Body Language (Emotions, Smile, სიცილი)

Page 1

როგორ აგავარჩიოთ ერთმანეთისგან გულწრფელი და არაგულწრფელი ღიმილი (სიცილი) დღეს საუკეთესო სპორტსმენები შუბს 70-75 მეტრზე ტყორცნიან. სავარაუდოა, რომ იმ ეპოქაში, როდესაც ადამიანს, როგორც ახალ სახეობას, გამუდმებით უწევდა ბრძოლა თვითგადარჩენისთვის და გამუდმებული ფიზიკური აქტიობით (ბუნებრივივი ვარჯიშით) იყო დაკავებული, თანამედროვე სპორტსმენის მსგავსდ შეეძლო შუბი 70-75 მეტრზე ეტყორცნა. საინტერესოა, რომ ეს ზუსტად ის მანძილია, რა მანძილზეც ჩვენ შეგვიძლია ადამიანის სახეზე ღიმილი ამოვიცნოთ. ბუნებრივია, როგორც ისტორიული ისე თანამედროვე გაგებით ღიმილი კეთილგანწყობილებას გადმოსცემს და ერთგვარ ადაპტაციის (დაცვის) მექანიზმსაც წარმოადგენს. ისევე, როგორც ცარიელი ხელების დემონსტრირება, ღიმილიც არამტრულ განზრახვაზე მიანიშნებს. ეს არავერბალური სიგნალი ნიშნავს, რომ “მე მოვედი არა სამტროდ”. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი ნენსი ეთკოფი (Nancy Etcoff) ღიმილს “ბუნების სამშვიდობო სიბოლოს” უწოდებს (Boston Globe Magazine 09/11/ 2000). ღიმილს ერთი საოცარი თვისება აქვს: როდესაც თქვენ ვინმე გიღიმით, როგორც წესი თქვენც, საპასუხოდ უღიმით მას. თუ გინდათ მოიპოვოთ ადამიანების კეთილგანწყობა ნუ დაიზარებთ, გაუღიმეთ მათ და უმტეს შემთხვევაში საპასუხო ღიმილს მიიღებთ – გამოდმებით იმეორებს ყველა საჯარო ლექციაში სხეულის ენის ცნობილი სპეციალისტი ალან პიზი. ღიმილის ეს მაგიური თვისება ადამიანის ტვინის სპეციფირ, ე.წ. “სარკისებურ ნეირონებს” უკავშირდება. 1992 წელს ცნობილმა იტალიელმა ნეირობიოლოგმა, პარმის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯაკომო რიზოლატიმ (Giacomo Rizzolatti) მაკაკებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად ე.წ. “სარკისებრი ნეირონები” აღმოაჩინა. რიზოლატის ექსპერიმენტები აჩვენებდნენ მანამდე უცნობ მოვლენას: გარკვეული წყება ნეირონებისა აქტივირდებოდნენ მაშინ, როდესაც მაკაკები ხედავდნენ, როგორ იდებდა პირში საკვებს ადამიანი (ექსპერიმენტატორი). პარადოქსი კი იმაში მდგომარეობდა, რომ თავად მაკაკების მიერ საკვების მიღების დროსაც ზუსტად იგივე ნეირონები აქტივირდებოდნენ (Rizzolatti G., Fadiga L., Gallese V., Fogassi L. Premotor cortex and the recognition of motor actions. Cogn. Brain Res., 3 (1996), 131-141). რა ხდება ადამიანის შემთხვევაში? პასუხი ამ კითხვას 2009 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა მარკო იაკობინიმ (Marco Iacoboni) გასცა. მან მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფის გამოყენებით ჩატარებული ექსპერიმენტებით დაადასტურა, რომ ადამიანის შემთხვევაში “სარკისებრი ნეირონები”, პასუხისმგებელნი არიან არა მხოლოდ იმიტაციაზე, არამედ ემპატიაზე და სხვა ადამიანების განცდებისა და ქცევების გაგებაზე (Marco Iacoboni - Imitation, Empathy, and Mirror Neurons. Annual Rev. Psychol. 2009. 60:653–70, University of California - Los Angeles).


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.
Body Language (Emotions, Smile, სიცილი) by Chakhnashvili Paata - Issuu