Page 1


დინამო ბათუმი საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი 1923 წელს დაარსდა. 1990 წელს გუნდის სახელი შეიცვალა სკ ბათუმით, თუმცა 1994 წელს კლუბმა ისევ პირვანდელი სახელი დაიბრუნა. საკლუბო ფერებად ლურჯი და თეთრია მიჩნეული. დღეისათვის (14 წლიანი პაუზის შემდეგ) ბათუმელები საშინაო შეხვედრებს საკუთარ ქალაქში, რაგბი არენაზე ატარებენ. დინამო ბათუმმა 1993, 1995 და 1996 წლებში ითამაშა საქართველოს თასის ფინალში. 1997 წელს გუნდმა ბრინჯაო დაიმსახურა და ისევ თასის ფინალში დამარცხდა. 1998 წელს ბათუმელებმა ჩემპიონატის ვერცხლის მედლებს, საქართველოს თასი და სუპერთასი მიაყოლეს. ევრო ასპარეზზე ზღვისპირელებს 1995 წელს ჰქონდათ დებიუტი (თასების მფლობელთა თასი). ბელგრადის ობილიჩთან თამაში საერთო ჯამში 3:2 დასრულდა ბათუმელთა სასარგებლოდ. შემდეგ იყო დუელი გლაზგოს სელტიკთან და მარცხი ორი მატჩის ჯამში 2:7. ბათუმელებმა კიდევ სამი სეზონი იასპარეზეს ევროთასებზე. 2008 წელს დინამო პირველ ლიგაში დაქვეითდა. 2012- ში ზღვისპირელები დაუბრუნდნენ ქართული ფეხბურთის ელიტას. იმ სეზონის ბოლოს ისევ პირველ ლიგაში დაქვეითდნენ და ერთ წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ უმაღლესი ლიგა. 2015 წლის ზაფხულს ბათუმელებმა ქვეყნის ვიცე ჩემპიონის სტატუსით ევროპა ლიგის გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა. პირველ ეტაპზე დინამოელთა მეტოქე ომონია ნიქოზია გახლდათ. ზესტაფონში ჩატარებული დაპირისპირება ბათუმელთა სასარგებლოდ 1:0 დასრულდა. კვიპროსში კი მასპინძლებმა იმარჯვეს ორი უპასუხო ბურთით. 2016 წლის გარდამავალი პირველობა წარმატებული გამოდგა ზღვისპირელთათვის. გუნდმა მცირე ფინალში დინამო თბილისი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლებთან ერთად ევროპა ლიგის საგზურიც დაიმსახურა, სადაც პოლონურ იაგელონიას გადაეყარა და გათამაშების პირველივე ეტაპზე საერთო ჯამში 0:5 დამარცხდა. მტკვრისპირელთა და ზღვისპირელთა ურთიერთშეხვედრები საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 53 მატჩიდან, 38- ჯერ მტკვრისპირელებმა იზეიმეს გამარჯვება, 8 შეხვედრა ფრედ, დასრულდა, ხოლო 7 დაპირისპირებიდან ზღვისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 111/45 თბილისელთა სასარგებლოდ. ურთიერთშეხვედრებში ყველაზე მეტჯერ- ათჯერ დაფიქსირდა ანგარიში 1:0. შვიდჯერ მატჩი 2:1 მორჩა, ექვსჯერ კი შეხვედრები 2:0, 3:0 და 3:1 დასრულდა. ყველაზე უხვგოლიანი მატჩი 1994 წლის 18 სექტემბერს გაიმართა. ბათუმში ჩატარებულ შეხვედრაში რვა გატანილი გოლი ვიხილეთ. არჩილ არველაძის ჰეთ–თრიქს, შოთა არველაძის დუბლი მიემატა და თბილისელებმა 5:3 იმარჯვეს. იმავე ანგარიშით იმარჯვა დინამო თბილისმა 2012 წლის 11 ნოემბერს. დიდი ანგარიშით დინამო მეთექვსმეტე ჩემპიონატის მეცხრე ტურში დამარცხდა. 2004 წელს ჩატარებულ შეხვედრაში დედაქალაქელები 0:3 დამარცხდნენ. ყველაზე დიდი ანგარიშით მტკვრისპირელებმა მეტოქე 2007 წლის 29 სექტემბერს დაამარცხეს. მეცხრამეტე ჩემპიონატის მეშვიდე ტურში დინამომ შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა ბათუმელ სეხნიას. თავი კი გამოიჩინეს: სანდრო კობახიძემ და ჯორჯ აკირემმა დუბლებით, მიხეილ ხუციშვილმა, ილია სპასოევიჩმა და ლევან ხმალაძემ კი თითო გოლით. 2017 წლის 28 მაისს დინამო არენაზე გაიმართული პაექრობა თბილისელთა გამარჯვებით ასევე დიდი ანგარიშით 4:0 დასრულდა. გოლები ბათუმელთა კარში ბექა მიქელთაძემ, საბა ლობჟანიძემ (2) და გიორგი გველესიანმა გაიტანეს. ბოლოს ორი დინამო ერთმანეთს ბათუმში, რაგბი არენაზე შეხვდა. 2017 წლის 26 აგვისტოს გამართული მატჩი თბილისელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გოლები მასპინძელთა კარში ლევან გეგეჭკორმა და აკაკი შულაიამ გაიტანეს.

