BSRYC

Page 1

„დემოკრატიის სასახლე“ შავი ზღვის რეგიონალური მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დაარსების ინიციატივა

ქუთაისი ახალგაზრდული დედაქალაქი (ქუთაისი ადგილობრივი და რეგიონალური მნიშვნელობის ახალგაზრული ქალაქი)

მომავალი თაობები მშვიდობის, დემოკრატიისა და ჰუმანური განვითარებისათვის!


ქუთაისი ახალგაზრდული დედაქალაქი საქართველოში შავი ზღვის რეგიონალური მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დაარსების ინიციატივა

სარჩევი 1.

შესავალი...................................................................................................................................................... 3

2.

ცენტრის შექმნის წინაპირობები და დასაბუთება ............................................................................... 5

3.

ცენტრის მიზნები და ამოცანები ............................................................................................................. 7

4.

ცენტრის საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებები და პროგრამები...................................... 8

5.

საქმიანობის გეოგრაფიული არეალი, სამიზნე აუდიტორია და ბენეფიციარები........................ 10

დანართი #1.ევროპის ახალგაზრდული ცენტრი სტრასბურგში............................................................. 12 დანართი #2. ევროპის ახალგაზრდული ცენტრი ბუდაპეშტში.............................................................. 13 დანართი #3. ევროპის სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების საორგანიზაციო ბიურო ................... 14 დანართი #4. ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქი ............................................................................. 16 დანართი #5. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის შუალედური შეფასება ............................................................................................................................................................. 17 დანართი #6. საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსი .................................... 21

2


ქუთაისი ახალგაზრდული დედაქალაქი საქართველოში შავი ზღვის რეგიონალური მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დაარსების ინიციატივა

1. შესავალი წინამდებარე პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში შავი ზღვის რეგიონალური მოსწავლეახალგაზრდობის ცენტრის დაარსებას, რომლის საქმიანობაც ძირითადად მიმართული იქნება რეგიონში მშვიდობის მშენებლობის, დემოკრატიული და ჰუმანური განვითარების პროცესებში მოსწავლე-ახალგაზრდობის როლის გაზრდისაკენ. ცენტრის საქმიანობის არეალი მოიცავს შავი ზღვის აუზში შემავალ 12ქვეყანას, რომლებიც ამავდროულად ერთიანდებიან შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (BSEC): (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, თურქეთი, საბერძნეთი, რუსეთის ფედერაცია, უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, სერბეთი, მოლდავეთი). ცენტრის საქმიანობის სამიზნე ჯგუფებად

მოიაზრებიან

რეგიონის

სკოლების

დამამთავრებელი

კლასების

მოსწავლეები,

პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. იგივე სამიზნე ჯგუფებთან ერთად ცენტრის საქმიანობის ბენეფიციარები იქნებიან სახელმწიფო სტრუქტურები, საჯარო და კერძო ორგანიზაციები და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოება. ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე დასახული მიზნების მიღწევისათვის ცენტრი საქმიანობას განახორციელებს შემდეგი სტრატეგიული მიმართულებებით: 1) მოსწავლე-ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა; 2) სასწავლო პროგრამები (ტრენინგები, სემინარები, კონფერენციები, საქმიანი თამაშები, მოდელირებები და სხვა, კონფლიქტების მართვის, ადამიანის უფლებების, სამოქალაქო განათლების სხვა თემებზე); 3) გაცვლითი პროგრამები; 4) კავშირების გაღრმავება, ერთობლივი პროექტების შექმნა და ქსელური საქმიანობების წახალისება. აღნიშნული პროგრამების განსახორციელებლად ცენტრი ძირითადად ორიენტირებულია ითანამშრომლოს

სტრასბურგსა

ცენტრებთან,ევროპის

სკოლის

1

და

ბუდაპეშტში

მოსწავლეთა

2

არსებული

გაერთიანებების

ევროპის

ახალგაზრდულ

საორგანიზაციო

ბიუროსთან

(OBESSU)3, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ახალგაზრდულ სტრუქტურებთან, ასევე ადგილობრივ, რეგიონალურ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ერთგვარი ფილიალის ფორმატში განახორციელოს უკვე შექმნილი, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ სპეციფიკასთან ადაპტირებული, პროგრამები.

1

დამატებითი ინფორმაცია სტრასბურგში ევროპის ახალგაზრდული ცენტრის შესახებ იხილეთ დანართი #1-ს სახით დამატებითი ინფორმაცია ბუდაპეშტში ევროპის ახალგაზრდული ცენტრის შესახებ იხილეთ დანართი #2-ს სახით 3 დამატებითი ინფორმაცია ევროპისსკოლისმოსწავლეთაგაერთიანებებისსაორგანიზაციობიუროს შესახებ შეგიძლიათ იხილოთ დანართი #3-ს სახით 2

3


ქუთაისი ახალგაზრდული დედაქალაქი საქართველოში შავი ზღვის რეგიონალური მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დაარსების ინიციატივა

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრის საქმიანობის ჩამონათვალი ძალიან ამბიციურად ჩანს, რეალურად მისი დანიშნულებაა ახალგაზრდებს შეუქმნას ერთგვარი პლატფორმა შეხვედრებისა და ერთობლივი მუშაობისათვის. საქართველოს ძირითადად ექნება მასპინძელი ქვეყნის, რეგიონში ერთგვარი „ჰაბის“, ფუნქცია. რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომა არ გამორიცხავს ახალი პროგრამების შექმნას. ცენტრი ორიენტირებული იქნება დააფიქსიროს ნებისმიერი ქვეყნის დონეზე მიღწეული წარმატება (ნოუ-ჰაუ) და დანერგოს ის რეგიონის მასშტაბით. მაგალითად, მოცემულ ეტაპზე, რეგიონის სხვა ქვეყნებისათვის შეიძლება საინტერესო იყოს საქართველოს გამოცდილების გაზიარება სკოლის თვითმმართველობასა და კლუბებში მოსწავლეთა ჩართულობის კუთხით.

ცენტრის განთავსების ადგილმდებარეობა: იმ ფონზე როდესაც ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგში ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად დგას საქართველოს პარლამენტის თბილისში დაბრუნების საკითხი, არსებობს ინიციატივა, რომ ცენტრი განთავსდეს ქ. ქუთაისში არსებული პარლამენტის შენობაში, რომელსაც შეიძლება ეწოდოს „დემოკრატიის სასახლე“, ხოლო ქუთაისი იქცეს ადგილობრივი და რეგიონალური მნიშვნელობის ახალგაზრულ ქალაქად და სათანადო

მუშაობის

შედეგად

2018

წელს

ქალაქმა

მოიპოვოს ევროპის

ახალგაზრდული

დედაქალაქის სტატუსი . 4

ცენტრის ფორმირებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების პროექტი ითვალისწინებს მისი საქმიანობის სტრატეგიისა და პროგრამების განხილვას მოსწავლე-ახალგაზრდობის რეგიონალური კონფერენციის ფარგლებში, სადაც ოფიციალურად შედგება ცენტრის საბოლოო დაარსება.

