, და ერთდროულად ჩასატარებელი პუნქტები უფრო წარმატებულად ჩაივლის.

გუნდის შეხვედრები ღონისძიებაზე მუშაობის პერიოდში, განსაკუთრებით თუ ის გრძელვადიანი უნდა იყოს, მოგიწევთ რამდენიმე გუნდური შეკრების ჩატარება. კრება შეიძლება ჩატარდეს ოფიციალურ ან არაოფიციალურ გარემოში, თუმცა ფორმალური გარემო უფრო სასურველია. კრებების მიზანი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს: დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს შეფასება, გადაწყვეტილებების მიღება დღის წესრიგში შესწორებების შეტანასთან დაკავშირებუთ, პროგრამის იმ პუნქტის დამუშავება, რომელიც ვერ მომზადდა საწყის ეტაპზე, და ა.შ. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად გუნდის წევრებს დასვენება და მოდუნება სჭირდებათ. აი ამიტომაც შეხვედრების მხოლოდ ოფიციალური ხასიათი უნდა გამოირიცხოს.

80-20 ნათქვამია, რომ სამუშაოს პირველი 80%-ს შესრულებას მთელი დროის 20% მიაქვს, ხოლო უკანასკნელი 20%-ს შესრულებას მთელი დროის 80%. ნებისმიერ პროექტზე მუშაობისას დარწმუნდებით, რომ დეტალების დამუშავებას ძალიან ბევრი დრო მიაქვს. ამიტომაც თავიდან საჭიროა ფართო და განზოგადოებული მონახაზის გაკეთება, საჭირო რესურსების შესაფასებლად, და მხოლოდ მერე დეტალებზე გდასვლა.

შეფასება გრძელვადიანი ღონისძიებების დაგეგმვისას, საინტერესო გამოცდილებაა მუშაობის პროცესში დროის გამოყოფა პროცესის შესაფასებლად. ამ გზით ადვილად მიაგნებთ პროცესის სუსტ და ძლიერ მხარეებს ანუ იმას, თუ რა მიდის კარგად და რა - არა. შეფასება საშუალებას მოგცემთ ნამუშევარი მოარგოთ იმ ზუსტ პირობებს, რომლებიც მონაწილეთა მოთხოვნებზეა დაფუძნებული. ღონისძიების დაგეგმილი სახე არ არის რაღაც წმინდა და ხელშეუხებელი. პირიქით, ის განუწყვეტლივ განიცდის ცვლილებას და ევოლუციას. შეფასებიდან გამომდინარე თქვენ მიაქცევთ ყურადღებას ზოგიერთ პრაქტიკულ მხარეს, დაინახავთ რის გაკეთებას არ აქვს აზრი და პირიქით. ნამუშევრის შეფასების სხვადასხვა ტექნიკები არსებობს. გთავაზობთ რამდენიმე კომბინირებულ ტექნიკას:

შემფასებელი ჯგუფები - ყველაზე ინტერაქტიული შეფასების ტექნიკა. გუნდი იყოფა მცირე ჯგუფებად, რომლებიც გარკვეული სიხშირით შეაფასებენ ნამუშევარს. ამის დავალება შეიძლება გუნდის შუამავლისთვის. საფოსტო ყუთი - მონაწილეები ყუთში ყრიან ქაღალდზე დაწერილ თავიანთ მოსაზრებებს, დადებით/უარყოფით კრიტიკას, იდეებს და შთაბეჭდილებებს. ყველამ აბსოლუტური თავისუფლება უნდა იგრძნოს აზრის გამოხატვაში. შეფასების ასეთი პრინიპი ანონიმურობის გარანტიას იძლევა. შპალერი - სამუშაო ადგილის ერტ-ერთ კედელზე შეგიძლიათ დაამაგროთ ქაღალდის ფურცელი, და მიუთითოთ სხვადასხვა შესაფასებელი პუნქტები. (მასპინძლობა, აქტივობები, საჭმელი, მასალები და ა.შ.) ფურცლის ქვეშ დაიდება საწერი კალმები ან მარკერები. მონაწილეებს შეეძლებათ თავიანთი მოსაზრებები დაწერინ ნებისმიერ მომენტშიდ და ასევე ნახონ სხვისი ნაწერებიც. ინტერაქტიულობა ამ მეთოდის ერთ-ერთი დადებითი მხარეა.


როდესაც ღონისძიების დასრულებამდე ცოტა დრო რჩება, ჩაატარეთ უკანასკნელი შეფასება. ეს შეფასებაც სხვადასხვა მეთოდებით ან კომბინირებულად შეიძლება ჩატარდეს. მეთოდების კომბინირება უფრო სასურველიც კია. ზემოთხსენებული მეთოდების გარდა შეიძლება კიდევ რამდენიმე ხერხის გამოყენება. კითხვარი შეადგინეთ კითხვარი და შეავსებინეთ მონაწილეებს. კითხვარი უნდა შეიცავდეს როგორც კითხვებს შეზღუდული არჩევანის საშუალებით (კი/არა ტიპის, შეფასების შკალიან და სხვ.) აგრეთვე ღია კითხვებს, სადაც პასუხის დასაწერად ადგილი არის გამოყოფილი. ღია ტიპის კითხვების დადებითი მხარე ის არის, რომ მოპასუხეს სრულ თავისუფლებას ანიჭებენ მოსაზრების ჩამოყალიბებაში. შეზღუდული არჩევანი კი უფრო უპრიანია მიღებული მონაცემების გასაანალიზებლად შემდგომი ინტერპრეტაციისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ისეთი კითხვებით, რომელთა შესაძლო პასუხებია კი/არა ან 0-დან 5-მდე შკალაზე რომელიმე რიცხვითი მონაცემი, თქვენ მიიღებთ კონკრეტულ მონაცემებს რომელთა საშუალებითაც შეძლებთ გრაფიკის აგებას და სტატისტიკური ანალიზის ჩატარებას. ამისთვის დაგჭირდებათ მარტივი კომპიუტერლი პროგრამები: OpenOffice, კალკულატორი და სხვ.

შეფასების ხე

მონაწილეებმა უნდა გააფერადონ ან სხვა გზით მიუთითონ იმ კაცუნაზე, რომლის მდგომარეობასთანაც საკუთარ ამჟამინდელ მდგომარეობას აიგივებენ. შემდეგ ეს არჩევანი უნდა აიხსნას. (შეფასების ხის მოდელი იხ. დამატებაში.)

მონაწილეეებმა უნდა დახატონ თავისი ხელის მოხაზულობა ქაღალდზე და ჩაწერონ თითების ადგილას: ცერზე - ის რაც ყველაზე მეტად მოეწონათ; საჩვენებელ თითზე - ის, რისკენაც სურთ რომ მიგანიშნონ; შუა თითზე - ის რაც არ მოეწონათ; არათითზე დანახარჯები, რაც გაიღეს მათ/მათმა გაერთიანებამ/ასოციაციამ ა.შ; ნეკა თითზე - როგორ შეესაბამებოდა ღონისძიება თქვენს ნამუშევარს. ექსპერტებისთვის ყურადღების მიქცევა ღონისძიების მსვლელობის დროს ბევრი დრო უნდა დაუთმოთ ექსპერტებს და სხვა მოწვეულ პირებს, რომლებიც არ ირიცხებიან თქვენს გაერთიანებაში. (არასამთავროების წარმომადგენლები, ავტორიტეტული ფიგურები განათლების სფეროში). ყოველთვის გადაამოწმეთ კმაყოფილები არიან თუ არა ისინი, მართლდება თუ არა მათი მოლოდინები. ასეთი სტუმრების მასპინძლობა მეტად საპასუხისმგებლო საქმეა. შეგიძლიათ აღნიშნოთ მათი წვლილი თქვენს საქმეში და ამით ჰკითხოთ, რა შთაბეჭდილება მოახდინა მათზე თქვენმა ღონისძიებამ. ყველა ეს ქმედება ნორმალური საქმიანი ურთიერთობის შენარჩუნებისკენაა მიმართული და ურთიერთობის ყველაზე მარტივ და ზოგად პრინციპებს წარმოადგენს. თქვენთვის აუცილებელია ყველა გავლენიანი პიროვნების ნაცნობობა იმ სფეროში რომელშიც თქვენ მოღვაწეობთ, და არა მარტო ნაცნობობა, არამედ მათთან კეთილგანწყობილი დამოკიდებულების ქონა. არასდროს არ იცით როდის დაგჭირდებიან ეს ადამიანები და როდის შეძლებენ თქვენთვის დაუფასებელი დახმარების გაწევას! Blob Tree © “ საავტორო უფლებები © პიპ უილსონი “Spectacular Stinking Rolling Magazin Book” -დან isbn: 0-551-02117-9 გამოცემულია Marshall Pickering imprint of Harper Collins publishers მიერ. არ ექვემდებარება გამოქვეყნებას წერილობითი თანხმობის გარეშე შემდეგი პირისგან: pip@pipwilson.com www.pipwilson.com


ყურადღების მიქცევა მონაწილეებისთვის იმის პარალელურად რაც გავლენიანი სტუმრების კომფორტზე იზრუნებთ, ასევე უნდა აკონტროლოთ საერთო ატმოსფერო ღონისძიებაზე, რადგან ამას შეიძლება ეფექტი ჰქონდეს შედეგზე. გააცანით მონაწილეები ერთმანეთს, შექმენით სასიამოვნო სამუშაო გარემო. ეს დიდ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, და როგორც კი პირველი მორიდება გაქრება, მონაწილეები იგრძნობენ საკუთარ თავს როგორც საერთო პროექტზე მომუშავეებს. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება რომ არ გაჩნდნენ კოლექტივიდან გარიყული მონაწილეები და საერთოდ არ ჰქონდეს ადგილის დისკრიმინაციას არანაირი ნიშნით.

ღონისძიების შემდგომ რაც არ უნდა რთული იყოს, ღონისძიების ჩავლის შემდეგაც მოგიწევთ მუშაობა. შეიძლება ითქვას რომ ეს არის თქვენი პროექტის გადამწყვეტი ფაზა, რომელშიც წყდება როგორც კერძოდ ამ ღონისძიების შედეგი ასევე მომავალი ღონისძიებებისა.

გუნდთან თათბირი გუნდა უნდა იმსჯელოს ჩატარებული ღონისძიების გარშემო და ნამუშევარი შეაფასოს. ასეთი მიდგომის შემთხვევაში მომავალი ღონისძიებები უფრო კარგად დაიგეგმება და ჩატარდება.

გამოხმაურება იპოვეთ გამოხმაურებების პოვნის და შედეგების შემოწმების გზები. მაგალითად თუ თქვენი ღონისძიება იყო სემინარი-ტრეინინგი, ეცადეთ შეამოწმოთ, როგორ გაითავისეს მიღებული ცოდნა სემინარის მონაწილეებმა. ეს თავისებური ინდიკატორი იქნება მთელი პროექტის შეფასების პროცესში. ასეთი ინდიკატორებიც წინასწარ შეგიძლიათ დაგეგმოთ, მისცეთ მათ დავალების ან უბრალო გასაუბრების სახე. (ელფოსტით, კითხვარით თუ ტელეფონით). ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება თქვენი შრომის აუცილებლობა და სპონსორები დაინახავენ როგორ ნაყოფიერად ჩაიარა ღონისძიებამ.

ანგარიშის ჩაბარება ამ უკანასკნელ ეტაპს ზოგჯერ თვითონ სპონსორებიც ითხოვენ. თქვენ უნდა გააკეთოთ თქვენი ღონისძიების საბოლოო მიმოხილვა, რომელიც შეიცავს ყველაფერს რაც მოხდა: ღონისძიების არსი, მიზანი, მის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების ჩამონათვალი, მონაწილეების, ექსპერტების და საორგანიზაციო გუნდის მიერ ღონისძიების შეფასება, დასკვნა და მადლობის ფურცელი. აუცილებლად უნდა აღნიშნოთ დაგეგმვა-რეალიზების პროცესში გაწეული ფინანსური ხარჯები.

60


7. ინფორმაცია, იდეები, გადაწყვეტილების მიღება… - კრებების ორგანიზება

შესავალი მაშ ასე, თქვენ შთაგონება მიიღეთ, გაქვთ ახალი იდეები და ისევ აქტიურობა გსურთ! როგორი ენთუზიაზმიც არ უნდა გამოძრავებდეთ, საქმის მარტო კეთებას ჯობია გუნდი გყავდეთ. იმიტომ რომ რაზეც არ უნდა იმუშაოთ, იდეების მიმოცვლა, ორგანიზაციული მხარე, დავალებების განაწილება დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში, ამისათვის კი გუნდის წევრები ერთმანეთს უნდა შეხვდნენ და ითათბირონ. ამ თავში გაიგებთ თუ საერთოდ რატომ უნდა მოაწყოთ კრებები, უნდა ჩაერთოთ თუ არა მათში აქტიურად, რა შემთხვევაში უნდა მოაწყოთ ეს კრებები და რა დაგჭირდებათ ამისთვის.'

რატომ არის კრება სასარგებლო? კრების ჩასატარებლად საფუძვლიანი მიზეზის ქონა აუცილებელი. თუ თქვენ ყოველთვის გექნებათ დასახული მიზანი, უაზრო და არაფრისმომცემი კრებების დანიშვნას თავს აარიდებთ. ჩამონათვალში გთავაზობთ კრების ჩატარების რამდენიმე მიზეზს, რომელთა დახმარებითაც კრების ჩატარების გეგმა გამოიკვეთება: კომუნიკაცია, სიახლეების გაზიარება, მოვლენათა შეფასება ან ბრიფინგი. დაგეგმვა - ღონისძიების, პროექტის, სხვ. გადაწყვეტილების მიღება - როგორ დავძრათ საქმე, ფინანსური საკი���ხების გადაწყვეტა, სხვ. ბრიფინგი - საქმეების დავალება თქვენი თანამშრომლებისთვის, ყველა შეკითხვისთვის პასუხის გაცემა. პოსტ-საღონისძიებო კრება - მას შემდეგ, რაც ყველაფერმა ჩაიარა, შეფასებების გაკეთება. ერთმანეთის გაცნობა - ახლადჩამოყალიბებული გუნდებისთვის ეს სასარგებლოა, გუნდის მუშაობას მიზანმიმართულს და ნაყოფიერს გახდის. მოტივაცია როდესაც ტარდება კრება, შეკრებილები საქმით არ უნდა იყონ დაკავებულნი. კრების მთელი აზრი ზუსტად იმაში მდგომარეობს რომ შეჯამდეს ის სამუშაო, რაც კრებამდე ჩატარდა. წინააღმდეგ შემთხვევაში პროგრესი შეუმჩნეველი იქნება მიზანი კი მიუღწეველი შეიძლება დარჩეს. ამიტომაც სამუშაო გუნდი კრებას სერიოზულად უნდა ეკიდებოდეს და უჩნდებოდეს კიდეც საჭიროება შეიკრიბოს და შეაფასოს შედეგები ან დასახოს მოქმედების გეგმა.


ვინ უნდა დაესწროს ამ კრებებს? კრების დაგეგმვის პროცესში აუცილებლად გაითვალისწინეთ რა მიზეზით იწვევთ კრებას და აქედან გამოდინარე ისიც, თუ ვინ უნდა დაესწროს მას. დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვები: „ვისი დავალებები ეხება იმ საკითხებს, რომლებიც უნდა განვიხილოთ ამ კრებაზე?“ „იქნება თუ არა ყველა თანამშრომელი კრებაში ჩართული ან პასუხისმგებელი განსახილველი საკითხებიდან რომელიმეზე?“ ზოგჯერ სასარგებლო შეიძლება იყოს კრებაზე ისეთი ხალხის მოწვევა ვინც პირდაპირ არ არის ტქვენს სამუშაოსთან დაკავშირებული, მაგრამ შეუძლია გარკვეული სარგებლის მოტანა კრებისთვის. იმის გათვალისწინებას, თუ ვინ უნდა მონაწილეობდეს კრებაში თავისი მნიშვნელობა აქვს, არავინ გამოგრჩებათ ან დაგავიწყდებათ. კრებაზე მოწვეული ხალხის რაოდენობაც ყურადსაღები საკითხია - რაც უფრო მეტი კრების მონაწილეა, მით უფრო მეტი კარგი და საინტერესო იდეაა მაგრამ ამავდროულად მათი გამოთქმის ნაკლები შესაძლებლობა და მეტი უთანხმოება.

როდის ჩავატაროთ კრება? კრების ჩატარებას შესაფერისი დრო უნდა რისი მიგნება არც ისე ადვილია. ცხადია, პირველი გარემოება ის არის, რომ ყველა მოწვეულის დასწრება გჭირებათ, არავინ არ უნდა გააცდინოს კრება. შესაბამისად მონაწილეთა განრიგების გადამოწმება და გათვალისწინება ძალიან დაგეხმარებათ კრებისთვის შესაფერისი დროის არჩევაში. მხედველობაში მიიღეთ ისეტი ფაქტორები, როგორიცაა დღის ყველაზე გვიანი მონაკვეთი რომლელშიც კრების ჩატარებას შეზლებთ, რა სიშორეზე უწევთ მონაწილეებს მგზავრობა კრებაზე დასასწრებად, ისეთი თარიღები რომელსაც მნიშვნელოვანი აკადემიური მოვლენები ემთხვევა, როგორიცაა საკონტროლოები და გამოცდები. დაფიქრდით ასევე, შესაძლებელია თუ არა კრების დანიშვნა დასვენების დღეებში. გადაწყვეტილების მიღების სირთულე იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რა მნიშვნელობის კრებაზეა საუბარი, არის ის ცალკეული სკოლის მოსწავლეების კრება, თუ ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბის კრება. ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდება ორი გზით შეიძლება: თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ მონაწილეების სამუშაო განრიგს და ყველასათვის თავისუფალი დროებიდან ამოირჩიოთ. ან შეგიძლიათ წინასწარ მთელი წლის კრებების თარიღები წლის დასაწყისში გაუგზავნოთ თქვენს ორგანიზაციასთან დაკავშირებულ ყველა პიროვნებასთან და სთხოვოთ ამ დღეებში არაფერი დაგეგმონ. ასეთი დაგეგმვისთვის გამოგადგებათ ისეთი საიტები, როგორც, მაგალითად www.doodle.ch. კრებების სიხშირე ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. კრებების ძალიან ხშირად ჩატარება აისახება დროის უშედეგო კარგვაში, შეკრებებში რომლებზეც არავის არაფერი ექნება სათქმელი. მეორე მხრივ, კრებებს შორის ძალიან დიდი ინტერვალები ასევე უსარგებლო იქნება საქმისთვის. წევრები ვერ გაეცნობიან სიახლეებს, დაკარგავენ ერთმანეთის მხარდაჭერის შეგრძნებას და ენთუზიაზმიც საგრძნობლად დაეცემა. თუმცა ეს ყველაფერი პირობითია და დამოკიდებულია სიტუაციაზე. მნიშვნელოვანი ღონისძიების დაგეგმვის ბოლო ეტაპზე მცირე პერიოდის განმავლობაში კრებების ხშირად ჩატარების აუცილებლობა შეიძლება გაჩნდეს. რაც უფრო მალე გააფრთხილებთ ხალხს შეკრების შესახებ, მით უკეთესი. წინასწარ დაგეგმილი შეხვედრისთვის დროის გამონახვა უფრო ადვილია, რადგან დიდი ხნით ადრე თითქმის არავინ არაფერს გეგმავს ხოლმე. ელფოსტით შეხსენებების გაკეთებაც კარგი გზა მონაწილეებისთვის კრების შესახებ შესახსენებლად. თუმცა ელფოსტა არ არის ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდების ერთადერთი გზა. შეგიძლიათ გამოიყენოთ წერილები, სატელეფონო ზარები ან მოკლე ტექსტური შეტყობინებები. ამის წინასწარ გათვლაც თქვენ გევალებათ, აუცილებლად უნდა იცოდეთ რომელ საინფორმაციო წყაროზე არის დამოკიდებული კრების მონაწილეთა უმეტესობა. შესაძლებელია რეკლამის მომზადება ან საინფორმაციო ფურცლების დარიგება იმ შემთხვევაში თუ კრება სახალხოა.

62


როგორ უნდა წარმართო კრება? არ არსებობს მკაცრად განსაზღვრული წესი იმისა, თუ როგორ უნდა წარმართოთ შეხვედრები, და ყოველთვის ჯობია თქვენით დაადგინოთ ასეთი წესი. არსბობს რამდენიმე სხვადასხვა გზა და რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ კარგი და შედეგიანი კრების ჩატარებაში. ერთ-ერთი აუცილებელი საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს, ეს არის კრების დღის წესრიგში მყოფი საკითხების ჩამონათვალის და განრიგის შედგენა. ამით თქვენ უზრუნველყოფთ იმას, რომ ყველა საკითხს ეყოლება შემსრულებელი და პასუხისმგებლობა თანაბრად გადანაწილდება ორგანიზატორებზე. კრების წამყვანი (თავმჯდომარე, პრეზიდენტი) იღებს ვალდებულებას მოაწესრიგოს განრიგის შედგენის საკითხი. ამისათვის მან კრების მონაწილეების სამუშაო გრაფიკი უნდა შეისწავლოს და მათ საფუძველზე შეადგინოს ყველაზე ოპტიმალური განრიგი. განრიგის შედგენის მაგალითი იხილეთ ამ წიგნის ბოლოში! კრების განრიგი უნდა გადაეგზავნოს კრების ყველა მონაწილეს, რათა მათ შეძლონ კარგად მომზადება. ეს დემოკრატიული სვლაცაა, რადგან თუ კრების განრიგი ყველას არ უნახავ, დამსწრეთა ნაწილი მომზადებული იქნება კრებისთვის, ნაწილი კი არა. სანამ კრება დაიწყება, გადაანაწილეთ როლები და დავალებები. მაგალითად ის, თუ ვის ევალება სხვადასხვა საჭირო საბუთების მოტანა, რა რაოდენობით და ა.შ. სიღრმისეულად შეისწავლეთ ყველა საკითხი რასაც განიხილავთ კრებაზე. წინა კრების ჩატარებიდან შემორჩენილი ჩანიშვნები და შთაბეჭდილებები გასათვალისწინებელია, რადგან ეს არამარტო წინა კრებებზე დაშვებული შეცდომების გამოსწორების საშუალებას მოგცემთ, არამედ გაგახსენებთ წინა კრებებზე განხილულ საკითხებს. ჩანიშვნები იმათაც გამოადგებათ, ვინც ვერ დაესწრო კრებებს. (მეტი დეტალებისთვის იხ.“მოვლენების აღრიცხვა“). ჩანიშვნები ასევე თავიდან აგარიდებთ გაუგებრობებს და ნათქვამის მომავალში არასწორად ინტერპრეტირებას. ამ საკითხის მოგვარება შეიძლება დაეკისროს ერთ-ერთ თქვენს წევრს რომელსაც ყოველთვის ეკისრება ხოლმე, ან მორიგეობით ყველა ორგანიზატორს, რათა პასუხისმგებლობა ყველამ იგრძნოს. კრების დროს მიღებული გადაწყვეტილებების სისწორე პრობლემატური საკითხია. ორგანიზაციების უმეტესობას აქვს თავისი წესდება, სადაც მითითებულია, თუ რა პირობებში მიღებული გადაწყვეტილება ითვლება ვალიდურად. შეგიძლიათ თქვენით მოიფიქროთ მეთოდები გუნდის მუშაობის ინტენსივობის და შედეგიანობის შესამოწმებლად. თუ ასეთი მეთოდები მოიფიქრეთ და დააფუძნეთ, ეცადეთ შეინარჩუნოთ, წესრიგის გასაკონტროლებლად. მაგალითად თქვენ დააწესეთ კრებაზე დამსწრეთა მინიმალური რიცხვი რომლის დასწრების შემთხვევაში კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება ვალიდურად შეიძლება ჩაითვალოს. ამ წესის დანერგვის შემთხვევაში ყოველთვის ვალდებული იქნებით გააკონტროლოთ ამ მინიმალური რაოდენობის დასწრება, რათა კრება არ გამოვიდეს „უკანონო“ და დრო ფუჭად არ ხარჯოთ. თუ თქვენ მოახერხეთ კრების კარგად დაგეგმვა და ორგანიზება, უნდა მოახერხოთ მისი წაყვანა. მეტ დეტალებს შემდეგ თავში გაეცნობით.


8. "ობობა ქსელში" - კრების წაყვანა შესავალი მაშ ასე. მონაწილეები შეიკრიბნენ, მოიმარჯვეს საწერი მასალები, ყურადღებით გისმენენ. ვინ უნდა დაიწყოს კრება? ამ თავში გაიგებთ ვინ უნდა წაიყვანოს კრება და როგორ შეითავსოს როლი ამ ადამიანმა (ან ადამიანების ჯგუფმა). თავი ასევე იხება იმას, თუ როგორ უნდა გაუძღვეთ სწორად კრებას, მიიპყროთ მსმენელთა ყურადღება, რამდენიმე რჩევა და სიტუაცია რომელსაც თავი უნდა აარიდოთ. ვინ უნდა გაუძღვეს კრებას? ტრადიციულად ჯგუებს ჰყავთ ლიდერი. მას შეიძლება ერქვას პრეზიდენტი, თავმჯდომარე და სხვ. იმის გადაწყვეტა, თუ ვინ უნდა წაიყვანოს კრება, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს იმ პიროვნულ თვისებებს, რომელიც აუცილებლად უნდა იქონიოს კრების თავმჯდომარემ.

კარგია მოსასმენად პატივს სცემენ მონაწილეები

სანდოა და კარგი დამოკიდებულება აქვს გუნდთან

სანდოა და კარგი დამოკიდებულება აქვს გუნდის წევრებთან

წარმოსადეგია

64

კარგი ლიდერი ბევრ დავალებას გაუმკლავდება

საღად აზროვნებს

ენერგიულია და ყურადღებიანი


არჩევის პრინციპი

ერთი თავმ ჯდომარე

თავმჯდომ არეთა კოლეგია

შესაძლებელია არჩევნების ჩატარება სიტყვით გამოსვლაზე დაყრდნობით. მეორე ვარიანტია ამომრჩევლები ს კითხვაზე პასუხის გაცემის პრინციპი. ამომრჩევლები სვამენ თავისთვის საინტერესო კითხვებს და გაცემული პასუხების მიხედვით ირჩევენ კანდიდატს. შესაძლებელია მთელი საარჩევნო კამპანიის ჩატარებაც რომლის დამთავრების შემდეგ ამომრჩევლები გადაწყვეტილე ბას მიიღებენ.

აქაც შეიძლება ჩატარდეს იგივე სახის არჩევნები, რაც ერთი თავმჯდომარისთვ ის. მაგრამ ეს სისტემა განსხვავებულია იმით, რომ იერარქიულ წყობას სპობს, აძლევს რა ძალაუფლებას ორ ან მეტ თავმჯდომარეს. თანასწორობის დაცვის ერთ-ერთი მეთოდი შეიძლება იყოს კოლეგიაში მდედრობითი და მამრობითი სქესის

შესაძლებე ლია კონსენსუსი ს მარტივად მიღწევა თუ მთელი ჯგუფი მიესალმება რომელიმე კანდიდატუ რის თავმჯდომა რედ არჩევას. ეს ხდება ორგანიზაც იაში გამოკვეთი ლი ლიდერის არსებობის შემთხვევაშ წარმომადგენლები ი. ს არჩევა.

ერთპიროვნულ ი ძალაუფლების აღსაკვეთად ზოგჯერ მიმართავენ კრების თავმჯდომარის პოსტის მორიგეობით დაკავებას. ერთის მხრივ ეს კარგი იდეაა მაგრამ ამასთანავე უკარგავს ღონისძიებას მთლიანობას. შუამავლის ფუქნციაა კრების პროცესში მონაწილეების თვის დახმარების გაწევა.

