საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროში - 26.09.2014

Page 1

saqarTvelos premier-ministris gamosvla gaeroSi 26.09.2014


Jurnalis damatebiTi gamocema seria: saxelmwifo moRvaweTa sajaro gamosvlebi

წინათქმა როგორც უცხოელ, ისე ქართველ ექსპერტთა აზრით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი, 2014 წლის 22-28 სექტემბერს, უაღრესად შედეგიანი აღმოჩნდა. ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია, ოკუპირებული რეგიონები, ახალი „აბრეშუმის გზის“ განვითარება, უკრაინის საკითხები, ევროატლანტიკური არჩევანი, იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლის შესახებაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 26 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე პლენარულ სხდომაზე 20 წუთიანი გამოსვლისას ისაუბრა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გაერო-ში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შესახებ განაცხადა, რომ „ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი სიტყვა იყო, რომელიც გაერო-ს ტრიბუნიდან წარმოთქმულა“. თვით პრემიერის თქმით, ეს იყო მომავალზე ორიენტირებული გამოსვლა. „გამოსვლისას აბსოლუტურად ყველა საკითხს შევეხე – შიდა პოლიტიკურ სიტუაციას, ეკონომიკურ მდგომარეობას, იმ განვითარებასა და რეფორმებს, რომელსაც მივაღწიეთ მოკლე დროში, ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართულებას“. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მთლიანობაში, მისი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან ნაყოფიერი, სასარგებლო და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო.

სამეცნიერო ჟურნალის „ქართული პოლიტიკა“ რედაქცია, მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-ცენტრს თანამშრომლობისთვის.


saqarTvelos premier-ministris gamosvla gaeroSi 26.09.2014 საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლის ტექსტის ვიდეოვერსიის სანახვად, გთხოვთ გადადით ბმულზე:

http://www.youtube.com/watch?v=oNhxtMhSTAM#t=39


ბატონო პრეზიდენტო, ბატონო გენერალურო მდივანო, პატივცემულო დელეგატებო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემთვის საპატიოა ჩემი ქვეყნის სახელით გამოსვლა გაეროში. უკანას­ კნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიო გახდა საქართველოს განუხრელი ტრანსფორმაციის მოწმე, რომლის მიზანიცაა თავისუფ­ლების, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა. უფრო სრულყოფილი და ღია დემოკრატიისაკენ მიმავალ გზაზე ჩვენ მივაღწიეთ დიდ წარმატებებს და წავაწყდით გამოწვევებსაც. ჩვენ გა­ცილებით უფრო ძლიერი სახელმწიფო ვართ, ვიდრე ოცი წლის წინ, და უფრო ძლიერი, ვიდრე ორი წლის წინ. მართალია, სულ რამდენიმე წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს, მაგრამ ჩვენ მაინც ახალგაზრდა დემოკრატია ვართ და კიდევ ბევრი შრომა გველის წინ. მე წილად მხვდა ბედნიერება, ვყოფილიყავი ქართველთა ახალი თაო­ ბის წარმომადგენელი, რომელიც გაიზარდა ცივი ომის შემდგომ წლებში. მთელი ჩემი ცხოვრება მონაწილე ვარ მნიშვნელოვანი ცვლილებებისა. ჩვენი უდიდესი წინსვლა არის დემოკრატიული ღირებულებებისა და საერთაშორისო თანამშრომლობისადმი ქართველი ხალხის ერთგულების შედეგი. რადგანაც ჩვენი დემოკრატიული ტრანსფორმაცია ესოდენ რთული პროცესია, არაფერს არ აღვიქვამთ ისე, თითქოს ეს ასეც უნდა ყოფილიყო. პრეზიდენტ კენედის თუ დავესესხებით, „ჩვენ ამას ვაკეთებთ არა იმიტომ, რომ ეს იოლია, არამედ იმიტომ, რომ რთულია“. რთულ პერიოდში ქართველი ხალხი ქუჩებში გამოდიოდა მშვიდო­ ბიანი პროტესტის ნიშნად და აფიქსირებდა თავის პოზიციას არჩევნებში, რათა უზრუნველეყო დემოკრატიული გზის უწყვეტობა. ნება მომეცით, აღტაცება გამოვხატო მათი ენერგიისა და დემოკრატიული პროგრესის მიმართ ერთგულების გამო. მინდა მადლობა გადავუხადო მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც ამ დარბაზში იმყოფებიან, და საერთაშორისო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით კი გაეროს, საქართველოს მხარდაჭერისა და ქართველი ხალხის მიმართ 4