4

ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დანართი #4-ს სახით

4


ქუთაისი ახალგაზრდული დედაქალაქი საქართველოში შავი ზღვის რეგიონალური მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დაარსების ინიციატივა

2. ცენტრის შექმნის წინაპირობები და დასაბუთება საქართველოში ცენტრის შექმნის ინიციატივა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ზოგად ფაქტორს შეიძლება მივაკუთნოთ ქართული საზოგადოების მოთხოვნილება, მძიმე საბჭოთა კომუნისტური მემკვიდრეობის მიუხედავად, ააშენოს დემოკრატიული სახელმწიფო და დაიმკვიდროს თავისი ღირსეული ადგილი ევროპულ ოჯახში. ამ გზაზე, XX საუკუნის 90-ანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად დამოუკიდებლობის დაბრუნების შემდეგ, ქართულმა საზოგადოებამ მხოლოდ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე შეძლო პირველად განეხორციელებინა ხელისუფლების ცვლა არჩევნების გზით, ხოლო ეს მონაპოვარი კიდევ უფრო განმტკიცდა 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე. უდავოა, რომ ეს მოვლენები უმნიშვნელოვანესია ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე, მაგრამ საბოლოო

წარმატებაზე

საუბარი

ნაადრევია,

რადგან

დემოკრატიის

სათანადო

ხარისხის

მიღწევისათვის მნიშვნელოვანია, თუ რამდენად აქტიურია საზოგადოება არჩევნებს შორის პერიოდში და რამდენად ავლენენ ინდივიდები მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და აქტიურობას იზრუნონ საკუთარი პრობლემების მოგვარებისათვის. ამ მხრივ დემოკრატიზაციის პროცესის შეუქცევადობის, ეფექტურობის, ეფექტიანიბისა და სიცოცხლისუნარიანობის წინაპირობა არის მომავალი თაობების სამოქალაქო განათლების უზრუნველყოფა და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბება.მაგრამ

თანამედროვე

გლობალიზაციის

პირობებში

ნებისმიერი

ქვეყნის

განვითარებაზე, მეტ-ნაკლები ხარისხით, გავლენას ახდენს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები. სწორედ ამ მოსაზრებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ახალგაზრდების სამოქალაქო განათლების, მშვიდობის მშენებლობის, დემოკრატიზაციისა პროცესებში ჩართვის რეგიონალური მექანიზმის შექმნა.

და

ჰუმანური

განვითარების

ზოგადი წინაპირობების გარდა, ცენტრის დაარსებისათვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქართველოს სასკოლო სისტემაში არსებული მიღწევები, ერთის მხრივ მოსწავლეთა სკოლის ცხოვრებაში ჩართულობის, ხოლო მეორეს მხრივ სამოქალაქო განათლების სასწავლო დისციპლინის სწავლა-სწავლებისა და მოსწავლეთა სამოქალაქო აქტივობების კუთხით. კერძოდ, ბოლო პერიოდში სასკოლო სისტემაში განხორციელებული დეცენტრალიზაციის პოლიტიკის შედეგად საქართველოს საჯარო სკოლებში მესამე/საშუალო საფეხურის (X-XII კლასები) მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეები სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ სკოლის უმაღლესი მმართველი ორგანოს - სამეურვეო საბჭოების მუშაობაში. სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობისა და კლუბების არსებობა გამყარებულია საქართველოს კანონით ზოგადი განათლების შესახებ. ამდენად საქართველო ის ქვეყანაა, სადაც კანონმდებლობის მიხედვით მოსწავლეებს ყველაზე დიდი უფლებები გააჩნიათ, რათა მიიღონ მონაწილეობა სკოლაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამ სამართლებრივ ფონზე კერძო ინციატივებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის შედეგად საქართველოშიმნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სკოლის მოსწავლეთა

სამოქალაქო

განათლებისა

და

აქტიურობის

5

დონე

5

.

ამის

მნიშვნელოვანი

შესაბამისი კვლევის ანგარიში იხილეთ დანართი #5-ს სახით: სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის შუალედური შეფასების ძირითადი დასკვნები. საქართველოს შეფასების ასოციაცია. ივლისი, 2012 წელი

5


ქუთაისი ახალგაზრდული დედაქალაქი საქართველოში შავი ზღვის რეგიონალური მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დაარსების ინიციატივა

გამოხატულებაა მოსწავლეთა ჩართულობა სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობებსა და კლუბებში, რომლებიც საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსის6 საშუალებით წევრიანდებიან ევროპის სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების საორგანიზაციო ბიუროში (OBESSU), რომლის მიერაც საქართველო აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნადაა მიჩნეული. სწორედ აღნიშნული

ფაქტი

გახდა

ცენტრის

დაარსების

ინიცირებისათვის

გადამწყვეტი,

რადგან

მოსწავლეების მზარდი მონაწილეობა სამოქალაქო აქტივობებში სახეზეა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი საბოლოო შედეგის მიღწევისათვის. მართალია, სკოლის დემოკრატიზაცია არის ერთ-ერთი უმოკლესი გზა საზოგადოების დემოკრატიზაციისათვის, მაგრამ ამავდროულად ცხადია, რომ სკოლის ასაკში მოზარდის აქტიურ მოქალაქედ ფორმირება ვერ დასრულდება და ამდენად ცენტრის საქმიანობა მიმართულია ახალგაზრდების

-

სტუდენტური

და

ახალგაზრდული

არასამთავრობო

ორგანიზაციების

წარმომადგენლების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებისაკენ. ცენტრის დაარსების აღნიშნულ წინაპირობებს ამყარებს ის გარემოება, რომ საქართველო ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს. ეს სწორედ ის გზაგასაყარია, სადაც ოდითგანვე ხდებოდა ევროპული და აზიური კულტურების, რელიგიების, ტრადიციების შერწყმა. რაც შეეხება ქ. ქუთაისში, პარლამენტის შენობაში (მისი თბილისში დაბრუნების შემთხვევაში) ცენტრის განთავსებისა და მისი „დემოკრატიის სასახლედ“ გამოცხადების ალტერნატივას, უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქითავისი ტრადიციებით, ინტელექტუალური, თუ შემოქმედებითი პოტენციალით, იმსახურებს ადგილობრივი და რეგიონალური მნიშვნელობის ახალგაზრდული ქალაქის ფუნქციას/სტატუსს, ხოლო მრავალმხრივი ძალისხმევისა და თანამშრომლობის შედეგად ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსის მოპოვება მნიშვნელოვნად წაადგება, არა მარტო ქ. ქუთაისის და იმერეთის რეგიონის განვითარებას, არამედ ქვეყანაში დეცენტრალიზაციის პოლიტიკის გატარებას, ჩიხში ღრმად შესული ეთნოკონფლიქტების მოგვარებასა და ქვეყნის გამთლიანებას, დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის პროცესებს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველომ ბუნებრივად შეიძლება იტვირთოს შავი ზღვის რეგიონში მასპინძელი ქვეყნის ფუნქცია და გახდეს მნიშვნელოვანი ცენტრი მოსწავლეახალგაზრდობის დაკავშირების, დამეგობრებისა და თანამშრომლობის საქმეში.

6

დამატებითი ინფორმაცია საქართველოსსკოლისმოსწავლეთაგაერთიანებებისალიანსის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ დანართი #6-ს საშუალებით

6


ქუთაისი ახალგაზრდული დედაქალაქი საქართველოში შავი ზღვის რეგიონალური მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დაარსების ინიციატივა

3. ცენტრის მიზნები და ამოცანები საქართველოში რეგიონალური მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დაარსების გრძელვადიანი მიზანია შავიზღვის აუზის რეგიონში უზრუნველყოს მომავალი თაობების ლიდერების მომზადება სამოქალაქო აქტიურობისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობისათვის და ამით რეგიონში უზრუნველყოფილ იქნას: 1) თანაარსებობის არაძალადობრივი პრინციპების დამკვიდრება, არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა და მშვიდობისმშენებლობა; 2) ადამიანის უფლებების დაცვა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება; 3) ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა ეკოლოგიური მოთხოვნების მაქსიმალური გათვალისწინებით; 4) ადამიანისეული პოტენციალის განვითარებაზე ორიენტირებული განვითარების სტრატეგიების რეალიზება. დასახული მიზნების მისაღწევად ცენტრის ამოცანებია: 1. შესაბამისი სასკოლო რეფორმებისა და ახალგაზრდული (ეროვნული და რეგიონალური) პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობის ხელშეწყობადა ხელისუფლებებთან თანამშრომლობა; 2. მოსწავლე-ახალგაზრდობის საჭიროებების გათვალისწინებით არსებული სასწავლო პროგრამების განხორციელება რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით, ასევე ახალი პროგრამების შექმნის ხელშეწყობა და გაზიარება; 3. გაცვლითი პროგრამების საშუალებით თანატოლებს შორის ცოდნის, გამოცდილების,წარმატებულიპრაქტიკისურთიერთგაზიარება, პარტნიორული ურთიერთობებისა და კულტურული დიალოგის ხელშეწყობა; 4. საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით თანატოლებს შორის ქსელური ურთიერთობების დამყარება და ერთობლივი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა. ყველაფერთან

ერთად

ცენტრის

შექმნის

ერთ-ერთი

ძირითადი

დანიშნულება

არის,

საქართველოს, როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურათა და რელიგიათა გადაკვეთის ადგილზე მყოფი მასპინძელი ქვეყნის როლის წარმოჩენა და ქვეყნის პოპულარიზაცია, როგორც შავიზღვის აუზის რეგიონის, ასევე ევროპისა და ევროპული სტრუქტურების (ევროპისკავშირი, ევროპის საბჭო...) მასშტაბით.

