Issuu on Google+

Tbilisi 2014

(saerTo sasamarTloebis praqtikis analizi)

informaciis Tavisufleba da personalur monacemTa dacva

FREEDOM OF INFORMATION AND PROTECTION OF PERSONAL INFORMATION (Analysis of Practice of Common Courts)

Tbilisi 2014


Coping and Dissemination of publication for commercial purposes without GYLA’s written permission is prohibited. Was edited and published in the Young Lawyers’ Association 15, J.Kakhidze st. Tbilisi 0102, Georgia (+995 32) 295 23 53, 293 61 01 Web-page: www.gyla.ge E-mail: gyla@gyla.ge

gamocemaze pasuxismgebelia saqarTvelos axalgazrda iuristTa asociacia da misi Sinaarsi ar gamoxatavs donoris oficialur pozicias.

--------------------------------------------------------------------------------------------------© 2014, Georgian Young Lawyers’ Association

kvleva ganxorcielebulia saqarTvelos axalgazrda iuristTa asociaciis mier proeqtis - “angariSvaldebuli da gamWvirvale mmarTvelobis xelSewyoba saqarTveloSi” - farglebSi, “Ria sazogadoebis fondebis” (OSF) - finansuri mxardaWeriT.

Responsible for Publication: TAMAR GVARAMADZE SULKHAN SALADZE Tech. Editor: IRAKLI SVANIDZE Editor: KHATUNA KVIRALASHVILI Author: SALOME SAGHARADZE

avtori: salome saRaraZe redaqtori: xaTuna yviralaSvili teq. redaqtori: irakli svaniZe gamocemaze pasuxismgebeli: Tamar gvaramaZe sulxan salaZe

--------------------------------------------------------------------------------------------------© 2014, saqarTvelos axalgazrda iuristTa asociacia

This Report was published by Georgian Young Lawyers’ Association in the framework of the project “Support to Establish Transparent and Accountable Governance in Georgia” financed by Open Society Foundations (OSF).

akrZalulia aq moyvanili masalebis gadabeWdva, gamravleba an gavrceleba komerciuli mizniT, asociaciis werilobiTi nebarTvis gareSe

Georgian Young Lawyers’ Association is responsible for the Report and it does not necessarily reflect the position of the donor.

aiwyo da dakabadonda saqarTvelos axalgazrda iuristTa asociaciaSi. j. kaxiZis q.15 Tbilisi 0102 saqarTvelo (+995 32) 295 23 53, 293 61 01 veb-gverdi: www.gyla.ge el-fosta: gyla@gyla.ge


სარჩევი შესავალი ........................................................................................................... 3 1.

კვლევის მიზანი .................................................................................... 6

2.

კვლევის მეთოდოლოგია .................................................................... 6

3.

ძირითადი მიგნებები .......................................................................... 7

4.

სტატისტიკური მონაცემები ............................................................... 8

5.

ინფორმაციის თავისუფლება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ........................................................... 11

5.1. ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია (პრემიები და თანამდებობრივი სარგო) ......................................... 11 5.2. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული პერსონალური მონაცემები .............................................. 13 5.3. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ასლები და პერსონალური მონაცემები ......................................................... 14 5.4. ადმინისტრაციული საჩივრების და მასზე მიღებული გადაწყვეტილებების ასლები ...................................... 17 5.5. სისხლის სამართლის საქმის მასალები .......................................... 18 5.5.1. ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია ........................................... 18 5.5.2. განაჩენის ასლი ................................................................................... 18 5.5.3. მსჯავრდებულის პირადი საქმე ...................................................... 19 5.5.4. შეწყალების დოკუმენტები ............................................................... 20 5.6. საჯარო მოხელის ტელეფონის ნომერი .......................................... 20 5.7. სამკვიდროს მოწმობის შესახებ ინფორმაცია ................................ 21 დასკვნა ........................................................................................................... 21

 1


2


შესავალი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობს ინფორმაციის თავისუფლებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. ასოციაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ ამ უფლებათა სახელმწიფოს მხრიდან დაცვის ხელშეწყობა და განვითარება წარმოადგენს. უკანასკნელ წლებში საქართველოს სამართლის დოქტრინასა და სასამართლოს პრაქტიკაში მნიშვნელოვანი განმარტებები გაკეთდა ინფორმაციის თავისუფლების ცნების შესახებ. თეორიასა და სასამართლო პრაქტიკაში ინფორმაციის თავისუფლება მიჩნეულ იქნა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად და, მიუხედავად აზრისა და გამოხატვის თავისუფლებასთან მჭიდრო კავშირისა, იგი უკვე დამოუკიდებელ უფლებად განიხილება. ინფორმაციის ცნების ჩამოყალიბების გარდა, გაიმიჯნა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებისა და სახელმწიფო და ოფიციალური წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის სამართლებრივი რეჟიმი.1 საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლი სწორედ საჯარო დაწესებულებებსა და ოფიციალურ წყაროებში არსებული ინფორმაციის თავისუფლების უფლებას იცავს და სახელმწიფოს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს აკისრებს2 (გასცეს ინფორმაცია და ხელი არ შეუშალოს პირს ინფორმაციის მიღებაში). „სახელმწიფო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის გაცნობა ინფორმაციული თვითგამორკვევისა და პირის თავისუფალი განვითარების უფლების მნიშვნელოვანი პირობაა.“3 საქართველოს კონსტიტუციის გარდა, ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული ნორმები რეგულირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2008 წლის 30 ოქტომბრის #2/3/406,408 გადაწყვეტილება: საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. 1

თეიმურაზ ტუღუში, გიორგი ბურჯანაძე, გიორგი მშვენიერაძე, გიორგი გოცირიძე, ვახუშტი მენაბდე „ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა“, თბ. 2013 წ; 573 გვ. 2

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2006 წლის 14 ივლისის #2/3/364 გადაწყვეტილება: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მოქალაქე რუსუდან ტაბატაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. 3

