#1, ოქტომბერი, 2023 / გამოიცემა 2023 წლიდან
ყოველთვიური / (23.01)
ოედანი ავისუფლების მ თ მოსაზრებები პოლიტიკასა და
დემოკრატიაზე
ომი თუ მშვიდობა? რეალისტური საგარეო პოლიტიკა საქართველოსთვის შოვის ტრაგედია
გვ. 3
მარტის მოვლენების ექო გვ. 5
პოლიტიკა და რელიგია თანამედროვე საქართველოში გვ. 7
სურათის ავტორი: ნიკოლოზ ურუშაძე
„ქართული ოცნება“ საკუთარ საგარეო პოლიტიკას ერთადერთ შესაძლო გზად განიხილავს. რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის პირობებში, მისთვის მხოლოდ “სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკაა გამოსავალი, სხვა ყველაფერი ომის რისკს შეიცავს. მმართველი ძალა ცდილობს, რეალობად შემოგვასაღოს ომისა და მშვიდობის ცრუ დილემა. თავად მშვიდობის პარტიად წარმოაჩინოს თავი, დანარჩენები - ქვეყნის ამრევებად. სინამდვილეში, არსებობს უფრო პრაგმატული და სტრატეგიული საგარეო პოლიტიკის ალტერნატივა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, გაგვეძლიერებინა ჩვენი უსაფრთხოება და ეკონომიკა, არ დავშორებოდით მეგობრებს (უკრაინა, ევროკავშირი, აშშ), რეალურად გაგვეზარდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსები და, ამასთანავე, რუსეთთან სამხედრო ესკალაციის რისკები აგვერიდებინა. სიტყვები მნიშვნელოვანია „ქართულმა ოცნებამ“ ორაზროვანი გამოსვლები (მშვიდობისკენ მოწოდება) სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე მალევე შეცვალა აქტიური ანტიუკრაინული პოზიციით. მოგვიანებით ეს ყველაფერი ევროპელ და ამერიკელ დიპლომატებზე სიტყვიერ თავდასხმებშიც გადაიზარდა და მმართველი ძალის მიერ „ფრთხილ პოლიტიკად“ გამოცხადებული დიპლომატია მეგობრებისგან იზოლაციის პოლიტიკად გადაიქცა. ამის ნაცვლად, თავი-
დანვე საჭირო იყო უკრაინის მიმართ სოლიდარობა, მათ შორის, კიევში დროული და რეგულარული ვიზიტები გასული წლის მარტის ბოლოდან, როდესაც ეს ფიზიკურად შეიძლებოდა. მანამდე კი აუცილებელი იყო უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ოფიციალური თბილისის საჯარო მხარდაჭერა. აქტიური პროუკრაინული გამოსვლები საქართველოს უკრაინისა და ევროკავშირის ღირსეულ მოკავშირედ წარმოაჩენდა და ჩვენთვის სასარგებლო საერთაშორისო განწყობებს შექმნიდა. ეს კი დამატებითი პოლიტიკური, სამხედრო თუ ეკონომიკური სარგებლის ახალ შესაძლებლობებს გაგვიხსნიდა. ეკონომიკური პოლიტიკა და დიპლომატია ეკონომიკა ცალკე ბრძოლის ველია, რაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა დასავლეთის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებით, რომელთაც საქართველო არ შეუერთდა. „ქართული ოცნების“ თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან განსხვავებით, მას არა აქვს ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა, რომ უმტკივნეულოდ მიიღოს სანქციებით წარმოქმნილი ზიანი. სანქციებთან მიერთება, შესაძლოა, მართლაც სერიოზული ნეგატიური შოკის მიზეზი გამხდარიყო ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ზიანის პრევენციისა და განეიტრალებისთვის არაფერს მოვიმოქმედებდით. ასევე, დროულად ვიზრუნებდით რუსეთის უფრო სტაბილური ბაზრებით ჩანაცვლებაზე.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ბოლო მონაცემებით, რუსეთზე იმპორტდამოკიდებულება 2014 წლიდან განუხრელად იზრდება და 2022 წელს სარეკორდო - 14%-ს მიაღწია. რუსეთის წილი ექსპორტშიც გაზრდილია (12%), როცა ევროკავშირის წილი ჯამურ ექსპორტსა და იმპორტში მცირდება: თუკი 2019 წლამდე 26-29% შორის მერყეობდა, ბოლო, 2022 წლის მონაცემებით, 23%-მდე ჩამოვიდა. ამასთანავე, მეტად არის გაზრდილი ავტორიტარულ ქვეყნებზე (რუსეთი, ჩინეთი) საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება და შემცირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი. ასეთი პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს უქმნის საქართველოს ეკონომიკასა და კეთილდღეობას, რადგანაც ჩვენი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობაზე დამყარებულ, სტაბილურ ბაზრებთან ურთიერთობა და არა ისეთ ქვეყნებთან ვაჭრობა, სადაც, რუსეთის მსგავსად, ყველაფერს ერთი რასისტი ლიდერის პირადი გადაწყვეტილება განაპირობებს. ჩვენი ეკონომიკური დიპლომატია უპირველესად, ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სანქციებზე კონსულტაციით უნდა დაწყებულიყო. ამ პროცესში შეგვეძლო, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განგვეხილა. მათ შორის, სანქციებთან მიერთების შემთხვევაში, საქართველოსთვის პოტენციურ ნეგატიურ ეფექტებთან გასამკლავებლად ფინან-
სური დახმარების მიწოდება; თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო მიმოსვლისა და პირდაპირი ავიარეისების განხილვა შეერთებულ შტატებთან და რუსეთის ბაზრის აქტიური ჩანაცვლებისთვის საჭირო ზომების პროაქტიული მიღება ევროკავშირისა და ამერიკის მხრიდან. „ქართული ოცნების“ მიერ სანქციებთან მიერთებაზე ხისტი უარით და ეკონომიკური დიპლომატიის უარყოფით, საქართველო პოლიტიკურად მნიშვნელოვნად დაზიანდა და დაკარგა ყველა პოტენციური ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებელი, რაც მას სანქციების თუნდაც სელექციური გატარებით შეეძლო მიეღო ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისგან. ევროკავშირთან სწორი კომუნიკაცია არა მხოლოდ ზიანს აგვარიდებდა, არამედ, მხარდაჭერის შესაძლებლობასაც გაზრდიდა, რაც კარგად ჩანს მოლდოვის მაგალითზეც: არც მოლდოვა შეერთებია ბევრ სანქციას. მეტიც, საქართველოსგან განსხვავებით, რუსეთის წინამძღოლობით შექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრიც კი არის. მოლდოვამ სწორი კომუნიკაციისა და მოქნილი დიპლომატიის საშუალებით მიიღო როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და დიპლომატიური შედეგები: ის ახლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, საგრძნობ ეკონომიკურ მხარდაჭერას იღებს (სულ ახლახან მას ევროკავშირმა მხარდაჭერის ახალი, 294 მილიონიანი ევროს/დაახლოებით მილიარდი ლარის დახმარება დაუმტკიცა) და ტერიტორიული პრობლემების მიუხედავად, ომშიც არავის „ჩაუთრევია“.
1
#1, ოქტომბერი, 2023
(23.01)
სურათის ავტორი: შოთა გობეჯიშვილი
დიდი რუსობა მნიშვნელოვანი დილემაა, თუ როგორ მოვექცეთ საქართველოში მასიურად შემოსულ რუსეთის მოქალაქეებს. ერთი მხრივ, ამას გარკვეული დადებითი ეკონომიკური ეფექტი აქვს. მეორე მხრივ, არსებობს რეალური საფრთხეები, რაც მტრული სახელმწიფოს მოქალაქეთა მასშტაბურ მიგრაციას თან სდევს: იმ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომელთაც არ სურთ უსამართლო ომში მონაწილეობა, დიდი ალბათობით, რუსი დაზვერვის აგენტები, პროვოკატორები და დივერსანტებიც შემოჰყვნენ. „ქართული ოცნების“ სასაზღვრო პოლიტიკა აქაც „თანმიმდევრულია“ - ცდილობს, აამოს რუსეთს: ოპოზიციური მედიისა და ომის მოწინააღმდეგე აქტივისტების გარდა, ყველა შემოუშვას, საზოგადოებაში კი ეს ყველაფერი ეკონომიკური სარგებლით და ომის შიშით „გაათეთროს.“ . სინამდვილეში, ჩვენი პოლიტიკა საწინააღმდეგო უნდა იყოს. უპირველესად, საჭიროა რუსეთის მოქალაქეებს მკაცრი სავიზო რეჟიმი დაუწესდეთ: სტანდარტულისა და გამარტივებულის ნაცვლად (როგორც ეს მრავალ ქვეყანასთან გვაქვს), შემოსვლა კიდევ უფრო შევუზღუდოთ. საქართველოს შეუძლია გამოიყენოს შვეიცარიის საელჩოები, სადაც ჩამოსვლის მსურველები შესაბამის აპლიკაციებს შეავსებენ. ჩვენმა სამსახურებმა სავიზო აპლიკაციები მხოლოდ გამონაკლისის სახით უნდა დაადასტურონ და პრიორიტეტი მათ მიანიჭონ, ვინც პუტინის ოპოზიციაშია და ეწინააღმდეგება მის დანაშაულებრივ ომს. საქართველომ რუსეთის მოქალაქეებს ხანგრძლივის ნაცვლად, მოკლევადიანი ვიზები უნდა მისცეს. შესაძლოა, დაწესდეს დამატებითი გადასახადი რუსეთიდან შემოსულთათვის - უკრაინის ჰუმანიტარული მხარდაჭერისა და უკრაინელ ლტოლვილთა დახმარების ფონდისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი მტრული ძალაა, საქართველოს თავისუფლად შეუძლია შეზღუდოს რუსეთის მოქალაქეთა მიერ უძრავი ქონების ყიდვის უფლება და შერჩევითად გასცეს; დააწესოს სავალდებულო, საგანმანათლებლო, ფასიან სემინარში მონაწილეობის ვალდებულება 2008 წლის ომის, ქართველების ეთნიკური წმენდისა და, ზოგადად, საქართველოს ისტორიის შესახებ. აქედან მიღებული შემოსავლები კი აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით წამოსულთა დასახმარებლად გამოიყენოს. რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ იმ ქართველთა ინტერესები, რომლებიც საქართველოში დაბრუნებას მოქალაქეობის აღდგენით ცდილობენ. ამისათვის საქართველოს სახელმწიფოს საკუთარი პროცედურები გააჩნია და არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი შეზღუდვა ამ უფლების რეალიზებას არ აბრ-
2