7


ქუთაისი ახალგაზრდული დედაქალაქი საქართველოში შავი ზღვის რეგიონალური მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დაარსების ინიციატივა

4. ცენტრის საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებები და პროგრამები დასახული მიზნების მიღწევისათვის ცენტრი საქმიანობას, ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე, შემდეგი სტრატეგიული მიმართულებებით განახორციელებს: 1. მოსწავლე-ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარებისა და რეფორმების ხელშეწყობა; 2. სასწავლო პროგრამები (ტრენინგები, სემინარები, კონფერენციები, საქმიანი თამაშები, მოდელირებები და სხვა, კონფლიქტების მართვის, ადამიანის უფლებების, სამოქალაქო განათლების სხვა თემებზე); 3. გაცვლითი პროგრამები; 4. ქსელური საქმიანობებისა და ერთობლივი პროექტების ხელშეწყობა. ყოველი სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში სხვადასხვა პროგრამები და სამუშაოები განხორციელდება:

 მოსწავლეთა სამოქალაქო განათლებისა და ახალგაზრდული პოლიტიკა აღნიშნული სტრატეგიული მიმართულებით ცენტრი შემდეგ პროექტებსა და საქმიანობებს განახორციელებს: მოსწავლეთა სამოქალაქო განათლებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის, შეფასებისა და განვითარების რეგიონალური ქსელის ფორმირება; მოსწავლეთა და ახალგაზრდული საჭიროებების კვლევა ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე; ტრენინგსემინარები აღნიშნული პოლიტიკის განვითარების თემაზე; რეგიონალური ელექტრონული ჟურნალის მომზადება; აქტუალური ლიტერატურის თუ მასალების თარგმნა/შექმნა და გამოცემა; პერიოდულად რეგიონალური კონფერენციების ორგანიზება.  სასწავლო პროგრამები აღნიშნული სტრატეგიული მიმართულებით ცენტრი შემდეგ პროგრამებს განახორციელებს:  არაძალადობრივი თანაარსებობა დამშვიდობის მშენებლობა;  ეკონომიკურიგანათლებადამეწარმეობისხელშეწყობა;  მოსწავლეთა მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში;  სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები;  სასკოლო კლუბებში მოსწავლეთა მონაწილეობის მხარდაჭერა;  ევროპული მოქალაქეობა და ღირებულებები;  ჯანსაღიცხოვრებისწესისხელშეწყობა;  საქმიანითამაშებიდამოდელირებები;  ახალგაზრდებისროლიდემოკრატიულიმმართველობისგანვითარებაში;  არაფორმალურიგანათლებადაახალაზრდებისსამოქალაქომონაწილეობა. აღნიშნული პროგრამების ფარგლებში გამოყენებული იქნება უკვე არსებული, წარმატებული ორგანიზაციების მიერ შექმნილი და დანერგილი სასწავლო პროგრამები. 8


ქუთაისი ახალგაზრდული დედაქალაქი საქართველოში შავი ზღვის რეგიონალური მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დაარსების ინიციატივა

ცენტრი ასევე უზრუნველყოფს ახალი პროგრამების შექმნასა და გაზიარებას რეგიონის მასშტაბით. სასწავლო პროგრამების ფარგლებში ტრენინგები, სემინარები, კონფერენციები თუ სხვა სასწავლო პროგრამები წარიმართება შემდეგ თემებზე: ჰუმანური განვითარება; მდგრადი განვითარება;

სასკოლო

დემოკრატიული

მმართველობა

და

სტრუქტურა;

მოსწავლეთა

თვითმმართველობა და თვითმმართველობაში მუშაობის მექანიზმები; მოსწავლეთა საკლუბო საქმიანობა - როგორ ვიმუშავოთ კლუბში?; ადამიანის უფლებები; მოხალისეობა და მონაწილეობა; საერთაშორისო თანამშრომლობა; ეკონომიკური განათლება და მეწარმეობა; მედია წიგნიერება (Media literacy); დებატები და კრიტიკული აზროვნება და სხვა. მოდელირებები ჩატარდება გაეროს, ევროკავშირის, ნატოს მუშაობის შესახებ. აღნიშნულ თემებზე მუშაობა ასევე მოიაზრებს სხვადასხვა აქტივობებს: საინფორმაციო გამოცემების მომზადებას; კონკურსებისა და გამოფენების ორგანიზებას; ნაბეჭდი მასალების გამოცემას და სხვა.  გაცვლითი პროგრამები აღნიშნული სტრატეგიული მიმართულებით ცენტრის მიერ განხორციელებული პროგრამები მიმართული იქნება მოსწავლეთა თვითმმართველობებისა და კლუბების, სტუდენტური და ახალგაზრდული ორგანიზაციების დონეზე კავშირების გამყარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელებისაკენ. პროგრამის ფარგლებში ცენტრის საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ შავი ზღვის რეგიონით და ის მნიშვნელოვნად იქნება ორიენტირებული, რომ ხელი შეუწყოს რეგიონის მოსწავლე-ახალგაზრდობის

ჩართვას

ევროპის

მასშტაბით

განხორციელებულ

გაცვლით

პროგრამებში.  ქსელები და ერთობლივი პროექტები აღნიშნული სტრატეგიული მიმართულებით ცენტრი შემდეგ პროექტებსა და საქმიანობებს განახორციელებს: ადგილობრივი და ეროვნული მასშტაბით მოსწავლეთა პროექტების წახალისება და ხელშეწყობა; ადგილობრივი წარმატებული ახალგაზრდული პრაქტიკის პოპულარიზაცია; ერთობლივი

პროექტების

შემუშავება

და

განხორციელება;

მცირე

საგრანტო

კონკურსის-

„მოსწავლეთა რეგიონული პარტნიორობა“, ორგანიზება; სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება სამოქალაქო აქტიურობის მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მიზნით. ცენტრი დაეხმარება მეზობელ ქვეყნებს

და მხარს დაუჭერსმათ საქართველოს სკოლის

მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსის მსგავსი მოსწავლეთა გაერთიანებების ჩამოყალიბების პროცესში და ამით შეეცდება უფრო გააძლიეროს მათი მონაწილეობა ევროპის ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებასა და რეალიზებაში. ცენტრი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სხვადასხვა ევროპული სტრუქტურების მიერ (ევროპის

საბჭო,

ევროკომისიადა

ა.შ)

ახალგაზრდულ

სფეროში

შემუშავებული

და

განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების ფარგლებში თანამშრომლობასა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას. 9


ქუთაისი ახალგაზრდული დედაქალაქი საქართველოში შავი ზღვის რეგიონალური მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დაარსების ინიციატივა

5. საქმიანობის გეოგრაფიული არეალი, სამიზნე აუდიტორია და ბენეფიციარები აღნიშნული ახალგაზრდული ცენტრის საქმიანობაში პირველ რიგში ჩაერთვება შავი ზღვის აუზის ქვეყნების მოსწავლე-ახალგაზრდობა: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, თურქეთი, საბერძნეთი, რუსეთის ფედერაცია, უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, სერბეთი, მოლდავეთი. აგრეთვე სამომავლოდ შესაძლებელია, მის საქმიანობაში მეზობელი რეგიონებისა და ქვეყნების თანატოლების ჩართვაც, მაგალითად ცენტრალური და მცირე აზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და ა.შ. ცენტრის საქმიანობის სამიზნე აუდიტორია და ბენეფიციარები იქნებიან რეგიონის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები, პროფესიული და უმაღლესი სასწავლების სტუდენტები და ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. გრძელვადიან პერსპექტივაში პროექტის ბენეფიციარები იქნება სამთავრობო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება და კერძო სექტორი.

