აბრეშუმის მუზეუმში დაცულია ერთი პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი კოლექცია - გრენის (აბრეშუმის ჭიის კვერცხების) გადასატანი მუყაოს ყუთები. ამ კოლექციის ამბავი პირდაპირ უკავშირდება მუზეუმის დაარსებას, რომელიც მაშინდელი კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის ნაწილს წარმოადგენდა. 2020 წლის პანდემიის და მასთან დაკავშირებული თვითიზოლაციის ფონზე, საინტერესოა მუზეუმის ისტორიისა და კოლექციის გარკვეული ასპექტების გახსენება.