კოლებს. პრობლემურია, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენა საიდუმლოდ და საზოგადოებისა და ჩვენი მეგობრებისგან ფარულად მზადდებოდა: „ქართულმა ოცნებამ“ საგარეო პოლიტიკაც კი შიდა, დახურული გარიგებების საგნად აქცია და უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს საზოგადოებრივი განხილვის, ელემენტარული საჯარო დისკუსიის გარეშე, აგრესორ, ოკუპანტ ძალასთან თანამშრომლობით იღებს, რაც დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანაში დაუშვებელია. რუსეთთან პირდაპირ საჰაერო კავშირზე უარი რამდენიმე ფაქტორის გამო მართებული პოლიტიკური და ეკონომიკური ნაბიჯი იქნებოდა: ჯერ ერთი, ეს ჩვენი მოკავშირეების პოლიტიკას ეწინააღმდეგება: საქართველო მაშინ იძლევა ფრენების აღდგენის უფლებას, როდესაც მისი მეგობრები რუსეთთან კავშირების შემცირებას ცდილობენ. ეს არა მხოლოდ ეკონომიკური ან ჰუმანიტარული, არამედ, სრულიად ნათელი პოლიტიკური და დიპლომატიური სიგნალია. თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა თავდაცვა და უსაფრთხოება მიმდინარე ომის ფონზე ცენტრალური საკითხია. სწორედ აქ მუშაობს ყველაზე აქტიურად „ქართული ოცნების“ პროპაგანდა - „აბა, ომი გინდათ?!“ სინამდვილეში, საქართველოს აქაც შეუძლია ბევრად უფრო მოქნილი, პრაგმატული და ეფექტიანი მიდგომა განახორციელოს, ვიდრე დღეს გვაქვს. სახელისუფლებო პარტია ამბობს, რომ მშვიდობის წინაპირობა არაფრის კეთებაა ნებისმიერ ჩვენს პრინციპულ მოქმედებას რუსეთი ომით უპასუხებს. ეს არასწორი მიდგომაა: არც ახლა და არც უახლოეს მომავალში, უკრაინის არმიის მიერ მიყენებული მასშტაბური ზარალის გამო, რუსეთს სამხედრო ავანტიურის შესაძლებლობა აღარ ექნება. ეს ჩვენი ნატოსა და ევროკავშირში შესასვლელად მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. გარდა ამისა, არსებობს სამხედრო თანამშრომლობის უამრავი კომპონენტი, რომელიც არ მისცემს რუსეთს საქართველოზე თავდასხმის ოდნავ ლეგიტიმურ საფუძველსაც კი: საქართველოს შეუძლია უკრაინას არასაბრძოლო სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს: მიაწოდოს ისეთი აღჭურვილობა, რაც ჯარისკაცებს სჭირდებათ ბრძოლის ველზე, მაგრამ არ იყენებენ მოწინააღმდეგის გასანადგურებლად. მაგალითად, ჯავშანჟილეტები, სამხედრო კარვები, ავტომობილები, საველე სამედიცინო აღჭურვილობა და სხვა; საქართველოს შეუძლია უკრაინასა და ჩვენს სხვა მოკავშირეებს (ევროკავშირი, ნატო, ამერიკა) ომის მსვლელობისას შესთავაზოს საკუთარი სამხედრო სასწავლო ინფრასტრუქტურა არა-
ლეტალური სამხედრო წვრთნებისა და ჰუმანიტარული მისიებისთვის; ასევე, შეგვიძლია უკრაინელებს დავუფინანსოთ განათლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის აკადემიაში. სანაცვლოდ, საქართველო მიიღებს დამატებითი სამხედრო, ეკონომიკურ და ფინანსურ დახმარებას საერთაშორისო პარტნიორებისგან და ამით გააძლიერებს საკუთარ უსაფრთხოებას - დასუსტების ნაცვლად, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს. საერთაშორისო სამხედრო ურთიერთობების ჭრილში, საქართველოს შეეძლო და ახლაც შეუძლია დაიწყოს კონსულტაციები ნატოსა და შეერთებულ შტატებთან, რათა ქვეყნის თავდაცვის პოტენციალი მნიშვნელოვნად აამაღლოს. ასევე, აქტიურად უნდა დავაყენოთ ქვეყნის ნატოში გაწევრების საკითხი, მათ შორის, MAP-ის (გაწევრების სამოქმედო გეგმის) გამოტოვებით. სამწუხაროდ, ნატოს ბოლო, ვილნიუსის სამიტმა ისე ჩაიარა, რომ საქართველომ იქიდან ვერაფერი მიიღო: მხოლოდ ის გაგვიმეორეს, რასაც აქამდეც გვეუბნებოდნენ და ამაში ხელისუფლებაა დამნაშავე. მზადება მომავალი რუსეთისთვის ომის შედეგების პოლიტიკური ზეგავლენის წინასწარმეტყველება ყოველთვის რთულია, მაგრამ ისტორიიდან ვიცით, რომ დიდ ომებს დიდი პოლიტიკური ცვლილებები მოსდევს. შესაძლო სცენარებისათვის მზადება ნებისმიერი მთავრობის პირდაპირი მოვალეობაა, მაგრამ საქართველოს მთავრობა ამაზე არ ფიქრობს. აქვთ მათ რაიმე სახის კავშირი რუსულ ოპოზიციასთან? დიდი ალბათობით, არა; რაიმე ცოდნა უკრაინის მხარეს მებრძოლ რუსებზე, მათ პოლიტიკურ შეხედულებებსა და გრძელვადიან გეგმებზე? რა თქმა უნდა, არც ეს. „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ფსონი პუტინის რუსეთის გამარჯვებაზე დადო. ამიტომაც ზღუდავენ საქართველოში ოპოზიციური მედიისა და აქტივისტების შემოსვლას. მსგავსი ქცევით მმართველმა პარტიამ ქვეყანა უაღრესად წამგებიან პოზიციაში ჩააყენა. ეს მაშინ, როდესაც საერთაშორისო ვითარება რუსეთის საწინააღმდეგოდ იცვლება, ნატო და ევროკავშირი ფართოვდება და შიდა რუსული პოლიტიკური ვითარებაც პუტინის ერთპიროვნული ძალაუფლების საწინააღმდეგოდ ეწყობა. უსაფრთხოებისა და თავდაცვის კონცეფციების გადახედვა ამ ყველაფრის გაანალიზებას, დაგეგმვას და ამოქმედებას კონცეპტუალური, საკანონმდებლო და საბიუჯეტო ასპექტები აქვს, რომლებიც საქართველოში საერთოდ უმოქმედოა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის უდიდესი ომი მიმდინარეობს, კონტინენტის უსაფრთხოება ძირეულად იცვლება. ამის მიუხედავად, ჩვენს პარლამენტს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი არ განუახლებია; თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვისა და ეროვნული სამხედრო სტრატეგიისთვის არ გადაუხედავს. საერთაშორისო ურთიერთობების ელემენტარული პრინციპების მცოდნე ადამიანისთვის ქვეყნის თავდაცვაზე პასუხისმგებლობის არიდება და ამ საკითხში რუსეთის კეთილ ნებაზე მინდობა უკიდურესად სარისკო და ბეცი სტრატეგიაა - მორჩილების სანაცვლოდ, შენივე მტრის კეთილ ნებას მიანდო საკუთარი უსაფრთხოება. საერთაშორისო პოლიტიკაში ასეთი მორჩილება მეორე მხარისთვის საკმარისი
არასდროსაა: ყოველ ჯერზე კიდევ უფრო მეტს მოითხოვს, რასაც ჩვენი და რუსეთის ბოლო წლების ურთიერთობა ნათლად ასახავს. ამიტომაც, დღევანდელი უპრინციპო, უსარგებლო და ნებაყოფლობითი კომპრომისები საფუძველს უყრის ხვალინდელ მონობას. საგარეო პოლიტიკის ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი მხარე საქართველოს ასევე შეუძლია უფრო მომგებიანი ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი პოლიტიკა აწარმოოს, რაც საერთაშორისო ურთიერთობებში მას ბევრად უკეთ წარმოაჩენდა. ჩვენ შეგვეძლო უკრაინელი ლტოლვილებისათვის გაგვეგრძელებინა თუნდაც სიმბოლური ფინანსური მხარდაჭერა. კვლავ მოლდოვის მაგალითს თუ მივმართავთ, ამ მიზნებისთვის საქართველო თავისუფლად მოიზიდავდა დამატებით დაფინანსებას საერთაშორისო წყაროებიდან. უფრო შორსმჭვრეტელური პოლიტიკის შემთხვევაში, კვლავ ჩვენი პარტნიორების დახმარებით, მოვიძიებდით დაფინანსებას და შევქმნიდით ისეთ ფორმატებს, რომლებიც წაახალისებდა უკრაინელთა ჩართვას საქართველოს ბიზნეს და შემოქმედებით ცხოვრებაში. მაგალითად, ქართულუკრაინული სტარტაპების ამუშავება, რაც ქართულ ეკონომიკასაც დამატებით შემოსავლებს მოუტანდა; საქართველოს შეეძლო რამდენიმე ახალი, უკრაინულენოვანი საბავშვო ბაღისა და სკოლის გახსნა, სადაც სწავლა უკრაინულ ენაზე წარიმართებოდა; შეგვიძლია უკრაინის მართლაც გამორჩეული სამოქალაქო და მედიაორგანიზაციებისთვის რეგისტრაციის გამარტივება, საერთაშორისო ფონდების მოზიდვა ქართულ-უკრაინული თანამშრომლობის ხელშესაწყობად, განსაკუთრებით, ჰუმანიტარულ, ომის გაშუქებისა და რუსულ პროპაგანდასთან დაპირისპირების საკითხებში. . . . ჩვენს მთავრობას, სხვა საკითხების მსგავსად, არც ამ სფეროში გამოუჩენია მონდომება ან მმართველობის ნიჭი, რაც გულისხმობს პრობლემების შესაძლებლობად გარდაქმნას. მისგან ასეთი მოლოდინი ნამდვილად გადაჭარბებულია, მაგრამ აუცილებელია, რომ სხვა პოლიტიკურმა და სამოქალაქო ძალებმა სწორედ ასე იფიქრონ სამომავლო პოლიტიკასთან დაკავშირებით. კულტურის პოლიტიკა რეპრესიის ნაცვლად იგივე შეიძლება ითქვას კულტურის პოლიტიკაზეც, რომელიც დღეს რეპრესიის ინსტრუმენტი უფროა, ვიდრე დადებითი შემოქმედებითი იმპულსების მომტანი. საქართველოს აქვს რესურსი, ომის მსვლელობისას უკრაინას კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენაში დაეხმაროს - უკრაინული კულტურისა და ხელოვნების ნიმუშების ქართულ საცავებში შენახვის შეთავაზებით. შეგვიძლია ახალი სარეზიდენციო პროგრამების შექმნა უკრაინელი ხელოვანებისთვის საქართველოში; ერთობლივი ქართულ-უკრაინული კულტურული თანამშრომლობის მხარდაჭერა ახალი პროგრამების ამოქმედებით; უკრაინული ლიტერატურის თარგმნის წახალისება ქართული გამომცემლებისთვის სპეციალური საგრანტო პროგრამებით, რაც მათთვის დამატებით ეკონომიკურ შესაძლებლობებს შექმნიდა. ეს იქნებოდა სახალხო დიპლომატიის ეფექტიანი ნაბიჯი, რომელიც მთელ მსოფლიოში საქართველოს უაღრესად პოზი-
#1, ოქტომბერი, 2023
(23.01)
ტიურად წარმოაჩენდა. გარდა ამისა, ასეთი პოლიტიკა გაამრავალფეროვნებდა ჩვენს კულტურულ ცხოვრებას, ხელს შეუწყობდა იდეების გაცვლასა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას. საკუთარი მწირი რესურსების თუ საერთაშორისო დახმარების გამოყენებით, საქართველოს თავისუფლად შეუძლია მსგავსი ინიციატივები დააფინანსოს, კიდევ უფრო გაამრავალფეროვნოს ქართული კულტურული ლანდშაფტი და შესაბამისი დივიდენდებიც მოიპოვოს დიპლომატიურ არენაზე. ევროკავშირთან თუ მის გარეშე? ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეს ის უნიკალური გაერთიანებაა, რომელმაც მოახერხა წევრებს შორის მუდმივი, სტაბილური მშვიდობის უზრუნველყოფა და მსოფლიოს ყველაზე მშვიდობიან და მაღალგანვითარებულ რეგიონს წარმოადგენს. აუცილებელია ევროკავშირთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მაქსიმალური ჰარმონიზაცია, რასაც საქართველო არ აკეთებს. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭიროა მაქსიმალური პოლიტიკური ნების გამოვლენა და საჭირო გადაწყვეტილებებზე ოპოზიციურ პოლიტიკურ თუ სამოქალაქო ძალებთან შეთანხმება. ის შანსები, რაც ახლა გვაქვს, მუდმივად არ იარსებებს. მომავალ წელს რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ბედი, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეიცვალოს; 2024-ში ევროპარლამენტის ახალი არჩევნებიც გაიმართება, რომელიც, თავის მხრივ, ევრო-კომისიის ახალ ხელმძღვანელობას აირჩევს. ის, თუ რა ძალები და რა რაოდენობით მოხვდებიან პარლამენტსა და ეროვნულ მთავრობებში, კანდიდატობის მოპოვების რეალურ შესაძლებლობაზე წვდომას განაპირობებს. ევროპის კავშირის რეკომენდაციების შეუსრულებლობით, მათ დიპლომატებზე თავდასხმით და ქვეყნის შიგნით ავტოკრატიის მშენებლობით, „ქართული ოცნება“