10


ქუთაისი ახალგაზრდული დედაქალაქი საქართველოში შავი ზღვის რეგიონალური მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დაარსების ინიციატივა

საკონტაქტო ინფორმაცია: ალუდა გოგლიჩიძე - საქართველოში შავი ზღვის რეგიონალური მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დაარსების ინიციატივის ავტორი და საინიციტივო ჯგუფის ხელმძღვანელი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე (ელ. ფოსტა: aludag@gmail.com)

სულხან ჩარგეიშვილი -საინიციტივო ჯგუფის წევრი, საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსის გამგეობის თავმჯდომარე (ელ. ფოსტა: sulxanchargeishvili@gmail.com)

გუბაზკობერიძე - საინიციატივო ჯგუფის წევრი, საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსის გამგეობის წევრი (ელ. ფოსტა: gubazkoberidze@gmail.com) მაკა ბიბილეიშვილი - საინიცაიტივო ჯგუფის წევრი, სამოქალაქო განათლების პედაგოგი, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის გამგეობის წევრი (ელ. ფოსტა: makabiibi@yahoo.com).

11


ქუთაისი ახალგაზრდული დედაქალაქი საქართველოში შავი ზღვის რეგიონალური მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დაარსების ინიციატივა

დანართი #1.ევროპის ახალგაზრდული ცენტრი სტრასბურგში ევროპის ახალგაზრდული ცენტრი სტრასბურგში ევროპის საბჭოს

უშუალო

ინიციატივით

შეიქმნა,

რათა

ევროპელი

ახალგაზრდებისთვის შეეთავაზებინა ისეთი სივრცე და გარემო, სადაც

ნებისმიერ

ახალგაზრდას,

განურჩევლად

სქესისა,

ეთნიკურობისა და კანის ფერისა, შეძლებდა მონაწილეობა მიეღო სხვადასხვა თემატიკის ტრენინგებსა და აქტივობებში და ამ გზით ჩართულიყო

ევროპული

ახალგაზრდული

პოლიტიკის

განხორციელების პროცესში.

ევროპის

ახალგაზრდული

ცენტრის

მთავარი

პრიორიტეტული მიმართულებებია: 

ადამიანის უფლებები;

დემოკრატიული მოქალაქეობა;

სოციალური ინკლუზია;

კეთილდღეობა;

ახალგაზრდების მობილობა და ა.შ. სტრასბურგის ევროპის ახალგაზრდული ცენტრი ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარეობს ევროპის პარლამენტსა და ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს შორის. ცენტრი ყოველწლიურად მასპინძლობს მასშტაბურ აქტივობებს, მათ შორის ასამდე ტრენინგს, ოცამდე კონფერენციას და ექვსამდე ფორუმს.

ევროპის ახალგაზრდული ცენტრი სტრასბურგში ახალგაზრდა სტუმრებს სთავაზობს ისეთ სერვისებს, როგორიცაა: 

2 საკონფერენციო დარბაზი;

რესტორანი;

გასართობი სივრცე;

საცხოვრებელი სიცრცე;

ეზო;

უფასო ინტერნეტი და ა.შ.

12


ქუთაისი ახალგაზრდული დედაქალაქი საქართველოში შავი ზღვის რეგიონალური მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დაარსების ინიციატივა

დანართი #2. ევროპის ახალგაზრდული ცენტრი ბუდაპეშტში ევროპის

ახალგაზრდული

ცენტრი

ბუდაპეშტში

ევროპის საბჭოს ოფიცალური ინსტიტუციაა, რომელიც ბუდაპეშტში, უნგრეთში მდებარეობს. ახალგაზრდული ცენტრი ევროპის საბჭოს ახალგაზრობის დეპარტამენტის ნაწილია

და

უნგრეთის

მთავრობის

ნებართვით

დიპლომატიური დაწესებულების სტატუსით სარგებლობს. ევროპის

ახალგაზრდული

ცენტრი

ბუდაპეშტში

ყოველწლიურად 140–150 ახალგაზრდულ ღონისძიებას მასპინძლობს, რომელთაგანაც თითქმის ნახევარი ევროპის საბჭოს ახალგაზრდული პროგრამის ნაწილია. აღსანიშნავია უნგრეთის

ისიც,

რომ

მთავრობის

ახალაზრდული ხელშეწყობით

ცენტრი დაარსდა.

ამინიციატივის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარეობისას გახდა ცნობილი. ევროპის

ახალგაზრდული

ცენტრი

ბუდაპეშტში

შემდეგი

თითოეული

100–200

ინფრასტრუქტურისაგან შედგება: 

4

საკონფერენციო

ოთახი,

ადამიანზეა გათვლილი; 

აუდიო–ვიზუალური აპარატურა;

ბიბლიოთეკა;

სასადილო 200 ადამიანზე;

გამაჯანსაღებელი ცენტრი;

კლუბი და სხვა.

ახალგაზრდულიცენტრისსაცხოვრებელსივრცეშიევრო პისსაბჭოსსტანდარტითმომსახურეობისშემდეგიფასებია:  ერთადგილიანინომერი – 45 ევრო/1ღამე;  ორადგილიანინომერი– 32 ევრო/1ღამე;  საკონფერენციოდარბაზიდიდი – 350 ევრო/1დღე;  საკონფერენციოდარბაზიპატარა –150 ევრო/1 დღე.

13


ქუთაისი ახალგაზრდული დედაქალაქი საქართველოში შავი ზღვის რეგიონალური მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დაარსების ინიციატივა

დანართი #3. ევროპის სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების საორგანიზაციო ბიურო  OBESSU-ს ისტორია და მნიშვნელოვანი თარიღები ევროპის

სკოლის

მოსწავლეთა

გაერთიანებების

საორგანიზაციო

ბიურო(OBESSU)

დაარსდა

ირლანდიაში 1975 წელს ნორდიკული ქვეყნების სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ინიციატივით. (შვედეთი ნორვეგია, ფინეთი, დანია). ორგანიზაციის დაარსება იყო ერთგვარი მცდელობა გაეერთიანებინა აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარი იყო ერთგვარი აფეთქება ახალგაზრდული მუშაობისა და პოლიტიკის განვითარებაში. OBESSU-ს გაძლიერება და გაფართოება ამ წლებში სწორედ ამ პოლიტიკური სიტუაციის შედეგია. OBESSU-ს ყოველთვის ჰქონდა ცენტრალური ოფისი ევროპის სხვადასხვა ქალაქებში: ამსტერდამში, პარიზში, ბრიუსელში. თუმცა ის ყოველთვის ცდილობდა სხვადასხვა ევროპული აქტივობები განეხორციელებინა წევრ ქვეყნებში, რათა მაქსიმალურად გამოემუშავებინა მოსწავლეებში საკუთარი უფლებების და ინტერესების დამცვლის უნარ-ჩვევები. 2005 წელს OBESSU-მ ოფიცალურად მოიპოვა ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის აღიარება და იგი ამ ორგანიზაციების პოლიტიკის შექმნაში ჩაერთო. სწორედ აქედან იწყება OBESSU-ს გაძლიერება პოლიტიკის

დონეზე,

როგორც

ევროპაში

სკოლის

მოსწავლეთა

ინტერესების დამცველი ერთადერთი ორგანიზაცია.

