დავით ალექსიძე. მხატვრობა / David Alexidze. Paintings

Page 1

დავით ალექსიძე DAVID ALEXIDZE

1


> დავით ალექსიძე - ქართველი მხატვარი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ის საქართველოს თანამედროვე არტ სივრცის აქტიური წარმომადგენელია. მისი ნამუშევრები ფერწერას, გრაფიკას და მათ მომიჯნავე დარგებს მოიცავს. დავით ალექსიძეს არაერთ ინტერნაციონალურ ჯგუფურ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული. იგი ავტორია პროექტების - საქართველოსა და ევროპაში. მისი ნამუშევრები საერთაშორისო კატალოგებშია შეტანილი, აგრეთვე დაცულია სხვადასხვა კერძო კოლექციებში. დავით ალექსიძე არის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი. > David Alexidze – Georgian artist. He is educated from Tbilisi State Academy of Arts, Georgia. David Alexidze is an active representative of contemporary art space. His works include arts, graphic arts, and their neighboring fields. David Alexidze participated in a number of international group exhibitions. He is the author of many personal projects in Georgia and Europe. His works are introduced in many international catalogues and preserved in various private collections. David Alexidze is the Dean of the Faculty of Visual arts of Tbilisi Sate Academy of Arts.


ალექსანდრა გაბუნია 1990-იანი წლების ქართული ხელოვნება გადიოდა რთულ პროცესებს, რომელთაც ათი წლის წინანდელი ცვლილებებისა და ახალი ტენდენციების განსაზღვრის პერიოდი უძღოდა. საბჭოთა რეჟიმის დასრულების შემდეგ კი ქვეყანაში ვითარება რადიკალურად შეიცვალა, რასაც მოჰყვა საფუძველთა ნგრევა, ომი, კატასტროფების სიახლოვის განცდა, უიმედობა - არაფერი ჰორიზონტალური, არაფერი ვერტიკალური და შესაბამისად, ქართული კულტურის ნარატივის ვიზუალური გამოხატულების ამორფულობა.

სწორედ ამ დროს იწყებს მხატვარი დავით ალექსიძე საკუთარი ხელოვნების დემონს-

ტრირებას. მას დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია აქტიურ სახელოვნებო სივრცეში დამკვიდრებისათვის, სადაც სამხატვრო აკადემიის დამთავრებისთანავე (სწავლობდა კოკა იგნატოვის სახელოსნოში, 1988-1991) აღმოჩნდა.

ის იყო „ვუნდერკინდი“ ხელოვნებაში, რომელმაც ადრეულ ასაკშივე სრულიად ჩამო-

ყალიბებული მხატვრული სისტემა შექმნა აქტიური ფილოსოფიითა და კრიტიკული აზროვნებით.

რასთან ასოცირდება საქართველოსთვის გასული საუკუნის 90-იანი წლები?

ალბათ, არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა ამ პერიოდის ამგვარი მითოლოგიზაცია.

სინამდვილის არასწორი წარმოდგენა-ასახვა კი ძირითადად ხელოვნების დახმარებით ჩამოყალიბდა ფილმებში, ლიტერატურულ ნაწარმოებებსა თუ სპექტაკლებში. ამ პერიოდის მხატვრობა სრულიად განუდგა რეალობას რამდენიმე პრეცედენტის გამოკლებით. „მრავალი ნიშნით, ყველაფერი ის რაც ქარვასლაში გამოიფინა, სიმპტომატურია ახალი გენერაციის ქართველი მხატვრებისთვის. ეს უცნაური ესთეტიზმი, გულგრილობა გარემოსადმი, მასში რაიმეს სახელდებასა და ახსნაზე უარის თქმა - თითქოს ყველაფერი ეს, არც თუ ისე განსაკუთრებულია, მაგრამ როგორც ჩანს ჩვენი პირობებისთვის ახლებულ ეგოცენტრიზმს და გაუცხოებას ამჟღავნებს“ (კარლო კაჭარავა. „დავით ალექსიძის გამოფენა და ბესტიარიუმი“. გაზეთი „დრონი“. 16 ოქტომბერი, 1992).

3


გარდამავალ ეპოქებში შემოქმედისა და თავად შემოქმედების პარადიგმა იცვლება.

როგორც წესი, დროის ამ მონაკვეთში მჟღავნდება ხელოვნების დაფარული არსი. დავით ალექსიძის მხატვრობის ბუნება მისტიკურ რეალიზმში გამოიხატა, სადაც ფერწერული კულტურის დემონსტრირებასთან ერთად, მხატვარი განუწყვეტლივ ხან ფალიური კულტურის და ხანაც თანატოსთან დაპირისპირების ორი ანტიპოდური ინსტინქტით აპელირებს მაყურებლის ქვეცნობიერზე. გია ბუღაძე აღნიშნავდა: „დავით ალექსიძე ერთადერთი თანატოგრაფოსია, რომელიც გროტესკული მასკარონებით თანატოსთან გათამაშებას ახერხებს და ამით განსაკუთრებულ სახიობას, ფეერიას ქმნის“.

დიახ, მის სახილველს მარადიული ესთეტიკური საზრისი გააჩნია, რაც მარადიულ

კატეგორიებს სულ სხვა ჟღერადობას ანიჭებს. დავით ალექსიძე პერსონაჟებს შავ ლოკალურ სივრცე-ფონებზე ან სულაც ყვითელ ფონზე განიხილავს, როგორც ადამიანის გონების მისტიკურ-ირაციონალურ პროდუქტს. მასთან სამყარო სპირიტუალურ-ინტელექტუალური თვალსაზრისით ერთიანია, მაგრამ მძიმე, ყვავილებისა და მცენარეების ჭრელი საფარველისგან გაუმჭვირვალე („ნიღაბი“, “ივდითი“, „კომპოზიცია“); თუმცა, როგორც კი მხატვარი ამ საფარველზე უარს ამბობს, ის გამჭვირვალე ხდება. ასეთია მისი დახვეწილი ლანდშაფტები („ანარეკლი“, „ხე“, „მდინარე“, „ჯვარცმა“, „ტბა“), სადაც ლურჯი ტბა, მდინარე, ცა, ხე და მისი ანარეკლი მდინარეში, სასურათე სიბრტყის შავი სივრციდან იკვეთება. ნახატი გამორჩეულად სიბრტყოვანია, პირობითი და დეკორატიული. რეალური პერსპექტივის პირობითით ჩანაცვლება კი იმ საწყისისკენ სწრაფვაა, მითიურ და რელიგიურ კოსმოგონიას რომ გულისხმობს.

