დედის დამწვარი ძვლები

Page 1

ომის სისასტიკე აღარ მიკვირს, თითქოს მიმაჩვიეს, შემაგუეს და ვფიქრობ, რა გასაკვირია, ომია და საშინელებები კი ყველა ომში ხდება. ომის ტრაგედიაზეც ხალხი თითქოს აღარ რეაგირებს, მაგრამ ომგადატანილთა ტკივილს ვინ გაიგებს?! ...რუსები, თურმე, სახელითა და გვარით ეძებდნენ... იპოვეს. შინ მხოლოდ მოხუცი დედა დაუხვდათ... დედას ოჯახის ყველა წევრი სარდაფში დაემალა, სარდაფში ჩასასვლელი კარისთვის კი ზემოდან ნოხი გადაეფარებინა... ოსებმა სახლს ცეცხლი წაუკიდეს. მოხუცმა დედამ, როგორც იქნა, ჩააქრო აგვისტოს ცეცხლი...


ოკუპანტები რამდენიმე დღის შემდეგ ისევ დაბრუნდნენ. ნახეს, რომ სახლი ბოლომდე არ იყო დამწვარი... განრისხებულებმა ცეცხლი ხელმეორედ მოუკიდეს... ამჯერად დედამ ვერაფერი ჰქნა. ალბათ, სცემეს, აწამეს კიდეც... არ ვიცი... დედა დაიწვა... როგორ გგონიათ, რა ღირს რუსი ჯარიკაცებისთვის ქართველი დედის დამწვარი ძვლები?.. შვილი ყველა უკანონო საგუშაგოზე უპრობლემიდ გაატარეს და მათმიერვე გადამწვარ სახლთან “მშვიდობიანად” მიაცილეს. შვილმა დედის დამწვარი ძვლები აკრიფა. ასევე, მშვიდობიანად გამოისტუმრეს დედის ძვლებით “ხელდამშვენებული” შვილი მიტაცებულ ტერიტორიიდან... და ოკუპირებული ტერიტორიიდან დედის დამწვარი ძვლების ძვლების გამოტანა შვილს 200 ევრო დაუჯდა... ნინო ჭელიძე გაზეთი “ქართული” სიტყვა”


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.