გვაშორებს სტაბილურობისა და მშვიდობის ერთიან სივრცეს და კიდევ უფრო მეტად გაღარიბების, კონფლიქტების გამწვავების და დამოუკიდებლობის დაკარგვის საფუძველს ქმნის. საგარეო პოლიტიკა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი განუყოფელია საგარეო პოლიტიკისაგან. ამ საქმეში გვჭირდება როგორც შიდა რესურსების გაზრდა, ისე - მოკავშირეებისა და მეგობრების დახმარება. იმის მოლოდინი, რომ რუსეთი „დაგვიბრუნებს“ აფხაზეთს და ოსეთს, უსაფუძვლოა, ამის დაპირება კი - უპასუხისმგებლობა. რუსეთის ამოცანა საქართველოს კონტროლია და არა მისი გაძლიერება. მით უფრო, როცა მან ჩვენი ისტორიული მხარეები „დამოუკიდებელ“ სახელმწიფოებად აღიარა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ზრუნვა უნდა დაიწყოს საქართველოს გაძლიერებით და დიპლომატიური ინიციატივის თბილისისთვის დაბრუნებით. დღევანდელი სახელმწიფო მინისტრის უწყება შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში დიდწილად უფუნქციო ორგანიზაციაა. ეს ინსტიტუტი უნდა დაკომპლექტდეს ახალი, ნიჭიერი ადამიანებით, რომლებიც სამშვიდობო პოლიტიკის ინიციატივებზე იმუშავებენ. ზოგი მათგანი უშედეგო აღმოჩნდება, ზოგიერთი უფრო წარმატებული, მაგრამ ახალი იდეების, ფორმატებისა და სასაუბრო პლატფორმების შეთავაზება სოხუმისა და ცხინვალის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ინიციატივის დასაბრუნებლად - თუნდაც, იქ დარჩენილი მოსახლეობის და არა მათი „მთავრობების“ თვალში. ჩვენი დიპლომატიის ნაწილი შეიძლება იყოს თავშესაფრის მიცემა მათთვის, ვინც უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლას თავს აარიდებს და თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსახლდება; ახალი სავაჭრო, სამოქალაქო და ჰუმანიტარული ურთიერთობების
ფორმატებზე საუბარი. მით უფრო, რომ ეს რეგიონები კარგა ხანია ჩვენი ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობენ. საქართველომ აქტიურად უნდა დააყენოს რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულების საკითხი. მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაშვება საოკუპაციო ხაზის მეორე, რუსების კონტროლირებად მხარეს. ამ ყველაფერს თან უნდა ახლდეს საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს მცხოვრებთა უსაფრთხოების უკეთესი დაცვა შეიარაღებული ძალების შესაძლებლობათა გაძლიერებით. საქართველოს უნდა შეეძლოს, აღკვეთოს ჩვენი თანამოქალაქეების რეგულარული გატაცება და მათი მწამებლები და მკვლელები დასაჯოს. რუსეთი ასევე არ ასრულებს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე ტვირთების კონტროლის ვალდებულებას, რაც მან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრების სანაცვლოდ იკისრა. ეს საკითხი ჩვენმა მთავრობამ მიივიწყა - თითქოს საქართველოს სრულ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე თუნდაც მინიმალური საბაჟო კონტროლი უმნიშვნელო საქმე იყოს. *** როგორ შეიძლება დავახასიათოთ უკეთესი, რეალისტური საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც შეიძლება ჰქონდეს საქართველოს? ასეთი პოლიტიკა იმით გამოირჩევა, რომ არ ცდილობს ჩვენი ტრადიციული საგარეო პოლიტიკის საბოტაჟს. ამასთანავე, არც რუსეთს აძლევს ომის მიზეზს: არ აწვდის უკრაინას სასიკვდილო იარაღს და არ ესხმის თავს რუსებს. მეტიც, რუსეთის მოქალაქეთა ნაწილისთვის (მიუხედავად მათი პოლიტიკისა) თავშესაფარიც კი ხდება. ეს ყველაფერი ჩვენი მეგო-
ბრების - ევროკავშირისა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკას ეხმიანება და საქართველოს ევროინტეგრაციისა და ნატოში გაწევრების შანსს აძლიერებს. შედეგად, ჩვენი მშვიდობიანი განვითარების რეალური შესაძლებლობაც ძლიერდება. ასეთი საგარეო პოლიტიკით საქართველო მიიღებს უკეთეს საგარეო ფინანსურ მხარდაჭერას, მეტად შეამცირებს არასტაბილურ რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებულებას, გააძლიერებს საკუთარ ეკონომიკურ სტაბილურობას, სავაჭრო, ფინანსურ და ლოჯისტიკურ კავშირებს ევროკავშირთან, რითაც შექმნის მდგრადი ეკონომიკური ზრდის უკეთეს შესაძლებლობას. ეს ყველაფერი რეინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ახალ, რეალურ შესაძლებლობას გვაძლევს, ჰაერზე დაფუძნებული პროპაგანდისგან განსხვავებით, რასაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს: არაფრის კეთებით და ქვეყნის დასუსტებით გავმდიდრდებით და კიდეც გავმთლიანდებით. მსგავსი რამ აბსურდულ ფანტაზიაში შეიძლება მოხდეს, მაგრამ რეალურ პოლიტიკაში - არასდროს. „ქართული ოცნების“ არსებული საგარეო პოლიტიკა, ქვეყნის გაძლიერების ნაცვლად, რუსეთის წინაშე კაპიტულაციას ირჩევს. სამწუხაროდ, ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და ხელისუფლებაში ყოფნისას მოხვეჭილი სიმდიდრე. ამ გზაზე მისი იარაღი ხალხის ომით დაშინებაა. მათ უნდათ, „აბა, ომი გინდათ?!“ პროპაგანდამ შიდა დაპირისპირებით დაღლილი ადამიანები ისე გაგვაბრუოს, ვეღარც კი მივხვდეთ, როგორ ვკარგავთ უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას. ამ ყველაფრის მიმართ წინააღმდეგობა აუცილებელი და შესაძლებელია და გამოიღებს კიდეც სასურველ შედეგს. შეუპოვარი ბრძოლა კი იმის გაცნობიერებით იწყება, რომ მშვიდობა თავისუფლების გარეშე მხოლოდ მონობაა და სხვა არაფერი. ლევან ცუცქირიძე
შოვის ტრაგედია პასუხების მოლოდინში 3 აგვისტოს შოვში მომხდარმა ეკოლოგიურმა კატასტროფამ მთელი საქართველო შეძრა. დღის 4 საათზე მოვარდნილმა ღვარცოფმა საკურორტო ზონაში მდებარე დასასვენებელი კოტეჯები წაიღო და 33 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის, რამდენიმე ოჯახის, ახალგაზრდებისა და მცირეწლოვანი ბავშვების, რაც თავისთავად უმძიმესი ტრაგედიაა. დაღუპულთა ნაწილი მალევე იპოვეს, ნაწილის ძებნა კი გახანგრძლივდა. ამ მოვლენებით შეძრწუნებული ადამიანები ამბობდნენ, რომ შოვის არსებობა, ფაქტობრივად, ჩვენს თვალწინ დასრულდა. ულამაზესი ბუნებით, მაცოცხლებელი ჰაერითა და სამკურნალო მინერალური წყლებით განთქმული კურორტის ისტორია 100 წლის წინ დაიწყო, როდესაც ექიმმა შამშე ლეჟავამ, რომელიც ვენის უნივერსიტეტში სწავლობდა, ევროპაში ყოფნისას ბადენი, დავოსი, ალანდი და სხვა ცნობილი დასასვენებელი ადგილები შეისწავლა და მსგავსის შექმნა საქართველოშიც გადაწყვიტა. სამშობლოში დაბრუნებისთანავე ტერიტორიის შერჩევას შეუდგა და ყველაზე შესაფერისად შოვი მიიჩნია. კურორ-
ტი ოფიციალურად 1929 წელს გაიხსნა და მას შემდეგ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. თუმცა ის, რაც სხვებისაგან გამოარჩევდა, ამავდროულად, მისი განადგურების მიზეზადაც იქცა: ზღვის დონიდან 1520 მეტრზე, მდინარე ჭანჭახის ხეობაში მდებარე ტერიტორია მეწყრული და ღვარცოფული მოვლენების თვალსაზრისით სახიფათო გამოდგა. ღვარცოფი, რომელიც ამ ადგილებში სხვა დროსაც ხდებოდა, შედარებით მცირე ზომის იყო და დასახლებულ პუნქტებამდე არ ჩამოდიოდა, თუმცა გასულ წლებში ადგილობრივი მოსახლეობა მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობდა და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვდა. რაც შეეხება 3 აგვისტოს, ამ დღეს სხვა მასშტაბის ეკოკატასტროფა მოხდა. დარგის სპეციალისტთა უმეტესობა თანხმდება, რომ ეს იყო გლაციარული ღვარცოფით გამოწვეული შემთხვევა. აღნიშნული ტერმინი რომ განვმარტოთ, „გლაციარული ღვარცოფი მთის მდინარეებზე განვითარებული დიდი დამანგრეველი ძალის მქონე ღვარცოფულ ნაკადს ნიშნავს, რომლის ჩამოყალიბება დაკავშირებულია მყინვარულ-მორენული კომპლექსების სიმტკიცის დარღვევასთან;
სურათის ავტორი: ინტერპრესნიუსი (IPN)
ნაკადის თხევადი მდგენელი უმეტესწილად წარმოიქმნება მდნარი მყინვარული წყლების ხარჯზე. გლაციალური ღვარცოფი მაღალმთიანეთის ყველაზე უფრო მძლავრი ღვარცოფია“. ტრაგედიიდან ორ დღეში უცხოური არხებით მოპოვებულ სატელიტურ სურათებზე სტიქიის წარმოქმნის კერა გამოჩნდა: როგორც ახალ ზელანდიაში მოღვაწე გეომორფოლოგი და გლაციოლოგი, ლევან ტიელიძე წერდა, „კლდოვან-ყინულოვანი ზვავი წარმოიშვა
უშუალოდ კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მყინვარ თბილისას მარჯვენა შენაკადის სამხრეთაღმოსავლეთ ფერდობზე. ზღვის დონიდან დაახლოებით 3700-3800 მეტრის ინტერვალში“. ასეთივე კლდოვანყინულოვანი ზვავი საქართველოში 2014 წლის 17 მაისს, მყინვარ დევდორაკზე დაფიქსირდა და მას მსხვერპლი მოჰყვა. რა იწვევს მსგავსი ტიპის გეომორფოლოგიურ პროცესებს და რა გახდა შოვის შემთხვევაში ღვარცოფის ინსპირაცია?