რითი სულდგმულობს დავით ალექსიძის მხატვრობა? XVII-XVIII საუკუნეების ქართულ

კულტურაში ე.წ. აღმოსავლურობის დაძლევის ტენდენციები ევროპისა და რუსეთის მიმართულებით საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ძიების ფონზე მიმდინარეობდა. შედეგად, განვითარების ისტორიულ საფუძვლებს მოწყვეტილი (1453 წ. კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ) ქართული კულტურა თანდათანობით ახალ ესთეტიკურ ფასეულობებს ერწყმოდა. მართლმადიდებლურ სამყაროში სეკულარიზაციის გარდაუვალი პროცესის შესაბამისად, ხელოვნება სულ უფრო მეტად ხდებოდა მიწიერ ფასეულობებზე ორიენტირებული. აშკარაა,

4


რომ საუკუნეების მანძილზე განმტკიცებული, მისტიკურ-ირაციონალური საფუძვლებიდან მომდინარე ხატვის ტრადიციული მანერა, ახალ დროშიც ძლიერად იჩენდა თავს.

ილია ჭავჭავაძის მიერ დამკვიდრებული “მართლის თქმის” პრინციპი XIX საუკუნის

ქართულ ფერწერაში პოპულარული არასოდეს ყოფილა. ამ პერიოდის ქართული სახვითი ხელოვნება განსაკუთრებული თავდაჯერებულობით, ძალიან მაღალი დონის მხატვრული ეფექტურობით ინარჩუნებდა საკუთარ სპეციფიკას და თანდათანობით აგროვებდა იმ უზარმაზარ მუხტს, XX საუკუნის 10-იანი წლების თბილისის კულტურული ცხოვრების ავანსცენაზე სრული ენერგიით რომ იფეთქებდა.

ქართულმა ხელოვნებამ უპრეცედენტო აქტივობა ნიკო ფიროსმანაშვილის ლამის

საკრალური თვითშეწირვის გამოვლენით დაიწყო. “ალბათ ამიტომ არის ფიროსმანის მხატვრობა ავტობიოგრაფიული თითოეული ქართველისათვის და კიდევ იმიტომ, რომ საზრისთან მიახლოების, საზრისის განცხადებისა და გამჟღავნების რიტუალში გვითრევს; იმ რიტუალში, სადაც ჩვენი ენობრივი სხეულით, ჩვენი ვიბრაციით, ჩვენი მხატვრულ– ესთეტიკური ფორმებით ვქმნით რიტუალს და შესაბამისად მითს ქართველისა და ქართველობის შესახებ.” (ლელა იაკობიშვილი-ფირალიშვილი „ფიროსამანი - ქართული კულტურის საცხოვრისი და შინყოფნა“).

ფიროსმანის მხატვრობის საზრისის გამჟღავნების რიტუალში სხვების მსგავსად, დავით

ალექსიძის ესთეტიკური მითიცაა ჩათრეული. დავით ალექსიძის აზრით, ნაივი და მისტიკური რეალიზმი ქართული აუთენტური ცნობიერების დასტურია. 90-იანი წლების დასაწყისში მხატვარი ნამუშევრებში ქართული კონტექსტების ძიებას იწყებს (ყოველ შემთხვევაში თავად ასე ახასიათებს ამ პერიოდს) და ქართულ ორნამენტს საკუთარი ესთეტიკის პრიზმაში ატარებს - მომცროდან დიდ კომპოზიციებში, წყლის საღებავებიდან ზეთის საღებავებში გადააქვს იგი, რისი საბოლოო სახეც ხატ-სახის ფიგურაციამდეა ინტერპრეტირებული. მასალაზე მხატვრის ექსპერიმენტები მრავალფეროვანია, სასურველი ფაქტურის და ფერის მისაღებად სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით. დაჭმუჭნული ქაღალდი, შემდეგ ზეთის საღებავი, ფენების ზედნაშენი ტილოზე დრაპირების შთაბეჭდილებას ტოვებს, ხან სუდარას, ხანაც ალქიმიკოსის მოსასხამს რომ წააგავს. ნებისმიერი გამორჩეული მხატვარი საკუთარ

5


- ორიგინალურ გზას პოულობს, ექსპერიმენტები კი მხოლოდ ამძაფრებს შემოქმედის ხელოვნების დოქტრინას. დავით ალექსიძის სამყარო არ არის ცალკეული კულტურული (თუ გნებავთ რელიგიური) არეალი, არამედ მისი გავრცობის ველი მოიცავს ყველასთვის საერთო კოსმოგონიურ სივრცეს. სასურათე სიბრტყეები პირობითობის და პირველყოფილის ერთმანეთისგან დიფერენცირებით იტევს ჯვარცმული ქრისტეს სხეულსაც, გვირგვინოსან მონსტრებსაც, ივდითსაც და ეროგენული ზონის სტიმულირებით დაკავებული ნიღბიანი ქალის სხეულსაც. მხატვრის მიერ არჩეულ სამყაროთა განსხვავებულობის მიუხედავად, ისინი საერთო ვიზუალური ნიშნების მეშვეობით მშვიდად თანაარსებობენ დესტრუქციული რეალობის პარალელურ სამყაროში (თითოეული ეს ნამუშევარი 90-იან წლებშია შექმნილი), თუმც გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს - რა კულტურული კოდით იქმნება მისი ნამუშევარი, რადგან ყოველი მათგანი ხატვის მაღალი ოსტატობის კატეგორიად ტრანსფორმირდება. „საქმე ისაა, რომ ალექსიძე ოსტატურად ხატავს... ეს ჯოჯოხეთური მეფემონსტრები. უჩვეულო ანდროგინები და მუტანტები გამოსახულნი არიან ჩვენი საუკუნის დასაწყისის დეკადენტური მხატვრობის არტისტიზმით. საშუალების ესთეტიზაცია მასთან სალონურია და არა ნატურალისტური და მართალაც ძალიან ლამაზი ურჩხულები თითქოს ღირსეულად ავსებენ პოსტმოდერნისტულ საერთაშორისო პანთეონს“. (კარლო კაჭარავა „დავით ალექსიძის გამოფენა და ბესტიარიუმი“. გაზეთი „დრონი“. 16 ოქტომბერი, 1992). საბოლოოდ ვღებულობთ დავით ალექსიძის მხატვრობის თავბრუდამხვევ კალეოდოსკოპს აღმოსავლურ სტილში შესრულებული დეტალებით, ჩიტებით, მავრიტანული მოტივებით, სამოსის ლურჯი-შინდისფერი მოოქროვილი ნაქარგი ორნამენტებით, ფლურესცენტული საღებავის ბაკქანალიით, „მოცეკვავე შამანით“, ფალოსის ფორმის მამლით, გრაფიტის და დაზგური ფერწერის სიმბიოზით, ლაქა-სილუეტებით, მითოლოგიის გაკიჩებით, სიჭრელით, “სალომეას ბავშვობით“, „წიწაკების გამყიდვლის“ თუ „შეყვარებული პინოქიოს ირონიზირებული ხატებით, ფალოსური კულტის ღრმა კვალზე აღმოცენებული წიწაკითა და „შეშლილი წინასწარმეტყველით“. კემპურ ესთეტიკაში გროტესკამდე გაზვიადებული სპეციფიკურად განვითარებული ალექსიძისეული გემოვნება, ზოგჯერ უხეშზე დამყარებული გრძნობა, კიჩური და ნაივურიც, თუმც დახვეწილი ესთეტიზმის მქონე, გარკვეულწილად

