სეზანი კატალოგი

Page 1

მწერლობანა უფროსებისთვის

წინასიტყვაობა

ჩვენ მხოლოდ მინიშნებებს გთავაზობთ,

ფასი: 11.50 9.00 ლარი კალათაში დამატება

გვინდა ფიქრისთვის განგაწყოთ.

თქვენს ცოდნას კი არ ვამოწმებთ, უფრო განდობა გვაინტერესებს.

ამ ტექსტებზე მუშაობა ასოციაციობანას უნდა დაემსგავსოს, იხალისეთ!

საბოლოოდ კი, მგონი, მშვენიერი ესეების კრებული გამოგივათ!

იყო დრო, საქართველოში ყველა

კატეგორია: შემეცნებითი / შემოქმედებითი უნარის განმავითარებელი გამომცემლობა: „სეზანი“ ავტორი: მანანა კარტოზია გვერდების რაოდენობა: 72 გარეკანი: რბილი ენა: ქართული გამოშვების წელი: 2019 ხელმისაწვდომი: არის ფორმატი: 20.5X28 ISBN: 978-9941-8-1754-0

მელექსეობას ცდილობდა,

დღეს გვინდა ემოციები განსჯამ

ჩაანაცვლოს და ყველა ქართველი ახერხებდეს აზრის წერილობით გადმოცემას.

მანანა კარტოზია

ანოტაცია: ჩვენ მხოლოდ მინიშნებებს გთავაზობთ, გვინდა ფიქრისთვის განგაწყოთ. თქვენს ცოდნას კი არ ვამოწმებთ, უფრო განდობა გვაინტერესებს. ამ ტექსტზე მუშაობა ასოციაციობანას უნდა დაემსგავსოს, იხალისეთ! საბოლოოდ კი, მგონი, მშვენიერი ესეების კრებული გამოგივათ! იყო დრო, საქართველოში ყველა მელექსეობას ცდილობდა, დღეს გვინდა ემოციები განსჯამ ჩაანაცვლოს და ყველა ქართველი ახერხებდეს აზრის წერილობით გადმოცემას. - მანანა კარტოზია


მწერლობანა პატარებისთვის

პროლოგი, ანუ წინათქმა

იცი, რა საინტერესო თამაშია „მწერლობანა“? ამ თამაშში, ჯადოქარივით, ყველაფრის გაკეთება შეგიძლია:

ფასი: 9.00 7.65 ლარი 9.00 ლარი კალათაში დამატება

ბაც! და ცხრა მთის, ცხრა ზღვისა და ცხრა პლანეტის იქით ამოყოფ თავს.

ბაც! და ცხოველებს, ჩიტებს ან სულაც, ფუმფულა სათამაშოს აალაპარაკებ...

კიდევ ბევრი რამ შეგიძლია, მთავარია,

სულ ოდნავ მოინდომო და ეს ყველაფერი გამოიგონო, ამბებს ხომ ისედაც იგონებ.

ჩვენ კი შევეცდებით, რომ დაგეხმაროთ:

იმისთვის, რომ წერა გაგიადვილდეს, ყველა ამბის დასაწყისს გთავაზობთ. თითოეულს

უკვე მზა ილუსტრაცია, ანუ ნახატიც აქვს. ილუსტრაციებზე პერსონაჟები, ანუ მოთხრობის გმირები არიან.

შეგიძლია სხვა მოქმედი პირებიც გამოიგონო.

კატეგორია: შემეცნებითი/შემოქმედებითი უნარის განმავითარებელი გამომცემლობა: „სეზანი“ ავტორი: ლელა ცუცქირიძე გვერდების რაოდენობა: 32 გარეკანი: რბილი ენა: ქართული გამოშვების წელი: 2019 ილუსტრატორი: ლელა ცუცქირიძე ხელმისაწვდომი: არის ფორმატი: 21X28 ISBN: 978-9941-8-1634--5

ისინი შეიძლება იყვნენ როგორც ადამიანები, ისე ცხოველები, ფრინველები, მწერები და საგნებიც კი.

