Page 1


შუქურა ქობულეთი ქობულეთის შუქურა 1968 წელს დაარსდა. გუნდის ფერები ამ სეზონში შავ-თეთრადაა გადაწყვეტილი. ქობულეთელები საშინაო მატჩებს ჩელე არენაზე ატარებენ, რომლის ტევადობაც 6000 მაყურებელზეა გათვლილი, თუმცა ამ პირველობის მესამე წრიდან სტუმრებს ბათუმში, რაგბი არენაზე მასპინძლობენ. თავდაპირველად გუნდს- ქობულეთი ერქვა. ქობულეთი 2003-2004 წლების სეზონში პირველი ლიგის ჩემპიონი გახდა. შემდგომ წლებში გუნდი დაიშალა და 2011 წელს განახლდა, მთავარი მწვრთნელის- ასლან ბალაძის დახმარებით რეგიონალურ ლიგაში წარმატებით ასპარეზობის შემდეგ შუქურა პირველ ლიგაში დაბრუნდა. მალევე ასლან ბალაძემ დატოვა კლუბი და მის ნაცვლად ვალერი ჩხარტიშვილი მოვიდა. 2012-2013 წლების სეზონში შუქურა პირველი ლიგის B ჯგუფში მესამე ადგილს დასჯერდა. 2013-2014 წლების სეზონში ასპარეზობა ამჯერად პირველი ლიგის A ჯგუფში განაგრძო და ჩემპიონიც გახდა. 2013-2014 წლების სეზონში შუქურამ შესძლო ისტორიაში პირველად საქართველოს თასის ნახევარფინალში გასვლა, სადაც საჩხერის ჩიხურასთან დამარცხდა. ყველაზე დიდი ანგარიშით შუქურამ ბათუმის ადელი და ოზურგეთის მერცხალი დაამარცხა (6:0). ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ჩიხურასთან განიცადა (0:8). დინამო - შუქურა | ურთიერთშეხვედრები ამ გუნდების დაპირისპირება ეროვნულ ასპარეზზე 8 შეხვედრას ითვლის. შვიდი მატჩი თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა, ერთი კი ფრედ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი დედაქალაქელთა სასარგებლოდაა - 22/3. საქართველოს ჩემპიონატში ეს გუნდები ერთმანეთს პირველად 2014/2015 წლების გათამაშების პირველ წრეში შეხვდნენ. 16 სექტემბერს დინამო არენაზე გამართული მატჩი, ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 6:0 დასრულდა. ორი გოლი ნიკოლოზ საბანაძემ გაიტანა, თითო კი საბა ლობჟანიძემ, ლაშა შერგელაშვილმა, გიორგი პაპუნაშვილმა და გიორგი ჩირგაძემ. 14 მარტს ქობულეთში შემდგარი შეხვედრა ასევე დინამოელთა გამარჯვებით მორჩა. მატჩის ერთადერთი გოლი ლაშა პარუნაშვილის ანგარიშზეა. მომდევნო სეზონში დინამომ ორივე შეხვედრაში აჯობა ქობულეთელ ვიზავის. 2015 წლის 12 დეკემბერს ჩელე არენაზე გამართულ ორთაბრძოლაში დინამომ ერთის წილ სამი გოლი გაუტანა მასპინძლებს. გოლები გიორგი ქვილითაიამ, გიორგი გურულმა და ჯაბა ჯიღაურმა ჩაიწერეს აქტივში. 22 მაისს კი, პირველობის ბოლო ტურში თბილისელებმა ვახო ჭანტურიშვილის გოლით 1:0 დაამარცხეს მეტოქე. დინამო ზღვისპირელებს 2016 წლის 11 სექტემბერს შეხვდა და ფრედ 1:1 დაცილდა მეტოქეს. გოლი ქობულეთელთა კარში ალექსანდრე ამისულაშვილმა გაიტანა. 6 ნოემბერს ქობულეთში ზაზა ჭელიძემ გაიტანა და და დინამომ 1:0 მოიგო. მიმდინარე პირველობის პირველ წრეში გუნდები დინამო არენაზე წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ და დინამომ დიდი ანგარიშით 5:0 დაჯაბნა სტუმრები. ბაჩანა არაბულმა ჰეთ თრიქი შეასრულა. თითო გოლი კი გიორგი პაპუნაშვილმა და საბა ლობჟანიძემ გაიტანეს ზღვისპირელთა კარში. მეორე წრის მატჩში ჩელე არენაზე ასევე 5 გოლი გავიდა. ამჯერად დინამომ 4:1 იმარჯვა. არაბულმა, ლობჟანიძემ და კუციამ გაუტანეს ქობულეთელებს. ჩაჩუამ კი ავტოგოლი ჩაიწერა თავის ანგარიშზე.

შუქურა ქობულეთი


სანაკრებო პაუზა / ტრანსფერები მსოფლიოს საკლუბო ფეხბურთმა ორკვირიანი პაუზა აიღო და ასპარეზი ეროვნულ ნაკრებებს დაუთმო. საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩები გამართეს საქართველოს ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა ვლადიმერ ვაისის გუნდმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კიდევ ორი მატჩი გამართა შინ ირლანდიასთან და სტუმრად ავსტრიასთან, ორივე შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ ერთი დინამოელი - ნუკრი რევიშვილი იყო გამოძახებული, რომელსაც შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია. წარუმატებლად დაიწყო ახალი შესარჩევი ციკლი საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა, გია გეგუჩაძის გუნდმა საკუთარ მოედანზე პოლონეთთან დათმო შეხვედრა (0:3) დინამოელთაგან მატჩში მონაწილეობა მიიღეს: აკაკი შულაიამ, გიორგი კუციამ და ბექა მიქელთაძემ, სათადარიგო იყო დავით კობოური, ხოლო ოთარ კიტეიშვილი გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარა. დინამო თბილისი ორმა გამორჩეულმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა დატოვა. გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ბელგიურ გენტში გააგრძელებს, ხოლო ლუკა ლოჩოშვილი კიევის დინამოში. ფეხბურთელებმა დინამოს ძირითადი გუნდის მაისური პირველად გასულ სეზონში მოირგეს და თავი ძალიან კარგად წარმოაჩინეს. მიმდინარე სეზონში, თავიანთ პოზიციებზე ისინი არამხოლოდ საკუთარ გუნდში, არამედ მთლიანად ეროვნულ ლიგაში გამოირჩეოდნენ.

დინამო თბილისი წარმატებებს უსურვებს ახალგაზრდა მოთამაშეებს კარიერაში!

shukura kobuleti

24

+45

56

24

+16

48

24

+12

45

24

+11

39

24

-9

34

24

+4

34

24

-10

26

24

-7

25

24

-22

19

24

-40

11


გიორგი შაშიაშვილი ვლადიმერ მელნიჩენკო გიორგი სომხიშვილი რომან ჩაჩუა გია ჩადუნელი რომან პომაზანი დავით ცეცხლაძე ზურაბ მალანია გელა გოგიტიძე სტეფან დასე თორნიკე დაგარგულია ირაკლი კლიმიაშვილი შერმადინ ართმელაძე კობა შალამბერიძე სანდრო გურული ერეკლე მალაზონია დავით ჩაგელიშვილი გიორგი კახელიშვილი გიორგი გოგილაშვილი მარსელინიო გიორგი ჩელებაძე

დინამო - შუქურა: მატჩის პროგრამა  
Advertisement