გულის­ხმიერებისათვის. მიუხედავად ყველა გამოწვევისა, რომლებსაც ჩვენ წავაწყდით, საქართველოს მოსახლეობა იმედის თვალით შეჰყუ­რებს მომავალს. საერთაშორისო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარ­დაჭერა კვლავაც სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს ასრულებს სა­ ქარ­თველოს წინსვლაში. მადლობა თქვენ ქართველი ხალხის სახელით. საქართველოს წარმატება თქვენი წარმატებაა. საქართველოს მიერ გან­ ვლილი გზა მოწმობს გაეროსა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წარმატებულ საქმიანობას. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში გადავდგით კონკრეტული ნა­ბიჯები: ჩვენ გავარღვიეთ სახელისუფლებო კორუფციის, დაუსჯე­ ლო­ბისა და მხოლოდ ერთეულების საკეთილდღეოდ მომუშავე ეკო­ნო­ მიკის მოჯადოებული წრე. ჩვენ დავამკვიდრეთ ნამდვილი დემოკრატია ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის სისტემით, რომელიც განუხრელად მიჰყვება კანონის უზენაესობის პრინციპს. საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ჩვენ დავამკვიდრეთ ურ­ თი­ერთობის ისეთი ფორმა, როდესაც დაფასებულია შრომა და მეწარმეობა, ამასთან დახმარებას ვთავაზობთ მოსახლეობის შეჭირვებულ ფენებს. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის აღიარებით, დღეს საქარ­ თვე­ლო სულ სხვაა იმასთან შედარებით, რასაც ის წარმოადგენდა ოცი, ანდა თუნდაც ორი წლის წინ. ყველა სფეროში, ჯანდაცვითა და განათლებით დაწყებული, ეკონო­ მიკი­თა და კანონის უზენაესობით დამთავრებული, სახეზეა უზარმაზარი წინსვლა. დღეს ჩვენ ვართ ახალი დღის დადგომის მოწმე საქართველოში. ჩვე­ნი დემოკრატიული ინსტიტუტები უფრო ძლიერია, ჩვენი საგარეო პო­ ლიტიკა უკეთ უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას, ხოლო მზარდი ეკონომიკა საქართველოს ყველა მოქალაქის სასარგებლოდ მუშაობს. ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს დემოკრატიას და ვახორციელებთ მის კონსოლიდაციას. ამ ორწლიან პერიოდში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნები მართლაც ღირსშესანიშნავი მოვლენებია. 5


სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს დემოკრატია ასე ძნელად არის მოპოვებული, უკან დაბრუნება გამორიცხულია. ქართველი ხალხი მოს­ თხოვს ხელისუფლებას ანგარიშს და თავის პოზიციას დააფიქსირებს საარჩევნო ყუთებთან. ჩემმა მთავრობამ უნდა დაიმსახუროს თითოეული ხმა, რისთვისაც ერთგულად უნდა ემსახუროს ხალხს და უზრუნველყოს ქვეყნის წინსვლა. ჩვენ ვაძლიერებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ვნერგავთ კონტროლისა და ბალანსის უფრო ძლიერ მექანიზმებს. ჩვენი ახალი კონსტიტუციით უზრუნველყოფილია აღმასრულებელი ხელისუფლების დეცენტრალიზაცია და მმართველობის ყველა დონეზე გაზრდილი ანგარიშ­ვ­ალდებულება. დღეს ჩვენი პარლამენტი მართლაც კანონმდებლის ფუნქციას ასრუ­ ლებს. ხდება კანონპროექტების წარდგენა, განხილვა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა. კომიტეტებში კი იმართება მოს­ მენები და მინისტრთა მწვავე კრიტიკა. ისტორიას ჩაბარდა ის დრო, როდესაც პარლამენტი ნოტარიუსის როლს ასრულებდა. დღეს ჩვენ უზრუნველვყოფთ ადამიანის უფლებათა დაცვას ადამი­ ანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით. გარდა ამისა, ჩვენთვის არანაკლებ საამაყოა ანტიდისკრიმინაციული კანონის ამოქმედება, რომლითაც გაფართოვდა საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებათა დაცვა. ჩვენ აღვადგინეთ კანონის უზენაესობა, რისთვისაც შევქმენით და­ მო­უკი­დებელი სასამართლო და დავაკანონეთ ბრალდებულთა უფრო ფართო უფლებები. ჩვენ წერტილი დავუსვით ხელისუფლების წარმო­ მად­გენელთა დაუსჯელობას და წამებასა და შეურაცხმყოფელ მოპყრო­ ბას ციხეებში. დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია კანო­ნის წინაშე, არავინ დგას კანონზე მაღალა, ყველა ისარგებლებს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროცესუალური სამართლით. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ხელი შევუწყოთ მართლაც ძლიერ, დამოუკიდებელ და ხარისხიან მედიას. სამოქალაქო საზოგადოების მსგავსად, მედიაც არსებითია ძლიერი დემოკრატიისთვის. შეიძლება მე ყოველთვის არ ვეთანხმებოდე იმას, რასაც მედიასაშუალებები ამბობენ და წერენ, მაგრამ მე ყოველთვის ვიბრძოლებ, რომ მათ ჰქონდეთ თავისუფალი სიტყვის უფლება. 6


7


ეს რეფორმები სარგებელს მოუტანს ჩემი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ჩვენი მიზანია, გავაერთიანოთ ჩვენი საზოგადოება კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის მეშვეობით. ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ აშშ-სა და ევროპას, თანხვდება ჩვენს მიზანს, გავაგრძელოთ დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესი. აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირე. ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის მმართველობის ყველა დონეზე დღეს უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე. მზარდი ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი გზა ევროპული ქვეყნების ოჯახში დაბრუნებისაკენ, რომელთანაც ჩვენ გვაქვს საერთო ისტორია, კულტურა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, – საერთო ღირებულებები. ევროკავშირთან ჩვენი ასოცირების ხელ­შეკ­ რულება და ნატოს გაწევრიანებისაკენ ჩვენი განუხრელი წინსვლა არის ამ ურთიერთობების საფუძველი და გვთავაზობს უფრო ფართო ჩართულობის გეგმას. როგორც გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა აღნიშნა ამ ტრი­ბუ­ ნიდან, „არ არსებობს განვითარება უსაფრთხოების გარეშე და არ არსე­ბობს უსაფრთხოება განვითარების გარეშე“. ევროკავშირთან ჩვენი ასოცირების ხელშეკრულება არის ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და საკანონმდებლო ნორმებისა და სტანდარტების ეტაპობრივი დანერგვის გენერალური გეგმა. ჩემი ქვეყანა დაადგა ფართომასშტაბიანი რეფორმების საპასუხისმგებლო გზას. ჩვენ შევასრულებთ აღებულ ვალდებულებებს. მიმაჩნია, რომ საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია შეიძ­ ლება იყოს მაგალითი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. დღეს ჩვენ ვდებთ პირობას, რომ გავუზიარებთ გამოცდილებას სხვა სახელმწიფოებს, რომლებიც გადიან მსგავს ტრანზიციას. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავებასთან ერთად, ჩვენი ეკონომიკა სულ უფრო ღია და გლობალიზებული ხდება. ჩვენ ვახორციელებთ მნიშვნელოვან ინვესტიციებს და ვატარებთ რეფორმებს, რათა გზა გავუხსნათ საქართველოს ეკონომიკისა და ქართველი ხალხის სრულ პოტენციალს. დაწყებული საყოველთაო ჯანდაცვით და 8