მოიფიქრე, როგორები იქნებიან შენი

გამოგონილი გმირები: ბოროტები თუ

კეთილები, სევდიანები თუ მხიარულები.

მოიფიქრე სიუჟეტიც, ანუ თავად ამბავი. როგორი იქნება იგი – მხიარული თუ

სევდიანი. ან სად მოხდება – სკოლაში, თეატრში, ტყეში, ცაში თუ ჯადოსნურ ქვეყანაში.

მოიფიქრე ისიც, საბოლოოდ რა ბედი ეწევათ შენს გმირება.

მერე აიღე კალამი (ფანქარიც შეიძლება,

სხვათა შორის) და ის, რაც გამოიგონე, აქ ჩა-წე-რე!

ჰო, სათაურების მოფიქრებაც არ დაგავიწყდეს!

ანოტაცია: მწერლობანას დანიშნულებაა ფანტაზიისა და წარმოსახვის განვითარება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, მოტორიკის განვითარების ხელშეწყობა. სავალდებულოა: პატარა მწერლის მოსმენა, შექება და წა-ხა-ლი-სე-ბა!


პატარა მუკი ფასი: 24.50 19.60 ლარი კალათაში დამატება კატეგორია: გერმანული ლიტერატურა გამომცემლობა: „სეზანი“ ავტორი: ვილჰელმ ჰაუფი/Wilhelm Hauff გვერდების რაოდენობა: 56 გარეკანი: მაგარი ენა: ქართული, გერმანული გამოშვების წელი: 2018 მთარგმნელი: მედეა დიდებულიძე ილუსტრატორი: ოლესია თავაძე ხელმისაწვდომი: არის ფორმატი: 22X30.5 ISBN: 9789-941-8-0069-6 ანოტაცია: თქვენს ხელთაა მსოფლიო საბავშვო ლიტერატურის ერთერთი შედევრი - ვილჰელმ ჰაუფის ზღაპარი „პატარა მუკის ამბავი“. ის პირველად გამოიცემა ერთდროულად გერმანულ და ქართულ ენებზე. ვიმედოვნებთ, ჩვენი პატარა მკითხველები დიდი ინტერესით წაიკითხავენ 200 წლის წინათ დაწერილ ამ არაჩვეულებრივ ამბავს არაჩვეულებრივი ილუსტრაციების თანხლებით. ილუსტრაციები ხომ ასე გვეხმარებიან პატარა მუკის თავგადასავლის თანამონაწილენი გავხდეთ.


ძალა ერთობაშია ფასი: 24.50 19.60 ლარი კალათაში დამატება

კატეგორია: ქართული მწერლობა უცხოურ ენებზე გამომცემლობა: „სეზანი“ ავტორი: სულხან-საბა ორბელიანი/Sulchan-Saba Orbeliani გვერდების რაოდენობა: 48 გარეკანი: მაგარი ენა: ქართული, გერმანული გამოშვების წელი: 2018 მთარგმნელები: მიხეილ წერეთელი, ანა კაკაბაძე ილუსტრატორი: ოლესია თავაძე ხელმისაწვდომი: არის ფორმატი: 22X30.5 ISBN: 978-9941-8-0070-2 ანოტაცია: წიგნში შესულია სულხან-საბას იგავები როგორც ქართულ, ისე გერმანულ ენაზე.


თეატრალური ზღაპრები ფასი: 15.00 12.00 ლარი კალათაში დამატება

კატეგორია: ზღაპრები გამომცემლობა: „სეზანი“ ავტორი: ილზე ლიეპა გვერდების რაოდენობა: 82 გარეკანი: მაგარი ენა: ქართული გამოშვების წელი: 2014 ხელმისაწვდომი: არის ფორმატი: 24X32 ISBN: 978 -9941-0-6642-9 ანოტაცია: ილზე ლიეპას „თეატრალური ზღაპრები“ ბავშვებს აღმოაჩენინებს ბალეტის ჯადოსნურ სამყაროს, რომელშიც სპექტაკლის ყველა მონაწილე, დაწყებული საბალეტო ფეხსაცმლით და დამთავრებული განათების მოწყობილობით, ცოცხალი და მგრძნობიარე არსებები არიან. ეს გასაოცარი წიგნი ჯადოსნური კარია აღმაფრენისა და შემოქმედების უსაზღვრო სამყაროში.