OBESSU-ს მნიშვნელოვანი თარიღები: 

1995 წელი - OBESSU-ს შტაბ-ბინა მუშაობას იწყებს ამსტერდამში, მისი ბორდის წევრები კი სხადასხვა ევროპულ ქვეყნებში მოგზაურობენ, რათა მოსწავლეები გააძლიერონ საჭირო კომპეტენციებითა და უნარებით;

2001 წელი- OBESSU ქმნის საკუთარ პოლიტიკურ პლატფორმას, იქმნება სკოლის მოსწავლეთა უფლებების დეკლარაცია და ეგზავნება ყველა ევროპულ ინსტიტუციას;

2006 წელი– OBESSU ევროპის ახალგაზრდული ფორუმის სრულუფლებიანი წევრი ხდება.

 რა არის OBESSU დღეისათვის? OBESSU

წარმოადგენს მსოფლიო ზოგადსაგანმანათლებლო

და პროფესიული სასწავლებლების

მოსწავლეთა გაერთიანებებს შორის თანამშრომლობის პლატფორმას. OBESSU ამარტივებს მოსწავლეთა გაერთიანებებს შორის თანამშრომლობას, რათა მათ შეძლონ: 

გაუზიარონ ერთმანეთს პრაქტიკული გამოცდილება.

მიაღწიონ პოლიტიკურ მიზნებს ევროპულ დონეზე. ხელი შეუწყონ განათლების ყველასათვის ხელმისაწვდომობას.

მხარი დაუჭირონ ერთმანეთს და ხელი შეუწყონ მოსწავლეთა გაერთიანებების ჩამოყალიბებას იქ, სადაც ასეთი გაერთიანებები ჯერ არ არსებობს.

14


ქუთაისი ახალგაზრდული დედაქალაქი საქართველოში შავი ზღვის რეგიონალური მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დაარსების ინიციატივა

OBESSU-ს შტაბ-ბინა მდებარეობს ბრიუსელში, საიდანაც ხდება ორგანიზაციის პროგრამისა და ცალკეული აქტივობების კოორდინირება და საჭირო სამუშაო მასალებით მომარაგება. შტაბ-ბინა წარმოადგენს OBESSU-ს ევროპულ ინსტიტუტებში და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებში ევროპის პოლიტიკურ ასპარეზზე. ორგანიზაცია აერთიანებს წევრ და დაკვირვების ქვეშ მყოფ ორგანიზაციებს

ევროპის

20-ზე

მეტი

ქვეყნიდან.

წევრი

ორგანიზაციები წარმოადგენენ დამოუკიდებელი, ეროვნული და დემოკრატიული სკოლების მოსწავლეთა გაერთიანებებს. OBESSU-ს წევრები არიან: ირლანდია, დანია, შვედეთი, ფინეთი, რუმინეთი, შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ლიტვა, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი, ხორვატია, სერბეთი, სლოვენია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ავსტრია, სლოვაკეთი, ბელგია, ლუქსემბურგი. ორგანიზაციის

სტრუქტურიდან

გამომდინარე

მმართველი

გამგეობა,

წევრი

ორგანიზაციების

წარმომადგენლების მონაწილეობით აარსებენ სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელებას უზრუნველყოფენ, მაგალითად OBESSU–ს შექმნილი აქვს სპეციალური სამუშაო ჯგუფი –ახალი მოსწავლეთა გაერთიანებების განვითარების ხელშესაწყობად, რაც უშუალოდ ხაზს უსვამს ორგანიზაციის მზაობას ინიცირება გაუკეთოს გაფართოების მესამე ფაზას.

 კარგი პრაქტიკის მაგალითი (OBESSU და ყოფილი იუგოსლავია) ჯერ კიდევ იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, როდესაც ხორვატიამ, სლოვენიამ, ბოსნია და ჰერცოგოვინამ, სერბეთმა, მაკედონიამ და ჩერნოგორიამ დამოუკიდებლობა მოიპოვეს, OBESSU-ს გენერალურმა ასამბლეამ გადაწყვიტა, რომ საჭირო იყო ამ რეგიონში სკოლის მოსწავლეთა აქტივიზმის პოპულარიზაცია და მათი გაძლიერება. სწორედ ამიტომ OBESSU-მ მეორე შტაბ-ბინა ბრიუსელის შემდეგ დაარსა მაკედონიაში. გენერალური ასამბლეა შეთანხმდა, რომ მეორე შტაბ-ბინა იქნებოდა OBESSU-სათვის განვითარების მეორე ეტაპი, როცა ყოფილ იუგოსლავიის ქვეყნებს საშუალება ექნებოდათ გაეფართოვებინათ OBESSU და მისი წევრები გამხდარიყვნენ. ასეც მოხდა, დღესდღეობით გაწეული სამუშაოს შედეგად OBESSU-ს წევრთა შემადგენლობაშია: ხორვატია, სერბეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა და სლოვენია. ისინი აქტიურად მუშაობენ ევროპულ დონეზე და ცდილობენ რეგიონში ერთობლივად იმუშაონ პოლიტიკის დონეზე.

 OBESSU და აღმოსავლეთ ევროპა ევროპის კავშირის მიერ საქართველო აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნადაა მიჩნეული. სწორედ

ამიტომ

ორგანიზაციისათვის

OBESSU-სთვის,

როგორც

ევროპის

მნიშვნელოვანია

OBESSU-მ

მჭიდროდ

კავშირისათვის ითანამშრომლოს

პოლიტიკის აღმოსავლეთ

შემქნელი ევროპის

ქვეყნებთან. თანამშრომლობის პირველი მცდელობა ინიცირებული იყო ქართველი აქტიური მოსწავლეების მიერ, აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის #42 საჯარო სკოლისა და სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების

პროგრამის

უშუალო

მხარდაჭერით.

შედეგად

საქართველოში

2011

წელს

დაარსდა

მოსწავლეთა პირველი ქოლგა ორგანიზაცია- საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსი. შეიძლება ითქვას, რომ ალიანსთან თანამშრომლობა ერთგვარი დასაწყისია OBESSU-ს გაფართოების შემდეგი, მესამე ეტაპისა, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ფორმირება და OBESSU-ში გაწევრიანება უნდა წახალისდეს.

15


ქუთაისი ახალგაზრდული დედაქალაქი საქართველოში შავი ზღვის რეგიონალური მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დაარსების ინიციატივა

დანართი #4. ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქი ევროპის ახალგაზრდული ფორუმი 1 წლის ვადით ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ქალაქებს ანიჭებს ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსს, რომელიც ერთგვარი მხარდაჭერაა ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სხვა ადგილობრივი ორგანიზაციებისათვის, რათა მათ ხელი შეუწყონ ქალაქში ახალგაზრდობის აქტიურ სამოქალაქო ჩართულობასა და მათ მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსის მოპოვება ნებისმიერ ქალაქს შეუძლია, რომელიც ევროპის შემადგენლობაშია და აკმაყოფილებს გარკვეულ კრიტერიუმებს. ევროპის ახალგაზრდული ფორუმი აღნიშნულ კრიტერიუმებს სპეციალური სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით ამოწმებს. ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსი - საშუალებას აძლევს ქალაქს უმასპინძლოს საერთაშორისო დონის

ახალგაზრდულ

პროექტებს,

გახდეს

უფრო

მიმზიდველი

და

საინტერესო

ევროპული

სტრუქტურებისათვის და რაც მთავარია გააძლიეროს ახალგაზრდული პოლიტიკა, რომლის განხორციელებაც და პრაქტიკაში დანერგვა ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დამატებითი ინფორმაცია: ევროპისახალგაზრდულიდედაქალაქისსტატუსისმქონექალაქები: 

2009 - როტერდამი, ჰოლანდია;

2010 - ტურინი, იტალია;

2011 - ანტვერპი, ბელგია;

2012- ბრაგა, პორტუგალია;

2013 - მარიბორი, სლოვენია;

2014 - თესალონიკი, საბერძნეთი;

2015 - კლუჯ-ნაპოკა, რუმინეთი;

2016 - განჯა, აზერბაიჯანი.