დამთავრებული ინვესტიციებით ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაში, სა­ ქართველო იქცევა 21-ე საუკუნის ეკონომიკის მქონე ქვეყანად, რომელსაც სარგებელი მოაქვს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ამ რეფორმების პარალელურად, ჩვენ მიზნად ვისახავთ გაეროს 2015 წლის შემდგომი პერიოდის განვითარების დღის წესრიგის შესრულებას. ჩვენ გავხდით ლიდერები მდგრადი განვითარების კუთხით, რამდენადაც ძალიან სერიოზულად ვეკიდებით რიო+20-ის შედეგებს. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისათვის საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა დადგინდეს ინკლუზიური და ადამიანებზე ორიენტირებული 2015 წლის შემდგომი განვითარების დღის წესრიგი. ეს დღის წესრიგი დაეთმობა ეკონომიკური სტაბილურობის, მდგრა­დი ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობისა და გარემოს დაცვის მხარდაჭერის საჭიროებას. ამავე დროს, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადა­წყვეტი­ ლი გენდერული თანასწორობის, ქალთა გაძლიერებისა და საქართველოს ყველა მოქალაქისათვის დასაქმების თანასწორი უფლებების გაფართოება. ხვალინდელი დღე მომავალ თაობებს ეკუთვნის. ასე რომ, ჩვენი ბავშვების დაცვა და განვითარება მათი სრული პოტენციალის წარმოსა­ ჩენად უნდა დაეფუძნოს უფრო მძლავრ ინვესტიციებს მათ განათლებაში. ერთ-ერთი მწვავე პრობლემა, რომელიც დგას საქართველოს წინაშე, არის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკითხი. რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად, ქვეყანაში ასობით ათასი იძუ­ ლებით გადა­ადგილებული პირია. მიუხედავად ამისა, საქართველო დღესაც იღებს ლტოლვილებს კონფლიქტით დაზარალებული რეგიო­ ნებიდან. სამწუ­ხა­როა, მაგრამ ლტოლვილთა ახალი ტალღების კერები არ მცირდება, განსაკუთრებით უკრაინასა და შუა აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების გამო. ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რათა დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რისთვისაც ვაწვდით ჰუმანიტარულ და ტექნიკურ დახმარებას (მაგალითად, ვაგზავნით ექიმებსა და მედიკამენტებს), ვუცხადებთ მათ პო­ლიტიკურ მხარდაჭერას და ვთავაზობთ უსაფრთხო თავშესაფარს კონ­ფლიქტით დაზარალებული ბავშვებისათვის. გარდა ამისა, ჩვენ ვეხ­ მარე­ბით უკრაინას რეფორმების გატარებასა და დემოკრატიული ინსტი­ ტუტების განმტკიცებაში.

