კომპანია “ლილო მოლის“
განცხადება შექმნილ მდგომარეობასთან
დაკავშირებით
საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 28 ნოემბრიდან გამოცხადებული წერტილოვანი შეზღუდვების 2 თვიანი გეგმა, მუხედავად იმისა, რომ იყო უდიდესი დარტყმა ჩვენი ბიზნესისათვის, კომპანია “ლილო მოლი“ და ჩვენს სავაჭრო ცენტრში დასაქმებული ათასობით მეწარმე გაგებით მოვეკიდეთ შექმნილ მდგომარეობას და ჩვენი საქმიანობა მთლიანად გადაეწყო ამ გეგმით გათვალისწინებულ ვადებზე და იმ მოლოდინით რომ იყო პირობა 24 დეკემბრიდან 02 იანვრის ჩათვლით სავაჭრო სექტორისათვის შეზღუდვების მოხსნაზე, ჩვენმა მეწარმეებმა განახორციელეს ასობით მილიონი ლარის ზამთრის სეზონის საქონლისა და საახალწლო პროდუქციის იმპორტი. მიუხედავად იმისა, რომ წინასაახალწლო ერთი კვირა არ იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ ბიზნესს მიეღო ამ პერიოდისათვის ჩვეული მოგება, ეს იქნებოდა იმ აუცილებელი ჟანგბადის მიწოდება ყოველი კონკრეტული მეწარმისათვის, რაც მომავალი წლის პირველი ურთულესი თვეების განმავლობაში მისცემდა სრული განადგურებისგან დაცვისა და გადარჩენის საშუალებას. საკოორდინაციო აუხსნელი
და
საბჭოს
გუშინდელმა
გაუგებარი,
გადაწყვეტილებამ
გამოავლინა
რომელიც
დისკრიმინაციული
ჩვენთვის
ხასიათი
ამ
არის
სექტორში
დასაქმებულ მეწარმეთა ერთი ნაწილის ათასობით სუბიექტის მიმართ, რომლებიც დადგნენ იმ საშიშროების წინაშე, რომ მათ მიერ შემოტანილი საქონელი საერთოდ დარჩეს გაუყიდავი ფაქტიურად ერთი წლის მანძილზე, რაც შესაძლებელია მათი საქმიანობის დასასრულის წინაპირობად იქცეს. ჩვენ
გამოვხატავთ
მეწარმეების
შეშფოთებას
სამომავლო
აღნიშნულთან
მდგომარეობის
დაკავშირებით
თაობაზე
და
ჩვენს
თხოვნით
უკან
მდგომი
მივმართავთ
საკოორდინაციო საბჭოს, რათა ეპიდსაწინააღმდეგო სფეროში საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების სრული დაცვის პირობებში, უახლოეს შაბათ-კვირას, 26 და 27 დეკემბერს, მხოლოდ ორი დღით მოიხსნას ჩვენთვის დაწესებული შეზღუდვები, მოგვეცეს სავაჭრო ცენტრის გახსნის ნებართვა, რა დროსაც მეწარმეებს მიეცემათ საქონლის ამოყიდვის საშუალება თუნდაც მინიმალური ოდენობით. ასევე იმედს ვიტოვებთ, რომ იანვარში დაგეგმილი შეზღუდვების მოხსნის დროსაც არ მოხდება მსგავსი დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღება ბიზნესის ამ სექტორის მეწარმეთა ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილის მიმართ.
ლილო მოლის ადმინისტრაცია