 3


სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის თავისუფლების უფლება არ არის აბსოლუტური და შეიძლება შეიზღუდოს საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე. ზემოაღნიშნულ აქტებში მოცემულია ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვის კონკრეტული შემთხვევები. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ზღუდავს ინფორმაციის მიღებას ოფიციალური ჩანაწერებიდან, თუ იგი შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტით შეზღუდულია ხელმისაწვდომობა ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებსა ან სხვა კერძო საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი საიდუმლო ინფორმაციად აცხადებს საჯარო დაწესებულებაში დაცულ, აგრეთვე, საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებულ, დამუშავებულ, შექმნილ ან გაგზავნილ ინფორმაციას, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას.4 მართალია, კონსტიტუციის 41-ე მუხლი „პერსონალური მონაცემის“ ტერმინს არ შეიცავს, თუმცა, ამ მუხლის მე-2 პუნქტი სწორედ ასეთი ინფორმაციის დაცვას უზრუნველყოფს. ზაკ-ის 44-ე მუხლი კი, პირდაპირ ავალდებულებს საჯარო დაწესებულებებს, არ გაახმაურონ პერსონალური მონაცემები. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის 41-ე და მე-20 მუხლით დაცულ სფეროს ერთმანეთს უკავშირებს და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებით იცავს: „პირის ინტერესი, არ დაუშვას კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება და აკონტროლოს ამ ინფორმაციის გავრცელება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტია“.5 შესაბამისად, არსებობს პრეზუმფცია, რომ პერსონალურ მონაცემებს მიკუთვნებული ინფორმაცია თავიდანვე დაცულია საჯაროობისგან. ამ კუთხით მნიშვნელოვანი რეგლამენტაციაა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ კანონი, რომლის მიზანია, პერსონალურ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტი. 4

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2008 წლის 30 ოქტომბრის #2/3/406,408 გადაწყვეტილება: საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; პ.15; გვ 25. 5

 4


მონაცემთა დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. კანონით გაფართოვდა პერსონალური მონაცემის ცნება და მასში მოექცა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. აღნიშნული კანონი საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის 28 დეკემბერს მიიღო და 2012 წლის 1-ლი მაისიდან ამოქმედდა.6 მიუხედავად ამისა, ინფორმაციის თავისუფლების მსგავსად, არც პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობაა აბსოლუტური სიკეთე. თუმცა, მისი მოპოვებისთვის შესაბამისი საფუძვლის არსებობაა საჭირო, რომელსაც კონსტიტუციის 41-ე მუხლის მეორე პუნქტში ვხვდებით: 1. იმ პირის თანხმობა, რომელსაც ეხება ინფორმაცია; 2. კანონით დადგენილი შემთხვევები; 3. სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აუცილებლობა.7 საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტით დაცული სიკეთეები სხვადასხვაა. პირველ შემთხვევაში, დაცულია დაინტერესებული პირის უფლება, მიიღოს ინფორმაცია ოფიციალური წყაროებიდან,8 ხოლო მეორე შემთხვევაში - პირადი მონაცემების საიდუმლოება.9 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინფორმაციის თავისუფლების უფლება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა კონკურენტული უფლებებია და მათ შორის უპირატესობის მინიჭება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა მოხდეს. გარდა კანონის 43-ე - 55-ე მუხლებისა, რომლებიც 2013 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა, ხოლო 34-ე, 35-ე და 39-ე მუხლები კერძო სექტორის მიმართ 2016 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. 6

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ 2008 წლის 30 ოქტომბრის #2/3/406,408 გადაწყვეტილებაში „სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის“ ცნებაში არ მოაქცია ინფორმაციის თავისუფლების უფლება და განმარტა, რომ „კერძო სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებას აქვს დამხმარე ხასიათი სხვა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად“. 7

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2008 წლის 30 ოქტომბრის #2/3/406,408 გადაწყვეტილება, პ.13. 8

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2008 წლის 30 ოქტომბრის #2/3/406,408 გადაწყვეტილება, პ.14. 9

 5


დაცულ სფეროებს შორის კონკურენცია კიდევ უფრო ნათლად ჩანს მათი პრაქტიკული განხორციელების დროს. ამ მხრივ საინტერესოა სასამართლო პრაქტიკის განზოგადება და იმის გამორკვევა, თუ როგორ ახდენენ მოსამართლეები პირად ცხოვრებას მიკუთვნებული ინფორმაციის ხელშეუხებლობისა და ინფორმაციის თავისუფლების უფლებათა შორის თანაფარდობის დადგენას და რომელიმე უფლებისათვის უპირატესობის მინიჭებას. 1. კვლევის მიზანი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (შემდგომში საია) მიერ წარმოდგენილი კვლევის მიზანია საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების/განჩინებების გაანალიზება სამი ძირითადი მიმართულებით: (1) სასამართლოებში ინფორმაციის თავისუფლებასა და პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული დავების სტატისტიკის დადგენა; (2) პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონთან მიმართებით სასამართლოების მიერ დადგენილი სტანდარტისა და (3) ინფორმაციის თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების უფლების ურთიერთმიმართების სტანდარტის ანალიზი. აქვე აღსანიშნავია, რომ კვლევის მიზანს არ წარმოადგენდა სასამართლოს გადაწყვეტილებების შეფასება. კვლევის პროცესში გაანალიზებულია ასევე „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ III თავით და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით“ გათვალისწინებული საკითხები. ორივე კანონის შემთხვევაში ძირითადი ინტერესის საგანს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული საკითხი წარმოადგენდა. 2. კვლევის მეთოდოლოგია კვლევის მიზნებისთვის საიამ შეისწავლა საკანონმდებლო ბაზა ინფორმაციის თავისუფლებისა და პერსონალური მონაცემების შესახებ, რის შემდეგაც საერთო სასამართლოების სამივე ინსტანციიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, კერძოდ, მათ მიერ მიღებული ყველა იმ გადაწყვეტილებისა და განჩინების ასლი, რომელიც „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ III თავით და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებს შეეხებოდა. კვლევის პერიოდის ათვლის წერტილად სწორედ „პერსონალურ

 6


მონაცემთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის თარიღი განისაზღვრა10 და მოიცავს 2012 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 1 ნოემბრამდე11 პერიოდს. 3. ძირითადი მიგნებები კვლევის შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვანი და საგულისხმო მიგნება გამოვლინდა, კერძოდ: •

საანგარიშო პერიოდში სასამართლოებმა არსებითად განიხილეს 55 საქმე, რომლებიც ინფორმაციის თავისუფლების დავას შეეხებოდა. აქედან, 17 საქმეში სასამართლომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხზე იმსჯელა.

