პროფესიული უნარ ჩვევები

Page 104

პიროვნულ თვისებებს და შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად განაპირობებს იმას, თუ რამდენად სიამოვნებით დადიან ადამიანები სამსახურში, რამდენად მონდომებით მუშაობენ ყოველდღე და რამდენად იხარჯებიან საერთო მიზნების სასარგებლოდ. თითოეულ წევრში გუნდში არსებულ პატიოსნებაზე დაფუძნებულ ნდობას, სამართლიანობაზე

დაფუძნებულ

დაფასების

მოლოდინს

და

ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ თვითშეფასებას გუნდის პოტენციალის თითქმის სრული რეალიზება შეუძლია. თითქმის ყველა გუნდში არის წევრი, რომელიც დანარჩენ წევრებს სხვებზე ნაკლებად უყვართ. ზოგან გამოხატავენ ამას, ზოგან ნაკლებად, ზოგან ლაპარაკობენ გუნდის შიგნით ამ თემაზე, ზოგან არასოდეს, ზოგან დიდია ეს ანტიპათია, ზოგან ნაკლები, მაგრამ ასეთი წევრები თითქმის ყველა გუნდში არიან და მათი ყოფნა, ან მათ მიმართ ასეთი დამოკიდებულება ბევრგან ბევრს და თანაც რაღაც მნიშვნელოვანს აფუჭებს. ხშირად გვეჩვენება, რომ ამ წევრის წასვლა ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა და რომ ამის შემდეგ გუნდი ბევრად უფრო მტკიცე და წარმატებული გახდება. მისი წასვლის მერე კი ვხვდებით, რომ ეს ასე არ არის თითქმის არასოდეს, ვინაიდან უფრო მეტ შემთხვევაში, გარკვეული დროის შემდეგ, უარყოფითი განწყობა გუნდის სხვა წევრზე გადადის და ახლა მასთან მიმართებაში იწყება ახალი, შესაძლოა, კიდევ უფრო აგრესიული უარყოფითი პროცესი. რატომ ხდება ასე, რა იწვევს ასეთ გამორჩევებს, ამოჩემებას და ამხედრებას გუნდის

ცალკეული

ფასეულობებში

წევრის

განსხვავება,

მიმართ, შესაძლოა

ძნელი

სათქმელია,

ცალკეული

უფრო

უფრო

ხშირად

მაღალი

რანგის

ხელმძღვანელის გამორჩეულად კარგი, მაგრამ არაობიექტური დამოკიდებულება მის მიმართ, მისი განსხვავებული ფიზიკური აღნაგობა და ქცევის მანერა, მოკლედ მიზეზები ზოგჯერ ობიექტურია, ზოგჯერ სუბიექტური, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ალბათ. უფრო მეტად მნიშვნელოვანია, მოვიფიქროთ როგორ აჯობებს მოვიქცეთ ასეთ დროს. როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ამ ფაქტორმა გუნდზე რაც შეიძლება ნაკლები უარყოფითი გავლენა მოახდინოს. მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვევებში, ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი სწორედ ამ თანამშრომლის დამსახურებაა, ხშირად ეს ასე არ არის საერთოდ. პრობლემის მოგვარების პასუხისმგებლობა კი ყოველთვის მთლიანად გუნდს და უპირველეს ყოვლისა, მის ლიდერს ეკისრება. სწორედ ამ უკანასკნელმა უნდა იპოვოს გზა და შეძლოს სიტუაცია ისე შეცვალოს, რომ საქმეც და გუნდიც მინიმალურად დაზარალდეს. ქცევის სტანდარტული მოდელი მარტივია. ყველაფერი იმით იწყება, რომ გუნდის ცალკეული წევრები ამოჩემებულის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების 104


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.