6


ჰერმეტული სემანტიკის მატარებელია და თითქოს ყველანაირ მაყურებელზე არ არის გათვლილი. დავით ალექსიძე მოაზროვნე მხატვარია და მისი შემოქმედება სხვა არაფერია, თუ არა საწყისთა სრულყოფილება-არასრულყოფილებასთან ზღვარზე ჭიდილი.

დავით ალექსიძის 1992 წლის ქარვასლის გამოფენის კოლექცია ეგოცენტრიზმს

და გაუცხოებას ამჟღავნებს, დაახლოებით 10 წლის შემდეგ სარდაფის სივრცეში მისი საგამოფენო კოლექცია კი მასკულტურის მიმართ შემწყნარებლობით გამოირჩევა: „ფლურესენციული ტექნიკის ეფექტი entertainment-ის ფუნქციის აქცენტირებას ემსახურებოდა დავით ალექსიძის ექსპოზიციაში „პარაზიტოფორმე“ ... ანდროგინები და შამანები ამჯერად შედარებით მცირე მოცულობით იყო წარმოდგენილი და შევსებული იყო მწერების დეკორატიულ - ინკუსტრაციული გამოსახულებით (ხათუნა ხაბულიანი „პარაზიტოფორმე“, თევზები და სხვა...“ გაზეთი „ალტერნატივა“. მაისი, 2001). მაინც რა მოხდა, რა სახის ევოლუცია განიცადა ათწლეულის შემდეგ დავით ალექსიძის გამოფენების კონცეფციამ? სალონურობიდან პოპულარული კულტურის მიმართულებით ხომ არ გადაინაცვლა? პოსტმოდერნისტული პანთეონი პოსტმოდერნისტულ გასართობ ადგილად ხომ არ ქცეულა? დავით ალექსიძის ევოლუციური მხატვრული ფილოსოფია “საწინააღმდეგო საწყისების” მიზიდულობაზე მეტყველებს. მას განსაკუთრებით სიამოვნებს რეალობისა და ხელოვნების განცალკევების იდეის უტრირება. ამიტომაც იგონებს ჰომომორფულ არსებებს, შამანებს, პარაზიტულ მწერებს, ზეპარაზიტებს. პარაზიტი თავისთავად უარყოფითი სემანტიკის მატარებელია, მაგრამ დამატებით „თევზები და სხვა“ მას დადებით მნიშვნელობას სძენს და ამით ამცირებს პარაზიტის, როგორც მომაკვდინებელი ძალის, თანატოსური ინსტინქტის ინტერპრეტირების შესაძლებლობას. მხატვარი 90-იანი წლებიდან მოყოლებული, გაუცხოებული, მითოლოგიური აზროვნების დაძლევას ცდილობს და სამყაროს კანონზომიერ კვლევას იწყებს. შემთხვევითი არ არის, რომ მას პარაზიტებთან ერთად წყალში ბინადარი თევზიც შემოყავს და ყოველივეს წყალს უქვემდებარებს („მობანავე“-ც), როგორც საწყისს. მხატვარი იწყებს ქმნადობის ფუნქციის ხაზგასმას, რომლის მხატვრული ფილოსოფიის თანახმადაც ცოცხალი ისაა, რაც თავისით მოქმედებს და რისი მოქმედებაც გარედან არ განისაზღვრება. მხატვარი ვიზუალურ ნიშნებს პიქტოგრამების - ზღვის, გემის, თევზის,

7


რვაფეხას, ზღვის ვარსკვლავის სახით იყენებს. ისინი მნემონიკურ ფუნქციას ატარებენ და ნახატების ფერწერულ შრეებში გრაფიკულ ნახაზებს წარმოადგენენ. ამ სიმბოლიზმში მეტი ფერებია, ვიდრე მოძრაობა. კოლორიტი უმაღლეს ჟღერადობას აღწევს ფლურესცენტული სპეციფიკის მეშვეობით და საბოლოოდ (მომდევნო წლებში) სრულ სიყვითლემდეც კი აღწევს.

