ქართული პოლიტიკა #2

Page 69

samecniero statiebi ქართულ ეროვნულ ტრადიციებს და სრულიად მიუღებელია ქართველი ერისათვის, ხოლო დასავლეთთან ინტეგრაცია ქართველი ერის გადაგვარებისა და გაქრობის ტოლფასია. ამ მიმართულებით (იგულისხმება ანტიდასავლური განწყობის დამკვიდრება) აქტიურ მოღვაწეობას ეწევიან ცალკეული საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენციის მრავალი წარმომადგენელი, ეკლესიის მსახურნი და სხვ. ფართოდ გამოიყენება რა პატრიოტული და ნაციონალისტური ფრაზეოლოგია. რაც შეეხება მესამე პირობას, რომ დასავლეთს თვითონ უნდა ჰქონდეს სურვილი გაითავისოს და დაიახლოვოს საქართველო, როგორც ჩანს, ესეც არ არის ადვილად გადასაჭრელი პრობლემა. დასავლეთში ზოგიერთი მიიჩნევს, რომ საქართველო სხვა, არაევროპული სამყაროა და მისი ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანება დასავლეთს მხოლოდ ახალ თავსატეხს გაუჩენს. აქედან გამომდინარე იქ ბევრი არ არის დაინტერესებული საქართველო გაერთიანებული ევროპის ახალ, სრულუფლებიან წევრად იხილოს. როგორც ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, საქართველო მხოლოდ მაშინ იქნება მზად დასავლეთთან ინტეგრაციაზე, ხოლო ეს უკანასკნელი მაშინ დათანხმდება მის „თავის წრეში“ მიღებაზე, (თუნდაც დიდი სტრატეგიული და გეოპოლიტიკური ინტერესები ჰქონდეს ამ რეგიონში) როცა ქართული საზოგადოება მაქსიმალურად დაუახლოვდება დასავლეთს. რა არის ის ძირითადი ისტორიული, სოციალური, კულტურული თუ ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომელიც განასხვავებს საქართველოს დასავლეთისაგან და რამდენად რეალურია მოხდეს მათი დაახლოება? ს. ჰანტინგტონი თავის სტატიაში „დასავლეთი უნიკალური, მაგრამ არა უნივერსალური“ გამოჰყოფს რამდენიმე

ძირითად ნიშანს, რომე­ლიც დასავლეთს „აქცევს დასავლეთად“ და განა­სხვა­ვებს სხვა ცივილიზაციებებისაგან. ეს ნიშნებია: – კლასიკური მემკვიდრეობა (ბერძნული ფილოსოფია და რაციონალიზმი, რომაული სამართალი და ლათინური ენა); – დასავლური ქრისტიანობა (კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი, რეფორმაცია და კონტრრეფორმაცია, რომლებმაც რენესანსთან ერთად შექმნეს ევროპა სოციალურკულტურული და არა გეოგრაფიული გაგებით); – ენათა სიმრავლე (მას შემდეგ რაც ლათინურმა ენამ თავისი პოზიციები დათმო ევროპის თითოეული ერის კულტურული განვითარება ადგილობრივი ენების საფუძველზე მოხდა); – საერო და სასულიერო ხელისუფლების განცალკევება; – კანონის უზენაესობა და კანონის წინაშე ყველა მოქალაქის თანასწორობა; – სოციალური პლურალიზმი და სამოქალაქო საზოგადოება; – წარმომადგენლობითი ორგანოებისა და თვითმმართველობის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება; – ინდივიდუალიზმი, რაც პიროვნულ უფლებებში და თავისუფლების დაცვაში პოულობს გამოხატულებას. ამ ნიშნით დასავლეთი მკვეთრად განსხვავდება ყველა სხვა ცივილიზაციისაგან, სადაც კოლექტივიზმი აშკარად დომინირებს ინდივიდუალიზმზე. ამ ნიშანთაგან უმრავლესობა იმდენად სპეციფიკურია დასავლეთისთვის, რომ სხვა ცივილიზაციებისათვის სრულიად უცხო და მიუღწეველია. მაგრამ ზოგიერთი მათგანი შესაძლებელია შეთვისებული იქნეს არადასავლური ქვეყნებისა და ხალხების მიერ. ასეთ შემთხვევაში მათ უჩნდებათ შანსი დაუახლოვდნენ დასავლეთს და გარკვეულწილად მოახდინონ მასთან ინტეგრაცია.

samecniero statiebi 69


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.