მხიარული რეცეპტები ფასი: 15.90 11.95 ლარი კალათაში დამატება

კატეგორია: ლექსები გამომცემლობა: „სეზანი“ ავტორი: მარიამ წიკლაური გვერდების რაოდენობა: 136 გარეკანი: მაგარი ენა: ქართული გამოშვების წელი: 2016 ხელმისაწვდომი: არის ფორმატი: 21.7X27.2 ISBN: 978-9941-0-8600-7 ანოტაცია: „ქართული ანბანის“ მეგობარ წიგნში ძალიან ბევრი სიტყვა და ამ სიტყვებისგან აშენებული ამბები თუ ხასიათებია. თითოეულ ამბავს თავისი გემო აქვს. ეს წიგნი დაგეხმარებათ იპოვოთ თქვენთვის ყველაზე მახლობელი სიტყვები, განწყობები, ამბები... ამ ლექსებით პატარები შეისწავლიან დათვლას, გაიცნობენ ემოციებს და მათ სახელებს, ცხოველებისა და ფრინველების ნაშიერებს, საკუთარ სხეულს, სახალისო და წარმოუდგენლად გიჟურ რეცეპტებს. რაც მთავარია, წიგნში ლექსები დალაგებულია ასაკისა და თემების მიხედვით.


მოგითხრობთ ვეფხისტყაოსანს ფასი: 5.50 4.40 ლარი კალათაში დამატება

კატეგორია: ქართული მწერლობა გამომცემლობა: „სეზანი“ ავტორი: ავთანდილ არაბული გვერდების რაოდენობა: 102 გარეკანი: რბილი ენა: ქართული გამოშვების წელი: 2016 ხელმისაწვდომი: არის ფორმატი: 13X21 ISBN: 978-9941-0-9082-0 ანოტაცია: წიგნის ავტორი ავთანდილ არაბული ღირსეულ მეგზურობას გაგიწევთ პოემის ლაბირინთებში, ადგილ-ადგილ არქაული სიტყვებისა და ღრმა აზრების ჩუქურთმებით რომ არის გასაიდუმლოებული. დაგეხმარებათ, იპოვოთ ყველა ქართველისთვის უძვირფასესი და უმშვენიერესი სიყვარულის საგანი - „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც მეთორმეტე საუკუნის ციხესიმაგრეშია გამოკეტილი და ქაჯები ბუნდოვანების მოსასხამებით იცავენ, რომ მისი ბრწყინვალება გააუჩინარონ და ვერ გავიგოთ, რა სიბრძნე, რა განძი დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა.


ცისკრის ვარსკვლავი ფასი: 100 75 ლარი კალათაში დამატება კატეგორია: ბიოგრაფიულ-მემუარული, მოგონებები გამომცემლობა: „სეზანი“ გვერდების რაოდენობა: 396 გარეკანი: მაგარი+სუპერი ენა: ქართული გამოშვების წელი: 2014 ფოტოების ავტორები: მეჩითოვი, ალოვერტი, გლანინი, გოგატიშვილი, ზახარკინი, ლოგვინოვი, ჩანადირი, წიბახაშვილი ხელმისაწვდომი: არის ფორმატი: 23X30 ISBN: 978-9941-0-6888-1 ანოტაცია: ფოტოალბომი „ნიკა ცისკარიძე - მსოფლიო ბალეტის ცისკრის ვარსკვლავი“ არის მემუარული ჟანრის მოყვარულთათვის განკუთვნილი არტპროექტი, რომელმაც შეაჯამა ბალეტის ვირტუოზი მოცეკვავის ნიკა ცისკარიძის სასცენო მოღვაწეობის 21-წლიანი თავგადასავალი და მიუჩინა მას ადგილი საქართველოს ღირსეული შვილების: ვახტანგ ჭაბუკიანის, ჯორჯ ბალანჩინის, სოლიკო ვირსალაძის გვერდით. წიგნი ეძღვნება ნიკას დედის ლამარა ცისკარიძის ხსოვნას და... საქართველოს. ეს არის „სეზანის“ სერიის: „დაიბადა საქართველოში“ პირველი წიგნი და მასში დაუვიწყარი, მაღალმხატვრული ფოტოებია თავმოყრილი.


