ინტერნეტ მედიის განვითარება ნაწ II

Page 1

ინტერნეტ მედიის განვითარება

საქართველოში ინტერნეტ მედიის გნვითარება შეიძლება გახდეს გარანტი იმისა, რომ თვისუფალი სიტყვა ვერ და არ შეიზღუდება. ბოლო წლების მოვლენებმა დაგვანახა, რომ ინტერნეტ მედიის განვითარების ტემპი წინა წლებთან შედერაბით აჩქარდა. რიგ ევროპულ ქვეყენბსა და ამერიკაში განვითარებული ინეტრნეტ მედიის ტემპთან დასაწევად საჭიროა ინტერენტ მედიამ შესთავაზოს საზოგადოებას ინცორმაცია არა მხოლოდ საზოგადოებრივი პრობლემების შესახებ არამედ ამ პრობლემების გადაწყვეტის ხედვაც. ასევე გააფართოვოს იმ ადამიანთა წრე, ვისაც შეუძლია ჩაერთოს საჯარო პრობლემებზე წერაში,შექმნას საკუთარი ბლოგი ან ინტერენტ საიფორმაციო საიტი. წერა ხომ დაბადებიდანვე ყველას შეუძლია. თითოეული ადამიანი უმარავ მესიჯს წერს საკუთარი გონების კედელზე.


2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომმა ნათელი გახადა, რომ საჭირო იყო დამოუკიდებელი, ობიექტური და უტყუარი ინფორმაციის სწრაფად გავცელების საშუალებების არსებობა, რაც არა მარტო საქართველოში ქართველი, არამედ სხვა ქვეყნის დაინტერესებული ქართველი და არა ქართველი მკითხველისთვისაც იქნებოდა ხელმისაწვდომი. საბედნიეროდ ახლა უკვე გაცილებით ბევრ გაზეთს აქვს თავისი გამოცემების მუდმივი კომპიუტერული ვერსია ვიდრემ 2 წლის წინ. აგვისტოს ომმა, ქართულ მედია სივრცეში განსაკუთრებული გავლენა იქონია ბეჭვდით მედიაზე, უფრო მეტად კი რეგიონალურზე. მოსახლეობა ნაკლებ ფულს ხარჯავდა ბეჭვდითი გამოცემების შესაძენად, რადგანაც მასიურად დაიწყეს პირველადი მოხმარების პროდუქტების ყიდვა. გარდა ამისა ფორსმაჟორულ სიტუაციებში ყოველ კვირეული გამოცემლობების მიერ მოწოდებული ინფორმაცია უკვე მოძველებულად ითვლებოდა. ამის გამო გაზეთებს მოუწიათ ტირაჟის და რაკლამის დამკვეთთა რაოდენობის შემცირება. ამ ყოველივემ გამომცემლობები ფინანსურად დააზარალა. სამწუხაროდ,რეგიონებში ინტერნეტის შეღწევადობის გაცილებით დაბალი მაჩვენებლია ვიდრემ დედაქალაქში აქედან გამომდინარე რეგიონალური პრესის ვებ–საიტები, რომლებიც ომის შედეგად ნაკლებ და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფინანსურ ზარალს არც კი განიცდიდნენ, მხოლოდ რამოდენიმე რეგიონალურ გამომცემლობას თუ გააჩნია. საქართველოში ასევე პოპულარულია ფორუმები, მათი მედიაწყაროებად გამოყენება ტრადიციულ მედია საშუალებებმაც დაიწყეს, რამდენადაც აქ ყურადღება, ძირითადად, ინფორმაციის და აზრთა კოორდინირებულ გაცვლა-გამოცვლაზე ხდება. ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი ქვეყანაში არცთუ ისე დიდია(დაახლოებით 1.5 მლნ), მაგრამ სწრაფად იზრდება ახალგაზრდა თაობაში. რამაც გამოიწვია ინტერნეტ-ჟურნალისტიკის და სოციალური მედიის პოპულარიზაცია მედიის წარმოამდგნლებსა და ვიტყოდი მთლიანად საზოგადოებაში. მიუხედავად ამისა ვებჟურნალებისა და ბლოგების მიმართ საზოგოადოებაში სანდოობის ხარისხის ასამაღლებად საჭიროა საფუძვლიანი მუშაობა. რაც შეიძლება ბევრ ბეჭდვითი მედია-


საშუალებების უნდა ჰქონდეთ უახლესი ინფორმაციის შემცველი ვებსაიტები. ასევე საჭიროა საინფორმაციო ინტერნეტ-ჟურნალისტიკის შექმნა და ამ პროცესში ჩაბმა იმ ადამიანების, ვისაც შეუძლიათ გახდნენ „მოქალაქე ჟუნალისტები.“


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.