როგორ გავუძღვეთ კრებას წარმატებულად? კრების წაყვანა შეიძლება ნერვიულობის საბაბი გახდეს ან პირიქით, ძალიან გაგართოთ. ეს თქვენს ხასიათზეა დამოკიდებული. როგორც ლიდერს, თქვენ პასუხისმგებლობა გეკისრებათ, და საპასუხისმგებლო საკითხები აუცილებლად უნდა მოაგვაროთ, თუ ლიდერობა გსურთ. რამდენიმე რჩევა კრების გაძღოლასთან დაკავშირებით: 1. თქვენი უპირველესი ამოცანაა კრება ნაყოფიერი გამოდგეს. პროცესი ყოველთვის წინ უნდა მიგყავდეთ, ხალხი უნდა აქიურობდეს, თქვენ კი მათი ყურადღების გარკვეულ საკითხებზე მიქცევა უნდა შეძლოთ. არანაირი აზრი არ ექნება კრებას, რომლის მონაწილეები გულგრილნი არიან საკითხის მიმართ და მასში წვლილის შეტანის სურვილი არ აქვთ. 2. თქვენ გაქვთ დღის წესრიგი და განრიგი, თქვენივე ვალდებულებაა ამ განრიგს მიჰყვეთ. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე რომ ყველა საკითხი დეტალურად იქნას განხილული, და მსჯელობის დასასრულს დასკვნაც იქნას გამოტანილი. 3. კრებაზე ყველაფერი სამართლიანად უნდა იყოს. ყველას სურს რაღაცა თქვას. თუ კრებაზე პასიური ხალხიც არის ეცადეთ ათქმევინოთ მათ სათქმელი, გაააქტიუროთ ისინი. შესაბამისად უნდა შეეცადოთ შეანელოთ ისინი ვინც ზედმეტად აქტიურობენ. თქვენც უნდა გააკონტროლოთ საკუთარი თავი და დომინანტური სტატუსი არ მოირგოთ.

შუამავლები აკონტროლებენ იმას, რომ არავინ დაიჩაგროს, ყველამ გამოთქვას საკუთარი აზრი და საერთო ჯამში კრებამ ნაყოფიერად ჩაიაროს. მეტი ინფორმაციისთვის იხ. ლინკი: http://seedsforcha nge.org.uk/free/fa cil


რჩევა: მოსმენის და საუბრის კულტურის დასაცავად შეგიძლიათ გააკეთოთ ე.წ „მოსაუბრის ატრიბუტი“ პატარა ბურთულა ან რამე სხვა საგანი რომელიც ერთი მოსაუბრისგან მეორეს გადაეცემა. მხოლოდ იმას შეეძლება საუბარი ვისაც ხელში ექნება ეს საგანი. 4. წამყვანის პასუხისმგებლობაში უბრალო ფორმალობებიც შედის: ხალხის ერთმანეთისთვის გაცნობა, მათთვის თავისუფალი გარემოს შექმნა (განსაკუთრებით სტუმრებს უნდა მიაქციოთ ყურადღება!) აუცილებლად აღნიშნეთ მოსაუბრის ნათქვამში მნიშვნელოვანი დეტალები, გაარკვიეთ ყველანი იმაში, რაც ვერ გაიგეს. დაიმახსოვრეთ: კარგი ლიდერი ყალიბდება საკუთარ შეცდომებზე სწავლით და სრულყოფისკენ სწრაფვით. დააკვირდით იმათ, ვინც თქვენი აზრით კარგი ლიდერია, ჩაინიშნეთ ის რაც მის ქცევაში მოგწონთ, ან რაც თქვენ გაკლიათ. არ მოგერიდოთ კრების მონაწილეებისთვის იმის კითხვა თუ რა მოეწონათ ან არ მოეწონათ კრებაზე და რისი გამოსწორების სურვილი ექნებოდათ. ცხადია მიღებული პასუხები უნდა გაითვალისწინოთ. ეს თქვენთვისაც ძალიან სასარგებლოა და მონაწილეებისთვისაც - მათ ეცოდინებათ რომ მათი აზრი დაფასებულია. როგორ მივიპყროთ გუნდის ყურადღება და როგორ შევუნარჩუნოთ მას მოტივაცია ბუნებრივია, რომ ყველა კრება საინტერესო და სახალისო ვერ იქნება, სულ ყველგან გართობაც ხომ შეუძლებელია. ზოგი კრება ძალიან მოსაწყენი შეიძლება იყოს, მაგრამ არსებობს რამდენიმე მეთოდი რომლის საშუალებითაც ისეთი კრებაც კი, რომელზეც ყველას სძინავს, საიტერესო შეგიძლიათ გახადოთ.

66

შეიძლება ბევრმა ასეთი ხერხი დროის ფუჭ კარგვად მიიჩნიოს, მაგრამ კრების დაწყება პატარა ინტერაქტიული აქტივობით ძალიან დროული მიგნება შეიძლება იყოს. ეს ცოტა ხნით შექმნის არაოფიციალურ გარემოს, ხალხის დაძაბულობ იკლებს და რაც მთავარია, ერთმანეთისთვის უცნობი მონაწილეები ერთმანეთს გაიცნობენ - გუნდის ჩამოყალიბების აუცილებელი პირობა. ასეთი აქტივობები არა აუცილებლად კრებამდეა ჩასატარებელი. ჩაატარეთ ისინი მაშინ, როდესაც ამის საჭიროება ჩნდება და თქვენ ხედავთ მას. მაგალითად თუ დაინახეთ რომ საზოგადოება გადაიღალა და მოიწყინა, შეგიძლიათ ცოტათი „შეანჯღრიოთ“ და დაასვენოთ. ასეთი აქტივობის სამუშაო დღის ბოლოს ჩატარებამ შეიძლება შრომის ნაყოფიერება გაზარდ���ს. იხილეთ რამდენიმე მაგალითი და ლინკები ამ წიგნის ბოლოში. ხალხი სხვადასხვა გზით ახდენს ერთმანეთთან კონტაქტს, იქნება ეს ვიზუალური, სმენითი თუ სამუშაოში ჩაბმის გზით. იმისთვის რომ მათ მაქსიმალური ინფორმაცია აითვისონ კრებაზე, შეგიძლიათ შეახამოთ ეს სამი საკონტაქტო არხი. (მეტი დეტალებისთვის იხ.“უნარების პრეზენტირება“). შეგიძლიათ გამოიყენოთ პრეზენტაციები, ჯგუფური დისკუსიები, ბრეინ-სთორმინგი, იმუშაოთ წყვილებში ან უფრო მრავალრიცხვოვან ჯგუფებში, შესაძლო მოვლენათა განვითარების ინსცენირება მოახდინოთ, ნახოთ თემატური სურათები და ფილმები და გააკეთოთ მნიშვნელოვანი ჩანიშვნები. ყველა ზემოთხსენებული მეთოდიკის გამოყენება მაქსიმალურად დაგიცავთ იმისგან რომ კრების წევრებს სკამებზე ჩამოეძინებათ. მათ ექნებათ შანსი იმოძრაონ და ესაუბრონ სხვებს იმის მაგივრად რომ გარკვეული ხნის განმავლობაში უძრავად ისხდნენ სკამზე. სკამზე უძრავად ჯდომა სავალალო შედეგებს მოიტანს თქვენი კრებისთვის.


გუნდის შიგნით გაჩენილმა კონფლიქტმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს თქვენი სამუშაოს პროგრესი ამიტომაც წინასწარ იქონიეთ რამდენიმე გეგმა იმისა, თუ როგორ დაარეგულირებთ უსიამოვნო სიტუაციებს. ადამიანი მოტივაციას ადვილად კარგავს თუ საქმე ისე არ წარიმართება როგორც ის მოელოდა. მოტივაციის დაკარგვას შეიძლება მოჰყვეს კოლექტივიდან გამოცალკევება. ყურადღებით წაიკითხეთ თავი გუნდში მუშაობისა და ლიდერობის შესახებ სადაც გაეცნობით კონფლიქტების დარეგულირების სხვადასხვა ხერხებს. იყავით პოზიტიურად განწყობილი კრების დასასრულს. დაასრულეთ იგი კარგ ნოტაზე, აღნიშნეთ თქვენი მიღწევა, მადლობა გადაუხადეთ ხალხს სამუშაოსთვის - ისინი საპასუხოდაც მადლობლები იქნებიან და გაძლიერებული ენთუზიაზმით შეუდგებიან სამუშაოს. ყველას უყვარს და სიამოვნებს დაფასება ისევე როგორც სასურველი შედეგის ნახვა - ზოგჯერ კრებამ შეიძლება ჩაიაროს, და მიღწეული შედეგები ვერც შეამჩნიოთ, ამიტომაც აუცილებელია ხაზი გაუსვათ მათ. იპოვეთ შუალედი პირად სარგებელსა და ორგანიზაციის სარგებელს შორის. ორგანიზაციის სარგებელმა არ უნდა გადაფაროს თითოეული წევრის სარგებელი, როგორიცაა მაგალითად ახალი ხალხის გაცნობა, სამუშაო გამოცდილების მიღება, რასაც მოგვიანებით საკუთარ რეზიუმეში გამოიყენებენ. ყოველთვის ეცადეთ ყველა მონაწილემ რაღაც სარგებელი ნახოს კრებაზე.

ის რაც არ უნდა გააკეთოთ არ „იბატონოთ“, არ ისაუბროთ ზედმეტად დიდხანს, არ შეაწყვეტინოთ ხალხს ლაპარაკი, არ გამოიყენოთ ჟარგონული ლექსიკა, და რაც მთავარია ნუ გგონიათ რომ მსმენელებს ყველაფერი ესმით რასაც ეუბნებით. არ გაუცრუოთ ხალხს იმედები, მოკლედ არ გადაამეტოთ ლიდერის როლის მორგება.


9. რა ითქვა?

- მოვლენების აღრიცხვა

შესავალი კრების ჩატარების პარალელურად გიწევთ კრების დოკუმენტირება, იმის ჩაწერა თუ ვინ რა თქვა, რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, სამსჯელო საკითხები, ვის ევალებოდა მათი მომზადება და რა ვადებში. ეს ზედმეტად დიდი მოცულობის ინფორმაციაა იმისთვის რომ უბრალოდ მივივიწყოთ. მაშ რა არის ამ ინფორმაციის დოკუმენტირების ეფექტური გზები? ამ თავში ზუსტად ამას გაიგებთ.

რატომ უნდა მოვახდინოთ მოვლენათა აღრიცხვა?

მოვლენათა აღრიცხვა ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ტექნიკაა მომავალი კრებების ნაყოფიერების უზრუნველსაყოფად. რაც უფრო მეტად შეძლებთ ამ საქმის გამარტივებას, მით უკეთესი იქნება, ეს თქვენსავე ინტერესებში შედის. როგორც უკვე წინა თავში აღვნიშნეთ, მოვლენათა აღრიცხვა და ჩანიშვნები სხვადასხვა ფუნქციას შეიძლება ითავსებდეს:

მოცემული დაპირებების ჩანიშვნა რათა ადვილად შეახსენოთ ეს ნებისმიერს რატომ უნდა გქოონდეს წუთები?

უბრალოდ იმის დასამახსოვრებლად, რა გადაწყდა. (უსასრულო მახსოვრობა არავის აქვს) ფურცლებზე გადატანილი კრების ჩანაწერი იმათთვის, ვინც მას ვერ დაესწრო

სასარგებლო რჩევები მოვლენათა სწორად აღრიცხვისთვის წამდაუწუმ ჩანიშვნების კეთება შეიძლება დამღლელი საქმე აღმოჩნეს, მით უმეტეს თუ თქვენ ერთდროულად კრებაშიც უნდა მიიღოთ აქტიური მონაწილეობა. შემდეგი რჩევები გაგიადვილებთ ამ საქმეს: წინასწარ დაგეგმეთ ჩანიშვნების სისტემა. ამით იმის გარანტიას შეუქმნით საკუთარ თავს რომ როცა კრება დაიწყება, პროცესს არ ჩამორჩებით. გადაწყვიტეთ, როგორ გირჩევნიათ ჩანიშვნების გაკეთება ხელით, ბეჭდური თუ სხვა სახით. ბეჭდური სახის ჩანიშვნებს ადვილად მიაწვდით კრების სხვა წევრებს ადგილზევე.

68

ფურცლის დასაწყისში დაწერეთ თუ ვისა და ვის შორის არის შეხვედრა (ადგილობრივი მასშტაბის გაერთიანება, ეროვნული თუ რეგიონალური მასშტაბების ორგანიზაციები, ა.შ). ასევე ის, თუ რა ადგილას ტარდება კრება და რომელ საათზე. ცოტა ქვემოთ შეგიძლიატ მიუთითოთ დამსწრეთა ვინაობები


ისინი ვინც ვერ დაესწრო და გაგაფრთხილად გაუფრთხილებლად გააცდინა კრება.

და

ისინი

ვინც

ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ უშუალოდ ჩანიშვნების კეთებაზე გადახვიდეთ. შეგიძლიათ მისცეთ ამას სქემის სახე. მაგ. პირველ სვეტში იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელზეც იქნება მსჯელობა, მეორე სვეტში ამ მსჯელობის მოკლე აღწერა. რა თქმა უნდა სტენოგრაფისტობას არავინ გთხოვთ და სიტყვა-სიტყვით მთელი კრების ჩაწერა არარეალურია. საკმარისია მცირე ჩანიშვნები, მსჯელობის ზოგადი არსის გადმოცემა, არგუმენტები (აქ შეგიძლიათ ჩაინიშნოთ ვინ რა პოზიციაზე იყო და ვინ რა არგუმენტებს იყენებდა, თქვენი სურვილის მიხედვით. თუ ამ ჩანიშვნებს სხვებისთვის ჩვენებასაც აპირებთ ამის გაკეთება არ არის აუცილებელი, რადგან შეიძლება არასწორი ინტერპრეტირება მიეცეს.) აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული ყველა მიღებული გადაწყვეტილება. შემდეგ სვეტში აღნიშნეთ ის სამოქმედო გეგმები და განსახორციელებელი მოქმედებები. (ვინ და როდის განახორციელებს მათ, ასევე შეიძლება ჩაინიშნოთ.) წიგნის დამატებაში გთავაზობთ მოვლენათა აღრიცხვის ერთ მაგალითს. ჩანიშვნებში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული შემდეგი კრების ჩატარების დრო და ადგილი რათა ხალხს კითხვები არ უჩნდებოდეს ამასთან დაკავშირებით. კრების დასრულებიდან მცირე დროში ყველა წევრი უნდა გაეცნოს ამ ჩანიშვნებს რათა ადვილად გააგრძელონ ის საქმეები რომელიც მათ დაეკისრებათ. ჩანიშვნები მთელმა კრებამ უნდა აღიაროს სწორად და ვალიდურად. თუ ვინმე არ ეთანხმება მოვლენათა აღრიცხვის სისწორეს, შეუძლიათ შესწორებები შეიტანონ. ეს ხდება შემდეგ კრებაზე. ყველაფერი იმისთვის კეთდება რომ ყველაფერი იყოს სწორი და ობიექტური და არ ჰგავდეს რომელიმე წევრის ნააზრევს და მისი თვალით დანახული მოვლენების აღწერას. ყველა პროცედურის შემდეგ ეს ქაღალდები მიიღებს დოკუმენტის სტატუსს და შეინახება არქივში.

ღია თუ პრივატული? თქვენი გუნდის გადასაწყვეტია ის, იქნება თუ არა ასეთი დოკუმენტები ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის. ყველაფერს შეიძლება თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები ჰქონდეს, განსხვავებული იმის მიხედვით, თუ რაზე მუშაობთ კერძოდ იმ მომენტში და ვის გსურთ მიუწვდებოდეს ხელი ამ საბუთებზე. მაგალითად შესაძლებელია თქვენი დოკუმე���ტაცია საზოგადოებისთვის ხელისაწვდომი გახადოთ იმ მიზნით, რომ მათ იცოდნენ რა საქმიანობას ეწევა თქვენი გაერთიანება ამ გაერთიანების წევრად არყოფნის შემთხვევაშიც. ზოგიერთი საკითხი კონფიდენციალურად შეიძლება ჩაითვალოს და მაშინ ამ საკითხების დოკუმენტირებაც არ არის აუცილებელი, რათა თავიდან აიცილოთ რისკი რომ ეს საბუთები მოგვიანებით არასასურველ ხელში ჩავარდება. შეგიძლიათ დოკუმენტაცია ნაწილობრივ ხელმისაწვდომი გახადოთ, მოკლედ რომ ვთქვათ ეს ყველაფერი თქვენი ნებაა.

მარტივად და მოკლედ გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის. ათფურცლიან ჩანიშვნებს არავინ წაიკითხავს. გააკეთეთ აქცენტი დავალებებზე, საკითხებზე და გადაწყვეტილებებზე, გვერდი აუარეთ არგუმენტებს, თუმცა ზოგჯერ არგუმენტების ჩანიშვნაც აუცილებელია.


10. ცოდნა ძალაა - ინფორმატიულობის მართვა სკოლისმოსწავლეთა გაერთიანებებში

შესავალი თქვენი გაერთიანების წარმატება დამოკიდებულია არა მარტო იმაზე, თუ რამდენი მოსწავლეა ჩაბმული სამუშაოში და რა ინტენსივობისაა ეს სამუშაო, არამედ ამ მოსწავლეების უნარებზე და ცოდნაზეც. თქვენ მუდამ გაერთიანების წევრი არ იქნებით, არც ის ხალხი ვისთან ერთადაც მუშაობთ. სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებებში კოლექტივის ცვლა ჩვეული მოვლენაა. შესაბამისად ცოდნის დონის და ინფორმატიულობის კონტროლი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია რომელსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება თუ გსურთ რომ გაერთიანების მუშაობს სასურველი შედეგი ჰქონდეს. ყოველმა ახალმა კოლექტივმა თუ სუფთა ფურცლიდან დაიწყო მუშაობა, საქმე ასე ვერ აეწყობა. ხოლო რამდენიმე მარტივი პროცედურით შეძლებთ ამ პრობლემების თავიდან აცილებას, თქვენი შემცვლელები კი შეძლებენ მუშაობის იმ ეტაპიდან გაგრძელებას, სადაც თქვენ გაჩერდით. ცოდნა გაერთიანებაში გამუდმებით გროვდება. ცოდნას იღებთ სხვადასხვა სახის სამუშაოების შესრულებით და გამოცდილების შეძენით. გამოცდილებას ცდებით და წარუმატებლობებით იღებთ. ეცადეთ მოიფიქროთ ის აუცილებელი უნარები, რომელიც თქვენს შემცვლელებს უნდა გადასცეთ. შეიმუშავეთ ამ უნარების და ცოდნის გავრცელების სტრატეგია. ამ თავში თქვენ გაეცნობით ცოდნის გავრცელების სხვადასხვა მეთოდებს და იმას, თუ როგორ უნდა აიცილოთ თავიდან შეცდომების გამეორება გაერთიანების სხვადასხვა დროს მოღვაწე კოლექტივების მიერ.

დოკუმენტაცია ქაღალდზე გადატანილი ცოდნა ადვილი მისაწოდებელია სხვებისთვის. თუ თქვენ კეთილსინდისიერად აღწერდით ყველა გაკეთებულ საქმეს და მიღწეულ შედეგს, თქვენი სამუშაოც დაარქივებული იქნება და ახალი აქტივისტებიც უფრო ადვილად მიიღებენ საჭირო ცოდნას და ნაკლებ შეცდომას დაუშვებენ. დოკუმენტაცია იმ სახით შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ, როგორითაც გსურთ, გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერი უნდა იყოს სწორი, ობიექტური და მოკლედ ჩამოყალიბებული. მოკლედ ჩამოყალიბება იმისთვისაა საჭირო, რომ დეტალები არავის აინტერესებს, უფრო მეტ ინტერესს იწვევს თქვენი მოსაზრებები და შთაბეჭდილებები სამუშაოს შესახებ და იმის შესახებ თუ რატომ განიცადეთ კრახი ზოგიერთ საკითხში, და რატომ მიაღწიეთ წარმატებას სხვებში. თუ დოკუმენტაცია მარტივად არ არის შედგენილი და რთული წასაკითხია, მას არანაირი სარგებელი არ ექნება. სიმართლე და ობიექტურობა თქვენს შემცვლელებს ჰაერივით სჭირდებათ. გახსოვდეთ, რომ დოკუმენტაცია დგება არა თქვენი კოლექტივისთვის კარგი სახელის მოსახვეჭელად არამედ თქვენი საქმის გამგრძელებლების დასახმარებლად. ხოლო დაეხმარებათ ათ მხოლოდ სწორად და ობიექტურად გაშუქებული მოვლენები.

70


მოკლე ანგარიშები: -

-

-

-

მნიშვნელოვანი პროექტები o კამპანიები o პოლიტიკური პროექტები o ინფორმატიული სახის პროექტები კრებები o შიდა კრებები o საერთო კრებები o შეხვედრები პარტნირებთან ღონისძიებები o ყრილობები o კონფერენციები და სემინარები o დემონსტრაციები o გასართობი ღონისძიებები პირადი გაოცდილება o თანამდებობის დატოვებისას ყველა ვალდებულია o თავისი პირადი გამოცდილება დაწეროს.

მოკლე ანგარიში უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ღონისძიების ორგანიზების და სახსრების შეგროვების პროცესი. (რა ღონისძიებაზეც არის საუბარი) პრაქტიკული საკითხები და წინააღმდეგობები წარმატებები და წარუმატებლობები საერთო შედეგები, რა იყო კარგი და ცუდი რჩევები მომავლისთვის ძალიან კარგი მეთოდია ყოველწლიური ორ-სამ გვერდიანი ანგარიშების წერა, სადაც წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები იქნება ასახული. ახალი კოლექტივისთვის რომელიც წინა წლებში ჩატარებული სამუშაოთია და განხორციელებული პროექტებითაა დაინტერესებული, ეს ზუსტად მიგნებაა. მოკლე ინსტრუქციების წერა მოკლე ინსტრუქციები ანგარიშებზე უფრო სასარგებლოც კი არის. თქვენ შეგიძლიათ ინსტრუქცია დაწეროთ კონცერტის, მასშტაბური ღონისძიების ან კამპანიის ჩატარების შემდეგ. ეს იქნება ამ სფეროში თქვენ მიერ მიღებული გამოცდილების შეჯამება. კარგი იქნებოდა ასეთი ინსტრუქციები ყოველთვის წეროთ მას შემდეგ რაც მნიშვნელოვან გამოცდილებას მიიღებთ. თქვენი გამოცდილება ჩამოაყალიბეთ მითითებების და რჩევების სახით - როგორ უნდა იმუშაოს თქვენმა შემცვლელმა საუკეთესო შედეგის მისაღწევად. ამაზე დიდი დახმარების გაწევა მათთვის თითქმის შეუძლებელია. ზოგჯერ ინსტრუქციებს წერენ მასშტაბური ორგანიზაციების წევრები უფრო წვრილი ორგანიზაციების წევრებისთვის. ეს წიგნიც, რომელიც ახლა ხელში გიჭირავთ, ზუსტად ერთ-ერთი მათგანია. თუ თქვენ, მაგალითად, ხართ ეროვნული მნიშვნელობის ორგანიზაიის წევრი, შეგიძლიათ შეადგინოთ ფინანსური ოპერაციების მართვის


ინსტრუქცია ადგილობრივი მნიშვნელობის ორგანიზაციების წევრებისთვის. ინსტრუქციის შედგენისას ერიდეთ ბუნდოვან თეორიულ ახსნას. ეცადეთ მარტივად და მკაფიოდ ჩამოყალიბოთ ტექსტი, შეეხეთ მხოლოდ საჭირო საკითხებს და სამუშაოებს და გამოიყენეთ თქვენი გამოცდილება.

არქივი

ყველა ანგარიში თუ პატაკი, წესდების საბუთი წევრების სარეგისტრაციო ფურცლები, ფოსტა და სხვა დოკუმენტები ერთად უნდა შეინახოთ. იდეალური გამოსავალი არის ოფისის ან შტაბ-ბინის ქონა. ასეთი ადგილი სასურველია ნეიტრალურ ტერიტორიაზე მოეწყოს. თქვენი გაერთიანების რომელიმე წევრის ბინაში შტაბის მოწყობა ცუდი იდეაა, შეიძლება ისე მოხდეს რომ მას გაერთიანების დატოვება მოუწიოს. ასეთ შემთხვევაში სასწრაფოდ მოგიწევთ ყველა საჭირო ნივთის და საბუთის სხვა ადგილას გადასროლა რაც ზედმეტ ხარჯებთან და დროის დანაკარგთან იქნება დაკავშირებული. არქივი კარგად უნდა იყოს ორგანიზებული. თუ ვერავინ იპოვის იმას, რაც სჭირდება, ასეთი არქივი თავის დანიშნულებას კარგავს. კარგად ორგანიზებული არქივი შემდეგ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს: -

მასში ადვილი უნდა იყოს მასალის მოძიება. ადვილი უნდა იყოს მასალის მოძიება საგნობრივი ნიშნით ან თარიღით. მინიმალური რისკი იმისა, რომ ყველაფერი დაიკარგება.

ფიზიკური არქივი

ფიზიკურ არქივში ისეთი დოკუმენტაცია უნდა შედიოდეს, როგორიცაა მაგალითად საბუღალტრო დოკუმენტაცია. ქვეყნების უმეტესობაში სპეციალური წესე���ია შემუშავებული იმის განსასაზღვრელად, თუ რა ვადით უნდა ინახებოდეს საბუღალტრო საბუთები. ყველა ეს საბუთი, ქვითარი თუ ჩეკი არის მატერიალური საგანი და ის ინახება ფიზიკურ არქივში. ფიზიკურ არქივში ასევე ინახება საკამპანიო მასალები, როგორიცაა ბუკლეტები, პლაკატები, საინფორმაციო ფურცლები და ა.შ.

ციფრული არქივი

ციფრულ არქივში მასალების შენახვა ზოგჯერ უფრო უპრიანია. ამის პირველი მიზეზი ის არის, რომ ასეთი არქივის მოწყობა ადვილია. ამასთანავე მასალები ციფრულ არქივში ფიზიკურთან შედარებით უფრო ადვილი მოსაპოვებელია. ციფრული არქივის მასალების გადაგზავნა/გადმოგზავნა მარტივად განსახორციელებელია ელფოსტის საშუალებით. ყველა არსებულ მასალაში შემავალი ინფორმაციის გამოყენება ახალ მასალებში ადვილად შეგიძლიათ. მიუხედავად მოწყობის სიმარტივისა, მარტო ციფრულ არქივზე დამოკიდებულება სარისკოა. ფიზიკური არქივის განადგურებას მხოლოდ წყალდიდობა, ხანძარი ან მიწისძვრა თუ შეძლებს, ციფრული არქივის განადგურება კი ან კომპიუტერის გაუმართაობის ბრალი შეიძლება გახდეს, ან რომელიმე სულელი მომხმარებლის გაუაზრებელ ოპერაციებს შეეწიროს. ეცადეთ თავის დაზღვევის მიზნით არქივის ასლები იქონიოთ.

საგანმანათლებლო მოღვაწეობა გაერთიანების შიგნით

გარდა ქაღალდზე დაწერილი მასალებით თვალსაწიერის გაფართოებისა, არსებობს კიდევ რამდენიმე მეთოდი გაერთიანების წევრების ცოდნის დონის ამაღლებისა:

კურსები/ტრეინინგები

მოაწყვეთ სპეციალური ტრეინინგები, რომლებზეც გაერთიანების წევრები გუნდური მუშაობის სხვადასხვა ასპექტს გაეცნობიან და სპეციალურ უნარებს დაეუფლებიან. გავრცელებული მეთოდია ასევე თემატური ლექციები, თამაშები როლებით, სემინარები და ა.შ. ამას შეიძლება უძღვებოდნენ გაერთიანების ის წევრები რომლებსაც გამოცდილება აქვთ მოცემულ სფეროში და იციან რა ასწავლონ თავის თანაგუნდელებს, ან მოწვეული კომპეტენტური პირები. ასეთი ტრენინგები განსაკუთრებით ხშირად უტარდებათ ახალბედებს, რათა მათ სწრაფად შეძლონ საქმის გათავისება და საყოველთაო მუშაობაში ჩართვა.