გაერთე და იბეჯითე ჯადოსნური ფანქრის დახმარებით ფასი: 9.00 6.75 ლარი კალათაში დამატება კატეგორია: შემეცნებითი/გონების განმავითარებელი გამომცემლობა: „სეზანი“ ავტორი: ავტორთა ჯგუფი გვერდების რაოდენობა: 92 გარეკანი: რბილი ენა: ქართული გამოშვების წელი: 2012 ხელმისაწვდომი: არის ფორმატი: 21X30 ISBN: 978-9941-0-4185-3 ანოტაცია: წიგნი შეიცავს სქემატურ-გრაფიკულ სავარჯიშოებს გასაფერადებლად, შესაერთებლად, ნიშნების გრაფიკულად მოდელირებას და სხვა ინტეგრირებულ ამოცანებს. ამ წიგნით სწავლებისას მასწავლებელი (პედაგოგი, მშობელი თუ ფსიქოლოგი) თანამშრომლობს ბავშვთან. იგი კითხულობს ტექსტს, ამოცანებს და ბავშვის ინიციატივის წახალისებით ეხმარება მას შესრულებაში. დავალებათა სისტემის თანმიმდევრული შესრულება განაპირობებს ბავშვის სასკოლოდ კარგ დონეზე მომზადებას მათემატიკაში.


ამირანი ფასი: 17.00 11.50 ლარი კალათაში დამატება

კატეგორია: ლეგენდები/მითები გამომცემლობა: „სეზანი“ ავტორი/მთხრობელი: თამარ შარაბიძე გვერდების რაოდენობა: 80 გარეკანი: რბილი ენა: ქართული გამოშვების წელი: 2012 მხატვარი: კოტე სულაბერიძე ხელმისაწვდომი: არის ფორმატი: 21.5X25 ISBN: 978-9941-0-4106-8 ანოტაცია: თქმულება „ამირანზე“ ერთ-ერთი უძველესი ფოლკლორული ძეგლია, მისი ფესვები წარმართულ ხანაში იკარგება. როგორც ჩანს, დროის დინებას გავაყოლეთ ის ცოდნა, ის აღქმა, რაც ქართველმა კაცმა თავისი ერთ-ერთი საყვარელი გმირის თავგადასავალში კოდივით ჩადო. დღეს მხოლოდ სპეციალისტებისთვის არის მისახვედრი, მაინც რატომ ებრძოდა ამირანი დევ-ქაჯებს, რატომ დაისაჯა ასე უმოწყალოდ. ამირანის ეპოსში გაბნეულ ამ ქარაგმებს დღევანდელი მკითხველისთვის განმარტება სჭირდება, ამიტომაც წიგნის შემქნელებმა მიზნად დაისახეს იმდენად უშუალოდ და გულწრფელად გაგიზიარონ თავიანთი ნააზრევი, რომ მკითხველიც წაგაქეზონ, იკითხოთ ამირანი თქვენებურად, ინტერპრეტაციებით.


