ქართული პოლიტიკა #1

Page 92

kulturis politika ჩრდილოეთ კავკასიაში ავტ.) აგრეთვე ალბანთა, იბერთა და მიდიელთა მეფეებმა“. აქედან ცხადია რომსა და ქართლს შორის არსებულა ოფიციალური სამოკავშირეო სამეგობრო ხელშეკრულება − Amicitia, ერთობლივი სამხედრო და სხვა ხასიათის Socius-ის თაობაზე „Socii exterarum genetium“ – ტიპისა. მცხეთაში, მის აღმოსავლეთ კარიბჭესთან, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ნაქულბაქევში, დევის ნამუსრალთან აღმოჩენილია „ვესპასიანეს“ სახელით ცნობილი ახ. წ. 75 წლით დათარიღებული ბერძნული წარწერა. მთავრული ბერძნულით შესრულებულ 17 სტრიქონიან წარწერას წმინდა მემორიალური დეკლარაციული ხასიათი აქვს. მისი 6 სანტიმეტრის სიმაღლის ასოები ახლო მანძილიდან თავისუფლად წაკითხვის საშუალებას იძლევა. ქვემო ნაწილში ასოების სიმაღლე 4 სმ-მდე მცირდება ვინაიდან ისინი უფრო ახლოს იყვნენ მკითხველის თვალთან. „იმპერატორმა კეისარმა ვესპასიანე ავგუსტუსმა, დიდმა პონტეფიქსმა, შვიდჯერ ტრიბუნის ხელისუფლებით აღჭურვილმა, თოთხმეტჯერ იმპერატორად გამოცხადებულმა, ექვსჯერ კონსულმა, მეშვიდეჯერ დეზიგნირებულმა, მამამ მამულისა, ცენზორმა და იმპერატორმა ტიტე კეისარმა ავგუსტის ძემ, ხუთჯერ ტრიბუნის ხელისუფლებით აღჭურვილმა, ოთხჯერ კონსულმა, მეშვიდეჯერ დეზიგნირებულმა ცენზორმა და დომიციანე კეისარმა ავგუსტუსის ძემ, სამჯერ კონსულმა, მეოთხეჯერ დეზიგნირებულმა, იბერთა მეფე მითრიდატეს, მეფე ფარსმანისა და იამასპოის ძეს, კეისრის მეგობარსა და რომაელთ მოყვარულს და [ქართველ] ხალხს ეს კედლები განუმტკიცეს“ (წერეთელი გ. თბ. 1958). რომის სამართლის ისტორიიდან ცნობილია, რომ იმპერატორმა ვესპასიანემ (ახ. წ. 69-79 წწ.) სენატს მიაღებინა რეგლამენტაცია ე.წ. „lex de imperio Vespasiane...“, რომლის თანახმადაც senatuscultum-ს ეძლეოდა უზენაესი უფლება იმპერატორის სახელით დაედო ხელშეკრულებები სხვა ქვეყნებთან, მათ შორის საზღვრების თაობაზე (მიხაილოვა ნ., ივანოვი., ასანიძე ს. 2009., გვ. 216., შეად. Бартошек Милан., 1989., стр. 178, 179). სენატის კანცელარიაში დაწერილი ტექსტის მიხედვით ჩანს შედგენილი მცხეთის წარწერა. მასში ზუსტად არის აღნუსხული ვესპასიანესა და მისი შვილების ყველა ტიტული. ამასთანავე იბერიის მეფეები მხოლოდ ბასილევსებად, ყოველგვარი ეპითეტის გარეშე მოიხსენიებიან,

92 kulturis politika

ეს მაშინ, როდესაც მცხეთაშივე აღმოჩენილ თანდროულ ახ. წ. I საუკუნით დათარიღებულ არმაზულ-არამეულ წარწერებში (მაგ. ჩარგას პიტიახშის „გამარჯვების სტელა“) მათი ოფიციალური ტიტულია „მეფე დიდი“ (ლორთქიფანიძე გ., 1991. გვ. 65; ჩხარტიშვილი მ., 2009. გვ. 41). ჩანს აქ საქმე გვაქვს დიპლომატიურ დემარშებთან, მოკავშირის როლის, მნიშვნელობის დაკნინების ცდასთან. ამავე დროს საქვეყნოდ, პართიის, საპირწონედ, ქართლის მეფეები და ქართველი ხალხი (ΦΙΛΟΡΩΜΑΙΟ) კეისრისა და რომაელების მეგობრებად და სტრატეგიულ მოკავშირეებად ცხადდებიან. მცხეთის 75 წლის წარწერის ახალი ინტერპრეტაციის მიხედვით (ჩხარტიშვილი მ., 2009., გვ. 43) ΙΑΜΑΣΑΣΠΟΙ– არ გახლავთ მეფე მითრიდატეს დედა (აქ არ არის აღნიშნული მისი „დედოფლობა“. ამის თაობაზე იური ვინოგრადოვმაც მიგვანიშნა). აკად. თინა ყაუხჩიშვილმა მიაქცია ყურადღება, რომ აქ „მეფის დედ-მამის სახელებია აღნიშნული, რაც ჩვეულებრივი არაა“. ის ფიქრობდა რომ ფარსმან მეფეს „სხვა ძეც ჰყავდა არა იასასპოის შვილი, რომელიც კეისრისა და რომაელთმოყვარულია“ (ყაუხჩიშვილი თ., 2004., გვ. 29). წარწერა იქნებ მიგვანიშნებს პოლიტიკური ინტრიგის არსებობაზე სამეფო ოჯახის წევრებს შორის. რომაელების ინტერესების გამტარებელი სეფეწული ამაზასპია. რომში, აღმოჩნდა ბერძნულწარწერიანი საფლავის ქვა, 114/115 წლით დათარიღებული. ეპიტაფიის შინაარსი მოგვყავს თ. ყაუხჩიშვილის თარგმანით: „მეფის სახელოვანი ძე ამაზასპი (AMZAPOC) მითრიდატე მეფის ძმა, რომლის მშობლიური მიწა არის კასპიის ბჭესთან, იბერი იბერის ძე აქ მარხია...“ „მოსული პართელებთან საბრძოლველად [გარდაიცვალა] უწინ, ვიდრე გაისვრიდა ძლიერ ხელს მტრის სისხლში შუბსა, მშვილდსა და მახვილის პირზე, იყო ქვეითიცა და მხედარიც...“ (ყაუხჩიშვილი თ., 2005., გვ. 12). რომთან დადებული ხელშეკრულებით ჩანს იბერები იმპერატორ ტრაიანეს ეხმარებიან პართელებთან ბრძოლაში, ნიზიბინთან. ამაზასპი სათავეში უდგას ქართველთა ლაშქარს, ქვეითებსა და მხედრებს. მის ნეშტს, იდუმალებით მოცული გარდაცვალების შემდეგ სამშობლოში კი არ კრძალავენ, არამედ ეპიტაფიის თანახმად მიწას მიაბარებენ „წმინდა ქალაქთან“, რომელიც ააგო ნიკატორმა, მაგდონის ზეთისხილოვან მდინარესთან, შემდგომ კი რომში


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.