წრეები

72

გაერთიანების წევრებმა შეიძლება მოაწყონ სპეციალური წრეები რომელთა მონაწილეები იმ საქმით იქნებიან დაკავებულები, რაშიც მეტი გამოცდილების მიღება სურთ. წრის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია რეგულარული შეხვედრები, შეხვედრებზე პასუხისმგებელი პირი და იმ სფეროში გარკვეული კომპეტენციის მქონე ადამიანები, რომლის გარშემოც წრე ყალიბდება. შეიძლება ინსტრუქციების და სასწავლო წიგნების გამოყენებაც. (იხ. ლიდერობა; კრებების ორგანიზება.)


ქსელები ერთ თანამდებობაზე მყოფი ხალხის ქსელში გაერთიანება გაერთიანების წევრთა განათლების კიდევ ერთი მეთოდია. მაგალითად ადგილობრივი მნიშვნელობის სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების პრეზიდენტები ერთად შეიკრიბონ ქალაქში, ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება, საქმისადმი სხვადასხვა მიდგომები და იმ პრობლემების გადაწყვეტის გზები, რომლებსაც გაერთიანების პრეზიდენტი ხვდება. ერთმანეთის წარმატებებზე და შეცდომებზე სწავლით მოსწავლეები ფასდაუდებელ გამოცდილებას მიიღებენ. ამასთანავე ეს მეთოდი მოსწავლეებისთვისაც ძალიან სასიამოვნო და სახალისოა, რადგანაც გულისხმობს ახალი ხალხის გაცნობას და მათთან ურთიერთობას. თაობიდან-თაობას სიტუაცია შემდეგია: გაერთიანების პრეზიდენტი თუ სხვა რომელიმე თანამდებობის წარმომადგენელი ტოვებს თავის თანამდებობას და მის ადგილას ახალი მოდის. გამოცდილი წევრი უზიარებს ახალბედას თავის გამოცდილებას და ცოდნას. კარგი სტრატეგიული სვლაა ყველას, ვინც კი მიდის რომელიმე თანამდებობიდან უკანასკნელ ამოცანად დავუსახოთ ახალბედასთვის დახმარების გაწევა. შესაძლებელია ასეთმა მიდგომამ რომელიმე თანამდებობაზე მეწყვილესთან ერთად მუშაობის სისტემას ჩაუყაროს საფუძველი. წვრთნ ადამიანის უნარების განვითარება და ცოდნის დონის ამაღლება წვრტნას მოაქვს. აქტივისტი, რომელსაც წვრთნიან გამოცდილებას შეიძლება იღებდეს როგორც მწვრთნელის გამოცდილების გაზიარებით ისევე გუნდის სხვა წევრების დახმარებით. მწვრთნელობა რთული საქმეა. მთავარია არა მზამზარეული ინფორმაციის მიწოდება, არამედ ინფორმაციის მოპოვების უნარის განვითარება. საჭიროა მოსწავლეს მივცეთ არა თევზი, არამედ მივცეთ მას ანკესი. თუ თქვენ გინდათ ვინმეს ოსტატი იყოთ, შემდეგი წესები თქვენთვისაა: თქვენ არ იღებთ გადაწყვეტილებებს. ეთანხმებით თუ არა ამას, მაგრამ თქვენი როლი არის მოსწავლეს დაეხმაროთ კარგად გაანალიზებული გადაწყვეტილების მიღებაში. მოქმედების გეგმას თავდაპირველად ის უნდა სახავდეს, ვისაც წვრთნით. ამის შემდეგ თქვენ მას მისცემთ რჩევებს და მიუთითებთ სწორ გზას. არ შეიძლება ვინმეს ძალით წვრთნა. დაიცავით გამოხმაურების წესები (იხ. ლიდერობა და გუნდში მუშაობა). დასვით კითხვები რომლითაც გასაწვრთნელი მოსწავლე მივა პასუხამდე იმის მაგივრად რომ პასუხი უთხრათ მას. თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის, რომ განუვითაროთ მას ფიქრის და ანლიზის უნარი. გამოიყენეთ ისეთი კითხვები, რომელიც მსჯელობას მოითხოვს, მაგალითად: რატომ; როგორ; რა? ასეთი კითხვები პასუხში ახსნას მოითხოვენ და შესაბამისად უფრო რთულ კითხვებს წარმოადგენენ,ვიდრე ისინი, რომლებსაც კი/არათი ვპასუხობთ. მაგ. „როგორ ფიქრობ, რა გავლენას მოახდენს ეს ასპექტები შენს პროექტზე?“


პერსონალურად წვრთნა წვრთნის ყველაზე ფართოდ გავრცელებული მეთოდია. ასეთ შემთხვევაში ინიციატორი ისაა, ვისაც წვრთნა სჭირდება. ამის შემდეგ ხდება ინიციატორისა და მწვრთნელის შეხვედრები, რომლებზეც ისინი საუბრობენ აქტივისტის ინტერესების გარშემო. მწვრთნელი უნდა დაეხმაროს აქტივისტს სხვადასხვა საკითხზე შეხედულებების ჩამოყალიბებაში. წვრთნის პროცესი შეიძლება გულისხმობდეს როგორც რეგულარულ შეხვედრებს, ასევე მხოლოდ მაშინ, როდესაც გასაწვრთნელი მოსწავლე რაიმე საკითხთან დაკავშირებით ინტერესს გამოთქვამს. ძალიან ბევრი ცოდნის მიღება შეიძლება საკითხების გარშემო მსჯელობიტ, თუნდაც ეს იყოს თვეში ერთხელ რომელიმე კაფეში შეხვედრა და ჭორაობა. ოფიციალური მრჩეველები ბევრ გაერთიანებას ჰყავს ე.წ „მრჩეველების საბჭო.“ ეს არის თავისუფალი გუნდი, რომელშიც შედიან სპეციფიკურ საკითხებში კომპეტენტური ადამიანები. ამ ადამიანებს გარკვეული ვალდებულებები გააჩნიათ გაერთიანებასთან თანამშრომლობაში. მრჩეველი შეიძლება იყოს იურისტი, ჟურნალისტი, ბანკირი ან სხვა პროფესიის წარმომადგენელი ვინც მიესალმება მოსწავლეთა გაერთიანების იდეებს და კარგად ერკვევა იმ სფეროებში რომლებშიც გაერთიანება მოქმედებს. ზოგჯერ მრჩეველები გაერთიანების ყოფილი წევრები არიან, რომლებიც გამოცდილებით ეხმარებიან ახალბედა წევრებს. დახმარება პროექტების მოწყობაში ზოგიერთი პროექტის განხორციელებისას საჭირო ხდება ისევ მწვრთნელების მოწვევა, რომლებიც დაეხმარებიან პროექტის მომზადებაში ჩართულ მოსწავლეებს. საწყისი ეტაპისთვის საკმარისია რამდენიმე შეხვედრის მანძილზე მწვრთნელმა მოსწავლეებს გაუზიაროს გამოცდილება. პროექტის მზადების დანარჩენ ეტაპებზე მოსწალეები თავის მწვრთნელს საჭიროების მიხედვით დაუკავშირდებიან დახმარება გადაწყვეტილებების მიღებაში ეს საკმაოდ რთული საქმეა. მწვრთნელმა უნდა მოახერხოს ბოლომდე არ შეეხოს იმ საკითხებს რომლებთანაც დაკავშირებით არის მისაღები გადაწყვეტილება. მისი მოვალეობაა მოსწავლეებისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესის არსის ახსნა. მწვრთნელი არ უნდა ჩაერიოს გადაწყვეტილების მიღებაში და არც რაიმე სახის ზეგავლენა უნდა მოახდინოს გადაწყვეტილების მიმღებებზე. წვრთნა როლების გათამაშების მეთოდი ძალიან ეფექტური მეთოდია და გულისხმობს სხვადასხვა როლების მორგებას. მაგალითად, აქტივისტი ემზადება პრესკონფერენციისთვის და ინტერვიუსათვის. ასეთ შემთხვევაში მწვრთნელი მოირგებს ჟურნალისტის როლს და დაეხმარება აქტივისტს პასუხების მომზადებაში. იგივე მეთოდის გამოყენება შეიძლება საჯარო გამოსვლის ან ავტორიტეტულ ფიგურასთან შეხვედრის მომზადებისას.

74

ეთიკა ორგანიზაციაში ორგანიზაციის კულტურა ისაა, თუ როგორ იქცევა ხალხი ორგანიზაციაში. როგორი დამოკიდებულებაა საქმის მიმართ და რა წარმოადგენს ორგანიზაციის წევრების ღირებულებებს. როგორ ვართ ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულნი და როგორ კეთდება საქმე. ყველა ეს ფასეულობა თავისთავად ცხადად აღიქმება და ყურადღებას არ იპყრობს. შესაბამისად ყურადღების გამახვილება ასეთ დეტალებზე ყველა წევრს მიანიშნებს სწორ კურსს და დაეხმარება მათ ყურადღების ფასეულ საგნებზე გადატანაში. ერთჯერადი შეხვედრა და ამ თემაზე საუბარი - მეტი არაფერია საჭირო


გააანალიზეთ თქვენი ორგანიზაციის კულტურა შემდეგი კითხვებით დასმით: რა არის თქვენი ორგანიზაციის დაუწერელი კანონები? ეხება თუ არა ორგანიზაციის ეთიკა ახალმოსულებს? პატივს სცემენ თუ არა ადამიანები ორგანიზაციაში ერთმანეთს? როგორი ურთიერთობა აქვს ხალხს? ამ კითხვებზე პასუხის გაცემით ბევრ ინფორმაციას მიიიღებთ, და თქვენს ორგანიზაციას სხვა თვალით შეხედავთ. ფასეულობების დანახვით თქვენ შეძლებთ ორგანიზაციის ცუდი მხარეების აღმოფხვრას. საკითხის მნიშვნელობის მიხედვით, ამის გადაწყვეტა შეიძლება ან პატარა შეხვედრით და მოლაპარაკებით, ან საკითხის კრებაზე გატანით.

სკოლადამთავრებულები გამოცდილების და ცოდნის მიღების ერთ-ერთი სანდო გზა არის სკოლადამთავრებულებთან კავშირის დამყარება. სკოლადამთავრებულების ქსელი შემდგარი იქნება ყოფილი აქტივისტებისგან რომლებმაც დაამთავრეს სკოლა. ბევრმა დაიწყო კარიერა მოსწავლეთა გაერთიანებაში და დიდ სიმაღლეებს მიაღწია. სკოლადამთავრებულების ქსელს თავისი გამოცდილი წევრებით შეუძლია ფასდაუდებელი დახმარება გაგიწიოთ თქვენს სამუშაოში. მაგრამ აუცილებლად გაითვალისწინეთ ერთი რამ: დღეს საქმეს თქვენ აკეთებთ და სიტუაციის ბატონ-პატრონიც თქვენ ხართ. რაც არ უნდა ფასეული იყოს წინა თაობის რჩევა-დარიგებები, პროგრესისთვის აუცილებელია ეს რჩევები განავითაროთ და წინ წაიყვანოთ.


11. ფულის შოვნა… - ფონდების დაარსება სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებებში შესავალი

სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების აქტივობების შედეგიანობა არა მარტო მონაწილეების უნარებზე და მოტივირებულობაზეა დამოკიდებული, არამედ გაერთიანების ფინანსურ შესაძლებლობებზეც. ფინანსური სტაბილურობა ძალიან ამარტივებს გაერთიანების მუშაობას. კამპანიების და სხვა ღონისძიებების ორგანიზება ძალიან ხარჯიანია იმ მხრივ, რომ საჭირო ხდება პლაკატების დაბეჭდვა ან დახატვა, მაისურების და სხვა ატრიბუტების დამზადება. სხვა სკოლებში მისასვლელად და კრებებზე დასასწრებად საჭირო ხდება ტრანსპორტირების ხარჯების გაღება. კონცერტის ორგანიზებისთვის საჭიროა სპეციალური აპარატურის ყიდვა, პროჟექტორები, მუსიკოსებისთვის ჰონორარის გადახდა და ა.შ. ყოველდღიური სამუშაოების გასამარტივებლად საჭიროა კარგად მოწყობილი ოფისის ქონა, ესეც სახსრებს მოითხოვს. ფულის შოვნა სკოლის მოსწავლეებისთვის ყველაზე რთული და მტკივნეული საკითხია. განვიხილოთ ფულის შოვნის რამდენიმე წყარო და მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

წევრობის გადასახადი სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების დიდ ნაწილში გასაწევრიანებლად საჭიროა გარკვეული გადასახადის გადახდა. ზოგიერთ ქვეყანაში გადასახადი იმისთვისაა, რომ მთავრობამ ოფიციალურად სცნოს ორგანიზაცია და მისი წევრები. საწევრო გადასახადის შემოსავლის მთავარ წყაროდ ქონას შეიძლება დადებითი და უარყოფითი მხარეები ჰქონდეს. ისეთ სკოლებში, სადაც ძალიან ბევრ მოსწავლეს უჩნდება სურვილი გაწევრიანდეს გაერთიანებაში, უფრო დიდი საწევროა დაწესებული. ფინეთში, მაგალითად, სკოლის მოსწვლეთა გაერთიანების წევრებისთვის იქმნება პერსონალური განრიგი, სკოლის მოსწავლეთა გაერთიანების მიერ გამოცემული გაზეთის წელიწადში 6 გამოცემა და 50% ფასდაკლება მუნიციპალურ ტრანსპორტზე. ეს იმდენად დიდ მოტივაციას უჩენს მოსწავლეებს, გაერთიანებაში გაწევრიანდნენ, რომ მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს საწევროს გადახდა. (12 ევრო წელიწადში 2006 წლის მონაცემებით. ) იმ გაერთიანებებისათვის, რომლებიც ორიენტირებულნი არიან გრძელვადიან ცვლილებებზე, და კამპანიების მოწყობით იბრძვიან სკოლის მდგომარეობის შესაცვლელად, მაღალი საწევრო გადასახადის დაწესება ძნელია. კამპანიების შედეგებს მოსწავლეები წლობით ელოდებიან და ცვლილებები მოსწავლეთა თაობებს ეხება და არაა რამდენიმე დღეს. საწევრო გადასახადების კიდევ ერთი ნაკლი ისაა, რომ მათი აღრიცხვა ბევრ დროს წაგართმევთ. გამუდმებით იმის შემოწმება ხდება საჭირო, თუ ვინ გადაიხადა საწევრო და ვინ არა. იმათ, ვინც არ გადაიხადა, წერილობითი შეტყობინებები უნდა გაეგზავნოთ. შესაძლებელია რამდენიმე კატეგორიის წევრობის და შესაბამისი გადასახადების დაწესება. ამით თავიდან აიცილებთ პოტენციური წევრების დაკარგვის საფრთხეს. (მეტი დეტალებისთვის იხ. „სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების სტრუქტურები“.)

მთავრობის დახმარება

76

ზოგიერთ ქვეყანაში სპეციალური პროგროგრამებია შემუშავებული საზოგადოების სხვადასხვა ფენებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით. ვინაიდან თქვენი ორგანიზაცია მოსწავლეთა ორგანიზაციაა, და ფინანსურად დამოუკიდებელი არაა, დიდი ალბათობაა იმისა, რომ მთავრობა ფინანსურ დახმარებას გაგიწევთ. მთავრობის დახმარება ორი სახის არსებობს: ზოგადი სახის მხარდაჭერა. დამოკიდებულია ორგანიზაციის წევრთა რაოდენობაზე და დაგეგმილი ღონისძიებების რაოდენობაზე; საფონდო და საგრანტო მხარდაჭერა - ხშირად გამოყენებითი მეთოდია, რომლითაც მთავრობა სხვადასხვა გრანტებს და სხვა სახის ფულად დახმარებას აწვდის ორგანიზაციას პროექტების განსახორციელებლად.


ასეთი სახის დახმარება სახელმწიფოს დღის წესრიგშია. თუმცა გახსოვდეთ, რომ მთავრობა დახმარებას იგივენაირად არ უყურებს, როგორც თქვენ. ეცადეთ არ გაგფანტოთ ყურადღება და არ გადაერთოთ პროექტების ცვლაზე იმის მიხედვით, თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეთ გრანტის მისაღებად. თუ თქვენ კარგი კავშირი გაქვთ მთავრობის წარმომადგენლებთან, ძალიან კარგია. შეეცადეთ გაარკვიოთ ის, თუ როგორ დაფინანსებას და მხარდაჭერას გთავაზობენ სხვა ორგანიზაციები. ადგილობრივი მნიშვნელობის მოსწავლეთა გაერთიანებებმა შეიძლება ფინანსური მხარდაჭერა თავისი სკოლისგანაც მიიღონ.

გაყიდვები

გაერთიანების წევრები ხშირად ყიდიან ხოლმე სხვადასხვა წვრილმანებს სახსრების საშოვნელად. ყველა მოსწავლეს სჭირდება ისეთი ნივთები როგორიცაა კალმები, ბლოკნოტები, ლიტერატურა, საკეტები, კალკულატორები და ა.შ. თუ თქვენ შეძელით და აღმოაჩინეთ როგორ შეიძინოთ ნივთები იაფად, დიდი მოგება შეიძლება ნახოთ. ამით მოსწავლეებსაც ეხმარებით ფულის დაზოგვაში და თვითონაც მცირე სარგებელს ნახულობთ. გარდა საკანცელარიო ნივთებისა გაერთიანების წევრებმა შეიძლება გაყიდონ კატალოგები, ქუდები, ბეჭდები და ა.შ. გაყიდვების პროცესი ძირითადად ბუფეტებში და სასადილოებში წარმოებს. აუცილებლად გააანალიზეთ თქვენი სამუშაოსგან მიღებული სარგებელი. გაყიდვებმა დიდი დრო შეიძლება წაგართვან და ყოველთვის უნდა იცოდეთ, წაგებაზე მუშაობთ თუ მოგებაზე. USO - სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებამ შვეიცარიაში შესთავაზა სხვა სკოლის გაერთიანებებს სასმელების აპარატების შესაძენი კონტრაქტი. რადგანაც USO აწარმოებს მოლაპარაკებას ყველა გაერთიანების სახელით, მოსწავლეებს საშუალება მიეცათ უფრო მომგებიანი გარიგებები ეწარმოებინათ დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან. ამით გაერთიანება ხელს უწყობს აპარატების გავრცელებას და იძენს პრივილეგიას აირჩიოს აპარატების შიგთავსის ასორტიმენტი. ძლიერად შეკრულ სკოლებში ხშირია მოთხოვნა ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც სკოლასთანაა კავშირში. ყველაზე ხშირი ვარიანტი სკოლის ლოგოთი დამშვენებული მაისურებია, მაგრამ ეს თქვენს სურვილზე და ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ასეთი ნივთები ასევე აღვივებს კუთვნილების გრძნობას, გაგრძნობინებთ რომ თქვენ რაღაც ძალის ნაწილი ხართ. კარგად შეკრული სკოლა ძლიერ კოლექტივს ნიშნავს რაც უმნიშვნელოვანესია ნაყოფიერი სამუშაოსთვის. შემართების გარეშე რთულია ხალხს იმის მოტივაცია გაუჩინო, რომ იბრძოლოს სიტუაციის გამოსწორებისათვის. ეროვნული მნიშვნელობის გაერთიანებამ შეიძლება გაყიდოს თავისი პუბლიკაციები, და სხვა მასალა რაც კი უწარმოებია. ითანამშრომლეთ სხვა გაერთიანებებთან. თუ თქვენ იცნობთ გარკვეული სფეროს ექსპერტებს და იცით რომ ამ ექსპერტის აზრი თქვენს კოლეგებს ესაჭიროებათ, შეგიძლიათ რეკომენდაცია გაუწიოთ მას გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ.

შვედეთში დაკანონებულია, რომ მოსწავლეებს თავისი ომბუდსმენი ჰყავდეთ. რადგანაც მოსწავლეების უსაფრთხოების და უფლებების დაცვაში ექსპერტის დონეზე მხოლოდ ეროვნული მოსწავლეთა გაერთიანებაა, ის თავის ექსპერტებს სემინარებისა და ლექციების ჩასატარებლად აგზავნის ადგილობრივი მნიშვნელობის გაერთიანებებში და ამის სანაცვლოდ გასამრჯელოს იღებს.

ღონისძიებები ნივთების გაყიდვის პარალელურად შეგიძლიათ ღონისძიებები მოაწყოთ: კონცერტები, დისკოთეკები, გამოფენები და ა.შ.


ცხადია ამ ყველაფრის მიზანი ფულის შოვნაა. თუ ასეთი ღონისძიებების მოწყობა ტრადიციად იქცა, თქვენს გაერთიანებას მათი სახით სტაბილური შემოსავალი შეიძლება გაუჩნდეს. (მეტი დეტალებისთვის იხ. „ღონისძიებების ორგანიზება“).

სპონსორები

რაც უფრო მეტ ყურადღებას და აღიარებას მიიპყრობს თქვენი სამუშაო, მით მეტი შანსია რომ მიიღოთ ფინანსური დახმარება სხვადასხვა დაინტერესებული პირებისგან, რომლებსაც სურთ მათი სახელი კეთილ საქმესთან იყოს დაკავშირებული.

პროფკავშირები და უნივერსიტეტის სტუდენტების გაერთიანებები

სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებები ერთგვარი სკოლის მოსწავლეთა პროფკავშირებია. პროფკავშირის და მოსწავლეთა გაერთიანების სამუშაოსა და მიზნებს შორის ბევრი მსგავსებაა. ორივე ავრცელებს იდეებს რომლების გარშემოცაა დაარსებული ეს ორგანიზაციები. თუ ადამიანს კარგი გამოცდილება რჩება სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებაში მუშაობის შემდეგ, იგი დიდი ალბათობით შეუერთდება სტუდენტების გაერთიანებას, და მოგვიანებით, მუშაობის დაწყების შემდეგ პროფკავშირსაც. უნარები, რომლებიც ადამიანს უყალიბდება მოსწავლეთა გაერთიანებაში მუშაობისას ძალიან წააგავს იმ უნარებს, რომლებიც ადამიანს უფრო მაღალ საფეხურებზე მუშაობისას დასჭირდება. შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეთა გაერთიანება წვრთნის მომავალ პროფკავშირის წევრს. კარგად ორგანიზებული მოსწავლეთა გაერთიანება ძალიან დიდ ინტერესს წარმოადგენს როგორც სტუდენტური გაერთიანებებისთივს, ასევე პროფკავშირებისთვის, ასე რომ რთული არ არის მათი მხარდაჭერის მოპოვება. მხარდაჭერა შეიძლება გამოიხატებოდეს როგორც ფინანსურ დახმარებაშ, ასევე ისეთ წვრილმანებში როგორიცაა საოფისე ფართი, ინტერნეტზე წვდომა, ფაქსი, სატელეფონო კავშირი და ქსეროქსი, და რაც მთავარია ის ფასდაუდებელი გამოცდილება ორგანიზაციულ საკითხებში, რომლის გაზიარებასაც სტუდენტები არასოდეს მოერიდებიან.

ადგილობრივი მთავრობა

ადგილობრივი მთავრობის დახმარება შეიძლება გამოგადგეთ ცალკეული ღონისძიებების დაგეგმვისას. თუ მოსწავლეთა გაერთიანება გეგმავს ისეთ ღონისძიებას, რომელსაც აქტიურად გააშუქებს მედია და რომელშიც ძალიან ბევრი აქტიური და ნიჭიერი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას, დიდი ალბათობით ადგილობრივი მთავრობა დააფინანსებს ამ პროექტს რათა საზოგადოების თვალში კარგი სახელი მოიხვეჭოს. განსაკუთრებით დიდია წარმატების შანსი თუ საქმე ეხება ტრადიციად ქცეულ ღონისძიებებს. შვედურად მოლაპარაკე ფინელების გაერთიანება, Elevriksdagen (სკოლის მოსწავლეთა პარლამენტი) 60-იანი წლებიდან მოყოლებით ატარებს საბჭოს სხდომას. ეს ღონისძიება ძალიან პოპულარულია და ყველა ქალაქს უნდა უმასპინძლოს ამ მოვლენას. სკოლა არა მხოლოდ ცოდნის წყაროა. იგი გარდაქმნის მოსწავლეებს აქტიურ მოქალაქეებად. გაერთიანებაში აქტიური მოღვაწეობა განუწყვეტელ თვითსრულყოფას ნიშნავს. შვედი მოსწავლეების გაერთიანებამ რამდენიმე გარიგება დადო მთავრობის წარმომადგენლებთან, სადაც გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში მთავრობა ფინანსურ დახმარებას სთავაზობს მათ. აქტიურად მომუშავე გაერთიანება ძალიან ბევრ მოსწავლეს მიიზიდავს რაც ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეალების ჩასახვას უწყობს ხელს.

კომპანიები

საშუალო განათლების მოსწავლეთა გაერთიანება მაკედონიაში დაასპონსორა მაკედონიის რკინიგზის კომპანიამ და მისცა გაერთიანების მმართველ გუნდს შესაძლებლობა ემგზავრათ მატარებლებით უფასოდ. ამით ამათ ძალიან დიდი სარგებელი ნახეს. ცალკეულ ღონისძიებებს რაც შეეხება, ყოველთვის შეგიძლიათ დაიხმაროთ ადგილობრივ ბიზნესმენები ღონისძიების გარკვეული ეტაპების დასაფინანსებლად. მაგალითად გჭირდებათ ხილი, ღონისძიების მონაწილეებისთვის შესვენებაზე შესათავაზებლად. 200 კაცზე გათვლილ 3 დღიან ღონისძიებაზე დაგჭირდებათ 400 ერთეული ხილი. ეკონომიის მიზნით გაერთიანების წარმომადგენლებმა შეიძლება სთხოვონ ადგილობრივ სუპერმარკეტს უსასყიდლოდ გადასცენ მათ საჭირო რაოდენობის ხილი. საპასუხოდ სუპერმარკეტი სარგებელს ნახავს იმ პიარით, რომელიც აგორდება მათი კეთილი საქმის გარშემო. თქვენი მხრიდან მხოლოდ ამ სუპერმარკეტის ხსნებეა იქნება საჭირო სიტყვით გამოსვლისას ან თქვენს საიტზე.

78


ევროპაში კომპანიის პასუხისმგებლობა საზოგადოებაზე ძალიან მნიშვნე- ლოვან ღირებულებას წარმოადგენს რაც თქვენ შეგიძლიათ თქვენსავე სასარგებლოდ გამოიყენოთ.

ნდობის ფონდები

ძალიან ბევრ ქვეყანაში ხალხი სპეციალურ ფონდებს აყალიბებს და იმ ფონდში შეგროვებული ფულით არიგებს გრანტებს სხვადასხვა აქტივობებზე. ნდობის ფონდებიდან ფულის გაცემა ხდება გარკვეული მოთხოვნების და კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ. ეს კრიტერიუმები სხვადასხვა შეიძლება იყოს. თქვენზეა დამოკიდებული იპოვოთ ისეთი, რომელსაც თქვენი ორგანიზაცია აკმაყოფილებს.

ქველმოქმედება

თქვენი გაერთიანების სახელით შეგიძლიათ გააკეთოთ სპეციალური საქველმოქმედო ფონდები. თუ თქვენი საქმით ხალხი მართლაც დაინტერესებულია, შეგიძლიათ შექმნათ ყოველთვიური ან ყოველწლიური საქველმოქმედო გადარიცხვის სისტემა. ამისთვის დაგჭირდებათ ბანკის დახმარება.