16


ქუთაისი ახალგაზრდული დედაქალაქი საქართველოში შავი ზღვის რეგიონალური მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დაარსების ინიციატივა

დანართი #5. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის შუალედური შეფასება საქართველოში მოსწავლეთა სამოქალაქო განათლების, ცნობიერებისა და აქტივობების კუთხით არსებული მდგომარეობის, ტენდენციებისა და პროგრესის დემონსტრირების კუთხით ობიექტური და სანდო მონაცემები და კვლევის შედეგები სამწუხაროდ ფაქტობრივად არ არსებობს. ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო წყარო არის 2012 წლის ივლისში, საქართველოს შეფასების ასოციაციის მიერ განხორციელებული სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის შუალედური შეფასების შედეგები. ვიდრე შეფასების შედეგად გაკეთებულ დასკვნებს და მონაცემებს გავეცნობოდეთ, გვსურს მოკლე ინფორმაცია მოგაწოდოთ აღნიშნული პროგრამის შესახებ.

 პროგრამის მოკლე აღწერა და განხორციელებული აქტივობები საქართველოში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას 2010 წლიდან აშშის საერთაშორი სოგანვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International (ადრე ცნობილი, როგორც პროექტი ჰარმონია). პროგრამის მიზანია, გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და გაააქტიუროს ახალგაზრდების მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში. პროგრამა 740 სკოლასთან თანამშრომლობს მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც საქართველოს სკოლების

30%-ს

შეადგენს.

მისი

განხორციელების

პირველ

ეტაპზე,

2010

წლის

შემოდგომაზე,

განხორციელდასამოქალაქოგანათლებისსაჭიროებათაკვლევა , რომლის შედეგების საფუძველზეც დაიგეგმა 7

პროგრამის საქმიანობა. 

პროგრამის ფარგლებში: შეიქმნა სამოქალაქო განათლების 4 დამხმარე სახელმძღვანელო კომპლექტი, რომელთა დანერგვა საქართველოს 740 სკოლაში დაიწყო 2012 წლის თებერვლიდან;

მომზადდა 50 საათიანი ტრენინგ-კურსი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისათვის და სემინარები სკოლის

დირექტორებისთვის.

აკრედიტებული

ტრენინგ-კურსის

მეშვეობით

2012

წლის

გაზაფხულისთვის გადამზადდა ხუთასამდე სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ერთდღიანი სემინარი გაიარა ოთხასამდე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა; 

მთელი საქართველოს მასშტაბით შექმნილია და ფუნქციონირებს ორასზე მეტი სასკოლო სამოქალაქო კლუბი;

შეიქმნა სასკოლო სამოქალაქო კლუბის სახელმძღვანელო;

დაფინანსდა 270 მცირე პროექტი სკოლის,მოსწავლეთა და საზოგადოების ინტერესების საკეთილდღეოდ;

270 მოსწავლისათვის ჩატარდა ტრენინგები სოციალურ მედიაში;

მოეწყო სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკი 170 მოსწავლისა და პედაგოგისთვის;

პროგრამის ფარგლებში ასევე შეიქმნა სამოქალაქო განათლების ვებ-პორტალი www.civics.ge და მცირე გრანტების ინტერნეტ- პორტალიwww.initiatives.ge;

შექმნილია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პირველი ეროვნული კონფერენცია.

7

აღნიშნული კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე:http://civics.ge/index.php?m=836

17


ქუთაისი ახალგაზრდული დედაქალაქი საქართველოში შავი ზღვის რეგიონალური მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დაარსების ინიციატივა

 ზოგადი დასკვნები აღნიშნული

დოკუმენტი

ასახავს

იმ

ეფექტს,

რაც

სამოქალაქო

განათლების

და

პედაგოგთა

გადამზადების 2 წლიან ფუნქციონირებას ჰქონდა სამოქალაქო განათლების სწავლების მეთოდებთან მიმართებაში. ასევე იმ შედეგებს, რაც პროგრამამ მოსწავლეთა აქტივიზმისა და სამოქალაქო აქტიურობის კომპონენტის გაუმჯობესებისათვის მიიღო. კერძოდ შუალედური შეფასება გვიჩვენებს, რომ: 

სამოქალაქო

განათლებისა

და

პედაგოგთა

გადამზადების

პროგრამის

ფარგლებში

დღემდე

განხორციელებული აქტივობები წარმატებული და ეფექტურია; 

ადასტურებს, რომ პროგრამას პოზიტიური ზეგავლენა აქვს როგორც ძირითად სამიზნე ჯგუფებსა და ბენეფიციარებზე, ასევე სამოქალაქო განათლებისა და სამოქალაქო აქტივობის განვითარების ზოგად ტენდენციებზე;

მოსწავლეებმა შეიძინეს დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქეობისთვის საჭირო თეორიული ცოდნა და სამოქალაქო ინიციატივების გამოვლენისა და განხორციელების პოზიტიური გამოცდილება;

პროგრამის მიმდინარეობის ამ ეტაპზე მასში ჩართულ სკოლებში გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და სამოქალაქო აქტივობის გამოვლენის სიხშირე;

პროგრამის სხვადასხვა კომპონენტის წარმატება ზოგადად პროგრამაში დაინტერესების დონეს ზრდის იმ მოსწავლეებისა და პედაგოგთა შორის, რომლებიც ამ აქტივობებში მანამდე არ მონაწილეობდნენ. აღნიშნულს ცხადყოფს პროგრამაში ჩართვის მსურველთა რიცხვის ზრდა.

 შედეგები ცალკეული ინდიკატორების მიხედვით:

სამოქალაქო განათლების საგნის სწავლების საჭიროება და მოსწავლეთა ინტერესის შეფასება პროგრამის სამიზნე სკოლებში გამოკითხულ მოსწავლეთა 63.2% მიიჩნევს, რომ სამოქალაქო

განათლების საგნის სწავლება აუცილებელია. ეს მონაცემი 12.5%-ითაა გაზრდილი საბაზისო კვლევის შედეგებთან შედარებით. 

მოსწავლეთა მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული რეალიზება რაოდენობრივი ფარგლებში ჯგუფში

კვლევის

პროგრამის

მიზნობრივ

გამოკითხულ

82.2% აღნიშნავს, რომ

მოსწავლეთა პრაქტიკულად

გამოუყენებია სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე ცოდნა.

მიღებული

აღნიშნული

თეორიული მაჩვენებელი

საბაზისო კვლევასთან შედარებით 17.6 პუნქტით არის გაზრდილი.

18


ქუთაისი ახალგაზრდული დედაქალაქი საქართველოში შავი ზღვის რეგიონალური მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დაარსების ინიციატივა

სკოლებში სამოქალაქო განათლების საგნის სწავლების ეფექტიანობა

პროგრამის სკოლებში

სამიზნე

გამოკითხულ

მოსწავლეთა უმრავლესობას -

95.3%-ს

მიაჩნია,

სამოქალაქო

რომ

განათლების

საგანი სკოლაში კარგად ან მეტ-ნაკლებად ისწავლება.იმ

კარგად მოსწავლეთა

პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სამოქალაქო საგანი

განათლების

კარგად

საბაზისო

ისწავლება, კვლევის

შედეგებთან შედარებით გაზრდილია 13.8 პუნქტით. 

მოსწავლეთა ინტერესი სამოქალაქო განათლების საგნის მიმართ და შეხედულებები საგნის შესახებ

პროგრამის სამიზნე ჯგუფში გამოკითხულ მოსწავლეთა უმრავლესობა განათლების

საგანს

აფასებს,

როგორც

საინტერესოს.საბაზისო

კვლევასთან

(80.3%) სამოქალაქო

შედარებით

სამოქალაქო

განათლების საგნით დაინტერესების მაჩვენებელი სამიზნე ჯგუფებში გაზრდილია 9.2 პუნქტით. 

მოსწავლეთა მონაწილეობა სხვა სამოქალაქო ჯგუფების მიერ ორგანიზებულ ინიციატივებში და მოსწავლეთა მიერ სამოქალაქო ინიციატივების დამოუკიდებლად განხორციელება რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში პროგრამის მიზნობრივ ჯგუფში გამოკითხულ მოსწავლეთა 45.5% აცხადებს,

რომ

არასამთავრობო

მონაწილეობა

მიუღია

ორგანიზაციებისა

სამოქალაქო

ჯგუფების

მიერ

სამოქალაქო

ინიციატივებში.