3
#1, ოქტომბერი, 2023
(23.01)
როგორც გეომორფოლოგი და გეოგრაფი, გიორგი გოცირიძე განმარტავს, „ეს არის გლობალური დათბობით და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პროცესი, რომელსაც ბევრი მიზეზი აქვს: მყინვარების დნობის გამო ყინულის მასები მცირდება, მათი შემაკავებელი ძალა იკლებს, გაყინული კლდეები ლღვება, რაც იწვევს სიმაღლიდან კლდოვანი მასების ჩამოცვენას. ისინი დიდი სისწრაფით მოდის, აგროვებს წყალს, მყინვარის ნატეხებს, ხეობაში დაგროვილ მასალას და ღვარცოფის ფორმას იძენს. ღვარცოფები ადრეც, ისტორიულ მეხსიერებაშიც იყო იმავე შოვის მიდამოებში, თუმცა დასახლებულ პუნქტებამდე არ ჩამოდიოდა. იმაში, რაც დღეს ხდება, კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენა ჩანს: წლების წინ ბუბას წყლის მსგავს ხეობებში არ გროვდებოდა დიდი ოდენობით ახლადგამოფიტული ფხვიერი მასალა. ამას ემატება ე.წ. თოვლის ხაზის ცვლილება: გლობალურ დათბობასთან ერთად ეს ხაზი ზემოთ იწევს, რაც ნიშნავს, რომ თუ კონკრეტულ ადგილას უმეტესად თოვდა, ახლა უმეტესად წვიმს. კოკისპირული წვიმა კი, დიდი რაოდენობით გამოფიტულ, გაფხვიერებულ ინერტულ მასასთან კომბინაციაში, ღვარცოფის ჩასახვის კლასიკური წინაპირობაა“. გიორგი გოცირიძის თქმით, შოვში მოხდა ის, რაც რამდენიმე წლის წინ - დევდორაკზე: ადრე ეს პროცესი იქაც იშვიათი იყო და ბოლო დროს მოუხშირა. ამასთან, ხდება იქ, სადაც მსგავსი პრეცედენტი არ გვქონია: რამდენიმე ათასი წლის წინ დადასტურებულად იყო, მაგრამ ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას არ შემორჩა. მისივე ვარაუდით, ეს პროცესი გაგრძელდება, რადგან არც გლობალური დათბობის თანმიმდევრული ტემპი და არც კლიმატის ცვლილების გაუგებარი, ანომალიური რეჟიმი ჯერჯერობით არ დასტაბილურებულა. სტაბილური რომც გახდეს, უკვე არეული ვითარება კიდევ დიდხანს შენარჩუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვარცოფები, კლდეზვავები, დატბორვა და ა.შ. გვექნება იქ, სადაც ჩვენს ისტორიულ მეხსიერებაში არ ყოფილა. . ეს პროგნოზი ოპტიმიზმის საბაბს არ იძლევა, თუმცა არც იმას ნიშნავს, რომ გულზე ხელებდაკრებილნი ველოდოთ მორიგ ტრაგედიას. როგორ შეიძლება ამ ყველაფრის კონტროლი და თავიდან აცილება? გიორგი გოცირიძე: „ტრაგედიის პრევენციისთვის ქვეყნის მასშტაბით, ხეობების დონეზე უნდა არსებობდეს საფრთხეების რუკა, რომელიც დღესდღეობით ფრაგმენტულად გვაქვს. ხეობათა ნაწილი გამოკვლეულია, ნაწილი - არა. საფრთხეების რუკების შედგენას სჭირდება დრო, რესურსი, ცოდნა, სწრაფი და პრიორიტეტული გადაწყვეტილებები. სამწუხაროდ, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც ჯერ ვერ მოიცალა ამ პრობლემის სათანადოდ დასაყენებლად. აქ მნიშვნელოვანია მასშტაბი: რა სიღრმეზეა გამოკვლეული კონკრეტული ტერიტორია, რამდენად ძირფესვიანად. ზოგან, მაგალითად, დევდორაკზე, აბანოს ხეობაში, პრობლემა ზედაპირზე ჩანს. ბევრ სხვა ადგილას მეწყრული პროცესები გახშირდა, მაგრამ არის ხეობები, სადაც ხალხს მშვიდად სძინავს და სპეციალისტებმაც კი არ ვიცით კარგად ბოლომდე, რა შეიძლება მოხდეს ხვალ.“ ჩვენი რესპონდენტის აზრით, დევდორაკის მოვლენების შემდეგ პროცესები უნდა დაძრულიყო და სახელმწიფო ინსტიტუციებს აქტიურად დაეწყოთ მუშაობა. ის, რაც რეალურად განხორციელდა, ამ ტერიტორიაზე დამონ-
4
ტაჟებული ადრეული შეტყობინების სისტემაა. მისივე თქმით, კონკრეტულმა უწყებებმა თითქოს დაიწყეს ამ საკითხზე ფიქრი, სააგენტოებმა - პროცესების კვლევა, მაგრამ შოვის ტრაგედიამ აჩვენა, რომ ტემპი არასაკმარისია, შესასრულებელი სამუშაო კი მასშტაბური და დიდი ძალისხმევა სჭირდება. საქართველო რთული ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების ქვეყანაა, სადაც ფერდობული
ხედვა. თუმცა ჩვენთან შედარებით ძალიან წინ არიან. ამ შემთხვევაში, როდესაც უსაფრთხოების სისტემა თავიდანაა შესაქმნელი, შეგვიძლია ყველაზე განვითარებული ქვეყნების გამოცდილება გავითვალისწინოთ და უფრო იაფად და სწრაფად დავნერგოთ სუპერთანამედროვე მეთოდები, მიდგომები და ტექნოლოგია - ანუ, გამოწვევები სასიკეთო შესაძლებლობად გადავაქციოთ.
სურათის ავტორი: ინტერპრესნიუსი (IPN)
პროცესები აქტიურად მიმდინარეობს, ამიტომ საჭიროა დაჩქარებული ქმედება, ფოკუსირებული სამუშაოების ჩატარება, სულ მცირე, ყველაზე ცხელი წერტილების გამოსავლენად. საინტერესოა, როგორ ხდება ამ საკითხების რეგულირება ევროპულ ქვეყნებში, რომელთაც მსგავსი რელიეფი აქვთ? პრევენციის რა მექანიზმები არსებობს? გიორგი გოცირიძე: „ერთიანი სქემით ვერ შევაფასებთ: შვეიცარიაში ძალიან კარგადაა მოგვარებული, ასევე - ავსტრიასა და გერმანიაშიც. საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში - განსხვავებულად. ამასთან, ჩრდილოეთ და სამხრეთ იტალიაში მოქმედებს სხვადასხვა სახის რეგულაცია. ყველაფერი იცვლება იმის მიხედვით, რომელი ქვეყნისთვისაა მთავარი პრიორიტეტი ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოება და ინფრასტრუქტურის მდგრადობა. საბიუჯეტო რესურსებიც აღნიშნული საკითხის გათვალისწინებით იმართება. ამ კუთხით ჩვენ მნიშვნელოვნად მოვიკოჭლებთ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ კლიმატის ცვლილებამ და გლობალურმა დათბობამ ევროპაშიც მოითხოვა მიდგომების სერიოზულად გადახედვა. ეს არ არის იოლი საქმე: ზოგან მეწყრული და ღვარცოფული პროცესების შეჩერება საინჟინრო ნაგებობით შეიძლება, მაგრამ ხშირად ესეც ვერ ახდენს სრულად მათ პრევენციას. სადაც ადამიანები ცხოვრობენ, ვითარება კიდევ უფრო რთულდება - უსაფრთხოების თვალსაზრისით უმჯობესია საშიში ადგილებიდან მათი გასახლება; იქ, სადაც გზებია, შეიძლება ადრეულ შეტყობინებათა სისტემების დანერგვა. კონკრეტულ გარემოში არსებული ვითარების შესაბამისად, მიდგომებიც განსხვავდება. შვეიცარიაში ცნობილია ყველა ხეობის კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლადობა და ამის მიხედვით მიმდინარეობს რეაგირება: საინჟინრო ნაგებობების დადგმა, შენობებისთვის შეუსაბამო სტატუსის მინიჭება ან მაღალი მობილობის ადგილებში, სადაც გზა ან საფეხმავლო ბილიკებია, ადრეული შეტყობინების და ადრეული ინფორმირების სასიგნალო სისტემების განთავსება. ბოლო წლებში იქაც კი ხდება გაუთვალისწინებელი მოვლენები, რამაც მოითხოვა მიდგომების გადა-
ამ თვალსაზრისით საინტერესოა ჩრდილოეთ იტალიის, შვეიცარიისა და ავსტრიის მაგალითები; ზვავებთან დაკავშირებით საფრანგეთის მიდგომა; გლაციარული ღვარცოფების მიმართულებით კი (რაც შოვში მოხდა) პირადად მე აუცილებლად შვეიცარიულ გამოცდილებას დავეყრდნობოდი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადმოვიღოთ ეს ყველაფერი ბრმად: გავითვალისწინებდი მათ მიგნებებს და მოვარგებდი ჩვენს რეალობას. ასევე შეიძლება გამოგვადგეს ავსტრიული გამოცდილებაც. ერთი ქვეყნის არჩევა არასწორია - უნდა გაითვალისწინო მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკა, სადაც, ჩემი აზრით, უფრო შვეიცარიული პრაქტიკა მოიყრის თავს.“ გიორგი გოცირიძის თქმით, ეს გულისხმობს ყველა ხეობის ახლებური მიდგომებით გამოთვლად ცვლილებათა ანალიზს კლიმატის ცვლილებასა და გლობალურ დათბობასთან მიმართებაში, პროცესების წინასწარ განჭვრეტას, საფრთხეების მიხედვით რანჟირებას, ზონირების დეტალური რუკების შექმნას და შემამსუბუქებელ ღონისძიებათა ნუსხის შედგენას, რაც ითვალისწინებს საინჟინრო ნაგებობებისა და ადრეული შეტყობინების სისტემათა დაყენებას; წითელ ზონებში შეუსაბამო შენობებისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებას და სახიფათო შენობებიდან ადამიანების გაყვანას. ვისი მოვალეობაა ამ ყველაფრის ორგანიზება და ვინ არის პასუხისმგებელი არსებულ ვითარებაზე ინსტიტუციურად? „ერთი კონკრეტული პასუხისმგებელი არ არსებობს, - მიიჩნევს გიორგი გოცირიძე. - ამ საქმეში ჩართულია როგორც ცენტრალური ხელისუფლება, მისი გარკვეული დარგობრივი უწყებები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობა, საზოგადოება და კერძო კომპანიები - კომპლექსური პრობლემაა. პროცესს მართავს მთავრობა, უფრო სწორად, მისი ნაწილი, რომლის ერთ-ერთი მიმართულება საფრთხეების შემცირებაა. ეს განათლებასაც შეეხება, უფრო მეტად - ინფრასტრუქტურას, შედარებით მეტად - გარემოს დაცვას, ნაკლებად - კავშირგაბმულობას, ანუ ყველა სფერო რაღაც დოზით მონაწილეობს. საქართველო რთული რელიეფის ქვეყანაა და რაც