ყურადღება! გაერთიანება არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ფინანსურად დამოკიდებული გარკვეულ იდეოლოგიაზე და მით უმეტეს დაუშვებელია შეიცვალოს ორიენაცია და კურსი მეტი სახსრების მოსაზიდათ. მთავრობისგან დახმარების მიღება რისკთანაა დაკავშირებული - თქვენ შეიძლება გახდეთ დამოკიდებული მის რომელიმე ორგანიზაციაზე. არჩევნების შედეგები მკვეთრად არ უნდა აისახებოდეს გაერთიანების ფინანსურ შესაძლებლობებზე. ისეთი ორგანიზაციები როგორიცაა Amnesty international და Green peace უარს ამბობენ მთავრობისგან დახმარების მიღებაზე, რადგან ამით, მათი აზრით, ისინი დამოკიდებულნი ხდებიან იმ ძალაზე, რომელზეც გავლენის მოხდენას ცდილობენ. იგივე ეხება კერძო კომპანიებს. ყოველთვის აწონ-დაწონეთ დამფინანსებელთან თანამშრომლობის დადებითი და უარყოფითი მხარეები.


12. ფულის გამოყენება… - სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების სახსრების მართვა შესავალი მას შემდეგ რაც თქვენ მოახერხეთ სახსრების მოძიება, უნდა იცოდეთ როგორ მართოთ ეს სახსრები, როგორ დააგროვოთ, დახარჯოთ და აღრიცხოთ. აღრიცხვა ალბათ ყველაზე აუცილებელია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი დრო მიაქვს, იგი რეალურ სურათს ქმნის იმისა, თუ როგორ იხარჯება თანხა და რაზე იხარჯება, იხარჯება თუ არა იმაზე, რაზეც გეგმის თანახმად უნდა დახარჯულიყო. ეს უნდა დაინახონ თქვენმა დამფინანსებლებმა და ადგილობრივმა მთავრობამ. ფინანსების კონტროლით თქვენ იმასაც მიაღწევთ, რომ მოახერხებთ დაგეგმილი ღონისძიებების პრიორიტეტების მიხედვით დალაგებას. ამიტომაცაა რომ ფინანსური დაგეგმვა მჭირდო კავშირშია ორგანიზაციის აქტივობების პროგრამასთან. ის, რომ თქვენ დაამტკიცოთ, რომ ფული დაიხარჯა თქვენი რწმენის და იდეის სასარგებლოს თქვენივე პრესტიჟის საკითხია. თუ ეს მოახერხეთ, იქნებით აღიარებული და სანდოდ ცნობილი. თუ ორგანიზაციის წევრები აღრიცხავენ შემოსავლებს და გასავლებს, ადგენენ წლიურ შემაჯამებელ ანგარიშებს, ემორჩილებიან მმართველ გუნდს, მაშინ ეს კოლექტივი სანდოა. აქ იგულისხმება ის, რომ აღრიცხვაში არ არის დაშვებული შეგნებული შეცდომები და არ დაფიქსირებულა შემოსავალ-გასავლის ბალანსით მანიპულაციები. წინააღმდეგ შემთხვევაში ნდობა ქრება.

გქონდეთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული ფინანსური წესდება ნებისმიერი საქორწინო კონსულტანტი გეტყვით, რომ ფული ოჯახებში გაჩენილი კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. იგივე ეხება ორგანიზაციებს. ხშირად ხდება რომ სკოლის მოსწავლეთა ორგანიზაციის კოლექტივი თავს არიდებს ფინანსურ საკითხებზე მსჯელობას და მეტ ყურადღებას ამახვილებს წესდებების და აქტივობის პროგრამის დამუშავებაზე. ამას შედეგად მოჰყვება ბევრი გაუგებრობა და ამ გაუგებრობის გამო დაშვებული ხარვეზები, ცუდი მენეჯმენტი, რესურსების ფლანგვა. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას ფინანსურ წესდებასთან დაკავშირებით.

აირჩიეთ ბუღალტერი გამოარჩიეთ ადამიანი, ვინც საკუთარ თავზე აიღებს ფინანსების მართვას და ამ სფეროსთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე იქნება პასუხისმგებელი. ბუღალტერმა უნდა მოაწესრიგოს ანგარიშები, ქვითრები და ჩეკები, აკონტროლოს რომ გადასახადები დროზე იყოს გადახდილი, შეადგინოს შემოსავლების და გასავლების მარტივი ბალანსი (იხილეთ დამატება) დროზე მოახდინოს ფინანსური ანაზღაურების გაცემა, თუ ამის ვალდებულება გაქვთ. ზოგიერთ ქვეყანაში ამ თანამდებობაზე მყოფი ადამიანი სრულწლოვანი უნდა იყოს (18 წლის ზევით). და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებლობას ბუღალტერი საკუთარ თავზე იღებს, ორგანიზაციის ეკონომიკური საკითხებზე მთელი ორგანიზაციაა პასუხისმგებელი.

დააწესეთ ხარჯების ზღვარი

80

ცხადია, ფინანსურ საკითხებზე პასუხისმგებელი ადამიანი ვერ გააკონტროლებს ყველა წვრილმანს, რასაც ორგანიზაციის წევრები შეიძენენ. სიმარტივისთვის და ფულადი ნაკადის მეტი კონტროლისთვის შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ წესები რომელიც განსაზღვრავს, რა სახის ინვესტიციები შეიძლება გააკეთონ ორგანიზაციის წევრებმა. მაგალითად თქვენი ორგანიზაციის პროექტების მართვის მენეჯერს მიეცემა წვდომა ორგანიზაციის ბიუჯეტზე და აეკრძალება გარკვეულ რაოდენობაზე მეტის დახარჯვა. კიდე ერთი წესი შეიძლება ითვალისწინებდეს იმას, რომ თავმჯდომარეს აქვს უფლება დახარჯოს გარკვეული რაოდენობის ფული საბჭოს გაფრთხილების გარეშე. ამით თქვენ იმას რომ ბიუჯეტი ერთდროულად კონტროლირებადიც იქნება, ხოლო ის ჩარჩოები, რომლებშიც იქნება მოქცეული მისი გამოყენების შესაძლებლობა, ელასტიური.


ანაზღაურებების წესდება ანაზღაურებაში იგულისხმება იმ ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც ვინმემ გაიღო ორგანიზაციასთან მუშაობის პერიოდში. ანაზღაურებად რესურსებს მიეკუთვნება, ხარჯები საჭმელზე, სამუშაო მასალებზე, ტრანსპორტირების ხარჯებზე, სატელე- ფონო ზარებზე და დასახლების ხარჯებზე 1 დღეზე უფრო მეტი ხანგრძლივობის კრებების მოწყობისას. ანაზღაურების წესდებაში უნდა მიუთითოთ ის, თუ ვისი ხარჯები უნდა ანაზღაურდეს რა პირობებში. ანაზღაურებას შეიძლება იღებდნენ პირები ვისაც 100 კმ-ზე უფრო შორს უწევს მგზავრობა, და სჭრიდებათ ღამის გასათები ადგილი. ყველამ, ვინც საჭიროდ თვლის რომ აუნაზღაურდეს ხარჯები, უნდა წარადგინოს თავისი მოთხოვნა და თან დაურთოს ანაზღაურების ზომა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტი,რომელშიც მითითებულია გაღებული ხარჯი. ანაზღაურების მაგალითი იხილეთ დამატებაში.

ბიუჯეტი და ფინანსების დაგეგმვა რიგ შემთხვევებში ფულის დახარჯვა წესდების მისაღებად დაგჭირდებათ მაგრამ ეს ხაჯრები ძალიან მცირეა. ის მომენტი აუცილებლად დადგება, როცა საჭირო გახდება აღრიცხვის წარმოება და იმის კონტროლი, რამდენი ფული შემოდის, და რაზე იხარჯდება. ბიუჯეტი დაკავშირებული უნდა იყოს აქტივობის პროგრამასთან. როდესაც აქტივობაზე ფინანსებს გამოყოფთ, ამით მმის პრიორიტეტულობას საზღვრავთ. პრიორიტეტული აქტივობების სასარგებლოდ შეიძლება სხვა აქტივობებზე გათვლილი სახსრები შეკვეცოთ. ბუღალტერის მოვალეობაა ხარჯების გაკონტროლება, მაგრამ საბოლოო ჯამში პასუხისმგებლობას გაერთიანების მმართველი გუნდი ინაწილებს, იმიტომ რომ ორგანიზაციისთვის პრიორიტეტულ საკითხებს ზუსტად ის განსაზღვრავს.

ბანკის ანგარიშები რაღაც მომენტის შემდეგ თქვენს ორგანიზაციას იმხელა ფულად ნაკადთან მოუწევს გამკლავება რომ საჭირო გახდება ბანკის ანგარიშის გახსნა. ბანკის ანგარიშით ადვილია გადასახადების გადახდა, კაპიტალის შემოწმება, მცირე მოგების ნახვაც და ამავდროულად ფულის უსაფრთხოდ შენახვაც. ზუსტად იგივენაირად უმარტივდება საქმე ყველა დაწესებულებას ან ორგანიზაციას, რომელიც თქვენს გაერთიანებას უხდის ფულს. გაითვალისწინეთ ბანკის ანგარიშების მრავალფეროვნება. აირჩიეთ ისეთი ვარიანტი, რომელიც ნაკლებ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული და რომელიც იძლევა საშუალებას ადვილად შეიცვალოს ის, თუ ვის ექნება ფულის გატანის უფლება, ეს ყოველწლიურად ცვალებადი ფაქტორი იქნება. პრობლემები იმ შემთხვევაში შეიძლება შეგექმნათ, თუ გაერთიანებაში მხოლოდ არასრულწლოვნები არიან. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ შეიარაღდეთ თქვენი ოფიციალური წესდებით (თუ ასეთი რა თქმა უნდა გაქვთ) და მიხვიდეთ ბანკის ბიზნეს კლიენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელთან. სარგებლის სანაცვლოდ შეგიძლიათ შესთავაზოთ თქვენს საიტზე ბანკის დარეკლამება. კარგი იქნებოდა ასევე, თუ სანდო ფინანსური კონსულტანტი გეყოლებათ რადგან ზოგიერთ ქვეყანაში გადასახადების გადახდის წესები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საკმაოდ ჩახლართულია.


13. ერთად მუშაობა - მუშაობა გუნდში და ლიდერობა შესავალი სკოლის მოსწავლეთა გაერთიანების წარმატებული მუშაობა დამოკიდებულია აქტივისტების მოტივირებულობაზე (მეტი დეტალებისთვის იხ. „სკოლის მოსწავლეების გააქტიურება“) და მათი მუშაობის ნაყოფიერებაზე. კარგი ლიდერი თავის დაქვემდებარებულ პირებს მოტივირებულს ხდის. ბევრს ეშლება ლიდერის დეფინიცია და ჰგონია რომ ასეთი ადამიანი გუნდში მხოლოდ ერთია. სინამდვილეში გუნდში შეიძლება რამდენიმე ლიდერი იყოს. სხვადასხვა ხალხს სხვადასხვა საკითხებში აქვს კომპეტენცია. ლიდერობა არის იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა დაუჭიროთ მხარი გუნდს, როგორ აგრძნობინოთ აქტივისტებს თავი კომფორტულად, და როგორ გაზარდოთ გუნდის ნაყოფიერება. გთავაზობთ რჩევებს რომელიც სასურველია რომ არა მხოლოდ ლიდერებმა, არამედ გუნდის ყველა წევრმა გაითვალისწინოს.

გუნდის არსებობის ეტაპები გუნდი თავისი არსებობის პერიოდში რამდენიმე ეტაპს გადის. ქვემოთ ჩამოთვლილია ეტაპები, გუნდის საჭიროებები თითოეულ ეტაპზე და თქვენი, როგორც ლიდერის მოვალეობები. ეს ეტაპები მხოლოდ მაგალითის სახითაა მოყვანილი. შესაძლებელია რომ რეალურ პირობებში გუნდმა ყველა ეტაპი არ გაიაროს.

1.

ფორმირების ეტაპი

ეს არის პირველი ეტაპი, როდესაც გუნდი ჩამოყალიბებას იწყებს და წევრები ერთმანეთს ეცნობიან.

გუნს სჭირდება: უსაფრთხოება აღიარება ლიდერის ქმედებები: მიაწოდეთ გუნდს საჭირო ინფორმაცია; გაცნობის პროცესის გასამარტივებლად ჩაატარეთ ინტერაქტიული აქტივობები; სერიოზულად აღიქვით თითოეული წევრი, რათა მათ იგრძნონ აღიარება, პატივისცემა და საკუთარი მნიშვნელობა; ერთად ჩამოაყალიბეთ მიზნები. რეალობისგან მოწყვეტილი მოლოდინები ხშირად ხდება იმედგაცრუების და კონფლიქტის მიზეზი. მთელი გუნდი ერთი მიზნისკენ უნდა მიისწრაფოდეს. 2.

STORMING-ეტაპი

გაცნობის პროცესის დასრულების შედეგ წევრები საკუთარი ადგილის პოვნას ცდილობენ ორგანიზაციაში. გუნდის საჭიროებები: მონაწილეების მიერ საკუთარი ადგილის და როლის ლიდერის ქმედებები დაადგინეთ წევრების ინტერესები და მოლოდინები

82

-

ყველანი ჩართეთ სამუშაოში და ყურადღება მიაქციეთ საკუთარ მეთოდებს, შეიძლება თქვენი მეთოდები დისკომფორტს უქმნის კოლექტივს


-

სერიოზულად აღიქვით კრიტიკა და ასევე სერიოზულად მოეკიდეთ შეფასებას. თუ გუნდის წევრი თავის ადგილს ვერ იპოვის, იგი ვერც იმუშავებს.

3.

საქმიანი ურთიერთობის ეტაპი

მას შემდეგ რაც ყველამ იპოვა და მოირგო თავისი როლი ორგანიზაციაში, აუცილებელი ხდება ერთმანეთთან ურთიერთობა. გუნდის საჭიროებები: პირადი უსიამოვნებების ღიად განხილვა ; ერთმანეთთან ურთიერთობის დარიგულირება ; ინტერესის ბალანსირება; ლიდერის ქმედებები: წაახალისე ღია საუბრები; ჩართე ყველა წევრი მიზნების დასახვაში (რაც შედეგად გამოიღებს აზრის დაფასებისა და აღიარების შეგრძნების გაძლიერებას); 4.

მოქმედების ეტაპი

წყება მუშაობა და მთელი გუნდი ერთვება პროცესში. გუნდის საჭიროებები: დამოუკიდებლად მუშაობა; პასუხიმგებლობის და დავალებების საკუთარ თავზე აღება; სხვა გუნდებთან დაკავშირება; ლიდერის ქმედებები: გუნდის კოორდინირება; სხვა გუნდებთან დაკავშირება; მკაფიო მიზნების დასახვა და კონკრეტული დავალებები გაცემა;

პირველი ნაბიჯები ფორმირების დასაწყისიდანვე გუნდში უსაფრთხო ატმოსფერო უნდა სუფევდეს. ინტერაქტიული აქტივობები და აზრთა გაზიარების სავარჯიშოები ამაში ძალიან დაგეხმარებათ. თითქმის ტოლად მნიშვნელოვანი არის ის, რომ გუნდის ყველა წევრმა იცოდეს რისკენ მიდიან. შეგიძლიათ მისცეთ მათ განრიგი და სთხოვოთ აზრის გამოთქმა. გრძელვადიანი პერსპექტივით მომუშავე გუნდებისთვის გუნდის კონტრაქტის დაწერა ნამდვილი მისწრებაა. კონტრაქტში ის პირობები იქნება ჩამოთვლილი, რა პირობებშიც იმუშავებს გუნდი. სთხოვეთ გუნდის წევრებს საკუთარი იდეები გამოთქვან. კონტრაქტში შეიძლება შედიოდეს ისეთი პირობები, როგორიცაა: „სხვისი მოსმენის აუცილებლობა“ „ერთმანეთის აზრის პატივისცემა“ და ა.შ. იმის ცოდნა თუ რა იგეგმება მომავალში და საკუთარ შთაბეჭდილებებთან ამის შედარების საშუალების ქონა უსაფრთხოების გრძნობას უჩენს გუნდის წევრებს.

ყოველი ადამიანი განსხვავებულად მუშაობს და სწავლობს! გუნდთან მუშაობისას ეცადეთ სხვადასხვა მეთოდიკის გამოყენებას. საეჭვოა მხოლოდ შესავალი ლექციით ან სხვა ამგვარი ღონისძიებით ყველას ჩართვა მოახერხოთ სამუშაო პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მორცხვ და ჩუმად მჯდომ ადამიანებს, ჰკითხეთ აზრი, ეცადეთ ჯგუფური დავალებებით გაააქტიუროთ ისინი. მაგ. ტექსტის წაკითხვა ჯგუფში და მისი წარმოდგენა სხვებისთვის.


კიდე ერთი ვარიანტია თითოეული წევრისთვის საკუთარი მოსაზრების ქაღალდზე დაწერის თხოვნაა რათა შემდეგ კედელზე გააკრათ ეს ქაღალდები და ერთად განიხილოთ გამოთქმული მოსაზრებები. თუ მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობთ და გუნდის მხოლოდ ნაწილი აქტიურობს აზრის გამოთქმაში, შეგიძლიათ რიგ-რიგობით ყველას სთხოვოთ აზრის გამოთქმა.

წესრიგის ნაცვლად მოხალისე ორგანიზაციის ლიდერობა პროფესიული ორგანიზაციის ლიდერობისგან ძალიან განსხვავდება. პროფესიული ორგანიზაციების წევრებს ფულს უხდიან სამუშაოსთვის, ხოლო ლიდერებისთვის სირთულეს არ წარმოადგენს სხვადასხვა პროექტებზე და დავალებ���ბზე რესურსების გადანაწილება. მაგალითად, თუნ რესტორანში ოფიციანტების ნაკლებობაა და ზედმეტად ბევრი მზარეული, რომელიმე მზარეულს შეიძლება სთხოვონ ოფიციანტად იმუსაოს ამ რესტორანში. თუ მას არ შეუძლია ამის გაკეთება, მას დაითხოვენ და აიყვანენ ოფიციანტს. იგივე წესი არ მოქმედებს მოხალისე ორგანიზაციებში, როგორიცაა მაგალითად სკოლის მოსწავლეთა გაერთიანება. ის, თუ რა დროს და ენერგიას ხარჯავს პროექტზე მომუშავე მოსწავლე თავის საქმეში დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოტივირებულია იგი. არ შეიძლება ველოდოთ ერთი და იმავე აქტივისტისგან ერთნაირ ენთუზიაზმს კონცერტის მოწყობაში ან დემონსტრაციის ორგანიზებაში. ვისაც არ უნდა ჰკიხოთ, ლიდერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება იმის ცოდნაა თუ „როგორ გასცეს ბრძანება“. როგორც ზემოთხსენებულ მაგალითში დავრწმუნდით, სკოლის მოსწავლეთა გაერთიანების ლიდერს არ შესწევს ძალა იგივენაირად გასცეს ბრძანებები და დაავალოს დაქვემდებარებულებს საქმე, როგორც ეს პროფესიული ორგანიზაციის ლიდერს შეუძლია. ამის კომპენსირებისთვის მოხალისეთა ლიდერი უნდა ეცადოს ბრძანებები ჩაანაცვლოს შთაგონებით, ეცადოს გუნდის ყველა წევრს გაუჩინოს პასუხისმგებლობის გრძნობა. ამას კი მხოლოდ შთაგონებით მიაღწევს. საკმარისი შთაგონების წყარო შეიძლება იყოს მუშაობაში ჩართული მოსწავლეებისთვის მათი შეკრულობის და მთლიანობის ჩვენება და შესაძლებლობებზე მითითება. კიდევ ერთი კარგი სვლა არის აგრძნობინო მოსწავლეს თავი ექსპერტად იმ სფეროში რომელშიც მუშაობს. როდესაც იგი იგრძნობს თავს საქმის სრულყოფილ მცოდნედ, პასუხისმგებლობის გრძნობასაც მალე იგრძნობს. ფიქრების სვლა დაახლოებით ასეთია: მე თუ არ ვაგე პასუხი, ვინ აგებს?

მკაცრი ვადების დათქმა და საქმის ეტაპება დაყოფა იმის მიუხედავად, თქვენ მიეცით გუნდის წევრებს დავალება თუ მათ თვითონ დაისახეს რამე მიზანი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი მიტოვება. დიახ, შეიძლება მათ თავად გადაწყვიტეს ამ საქმის გაკეთება რაც ნიშნავს იმას რომ მოტივირებულნი არიან, მაგრამ ამ მოტივირების შენარჩუნება აუცილებელია მთელი პროცესის განმავლობაში. თქვენ როგორც ლიდერს, შეგიძლიათ გაუმარტივოთ მათ სამუშაო შესასრულებელი ვადების დათქმით და პროცესის ეტაპებად დაყოფით. როდისთვის უნდა შეასრულონ საქმის რაღაც ნაწილი? ჰკითხეთ რამდენი ხანი დასჭირდებათ საქმის გასაკეთებლად და მიეცით დამატებით დასახელებული დროის 30%. ამ შემთხვევაში საქმის დროზე შეუსრულებლობის შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა მათ აწვებათ, რადგან თქვენ ზედმეტი დრო გქონდათ მიცემული სამუშაოს დასასრულებლად. თუ რომელიმე აქტივისტი რთული ამოცანის წინაშე დგას, დაეხმარეთ მას სიტუაციის გაანალიზებაში. დადებითი/უარყოფითი მხარეების სქემა ან SWOT ანალიზი (დეტალებისთვის იხ. დამატება) ძალიან დაეხმარება აქტივისტს საღად შეაფასოს სიტუაცია.

კონფლიქტების მართვა გუნდში ყველა გუნდში ჩნდება კონფლიქტები და ეს სულაც არ არის პანიკისთვის საკმარისი საბაბი.

84


ნებისმიერი გუნდი საღად უნდა აღიქვამდეს პრობლემებს და ითვალისწინებდეს რომ კონფლიქტები გუნდის მოღვაწეობის განუყოფელი ნაწილია. ზოგჯერ შესაძლებელია პრობელმის წინასწარ განჭვრეტა, ზოგჯერ კი პრობლემის აღმოსაფხვრელად ზედაპირული ქმედებები არაა საკმარისი.

პრობლემებზე ყურადღების გამახვილება თუკი გუნდში პრობლემებს ამჩნევთ, საუკეთესო გამოსავალია პირდაპირ იუთითოთ მასზე, მთლიან გუნდს ან იმ ხალხს ვისაც ეს პრობლემა ეხება/ვინც ამ პრობლემას იწვევს. მაგალითად თუ შეამჩნიეთ რომ გუნდის რომელიმე წევრს აშკარად გაუქრა საერთო მუშაობაში მონაწილეობის მიღების სურვილი, შესვენების დროს შეიძლება ჰკითხოთ, რაშია საქმე და რა სჭირდება მას ფორმაში ჩასადგომად. ასეთ შემთხვევაში პრობლემის გუნდის განსახილველად გამოტანამ შეიძლება მისი წყენა გამოიწვიოს და უარესი შედეგი გამოიღოს.

თქვენი გამოხმაურება გამოხმაურება, რომელიც გულისხმობს გუნდის წევრების ნამუშევრის დაფასებას და მასზე აზრის გამოთქმას, გუნდური სამუშაოს ნაყოფიერებისთვის აუცილებელია. (მეტი დეტალებისთვის იხ. „სკოლის მოსწავლეების გააქტიურება“). უარყოფითი გამოხმაურებებიც საჭიროა, თუმცა ასეთ გამოხმაურებებს იშვიათად მოჰყვება მოტივირებულობის დონის გაზრდა და მუშაობაში ჩართულების მეტი შედეგიანობა. უფრო მეტიც, უარყოფითმა შეფასებებმა მკვეთრად შეიძლება დაწიოს მათი მუშაობის ინტენსივობა. დადებითი გამოხმაურებების ყველაზე ცუდ შედეგად შრომის ინტენსივობის, ნაყოფიერებისა და ჩართულობის უცვლელობა შეიძლება ჩაითვალოს. ამ შემთხვევაში ვერაფერს დაკარგავთ. თუმცა ასეთი რამ იშვიათად ხდება და უფრო მოსალოდნელია, რომ შექება და აღიარება მოტივაციას გაუჩენს აქტივისტს მეტი ენერგია დახარჯოს სამუშაოში. პროფესიული ცხოვრების კვლევებმა (ს. სპიცერი, 1995) აჩვენა, რომ: აშშ-ში ქვეყნის მასშტაბით 2000 დასაქმებული ადამიანის გამოკითხვის Gallop Organization-ის მიერ შედეგად დაგდგინდა, რომ 69%-სთვის უფროსის ქება და აღიარება უფრო ძლიერი მოტივატორი იყო ვიდრე ფული. 5-დან 4-მა თქვა რომ აღიარება და შექება მოტივაციას უჩენს მათ უფრო კარგად გააკეთონ საქმე. ბევრი მენეჯერი ყურადღებას არ ამახვილებს დაქვემდებარებულების კარგ და დამაკმაყოფილებელ მუშაობაზე. მომუშავეების უმეტესობა (75-80%) ამბობს რომ შეუძლიათ გაცილებით უფრო მაღალი შედეგი აჩვენონ.

დადებითი გამოხმაურების წესები. დადებითი გამოხმაურებისას საჭიროა რამდენიმე რჩევას მიჰყვეთ: 1. დამსახურებული: მოხალისე თქვენს ქებას უნდა იმსახურებდეს. საქმის არადამაკმაყოფილებლად შესრულების დადებითად შეფასება სრულიად დაუკარგავს აზრს შეფასებას და ლიდერის ავტორიტეტზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს. 2. მყისიერი: დადებითი შეფასება უნდა გაკეთდეს ან საქმის წარმატებით დასრულებისთანავე, ან საქმის კეთების პროცესში. რაც უფრო მეტი დრო გავა საქმის დასრულებიდან შეფასებამდე, მით უფრო ნაკლებადეფექტური იქნება შეფასება. 3. პირადი: შეეცადეთ აქტივისტი პირადად შეაქოთ. ისაუბრეთ მხოლოდ თქვენი სახელით, გამოიყენეთ ნაცვალსახელი „მე“ ნაცვლად ნაცვალსახელისა „ჩვენ“ ან სიტყვებისა „ორგანიზაცია“ „გაერთიანება“ და ა.შ. ასე თქვენი შეფასება უფრო გულითადი იქნება.


4. გამოსწორება: ნუ დაელოდებით საქმის იდეალურად შესრულებას. ნებისმიერი დადებითი ცვლილება შექებას იმსახურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ცვლილებები იკლებს. მთავარია გაითვალისწინოთ რომ მუშაობის ხარისხის გამოსწორებას აქებთ და არა მუშაობის ხარისხს, რომელიც ჯერ სულაც არ არის სასურველ დონეზე. 5. ინდივიდუალური: ერთი-ერთზე შექება უფრო ძლიერი ეფექტის მქონეა ვიდრე გუნდის საერთო შედეგის შექება. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მთლიანი გუნდი არ უნდა შეაქოთ. 6. ხშირად: ერთ-ერთი კვლევის თანახმად (ლატინგი, 1992) მუშაობის მაღალი ხარისხის და შედეგიანობის შესანარჩუნებლად ლიდერი უნდა ეცადოს რომ მის მიერ გაკეთებული დადებითი და უარყოფითი შეფასებების შეფარდება უნდა იყოს 4:1. როგორია თქვენი შეფასებების შეფარდება? ბევრი ლიდერი მნიშვნელოვნად სცდება ამ შეფარდებას, და ხშირად დადებით შეფასებებს სასურველი შედეგი არ მოაქვთ. (რჩევა 8) 7. კონკრეტიკა: ეცადეთ თქვენი შეფასება არ იყოს ძალიან ზოგადი, მიუთითეთ რას აქებთ. ისეთი ფრაზა, როგორიცაა „ყოჩაღ, კარგად მუშაობ“ ძალიან ზოგადია და არაეფექტური. 8. სიზუსტე: შეფასება ან დადებითი უნდა იყოს, ან უარყოფითი. ნუ აურევთ მათ ერთმანეთში. ისეთ წინადადებაში როგორიცაა „დღეს კარგად იმუშავე, მაგრამ....“ მსმენელი მხოლოდ იმას აღიქვამს, რაც ამ მაგიური სიტყვა „მაგრამ“-ს შემდეგ მოდის. 9. მრავალფეროვნება: დადებითი შეფასებების უმეტესობა სიტყვიერად კეთდება. დაფიქრდით, კიდევ რა საშუალებებით შეგიძლიათ ამ შეფასებების ადრესატამდე მიწვდენა. შეიძლება ელფოსტის, წერილების და სატელეფონო ზარების გამოყენება სასიხარულო ამბების მიწოდების გზად. 10. გულწრფელობა: ადრესატი ძალიან კარგად ხვდება როდის ლაპარაკობთ გულწრფელად და როდის - არა. 11. დადებითი შეფასება გუნდის წინაშე (უარყოფითი - პირისპირ): ეცადეთ ასე მოიქცეთ. სხვების დამოკიდებულება და პატივისცემა ძალიან ძლიერ ზეგავლენას ახდენს მოტივაციაზე. გაითვალისწინეთ ეს. შეფასება და გამოხმაურება არა მარტო კარგი მოტივატორია. თუ რეგულარულად მოახდენთ პროგრესის და შედეგების შეფასებას გუნდთან ერთად, ნელ-ნელა აღმოფხვრით ყველა ხარვეზს და გააუმჯობესებთ მუშაობის მეთოდებს და ხარისხს. შედეგი - კმაყოფილი კოლექტივი. საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის მიმართეთ ინტერაქტიულ გასართობ აქტივობებს. სოციალური კლიმატი თქვენს გუნდში შეიძლება თქვენს სასარგებლოდ იყოს ან პირიქით, დიდი ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. რამდენიმე თამაშით შეგიძლიათ განმუხტოთ დაძაბულობა.

