GSSUA

Page 1

საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსი

საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსის ხედვა საჯარო სკოლებში მოსწავლეთა გარიცხვასთან დაკავშირებით

საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსი მიესალმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივას - გაეცნოს და გაითვალისწინოს იმ ჩართული მხარეების ხედვა, რომლებიც განათლების სისტემის ნაწილნი არიან. ვფიქრობთ, რომ ამგავრი მიდგომა გარანტი იქნება პროდუქტიული და გააზრებული მექანიზმების ამოქმედებისა, რაც ერთობლივი მიზნის მიღწევაში - ხარისხიანი განათლების სისტემის დანერგვაში უდიდეს როლს ითამაშებს. ჩვენი ორგანიზაცია აერთიანებს რა, მოსწავლეთა კლუბებსა და თვითმმართველობებს საქართველოს მასშტაბით, მოვალედ თვლის თავს წარმოგიდგინოს მოსწავლეთა ხედვა თუ რა მეთოდების შემოღებით შეიძლება იქნეს სკოლიდან მოსწავლის გარიხცვა თავიდან აცილებული. ვეყრდნობით ევროპის სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების საორგანიზაციო ბიუროს მიერ განსაზღვრულ ფასეულობებს მოსწავლეთა კეთილდღეობის შესახებ, ასევე ევროპის საბჭოს ღია პოლიტიკას სკოლებში სეგრეგაციის დაძლევის თაობაზე და საქართველოს სკოლის მოსწავლეების მიერ მოწოდებულ მოსაზრებებს, მივიჩნევთ, რომ სკოლა არ უნდა იყოს ადგილი, სადაც მოსწავლე ზოგადად განათლებას იღებს, სკოლა უნდა იყოს დაწესებულება, სადაც მოსწავლე იღებს საშუალო განათლებას, სწავლობს თავის უფლებესა და თავისუფლებებს, ინტერგრირდება საზოგადოებაში და ახდენს სოციალური ფუნქციონირების რეალიზაციას. სწორედ ამიტომ ვთვლით, რომ სკოლის, როგორც მოსწავლეებისათვის სოციალური ფუნქციონირების გააქტიურებაში მონაწილე მნიშვნელოვანი რგოლის ჩამოყალიბებაა აუცილებელი, რაც სკოლებში სოციალური მუშაკის/ფსიქოლოგის ინსტიტუტის დანერგვით შეიძლება იყოს დანახული. ჩვენი აზრით მსგავსი სისტემა საშუალებას აძლევს სკოლასა და მოსწავლეს, ერთობლივად იზრუნონ არსებული პრობლემის მოგვარებაზე და გაუკეთონ პრევენცია იმ ფაქტებს, რაც შეიძლება მოსწავლის სკოლიდან გარიცხვის მიზეზი გახდეს. ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ფსიქოლოგმა უშუალოდ შესაძლოა ვერ შეძლოს თითოეული მოსწავლის ქცევის მონიტორინგი, გთავაზობთ იდეას დავნერგოთ მენტორინგის


სისტემა, სადაც ფსიქოლოგისა და მოსწავლეთა ერთობლივი ძალისხმევით და თანატოლთა მხარდაჭერის სისტემის ამოქმედებით კონკრეტული ქცევის მქონე მოსწავლის გარიცხვის პრევენციის მოხდენას შევძლებთ. სისტემა შემდეგნაირად გვესახება, მოხალისეობრივ პრინციპებზე დაყრდნობით მომუშავე მოსწავლეებთან ფსიქოლოგი/სოციალური მუშაკი დაგეგმავს მუშაობის პრინციპს, სადაც პრობლემური მოსწავლეების სოციალური ფუნქციონირების გაზრდაზე იქნება ორიენტირი გაკეთებული. მენტორი , მოხალისე მოსწავლეები კი სწავლის პროცესში თანატოლთა მხარდაჭერის გზებით შეეცდებიან მხარდაჭერა აღმოუჩინონ პრობლემატურ მოსწავლეებს, რა თქმა უნდა ფსიქოლოგთან მუმდივი კონსულტაციების შედეგად. მსგავსი მეთოდი აპრობირებულია დიდი ბრიტანეთის რამოდენიმე სკოლაში და საკმაოდ წარმატებით ხორციელდება. საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსი მზადაა ნებისმიერ დროს ითანამშრომლოს სამინისტროსთან. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი ხედვა გათვალისწინებული იქნება პოლიტიკის დანერგვის პროცესში.


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.