სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ - ძირითადი საცნობარო მასალა მასწავლებლებისათვის
წინამდებარე სახელმძღვანელოს მიზანს წარმოადგენს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაზე პასუხისმგებელ მასწავლებელთა ხელშეწყობა. მასში განხილულია დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შეასხებ განათლების ძირითადი, საკვანძო საკითხები, მათ შორის, დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციები, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანი უფლებათა შესახებ სწავლების მიზნები და ძირითადი პრინციპები და, ასევე, სკოლის ზოგადი მიდგომა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლებისადმი.
წინამდებარე სახელმძღვანელო შედგება სამი ნაწილისგან. I ნაწილში განხილულია დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ძირითადი პრინციპები, იმ კუთხით, რომელიც ეხმარება მასწავლებლებსა და პედაგოგებს საკუთარი მოვალეობის სრულყოფილად შესრულებაში; II ნაწილში მოცემულია რჩევები და პრაქტიკული რეკომენდაციები, მოსწავლეების კონსტრუქტივისტული და ინტერაქტიული სწავლის პროც