86


დაძაბულობის მომხსნელი აქტივობები ძალიან ბევრი თამაში არსებობს, რომლის მთავარი დანიშნულებაცაა ადამიანების ერთმანეთისთვის გაცნობა. ყველაზე მარტივი თამაშები უბრალო გაცნობის საშუალებას აძლევენ კოლექტივის წევრებს, უფრო რთული თამაშები კი ადამიანის პიროვნების დანახვის საშუალებას იძლევიან.

სახელების თამაში ყველაზე ცნობილი თამაშია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თითოეული ადამიანი დაასახელბს საკუთარ სახელს და რამე საგანს, რაც იმავე ასოზე წყება რაც სახელი. ეს თამაში ძალიან ეხმარება კოლექტივის წევრებს ერთმანეთის სახელების დამახსოვრებაში. მას შემდეგ რაც პირველი თავის სახელს იტყვის, ყოველი მომდევნო მოთამაშე ყველა წინა მოთამაშის სახელებს და მათთან დაკავშირებულ საგნებს იმეორებს.

პ1 - გამარჯობათ, მე ირაკლი ვარ, ძალიან მიყვარს ირმები. პ2 - გამარჯობა, ირმების მოყვარულო ირაკლი. მე დათო მქვია და დოლზე ვუკრავ. პ3 - გამარჯობათ ირმების მოყვარულო ირაკლი და მედოლე დათო, მე ვარ ქრისტინე და ქადას ვაცხობ... ინტერვიუ გუნდის წევრებს შეუძლიათ დასხდნენ წყვილებად და ერთმანეთს ჩამოართვან რამდენიმეწუთიანი ინტერვიუ შემდეგ კი მთელს გუნდს წარუდგინონ ეს ადამიანი აღებული ინტერვიუს საფუძველზე.

პრობლემების ერთობლივად გადაწყვეტა პრობლემების ჯგუფირად გადაწყვეტით გუნდი თანამშრომლობის უნარს ავარჯიშებს. ყველა ადამიანს აქვს რაღაც პირადი სივრცე და ამ სივრცეში მხოლოდ იმ ადამიანებს უშვებენ, ვისთანაც გარკვეული სახის ურთიერთობა აკავშირებთ. ამ სივრცის მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კულტურის წარმომადგენელია ადამიანი. მაგალითად სკანდინავიურ ქვეყნებში გადაკოცნა და ჩახუტება ითვლება საკმაოდ ინტიმურ ჟესტად და მისასალმებელია მხოლოდ მეგობრებში. სამხრეთ ევროპის ქვეყნებში კი იმ ადამიანსაც კი თავისუფლად გადაკოცნით, ვისაც კარგად არ იცნობთ. იმის მიუხედავად თუ რა კულტურების წარმომადგენლები არიან კოლექტივში, ამ პირადი სივრცის გახსნა აუცილებელი ხდება ჯერ-ჯერობით უცნობი ადამიანებისთვის, რათა დამყარდეს მჭიდრო კავშირი, გაჩნდეს ნდობა და ურთიერთკავშირი. თუმცა ამასაც თავისი დრო აქვს და დროზე ადრე ასეთი აქტივობების ჩატარებამ შეიძლება დისკომფორტი შეუქმნას კოლექტივის ზოგიერთ წევრს.

კვანძი ეს სავარჯიშო მიმართულია ერთდროულად პრობლემის ერთობლივად გადაწყვეტაზე და პირად სივრცეში შეჭრაზე. მონაწილეები უნდა დადგნენ წრეში, დახუჭონ თვალები, ხელები გაიწვდინონ წინ და წამყვანის ნიშანზე დაიძრან წინ სანამ არ იპოვიან სხვა ადამიანის ხელებს.


როდესაც ყველა იპოვის თავის მეორე ნახევარს, მონაწილეები კვანძად შეკრულები აღმოჩნდებიან და ისე უნდა გახსნან ეს კვანძი, რომ ერთმანეთს ხელები არ გაუშვან.

ბაწარი დაახლოებით იგივე სახის თამაში რაც კვანძი. წამყვანი ჭიმავს თოკს დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლეზე იატაკის ზედაპირიდან. გუნდის დავალებაა გადაძვრნენ თოკის მეორე მხარეს ისე რომ მას არ შეეხონ. თუ ვინმე შეეხება თოკს, მთელი გუნდი იძულებულია ხელახლა დაიწყოს პროცესი. თოკზე გადასაძრომად მონაწილეებს დასჭირდებათ ერთმანეთის აწევა, ხელში დაჭერა, ადამიანებისგან შემდგარი ხიდების გაკეთება და ა.შ.

შესაფასებელი აქტივობები არის რამოდენიმე აქტივობა, რომელიც აფასებისნებს კოლექტივის წევრებს ერთმანეთს.

ზურგზე მიკრული ბარათები რომელიმე საღამოზე, სადაც ყველანი იქნებით შეკრებილები, ზურგზე წინასწარ მიიმაგრეთ მცირე ზომის ბარათი ან ქაღალდის ფურცელი, სადაც ყველა წევრი საღამოს განმავლობაში დაწერს თავის შეხედულებას თქვენზე.

იყავით სანდო ერთმანეთისთვის გუნდი აუცილებლად უნდა გენდობოდეთ. ამით მათი რწმენა გამყარდება, შედეგის, მიზნის და წარმატების რწმენა. ასევე ეცადეთ ზომიერება დაიცვათ კონტროლში და ძალიან არ ჩაერიოთ კოლექტივის წევრების პასუხისმგებლობის სფეროებში. მათ თვითონ უნდა მიაღწიონ სრულყოფილებას თავის საქმეში, რაც ცხადია გულისხმობს შეცდომების დაშვებას და მათზე სწავლას. ასევე აუცილებელია გულწრფელობა. საერთოდ ნდობა ადამიანების ურთიერთობაში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. აუცილებელია გუნდი გენდობოდეთ თქვენ, თქვენ ენდობოდეთ გუნდს, და გუნდის თითოეული წევრი - დანარჩენ წევრებს.

ურთიერთგაგება და იდეების ჩამოყალიბება გუნდში გუნდის ლიდერმა უნდა მიაქციოს ყურადღება იმას, თუ როგორ ყალიბდება კოლექტივის წევრების ხედვები და იდეოლოგია, მათი ფასეულობები. განვითარება უწყვეტი პროცესია და არასოდეს ჩერდება. მაგრამ ამ პროცესს თან ახლავს სხვადასხვა ეტაპები, რომელსაც ნებისმიერი განვითარებადი ორგანიზმი გაივლის. გუნდის წევრებმა უნდა გაიგონ A პუნქტის აზრი, რათა შეძლონ B პუნქტისკენ გადასვლა. თქვენ, როგორც ლიდერმა წინასწარ უნდა განჭვრიტოთ ეს მნიშვნელოვანი მომენტები და დაეხმაროთ გუნდს სირთულეების დაძლევაში. კრიტიკული მონაკვეთის გავლა ნიშნავს იმას, რომ თქვენ გესმით საქმის აზრი, არა მარტო გონებით, არამედ მთელი თქვენი არსით. უნდა გრძნობდეთ ყველაფერს რაც უპირისპირდება იდეას, გრძნობდეთ დაუფიქრებლად. პირველი ნაბიჯი, რომელიც ნებისმიერ პროცესში უნდა მოხდეს არის მიზნის დასახვა და გაგება. რა ღირებულებებს და იდეებს ემსახურება პროექტი? რა არის მისი მიზანი? რატომ? პროექტი, რომლის დასაწყისში კარგად და მკაფიოდ ჩამოყალიბდა მიზანი, ბევრ გაუგებრობას აგაცილებთ თავიდან. ამ კრიტიკულ ეტაპზე მთელი გუნდ���ს მუშაობაში ჩართვა ძალიან გაგიმარტივებთ საქმეს სამომავლოდ.

88


როდესაც ყველას ესმის პროექტის არსი, თავის სამუშაოს ყველა ხუთიანზე გააკეთებს. როდესაც კოლექტივის სხვადასხვა წევრები სხვადასხვა დონეზე არიან ინფორმირებულები, შედეგად ძალიან ბევრი გაუგებრობა და კონფლიქტი ჩნდება. თქვენი, როგორც ლიდერის ამოცანაა იპოვოთ კოლექტივის ის წევრი ვისაც სჭირდება ინფორმაციის მიწოდება იმისთვის რომ კოლექტივის დანარჩენ წევრებს „დაეწიოს“.

იზრუნეთ საკუთარ თავზე როგორც ლიდერმა, ისევე კოლექტივის სხვა წევრებმა საკუთარ თავს ყურადღება უნდა მიაქციონ. კოლექტივს არაფრად გამოადგებით თუ თავს გადაიღლით ზედმეტი შრომით და დროებით მუშაობას გამოეთიშებით. ნუ მოიკლავთ თავს, იცოდეთ ზღვარი.


14. მოიფიქრე სიახლე, იფიქრე უსაზღვროდ - კრეატიულობა შესავალი სიახლების შემოტანა და დანერგვა, პრობლემების გადაწყვეტის ახალი, ნოვატორული გზების მოძებნა სახალისო და სასიამოვნო გარემოს შემოიტანს თქვენი გაერთიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამან შეიძლება გადამწყვეტი როლი შეასრულოს ზოგიერთ კრიტიკულ მომენტში. ამ თავში გაგაცნობთ გუნდის კრეატივთან დაკავშირებულ ზოგიერთ შეხედულებას, თუმცა, როგორც ამას ამ წიგნშივე წაიკითხავთ, ყველაფერი თქვენს კრეატიულობაზე და წარმოსახვაზე არის დამოკიდებული.

რა არის კრეატიულობა (და რა არ არის) ხაზს გავუსვამთ ზოგიერთ მნიშვნელოვან მომენტს, რომელიც კრეატივზე საუბრისას არ უნდა გამოვტოვოთ. მნიშვნელოვანია ეს გაკეთდეს იქამდე, სანამ უშუალოდ მოქმედებებზე გადახვალთ. კრეატივი არ ეხება მხოლოდ ხელოვნებას. ამიტომაცაა რომ კრეატივს დიდი მნიშვნელობა აქვს ღონისძიებების ორგანიზებისას. კრეატივი უფრო მეტია, ვიდრე ორიგინალობა. ორიგინალობა კრეატივის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტია, მაგრამ კრეატივს მეტი რამე სჭირდება: ეს არის პრობლემის გადაწყვეტის ერთგვარი ხელოვნება. კრეატივი არ არის ინდივიდუალური. იგი გუნდის პოტენციალს წარმოადგენს. ამიტომაცაა რომ მნიშვნელობა ენიჭება არა ორი-სამი კრეატიული ადამიანის ყოლას კოლექტივში, არამედ კრეატივის დანერგვას თქვენს სამუშაო პროცესში და კულტურაში. კრეატივი არ არის დროებითი. კრეატიულობა განსაკუთრებით იჩენს ხოლმე თავს გუნდის მუშაობის საწყის ეტაპზე ან კრიტიკულ მომენტებში. მნიშვნელოვანია კრეატივი თან გდევდეთ მუშაობის ნებისმიერ ეტაპზე. კრეატივი არ არის მხოლოდ გენიალური იდეები. კრეატივი ყველგან უნდა იყოს, აქტივობებში, პროექტებში, კომუნიკაციისას, კარიერული წინსვლისას ორგანიზაციაში და ა.შ. მაშასადამე, კრეატივი და კრეატიულობა გაცილებით უფრო რთული ცნებაა ვიდრე პირველი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. კრეატივის ცნების ახსნა შემდეგნაირად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: „ყოვლისმომცველი აზროვნების გზა, რომელიც ბიძგს აძლევს კოლექტივის წევრებს და წვლილი შეაქვს საბოლოო შედეგებში და მიღწევებში.“ კრეატიულობით შესაძლებელია განვავითაროთ ორიგინალობა, ფანტაზია, პროდუქტიულობა, და ა.შ.

ლოგიკა კრეატივის წინააღმდეგ აზროვნება ადამიანის განმასხვავებელი თვისებაა, მაგრამ ჩვენ სრულ პოტენციალს, რაც ჩვენ გვენიჭება იმით, რომ აზროვნება შეგვიძლია. (ამის მიზეზია გრძნობები, გარემო და სხვ.) ჩვენ ვცდილობთ გავიმარტივოთ აზროვნების პროცესი. ზუსტად ასე ყალიბდება ლოგიკური აზროვნება, აზროვნება რომელიც მხოლოდ ერთი მიმართულებით მოქმედებს. პირიქით, კრეატიული აზროვნების წესი არ გვზღუდავს, გადის ჩარჩოებს მიღმა, იყენებს გონებრივ რესურსს იმ წესებით რომლებიც ლოგიკას არ ემორჩილება.

90


ლოგიკური აზროვნება სხვადასხვა დაშვებებიდან კამათის შედეგად აღწევს დასკვნას ყველა არგუმენტი ან მტკიცება ან მცდარია, ან მართალი ეტაპობრივი პროგრესი ყველა ეტაპი სწორად უნდა იყოს გავლილი. ყველა ნაბიჯი გათვლილია გამორიცხავს არათვალსაჩინო გზებს და ყველაფერს რაც თემასთან კავშირში არაა. ყოველთვის მიიწევს დასკვნის მიღებისკენ. ყოველთვის მიიწევს სწორი მიმართულებით. ანალიტიკურია, ყველაფერს ამოწმებს და ყოფს ზოგად კატეგორიებად დედუქციურია

კრეატიული აზროვნება ეძებს იდეებს და დასკვნებს. არც ჭეშმარიტია არც მცდარი. მნიშვნელობა ენიჭება იდეების „ტევადობას“ არ მიყვება რაიმეს ცვალებადია ამდიდრებს იდეებით ეძებს ყველა საშუალებას, ყველა გზას არ გააჩნია მიმართულება გამომწვევი და მზარდია სააზროვნო ერთიანობაა

ამ თავისებურებების გათვალისწინებით შეგიძლიათ შეამოწმოთ რა აზროვნების რა მექანიზმებით მოქმედებდით ადრე და ახლა. ზუსტად ასევე შეგიძლიათ დეტალურად გააანალიზოთ თქვენი გუნდის მოქმედებები წარსულში იმის მიხედვით, თუ რა საკითხებში ავლენდა კრეატივს გუნდი, რა პირობებში, ვინ იყო წამყვანი და ა.შ. შემდეგ შეგიძლიათ დაფიქრდეთ იმაზე თუ რა იქნებოდა კრეატიული მიდგომის შედეგები და როგორ შეგიძლიათ დანერგოთ ასეთი მიდგომა თქვენს გაერთიანებაში. კრეატიული აზროვნების და კრეატიული მენეჯმენტის ზოგიერთი ტექნიკა წარმოგიდგენთ რამდენიმე ტექნიკას, რომელიც ხშირად გამოიყენება სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების კრეატიული მენეჯმენტის საკითხში. თუმცა თუ თქვენ მართლა მოახერხებთ კრეატიული მიდგომის დანერგვას გუნდში, ასევე მარტივად შეძლებთ თქვენი საკუთარი ტექნიკის ჩამოყალიბებას. უბრალოდ შემოუშვით კრეატივი თქვენში და თქვენს ორგანიზაციაში და გამოიყენეთ ის შესაძლებლობები რაც გიჩნდებათ. ბრეინსთორმინგი. ამ ტექნიკას საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ იდეების ფასეულობამ შეიძლება შეზღუდოს ჩვენი გონება ახალი იდეების ძიებაში. ხშირად ხდება რომ როდესაც რამე ნორმალური იდეა გვეწვევა, ფიქრის პროცესი ძალაუნებურად წყდება. მიუღებელი იდეის ერთხელ გაჟღერების შემდეგ ფიქრის პროცესი არ წყდება მაგრამ წყდება გაჟღერებული იდეების ნაკადი. გუნდის თითოეული წევრი ქვეცნობიერად ფილტრავს იმ იდეებს, რომელთა შეფასების შემდეგ მიაჩნია, რომ გაჟღერებული და მიუღებელი იდეის მსგავსია და ვეღარ აჟღერებს მას ხმამაღლა. ბრეინსთორმინგის მთავარი მიზანი არისიდეების შეფასების და იდეების გაჟღერების პროცესების ერთმანეთისგან გამოცალკევება. ხალხი იდეებს იფიქრებს და ამბობს, ყველანაირი შეფასებისა და მსჯელობის გარეშე. ეს იდეები იწერება (დაფაზე, ქაღალდზე და სხვ.) მხოლოდ ამის შემდეგ იწყება იდეების შეფასება და მათ გარშემო კამათი. ხდება ყველაზე ოპტიმალური იდეის ამორჩევა. დაშვებების მეთოდით შემოწმება. როდესაც რაიმე საკითხის გარშემო ფიქრი გვიწევს, რამდენიმე იდეა ისე გვიყალიბდება გონებაში, რომ გამორიცხავს საპირისპიროს. კრეატიული აზროვნების პროცესში საპირისპიროს დაშვებას არ უნდა გავექცეთ. პირიქით, ყოველთვის უნდა ვეძიოთ ალტერნატივები, ვცვალოთ კონცეფტი და შევამოწმოთ დაშვებები.


მას შედეგ რაც საკითხი, რომლის მართებულობაც უნდა შემოწმდეს, არჩეულია, მცირე ჯგუფებმა ან ცალკეულმა წევრებმა უნდა დაიწყონ სხვადასხვა საპირისპიროს დაშვების შესაძლებლობების ძებნა და იმ იდეების ამოკრება, და დომინანტი იდეების გამოცალკევება. ყველა დაშვება მოწმდება ან მთლიანად, ან ნაწილობრივ. პროცესი უნდა ���იმდინარეობდეს თვალსაჩინოდ, სასურველია დიდ დაფაზე. ყველა დაშვების და ალტერნატივის შესაძლო შედეგები და სარგებელი უნდა იყოს გაანალიზებული. საბოლოო დასკვნას მთელი ჯგუფი (ან ერთი წევრი, გააჩნია ვინ მუშაობდა) წარადგენს. ექვსი მოაზროვნე ქუდი. ედვარდ დე ბონო, თავის წიგნში „ექვსი მოაზროვნე ქუდი“ აღწერს კრეატიული აზროვნების ერთ საინტერესო ტექნიკას. აზროვნების 6 სხვადასხვა კატეგორია მიესადაგება 6 სხვადასხვა ფერის ქურდს. ქუდი ერთგვარი მეტაფორაა და აღნიშნავს აზროვნების სხვადასხვა წესს რომელსაც მივმართავთ ამა თუ იმ მომენტში.

აზროვნებისა

ქუდი

ინფორმატიული თეთრი

სიმბოლო სიწმინდე, ნეიტრალობა, ინფორმაცია [ინფორმაციული ტექნოლოგიები]

კრიტიკული

შავი

ინტუიტიური

წითელი

ემოციები, გრძნობები, ინტუიცია [თინეიჯერი]

ოპერატიული

ყვითელი

მზე, ოპტიმიზმი, კონსტრუქტიულობა [მკვლევარი]

კრეატიული

მწვანე

მენეჯერული

ლურჯი

პესიმიზმი [მოკამათე]

მიზანი გვაძლევს მშრალ მონაცემებს და ფაქტებს. აკრიტიკებს, ეწინააღმდეგება და მიუთითებს საფრთხეზე.

, გამოხატავს გრძნობებს დაუსაბუთებლად.

ასაბუთებს და წარმოგიდგენთ შესაძლებლობებს. აზროვნებს ნაყოფიერება, კრეატიულად, ეძებს პროვოკაცია,კრეატი ალტერნატივებს, ვი [დიზაინერი] ქმნის სხვადასხვა სიტუაციებს. მიუთითებს, თავშეკავება, აკონტროლებს, კონტროლი ორგანიზებას უკეთებს. [დირიჟორი]

მას შემდეგ რაც თითოეული ქუდის დატვირთვას აღწერთ, ადამიანი, რომელსაც ლურჯი ქუდი უჭირავს სთავაზობს დანარჩენებს საფიქრალს. დანარჩენები თავ-თავისი როლის შესაფერის იდეებს აწვდიან კოლექტივს. თუ საჭირო ხდება, ქურდებს ერთმანეთს უცვლიან. საბოლოოდ ლურჯი ქუდის მფლობელი შეაჯამებს დაგროვილ იდეებს.

92


15. საჭირო ინფორმაცია საჭირო პირს - წევრებთან ურთიერთობა

შესავალი იმის ხშირად შემოწმება, რომ თქვენი ორგანიზაციის წევრები უკანასკნელ ინფორმაციას ფლობენ, ძალიან მნიშვნელოვანია საქმის წარმატებისთვის. ყველა უნდა იცოდეს რა ხდება ორგანიზაციაში, არაფერი უნდა იყოს ცენტრალიზებული. გუნდის შიგნით კარგად ჩამოყალიბებული კომუნიკაცია ნიშნავს იმას, რომ სრულიად სხვადასხვა სფეროში მომუშავე კოლეგები ერთმანეთს ატყობინებენ თავის პროგრესს, და ყველამ ყველას საქმის შესახებ იცის. ასეთი სისტემა საშუალებას იძლევა მოხდეს გამოცდილების და იდეების გაცვლა-გამოცვლა, მოტივაციის ამაღლება, და თავიდან აგაცილებთ იმის საფრთხეს, რომ რამდენიმე ადამიანი შეცდომით ერთსა და იმავე საქმეს გააკეთებს. ამ თავში თქვენ გაიგებთ იმას, თუ როგორ უნდა უზრუნველყოთ ასეთი მდგომარეობა თქვენს გუნდში. გაითვალისწინეთ, რომ ორგანიზაციის განვითარებასთან ერთად დაგჭირდებათ კომუნიკაციის სპეციალური სტრატეგიის შემუშავება, თუმცა ეს არ საჭიროებს რამე წინასწარ მომზადებებს (ასეთი რამ შეუძლებელია) და უმეტესად დამოუკიდებლად ჩამოყალიბდება ორგანიზაციის ზრდის პარალელურად. კარგი კომუნიკაცია ძალიან ფასეული უნარია რომელიც თქვენმა ორგანიზაციამ შეიძლება შეიძინოს და იგი განუწყვეტელ სრულყოფას მოითხოვს. მით უფრო საჭიროა ამ უნარის დახვეწა იმ პირობებში, რასაც თანამედროვე მსოფლიო გვთავაზობს, საკომუნიკაციო საშუალებების და ტექნოლოგიების დღითიდღე განვითარებით. ორგანიზაციის წევრებთან წარმატებული კომუნიკაციის მნიშვნელობას ვერაფერი გადაფარავს. წევრები არის ის, რაზეც დგას ორგანიზაცია, მით უმეტეს თუ ეს წევრები საწევროს იხდიან. ორგანიზაციის წევრებმა უნდა ყველაფერი უნდა იცოდნენ ორგანიზაციის საერთო შედეგების შესახებ. წარმატების შემთხვევაში მათი ენთუზიაზმი იმატებს, წარუმატებლობის შემთხვევაში კი ყველა დროულად მიაქცევს ყურადღებას პრობლემას. კომუნიკაციის ნაკლებობა გუნდში კარგს არაფერს მოგიტანთ. დასაწყისისთვის, რა არის კომუნიკაცია? კომუნიკაციის დანიშნულება არის ან განცხადების გაკეთება, ან ინფორმაციის, შთაბეჭდილებების და ფიქრების გაზიარება. ყველაფერი ეს განსხვავდება იმის მიხედვით, ახდენთ თქვენ ამას ორგანიზაციის შიგნით თუ გარეთ საზოგადოებაში. კომუნიკაციის საშუალებები სიტუაციის მიხედვით მოიძებნება, და დამოკიდებულია ასევე იმაზე, ვისთან ახდენთ კომუნიკაციას და რისთვის. ეს მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული.

შიდა კომუნიკაცია საჭიროა სხვადასხვა ტიპის კომუნიკაციის დახვეწა, განსაკუთრებით ორგანიზაციის შიგნით. გაიგეთ, ვის რა კავშირგაბმულობის საშუალებებთან აქვს წვდომა. აქვს თუ არა ყველას წვდომა კომპიუტერთან? არის თუ არა ჩამოყალიბებული კორპორატიული ელფოსტის სისტემა? აქვთ თუ არა ტელეფონები? თუ ეს ყველაფერი გააჩნიათ, კიდე რა გზით შეიძლება მათთვის ინფორმაციის მიწოდება და მათგან ინფორმაციის მიღება? არ შეიძლება გუნდის წევრის ამოგდება საკომუნიკაციო ქსელიდან მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ მას არ მიუწვდება ხელი კავშირგაბმულობის რომელიმე საშუალებაზე. თქვენი ამოცანა ზუსტად ეს არის - არავინ დატოვოთ იზოლირებული. მაგრამ ამასთანავე გრაფიკში ჩაჯდომა აუცილებელი ხდება და ესეც უნდა გაითვალისწინოთ. წევრების ტელეფონით შეტყობინება გაცილებით უფრო სწრაფად მოხერხდება ვიდრე ფოსტით. კომუნიკაციის ყველა ფორმას აქვს თავისი დადებითი მხარეები, დამოკიდებული იმაზე, თუ რა მიზნით ახდენთ კომუნიკაციას. შემდეგი ცხრილის მიხედვით მოძებნეთ თქვენთვის საუკეთესო კავშირგაბმულობის საშუალება:


საშუალება

დადებითი მხარე

ბევრი დრო მიაქვს. მგზავრობა ძვირი შეიძლება დაჯდეს. ადგილის დაჯავშნაც ფულს მოთხოვს.

პირისპირ შეხვედრა

მყისიერი კომუნიკაციის საშუალება. კარგია გეგმების დეტალურად აღწერისთვის და მოტივირებისთვის. (იხ. „ღონისძიებების ორგანიზება“)

ელფოსტის ჯგუფურად გაგზავა

შესაძლებელია ხალხისთვის საკითხავი მასალის გაგზავნა, იაფია, სწრაფი და მარტივია. ხალხი საკმაოდ დაახლოებულია ამ ტექნოლოგიასთან. შეიძლება გაგზავნა ჯგუფისთვის რომელშიც ბევრი წევრი ერთადაა.

ფოსტა

ასეთი მასალის იგნორირება ნაკლებად ალბათურია. საუკეთესოა მოსაწვევების და ოფიციალური სამადლობელი ბარათების ამ გზით დაგზავნა.

ბევრი დრო მიაქვს, ელფოსტაზე უფრო ძვირია, ბევრი პროცედურის გავლა სჭირდება. ელფოსტისგან განსხვავებით ვერ შეძლებთ დაუკავშირდეთ ადრესატს ნებისმიერ ადგილას სადაც არ უნდა იყოს.

