FilmPrint #2, Summer 2015 issue

Page 52

/

52

ბესოს“-ს – ეს სამყაროს რეალისტურად ასახვის სრულიად ახალი ხარისხია ქართულ კინოში. შეიძლება ითქვას, რომ ჰიპერრეალიზმია, რომელიც მომნუსხველად მოქმედებს მაყურებელზე. ვნახოთ, როგორი იქნება ლაშა ცქვიტინიძის კინემატოგრაფიული მომავალი... გიორგი რაზმაძე: შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ნახევარი საუკუნე ქართველი რეჟისორები გულგრილები არიან რეალობის მიმართ. ისინი საზოგადოების დიდ ტრამვებს ვერ ეხებიან, გადაფასებას ვერ ახერხებენ. მაია ლევანიძე: იშვიათი გამონაკლისების გარდა, ძირითადი მესიჯი, რომელიც იქმნება თანამედროვე კინოში, სტერეოტიპული და ხშირად სწორხაზოვანია. ვინაიდან ქართულ კინოში წყვეტა, რომელზედაც ზემოთ იყო საუბარი, ვფიქრობ, არც მომხდარა. არ მომხდარა ბოლო პერიოდის ქართული რეალობის, საზოგადოებაში არსებული მენტალური, მორალურ-ზნეობრივი ცვლილებების შეფასება, გაშლა და განზოგადება. ჩვენ ვერ გავექეცით ძველ აზროვნებას, ვინიდან ისევ მნიშვნელოვანი ხდება ზოგადი გარემოს შექმნა და ასახვა. ისევ არ გვყავს გმირები, რომელიც საინტერესო იქნება ღრმა ფსიქოლოგიზმით,

არ ვეხებით სოციუმში დაგროვილ უმწვავეს პრობლემებს და პიროვნებაზე მისი გავლენების რთულ ასპექტებს და ა.შ არადა, რეალობა ამის საშუალებას იძლევა. ხშირად ის უფრო საინტერესოა, ვიდრე ხელოვნებაში აღბეჭდილი გარემო. მანანა ლეკბორაშვილი: ქართულ კინოში ფსიქოლოგიზმი და პიროვნება ტრადიციულად არ იდგა ცენტრალურ ადგილზე, ყოველთვის მეტად გვაინტერესებდა ჭეშმარიტი თუ მოგონილი პრობლემები. სწორედ ამიტომ ვიცავ თანამედროვე ქართულ კინოს, ვინაიდან დღეს ჩნდება ახალი, განსხვავებული გმირები. მაგალითად, თინათინ ყაჯრიშვილის „პატარძლებში“ მთავარი მაინც გმირი, მისი სულიერი მდგომარეობაა, თუმცა ის გარემოსთან ურთიერთობაში და კონფლიქტში არის დანახული; გარემო ქმედითი ფონია, მაგრამ მაინც ფონი და ეს ძალიან მომწონს. იგივე შემიძლია ვთქვა კოღუაშვილის ახალ ფილმზეც. ვფიქრობ, არის ერთგვარი ნიშნები, რომელიც ახალი ტენდენციის ჩამოყალიბების იმედს იძლევა. ნენო ქავთარაძე: პრობლემატიკის ასახვას არაერთი მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმი ცდილობს, მეტ-ნაკლები წარმატებით. მაგრამ

რეალობის ასახვა მთელი თავის სიმძაფრით დოკუმენტურ კინოში უნდა ვეძიოთ, რომელშიც ბოლო 5 წლის მანძილზე საინტერესო და მნიშნელოვანი ძვრებია. მანანა ლეკბორაშვილი: კინოს ისტორიამ ბევრი მაგალითი იცის, როცა დოკუმენტური კინო ეროვნული კინემატოგრაფის აღორძინების ავანგარდში ჩამდგარა, დღევანდელი ქართული დოკუმენტური კინოც იძლევა ამის იმედს. სალომე ჯაშის, ორჯონიკიძისა და არსენიშვილის, სხვათა ფილმებში რეალობის არაზედაპირული ფენების კვლევის ინტერესი და მისადმი შემოქმედებითად მიდგომის მკაფიო ნიშნებია. შესაძლოა, დოკუმენტურის კვალდაკვალ ქართულმა მხატვრულმა კინემატოგრაფმაც თანდათან „გემო გაუგოს“ მის ირგვლივ არსებულ რეალობას. >> მაია ლევანიძე


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.