საერთო სასამართლოები პერსონალურ მონაცემებზე მსჯელობის დროს უმეტესწილად იყენებენ საქართველოს კონსტიტუციის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებს, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა ცნების განმარტებისთვის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ კანონს იშველიებენ.

სასამართლოებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობაზე მსჯელობის დროს იდენტიფიკაციის კრიტერიუმს მიანიჭეს უპირატესობა და, პერსონალურ მონაცემთა ცნების ფორმალური განმარტების საფუძველზე, არ დააკმაყოფილეს მოთხოვნა ინფორმაციის გაცემის შესახებ.

საჯარო მოხელეების (გარდა თანამდებობის პირებისა) და სხვა პირთა ფინანსების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ, მათი პრემიები და ხელფასები, სასამართლომ იმ შემთხვევაშიც საიდუმლოდ ცნო, თუ ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

სასამართლოს განმარტებით, კერძო სამართლის იურიდიული პირი ექცევა საჯარო დაწესებულების ცნებაში ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში, შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ასლები ღია საჯარო ინფორმაციაა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული

2012 წლის 1 მაისს ძალაში შევიდა საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ 10

11

საიას მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით განცხადების გაგზავნის თარიღი.

 7


პირისთვის. თუმცა, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაში პირის კერძო საკითხებს მიეკუთვნება ინფორმაცია დირექტორის საცხოვრებელი სახლის მისამართის და ტელეფონის ნომრის, ასევე, საბანკო რეკვიზიტების შესახებ. •

სასამართლოს მოსაზრებით, პროცესის საჯაროობა გულისხმობს ინფორმაციის უპირობო საჯაროობას.

არ

4. სტატისტიკური მონაცემები წინამდებარე თავში წარმოდგენილი სტატისტიკა ეყრდნობა საიას მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოდან გამოთხოვნილ და მიღებულ ინფორმაციას. თავდაპირველად რაოდენობრივ ჭრილში მოცემულია ზოგადად ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით განხილული დავები, ხოლო შემდგომ უკვე უშუალოდ იმ საქმეთა სტატისტიკაა წარმოდგენილი, რომლებიც პერსონალურ მონაცემებს ეხება. საიას ხელთ არსებული ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ დავები განიხილეს შემდეგმა სასამართლოებმა:12 •

თბილისის საქალაქო სასამართლო - 23 გადაწყვეტილება და 37 განჩინება

ქუთაისის საქალაქო სასამართლო - 3 გადაწყვეტილება და 2 განჩინება

ბათუმის საქალაქო სასამართლო - 10 გადაწყვეტილება და 1 განჩინება

რუსთავის საქალაქო სასამართლო - 1 გადაწყვეტილება და 3 განჩინება

თბილისის სააპელაციო სასამართლო - 11 განჩინება

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო - 8 განჩინება

უზენაესი სასამართლო - 22 განჩინება

სხვა საქალაქო და რაიონულ სასამართლოებს, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ დავები არ განუხილავთ. 12

 8


საერთო სასამართლოების მიერ სამივე ინსტანციაში სულ განხილული იყო 121 საქმე. საერთო სასამართლოებმა 55 საქმე შინაარსობრივად განიხილეს და მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო 66 საქმეზე შეწყვიტეს საქმის წარმოება საქმის არსებითად განხილვის გარეშე. განხილული საქმეებიდან 37 საქმე მოდის პირველ ინსტანციაზე, 14 - მეორე ინსტანციაზე, 4 - კასაციაზე. არსებითად განხილული საქმეებიდან 17 საქმეში სასამართლომ იმსჯელა პერსონალურ მონაცემთა არსებობისა და მათი გაცემის საკითხზე. აქედან, 1 საქმე მოდის კასაციაზე, 4 - სააპელაციო სასამართლოებზე, ხოლო 12 - პირველი ინსტანციის სასამართლოებზე.

 9


საერთო სასამართლოების მიერ დაკმაყოფილდა 1 სარჩელი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 2 სარჩელი და 1 საკასაციო საჩივარი, არ დაკმაყოფილდა 10 სარჩელი და 4 სააპელაციო საჩივარი.

