საინფორმაციო ბიულეტენი #3

Page 1

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საია ოცი წლისაა

2015 წლის, ივლისი საინფორმაციო ბიულეტენი გამოცემა #3

,,მაქვს ორწლიანი ურთიერთობა იურისტებთან, მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კვალიფიციურად დამეხმარნენ. ერთი დღე მქონდა დარჩენილი, ორშაბათს უკანონო მშენებლობისთვის 8 000 ლარი ჯარიმა უნდა დაეკისრებინათ, თუ შესაბამის საბუთს არ წარვადგენდი. მივიღე თქვენი იურისტის კონსულტაცია, იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი და კანონით დამემტკიცებინა ჩემი უდანაშაულობა. ჩემმა მეგობრებმა მირჩიეს თქვენთან მოსვლა. შევხვდი თქვენს იურისტს, ძალიან გამიმართლა, რომ ასე კვალიფიციურად დამეხმარნენ. მინდოდა პირადად მოვსულიყავი და გადამეხადა დიდი მადლობა. ოჯახი, რომელსაც დანაზოგი არ აქვს და ორშაბათს გარანტირებულად 8 000 ლარი ჯარიმა ჰქონდა, თქვენი დახმარებით გადარჩა’’.

ღონისძიებები

მდუმარე აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან

2015 წლის 31 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მდუმარე აქცია. აქციაზე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააპროტესტეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აქციის „არა პანორამა“ დროს დაკავებული პირების მიმართ, რომლებიც სასამართლომ წვრილმანი ხულიგნობისათვის დააჯარიმა. აღნიშნულ საქმეზე საიამ სასამართლოში სააპელაციო საჩივარი წარადგინა. ვრცლად... ფოტოგალერეა

საქართველოს i “ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის 2014 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ” შესახებ ანგარიშის შეფასება

2015 წლის 9 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამართა მრგვალი მაგიდა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის 2014 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშის შეფასებასთან დაკავშირებით.

ვრცლად... ფოტოგალერეა ვიდეოგალერეა

ვიდეოგალერეა

საიამ კვლევის „საყდრისი-ყაჩაღიანი - ნგრევა კანონის სახელით“ პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2015 წლის 15 ივლისს, საზოგადოებას საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით მომზადებული ახალი კვლევა „საყდრისი-ყაჩაღიანი - ნგრევა კანონის სახელით“ წარუდგინა. საის მიერ მომზადებული კვლევის შედეგად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების არაერთი დარღვევა გამოვლინდა. მათ შორის ძეგლის სტატუსის მოხსნასა და წიაღით სარგებლობით ლიცენზიასთან დაკავშირებული საკითხები. ვრცლად... ფოტოგალერეა ვიდეოგალერეა

საიამ 4 კვლევის პრეზენტაცია გამართა 2015 წლის 6 ივლისს საიამ 4 კვლევის პრეზენტაცია გამართა. კვლევებში ასახულია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საწარმოების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საქართველოში, საჯარო-კერძო პარტნიორობა (საქართველოში არსებული ტენდენციები) და ამავე თემებზე ხორვატი და ინგლისელი ექსპერტების მიერ მომზადებული ორი დამოუკიდებელი კვლევა. კვლევის შედეგების მიხედვით ცნობილი გახდა, რომ საქართველოში არ არსებობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების გამჭვირვალობის სათანადო სტანდარტები, საწარმოების უმრავლესობას არ გააჩნია ეთიკის, შიდა აუდიტისა და კორუფციის პრევენციის დოკუმენტები. საწარმოების დიდი ნაწილი წამგებიანია. რაც შეეხება საჯარო-კერძო პარტნიორობას, საქართველოს სამინისტროების მაგალითზე ნათელია, რომ ადმინისტრაციული ორგანოების უმრავლესობას არასწორად ესმით საჯარო კერძო პარტნიორობის არსი.

ვრცლად... ფოტოგალერეა ვიდეოგალერეა


საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა სამართლის კურსდამთავრებულთა გამოშვების ცერემონია გამართა საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა სამართლის კურსების 2014-2015 სასწავლო წლის გამოშვების ცერემონია გამართა, რომელიც ფონდის 10 წლის იუბილესაც ემთხვევა. ცერემონიაზე წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და დიპლომები საიას თავმჯდომარემ და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის პრეზიდენტმა გადასცეს. ფონდის სტუდენტებთან ერთად, დაჯილდოვდნენ სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლის მოსწავლეებიც, რომლებსაც 6 თვის განმავლობაში პრაქტიკული სამართლისა და სამოქალაქო განათლების აქტუალურ საკითხებზე ლექცია-სემინარები უტარდებოდათ.