მეტად მრავალფეროვანია ლანდშაფტი და ეთნოკულტურა, მით უფრო კომპლექსურია პრობლემების გადაწყვეტის მექანიზმები და გზა“. შოვის ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას ერთ-ერთ ფაქტორად განიხილავდნენ იქ არსებული დასასვენებელი კოტეჯების არასწორ მდებარეობას. კერძოდ, მდინარის კალაპოტში მათ მშენებლობას. გიორგი გოცირიძე პირველ რიგში, თავად ტერმინს განმარტავს: „კალაპოტი არის იქ, სადაც ყოველწლიურად ან რამდენიმე წელიწადში ერთხელ მოედინება მდინარე და წყალდიდობისას ფარავს მას. იქ არც მცენარეული საფარია და ზედაპირზეც წყლის მოძრაობის კვალი ჩანს. მაგრამ არსებობს კალაპოტისპირა ტერასები, როგორც შოვის კონკრეტულ ზონაში, რომლებიც წყალმოვარდნამ, წყალდიდობამ და ღვარცოფმა რამდენიმე ასეული და შესაძლოა, ათასი წლის წინათაც კი ჩამოიტანა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ადამიანი ნელ-ნელა მიეპარა ამ ტერიტორიას: ჯერ მეფის რუსეთის ეპოქაში, მოგვიანებით - საბჭოთა კავშირის დროსაც, იქ დასასვენებელი კოტეჯები ააშენა. ღვარცოფი მაშინაც ჩამოდიოდა, მაგრამ კალაპოტს არ სცილდებოდა. ეს სახლები არ დგას კალაპოტში, მაგრამ ძალიან ძველი ღვარცოფის გამოზიდვის კონუსზეა აგებული, ოღონდ, ისეთსავე სიძველის კონუსზე, როგორზეც დღეს, მაგალითად, ნახევარი კახეთია გაშენებული; თუმცა შოვის ადგილმდებარეობას შედეგად მოჰყვა ის, რომ კლიმატის ცვლილების გამო ჩამოვარდნილმა კლდემ და მყინვარულმა მასამ რამდენიმე ათასი წლის წინანდელი სცენარი გაიმეორა. შესაბამისად, ეს კოტეჯებიც აუცილებლად დაინგრეოდა და სამწუხაროდ, ასეც მოხდა.“ მისივე თქმით, აქ მნიშვნელოვანია განმეორებადობის პერიოდი: როდესაც ვიცით, რომ კონკრეტული მდინარე 100 წელიწადში ერთხელ 5 მეტრამდე დიდდება, ვაშენებთ 10 მეტრის სიმაღლის თაღს - 200 წელიწადზე გათვლით. მაგრამ ისიც ვიცით, რომ თუ 500 წელიწადში ერთხელ მდინარე ადიდდება და 30 მეტრს მიაღწევს, ეს ხიდი იმთავითვე განწირულია. დღეს არსებული ყველა განაშენიანება და განსახლება საბჭოთა პერიოდს ეკუთვნის და ძირითადად გათვლილია 50, 100 და მაქსიმუმ, 300-წლიან განმეორებადობის ალბათობაზე. შოვი კი, სავარაუდოდ, 500, 600, 1000-წლიანი ალბათობა აღმოჩნდა. გიორგი გოცირიძე: „არის ადგილები, სადაც გლობალური დათბობის პირობებში აღნიშნული მაჩვენებლები გადასახედია. შვეიცარიამ უკვე დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა. საქართველოს შემთხვევაში თავს იყრის ორი მდგენელი: საკუთრივ, ჩვენი საქმიანობის ხარისხი და გლობალური საფრთხეები. შესაძლოა, ძალიან კარგად მუშაობდე, მაგრამ ამ საფრთხეებმა პრობლემა მაინც შეგიქმნას, თუმცა, თუ ცუდად იმუშავებ, იმთავითვე განწირული ხარ. ჩვენ, ერი, ამ ნაწილში ცუდად ვმუშაობთ და დროა, გავაუმჯობესოთ ვითარება. ეს ნიშნავს, რომ სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ განახლებული მოდელირება. პარალელურად, განათლებაც. ერთდროულად რამდენიმე ინსტიტუციურ-სამართლებრივი საფეხურია გასავლელი. ამ სფეროში არ არსებობს მეტად ან ნაკლებად პრიორიტეტული პრობლემა, არც რაიმე სახის რიგითობა: ყველა ერნაირად მნიშვნელოვანია და რამდენიმე ქმედებას მოიცავს. მაგალითად, ბავშვების ექსკურსიაზე წაყვანას და შოვის ტრაგედიის
#1, ოქტომბერი, 2023
(23.01)
გაცნობას; პარალელურად, ქვეყანაში არსებული ცხელი წერტილების გამოვლენას; საბიუჯეტო თანხების ალოკაციას და ამ საკითხისკენ მიმართვას; კანონმდებლობის დახვეწას, ინსტიტუციური ვალდებულებების გადახედვას. . ყველაფერთან ერთად, უნდა გავითვალისწინოთ უკეთესი მსოფლიო პრაქტიკა; დავთვალოთ, რა თანხაა საჭირო უსაფრთხოების ღონისძიებათა განსახორციელებლად; მოვიზიდოთ ფინანსური რესურსი ჩვენი თუ სხვისი და საკუთარი გარემოებების გათვალისწინებით ავაწყოთ თამაში, რომლის წესებსაც გაიდლაინები ჰქვია და ამის მიხედვით გავაგრძელოთ ცხოვრება“. როდის უნდა დაიწყოს აღნიშნული პროცესები? ჩვენი რესპონდენტის აზრით, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ამიტომ მთავრობის და ამ დარგის სპეციალისტების ჩართულობით,
სასწრაფოდ უნდა მოხდეს ყველა რესურსის მობილიზება, მათი სწორად და გონივრულად გამოყენება. გიორგი გოცირიძის თქმით, გარკვეული მზაობის მიუხედავად, არ იცის, რამდენად შედეგიანი იქნება ეს ყველაფერი. სკეპტიციზმის საფუძველს წარსული გამოცდილება აძლევს: ასეთივე მზაობა იყო ვერეს ხეობასა და დევდორაკზე მომხდარ ეკო-კატასტროფებისას, თუმცა მზაობა შედეგის გარეშე არაფერს ნიშნავს. შედეგი კი, სამწუხაროდ, კიდევ უფრო მძიმეა და ეს შოვის ტრაგედიამაც გვიჩვენა. წარსულის შეცდომებზე ვერაფერს ვსწავლობთ, რასაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ეწირება. შოვის ტრაგედიაზე უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით: 116-ე მუხლი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, 240-ე - სამთო,
სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას. ტრაგედიის პირველივე დღეებიდან საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვეს, რომელიც ორ მთავარ შეკითხვაზე ითვალისწინებს პასუხის გაცემას: შეიძლებოდა თუ არა რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში და რამდენად დროული და ეფექტიანი იყო სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან მომხდარზე რეაგირება. ასევე, მნიშვნელოვანია მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების თანამედროვე სისტემების დანერგვის საკითხი, რომლის განსახორციელებლად, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ჯერ კიდევ 2018 წელს დასავლელი პარტნიორებისგან 70 მილიონი დოლარის გრანტი მიიღო სახელმწიფომ.
სისტემის დანერგვა პრიორიტეტად არის გამოყოფილი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც, თუმცა, რეალურად ამ მიმართულებით ძალიან ცოტა რამ გაკეთდა. როგორ უნდა იმოქმედოს ქვეყანამ მსგავს ვითარებაში? როგორ შეიძლება მოსალოდნელი კატასტროფის პრევენცია? როგორ უნდა რეგულირდებოდეს მშენებლობები სახიფათო ზონებში? ამ ეტაპზე შეკითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, მოქალაქეთა ინტერესები კი მოითხოვს, ამომწურავი პასუხები გაეცეს მათ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იმ პირებმა და ინსტიტუციებმა, ვისაც ამ საკითხების მართვა ევალება, დროული და კომპეტენტური ქმედებები დაიწყონ პრობლემების მოსაგვარებლად, რათა ქვეყნის რომელიმე წერტილში, ჩვენივე უპასუხისმგებლობით და გაუფრთხილებლობით, კიდევ არ განმეორდეს მსგავსი ტრაგედია. ნანა კობაიძე
მარტის მოვლენების ექო 2023 წლის მარტის დასაწყისში ჩვენი რეალობისთვის განსაკუთრებული ფაქტი მოხდა: „ქართულმა ოცნებამ“, იგრძნო რა ხალხის ძალა და ერთიანი სულისკვეთება, სრულად და უპირობოდ დაიხია უკან; კანონპროექტი, რომლის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების კონტროლი იყო და საპარლამენტო უმრავლესობის ახლადჩამოყალიბებულმა ნაწილმა, „ხალხის ძალამ“ შემოიტანა, „ქართულმა ოცნებამ“ კი პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით მიიღო, სასწრაფოდ მეორე მოსმენით თავადვე ჩააგდო. ეს წარმატება ყველასათვის მოულოდნელი, მაგრამ იმედისმომცემი აღმოჩნდა. მათ შორის, სახალხო პროტესტის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისთვისაც. ამიტომ მნიშვნელოვანია, მომხდარი ცივი გონებით გავაანალიზოთ და სამომავლოდ შესაბამისი დასკვნებიც გამოვიტანოთ, რათა ეს მოვლენა გამონაკლისად კი არ დარჩეს, არამედ, დემოკრატიულ ცვლილებებს დაუდოს სათავე. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ „ქართული ოცნებისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის მიზანი ხელისუფლებაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენაა - თუნდაც, ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის საკეთებლად. ამ ლოგიკით ხელმძღვანელობს ყველა პოლიტიკური ძალა მსოფლიოში, რომელთაც, როგორც წესი, მუდამ ხელისუფლებაში სურთ ყოფნა. ისინი მიიჩნევენ, რომ საქვეყნო საქმეს მათზე კარგად ვერავინ გააკეთებს. ყოველ შემთხვევაში, ამას ნამდვილად ვერ შეძლებს ოპოზიცია. მსგავსი მიდგომა ქართულ პოლიტიკაში ჩახედულ ადამიანს მყისიერად გაახსენებს „ქართულ ოცნებასა“ და მანამდე არსებულ მთავრობათა პოზიციას. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში დიდხანს ყოფნას, უკეთეს შემთხვევაში, ქვეყნის სტაგნაცია, უფრო ხშირად კი სახელმწიფოს განვითარების პარამეტრების ძირითადი მაჩვენებლების გაუარესება მოსდევს. ამას, ბუნებრივია, არად დაგიდევთ ხელისუფლება, რადგან, რაც უფრო დიდი დრო გადის, საქვეყნო საქმის კეთების ნაცვლად, წინ პირადი ინტერესები წამოიწევს ხოლმე: ქონების დაგროვება ახლო და შორეული ნათესავების სახელზე - სახელმწიფო რესურსის გამოყენებით, ჯერ შეფარულად და
სურათის ავტორი: ნიკოლოზ ურუშაძე
მოზომილად, მმართველობის გახანგრძლივების შემდეგ კი - ღიად და მასშტაბურად. დემოკრატია სპობს მსგავსი დეგრადაციის შესაძლებლობას: ამომრჩეველს რეალური ბერკეტი აქვს, უკმაყოფილება მმართველი გუნდის გადარჩევით გამოხატოს. ახალი მმართველი მაქსიმალურად შეეცდება წინა მთავრობისგან განსხვავებით, პირადი ინტერესები უკანა პლანზე გადაიტანოს. ყოველ შემთხვევაში, საწყის ეტაპზე მაინც. შედეგად, მოქალაქეები იღებენ გაუმჯობესებულ მმართველობას და სერვისებს ქვეყნის ახალი მენეჯმენტისგან. გარკვეული დროის შემდეგ, კონკურენციის არარსებობის შემთხვევაში, ახალი მთავრობაც იგივე ვირუსით ავადდება. ხსნა აქაც მის გადარჩევაშია. მმართველი პოლიტიკური ძალა საქვეყნო საქმეებიდან პირად ინტერესებზე განსაკუთრებით სწრაფად ისეთ ქვეყანაში გადაერთვება ხოლმე, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები ჯერ სრულად არ განვითარებულა. უკეთეს შემთხვევაში, ძალზე მყიფეა. სწორედ ასეთი ვითარებაა საქართველოში: ყველა რელევანტური საერთაშორისო შეფასებით, ჩვენ ნახევრად დემოკრატიული ქვეყანა ვართ, სადაც სასამართლო და მით უფრო, პროკურატურა, მთავრობას ემორჩილება; ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი დარღვეულია და სახელმწიფო რესურსი, ქვეყნის ნაცვლად, ხშირად მმართველი
გუნდის ინტერესებს ემსახურება. სახელისუფლებლო ძალა საწინააღმდეგოს ამტკიცებს, თუმცა მისი მიუკერძოებლობა საფუძვლიან ეჭვს ბადებს: ის ხომ ყველაზე მეტადაა დაინტერესებული, მისი მმართველობა ლეგიტიმურად და სამართლიანად აღვიქვათ ხელისუფლებაში ყოფნას ხშირად დაუმსახურებელი სარგებელი მოაქვს. არცთუ იშვიათად, მმართველი პარტიისა და ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ასეთ დროს არჩევანი პარტიულ ინტერესებზე კეთდება; რაც უფრო მეტი ძალა აქვს მმართველ პარტიას და სუსტია ამ ძალის გამაწონასწორებელი სახელმწიფო, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ინსტიტუციები, ძალაუფლებისკენ ვიწროეგოისტურ სწრაფვას ქვეყნის ინტერესები ეწირება. ამ მოკლე ანალიზიდან კარგად ჩანს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ე.წ. რუსული კანონის (როგორც ხალხმა სამართლიანად უწოდა) ფორსირებულად მხარდაჭერისას, მმართველი პარტიის მთავარი მიზანი ძალაუფლების განმტკიცებაა. დისკუსიის შემდგომი გამარტივებისთვის იძულებული ვართ, თავიდანვე მოვფინოთ ნათელი წმინდა ფორმალური ხასიათის გაუგებრობას: ახლახან ჩამოყალიბებული „ხალხის ძალისა“ („ქართულ ოცნებას“ გამოყოფილი, მაგრამ საპარლამენტრო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია) და „ქართული
