ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი-7

Page 1

ფასს 7

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი 7

ფინანსური ინსტრუმენტები: განმარტებითი შენიშვნები მიზანი 1.

2.

წინამდებარე სტანდარტის მიზანია, საწარმოებს მოსთხოვოს ფინანსური ანგარიშგებისათვის ისეთი განმარტებითი შენიშვნების მომზადება, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, შეაფასოს: ა)

ფინანსური ინსტრუმენტების მნიშვნელობა საწარმოს ფინანსური მდგომარეობისა და შედეგებისათვის; და

ბ)

ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენების შედეგად წარმოშობილი რისკების ბუნება და დონე, რომლებიც საწარმოზე გავლენას ახდენდა საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში და საანგარიშგებო თარიღისათვის, ასევე შეაფასოს როგორ მართავს საწარმო ამ რისკებს.

ამ სტანდარტის პრინციპები ავსებს ფინანსური აქტივებისა და ფინანსური ვალდებულებების აღიარების, შეფასებისა და წარდგენის პრინციპებს, რომლებიც მოცემულია ბასს 32-სა „ფინანსური ინსტრუმენტები: წარდგენა“ და ფასს 9-ში - „ფინანსური ინსტრუმენტები“.

მოქმედების სფერო 3.

მოცემული სტანდარტი უნდა გამოიყენოს ყველა საწარმომ ნებისმიერი ტიპის ფინანსური ინსტრუმენტისთვის, გარდა: ა)

შვილობილ, მეკავშირე და ერთობლივ საწარმოებში არსებული წილებისა, რომლებიც აღირიცხება ბასს 10-ის - „კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება“, ბასს 27-ის „ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება“, ან ბასს 28-ის - „ინვესტიციები მეკავშირე და ერთობლივ საწარმოებში“. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ფასს 10, ბასს 27 ან ბასს 28 საწარმოს ავალდებულებს, ან უფლებას აძლევს, რომ თავისი წილი შვილობილ, მეკავშირე და ერთობლივ საწარმოში აღრიცხოს ფასს 9-ის გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში, საწარმომ უნდა გამოიყენოს ამ სტანდარტის მოთხოვნები, ხოლო რეალური ღირებულებით შეფასებული წილების მიმართ ფასს 13-ის - „რეალური ღირებულების შეფასება“ - მოთხოვნები. საწარმომ მოცემული სტანდარტი ასევე უნდა გამოიყენოს ყველა წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტისთვის, რომლებიც დაკავშირებულია შვილობილ, მეკავშირე და ერთობლივ საწარმოებში ფლობილ წილებთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს წარმოებული ინსტრუმენტი აკმაყოფილებს ბასს 32-ში მოცემულ წილობრივი ინსტრუმენტის განმარტებას.

ბ)

დამქირავებელთა უფლებებისა და ვალდებულებებისა, რომლებიც წარმოიშობა დაქირავებულ პირთა გასამრჯელოების პროგრამებიდან, რისთვისაც გამოიყენება ბასს 19 - „დაქირავებულ პირთა გასამრჯელოები“;

გ)

[გაუქმებულია]

დ)

სადაზღვევო ხელშეკრულებებისა, როგორც ეს განმარტებულია ფასს 4-ში - „სადაზღვევო ხელშეკრულებები“. თუმცა, წინამდებარე სტანდარტი გამოიყენება ისეთი წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტებისათვის, რომლებიც ჩართულია სადაზღვევო ხელშეკრულებებში, თუ ფასს 9 მოითხოვს, რომ საწარმომ ისინი ცალკე აღრიცხოს. ამასთან, სადაზღვევო ხელშეკრულების ემიტენტმა წინამდებარე სტანდარტი უნდა გამოიყენოს ფინანსური გარანტიების ხელშეკრულებებისთვის, თუ

©

IFRS Foundation

1


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.