დავით ალექსიძის ხელოვნებას შესაძლოა ყველაზე ზუსტად მისტიკური რეალიზმი

განსაზღვრავდეს. ის გამოსახულების სრულ პოტენციალს ნაწილობრივ გადმოსცემს: სილამაზე უკიდურესობამდე არ მიყავს, დინამიკას სტატიკად აქცევს, რიტმი არიტმულია და ამით უცნაურ, ერთდროულად რეალურისა და ირეალურის ეფექტს აღწევს. ასეა თუ ისე, ერთი მხრივ, ის ნამდვილ სამყაროს გამოსახავს და მეორე მხრივ, მისი ხელოვნება ფაქტიურ სინამდვილესთან შედარებით, უჩვეულო შესაძლელობებს სახავს. მის მხატვრობაში ოთხი ხაზის გამოყოფა შეიძლება: შავ ფონზე - წყლის საღებავებით შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები („სალომეა“, „საჩუქარი ადელაიდას“, „ფრინველი“, კაცი-ჩიტი“, „აგრესიული თევზი“ და სხვ.), შავ ფონზე - (ზოგჯერ ფაქტურულ ზედაპირზე) ვერტიკალურ ან ჰორიზონტალურ სასურათე სიბრტყეზე ფიგურატიული ფერწერული ნამუშევრები („მდედრი“, „ლურჯი ყვავილი“ , „ადამი და ევა“ და „ვენეციური ნიღაბი“ სხვ.), ყვითელი სერია („ბავშვის გამტაცებელი“, „საზამთროების გამყიდველი“, „თოჯინა“, „მიკი მაუსი“ და სხვ.), შავ-თეთრი აბსტრაქციები („ხე“, „კომპოზიცია“, „ზღარბი“, „ოვალი“ და სხვ.), რომლებიც ერთ მთლიანობაში საგნის ასახვის უტრირებით ხაზგასმულ პოზიციას ამჟღავნებენ და გარბიან რეალობისგან და არსებების იმ გამოსახვისკენაც, საითკენ მიისწრაფიან კიდეც. იდეა კი რეალობას მოწყვეტილი მაინც არ არის. მისი ხელოვნება არსებობს მეოცე საუკუნის ბოლოს და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში. იგი რეალური შეგრძნებების კრებულია, რომელიც ფერადოვნების მიუხედავად, საკმაოდ მუქია, თუმც ამ წყვდიადში არ იკარგება მაყურებელი; ეს კი ერთგვარი თამაშია, ან იდეა თამაშზე, რაც ქართულ მხატვრობაში ახალია.

8


Alexandra Gabunia Georgian art went through the complicated process of changes in 1990s, preceded by the decade which had formed and evolved new trends. The end of the Soviet era had severe impact on the country itself, followed by collapse of the fundamentals, the civil war, notion of the upcoming disasters, hopelessness - nothing horizontal or vertical and as a result - amorphous visual expression in the Georgian cultural narrative. This was when artist David Alexidze first shared his art works with the public. It did not take him much effort to get established within the then active Georgian artistic society, where he found his place right after graduation from Tbilisi State Academy of Arts (Koka Ignatov’s Workshop, 1988-1991). He was a prodigy in arts, having created in his early years a sophisticated artistic system through active philosophical and critical thinking. What can be associated with the 90s of the last century in Georgia? Nowhere else have ever been this time-period mythologized this much; mainly through influence of the arts they began to incorrectly portray the reality in movies, literature or theatre. Fine arts of that time, with a few exceptions, completely rejected reality. “For many features, everything exhibited at “Karvasla”, became symptomatic for the new generation of Georgian artists. This strange aestheticism, indifference to the environment, refusal to name or clarify anything in it – at first glance are not much peculiar, but they are likely to express advanced egocentrism and alienation in our environment (Karlo Kacharava on “David Alexidze exhibition and bestiary”. “Droni” Newspaper, October 16, 1992). In transition times paradigm of a creator and of creation itself changes, hence revealing the hidden essence of arts. David Alexidze’s artistic nature was expressed in somewhat mystical realism, where along with demonstrating pictorial skills, the artist continuously appeals to viewers’ subconscious through antipodal instinct by contradicting sometimes with Phallic culture and sometimes with Thanatos. Gia Bugadze noted in this regard, that “David Alexidze is the only Thanatograph, who manages to flirt with Thanatos in grotesque mascaras, thus creating specific enchanting spectacle”. Certainly, the artist’s vision has an eternal aesthetic sense, which attributes a completely new sonority to eternal categories. David Alexidze sees his characters on black or even yellow backgrounds, considering it as mystical irrational product of human mind. Spiritually and intellectually the world is sole,

9


but heavy and opaque with flowers and plants of solid background (“A Mask”, “Judith”, “A Composition”). However, as soon as the artist rejects this background it becomes transparent. This is characteristic for his elegant landscapes (“Reflection”, “A River”, “Crucifixion”, and “A Lake”), where blue lake, river, sky, tree and its reflection in the river appear from black space of pictorial surface. The painting is particularly superficial, conditional and decorative. Substitution of real perspective with conditional represents striving to the starting point, implying mythical and religious cosmogony. What has truly inspired David Alexidze’s paintings? In Georgian culture of XVII-XVIII centuries the tendency of overcoming so-called oriental influences ocurred along with seeking new political orientation towards Europe and Russia. As a result, estranged from the history (following fall of Constantinople in 1453), Georgian culture gradually merged with new aesthetic values. Complying with inevitable secularization process in the Orthodox world the art got more and more oriented to the material values. It was obvious, that painting tradition having derived from mystical-irrational roots and cemented throughout centuries, strongly revealed itself in modern times. The principle of “Telling the truth” introduced by Ilia Chavchavadze, never was popular in Georgian artistic world of the XIX century. Georgian fine art of that time maintained its peculiarity with spectacular confidence and high effectiveness, and gradually was being charged with enormous energy that would fully explode later during the first decade the XX century. Georgian art became unprecedentedly active after Niko Pirosmanashvili’s almost sacred self-sacrifice. “This must be the reason of Pirosmani’s art being autobiographical for every Georgian; another reason must be its closeness to the essence, evolving us into the essence revelation - a ritual, where our body language, vibration, our artistic and aesthetic shapes form a ritual, as well as a myth about a Georgian and being Georgian” (“Pirosmani - Homestead and Home of Georgian Culture”, Lela Iakobashvili-Firalishvili”) Like others’, David Alexidze’s aesthetic mythology is also involved in the ritual of expressing the essence of Pirosmani’s art. From his point of view, naivety and mystical realism are proof of Georgian authentic consciousness. In early 1990s the artist started his quest for Georgian context (as he describes it himself) and lead Georgian ornaments through his own aesthetic prism - from small to large compositions, from water-color to oil, resulting in interpreted figuration of iconic images. The artist here is quite experimental and rich in applying various techniques to achieve desired texture and color. Wrinkled paper covered with oil paints, multiple layers on canvas create a drape effect, which sometimes looks like