 10


5. ინფორმაციის თავისუფლება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა სამართლებრივი ნორმების განმარტებისათვის მნიშვნელოვანია სასამართლო პრაქტიკა, რაც საკმაოდ აქტუალურია ისეთი საკითხების გადასაწყვეტად, როგორიც წინამდებარე კვლევაში მოცემული ინფორმაციის თავისუფლების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ერთმანეთთან დაპირისპირებაა. როგორც შესავალში აღინიშნა, ამ ორ უფლებას შორის უპირატესობის მინიჭება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა მოხდეს. შესაბამისად, საინტერესოა რა საკითხებზე მსჯელობს სასამართლო და როგორ სამართლებრივ შეფასებას აკეთებს ამ მსჯელობის დროს. ამ თავში განხილულია ყველა ის საკითხი, რომლებზეც საერთო სასამართლოებმა საქმის განხილვის დროს იმსჯელეს. 5.1. ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია (პრემიები და თანამდებობრივი სარგო) საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტში ნათქვამია, რომ პირის ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია საიდუმლოა და მისი გასაჯაროება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება. ზაკ-ის 44-ე მუხლი კი ასეთი ინფორმაციის საჯაროობას მხოლოდ თანამდებობის პირებზე13 ავრცელებს. აღნიშნულ საკითხზე საანგარიშო პერიოდში სამივე ინსტანციამ იმსჯელა და ყველაზე მეტი გადაწყვეტილება და განჩინება მიიღო, რაც პრობლემის აქტუალობაზე მეტყველებს. მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ რუსთავის საკრებულოს წინააღმდეგ დავაში.14 კასატორის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს საჯარო მოხელეებზე გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაციის გაცემა (ინდივიდუალურად). სასამართლომ პრემიების, როგორც პირის კერძო საკითხის სამართლებრივ ბუნებაზე ისაუბრა და აღნიშნა: „[...] მოთხოვნილი ინფორმაცია იძლევა პირის იდენტიფიკაციის საშუალებას, ანუ ეხება პირის პერსონალურ მონაცემებს. საჯარო ინფორმაცია, რომელიც იძლევა იდენტიფიკაციის შესაძლებლობას, არის პირის პერსონალური მონაცემი, შესაბამისად, ასეთ ინფორმაციაზე ვრცელდება პერსონალური მონაცემების დაცვის თანამდებობის პირი ინფორმაციის თავისუფლების მიზნებისთვის არის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი. 13

14

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 30 მაისის ბს-527-518(კ-12) განჩინება.

 11


რეჟიმი.“ სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ კანონზე და განმარტა : „[...] პერსონალური მონაცემების დაცვა აგებულია მონაცემის კონფიდენციალობაზე. [...] პერსონალური მონაცემის დაცვის კანონმდებლობისთვის დამახასიათებელია მისი აგება იდენტიფიკაციის კრიტერიუმზე, რომლის თანახმად, პერსონალური მონაცემი იმთავითვე დახურულია, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ან თუ პირი თავად არ ახდენს მონაცემის გახმაურებას. [...] პერსონალური მონაცემი არის პირადი ცხოვრების დაცვის ერთ-ერთი საშუალება, პერსონალური მონაცემის დაცვაში საბოლოოდ პრიორიტეტი ენიჭება არა მგრძნობიარობის, არამედ იდენტიფიკაციის კრიტერიუმს - მონაცემი დაცვას ექვემდებარება უკეთუ შესაძლებელია პირის იდენტიფიკაცია“. თუმცა, საკასაციო სასამართლომ ზემოაღნიშნულ განჩინებაში ერთმანეთისგან გამიჯნა თანამდებობის პირთა (მათ შორის, თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) და სხვა საჯარო მოხელეთა პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტი. „თანამდებობის პირებთან დაკავშირებით პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საჯაროობა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს - უზრუნველყოს თანამდებობის პირთა შესახებ ინფორმაციის ტრანსფარენტობა, გამჭვირვალობა. [...] ამდენად, მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თანამდებობის პირის მონაცემები [...] ღიაა.“ რაც შეეხება სხვა საჯარო მოხელეთა პრემირებას, სასამართლომ განსხვავებული სტანდარტი დაამკვიდრა და აღნიშნა რომ, ვინაიდან ისინი არ წარმოადგენდნენ თანამდებობის პირებს, მათ მიერ მიღებული პრემიების შესახებ ინფორმაცია პერსონალური მონაცემია და დაუშვებელია გაცემა თვით ამ პირების თანხმობის გარეშე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ საჩივარი მხოლოდ იმ ნაწილში დააკმაყოფილა, სადაც მოთხოვნა თანამდებობის პირებს შეეხებოდა. ფინანსებთან დაკავშირებით დავა განიხილეს სააპელაციო და პირველი ინსტანციის სასამართლოებმაც. მათ იგივე სტანდარტი გაავრცელეს საჯარო მოხელეებისთვის პრემიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე და არ დააკმაყოფილეს მოსარჩელის მოთხოვნა. აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის გასაიდუმლოება ხდება კონკრეტული პირის მიერ მიღებული პრემიის რაოდენობის მოთხოვნისას, ხოლო, ზოგადად, ჯამურ რაოდენობას საჯარო დაწესებულებები, ხშირ შემთხვევაში, თავისუფლად გასცემენ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სსიპ „ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის“ წინააღმდეგ დავაში.15 მოსარჩელე ითხოვდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 15

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 ივნისის #3-155/12 გადაწყვეტილება.

