50
გარდამოხსნა. კომპოზიცია „ქრისტეს დატირება“. საჩხერე. ცენტრალური სცენა XIV ს., წარწერა 1510-1565 წწ.
ქართული ნაქარგობისა და ქსოვილის კოლექცია პროექტი > მარიამ გველესიანი ქართული ხელოვნების განვითარების ისტორიაში დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების დარგებს მნიშვ ნელოვანი ადგილი უჭირავს. მათგან შედარებით ნაკლებ შესწავლილი და ფართო საზოგადოებისათვის უცნობი ქართული ნაქარგობაა. მისი მნიშვნელოვანი ნაწილი საქართვ ელოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვი ლის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ქსოვილისა და ნაქარგობის ფონდშია დაცული.
კ
ოლექციის შეგროვება XIX საუკუ ნის მეორე ნახევარში დაიწყო და წერა-კითხვის გამავრცელებელი და საქართველოს საისტორიო-საეთ ნოგრაფიო საზოგადოებების მოღვაწე ობას უკავშირდება. მოგვიანებით იგი საეკლესიო მუზეუმისა და კერძო პირ თაგან შეწირული, ასევე მუზეუმის მი ერ შეძენილი ექსპონატებით შეივსო, რომელთა გარკვეული ნაწილი ექვთი მე თაყაიშვილმა და გიორგი ბოჭორი ძემ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოწყობილი ექსპედიციების შედეგად მოიპოვეს. ნაქარგობის ნიმუშთა რაო დენობა ფონდში ხუთი ათასს აღემა ტება. კოლექცია ტიპოლოგიურად ორ
ენქერი. კომპოზიცია „სულიწმინდის მოფენა“ აღმოსავლეთ საქართველო XVII საუკუნის II ნახევარი
ძირითად ჯგუფადაა გაყოფილი: 1. სა ეკლესიო – ღვთისმსახურებისათვის განკუთვნილი ნივთები და სასულიერო პირთა სამოსი და 2. საერო დანიშნულე ბის ნივთები. ქართული ნაქარგობის ოსტატებმა, რომელთა დიდ ნაწილს დიდგვაროვანი მანდილოსნები წარმოადგენდნენ, ხელ საქმის მრავალფეროვან ტრადიციაში ჩააქსოვეს შემოქმედებითი ფანტაზია, რელიგიური მსოფლაღქმისა და უნატი ფესი ფერწერული აზროვნების მაღა ლი კულტურა, დახვეწილი გემოვნება და შექმნეს ეროვნული თავისებურებე ბით გაჯერებული მსოფლიო დონის ხე ლოვნების ძეგლები. ეს ის შემთხვევაა,