10


a shroud and sometimes like an alchemist’s cloak. Any outstanding artist finds his unique route, while experimenting only intensifies his art doctrine. David Alexidze’s world is not only a separate cultural area (religious, if you wish), it involves the cosmogonic area general for everybody. While differentiating conditional and primitive from each other, the pictorial layers of his artist involve the body of crucified Christ, crowned monsters, Judith, and even body of a women with mask stimulating her erogenous zone. Despite the differences between the worlds chosen by the artist, they peacefully cohabit with each other through visual signs in parallel worlds of destructive reality (works created in the 1990s). However, it does not much matter what cultural code is used to create his works, because each is transformed into a high mastery category. “The point is that Alexidze is a skillful master… those infernal king monsters, unusual androgynies and mutants are depicted with the artistry typical to that of our century’s beginning decadent arts. The way artist paints is more of a salon anaesthetization, rather than naturalistic mean, for all those truly pretty monsters could suitably complement a rich international pantheon of demons.” (Karlo Kacharava. “The Exhibition of David Alexidze and Bestiaries”, Newspaper “Droni”. October 16, 1992). At the end we remain with a breathtaking kaleidoscope of oriental style, complete with details, birds, Moorish motifs, clothes with blue-purple gold-embroidered ornaments, bacchanalia of fluorescent paints, “Dancing Shaman”, phallus-shaped rooster, graphite and easel painting symbiosis, spot-silhouettes, turning mythology into kitsch, diversity of colors, ironic images of “Salome’s Childhood”, “The Pepper Seller” or “Pinocchio In love”, with the images originating from deep roots of phallic cult such as “Pepper” and “The Mad Prophets”. Alexidze’s manner of painting developed and grown into grotesque in camp aesthetics, sometimes based on rough sense, kitschy and naïve, although esthetically refined, somehow bears hermetic semantics and is unlikely to be intended for all kinds of audiences. David Alexidze is an intellectual artist and his art is nothing but a struggle at the edge of perfection and imperfection. While the exhibition of 1992 held at Karvasla revealed David Alexidze’s egocentrism and alienation, the one held 10 years later at “Sardapi”, the basement space was a collection more tolerant to mass culture: “The fluorescent-entertainment technique served to highlight the “Parazitoforme”…now androgens and shamans were presented in smaller volume, leaving space to the decorative images of insects (Khatuna Khabuliani “Fishes of “Parazitophorme” and others…” Newspaper “Alternativa”. May, 2001). But what happened, what kind of evolution was experienced by Alexidze’s art in ten years? Did it move from superficiality to popular culture? Did post-modernistic pantheon turned into a post modernistic enter-

11


tainment venue? Alexidze’s evolutionary art philosophy tells us about attraction of the “Opposite Principles”. The artist particularly enjoys the idea of overly exaggerating the separation of arts from reality. That is what makes him invent homomorphic creatures, shamans, parasitical insects and super parasites. Parasite itself bears negative meaning, but adding “Fish and other” ascribes some positive concept to it, thereby decreasing the parasite as a lethal force, and diminishing the ability of interpreting the Thanatos instinct. Since the 1990s, the artist has tried to overcome alienated mythological thinking and started investigating the world. Not accidentally he introduced a fish into his water together with parasites and subordinate all to the water (including the “Swimmers”) as the origin. The artist starts accentuating the function of creation act, according to which alive is what can act itself and not be determined from outside. Here the artist uses visual signs as pictograms in the forms of sea, ship, fish, octopus and starfish. They bear mnemonic function and represent graphic drawings in pictorial layers. There are more colors than movement in these symbols. The coloration reaches its peak through fluorescent techniques, eventually (in later years) turning in absolute yellowness. David Alexidze’s art can most precisely be described as mystic realism. It only partially represents full potential of the image: beauty is not driven to the extreme, dynamics is turned into statics, rhythm is arrhythmic, reaching the effect of real and unreal entity. Either way, on the one hand, he depicts the real world and on the other hand, his art, compared to the actual reality, portrays unusual possibilities. In general four trends can be identified in Davit Alexidze’s art: graphical works on black background (“Salome”, “The Gift to Adelaide”, “A Bird”, “Bird Man”, “Aggressive Fish”, etc.), figurative paintings on black background (times on textured surface) of elongated vertical or horizontal picture planes (“The Female”, “The Blue Flower”, “Adam and Eve”, “Venetian Mask”, etc.), yellow series (“Child Abductor”, “Watermelon Seller”, “A Doll”, “Mickey Mouse”, etc.) and black-and-white abstractions (“A Tree”, “Composition”, “Hedgehog”, “Oval”, etc.), which altogether demonstrate the underlined position by exaggerated imaging of an object, avoid the reality and even depicting creatures, towards which they are actually striving. But the concept here is still not isolated from reality. Alexidze’s art is being created in late 20th and early 21st century. It is a collection of real senses, which regardless the richness of colors, is quite dark, although the audience does not get lost in this gloom; and this is a kind of a game or an idea on gaming, which is bright new to Georgian art.

12


დავით ალექსიძე DAVID ALEXIDZE

© 2016


ხე ლურჯი ყვავილით Tree with a Blue Flower ტ.ზ. | Oil on canvas 30X40. | 1995

14




კომპოზიცია Composition ტ. შერეული ტექნიკა, Canvas, mixed media 160X100 | 2008

კომპოზიცია Composition ტ.ზ. | Oil on canvas 160X90 | 1991

17


<


მოცეკვავე შამანი (ფრაგმენტი) Dancing Shaman (Fragment) ტ. პოლიმერული ფლურესცენტული საღებავი Canvas, polymeric fluorescent coloring paint 120X300 | 2001

ივდითი Judith ტ.ზ. | Oil on canvas 160X110 | 1995

19


პეიზაჟი Landscape ტ.ზ. | Oil on canvas 50X75 | 1991

ტბა Lake ტ.ზ. შერეული ტექნიკა Oil on canvas, mixed media 75X75 | 1992

20



ნიღაბი Mask ტ.ზ. | Oil on canvas 140 X120 | 1994

22




კომპოზიცია

შეყვარებული პინოქიო

Composition

Amorous Pinocchio

ტ. შერეული ტექნიკა

ტ.ზ. | Oil on canvas

Canvas, mixed media

70x70 | 2006

160X100 | 2008

25


ქამელეონი მიცოცავს ხეზე Chameleon Climbs the Tree ქ. გუაში, ფლურესცენტული საღებავი Paper, gouache, fluorescent paint 150X90 | 1991