 12


დაფინანსებული სპექტაკლის დეტალურ ხარჯთაღრიცხვას, მათ შორის, ინფორმაციას მონაწილე მსახიობთა ჰონორარის შესახებ. ადმინისტრაციულმა ორგანომ ამ შემთხვევაშიც გასცა თანხის ჯამური ოდენობა, თუმცა, არ გასცა დეტალური ხარჯთაღრიცხვა, რაზეც სასამართლომ აღნიშნა რომ „[...] პირის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებად არ შეიძლება მხოლოდ მისი სახელის, საცხოვრებელი ადგილის და ა.შ. მონაცემები ჩაითვალოს, არამედ, პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობაში, ამ შემთხვევაში, მისი სახელფასო შემოსავლებიც იგულისხმება, რაც ამ პირის პერსონალურ მონაცემებში შედის. რაც შეეხება ფინანსებთან დაკავშირებულ ინფორმაციას [...] აქ არ იგულისხმება ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ ფულს ან ფულად ურთიერთობებს შეეხება და სრულ ან ნაწილობრივ წარმოდგენას ქმნის პირის ფინანსურ მდგომარეობაზე. ფინანსებთან დაკავშირებულ ინფორმაციაში იგულისხმება მონაცემები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ასახავს პირის კერძო სფეროს მატერიალურ მხარეს, მისი არსებობის თუ საქმიანობის მატერიალურ საფუძვლებს.“ ყველა ზემოხსენებულ დავაში სასამართლომ აღნიშნა, რომ ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია, იდენტიფიცირების კრიტერიუმის თანახმად, უდავოდ წარმოადგენდა პერსონალურ მონაცემს და ყურადღება გაამახვილა ამ მონაცემების საიდუმლოების მნიშვნელობაზე, თუმცა არ იმსჯელა აღნიშნული ფინანსების წარმომავლობაზე და ზოგადად საჯარო ფინანსების გამჭვირვალობაზე, რაც განხილვის შემთხვევაში შესაძლოა გამხდარიყო ინფორმაციის ღიაობის საფუძველი სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით. 5.2. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული პერსონალური მონაცემები საერთო სასამართლოებმა საანგარიშო პერიოდში განიხილეს ისეთი დავები, რომლებიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ინფორმაციის საჯაროობას შეეხებოდა. სასამართლოებში საჯარო რეესტრის წინააღმდეგ სხვადასხვა მოსარჩელის მოთხოვნათა განხილვისას, რომლებიც უძრავ ქონებაზე სააღრიცხვო ბარათების, საკუთრების უფლებასთან და რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გაცემას ეხებოდა, ყველა შემთხვევაში სასამართლომ მიუთითა, რომ ინფორმაცია წარმოადგენდა ისეთ პერსონალურ მონაცემებს, რომლის გაცემის განსაკუთრებულ პროცედურას ითვალისწინებდა კანონი და რომელიც დაცული უნდა ყოფილიყო თავად ამ ინფორმაციის მომთხოვნი პირის მხრიდანაც.

 13


საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით ერთგვაროვანი პრაქტიკის არსებობაზე მიუთითებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება16 და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები,17 სადაც სასამართლო განმარტავს, რომ: „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილია ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, კერძოდ - დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული დოკუმენტაცია არის საჯარო და ხელმისაწვდომია გასაცნობად ნებისმიერი პირისთვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. [...] სწორედ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ითვალისწინებს იმ შემთხვევებს, როდესაც ამა თუ იმ პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს ისეთ ინფორმაციას, რომელიც საჯაროა და იგი უნდა გაიცეს შეუზღუდავად, თუ აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს, რომლის გაცემის განსაკუთრებულ პროცედურას ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა და რომელიც დაცული უნდა იქნეს [...] საჯარო დაწესებულების მიერაც [...].“ შესაბამისად, საჯარო რეესტრში არსებული საჯარო ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროობის მაღალი სტანდარტით არის დაცული, შესაძლოა ზაკ-ით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიზღუდოს და გაცემის განსაკუთრებულ საფუძვლებს დაექვემდებაროს. 5.3. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ასლები და პერსონალური მონაცემები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის ტერმინთა განმარტების მიხედვით, ინფორმაციის თავისუფლების მიზნებისთვის საჯარო დაწესებულებად გვევლინება: • ადმინისტრაციული ორგანო; • სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, ასეთი დაფინანსების ფარგლებში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 2 ოქტომბერის #3/ბ-445-2012წ. განჩინება. 16

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 სექტემბრის #3-387/12 და 2012 წლის 29 ივნისის #3-273/12 გადაწყვეტილება. 17

 14


წინამდებარე ქვეთავში საუბარია მეორე პუნქტზე და განხილულია კერძო სამართლის იურიდიული პირი, როგორც საჯარო დაწესებულება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ზემოაღნიშნული საკითხი განიხილა საქმეში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ“.18 საია ითხოვდა სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების ასლებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გასცა დაშტრიხული სახით. დაფარული იყო: • მიმწოდებლის მონაცემები (ორგანიზაცია, სახელისა და გვარის მითითებით); • მიწოდებული მომსახურების ღირებულება; • დირექტორის საცხოვრებელი მისამართი ტელეფონის ნომერი; • საბანკო რეკვიზიტები.

დირექტორის

და

სახლის

საია არ დაეთანხმა ინფორმაციის დაშტრიხული სახით გაცემას და გაასაჩივრა სასამართლო წესით. სასამართლომ იმსჯელა თითოეული მონაცემის დაფარვის სამართლებრივ საფუძველზე და თითოეულ შემთხვევაში განმარტა, რომელი იყო ღია საჯარო ინფორმაცია და რომელი მიეკუთვნებოდა პირის კერძო სფეროს. სასამართლომ საკუთარ გადაწყვეტილებაში, ინფორმაციის თავისუფლების მიზნებისთვის, საჯარო დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმი გაავრცელა კერძო იურიდიულ პირებზე ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში და აღნიშნა, რომ: „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა წარმოადგენს დემოკრატიული სისტემის სრულყოფილი ფუნქციონირების კონკრეტულ გამოვლინებას - საბიუჯეტო სახსრების განკარგვასთან დაკავშირებით, საზოგადოებას ხელი მიუწვდებოდეს სახელისუფლო დაწესებულებებში დაცულ ინფორმაციაზე. საზოგადოება მოკლებულია შესაძლებლობას, სხვაგვარად მიიღოს ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის თაობაზე, ამდენად საქართველოს თავდაცვის სამინისტროა ვალდებული, საჯარო ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში, დაინტერესებულ პირზე გასცეს ის ინფორმაცია, რაც ამგვარი რეგულირების სფეროს მიეკუთვნება.“ შესაბამისად, ნებისმიერი კერძო სამართლის იურიდიული პირი, თბილისის საქალაქო გადაწყვეტილება. 18