9


ჩვენი განსაკუთრებული სატკივარია უკრაინაში მიმდინარე პროცე­ სები. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანო­ ბასა და სუვერენიტეტს და შეძლებისდაგვარად მხარში ვუდგავართ მოძმე უკრაინელ ხალხს. გამოვთქვამთ იმედს, რომ ბოლო ხანს მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებები საბოლოოდ წერტილს დაუსვამს სამხედრო მოქმედებებს და დაიწყება შეუქცევადი სამშვიდობო პროცესი. ყოველ წელს საერთაშორისო საზოგადოება სულ უფრო მეტად უჭერს მხარს ლტოლვილთა უფლებას, დაბრუნდნენ შინ, რაც გამოიხატება გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მიღებით „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან /ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გენერალურმა ასამბლეამ თავის დღის წესრიგში დატოვოს ეს ჰუმანიტარული საკითხი და კვლავაც მტკიცედ და დამაჯერებლად დაუჭიროს მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებს. ნება მომეცით, მივმართო ჩვენს დებსა და ძმებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში: „ძვირფასო დებო და ძმებო, ვოცნებობ იმ დღეზე, როცა ყველანი ერთად ვიცხოვრებთ და ჩვენ შორის მშვიდობა და კეთილდღეობა დაისადგურებს“. ჩვენ განუხრელად მივყვებით შერიგებისა და საქართვე­ ლოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული აღდგენის გზას. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და გამოვნახოთ გზები, რათა თქვენც გახდეთ ამ წარმატების თანაზიარი, მათ შორის იმ სარგებლის, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება მოიტანს. ამასთან, მოვუწოდებ რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის შეწყ­ ვე­ტის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდე­ბულე­ ბები და შემოგვიერთდეს ჩვენი ოცნების – მშვიდობის, კეთილდღეობისა და შერიგების – ხორცშესხმაში. ჩვენი ისტორია და ღირებულებები ჩვენი სიძლიერეა, რომლებიც, ჩვენს სტრატეგიულ მდებარეობასთან ერთად, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უნიკალური რამ შევთავაზოთ მსოფლიოს და ვიყოთ მშვიდობისა და უსაფრთხოების მამოძრავებელი ძალა. ჩვენს საზღვრებს გარეთ კი ჩვენი მიზანია შევიტანოთ წვლილი გლო­ ბალურ უსაფრთხოებაში, როგორც მიმწოდებელმა და არა მომხმარებელმა ქვეყანამ. 10


ჩემი ქვეყნის გადაწყვეტილება, იყოს მსოფლიო უსაფრთხოებაში „წვლილის შემტანი“, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებული ჩვენი მისწრაფებებიდან გამომდინარე, უკვე ნათელია. და ეს არის კიდეც საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი საყრდენი. ბოლო ორი წლის მიღწევების წყალობით, ჩემს ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც განამტკიცებს ნატოში ჩვენს საბო­ლოოდ გაწევრიანების გზას. ნატოს ისტორიული მნიშვნელობის სამიტზე კიდევ ერთხელ დადას­ ტურდა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ჩვენი ხალხი კვლა­ ვაც ერთგულად ემსახურება ამ საბოლოო მიზანს. უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, ნატო მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ინტეგრაციას და უზრუნველყოფს თანამშრომლობის ახალ, რეალურ და ხელშესახებ ინიციატივებს, რომლებიც გაზრდის საქართველოს შესაძლებლობებს და, ზოგადად, უსაფრთხოებას. საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ავღანეთში საერთაშო­ რისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალებში ყველაზე დიდი წვლილის შემტა­­ნია. ჩვენ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ მხარდაჭერის ძალე­ ბის გამოსვლის შემდეგ დაგეგმილ მისიაში. ამ ოპერაციის დაწყებისთანავე ჩვენი ქვედანაყოფები, სამედიცინო და სამხედრო პერსონალისა და ინსტრუქ­ტორების ჩათვლით, მზად იქნებიან ჩაერთონ მოქმედებაში. გარ­ და ამისა, ჩვენ ვგეგმავთ ავღანეთში ინსტიტუციონალურ აღმშენებლობაში წვლილის შეტანას. ჩვენ მხარში ვუდგავართ ჩვენს მოკავშირეებს ტერორიზმისა და ორგა­ ნი­ზებული დანაშაულის ყველა ფორმასთან ბრძოლაში, ყველგან, მთელ მსოფ­ლიოში. ჩვენ ასევე ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირის ძალისხმევაში, რომლის მიზანიცაა მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება. ამ კონტექსტში, როგორც სიდიდით მეორე მონაწილე, ქარ­ თული ბატალიონი და ქვეითი ქვედანაყოფი უკვე ჩაერთო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ოპერაციაში. ჩვენი მზადყოფნა, გვერდში დავუდგეთ ჩვენს მოკავშირეებს, არ არის ერთადერთი გზა, რომლითაც საქართველო, როგორც გლობალური