ჯვარცმა Crucify ტ.ზ | Oil on canvas 95X90 | 1992

26




კაცი ჩიტი (ფრაგმენტი) Bird Man (Fragment) ქ. გუაში, ფლურესცენტული საღებავი Paper, gouache, fluorescent paint 75X75 | 1990

29



ხე Tree ფანერა, ემალის საღებავი, ზეთი Sheet, enamel paint, oil 75X75 | 1990

მდედრი Female ტ.ზ | Oil on canvas 160X90 | 1991

31



ნიუ Nude ტ.ზ | Oil on canvas 160X110 | 1992

33



ფრინველი. Bird ქ. გუაში, ფლურესცენტული საღებავი Paper, gouache, fluorescent paint 75X75 | 1990

შეშლილი წინასწარმეტყველი Mad Prophet ტ. პოლიმერული ფლურესცენტული საღებავი Canvas, polymeric fluorescent coloring paint 100X110 | 2001

35


საზამთროების გამყიდველი

საღამოს გასეირნება ბაღში

Watermelon Salesman

Night Walk in the Garden

ტ.ზ. | Oil on canvas

ტ. ზ. | Oil on canvas

70x70 | 2006

130x110 | 1992

36




ოვალი Oval კ. შერეული ტექნიკა Carton, mixed media 80X80 | 2010

მობანავე Bather ტ. პოლიმერული ფლურესცენტული საღებავი Canvas, polymeric fluorescent coloring paint 100X110 | 2001

39


ხე და ტბა

კომპოზიცია

Tree and Lake

Composition

ტ.ზ. შერეული ტექნიკა

ქ. გუაში, ფლურესცენტული საღებავი

Oil on canvas, mixed media

Paper, gouache, fluorescent paint

75X75 | 1992

50X60 | 1990

40



აგრესიული თევზე Aggressive Fish ქ. გუაში, ფლურესცენტული საღებავი Paper, gouache, fluorescent paint 60X90 | 1990

42




ეული Lonesome ქ. პასტელი, ტემპერა, გუაში Paper, pastel, tempera, gouache 120X130 | 1995

შიშველი სინამდვილე Naked Reality ტ.ზ | Oil on canvas 160X90 | 1991

45



ხე Tree კ. შერეული ტექნიკა Carton, mixed media 40X30 | 2013

კომპოზიცია Composition ტ.ზ. | Oil on canvas 80X100 | 2006

სამოქალაქო ომის გმირი Civic War Hero ტ.ზ. | Oil on canvas 140X75 | 1991

47




მასხარა Joker ტ.ზ. | Oil on canvas 60x70 | 2016

გენერალი General ტ. პოლიმერული ფლურესცენტული საღებავი Canvas, polymeric fluorescent coloring paint 120X130 | 1995

50



საღამოს კომპოზიცია Evening’s Composition ტ.ზ. | Oil on canvas 90X160 | 1995

სალომეა Salome ქ. გუაში, ფლურესცენტული საღებავი Paper, gouache, fluorescent paint 75X75 | 1990

52



კომპოზიცია Composition ტ. პოლიმერული ფლურესცენტული საღებავი Canvas, polymeric fluorescent coloring paint 100X110 | 2001

შავი ფრინველი Black Bird ტ. აკრილი | Canvas, acryl 70X70 | 2014

54




ცხოველი Animal ქ. გუაში, პასტელი, ტემპერა Paper, gouache, pastel, tempera 40X50 | 1990

57


სალომეას ბავშვობა

ხარი

Childhood of Salome

Bull

ტ.ზ. | Oil on canvas

ქ. გუაში, ფლურესცენტული საღებავი

70x70 | 2006

Paper, gouache, fluorescent paint 75X75 | 1990

58




მდინარე River ტ.ზ. | Oil on canvas 75X75 | 1999

საქათმე Hen House ტ. პოლიმერული ფლურესცენტული საღებავი Canvas, polymeric fluorescent coloring paint 120X40 | 2001

61


საჩუქარი ადელაიდას (ფრაგმენტი) Gift for Adelaide (Fragment) ქ. გუაში, ფლურესცენტული საღებავი Paper, gouache, fluorescent paint 75X75 | 1990

62



კომპოზიცია Composition ტ. პოლიმერული ფლურესცენტული საღებავი Canvas, polymeric f luorescent coloring paint 100X110 | 2001

ქვა ხალიჩა Stone Karpet ტ.ზ. | Oil on canvas 75X75 | 1991

64




ცხოველი Animal ტ. ზ. | Oil on canvas 40X20 | 2015

67



წიწაკების გამყიდველი Pepper Salesman ტ.ზ. | Oil on canvas 70x70 | 2006

შიშველი სხეული Nude ტ.ზ. | Oil on canvas 160X90 | 1991

69


კერპი Idol ტ. პოლიმერული ფლურესცენტული საღებავი Canvas, polymeric fluorescent coloring paint 160X110 | 2001

ლურჯი ყვავილი Blue Flower ტ.ზ. | Oil on canvas 80X60 | 1992

70



კურდღელი გახეთქილი ბუშტით

პორტრეტი (ფრაგმენტი)

Rabbit with a Burst Balloon

Portrait (Fragment)

ტ.ზ. | Oil on canvas

ქ. გუაში, ფლურესცენტული საღებავი

70x70 | 2006

Paper, gouache, fluorescent paint

72

80X90 | 1990




სიზმარი (ფრაგმენტი) Dream (Fragment) ქ. გუაში, ფლურესცენტული საღებავი Paper, gouache, fluorescent paint 70X90 | 1989

75


მატადორი Matador ტ.ზ. | Oil on canvas 60x70 | 2015

სპილო Elephant ქ. გუაში, ფლურესცენტული საღებავი Paper, gouache, fluorescent paint 75X75 | 1990

76




საღამოს გასეირნება ბაღში Night Walk in the Garden ტ. ზ. | Oil on canvas 160X130 | 1992