სასამართლოს

2012

წლის

17

დეკემბრის

#3/3856-12

 15


რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თავად წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას ამ დაფინანსების ფარგლებში, ხოლო მისი საფირმო სახელწოდება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის. სასამართლოს განმარტებით, სხვაგვარად აზრს დაკარგავდა საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზანი და შეუძლებელი გახდებოდა ინფორმაციის მიღების უფლების რეალური განხორციელება. სასამართლომ ასევე ღია საჯარო ინფორმაციად მიიჩნია მ���მწოდებელი ორგანიზაციის დირექტორის სახელი და გვარი, „[...] ვინაიდან როგორც საფირმო სახელწოდება, ასევე დირექტორის (წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის) ვინაობა (სახელი და გვარი) საჯაროა, აღნიშნული მონაცემები შეტანილია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის“. მნიშვნელოვანი განმარტება გაკეთდა მომსახურების ღირებულებასთან დაკავშირებით: „ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სახელმწიფო სახსრების ხარჯვის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ემსახურება სხვათა უფლებების დაცვის ლეგალურ მიზანს. [...] კანონმდებლის ნებაა, საზოგადოების უფლების დაცვისათვის კერძო პირს მიანიჭოს საჯარო დაწესებულებისათვის დადგენილი, განსხვავებული ფუნქციები სახელმწიფოსგან მიღებულ ფინანსებთან დაკავშირებით და მოაქციოს იგი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედების სფეროში, რათა მოთხოვნილი ინფორმაციის მიღებით, გარეშე პირმა შეძლოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვის ანალიზი, რომლის საჯაროობის უზრუნველყოფა ემსახურება საზოგადოების ინფორმირებულობას საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მართებულობის კონტროლის განსახორციელებლად“. რაც შეეხება საზოგადოების დირექტორის სახლის მისამართს და ტელეფონის ნომერს, სასამართლომ განმარტა, რომ ეს მონაცემები მიეკუთვნებოდა პირის პრივატულ სფეროს და მიუხედავად იმისა, რომ ამ მონაცემების მითითება მოხდა ხელშეკრულებაში, არ მიიჩნია ავტომატურად საჯარო ინფორმაციად, ვინაიდან მისი გამჟღავნება ხელყოფდა კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის გონივრულ მოლოდინს. შესაბამისად, ამ ნაწილში სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა. ასევე საიდუმლოდ ცნო კერძო პირის საბანკო ანგარიშები და აღნიშნა, რომ: „[...] კერძო პირის საბანკო ანგარიში წარმოადგენს ფულად ურთიერთობებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომელიც ზოგადად განკუთვნილია არა კონკრეტული ურთიერთობისათვის, არამედ პირის საქმიანი ურთიერთობების საწარმოებლად. ამ სახის მონაცემი ასახავს პირის კერძო სფეროს

 16


მატერიალურ მხარეს და ეხება მისი საქმიანობის მატერიალურ ასპექტებს. ამდენად, იგი განეკუთვნება პირის ფინანსებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომლის დაცვის პატივსადები კონსტიტუციური ინტერესები გააჩნია ნებისმიერ კერძო პირს.“ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კარგად ჩანს ინფორმაციის თავისუფლების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაპირისპირება. სასამართლომ, ერთი მხრივ, საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი რეჟიმი განსაზღვრა, ხოლო მეორე მხრივ, პრიორიტეტული მნიშვნელობა მიანიჭა „სხვათა უფლებების და თავისუფლებების“ დაცვას პირადი სფეროს საიდუმლოებასთან შედარებით, სადაც ინფორმაციის თავისუფლება სხვა უფლებასთან, კერძოდ, საჯარო ფინანსების გამჭვირვალობასთან ერთობლიობაში განიხილა. 5.4. ადმინისტრაციული საჩივრების და მასზე მიღებული გადაწყვეტილებების ასლები სასამართლომ ადმინისტრაციული საჩივრების და მასზე მიღებული გადაწყვეტილებების ასლების გაცემაზე უარი კანონიერად ცნო, ვინაიდან ადმინისტრაციული საჩივარი, ზაკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, ისეთი ინფორმაციის შემცველია, რომელიც იძლევა პირის იდენტიფიცირების საშუალებას: „[...] ვინაობა (ან საფირმო სახელწოდება) და მისამართი, ასევე ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც განაპირობებენ საჩივრის წარმდგენი ფიზიკური ან იურიდიული პირის იურიდიული ინტერესის არსებობას საჩივრით გადასაწყვეტი საკითხისადმი (ეს მონაცემი ასახული უნდა იყოს როგორც ადმინისტრაციულ საჩივარში, ასევე მასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში), არის სწორედ კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია.“ 19 გადაწყვეტილებიდან არ ჩანს, მოსარჩელემ რა ფორმით მოითხოვა ინფორმაციის მიღება. შესაბამისად, საინტერესოა, როგორ გადაწყდებოდა საქმე, თუ მოსარჩელე ინფორმაციის გაცემას პირის ვინაობის და მისამართის დაშტრიხვით მოითხოვდა, რადგან სასამართლომ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში არა მარტო სახელი, გვარი და მისამართი, არამედ ფაქტობრივი გარემოებებიც საიდუმლო ინფორმაციად მიიჩნია. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუძლებელია იმის გარკვევა, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები თბილისის საქალაქო გადაწყვეტილება. 19

