2018 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშრებით, გამოიცა პუბლიკაცია "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921".
პუბლიკაცია შეიქმნა ქვეყნის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ― საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს ეროვნული არქივის, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმისა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის თანამშრომლობით.
წიგნში წარმოდგენილი დოკუმენტური მასალა თემატურ-ქრონოლოგიური პრინციპით მოგვითხრობს 1918 წლის 26 მაისს აღდგენილი ქართული სახელმწიფოს ისტორიას და გვაცნობს მისი განვითარების სხვადასხვა ასპექტს.
წიგნის ავტორი: ოთარ ჯანელიძე.
პროექტი განხორციელდა მთავრობის ადმინისტრაციის მხარდაჭერი