Body Language, Emotions (Angry, განრისხება)

Page 1

ემოციები და მათი ამოცნობა (განრისხება) ჩვეულებრივ განრისხება წარმოადგენს გაღიზიანების, წყენის, გაბრაზების უარყოფით განცდას. განრისხება ერთ-ერთი ყველაზე საშიში ემოციაა იმ თვალსაზრისით, რომ დიდი ალბათობით ის შესაძლებელია აგრესიულ ქცევაში გადაიზარდოს. პოლ ეკმანის მიხედვით, განრისხება სხვადასხვა მიზეზით შეიძლება აღმოცენდეს: ფრუსტრაციით, რაც გამოწვეულია მრავლობითი წინააღმდეგობებით და დაბრკოლებებით, რომლებიც ხელს უშლიან ადამიანს თავის მიზნებისა და ამოცანების რეალიზაციაში (ბარიერს წარმოადგენენ ამა თუ იმ მოტივის დაკმაყოფილებისათვის); ფიზიკური საფრთხით. ასეთ დროს აღმოცენებულ განრისხებას თქვენ აუცილებლად მოწინააღმდეგისკენ მიმართავთ. ეს შეიძლება იყოს სიტყვიერი გაფრთხილება, მუქარა, შეშინება, თავდასხმა. გარკვეულ შემთხვევაში, თუ თქვენ შეგეშინდათ და გაიქეცით, განრისხების განცდა არ გაქრება (შენარჩუნდება); როდესაც თქვენ გაყენებენ არა ფიზიკურ, არამედ მორალურ ზიანს. ეს შეიძლება იყოს შეურაცხყოფა, თქვენი გრძნობების მიმართ უპატივცემულობის დემონსტრაციული გამოხატვა. როდესაც ხედავთ, რომ ადამიანი აკეთებს ისეთ რამეს, რაც კარდინალურად განსხვავდება თქვენი ნორმებისა და ღირებულებითი ორიენტაციებისაგან (მორალური პრინციპებისგან); როდესაც ადამიანი არ ამართლებს თქვენს იმედებს. თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლებმნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, რადგან ის უშუალო ზიანს თქვენ არ გაყენებთ; სხვა ადამიანის განრისხებისას თქვენს მიმართ. ზოგ ადამიანს ახასიათებს გაბრაზებაზე გაბრაზებითვე პასუხი. ასეთი განრისხება ყველაზე ხშირად ვლინდება მაშინ, როცა არ არსებობს თქვენზე გაბრაზების აშკარა მიზეზები. ან თქვენ ვერ ხედავთ ასეთ მიზეზს. განრისხებას, ისევე როგორც ყველა ემოციას ახასიათებს

ინტენსიობის დონე: დაწყებული მცირე

გაღიზიანებით (განაწყენებით) და დამთავრებული გამძვინვარებით (გაშმაგებით).

როგორ გამოიყურება განრისხება ზოგადი დახასიათება განრისხების დროს მატულობს არტერიული წნევა. სახე ხშირად წამოწითლებულია. თავი იწყებს ნერვიულ ტოკვას. ვენები საფერთქლების მიდამოში მკვეთრად არის გამოხატული. გამოხედვა დაბღვერილი. კისრის ვენები „დაბერილია“. სუნთქვა გახშირებულია. კუნთები იძაბება. სხეული


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.