AMIRAN ფასი: 16.90 11.50 ლარი კალათაში დამატება კატეგორია: ქართული მწერლობა უცხოურ ენებზე გამომცემლობა: „სეზანი“ ავტორი/მთხრობელი: თამარ შარაბიძე გვერდების რაოდენობა: 64 გარეკანი: რბილი ენა: ინგლისური გამოშვების წელი: 2012 მხატვარი: კოტე სულაბერიძე ხელმისაწვდომი: არის ფორმატი: 21.5X24.5 ISBN: 978-9941-0-4246-1 ანოტაცია: თქმულება „ამირანზე“ ერთ-ერთი უძველესი ფოლკლორული ძეგლია, მისი ფესვები წარმართულ ხანაში იკარგება. როგორც ჩანს, დროის დინებას გავაყოლეთ ის ცოდნა, ის აღქმა, რაც ქართველმა კაცმა თავისი ერთ-ერთი საყვარელი გმირის თავგადასავალში კოდივით ჩადო. დღეს მხოლოდ სპეციალისტებისთვის არის მისახვედრი, მაინც რატომ ებრძოდა ამირანი დევ-ქაჯებს, რატომ დაისაჯა ასე უმოწყალოდ. ამირანის ეპოსში გაბნეულ ამ ქარაგმებს დღევანდელი მკითხველისთვის განმარტება სჭირდება, ამიტომაც წიგნის შემქნელებმა მიზნად დაისახეს იმდენად უშუალოდ და გულწრფელად გაგიზიარონ თავიანთი ნააზრევი, რომ მკითხველიც წაგაქეზონ, იკითხოთ ამირანი თქვენებურად, ინტერპრეტაციებით.


რობერტ ფროსტი ფასი: 45.00 38.25 ლარი კალათაში დამატება კატეგორია: პოეზია, მხატვრობა გამომცემლობა: „სეზანი“ ავტორი: ოლესია თავაძე გვერდების რაოდენობა: 116 გარეკანი: რბილი ენა: ქართული გამოშვების წელი: 2018 მხატვარი: ოლესია თავაძე ხელმისაწვდომი: არის ფორმატი: 30X23.5 ISBN: 978-9941-27-871-6 ანოტაცია: მეოცე საუკუნის უდიდესი ამერიკელი პოეტი რობერტ ლი ფროსტი ძნელად თუ წარმოიდგენდა, რომ მისი გარდაცვალებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ, შორეული საქართველოს დედაქალაქში გაიმართებოდა გამოფენა, სადაც ყველა ნამუშევარი მისი პოეზიით იქნებოდა შთაგონებული... წარმოდგენილმა გრაფიკულმა სერიამ თვალნათლივ წარმოაჩინა, როგორ ძალუძს ფროსტის პოეზიის მეტაფიზიკურ სიღრმეს ასაზრდოოს შემდგომ თაობათა სულიერი ძიებანი და როგორ არღვევს ჭეშმარიტი გენია დროისა და სივრცის საზღვრებს. ქალბატონმა ოლესიამ თავისი განცდით ზედმიწევნით დაგვიახლოვა ფროსტის პოეზია.


სიზმარი ფასი: 10.00 7.00 ლარი კალათაში დამატება კატეგორია: მწერლობა გამომცემლობა: „სეზანი“ ავტორი: ლევან მუსხელიშვილი გვერდების რაოდენობა: 108 გარეკანი: რბილი ენა: ქართული გამოშვების წელი: 2018 ხელმისაწვდომი: არის ფორმატი: 19.5X13.5 ISBN: 978-9941-8-0709-1 ანოტაცია: ლევან მუსხელიშვილი ახლა 70 წლის არის, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია, 27 წელიწადია ცხოვრობს და მუშაობს აშშ-ში, არკანზასში, ამერიკაში გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მოთხრობების წერა 2015 წელს დაიწყო და... 2018 წელს გახდა ლიტერატურული კონკურსის „საბას“ ლაურეატი კატეგორიაში „პროზაული კრებული“. მისი მოთხრობის სიუჟეტები სხვადასხვა დროსა და ქვეყანაში ვითარდება, მისი გმირებიც, შესაბამისად, მიმოფანტული არიან დროსა და სივრცეში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ავტორი მიზნად ისახავდა, რომ მათი ნამდვილი მოქმედების ადგილი გმირების შინაგანი სამყარო ყოფილიყო; სამყარო, რომელსაც მათი სული და გონება ქმნიან. და ეს მას გამოუვიდა.


