ეს არის ამბავი ერთი ალპინისტური ექსპედიციისა, რომლის დროსაც ახალგაზრდა ქართველი მთამსვლელი მიხეილ ჩაჩანიძე დაიღუპა. წიგნის გამოსვლამდე, ცოტა ხნით ადრე კი, 2005 წლის ამ ტრაგედიიდან ორი წლის თავზე, ისევ 23 აგვისტოს, ზუსტად იმავე დროს, ტრაგიკულად დაიღუპა ლევან თათარაშვილი. ექსპედიციის ის წევრი, რომელიც მაშინ ტრაგედიას გადაურჩა და სხვებს ეხმარებოდა.