11


უსაფრთხოების მიმწოდებელი ქვეყნა, ასრულებს თავის როლს. ჩვენ ასევე ვიყენებთ რაციონალურ მიდგომას რეგიონში დაძაბულობის შესუსტებისა და კონფლიქტების პრევენციისათვის. ნება მომეცით, ცალსახად განვაცხარო, რომ საქართველო არასოდეს დათმობს თავის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამავე დროს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვიძიოთ ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებთან შერიგების გზები. ჩვენ, ქართველებს, გვსურს კარგი ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ არა ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხარჯზე, რომელთა მისაღწევადაც ამდენი ვიბრძოლეთ. ამ მიზნით, ჩვენ ვიყენებთ, ჩვენი წინამორბედებისგან განსხვავებით, ახლებურ მიდგომას რუსეთთან ურთიერთობებში. ჩვენს, როგორც პასუ­ ხისმგებელი, პრაგმატული და კონსტრუქციული მეზობლის, სტრატეგიას ორი მიმართულება აქვს. ერთი მხრივ, ჩვენ წამოვიწყეთ უპირობო დიალოგი რუსეთთან სავაჭ­ რო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობე­ ბის გა­ნახლების მიმართულებით. მეორე მხრივ, ჩვენ კვლავაც გვაქვს ­დასახული მიზნად 2008 წლის აგვისტოს ომის მშვიდობიანი მოგვა­რე­ბა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დასრუ­ლე­ბა, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად. ამ სტრატეგიის პირველმა მიმართულებამ მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა და დაგვეხმარა საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულო­ბის შემცირებაში. ვაჭრობა განახლდა და რუსეთში საქართველოს ექსპორტი 300 პროცენტზე მეტით გაიზარდა. ადამიანებს შორის ურთიერთობებიც მკვეთრად გააქტიურდა. ჩვენ, როგორც მეზობლები, უფრო მშვიდ გარემოში თანავარსებობთ. ამ მიდგომამ ასევე განამტკიცა სტაბილურობა მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს მცდელობებს, შეამციროს დაძაბულობა და ხელი გაუწოდოს რუსეთს, არ მოჰყოლია თანამშრომ­ ლობის იმავე სულისკვეთებით გამსჭვალული პასუხი. ჩვენ გადავდგით ყველა კონსტრუქციული ნაბიჯი. ახლა ჯერი რუსეთის ხელისუფლებაზეა, შეწყვიტოს ოკუპაცია და და­ ადგეს მშვიდობისკენ მიმავალ გზას. 12


13


საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი თავისი სტრატეგიუ­ლი მდებარეობის გამოყენება აზიის, ევროპისა და შუა აღმოსავლეთის და­ საკავშირებლად, ასევე ევრაზიის ერთი ბოლოდან მეორეში სავაჭრო, სა­ კომუნიკაციო და კულტურული გაცვლა-გამოცვლის გასაფართოებლად. აბრეშუმის გზის აღდგენა არის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა, რო­მე­­ლიც მოიტანა ცივი ომის დასრულებამ. აბრეშუმის გზა ფარავს ტერიტორიებს, რომელთა მოსახლეობა შეადგენს მსოფლიოს მოსახ­­ ლეობის 2/3-ს და რომელთა მთლიანი შიდა პროდუქტი გლობა­ლუ­რი მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტს შეადგენს. სრულ­ფასოვანი გამოყენების შემთხვევაში აბრეშუმის გზის რეგიონი იქ­­ცევა მნიშვნე­ ლოვან ძალად ვაჭრობის გაფართოების, ახალი ენერ­გო­რესურსების და ენერგომომარაგების ქსელების განვითარებისა და კულტურული თანამშრომლობის კუთხით. ახალი აბრეშუმის გზის სრული პოტენციალის ამოქმედებისათვის საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა ისეთ სამ საკვანძო სფეროში, როგორიცაა ვაჭრობა და ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ადამიანებს შორის კონტაქტები. სატრანსპორტო დერეფნების ინტეგრირებისა და ახალი მარშრუტების გახსნის მიზნით, რომლებითაც პროდუქციის მიწოდება ჩინეთიდან დასავლეთ ევროპაში სარეკორდო დროში განხორციელდება, ჩვენ ვაღრმა­ვებთ თანამშრომლობას თურქეთთან, ჩინეთთან, ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქმენეთთან, უზბეკეთსა და ავღანეთთან. ენერგორესურსები არის აბრეშუმის გზის ეკონომიკური განვითარებისა და ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. საქართველო მხარს უჭერს ევროპაში კასპიის ზღვის რეგიონიდან ნავთობისა და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების მთავარ მარშრუტს. შარშან შაჰ-დენიზის კონსორციუმმა გამოაცხადა სამხრეთ კავკასიის მილსადენის მასიური გაფართოების შესახებ აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, რაც დამატებითად უზრუნველყოფს ევროპასა და თურქეთს ბუნებრივი აირის 16 მილიარდი კუბური მეტრით და შექმნის ათასობით სამუშაო ადგილს საქართველოში. რამდენიმე დღის წინ მე ვეწვიე აზერბაიჯანს, რათა საფუძველი ჩა­ მეყარა ამ ახალი მილსადენის პირველი სეგმენტისთვის. ამ ექსპანსიის 14