სტენოგრაფიული რომანები ფასი: 15.00 12.00 ლარი კალათაში დამატება კატეგორია: მწერლობა გამომცემლობა: „სეზანი“ ავტორი: ელენე პეპი ბოჭორიშვილი გვერდების რაოდენობა: 224 გარეკანი: მაგარი ენა: ქართული გამოშვების წელი: 2016 ხელმისაწვდომი: არის ფორმატი: 21X12.5 ISBN: 978-9941-0-8726-4 ანოტაცია: ელენე პეპი ბოჭორიშვილი არის ქართველი, ცხოვრობს კანადაში და წერს რუსულად. „სტენოგრაფიული რომანები“ სეზანის სერიის: „დაიბადა საქართველოში“ მეორე წიგნია. მასში მწერლის სამი რომანია დაბეჭდილი: „ჩემი ბებრუცუნები“; „მამაჩემის თავი“ და „ჯადოსნური მალამო“. პეპის უნიკალური, თანამედროვე, უაღრესად ლაკონიური სტილით მოთხრობილი საქართველოს ამბები რუსულად იწერება და ითარგმნება. როგორც მწერალი ამბობს, იპოვა საქართველოში თავისი ნაწარმოებების გულთამხილველი მთარგმნელი - ელზა ნაბახტეველი. როგორც წიგნის რეცენზენტი ლევან ბერძენიშვილი წერს: „პეპი ბოჭორიშვილის პროზა ეს არის მატარებელი, მატარებელში ხდება ყველაფერი; „ცხოვრების ეტლის სადარებელი“ ეს მატარებელი პატარა სადგურიდან კანადაში მიდის, მისი მგზავრები ჩხუბობენ, რიგდებიან, ოცნებობენ და არავის ადარდებს, რომ ოკეანეზე ლიანდაგს ვერ დააგებ“.


ლექსად მოსული სიცოცხლე ფასი: 9.00 8.10 ლარი კალათაში დამატება კატეგორია: ხალხური პოეზია გამომცემლობა: „სეზანი“ ავტორი: ივლიტა შავერდაშვილი გვერდების რაოდენობა: 192 გარეკანი: რბილი ენა: ქართული გამოშვების წელი: 2017 ხელმისაწვდომი: არის ფორმატი: 21.5X24.5 ISBN: 978-9941-27-076-5 ანოტაცია: ივლიტა შავერდაშვილი სახალხო მთქმელი იყო, რომელმაც არაერთი ნამდვილი პოეტური მარგალიტი დაგვიტოვა; ივლიტა შავერდაშვილმა თავის სიცოცხლეს „ლექსად მოსული სიცოცხლე“ უწოდა და ამით ის არშინი დაგვიტოვა, რომლითაც უნდა გავზომოთ მისი მარტოობა, სიკერპე, სიყვარული; მისი დიალოგები მრავალშვილიან სანათასთან, დანტესთან, ნიკოლოზ ბარათაშვილთან, დავითთან თუ თამართან. ივლიტა შავერდაშვილს სჯეროდა: „მე როცა წავალ, მერე მიცნობს მე ერი ჩემი“; მას სჯეროდა თავისი ერის უკვდავების. ივლიტა შავერდაშვილის ანდერძი: „მკვდარი მაცოცხლეთ, შვილებო, ცოცხალმ ვერ გავიხარეო“, „სეზანის“ საგამომცემლო ჯგუფისთვის იმ მოწოდებად იქცა, რომელმაც მოსვენება დაგვაკარგვინა, ვიდრე თავს მოვუყრიდით მის მემკვიდრეობას.


ფიქრი ფიქრზე ფასი: 15.00 12.00 ლარი კალათაში დამატება კატეგორია: შემოქმედებითი უნარის განმავითარებელი გამომცემლობა: „სეზანი“ ავტორი: გია მურღულია გვერდების რაოდენობა: 96 გარეკანი: რბილი ენა: ქართული გამოშვების წელი: 2018 ხელმისაწვდომი: არის ფორმატი: 28X21 ISBN: 978-9941-8-2029-8 ანოტაცია: ეს გამოცემა სერიის „მწერლობანას“ გაგრძელებაა, მესამე რვეულია. არსებითად გამიზნულია უფროსკლასელთათვის, რომლებსაც ეძლევათ შესაძლებლობა, ჩაერთონ გია მურღულიასთან დიალოგში, ისწავლონ ფიქრი ცარიელი ფურცლის წინაშე და ნამდვილ მწერლურ განაცხადად აქციონ ფიქრი ფიქრზე.


