„გაზელ ფაინანსის“ წარმატების ისტორია ნათია ჯანელიძისგან
Success Story of Gazelle Finance by Natia Janelidze ვრაზიის რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსება გამოწვევებით სავსე პროცესია, თუმცა, „გაზელ ფაინანსის“ პროფესიონალი გუნდი ნებისმიერ გამოწვევას წარმატებით უმკლავდება და ზრდას განა გრძობს. მიუხედავად იმისა, რომ ფონდი სულ რამდენიმე წელია, ოპერირებს, უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორცი ელა და მალე, უკრაინის მიმართულებით გაფართოებასაც გეგმავს.
ე
8 DIPLOMAT
T
he process of financing small and medium-sized enterprises in the Eurasian region can be challenging, but the professional team of Gazelle Finance successfully copes with myriad challenges and keeps
growing. Despite only being operational for a few years, the fund has already made numerous significant investments and plans to expand into Ukraine in the near future. Diplomat spoke
როგორია „გაზელ ფაინანსის“ კონცეფცია, რა სირთულეებს აწყდებიან ბაზარზე და როგორ ახერხებენ თანხის სწორად და ბანდებასა და ინვესტორების ნდობის მოპოვებას, ამის შესახებ „დიპლომატი“ კომპანიის საინვესტიციო დირექტორს და თბილისის ოფისის აღმასრულებელ დირექტორს, ნათია ჯანელიძეს ესაუბრა. „გაზელ ფაინანსს“ იმ დროს შევუერთდი, როცა ფონდი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, ვმუშაობდით ინვესტორებთან, რომ თანხა მოგვეზიდა და ფონდი შექმნილიყო. ეს იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო პროცესი, იმიტომ, რომ იქამდე, როცა ვმუშაობდი საბანკო სექტორში, ჩემი მთავარი ამოცანა იყო თანხის სწორად დაბანდება, კომერციული მოგების მოტანა და სხვა თანმხლები პროცესები, იქნება ეს ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, დარგის განვითარება, ახალი სამუშაო ადგილები და ასე შემდეგ. მაგრამ არ მქონია ინვესტორებთან მუშაობის და თანხის მოზიდვის გამოცდილება, როცა შენ ყიდი არა მარტო შენს იდეას, შენს პროდუქტებს, შენს აზრს, რომლითაც ამ ინვესტორს უნდა მოუტანო მოგება, არამედ პოპულარიზაციას უწევ შენს ქვეყანას, რატომ უნდა განახორციელოს ინვესტიცია მაინცდამაინც ამ ქვეყანაში, მაინცდამაინც ამ პროექტში. ეს იყო ძალიან გაბედული ნაბიჯი, იმიტომ, რომ საქართველოში იქამდე ასეთი ტიპის ფონდი არ არსებობდა. შესაბამისად, ეს პროცესი იყო რთული, საინტერესო, მაგრამ ბევრის მომცემი ჩემთვის. დღეს შეიძლება, ითქვას, რომ „გაზელ ფაინანსი“ არის ძალიან წარმატებული პროექტი, იმიტომ, რომ ჩვენ დაახლოებით ორმოც კომპანიაში ჩავდეთ ინვესტიცია, განვახორციელეთ 60-მდე ტრანზაქცია, 14 კომპანია გვაქვს წარმატებით დახურული, რაც გულისხმობს იმას, რომ გაიზარდნენ ეს კომპანიები, მოიზიდეს დაფინანსების სხვა რესურსი და გადავიდნენ განვითარების ახალ ეტაპზე და მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა, რაც არსებობის შვიდწლიანი პერიოდის განმავლობაში შეხვდა ფონდს, საქართველოში ჩვენ არ გვქონია ერთი წარუმატებელი პროექტიც კი. თქვენ ხართ პირველი და, თუ არ ვცდები, ერთადერთი ქალი საქართველოში, რომელიც საინვესტიციო ფონდს უდგას სათავეში, თუმცა, იქამდე მუშაობდით საბანკო სექტორში, ცნობილ კომპანი ებში და უცებ მოგიწიათ ახალი კომპანიის ნულიდან შექმნა. როგორ შეძელით ეს? პირველობაზე აქცენტი არ მიყვარს, ეს ყველაფერი ძალიან ორგანულად მოხდა, მეამაყება, რომ ამ კომპანიაში დაარსების დღიდან ვმუშაობ და სავიზიტო ბარათის დაბეჭდვიდან, თითოეული თანამშრომლის შერჩევით დამთავრებული, რომლებიც დღეს „გაზელის“ ოჯახის წევრები არიან, ყველაფერში მაქვს ჩემი წვლილი და ძალისხმევა ჩადებული. ჩემთვის, პიროვნულად, თითოეული ამ ეტაპის გავლა იყო ძალიან საინტერესო. თუმცა, რაც ყველაზე მეტად მეამაყება, არის ის, რომ უცხოელ ინვესტორებს და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს დავანახვეთ, რომ საინვესტიციო ფონდის მოდელი წარმატებით მუშაობს საქართველოში, რაც საწინდარი უნდა იყოს სხვა მსგავსი ფონდების