სატელეფონო ზარები

სწრაფი და პირდაპირია, მოითხოვს ასეთივე სწრაფ რერაგირებას. ნაკლებად იგნორირებადია, გვაძლევს ერთი-ერთზე ყოფნის ილუზიას, ადვილია მოსაუბრის დაყოლიება, სწრაფი შედეგი აქვს. შესაძლებელია საკომუნიკაციო პირამიდის შექნა, სადაც თქვენ ურეკავთ სამ კოლეგას,თითოეული მათგანი კიდე სამს და ა.შ. ამით ერთი ადამიანის თავისტკივილს მოაგვარებთ, რომელმაც ყველა ზარი უნდა განახორციელოს.

შეიძლება ძვირი დაჯდეს, მიაქვს შედარებით ბევრი დრო. ამ გზით შეუძლებელია მასალების გადაგზავნა. კომუნიკაცია მხოლოდ ვერბალურია.

ზეპირად გადაცემა სწრაფი, პირისპირ კავშირს უზრუნველყოფს, მარტივია.

94

უარყოფითი მხარე

ადვილია იგნორირება და გადადება. ადრესატები შეიძლება იშვიათად ამოწმებდნენ ფოსტას ან არ ჰქონდეთ კომპიუტერი.ზოგ ადამიანს არ უყვარს მონიტორიდან კითხვა. არსებობს გადამეტებული სიხშირით გამოყენების შესაძლებლობა და ხალხისთვის თავის მობეზრება.

დამოკიდებულია ხალხის მახსოვრობაზე, იმაზე, თუ როგორ დაიმახსოვრებენ ინფორმაციას. შესაძლებელია ხმა ყველას ვერ მიაწვდინონ. მხოლოდ ვერბალურად გადაცემული ინფორმაცია.

მოკლე ტექსტური უფრო და უფრო პოპულარული, შეგიძლიათ შესაძლებელია მხოლოდ მოკლე შეტყობინებები ადამიანების ჯგუფს გაუგზავნოთ, შეიძლება ტექსტების გაგზავნა. შეიძლება სურათების გაგზავნა, სწრაფი და მარტივია. ძვირი გამოდგეს და გამოყენებადია შეხსენებისთვის. მომაბეზრებელი. ძალიან ბევრი ქსელი არსებობს. ახალი და პოპულარული. სწრაფი, სოციალუი დამოკიდებულია იმაზე, ამოწმებენ იაფი, მარტივი. ქსელები თუ არა ადრესატები თავიანთ (myspase, გვერდებს. facebook) იდეალურია ონლაინ-შეკრებებისთვის არაა პირდაპირი კონტაქტი. საჭიროა მესინჯერები სპეციალური პროგრამები. ყველა წევრს რაც აგვარებს ისთ პრობლეებს, უნდა ჰქონდეს წვდომა კომპიუტერთან როგორიცაა მგზავრობა და სხვ. მოცემულ მომენტში. სწრაფია და მარტივი.


სხვადასხვა მეთოდი ხელსაყრელია სხვადასხვა სიტუაციაში მაგრამ ყველა სიტუაციისთვის გაითვალისწინეთ: ჩამოაყალიბეთ გზავნილი; გამოყავით ისინი, ვინც ეს გზავნილი უნდა მიიღოს; გადაწყვიტეთ კომუნიკაციის რომელი მეთოდი უნდა გამოიყენოთ;

გარე კომუნიკაცია გარე კომუნიკაციის მიზანია გამოჩნდეთ და ყველას დაანახოთ რომ კარგად მუშაობთ. ამის გაკეთების ბევრი გზა არსებობს. შეგიძლიათ გამოიყენოთ მედიის სრულიად განსხვავებული სახეობები: გაზეთები, ჟურნალები (საკუთარი საავტორო სვეტის ქონაზე რას იტყვით?) ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი და ა.შ. მიაწვდინეთ საზოგადოებას ხმა, უთხარით რას წარმოადგენთ, და როგორ შეიძლება ჩაერთონ თქვენს სამუშაოში. გამოიყენეთ კრეატიულობა, შექმენით კარგი საიტი რომელიც ყველა მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი და რომელზეც ნებისმიერი მსურველი უკანასკნელ სიახლეებს იხილავს. შეგიძლიათ ჩაამატოთ ინტერაქტიული ჩატ-ფანჯრები, თქვენი გუნდის აქტივისტებთან ჩაწერილი ინტერვიუები, საკითხების განსახილველი ჯგუფები, ფორუმი, ბლოგები და ბევრი სხვა საინტერესო დეტალი. ამაში შეგიძლიათ გამოიყენოთ იმ მეგობრების დახმარება, რომელბიც ვერ-ტექნოლოგიებში კარგად ერკვევიან. შეგიძლიათ აირჩიოთ ასეთ საკითხებზე პასუხისმგებელი პირი, ან ორგანიზაციის გარედან მოიყვანოთ იგი. არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველთვის, როდესაც საზოგადოებას ინფორმაციას აწვდით, თქვენ ხართ თქვენი ორგანიზაციის წარმომადგენელი. ფრთხილად იყავით და არ დააყენოთ ორგანიზაციის სამუშაო რისკის ქვეშ.

რას აღწევთ? რას აღწევთ ეფექტური კომუნიკაციით? თუ კარგად გააანალიზეთ საკომუნიკაციო საშუალებების დადებითი და უარყოფითი მხარეები და სწორად შეიმუშავეთ სტრატეგია, დარწმუნებული იყავით - თქვენს გზავნილს ყველა საჭირო პირი მიიღებს. თქვენ ქმნით ერთგვარ ქსელს, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანია ჩაბმული. შეგიძლიათ შეიმუშავოთ იმათი მხარდაჭერის მეთოდი, ვინც თქვენს ქსელში არის გაერთიანებული, რისი შედეგიც შეიძლება იყოს ძალიან ბევრი პრობლემის გადაწყვეტა. თქვენი ორგანიზაცია დემორატიულია, რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება მასში ჩაბმული, მით უფრო მეტი პოტენციალი აქვს თქვენს გუნდს და უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება თითოეული წევრის მოსაზრება. ერთი სიტყვით ნებისმიერ საკითხზე მსჯელობისას გექნებათ გადაწყვეტილებების უფრო ფართო არჩევანი. შეგიძლიათ ღონისძიებები დაგეგმოთ სადაც თქვენ გზავნილს აქტიურად მიაწოდებთ დამსწრე საზოგადოებას, სიტყვით გამოსვლით, ბუკლეტებით პლაკატებით და ა.შ. ღონისძიებების მოწყობა არ არის აუცილებელი საკუთარი რესურსებით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ის, რაც უკვე არის.

დასკვნა მზად ხართ მსოფლიოს მასშტაბით გაუშვათ თქვენი გზავნილი? არ დაგავიწყდეთ, ინფორმაციის ადამიანიდან ადამიანისთვის გადაცემა კომუნიკაციის ძალიან კარგი მეთოდია, მაგალითად, მეგობარი მეგობარს ეუბნება მიმდინარე პროცესების შესახებ. დარწმუნდით იმაში რომ სწორ გზავნილს ავრცელებთ და მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია. აზრს მოკლებული წერილების გაგზავნა თქვენი გუნდის წევრებისთვის გამოიწვევს იმას, რომ მათ ამ წერილების გახსნა მობეზრდებათ რაც უარესს გახდის კომუნიკაციის ხარისხს თქვენს ორგანიზაციაში.


16. დაარწმუნე ყველანი - პრეზენტაციისთვის საჭირო უნარები და მჭევრმეტყველება

დასაწყისისთვის თქვენი პრეზენტაციის უპირველესი მიზანია სათქმელი მიაწოდოთ აუდიტორიას, ამიტომაც შემდეგი საკითხები აუცილებელია: 1. ეცადეთ პროცესში ჩართოთ ყველა დამსწრე, ისე რომ პრეზენტაციიდან ისინი გამოვიდნენ იმ გრძნობით, რომ ცოდნა, გამოცდილება და ინფორმაცია მიიღეს. 2.

იცოდეთ, რომ ხალხის სწავლობს სამი ძირითადი პრინციპით: -

მონაწილეობის მიღებით მოსმენით ვიზუალურად

პირველი კატეგორიისთვის ინტერაქტიული აქტივობა საუკეთესო ვარიანტია, მეორე კატეგორიისთვის - სიტყვით გამოსვლა და პრეზენტაცია, მესამე კატეგორიისთვის კი Power Point პრეზენტაცია, თვალსაჩინო გრაფიკები და სქემები, დიაგრამები და ფოტოები. იმის მიუხედავად, აქტიურია თუ პასიური დამსწრე საზოგადოება, ისინი პროცესის ნაწილად უნდა აღიქვამდნენ თავს.

3. დაითანხმეთ დამსწრე საზოგადოება იმ საკითხში, რომელზეც ესაუბრებით. 4. ეცადეთ მხარდაჭერა იპოვოთ აუდიტორიაში. 5. ლოგიკურად ახსენით თქვენი პოზიცია ისე რომ იგი ყველასთვის გასაგები იყოს. 6. იყავით ობიექტური თქვენს არგუმენტაციაში. 7. არ დაგავიწყდეთ მრავალფეროვნება.

96


როგორ? 1.

იყავით მზად და კარგად იყავით საკითხში გათვიცნობიერებული ჩაატარეთ პატარა კვლევა.

რატომ და რა სახით? აუდიტორია იგრძნობს თქვენს მოუმზადებლობას. მომზადებისას გაამახვილეთ ყურადღება შემდეგ დეტალებზე: სირთულეები პრეზენტაციის ჩატარებისას, როგორც, მაგალითად კომპიუტერის გაუმართაობა. შეძლებთ თუ არა პრეზენტაციის გაგრძელებას მარტო იმ ჩანიშვნებით რაც გაქვთ? წინასწარ მოამზადეთ ის კითხვები, რომელი თქვენი აზრით აუდიტორიიდან შეიძლება წამოვიდეს.

2.

დატოვეთ ჭკვიანი ადამიანის შთაბეჭდილება

3.

ილაპარაკეთ გასაგებად და ყურადღება მიაქციეთ იმას, რამდენად ხმამაღლა ლაპარაკობთ.

ყველამ უნდა გაიგოს თქვენი ნათქვამი, განსაკუთრებით უკანა რიგებში მსხდომებმა.

4.

მოერიდეთ ჟარგონს და აბრევიატურებს, ილაპარაკეთ მარტივად.

თქვენი პრეზენტაცია ყველასთვის გასაგები უნდა იყოს.

5. 6.

ითანამშრომლეთ აუდიტორიასთან ისინი დადებითად შეაფასებენ ამას.

7.

გჯეროდეთ იმის, რასაც ამბობთ!

როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, მაგრამ ხალხი მსჯელობს გარეგნობის მიხედვით. თუ კარგად წარმოადგენთ საკუთარ თავს, პატივისცემასაც დაიმსახურებთ. ეს არ ნიშნავს იმას რომ კოსტუმში უნდა გამოეწყოთ. პირიქით, თქვენ აღგიქვამენ როგორც სკოლის მოსწავლეს და ამიტომაც შესაბამისად უნდა ჩაიცვათ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რამდენად კომფორტულად იგრძნობთ თავს იმაში, რაც გაცვიათ.

თქვენი შემართება და რწმენა აუდიტორიაში მსხდომთ გადაეცემა.

გაიღიმეთ და ისიამოვნეთ პრე- ასევე გადამდები ���ეიძლება აღმოჩნდეს თქვენი კარგი ზენტაციით. იყავით დარწმუ- გუნება. მთავარია არ გადაამეტოთ და სიცილი არ აგიტყდეთ. ნებული საკუთარ თავში.

გასათვალისწინებელი საკითხები პრეზენტაციის მომზადებისას რამდენიმე საკითხია გასათვალისწინებელი. უპირველეს ყოვლისა გათვალეთ რა ასაკის მსმენელზეა გათვლილი პრეზენტაცია. თუ ამ საკითხს ჩააფლავებთ შედეგად იმას მიიღებთ რომ უფროსებისგან შემდგარი აუდიტორია სერიოზულად არ აღგიქვამთ ხოლო ახალგაზრდა მსმენელები ვერაფერს ვერ გაიგებენ და მთქნარებაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. მსმენელის ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებით ბევრს მოიგებთ. მაგალითად ახალგაზრდებისთვის შეგიძლიათ რამდენიმე ინტერაქტიული თამაში მოამზადოთ როლების გადანაწილებით, მაგრამ ასეტი სტრატეგია სკოლის საბჭოსთვის მომზადებულ პრეზენტაციაში მიუღებელია. აკონტროლეთ დრო. იმის მიუხედავად, 5 წუთი გაქვთ თუ ერთი საათი, ინფორმაცია თანაბრად უნდა გადაანაწილოთ დროზე. თუ დროის შესავსებად საკმარისი ინფორმაცია არ გაქვთ, მსმენელს მობეზრდება თქვენი მოსმენა. პირიქით, თუ ძალიან ბევრი ინფორმაცია ცოტა დროში ჩაატიეთ, ბოლოს აღმოჩნდება რომ 5 წუთი გაქვთ დარჩენილი და კიდე ძალიან ბევრი სათქმელი. და საჭირო გახდება მთელი სათქმელის შემოკლება და დამახინჯება დროში ჩასატებად. შესაძლებელია პატარა განრიგის შედგენა რომელსაც მიჰყვებით საკითხის პრეზენტირებისას


მოიტოვეთ დრო შეკითხვებისთვის და პასუხებისთვის. თუ რომელიმე კითხვაზე პასუხი არ გაგაჩნიათ, არ მოგერიოთ ამის თქმა. ჯობია კითხვის დამსმელს უთხრათ რომ პასუხს მოგვიანებით ეტყვით, ვიდრე ილაპარაკოთ ის, რაც არ იცით და არადამაჯერებლად წარდგეთ. ასევე ვარაუდის დონეზე გათვალეთ მსმენელების კომპეტენცია საპრეზენტაცი საკითხში. თუ აუდიტორია ისედაც კარგად ერკვევა საგანში არ არის აუცილებელი გავუმეოროთ მათ ის, რაც ისედაც იციან. იგივე პრინციპით, თუ საკითხი მსმენელთათვის არ არის კარგად ცნობილი, რაც უფრტო მარტივად ახსნით მას, მით უკეთესი იქნება. ეცადეთ შეეწყოთ მსმენელთა საერთო განწყობას და საინტერესო კუთხით წარმოაჩინოთ განსახილველი საკითხი. უკანასკნელი, რაც თქვენი თვითშფასების ამაღლებას შეუწყობს ხელს, ეს ერთმანეთში მოლაპარაკე მსმენელები ან ჩაძინებული აუდიტორიაა.

მჭევრმეტყველება მჭევრმეტყველება ეფექტურად და დამაჯერებლად საუბრის ხელოვნებას ჰქვია. ძალიან ბევრი სავარჯიშო შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში და ბიბლიოთეკებში, რომლის საშუალებითაც საკუთარი მჭევრმეტყველების განვითარებას შეძლებთ. გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას. პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ სუნთქვას. ჩაისუნთქეთ ღრმად. ბევრ გამომსვლელს სუნთქვა ავიწყდება როდესაც საჯარო სიტყვით გამოდის. დაიხედეთ ხელებზე. არავითარ შემთხვევაში არ ჩაიწყოთ ხელები ჯიბეებში, არ გადაიჯვარედინოთ ხელები ზურგზე და არ აწვალოთ ხელში რამე საგანი. ამოძრავეთ ხელები და მხრები, გამოიყენეთ ჟესტების ენა იმის ხაზგასასმელად, თუ რაზე საუბრობთ. ასე ძალიან თავდაჯერებულად გამოიყურებით. არისტოტელემ მჭევრმეტყველება დაახასიათა როგორც აღმოჩენის მდგომარეობა. მჭევრმეტყველების უპირველესი მიზანია მსმენელების ორატორის პოზიციაზე გადმობირება, მაგრამ ამ დროს აგრეთვე ხდება ბევრი შინაგანი პროცესი, გამომსვლელი აყალიბებს ფიქრებს და ყველაზე კარგად სწორედ ამ დროს იაზრებს თავის პოზიციას. სიტყვის დაწერისას და არგუმენტების მომზადებისას (არ იფიქროთ რომ ვინმე ექსპრომტად ამბობს გრძელ სიტყვას, თუნდაც ეს ასე ჩანდეს) დაფიქრდით თქვენს მომხრე და მოწინააღმდეგე პოზიციებზე. ამ ეტაპის შეუსრულებლად ძალიან გაგიჭირდებათ არგუმენტებისთვის პასუხების გაცემა. ეს ეტაპი მით უფრო მნიშვნელოვანია, თუ ცდილობთ ვინმეს დაყოლიებას თქვენი ორგანიზაციის სასარგებლოდ რამე გააკეთოს. ეცადეთ ერთდროულად წარმოაჩინოთ თქვენი სარგებელიც და ასევე ის სარგებელიც, რომელსაც თქვენი ოპონენტი მიიღებს თუ დაგეხმარებათ. ეცადეთ გააკეთოთ ბარტერი - იღებთ იმას რაც გჭირდებათ და ვალდებული ხართ საპასუხო სარგებელი მოუტანოთ მეორე მხარეს. ეთოსი - თქვენი ღირსეული იერი დაარწმუნებს მსმენელებს თქვენს სანდოობაში. და მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რას წარმოადგენს მსმენელი და რამდენად გათვიცნობიერებული არის საკითხში. პათოსი გამოსვლისთვის ემოციური ნიუანსების დამატებაა რომელიც შეცვლის მსმენელების დამოკიდებულებას თქვენდამი. შეიძლება გამოიყენოთ მხატვრული ხერხები, მეტაფორა, ჰიპერბოლა, მოყვეთ რეალური ამბავი ან სხვა რამე საკითხის ხსენება რომელიც მსმენელებში ემოციას გააღვიძებს.

98


ლოგოსი არის დედუქციური და ინდუქციური მსჯელობის გამოყენება არგუმენტის ჩამოყალიბებისას. ამ ფაქტორების გათვალისწინებით შესაძლებელია კარგი სიტყვის მომზადება. თითქმის ყველა ცნობილ საჯარო გამოსვლაში ეს ელემენტები გათვალისწინებული არის. ამიტომაცა, რომ მჭევრმეტყველებაში ვარჯიში შესაძლებელია ისტორიული გამოსვლების გაანალიზებით, სხვადასხვა სტატიებზე დაკვირვებით. ეცადეთ ყოველთვის გამოყოთ ზემოთხსენებული ელემენტები ნებისმიერ გრძელ გამოსვლაში. კიდევ ერთი კარგი სავარჯიშო არის ისტორიული პირების გამოსვლების მოსმენა და ჩანიშვნების გაკეთება. ჩაიწერეთ ბლოკნოტში გამონათქვამები, მიადევნეთ თვაყური გაოსვლის სტრუქტურას და ნუ მოერიდებით რაღაცის გადმოღებას. მჭევრმეტყველება ხელოვნებაა რომელიც უკვე 2500 წელს ითვლის და განუმეორებელი სიტყვის დაწერა შეუძლებელია. ყოველთვის შეგიძლიათ ისწავლოთ მეტი და ბევრი ივარჯიშოთ. დაკავდით ამით ისე თითქოს ეს თქვენი ჰობია, და ბევრ სიამოვნებას მიიღებთ.

დასკვნა პრეზენტაციის მომზადებისას ეცადეთ წარმოიდგინოთ საკუთარი თავი მსმენელების ადგილზე. რამდენჯერმე გაირეპეტიციეთ და დარწმუნდით რომ ყველაფერი რიგზეა და თქვენივე ჩანიშვნების გარჩევა შეგიძლიათ. პრეზენტირების პროცესი ხშირად განსხვავდება იმისგან თუ როგორ ისახავდით მას საკუთარ წარმოდგენებში. აუდიტორია უფრო ჩართული იქნება თქვენს პრეზენტაციაში, თუ გამოიყენებთ ჟესტების ენას. ეცადეთ მოიცილოთ ისეთი ნერვიული ჩვევები, როგორც პასტის წკაპუნი და ყოველთვის უყურეთ აუდიტორიას, არავის მოაკლოთ ყურადღება. ეცადეთ არ მიაჩერდეთ რომელიმე კონკრეტულ მსმენელს, ასე ის უხერხულად იგრძნობს თავს. დაიმახსოვრეთ, რომ მსმენელები უფრო კარგად გაგიგონებენ, თუ მათკენ სახით იდგებით. წინასწარ გაიგეთ, არის თუ არა რომელიმე მსმენელი უნარშეზღუდული. მაგალითად თუ მსმენელთა შორის ყრუ ადამიანია, ის ისე უნდა დაჯდეს რომ კარგად გხედავდეთ თქვენ და თქვენს პირს. ნებისმიერი საკითხის განხილვისას მოიყვანეთ მაგალითები, რათა აუდიტორიისთვის უფრო თვალსაჩინო იყოს, რაზეა საუბარი. კიდევ ერთი კარგი იდეა არის მსმენელებისთვის თემატური მასალების დარიგება რომელთა გადახედვასაც შეძლებენ პრეზენტაციის შემდეგ. ამით თქვენ შეძლებთ მათი ყურადღების ბოლომდე მიპყრობას და ისინი თქვენ მოგისმენენ წამდაუწუმ ჩანიშვნების კეთების მაგივრად. პრეზენტაციის შემდეგ შეაფასეთ იგი და მსმენელებს ჰკითხეთ აზრი. მსმენელების აზრის გათვალისწინება დაგეხმარებათ სამომავლოდ ხარვეზების აღმოფხვრაში. სამუშაო დღის ბოლოს საუკეთესო რამ, რაც შეიძლება გაგაჩნდეთ ეს საკუთარი თავის რწმენაა - თუ თქვენ იცით რაზე საუბრობთ და კარგად ხართ მომზადებული, ყველაფერი კარგად იქნება


17. მეტი ვიდრე მშრალი სიტყვები - კომუნიკაცია ერთი-ერთზე

შესავალი მოსალოდნელია, რომ პირისპირ ურთიერთობა მოგიწევთ ძალიან ბევრ ადამიანთან, კოლეგებთან, რომლებიც იმედია პარტნიორობასთან ერთად თქვენი მეგობრებიც არიან, მედიასთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან, პოლიტიკოსებთან და თქვენი ორგანიზაციის წევრებთან. ამ ადამიანებთან კეთილგანწყობა უნდა შეინარჩუნოთ თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის. ამისთვის საჭიროა გარკვეული უნარების შეძენა ერთი-ერთზე ურთიერთობის სფეროში. ერთი-ერთზე წარმატებული კომუნიკაცია გულისხმობს ორი მხარის თანაბარუფლებიანობას და ტოლ წვლილს დიალოგში, ისევე როგორც ყველაფრის გაგება რაც ითქვა.

მოსმენა თანამოსაუბრის მოსმენის უნარის ფლობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. აქტიური მოსმენა ნიშნავს საუბრის დაკვირვებით მოსმენას და მის გაანალიზებას. კარგი იქნება თუ თანამოსაუბრეს თანაგრძნობას დაანახებთ თქვენი მხრიდან. გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები: თუ შეხვედრამდე თქვენ გამოგიგზავნეს საბუთები და მასალები, აუცილებლად გამონახეთ დრო და ყურადღებით გადახედეთ ამ მასალებს. აღნიშნეთ თქვენთვის საინტერესო საკითხები. რაც უფრო კარგად მოემზადებით, მით ნაკლები დრო დაიხარჯება თქვენთვის სიტუაციის არსის გაცნობას და მით უფრო მალე შეუდგებით მსჯელობას. მსჯელობისას გააკეთეთ მოკლე ჩანიშვნები იმ მნიშვნელოვანი პუნქტებისა რომლებიც საუბარში ჩნდება. მოგვიანებით ამ პუნქტების ზუსტად გახსენება იმაზე მიანიშნებს, რომ ყურადღებიანი მსმენელი ხართ, ისევე როგორც მათი ხაზგასმა თქვენი მხრიდან მნიშვნელოვანი წვლილი იქნება მსჯელობაში. სანამ სხვები ლაპარაკობენ, გამუდმებით დასვით გულში კითხვა: „მართალია თუ არა?“ „ვეთანხმები თუ არა?“ „ფაქტია თუ მხოლოდ მოსაზრება?“. ასე ყურადღება არ მოგიდუნდებათ და არაფერი გამოგეპარებათ. მიაქციეთ ყურადღება საკუთარი ჟესტების ენას. ეცადეთ არ ამოიოხროთ ან არ გააკეთოთ სხვა აშკარა უთანხმოების მიმანიშნებელი ჟესტი, თუნდაც თანამოსაუბრის პოზიცია თქვენთვის მიუღებელი იყოს. არ გაიშხლართოთ სკამზე და არ დააწვეთ მთელი სიმძიმით მაგიდას. იყავით ოდნავ წინ გადაწეული და უყურეთ მოსაუბრეს. დროდადრო თავი დაუქნიეთ თანხმობის ნიშნათ და თუ სიტუაცია ამის საშუალებას გაძლევთ, გაუღიმეთ. ეცადეთ არ ხატოთ ან ჯღაბნოთ ფურცლები. შეიძლება ეს მოსმენაში ხელს სულაც არ გიშლით, მაგრამ მოსაუბრისთვის ძალიან გამაღიზიანებელი ან დამაბნეველი შეიძლება აღმოჩნდეს. დაფიქრდით, თქვენ რა რეაქცია გექნებოდათ თუ თქვენი საუბრისას ვიღაცა ფურცლის ჯღაბნით იქნებოდა დაკავებული. თუ მცირე ჯგუფის ნაწილი ხართ, რომელიც უსმენს პრეზენტაციას, ეცადეთ თავი შეიკავოთ მეზობლებთან აზრთა გაცვლა-გამოცვლისგან. თუნდაც ეს ეხებოდეს პრეზენტაციას და საკითხს, პრეზენტატორმა ეს არ იცის და შეიძლება დაიბნეს.

100


დროდადრო დასვით შეკითხვები რათა აგრძნობინოთ მოსაუბრეს, რომ ისმენთ. ეცადეთ კონცენტრირება მოახდინოთ მოსაუბრის სათქმელზე და არა იმაზე, თქვენ რის თქმას აპირებთ. ეს შეიძლება ცოტა გაგიჭირდეთ, იმ შემთხვევაში თუ ლაპარაკისას ღელავთ და გულთან ახლოს მიგაქვთ მსჯელობის საგანი. მაგრამ დაიმახსოვრეთ - კამათში უპირატესობა გექნებათ თუ თქვენს არგუმენტებს იმაზე დაამყარებთ, რაც თქვენამდე ითქვა.

საკუთარი წვლილის შეტანა ცხადია, ერთი-ერთზე საუბარში არა მხოლოდ აქტიური მოსმენა არის მნიშვნელოვანი. ასევე დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რომ დისკუსიაში თქვენი წვლილი ჩანდეს. ძირითადად იგივე უნდა გააკეთოთ რაც მაგალითად საკითხის პრეზენტირებისას, თუმცა ბევრად უფრო არაოფიციალურ და მშვიდ გარემოში. იმის მიუხედავად, რომ დისკუსია შეიძლება დაუგეგმავი გზით წავიდეს და ექსპრომტად მოგიწიოთ არგუმენტების მოფიქრება, ეცადეთ შეძლებისდაგვარად მოემზადოთ, დაამუშავოთ ის საკითხები, რომლებშიც ნაკლებად კომპეტენტური ხართ, გააკეთოთ ჩანიშვნები. და აუცილებლად გათიშეთ მობილური ტელეფონი ან უხმო რეჟიმზე დააყენეთ. ყურადღების გაფანტვა ასეთ დისკუსიებზე არც თქვენ გარგებთ და არც თქვენს თანამოსაუბრეს. ეცადეთ არ გადააჭარბოთ დომინირების მცდელობაში. თანამოსაუბრეებს თანაბარი უფლებები აქვთ დისკუსიაში, ყველამ ერთნაირად მკაფიოდ უნდა წარმოაჩინოს საკუთარი პოზიცია. ზოგიერთ დისკუსიაში შეიძლება ვერც იყოთ დომინანტი წევრი, მაგალითად თუ მოლაპარაკება მიმდინარეობს თქვენზე უფროს ადამიანებთან ან მამაკაცების კოლექტივში ერთადერთ ქალი ხართ. ასეთ შემთხვევაში საკუთარი წვლილი დისკუსიაში საწყის ეტაპზევე უნდა შეიტანოთ, ეცადოთ იაქტიუროთ პირველი ხუთი წუთის ფარგლებში, რადგან რაც უფრო დააგვიანებთ თქვენი პოზიციის დაფიქსირებას, მით უფრო გაგიჭირდებათ ხმის ამოღება მერე.