კვლევის ,,ადგილობრივ თვითმმართველობაში პირდაპირი გზით არჩეული პირების სისხლის სამართლებრივი იმუნიტეტის მინიჭება’’ პრეზენტაცია რეგიონებში საიამ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად რეგიონული ოფისების მეშვეობით საქართველოს მასშტაბით 8 ქალაქში (ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ფოთი, გორი, რუსთავი, თელავი და ბათუმი) კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა. ანგარიშში ასახულია პროექტის ,,დაცული არჩევანი ეფექტური თვითმმართველობის გარანტი’’ ფარგლებში ჩატარებული თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევის შედეგები. კვლევაში ასევე მოცემულია ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის ანალიზი და წარმოდგენილია რეკომენდაციები ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

ვრცლად... ვრცლად... ფოტოგალერეა ფოტოგალერეა ვიდეოგალერეა

საიას ზუგდიდის ოფისში „ქართული უმაღლესი იურიდიული განათლების ხარისხის“ კვლევის პრეზენტაცია ჩატარდა

საიას ზუგდიდის ოფისში, მოეწყო „ქართული უმაღლესი იურიდიული განათლების ხარისხის“ კვლევის ანაგრიშის პრეზენტაცია. კვლევა განხორციელდა საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ პროექტის ,,ხარისხიანი განათლება ძლიერი ინსტიტუტებისათვის’’ ფარგლებში. კვლევის მიზანს წარმოადგენდა გამოევლინა რამდენად ხარისხიან იურიდიულ განათლებას აწვდიან საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები სტუდენტებს, ასევე, რა სახის მოთხოვნებს უყენებს შრომის ბაზარი საქართველოში იურიდიული განათლების მქონე პირებს და რამდენად აკმაყოფილებენ კურსდამთვარებულები შრომის ბაზრის მოთხოვნებს.

ვრცლად...

განცხადებები

საია პროკურატურას მოუწოდებს, უზრუნველყოს ყოველმხრივი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიება ფილიპე ბაბაიანისა და არტურ ოგანეზიანის საქმეზე

საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას სასწრაფოდ და მიუკერძოებლად გამოიძიოს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ 2015 წლის 2 ივლისს გავრცელებული ვიდეო მასალა, რომელზეც ასახულია ძველი თბილისის პირველ განყოფილებაში პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტი ფილიპე ბაბაიანისა და და არტურ ოგანეზიანის მიმართ. საიას განცხადებით სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი ფაქტების ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიების გარეშე დატოვება საფრთხეს შეუქმნის საზოგადოების ნდობას უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფოს პოლიტიკას.

საია #8 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების გამო და ხელისუფლებას მომხდარის სწრაფი, ობიეტური და ყოველმხრივი გამოძიებისაკენ მოუწოდებს. საია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ამ და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მომხდარ ყველა სხვა შემთხვევასთან დაკავშირებით, სადაც შესაძლოა იკვეთებოდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, უზრუნველყოფილ იქნეს მიუკერძოებელი და ყოველმხრივი გამოძიება. ამ მიზნით, სასურველია, გამოძიება იმთავითვე აწარმოოს არა იმ უწყებამ, სადაც ჩადენილია სავარაუდო დანაშაული (სასჯელაღსრულების სისტემა), არამედ მისგან დამოუკიდებელმა უწყებამ (პროკურატურამ), რათა სრულად გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტის რისკი.

ვრცლად... ვრცლად...


საია გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საოკუპაციო ზოლის გაფართოებას და სახელმწიფოს ყველა შესაძლო ეფექტური ზომის მიღებისკენ მოუწოდებს საია ეხმაურება რუსეთის ფედერაციის მიერ საოკუპაციო ზოლის გაფართოების მორიგ ფაქტს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მეშვეობით ცდილობს რუსეთის ფედერაციის მიერ საზღვრის უკანონო მშენებლობის შეჩერებას და ოკუპანტის მიერ საქართველოს მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. საიამ 2014 წლის აპრილში ქარელის რაონის სოფელ დვანში მავთულხლართებით დაზარალებული 19 პირის სახელით ევროპულ სასამართლოს მიმართა, ხოლო 2015 წლის თებერვალში გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რუსეთის ფედერაციის მოსმენაზე, წარადგინა ალტერნატიული ანგარიში.