წარმოქმნისა, რომ საქართველოში განვითარდეს კაპიტალის ბაზრები და არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტების შექმნა სწორედ ერთ-ერთია საწინდარია ამისთვის. რა არის ის გამოწვევები, რასაც საქართველოში საქმიანობის პირობებში ხვდებით და როგორ უმკლავდებით მათ? რისკების ორი კატეგორიაა: ერთი – რომელზეც ვერ ზემოქმედებ, და მეორე – რომლის შეფასება, და შემცირება შეგიძლია. მაგალითად, რეგიონის ადგილმდებარეობას ვერ შევცვლით, კონფლიქტური რეგიონია და როცა საინვესტიციო კუთხით მუშაობ, ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ამას ემატება შიდა არასტაბილურობა. თუმცა, ინვესტორთან მუშაობისას უნდა დაანახვო, რომ ეს რისკები არათუ უგულებელყოფილი,
to Natia Janelidze, the Chief Investment Officer and the Executive Director for Georgia, to learn how Gazelle Finance works, how they deal with challenges in the market, how they manage to invest money correctly, and how they gain investor’s trust. When I joined Gazelle Finance the fund was still in the process of formation, and we were fundraising by actively working with potential investors. It was an extremely interesting process for me, as prior to joining Gazelle Finance, I worked in the banking sector where my main responsibility was to invest money correctly and did not include fundraising process, where you not only sell your ideas, you also sell products, and your opinions to bring profit to an investor, and you also get to promote your country. It was a very bold step since there had not been a fund like this in Georgia until that time; therefore, this process was challenging, exciting, and very rewarding for me. We can say that Gazelle Finance is a very successful project today because we have invested in more than 40 companies, performed 60 transactions, and closed 14 companies successfully. This means that the companies have grown, attracted new sources of financing and reached a new level of development. The fund has faced many challenges in its seven years of existence, but we haven’t had any nonperforming projects in Georgia. If I’m not mistaken, you are the first and only woman in Georgia who manages an investment fund. Before that, you worked in the banking industry, in well-known companies, but suddenly you have to build a new company from scratch. How did you manage to succeed? Being the first one is not something I like to emphasize, all of it came together very organically. I am proud to have worked for this company since its inception and to have contributed and put my efforts into single detail, starting from printing business cards to participating in building the team around Gazelle that we now call Gazelle family. I personally found each of these stages very interesting, but I am most proud that we demonstrated to foreign investors and international financial institutions that the investment fund model can work in Georgia. And this should be a precursor to the creation of other similar funds as the creation of nonbank financial institutions is one of the prerequisites for the development of capital markets in Georgia. When operating in Georgia, what challenges do you face and how do you handle them? Risks fall into two categories; one that cannot be controlled and one that can be assessed and minimized. For example, we cannot change geography, because it is a conflict-ridden region, and when you work in terms of investment, it has a very large impact. Additionally, there is internal instability; however, when working with an investor, it is imperative that these risks be fully discussed, not neglected.
DIPLOMAT 9