ერლომ ახვლედიანის პუბლიცისტიკა ფასი: 7.00 5.95 ლარი კალათაში დამატება კატეგორია: პუბლიცისტიკა გამომცემლობა: „სეზანი“ ავტორი: მარინე ლომიძე გვერდების რაოდენობა: 72 გარეკანი: რბილი ენა: ქართული გამოშვების წელი: 2018 ხელმისაწვდომი: არის ფორმატი: 22X12,5 ISBN: 978-9941-8-2029-8 ანოტაცია: ჟურნალისტიკის დოქტორის მარინე ლომიძის წიგნი - „ერლომ ახვლედიანის პუბლიცისტიკა - მედიაპუბლიცისტიკის, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის ინსტრუმენტის თვალსაჩინო ნიმუში“ ეძღვნება გამორჩეული მწერლის შემოქმედებას. ეს კვლევა თანაბრად საინტერესოა პრაქტიკოსი ჟურნალისტებისთვის, მედიის სპეციალისტებისთვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებისთვის. მთავარი სამიზნე აუდიტორია სტუდენტები არიან, თუმცა გამოცემა უთუოდ დააინტერესებს მათაც, ვისაც საქვეყნო პრობლემებზე ფიქრის ლაბირინთებში მოგზაურობა სურს. ამ წიგნის გამოცემით „სეზანისთვის“ კიდევ ერთ სერიას ჩაეყარა საფუძველი: „ჩვენი დროების პუბლიცისტები“.


VITA ჭვრეტითი ცხოვრება ფასი: 14.50 11.60 ლარი კალათაში დამატება კატეგორია: ფილოსოფია გამომცემლობა: სეზან ფაბლიშინგი ავტორი: შათირიშვილი ზაზა გვერდები: 278 გარეკანი: რბილი ენა: ქართული გამოშვების წელი: 2017 ხელმისაწვდომი: არის ფორმატი: 16x22 აისბიენი/აიდი: 10068 ანოტაცია: წიგნი, რომელსაც ახლა მკითხველი ეცნობა, შეიძლება მას უჩვეულო და ორიგინალურ ნაწარმოებად მოეჩვენოს, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არაა. წინამდებარე საუბრები საკმაოდ, შეიძლება ითქვას, რადიკალური აზრითაც კი, ტრადიციულია. საქმე ისაა, რომ ავტორს ფილოსოფია ესმის როგორც ჭვრეტითი ცხოვრების წესი, რომელიც ამა თუ იმ სახით ყველა ტრადიციულ კულტურაში არსებობს, ერთადერთი გამონაკლისი - ესაა ე.წ. თანამედროვე გნოსტიკური მატერიალიზმის ცივილიზაცია, რომელსაც ხშირად ,,მოდერნულ დასავლურ კულტურას’’ უწოდებენ.


რობერტ ბრესონი ფასი: 11.50 9.20 ლარი კალათაში დამატება კატეგორია: კინემატოგრაფია გამომცემლობა: სეზან ფაბლიშინგი ავტორი: ბრესონი რობერ გვერდები: 134 გარეკანი: რბილი ენა: ქართული გამოშვების წელი: 2017 თარგმანი: ნუცა ალექსი-მესხიშვილი ხელმისაწვდომი: არის ფორმატი: 12X18 აისბიენი/აიდი: 9789941275852 ანოტაცია: “1975 წელს რობერ ბრესონი აქვეყნებს „ჩანაწერებს კინემატოგრაფზე“. ამ ერთი შეხედვით უბრალო სათაურის უკან იმალება უზარმაზარი სამყარო. ხელოვნების ახალი დარგის სამყარო, მისი არსი. ამ დარგს ბრესონი უწოდებს კინემატოგრაფს და კატეგორიულად მიჯნავს მას ჩვენთვის ყველასთვის ჩვეული ცნებისგან – კინოსგან. კინემატოგრაფი – „კედელზე გაჭიმული თეთრი ტილოს მართკუთხედი ნაჭერი“, რომელზედაც, კამერისა და ხმის ჩამწერი მოწყობილობის საშუალებით, შეიძლება გაიელვოს ადამიანის სულმა.”