კომპოზიცია Composition ტ. სტენსილი, შერეული ტექნიკა Canvas, stencil, mixed media 160X100 | 2010

79


ოჯახი Family ქ. გუაში, ფლურესცენტული საღებავი Paper, gouache, fluorescent paint 90X60 | 1990

80



ფეხმძიმე თოჯინა Pregnant Doll ტ.ზ. | Oil on canvas 60X80 | 2001

ხე Tree კ. შერეული ტექნიკა Carton, mixed media 40X30 | 2013

მამალი (ფრაგმენტი) Rooster (Fragment) ქ. გუაში, ფლურესცენტული საღებავი Paper, gouache, fluorescent paint 90X60 | 1990

82





მიკი მაუსი Mickey Mouse ტ.ზ. | Oil on canvas 60x70 | 2016

ცხოველი Rooster (Fragment) ქ. გუაში | Paper, gouache 20X30 | 1989

86




სალომეა

ცხოველი

მწერი

Salome

Animal

Insect

ტ.ზ. | Oil on canvas

ტ.ზ. შერეული ტექნიკა

ტ.ზ. (დიფტიქი)

90X60 | 2003

Oil on canvas, mixed media

Oil on canvas (Diptych)

75X75 | 1991

90X45 | 1991

89





წითელი ყვავილი Red flower ტ.ზ. | Oil on canvas 70x70 | 2003

შეშლილი მეფე ბაღში Mad King in the Garden ტ.ზ. | Oil on canvas 110X90 | 1991

93


ვენციური ნიღაბი Venetian Mask ტ.ზ. | Oil on canvas 160X90 | 1991

სერიიდან ეროტიკა From Erotic Series ტ.ზ. | Oil on canvas 75X75 | 1997

94




სიზმარი (ფრაგმენტი) Dream (Fragment) ქ. გუაში, ფლურესცენტული საღებავი Paper, gouache, fluorescent paint 70X90 | 1989

97



გენერალი

მდინარე

General

River

ქ. პოლიმერული ფლურესცენტული საღებავი

ტ.ზ. შერეული ტექნიკა

Paper, polymeric fluorescent coloring paint

Oil on canvas, mixed media

160x160 | 1995

75X75 | 1992

99



ივდითი Judith ტ.ზ. | Oil on canvas 90x90 | 2003

კომპოზიცია Composition ტ. შერეული ტექნიკა (დიპტიქი) Canvas, mixed media (Diptych) 120X50 | 2010

101


თოჯინა

რიჩარდ III

Doll

Richard III

ტ.ზ. | Oil on canvas

ტ.ზ. | Oil on canvas

70x70 | 2006

50X60 | 1995

102



ხალიჩა (ფრაგმენტი) Carpet (Fragment) ქ. გუაში, პასტელი, ტემპერა Paper, gouache, pastel, tempera 40X50 | 1990

104



მაქმანი Goffering ტ. აკრილი | Canvas. Acryl 160X90 | 2016

ღამის ფრინველების მწყემსი Herder of Night Birds ტ.ზ | Oil on canvas 110 X120 | 1998

106



ბავშვის გამტაცებელი

ყური

Child’s Kidnapper

Ear

ტ.ზ. | Oil on canvas

ქაღალდი, ტემპერა

70x70 | 2006

Paper, tempera 40x45 | 1995

108




სერიიდან ეროტიკა

წიწაკების გამყიდველი

From Erotic Series

Pepper Salesman

ტ.ზ. | Oil on canvas

ტ.ზ. | Oil on canvas

75X75 | 1997

100 X60 | 1995

111



მზარეული Pepper Salesman ტ. აკრილი | Oil on canvas 25X25 | 2015

113


დავით ალექსიძე > დაბადების თარიღი | 10.03.1966, თბილისი, საქართველო. > განათლება | 1985-1991 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

> პერსონალური გამოფენები 2016 - არქეოლოგიის მუზეუმი, პოზნანი, პოლონეთი. 2015 - “18x18” , თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველო. 2011 - "Impromptu", “გალა გალერეა”, თბილისი, საქართველო. 2008 – "ყვითელი პრესა", შარდენი 18, თბილისი, საქართველო. 2002 – "პარაზიტოფორმეს, თევზები და სხვა", კლუბი სარდაფი, თბილისი, საქართველო. 2001 – გალერეა “უნივერსი”, თბილისი, საქართველო. 2001 – თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლა, საქართველო. 2000 – ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო. 1999 – ”ლანდშაფტი”, გალერეა “ორიენტი”, თბილისი, საქართველო. 1998 – ”ექსპრომტი” “ძველი გალერეა”, თბილისი, საქართველო. 1997 – ”დეკოს მიღმა”, “ძველი გალერეა”, თბილისი, საქართველო.

> ჯგუფური გამოფენები 2016 - "ოსტატების შეხვედრა“ , Artbeep-ის პირველი გამოფენა, Backes&Strauss, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი. 2016 – „განსხვავებული ხედვა“, ბილკენტის უნივერსიტეტი, ანკარა, თურქეთი. 2014 – ქართველი მხატრების გამოფენა, რიგა, ლატვია. 2012 – ქართველი მხატვრების გამოფენა, ნაციონალური მუზეუმი, ბრისტოლი, დიდი ბრიტანეთი. 2011 - წმ. პეტრეს ბაზილიკა, რომი, იტალია. 2010 – Exit, ECO - კულტურის საერთაშორისო ცენტრი, თეირანი, ირანი. 2007 - “Digital Story”, “კარსი გალერი“, სტამბული, თურქეთი. 2006 – “Digital Story”, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველო. 2005 – ქართული კულტურის დღეები უკრაინაში, საზღვაო გალერეა, ოდესა, უკრაინა. 2004 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კათედრის პროფესორ-მასწავლებელთა გამოფენა, საქართველო.