უფრო მეტი ვიდრე შეხვედრა მიუხედავად იმისა, რომ ერთი-ერთზე კომუნიკაცია ძირითადად ხდება შეხვედრებზე და დისკუსიებზე, ეცადეთ გააფართოვოთ თქვენი თვალსაწიერი. დიახ, საქმიანი შეხვედრები თქვენი საქმის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ გახსოვდეთ რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე საქმიანი შეხვედრების გარეთაც კეთდება - განსაკუთრეებით იმ შემთხვევაში, თუ საქმე გაქვთ ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან (მაგალითად საერთაშორისო მასშტაბით მუშაობისას.) თქვენი საქმე უფრო წინ წავა თუ მოახერხებთ ურთიერთობის შენარჩუნებას საქმიანი შეხვედრების გარეთაც, მაგალითად თუ დაეკონტაქტებით თქვენს პარტნიორს ელფოსტით ან ტელეფონით. ამ გზით თქვენ ყოველთვის გემახსოვრებათ რა უნდა გააკეთოთ, იქნებით მოტივირებული და იქნებით მოწოდების სიმაღლეზე. მაშასადამე, თუ თქვენ ჩაერთეთ ერთი-ერთზე კომუნიკაციაში, გარდა იმ წვლილზე აქცენტის გაკეთებისა, რაც თქვენ შეგაქვთ დიალოგში, დააფასეთ თანამოსაუბრის პოზიცია, ასეთ შემთხვევაში მოლაპარაკება ძალიან ეფექტურად წარიმართება .


18. საუკეთესო მეგობარი ყველაზე დიდი მტერია - მედიის კონტროლი

შესავალი როგორც მოგეხსენებათ, მედია ერთ-ერთი უმძლავრესი იარაღია, რომლის გამოყენება საკუთარი მიზნების სასარგებლოდ შეიძლება ამიტომაც მედიასთან ურთიერთობის უნარების დახვეწაზე დროის დახარჯვა ღირს. მედიას ასეთი დანიშნულება რიგი მიზეზების გამო ენიჭება: მას შესწევს ძალა გავლენა მოახდინოს ხალხზე და შეცვალოს მათი პოზიცია;მისი საშუალებით ცნობილი გახდებით ყველანაირი სპეციალური ფინანსური დანახარჯის გარეშე. (ცნობადობა კი ძალიან კარგი რამეა! მით უმეტეს თუ ამაში რესურსები არ გეხარჯებათ); მედიას შეუძლია მასას გზავნილი მიაწოდოს და ნათლად დაანახოს პრობლემა; მედიის გამოყენება შეიძლება რეპუტაციის გასაუმჯობესებლად; მედიას შეუძლია ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენა და სტუდენტების დაინტერესება თქვენს ორგანიზაციაში გაწევრიანებით. ალბათ ადვილი მისახვედრია, რომ ასეთმა ძალამ რომ თქვენს სასარ���ებლოდ იმოქმედოს, საჭიროა მასთან შეხმატკბილებული მუშაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მედიას შეიძლება შეეწიროს თქვენი რეპუტაცია და ყველა თქვენი გეგმა. მედიას თანაბრად შეუძლია როგორც რამე ორგანიზაციის ან ავტორიტეტული ფიგურის გაპოპულარება, ისევე მიწასთან გასწორება. ამ თავში გაიგებთ, თუ როგორ უნდა ითანამშრომლოთ მედიასთან წარმატებულად.

მედიის სახეობები მედია ძალიან მრავალფეროვანია: გაზეთები, ჟურნალები, ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი, მაგრამ ყოველ სახეობასთან ერთი და იგივე მიდგომა გჭირდებათ: კეთილგანწყობის მოპოვება და კარგი სამუშაო ურთიერთობის ჩამოყალიბება, თუნდაც ამისთვის მცირე დათმობებზე წასვლა დაგჭირდეთ. თუ მედია თქვენს მხარეზეა, თქვენი აქტივობების გაშუქებაზე აღარ იდარდოთ. თუმცა არასდროს და არავის არ ენდოთ ბოლომდე - ყოველთვის იქნება ისე, რომ რამე არასწორად წარიმართოს.

თქვენი ამბავი თუ თქვენ დაინტერესებული ხართ იმით, რომ მედიამ მოახდინოს თქვენს ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესების და მოვლენების გაშუქება, ისე უნდა მოაწყოთ ყველაფერი, რომ მედიას დააინტერესოს თქვენმა ორგანიზაციამ. თუ საინტერესოს არაფერს აკეთებთ, არც მედია დაინტერესდება, რადგან მის ინტერესებში არ შედის ისეთი ამბების გაშუქება, რაც მომხმარებელს არ მოეწონება. თუმცა ამ შემთხვევაშიც გარკვეულ ეტაპზე პრინციპულობა უნდა გამოიჩინოთ, რადგან თქვენი მიზნები უფრო მაღლა დგას ვიდრე პოპულარობა და მედიის ინტერესები. ჟურნალისტების საქმე არის ახალი ამბების მოძებნა და გაშუქება, ისეთი ამბების რომელიც საზოგადოებას გაართობს, ან რომლებიც საზოგადოებისთვის სიახლეს წარმოადგენს. საკითხი იმსახურებს საზოგადოების ყურადღებას თუ შემდეგ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს შეიცავს: კონფლიქტი, სირთულეები და საფრთხე საზოგადოებისთვის, სიახლე, სკანდალი ან პირადი მიღწევა/რეკორდი. ამის გარდა ჟურნალისტები ამბით შეიძლება დაინტერესდნენ შემდეგი მიზეზების გამო: ტრენდი - მცირე მასშტაბის ერთჯერად საკითხებს ჟურნალისტები ბევრ ყურადღებას არ უთმობენ ხოლმე. უფრო მეტი ყურადღება ენიჭება ისეთ საკითხებს სადაც წარმოჩენილია საზოგადოება და მასში მიმდინარე ცვლილებელი.

102


მოულოდნელობა - ფაქტი, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოდ გავრცელებულ აზრს, ყოველთვის იმსახურებს ყურადღებას. მოკლე და გასაგები - ყველა მნიშვნელოვანი დეტალი უნდა ჩაეტიოს მოკლე აბზაცში. ყველასთვის გასაგები - თქვენი საკითხი გასაგები უნდა იყოს საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, იყოს მოკლებული პროფესიულ დეტალებს და სლენგს. ხაზს უსვამს განუმეორებლობას - ისტორია იმაზე, თუ რას წარმოადგენს ორგანიზაცია და რითია იგი დაკავებული. ეფექტური და დასამახსოვრებელი - მედიისთვის უფრო მომგებიანია ეფექტური სიახლე, რომელიც „ჰიტად“ შეიძლება იქცეს, ვიდრე ბევრი უმნიშვნელო ამბავი ერთად. მკითხველის ყურადღებას იპყრობს - ეცადეთ თქვენი მოღვაწეობა დაუკავშიროთ იმას, რაც ისედაც აქტუალურია. დაამუშავეთ საქმის ის მხარეები, რომლითაც ამ საქმეებს ჟურნალისტებს დაანახებთ.

თქვენი ამბავი უნდა იყოს გამიზნული იმათზე, ვისი ყურადღების მიპყრობაც გსურთ. მაგალითად თუ ატარებთ ახალგაზრდების სამუშაოდ აყვანის კამპანიას, ჩაის ცერემონიის გამართვა არ იქნება გააზრებული ქმედება. ამით მიზანს ვერ მიაღწევთ. გამართეთ ისეთი ღონისძიება რაც თქვენს მიზნობრივ სოციალურ ჯგუფს მოიზიდავს და ახალ ამბებშიც კარგად გამოჩნდება. მედიასთან დაკავშირება მას შემდეგ რაც ღონისძიების ორგანიზება დაასრულეთ, უნდა დაუკავშირდეთ მედიას. მედიის წარმომადგენლებთან კარგი ურთიერთობის ქონა, როგორც უკვე ვთქვით, აუცილებელია. ძალიან კარგი იქნება თუ ამ სფეროში მეგობარი გყავთ და მის დახმარებას გამოიყენებთ. ყოველ შემთხვევაში მედიის კეთილგანწყობა ნიშნავს რომ იგი მზადაა მოგისმინოთ. შესაბამისად როდესაც დაახლოებით თქვენი აქტივობის მსგავსი რამ იჩენს თავს, პირველები, ვისაც აზრის გამოსახატავად მიმართავენ, თქვენ იქნებით. გამოყავით კოლექტივიდან წევრი რომელიც პასუხისმგებელი იქნება მედიასთან კავშირზე. ამ აქტივისტის მოვალეობა იქნება ოფიციალური პასუხების გადაგზავნა, და მედიასთან მჭირდო ურთიერთობის შენარჩუნება. ჟურნალისტებს ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვთ და სავარაუდოა რომ იმისთვის არ ეცლებათ რომ თქვენ გათავისუფლებას ელოდონ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ყველა კითხვაზე მყისვე პასუხები უნდა გასცეთ. თუ საჭიროებას გრძნობთ, ცოტა ხანს მოიფიქრეთ, მოითათბირეთ, მთავარია კარგი პასუხი გასცეთ. უმეტეს შემთხვევაში მედიის წარმომადგენლებთან პასუხის გაცემის და სხვა ვადების შეთანხმება პრობლემას არ წარმოადგენს. მედიასთან კავშირი ღონისძიების ჩატარებამდე, ჩატარების პროცესში და ჩატარების შემდეგ ნდა გქონდეთ. ამ გზით თქვენი ღონისძიება ყველაზე კარგად გაშუქდება.


ღონისძიების ჩატარებამდე: აცნობეთ მედიას თქვენი გეგმების შესახებ რათა მათ შეძლონ დააანონსონ თქვენი ღონისძიება. ჩატარების პროცესში: პრესა და ტელევიზია გამოჩნდებიან თქვენს ღონისძიებაზე. პრესას წარმოადგენს ფოტოგრაფი. ჩატარების შემდეგ: დააგვირგვინეთ თქვენი ღონისძიება შეფასებით. შეაფასეთ რამდენად კარგად ჩაიარა ყველაფერმა, დაურთეთ სურათები (სასრუველია კარგი ხარისხის!), იმ შემთხვევაში თუ პრესამ თავისი ფოტოგრაფი არ გამოაგზავნა ღონისზიებაზე. მოერიდეთ უაზრო და უინტერესო ინფორმაციის გადაგზავნას ჟურნალისტებისთვის, ისინი ისედაც დაკავებულები არიან და დროის კარგვა მხოლოდ გააღიზიანებტ. თუ ეს შესაძლებელია, საუკეთესო გამოსავალია საკუთარი საავტორო სვეტის ქონა, რომელიმე ყოველთვიური ან ყოველკვირეული გაზეთის გამოცემაში. ასეთი სვეტის ქონა იმისთვისაა საჭირო, რომ თქვენი გულშემატკივრები და პარტნიორები მუდმივად ინფორმირებულები იყონ ორგანიზაციის მოქმედებების შესახებ. თუ საკმარისი რაოდენობის ხალხი გყავთ, შეგიძლიათ გუნდის რომელიმე წევრს დაავალოთ შეისწავლოს ბეჭდური მედიით გამოცემული ყველა სიახლე. ასე თქვენი ორგანიზაციაც კარგად იქნება ინფორმირებულ და საჭიროების შემთხვევაში დროზე მოახდენს რეაგირებას. „Google“ სიახლეების გამოწერაც ერთ-ერთი მარტივი გადაწყვეტილებაა, თუმცა კიბერ-ინფორმაციასთან ფრთხილად უნდა იყოთ და ზედმეტი სიახლეების თვალიერებაში ბევრი დრო არ დაკარგოთ.

საჭირო მედია-უნარები ა) ინტერვიუსთვის მომზადება

მედიასთან კარგი და სასარგებლო ურთიერთობისთვის ბევრი უნარის ქონაა საჭირო. პირადი ურთიერთობების მენეჯერი თუ გყავთ, რომელიც თქვენს ორგანიზაციის პიარს მოახდენს მედიაში, ძალიან გაგიმართლათ. ასეთ თანამდებობაზე მყოფ ადამიანს ინტერვიუზე მუშაობის უნარები უნდა ჰქონდეს. თქვენ შემოგთავაზებენ ინტერვიუს მიცემას, სადაც მიყოლებით ისაუბრებთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და მკაფიო გზავნილს გადასცემთ საზოგადოებას. ამასთანავე არათემატური კითხვებით არავინ დაგაბნევთ. ინტერვიუს დაწყებამდეც მომზადებაა საჭირო, რათა ინტერვიუზე საკუთარ თავში დარწმუნებული იყოთ. თვითრწმენის გასამყარებლად შემდეგი რჩევები გაითვალი���წინეთ: ჩაინიშნეთ ის საკითხები, რომლებზეც გსურთ ყურადღება გაამახვილოთ საუბრისას. გაამზადეთ რეალური მაგალითები; შეხედეთ თქვენს მოღვაწეობას როგორც ადგილობრივი კუთხით ასევე ეროვნულით. დაუკავშირეთ იგი დღევანდელ აქტუალურ საკითხებს; გამოიყენეთ დასამახსოვრებელი ფრაზები. ამით თქვენს გზავნილს დამატებით გაუსვამთ ხაზს და შეიძლება იგი იმდენად ჩარჩეს მეხსიერებაში რომ თქვენი მომავალი გამოსვლებისას თუ ღონისძიებებისას საზოგადოებამ იგი გაიხსენოს. მაგალითად მოვიყვანთ ტონი ბლერის ცნობილ ფრაზას: „განათლება, განათლება, განათლება.“ ამ ფრაზის ერთხელ წარმოთქმა საკმარისი გახდა რომ ხალხს იგი სამუდამოდ დაეხსომებინა. ამ ფრაზას მედიაში წლების განმავლობაში იხსენებდნენ, და ფრაზასთან ერთად იმ სიტუაციასაც, რომელსაც ეს ფრაზა ტონი ბლერმა დაუკავშირა; დარწმუნებული იყავით რომ თქვენი მონაყოლი მნიშვნელოვანია. ეცადეთ წარმოიდგინოთ, როგორ საუბრობთ ჟურნალისტთან. თუ თქვენს მონაყოლზე ჟურნალისტი ინდიფერენტულად გკითხავთ - „და რა?“

104


დაფიქრდით, როგორ დაარწმუნებთ მას იმაში, რომ ის რაც მოყევით სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანია? გაითვალისწინეთ საკითხის უარყოფითი მხარეები. დარწმუნებული იყავით - უარყოფით მხარეებს აუცილებლად წინ წამოწევენ და აზრს გკითხავენ. მზად იყავით უკუაგდოთ ამგვარი „შეტევები“ და ყველანი დაარწმუნოთ თქვენს სიმართლეში. წინასწარ გაითამაშეთ სიტუაცია რომელიმე კოლეგასთან რომელიც პროვოკატორი ჟურნალისტის როლს მოირგებს. მოამზადეთ შესავალი და დამაგვირგვინებელი სიტყვები - ისინი ძალიან გამოგადგებათ. გამოიყენეთ მხოლოდ ის სიტყვები რაც იცით. ჯობია ილაპარაკოთ მარტივად და სწორად ვიდრე ის, რაც არ იცით. ყოველთვის შეგიძლიათ შეკითხვების წინასწარ ჩვენება მოითხოვოთ. ზოგიერთი ინტერვიუერი ამ თხოვნას შეგისრულებთ, ზოგიერთი არა. ბედს თუ ცდით, არაფერს დაკარგავთ. ინტერვიუმდე გარკვეული ხნით ადრე მოდით, მიეჩვევით გარემოს, შეიმოწმებთ იერს და კიდევ ერთხელ გადახედავთ მნიშვნელოვან საკითხებს და ფაქტებს. მას შემდეგ რაც ინტერვიუსთვის მოემზადეთ, გაიხსენეთ ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი. მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ თემა, არ მოგერიდოთ ჩანიშვნების თან ქონა თუ ჩაწერა რადიოს ეთეშია ან დასაბაეჭდად იწერება. თუ ინტერვიუ სატელევიზიო სტუდიაში შედგებ, ინტერვის დაწყებამდე აუცილებლად ამცნეთ ყველას იმის შესახებ, რომ ჩანაწერები თან გაქვთ. რამდენი მნიშვნელოვანი საკითხიც არ უნდა გქონდეთ მთავარი გზავნილი მკაფიოდ უნდა იყოს გამოხატული და არ გაითქვიფოს იმ ბევრ თემაში, რომლების გარშემოც ისაუბრებთ. გაითვალისწინეთ საპირისპირო აზრი და მოამზადეთ პასუხი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ თქვენ მონაწილეობთ მრავალ რესპონდენტიან ინტერვიუში ან დისკუსიაში. დაფიქრდით რა შეიძლება თქვან დანარჩენებმა და თქვენ როგორ გაიტანთ თქვენს სიმართლეს. გაეცანით მედიატორის მოქმედების სტრატეგიებს. უყურეთ რამდენიმე გადაცემას მისი მონაწილეობით, გადახედეთ პროგრამას, თუ ასეთი წინასწარ მოგცეს. ამით თავს დაიზღვევთ და წინასწარ შეამჩნევთ მედიატორის მიკერძოებულობას, თუ ასეთი დაფიქსირდა ან ფარულ ზრახვებს. გაიგეთ, რა სოციალურ ჯგუფს ეკუთვნის აუდიტორია და ამის მიხედვით შეარჩიეთ საუბრის მანერა.

ბ) წარმატებული ინტერვიუ უშუალოდ ინტერვიუს ჩამორთმევის პროცესში სავსებით შესაძლებელია რომ ნერვიულობდეთ. გთავაზობთ სტრესის მოხსნის რამდენიმე ტექნიკას. წარმატებული ინტერვიუსთვის რესპონდენტს სასურველია ჰქონდეს საჯარო გამოსვლის ნიჭი. (მეტი დეტალებისთვის იხ. „უნარების პრეზენტირება და რეტორიკა“). ეფექტურად გამოიყენეთ ხმის ტემბრი. ცვალეთ საუბრის ტონი და ტემპი, ყველანაირად ეცადეთ არ ისაუბროთ მონოტონურად. მნიშვნელოვან სიტყვებზე ყურადღების გამახვილება და ნელა და მკაფიოდ ლაპარაკი ძალიან მნიშვნელოვანია სატელევიზიო ჩანაწერისთვის და რადიო ეთერისთვის. ინტერვიუზე პრეზენტაბელური იერით გამოცხადდით. ისევ და ისევ, ნუ იფიქრებთ რომ პრეზენტაბელურობა ოფიციალური კოსტუმის ჩაცმით შემოიფარგლება. კოსტუმიანი ბრიყვი ბრიყვად დარჩება აი უკოსტუმო და ჭკვიანი კი ყველგან კარგად წარმოჩნდება. ეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ სხეულის რხევები და სხვა მოძრაობები. იმოქმედეთ სოლერის (SOLER) პრინციპით: -ისხედით კამერისკენ და ინტერვიუერისკენ მართი კუთხით. [Square] -მოირგეთ გახსნილი პოზა. [Open] -ოდნავ გადაიხარეთ ინტერვიუერის მიმართულებით [Lean] -გქონდეთ დამყარებული მხედველობითი კონტაქტი ინტერვიუერთან. [Eye] -მოდუნდით. [Relax] ეცადეთ შეინარჩუნოთ მსმენელთა ან მაყურებელთა კეთილგანწყობა და მოიქეცით კორექტულად: ყოველთვის აცადეთ ინტერვიუერს კითხვის დასრულება, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ მან შეგაწყვეტინათ. არ გამოამჟღავნოთ მოუთმენლობა და გაღიზიანება. და საბოლოოდ დაიმახსოვრეთ: მართალია თქვენ ნერვიულობთ, მაგრამ ამის საჭიროება არ არსებობს. ეს სხვა არაფერია თუ არა თანამოსაუბრესთან თქვენთვის საინტერესო საკითხის გარშემო მსჯელობა. ნუ გადაერთვებით აპარატურის და სტუდიის თვალიერებაზე, პერიოდულად გაიღიმეთ და მოდუნდით. მნიშვნელოვანის დამახსოვრების კარგი ხერხი არის ამ მნიშვნელოვანის თავიდანვე ხსენება. უმეტეს შემთხვევაში არ გეცოდინებათ, რამდენ ხანს გაგრძელდება ინტერვიუ. უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეთ.


თუ ასე დაიწყებთ, შანსი გექნებათ მოგვიანებითაც გაიმეოროთ მნიშვნელოვანი დეტალები. იმოქმედეთ სამი C-ს პრინციპით - 1) Confidence -იყავით საკუთარ თავში დარწმუნებული. საკითხი ჟურნალისტზე უკეთესად უნდა იცოდეთ. სავარაუდოდ უფრო კარგად იცით ისიც, თუ რას ფიქრობენ სკოლის მოსწავლეები ზოგადად. 2) Clarity - მკაფიოდ და მარტივად ისაუბრეთ, ერიდეთ ჟარგონს და ყოველთვის გახსოვდეთ მთავარი გზავნილი. 3) Control - აკონტროლეთ ინტერვიუ. თუ თქვენ კარგად მოემზადეთ და იცით რაც უნდა თქვათ, თქვით. არ აცალოთ ჟურნალისტს სხვა გზით წაიყვანოს საუბარი. ეცადეთ არ გადახვიდეთ აღგზნებულ და თავდაცვით მდგომარეობაში. თუკი ვერ გაიგეთ კითხვა, ძალიან ადეკვატური რეაქციაა კითხვის გამეორების ან ხელახლა ფორმულირების მოთხოვნა. თუ ინტერვიუერი ისეთ კითხვებს გისვამთ, რომლებიც თქვენი კომპეტენციის ზღვარს სცდება, გულწრფელად თქვით რომ არ შეგიძლიათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ინტერვიუს მსვლელობისას რამდენიმე რთული შეკითხვა შეიძლება შეგხვდეთ. ასეთ კითხვებთან გამკლავების საუკეთესო სტრატეგიაა სიმშვიდის შენარჩუნება და პირდაპირობა. ჟურნალისტმა შეიძლება გაგაღიზიანოთ, თქვენ გადაუხვიოთ დასახულ გზას და ისეთ თემებზე საუბარი დაიწყოთ, რასაც არ გეგმავდით. ბოლომდე აკონტროლეთ სიტუაცია და შეინარჩუნეთ ის პოზიცია, რომლიდანაც შეძლებთ თქვენი გზავნილების მკაფიოდ გადაცემას მსმენელებისთვის. ასეთ მომენტებში შეგიძლიათ გამოიყენოთ ABC პრინციპი. A – Acknoledge - ადეკვატურად აღიქვით კითხვა, არ შეეცადოთ მის იგნორირებას. მიახვედრეთ ჟურნალისტი, რომ კითხვის არსი გესმით ან უთხარით რომ კითხვაზე პასუხი არ შეგიძლიათ. B – Bridge - გამოიყენეთ კითხვა თქვენ სასარგებლოდ. ეცადეთ თქვენი გზავნილები ისევ გააჟღეროთ ისეთი დამხმარე ფრაზების გამოყენებით, როგორებიცაა „ამის მიუხედავად შემიძლია ვთქვა, რომ...“; „ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში“; „მაგრამ საინტერესო ისაა, რომ...“ და ა.შ. ამ ფრაზების გამოყენებით ქმნით ისეთ სიტუაციას, რომელშიც ადეკვატურად ჩამოაყალიბებთ თქვენს გზავნილებს. C – Clarity and Control - მას შემდეგ, რაც ინტერვიუ ჩაიწერა, შეგიძლიათ ანახოთ ეს ინტერვიუ ნებისმიერ ადამიანს თქვენი სურვილისამებრ. თუ ინტერვიუ პირდაპირ ეთერში არ ჩაწერილა, შეგიძლიათ მოითხოვოთ მისთვის სუბტიტრების გაკეთება. არ დაუშვათ რომ თქვენი გზავნილი იყოს დამახინჯებული და შეცვლილი, ამან შეიძლება სრულიად მოგიშალოთ ყველა გეგმა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მთელი თქვენი პროგრესი.

პრეს რელიზი იმისათვის, რომ ჟურნალისტები ინტერვიუს ჩაწერაზე დაითანხმოთ, საჭიროა პრეს-რელიზში თქვენი ორგანიზაციის მოღვაწეობის შესახებ ხსენება. (მაგალითი იხილეთ ამ წიგნის ბოლოში.) მიუხედავად იმისა რომ პრეს-რელიზები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან შინაარსის მიხედვით, არსებობს რამდენიმე წესი, რომლის შესრულების შემთხვევასიც პრეს-რელიზი პროფესიონალის შესრულებულს ჰგავს და რომლითაც შეძლებთ ჟურნალისტების კეთილგანწყობის მოპოვებას და ინტერესის გაღვივებას მათში. მაშ ასე:

პრეს-რელიზი უნდა დაიწეროს ქაღალდზე რომლის თავში ორგანიზაციის სიმბოლიკაა. თუ ასეთი ქაღალდი არ გაგაჩნიათ, თავში დაწერეთ ორგანიზაციის სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი (თუ მას ხშირად ამოწმებთ.) სათაურის ქვეშ დაწერეთ დიდი და გაშავებული ასოებით „პრესისა და მედიის განცხადება.“

106

ჩაამატეთ თარიღი და დრო. თუ ამის მცირე დროში გამოქვეყნებას აპირებთ, მიაწერეთ რომ „სასწრაფოდ გამოსაცემი მასალაა.“თუ პირიქით, გამოცემის შეჩერება გინდათ, მიაწერეთ „არ გაავრცელოთ ....მდე“ სასურველი თარიღოს მითითებით.


მოიფიქრეთ მარტივი სათაური, რომელიც უცებ მიიპყრობს ჟურნალისტების ყურადღებას. პირველ აბზაცში თავმოყრილი უნდა იყოს უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია, გაცემული უნდა იყოს პასუხი კითხვებზე „ვინ“; „როდის“; „რატომ“; „რა“ და „როგორ?“ ეცადეთ გაუმარტივოთ ჟურნალისტებს საქმე და გააკეთეთ ისე, რომ აბზაცის კოპირება და ჩამატება სხვა ადგილებში არ იყოს სირთულეებთან დაკავშირებული. დაწერეთ გზავნილი ფართოდ, გააკეთეთ ფართო ადგილები სიტყვებს დ ასოებს შორის. ეს იმისთვისაა, რომ ჟურნალისტს არ გაუჭირდეს თქვენს პრეს-რელიზთან მუშაობა, ჰქონდეს შესაძლებლობა ჩანიშვნები გააკეთოს მასში. გამოიყენეთ ცნობილი ფონტი და შრიფტის ზომა არანაკლებ 12-სა. თუ ყველაფრის ერთ გვერდზე დატევას ახერხებთ, ძალინა კარგი, თუ ეს არ გამოდის, ეცადეთ არ გადასცდეთ ორ გვერდს. ყველა გვერდის ბოლოში, რომელსაც კიდე მოჰყვება გვერდი მიუთითეთ ეს. დახატეთ ისარი, დაწერეთ „იხ. შემდეგ გვერდზე“ და ა.შ. უკანასკნელ გვერდზე დაწერეთ „დასასრული“ და კიდევ ერთხელ ჩამოწერეთ საკონტაქტო ინფორმაცია. იმის მაგივრად რომ ერთმანეთში აურიოთ მთავარი გზავნილი და დამატებითი დეტალები, დაწერეთ განცალკევებულად მთავარი გზავნილი და შემდეგ ყველა საჭირო დანამატს თავი მოუყარეთ „დამატებითი ინფორმაციის განყოფილებაში.“ დამატებით ინფორმაციაში იგულისხმება ის, თუ რაზე მუშაობს თქვენი ორგანიზაცია, მისი იდეოლოგია, წარსული, წინაპირობები, ლინკები, სტატისტიკა და ყველაფერი არ არის მთავარი, მაგრამ მნიშვნელოვანია. ერთი ან რამდენიმე გამონათვამის დაწერა უფრო ცოცხალს ხდის თქვენს საკითხს.გამონათქვამები კონკრეტულ პიროვნებებს უნდა ეკუთვნოდეთ, ცხადია მათივე ნებართვის შემდეგ უნდა იყვნენ გამოყენებული. დაუკავშირდით ადგილობრივ საინფორმაციო ცენტრებს და სააგენტობს, ჰკითხეთ ჟურნალისტებს, კვირის რომელი დღეა და დღის რომელი მონაკვეთია საუკეთეს პრეს-რელიზის გამოსაცემად. თუ პრეს-რელიზს საჭირო დროს გამოსცემთ, მეტი შანსი იქნეა, რომ მას მიიღებენ. ამავდროულად ინფორმაციის გადამოწმების პროცესში კიდევ ერთხელ გაქვთ შეხება ჟურნალისტებთან, ხალხთან, რომელთა ინტერპრეტაციაზეც არის დამოკიდებული თქვენი ამბავი და რეპუტაცია. აუცილებლად ადევნეთ თვალყური პრეს-რელიზს მას მერე რაც მას ააგზავნით. დარწმუნდით იმაში, რომ იგი წაიკითხეს და ნაგავში არ გადაუძახეს.