სასამართლოს

2012

წლის

26

სექტემბრის

#3/2620-12

 17


ვინაობის დამდგენ მონაცემებთან ერთობლიობაშია პირადი ინფორმაცია, თუ მათ გარეშეც დახურულ ინფორმაციად უნდა მივიჩნიოთ. 5.5. სისხლის სამართლის საქმის მასალები პერსონალური მონაცემებისა და საჯარო ინფორმაციის ურთიერთგადაკვეთა კიდევ არაერთ შემთხვევაში მოხდა. სასამართლომ საანგარიშო პერიოდში რამდენიმე გადაწყვეტილება და განჩინება მიიღო, სადაც იმსჯელა, რამდენად წარმოადგენდა ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია, განაჩენის ასლი, მსჯავრდებულის პირადი საქმე და შეწყალების დოკუმენტები საჯაროობისგან დაცულ ინფორმაციას. 5.5.1. ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მოცემულია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა ცნების განმარტება, რომელშიც, სხვა განსაკუთრებულ მონაცემებთან ერთად, ასევე შედის ნასამართლობის შესახებ მონაცემებიც. სასამართლომ ერთ-ერთ დავაში, სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, არ დააკმაყოფილა სარჩელი და აღნიშნა, რომ მისი გაცემა და გახმაურება „[...] შესაძლებელია მხოლოდ იმ პირის წერილობითი თანხმობით, რომლის პერსონალურ მონაცემებსაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაცია“.20 აღნიშნულ საქმეში სასამართლომ მოსარჩელისთვის პირის პერსონალური მონაცემების გადაცემისთვის სამართლებრივ საფუძვლად არ მიიჩნია ის გარემოება, რომ შესაძლოა მოსარჩელის ნასამართლობას კავშირი ჰქონოდა იმ პირის ნასამართლობაზე, ვისზეც ითხოვდა ინფორმაციას. შესაბამისად, ნასამართლობის შესახებ ცნობა განსაკუთრებული პერსონალური მონაცემია და მისი მოპოვება ისეთ პროცედურებს საჭიროებს, რომელიც იცავს პირის კერძო ცხოვრებას უნებართვო გახმაურებისგან. 5.5.2. განაჩენის ასლი სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ასლი სასამართლომ პერსონალურ მონაცემად მიიჩნია. მოსარჩელე, 20

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის #3ბ/66-13 განჩინება.

 18


განაჩენის ასლის სახელისა და გვარის ნაწილში დაუშტრიხავი სახით მიღებას ითხოვდა. სასამართლოს აზრით, „მოთხოვნილი განაჩენი ბრალდებულთა სახელებისა და გვარების მითითებით, მასში ასახულ ქმედებასთან ერთობლიობაში მოცემული ქმედებით დაზარალებულ პირთათვის სწორედაც რომ მასში მითითებული ბრალდებული პირების იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა.“21 თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება პროცესის საჯაროობასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად: „საქმის განხილვა მიეკუთვნება სამართალწარმოების და არა ადმინისტრირების სფეროს. ამდენად, პროცესის საჯაროობა და საჯარო ინფორმაციის გაცემა მსგავს საწყისებზე დაფუძნებული სხვადასხვა ინსტიტუტია. [...] პროცესის საჯაროობა - პირისათვის მინიჭებული შესაძლებლობაა, დაუბრკოლებლად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე (კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა) დაესწროს ნებისმიერ სასამართლო პროცესს. ინფორმაციის თავისუფლება კი პირისათვის მინიჭებული შესაძლებლობაა, დაუბრკოლებლად მიიღოს საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაცია.“ სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად, საჯაროობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო აქტების საჯაროდ გამოცხადებისა, აღნიშნულ პროცესს პირთა მხოლოდ გარკვეული წრე ესწრება და საპროცესო კანონმდებლობით მიღებული გადაწყვეტილებაც მხოლოდ საქმეში მონაწილე პირებს ეგზავნებათ. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია პერსონალური მონაცემების გაცნობის შესახებ პირის თანხმობა, განაჩენის ასლები ვერ გახდებოდა ღია საჯარო ინფორმაცია. 5.5.3. მსჯავრდებულის პირადი საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილულ დავაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წინააღმდეგ მოსარჩელე22 ითხოვდა მსჯავრდებულის პირადი საქმის განსაიდუმლოებას და დისციპლინური პასუხისმგებლობის საქმის მასალების გადაცემას 21

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 15 აგვისტოს #3ბ/785-12 განჩინება.

აღნიშნულ საქმეში მოსარჩელე წარმოადგენდა მსჯავრდებულ პირს, რომელიც სხვა მსჯავრდებულის პირადი საქმის მასალებს ითხოვდა. მისი განმარტებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური ღონისძიებები კავშირში იყო იმ ინფორმაციასთან, რომლის გასაჯაროებასაც იგი ითხოვდა. 22

 19


მოსარჩელესთვის.23 სასამართლომ, ზემოთ აღნიშნული შემთხვევების მსგავსად, არც ამჯერად დააკმაყოფილა სარჩელი პერსონალურ მონაცემებზე მითითებით და დამატებით აღნიშნა, რომ: „საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსის“ 36-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, გაეცნოს თავის პირად საქმეს. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის უფლება აქვს აგრეთვე სპეციალურად უფლებამოსილ პირს. ასეთ პირთა ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.“24 შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, პირადი საქმის განსაიდუმლოებით დაირღვეოდა მსჯავრდებულის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. 5.5.4. შეწყალების დოკუმენტები საანგარიშო პერიოდში განხილულ საქმეებს შორის ერთ-ერთი შეწყალების დოკუმენტებსაც შეეხებოდა.25 პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არ გასცა მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების ასლები, ვინაიდან ისინი შეიცავდა მოქალაქეთა პერსონალურ მონაცემებს. თუმცა, სასამართლოს არ უმსჯელია, წარმოადგენდა თუ არა შეწყალების დოკუმენტები მართლაც საიდუმლო ინფორმაციას, რადგან მოსარჩელის მიერ იგი სადავო არ გამხდარა. 5.6. საჯარო მოხელის ტელეფონის ნომერი სასამართლომ საჯარო მოხელის ტელეფონის ნომერი ღია საჯარო ინფორმაციას მიაკუთვნა და განმარტა, რომ: „[...] თანამდებობის პირის სამსახურებრივი დანიშნულების ტელეფონის ნომრის შესახებ ინფორმაცია არ მიეკუთვნება ამ პირის პერსონალურ მონაცემებს. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა არ შეიძლება შეფასდეს ან აღქმული იქნეს ამ თანამდებობის პირის პირად ცხოვრებაში ჩარევად. ეს ინფორმაცია შეიძლება ნაწილობრივ მიკუთვნებული იქნეს პირის კერძო სფეროს, თუმცა, თანამდებობის პირის სამსახურებრივი ფუნქციების და მოვალეობების შესრულების 23

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 მარტის #3/26-2013 გადაწყვეტილება.