ოცნების“ ურთიერთმიმართებას. ეს განმარტება შემდგომში თავიდან აგვაცილებს „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ ცალცალკე მოხსენიების საჭიროებას, როცა ამის შინაარსობრივი აუცილებელობა არ არსებობს. როგორც ჩანს, ბოლო დროს „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ შეუძლებელია ერთი მხრივ, პროევროპული, ზოგადად კი, პროდასავლური კურსისადმი ერთგულების შენარჩუნება და ამავდროულად, დასავლელი და ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკა, დაცინვა და შეურაცხყოფა. მნიშვნელოვანია დავსვათ შეკითხვა: რატომ გახდა საჭირო „ქართული ოცნებისთვის“ ამგვარი ორსახოვანი სტრატეგიის შემუშავება? რუსეთის აგრესიამ უკრაინაში ძირეულად გადააფასა ევროპის კავშირისა და დასავლეთის საგარეო პოლიტიკა, რისი ერთ-ერთი გამოვლინებაც გარკვეული რეფორმების სანაცვლოდ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის საკუთარი კარის ფართოდ გაღებაა. ხელისუფლებაში მოსვლიდან ძალიან სწრაფად, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპისაკენ სწრაფვა კონსტიტუციურ ვალდებულად განსაზღვრა. ამიტომ ეს უნიკალური შესაძლებლობა მას სანუკვარი მიზნისკენ უმოკლეს და ნანატრ გზად უნდა აღექვა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, რადგან რეფორმები,
5
#1, ოქტომბერი, 2023
(23.01)
სურათის ავტორი: ნიკოლოზ ურუშაძე
რომელთა გატარებას ევროპის კავშირი ითხოვს (ისინი მოგვიანებით გამოქვეყნებულ 12პუნქტიან რეკომენდაციაში აისახა), სახელმწიფო ინსტიტუტებზე მმართველი ძალის კონტროლის შემცირებით დემოკრატიის ხარისხს გაზრდის. რეფორმები ხელს შეუწყობს სასამართლოებსა და პროკურატურას, გათავისუფლდნენ ხელისუფლებისადმი მორჩილებისაგან და დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ და ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუციებად ჩამოყალიბდნენ; პარიტეტულს გახდის საარჩევნო სისტემასა და საარჩევნო პროცესის მაკონტროლებელ ორგანოებს; უზრუნველყოფს ქვეყნის მართვაში პოლიტიკური ძალების ადეკვატურად წარმოჩენას. ასე მაგალითად, წინა ორ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ დაახლოებით ხმათა 48%-ით ქვეყნის პარლამენტში 70-75% ადგილი მიიღო და არა 48%, როგორც ერთი შეხედვით უნდა იყოს. ეს ყველაფერი კარგია ქვეყნისა და ხალხისთვის, მაგრამ „ქართული ოცნებისთვის“ შესაძლოა, დიდად მიმზიდველი არ აღმოჩნდეს მისი ვიწროპარტიული ინტერესების გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ, მმართველი გუნდი, რომელიც მსგავსი რეფორმების ვალდებულება არიდებას ცდილობდა, ევროპის კავშირის პოლიტიკოსებისა და ლიდერების ჯერ ფრთხილ, შემდეგ - უფრო გაბედულ კრიტიკას შეუდგა, რაც ზოგჯერ ეთიკურ ნორმებსაც კი სცილდება. მეორე მხრივ, კონსტიტუციაში ჩადებული პირობა და მოსახლეობის განწყობა ევროპული კურსის მიმართ იმდენად მკაფიო იყო (და არის), რომ აუცილებელი გახდა ამ კურსისადმი ერთგულების მუდმივად დადასტურება. მოგვიანებით ამ დიქოტომიის, უფრო სწორად, პოლიტიკური შიზოფრენიის დამალვა შეუძლებელი გახდა. გადაწყდა, „ქართულ ოცნებას“ გამოყოფოდა მცირე ჯგუფი, რომელიც ფრაქციას შექმნიდა და თავის თავზე აიღებდა ევროპის კავშირისა თუ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის მესვე-
6
ურთა წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას. ასე დაიბადა „ხალხის ძალა“, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილად დარჩა და პრაქტიკულად, არც ერთ მნიშვნელოვან საკითხში „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო პოზიციას არ გამოხატავს. ამიტომ შემოიტანა რუსული კანონი სწორედ „ხალხის ძალამ.“ მისი მთავარი არსი მდგომარეობდა ტერმინში - „უცხოეთის აგენტი“, რომელიც სავალდებულო იურიდიული დეფინიცია გახდებოდა ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციისათვის, რომლის დაფინანანსების მცირედი წილიც კი უცხოეთიდანაა. 2024 წლის არჩევნების წინ ერთადერთი თეორიული შანსი, ხელი შეუშალონ ხელისუფლების დომინირებას, სწორედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს აქვთ. საქმე ისაა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დაქსაქსულობა და დაბალი რეიტინგი, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გათვალისწინებით, პრაქტიკულად უზრუნველყოფს (და ეს ჯერაც ასეა), რომ „ოცნება“ ხმათა 40%ითაც კი მიიღებს პარლამენტში მანდატების 6070%-ს და ჩამოაყალიბებს ერთპარტიულ მთავრობას. მართალია, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა დაფინანსება სახელმწიფო სტრუქტურებში არსებულ რესურსებთან შედარებით, მიზერულია და კერძო სექტორიც არჩევნებისას ექსკლუზიურად მმართველ პარტიას ურიცხავს თანხას, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოებას მაინც აქვს რესურსი, განსხვავებული აზრი ფართოდ გაავრცელოს და სათანადოდ მიიტანოს მოსახლეობამდე. ეს რესურსი კი ერთადერთია, რასაც მთავრობა ვერ აკონტროლებს. ასე იყო წინა ხელისუფლების დროს და შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც. .. ... . როგორც ჩანს, 2023 წელს ჩვენმა მთავრობამ საკმარისი ძალა იგრძნო და გადაწყვიტა, იერიში დემოკრატიის ხელშემწყობ და ერთპიროვნული ძალაუფლების შემზღუდავ
ბოლო ბასტიონზეც მიეტანა. ერთი შეხედვით, ეს იყო უზადო გეგმა: კანონპროექტი „ხალხის ძალამ“ მოამზადა, „ქართული ოცნება“ თითქოს განზე გადგა. ამ ინიციატივის სამიზნე დაბალი ნდობის მქონე სეგმენტია. მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც მათთან საქმიანი შეხება არ ჰქონია, არასამთავრობო ორგანიზაციებს დაუმსახურებლად პრივილეგირებულ ფენად აღიქვამს; კანონი წააგავს ამერიკასა და ზოგ ევროპულ ქვეყანაში არსებულ პრაქტიკას. მეტიც, გამწვავებული დისკუსიის პასუხად, „ხალხის ძალამ“, როგორც ჩანს, წინასწარ მომზადებული ილეთი შემოგვთავაზა: კანონპროექტის ალტერნატივად გასული საუკუნის 30-იან წლებში მიღებული ამერიკული კანონი თარგმნა და ნიშნისმოგებით განაცხადა, რომ ახალი პროექტი კიდევ უფრო ზღუდავს სექტორის თავისუფლებას. ეს იყო იდეალურად დაგეგმილი, შეფარული, ავტორიტარული გადატრიალება, სადაც შერჩეული მსხვერპლი არა მარტო პოტენციური საფრთხეა, მას საზოგადოებრივი მხარდაჭერაც კი არა აქვს. ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ ელოდა დასავლეთის კრიტიკას, მაგრამ უწინდელის მსგავსად, მიიჩნია, რომ სიტყვიერ შენიშვნებს იოლად გადაიტანდა. მით უფრო, რომ უკვე ჰყავდა სანდო „ხალხის ძალა“, რომელიც ამ შემოტევას ყოველგვარი უხერხულობის გარეშე უპასუხებდა. ქვეყნის მომავლისთვის საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართული ოცნებაც“ იხევს უკან, როცა ნამდვილი ხალხის ძალის პირისპირ აღმოჩნდება. შევეცდებით, გამოვყოთ საკვანძო მომენტები, რომელთაც ეს შედეგი მოჰყვა: პირველ რიგში, დასავლეთის, უფრო კონკრეტულად კი, ევროპის კავშირის ოფიციალური და ღიად უარყოფითი დამოკიდებულების ერთერთი კომპონენტი იყო არაორაზროვანი მინიშნება იმაზე, რომ საქართველო ამ ნაბიჯით, შესაძლოა, საბოლოოდ დაშორებოდა ევრო-
პულ პერსპექტივას. გარდა ამისა, მოხერხდა ამ გზავნილის ფართო საზოგადოებამდე, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდობასთან სწორად და ეფექტიანად მიტანა. ეს მოხდა სპონტანურად, მაგრამ სწორი აქცენტებით და ყველა ფრონტზე. გამაერთიანებელი აღმოჩნდა სწორად შერჩეული დევიზი - „არა რუსულ კანონს“; პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოება სწორად და ადეკვატურად ჩაერთო ამ პროცესში. ისე, რომ არ გამოეწვია უპარტიო დემონსტრანტების გაუცხოება; მოქალაქეებმა რამდენიმე დღის მანძილზე შეინარჩუნეს ერთიანი სულისკვეთება და კოორდინაცია; დემონსტრაციის გზავნილები იყო ზომიერი, კონკრეტული და შესრულებადი; ამ პირობებში ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომები როგორც პიარკამპანიის წარმოების, ასევე დემონსტრაციის მართვის თვალსაზრისით, რაც მეტწილად სწორედ საზოგადოების მხრიდან არჩეულმა ოპტიმალურმა სტრატეგიამ განაპირობა. კანონპროექტი, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ ცალსახად დაუჭირა მხარი და არაერთხელ აღნიშნა, რომ არაფრის ფასად არ დათმობდა, თავადვე უპირობოდ გაიწვია. თანაც ისე, რომ ეს პროცესი მისმა „ინიციატორმა“ „ხალხის ძალამაც“ კი ვერ გააპროტესტა, რაც დემოკრატიული ძალების დიდი გამარჯვებაა. მეორე მხრივ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ აღნიშნული ფაქტი იყო ახალი შეტევის მოგერიება და უკვე არსებულ თავისუფლებათა დაცვა; ეს არ ყოფილა სასამართლოების, პროკურატურის, ადგილობრივი მმართველობის, საარჩევნო ადმინისტრაციის ან სხვა რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტის პარტიული დომინირებისგან გათავისუფლება. მიუხედავად ამისა, ეს არის გამარჯვება, რომელმაც გვაჩვენა, რომ ყველა ამ მიზნის მიღწევა და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, სწორი მიდგომითა და ქმედებებით შესაძლებელია. ბაკურ კვაშილავა
#1, ოქტომბერი, 2023
(23.01)
პოლიტიკა და რელიგია
თანამედროვე საქართველოში რუსული მოდელი და მისი სავარაუდო შედეგები რელიგიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების პრაქტიკა თანამედროვე რუსეთში. .