შედეგად, კონსორციუმი განახორციელებს დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ახალ ინვესტიციას საქართველოში. ამის შედეგად საქართველო მიიღებს ბუნებრივი აირის მნიშვნელოვან ოდენობას, რაც მოხმარდება ჩვენი ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების განმტკიცებას. სუფთა, განახლებადი ენერგია შეიძლება იქცეს ენერგეტიკის სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის მამოძრავებელ ძალად. საქართველოში ჩვენ ვიყენებთ ჩვენს მძლავრ ჰიდროენერგეტიკულ რესურსებს, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ნახშირბადის ემისია ჩვენს ქვეყანაში და განვახორციელოთ განახლებადი ენერგიის ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში. პოტენციალი დიდია მთლიანად რეგიონისთვისაც, თუმცა პოტენცია­ ლის რეალობად ქცევა მეტ ძალისხმევას მოითხოვს. საქართველო მზად არის გამოიყენოს თავისი, როგორც გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყნის, სტრატეგიული მდებარეობა და თავისი წვლილი შეიტანოს აბრეშუმის გზის სრულ აღდგენაში. ამ მიზნით, ვგეგმავ, 2015 წელს „აბრეშუმის გზის ფორუმის“ დაარსე­ ბას. ჩვენი ხედვით, ეს იქნება ყველა იმ სახელმწიფოსა და საერთაშო­რი­სო ორგანიზაციის ყოველწლიური მაღალი დონის შეხვედრები საქართვე­ ლოში, რომლებიც დაინტერესებული არიან აბრეშუმის გზის მომავლით. ეს ფორუმი მიეძღვნება აბრეშუმის გზის გასწვრივ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ადამიანთა შორის კონტაქტების სფეროებში თანამშრომლობის გაზრდის ახალი იდეების მოძიებას. ეს ფორუმი გადავა დისკუსიიდან საქმეზე. დაბოლოს, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა რწმენა, რომ საუკეთესო წლები კიდევ წინ გველის, რომ ყველაზე ცუდი დრო ისტორიას ჩაბარდა. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველთა ერთიანობა ემსახურება ქვეყნის წინსვლისა და ძლიერი, დამოუკიდებელი, თავისუფალი და ძლევამოსილი ქართული სახელმწიფოს რეალობად ქცევას. ერთობლივი მუშაობის პირობებში არ არსებობს ის, რის მიღწევაც საქართველოს, რეგიონსა და მსოფლიოს არ შეუძლია. იმედი მაქვს, რომ ბევრ თქვენგანს თბილისში შევხვდები. გმადლობთ.

15


E ISSN 1987-8605

16


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.