სასამართლოს მიერ მითითებული ნუსხა დამტკიცებულია სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მიერ 2011 წლის 25 მაისის #90 ბრძანებით, რომლის მიხედვით, მხოლოდ სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებს აქვთ წვდომა ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეზე. 24

25

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 3 იანვრის #3/1570-12 გადაწყვეტილება.

 20


უზრუნველყოფა, რაც მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას და საჯარო ინფორმაციის მიღების უფლების რეალიზაციას უკავშირდება, აღემატება ინტერესს, დაცული იქნეს გამჟღავნებისგან თანამდებობის პირის კერძო სფეროს მიკუთვნებული მსგავსი შინაარსის ინფორმაცია.“26 გარდა ამისა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სამსახურებრივი სარგებლობის ტელეფონის საშუალებით თანამდებობის პირთან კომუნიკაციის აკრძალვის დაუშვებლობაზე, თუ ეს სპეციალური კანონმდებლობით არ იქნება დადგენილი. შესაბამისად, თანამდებობის პირის შესახებ ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

ინფორმაცია

ღიაა

5.7. სამკვიდროს მოწმობის შესახებ ინფორმაცია სსიპ „ნოტარიუსთა პალატის“ წინააღმდეგ დავაში მოსარჩელე ითხოვდა ინფორმაციას გარდაცვლილი პირის დანაშთ ქონებაზე სამკვიდროს მოწმობის გაცემის შესახებ, მემკვიდრეების ვინაობის გარეშე. აღსანიშნავია, რომ სანოტარო აქტები გაიცემა იმ პირებზე, რომლებსაც შეეხება ეს ინფორმაცია ან მათ წარმომადგენელზე. თუმცა, ამ შემთხვევაში, მოსარჩელე ასეთ პირს არ წარმოადგენდა. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არსებობს შემთხვევა, როდესაც ინფორმაცია გაიცემა ნებისმიერ პირზე. ასეთ ინფორმაციას წარმოადგენს სწორედ ცნობა სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის თაობაზე სასამართლომ მიუთითა, რომ: „ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, ცნობა გაიცემა ნებისმიერ პირზე. სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, არ მიეთითება მემკვიდრეების ვინაობა“.27 შესაბამისად, მემკვიდრეების ვინაობის დაფარვით, არ ირღვევა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და ნებისმიერ პირს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია სამკვიდროს მოწმობის შესახებ. დასკვნა კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა სასამართლოს მნიშვნელოვანი როლი სამართლებრივი ნორმების განმარტებებსა და პრაქტიკულ რეალიზებაში. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო 26

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 აპრილის #3-8/13წ. გადაწყვეტილება.

27

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 აგვისტოს #3/421-13 გადაწყვეტილება.

 21


ეყრდნობოდა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის დებულებებსა და იმ საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებს, რომლითაც კონკრეტულად რეგულირდებოდა განსახილველი საკითხი. მნიშვნელოვანი განმარტებები გაკეთდა საჯარო ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. სასამართლომ ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში კერძო სამართლის იურიდიული პირის შესახებ ინფორმაცია საჯარო ინფორმაციად განიხილა და მისი დაშტრიხული სახით გაცემას არ დაეთანხმა. ამ კუთხით იმსჯელა ასევე საჯარო მოხელეების ფინანსურ შემოსავლებზე, თუმცა, ზემოაღნიშნული პრინციპის არეალში, ზაკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, მხოლოდ თანამდებობის პირები მოხვდნენ. სხვა შემთხვევაში, სასამართლოებმა ყურადღება არ მიაქციეს ფინანსების საჯაროობას და არ გასცეს ინფორმაცია პერსონალურ მონაცემებზე მითითებით. მეტი საჯაროობით გამოირჩეოდა თანამდებობის პირების სხვა კერძო სფეროს მიკუთვნებული ინფორმაციაც. პირის კერძო საკითხებს მიაკუთვნეს ასევე ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია, განაჩენის ასლი, მსჯავრდებულის პირადი საქმის მასალები, ადმინისტრაციული საჩივრის და მასზე მიღებული გადაწყვეტილების ასლი, საცხოვრებელი სახლის მისამართი, ტელეფონის ნომერი და საბანკო რეკვიზიტები. აღსანიშნავია, რომ ასეთი პრაქტიკის დამკვიდრება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის იდენტიფიკაციის კრიტერიუმზე აგებით არის გამოწვეული. სასამართლომ საკუთარ გადაწყვეტილებებში უპირატესობა სწორედ იდენტიფიკაციის და არა მგრძნობიარობის კრიტერიუმს მიანიჭა, რაც პროპორციულობის ტესტის არარსებობაზე მიუთითებს. სასამართლო მსჯელობისას არ აფასებს ინფორმაციაზე ინტერესის უპირატესობის თანაფარდობას. მისი განმარტებით, ინფორმაცია, რომელიც იძლევა პირის იდენტიფიცირების საშუალებას, იმთავითვე საიდუმლოა ყველასთვის და დაუშვებელია მათი გასაჯაროება. კვლევის შესავალში აღნიშნულია, რომ ინფორმაციის თავისუფლებასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებას შორის უპირატესობა ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს საჯარო ინტერესის ტესტი, დაცულ სიკეთეებს შორის პროპორციულობის დადგენა უმეტესად იმ ხისტი დამოკიდებულებით განისაზღვრება, რაც სასამართლომ ყველა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში დაამკვიდრა. შესაბამისად, უმეტეს შემთხვევაში, სასამართლოების მხრიდან ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტი დაფიქსირდა, რაც პერსონალური მონაცემების მეტ დაცულობაზე მიუთითებს.

 22


ინფორმაციის თავისუფლება და პერსონალურ მონაცემთა დაცვა