სურათის ავტორი: მარიამ ნიკურაძე / OC Media
„ქართული ოცნების“ მცდელობა, მიზანმიმართულად შეაფერხოს ქვეყნის დემოკრატიული პროგრესი, საფრთხეს უქმნის საქართველოს მომავალს. წარსულში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერი - საქართველო, ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, განიხილებოდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატად. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი დემოკრატიული უკუსვლა ევროინტეგრაციის გზას აბრკოლებს, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ახალი საკანომდებლო ნორმების დაწესების მცდელობით, საკუთარი ავტორიტარული მიდრეკილებები კიდევ უფრო გააძლიეროს. ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს ხელისუფლება რუსეთის გამოცდილებას ეყრდნობა. „უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ“ რუსული კანონის ინიციირებით, მმართველმა პარტიამ კრემლისათვის დამახასიათებელი პოლიტიკის ქართულ რეალობაში ადაპტირების სურვილი უკვე გამოამჟღავნა. ერთ-ერთი მიმართულება, სადაც „ქართულ ოცნებას“ რუსული გამოცდილების გაზიარება შეუძლია, რელიგიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებაა. რელიგიის პოლიტიზება ქართულ საზოგადოებაში შესაძლოა, განსაკუთრებით მომგებიანი აღმოჩნდეს. მით უფრო, რომ რელიგიის პოლიტიკური მანიპულაციის ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობა უკვე ნაცადი ხერხია: რელიგიური ფასეულობების დაცვისა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო ინიციატივები საქართველოს პარლამენტში აქამდეც არაერთხელ განუხილავთ. პოლიტიკური დაძაბულობისა და ღრმა პოლარიზაციის გათვალისწინებით, ეს მცდელობები, შესაძლოა, მეტად გააქტიურდეს. განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც ოპონენტების დისკრედიტაციის მცდელობისას მაღალი თანამდებობის პირები სულ უფრო ხშირად იყენებენ რელიგიურ რიტორიკას. შესაბამისად, რელიგიის პოლიტიზების პროცესში რუსული გამოცდილების ანალიზი შესაძლო რისკების განსაზღვრაში დაგვეხმარება. რას გულისხმობს კანონპროექტი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ.
საკანონმდებლო ინიციატივა „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე კრემლისტურმა „კონსერვატიულმა მოძრაობა/ ალტინფომ“ 2022 წლის 7 ნოემბერს წარადგინა. მისი მიზანია, შეზღუდოს ნებისმიერი გამოხატვა, რომელიც, შესაძლოა, მიუღებელი იყოს რელიგიური ჯგუფებისთვის და მათი რელიგიური გრძნობებისა და რწმენის შეურაცხყოფად აღიქმებოდეს. ნათელია, რომ კანონპროექტი ლგბტქი იდენტობის ადამიანების და მათი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. თუმცა ტერმინების - „რელიგიური გრძნობების“ და „ეროვნული, რელიგიური და სოციალური შუღლის გაღვივების“ ფართო და ბუნდოვანი განმარტების გათვალისწინებით, მის პოტენციურ სამიზნედ ნებისმიერი შეკრება და დემონსტრაცია შეიძლება გადაიქცეს, რომლის კანონის ფარგლებში მოქცევასაც ხელისუფლება განიზრახავს. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი მშვიდობიანი შეკრების უფლების აკრძალვაა. გარდა ამისა, კანონპროექტი საფრთხეს უქმნის აზრთა მრავალფეროვნებას და მთავრობას სამართლებრივ საფუძველს აძლევს ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკის ჩასახშობად. ბოლო დროს ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე განვითარებული მოვლენები და „ქართული ოცნების ლიდერთა განცხადებები/გადაწყვეტილებები ნათლად მიუთითებს პარტიის სურვილზე, გააძლიეროს ანტილიბერალური პოლიტიკა. პარტიამ წარმატებით მოირგო პოპულისტურ-კონსერვატიული დღის წესრიგი, რაც უფრო მარგინალიზებულ, რადიკალურ ჯგუფებს ახასიათებდა. ამ ტრანსფორმაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა მომავალი არჩევნების კონტექსტში აქვს: 2024 წლის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ მმართველი პარტია აქტიურად იმოქმედებს პოლიტიკური ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ხელისუფლების ზედიზედ მეოთხე ვადით მოსაპოვებლად. ამ ფონზე ალბათობა, რომ „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ მიერ რეგისტრირებული საკანონმდებლო ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას მოიპოვებს, გაცილებით მაღალია.
წარსულში რუსეთის ხელისუფლებასა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის მჭიდრო კავშირის მიუხედავად, მათ ურთიერთობაში წყალგამყოფი 2012 წელი აღმოჩნდა. ამ პროცესს წინ ორი მნიშვნელოვანი მოვლენა უძღოდა: მასობრივი პროტესტი ხელისფლების წინააღმდეგ 2011-2012 წლებში (საპროტესტო გამოსვლები ბოლოტნაიას მოედანზე) და 2011 წელს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყლის რუსეთში ჩამობრძანება. ამ ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა გარემოებებმა ორი საინტერესო მოცემულობა გამოავლინა: რუსეთის ხელისუფლებამ იგრძნო საფრთხე, რომელსაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები ქმნიდა, მართლმადიდებელმა ეკლესიამ კი აჩვენა, რომ შეეძლო მოსახლეობის მობილიზება. ამასთანავე, ეკლესიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ცალსახად დაუჭირა მხარი მთავრობას და დაგმო საპროტესტო აქციის მონაწილეები. სამართლებრივი მექანიზმების შემუშავების წინაპირობა მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში რუსული პანკ-ჯგუფის - „პუსი რაიოტის“ პანკლოცვა გახდა. 2012 წლის 21 თებერვალს ახალგაზრდა ქალების ჯგუფმა ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგო გზავნილით ტაძარში წარმოდგენა მოაწყო. პერფორმანსის სამი მონაწილე „რელიგიური სიძულვილით მოტივირებული ხულიგნობისთვის“ გაასამართლეს და 2012 წლის 17 აგვისტოს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამ პროცესიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 2013 წლის 30 ივნისს, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს „მორწმუნეთა გრძნობების საჯაროდ შეურაცხყოფის წინააღმდეგ,“ რომელიც სასჯელის ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. იმავე დღეს ძალაში შევიდა ე.წ. „გეი პროპაგანდის აკრძალვის კანონი“. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და გეი პროპაგანდის აკრძალვის კანონების ერთად მიღება შემთხვევითი არ ყოფილა. ორივე - რუსეთის საშინაო პოლიტიკაში კონსერვატორული სენტიმენტების გაძლიერებასა და „ტრადიციული ღირებულებებისკენ“ შემობრუნებასთან ასოცირდება. იმის გამო, რომ 2011- 2012 წლების მასობრივი პროტესტი ძირითადად ლიბერალური ან პროგრესული შეხედულებების ადამიანებისგან შედგებოდა, რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ლეგიტიმაცია „კონსერვატიულ უმრავლესობაზე“ დაყრდნობით, ან თუნდაც, ამ უმრავლესობის გამოგონებით მოეხდინა. გარდა კოლექტიურ დასავლეთთან“ გამწვავებული კონფლიქტის მიზეზი. დროთა განმავლობაში „მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის“ საწინააღმდეგო კანონის პრაქტიკაში გამოყენების შემთხვევები იმატებდა. პირველ წელს
ის მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების ამკრძალავი ქმედების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენებოდა, თუმცა კანონთან დაკავშირებული პირველი საეჭვო შემთხვევები 2015 წლიდან გაჩნდა. ყველაზე გახმაურებული პროცესი, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას ეხებოდა, 2016 წელს დაიწყო: ათეისტ ბლოგერს, რუსლან სოკოლოვსკის, ეკატერინბურგის ტაძარში ვიდეოთამაშის, „Pokemon Go“ ამსახველი ვიდეოს გამოქვეყნების გამო, 3 წლითა და 6 თვით პირობითი პატიმრობა მიესაჯა. კანონის გამოყენებით სასამართლო დევნის შემთხვევები 2021 წელს ხელახლა გააქტიურდა: რუსეთის სასამართლომ მის საფუძველზე რვა სასჯელი მიიღო. მათ შორის ერთი - რვა თვით თავისუფლების აღკვეთით. . „რელიგიური გრძნობების საჯაროდ შეურაცხყოფის“ აკრძალვამ, რომელიც „უცხოური აგენტების“ და „გეი პროპაგანდის წინააღმდეგ“ კანონებთან ერთად, 2012-2014 წლების „შემზღუდავი ტალღის“ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იყო, დააზიანა სიტყვის თავისუფლება და ავტორიტარული ტენდენციები განამტკიცა. ამასთანავე, კანონს იდეოლოგიური დატვირთვაც ჰქონდა: რელიგიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსეთის უნიკალობის დასაბუთების გზაზე, რაც თანამედროვე დასავლეთთან კონფლიქტის და აგრესიული ომის ლეგიტიმაციის წყარო გახდა. კანონის მიღების შემთხვევაში, რუსეთის გამოცდილებით შთაგონებული საკანონმდებლო ინიციატივა,რომელიც კრემლის რეპრესიული ინსტრუმენტია, საქართველოშიც ანალოგიურ შედეგს მოიტანს - დააზიანებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ქვეყნის რეპუტაციას და დააკარგვინებს ევროპულ პერსპექტივას. ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერება. . რუსეთის გამოცდილებით, კანონის მიღებამ რეჟიმს ორი ძირითადი მიზნის განხორციელების საშუალება მისცა: პირველი, როგორც შემზღუდველი ტალღის ნაწილი, რელიგიის პოლიტიზებამ ხელი შეუწყო რეჟიმს დამატებითი რეპრესიული მექანიზმებისა და საზოგადოების კრიტიკის ჩახშობის გზაზე. ამასთანავე, რელიგიამ და ტრადიციულმა ღირებულებებმა იდეოლოგიური როლი შეასრულა: საკუთარ უნიკალობაზე ხაზგასმით, რუსეთი გაემიჯნა ლიბერალურ დასავლეთს და ცდილობს, საკუთარ მოსახლეობას პროდასავლური და ლიბერალური შეხედულებებისადმი ინტერესი გაუნელოს. მმართველი პარტიის რადიკალური რიტორიკა და ანტიდასავლური სენტიმენტები საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ორივე მიზანი რელევანტურია.
