საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვლევითი საგრანტო პროექტი „მეტალურგიის წარმოშობა და განვითარება მთიან კოლხეთში: ახალი აღმოჩენები, კვლევები და პერსპექტივები’’ (#217128) შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტით პირველად განხორციელდა არქეომეტალურგიული ძეგლების შესწავლა არქეოლოგებისა და გეოლოგების თანამშრომლობით, რამაც შესაბამისი შედეგი მოგვცა.
ორენოვანი ნაშრომი განკუთვნილია საქართველოსა და კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის საკითხებზე მომუშავე ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისათვის, საქართველოს წარსულით დაინტერესებული მკითხველისათვის.
პროექტის ხელმძღვანელი: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო სულავა.