18 ივლისს მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილი აქციის ჩატარებამდე განვითარებული მოვლენები შეკრებისა და გამოხატვის უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას წარმოადგენდა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 18 ივნისს მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილი აქციის „Stop Russia” ჩატარებამდე განვითარებულ მოვლენებს შეკრებისა და გამოხატვის უფლებაში გაუმართლებელ ჩარევად შეაფასეს და მიმდინარე მოვლენებს განცხადებით გამოეხმაურნენ. განცხადებაში, აღნიშნულია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დემოკრატიულ საზოგადოებაში ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებით. ამ ვალდებულებების საპირისპიროდ, პოლიციელთა ქმედებები მიმართული იყო მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვის, ამ უფლებით სარგებლობაში ხელის შეშლისაკენ და არ ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზნებს.

ვრცლად...

ვრცლად...

ფოტოგალერეა

საია ეხმიანება მიმდინარე წლის 20 ივლისს ადვოკატ ბესარიონ ბოჭორიშვილის პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაბარების ფაქტს მთავარ პროკურატურაში მის მიერ შეტანილი საჩივრის გამო, რომელიც შეეხებოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ განხორციელებულ შესაძლო კანონდარღვევებს. საიას მიაჩნია, რომ აღნიშნული ქმნის რეალურ და აშკარა საფრთხეს, რომ დაირღვეს როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის, ისე „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და შექმნას ადვოკატის უფლებებში ჩარევის საშიში პრეცედენტი.

საია პროკურატურაში ადვოკატ ბესარიონ ბოჭორიშვილის დაბარების ფაქტს ადვოკატთა უფლებებში ჩარევის საშიშ პრეცედენტად მიიჩნევს

ვრცლად...

სამართლებრივი დასკვნები

საიამ საქართველოს პარლამენტს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში’’ და თანმდევ საკანონმდებლო აქტებში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა

ორგანიზაცია დადებითად აფასებს წარმოდგენილ საკანონმდებლო ინციატივას, კერძოდ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად განსაზღვრულ მთელ რიგ დამატებით ფორმებს. თუმცა, მიუხედავად ზოგადი პოზიტიური ფონისა საია ეხმიანება ცალკეულ საკითხებს, რომლებიც დამატებით დამუშავებას საჭიროებენ. მათ შორისაა: მუნიციპალიტეტის დისკრეცია ჩაატაროს საერთო კრება ქალაქსა და დასახლებაში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება, საერთო კრების საქმიანობის ღიად და გამჭვირვალედ წარმართვის აუცილებლობა, საერთო კრების მუდმივმოქმედი ორგანოს - საზოგადოებრივი საბჭოს გაუქმება, საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილებების დეტალურად განსაზღვრის საჭიროება, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრთა არჩევა, ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის დადგენის აუცილებლობა და სხვა საკითხები.

ვრცლად...


საია „საჯარო სამსახურის შესახებ კანონის პროექტს“ გამოეხმაურა

საიამ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის პროექტთან დაკავშირებით წერილობითი მოსაზრებები საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინა. ორგანიზაციის განცხადებით კანონის პროექტი მთელი რიგი საკითხების პროგრესულ გადაწყვეტას ითვალისწინებს, ინიციატივა პოზიტიურად უნდა შეფასდეს, თუმცა არსებობს გარკვეული დებულებები, რომლებიც დამატებით დახვეწას საჭიროებენ. მაგალითად მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია საჯარო სამსახურში მოხელედ მიღებისათვის დადგენილი ასაკობრივი ცენზის 22 წლიდან 18 წლამდე შემცირებას. ასევე კანონპროექტის თანახმად, გამოსაცდელი ვადა შეადგენს 12 თვეს, ხოლო სხვადასხვა გარემოებების არსებობისას, შესაძლოა 18 თვემდე გაგრძელდეს. დასახელებული დროის მონაკვეთი, ვფიქრობთ გაუმართლებლად ხანგრძლივია. ვრცლად...