7
#1, ოქტომბერი, 2023
(23.01)
აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, მმართველი პარტიის ხელში უკვე თავმოყრილმა ძალაუფლების გადაჭარბებულმა კონცენტრაციამ ავტორიტარული ტენდენციები კიდევ უფრო გააძლიეროს. რუსეთის მსგავსად, აქაც სავარაუდოა, კანონს სწრაფადვე მოჰყვეს დამატებითი საკანონმდებლო ზომები, რომელთა მიზანიც საზოგადოებაში კრიტიკული აზრის აღკვეთაა. „უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტის პასუხად, 6-9 მარტს გამართული საპროტესტო აქციების გათვალისწინებით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ახალი საკანონმდებლო ძალისხმევა რელიგიის და ტრადიციული ღირებულებებით სპეკულაციის გზას მიმართავს, რათა კონსერვატიულად განწყობილი საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერა მოიპოვოს.
სურათის ავტორი: მარიამ ნიკურაძე / OC Media
მიღების შემთხვევაში, კანონი ანტილიბერალურ დისკურსს ახალ იმპულსს მისცემს.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული პოლიტიკა დიდი ხანია ანტილიბერალური გზავნილებით გაჯერებულია, რომელიც უფრო ფართო, ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილია, ამ დრომდე მსგავსი რიტორიკა კრემლისტური, ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და მათი მნიშვნელოვანი მოკავშირის, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს ახასიათებდა. ბოლო დროს აშკარაა, რომ ანტიდასავლურმა და ანტილიბერალურმა დამოკიდებულებებმა საქართველოს პოლიტიკურ მეინსტრიმში გადმოინაცვლა. მსგავსი გზავნილები ნორმად იქცა და ხშირად იჩენს თავს საპარლამენტო უმრავლესობისა და ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებში. განსაკუთრებით, რუსეთის ომის ფონზე უკრაინაში. მოსალოდნელია, რომ კანონის მიღება კიდევ უფრო გააძლიერებს ამ ტენდენციას. პესიმისტურ სცენარში იზრდება ალბათობა, რომ მოქმედი ლიბერალური კანონმდებლობა გადაიხედოს და მასში დამატებითი დისკრიმინაციული მიდგომები აისახოს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ანტილიბერალურ განწყობებს და ანტილიბერალური პოლიტიკის პრაქტიკას. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მარგინალიზების ბოლო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რუსეთის მიერ შთაგონებული კიდევ ერთი კანონი, რომელიც ზღუდავს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას, შესაძლოა, ეფექტიანად ემსახურებოდეს იმავე მიზანს. ამ კანონს ორი შედეგი შეიძლება მოჰყვეს, რაც კიდევ უფრო დაასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და საფრთხეს შეუქმნის ქვეყანაში პლურალისტურ გარემოს: ერთი მხრივ, ის გახდება რეპრესიული ინსტრუმენტი სამოქალაქო პროტესტის ჩასახშობად; მეორე მხრივ, გავლენას მოახდენს სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთობის დინამიკაზე, რაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენას გააძლიერებს. იმ ფონზე, როცა საქართვე-
„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ მიერ ინიციირებული კანონპროექტი ამ მიმართულებით ორ ტენდენციას გამოავლენს: პირველ რიგში, მსგავსი ტიპის საკანონმდებლო ცვლილება კიდევ უფრო წაახალისებს კრემლისტურ აქტორებს და რადიკალურ ჯგუფებს, საკუთარი საქმიანობის მასშტაბი გააფართოონ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ტენდენციამ საქართველოს მოსახლეობაში პრორუსული განწყობები გააძლიეროს, თუ გავითვალისწინებთ, რომ საზოგადოება უდიდეს პოლიტიკურ საფრთხედ აღიქვამს რუსეთს. თუმცა, კვლავაც მაღალია ალბათობა, რომ რადიკალურმა კრემლისტურმა ჯგუფებმა უნდობლობის დასათესად და ძალადობის წასახალისებლად დამატებითი რესურსები და პოლიტიკური გავლენა გამოძებნონ. პესიმისტური სცენარის პოტენციურ საფრთხეებს შორის არსებობს საფრთხე, რომ მმართველმა პარტიამ წაახალისოს რადიკალური ჯგუფები და პროდემოკრატიული აქტივისტების წინააღმდეგ ძალადობის ესკალაციას ხელი შეუწყოს. მეორე ტენდენცია, რომელიც კანონის მიღებას და საჯარო სფეროში პრორუსული ჯგუფების გაზრდილ ჩართულობას შეიძლება მოჰყვეს, ანტილიბერალური და ანტიდასავლური პროპაგანდის მნიშვნელოვანი ზრდაა. ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებთან გაუცხოების იგივე სტრატეგია ეხმარებოდა კრემლს შიდა პოლიტიკური ძალაუფლების განმტკიცებაში. შესაბამისად, რაც უფრო შორს გაჰყვება საქართველო ამ გზას, მით მეტად სავარაუდოა, რომ რუსეთის გავ-
„თავისუფლების მოედანი“ იმ საქმის გაგრძელებაა, რასაც საქართველოში 2009 წლიდან ვემსახურებით: დემოკრატიული პოლიტიკური ტრადიციის, კულტურის და ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ამ გაზეთით კიდევ უფრო მეტ მოქალაქესთან მივიტანთ ჩვენს სათქმელსა და აზრს. . . „თავისუფლების მოედანი“ მოსაზრებების გაზეთი იქნება პოლიტიკისა და დემოკრატიის, საშინაო და საგარეო
ამბების, მოქალაქეების და მოქალაქეობის შესახებ. ახალ ამბებს ყველა მოგითხრობთ, ჩვენ კი გაგიზიარებთ არგუმენტირებულ, გულწრფელ მოსაზრებებს ამ საკითხებზე. ბევრი მათგანი ისეთ პერსპექტივებს გიჩვენებთ თქვენთვის უკვე ნაცნობ თემებზე, რომელზეც შესაძლოა აქამდე არ გიფიქრიათ. ზოგიერთი ახალ მოვლენებსა და შესაძლებლობებზე მოგითხრობთ, ზოგიერთმა შესაძლოა გაგაბრაზოთ კიდეც, თავისი სითამამითა და პირდა-
პირობით. ამის მიუხედავად, თქვენ ყოველთვის იგრძნობთ, რომ ჩვენი ავტორები სიმართლეს ამბობენ. . . ჩვენ გვჯერა მართალი და გაბედული სიტყვის, რომელიც ნათლად და პირდაპირ იქნება ნათქვამი. სიტყვის, რომელიც ყოველთვის იყო ადამიანების მოქმედების განმსაზღვრელი. . . ჩვენი მიზანია მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ სერიოზულ, საქმიან,
ადამიანის უფლებები კანონის ამოქმედება სერიოზულად დააზარალებს გამოხატვის თავისუფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტს, რადგან კანონპროექტი ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო პრინციპებს ეწინააღმდეგება. შეკრებისა და დემონსტრაციების უფლების შეზღუდვა შეეხება და დაარღვევს მოქალაქეთა ფართო სპექტრის, განსაკუთრებით, ლგბტქი იდენტობის მქონე პირთა ფუნდამენტურ უფლებებს. მოსალოდნელია, რომ სამართლებრივ ჩარჩოში დისკრიმინაციული პრაქტიკის დანერგვის შემდეგ, განსაკუთრებით გამწვავდება თემის მიმართ ძალადობა და დისკრიმინაცია, რაც ჰომოფობიისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის ზრდას გამოიწვევს. საქართველოს პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტი ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე რუსეთის თავდაპირველი კანონი „მორწმუნეთა გრძნობების საჯაროდ შეურაცხყოფის წინააღმდეგ“. გარდა იმისა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის საბაბით ნებისმიერი ადამიანის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას მოითხოვს, ამავდროულად, „ომისა და ძალადობის პროპაგანდის“ და „ეროვნული, რელიგიური და სოციალური შუღლის გაღვივების“ არგუმენტით აწესებს შეკრებებსა და მანიფესტაციებზე კონტროლს. ეს ვრცელი და ბუნდოვანი განმარტება კი ძალზე შემაშფოთებელია, რადგან შესაძლოა, აღნიშნული კანონი ხელისუფლებისთვის ანტისახელისუფლებო და პროდემოკრატიული პროტესტის ჩასახშობად იურიდიული საბაბი აღმოჩნდეს.
ლოს მართლმადიდებლურ ეკლესიას სახელმწიფო მუდმივად შეღავათს უწევს, რელიგიისა და პოლიტიკის მსგავსი შერწყმა საჯარო სფეროში საშიშ პრეცედენტს ქმნის და საფრთხეს უქმნის სეკულარიზმს. ანტილიბერალური პოლიტიკა და პლურალისტური გარემოს განადგურება
ლენის შეკავებისთვის საჭირო შესაძლებლობები ქვეყანას სულ უფრო ნაკლებად აღმოაჩნდეს. გავლენა ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და სტრატეგიული არჩევანის ქვაკუთხედად ჩამოყალიბდა. დასავლელ მოკავშირეებთან მჭიდრო კავშირის დამყარებაშენარჩუნებას მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უჭერს მხარს. პოლარიზებულ ქართულ საზოგადოებაში ერთადერთი იდეა, რომელიც ყველაზე დიდი მხარდაჭერით სარგებლობს, ევროკავშირისა და ნატოს წევრობაა. თუმცა მმართველი პარტიის სტრატეგიული ნაბიჯები საზოგადოების ამ განწყობას არ ასახავს. მეტიც, საქართველოს მთავრობის ქმედებებმა ქვეყანას მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში ხელი შეუშალა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ლიბერალური ღირებულებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგაა მიმართული, აღიქმება, როგორც ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევა. „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებიც სწორედ ასეთ ნაბიჯად შეფასდება. მორიგი სადავო კანონპროექტის თემის წამოჭრა და მის გარშემო მომდინარე დებატები იმაზე მიუთითებს, თუ როგორ ცდილობს „ქართული ოცნება“ საქართველოს ისტორიის ასეთ გადამწყვეტ მომენტში მიზანმიმართულად შეაფერხოს კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა. კანონის მიღების შემთხვევაში, ის არსებითად შეაჩერებს საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრებისკენ, რაც, შესაძლოა, იყოს კიდეც სასურველი შედეგი მმართველი პარტია „ქართული ოცნებისთვის“ . სალომე გიუნაშვილი
მომავალზე მოფიქრალ დისკუსიას და მსჯელობას შევუწყოთ ხელი. ეს არის ის, რაც ძალიან გვაკლია. ის, რაც ვერ ხერხდება პოლიტიკაში, იქნებ მოვახერხოთ ამ გაზეთის ფურცლებზე. და ვინაიდან სიტყვას დიდი ძალა აქვს, იმის იმედიც გვაქვს, რომ აქ დაწერილი მოსაზრებები რეალურ ცხოვრებაშიც ნახავს გასაქანს. . სასიამოვნო კითხვას გისურვებთ, ლევან ცუცქირიძე.
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) ლ.შარაშიძის ქ. #7, თბილისი 0179. ტელ: 2 915650/2915651