როგორ მივწეროთ წერილი რედაქტორს

საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენისა და პრობლემის წარმოჩენის კიდევ ერთი გზა არის წერილის მიწერა რედაქტორისთვის. ფიქრობთ რომ მედიამ არ მიაქცია სათანადო ყურადღება თქვენს საკითხს? ან არასწორად გააშუქა იგი? ამ შემთხვევაში შეგიძლიათ წერილი დაწეროთ რედაქტორის წერილების განყოფილებაში. ასეთი წერილის დაწერა გარანტი არის იმისა, რომ თქვენს ხმას ძალიან ბევრი გაიგებს. საქმე იმაშია, რომ რედაქტორისადმი მიწერილ წერილებს მკითხველების აბსოლუტური უმრავლესობა კითხულობს, დაწყებული მოხუცი ქალებით დამთავრებული პოლიტიკოსებით. რედაქტორისადმი მიწერილი წერილი ნიშანია იმისა, რომ რაღაც სოციალური ჯგუფი წუხს პრობლემაზე და ეს შეიძლება ბიძგი გახდეს ავტორიტეტული ფიგურებისათვის წამოვიდნენ კამათზე და მოლაპარაკებაზე. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ გაზეთის რედაქციას იმაზე მეტი წერილი მისდის, ვიდრე დაბეჭდვა შეუძლიათ, ამიტომაც აუცილებელი ხდება წერილების ამორჩევა. შესაბამისად თუ თქვენც დაწერეთ წერილი, იგი ხვდება კონკურსში სხვა წერილებთან ერთად. გთავაზობთ რამოდენიმე რჩევა, რომელთა გათვალისწინებით მაქსიმალურად გაზრდით იმის შანსს, რომ თქვენი წერლი გაზეთში დაიბეჭდოს: პირველი ნაბიჯი არის პრობლემის იდენტიფიცირება. პრესასთან დაკავშირებულ წერილებს უფრო მეტი შანსი აქვთ დაიბეჭდონ. ამიტომაც უნდა მიაქციოთ ყურადღება წერის სტილს. თუ ლამაზ და გამართულ წერილს დაწერთ, მას მეტი შანსი აქვს გაზეთის ფურცლებზე მოხვედრის. შეგიძლიათ წერილის დაწერა დაამთხვიოთ რამე ღირსშესანიშნავ მოვლენას


მაგალითად მოსწავლეთა უფლებების დაცვაზე თუ წერთ, შესაძლებელია ამ წერილი დაწერა 17 ნოემბერს, მოსწავლეების საერთაშორისო დღეს. ეცადეთ ერთ წერილში ერთ სატკივარზე ისაუბროთ და თან დაურთოთ არგუმენტები. მოკლედ და კონკრეტულად ჩამოაყალიბეთ წერილი. გაიხსენეთ, თვითონ როგორ კითხულობთ ხოლმე გაზეთებს. მკითხველთა უმეტესობა მოკლე ტექსტებით იწყებს.

წერილი ლოგიკურად უნდა იყოს ჩამოყალიბებული და მარტივად იკითხებოდეს: წარმოადგინეთ პრობლემა დააფიქსირეთ თქვენი აზრი წარმოადგინეთ თქვენი აზრის სასარგებლო არგუმენტები წარმოადგინეთ პრობლემის გადაწყვეტის თქვენეული გზა (თუ ასეთი მოფიქრებული გაქვთ) გააკეთეთ მოკლე დასკვნა და კიდევ ერთხელ დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრება. ეცადეთ არგუმენტები არა მარტო კონკრეტულად თქვენს სიტუაციას ეხებოდეს, არამედ ფართო კონტექსტში შეიძლება იქნას აღქმული. თუ ეხმაურებით გაზეთშივე რამდენიმე ხნით ადრე დაბეჭდილ მასალას, აუცილებლად ზუსტად მიუთითეთ ის ადგილი წინადადებების ჩათვლით, რომელზეც წერთ. ამგვარი გამოხმაურება მასალის დაბეჭდვიდან ძალიან მცირე ხანში უნდა გაიგზავნოს რედაქციაში, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოხმაურება აზრს დაკარგავს. ყურა���ღებით გადაიკითხეთ წერილი. შეამოწმეთ გრამატიკა და სტილი. შეგიძლიათ წერილი უცხო ადამიანს შეამოწმებინოთ, რომელსაც არასდროს სმენია არც თქვენი პრობლემის შესახებ და არც ის არგუმენტები, რომელიც წერილში მოგყავთ. თუ ამ ადამიანმა ყველაფერი გაიგო, ნებისმიერი მკითხველი გაიგებს. გაზეთების დიდი ნაწილი იტოვებს უფლებას რედაქტორისადმი გამოგზავნილი წერილები ჩაასწოროს. აუცილებლად დაურთეთ წერილს თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია რათა რედაქცია დაგიკავშირდეთ თუ თქვენს წერილთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა.

სულ ეს არის. თქვენ გაეცანით ყველა იმ რჩევა და ტექნიკას, რომელიც დაგჭირდებათ მედიასთან წარმატებული ურთიერთობის წარმოებისათვის. შეგიძლიათ ადგათ და საზოგადოებას გააცნოთ თქვენი ორგანიზაცია, თქვენი ღონისძიებები და თქვენი ხედვები.

108


დასკვნა იმედი გვაქვს ეს ინსტრუქცია ძალიან დაგეხმარებათთ იმ სირთულეებში რომელსაც მუშაობის პროცესში შეხვდებით, პროცესში რომელშიც მთელი ევროპის მოსწავლეებთან ერთად ხართ ჩართულები. ასევე ვიმედოვნებთ რომ ამ ინსტრუქციის დამსახურება იქნება მოსწავლეების აქტიურობის გაზრდა და თქვენთვის ახალი პერსპექტივების დასახვა სკოლის მდგომარეობის გამოსწორების საქმეში. ჩვენ გვჯერა რომ ევროპაში დაარსდება სულ უფრო და უფრო მეტი ორგანიზაცია რომელიც ხმას აამაღლებინებს სკოლის მოსწავლეებს და უბიძგებს მათ საერთო საქმეში მონაწილეობისკენ და ჩამოაყალიბებს მათ დემოკრატიული ქვეყნის აქტიურ მოქალაქედ. ამ წიგნით ჩვენ თქვენთვის არ მოგვიწოდებია სრული ცოდნა. ევროპის სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა წასრულით და სხვადასხვა რეალობით განსხვავებულ მიდგომას მოითხოვენ პრობლემასთან. თუმცა ასევე გვინდა აღვნიშნოთ ჩვენი იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს წიგნი ერთ დიდ ნაბიჯს გადაგადგმევინებთ ცვლილებების გზაზე, წაგიძღვებათ მიზნისკენ, რომელიც სხვა არაფერია თუ არა უკეთესი საზოგადოება და უკეთესი სკოლები. ეს წიგნი დაფუძნებულია იმ იდეებზე და მაგალითებზე, რომელიც გაჩნდა სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების თანამშრომლობის ევროპულ პლატფორმაზე, რომელსაც OBESSU ჰქვია. მუშაობის პროცესში ბევრ გამოცდილებას შეიძენთ ისევე როგორც ბევრ საინტერესო ტექნიკას დანერგავთ, და გვჯერა, რომ აუცილებლად გაუზიარებთ ამ გამოცდილებას ყველა თქვენს კოლეგას ევროპის მასშტაბით - სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებებს და დამკვირვებელ ორგანიზაციებს.

წარმატებებს გისურვებთ! OBESSU

110


დამატება დამატებაში იხილავთ სხვადასხვა მაგალითებს იმ დოკუმენტების და სიტუაციებისა, რომლებიც მრავლად შეხვდებათ სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებაში აქტივიზმის პერიოდში. დამატება: 1. SWOT-ანალიზი 2. სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების წესდება 3. ბავშვის უფლებათა დეკლარაცია

108 110 113


1. SWOT-ანალიზი SWOT-ანალიზი (S-Strengths - ძლიერი მხარეები; W- Weakness - სუსტი მხარეები; O-Opportunities - პერსპექტივები; T- Threats - საფრთხეები) სტრატეგიული მენეჯმენტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია და გამოიყენება გეგმების შეფასებისთვის. SWOT - ანალიზი ხშირად გამოიყენება განათლების სისტემის გასაუმჯობესებელი პროგრამების შემუშავებისას. ეს ანალიზი, ძლიერი/სუსტი მხარეების და პერსპექტივების/საფრთხეების გამოკვლევის ყველაზე ფართოდ გავრცელებული სქემაა. იგი გამოიყენება როგორც მასშტაბურ პროექტებში, ასევე მცირე მნიშვნელობის მქონე გეგმების დასახვისას. SWOT ანალიზის გამოყენება უპრიანია ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც საქმე გადაწყვეტილების მიღებას ეხება. მნიშვნელობა არ აქვს იქნება ეს თქვენ მიერ მისაღები გადაწყვეტილება თუ თქვენ ვინმეს უნდა დაეხმაროთ გადაწყვეტილების მიღებაში. SWOT ანალიზის მოდელი SWOT ანალიზი შემდეგნაირი სქემით ტარდება:

შიდა ანალიზი ძლიერი მხარეები გარე ანალიზი

პერსპექტივ ები

საფრთხეები

112

სტრატეგია: აღმოაჩინეთ ახალი პერსპექტივები რომელიც კონფლიქტში არ მოდის სიძლიერეებთან სტრატეგია: გამოიყენეთ ძლიერი მხარეები საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

სუსტი მხარეები

სტრატეგია: სისუსტეების აღმოფხვრა ახალი პერსპექტივების დასასახად. სტრატეგია: არ დაუშვათ რომ სუსტი მხარეები საფრთხეების მატების მიზეზი გახდეს.


პროცედურა 1. შიდა ანალიზი: მოძებნეთ თქვენი ორგანიზაციის ძლიერი და სუსტი მხარეები. შეგიძლიათ მთლიანი ორგანიზაციის მასშტაბით გააკეთოთ შეფასებები, მაგრამ უფრო სასურველია ორგანიზაციის იმ ცალკეული ნაწილის შეფასება მოახდინოთ, რომელშიც გსურთ ცვლილებების განხორციელება, მაგ. საბჭოს. დაფიქრდით, რა არის შესანარჩუნებელი და რა არის შესაცვლელი და გამოსასწორებელი. 2. გარე ანალიზი: ეცადეთ დაინახოთ თქვენი პროექტი რეალურ გარემოში: რა საფრთხეები და რა პერსპექტივები ისახება. 3. ეცადეთ მეტი ძლიერი მხარე გაიჩინოთ რათა მეტი პერსპექტივა გქონდეთ. დაიზღვიეთ თავი ყველა იმ საფრთხისგან, რაც შეიძლება თქვენმა სისუსტეებმა გამოიწვიოს. • S->O კომბინაცია: რა ძლიერი მხარე რა პერსპექტივასთანაა კავშირში? როგორ შეგიძლიათ ძლიერი მხარეების გამოყენება ისე, მიღწევადი მიზნების მაქსიმუმს მიაღწიოთ. • S->T კომბინაცია: რომელი ძლიერი მხარეებით რა საფრთხეების თავიდან არიდება შეგიძლიათ? როგორ? • W->O კომბინაცია: რომელი პერსპექტივები რომელ სისუსტეებს უკავშირდება. როგორ ვაქციოთ სუსტი მხარეები ძლიერად? • W->T კომბინაციაა: როგორ დავიცვათ თავი საფრთხეებისგან? არსებობს ისეთი საფრთხეები, რომელთა წინაშეც თქვენი ორგანიზაცია ამ მომენტში დაუცველია? ნებისმიერი ძლიერი მხარის გამოყენება შეიძლება შესაძლებლობის განსახორციელებლად და საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ყველაზე საყურადღებო ის მომენტებია, სადაც თქვენი სუსტი მხარე პირდაპირ იწვევს რაიმე საფრთხეს. მას შემდეგ რაც ახალ სტრატეგიას შეიმუშავებთ სიტუაციის გასაუმჯობესებლად, ამ სტრატეგიამაც SWOT-ანალიზის გამოცდას უნდა გაუძლოს.


2. ადგილობრივი მნიშვნელობის სკოლის მოსწავლეთა გაერთიანების წესდების მაგალითები სკოლის მოსწავლეთა გაერთიანების წესდება/კონსტიტუცია არის იმ წესებისა და კანონების ნაკრები, რომელსაც ორგანიზაცია ემორჩილება. ასეთი წესდება არსებობს გაერთიანების მოღვაწეობის გასამარტივებლად და კონფლიქტების დასარეგულირებლად. წესდება არ უნდა ემსახურებოდეს ვინმეს პირად მიზნებს. იგი არ უნდა გახდეს მანიპულირების საგანი. ყველა წესი, რომელიც არ ამარტივებს გაერთიანების მოღვაწეობას, უნდა გაუქმდეს. - 1 ორგანიზაცია 1. ორგანიზაციის სახელია „X სკოლის მოსწავლეთა გაერთიანება.“ 2. ორგანიზაცია განთავსებულია X-ში. - 2 ორგანიზაციის მიზანი 1. ორგანიზაციის მიზანია სკოლის მოსწავლეთა მდგომარეობის გაუმჯობესება ისე, როგორც ეს ურჩევნია მოსწავლეების უმრავლესობას. უფრო კონკრეტულად: • სკოლის მოსწავლეების ფუნდამენტური უფლებების დაცვა და მხარდაჭერა • სკოლის მოსწავლეების აკადემიური ინტერესების დაცვა და მხარდაჭერა • სკოლის მოსწავლეების სამუშაო გარემოსთან დაკავშირებული ინტერესების დაცვა და მხარდაჭერა • სკოლის მოსწავლეების ეკონომიკური ინტერესების დაცვა და მხარდაჭერა • სკოლსი მოსწავლეების სოციალური ინტერესების დაცვა და მხარდაჭერა - 3 წევრები 1. X დაწესებულების მოსწავლეს შეუძლია გახდეს ორგანიზაციის წევრი მას შემდეგ რაც ხელს მოაწერს წევრობის საბუთს. მოსწავლე უნდა იყოს კავშირის წევრი რათა მონაწილეობა მიიღოს იმ ღონისძიებებში და სამომსახურეო სამუშაოებში, რომლების ორგანიზებას მოსწავლეების გაერთიანება ახდენს. 4. წევრები ირჩევე კლასის წარმომადგენელს, რომელიც წარადგენს კლასის საერთო ხედვას. ყოველ კლასს თითო ხმის უფლება აქვს.

-4 კომიტეტები 1. გაერთიანების წევრებს შეუძლიათ კომიტეტების დაფუძნება ნებისმიერი პროექტის და ღონისძიების განსახორციელებლად, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში არ მოდის გაერთიანების დანარჩენი წევრების ინტერესებთან.

114


-5 საბჭო 1. საბჭოს დანიშნულება საბჭო პასუხისმგებელია: • უმაღლესი საბჭოს წევრების მოწვევაზე • უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების განხორციელებაზე • იმ გადაწყვეტილებების მიღებაზე, რომელთა გადადება უმაღლესი საბჭოს სხდომამდე შეუძლებელია • წევრების ნების გაცნობა დირექტორისთვის, მასწავლებლებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, ორგანიზაციებისთვის და ა.შ. 2. თანამდებობები საბჭოში საბჭოს წევრთა რიცხვი კენტი უნდა იყოს. საბჭოში შემავალი წევრების ზუსტი რიცხვი დადგინდება უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. თანამდებობების მინიმალური რიცხვია 3 და ეს თანამდებობები შემდეგია: • თავმჯდომარე პასუხისმგებელია უმაღლესის საბჭოს სხდომების და საბჭოს სხდომების ორგანიზებაზე. • მდივანი პასუხისმგებელია დოკუმენტაციაზე და პროტოკოლების დარქივებაზე, ანგარიშებზე და გაერთიანების მოღვაწეობასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საბუთებზე. პასუხისმგებელია ხალხისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებაზე. • ბუღალტერი პასუხისმგებელია გაერთიანების ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე და ამ საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერი დოკუმენტაციაზე. ევალება წლიური შემაჯამებელი ფინანსური ანგარიშის შედგენა. 3. საბჭოს არჩევა საბჭოს წევრების ამორჩევა ხდება ერთი წლის ვადით.

-6 უმაღლესი საბჭო 1. უმაღლესი საბჭო მინიმუმ ყოველ სემესტრში ერთხელ უნდა ატარებდეს სხდომას. 2. უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ყველა კლასს ერთი ხმის უფლება აქვს. 3. უმაღლესი საბჭო არის გაერთიანების ფარგლებში ყველაზე ავტორიტეტული გადაწყვეტილების მიმღები ფიგურა.

-7 სხდომების და შეხვედრების წესები 1. ყველა შეხვედრისთვის და სხდომისთვის პროტოკოლი უნდა შედგეს. პროტოკოლი გაერთიანების ყველა წევრისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი სხდომის ჩატარებიდან მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში.


2. ყველა პროტოკოლი არქივში უნდა შეინახოს და მათ საფუძველზე უნდა შედგეს აქტივობის წლიური შემაჯამებელი ანგარიში. 3. სხდომის ჩატარების შესახებ ცნობა და მოწვევა წევრებმა უნდა მიიღონ არაუგვიანეს 5 დღის ვადისა სხდომის ჩატარებამდე. 4. დღის წესრიგი, შეთავაზებები და სხვა საკითხები და დოკუმენტები, რომლებიც განიხილება სხდომაზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს გაერთიანების წევრებისთვის არაუგვიანეს 5 დღის ვადისა სხდომის ჩატარებამდე. -8 ფულის ამოღების უფლება 1. ბუღალტერს და თავმჯდომარეს აქვთ უფლება გაიტანონ ფული ხაზინიდან. ამასთან დაკავშირებით უნდა შედგეს ფინანსური ანგარიში და გადაეცეს განსახილველად უმაღლეს საბჭოს. -9 წესდების შეცვლა 1. წესდების შეცვლა შესაძლებელია უმაღლეს საბჭოზე იმ შემთხვევაში თუ ცვლილების მომხრეთა რაოდენობა ხმის მიმცემთა საერთო რაოდენობის 2/3 შეადგენს.

116


3. ბავშვის უფლებათა დეკლარაცია პრეამბულა ვინაიდან გაერთიანებული ერების ხალხებმა წესდებაში დაადასტურეს თავიანთი რწმენა ადამიანის ძირითადი უფლებების, პიროვნების ღირსებისა და ღირებულებისადმი და გადაწყვიტეს ხელი შეუწყონ სოციალურ პროგრესსა და ცხოვრების უკეთესი დონის მიღწევას მეტი თავისუფლების პირობებში, ვინაიდან გაერთიანებულმა ერებმა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გამოაცხადა, რომ მასში მოხსენიებული ყველა უფლებითა და თავისუფლებით სარგებლობს ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად განსხვავებისა, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობის საფუძველზე, ვინაიდან ბავშვი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას, შესაბამისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდგომ, ვინაიდან განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობა გამოცხადებულ იქნა ბავშვის უფლებების ჟენევის 1924 წლის დეკლარაციით და აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა და იმ სპეციალიზებული დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წესდებებით, რომელთა მიზანია ბავშვის კეთილდღეობაზე ზრუნვა, ვინაიდან, კაცობრიობა ბავშვს აძლევს ყოველივე საუკეთესოს, რაც გააჩნია, ამიტომ, გენერალური ასამბლეა აცხადებს ბავშვის უფლებათა ამ დეკლარაციას, რათა მას ჰქონდეს ბედნიერი ბავშვობა და საკუთარი და საზოგადოების კეთილდღეობისათვის გამოიყენოს აქ გამოცხადებული ყველა უფლება და თავისუფლება, და მოუწოდებს მშობლებს, ორივე სქესის ადამიანებს, ორგანიზაციებს, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებსა და ეროვნულ მთავრობებს აღიარონ და დაიცვან ეს უფლებები საკანონმდებლო და სხვა საშუალებების თანდათანობითი მიღებით ქვემოთ ჩამოთვლილი პრინციპების შესაბამისად: პრინციპი 1

ბავშვს უნდა ჰქონდეს ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება. თითოეული ბავშვი აღჭურვილია ამ უფლებებით მისი ან მისი ოჯახის წევრების კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობის საფუძველზე რაიმე განსხვავების ან დისკრიმინაციის ან რაიმე გამონაკლისის გარეშე.


პრინციპი 2 ბავშვი ექვემდებარება განსაკუთრებულ დაცვას. საჭიროა საკანონმდებლო და სხვა შესაბამისი გზების მოძიება, რათა ბავშვს მიეცეს შესაძლებლობა და საშუალებები განვითარდეს ფიზიკურად, გონებრივად, მორალურად, სულიერად და სოციალურად ჯანსაღი და მისაღები ფორმით, თავისუფლებისა და პატივისცემის ატმოსფეროში.

პრინციპი 3 ბავშვი დაბადებიდანვე აღჭურვილია სახელისა და ეროვნების ქონის უფლებით.

პრინციპი 4 ბავშვი უნდა იყოს სოციალურად დაცული. მას აქვს ჯანსაღ გარემოში აღზრდისა და განვითარების უფლება; ამ მიზნით, როგორც ბავშვი, ისე დედა უზრუნველყოფილი უნდა იყოს განსაკუთრებული მზრუნველობითა და დაცვით როგორც ბავშვის დაბადებამდე, ისე მისი დაბადების შემდგომ პერიოდში. ბავშვს აქვს სათანადო კვების, საცხოვრებლის, დასვენებისა და სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება.

პრინციპი 5 ფიზიკურად, გონებრივად ან სოციალურად არასრულფასოვანი ბავშვი აღჭურვილია მისი მდგომარეობის შესაფერისი განსაკუთრებული მოპყრობის, განათლებისა და მზრუნველობის მიღების უფლებით.

პრინციპი 6 ბავშვი მისი პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის საჭიროებს სიყვარულსა და გაგებას. იგი, რამდენადაც ���ს შესაძლებელია, უნდა იზრდებოდეს მშობლების ყურადღებისა და პასუხისმგებლობის ქვეშ და ნებისმიერ შემთხვევაში სიყვარულისა და მორალური და მატერიალური დაცვის ატმოსფეროში; მცირეწლოვანი ბავშვი, განსაკუთრებული გარემოებების გარდა, არ უნდა იქნას დედისაგან დაშორებული. საზოგადოებასა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს ევალებათ ოჯახისა და საარსებო საშუალებების გარეშე დარჩენილ ბავშვებზე ზრუნვა. სახელმწიფოს მხრიდან სასურველია მრავალშვილიანი ოჯახებისათვის ფინანსური და სხვაგვარი დახმარების აღმოჩენა.

პრინციპი 7 ბავშვს აქვს განათლების მიღების უფლება, რომელიც დაწყებით დონეზე მაინც უფასო და სავალდებულო უნდა იყოს. განათლებამ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვის ზოგადი კულტურის დონის ამაღლებას, თანაბარი შესაძლებლობების პირობებში მისი უნარის, მასში დამოუკიდებელი აზროვნებისა და მორალური და სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას, რათა იგი აქციოს საზოგადოების სრულფასოვან წევრად. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მის აღზრდასა და განათლებაზე პასუხისმგებელი ყველა პირისათვის სახელმძღვანელო პრინციპია; ეს პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, ეკისრებათ მშობლებს. ბავშვს აქვს თამაშისა და დასვენების უფლება, რომელიც მიმართული უნდა იყოს იმავე მიზნის განხორციელებისაკენ, რასაც ისახავს მისი განათლება; საზოგადოებამ და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა ამ უფლების განხორციელებისაკენ უნდა მიმართონ თავიანთი ძალისხმევა.

118


პრინციპი 8 ბავშვი ნებისმიერ გარემოებაში პირველი იღებს დაცვასა და დახმარებას.

პრინციპი 9 ბავშვი დაცული უნდა იყოს უგულებელყოფის, სასტიკი მოპყრობისა და ექსპლუატაციისაგან. იგი არ შეიძლება დაექვემდებაროს რაიმე ფორმის იძულებით დაქირავებულ შრომას. არ შეიძლება ბავშვის შრომის გამოყენება, სანამ იგი შესაბამის მინიმალურ ასაკს არ მიაღწევს; არ შეიძლება ბავშვის იძულება ან მისთვის ნების დართვა დაიკავოს ადგილი ან ეწეოდეს შრომით საქმიანობას, რომელიც მის ჯანმრთელობაზე ან განათლებაზე უარყოფითად მოქმედებს ან ხელს უშლის მის ფიზიკურ, გონებრივ ან მორალურ განვითარებას.

პრინციპი 10 ბავშვი დაცული უნდა იყოს ისეთი ჩვეულებების გავლენისაგან, რომლებიც აღვივებს რასობრივ, რელიგიურ და სხვა ფორმის დისკრიმინაციას. იგი უნდა იზრდებოდეს ურთიერთგაგების, შემწყნარებლობის, ხალხთა შორის მშვიდობისა და საყოველთაო ძმობის სულისკვეთებით, სრული გაცნობიერებით, რომ მისი ენერგია და ნიჭი ეძღვნება თანამედროვეობის სამსახურს.


დოკუმენტების შაბლონები ეს არის მზა შაბლონები, რომელთა ამობეჭდვა და გამოყენებაა შესაძლებელი. 1.

სანიშნეების ბარათის შაბლონი კრება: დრო და რიცხვი: შეხვედრის ადგილი: ჩანიშვნებს აკეთებს: დამსწრეები: საპატიო მიზეზის მქონენი:

შემდეგი შეკრების თარიღი:

განსახილველი საგანი

1. წამყვანი (თავმჯდომარე ? მოადგილე?) 2. 3. 4. 5.

120

დისკუსია

აქტიურობა

ვინ?

როდის?


Blob Tree © “ საავტორო უფლებები © პიპ უილსონი “Spectacular Stinking Rolling Magazin Book” -დან isbn: 0-551-02117-9 გამოცემულია Marshall Pickering imprint of Harper Collins publishers მიერ. არ ექვემდებარება გამოქვეყნებას წერილობითი თანხმობის გარეშე შემდეგი პირისგან: pip@pipwilson.com www.pipwilson.com


წიგნი ვრცელდება უსასყიდლოდ!

www.gssua.ge ტელეფონი: 2351655 ელ-ფოსტა: info@gssua.ge



A Manual for School Students