თუ

ორგანიზებულ რაც

კვლევასთან

შედარებით

16.7

გაზრდილი.

სავარაუდოა,

რომ

საბაზისო პუნქტითაა

ორი

წლის

განმავლობაში ამგვარ ზრდას მნიშვნელოვნად განაპირობებს პედაგოგთა

სამოქალაქო

განათლებისა

გადამზადების

და

პროგრამის

ფარგლებში განხორციელებული აქტივობები. მიზნობრივ

ჯგუფში

გამოკითხულ

მოსწავლეთა 30.6%-ს საკუთარი ინიციატივით დაუგეგმავს და/ან განუხორციელებია სამოქალაქო ინიციატივები, ხოლო 69.4%-ს ამგვარი გამოცდილება არ

19


ქუთაისი ახალგაზრდული დედაქალაქი საქართველოში შავი ზღვის რეგიონალური მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დაარსების ინიციატივა

გააჩნია.

საბაზისო კვლევასთან შედარებით 17.1 პუნქტით გაიზარდა იმ მოსწავლეთა პროცენტული

მაჩვენებელი, რომლებიც აცხადებენ, რომ თავად დაუგეგმავთ და განუხორციელებიათ სამოქალაქო ინიციატივები. აქაც უნდა დავასკვნათ, რომ ამგვარ ზრდას განაპირობებს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი სხვადასხვა შესაძლებლობები (ახალი დამხმარე სახელმძღვანელოების გამოყენება, სამოქალაქო კლუბები, პედაგოგთა მიერ ტრენინგების გავლა, მცირე გრანტები, ტრენინგ-სემინარები მოსწავლეთათვის დაა.შ.), რომლებიც დამატებით მოტივაციას უჩენს პროგრამის სამიზნე სკოლების მოსწავლეებს, დაგეგმონ და განახორციელონ მრავალფეროვანი აქტივობები. გამოკითხულ მოსწავლეთა 90.3% გამოთქვამს მზადყოფნას, კვლავ მიიღოს მონაწილეობა აპოლიტიკური ხასიათის სამოქალაქო აქტივობებში. სასკოლო

გარემო,

სკოლაში

გადაწყვეტილებების

მიღების

დროს

მოსწავლეთა

აზრის

გათვალისწინების ხარისხი და სკოლის თვითმმართველობის ორგანოები პროგრამის სამიზნე ჯგუფში გამოკითხულ მოსწავლეთა 84.6% აღნიშნავს, სასკოლო გარემო (მატერიალურ-ტექნიკური

ბაზა,

სკოლაში

არსებული მდგომარეობა) იძლევა ან მეტ-ნაკლებად იძლევა

შესაძლებლობას,

რომ

მოსწავლეებმა

მოახდინონ სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მიღებული მათსავე

ცოდნის სკოლაში.

შედეგებთან

პრაქტიკული რაც

შედარებით

საბაზისო 11.3

გამოყენება კვლევის პუნქტითაა

გაზრდილი. პროგრამის სამიზნე ჯგუფში გამოკითხულ მოსწავლეთა 88% აღნიშნავს, რომ სკოლაში გადაწყვეტილების მიღების დროს გაითვალისწინება ან მეტნაკლებად გაითვალისწინება მოსწავლეთა აზრი. რაცსაბაზისო კვლევის შედეგებთან შედარებით 15.1 პუნქტითაა გაზრდილი. პროგრამის მოსწავლეთა

მიზნობრივ 90%-ის

ჯგუფში

გამოკითხულ

აზრით,

სკოლის

თვითმმართველობის ორგანოების (სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიური

საბჭოს,

მოსწავლეთა

თვითმმართველობის) საქმიანობა ძალზე შედეგიანია, შედეგიანი

ან

მეტ-ნაკლებად

შედეგიანია.

საბაზისო

კვლევის შედეგებთან შედარებით პროგრამის სამიზნე სკოლებში 7.1 პუნქტით გაიზარდა იმ რესპონდენტთა მაჩვენებელი,

რომლებიც

თვითმმართველობის შედეგიანია.

20

მიიჩნევენ, ორგანოების

რომ

სკოლის

საქმიანობა


ქუთაისი ახალგაზრდული დედაქალაქი საქართველოში შავი ზღვის რეგიონალური მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დაარსების ინიციატივა

დანართი #6. საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსი  ალიანსის შექმნის ისტორია საქართველოს ახალგაზრდული

სკოლის

მოსწავლეთა

ორგანიზაციაა,

გაერთიანებების

რომელიც

ალიანსი

საქართველოს

ერთადერთი

სკოლებში

არასამთავრობო,

არსებულ

მოსწავლეთა

თვითმმართველობებსა და კლუბებს აერთიანებს. საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსი ამჟამად საქართველოს მაშტაბით 100–ზე მეტ მოსწავლეთა კლუბთან და თვითმმართველობასთან თანამშრომლობს, მათ შორის 40 ალიანსის სრულუფლებიანი წევრია. საქართველოში სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსის შექმნის ინიცირება მოხდა 2011 წლის აპრილში თბილისის აკადემიკოს ილია ვეკუას სახ. ფიზიკა-მათემატიკის #42 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ, PH International-ის მიერ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინასებით ხორციელდება. სამოქალაქო განათლების აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამოქალაქო განათლების, როგორც დემოკრატიისთვის აუცილებელი ინსტრუმენტის პოპულარიზაციისათვის.

სწორედ პროგრამის

ფარგლებში განხორციელებულმა აქტივობებმა გამოიწვია ალაინსის წევრ მოსწავლეთა მოტივაცია თავად ჩაერთონ ისეთ ქსელში, სადაც შეძლებენ თავიანთი თანატოლებისათვის გამოცდილების გაზიარებას. ალიანსის მისია საქართველოს სკოლების მოსწავლეთა გაძლიერება, მათი ინიციატივების ხელშეწყობა და სამოქალაქო აქტივობებში ჩართვაა, როგორც რეგიონული ისე საერთაშორისო მაშტაბით. გარდა

მოსწავლეთა

გაძლიერებაზე

ორიენტირებული

აქტივობებისა,

ალიანსი

ასევე

აქტიურ

მონაწილეობას იღებს პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში მოსწავლეთა ინტერესების დასაცავად, შესაბამისად თანამშრომლობს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ახალგაზრდულ დეპარტამენტთან. ამ ეტაპზე ორგანიზაციას ხუთზე მეტი გრძელვადიანი პროექტი აქვს განხორციელებული. მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების მონაწილეობის დონის ამაღლებისკენ მიმართული ინიციატივები, მოსწავლეთა თვითმმართველობის გაძლიერების პროექტი, ხელოვნების, როგორც სასკოლო პრობლემების წარმოჩენის კატალიზატორის ინიციატივა და სხვა. ალიანსი ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს OBESSU-თან, რისი შედეგიც არის OBESSU-ს გამგეობის წევრების განხორციელებული ვიზიტები თბილისში. მათ შორის ალიანსის გენერალურ ასამბლეაზე 2013 წლის მაისში, სადაც ალიანსის 40-ამდე გაერთიანების წარმომადგენელმა მოსწავლემ ახალი მმართველი კომიტეტი აირჩია. ასევე ქართველი მოსწავლეების OBESSU-ს აქტივობებში მონაწილეობის პირველი პრეცენდენტი განხორციელდა 2011 წელს, როდესაც OBESSU-ს მოწვევით მათ საფრანგეთში გამართულ მოსწავლეთა კონგრესში მიიღეს მონაწილეობა. სწორედ

ამიტომ

OBESSU-ს

წევრობა

არის

ერთგვარი

წინგადადგმული

ნაბიჯი

ქართველი

მოსწავლეებისკენ, ჩაერთონ OBESSU-ს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა აქტივობებში და უფრო მეტი ისწავლონ ევროპული ფასეულობების შესახებ. საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსსა და OBESSU-ს შორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია „გზამკვლევი სკოლის მოსწავლეთათვის“. რომელიც ალიანსმა OBESSU-ს მხარდაჭერით

21


ქუთაისი ახალგაზრდული დედაქალაქი საქართველოში შავი ზღვის რეგიონალური მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დაარსების ინიციატივა

შექმნა და გამოსცა და რომელიც სკოლის მოსწავლეებს ეხმარება გაიგონ უფრო მეტი სკოლის მოსწავლეთა აქტივიზმისა და მონაწილეობის შესაძლებლობებისა და მექანიზმების შესახებ.