საიამ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და თანმდევი ცვლილებების შესახებ მოსაზრებები საქართველოს პარლამენტსა და კანონპროექტის ავტორს - საქართველოს რეგიონალური განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარუდგინა. მოსაზრებები შეეხება ისეთ პრინციპულ საკითხებს როგორიცაა: მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მოპოვება, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო კრიტერიუმები, კანონპროექტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები და სხვა.

საიას მოსაზრებები „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტსა და თანმდევ ცვლილებებთან დაკავშირებით

ვრცლად...

სტრატეგიული სამართალწარმოება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფომ 2009 წლის 15 ივნისის აქციაზე ჟურნალისტებისათვის საქმიანობაში ხელის შეშლა, 2011 წლის 25 მარტს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს წინ გამართული აქციის შეკრების თავისუფლების დარღვევა და ყოფილი სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის, დავით მირცხულავას მიმართ ევროპული კონვენციის დარღვევა აღიარა.

საიას სამი საჩივრის საფუძველზე სახელმწიფომ ევროპული სასამართლოს წინაშე დანაშაული აღიარა

ადვოკატირება

საიამ ევროპულ სასამართლოში ნ.ჯ-ს სახელით საჩივარი წარადგინა

ვრცლად...

ვიდეოგალერეა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი“ (EHRAC) თანამშრომლობით, 2015 წლის 22 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მოქალაქე ნ. ჯ.-ს უკანონო დაკავების და აღნიშნულ ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის გამო მიმართა. საქმის მასალების თანახმად, მომჩივანი, რომელიც იმ დროისათვის საჯარო მოხელეს წარმოადგენდა, 2012 წლის ზაფხულში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 80 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ვრცლად...


მონიტორინგი

არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხებზე მმართველი კოალიციის პოზიციას გამოეხმაურნენ, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტერული სისტემის გაუქმებასა და პროპორციული სისტემის დანერგვას, მხოლოდ 2020 წლისთვის ითვალისწინებს. წარმოდგენილი ცვლილებები, ნაწილობრივ ეხმიანება იმ პრობლემებს, რომელიც მოქმედ საარჩევნო სისტემას ახასიათებს და იგი კომპლექსურად ვერ უზრუნველყოფს საქართველოში კონკურენტუნარიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნას.

საიამ დევნილთა უფლებების დასაცავად ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა

ვრცლად...

წარმატებული საქმეები

სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას სალომე ჯორბენაძის საქმეზე ზიანის ანაზღაურება დააკისრა

2015 წლის 24 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, საიას სარჩელის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარ პროკურატურას სალომე ჯორბენაძის საქმეზე ზიანის ანაზღაურება დააკისრა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტზე პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული რეაგირება არასათანადო იყო, რაც ფატალური შედეგით დასრულდა. 19 წლის სალომე ჯორბენაძე, 2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონში მდებარე პარკში მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული მისი ყოფილი ქმარი, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი, სერგი საცერაძეა, რომელმაც სალომე სამსახურებრივი-საშტატო იარაღით მოკლა. სალომე ერთ-ერთია იმ 25-ზე მეტ ქალს შორის, რომლებიც 2014 წელს მათმა პარტნიორებმა ან ყოფილმა პარტნიორებმა მოკლეს. სალომეს 3 წლის შვილი დარჩა. სისხლის სამართლის პროცესში საია დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესებს იცავდა. აღნიშნულ საქმეზე 2015 წლის 23 იანვარს საიამ პარტნიორ ორგანიზაციებთან - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - თანამშრომლობით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. ვრცლად...

საიას ზუგდიდის ოფისის დახმარებით მოქალაქეს დევნილის სტატუსი აღუდგა საიას ზუგდიდის ოფისს დახმარებისთვის მომართა მოქალაქემ, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან, უშედეგოდ ითხოვდა დევნილის სტატუსის მინიჭებას. საიას ზუგდიდის ოფისმა მოიძია მტკიცებულებები და მოამზადა სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, მოქალაქე თ.ს-თვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. 2015 წლის 20 ივლისს, სამინისტროს გადაწყვეტილებით მას დევნილის სტატუსი მიენიჭა.

ვრცლად...

საიას განცხადების საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ ლიკა კიკიანი დაზარალებულად ცნო საიას განცხადების საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ ლიკა კიკიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო. 2015 წლის 6 ივლისს გამთენიისას ლიკა კიკიანის განცხადებით მას პოლიცია თანამშრომლებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნული ინფორმაცია მან სოციალური ქსელი მეშვეობით გაავრცელა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქმეში ადვოკატად ჩაერთო და სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლა დაიწყო. საქმის მასალების შესწავლის შემდეგ საიას ადვოკატის მიმართვის საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ ლიკა კიკიანი ოფიციალურად დაზარალებულად ცნო.