დინამო ბათუმი


საქართველოს თასი / ეროვნული ლიგა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშება დასასრულს მიუახლოვდა. ნახევარფინალში ერთმანეთს ხონის იმერეთი - საჩხერის ჩიხურას, ხოლო ტორპედო ქუთაისი დინამო თბილისს დაუპირისპირდა. საჩხერელებმა ქვედა დივიზიონის წარმომადგენელი საკმაოდ მარტივად დაამარცხეს ანგარიშით 5:0 და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს. ტრადიციულად ძალიან პრინციპული და დრამატული გამოდგა ძველი მეტოქეების დაპირისპირება. ტორპედოს წილისყრაში გაუმართლა და საკუთარი მოედნის უპირატესობა ხვდა წილად. თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, უამრავი მომენტი შეიქმნა ორივე გუნდის კართან, თუმცა 120 წუთის განმავლობაში გოლის გატანა ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა. მატჩის შემდგომი პენალტების სერიაში, მასპინძლები უკეთ გამოიყურებოდნენ და იმარჯვეს კიდეც (5:4). იმერულ ფინალში ჩიხურა ტორპედოს დაუპირისპირდება. წარმატებული გამოდგა ეროვნული ლიგის გასული ტური ჩვენი გუნდისთვის. დინამოელებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საჩხერის ჩიხურა მარტივად დაამარცხეს 3:1. პარალელურად დამარცხდნენ უახლოესი მდევრები - ქუთაისის ტორპედო და სამტრედია, ტორპედოს გორის დილამ აართვა ქულები, ხოლო სამტრედიას საბურთალომ. ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე დინამოს 4 ქულიანი ჰანდიკაპი აქვს მეორეადგილოსანთან.

dinamo batumi

32

+46

68

32

+25

64

32

+17

61

32

+18

53

32

+15

52

32

-11

46

32

-9

37

32

-24

33

32

-35

20

32

-42

17


ასლან ბალაძე ლევან შოვნაძე რომან ტაკიძე ანატოლი ტიმოფეევი დავით კვირკველია ბორის მახარაძე არჩილ ტვილდიანი ნიკა მგელაძე ანზორ სუხიაშვილი მირზა ფარტენაძე ვაჟა ქორიძე ზურაბ არზიანი თემურ ჩოგაძე ელგუჯა გრიგალაშვილი ფლამარიონი გიორგი ქავთარაძე ნიკა კვანტალიანი ვალერიან თევდორაძე ბექა ვარშანიძე გეგი კეკუა თეიმურაზ შონია ოთარ მარცვალაძე იაროსლავ კვასოვი

დინამო თბ - დინამო ბთ: მატჩის პროგრამა  
Advertisement