პროფესიული უნარ ჩვევები

Page 100

მართვის პრინციპი. ეს ადამიანები ბევრ აბსურდულ არგუმენტს ასახელებენ რათა თითქოს ასეთი „ანარქიისა და არეულობებისაგან“ „დაიცვან“ და „გადაარჩინონ“ არამარტო საკუთარი საკურატორო, არამედ მთლიანი ორგანიზაცია. ასეთი წინააღმდეგობების მიუხედავად, თუ მენეჯმენტის გუნდმა შეძლო და ამ პრინციპზე შეთანხმდა, შემდეგ უკვე მისი დანერგვა უნდა დაიწყოს, რაც, სათანადო ნების შემთხვევაში, სულაც არ არის რთული. ამისათვის საჭიროა: ა) გუნდური მართვის პრინციპის დეკლარირება მოვახდინოთ. დავწეროთ ყველამ გუნდის წევრებს შორის, ხელი მოვაწეროთ მას და მისი ყოველდღიურ ცხოვრებაში განხორციელება დავიწყოთ. ბ)

კარგად

ავუხსნათ

საშუალო

რგოლის

ყველა

ხელმძღვანელს

და

შეძლებისდაგვარად ორგანიზაციის ყველა თანამშრომელს თუ რას ნიშნავს გუნდური მართვის პრინციპი. გავაგებინოთ და მივაჩვიოთ ისინი იმ აზრს, რომ მათთვის სავალდებულოა მმართველი გუნდის ნებისმიერი წევრის დავალების კურატორ ხელმძღვანელთან ზედმეტი გადამოწმებების და შეთანხმებების გარეშე შესრულება. გ) განსაკუთრებით გაგებით უნდა მოვეკიდოთ პირველ პერიოდში წარმოქმნილ გაურკვევლობებს, შეკითხვებს ან, შესაძლოა, უსიამოვნებებსაც. უნდა ვეცადოთ ყველა ეს შემთხვევა მოთმინებით და პრინციპის დანერგვის მნიშვნელობის სათანადო აღქმით გუნდშივე განვიხილოთ, კოლეგებთან ერთად გავარჩიოთ და ისე მივიღოთ გადაწყვეტილებები. დროთა განმავლობაში ასეთი გაუგებრობების რიცხვი და სირთულე მნიშვნელოვნად შემცირდება, ორგანიზაციის მართვა კი ბევრად ადვილი, სასიამოვნო და შედეგიანი გახდება. იმისათვის, რომ გუნდმა შეძლოს არამარტო მიაღწიოს წარმატებას, არამედ ის დროის გრძელვადიან პერიოდში შეინარჩუნოს ის, პირველ რიგში, ჯანსაღი უნდა იყოს. ჯანსაღი გუნდი ის არის, სადაც ადამიანები ერთმანეთს და ლიდერს ბოლომდე ენდობიან, სადაც თითოეულმა წევრმა ზუსტად იცის, რომ მისი ძალისხმევა და მონდომება სამართლიანად დაფასდება, სადაც არც ერთ წევრს არ ეშინია იყოს ზუსტად ისეთი როგორიც არის, არ რცხვენია იყოს განსხვავებული, დაუშვას შეცდომები,

სადაც

ყველასთვის მთავარია

არ გაჩერდეს

და

მაქსიმალურად

იაქტიუროს საერთო მიზნის სასარგებლოდ. ლიდერის და თითოეული წევრის მხრიდან პატიოსნების, სამართლიანობის და ურთიერთპატივისცემის პრინციპების განუხრელი დაცვა ერთადერთი გზაა ჯანსაღი გუნდის შესაქმნელად და შესაბამისად მიღწეული წარმატების შენარჩუნებისათვის. სწორედ ეს სამი პრინციპი განაპირობებს იმას თუ რამდენად დიდი იქნება ნდობა გუნდის წევრებს შორის, რამდენად ადექვატური იქნება სამართლიანი დაფასების მოლოდინი და რამდენად შეძლებენ ადამიანები ბოლომდე გაიხსნან ყოველდღიურ ცხოვრებაში, თავისი დადებითი და უარყოფითი, ძლიერი და სუსტი მხარეებით. 100


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.