 ალიანსის მიერ განხორციელებული აქტივობები 

მოსწავლეთა კონფერენცია - მოსწავლეთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეთა პირველი ეროვნული კონფერენცია თემაზე „მოსწავლეთა ჩართულობა

სასკოლო

ცხოვრებაში“,

დაფინანსდა

სამოქალაქო

ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის მიერ. კონფერენცია მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ინფორმირებას ალიანსის დანიშნულებისა და როლის შესახებ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში. 

პროექტი ფორუმ-თეატრი -სოციალური პრობლემების გადაჭრის კატალიზატორი „ფორუმ-თეატრი – სოციალური პრობლემების გადაჭრის კატალიზატორი“,

მოიცავს

საქართველოს

ახალგაზრდობის

რვა

რეგიონს

განვითარების

მოსწავლე-ახალგაზრდებში

ფონდის

სამოქალაქო

და

დაფინანსებულია

მიერ.

პროექტი

ცნობიერების

ბავშვთა

მიზნად

ამაღლებასა

და

ისახავდა და

მათი

საზოგადოებრივ ცხოვრებში ჩართულობის ხელშეწყობას. 

კამპანია „ხელი–ხელს“ პროექტ–კამპანია

„ხელი–ხელს“

-

მიზნად

ისახავდა

შეზღუდული

შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას და ამ პრობლემების შესახებ მოსწავლეთა ინფორმირებას. პროექტის პირველი ეტაპი დაფინანსებული იყო სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, USAID-ის მიერ. 

პროექტი: „ადამიანის უფლებები ყველა ქართველო მოსწავლისათვის“ პროექტი: „ადამიანის უფლებები ყველა ქართველი მოსწავლისათვის“ ევროპის

საბჭოს ახალგაზრდული დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული და მხარდაჭერილია. პროექტი

გულისხმობდა

ოთხდღიანი

ტრეინინგ

კურსის

მოწყობას

სკოლის

მოსწავლეთათვის ადამიანის უფლებების სფეროში ცნობიერების ამაღლებისათვის. პროექტის მიზანია- მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება თავიანთი უფლებებისა და შესაძლებლობების შესახებ. 

პროექტი: „მოსწავლეთა გაძლიერება დემოკრატიული საქართველოსათვის“ პროექტი: „მოსწავლეთა გაძლიერება დემოკრატიული საქართველოსათვის“ დაფინანსდა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ. პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსის ორგანიზაციულ განვითარებას.

22


ქუთაისი ახალგაზრდული დედაქალაქი საქართველოში შავი ზღვის რეგიონალური მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დაარსების ინიციატივა

გზამკვლევი სკოლის მოსწავლეთათვის გზამკვლევი

გაერთიანებების

სკოლის ალიანსმა

მოსწავლეთათვის ქართულად

საქართველოს

თარგმნა

და

სკოლის

გამოსცა.

მოსწავლეთა

სახელმძღვანელოს

პოპულარიზაციის კამპანია საქართველოს 6 ქალაქში განხორციელდა. იგი ევროპის სკოლის მოსწავლეთა საორგანიზაციო ბიუროს (OBESSU) მიერ გამოცემული დამხმარე სახელმძღვანელოა მოსწავლეთა გაერთიანებებისათვის, სადაც დეტალურადაა აღწერილი თუ როგორ შეუძლია მოსწავლეს მონაწილეობა მიიღოს სამოქალაქო პროცესებში. 

ერთად ბავშვთა უფლებებისთვის და დემოკრატიის მხარდასაჭერად „ერთად ბავშვთა უფლებებისთვის და დემოკრატიის მხარდასაჭერად“-ორწლიანი

პროექტია, რომელიც საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსის, საერთაშორისო

ასოციაცია

„კივიტას

გეორგიკას“

და

პოლონური

ორგანიზაცია

„ედუკატორის“ თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი შიდა ქართლის რეგიონში მასწავლებელთა და სტუდენტთა თანამშრომლობის მოდელის შექმნის ხელშეწყობას გულისხმობს და მისი მიზანია ამ თანამშრომლობის საფუძველზე მოსწავლეთა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვა.

 ალიანსის წევრი კლუბები საქართველოს

სკოლის

მოსწავლეთა

გაერთიანებების

ალიანსი,

როგორც

მოსწავლეთა

თვითმმართველობებს, ასევე მოსწავლეთა დამოუკიდებელ გაერთიანებებს – კლუბებსაც აერთიანებს. კლუბები სკოლის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგნენ. მოსწავლეებს შუეძლიათ ინტერესის მიხედვით დააარსონ ის კლუბი, რომელშიც მუშაობა მათ საკუთარი თავის რეალიზების საშუალებას მისცემს. ალიანსი ამჟამად შემდეგი თემატიკის კლუბებს აერთიანებს: 

„ნატოს“ კლუბები;

ევროკავშირისა და ევროინტეგრაციის კლუბები;

გაეროსა და ჰუმანური განვითარების კლუბები;

სამოქალაქო განათლების კლუბები;

ჯანსაღი ცხოვრების კლუბები;

'გარემოს დაცვის კლუბები და სხვა.

 ალიანსის პარტნიორები საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსმა თავისი არსებობის ორ წელიწადში მოახერხა ისეთ სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურებთან კონტაქტისა და პარტნიორობის დამყარება, როგორიცაა: ევროპის სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების საორგანიზაციო ბიურო (OBESSU), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, PH International, ევროპის საბჭო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და სხვა. ალიანსისა და OBESSU-ს პარტნიორობა გამოიხატება ყოველდღიურ კონტაქტში და კონსულტაციებში, რომელსაც OBESSU-ს გამგეობის წევრები უწევენ ალიანსს.

23


ქუთაისი ახალგაზრდული დედაქალაქი საქართველოში შავი ზღვის რეგიონალური მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დაარსების ინიციატივა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს ალიანსსთან, აინტერესებს მოსწავლეთა ხედვა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რასთან დაკავშირებითაც 2012 წლის დეკემბერში გაიმართა მოსწავლეთა შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან.

აგრეთვე

ალიანსი

გამოეხმაურა

სამინისტროს,

რეკომენდაციის

სახით,

სკოლიდან

მოსწავლეთა გარიცხვის შესახებ არსებული სამართლებრივი ნორმის შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით, შეიქმნა მოსწავლეთა ხედვა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. PH International-თან ალიანსის თანამშრომლობა გამოიხატება იმაში, რომ მათი პროგრამის ფარგლებში შექმნილი კლუბები არიან ალიანსის აქტიური წევრები და იგეგმება და ხორციელდება საერთო შედეგზე ორიენტირებული პროექტები. აგრეთვე საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსი ევროპის საბჭოს კამპანია No Hate Speech Movement-ში არის ოფიციალურად ჩართული და ჰყავს წარმომადგენლობითი თანამშრომლობა, რაც გამოიხატება კამპანიის საორგანიზაციო ჯგუფში ალიანსის წარმომადგენლის აქტიური ჩართულობითა და მონაწილეობით.

 ალიანსის დონორები საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანების ალიანსი თანამშრომლობს სხვადასხვა ეროვნულ და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან:  სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი (პარტნიორობა 2011 წელს);  ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი (პარტნიორობა 2012 წელს);  ევროპის საბჭო/ახალგაზრდული დეპარტამენტი (პარტნიორობა 2013 წელს);  ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი (პარტნიორობა 2012 წელს);  პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო/პოლონეთის მხარდაჭერა (პარტნიორობა 2013 წელს).

24


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.