114


2004 – ”ხედვის წერტილი”, ლონდონი, ინგლისი. 2003 – ”მასობრივი ინფორმაციის ყუთი”, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველო. 2003 – ”სტაბილურობის რკალი”, სამხედრო დიდების მუზეუმი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი. 2002 – დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ს ოქროს იუბილესადმი მიძღვნილი ქართველ მხატვართა გამოფენა გალერეა “უნივერსი”, თბილისი, საქართველო. 2002 – ”განახლებული ურთიერთობები”, “ძველი გალერეა”, თბილისი, საქართველო. 2002 –” ხელოვნებიდან მშვიდობისკენ”, თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლა, საქართველო. 2001 – ”ვისაც მაგთი არა აქვს”, თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლა, საქართველო. 2001 – მაგდებურგის მეორე საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი, მაგდებურგი, გერმანია. 2001 – ქართველ მხატვართა ჯგუფური გამოფენა, იუნესკოს ცენტრი, პარიზი, საფრანგეთი. 2000 – ”პოსტსაბჭოთა”, თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლა, საქართველო. 1996 – ”ომის გვერდით”, მხატვრის ცენტრალური სახლი, მოსკოვი, რუსეთი. 1996 – ქართველი მხატვრები ერევანში, სომხეთი. 1997 – ქართველი მხატვრების გამოფენა, კიოლნი, გერმანია. 1999 – “McLellan Galleries” გლაზგო,შოტლანდია, დიდი ბრიტანეთი. 1999 – “Independent Art Studio”, გლაზგო, შოტლანდია, დიდი ბრიტანეთი. 1999 – ”სტალინის სტილი და პოსტმოდერნი”,თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლა, საქართველო. 1999 – გაეროს კვირეული, თბილისი, საქართველო. 1997 – ”სექსტეტი”, თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლა, საქართველო. 1997 – აქცია “ძველი გალერეა”, თბილისი, საქართველო. 1997 – თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი “საჩუქარი”, საქართველო. 1996 – ”ხატი და შემეცნება”, თანამდროვე ხელოვნების ცენტრი, თბილისი, საქართველო. 1996 – ”ორი მხატვარი”, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, საქართველო.

115


David Alexidze > Date of birth | 10.03.1966, Tbilisi, Georgia. > Education | 1985-1991 Tbilisi State Academy of Art

> Solo exhibitions 2016 - Archeological Museum, Poznan, Poland. 2015 - “18x18”, Tbilisi State Academy of Arts, Georgia. 2011 - “Impromptu”, Gallery “Galla”, Tbilisi, Georgia. 2008 - Yellow Press, Sharden St. 18, Tbilisi, Georgia. 2002 - Parazitophorme, fishes and etc. Club “Sardafi” (basement), Tbilisi, Georgia. 2001 - Gallery “Universe”, Tbilisi, Georgia. 2001 - Tbilisi History Museum, Georgia. 2000 - Georgian National Gallery, Tbilisi. 1999 - “The landscape”, Gallery “Orient”, Tbilisi, Georgia. 1998 - “Impromptu”, “Old Gallery”, Tbilisi, Georgia. 1997 - Beyond Deco, “Old Gallery”, Tbilisi, Georgia.

116


> Group exhibitions 2016 - “Meeting of Masters “, Artbeep Inaugural Exhibition”, Backes&Strauss, London, UK. 2016 – Different Vision, Bilkent University, Ankara, Turkey 2014 - Georgian Artists Exhibition, Riga, Latvia. 2012 – Georgian Artists Exhibition, National Museum, Bristol, UK. 2011 - St. Peter’s Basilica, Rome, Italy. 2010 – Exit, ECO -International Cultural Centre, Tehran, Iran. 2007 - “Digital Story”, “Karsi Sanat” Gallery, Istanbul Turkey. 2006 – “Digital Story”, Tbilisi State Academy of Art, Georgia. 2005 - Georgian Cultural Days in Ukraine, “Sea” Gallery, Odessa, Ukraine. 2004 - Tbilisi State University, fine and casual art faculty; professors’ exhibition, Georgia. 2004 - “Viewpoint”, London, UK. 2003 - “Mass Information Box”; Tbilisi State Academy of Art, Georgia. 2003 - “Stability Arch”, Museum of Fame and Military, Russia, St. Petersburg. 2002 - Exhibition dedicated to the Golden Jubilee of Queen Elisabeth II, Gallery “Universe,” Tbilisi, Georgia. 2002 - “Renovated Relationship”, “Old Gallery;” Tbilisi, Georgia. 2002 - “From Art toward Peace”, Museum of History, Tbilisi, Georgia. 2002 - Who has no “Magti, “Museum of History, and Tbilisi, Georgia? 2001 - The second International Art Festival in Magdeburg, Germany. 2000 - Post Soviet, Museum of History, Tbilisi, Georgia. 1996 - “Hard by the War”, Artists Central House, Russia, Moscow. 1996 - Georgian Artists Exhibition, Erevan, Armenia. 1997 - Georgian Artists Exhibition, Köln, Germany. 1999 - “McLellan Galleries”, Glasgow, Scotland. 1999 - “Independent Art Studio”, Glasgow, Scotland. 1999 - “Stalin’s Style and Postmodernism”, Museum of History; Tbilisi, Georgia. 1999 - UNESCO WEEKLY, Tbilisi-2001- Georgian Artist’s Group Exhibition, UNESCO center, Paris, France. 1997 - Sextet, Museum of History, Georgia. 1997 - Second Hand; “Old Gallery;” Tbilisi, Georgia. 1997 - The International Theater Festival “The Gift;” Tbilisi, Georgia. 1996 - “Icon and Knowledge”, Modern Art Center, Tbilisi, Georgia. 1996 - Two Artists, Museum of Ilia Chavchavadze, Georgia.

117


> რედაქტორი: ალექსანდრა გაბუნია > დიზაინი: გიორგი შოთაძე > ტექსტი: ალექსანდრა გაბუნია > თარგმანი: ლევან თოფურიძე, თამარ სულამანიძე > ფოტო: ბორის სკრინნიკოვი > სარედაქციო ჯგუფი: არჩილ ბენაშვილი, ფისო გუჯეჯიანი, დავით ალექსიძე. © 2016 > Editor: Alexandra Gabunia > Design: Giorgi Shotadze > Text: Alexandra Gabunia > Translation: Levan Topuridze, Tamar Sulamanidze > Photo: Boris Skrinnikov > Editors: Archil Benashvili, Piso Gujejiani, David Alexidze.

წიგნი გამოიცა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. The book is issued under the support of Tbilisi Centre of Cultural Events and Ministry of Culture and Monument Protection of Georgia

118


119


ISBN 978-9941-0-8793-6 120


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.