კარს მიღმა ფასი: 40.00 34.00 ლარი კალათაში დამატება კატეგორია: მხატვრული გამომცემლობა: სეზანი რედაქტორი: ლია ჩოკოშვილი გვერდები: 264 გარეკანი: რბილი ენა: ქართულ-ინგლისური გამოშვების წელი: 2017 ხელმისაწვდომი: არის ფორმატი: 16X23 აისბიენი/აიდი: 978-9941-27-570-8 ანოტაცია: მოთხრობები და პიესები თარგმნილია ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ.


სერგო ზაქარიაძე „ჩანაწერები ჩემი ფიქრებისა“ ფასი: 80.00 72.00 ლარი კალათაში დამატება კატეგორია: ბიოგრაფიულ-მემუარული, მოგონებები გამომცემლობა: სეზანი კონცეფციის ავტორი და შემდგენელი: ნინო ზაქარიაძე რედაქტორი: დავით გაბუნია გვერდები: 264 გარეკანი: რბილი ენა: ქართული გამოშვების წელი: 2020 ხელმისაწვდომი: არის ფორმატი: 16X23 აისბიენი/აიდი: 978-9941-8-2052-6

ISBN 978-9941-8-2054-0

ISBN 978-9941-8-2055-7

ანოტაცია: სამტომეულში თავმოყრილია სერგო ზაქარიაძის ლიტერატურული მემკვიდრეობა - 1938–1971 წლებში დაწერილი დღიურები და ესსეები. გულწრფელი, თვითკრიტიკული, ობიექტური შეხედულებები შეულამაზებლად მოგვითხრობს ეპოქაზე, რომლის შესახებ ბევრი რამ არ გვცოდნია. კითხვისას თვალწინ გვიდგება კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი, ნატო ვაჩნაძე, კონსტანტინე გამსახურდია, ბევრი დიდებული ადამიანი და უშანგი - სერგოს დიდი მასწავლებელი და მეგობარი, ზღაპრული უშანგი ჩხეიძე. გვხიბლავს ემოციური თხრობა და, ამასთან, ღრმა, მიუკერძოებელი ანალიზი მოვლენებისა. ამგვარი გადმოცემის უნარი მხოლოდ საოცარი აზროვნეების ადამიანებს შესწევთ. არტისტების მიერ არაერთხელ თქმულა, რომ ჩანაწერები მათ სამაგიდო წიგნად იქცა. შესანიშნავი სახელმძღვანელოა ახალგაზრდებისათვის - შრომისა და პასუხისმგებლობის, სამშობლოს გაფრთხილების სახელმძღვანელო.


„ვეფხისტყაოსანი“ ფასი: 45.00 36.00 ლარი კალათაში დამატება ავტორი შოთა რუსთაველი გვერდების რაოდენობა: 304 ყდა: მაგარი ფორმატი: 21X28.5 გამოცემის თარიღი: 2009 გამომცემელი - შპს სეზანი ენა ქართული ISBN 978-9941-0-2056-8 ანოტაცია: 2008 წელს პოემა გამოსაცემად მოამზადა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენმა კომისიამ და ამ კომისიის მიერ მიღებულ ბოლო რედაქციას წარმოადგენს. გამოცემას თან ერთვის ლექსიკონი, რომლის საბოლოო რედაქცია ეკუთვნის გურამ კარტოზიას. „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტი შეიცავს 1673 სტროფს, რომელთაგან 10 კომისიამ რუსთველისეულად ჩათვალა და პირველად შეიტანა ამ გამოცემაში. წიგნის ილუსტრატორი და დიზაინერია გიორგი ბოხუა. ტექსტი დაიბეჭდა ჯემალ კუპრავას ორიგინალური შრიფტით.


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.