ვიდეოგალერეა


კოალიციური აქტივობა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საიამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს 2015 წლის 6 ივლისს სამოქალაქო ცნობიერებისა და საარჩევნო კულტურის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ,,საარჩევნო განვითარების სკოლა 2015’’-ის ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმს ხელი ცესკოსა და საიას თავმჯდომარეებმა, თამარ ჟვანიამ და ანა ნაცვლიშვილმა მოაწერეს. ვრცლად... ვიდეოგალერეა

ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულების ერთი წელი კოალიციამ "თანასწორობისთვის" ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულების ერთი წლის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ასახულია ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საიამ სრულყოფისა და მისი სათანადო განხორციელების მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს გატარებული ქმედებები 2014 წლის მაისიდან 2015 წლის 1 აპრილამდე. ანგარიშის თავები ეთმობა კოალიციის წევრი ორგანიზაციების მიერ წარმოებულ საქმეებს, სახალხო დამცველის მიერ "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის გამოყენებისას გამოვლენილ მიღწევებს და გამოწვევებს, სასამართლო ხელისუფლების მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროცესუალურ თავისებურებებს და საქმის წარმოებას სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში. ანგარიშის დასკვნითი ნაწილი რეკომენდაციებს გვთავაზობს, რაც სახელმწიფო სტრუქტურებს ანტიდისკრიმინაციული ღონისძიებების დახვეწაში დაეხმარება. ვრცლად... ვიდეოგალერეა

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ სამართალდამცავი სისტემის რეალური რეფორმა ჩაატაროს

კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის სასამართლო რეფორმის მესამე ტალღას უმასპინძლა კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის 14 ივლისს, 10:30-ზე სასტუმრო ჰოლიდეი ინში სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის შესახებ დისკუსიას უმასპინძლა. შეხვედრა მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს განიხილეს ის კანონპროექტები, რომლებიც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ახლახანს პარლამენტში წარადგინა.

ფოტოგალერეა ვიდეოგალერეა

,,საარჩევნო განვითარების სკოლა-2015’’ დაიწყო 2015 წლის 13 ივლისს საქართველოს მასშტაბით 10 საარჩევნო ოლქში ,,საარჩევნო განვითარების სკოლა-2015’’ დაიწყო. პროექტის ფარგლებში, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (საია) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, ევროპის საბჭოსა (CoE) და აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, 17-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს ჩაუტარდათ 10 დღიანი სასწავლო კურსი საარჩევნო თემატიკაზე. აღნიშნულმა პროექტმა ახალგაზრდებში მაღალი ინტერესი გამოიწვია, განხორციელებული საინფორმაციო კამპანიის შედეგად მსურველთა რაოდენობამ განსაზღვრულ რაოდენობას გადააჭარბა, შესაბამისად ,,საარჩევნო განვითარების სკოლების“ ათ დღიან კურსს დაემატა მეორე ეტაპიც. რის შედეგად სწავლა აგვისტოს თვეშიც გაგრძელდება. ფოტოგალერეა

არასამთავრობოები შინაგან საქმეთა სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფას ეხმაურებიან და ხელისუფლებას სამართალდამცავი სისტემის რეალური რეფორმისკენ მოუწოდებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალაუფლების ჭარბი კონცენტრაცია ყოველთვის იყო კრიტიკის საგანი. სამინისტროს საფუძვლიანი რეფორმა და დეპოლიტიზაცია მმართველი გუნდის წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა. 2015 წლის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შსს-ს რეფორმის დაწყება დაანონსა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად მონაწილეობდნენ პროცესში და მათ შეკითხვებს დამაჯერებელი პასუხები გაეცა. მიუხედავად აღნიშნულისა, არასამთავრობოების ჩართულობა კანონპროექტზე მუშაობის დროს იყო ფორმალური და არაეფექტური. კანონპროექტის შემუშავებამდე ხელისუფლებას არ განუხორციელებია პრობლემების სათანადო ანალიზი, არ ჩამოუყალიბებია ხედვა და რეფორმის კონცეფცია, ამდენად მთლიანად პროცესი იყო არ იყო სათანადოდ გააზრებული, დაგეგმილი და ორგანიზებული. ვრცლად...


არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან 4 ივლისს, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. კერძოდ, მინისტრმა უარყო სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში მოყვანილი ფაქტები ქალ მსჯავრდებულთა სრული შემოწმების ფორმით გაშიშვლებისა და ბუქნების გაკეთების თაობაზე და იქვე აღნიშნა, რომ „ბატონი უჩა გვაოცებს ხოლმე თავისი ნოვაციური აღმოჩენებით“. ხელმომწერ ორგანიზაციებს, მიაჩნიათ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ქალ მსჯავრდებულთა ე. წ სრული შემოწმების პროცედურის უარყოფით შეფასებაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პასუხი, ერთი მხრივ, ხელს არ უწყობს პენიტენციური სისტემის რეფორმირების პროცესს, მეორე მხრივ, კი შეურაცხმყოფელია და ახდენს სახალხო დამცველის ინსტიტუტის დისკრედიტაციას.

კოალიციის მოსაზრებები “პროკურატურის შესახებ” კანონის პროექტის განახლებულ ვერსიაზე კოალიციამ ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე’’ მართლმსაჯულებისთვის ,,პროკურატურის შესახებ ’’ კანონის პროექტის განახლებულ ვერსიაზე მოსაზრებები წარადგინა. მთავრობის მიერ კანონპროექტის გადამუშავებულ ვერსიაში გაზიარებული ცალკეული რეკომენდაციების მიუხედავად, ცვლილებების სულისკვეთება და მიმართულება არსებითად არ შეცვლილა. ამდენად, კოალიციას მიაჩნია, რომ კვლავ რჩება არაერთი ინსტიტუციური გამოწვევა პროკურატურის სისტემის სრული დეპოლიტიზირების გზაზე.

ვრცლად...

ვრცლად...

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება „პანორამა თბილისის“ პროექტთან დაკავშირებით 2015 წლის 16 ივლისს, მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ „პანორამა თბილისის“ პროექტზე მშენებლობის ნებართვა გასცა. არასამთავრობოების განცხადებით ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან არ იქნა გათვალისწინებული საკითხისადმი არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მიუხედავად კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა საკითხის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების გარეშე. განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციების შეფასებით გადაწყვეტილების ფარულად მიღება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ პოლიტიკას ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პრინციპების ერთგულებას. ვრცლად...

კოალიციის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის 2015-2016 წლების პრიორიტეტებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან 4 ივლისს, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. კერძოდ, მინისტრმა უარყო სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში მოყვანილი ფაქტები ქალ მსჯავრდებულთა სრული შემოწმების ფორმით გაშიშვლებისა და ბუქნების გაკეთების თაობაზე და იქვე აღნიშნა, რომ „ბატონი უჩა გვაოცებს ხოლმე თავისი ნოვაციური აღმოჩენებით“. ხელმომწერ ორგანიზაციებს, მიაჩნიათ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ქალ მსჯავრდებულთა ე. წ სრული შემოწმების პროცედურის უარყოფით შეფასებაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პასუხი, ერთი მხრივ, ხელს არ უწყობს პენიტენციური სისტემის რეფორმირების პროცესს, მეორე მხრივ, კი შეურაცხმყოფელია და ახდენს სახალხო დამცველის ინსტიტუტის დისკრედიტაციას. ვრცლად...


კოალიციის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის 2015-2016 წლების პრიორიტეტებთან დაკავშირებით

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პირველის პრესკლუბში საქართველოში სამართალდამცავთა მხრიდან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე ისაუბრეს. არასამთავრობოებმა 18 ივლისს მთავრობის დაგეგმილი აქციის „Stop Russia” ჩატარებამდე განვითარებულ მოვლენები და 19 ივლისს აქციაზე ,,არა პანორამას’’ მონაწილეების დაკავება შეკრებისა და გამოხატვის უფლებაში გაუმართლებელ ჩარევად შეაფასეს. შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დემოკრატიულ საზოგადოებაში ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებით. ამ ვალდებულებების საპირისპიროდ, პოლიციელთა ქმედებები მიმართული იყო მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვის, ამ უფლებით სარგებლობაში ხელის შეშლისაკენ და არ ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზნებს.

ვრცლად... ვიდეოგალერეა


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.